ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
ლოს-ანჯელესის ანგელოზი

SLYTHIთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 9:33 PM | შეტყობინება # 286

259
11  +
   ±
Offline
ra imedebi aaqvtt biggrin biggrin biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 3:04 PM | შეტყობინება # 287
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshveboom rogor gamaxareet ro icodeet. shemovedi da amdeni komentari damxvdaa happy happy happy happy happy madlobt yvelas.


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 4:57 PM | შეტყობინება # 288
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Wow ! axali tavi rodis iqneba ?

Renesmeeთარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 7:03 PM | შეტყობინება # 289
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
Quote (dodo)
tu ar mogwons rato kitxulob? nametani kritikac ar sheidzleba ki mara ar shegidzlia ertxel rame gulis gasaxarebeli komenti dawero? sheidzleba eg rchvad migachndes<eg shentvis gulshi> mara mase araa merwmune.... am adamianis gasaxarebeli xelsawyo an sityva mitxarit raaa???

დოდო, ახლა მომისმინე გენაცვალე.. მე რასაც ვფიქრობ იმას ვწერ. კარგი იქნება ეს, თუ ცუდი. მწერალისთვის მისაღები უნდა იყოს ყველანაირი კრიტიკა. smile მე არც ვლანძღავ და არც შეურაცხყოფას ვაყენებ. ჯანსაღი კრიტიკა კიდევ მისაღებია.
1. მარტო ცუდ კომენტარებს ნუ ხედავ რა .. :)) რო გინდოდეს იმასაც ნახავდი რომ დავწერე აქ უკვე მხოლოდ ამ ფიკის გამო შემოვდივარ ხოლმე მეთქი.
2. შენ ნუ ერევი. smile მე ვეუბნები ფიკის ავტორს ჩემს შენიშვნებს, მოსაზრებას და შთაბეჭდილებას. თუ რაიმე პრობლემა აქვს მგონი შეუძლია თვითონ მომმართოს.
3. საუბარი დასრულებულია. კარგად ბრძანდებოდე:))


♥.. Renesmee..♥

Renesmeeთარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 7:16 PM | შეტყობინება # 290
მილზე მობრახუნე ჭინკა
177
7  +
27  ±
   ±
Offline
Quote (natuka)
(ელი)
ესეც ასე! მამამ მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი. მაგრამ ამ სიტუაციას ერთი პლიუსი მაინც აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!

(ჯესი)
რა მაგარიაა! ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ! არა მართლა მაგარი კაცია ეს დეივი რა. ასეთ სიურპრიზს ვერც კი ვინატრებდი. ძალიან მაგარია! თან ამ ყველაფერს კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს-აქვს-ვითარებას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ და ჩემს გეგმას უფრო კარგად განვახორციელებ!


აუაუუაუაუაუუააუაუაუა
მარტო ამის გამოც ღირდა მთელი ფიკი!


♥.. Renesmee..♥

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 7:38 PM | შეტყობინება # 291

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ჯანსაღი კრიტიკა კიდევ მისაღებია. jansagi kritika ar arsebobs genacvale smile
aaa erti kometi radgan dawere maseti magit isazgvreba? surprised surprised da eg sami rcheva shentvis sheinaxe biggrin biggrin genacvale

♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 7:42 PM | შეტყობინება # 292
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
dodo, ar ginda gache natis vcet ubralod pativi da vso, smile smile

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-18, 10:35 PM | შეტყობინება # 293

267
66  +
69  ±
   ±
Offline
renesme, happy xo tamm happy happy chemi natuka happy

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 7:20 PM | შეტყობინება # 294
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
თავი 18
გაბრაზებული ჩემს ოთახში ავვარდი და გონება დავძაბე, რომ რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, რაც ჯესისთან მთელი ერთი კვირით მარტო დარჩენისგან მიხსნიდა. ერთადერთი გამოსავალი ჯესის გაგდება ან ჩემი სემისთან ან ეშლისთან დარჩენა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჯესის ვერ გავაგდებდი, იმ იტომ რომ მამას ის ძალიან უყვარდა და ამის უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მომცემდა. ახლა ისღა დამრჩენოდა გოგონებთან დამერეკა და მეთხოვა, რომ ღამე ჩემთან დარჩენილიყვნენ, რაზეც დარწმუნებული ვარ უარს მეტყოდნენ, იმიტომ რომ მათი მშობლები არ მისცემდნენ უფლებას ჩემთან დარჩენილიყო მაშინ, როდესაც ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ სახლში “უცხო” ბიჭი რჩებოდა. ღმერთო რა ძველმოდურია ეს ხალხი! მაინც უნდა მეცადა, იქნებ როგორმე დამეთანხმებინა რომელიმე. მობილური ავიღე და ეშლის ნომერი ავკრიბე. პირველივე ზარზე მიპასუხა:
-რა ხდება ელ? როგორ ხარ ძვირფასო?
-კარგად ეშლი შენ? ეშლი უნდა მიშველო
-მეც კარგად. ა,ჯერად რაღა ხდება?
-ჩემები ერთი კვირით სამოგზაუროდ მიდიან და მე და ჯესის მარტო გვტოვებენ სახლში, პლიუს ამას, არც სკოლაში არ უნდა ვიაროთ, მამამ “სიურპრიზი” მოგვიწყო
-რა მაგარიაა! ელ, სიტუაცია უნდა გამოიყენო და ჯესის ყველაფერი აუხსნა. ბოლოს და ბოლოს სცადე, იქნებ არც არაფერი არ მოხდეს. ერთმანეთის გაწამებას გირჩევნიათ გაერკვეთ ყველაფერში, თორემ ორივენი ცოდოები ხართ. და მართლა, ჩემი დახმარება რაში გჭირდება?
-გთხოვ ეშლი, უარს ნუ მეტყვი. გეხვეწები შენებს სთხოვე და ეს ერთი კვირა ჩემთან დარჩი, გთხოოვ.
-არა ელ. მე გითხარი რაც უნდა გააკეთო. ასე რომ ჩემებმა რომც დამტოვონ, მაინც არ დავრჩები, იმიტომ რომ ბედნიერებაში ხელს არ შეგიშლი. და მართლა, სემიც ჩემთანაა და მეთანხმება, ამიტომ მასთან ტყუილად არ დარეკო. ელ ვიცი რომ ახლა საშინლად მიბრაზდები, მაგრამ გავა დრო და მადლობას მეტყვი. დამიჯერე.
-ეშლი გთხოოვ-საცაა ტირილს დავიწყებდი.
-არა!
-ვერ გიტანთ! მაგრამ მაინც მიყვარხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ ელ. ახლა კი ყველანაირად გამოიყენე სიტუაცია. წარმატებები-ერთხმად ჩამძახეს ტელეფონში და შემდეგ გამითიშეს.
ესეც ასე, როგორც ვიწინასწარმეტყველე ჩემთან ვერც ერთი ვერ, უფრო სწორად კი არ რჩებოდა, მაგრამ მათ ისეთი მიზეზი მითხრეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. სიტუაცია გამოვიყენო და ჯესის ყველაფერი ავუხსნა? ვითომ მართლა ჯობია რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ყველაფერი. არ ვიცი, არ ვიცი. უკვე ისიც აღარ ვიცი მინდა თუ არა ამ ღამე ჩემი გეგმის განხორციელება. ვითომ ღირს, რომ მამას საყვარელი ბუჩქი ჩემი სუნამოთი გავახმო და შემდეგ ჯესის დავაბრალო არ უვლიდათქო? შეიძლება მამამ არც დაიჯეროს, მაგრამ რომ დაიჯეროს და მართლა გააგდოს? ახლა ასე თავისუფლად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჯესი ასე თუ ისე ახლოს მყავს და ყოველ დღე ვხედავ, მაგრამ რა მეშველება რომ ვეღარ ვნახო? მაშინ უთუოდ მოვკვდები. არა, ეშლი მართალია. უნდა გავარკვიო ყველაფერი. დაე მოხდეს რაც მოსახდენია. რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ჯესის ცუდი რექცია არ ექნება. ნუ არ გაუხარდება, რომ ვიღაც უცნობს ვაკოცე, მაგრამ ამის გამო სკანდალს არ გამიმართავს. იმედია ასე მოხდება და ყველაფერს მაპატიებს, იმიტომ რომ მის გარეშე ყოფნას აღარ ვაპირებ. აღარ ვაპირებ ვიბრძოლო იმისთვის, რომ სკოლაში ჩემზე არ ილაპარაკონ, ან იმისთვის, რომ ჯესის გული ვატკინო რათა კეიტმა ჩემი სურათები არ აჩვენოს. არა, ახლა მე უკვე ჯესისთვის ვიწყებ ბრძოლას და მეტეორიც რომ დამეცეს, მნაინც არ შევჩერდები!
ფიქრები ჩემს კარზე დაკაკუნებამ შემაწყვეტინა.
-მობრძანდით!
-მე ვარ, მამაშენმა გამმაგზავნა, დაუძახე დაბლა ჩამოვიდესო-კარში თავი შემოყო ჯესიმ, მაგრამ არ შემოსულა.
-უკვე მიდიან?-ავდექი საწოლიდან და თან ვანიშნე, რომ შემოსულიყო.
-დიახ-მიპასუხა მოკლედ და კარებთან აიტუზა.
-ჯეს ძალიან გთხოვ მასე ნუ მელაპარაკები.
-სხვანაირად ლაპარაკის უფლება არ მაქვს.
-მაშინ, როგორც შენი უფროსი, გიბრძანებ რომ ისე დამელაპარაკო, როგორც ადრე მელაპარაკებოდი. კარგი?
-ბრძანებას ვერ გადავუხვევ. დაგელოდო თუ ჩავიდე და მერე ჩამოხვალ?
-არა მოვდიარ უკვე.
როცა ჩავედით, დედა და მამა უკვე კართან იდგნენ, მათ მძოლს კი ჩემოდნები გაჰქონდა და მანქანაში ალაგებდა. როდესაც იმ ფაქტთან უფრო ახლოს აღმოვჩნდი, რომ მთელი ერთი კვირით ჯესისთან მარტო უნდა დავრჩენილიყავი, საშინლად ავნერვიულდი და ამ სიტუაციის გაწელვა ვცადე.
-დედა, მამა შეიძლება გაგაცილოთ?
-რა თქმა უნდა ძვირფასო-მიპასუხა მამამ-სწორედ ამიტომ დაგიძახე.
-არა, მინდა რომ აეროპორტშიც გამოგყვეთ.
-კი მაგრამ, შენ ხომ დამშვიდობებებს ვერასდროს იტანდი?
-ჰო მაგრა, ახლა მინდა რომ გაგაცილოთ.
-კარგი საყვარელო, როგორც გინდა. უი მართლა, ერთი ცუდი ამბავი უნდა გითხრათ-უცბად დასერიოზულდა მამა.
-რა მოხდა?
-იცი ელ, მძღოლი ჩვენ მიგვყავს, მოახლეს კი შვილი გაუხდა ცუდად და გავანთავისუფლე, ასე რომ სულ მარტო მოგიწევთ ყოფნა. იმედია ძალიან არ გამიბრაზდები-დამნაშავის ხმით მითხრა მამამ. ის ძალიან ნერვიულობდა, რომ ამის გამო გავუბრაზდებოდი, მაგრამ არ იცოდა რომ ამ საღამოს ჯესისთან ყველაფრის გარკვევას ვაპირებდი და მარტო ყოფნა მართლაც რომ საჩუქარი იყო. იმიტომ, რომ ნამდვილად არ მინდოდა, რომ თუ ყველაფერი ცუდად წავიდოდა, მოახლეს ჩვენი ჩხუბი ენახა.
-არაუშავს მამა, არ ინერვიულო. ახლა კი წავიდეთ, თორემ დაგაგვიანდებათ-წამოვიძახე მეტისმეტი მონდომებით, რაც დედას უყურადღებოდ არ დარჩენია და წარბი მრავლისმეტყველად აზიდა.
აეროპორტში დედა და მამა მძღოლის მანქანით მივიდნენ, მე კი ჯესისთან ჩავჯექი. მოვიმიზეზე ჩემს მანქანაში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე მძღოლისაშითქო და დამიჯერეს, იმიტომ რომ ჩემი მანქანა მართლაც ჩემთვის კომფორტულად მქონდა მოწყობილი. სკამებზე ვარდისფერი ფუმფულა გადასაკრავები, სარკეების ჩარჩოებზე კი ვარდისფერი ბუმბულები. არც მაკიაჟის განყოფილება მქონდა გამოტოვებული.
აეროპორტამდე მალევე მივედით და გაცილებისას ცრემლებიც ვეღარ შევიკავე. რატომღაც არ მიყვარდა ეს ადგილი. ჩემთვის ადამიანის დაკარგვასთან ასოცირდებოდა, მართალია რამდენიმე დღით, მაგრამ მაინც. არც ის მიყვარდა, როცა თავად მივემგზავრებოდი სადმე, იმიტომ რომ აქ ჩემს საყვარელ ადამიანებს ვტოვებდი. თვითმფრინავი მალევე გაფრინდა, მე და ჯესი კი მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ გამოვემართეთ.
-ჯეს, სამეცადინოებს ყველაფერს მორჩი?-გულმა ვერ გამიძლო და პირველმა დავარღვიე სიჩუმე.
-კი, რატომ მეკითხები?
-არა ისე უბრალოდ. დღეს შენთან საქმე მაქვს და მაინტერესებდა თავისუფალი დრო თუ გქონდა.
-შეგიძლია ახლავე მითხრა.
-არა, მნიშვნელოვანი საქმეა და არ მინდა, რომ ასეთ უბრალო ადგილას გითხრა.
-როგორც გირჩევნია. მაგრამ მაშინ მოცდა მოგიწევს, იმიტომ რომ თავისუფალი დრო მაქვს და მთელი საღამო მეგობრებთან ერთად უნდა გავატარო-მითხრა ირონიული ღიმილით.
-კარგი, დაგელოდები-იმდენად ვიყავი იმ ამბით შეპყრობილი რაც დღეს საღამოს უნდა მეთქვა, რომ გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე იმაზე, რომ მეგობრებთან წასვლა ერჩივნა ჩემთამ დარჩენას. მაგრამ მხოლოდ დროებით, იმიტომ რომ არ იცოდა რის თქმასაც ვაპირებდი. შეიძლება როცა ყველაფერი გაეგო ჩემი დანახვაც აღარ მონდომებოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცადა.
-ჯეს, ძალიან გვიან ხომ არ დაბრუნდები?
-არ ვიცი, რატომ მეკითხები?
-არა, უბრალოდ ღამე მარტო დარჩენის მეშინია და. თან მოახლეც არ იქნება.
-კარგი, რამეს მოვახერხებ და ადრე მოვალ.
სახლში მიმიყვანა თუ არა, თვითონ მაშინვე წავიდა. ასე თქვა ახლოში მივდივარო და მანქანა არ წაიყვანა.
მე მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და თავის მოწესრიგებას შევუდექი. ტანსაცმელი ვერაფრით შევარჩიე, ამიტომ გადავწყვიტე ჯერ სახის და თმის ნიღბები გამეკეთებინა და შემდეგ ჩამეცვა. ასე დროც უფრო მალე გავიდოდა და არც იმის შემეშინდებოდა, რომ მარტო ვიყავი. იმიტომ რომ სანამ გავემზადებოდი ჯესიც მოვიდოდა, იმედია…
აბაზანა მივიღე, დამატენიანებელი ნიღბები გავიკეთე, თმა ლამაზად დავივარცხნე და გავიშალე, ბოლოს კი კაბის არჩევით დავკავდი. არ მინდოდა დღეს ბანალურად მცმოდა, ამიტომ ჩემს საყვარელ ფერზე_ვარდისფერზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე ისე გამოვწყობილიყავი, როგორც არასდროს. არჩევანი ცისფერ დეკოლტე მინი კაბაზე შევაჩერე. ეს კაბა საოცრად მიხდებოდა და თან ხაზს უსვამდა ჩემს ცისფერ თვალებს. მოწესრიგებას დაახლოებით სამი საათი მოვანდომე და როცა საათს შევხედე აღმოჩნდა, რომ უკვე ღამის ათი საათი იყო. წესით ჯესი უკვე უნდა მოსულიყო, მაგრამ როცა დაბლა ჩავედი, აღმოჩნდა რომ კვლავ მარტო ვიყავი. უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო. ჩვენი სახლის ერთი მთლიანი კედელი მინის იყო და ამიტომ სიბნელე უფრო საშინლად ჩანდა. სასწრაფოდ ყველა ოთახში შუქი ავანთე და ტელევიზორის წინ დივანზე მოვკალათდი. ათას სულელურ სერიალს ვუყურე, რომ დრო გამეყვანა, მაგრამ ჯესი არადა არ მოდიოდა. საკმაოდ შემცივდა და ოთახში ავედი, რომ ხალათი შემომეცვა. როცა დავბრუნდი ტელევიზორში რაღაც საშინელებათა ფილმი გადიოდა და პერსონაჟები იმხელა ხმაზე კიოდნენ, რომ ვერც კი გავიგონე რომ წვიმდა. საშინელი თავსხმა მოდიოდა და ქუხდა. პირდაპირ “შესანიშნავი” ამინდი იყო ჩემნაირი მშიშარასათვის. საათს შევხედე, უკვე თორმეტი გამხდარიყო. ავნერვიულდი. ნეტავ სად იყო ჯესი ამდენ ხანს? ვეღარ მოვითმინე და ჯესის მობილურზე დავურეკე. კარგა ხანი ვრეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ნამდვილად რაღაც ხდებოდა. წვიმა კი უფრო და უფრო გაძლიერდა.
კარზე საშინელი ბრაგუნი გავიგე. ვიღაც გამწარებული აკაკუნებდა. გული გამისკდა. თვალი საათისკენ გამექცა. შუაღამის სამი საათი იყო, მე კი ჩამძინებოდა. იმედია ჯესი იყო. ყოველი შემთხვევისთვის იქვე მდგარი ლარნაკი ავიღე და კარისკენ ისე წავედი. მინის კარში გამოჩნდებოდა ვინ აკაკუნებდა და თუ ჯესი არ იყო ამ ლარნაკს პირდაპირ თავზე დავაფშვნიდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა. კაკუნი შეწყდა, ჩამიჩუმი აღარ ისმოდა და გარეთ ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, რომ მისაღებიდან გამოსული სინათლეც კი ვერ დამეხმარა იმის დანახვაში, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც კაპიშონწამოსხმული მიყუდებოდა კარს. უცბად დაიქუხა, გაიელვა და მისი სახე გაანათა…



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2011-03-19, 7:21 PM

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 7:27 PM | შეტყობინება # 295
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Ai Intrigac amas qvia...avnerviuldiii...imedia axali tavi male iqneba tore gadaval chkuaze :(((

bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 7:34 PM | შეტყობინება # 296

206
19  +
33  ±
   ±
Offline
jesis gauxma tavii dry ra ari ra ingros uketebss dry au ra dasasruliaa
Quote (natuka)
გაიელვა და მისი სახე გაანათა…

axla gaige vin iyo cry male dade raa kiss

eeekთარიღი: შაბათი, 2011-03-19, 7:45 PM | შეტყობინება # 297

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimeeeeeee ragac shemeshinda cry cry cry axali tavi male iyos raa gtxoooov.dzalian moutmeneli var:D biggrin

♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 8:12 PM | შეტყობინება # 298
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vaimeeeeeeee nat mec gamiskda guliiiiiiiiiii vaime agar shemidzlia surprised surprised surprised surprised surprised surprised
ara ra aris is es ori tavi rom maintrigeb dry dry dry
imedia shemdegshi mainc agar gamixetqav guls biggrin biggrin biggrin biggrin
dzalian magari xar happy happy happy
male dade axalic happy happy

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 8:32 PM | შეტყობინება # 299
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე მაგარი თავი იყო happy happy . რა ინტრიგანი ბავშვი ხარ ძაან მაინტერესებს ვინ იყო ალბათ ჯესი .ყოჩაღ ნათ უმაგრესად წერ იმედია შემდეგი თავი მალე იქნება smile happy


elle____თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 9:47 PM | შეტყობინება # 300
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime intrigaaaaccc amas qviaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa happy cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry au neta vinaa da ra moxdebaaaaaa ??? cry cry cry cry cry cry cry dzaaaaaaannn sainteresoa kide kai dqalebi ar movidnen , martoebma unda gaarkvion yvelaferriiii : )) yochaaaggg gelodeeebii

ძებნა: