ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

eeekთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 7:22 PM | შეტყობინება # 271

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimeeeeee es keiti fuf sazizgara.momakvlevina erti admin biggrin

bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 8:54 PM | შეტყობინება # 272

206
19  +
33  ±
   ±
Offline
keitiiii movklav martlaa dry dry au ra cudat wavida saqmeee...eh...idoti keitit cry cry

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 1:12 PM | შეტყობინება # 273
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
რამდენი ხანია ეს ფიკი არ წამიკითხია და მომენატრა. ეხლა ორი თავი წავიკითხე ერთად. ცალ-ცალკე რო წამეკითხა ის კისერში ხელის წავლების ამბები და რაღაცეები შემჭამდა მოუთმენლობა ალბათ. მართალია განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობ და რაღაც-რაღაცეები ვიცი, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ვიღაც მოკვლას უპირებდა ელს biggrin :D biggrin ეს კეიტი რა ქაჯია მართლა biggrin მეგობრებმა რატო გაუშვეს ელი მარტო, რატო არ გაეკიდნენ მიკვირს. ჯესი რა საყვარელია, მაგრამ წინ ელის არდავიწყდება.... მგონი ფიკის ყველაზე პარაზიტი და ამავდროულად საინტერესო ნაწილი ახლა იწყება happy ^_^ happy მიდი ნაააათ! გბალეშიკობთ შენ, ელის და ჯესიიის!!! მიყვარხარ ძალიან, ნიჭიერი ბავშვუნია ხარ



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-03-11, 1:12 PM

SLYTHIთარიღი: კვირა, 2011-03-13, 8:13 PM | შეტყობინება # 274

259
11  +
   ±
Offline
ისე.. რაც თავის დაქალებს მოუყვა ეგ რო ჯესისთვის მოეყოლა არა? :შ ნუ რავიცი.. კარგი იყო.. ველოდები შემდეგ თავს ^^

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 6:13 PM | შეტყობინება # 275
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 17
უკვე წარმოდგენილი მქონდა რა სახე ექნებოდა ჯესის ჩემი სიტყვების გაგონებისას. თავს საშინელ მონსტრად ვგრძნობდი, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ მქონდა. ან მე უნდა მოვქცეულიყავი ჩემი სურვილის საპირისპიროდ, ან უნდა გული უნდა მეტკინა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. მართალია ჯესის ორივე შემთხვევაში ეტკინებოდა გული, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა, ეს ტკივილი ჩემი სურათების ნახვით ყოფილიყო გამოწვეული. შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ჯესისთვის ყველაფერი მომეყოლა და ამეხსნა, მაგრამ ახლა ამას ვერ გავაკეთებდი. ჩვენი ურთიერთობა ზედმეტად ხანმოკლე იყო იმისთვის, რომ ჯესის ასეთი ამბავი ეპატიებინა ჩემთვის. მოკლედ არანარი გამოსავალი არ მქონდა.
გასახდელიდან მალევე გამოვედით და პირდაპირ ავტოსადგომისკენ წავედით. იქ რა თქმა უნდა ჯესი გველოდა. ისეთი მშვენიერი იყო, ისეთი საოცრად ლამაზი… ჩემს მანქანას მიყრდნობილს თავი ჩაეღუნა. როდესაც ჩვენი ფეხის ხმა გაიგო მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მეტის ღირსი არც ვიყავი. იმაზეც მადლობა უნდა მეთქვა, რომ დამელოდა და არ წავიდა. მერე მთელი დღე დედასთვის და მამასთვის იმის ახსნა მომიწევდა რატომ არ მივედით მე და ჯესი სახლში ერთად. მამა მას ისედაც ზედმეტად ენდობოდა, იმდენადაც კი, რომ სთხოვა ჩემზე ისე ეზრუნა როგორც საკუთარ დაზე. შევეცადე სახეზე წყენა არ შემტყობოდა და მანქანაში ჩავჯექი. როგორც მოლაპარაკებული ვიყავი გოგონებთან, სემი წინ დაჯდა, რათა ჯესის გვერდით არ აღმოვჩენილიყავი, მე და ეშლი კი უკან მოვთავსდით. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, რაც ჯესისთვის საკმაოდ უჩვეულო საქციელი იყო, თუ არ გავითვალისწინებდით იმას, რომ სულ ცოტა ხნის წინ საშინლად დავამცირე. როდესაც ეშლიც და სემი სახლებში მივიყვანეთ და მანქანაში მარტონი აღმოვჩნდით საშინლად დავიძაბე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დანაშაულზე წამასწრესო, მისი სიჩუმე კი ამ გრძნობას უფრო მიმძაფრებდა. ეტყობა ჯესიმაც იგრძნო დაძაბულობა, ვეღარ მოითმინა და სანამ გავჩერდებოდით ხმა ამოიღო.
-პირდაპირ სახლში მიგიყვანოთ, თუ მაღაზიებში გნებავთ გავლა?-თ-მ ყური მომჭრა, მისმა ტონმა კი დაძაბულობა უფრო გაამძაფრა.
-ასე რატომ მელაპარაკები? პირდაპირ სახლში მივიდეთ-უემოციოდ ვუთხარი.
-როგორც გნებავთ.
-ჯეს ასე რატომ მელაპარაკებიმეთქი?-ემოციები ვეღარ დავმალე და წამოვიყვირე.
-ა გიკვირთ კიდეც? მე ხომ თქვენი ხელქვეითი ვარ, შესაბამისად თქვენობით უნდა გელაპარაკოთ.
-ჯეს გეყოფა! რა შუაშია ეს. წესივრად მელაპარაკე!
-ეს ბრძანებაა?
-დიახ!
-კიბატონო, როგორც ინებებ-მითხრა ჯესიმ, შემდეგ მანქანა კარის წინ გააჩერა, გადმომსვა, თვითონ კი ისევ უკან ჩაჯდა და ავტოფარეხისკენ წავიდა.
აქ დალოდებას აზრი აღარ ჰქონდა, მაინც ვერაფრის ახსნას ვერ მოვთხოვდი, იმიტომ რომ ყველაფრის მიზეზი თვითონ ვიყავი. სახლში შევედი და მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავემართე, მაგრამ დედა შემხვდა და მთხოვა მისაღებში გავყოლოდი.
-ელ ძვირფასო, როგორ ჩაიარა დღემ?-მკითხა დედამ, როდესაც დივანზე მოვთავსდით. ეს კითხვა ისე დამისვა, აშკარად ეტყობოდა სულ არ აინტერესებდა, მაგრა, საუბრის პირდაპირ დაწყებაც მოერიდა.
-მშვენივრად დედა. რატომ მეკითხები?
-არა ისე უბრალოდ. ელ, შენ და ეს ბიჭი, ჯესი კლასელები ხართ?-აი თურმე რა აინტერესებს.
-კი. რამე მოხდა?
-არა ელ, მაგრამ…
-დედა ნუ დამტანჯე, მითხარი რისი თქმა გინდა?
-ელ გუშინ მამაშენმა რომ მოგიყვანათ, საკმაოდ ბევრი კითხვა გამიჩნდა, ასე რომ თუ შეიძლება…
-მკითხე დედა. ოღონდ გთხოვ მალე, ბევრი სამეცადინო მაქვს-სამეცადინო მართლა ბევრი მქონდა, მაგრამ წასვლის მიზეზი ეს ნამდვილად არ იყო.
-კარგი. ის გავიგე ერთად საიდან მოხვდით, მაგრამ თუ შეგიძლია ამიხსენი, თუ მასწავლებელმა დაგტოვათ სკოლაში, მთლიანად სველები რატომ იყავით და ჯესის მოსაცმელი რატომ გეცვა?
-სანამ მანქანამდე მივიდოდით მანამდე დავსველდით, ქურთუკი კი იმიტომ მეცვა, რომ ჯესიმ მათხოვა როცა შემცივდა.
-ელ მატყუებ! ისეთი გალუმპულები იყავით, რომ შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში დასველებულიყავით.
-არ გატყუებ დედა! მართლა სკოლაში ვიყავით. და საერთოდ რატომ მეკითხები?-გავცხარდი და ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
-ელ რატომ ბრაზობ? დედაშენი ვარ და მაინტერესებს. მითხარი, ის ბიჭი მოგწონს?
-არა რა თქმა უნდა-ვთქვი და გადავიკისკისე-დედა ის ჩვენი მებაღეა, შენ კი იცი რომ უბრალო ხელქვეითთან არასდროს არც კი ვიმეგობრებ. ძალიან გთხოვ მეორედ ასეთი სულელური კითხვა აღარ დამისვა.
როდესაც ეს ვთქვი, ოთახში ჯესი შემოვიდა და დედას ზრდილობიანად მიესალმა. იმედია ჩემი სიტყვები ვერ გაიგონა. ისე შესაძლებლობა მომეცა, რომ დედას დავუმტკიცო რასაც ნიშნავს ჯესი ჩემთვის, ამიტომ შანსი უნდა გამოვიყენო.
-მისტერ ჯეისონ, ბაღში ახალი ყვავილის დარგვა მინდა და თუ შეიძლება შავი ვარდის თესლი იშოვეთ.
-დიახ მის ელიზაბეტ-ისე წარმოთქვა, თითქოს უნდოდა ყველა სიტყვა კარგად გამეგო-ყველაფერს გავარკვევ. როდისთვის ინებებთ?
-რაც მალე იქნება მით უკეთესი. ფულსაც ხომ ამაში გიხდით.
-ჰო რა თქმა უნდა. ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, რათა თქვენი დავალება შევასრულო.
-ჯეს შვილო, მგონი შენს ოთახში ადიოდი-შებიშნა დედამ.
-დიახ, მაგრამ ჯერ თქვენი შვილის დავალება უნდა შევასრულო. ფულს ხომ ამაში მიხდით!-თქვა სარკასტულად, ირონიული მზერით დამაჯილდოვა და ოთახიდან გავიდა.
-ელ ცოტა ზრდილობიანად მოქცევა არ შეგეძლო?-მისაყვედურა დედამ.
-დედა ის ჩვენი მებაღეა და თან მან სრული სახელით მომმართა, ასე რომ გთხოვ ნუ იცავ-ვთქვი, ვითომ აღელვებულმა და მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.

(ჯესი)
ელის ასეთმა საქციელმა ძალიან გამაოცა. ეს გოგო მართლაც რომ ყველაზე უცნაური ასებაა მთელს სამყაროში. დილით ისე თბილად მექცეოდა, შემდეგ კი უცბად დამირეკა და გამლანძღა. ჰმ! არა მართლა სასაცილოა. ნუთუ შესაძლებელია ადამიანს ხასიათი ყოველ წამს ეცვლებოდეს? როგორც ჩანს კი. მაგრამ ნეტა რა ბზიკმა უკბინა? ასე უხეშად ჯერ არასდროს დამლაპარაკებია, დღეს კი ჯერ კარგად გამლანძღა, შემდეგ კი არც დედამისის წინ დამაკლო და ბოლოს სრული სხელითაც მომმართა. არა, ამ ყველაფერს ავიტან, მაგრამ თან რომ იტყუება? დედამისს უთხრა საერთოდ არ მომწონსო, არადა როცა ვეხები გული ისე უცემს, რომ რამის ამოუვარდეს. ეს თუ არაფერს ნიშნავს, ის ხომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ელიმ ჩემს გამო თავისი უძვირფასესი კაბა გააფუჭა და კინაღამ ზღვაშიც დაიხრჩო. არა რა, ეს გოგო მართლა გამაგიჟებს. ან ეს შავი ვარდი საიდანღა მოიტანა? სად ვუშოვო ახლა მე მასსავით იშვიათი და მშვენიერი ყვავილი? ნუ ლოს-ანჯელესში ძნელი საშოვნელი არ იქნება, მაგრამ ამ სიცხეში არამგონია დიდხანს გაძლოს ამ ყვავილმა. მე კი ნამდვილად არ მინდა ის ყვავილი, რომელიც ელს შევადარე დამჭკნარი ვნახო. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი საქმე მაქვს, ალბათ რომ დავწვები მკვდარივით დამეძინება, მაგრამ ისე მაინც არ დავიძინებ ერთი რაღაც რომ არ გავაკეთო. ამ საღამოს ნახავს ელი, უყვარს თუ არა მებაღე!

(ელი)
ოთახში ასულმა ყურადღების გადასატანად მთელი გარდერობი გადმოვყარე და ის არ ვიკმარე, რომ ტაანსაცმელი ფერების მიხედვით მქონდა დალაგებული, ახლა ფერების ტონების მიხედვით დალაგებაც მოვინდომე. ეს საქმე სავარაუდოდ მთელ დღეს წაიღებდა და ფიქრის საშუალება აღარ მომეცემოდა, მეც ხომ სწორედ ეს მჭირდებოდა. არ უნდა მეფიქრა ჯესიზე, არ უნდა მეფიქრა ჩემს საქციელზე და მეცადა, რომ სულ ცოტა ხნით მაინც ისეთი ელი გავმხდარიყავი, როგორიც ვიყავი ჯესის გამოჩენამდე. მაგრამ ახლა უკვე “ძველი ელი” აღარ მომწონდა. მას ერთ სულელ, მეტიჩარა გოგოდ ვთვლიდი და სულაც არ მსურდა რომ მას დავმსგავსებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი, რომ თუ ჯესი ჩემს სახლში იცხოვრებდა, ჩემი გეგმის განხორციელება შეუძლებელი გახდებოდა, ამიტომ რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც მასაც გაამწარებდა და მამასაც დაუკარგავდა ჯესის ნდობას. ასეთი რაღაცის გაკეთება კი ჩემთვის, მართლაც რომ ძალიან ადვილი იყო. ამ საქმეში ეშლის დახმარებაც კი არ დამჭირდება! ჰმ! თუ ყველაფერი ისე მოხდება როგორც დავგეგმე, მაშინ დღეს საღამოს ნამდვილი ბირთვული აფეთქება მოხდება!
ტანსაცმლის დალაგებამ როგორც ვიწინასწარმეწტყველე მთელი დღე წაიღო. როგორც იქნა ამ საქმეს მოვრჩი და ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე, რომ დაბლიდან მამამ დაიძახა:
-ელ, ჯეს, დაბლა ჩამოდით საქმე გვაქვს!
როდესაც დაბლა ჩავედი ჯესი უკვე იქ დამხვდა, თან სამუშაო ტანსაცმელიც გამოეცვალა. არა შეუძლებელია, მაინც როგორ ასწრებს ამდენ რამეს. არც მიკვირს რომ მამა ასე ენდობა!
-ბავშვებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს-გვახარა მამამ-ამ კვირაში სკოლაში აღარ წახვალთ!
-რა მაგარია!-სიხარულისგან წამოიყვირა ჯესიმ
-რაა, რატომ?-ელდანაკრავივით დავიკივლე, როცა წარმოვიდგინე, რომ მთელი დღე ჯესის გვერდით ერთ სახლში უნდა ვყოფილიყავი.
-რა მოხდა ელ, რა გიხარია?-შეიცხადა მამამ-კიდევ მაქვს თქვენთვის ერთი სიურპრიზი, მე და დედა მთელი კვირით პარიზში მივდივართ ჩემს მეგობართან, ასე რომ სახლი მთლიანად თქვენს განკარგულებაშია, შეგიძლიათ ათასი წვეულება მოაწყოთ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ დავბრუნდები სახლი ადგილზე დამხვდეს, თუნდაც გამურული!-მხიარულად გაიცინა მამამ.
-დიდი მადლობა მისტერ დეივ-შესძახა ჯესიმ და გაიცინა, აშკარად ბედნიერმა. ნეტავ რა ახარებდა ასე ძალიან?
-მადლობ მამა-ვუთხარი და მეც გავიცინე, ოღონდ ეს პანიკური სიცილი უფრო იყო, ვიდრე მხიარული!

(ელი)
ესეც ასე! მამამ მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი. მაგრამ ამ სიტუაციას ერთი პლიუსი მაინც აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!

(ჯესი)
რა მაგარიაა! ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ! არა მართლა მაგარი კაცია ეს დეივი რა. ასეთ სიურპრიზს ვერც კი ვინატრებდი. ძალიან მაგარია! თან ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს-აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire_GvaberiDzeთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 6:19 PM | შეტყობინება # 276
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
natuka, dzaaaann kaiiaa.. magra wer



♥izabella♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 6:38 PM | შეტყობინება # 277
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
waimeeeeeee natiiiiiiii ra magari tavi iyooooooooo surprised surprised surprised

oho shemdegi tavi ragac sensacia iqnebaaaaaa happy happy happy happy
dzalian magari xar happy happy happy


dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 6:43 PM | შეტყობინება # 278

267
66  +
69  ±
   ±
Offline
gvanca1, chemii fiki amastan verc mivaa.. chemii uazrobaaa.chemi xatrit mainc eg arasdoros gaipiqro ra shesadarebeli haa?
natii biggrin
sad angry na itrigani xar qalaavvv cry cry cry chemi jesuka da dampali is gogo ra qvia aa xo keiti maseti gogoebis d....... angry angry angry angry ver vitan.... :gulisamrevismile: is e kai tavi iyo tavidan bolomde intriga da intriga da boloshi???sainteresooaaa

bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:05 PM | შეტყობინება # 279

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaih...ra tavi iyo da ra tavi iqneba...au male shearige ra... cry
Quote (natuka)
ერთი პლიუსი მაინც აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!

vaime amaze chamegima orives fiqrebi...ra sayvarlebi arian biggrin kiss

eeekთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:18 PM | შეტყობინება # 280

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaime ra kai rameaaa:D:D:D:D:D:Dneta ra gegmebi aqvt.shemdegi tavi mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa biggrin

E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:35 PM | შეტყობინება # 281

106
17  +
63  ±
   ±
Offline
natuka dzalian kargi tavi iyoo happy happy happy momewona magraa happy happy axali male dade torem movkvdebi cnobismoyvareobit cry cry cry cry :*:*:*

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 8:36 PM | შეტყობინება # 282

842
83  +
   ±
Offline
აუუ ნაათ, რა კარგია, რომ ახალი თავი დადეე. მომენატრაა kiss საწყალი ჯესი. როგორ მეცოდება sad biggrin ეს რა მაგარიაააა. ელის მშობლები მიდიააან. მაგარია ძალიან. როგორ მაინტერესებს რა ჩაიფიქრა ორივემ ასეთიიიი biggrin biggrin ველოდები შემდეგ თავს და იმედი მაქვს, რომ აღარ გვალოდინებ. გაკოცეე kiss

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-16, 9:54 PM | შეტყობინება # 283
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ძაან მაგარი თავი იყო . საწყალი ჯესი ელი რა საშინლად ექცევა .ყოჩაღ უმაგრესად წერ მაგრამ მაგარი ინტრიგანი ბავშვი ხარ რა biggrin biggrin აბა ველოდები შემდეგ თავას happy happy


elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 1:54 PM | შეტყობინება # 284
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaannnn magari taviaaaaaaaaaaaaaa : ))))))) dzaaaaaaaaaaan mainteresebs romeli gaaxorcielebs tavis gegmas da martoebi ras izamennnn :*:*:* magariaaa gelodebi male dade gxtoooovvvv yochaaaaaaaaaaggg


aNs_VolTuriთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 5:29 PM | შეტყობინება # 285
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (natuka)
აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!

romeli gamoikenebs neta biggrin


ძებნა: