ლოს-ანჯელესის ანგელოზი
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-24, 11:44 PM | შეტყობინება # 348 |
 ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
|  თავი 21 მთელი დღე ერთად გავატარეთ. განსაკუთრებული არაფერი გვიკეთებია, შეიძლება ითქვას, რომ სულელებივით ვიქცეოდით. ჯესი ტელევიზორის წინ დივანზე იჯდა, მე კი კალთაში ვეჯექი და ვეხუტებოდი. ყოველ წამს მიმეორებდა თუ როგორ ვუყვარდი და რომ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ცხოვრობდა აქამდე ჩემს გარეშე. მეც გული სითბოთი მევსებოდა და იმის თქმის მეტს ვერაფერს ვახერხებდი, რომ ჩემთვის ყველაფერი იყო. შემდეგ ტელევიზორში რაღაც სერიალს ვუყურეთ და ბევრი ვიცინეთ. -ჯეს… -ჰო ელ… -ჯეს, სკოლაში რომ მივალთ რა უნდა ვქნათ? -კეიტზე მეკითხები?-მაშინვე მიმიხვდა. -ჰო. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთად დანახვისთანავე იმ სურათებს მთელს სკოლაში გაავრცელებს. -შენ მაგაზე ნუ ღელავ. პირველ რიგში ხომ სურათები მე უნდა მაჩვენოს? -როგორც მითხრა კი. -ჰოდა როცა გაიგებს რომ მე ყველაფერი ვიცი აღარაფერს მოიმოქმედებს. ან თუ მოიმოქმედებს მაშინ შეგვიძლია ჩვენც რამე მოვიფიქროთ ისეთი რითაც დავაშანტაჟებთ-ბოროტულად ჩაიცინა. -ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ თავში არაფერი მომდის. -შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სკოლაში მამამისის წყალობით მოხვდა. -რაა? საიდან იცი?-წამოვიძახე გაკვირვებულმა. -ჰმ, პირველივე დღეს ყველაფერი ჩამიკაკლა. ასე თქვა არ მინდა ჩემს ახლობელ ადამიანებთან საიდუმლოებები მქონდესო-თქვა და ჩაიფხუკუნა-ან ელ, შენ თუ შენი იმიჯის გაფუჭება არ გინდა შეგვიძლია ყველაფერი დავმალოთ. -ოხ ჯეს, ნაცემი რომ არ იყო მე გცემდი. სულ არ მაინტერესებს ჩემი იმიჯი, მთავარია რომ შენ მყავხარ და ამის დამალვას არც ვაპირებ-ვუთხარი და ნატკენ ადგილებზე ვაკოცე. -აჰა ესეიგი შენ მცემდი არა?-იკითხა ვითომ გაბუსხულმა და ბალიში მოიმარჯვა, მაგრამ მაშინვე შევამჩნიე და ჩემი იარაღი გამოვიყენე_მთელი გრძნობით ვაკოცე. უცბად როგორც ყოველთვის მშვენიერი მომენტი ვიღაცამ გაგვიფუჭა და კარზე დააკაკუნა. -ელოდები ვინმეს?-ვკითხე გაოცებულმა. -მეე?-ჩაიცინა. -აბა არც მე ველი ვინმეს. წავალ გავაღებ-ვთქვი და კარისკენ გავემართე. კარი როცა გავაღე ჯერ გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, შემდეგ კი როცა ჩვენი “სტუმარი” გავისტუმრე სიხარულისგან ვიკივლე, პირდაპირ ჯესისკენ გავექანე კონვერტის ფრიალით და კალთაში ჩავუხტი. -აბა თუ გამოიცნობ აქ რა დევს?-გახარებულმა ისე სწრაფად ვთქვი, მგონი ვერაფერი ვერ გაიგო. -ელ დაწყნარდი რა მოგივიდა?-ჩემი სიხარული მასაც გადაედო და გამიღიმა-რა წერია მასეთი ამ წერილში? -წერილი არ არის. -აბა მამაშენმა ფული გამოგიგზავნა ახალი კოლექციის საყიდლად?-თქვა სერიოზულად, მაგრამ როცა ჩემი გაბრაზებული სახე დაინახა მაშინვე სიცილი აუტყდა. -ელ ნუ დამტანჯე, თქვი რა დევს შიგნით-მთხოვა და თავი მოისაწყლა, მე კი რა თქმა უნდა ვეღარ შევეწინააღმდეგე. -რა დაა-ვთქვი თეატრალურად, შემდეგ კონვერტი გავხსენი და წერილი დავანახე, რომელზეც დიდად ეხატა ჩვენი სკოლის ლოგო. -ეს არაფერს გეუბნება?-ვკითხე იმედით, რომ მიხვდებოდა, მაგრამ ისევ ისეთი გაოცებული მიყურებდა-ჯეეს, ეს მოწვევაა სკოლის საფეხბურთო გუნდიდან. -ვაუ რა მაგარია! და მაინც, ასე რატომ გაგიხარდა? -თუ სწორად მახსოვს, მე გამამხნევებელი გუნდის კაპიტანი ვარ, ანუ ყოველ დღე ვარჯიში მიტარდება იმ სტადიონზე, სადაც ფეხბურთის გუნდს. -და მე თუ ამ მოწვევას მივიღებ, მაშინ მთელი დღე ერთად ვიქნებით, ვარჯიშზეც კი-როგორც იქნა მიხვდა. -ხომ დათანხმდები? -რა თქმა უნდა ელ, მაგას რა კითხვა უნდა. ჯერ ერთი, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მეორეც, სულ რომ არ ვიცოდე ბურთი რა ფორმისაა, მხოლოდ იმის გამო ჩავეწერები გუნდში, რომ მთელი დღე შენთან ვიყო. -მიყვარხარ-ვუთხარი გახარებულმა და ძლიერად ჩავეხუტე. -მეც მიყვარხარ ელ. საღამოს მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ეშლიმ დარეკა და თქვა ნეტავ სემი არ წამეყვანა, ახლა ვეღარ ვუძლებო. როცა ვკითხე რა იყო ამის მიზეზი, ეშლიმ მითხრა, რომ მიზეზს კევინი ერქვა და ულამაზესი იყო. ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე ამივიდა. ანუ სემი შეყვარებული იყო! რა მაგარია! როგორც იქნა! შემდეგ ეშლის შევთავაზე, რომ ამ დღეებში ყველას ერთად სადმე გაგვესეირნა და ისიც რა თქმა უნდა დამთანხმდა. სემის ამბავი ჯესისაც ძალიან გაუხარდა, მაგრამ რატომღაც მოწყენილი იყო. -ჯეს რა გჭირს?-ვკითხე მისი ხასიათის ცვლილებით გაკვირვებულმა. -არაფერი ელ, უბრალოდ უკვე დაღამდა და ძილი დროა. -მერე? -მერე რა გამაძლებინებს მთელი ღამე შენს გარეშე?-მკითხა და საწყალი ბავშვის სახე მიიღო. -და ვინ გითხრა, რომ ჩემს გარეშე უნდა იყო? -რაა? -რა და ის, რომ სანამ ბოლომდე არ გამოკეთდები ჩემს ოთახში დაიძინებ. -არა ელ. არ შემიძლია. -კი მაგრამ რატოომ? -იმიტომ, რომ მამაშენს პირობა მივეცი, რომ წესივრად მოვიქცეოდი და არ მინდა ეს პირობა შემთხვევით შემომერღვეს-უცბად ჩემდე უნებურად სიცილი ამიტყდა, მან კი ისეთი სახით შემომხედა, თითქოს უკვირდა რა მაცინებდა. -ჯეს სულ ეს არის მიზეზი? -და რა, ცოტა მიზეზია? შენ გგონია ამ პირობის შესრულება ჩემთვის ადვილი იქნება? -არა რა თქმა უნდა, არც ჩემთვის არის ადვილი, მაგრამ გენდობი. ასე რომ , ეგ სულელური მიზეზი აღარ გამაგონო. უი მართლა, თან მარტო დარჩენის მეშინია, მამამ კი დაგაბარა, რომ ჩემზე გეზრუნა, ანუ ვერსად წამიხვალ. -ოხ ელ რა ჯიუტი ხარ რაა. მაგრამ ძალიან მომწონს შენი სიჯიუტე-მითხრა სიცილით, შემდეგ ხელში ამიტაცა და ოთახში ამიყვანა. სანამ დასაძინებლად გავემზადებოდით მილიონჯერ მთხოვა რომ თავის ოთახში დაეძინა, მაგრამ რა თქმა უნდა სასტიკი უარი მიიღო. როგორც იქნა გავემზადე და საწოლში შევხტი, ჯესიმ საბანი გადამაფარა და გამათბო. გატრუნული ვიწექი, რათა არ მინდოდა რომ ეს სიმშვიდე დამერღვია, მაგრამ შემდეგ თავში შესანიშნავი იდეა მომივიდა და ვეღარ გავჩუმდი. -ჯეს, რაღაც მინდა გთხოვო. -მთხოვე ელ. -ჯეს “შენი” პლიაჟი გახსოვს? -კი რა თქმა უნდა. მაგ ადგილს რა დამავიწყებს. მაშინ იმ საშინელ წვიმას ხელი რომ არ შეეშალა, უკვე დიდი ხნის შეყვარებულები ვიქნებოდით. -ჰო, ეგ მომენტი მეც ცუდად მახსენდება, საზიზღარი წვიმა. -ელ რაღაცის თხოვნა გინდოდა-შემახსენა როცა შეატყო, რომ გაგრძელებას არ ვაპირებდი. -უი ხო, სულ დამავიწყდა. ჯეს, შეგიძლია ეგ პლიაჟი გამიყო? -ელ ის უკვე შენია. მარტო ჩემი ან მარტო შენი უკვე აღარაფერია, რაც მე მეკუთვნის, ის უკვე შენ გეკუთვნის. სულ ეს იყო შენი თხოვნა? -არა რა თქმა უნდა, ესე ცოტა არ მეყოფა-გავიცინე-ჯეს, ხვალ მინდა რომ “ჩვენს” პლიაჟზე წავიდეთ და ღამე იქ გავათენოთ. -შესანიშნავი იდეაა ელ. ხოლო როცა იქიდან დავბრუნდებით, შემდეგ ტყეში წავიდეთ სალაშქროდ. -კარგი. მაგრამ მანამდე შენთვის სიურპრიზი მაქვს. -არ გინდა გამიმხილო?-მკითხა დაინტერესებულმა. -რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ შემდეგ სიურპრიზი აღარ იქნება-ნამდვილად არ ვაპირებდი ჯესისთვის იმის თქმას, რომ პლიაჟზე იმიტომ მიმყავდა, რომ ვიცოდი ზეგ მისი დაბადების დღე იყო და მინდოდა ეს დღე მარტოებს, სადმე ორიგინალურ ადგილას გაგვეტარებინა. -კარგი, მაგრამ იქნებ მიმანიშნო მაინც? -არა!