ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:19 PM | შეტყობინება # 91

842
83  +
   ±
Offline
მეთორმეტე თავი
ისინი საშიშები არიან!

დილით ადრე ავდექი. დღეს მედთან აუცილებლად უნდა წავსულიყავი. სწრაფად წამოვდექი ლოგინიდან, აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და კიბეებზე ჩავირბინე. მანქანა გამოვიყვანე ავტოფარეხიდან და მედისკენ გავწიე. მანქანაში ვიჯექი და რობზე ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებდი. თანდათან ვხვდებოდი, რომ მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ მე მასთან ვერ ვიქნებოდი. ეს უბრალოდ შეუძლებელია. არ შემიძლია, ვუყურო თვალებს, რომლებიც ასე მაყენებენ ტკივილს. მე ვისჯები იმის გამო, რომ ამ თვალების დავიწყება ვცადე, ვცადე წარსულისთვის გამეტანებინა, ახლა კი კვლავ მასთან ვარ. მეგონა, დანაშაულის გრძნობა მოვიშორე. ნუთუ ისევ უნდა დამტანჯოს ამან?
მანქანა შენობის წინ გავაჩერე. სწრაფად გადმოვედი და შიგნით შევედი. დარბაზიკენ წავედი. დიდ და ულამაზეს ოთახში შევიხედე, მედი სარკესთან იდგა და რუმბას იმეორებდა. ისევ მომაწვა ძველი მოგონებები. გამახსენდა როგორ ვიცეკვე პირველად რუმბა, რომელიც მამას მივუძღვენი. ფიქრებიდან მედმა გამომატრიაა..
_ ბელა? აქ რას აკეთებ? _ მედი ჩემთან მოვიდა და ხელში ამიტაცა.
_ მედ, თუ დამსვამ გეტყვი, _ სიცილით ვუთხარი.
_ კარგი, კარგი, _ ისიც ამყვა.
_ აბა, როგორ ხარ? რამდენი ხანია აღარ მინახიხარ.
_ ახლა უკვე შესანიშნავად ვარ. იცი, შენზე ვნერვიულობდი. წინაზე არც ისე კარგად დავშორდით, _ თქვა მედმა. კარგია, რომ ამ თემაზე ჩამოაგდო ლაპარაკი.
_ მედ, სწორედ ამ თემაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი,_დავიწყე და თან მის რეაქციას ვადევნებდი თვალს.
_ რაზე? _ აშკარად ეტყობოდა, რომ მიხვდა.
_ აი, იბ ბიჭებზე, მაშინ რომ მოვიდნენ. გახსოვს, ადრეც გკითხე მათ შესახებ, მაგრამ არაფერი მიპასუხე.
_ ეს იმიტომ, რომ არ არის საჭირო იცოდე. ბელა, დამიჯერე შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ არ გეცოდინება.
_ რატომ? _ ჯიუტად ვკითხე. თავის დანებებას არ ვაპირებდი.
_ ბელა, ხომ გითხარი არ არის საჭირო-მეთქი. ჩემგან ვერაფერს ვერ გაიგებ.
_ თუ გეტყვი, რომ ეს ჩემს ოჯახს და მეგობრებს ეხება, მეტყვი? მედ, ისინი ჩემს სკოლაში დადიან, ერიკს ემეგობრებიან და ამავე დროს რობთანაც აქვთ რაღაც საქმე. უნდა ვიცოდე, ვინ არიან ისინი!
მედს სახეზე თითქმის ყველა ფერმა გადაუარა. შეშინებული თვალებით მიყურებდა,
_ რა? შენს სკოლაში? ერიკთან მეგობრობენ? რობი ვინღაა?_ ყველაფერი ერთად მომაყარა.
_ მოიცა, დაწყნარდი და ყველაფერს აგიხსნი.
მედს ყველაფერი მოვუყევი. ისიც ვუთხარი, რომ ლონდონში ვიყავი. ბლერზე, რობზე. რა თქმა უნდა, რობზე ლაპარაკისას ზედმეტად არ დავკონკრეტებულვარ.
_ ახლა კი, მომიყევი ყველაფერი, გთხოვ.
_ კარგი. ოღონდ შემპირდი, რომ ეს ჩვენს შორის დარჩება.
_ კარგი, გპირდები.
_ მოკლედ, ხომ იცი, რომ ისინი მრბოლელები არიან. ერთი პერიოდი მეც ხომ გავდიოდი რბოლებზე. ერთ-ერთ მათგანს, ტომს, მანქანა მოვუგე. მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო, არასოდეს მარცხდებოდა. მისთვის ეს ღირსების ამბავი იყო და ამიტომაც შურისძიება გადაწყვიტა. გახსოვს ის დღე, კონკურსზე რომ ვერ მოვედი? _ პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ ავარიაში მოვყევი. მანქანა აფეთქდა, მაგრამ საბედნიეროდ თავის გადარჩენა მოვახერხე. ეს ყველაფერი მათი მოწყობილი იყო. ბელა, უფრთხილდი მათ. ისინი მართლაც ძალიან საშიშები არიან. რბოლებზე აღარ იარო, კარგი?_მედმა მუდარით სავსე მზერით შემომხედა.
_ ეს საშინელებაა! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერიკი ასეთ ადამიანებს დაუმეგობრდებოდა. რამე აუცილებლად უნდა ვიღონო! რობთანაც უნდა გავარკვიო ყველაფერი. რა უნდათ მისგან? _ საგონებელში ჩავვარდი. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა.
_ ბელა, ბელა, მოიცადე. შენ ამ საქმეში არ უნდა ჩაერიო. ერიკს მე თვითონ დაველაპარაკები. შენთვის ეს ზედმეტად სახიფათოა, _ აღელვებული მელაპარაკებოდა მედი. საქმეში არ ჩავერიო? სისულელეა! განზე ვერ ვიდგები, რადგან ვიცი სინამდვილეში რა ადამიანები არიან. რამდენჯერმე ჩავისუნთქე, რომ დავწყნარებულიყავი.
_ მედ, ხომ კარგად მიცნობ?! ამ საქმეს მაინც არ შევეშვები! შენ თავს გაუფრთხილდი, მე კი ახლა უნდა წავიდე, სკოლაში დამაგვიანდება.
_ დამპირდი, რომ რამე სისულელეს არ ჩაიდენ.
_ გპირდები, _ სწრაფად ვუთხარი და სტუდიიდან გამოვედი.
მანქანაში ჩავჯექი და სკოლისკენ გავწიე. გზაში მედის ნათქვამს ვიაზრებდი. ისინი საშიშები არიან და ჩემს ძმასთან მეგობრობენ. თუმცა არამგონია ეს ნამდვილი მეგობრობა იყოს. ნეტავ ერიკმა თუ იცის მათ შესახებ ყველაფერი? რობი? რობისგან რაღა უნდათ?
სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, სკოლამდეც მივსულვარ. მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე. სარკეში ჩავიხედე, ამოვისუნთქე და გადავედი. მაშინვე ერიკი და მისი ,,ძმაკაცები” მომხვდა თვალში. თავიდან ვიფიქრე მათთან წავალ-მეთქი, მაგრამ ჩემი მეგობრები რომ დავინახე, გადავიფიქრე. მათკენ გავემართე. რობიც მათთან ერთად იყო. ერიკმაც შენიშნა ეს და უკმაყოფილო მზერით დამასაჩუქრა.
_ პრივეტ, ბელა. ცუდ ხასიათზე ხარ? _ მკითხა დენიელმა.
_ არა, რატომ მეკითხები? _ გავიკვირვე.
_ სახე ჩამოგტირის, _ არც აცხელა, არც აცივა ჯეინმა.
_ კომპლიმენტისთვის გმადლობთ, ჯეინ, _ მივუბრუნდი და ბავშვივით დავჯღანე. _ გუშინ ცუდად მეძინა, _ თავი გავიმართლე.
ამაზე რობმა ეშმაკურად ჩაიცინა.
_ რობ, რა გაცინებს? _ ჰკითხა ბობმა.
_ არაფერი, უბრალოდ რაღაც გამახსენდა, _ თქვა და თვალები ჩემსკენ გამოაპარა. მე კი ვითომ არაფერი მომხდარა, გოგოებთან დავიწყე ლაპარაკი. მალე ზარი დაირეკა და ყველანი სკოლაში შევედით.
მესამე გაკვეთილი ინგლისური მქონდა. კლასში შევედი და ჩემს ჩვეულ ადგილას, ბოლო მერხზე დავჯექი. მერხთან მარტო ვიჯექი და ეს ძალიან მომწონდა. გადავწყვიტე სანამ მასწავლებელი შემოვიდოდა, ფლეიერი ჩამერთო და სიმღერებისთვის მომესმინა. ცოტა ხანში ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი. ცალი თვალი გავახილე და ჩემს გვერდით მჯდომი რობი დავინახე.
_ აქ რას აკეთებ? _ მაშინვე ვკითხე, როცა მუსიკა გამოვრთე და ყურსასმენები მოვიძრე.
_ თუ არ ვცდები, აქ ინგლისურის გაკვეთილი ტარდება. ჰოდა მეც ამიტომ ვარ აქ, _ ისე შემომხედა, თითქოს მიხსნიდა, რომ ორჯერ ორი ოთხია და მე ვერ ვიგებდი.
_ კაფეტერიაში წასვლას აპირებ? _ უეცრად ვკითხე.
_ კი, რა მოხდა? _ ჩემმა კითხვამ მგონი ცოტა დააბნია კიდეც.
_ ძალიან გშია? _ ზრდილობისთვის შევეკითხე. თუმცა ახლა ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაინც წავიყვანდი სალაპარაკოდ ლანჩის დროს.
_ არა, მაგრამ... ბელა, რა ხდება? _ დაეჭვებული ჩანდა.
_ არაფერი. უბრალოდ ლანჩის დროს შენთან ლაპარაკი მინდა.
_ რაზე? _ პატარა ბავშვივით დაინტერესდა.
_ ამას მერე გაიგებ, _ მუქარის ტონით ვუთხარი და დაფისკენ შევტრიალდი. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მასწავლებელი შემოვიდა და გაჩუმდა.
გაშტერებული მასწავლებელს ვუყურებდი. ალბათ ყველას ეგონებოდა, რომ ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ასე არ იყო. ფიქრებით სადღაც შორს ვიყავი. ვფიქრობდი თუ რობი არაფერს არ მეტყოდა, როგორ დამეძალებინა ეს მისთვის?
ვიღაცამ ოდნავ შემაჯანჯღარა და მეც ჩემი ფიქრებიდან გამოვერკვიე.
_ ბელა, წავიდეთ? _ მკითხა რობმა.
_ კი, კი, _ დავეთანხმე და მას გავყევი.
გზაში ერიკი შეგვხვდა.
_ ბელა, სად მიდიხარ? _ მკითხა ერიკმა, თან რობი შეათვალიერა.
_ კაფეტერიაში. რა იყო?
_ არაფერი. მე ახლა მივდივარ და სახლში გვიანობამდე არ დამელოდოთ. ლილე შენ წაიყვანე კარგი?
_ კარგი, მე წავიყვან. შენ სად მიდიხარ? _ ამან ძალიან დამაინტერესა.
_ მეგობრებთან ერთად საქმეზე, _ ოღონდ ეს არა.
_ მეგობრებთან? სად? _ ვკითხე აფორიაქებულმა.
_ ჰო, მეგობრებთან ერთად. სად მივდივარ შენ არ გეხება, ჩვენი საუბარიც დასამთავრებელი გვაქვს, _ მითხრა და მრავალაზროვნად გადახედა რობს.
_ კარგი, კარგად, _ ვუთხარი და ისევ გზა გავაგრძელე. რობიც თან გამომყვა.
_ მეჩვენება, თუ შენ და შენს ძმას არც ისე კარგი ურთიერთობა გაქვთ? _ მკითხა მან. შაინტერესოა, რაში აინტერესებს?
_ ახლა ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ საერთოდ ერთმანეთს კარგად ვეწყობით, _ სიმართლე ვუთხარი.
სკოლის უკანა ეზოში გავედით. იქ რამდენიმე პატარა სკამი იყო ხის ქვეშ. ერთ-ერთ სკამზე დავჯექი და რობიც გვერდზე მომიჯდა.
_ აბა, რაზე გინდოდა ლაპარაკი? _ მხიარულად მკითხა რობმა.
_ ჯერ ერთი კითხვა: რბოლებზე დადიხარ? _ მისკენ შევტრიალდი და სახეზე დავაკვირდი.
_ რბოლებზე? _ გაიკვირვა.
_ ჰო, რბოლებზე, _ დავუდასტურე.
_ ბელა, რაში გჭირდება ამ თემაზე ლაპარაკი? _ მგონი ხვდებოდა რატომაც ვეკითხებოდი.
_ რადგან გეკითხები, ესეიგი მჭირდება.
_ ეს არ არის კარგი სალაპარაკო თემა.
_ ზუსტადაც, რომ ჩემთვის არის. ახლა ამის გარდა არაფერზე არ მინდა ლაპარაკი, _ შევეწინააღმდეგე.
_ მაინც რა გინდა გაიგო? _ მკითხა უხეშად.
_ ჯერ ჩემს კითხვაზე მიპასუხე.
_ ჰო, რბოლებზე თითქმის სულ დავდივარ და ხშირად ვიმარჯვებ... თითქმის ყოველთვის, _ დაამატა სიამაყით. ამაზე ცოტა ჩამეცინა.
_ ნუ, შეიძლება შენ ვერ გაგისწრო, _ თვალებში მომაცქერდა. თავიდან ვერაფერი ვერ გავიგე, რადგან მის თვალებს ვუყურებდი, მაგრამ შემდეგ, როცა მისი ნათქვამი გავიაზრე... მე??? ნუთუ ჩემზე იცის? არადა ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის.
_ მე? საიდან იცი? _ დავიბენი.
_ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ვიცი. რატომ მეკითხები?
_ ტომს იცნობ? ჩემი ძმის ერთ-ერთი მეგობარია. საერთოდ რა გაკავშირებს მის მეგობრებთან? _ ამდენი მიკიბ-მოკიბული საუბარით დავიღალე და გადავწყვიტე პირდაპირ მეკითხა.
სახეზე შევატყვე ცოტა დაიბნა, მაგრამ ემოციები მალე დამალა.
_ ის ხომ ჩვენი სკოლელია, რა თქმა უნდა, ვიცნობ. ყველა მათგანს. რაში გაინტერესებს ისინი?
_ არა რობ. მე გკითხე იქამდე თუ იცნობდი მათ-მეთქი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ შენ ასე არ გიკითხავს, _ თავი დაიცვა მან.
_ ჯანდაბა! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გკითხე. მიპასუხე კითხვაზე! _ უკვე საშინლად გავბრაზდი. ნუთუ ასე ძნელი იყო სიმართლის თქმა?
_ ბელა, დაწყნარდი კარგი?
_ არ მინდა და არ დავწყნარდები. სიმართლე მითხარი,_შევეხვეწე.
_ არ შემიძლია, _ თვალები ამარიდა.
_ ამ შაბათ-კვირას ბრუკლინში მივდივარ შეჯიბრებაზე,_განვუცხადე. ამაზე რაღას იტყოდა? გულში ეშმაკურად მეცინებოდა.
სწრაფად მოტრიალდა. აღელვებული ჩანდა.
_ რა? გაგიჟდი? შენ იქ არ წახვალ! _ ამ მომენტში მისი შემეშინდა კიდეც.
_ შენ დამიშლი? _ ირონიულად გავიცინე და სკამიდან ავდექი.
_ ბელა, მოიცა, _ ხელი მომკიდა და ისევ სკამზე დამსვა.
_ რა იყო? _ ვკითხე გულგრილად.
სანამ რამეს იტყოდა, მძიმედ ამოისუნთქა.
_ მოგიყვები ყველაფერს. თუმცა მოსაყოლი დიდი არც არაფერია, _ სიხარულისგან ლამის ცეკვა დამეწყო.
_ კარგი, ყურადღებით გისმენ, _ თან სკამზე კარგად მოვკალათდი.
_ ტომი და მისი მეგობრები, ასე ვთქვათ ერთი ,,ბანდა” არიან. ტომი კი მათი ლიდერია, რადგან რბოლებში ყველაზე ძლიერია. თუმცა მისთვის ბევრჯერ მომიგია და ამიტომ ვერ მიტანს. ყოველთვის ცდილობს რამე დამიშავოს. წესებით არასდროს არ თამაშობს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არც მე გამოვირჩევი წესების დაცვით. მისთვის არანაირი წესი არ არსებობს. ძალიან საშიშია და მინდა, რომ თავი მისგან შორს დაიკავო, _ ბოლოს ხელი მომკიდა და ნაზად მომიჭირა.
_ როგორ ვიყო მათგან შორს, როცა ჩემი ძმა მათთან მეგობრობს? რობ, ეს ძალიან მაშინებს. რა უნდა ერიკს მათთან? ასეთ ხალხთან არასდროს მეგობრობდა.
_ არ ვიცი, რა გითხრა. ეს მეც მაკვირვებს, მაგრამ თუ გინდა გავიგებ.
თავი ქვემოთ დავხარე. რატომ მემართება ყველაფერი მე? რობმა ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე ამიწია.
_ ბელა, ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება! დამიჯერე.
მის ზღვისფერ თვალებს ჩავყურებდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა. მამა რომ აქ ყოფილიყო, არაფერი არ მოხდებოდა. მხარში ამომიდგებოდა და მეც ასე ცუდად აღარ ვიქნებოდი.
_ ბელა, გჯერა ჩემი?
_ კი, _ ისე ჩუმად ვთქვი, ჩემი ხმა მე ძლივს გავიგე, მაგრამ ალბათ რობმა კარგად გაიგო, რადგან მისკენ მიმიზიდა და ჩამეხუტა. თავი მის მხარზე დავდე და თვალები დავხუჭე. ახლა თავს დაცულად ვგრძნობდი. ცოტათი გავიწიე და ისევ თვალებში ჩავხედე. მათში იმდენი გრძობა იკითხებოდა. თავი დაწია და ისევ ჩემს ტუჩებს უყურებდა, როგორც მაშინ, მანქანაში, მაგრამ ახლა უკვე ბრძოლის თავი არ მქონდა და დავნებდი. მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო და მეც ვუპასუხე კოცნაზე. სხვანაირად არც შემეძლო. მისი ტუჩების სიტკბო ვიგრძენი. ამ კოცნაში ჩემი გრძნობები ჩავაქსოვე. ამ წუთიდან ვაღიარე, რომ რობს ვეღარსად გავექცეოდი. მისგან შორს ყოფნა უბრალოდ აღარ შემეძლო! არ ვიცი, რამდენ ხანს ვკოცნიდით ერთმანეთს, მაგრამ აშკარად ჰაერი აღარ გვყოფნიდა და ამიტომაც ცოტათი გავიწიე, მაგრამ თვალები არ გამიხელია. როცა თვალები გავახილე, დავინახე, რომ რობი მიყურებდა და თან იღიმებოდა. ეს ისე სიტუაცია იყო, როცა არ ვიცოდი რა მეთქვა... პირველად ცხოვრებაში. ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია და ისევ ჩემსკენ გადმოიწია, მაგრამ ჩვენთან ახლოს რაღაც უცნაური ხმა გაისმა და ორივემ იქით გავიხედეთ.
_ ბლერ! _ თვალებს ვერ ვუჯერებდი.
_ ოჰ, თქვენ აქ დაკავებულები ხართ გეტყობათ, _დამცინავი ტონით თქვა.
_ რა გინდა? _ უხეშად ვკითხე.
_ შენთან არაფერი. რობთან მინდა დალაპარაკება, _ მისკენ მიიხედა და მომხიბვლელად გაუღიმა.
_ მაპატე, ბლერ, მაგრამ ახლა ბელასთან ვარ. რამე სერიოზული გინდოდა? _ ჰკითხა რობმა. ხმაზეც ეტყობოდა, რომ არ აინტერესებდა.
_ ისეთი არაფერი, _ დაიბნა ბლერი.
_ მაშინ კარგი, _ რობი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მეც დიდი სიხარულით ჩავკიდე ხელი და მას გავყევი. ბლერი უკმაყოფილო სახით დარჩა, რაც ძალიან მახარებდა.
_ ბელა, სახლში მიგაცილებ კარგი? არ მინდა, მარტო იარო,_ შემომთავაზა რობმა. უეცრად სკოლის კუთხეში ისინი დავინახე. ყველანი იქ იყვნენ ჩემი ძმისა და ტომის გარდა.
_ რობ, არ შემიძლია. ჩემი და უნდა წავიყვანო სახლში. მარტო ვერ დავტოვებ, _ მისი მარტო დატოვების იდეა ახლა მართლა მაშინებდა.
_ მარტო არ დარჩება, დენიელს დავურეკავ და ის წამოიყვანს. შენი მანქანით წავიდეთ. მე მერე ჩემს ძმას გავყვები.
_ კარგი, _ დავეთანხმე უსუსური ბავშვივით.
მობილური ამოიღო და დენიელთან დაიწყო ლაპარაკი. თანდათან ჩემს მანქანას ვუახლოვდბოდით. ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოვიღე და რობს გავუწოდე.
_ შენ დაჯექი საჭესთან, _ ახლა საჭესთან რომ დავმჯდარიყავი, ნამდვილად დავამტვრევდი მანქანს.
მანქანაში ჩავსხედით და ჩემი სახლისკენ გავწიეთ. თავი ძალიან დაღლილად ვიგრძენი და თვალები დავხუჭე.
_ როობ? _ დავუძახე უკვე ნახევრად მძინარემ.
_ რამე მოხდა? _ მკითხა მზრუნველურად.
_ არა. უბრალოდ სახლში რომ მივალთ, არ გამაღვიძო, კარგი?
გაეცინა.
_ კარგი, მაშინ რა გიყო, მანქანაში დაგტოვო? _ სიცილით მკითხა.
_ თუნდაც, _ ისე მეძინებოდა, მანქანაში ძილზეც არ ვიტყოდი უარს.
_ კარგი. დაიძინე, ძილისგუდა.
სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი და ძილს მივეცი თავი.


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-08, 3:07 PM

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:38 PM | შეტყობინება # 92
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, ramden xans velodi am tavs magram lodini amad girda dzaan magari tavi iyo mixaria rom nel nela yvelaperi irkveva magram exla dzaan mainteresebs ra saqme aqvs blers robtan dzalian yochagi adamiani xar da umagresad wer velodebi shemdeg tavs


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-08, 3:04 PM | შეტყობინება # 93

842
83  +
   ±
Offline
bella-bella, snegurochka vecdebi ase didi xani agar galodinot xolme :* blers mgoni iseti araferi ar undoda... biggrin biggrin erti is aris, rom robs tvali daadga biggrin ise simartle rom gitxrat, sul ar vapirebdi ase daweras. es rbolelebi ise davwere verc mivxvdi biggrin sul sxvanairi shinaarsit unda wasuliyo, magram kargicaa ase rom davwere biggrin axla cota imasac chavurtav rac mindoda tavidan biggrin biggrin

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-01-09, 5:22 PM | შეტყობინება # 94

206
19  +
33  ±
   ±
Offline
hm... saintereso iyo namdvilad :) :) ase agar gvalodino xolme >( >( :snegurochka: zaan momewonaaaa:****

Takoთარიღი: კვირა, 2011-01-09, 9:56 PM | შეტყობინება # 95
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ოჰოოოო, ამათ უყურეე biggrin biggrin biggrin მეორე დღეს გაცნობილებმა ... ძალიან საინტერესოაა თაამ! გელოდებით ! snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

KristenStewartთარიღი: კვირა, 2011-01-09, 10:00 PM | შეტყობინება # 96
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
აუ რა საინტერესოაა :* ყოჩააღ. უმაგრესიააა. ჩემი ფიკის შეაფასეე smile


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 7:17 PM | შეტყობინება # 97

842
83  +
   ±
Offline
bachia_bachia555, Tako, KristenStewart, diidiii adloba bavshveboo :* tu movaxerxe dgesve davdeb, an arada xval aucileblad :*
Quote (Tako)
ამათ უყურეე მეორე დღეს გაცნობილებმა

lol lol

bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 7:44 PM | შეტყობინება # 98

206
19  +
33  ±
   ±
Offline
dges an xval dadeb? smile smile au ra magaria didxans agar momiwevs axali tavis lodini happy

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:45 PM | შეტყობინება # 99

842
83  +
   ±
Offline
მეცამეტე თავი
გაურკვევლობა

_ ბელა, გაიღვიძე, _ ვიღაც მაჯანჯღარებდა.
_ არ მინდა გაღვიძება, _ ავწუწუნდი პატარა ბავშვივით.
_ უკვე დროა, ბელს. სადილის დროა, _ თავს არ მანებებდა ნინა.
_ კარგი, _ თვალები გავახილე და წამოვჯექი. ნინა კი რაღაც უცნაურად მიყურებდა.
_ რა მოხდა? _ ვკითხე გაკვირვებულმა.
_ ჩემთვის არ გითქვამს, რომ შეყვარებული გყავდა,_ეჭვიანი თვალებით შემომხედა ნინამ.
_ ვინ? ეგ სისულელე ვინ გითხრა, ნინა? _ გულიანად გავიცინე.
_ ის ბიჭი ვინ იყო, ვინც მოგიყვანა? სახლში ხელში აყვანილი შემოგიყვანა და იქამდე არ წასულა, სანამ არ დარწმუნდა, რომ კარგად იყავი, _ ამიხსნა ნინამ.
_ აა, რობზე ამბობ? _ მივუხვდი.
_ ჰო, ზუსტად მასზე. ამსთრონგია მგონი გვარად, არა?
_ კი, ეგრეა.
_ ჰო, ერიკისგან მაქვს გაგონილი.
_ რა? ერიკისგან? რამე გითხრა მასზე? _ დავიძაბე.
_ ჩემთვის არაფერი, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკისას ხშირად ახსენებს ხოლმე. მეგობრები არიან? _ დაინტერესდა ნინა.
_ არა, არა, უბრალოდ კარგი ნაცნობები, _ იმწამსვე ვიცრუე.
ესეიგი ერიკი ბევრს ლაპარაკობს რობზე. ალბათ ტომს, ან რომელიღაც მათგანს ელაპარაკება. ეს ამბავი საშინლად არ მომწონდა. ტომი წაგებას ვერ იტანს... მაშასადამე თითოეული მათგანიც ასევე...
რობმა კი ბევრჯერ მოუგო მათ...
მედი...
ნუთუ... ნუთუ რობსაც რამეს უწყობენ ისინი?
ვერც კი მივხვდი, შეშინებულმა ისე წამოვიყვირე.
_ ბელა, რა მოხდა? ცუდად ხარ? _ ნინა ისევ ჩემს გვერდით იჯდა და შეშინებული მიყურებდა.
_ არა, ყველაფერი კარგადაა. შხაპს მივიღებ და ქვემოთ ჩამოვალ.
ნინა ოთახიდან გავიდა, მე კი აბაზანაში შევვარდი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტათი გამოვფხიზლდი. დღეს ერიკს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო! გაურკვევლობაში ვეღარ ვიქნები! ნინას ნათქვამს რაც შეეხება... რობი ჩემი შეყვარებული ვერ იქნება. ეს შეუძლებელია! ამით კიდევ უფრო გავაღიზიანებ ერიკს. ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო! მითუმეტეს მე ჩემს გრძნობებშიც არ ვარ დარწმუნებული. რას ვგრძნობ რობის მიმართ? ერთედერთი ის ვიცი, რომ საშინლად მიზიდავს. ასე აჩქარება არ შეიძლება. პატარა შეყვარებული აცანცარებული გოგოსავით ვიქცევი, მაგრამ აქ განსხვავება ისაა, რომ მე რობზე შეყვარებული არ ვარ!
აბაზანიდან გამოვედი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
_ ნინა, ვინ მოიყვანა ბელა? _ იკითხა ერიკმა.
_ რობ ამსთრონგმა. ბელამ მითხრა კარგი ნაცნობები არიან ერიკი და რობიო, _ უპასუხა ნინამ.
_ ჰო, აბა რა. ზედმეტად კარგი ნაცნობებიც, _ ჩაიბურტყუნა ერიკმა.
_ გამარჯობა, _ უეცრად შევედი სამზარეულოში.
_ ხუთ წუთში სადილი მზად იქნება, მის ბელა, _ მაცნობა ერთ-ერთმა მოახლემ.
_ კარგი. ლილე სად არის? _ ვიკითხე.
_ ეგ შენ უნდა იცოდე. მგონი დენიელ ამსთრონგმა მოიყვანა. ასე არ არის? _ უხეშად მკითხა ერიკმა.
_ კი, ეგრეა. მე ცუდად გავხდი და ადრე წამოსვლა გადავწყვიტე.
_ ლილე თავის მეგობართან წავიდა, _ მითხრა ნინამ.
_ წამოდით, სუფრა უკვე გაშლილია, _ შეგვატყობინეს.
მე და ერიკი სასადილო ოთახში გავედით, სადაც სუფრა უკვე გაეშალათ. ორივე ჩვენ ადგილებზე დავსხედით და ჭამას შევუდექით. მთელი სადილის განმავლობაში, სიჩუმე არცერთს არ დაგვირღვევია. ბოლოს ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე ხმა ამომეღო.
_ ერიკ, სადილის შემდეგ კაბინეტში შევიდეთ. შენთან სალაპარაკო მაქვს, _ გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ თავი დამიქნია.
სადილს რომ მოვრჩით, მე კაბინეტისკენ წავედი. რამდენიმე წუთში ერიკიც გამომყვა უკან.
_ რაზე გინდოდა ლაპარაკი? _ მკითხა, როდესაც ჩემს წინ სავარძელში დაჯდა.
_ რობზე. მაინტერესებს ასე რატომ არ მოგწონს?
_ ბელა, ეს შენი საქმე არაა. არ ჩაერიო ამ ყველაფერში. რობისგან კი თავი შორს დაიჭირე.
_ აბა, შენს ,,მეგობრებთან” ვიყო ახლოს? _ ჯიბრით ვკითხე.
_ არც მათთან სიახლოვეა მაინცდამაინც საჭირო,_ჩაიბუტბუტა.
ამან სულ დამაბნია. მე მეგონა თავისი მეგობრების ქება-დიდებას დაიწყებდა. ე.ი. ერიკმა იცის მათ შესახებ? მაგრამ მაშინ რატომ არის მათთან ერთად?
_ ერიკ, მე მათზე საკმარისი ინფორმაცია მაქვს, რომ მივხვდე სინამდვილეში რა ადამიანები არიან. მითხარი, როდის მოასწარი მათთან დაახლოება?
_ რა იცი მათზე? _ შეშფოთებულმა მკითხა.
_ ის, რომ მრბოლელები არიან, წაგებას ვერ იტანენ და ასევე რობსაც, რადგან ბევრჯერ მოუგო მათ. თან მედსაც იცობენ...
_ შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი? _ გაღიზიანებულმა მკითხა.
_ სკოლაში მგონი ყველამ იცის, რომ მრბოლელები არიან. რობმა მითხრა, რომ მათთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ეს მეც შევამჩნიე.
_ მედზე რაღაც იტყვი? _ ის ისევ ისეთი გაღიზიანებული იყო.
_ სანამ ლონდონში წავიდოდი, მედს შევუარე სტუდიაში და ისინიც იქ ვნახე. ისე, ვერ შეამჩნიე როგორ გაუკვირდათ შენი და რომ აღმოვჩნდი? _ მაინტერესებდა ამაზე რა რეაქცია ექნებოდა.
_ უბრალოდ მათ იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთი და მყავდა,_ამიხსნა მან.
_ რატომ არ გინდა სიმართლე მითხრა? ამის უფლება მაქვს. შენ ასე არ ფიქრობ?
_ ბელა, უბრალოდ გააკეთე ისე, როგორც მე გეუბნები, გთხოვ. ეს ყველაზე უკეთესი გზაა. Dამიჯერე, კარგი? _ახლა ერიკის ხმაში გაღიზიანება აღარ იგრძნობოდა. პირიქით, ის ახლა როგორც უფროსი მზრუნველი ძმა, ისე მელაპარაკებოდა.
_ რატომ? _ თავს მაინც არ ვანებებდი.
_ ამის ახსნა ახლა არ შემიძლია, მაგრამ გპირდები, ოდესღაც გეტყვი სიმართლეს. ოღონდ არა ახლა. შეიძლება რობი გარეგნულად ძალიან მიმზიდველია, მაგრამ დამიჯერე, მისი შინაგანი სამყარო მიმზიდველი სულაც არ არის. ისეთი კარგი არ არის, როგორადაც თავს გაჩვენებს. მე შენი ძმა ვარ და შენთვის კარგი მინდა. მისგან თავი შორს დაიჭირე, კარგი? _ როცა ამას ამბობდა, ჩემს წინაშე ძველი ერიკი წარმოდგა. ისეთი, როგორიც ადრე იყო. კეთილი, მზრუნველი და საყვარელი უფროსი ძმა.
_ ასეთი რა იცი რობზე? _ გულწრფელად დავინტერესდი. ნუთუ ისიც საშიშია? ერიკს რაში უნდა უნდოდეს ჩემი მოტყუება?
_ რაღაც, რაც სრულ უფლებას მაძლევს მასზე ცუდი შთაბეჭდილება მქონდეს.
ცოტა ხნით ორივე გავჩუმდით. მისი ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი. ე.ი. რობისგან შორს უნდა ვიყო? ეს არც ისე ადვილი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის და მისი მთელი ოჯახი ემილისთან და ჯეინთან მეგობრობს. მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც დღეს დილით სკოლაში მოხდა... ალბათ ყველაფრის ახსნას მომთხოვს. მე რა უნდა ვუთხრა?
_ ბელა, ოღონდ ძალიან გთხოვ შენებურად ნუ ჩაერევი ამ საქმეში. მე მომენდე და ყველაფერს მოვაგვარებ, კარგი?_მუდარით მითხრა ერიკმა.
_ რას გულისხმობ ,,ყველაფრის მოგვარებაში”? _ დავინტერესდი.
_ ისეთს არაფერს. შენ მაგაზე არ ინერვიულო, _ ჩემი დაწყნარება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა სხვა ეჭვი გამიჩნდა.
_ მოიცა, მოიცა, თქვენ რობის ,,მოშორებას” ხომ არ აპირებთ, როგორც... _ ბოლო სიტყვაზე გავჩუმდი. მივხვდი, რომ ზედმეტი წამომცდა. მედს სიტყვა მივეცი, რომ არავის არაფერს არ ვეტყოდი.
_ როგორც...?
_ არაფერი. ყურადღებას ნუ მომაქცევ, _ ერიკმა ეჭვიანი მზერა კი შემავლო, მაგრამ ბოლოს მაინც არაფერი უკითხავს.
_ რობის ,,მოშორებას” არ ვაპირებთ, ბელა. ნუთუ ასეთი სასტიკები გგონია ისინი? _ ერიკი გულწრფელად გაკვირვებული იყო.
_ არა, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე,_გადავწყვიტე სიმართლე არ მეთქვა.
_ დაწყნარდი, სულელო, _ გულიანად გაიცინა, შემდეგ კი ჩამეხუტა.
_ ერიკ, მპირდები რომ ყველაფერს ამიხსნი? _ დაზუსტება მჭირდებოდა.
_ კი, გპირდები.
ჩემს ოთახში საწოლზე ვიწექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ერიკმა მითხრა, რომ რობისგან შორს ვყოფილიყავი. რატომ? რისთვის? ასეთი ვინ იყო რობი? უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ პასუხი არცერთზე არ ვიცოდი. აშკარაა, რომ ჩემი ძმის ,,მეგობრები” საშიშები არიან, მაგრამ ნუთუ რობიც? ამის დაჯერება რატომღაც მიჭირდა. მაგრამ რაში სჭირდებოდა ერიკს ჩემი მოტყუება? ყველაფერი უნდა გამერკვია! ასე გაურკვევლობაში ვეღარ დავრჩებოდი! ჯერ-ჯერობით როგორც ერიკმა მითხრა, ისე მოვიქცევი. ვეცდები, რომ რობისგან თავი შორს დავიჭირო, მაგრამ ყველაფერს მაინც გავარკვევ. ბოლოსდაბოლოს, იქითა შაბათ-კვირას ბრუკლინში შეჯიბრებაა, რომელზეც აუცილებლად ვიქნები!
საწერ მაგიდას მივუჯექი და გაკვეთილების სწავლა დავიწყე. სხვა რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება.
დილით ისევ მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა. ერთხელაც იქნება ფანჯრიდან გადავაგდებ. მთელი ღამე ვერ დავიძინე. საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა. დღეს რთული დღე მექნება. რობი ალბათ ჩემთან დალაპარაკებას შეეცდება, ჯობია ერიკთან ერთად წავიდე. საწოლიდან ავდექი, აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. საუზმე სწრაფად შევჭამე და ავტო ფარეხში წავედი, სადაც ლილე და ერიკი იყვნენ.
_ ერიკ, დღეს მე და ლილე შენი მანქანით წამოვალთ, კარგი? საჭესთან დაჯდომა არ მინდა, _ თავი გავიმართლე.
_ ოჰო, ბელა. შენს ,,ფერარის” ღალატობ? _ დაცინვით მკითხა მან.
_ სულაც არა, _ ბავშვივით ენა გამოვუყავი და მძღოლის გვერდით სავარძელში ჩავჯექი. ლილე უკანა სავარძელზე დაჯდა.
_ გახსოვს გუშინ რაზე ვილაპარაკეთ? _ მკითხა ერიკმა, როდესაც მანქანა თავის ადგილზე დააყენა.
_ არ ინერვიულო, ყველაფერი მახსოვს, _ გავუღიმე.
მანქანიდან გადავედით და სკოლისკენ წავედით. ლილე მაშინვე მეგობრებთან გაიქცა.
_ ჭკვიანად, _ მიაძახა ერიკმა.
ლილე ერთი წუთით გაჩერდა, უკან მოიხედა, ერიკს დაეჯღანა და ისევ თავის გზას გაუდგა. ძალიან სასაცილო იყო.
ემილი და ჯეინი შევამჩნიე და მათკენ წავედი, მაგრამ ერიკმა შემაჩერა.
_ რა? ახლა არ მითხრა, რომ მათგანაც შორს უნდა დავიჭირო თავი, _ თვალები გადავატრიალე.
_ არა, უბრალოდ მათთან რობია, _ თვალით მისკენ მინიშნა.
_ ა, ეგ ვეღარ შევამჩნიე. მერე მე რა ვქნა? მის გამო ჩემს მეგობრებს გვერდს ხომ არ ავუვლი? _ გავღიზიანდი.
_ დაწყნარდი. უბრალოდ მეც შენთან ერთად წამოვალ,_ხელი ჩამკიდა და მათკენ წამიყვანა.
_ გამარჯობა გოგოებო, _ მხიარულად მიესალმა ემილის და ჯეინს.
_ პრივეტ, ერიკ. ბელს, რა მოღუშული სახე გაქვს? _ მკითხა ემილიმ.
_ უბრალოდ გუშინ ვერ გამოვიძინე, _ ავუხსენი.
_ მერამდენჯერ? _ იკითხა ჯეინმა და თან მეც და ერიკიც გადაგვკოცნა.
_ რა მერამდენჯერ? _ ვერ მივუხვდი.
_ მერამდენჯერ უნდა იყო გამოუძინებელი? გუშინაც ხომ ასე იყო? _ ამიხსნა ჯეინმა და თვალი რობისკენ გააპარა, რომელიც მე და ერიკს გაკვირვებული გვიყურებდა.
_ ჩემი ბრალი არ არის, _ მხრები ავიჩეჩე.
_ ისე, ერიკ, რამდენი ხანია ჩვენთან არ მოსულხარ? მე და ენრიკე სულ გახსნებთ ხოლმე. ასე უნდა მეგობრების დავიწყება? _ ვითომ ნაწყენი ხმა ჰქონდა ჯეინს.
მე და ერიკს გაგვეცინა. ენრიკე ჯეინის უფროსი ძმა იყო. ის და ერიკი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. მე ვიცოდი, რომ ჩემი ძმა ენრიკეს ხშირად ხვდებოდა, მაგრამ რატომ არ იცოდა ეს ჯეინმა?
_ მერე რას გეუბნება შენი ძმა? სხვათაშორის, ზუსტად გუშინ შევხვდი მას, _ გაეცინა ერიკს.
_ ჰოო? აბა, მე რატომ არ მითხრა? _ ჩაფიქრდა ჯეინი.
_ როდის იყო ენრიკე საქმეს გაბარებდა სად მიდიოდა და ვისთან? _ გადაიხარხარა ერიკმა, მე კი ხუმრობით ხელი მივარტყი.
_ რა? _ უდანაშაულო ბავშვივით მკითხა ძმამ.
_ პრივეტ ყველას, _ მხიარულად მოგვესალმა ელა.
_ პრივეტ, _ მე, ემილიმ და ჯეინმა ერთდროულად ვითქვით. ერიკმა კი მისალმების ნიშნად მხოლოდ გაუღიმა. როდესაც ელამ ჩემი ძმა შეამჩნია, სახე შეეცვალა და რობს გახედა.
_ ელა, ეს ჩემი ძმაა ერიკი. ეს კი ელა ამსთრონგია,_გადავწყვიტე ჩავრეულიყავი.
_ რობის და არა? _ დააზუსტა ერიკმა.
_ ჰო, ჩემი დაა, _ საუბრის განმავლობაში, პირველად ამოიღო ხმა რობმა.
_ ძალიან სასიამოვნოა, _ გაუღიმა ერიკმა.
_ ჩ-ჩემთვისაც, _ ენა დაება ელას.
აქ რა ხდება? ესენი ერთმანეთს ნამდვილად იცნობდნენ და მე ტყუილად გავაცანი.
ზარი დაირეკა და ბავშვებო სკოლისკენ წავიდნენ.
_ მერე გნახავთ, _ თქვა ერიკმა. მერე ხელი ჩამკიდა და მეც წამიყვანა. ბავშვებს მხოლოდ ხელი დავუქნიე.
_ ეს რა იყო? _ ვკითხე მაშინვე.
_ რას გულისხმობ?
_ შენ და ელა იცნობთ ერთმანეთს? რობს აშკარად არ ესიამოვნა თქვენი საუბარი, _ ავუხსენი.
_ შორიდან ვიცნობ. სულ არ მაინტერესებს რა არ მოსწონს ამსთრონგს, _ რობის გვარი ისე წარმოთქვა, თითქოს გინება ყოფილიყო.
_ აი, შენი კლასიც. ამსთრონგისგან თავი შორს დაიჭირე,_შემახსენა ერიკმა.
_ მახსოვს, _ შევუბღვირე. მან კი ხუმრობით თმები ამიწეწა. როგორც პატარაობისას... თმები გავისწორე და კლასში თავაწეული შევედი. ზურგსუკან ერიკის მხიარული სიცილი გავიგონე.
სამმა გაკვეთილმა სწრაფად გაიარა და ლანჩის დროც მოვიდა. კაფეტერიაში მე და რობი ერთ მაგიდასთან ვსხედვართ. იმედია სახალხოდ რამე საეჭვო თემაზე ლაპარაკს არ დაიწყებს. ჩემს კარადასთან მივედი, წიგნები შევინახე და კაფეტერიისკენ გავწიე. როგორც კი შევედი, მაშინვე საჭმლის ასაღებად წავედი. ჩემთან ერიკი მოვიდა.
_ აბა, ბელა, რას აპირებ? _ მხიარულად მკითხა.
_ რას გულისხმობ? _ მე მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ.
_ შენ და რობი ერთ მაგიდასთან სხედხართ, _ ამიხსნა.
_ მერე? შენ მეგობრებთან ერთად დაჯდომას ხომ არ შემომთავაზებ? _ შევუბღვირე.
_ არა, _ უცებ დასერიოზულდა. _ შენი ხასიათის ამბავი რომ ვიცი... უბრალოდ ზედმეტი არაფერი არ უთხრა, კარგი?
_ გასაგებია სერ, _ გავუღიმე.
მთელი ლანჩის განმავლობაში, რობს არაფერი არ უთქვამს ჩემთვის.Aამან ძალიან გამაკვირვა. ზარი დაირეკა და ყველანი გაკვეთილებზე წავედით. დანარჩენმა გაკვეთილებმაც ჩვეულებრივად ჩაიარა. მეშვიდე გაკვეთილის გამოსვლის ზარი რომ დაირეკა, მაშინვე ჩემს კარადასთან გავქანდი. წიგნები ავიღე, ბავშვებს სწრაფად დავემშვიდობე და მანქანების სადგომისკენ გავწიე, სადაც ერიკი და ლილე უკვე მელოდებოდნენ.
_ ბელა, _ გავიგონე, რომ უკნიდან ვიღაც მეძახდა. Eეს რობი იყო. ერიკს გავხედე და დავინახე, რომ ჩემსკენ მოდიოდა. კიდევ კარგი, თორემ რა უნდა მექნა?
_ შენთან სალაპარაკო... _ აღარ დაუმთავრებია, რადგან ერიკი უკვე ჩემს გვერდით იყო.
_ ბელა, გვაგვიანდება, _ მითხრა მან.
_ ჰო. რობ, ახლა გვაგვიანდება, მერე იყოს, კარგი? _ პასუხს აღარც დავლოდებივარ, ისე წავედი მანქანისკენ.
მთელი გზა სამივენი ჩუმად ვიყავით. მაინტერესებდა რაზე უნდოდა რობს ჩემთან ლაპარაკი. იმედია ხვალ აღარ ეცდება...


bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 11:01 PM | შეტყობინება # 100

206
19  +
33  ±
   ±
Offline
aha...mainc sasargeblo afer gavige...rogor mainteresebs aseti ra saidumloebia imedia shemdeg tavshi gairkveva smile zaan kai tavi ito :******shemdeg taze agar malodino biggrin

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:31 PM | შეტყობინება # 101
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, vaime tamo dzaan magari tavi iyo dzaan mainteresebs eriki rato ar eubneba yvelapers imedia male gairkveve da yvela saidumlos nelnela parda aexdeba . au robi ar chans egeti rogoric eriks gonia dzaan mainteresebs ekikma egeti ra icis robze . yochag dzaan magrad wer velodebi shemdeg tavs happy happy


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 2:44 PM | შეტყობინება # 102

842
83  +
   ±
Offline
bachia_bachia555, xo gitxari araferia iseti-tqo biggrin biggrin shemdegi tavi dzaan male iqnebaaa :*
bella-bella, nel-nela yvelaferi gairkveva aba ras izaams smile araa, mtlad egeti cudic araa robii biggrin happy shemogevle, madloba gvaanccc snegurochka snegurochka

eeekთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 1:28 PM | შეტყობინება # 103

142
21  +
40  ±
   ±
Offline
vaimeeee dzaaaan sainteresoa me exlas daviwye kitxva da vegar movshordi.shemdeg tavs velodebi.xo male iqnebaa?:*

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 5:52 PM | შეტყობინება # 104

842
83  +
   ±
Offline
eeek, მიხარია, რომ ახალი მკითხველი შემომემატაა smile ახალი თავი კი მალე იქნებააა happy

Takoთარიღი: კვირა, 2011-01-16, 2:27 PM | შეტყობინება # 105
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
oooo. es ra iko axla tamaarr? biggrin kidev erti intrigaa... shemdeg tavshi ikneb mianc gagvarkvio yvelafers, ver vitan am gaurkvevlobebs biggrin male dade torem... biggrin angry biggrin :***


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
ძებნა: