ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

saaaliთარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:51 PM | შეტყობინება # 76
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
xan romeli miyenia desktopze, xan romeli

mamachems davajen xolme da vatvalierebineb amat suratebs xolme biggrin biggrin mec egeni miyvars tan arogor ai mec ar viici mapanatebs happy happy biggrin


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

soniaთარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:56 PM | შეტყობინება # 77

118
5  +
25  ±
   ±
Offline
dzalian lamazi da sayvareli tavi iyo...imedia xshirad gavanebivreb axal axali tavebit cool cool cool

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 9:12 PM | შეტყობინება # 78

842
83  +
   ±
Offline
saaali, vaime me chem das davajen xolme biggrin mamachems shevuwuxe ukve guli biggrin manqanebze xo isedac vgijdebodi da axla mitumetes fikshi ro mchirdeba sul magat dzebnashi var biggrin

დამატებულია (2010-12-31, 9:12 PM)
---------------------------------------------

თავი მეთერთმეტე

,,შეუძლებელია, შეუძლებელია...” მთელი დღე ეს ფრაზა მიტრიალებდა თავში. რატომ მაინცდამაინც ისინი, მაინცდამაინც ერიკი... ნიუ-იორკში დაუბრუნებისას იმედი მქონდა, რომ პრობლემები აღარ მექნებოდა და აღარ დავიტანჯებოდი. თურმე სულ ტყუილად... ამის შესახებ მედს უნდა დაველაპარაკო. იქნებ სულაც არ არიან ისეთები, როგორიც მე მგონია. ერიკი სულელი ხომ არ არის, რომ...
_ ბელა, _ აზრის დამთავრების საშუალება არ მომცეს. უკან მივიხედე და ელა დავინახე.
_ გამარჯობა.
_ გამარჯობა, _ კიდევ ერთხელ მივესალმე.
_ რაღაც მინდა გითხრა, _ მის სახეზე დაბნეულობა იკითხებოდა და ამიტომ უფრო დავინტერესდი.
_ რამე მოხდა?
_ არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ გადავწყვიტე წვეულება მოვაწყო ჩემს სახლში. სან-ფრანცისკოში ყოველთვის ვაწყობდით წვეულებებს ახალ წლამდე. ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა თუ აქაც გავაკეთებდი. რას ფიქრობ?
ჰმ... წვეულება. ცუდი აზრი ნამდვილად არ არის. გავერთობი კიდეც. რატომაც არა.
_ მშვენიერი იდეაა. როდისთვის აპირებ? თუ გინდა მოგეხმარები, _ შევთავაზე და რატომღაც იმედი მქონდა, რომ დამთანხმდებოდა.
_ რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება. დაახლოებით ორ კვირაში.
ამასობაში შევამჩნიე, რომ რობი გვიახლოვდებოდა და გადავწყვიტე იქაურობას მალე გავშორებოდი. მასთან სიახლოვისას რატომღაც ვიძაბებოდი.
_ კარგი, ელა. ახლა სახლში მაგვიანდება. ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი? _ ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.
_ როგორ ხართ? _ გაისმა ხმა ჩემს უკან. მოულოდნელობისგან შევხტი. მივტრიალდი და პირდაპირ მას შევეჩეხე. მან კი თავისი ზღვისფერი თვალები შემომანათა.
_ მაპატიე, შეგაშინე, _ მეგობრულად გამიღიმა.
_ არაუშავს, _ მეც იგივეთი ვუპასუხე.
_ აბა, რაზე ლაპარაკობდით? ერთი შემოთავაზება მაქვს,_თვალი მალულად ჩემსკენ გამოაპარა. მე კი თავი ისე დავიჭირე, თითქოს არც შემიმჩნევია.
_ დღეს კლუბში ხომ არ წავსულიყავით? გავიგე, კარგი დიჯეი იქნებაო.
_ შესანიშნავი იდეაა, _ მაშინვე დათანხმდა ელა.
_ ბელა, შენც ხომ წამოხვალ? _ მკითხა რობმა.
დავიბენი. რა მეპასუხა? ,,არა, გმადლობთ. შენი თვალების დანახვაზე ძალიან ვიბნევი და ვერ წამოვალ?” სისულელეა.
_ წამოვა, აბა რას იზამს, _ ჩემს მაგივრად უპასუხა ჯეინმა.
_ მე ჯერ პასუხი არ მითქვამს, თანაც რაღაც საქმე მაქვს,_ვეცადე თავი დამეძვრინა.
_ რა საქმე? _ მაშინვე მკითხა ემილიმ და სახეზე უნდობლობა გამოეხატა.
_ ლილეს უნდა დავეხმარო რაღაცაში, _ მაშინვე ის ვთქვი, რაც პირველი მომივიდა თავში.
_ შენი და უშენოდაც გაართმევს თავს, _ მითხრა ისევ ისეთი სახით ემილიმ.
_ კარგი, წამოვალ, _ უკმაყოფილო სახით ამოვიოხრე.
ოთხივენი კმაყოფილი სახეებით მიყურებდნენ. განსაკუთრებით ემილი და ჯეინი.
ჩემს მანქანასთან მივედი, სადაც ლილე უკვე მელოდებოდა.
_ წავედით, _ ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
მთელი გზა Adam Lambert-is What do you want from me-ს ვუსმენდი. მანქანა ჩემი სახლის წინ გავაჩერე და გადმოვედი. ლილე მაშინვე სახლში შევარდა, გამეღიმა და მეც მას მივყევი.
_ აბა, როგორ ჩაიარა დღემ? _ კარებთან ნინა შეგვხვდა და ჩანთები ჩამოგვართვა.
_ კარგად, _ მოკლედ უპასუხა ლილემ და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი.
_ შენ რა ქენი, ბელა? _ ინტერესით შემეკითხა ნინა.
_ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არავის ზედმეტი ინტერესი არ გამოუჩენია ჩემს მიმართ. დღეს კი კლუბში მივდივართ ბავშვები, _ ვიცოდი, რომ ეს ამბავი ძალიან გაუხარდებოდა.
_ ძალიან მიხარია, ბელა. მაშინ მიდი, ისადილე, გაკვეთილები ჩქარა ისწავლე და მერე წადი, _ დამარიგა როგორც პატარა ბავშვი.
_ არის, მემ, _ გამეცინა და ჩემი საძინებლისკენ წავედი.
როგორც კი საძინებელში შევედი, მაშინვე საწოლისკენ გავემართე და თავი ბალიშში ჩავრგე. კლუბში წასვლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ ბიჭთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ერთი დღეა იცნობ და უკვე შენზე უცნაურად მოქმედებს მასთან სიახლოვე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კლუბში რაღაც უნდა მოხდეს.
_ ბელა, ჩამოდი სადილი მზადაა.
ნინას ხმა გავიგონე და ამიტომ ფიქრი შევწყვიტე. აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. როდესაც სამზარეულოში შევედი, დავინახე, რომ ერიკი მობილურზე ვიღაცას ელაპარაკებოდა და თან ცდილობდა მაცივრიდან რაღაც გამოეღო. მის წვალებაზე გამეღიმა და მისაშველებლად გავემართე. მაცივრიდან ფორთოხლის წვენის გამოღებაში მივეხმარე და მის ლაპარაკსაც მოვკარი ყური.
_ ტომ, არამგონია ეს კარგი იდეა იყოს. რობი ყველაფერს მიხვდება, _ რობის გაგონებაზე გავშეშდი. რა საერთო ჰქონდა ჩემს ძმას რობთან? ან იმ ვიღაც ტომს? და საერთოდ იმ რობზე იყო ლაპარაკი ვინც მე მეგონა? იმედი მქონდა, რომ არა.
_ ამსთრონგი ძალიან ეშმაკია, _ გავიგონე იმ ვიღაც ტომის ხმა. ამაზე სულ მთლად გავიყინე ადგილას. მაგიდისკენ ვცადე წასვლა, რომ სკამზე ჩამოვმჯდარიყავი, მაგრამ გზაში ცოტათი წავბორძიკდი და კინაღამ ერთ-ერთ მოახლეს დავეჯახე, რომელსაც ლანგრით რაღაც მიჰქონდა. ყველამ უცნაურად შემომხედა. მე კი გონზე უცბად მოვედი და ვითომ არაფერი მომხდარა, ჭამას შევუდექი.
სადილი მალევე დავამთავრე და მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი. მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა. რას ნიშნავდა ერიკის ეს ლაპარაკი? თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტომი ერთ-ერთი იყო იმ ,,ბანდიდან” რომლის ნაწილიც ახლა ერიკიც იყო. როგორ არ უნდა მენერვიულა ამაზე? ერიკთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. მაინც არაფერს მეტყოდა. მირჩევნია ეგონოს, რომ არაფერი გამიგონია. და საერთოდაც, უკეთესი იქნებოდა თუ კითხვებს საერთოდ არ დამისვამდა იმის შესახებ, თუ საიდან ვიცნობ მის მეგობრებს. Aუცილებლად უნდა გავარკვიო ვინ არიან ისინი. რაც მალე, მით უკეთესი. ხვალვე დაველაპარაკები მედს ამის შესახებ და იმედია სიმართლეს მეტყვის. მივხვდი, რომ ამ საკითხზე ცარიელი ფიქრი არანაირ შედეგს არ მომიტანდა, აქ მხოლოდ მოქმედება იყო საჭირო, რასაც უახლოეს მომავალში გავაკეთებდი!
ორ საათში გაკვეთილებიც ვისწავლე და კლუბში წასასვლელად ვემზადებოდი. ჩემს გარდერობთან მივედი და შესაფერისი ტანსაცმლის ძებნას შევუდექი. დიდი ფიქრის შემდეგ, არჩევანი მოკლე, უკან ამოღებულ ვარდისფერ კაბაზე შევაჩერე, ,,გუჩის” შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი და ასევე ,,გუჩის” პატარა შავი ჩანთა ავირჩიე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმები ზემოთ ავიწიე. მოსაცმელი შემოვიცვი და გარაჟში ჩავედი. ჩემი მანქანებიდან წითელი ,,ფერარი” ავირჩიე, რომლითაც დღეს ვიყავი სკოლაში. ჩავჯექი და კლუბისკენ გავემართე. მანქანა არანორმალურად სწრაფად მიმყავდა. არ გამიკვირდება თუ ხვალ სახლში ჯარიმის ქვითარი მომივა. დაშვებულ სიჩქარეს საშინლად გადავაჭარბე. როგორც იქნა, კლუბიც გამოჩნდა. მანქანა გავაჩერე, მაგრამ დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ გადავედი. შევამჩნიე, რომ კლუბის შესასვლელთან რობი იდგა. შავი ბუტილკა, თეთრი ლაკოსტას ბოტასები და მოკლემკლავებიანი თეთრი მაისური ეცვა. ერთი შეხედვით ძალიან უბრალოდ, მაგრამ საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებიანად ეცვა. სიბნელეში მისი ზღვისფერი თვალები განსაკუთრებულად ანათებდნენ და მისკენ მიზიდავდნენ. მისი საყვარლად აჩეჩილი თმები კი პირდაპირ მთხოვდნენ მივსულიყავი და ხელით შევხებოდი. მოიცა! ბელა, ეს რა აზრებია? მას მხოლოდ ერთი დღეა რაც იცნობ. ერთი დღე! ამასობაში მანაც შემამჩნია და ღიმილით მომესალმა. მეც, რაღა დამრჩენოდა, მისკენ გავემართე.
_ გამარჯობა, _ მეგობრულად მომესალმა.
_ გაგიმარჯოს, _ მკვახედ ვუპასუხე და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს მოვკრავდი თვალს. უეცრად მან სიცილი დაიწყო. აი, ასე, სულ მოურიდებლად იცინოდა.
_ რა გაცინებს? _ ვკითხე ვითომ ნაწყენი ხმით.
_ არაფერი. წამოდი, შიგნით შევიდეთ. ყველანი უკვე იქ არიან, _ ხელი ჩამკიდა და კლუბში შემიყვანა. მუსიკის მაღალი ხმის გამო, თავიდან ყურები მეტკინა, მაგრამ მერე შევეჩვიე. ის კი ხელს კვლავ არ მიშვებდა და მაგიდისკენ მივყავდი, საიდანაც ჩვენი მეგობრები უკვე ხელს გვიქნევდნენ.
_ ბელა, არაჩვეულებრივად გამოიყურები, _ შემაქო ელამ.
_ გმადლობ. ძალიან ლამაზი კაბაა, _ მივანიშნე კაბაზე, რომელიც მას ეცვა. კაბა მართლა ძალიან ლამაზი იყო. მოკლე, ღია იასამნისფერი.
ყველამ სასმელები შევუკვეთეთ. დრო სწრაფად გადიოდა. მათთან ერთად კარგად ვერთობოდი. ჩემი დილანდელი დარდები სულ დამავიწყდა. ნელ-ნელა ყველანი საცეკვაოდ წავიდნენ. მაგიდასთან მარტო მე და რობი დავრჩით. დაძაბული სიტუაცია იყო. არცერთი ხმას არ ვიღებდით და აქეთ-იქით უაზროდ ვიყურებოდით. ან რაზე უნდა გველაპარაკა? დავფიქრდი, თუ რაზე შეიძლება ელაპარაკო ადამიანს ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ისევ დუმილი ვარჩიე. უეცრად რობი თავისი ადგილიდან ადგა და მეგონა, რომ წასვლას აპირებდა, რომ ჩემსკენ გამოემართა.
_ ბელა, ვიცეკვოთ? _ ხელი გამომიწოდა. დაახლოებით ერთი წუთი ვფიქრობდი დავთანხმებოდი თუ არა. მას კი ხელი ისევ ისე ჰქონდა და ჩემს სახეს აკვირდებოდა.Yბოლოს გადავწყვიტე დავთანხმებოდი. ამით რას ვკარგავდი?