-ვუთხარი გადაჭრით-ახლა კი დავიძინოთ, თორემ ხვალ გათენებას ვერ მოვახერხებთ. -კარგი ელ. მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჯეს-ვუთხარი, შემდეგ გადავბრუნდი, თავის მის კისერში ჩავრგე და ფერად და ლამაზ სიზმრებს ნება დავრთე დაუფლებოდნენ ჩემს გონებას, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩემს სიზმრებშიც კი მთავარი მე და ჯესი ვიყავით!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 7:17 AM | შეტყობინება # 349 |
 Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Dzalian magari iyoo...))
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 12:19 PM | შეტყობინება # 351 |
 Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 2:38 PM | შეტყობინება # 354 |
 ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ucnobiucnobi2, renesme, didi madloba bavshveboo tam, cota xani kargi tavebi gvelis, magram xom ici zedmeti bednierebac araa sasargeblo AnasteishA, vaime an shenme komentma pirdapir damadno. didi madloba sixarulo. rac sheexeba shens kitxvas, 17wlisebi arian oriveni Quote (AnasteishA) მე მასე ადვილად არცერთ ბიჭს არ ვენდობი და თუნდაც მაგ სიტუაციაში ვიყო არ ვაიძულებდი ჩემს საწოლში დაძინებას მითუმეტეს როცა აღიარებს, რომ უჭირს ra qnas ver ushvebs daa teko93, chemo sicocxle, mec dzalian momenatre da tu gripis ar geshinia dgesve gnaxav, maaaraa mere shen ise gacivdebi mteli tve vegar gnaxav ★Gvanca★, didi madloba sixaruloo. bavshvebo dzalian maxarebs tqveni komentebi da mixaria rom kitxulobt. tavidan amis weras rom viwyebdi cota ar iyos meshinoda, imitom rom dawero romani, tan rodesac personajebi shenze didebi arian da agwero grdznobebi yovelgvari gamocdilebis gareshe sakmaod rtulia. magram me tqveni komentarebi madzlierebs da michens imis survils, rom ufro da ufro meti davwero. ase rom didi madloba mxardacheristvis. am fiks didi dro agar darchenia, tu aseti tempit gavagrdzeleb tavebis weras sheidzleba yvelaze bevri ert tveshi morches da mere dzalian momenatreba tqveni mxardachera, magram imedia gamichndeba kidev rame idea da daviwyeb axali fikis weras. tu ifiqrebt ra aris jer kidev erti tvea win da am bavshvma reebi ibodialao, momitevet, ubralod tqveni komentebi rom wavikitxe da rom warmovidgine, rom male eseti komentarebi agar meqneboda im ubralo mizezis gamo, rom fiki damtavrdeboda, ragacnairi sevda shemomawva. kidev ertxel didi madloba yvelas da dzalian dzalian miyvarxart
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - პარასკევი, 2011-03-25, 3:06 PM | |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 2:46 PM | შეტყობინება # 355 |
 ♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
aNs_VolTuri | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:04 PM | შეტყობინება # 356 |
 The Walking Dead
342
Offline
| Quote (natuka) zedmeti bednierebac araa sasargeblo arc zedmeti ubedurebaa sasargeblo
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:16 PM | შეტყობინება # 357 |
 ♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:17 PM | შეტყობინება # 358 |
 Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|