|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 0:28 AM | შეტყობინება # 308 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 19 კარზე ჯესი მიყუდებულიყო და სახე ჩალურჯებოდა. რომ დავინახე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. სასწრაფოდ კარისკენ გავიქეცი და გავუღე. კარი რომ გავაღე ჯერ წაბარბაცდა, შემდეგ კი ჩამეხუტა. სასმლის სუნად ყარდა. -ჯეს, ჯეს რა დაგემართა?-ვეცადე გამომეფხიზლებინა. -ვაა ელ, როგორ ხარ? -ჯეს შემოდი სახლში. ერთიანად სველი ხარ, გაცივდები-ვუთხარი და ხელი მოვხვიე, რომ როგორმე სახლში შემომეთრია. ისეთი მთვრალი იყო ძლივს მომყვებოდა. -ელ სად მიმათრევ?-ანის ბორძიკით მითხრა-აქ ცხელა, გარეთ კარგად გრილოდა. -კი არ გრილოდა ციოდა-ვუთხარი და წელზე მოვექაჩე. ჩემი ხელის შეხება და მისი კვნესა ერთი იყო. -რა დაგემართა? ჯეს გატკინე?-ავწიოკდი პანიკურად. -ვაიმე ელ… ელ…ფრთხილად ელ... მტკივა-მიპასუხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თან სახე ტკივილისგან დაემანჭა. -მაპატიე. ჯეს რა დაგემართა? სად იყავი? -მერე მოგიყვები რა. ეხლა არ შემიძლია. ძლივს მივათრიე კიბემდე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თავის ოთახამდე როგორ უნდა მიმეყვანა. გზადაგზა კრუსუნებდა და ჩემს სახელს ბუტბუტებდა. წარმოდგენა არ მქონდა რა დაემართა, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ კარგი არაფერი მომხდარა. ჯესი ასეთ მდგომარეობაში არასდროს მენახა_მთვრალი და თან ნაცემი. ორივე თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, წარბი კი გახეთქილი. როგორც წეღან გავარკვიე მუცელიც სტკიოდა. აშკარად რაღაც სერიოზული მოხდა, თორემ არამგონია ისე ჯესის ჩემთან ასე ლაპარაკის სურვიული გასჩენოდა, მითუმეტეს დილანდელის შემდეგ, როცა წესივრად ზედაც არ მიყურებდა. კიბესთან ცოტა შევისვენეთ და შემდეგ ზემოთ ასვლა ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ჯესი უკვე გათიშულიყო და ფეხს ძლივს ადგამდა. გამორიცხული იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში თავის ოთახამდე მიეღწია. კიბეზე ჩემი დახმარებით ავედით, მაგრამ გზის გაგრძელების თავი არც ჯესის ჰქონდა და აღარც მე, ამიტომ პირველივე_ჩემს ოთახში შევიყვანე. ოთახში შუქი არ მენთო და საწოლამდე ძლივს მივაღწიეთ, მაგრამ მივედით თუ არა, ჯესი დავაწვინე და ისიც მაშინვე გაითიშა. საკმაოდ სასაცილო სანახავი იყო ამხელა ბიჭი ფუმფულა ვარდისფერ საწოლში რომ იწვა და თავი გულის ფორმის ბალიშზე ედო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მეცინებოდა. რაღაც სერიოზული მოხდა, მე კი ეს ვერ გავარკვიე. როცა დავრწმუნდი, რომ ჯესის ღრმად ეძინა, საღამური ავიღე და სააბაზანოში გავედი გამოსაცვლელად. დაბრუნებულს საკმაოდ უცნაური სიტუაცია დამხვდა: ჯესი საწოლში კარგად მოთავსებულიყო და გადასაფარებელიც ეფარა, მე კი კარგად მახსოვს, რომ მისთვის არ დამიფარებია. თუ ჯესი გათიშული იყო, როგორ მოახერხა დაფარება? მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ჯესი კარგად ყოფილიყო. დაბლა ჩავედი და სამზარეულოდან წყალი, ყინული და აფთიაქი წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის. მართალია ასეთი ამბების არაფერი გამეგებოდა, მაგრამ თუ ჯესის დასჭირდებოდა ყველაფერს შევძლებდი. ჯესის ასეთ მდგომარეობაში მარტო დატოვება სისულელე იქნებოდა, ის კი საკმაოდ კარგად მოკალათებულიყო ჩემს საწოლში. სხვა გზა არ მქონდა, ეს ღამე პუფზე უნდა გამეთია. კიდევ კარგი თავის დროზე ვიზრუნე ჩემი ოთახის ინტერიერზე და აქაურობა ბალიშებითა და პუფებით ავავსე, თორემ რა მეშველებოდა. ერთი ყველაზე დიდი პუფი საწოლთან მივაჩოჩე, გადასაფარებელი ავიღე და კარგად მოვკალათდი. თნ ისე დავწექი, რომ ჯესისთვის თვალი არ მომეშორებინა. სანამ არ გაიღვიძებდა და არ დავრწმუნდებოდი, რომ კარგად იყო ძილს არ ვაპირებდი. ისე სიმართლე ითქვას ვერც დავიძინებდი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი საფიქრალი გამომიჩნდა. პირველი: როგორ მეთქვა ჯესისთვის ის, რომ ვიღაც უცნობს ვაკოცე მეორე: რატომ იყო ჯესი მთვრალი და ვინ სცემა. და მესამე: რა გამეკეთებინა მაშინ, თუ ჯესი სიმართლის გაგების შემდეგ ჩემთან ყოფნას არ მოისურვებდა. ამ სამიდან ყველაზე რთული ჩემთვის მესამე ვარიანტი იყო. ჯესი ჩემთვის ჰაერივით იყო, მის გარეშე ვერ ვიარსებებდი. თუ ის მოინდომებდა რომ ჩემთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა და ჩემი სახლიდანაც წასულიყო, მაშინ ხელს ვერ შევუშლიდი, მაგრამ თუ გამიგებდა და ყველაფერს მაპატიებდა? მაშინ ხომ ნამდვილი ბედნიერება მელოდა წინ. მაგრამ მანამდე კეიტის საქმე უნდა მომეგვარებინა. ის ჩვენი ერთად ყოფნით გამწარდებოდა და სურათებს ყველგან გაავრცელებდა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. ამ შემთხვევაში ვერ შევაჩერებდი და თუ ეს ამბავი დირექტორის ყურამდეც მივიდოდა, შესაძლებელია საერთოდ გავერიცხე სკოლიდან ცუდი ყოფაქცევის გამო. ნუ მართალია ოცდამეერთე საუკუნეში, მით უმეტეს ლოს-ანჯელესში ასე არავინ იქცევა, მაგრამ მაინც. ყველაზე “კარგ” შემთხვევაში ამ ამბავს ჩემი მშობლები გაიგებდნენ, ყველაზე ცუდში კი სკოლიდან გავირიცხებოდი. სიმართლე ითქვას და არც ერთი ვარიანტი არ მხიბლავდა, მით უმეტეს მაშინ, როცა წარმოვიდგენდი დედას შეწუხებულ და მამას გაბრაზებულ სახეს ამ ამბის გაგებისას. ალბათ მომკლავდნენ. და თუ ჯესიც ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა, მართლა მოვკვდებოდი. ვერ გავუძლებდი, რომ ჯესის ჩემზე ისე ელაპარაკა, როგორც ერთ უბრალო გოგოზე, რომელმაც ბევრი დალია და შემდეგ უცნობს ჩაუხტა კალთაში. ისე კეიტი მართალი იყო ერთადერთ საკითხში_მეგობრების გარეშე არაფერს წარმოვადგენდი. ერთადერთხელ წავედი მათი ნების საწინააღმდეგოდ და მაშინაც წავაგე, თან საშინლად. მე რომ ეშლისა და სემისთვის დამეჯერებინა, ახლა თვითგვემას კი არ ვიქნებოდი მიცემული, ჩემს საყვარელ ადამიანზე ვიზრუნებდი და არ დამჭირდებოდა იმაზე ნერვიულობა, თუ რა მოხდებოდა როცა სიმართლე გაირკვეოდა. არა ნამდვილად მჭირდებოდა რაიმე ხელჩასაჭიდი, რითაც ისევე ვიმანიპულირებდი კეიტზე, როგორც თვითონ. ამ შემთხვევაში ჯესის მეტი სიმართლეს ვერავინ გაიგებდი. შემეძლო ეს ამბავი არც ჯესისთვის მეთქვა, მაგრამ არ მინდოდა, რომ ჩვენს შორის რაიმე საიდუმლო ყოფილიყო. ფიქრები ჯესის კრუსუნმა გამაწყვეტინა. ეტყობა საშინლად სტკიოდა, რადგან ძილშიც წუხდა. შემდეგ გავარჩიე, რომ კრუსუნთან ერთად ჩემს სახელსაც იძახდა. თან ისე, თითქოს მეძახისო. ვითომ გაიღვიძა? ალბათ წყალი ან რამე სჭირდება და ამიტომ მეძახის. სწრაფად წამოვდექი პუფიდან და საწოლთან დავიხარე, მაგრამ ჯესის ეძინა. სახეზე სულ ოდნავ შევეხე, რომ გამეგო სიცხე ხომ არ ჰქონდა და მაშინვე გამოიღვიძა. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ლამაზი. ბავშვური თვალებით მიყურებდა და სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა. თითქოს საცაა ტირილს დაიწყებსო. როგორ მინდოდა, რომ შემძლებოდა მისი დამშვიდება, მაგრამ შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ უბრალოდ მეცოდებოდა და ჩემს საქციელს უფრო გაებრაზებინა. უცბად გადმოტრიალდა და ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, თითქმის ცხვირებით ერთმანეთს ვეხებოდით. გონების ფხიზელი ნაწილი მიყვიროდა, რომ ახლავე გავსწორებულიყავი და ჩემს ადგილს დავბრუნებულიყავი, მაგრამ გული მკარნახობდა, რომ ამ ერთხელ მაინც გამეკეთებინა ის, რაც მართლა მთელი არსებით მინდოდა. სანამ რამის მოფიქრებას მოვახერხებდი, ჯესიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. ეს იყო ჩემი პირველი კოცნა. სწორედ ისეთი, როგორიც წარმომედგინა. ნაზი და საოცრად მშვენიერი. თითქოს მთლიანად მოვცილდი სხეულს და ისე დავმსუბუქდი, რომ ფრენასაც კი შევძლებდი. ჩემმა გულის ცემამ პიკს მიაღწია და ალბათ საცაა გასკდებოდა. მთელს სხეულში უცნაური პეპლები დაფრინავდნენ. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ უცბად ეს ყველაფერი შეწყდა, ჯესი ჩემს ტუჩებს მოშორდა, კოცნა დამთავრდა და მეც თითქოს ძლიერად დავენარცხე მიწაზე. უცბად გაწბილებისგან თავი ვეღარ შევიკავე და დიდხანს ნათმენი ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა. -ელ, გთხოვ მაპატიე. -არა ჯეს, არაუშავს. ვიცი რომ შემთხვევით მოგივიდა. წავალ ყინულს მოგიტან, რომ თავის ტკივილმა როგორმე გაგიაროს, თორემ მთელი ღამე ბოდავდი. წარმოგიდგენია, ისეთი გათიშული იყავი, რომ ჩემს სახელს ამბობდი, ჰმ, მაინც რას შვება ეს სასმელი-ვთქვი და ის იყო გავსწორდი და კარისკენ შევბრუნდი, რომ ჯესიმ მკლავში წამავლო ხელი და თავისკენ შემტრიალა. -ელ, მე კოცნას არ ვგულისხმობდი. ქვეყანა რომ თავზე დამექცეს, ამის გულისთვის მაინც არ მოგიხდი ბოდიშს-თქვა და გაღიმება სცადა, მაგრამ ტკივილმა სახე დაუმანჭა-ელ, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ არ ვიცი მაპატიებ თუ ვერა. გთხოვ დაჯექი და მეც მოგიყვები-პუფისკენ მანიშნა და თვითონ წვალებით გადმობრუნდა ჩემსკენ. მეც მაშინვე დავჯექი. ჯესი ხელს არ მიშვებდა, მაგრამ ეს საერთოდ არ მაწუხებდა. -ელ, წეღან მკითხე რატომ იჩხობეო, მე კი გითხარი რომ მერე მოგიყვებოდი. დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნება როცა ჩხუბის მიზეზს გაიგებ, მაგრამ არ მინდა, რომ მოგატყუო. -ნუ ღელავ ჯეს. მითხარი და გაგიგებ. -იმედია… საღამოს რომ გითხარი მეგობრებთან მივდივართქო, მოგატყუე. ბარში წავედი დასალევად, რომ ცოტა კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი და დამევიწყებინე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვახერხე. უკვე კარგად მთვრალი ვიყავი, რომ გვერდით ვიღაც ბიჭი მომიჯდა და გამეცნო. ასე მითხრა მაიკლი მქვიაო. შემდეგ კი ზუსტად ასე მითხრა: “ძმაო, შენს ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი”. ისიც კარგად მთვრალი იყო. როცა ვკითხე რას ნიშნავდა მისი სიტყვები, ისეთი რაღაც მითხრა, რომ თავი ვერ შევიკავე და დავარტყი… -ჯეს რა გითხრა იმ ბიჭმა-ვკითხე აკანკალებული ხმით, როცა იმ ბიჭის სახელი გავიგე. -ასე თქვა, რომ კეიტისთან იყო წვეულებაზე. ისედაც მოეწონე, მაგრამ დავალებაც ჰქონდა, რომ შენთვის უნდა ეკოცნა. ასე თქვა, კეიტმა ამაში კარგად გადამიხადა, მაგრამ როცა წარმოვიდგენდი, რომ კეიტის ადგილას ელი იყო, ჩემი დავალება უფრო მომწონდაო-სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა-მხოლოდ ის მევალებოდა, რომ ელისთვის მეკოცნა, მაგრამ ცდუნებამ მძლია და სასმელში დასაძინებელი გავურიეო. როცა დავრწმუნდი რომ გაითიშა კოცნა დავუწყე, მაგრამ ამ დროს კეიტი შემოვიდა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ მაცადაო. -ჯეს… შენ ჩემს გამო იჩხუბე?-მოსმენილისგან შეშინებულს ცრემლები წამსკდა, ჯესიმ კი ეს იმას მიაწერა, რომ მისი საქციელის გამო გავუბრაზდი. -მაპატიე ელ, მაგრამ როცა წარმოვიდგინე რის გაკეთებასაც აპირებდა… უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. -ჯეს, მე კი ამის გამო შენს დაკარგვას ვაპირებდი-უკვე ხმამაღლა ავქვითინდი. -ელ დაწყნარდი გთხოვ. ნუ ტირი, არაფერი არ მომხდარა და არც მოხდება. დამშვიდდი. -არა ჯეს, მაგის გამო არ ვტირი. მე ყველაფერი პირიქით ვიცოდი. კეიტმა სურათბი მაჩვენა, სადაც იმ მაიკლს თითქოს ვკოცნიდი და დამაჯერა, რომ ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ მას რომ არ შემოესწრო საშინელება მოხდებოდა. თან დამემუქრა, ჯესის თუ არ შეეშვები ეს სურათები არამარტო მის, არამედ მთელი სკოლის ხელში აღმოჩნდებაო. ჯეს არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა…-ტირილისგან ხმა შემეცვალა და ყველაფერს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი-არ მინდოდა, რომ გაგეგო… მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დღეს სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. -მე კი მთელი საღამო მარტო დაგტოვე და ბოლოს კი შეგაშინე. -ეგ არაუშავს. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ჯესი ხელით სახეზე მეფერებოდა და ცრემლებს მწმენდდა, მე კი თავჩაღუნული ვიჯექი. ბოლოს სიჩუმე ჯესიმ დაარღვია. -ეელ… -ჰო -ელ, ესეიგი შენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რას ვიფიქრებდი სურათების ნახვისას? -კი. -და ისიც გული მეტკინებოდა თუ არა? -კი -და დღეს იმიტომ გადაწყვიტე სიმართლის თქმა, რომ ჩემს გარეშე ვეღარ გაძელი?-თქვა ისე, თითქოს რაღაც რთული ამოცანა ამოხსნაო. -კი-ვუთხარი რაც შემეძლო ჩუმად და გავწითლდი. -მოდი აქ-მითხრა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -ელ, მიყვარხარ. უზომოდ მიყვარხარ და შენს გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ. სულ არ მაინტერესებს რა მოხდა იმ საღამოს, მთავარია ახლა ჩემთან ხარ. -მეც მიყვარხარ ჯეს. ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი და საჭირო ხარ როგორც ჰაერი. შენს გარეშე ვერ ვიარსებებ.-ვუთხარი და თავი მის კისერში ჩავმალე, საპასუხო კრუსუნმა კი არ დააყოვნა. -მაპატიე ჯეს, სულ დამავიწყდა. -არაუშავს, გავუძლებ-მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|