ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

Renesmeeთარიღი: კვირა, 2011-03-06, 0:58 AM | შეტყობინება # 256
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
ან კეიტია ან ის ბიჭი. მე უფრო კეიტი მგონია.
კეიტს უფრო არ გაუჭირდებოდა მესიჯის მიწერა.. თუმცა არა მგონია იმ ბიჭსთვის ელის ნომრის პოვნა ძნელი ყოფილიყო. ეს ხომ ელი სკოტია!


♥.. Renesmee..♥

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-03-06, 2:22 PM | შეტყობინება # 257

206
19  +
33  ±
   ±
Offline
is mesiji keitma gaugzavnaaa....idiotii dry ise ra codoa elic cry cry

SLYTHIთარიღი: ორშაბათი, 2011-03-07, 6:32 PM | შეტყობინება # 258

259
11  +
   ±
Offline
ისე კი გამიკვირდა, გოგო რო ყოფილიყო ეს ჯესი კიდე ხო, მაგრამ ბიჭი საფრთხეში, თან მესიჯის გამოგზავნის კანდიდატები ვინ იყვნენ? ან კეიტი ან ის ბიჭი და biggrin biggrin რომელი მოერეოდა ჯესს. :დ ნუ ინტრიგაა biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-09, 4:01 PM | შეტყობინება # 259
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboo, madlobt komentebistviis. chemi kompi komashi iyo, gushin gacocxlda da axal tavs davwer malee kiss kiss kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire_GvaberiDzeთარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-09, 4:22 PM | შეტყობინება # 260
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
natuka, usayvarlesi fikiaa.. male dadee axali


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 3:10 PM | შეტყობინება # 261
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 16
კეიტის ფრჩხილები ყელში მერჭობოდნენ და საშინლად მტკიოდა. სუნთქვაც მიჭირდა უკვე. ნუთუ ეს შეტყობინება კეიტის გამოგზავნილი იყო? და საერთოდ ყველაფერი მან მოაწყო? კი მაგრამ, გუშინ ისე კარგად მექცეოდა, ისე თბილად და ნეტავ დღეს რაღა დაემართა? არა რგორმე უნდა მომეხერხებინა მისგან თავის დაღწევა. მისთვის არ მეცალა, ჯესი მელოდებოდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ან იქნებ არც მელოდებოდა? უკვე აღარ ვიცოდი რა იყო სიმართლე და რა ტყუილი, მაგრამ ვიცოდი, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა კეიტისგან უნდა გავნთავისუფლებულიყავი.
-აბა მის ელ სკოტ, როგორი გემო აქვს დამარცხებას?-საშინელი ზიზღნარევი ტონით მითხრა კეიტმა და გამიცინა.
-კეიტ ვიხრჩობი. ვერ ვლაპარაკობ. გამიშვი გთხოვ-ამდენს ვეღარ გავუძელი და ცრემლები წამსკდა.
-მართლა? რატომ გაგიშვა მერე რომ გამექცე და დირექტორთან ჩამიშვა როგორც მაშინ?
-მე არ ჩამიშვიხარ. კეიტ ხელები გამიშვი თორემ ვიყვირებ.
-მიდი იყვირე. ძლივს ლაპარაკობ და ძაან მაინტერესებს როგორ იყვირებ როცა სულ ცოტაც და დაიხრჩობი? მაგრამ არა, მოდი გაგიშვებ, ოღონდ ერთი პირობით, თუ ხმას ამოიღებ შენს საიდუმლოს მთელს სკოლას მოვდებ.
-არავითარი საიდუმლო არ მაქვს-ვთქვი და ამოვისუნთქე, იმიტომ რომ კეიტმა ხელები შემიშვა, მაგრამ მაინც მიჭერდა მაჯებით.
-აბა, შენ ხომ ნამდვილი ანგელოზი ხარ ელიზაბეტ. ჰო მართლა, შენთან საქმე მქონდა ჯესისთან დაკავშირებით.
-ჯესი როგორაა? ხომ არაფერი უჭირს? ის შეტყობინება შენ გამომიგზავნე?-ვკითხე აკანკალებული ხმით და თან პასუხის მოსმენისა მეშინოდა. ვაითუ შეტყობინება მას არ გამოუგზავნია?
-დიახ. ხომ თეატრალურად გამომივიდა? ნეტავ დაგენახა შენი თავი: სკოლის მშვენება ელი სკოტი, ცნობილი ბარბი მიდის უბრალო ბიჭის გადასარჩენად, რომელიც მისივე მებაღეა. ნამდვილად მშვენიერი სცენარია ვერაფერს იტყვი-როდესაც კეიტის სიტყვები გავიაზრე იმდენად გახარებული ვიყავი იმით, რომ ჯესი ცოცხალი იყო, რომ გაბრაზების უნარიც კი წამერთვა.
-ბოლოსდაბოლოს კეიტ, მეტყვი თუ არა რა საქმე გქონდა?
-აჰ ჰო, რა თქმა უნდა. ელ უნდა გითხრა, რომ ნამდვილი მიამიტი და გულუბრყვილო ხარ. უნდა დაგეჯერებინა შენი მეგობრებისთვის. თვითონაც ხომ იცი, რომ მათ გარეშე არაფერს წარმოადგენ, ახლა კი, როდესაც მათ გარეშე ერთადერთი ნაბიჯი გადადგი და მწარედ შეცდი, საბოლოოდ დარწმუნდები, რომ სრული არარაობა ხარ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. მინდა რომ ჯესის თავი დაანებო.
-ვაუ მართლა? და საიდან მოიტანე, რომ ჯესი მაინტერესებს?-ვეცადე რაც შეიძლებოდა გულგრილად მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი.
-ნუ ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მაინც გაფრთხილებ. შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ჩემს "მეგობრულ რჩევას" გაითვალისწინებ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმის გაკეთება მომიწევს, რაც არ მინდა. მე ხომ ასეთი კეთილი ვარ და ვერ დავუშვებ, რომ შენი გუშინდელი საქციელი არამარტო ჯესისთვის, არამედ მთელი სკოლისთვის გახდეს ცნობილი.
-კი მაგრამ რაზე ლაპარაკობ კეიტ? თუ შეიძლება ამიხსენი.
-ნუთუ აღარ გახსოვს გუშინ რა ჩაიდინე? შენ რა ისე დათვერი, რომ დაგავიწყდა როგორ კოცნიდი სრულიად უცხო ბიჭს? ღმერთო რა სირცხვილია!
-რაა? არა რა სისულელეა, გუშინ წვენის მეტი არაფერი დამილევია და არც ვინმესთვის მიკოცნია.
-ღმერთო ელ, როგორ არ გახსოვს? მაიკლს ჯერ ეცეკვე, შემდეგ კი მთელი საღამო არ მოშორებიხარ. ბოლოს კი, როცა ყველა სტუმარი გავაცილე და სახლში დავბრუნდი, დავინახე როგორ კოცნიდით ერთმანეთს. ძალიან გთხოვ არ თქვა რომ ეს არ ჩაგიდენია.
-რამდენიც გინდა მიმტკიცე კეიტ, რომ უგონოდ დავთვერი, მაგრამ იმაში ვერ დავარწმუნებ, რომ მაიკლს ვაკოცე.
-მართლა? არადა სურათებიდან ეს აშკარად ჩანს-თქვა კეიტმა და ჩანთიდან რამოდენიმე სურათი ამოიღო. სურათებზე კარგად ჩანდა როგორ ცკოცნიდი მაიკლს, თან წინააღმდეგობის არანაირი კვალი არ მეტყობოდა. ნუთუ ეს მართლა ჩავიდინე? ნუთუ სრულიად უცხოს ვაკოცე?
-ღმერთო!-მხოლოდ ესღა აღმომხდა და კედელზე აკრული ჩავიკეცე-არა ეს მე არ მიქნია. ეს მე არ ვყოფილვარ. ნუთუ... არა კეიტ, ეს შენი ნახელავი იქნება-ვიმეორებდი პანიკურად და ტირილს ვუმატებდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე ჩავიდინე.
-ელ, შეიძლება ათას საზიზღრობას გიკეთებდი, მაგრამ ამას მართლა არ ვიკადრებდი-თქვა გულუბრყვილოდ და თითქოს იმით ნაწყენმა, რომ ეს ვაკადრე-აბა, შეეშვები ჯესის, თუ?
-არც კი გაბედო!-ვიღრიალე და წამოვდექი-არ გაბედო ამ სურათების გავრცელება. დავუშვათ მე დავშორდები ჯესის, მაგრამ ის ჩემს სახლში ცხოვრობს და გინდა თუ არა ეს, მაინც ყოველ დღე ვნახავთ ერთმანეთს არამარტო სკოლაში, არამედ სახლშიც.
-ჰოდა ეს შენთვისვე სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. შეგიძლია ჯესის საშინელებები მოუწყო, რაღაცეები დააბრალო და რეპიტაცია შეულახო. იცოდე, რაც მეტ რამეს მოიმოქმედებ იმისთვის, რომ ჯესის შესძულდე, მით დიდხანს შეინახება ეს სურათები ჩემთან და ბოლოს თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება შენც გადმოგცე შენი "გმირობის" ამსახველი ფოტოები. აბა რას იტყვი, შევთანხმდით?
-კარგი. მაგრამ იცოდე ამას ინანებ.
-ელ ძალიან გთხოვ იმით ნუ იმუქრები, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ. აბსოლუტურად ვერაფერს დამიშავებ, იმიტომ რომ არარაობა ხარ. შეგიძლია შენს მეგობრებს ყველაფერი მოუყვე და ყველაფერში მე დამადანაშაულო, მაგრამ შენს სინდისს ვერსად გაექცევი. შენთვითონაც კარგად იცი, რომ ეს სურათები სიმართლეს ასახავს და მე არაფერი მომიწყვია.
-ჯესის არაფერი უთხრა.
-შენ კი არ გაეკარო!
ეს იყო კეიტი ბოლო სიტყვები იმ დღეს. ეს მითხრა თუ არა, მაშინვე გავიდა გასახდელიდან და სურათბიც თან გაიყოლა. განადგურებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო? რატომ უნდა ჩამედინა ასეთი რამ? კეიტი მართალს ამბობდა, მეგობრების გარეშე სრული არარაობა ვიყავი. მაგრამ ახლა თვითგვემის დრო არ მქონდა, სასწრაფოდ უნდა მემოქმედა. სხვა გამოსავალი არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჯესისთან ურთიერთობა საბოლოოდ გამეწყიტა. არადა ეს ყველაფერი რატომ მოხდა მაინცდამაინც მაშინ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასე დათბა? სულ ცოტაც და ალბათ ყველაზე ლამაზი წყვილი ვიქნებოდით, მაგრამ არა! როგორც ყოველთვის ყველაფერი გავაფუჭე. გადავწყვიტე გოგონებისთვის დამერეკა და ერთად მოგვეფიქრებინა რაიმე სულ მცირე საბაბი, რის გამოც ჯესის დავშორდებოდი. ალბათ საშინლად გამიბრაზდებოდა სიმართლე რომ სცოდნოდა. შეიძლება სულაც თვითონ მოენდომებინა დაშორება, ან ისეთი რაღაც ეთქვა ჩემთვის, რასაც ვერასდროს ვაპატიებდი. ამიტომ ჯობდა ჩემი გაფუჭებული საქმე ჩემითვე გამომესწორებინა და ყველაფრისთვის წერტილი დამესვა.
ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ეშლის დავურეკე. პირველივე ზუმერის შემდეგ მიპასუხა, უფრო სწორად კი დაიკივლა:
-ელ როგორ ხარ? სად ხარ? ხომ კარგად ხარ? რამე მოხდა? წეღან რა დაგემართა?-იმდენად სწრაფად მომაყარა კითხვები, რომ ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარი.
-ეშლი დაწყნარდი. მისმინე, მხარდამჭერთა გუნდის გასახდელში ვარ. შეიძ....
-მოვდივართ!-სიტყვა გამაწყვეტინა და მობილური სასწრაფოდ გამითიშა.
ზუსტად ხუთ წუთში ორივენი გასახდელში შემოვარდნენ და დამინახეს თუ არა, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცნენ.
-ელ რა დაგემართა? მშვიდობაა?-ეშლი კიდევ პანიკაში იყო.
-ელ ამოღერღე-არც სემი ჩანდა უკეთეს მდგომარეობაში.
-გოგონებო ყველაფერი დამთავრდა. ჯესის უნდა დავშორდე.
-ოო ელ, მე კიდევ ვიფიქრე რაიმე სერიოზული მოხდათქო-მითხრა ეშლიმ და ამოისუნთქა ისე, თითქოს გულზე მოეშვაო-და თუ საიდუმლო არაა ახლა რომელმა პრინციპმა შეგაწუხა?
-კეიტმა.
-რაა?-ერთხმად იკივლეს გოგონებმა.-სად არის? მოვკლავ-აღრიალდა ეშლი.
-არა არა, დაწყნარდი. ახლავე მოგიყვებით ყველაფერს.
გოგონები იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოვსვი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი იქიდან დაწყებული, შეტყობინება რომ მომივიდა. გაოცებულები და თვალებგაფართოებულნი მისმენდნენ. ეშლის ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე კეიტის მიმართ ნათქვამი ლანძღვა, მაგრამ მალევე ჩერდებოდა. როდესაც ყველაფერი მოვუყევი დაახლოებით ორი წუთი გაშტერებულები მიყურებდნენ. ბოლოს სემიმ მოახერხა ხმის ამოღება:
-ელ მოიცა, შენ რა უცნობ ბიჭს აკოცე?
-არ ვიცი სემ. მე არაფერი არ მახსოვს, მაგრამ როგორც კეიტმა მითხრა და სურათზეც ვნახე ასეა.
-არაფერიც! შენ გოგო რომელ საუკუნეში ცხოვრობ დაგავიწყდა?-აწიკვინდა ეშლი-კეიტს ნებისმიერი სისულელის თქმა შეუძლია, ფოტოშოპს კი ნებისმიერი სურათის გაკეთება.
-კი მაგრამ ეშლი, ეს სურათი გაკეთებული არ იყო. ზუსტად ის ადგილი იყო სადაც ვიჯექი მთელი საღამო და ზუსტად ის ტანსაცმელი მეცვა, რაც გუშინ.
-ოო, მაშინ არ ვიცი ნამდვილად. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კეიტის მოწყობილია.
-ელ მეც ასე ვფიქრობ. შეიძლება რაღაც გააკეთა ისე, რომ ყველაფერი ასე მოხდა. შეიძლება... არ ვიცი რა შეიძლება გაეკეთებინა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ უგონოდ მთვრალიც რომ ყოფილიყავი ასეთ რამეს არ ჩაიდენდი-მითხრა სემიმ და თბილად გამიღიმა.
-არ ვიცი გოგონებო, მაგრამ ის აშკარაა, რომ ჯესისთან ურთიერთობის ყველა გზა მომეჭრა.
-ეგ მართლა მასეა, მაგრამ არამგონია ერთი კოცნის გამო გეჩხუბოს.
-ჰო ეშლი რა თქმა უნდა. თავზე ხელს გადამისმევს და მეტყვის, რომ ყველა თანამედროვე გოგო ასე იქცევა.
-კი მაგრამ ადრე რა არავისთვის გიკოცნია?-მაიც არ ნებდებოდა ეშლი.
-როგორ არა, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და ისიც მხოლოდ იმიტომ მიკოცნია, რომ შენთან წავაგე ნიძლავი.
-აა ჰო. კარგი, მაშინ გვეყოფა ტვინის მტვრევა. დაურეკე ჯესის და უთხარი, რომ სახლში წაგვიყვანოს.
-ისიც ხო არ ვუთხრა ძალიან მომენატრე სიხარულოთქო?
-არა რა თქმა უნდა. შენ დაურეკე და ტექსტს მე გიკარნახებ. მიდი მიდიმ დარეკე.-ეშლიმ მობილური ამოიღო და შეტყობინების გრაფაში ტექსტი აკრიბა.
მეც ჯესის დავურეკე და სიტყვასიტყვით გავიმეორე ეშლის აკრეფილი ტექსტი:
-ჯეს, ახლა მოვდივარ და მანქანა დაქოქილი დამახვედრე. მარტო მებაღე რომ ხარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი სურვილები არ უნდა შეასრულო. და ძალიან გთხოვ, ყველანაირი კითხვების გარეშე. არ მიყვარს მსახურებთან ბევრი საუბარი-ვთქვი რაც შემეძლო გულგრილად და გავუთიშე.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

aNs_VolTuriთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 3:40 PM | შეტყობინება # 262
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
უჰუჰუ არგენტინული სერიალის სცენარს ვკითხულობდი მეგონა...მაგარამ ეს ფიკი რადგან ასეთ სტილზეა დაწერილი და იწერება კიდევაც შეფასება ჩემგან 10 :დ ვბოდილობ ხომ ვიცი
ხო და იმედი მაქვს იმ დამპალს კისერ მოუგრეხენ ან თმებით ითრევენ როგორც იციან ხოლმე და ყველაფერი კარგად დამთავრდება
ხო კიდევ იმედია სერიალებივით ეს არ გაიწელება
ნათუკა ყოჩაღ smile



★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 3:42 PM | შეტყობინება # 263
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, ძაან მაგარი თავი იყო საწყალი ელი აუ ამ კეიტს ჩემი ხელით დავახრჩობ იდიოტი რა გაუკეთა ელის . წარმომიდგენია ჯესის რა რეაქცია ექნებოდა როცა ელიმ ბოლო სიტყვები უთხრა . აბა ველოდები შემდეგ თავს მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება. ძაან მაგარი ნიჭიერი ბავშვი ხარ .


♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 4:12 PM | შეტყობინება # 264
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaime nati es ra dagiweria gamiskda qals guli agar maqvs adgilze surprised surprised surprised surprised
vaime exa shen rodis unda shearigo es xalxi??? cry cry cry
ox kates rogor ver vitan namdvili aptaria ux ........... angry angry angry angry angry
jesi mecodebaaaaaaa cry cry cry
karoche ra male gaagrdzele gexverwebi da nu gamixetqav awi ase guls biggrin biggrin biggrin
magari xar happy happy happy

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 5:28 PM | შეტყობინება # 265

267
66  +
69  ±
   ±
Offline
"მეგობრულ რჩევას" ai aamaze kinagam martla gavpute keiti sazizgari gogo angry kidev kargi jesis rame ar daemarta tore me damemarteboda ragac sad cry vaime dzalian agshpotebuli var sawyali eli sad da dampali keiti angry aq ro mejdes exla gverdze asiani gavputavdi eg.... angry angry au jesis piqrebi???? cry surprised surprised gakvirvebuli surprised egec eseigi mdidari mamikos shvilii? ai makvirveb ukve raaa surprised surprised surprised
ჯეს, ახლა მოვდივარ და მანქანა დაქოქილი დამახვედრე. მარტო მებაღე რომ ხარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი სურვილები არ უნდა შეასრულო. და ძალიან გთხოვ, ყველანაირი კითხვების გარეშე. არ მიყვარს მსახურებთან ბევრი საუბარი-ვთქვი რაც შემეძლო გულგრილად და გავუთიშე. amaze kinagam vitire sad sad sad wink

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 5:34 PM | შეტყობინება # 266

267
66  +
69  ±
   ±
Offline
Renesmee, თავიდან თითქმის ბოლომდე უინტერესო იყო, მოკლედ და მიფუჩეჩებულად იყო აღწერილი დღე.. ^^ თუმცა ბოლოში მაინც ჩააგდო ინტრიგა,tu ar mogwons rato kitxulob? nametani kritikac ar sheidzleba dry ki mara ar shegidzlia ertxel rame gulis gasaxarebeli komenti dawero? dry sheidzleba eg rchvad migachndes<eg shentvis gulshi> mara mase araa merwmune.... dry am adamianis gasaxarebeli xelsawyo an sityva mitxarit raaa??? surprised

Natt♥Booთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 5:40 PM | შეტყობინება # 267
''Little Dreamer With Big Dreams''
124
19  +
36  ±
   ±
Offline
"მეგობრულ რჩევას" გაითვალისწინებ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმის გაკეთება მომიწევს, რაც არ მინდა. მე ხომ ასეთი კეთილი ვარ და ვერ დავუშვებ, რომ შენი გუშინდელი საქციელი არამარტო ჯესისთვის, არამედ მთელი სკოლისთვის გახდეს ცნობილი.---me vitrev magas tmebiiit, prosta shemomishvi mag fic-shi da egaa biggrin biggrin biggrin

magari xar dzdzdzdzdzaaaan raa da itokshi martla dzaan ar gawelo ar damgupoo biggrin biggrin biggrin veli shemdeg taavs :************************



Renesmeeთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 5:51 PM | შეტყობინება # 268
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
რესფექთ!

♥.. Renesmee..♥

teko93თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 6:54 PM | შეტყობინება # 269

31
4  +
11  ±
   ±
Offline
kiss kiss kaiaaaa smile smile


elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 7:09 PM | შეტყობინება # 270
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (aNs_VolTuri)
ხო და იმედი მაქვს იმ დამპალს კისერ მოუგრეხენ ან თმებით ითრევენ როგორც იციან ხოლმე და ყველაფერი კარგად დამთავრდება

mec magis imedi maqvs :S :S :S boloshi ra damemarta kide ragaca und amoxdes mokled raa : (((((((( sazizgari keiti fuuuuuuuuu : (((((((( male dade gexvewebi sawyaaliii jesii da eliiii


ძებნა: