bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 10:07 PM | შეტყობინება # 112 |
842
Offline
| მეთოთხმეტე თავი აღსარება იმ შემთხვევიდან, როცა რობმა ჩემთან დალაპარაკება სცადა, ერთი კვირა გავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მეორე წამს ერიკი გამოჩნდა. რაც შემეძლო იგნორს ვუკეთებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ეს ყველაფერი თანდათან უფრო მაღიზიანებდა და ტკივილს მაყენებდა. გული სევდით მევსებოდა, როდესაც მის ნაღვლიან მზერას წავაწყდებოდი. მისგან შორს ყოფნა აღარ შემეძლო. ვგრძნობდი, რომ მაგნიტივით მიზიდავდა და ეს უფრო მიძნელებდა მის იგნორს. თუმცა ვიცოდი, რომ ეს აუცილებელი იყო. ერიკი ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მთლიანად მენდობოდა. ამას ვგრძნობდი. ეგონა, რომ ყველაფერს თავს დავანებებდი და სიმართლის გარკვევას არ შევეცდებოდი. ძალიან ცდებოდა! დღეს ერიკი სკოლაში არ მოდის, რადგან ,,რაღაც” საქმეები აქვს. მათ შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი არ მითხრა. ,,შენთვის უკეთესია თუ არ გეცოდინება” სულ ამას იმეორებდა. ვიცოდი, რომ მისი რომელიმე ძმაკაცი თვალს მაინც მადევნებდა. ეს ხშირად შემიმჩნევია. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყო, თორემ ერიკის ნდობას დავკარგავ, რაც საერთოდ არ მაწყობს. არ მომწონდა, რომ ჩემს ძმას ვატყუებდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. _ ლილე, წავედით, _ დავუძახე ჩემს დას და ავტოფარეხში შევედი. ჩემს ,,ფერარიში” ჩავჯექი და მანქანა სახლის წინ დავაყენე. რამდენიმე წუთში ლილეც გამოვიდა სახლიდან და გვერდით მომიჯდა. _ იცი, რა გავიგე? _ მკითხრა, როდესაც სკოლას მივუახლოვდით. _ რა? _ დავინტერესდი. _ ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ბლერმა და საბრინამ საპირფარეშოში იჩხუბეს. მგონი რობ ამსთრონგის გამო, _ დაბნეულად დააყოლა ბოლო წინადადება. _ რობის გამო? _ ეს რაღაც ახალია... _ ჰო, მან ასე გაიგო. რობი ხომ შენი კლასელია? _ ჰო, რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვევა. _ ბელა, _ რამდენიმე წუთის შემდეგ დამიძახა ლილემ. _ რა იყო? _ ბლერთან შერიგებას არ აპირებ? _ შემომაპარა. ამოვიხვნიშე. ჩემმა დამ ცუდი თემა აირჩია სალაპარაკოდ. ამაზე ლაპარაკი ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ჩემსა და ბლერის მეგობრობას სამუდამოდ დაესვა წერტილი. _ არა, ეს არჩევანი თვითონ გააკეთა და მე მის შეცვლას არ ვაპირებ, _ ვუპასუხე. _ გული არ გწყდება? _ მკითხა მან. _ არც კი ვიცი... ალბათ ცოტათი კი. ხუთი წელი მეგონა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ამის გააზრება მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა ვარიანტი არ მქონდა. _ გასაგებია. _ ამ თემაზე რატომ დაიწყე ლაპარაკი? _ დავინტერესდი. _ არა, ისე, _ მაშინვე მიპასუხა. მანქანა სკოლის სადგომზე გავაჩერე და გადმოვედი. ლილე, როგორც ყოველთვის, მაშინვე თავის მეგობრებთან წავიდა. აქეთ-იქით მიმოვიხედე. ერიკის მეგობრები და მათი მანქანები ვერსად ვერ შევამჩნიე. არც რობის მანქანა არ იყო... ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა. _ ბელა, როგორ ხარ? _ ჩემთან დენიელი მოვიდა. _ დენ, კარგად შენ? _ მისი დანახვა გამიხარდა. _ მეც კარგად. ვინმეს ეძებ? _ ეტყობა შეატყო, როგორ ვიხედებოდი დაბნეული აქეთ-იქით. ცოტათი შევყოყმანდი. არ ვიცოდი მისთვის მეთქვა თუ არა. _ შენს ძმას, _ ვუთხარი და თან მის სახეს დავაკვირდი. _ რობს? _ გაუკვირდა. _ რობის გარდა ძმა კიდევ გყავს? _ მხიარულად შევეკითხე. _ არა, _ მანაც გაიცინა. _ მაგრამ გამიკვირდა, მას რომ ეძებ. ეს ერთი კვირა სულ თავს არიდებდი. _ ჰო, მაგრამ ახლა მასთან ლაპარაკი მინდა. არ იცი სად არის? _ მოუთმენლად ვკითხე. _ მესამე გაკვეთილზე მოვა. რამე სერიოზული გინდოდა? ანუ... ,,იმ” თემასთან დაკავშირებით? ე.ი. ამ ამბებში დენიელიცაა გარეული. მშვენიერია! ახლა ისიც უნდა გავარკვიო ის რაღა შუაშია. არამგონია მარტო იმიტომ იცოდეს ყველაფერი, რომ რობის ძმაა. რობი საკუთარ ძმას ასეთ ამბავში ტყუილად არ ჩარევდა. _ ,,იმ” თემაში რას გულისხმობ? _ ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე. _ იმას, რასაც შენ ფიქრობ. დამიჯერე, რბოლაზე მოსვლა შენი მხრიდან დიდი სისულელე იქნება. შენი ძმა ერთი მხრივ მართალია, ამ საქმეში არ უნდა ჩაერიო, _ წყნარად და დამაჯერებლად მელაპარაკებოდა. _ მაპატიე, დენიელ, მაგრამ მე რაში ჩავერევი და რაში არა, შენი საქმე არ არის. ახლა კი გაკვეთილზე მაგვიანდება, _ ვუთხარი და სწრაფად გამოვბრუნდი, რომ აღარაფერი არ ეთქვა. ჩემს კარადასთან ემილი და ჯეინი დამხვდნენ. _ პრივეტ, გოგოებო, _ რაც შემეძლო მხიარულად მივესალმე. _ პრივეტ, _ მხიარულად მომესალმნენ დაქალები. _ აბა, რაზე ლაპარაკობდით შენ და დენიელი? _ მკითხა ემილიმ. _ ისეთზე არაფერზე. რა, არ შეიძლება ველაპარაკო?_გავიკვირვე. _ უბრალოდ გვეგონა, რომ ყველა ამსთრონგისგან თავი შორს გეჭირა. რა თქმა უნდა, ელას თუ არ ჩავთვლით,_ელას ჩვეულებრივად ველაპარკებოდი. ჩემი ძმა ამის წინააღმდეგი არ იყო და მეც ამით ვსარგებლობდი. დენიელთან კავშირისგანაც ვიკავებდი თავს, მაგრამ არა ისე, როგორც რობთან. _ სისულელეა, დენიელთან ადრეც მილაპარაკია, _ თავი გავიმართლე. _ კარგი, მაშინ რობს რაღას ერჩოდი? _ თავს არ მანებებდნენ. _ არაფერსაც არ ვერჩოდი, _ გავბრაზდი და კარადის კარები მივაჯახუნე. საშინელი ხმა ჰქონდა და ყველამ მე შემომხედა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კარადას ზურგით მივეყუდე და ჩემს წინ კედელს დავუწყე ყურება. _ ბელა, რა ხდება? _ შეშფოთებული იყო ჯეინი. _ არაფერი. ახლა ვერ გეტყვით. ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ, კარგი? _ შევეხვეწე მათ. _ კარგი, როგორც შენ გინდა, _ მაშინვე დამეთანხმნენ. _ ჯეინ, ენრიკეს შენთვის რამე ხომ არ უთქვამს ერიკზე?_პატარა პაუზის შემდეგ ვკითხე მას. _ არა, რა უნდა ეთქვა? _ ზედმეტად დაინტერესდა. _ არაფერი, უბრალოდ დღეს ერიკი სკოლაში არ იქნება და მაინტერესებდა მასთან ერთად ხომ არ არის, _ რაც თავში მომივიდა, ის ვთქვი. ამ ერთი კვირის განმავლობაში ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ საქმეში შეიძლება ენრიკეც იყოს გარეული. _ არ ვიცი, ჩემი ძმა დღეს დილით ადრე წავიდა. მე მეძინა,_თქვა მან. ამან კიდევ უფრო დამაეჭვა. საერთოდ ენრიკე დილით ძლივს დგებოდა ხოლმე, ისიც ჯეინის ჩხუბით. ახლა კი მაშინ წავიდა, როცა ჯეინს ეჩხუბა. ანუ ძალიან ადრე იყო. ჩემი ფიქრებიდან ზარმა გამომარკვია. გოგოებს დავემშვიდობე და ჩემი კლასისკენ წავედი. მესამე გაკვეთილი მე და რობს ერთად გვაქვს. ესეიგი შევძლებ მასთან დალაპარაკებას. მეგონა დრო ჩემს ჯინაზე იწელებოდა. ორი გაკვეთილი საშინლად მოსაწყენად და ნელა გავიდა. როგორც იქნა, მესამე გაკვეთილის შესვლის ზარიც დაირეკა. მაშინვე კლასში შევედი და ჩემს მერხთან დავჯექი. მალე მასწავლებელიც შემოვიდა და გაკვეთილის ჩატარება დაიწყო. რობი კი არ ჩანდა... უეცრად კარი გაიღო და რობი შემოვიდა. _ უკაცრავად, _ მასწავლებელს ბოდიში მოუხადა და მერხისკენ გამოემართა. _ არაუშავს, ამსთრონგ, _ თავისთვის ჩაიბუტბუტა მასწავლებელმა. რვეულიდან ფურცელი ამოვხიე და რობს მივწერე. ,,რობ, გაკვეთილის მერე შენთან ლაპარაკი მინდა.” ფურცელი მის მერხზე დავდე. ფურცელი ისე აიღო ჩემთვის არც შემოუხედავს. დაახლოებით ხუთი წუთი გავიდა, ის კი პასუხს არ მწერდა. თვალის კუთხიდან გავხედე და დავინახე, რომ ისევ ჩემს ნაწერს უყურებდა. შემდეგ კალამი აიღო და რაღაცის წერა დაიწყო. რამდენიმე წუთში ჩემს წინ ის ნაგლეჯი გაჩნდა. ,,ბელა, მგონი სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ასე არ არის?” გავბრაზდი. სასწრაფოდ ავიღე კალამი და პასუხის წერას შევუდექი. ,,არა, ასე არ არის! ყველაფრის გარკვევა მინდა ერთხელ და სამუდამოდ. ვიცი, რომ ცუდად ვიქცეოდი, როცა ყურადღებას არ გაგცევდი, მაგრამ ასე იყო საჭირო.” წერა დავამთავრე და ფურცელი უხეშად მოვისროლე რობის მერხზე. როგორც კი წაიკითხა, მაშინვე დაიწყო პასუხის წერა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისიც ჩემნაირად გაბრაზდა. ,,არ მესმის, ეს ყველაფერი რაში გჭირდებოდა?” ,,ლანჩის დროს სკოლის უკანა ეზოში გადი და იქ გაიგებ ყველაფერს.” მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ჩემი შემოთავაზებით არც ისე კმაყოფილი იყო. ,,იქნებ ეს შენი მორიგი სფექტაკლია? რა როლს თამაშობ, ბელა მონტერ?” ეს უკვე მეტისმეტია! ამან საბოლოოდ გამაბრაზა! ნუთუ, ასე ძნელია იმის გაგება, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა? რა, მასაც სიკვდილი ხომ არ მოენატრა? ,,არავითარი სფექტაკლი არ არის და არც მე არ ვთამაშობ რაღაც როლებს! გეყოფა დაცინვა, ამსთრონგ! ლანჩის დროს სკოლის უკანა ეზოში თუ არ იქნები, შენს თავს დააბრალე.” ჩემი ნაწერი რომ წაიკითხა, ჩაეღიმა და დამცინავი მზერა მესროლა. ,,გისწავლია რაღაც შენი ძმისგან. ყოჩაღ, მონტერ!” Fგაბრაზებულმა ფურცელი ავიღე პასუხის დასაწერად, მაგრამ ზარი დაირეკა და რობი მაშინვე გავარდა კლასიდან. ნაგლეჯი ჯიბეში ჩავიდე და კლასიდან გავედი. რობის ზურგს მოვკარი თვალი- ბლერს ელაპარაკებოდა. კაფეტერიისკენ ერთად წავიდნენ, თან ბლერი უაზროდ კისკისებდა. მეც მათგან ავიღე მაგალითი და კაფეტერიისაკენ წავედი. მხოლოდ მინერალური წვენი ავიღე და ჩემს მეგობრებს შევუერთდი. _ ბელს, რა გჭირს? ვინ გაგაბრაზა? _ მკითხა ბობმა. _ საიდან მოიტანე, რომ ვინმემ გამაბრაზა? _ დავიბენი. _ სახეზე გეტყობა, _ მიპასუხა. _ არაფერია, უბრალოდ ინგლისურმა საშინელი დავალება მოგვცა, _ მაშინვე მოვიტყუე. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენს მაგიდას რობი და ბლერი შემოუერთდნენ!!! _ გამარჯობა, _ მხიარულად მოგვესალმა ბლერი. მე, ჯეინმა და ემილიმ ხმა არ გავეცით. დანარჩენები კი მეგობრულად მიესალმნენ. _ ბელა, წინააღმდეგი ხომ არ ხარ, აქ რომ დავჯდე? _მკითხა ბლერმა, რომელიც უკვე იჯდა სკამზე! _ რომ გითხრა წინააღმდეგი ვარ-თქო, ადგები?_გამომწვევად ვკითხე. _ რა თქმა უნდა, არა, _ ეშმაკურად ჩაიცინა. _ ჰო და მორჩი სისულელეების ლაპარაკს, მილერ, _მკვახედ ვუთხარი. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. რა თქმა უნდა, ემილისა და ჯეინის გარდა. მათ ყველაფერი იცოდნენ. _ ჰმ, გვარებით მიმართვა შენი ძმისგან გადაიღე?_დამცინავად მკითხა რობმა. _ მერე შენ ამასთან რამე პრობლემა გაქვს, ამსთრონგ?_მისი გვარი სპეციალურად გამოვკვეთე. _ არანაირი, მონტერ, _ ჩაეცინა. მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ყველა ერთად რაღაცაზე მხიარულად ლაპარაკობდა, მარტო მე ვიყავი ჩუმად. _ ბელა, ჩვენთან ერთად რატომ არ საუბრობ? _ ისე მკითხა ბლერმა, თითქოს ძალიან აინტერესებდა. _ რაზე ვილაპარაკო შენთან? თუ გინდა ,,შავ-თეთრ დღეებზე” ვილაპარაკებ. მე ხომ მის შესახებ ბევრი რამ ვიცი... _ ბოროტულად ჩავიცინე. ახლა ბლერი ნამდვილად გაბრაზდება. სახეზე შევხედე და ჩამეცინა. თითქმის ყველა ფერმა მის სახეს გადაუარა. _ ჰო, რა თქმა უნდა, როგორ დამავიწყდა, _ მეტის თქმა ვეღარ მოახერხა. სკამი ხმაურიანად გავწიე და კაფეტერიიდან გავედი. იქ ვეღარ დავრჩებოდი. სკოლის უკანა ეზოში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. დაახლოებით ათი წუთი ვიჯექი და ერთ წერტილს ვუყურებდი. უცბად უკან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგე. მივიხედე და რობი დავინახე. სკამთან მოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. _ რატომ მოხვედი? _ უხეშად ვკითხე. _ შენ ხომ ყველაფრის გარკვევა გინდოდა. ჰოდა, მეც აქ ვარ, _ მხრები აიჩეჩა. _ იმ თოჯინასთან რატომ არ დარჩი? _ ვკითხე, თუმცა პასუხი დიდად არ მანაღვლებდა. სადღაც, გულის სიღრმეში ძალიან მიხაროდა, რომ უკან გამომყვა და ახლა ჩემს გვერდით ზის, მაგრამ ახლა იმდენად ვიყავი გაბრაზებული, რომ სხვა რამეს თითქმის ვერ ვგრძნობდი. _ ბლერს ასე რატომ ვერ იტან? _ მკითხა, მაგრამ არც ისე დაინტერესებული ხმა ჰქონდა. _ ეს გრძელი ამბავია, ოდესმე მოგიყვები, _ შევპირდი. _ კარგი, ახლა მგონი ჯობია დაკითხვა დაიწყო, არა?_გაეცინა. _ რა დაკითხვა? _ უცბად ვერ გავიგე. _ აქ იმისთვის მომიყვანე, რომ ყველაფერი გაგეგო, არა?_პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე. _ ჰოდა, მიდი, კითხვები დამისვი, მე კი გიპასუხებ. _ კარგი, მაშინ მითხარი, რატომ მითხრა ჩემმა ძმამ, რომ შენგან შორს უნდა დავიჭირო თავი? რომ... საშიში ხარ? _ ამიტომ გამირბოდი? მართლა დაიჯერე, რომ შენთვის საშიში ვარ? _ გაოცებული იყო. _ არა, ეგ არაფერ შუაშია, _ მაშინვე ვიუარე. _ უბრალოდ ერიკის ნდობა უნდა მომეპოვებინა. თან იმედი მქონდა, თუ იფიქრებდა, რომ მის მხარეს ვარ, სიმართლეს მეტყოდა, მაგრამ შევცდი, _ ამოვიოხრე. ჩემმა გეგმამ ბოლომდე არ გაამართლა. _ გასაგებია. ე.ი. გინდა გაიგო, რატომ ვარ ერიკის აზრით საშიში, არა? _ თავი დავუქნიე. _კარგი. ადრე ერთი პერიოდი ჩემი ოჯახი ლონდონში ცხოვრობდა. იქ მივეჩვიეთ მე და ჩემი ძმა- დენიელი რბოლებზე სიარულს. ბობიც იქ გავიცანით და დავმეგობრდით. ვიცი, რომ შენი ძმა ადრე იქ ცხოვრობდა. ასევე ის ბანდა, რომელსაც ახლა შენი ძმა თავის მეგობრებს ეძახის. მათ თავიდანვე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და დღემდე მიკვირს, ახლა როგორ არიან ასე. უკვე მიხვდი, რომ ტომთან და მის მეგობრებთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა. არც არასდროს მქონია. ისევე, როგორც შენ ძმასთან. ერიკი და ტომი ყველაზე ძლიერები იყვნენ, მაგრამ მერე მე გამოვჩნდი. ბევრჯერ მომიგია ორივესთვის. მთავარი კონკურენტები ვიყავით. შენს ძმასთან ერთი მეგობარი ჩამოვიდა, ენრიკე. როგორც გავიგე ჯეინის ძმა ყოფილა. მან ჩემთან შეჯიბრება მოინდომა. ერიკი ამის წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა და მე შემებრძოლა. სულ ახალი დაწყებული ჰქონდა რბოლებზე სიარული. არ ვიცი, რა იფიქრა. ალბათ ეგონა, რომ მაჯობებდა, მაგრამ ეს ხომ აფსურდული აზრი იყო. ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ ვერ მაჯობებდა. მოკლედ, ერთმანეთს შევეჯიბრეთ. რა თქმა უნდა, მე მოვუგე, მაგრამ ის ავარიაში მოხვდა. მოსახვევში მანქანა ამოუტრიალდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მის ოჯახის წევრებს არაფერი გაუგიათ. რამდენიმე კვირა კომაში იყო და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. პირდაპირ სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. შენი ძმა ამაში მე მადანაშაულებს. ფიქრობს, რომ მე მოვუწყვე ენრიკეს რაღაც, მაგრამ ასე არ არის. ადამიანს სასიკვდილოდ არ გავწირავდი რაღაც რბოლებისა და 30 000-ის გამო. ფული ისედაც თავზე საყრელად მაქვს. რბოლებზე ყოველთვის გართობის მიზნით დავდიოდი. სიჩქარე და ადრენალინი ყოველთვის მიზიდავდა და ამიტომაც დავიწყე რბოლებზე სიარული. ერიკს ბევრი ველაპარაკე და ვეცადე შემეგნებინა, რომ ენრიკეს ავარიასთან არავითარი საერთო არ მქონდა, მაგრამ არ დამიჯერა. ალბათ ეშინია მასზე შურისძიების გამო შენ რამე არ დაგიშავო, მაგრამ, ბელა, დამიჯერე ეს ერთი წამითაც არ გამიფიქრია. აქ რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი, რომ ერიკი და მისი ოჯახი აქ ცხოვრობდა. ვუსმენდი რობს და არ მჯეროდა რასაც მეუბნებოდა. ეს ყველაფერი ზღაპარს გავდა. ცუდ ზღაპარს, რომელშიც უმრავლესობა ბოროტი პერსონაჟები იყვნენ. რობის მჯეროდა. მჯეროდა იმისიც, რომ მას ენრიკეს ავარიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის გაგება ერთდროულად დიდი შოკი იყო. თითქოს ჩემს ტვინს არ უნდოდა ახალი ინფორმაციის მიღება. რობმა თავისი მონაყოლის თხრობა დაამთავრა და ახლა ჩემს სახეს აკვირდებოდა, რომელზეც დარწმუნებული ვარ ახლა ემოციები ერთმანეთს ცვლიდნენ. _ ბელა, კარგად ხარ? _ მკითხა რობმა. _ რატომ მეკითხები? _ ნუთუ ასეთი ცუდი გამომეტყველება მქონდა? _ სახეზე ფერი არ გადევს, _ შეწუხებული იყო. _ კარგად ვარ, უბრალოდ ამდენი... ამდენი ემოცია, თან ცუდი, ჩემი ნერვიული სისტემისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, _ ვცადე ცოტათი მაინც გამეღიმა, მაგრამ არ გამომივიდა. _ შენი მესმის, მაგრამ ახლა უნდა დაწყნარდე. ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს, _ რობი ხელით ლოყაზე ნაზად მომეფერა და თბილად გამიღიმა. _ ჰო, მართალი ხარ, _ დავეთანხმე. სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ჩვენთვის ვფიქრობდით. მე ვცდილობდი რობის ნათქვამი კარგად გამეაზრებინა, რობი კი... მას სახეზე ვერ შეატყობდი რაზე ფიქრობდა. _ ჩემი გჯერა? _ გადაწყვიტა სიჩუმე დაერღვია. _ კი, მჯერა. ნამდვილად არ მგონია, რომ ვინმეს სასიკვდილოდ გაწირვა შეგიძლია, განსხვავებით... _ ბოლო სიტყვაზე გავჩუმდი. _ განსხვავებით...? _ ტომისგან და მისი მეგობრებისგან, _ მაინც დავასრულე ფრაზა. _ მათზე რამე იცი? _ მისი სახე დასერიოზულდა. _ ჰო, მაგრამ ამას ვერ გეტყვი. სიტყვა მაქვს მიცემული... _ მედზე ამბობ? _ უეცრად მკითხა. გავშრი. ნუთუ მედსაც იცნობს? მაშინ მან რატომ არ მითხრა მასზე არაფერი? ჯანდაბა! აქ ყველაფერი ლაბირინთივითაა დახლართული. _ შენ საიდან იცნობ მას? _ ამას მერე მოგიყვები. დღეისთვის მგონი საკმარისია. _ ჰო, მართალი ხარ, მაგრამ გაითვალისწინე აუცილებლად მომიყვები, _ სიტყვა ,,აუცილებლად” გამოვკვეთე. _ კარგი, გპირდები, _ შემპირდა ის. _ ახლა მგონი ჯობია სკოლაში დავბრუნდეთ. მალე ზარი იქნება, _ ადგომისთვის მოვემზადე, მაგრამ რობის ხელმა გამაჩერა. _ დარწმუნებული ხარ, რომ გაკვეთილებზე დარჩენას შეძლებ? იქნებ სახლში წახვიდე? _ აშკარად ზედმეტად შეწუხებული იყო. _ ნუ გეშინია, ამაზე უარესებიც გადამიტანია, _ ვუთხარი და მხიარულად ჩავუკარი თვალი. მგონი განწყობა ნელ-ნელა მეცვლება. _ კარგი, მაშინ წავიდეთ, _ მითხრა და ხელი გამომიწოდა. მეც უყოყმანოდ ჩავდე ჩემი პატარა ხელი მის დიდ ხელში. ასე ხელჩაკიდებულები წავედით სკოლისკენ. შესასვლელთან ცოტათი შევყოყმანდი. ,,იმათგან” ვინმეს რომ დავენახეთ? ზედმეტი პრობლემები არცერთს არ გვჭირდებოდა. _ აბა, ახლა ისევ იგნორს გამიკეთებ, არა? _ სიცილით მითხრა. _ ეს კვირა კი. არ მინდა, ერიკი რამეს მიხვდეს და უფრო გავაღიზიანო. _ სულ ასე ხომ არ იქნება... _ დაიწყო წუწუნი მან, მაგრამ თითი ტუჩებზე დავადე და შევაჩერე. _ სულ არა. რაღაც გეგმა მაქვს და ხელს თუ არ შემიშლი კარგი იქნება. უბრალოდ თამაშში ამყევი, კარგი? _ საპასუხოდ მან მხოლოდ თავი დამიქნია, რადგან ჩემი თითი ლაპარაკში ისევ უშლიდა. თითი ავიღე და მის ტუჩებს მხოლოდ ერთი წამით შევახე ჩემი ტუჩები. შემდეგ შევტრიალდი და სკოლაში შევედი. რობისთვის თქმას არ ვაპირებ, რომ ამ შაბათ-კვირას რბოლაზე მივდივარ. არც ერიკს ეცოდინება ეს, რა თქმა უნდა. გეგმა მაქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ დასახვეწია და ყველაფერი გასათვალისწინებელი, მაგრამ არაუშავს. წინ კიდევ ხუთი დღე მაქვს...
| |
|
|