ხელი-ხელ ჩაკიდებულები დარბაზის შუა ნაწილისკენ მივიწევდით, როგორც იქნა, ხალხის ბრბო გავარღვიეთ და პირდაპირ ბრწყინავი ბურთის ქვეშ მოვექეცით. თავიდან ნელი მელოდიის ფონზე ვირხეოდით. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად მელოდია შეწყდა და დაიწყო David Guetta and Chris willis-Love is gone. ასეთ ცვლილებაზე სახე შემეცვალა და ეს რობმაც შეატყო, რადგან დამცინავად გაიღიმა.
_ რა მოხდა, ბელა, ასეთ მუსიკაზე ბიჭებთან ცეკვას მიჩვეული არ ხარ? _ მკითხა დამცინავად. შემატყო, რომ გავბრაზდი. უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაცამ გამაჩერა. სწრაფად შემოვბრუნდი და მის თეთრ, ულამაზეს სახეს შევეჩეხე. ჩვენ სახეებს შორის სულ რამდენიმე სანტიმეტრი იყო დაშორება. მისი წითელი ტუჩები მიზიდავდნენ. მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი.
მის თვალებში ჩავიხედე და უეცრად გამოვერკვიე.
_ მაპატიე, უხეშად გამომივიდა, _ კვლავ რობმა დაარღვია სიჩუმე.
_ არაუშავს, _ ვუთხარი და გავუღიმე. ცეკვა გავაგრძელეთ. ამის შემდეგ ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
მუსიკა დასრულდა და ნელი, სასიამოვნო მელოდია დაიწყო. რობმა ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. მუსიკის ტაქტში ვმოძრაობდით. მასთან ერთად ცეკვა ერთი დიდი სიამოვნება იყო. პროფესიონალურად ცეკვავდა. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ მისი ხელი ჩემი წელიდან ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა. უნამუსო! მისი მკლავებისგან თავი სწრაფად გავითავისუფლე Dდა ჩვენი მაგიდისკენ გავემართე.
_ ბელა, მოიცადე, _ დამედევნა რობი და ხელი ჩამავლო მკლავში.
_ დიდ სიკეთეს იზამ ხელს თუ გამიშვებ, _ შევუბღვირე.
_ კარგი რა, ნუ ბრაზდები, _ ვითომ არაფერი მომხდარა მითხრა. ჩემს ხელს ისევ არ უშვებდა.
ჩვენგან ცოტა მოშორებით კლარა დავაფიქსირე, რომელიც განურჩევლად ყველა ბიჭს ეპრანჭებოდა.
_ ჯობია კლარასთან მიხვიდე. მასთან უფრო გაერთობი,_ვუთხარი და შევტრიალდი. იმედია გაიგებდა, ამაში რასაც ვგულისხმობდი.
ბავშვებთან მივედი და გამოვაცხადე:
_ მე უკვე მივდივარ, _ ყველამ გაკვირვებული მზერა მესროლა.
_ უკვე? მაგრამ მხიარულობა ხომ ახლა იწყება, _ ეწყინა ელას.
_ მაპატიე, ძალიან დავიღალე და სახლში მინდა წასვლა,_ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად ხელი პირთან მივიტანე და დავამთქნარე.
_ კარგი, მაშინ მე გაგიყვან, _ თქვა რობმა, რითაც ჩემგან გამანადგურებელი მზერა დაიმსახურა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა.
_ ჰო, ასე ჯობია. კარგად ვიცი, ღამე მანქანას როგორ ატარებ, ბელა. ჯობია საჭესთან სხვა იჯდეს, _ მითხრა ჯეინმა. მართალიცაა. ღამე მანქანა საშინლად ჩქარა დამყავს და ასეთ მდგომარეობაში შეიძლება მართლა რაღაც მოხდეს. მთვრალი, რა თქმა უნდა, არ ვიყავი, მაგრამ არც ფხიზელი მერქვა.
_ კარგი, _ ვარჩიე დამეთმო. ოღონდ მხოლოდ ამჯერად!..
მე და რობი გარეთ გავედით. ცივი ჰაერი ძალიან მესიამოვნა, მაგრამ ცოტათი შემცივდა კიდეც. თავისი მანქანის კარები გამიღო და მისკენ მიბიძგა. მეც ჩავჯექი და კარგად მოვკალათდი სავარძელში.
_ საით? _ მკითხა რობმა. რა ჭკვიანური შეკითხვაა.
_ სახლში, _ ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
_ იქნებ შენი სახლის მისამართი გეთქვა? _ მკითხა რობმა. ეს კი აღარ გამხსენებია. მან ხომ არ იცის სად ვცხოვრობ. მისამართი ვუთხარი და ისევ ფანჯარაში დავიწყე ყურება.
_ მთელი გზა ასე ჩუმად უნდა იყო? _ ვეღარ მოითმინა რობმა.
_ კი, _ მკვახედ ვუპასუხე.
ამოიოხრა და გზაზე გადაიტანა ყურადღება. ფანჯარაში ვიყურებოდი და ვფიქრობდი... ბოლოსდაბოლოს მისი ბრალი ხომ არაა, რომ ამ ფერი თვალები აქვს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ მის თვალებში არაა საქმე. ჩემზე რაღაც უცნაურად მოქმედებს. ძალიან დავიღალე. თვალები მეხუჭებოდა. გადავწყვიტე მოვდუნებულიყავი. მგონი ცოტა ხანში ჩამეძინა...
_ ბელა, _ გავიგონე ვიღაც როგორ ჩურჩულებდა ჩემს სახელს.
_ მაცადეთ ძილი, _ დავიწუწუნე და ვეცადე მეორე მხარეს გადავბრუნებულიყავი, მაგრამ თავი რაღაცას მივარტყი. შუშა! ნუთუ მართლა მანქანაში ვარ? თავი მეორე მხარეს გადავატრიალე და რობი დავინახე, რომელიც მე მიყურებდა და იღიმოდა.
_ გაიღვიძე, მძინარა? _ მკითხა და თმა უკან გადამიწია, რომელიც მხედველობაში მიშლიდა.
_ უკვე მოვედით? _ ვკითხე ნამძინარევი ხმით.
_ ჰო. დაახლოებით ათი წუთია რაც გაღვიძებ, მაგრამ უშედეგოდ. გეტყობა ძალიან დაიღალე, _ მითხრა და მზრუნველურად გადამისვა ხელი შუბლზე.
_ ჰო, მართლა ძალიან დავიღალე, _ წამოვჯექი. წასვლის დრო იყო. ერთი სული მქონდა ჩემს რბილ საწოლში დამეძინა.
უეცრად ჩემსკენ გადმოიხარა, თან ჩემს ტუჩებს არ აშორებდა თვალს. თავი გვერდზე გავწიე და მისი ტუჩებიც ჩემს ლოყას შეეხო.
_ ღამე მშვიდობისა, _ ვუთხარი და გადასასვლელად მოვემზადე.
_ ღამე მშვიდობისა, ბელა, _ მითხრა სიცილით. ეტყობა ჩემს საქციელზე სულ არ გაბრაზებულა.
მანქანიდან გადმოვედი და ჩემი სახლისკენ გავემართე.
_ ბელა, _ გავიგონე როგორ მეძახდა რობი და უკან მივიხედე. ფანჯრიდან თავი ჰქონდა გამოყოფილი და მიღიმოდა.
_ ტკბილ ძილს გისურვებ, _ არაფერი არ მიპასუხია. Uუბრალოდ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
სახლში შევედი. მისაღებ ოთახში შუქი ენთო. უცნაურია... უკვე თითქმის ღამის პირველი საათია, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე და კიბეებს ავუყევი.
_ ბელა! _ ჩემი სახელის გაგონებაზე შევხტი. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
_ ერიკ, შემაშინე, _ ის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში იდგა და გაბრაზებული სახით მიყურებდა.
_ ვინ მოგიყვანა? შენი მანქანა სადაა? _ დამაყარა კითხვები. Aამოვიოხრე. ახლა დაკითხვის თავი ნამდვილად არ მქონდა.
_ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხომ მოვედი. მანქანას კი ხვალ დილით მოიყვანენ, _ დავამშვიდე და ისევ კიბეებს ავუყევი, მაგრამ ვინ მაცალა...
_ რობ ამსთრონგი იყო, არა? ბელა, არ მინდა რომ მასთან ერთად იარო, გასაგებია? _ ვერც კი წარმომედგინა, რომ ერიკი ოდესმე მიყვირებდა.
_ ერიკ! მომისმინე, ახლა შენი თავი ნამდვილად არ მაქვს. ძალიან დავიღალე და ძილი მინდა. ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ ახლავე გაფრთხილებ, რომ ვერაფერსაც ვერ დამიშლი. ვისთანაც მინდა, იმასთან ერთად ვივლი. ეს შენ არ გეხება! _ ბოლოს ვერ მოვითმინე და მეც ავუწიე ხმას. ეტყობა ერიკი ამას არ ელოდა, რადგან გაოცებული სახით მიყურებდა. ამით ვისარგებლე და ჩემს ოთახში შევვარდი, თან კარი კარგად ჩავკეტე. ჩემი დიდი, ფაფუკი საწოლი რომ დავინახე, გამეღიმა. როგორც იქნა დავისვენებ. საწოლზე დავწექი ისე, რომ არც გამიხდია. ამის თავი ნამდვილად აღარ მქონდა. ზემოდან თბილი პლედი დავიფარე და დასაძინებლად მოვემზადე. ძილის წინ რობის სახე წარმომიდგა თვალწინ. გამეღიმა. ამაღამ ნამდვილად კარგი სიზმრები დამესიზმრება.



შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-12-31, 9:15 PM

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 10:45 AM | შეტყობინება # 79
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, agprtovanebuli var dzaan magari tavi gamovida saertod ar movelodi movlenebi ase tu ganvitardeboda dzalian sainteresod da kargad gaqvs yvelaferi gadmocemuli dzaan magari xar da magradac wer snegurochka snegurochka


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 1:15 PM | შეტყობინება # 80

206
19  +
33  ±
   ±
Offline
rogorc iqna axali tavi : )) hm... umagresi tavi iyo da martlac zaan momewona :*** shemdeg tavze zaan ar malodino :***

Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 3:26 PM | შეტყობინება # 81
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
albat ipiqrebt es gogo(smileymsiley) ra ketilia yvelas sayvarel da karg komentarebs uwerso arada albat yvela ise ar moswooonsooo magarm ici raa ?shecdebiit .... imito rom pirvelad var iseti martali rogorc exla roca me tkves pikebs komentarebs vutoveeb ...pirvelad vweeeer mteli gulidan amosul sityvebs tu rogori idaluri da sheudarebeli motxrobebi gaqvt da rogori nichierebi xartt ..... siyvebi rom ar myopnis raimeze esec pirvelaad .....


bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-01-02, 4:19 PM | შეტყობინება # 82

842
83  +
   ±
Offline
bella-bella, bachia_bachia555, smileysmiley, dzalian didi madloba bavshveboo :* am tavze bevrs vfiqrobdi rogor damewera da mgoni sabolood kargi gamovida. ishviatad tu momwons xolme chemi dawerili, magram es ragac mmomewona biggrin nel-nela romantikac shemoipareba biggrin
bachia_bachia555, damijere mec dzalian minda male davwero axali tavi, magram ar vici rodistvis movaxerxeb sad axlac stumrebi myavs da cota xnit shemovipare. vecdebi rac sheidzleba male dawero :*
smileysmiley, genacvale, gaixaree :* :* damijere, sulac ar mifiqria egre komentari rom wavikitxe :* didi madloba rom kitxuloob da mogwons. tqveni azri martla dzalian mnishvnelovania chemtvis snegurochka snegurochka snegurochka

saaaliთარიღი: კვირა, 2011-01-02, 4:45 PM | შეტყობინება # 83
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
bella-vampire, shesanisnavi tavi iyo da ravici gagrdzeleba mainteresebs uzomod.. imedia male dadeb axal tavs happy happy biggrin momwons es fiki dzaliaaan happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - კვირა, 2011-01-02, 4:46 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 8:56 PM | შეტყობინება # 84

842
83  +
   ±
Offline
saaali, saal, dzalian didi madloba sixarulo :* shemdegi tavi albat xavl iqneba. axla vwer da cotaga damrcha happy

Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 8:49 PM | შეტყობინება # 85
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
me unamusooo ... :((( ramdnei xania ar wamikitxaavs... aba exla gasamrtlebeli var meee?? saertod fanfikebs agar vkitxuloob ise... yvelas bodishiit... ganaakturebit tamos bodishi, imedni xania ar wamikitxavs.. :((( axla shevudgebi biggrin biggrin happy happy :*:*:*:*:*:*

დამატებულია (2011-01-06, 8:49 PM)
---------------------------------------------
vai vaii vaiii... biggrin swored im tavze gacherebulxar, rasac me amden xans velodii.... shen ver warmoidgen rogor damainteresa ramodenime detalma biggrin vin arian erikis "megobrebi"? an saertod es robi vingaa? biggrin mm... dzaan saitnteresoaa... sheni fikis kide erti-erti is momwons rom dzalian lagad da tavisufladaa dawerili, aranair charchoebshi ar zixar, zustad iseti fanfikia rogoric shen xar, anu shens xasiats kargad acheens biggrin dzaan magari xar, yochaag! snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

soniaთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:02 PM | შეტყობინება # 86

118
5  +
25  ±
   ±
Offline
ukve didi xania axal tavs velodebiiii sad

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:11 PM | შეტყობინება # 87

842
83  +
   ±
Offline
Tako, გენაცვალე, ძალიან დიდი მადლობა თაკოო :* ერიკის მეგობრების ამბავი შემდეგ თავში გაირკვევა happy
sonia, sad დიდი ბოდიში. მეც მინდა რომ ჩქარა დავდო, მაგრამ ეს თავი ნახევარი დაწერილი რომ მქონდა მამაჩემის წყალობით წამეშალა dry ხოდა ახლა ვწერ ტავიდან. ძალიან ცოტაღა დამრჩა და მგონი მოვასწრებ დღეს დადებას :*


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-01-06, 9:11 PM

soniaთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 0:06 AM | შეტყობინება # 88

118
5  +
25  ±
   ±
Offline
velodebodi magram cry cry cry cudad var ise minda axali taviii cry cry cry

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 2:02 PM | შეტყობინება # 89

842
83  +
   ±
Offline
sonia, sad gushin ver movaxerxe dadeba, ani gasworebas vegar aswrebda, magram dges aucileblad davdeb axal taavs :* bodishi rom ase galodinet :* am tavis dawera martla dzalian gamewela :S dgesve daviwyeb axali tavis daweras da imedi maqvs xvalistvis mzad iqneba happy
gkocnit yvelas da gilocavt shobaas :*

bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 2:13 PM | შეტყობინება # 90

206
19  +
33  ±
   ±
Offline
eh deges saxlshi ar var da axal tavs ver wavikitxav cry cry yvelas gilocavt shobas snegurochka
ძებნა: