bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-24, 5:04 PM | შეტყობინება # 127 |
842
Offline
| მეთხუთმეტე თავი ბრბოლა ჩემს საწოლზე ვიყავი წამოწოლილი და წიგნს ვკითხულობდი, როცა მობილურის ხმა გავიგონე. მესიჯი იყო რობისგან. სკოლაში ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით და ამიტომ გადავწყვიტეთ ინტერნეტით და მობილურით დავკავშირებოდით ერთმანეთს. ამ ერთი კვირის განმავლობაში მის მიმართ რაც შემეძლო უხეში ვიყავი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერიკის დასანახად და რობიც ხელს მიწყობდა. მესიჯი გავხსენი და ჩემს სახეზე სულელური ღიმილი გამოისახა. ,,რას აკეთებ? (რ)” ,,წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ შენ შემაწყვეტინე :P (ბ)” ,,არაუშავს :P (რ)” გადავწყვიტე ის კითხვა დამესვა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ,,ხვალ რბოლაზე წასვლას აპირებ? (ბ)” ,,აბა ეგ რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა, მივდივართ მე და ჩემი ძმა. (რ)” ასეც ვიცოდი. ე.ი. ჩემი ტანსაცმელი ტყუილად არ მომიმზადებია. ვატყობ აუცილებლად დამჭირდება. არც რობმა და არც ერიკმა არ უნდა გაიგონ, რომ მე რბოლაზე მივდივარ. ხვალ დილით ჩემს მექანიკოსთან წავალ და მანქანას კიდევ ერთხელ შევამოწმებინებ. არ მინდა რამე წესრიგში არ იყოს და ამან გამარჯვებაში შემიშალოს ხელი. ,,ერიკიც მოდის ტომის ბანდასთან ერთად. ფრთხილად იყავი კარგი? ჩემი ძმა უფლებას არ მაძლევს, რომ წამოვიდე (ბ)” რამდენიმე წუთში მობილურის ხმა გავიგე. რობი მირეკავდა. _ ჰო, _ ვუპასუხე უბრალოდ. _ შენ რა, მართლა აპირებდი რბოლაზე წასვლას? _მკითხა მან. _ აბა, შენ გეგონა ვხუმრობდი? _ მხიარულად გადავიხარხარე, მაგრამ შემდეგ სერიოზულად დავამატე._თითქმის არც ერთი რბოლა არ გამომიტოვებია,_,,და არც ვაპირებ გამოტოვებას” ჩემთვის გავიფიქრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ მითქვამს. _ ეგ ვიცი, მაგრამ ამ რბოლაზე წასვლა არ ღირს. ვინ იცის რა აქვს ჩაფიქრებული ტომს. არ მინდა, რომ საფრთხეში ჩავარდე. _ ვითომ რატომ არ ღირს? ტომი მე ვერაფერს ვერ დამიშავებს, რადგან ერიკი მიხვდება სინამდვილეში რა ადამიანიცაა. _ ბელა, იქ მოსული არ დაგინახო! მორჩა და გათავდა!_გაბრაზებული ხმა ჰქონდა. _ შენ ვერაფერს ვერ დამიშლი, რობ! მაგრამ რბოლაზე წასვლას ისედაც არ ვაპირებ, _ მეც არანაკლებ გავბრაზდი. _ იმედია ჭკუა გეყოფა და მართლა არ მოხვალ. _ შენ ჩემს ჭკუაში ეჭვი ხომ არ გეპარება? _ გავცეცხლდი. _ მე ეგ არ მითქვამს, _ თავი დაიცვა. _ მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მეძინება და უნდა დავწვე,_დავამთქნარე. _ კარგი, ძილისგუდა, დაიძინე, _ სიცილით მითხრა. _ ჰო, დავიძინებ. შენ კი თავს გაუფრთხილდი,_გავაფრთხილე. _ რა უნდა მომივიდეს? _ გადაიხარხარა, მაგრამ მერე სერიოზული ტონით დაამატა. _ ტომს ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ. _ გამარჯვებას გისურვებ, _ ვუთხარი სიცილით. წინასწარ ვიცოდი, რომ თუ მე და რობი შევეჯიბრებოდით, მე გავიმარჯვებდი. მართალია მისი მართვა იპოდრომზე არ მინახავს, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. _ გმადლობ, _ მანაც სიცილით მიპასუხა. _ კარგად, _ დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. საათს შევხედე, ღამის 11 საათი იყო. საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი და ამიტომაც დაძინება გადავწყვიტე. საწოლში ჩავწექი და მოვდუნდი. ხვალისთვის გამოძინებული უნდა ვიყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს დილის შვიდ საათზე ავდექი. რბოლისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ არავინ არ იცოდა. ერიკს ვუთხარი, რომ ჩემი მეგობრის დასახვედრად მივდიოდი აეროპორტში, თუმცა ის ჩემზე ადრე გავიდა სახლიდან. მისი მანქანის ხმა გავიგონე. ავტოფარეხში შევედი და ჩემს PORSCHE 911 GT 2 RS-ში ჩავჯექი. მანქანა დავქოქე და პოლისკენ გავემართე. ის ჩემი პირადი მექანიკოსია. მანქანების საკითხში მთლიანად ვენდობი. რბოლაზე ჩემთან ერთად წამოვა, რათა დამეხმაროს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლემა გამიჩნდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. გაზს დავაწექი და სიჩქარეს მოვუმატე. საგზაო წესებს არ ვიცავდი და თუ ხვალ სახლში ჯარიმები მომივიდოდა, არ გამიკვირდებოდა. პოლის სამუშაო ფარეხი New York-ის ერთ-ერთ გარეუბანში იყო, რადგან პოლიციას არ შეემჩნია. მასთან ჩემნაირი რბოლელები მიდიოდნენ ხოლმე. პოლისთვის არამარტო კლიენტი, არამედ კარგი მეგობარიც ვიყავი. მისი სამუშაო ფარეხის წინ გავაჩერე და დავასიგნალე. ის მაშინვე გამოვიდა და ჭიშკარი გამიღო. მანქანა მის უზარმაზარ ფარეხში შევიყვანე და გავაჩერე. პოლმა მანქანის კარები გამიღო და გადმოვედი. მაშინვე ჩემს მეგობარს გადავეხვიე. ერთ წელზე მეტია რაც არ მინახავს. _ ბელს, როგორ ხარ? _ მკითხა, როდესაც თავისი მკლავებისგან გამათავისუფლა. _ კარგად, შენ როგორ ხარ? ვატყობ ფარეხი გაგიახლებია,_ვუთხარი და ფარეხს თვალი მოვავლე. _ ჰო, გადავწყვიტე უფრო გამედიდებინა, _ მხიარულად მითხრა. _ აბა, ესაა შენი ახალი მანქანა? ძალიან მაგარია! რბოლაზე ამ მანქანას ვერავინ გაუსწრებს, თან შენნაირი მძღოლიც თუ იქნება... _ მე ცუდ მანქანას არ ავირჩევდი, _ გავუღიმე. _ პოლ, ამ რბოლაზე აუცილებლად უნდა გავიმარჯვო! მანქანა შეამოწმე, კარგი? _ რა თქმა უნდა, _ მანქანასთან მივიდა და ,,კაპოტი” ახადა. _ მე წავალ, აქაურობას დავათვალიერებ, _ პასუხად თავი დამიქნია. ფარეხის სიღრმეში შევედი და იქაურობის თვალიერება დავიწყე. ყველა კუთხეში მანქანის ნაწილები ეყარა. ასეთი რაღაცეების არაფერი გამეგებოდა და ამიტომ თავი დავანებე და გზა გავაგრძელე. ფარეხის ბოლოში მანქანა იდგა, რომელსაც ზედ ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული. გადავწყვიტე გამეგო რა მანქანა იყო. მასთან ახლოს მივედი და ბრეზენტი ავხადე. პოლის ახალი მანქანა იყო, LEXUS IS. ამ მარკის მანქანები ძალიან უყვარდა. ფარეხის მეორე ნაწილში სპორტული მანქანების კოლექცია ჰქონდა. მანქანას ბრეზენტი ისევ დავაფარე და პოლისკენ წავედი. _ პოლ, სად ხარ? _ დავუძახე მას, რადგან ვერსად ვერ დავინახე, მაგრამ უცბად მანქანის ქვემოდან გამოძვრა. _ ჯანდაბა! შემაშინე, პოლ, _ ხელი გულზე მივიდე, მან კი სიცილი დაიწყო. წარბები შევკარი და დავუბღვირე. _ კარგი რა, ბელა, _ ის ისევ იცინოდა. _ აბა, რა გაცინებს? _ გაბრაზებული სახე მივიღე. _ შენს სახეზე მეცინება, _ სიცილის დაწყებას ისევ აპირებდა, მაგრამ გავაჩერე. _ გეყოფა სიცილი! მანქანას ყველაფერი რიგზე აქვს?_ინტერესით შევეკითხე. _ არ ინერვიულო. მანქანა საუკეთესო ფორმაშია, _მარჯვენა ხელის ცერა თითი აწია. _ ძალიან კარგი, _ გამიხარდა. _ ახლა კი, წადი და თავი მოიწესრიგე, _ ვუთხარი, რადგან სახე და ხელები სულ მაზუთით ჰქონდა დასვრილი. ხელები რაღაც ტილოთი გაიწმინდა და ფარეხის ბოლოს, უცხო თვალისგან დაფარულ ადგილას მდგარ კიბეს აუყვა. ეს კიბე მის სახლში ადიოდა. მეც მას ავყევი უკან. პოლი სააბაზანოში შევიდა. მე კი სასტუმრო ოთახში დივანზე მოვკალათდი. პულტი ავიღე და ტელევიზორი ჩავრთე. საინტერესო არაფერი არ გადიოდა, მაგრამ ბოლოს ერთ საინტერესო ფილმს წავაწყდი. რბოლებზე იყო. ,,რა დამთხვევაა” გავიფიქრე. რბოლა ძალიან კარგად იყო გადაღებული. დაძაბული ვუყურებდი. ამ დროს, საშინლად მომინდა, რაც შეიძლება მალე მოსულიყო რბოლის დრო. ერთი სული მქონდა, როდის ჩავჯდებოდი ჩემს მანქანაში და ტრასას გავუყვებოდი. იქამდე კი მე და პოლი წავალთ სავარჯიშოდ. მე ეს არ მჭირდება, მაგრამ მან დაიჟინა, მინდა ვნახო როგორ ატარებო. ცუდია, რომ სახე არ გამომიჩნდება. ყველამ იცის, რომ ჩემთან შეჯიბრებისას ვერავინ ვერ იმარჯვებს. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი! _ ბელა, _ დამიძახა პოლმა. _ პოლ, სასტუმრო ოთახში ვარ, _ გავძახე. ოთახში შემოვიდა და თან ხელში პიცა ეჭირა. _ მოკლედ ასე: ახლა პიცას შევჭამთ, მერე კი შონს და სემს შევხვდებით. მათ შეეჯიბრები, _ გამაფრთხილა მან. _ კარგია. მათი ნახვა გამიხარდება, მაგრამ რა საჭიროა შეჯიბრება? _ ავწუწუნდი. _ ისინი თითქმის შენისთანა მრბოლელები არიან. ამ რბოლაზე თქვენ ერთად უნდა იყოთ, _ რაღაც ვერ გავიგე. ეს პოლმაც შეატყო და ამიტომ ახსნა დაიწყო. _ როცა დანიშნულების ადგილზე მივალთ იქ შენ ვერავინ ვერ გიცნობს. მათთვის ახალი სახე იქნები. თუ ეცოდინებოდათ, რომ შენ ბელა მონტერი ხარ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ რადგან შენ არ გინდა ვინაობის გამხელა, ,,შენებთან” ერთად უნდა მიხვიდე. მათ უკვე ყველა იცნობს, როგორც საუკეთესო მრბოლელებს. შენც თუ მათთან ერთად იქნები, მიხვდებიან, რომ ისეთივე ძლიერი ხარ, როგორიც ისინი, _ ცალი წარბი ავწიე._კარგი, სინამდვილეში მათზე ძლიერი ხარ, _ შეასწორა მან. მე კი გამეცინა. _ ისე, შენი ლოგიკის ყოველთვის მშურდა, _ ხუმრობით ვუთხარი. პოლმა თვალი ჩამიკრა და პიცის ჭამას შევუდექით. ორი საათის შემდეგ შონთან და სემთან შესახვედრად მივდიოდით. მათი მანქანები დავინახეთ და ამიტომ გავაჩერეთ. მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვედი და მათკენ გავემართე. შემმა, როგორც კი შემნიშნა, ჩემსკენ გამოიქცა და მაგრად ჩამეხუტა. _ ბელა, როგორ მომენატრე, _ მერე ჩემს მანქანს შეხედა და თვალები გაუბრწყინდა. _ ,,პორშე” ჰმ... მაგარია! _ გმადლობ, სემ. მეც ძალიან მომენატრეთ, _ შონთან მივედი და გადავეხვიე. _ როგორ ხარ, პრინცესა? _ თმები ამიჩეჩა. _ შესანიშნავად. წაგებისთვის მოემზადეთ, _ შონს და სემს თვალი ჩავუკარი. პოლმა კი სიცილი დაიწყო. _ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ნუ იქნები, პრინცესა. ერთი წელია, რაც რბოლებზე აღარ გამოჩენილხარ. _ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მართვა დამავიწყდა, _ ენა გამოვუყავი. _ კარგით, გეყოფათ. მოდით დავიწყოთ, _ ვეღარ ითმენდა სემი. სამივენი ჩვენს მანქანებში ჩავსხედით და ერთ ხაზზე დავდექით. პოლმა ნიშანი მოგვცა და ჩვენც დავძარით მანქანები. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. დიდი ხნის წინ დავიწყებული გრძნობა გამახსენდა. დასაწყისში ორივეს გავუსწარი და მათი მანქანები უკან ჩამოვიტოვე, მაგრამ შემდეგ დამეწივნენ და ორივე მხრიდან ამომიდგნენ. გაზს დავაწექი და ისევ გავუსწარი მათ. მოსახვევში სიჩქარისთვის არ დამიკლია. სემი კი საგრძობლად ჩამომრჩა. შონი მაინც არ ნებდებოდა და ცდილობდა ჩემთვის გაესწრო, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევდი. მეორე მოსახვევში კი მან გამისწრო და გამარჯვების ნიშნად დაასიგნალა. ჰგონია მართლა გამასწრებს? გაზის პედალს დავაჭირე და მის მანქანას გავუტოლდი. ახლა თუ მომიგო, მერე აღარ მომასვენებს და სულ ამას გამახსენებს. უკვე ფინიში ახლოვდებოდა. გაზის პედალს უხეშად დავაწექი ფეხით და შონის მანქანასაც გავუსწარი. ფინიშის ხაზი გადავკვეთე და მანქანა ხმაურიანად გავაჩერე. გზაზე ალბათ ბორბლების ნაკვალევი დარჩა. მანქანიდან გადმოვედი და გამარჯვებული სახე მივიღე. შონმაც იგივე გააკეთა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემნაირი სახე არ ჰქონდა. _ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ნუ ვიქნები არა? _ მისი სიტყვები შევახსენე. _ ვაღიარებ, ღირსეულად გაიმარჯვე, _ დანებების ნიშნად ხელები აწია. _ ჰეი, მე აქ ვერ მამჩნევთ? _ ჩაერია სემი. _ ბოდიში, ვერ შევამჩნიე როდის მოხვედი, _ ვუთხარი სიცილით. Mმან კი ენა გამომიყო. _ არაუშავს, ძვირფასო. სხვა დროს მოიგებ, _ შონი სემთან მივიდა და ჩაეხუტა. _ ოღონდ ჩემთან არა, _ ვუთხარი სემს. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ პოლმა შეუშალა ხელი. _ ყოჩაღ, ბელა. სიმართლე რომ ვთქვა, არც გამკვირვებია შენი გამარჯვება. რომ წაგეგო ის უფრო გამიკვირდებოდა,_შემაქო მან. _ ახლა დარწმუნდი, რომ მზად ვარ? _ შევეკითხე. _ თითქმის, _ რაო? გავბრაზდი. _ რას ნიშნავს ,,თითქმის”? _ თვალები დავიწვრილე. _ იმას, რომ შენი და ტომის გამარჯვების შანსები ტოლია. ის ისეთივე კარგი მრბოლელია, როგორც შენ. ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყო. მისთვის წესები არ არსებობს, _ გამაფრთხილა მან. _ გგონია ჩემთვის არსებობს წესები? _ გამეცინა. _ ეს რბოლა უბრალოდ გართობა იყო და მეტი არაფერი. ტომთან კი, რა თქმა უნდა ფრთხილად ვიქნები. მისნაირები დამიმარცხებია... _ დავიწყე თავის ქება. მათ კი სიცილი ატეხეს. ცოტა ხანში მეც მათ შევუერთდი. უკვე საღამოს ათის ნახევარი ხდება. მე, პოლი, შონი და სემი გზაში ვართ. დანიშნულების ადგილზე მივდივართ ბრუკლინში. რბოლა ათზე იწყება. ჩვენ კი ადრე მივალთ იქ. ეს კარგიცაა. იქაურობის დათვალიერებას მოვასწრებ. საინტერესოა რა მანქანა ჰყავს ტომს, ან რობს... იმედია ვერავინ ვერ მიცნობს. აი, ისიც! სპორტული მანქანები გამოჩნდა. პირველი პოლის მანქანა გავუშვი და მეც მას მივყევი. აქ მას საკუთარი ფარეხი ჰქონდა, სადაც მანქანები უნდა დაგვეყენებინა. ოთხივემ შევიყვანეთ მანქანები ფარეხში და გადმოვედით. სულ შავებში ვიყავი გამოწყობილი. შავი ბუტილკა შარვალი, ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი კაპიშონიანი ზედა. სათვალე გავიკეთე და კაპიშონი წამოვიხურე. ასე სახე თითქმის არ მიჩანდა. _ აბა, ბელა, როგორი შეგრძნებაა ისევ აქ ყოფნა? _ მკითხა სემმა. _ მშვენიერი. მიხარია, რომ ისევ აქ ვარ, _ უდარდელად ვუპასუხე. _ ბელა, წამოდი გარეთ გავიდეთ, მოწინააღმდეგეები შევათვალიეროთ, _ შემომთავაზა შონმა. _ ფრთხილად იყავი, ბელს. ვინმემ არ გიცნოს. მე აქ დავრჩები, _ გამაფრთხილა პოლმა. _ კარგი, _ ხელი დავუქნიე და ფარეხიდან გავედი. მაშინვე LLAMBORGHINI REVENTON-ი მომხვდა თვალში, რომლის გვერდით რობი იდგა. ალბათ ეს მისი მანქანაა. მან ჩემსკენ გამოიხედა, მე კი სწრაფად შევაქციე ზურგი და გზა გავაგრძელე. იმედია არ მიცნო. ახლა ტომის და ჩემი ძმის ძებნა დავიწყე. _ შონ, არ იცი სად არის ტომი? _ ვკითხე, რადგანაც ვიცოდი, რომ ერიკიც აუცილებლად მასთან იქნებოდა. _ იმ წითელ მანქანას ხედავ? _ მკითხა მან და ხელით შეუმჩნევლად მიმითითა მასზე. მის ხელს გავაყოლე მზერა და გავშრი. მთელ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ჩემს წინ წითელი RERRARI 599 GTO იდგა. _ ეს ტომის მანქანაა? _ ჩუმად ვიკითხე. _ ჰო, მისია. აი თვითონ ტომიც, _ მიპასუხა სემმა. ტომი თავის მანქანას დასტრიალებდა და სხვადასხვა მხრიდან უყურებდა. ალბათ ამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. _ როგორიც პატრონია, ისეთივე მანქანაა, _ ჩემთვის ჩავიბუტბუტე, მაგრამ მაინც გამიგეს. _ როგორი? _ დაინტერესდა შონი. _ რაღაცნაირი... საშიში. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, _ ეს მანქანა ჩემში საშინელ გრძნობებს იწვევდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მის პატრონზე. _ აი, ერიკიც, _ მითხრა სემმა. _ სად? _ აქეთ-იქით მიმოვიხედე და ისიც დავინახე. თავისი NNISSAN GT-R-ის კაპოტზე იყო მიყუდებული. სრულიად მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. _ მათთან ხომ არ მივსულიყავით? _ შემოგვთავაზა სემმა. ცოტათი შევყოყმანდი. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. წესით უნდა მივსულიყავი. ჩემს ვინაობას რომ არ ვმალავდე, აუცილებლად მივიდოდი, მაგრამ ახლა რა მექნა ნამდვილად არ ვიცოდი. ხმას თუ ამოვიღებდი, ტომი თუ ვერა, ჩემი ძმა ნამდვილად მიცნობდა. _ შონ, როგორ ფიქრობ? _ ვკითხე რჩევა შონს. _ არ ვიცი, ბელა. სარისკოა, მაგრამ ხომ იცი ეს როგორც ხდება. მოწინააღმდეგესთან უნდა მიხვიდე. _ ვიცი. სემ, გთხოვ პოლს დაუძახე, რომ მოვა მერე მივიდეთ, _ ასე ჯობდა. პოლთან თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი. _ კარგი, _ ის ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ფარეხისკენ. _ გამარჯობა, _ მოულოდნელობისგან შევხტი. უკან მივტრიალდი და რობი დავინახე. _ გამარჯობა, რობ, _ ზედმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა შონს. _ შონ, როგორ ხარ? _ მეგობრული ტონი ჰქონდა რობს. _ მშვენივრად, _ შონმა კითხვა აღარ დაუბრუნა. წესით ახლა მე უნდა მივესალმო. ჯანდაბა! იმედია არ მიცნობს. _ გამარჯობა, _ რაც შემეძლო ხმა შევიცვალე და გავუღიმე. _ გამარჯობა. ადრე აქ არ მინახიხარ... _ დაიწყო მან, მაგრამ სწრაფად გავაწყვეტინე. _ ჰო, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ლას ვეგასიდან,_დამაჯერებელი ტონი მქონდა. _ გასაგებია, _ გამიღიმა. _ მმ... მეჩვენება თუ სახეს მალავ?_გამომცდელად მკითხა მან. ნუთუ რამეს მიხვდა? კაპიშონი მოვიხადე ჩემი ცეცხლისფერი თმები გამოვაჩინე. წინასწარ გავიკეთე პარიკი. შავი სათვალეები მოვიხსენი და მწვანე თვალები დავანახე. ლინზები მქონდა ჩასმული. _ აშკარად მოგეჩვენა, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი. რობი სახეზე დამაკვირდა და რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ პოლმა შეუშალა ხელი. _ აი, მეც მოვედი, _ შეუმჩნევლად თვალებით რობზე ვაჩვენე და ისიც მიხვდა. _ უკაცრავად, მაგრამ გვეჩქარება, _ პოლს არც ისე თავაზიანი ტონი ჰქონდა. _ რა თქმა უნდა, _ მხრები აიჩეჩა რობმა. _ პოლ, გადამარჩინე, _ ვუთხარი, როდესაც რობს საკმარისად მოვშორდით. _ ახლა ტომთან წავიდეთ? _ დასვა მან კითხვა. _ სწორედ ამიტომაც დაგიძახე. არ ვიცი, ეს სწორი იქნება თუ არა. ერიკმა რომ მიცნოს? _ მძიმედ ჩავისუნთქე. _ მე რომ არ ვიცოდე, რომ ბელა ხარ, ნამდვილად ვერ გიცნობდი, _ გამიღიმა მან. _ კარგი, მაშინ წავედით, _ გადაწყვეტილება მივიღე. ოთხივენი ტომისკენ წავედით. მთელს ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ასეთი რამ არასდროს დამმართვნია. ნუთუ მეშინია? სისულელეა! _ ტომ, გამარჯობა, _ მიესალმა შონი. _ ვაუ. ნახეთ ვინ მოსულა- თვით შონი და მისი მეგობრები. ეს კი ვიღაც ახალი გიშოვნიათ, _ ხელით ჩემზე ანიშნა. _ ტომ, აქ ჩვენ საქმეზე მოვედით, _ მკაცრი ტონით თქვა შონმა. _ ოჰ, გაბრაზებაც გვისწავლია... _ დამცინავად თქვა ტომმა. _ გეყოფა, ტომ, _ პოლმა ლაპარაკში ჩარევა გადაწყვიტა. ტომმა დამცინავად ჩაიცინა და მზერა ისევ ჩემზე გააჩერა. შაინტერესოა, რას იზამდა, რომ სცოდნოდა სინამდვილეში ვინ ვიყავი? _ რა საქმე გაქვთ? _ ახლა მას სერიოზული ხმა ჰქონდა. _ რბოლა, _ მოკლედ ვთქვი. ტომმა და მისმა მეგობრებმა გაკვირვებული სახით შემომხედეს. _ უკაცრავად, მომესმა? _ ვერ იჯერებდა ტომი. _ არაფერიც არ მოგესმა. მე ვთქვი, რომ შენთან შეჯიბრება მინდა. ამაში უცნაურს რას ხედავ? _ გავიკვირვე. _ ყოჩაღ! ძალიან გამბედავი ყოფილხარ რომ ეს გადაწყვიტე,_თავისი ჭკუით შემაქო მან. _ ჩემი გამბედაობა აქ არც იწყება და არც მთავრდება. _ ესე იგი ჩემთან შეჯიბრება გინდა, არა? _ თავი დავუქნიე._მერე, არ გეშინია? _ რისი? შენი? _ გავიცინე. _ არა! _ საკმაოდ თავდაჯერებული ხარ. _ იგივეს ვიტყოდი შენზეც. ტომმა გულიანად გაიცინა და მას მისი მეგობრებიც აყვნენ. მათ შორის ერიკიც. ბრაზი მახრჩობდა, მაგრამ ვიცოდი, რომ თავი უნდა შემეკავებინა. _ შენ სახელს არ მეტყვი? _ შერი, _ სწრაფად ვუპასუხე. _ კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ გირჩევნია წაგებისთვის მოემზადო, პატარავ, _ მითხრა ტომმა. რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი და მასთან პირისპირ აღმოვჩნდი. _ ჯერ ერთი: წაგებისთვის მომზადება მე არ მომიწევს, და მეორეც, _ მისკენ დავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე. _ მე, შენი პატარა არ ვარ, ძვირფასო. შემდეგ სწრაფად გამოვბრუნდი და ფარეხისკენ წავედი. შევამჩნიე, რომ იქ მყოფი ხალხი ყველა ჩვენ გვიყურებდა. ფარეხში შევედი და ჩემი მანქანის კაპოტს მივეყუდე. ცოტა ხანში ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ. _ ყოჩარ, ბელა! ძალიან მაგარი იყავი. ტომთან ასე ლაპარაკს ვერავინ ვერ ბედავს, _ შემაქო სემმა. _ მე კი მგონია, რომ ზედმეტი მოგივიდა, _ მითხრა პოლმა. _ არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად იქნება,_დავაწყნარე ისინი. _ კარგი, ნახევარ საათში რბოლა იწყება. ახლა უნდა დაწყნარდე, _ გამაფრთხილა შონმა. _ სრულიად მშვიდად ვარ, _ ვიცრუე. _ ძალიან კარგი, _ მხიარულად თქვეს მათ. მშვიდად არ ვიყავი. გული გამალებით მიცემდა და ხელები მეყინებოდა. ზედმეტად აფორიაქებული ვიყავი. არ მეგონა თუ ტომი ასეთ გავლენას მოახდენდა ჩემზე. საერთოდ, რბოლის დროს არ ვნერვიულობ ხოლმე, მაგრამ ეტყობა ეს გამონაკლისია. სწორედ ახლა, როცა უკან დასახევი გზა არ არის, დავფიქრდი ყველაფერზე. თუ გავიმარჯვებ რას იზამს? იქნებ მეც ისევე მომექცევა, როგორც მედს მოექცა. ასეთ შემთხვევაში ხომ გამოირკვევა, რომ მე ბელა მონტერი ვარ. ეს კი არანაირად არ მაწყობს. ეს ამბავი ბოლომდე საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თუ წავაგებდი რა იქნებოდა? არა! ეს ვარიანტი საშინლად არ მომწონდა. მე წაგებას მიჩვეული არ ვარ! შეიძლება ზედმეტად ეგოისტი ვარ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. _ ბელა, დროა. მიდი, მანქანაში ჩაჯექი, _ მითხრა პოლმა. მანქანის კარები გამოვაღე და შიგ უხმოდ ჩავჯექი. ხმის ამოღება არ მინდოდა, რადგან მეშინოდა, რომ ხმა გამცემდა. ფარეხიდან გავედი და ტრასაზე, ტომის მანქანის გვერდით დავაყენე მანქანა. მან ფანჯარა ჩამოწია და გამიღიმა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მეგობრული ღიმილი. ამ ღიმილმა კიდევ უფრო ცუდად გამხადა. _ აბა, გეშინია? _ მკითხა მან. ფანჯარა ჩამოვწიე და ვუპასუხე. _ არც იოცნებო! მას მეტი აღარაფერი უთქვამს და არც მე გამიხედავს მისკენ. ვიღაც გოგო გამოვიდა და ჩვენი მანქანების შუაში ჩადგა. ხელით გვიჩვენა, რომ მანქანები დაგვექოქა. შემდეგ კი წასვლის ნიშანიც მოგვცა. გაზის პედალს იმ წამსვე დავაჭირე და მანქანა დავძარი. ამ მომენტში ყველა შიში და ცუდი ემოცია სადღაც, ჩემს შიგნით დაიმალა. ჩემში ძველმა ბელამ გაიღვიძა. ადრენალინმა სისხლში სასიამოვნოდ დამიარა. ტომმა მაშინვე გამასწრო. ჯანდაბა! როდესაც მოწინააღმდეგე დასაწყისშივე გაგისწრებს, კარგს არაფერს არ უნდა ელოდო. გაზს ისევ დავაჭირე ფეხი და ახლა მის მანქანას გავუტოლდი. წინ გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. მალე მოსახვევი მოდიოდა და ახლა თუ ვერ გავუსწრებდი, მერე გამიჭირდებოდა. მთელი ძალით დავაჭირე გაზის პედალს და ტომის მანქანასაც გავუსწარი. ძლივს! მოსახვევში პირველი მე გავედი და ახლა მე არ ვაძლევდი მას წინ გასვლის საშუალებას. კიდევ თხუთმეტი წუთი უნდა გამეძლო. ეს არ იყო ცოტა დრო. ამ დროის განმავლობაში შეიძლებოდა ბევრი რამ მომხდარიყო. თუნდაც ჩემი მანქანა ამოტრიალებულიყო. გვერდზე გავიხედე და დავინახე, რომ ტომის მანქანა ცოტა ხანში გამიტოლდებოდა. სიჩქარეს მოვუმატე და წინ წავედი. არც ერთი არ ვნებდებოდით. თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ მოწინააღმდეგის საგრძნობლად ჩამოტოვება. ყოველთვის თითქმის ერთ ხაზზე მივდიოდით. ფინიში გამოჩნდა და დავიძაბე. ყურადღება არ უნდა მომედუნებინა. სიჩქარეს ისევ მოვუმატე და ტომის მანქანა უკან ჩამოვიტოვე. ფინიშის ხაზამდე სულ რაღაც 3-4 მეტრი მაშორებდა. ამ ხნის განმავლობაში, თითქოს დრო გაჩერდა. ყველაფერი შენელებული კადრებით მიდიოდა. მაგრამ მე ეს მოვახერხე! მე ფინიშის ხაზი პირველმა გადავკვეთე! მანქანიდან თავაწეული ამაყად გადმოვედი და ტომს მივუბრუნდი, რომელმაც ფინიშის ხაზი ჩემს შემდეგ, რამდენიმე წამის დაგვიანებით გადაკვეთა. _ ხომ გითხარი, შენ მოგიწევს დამარცხებისთვის მომზადება-მეთქი, _ ვუთხარი ტომს ნიშნის მოგებით. ტომს არაფერი უთქვამს, უბრალოდ თვალებით მბურღავდა. ჩვენს გარშემო ხალხი იყო შეკრებილი და ყველა დუმდა. ტომის რეაქციას ელოდნენ. მე კი გამარჯვებული სახით ვიყურებოდი. მაშინ რა ვიცოდი რა მელოდა ამის გამო... _ ამით არაფერი არ მთავრდება, _ მითხრა მუქარით. _ რა თქმა უნდა, არა, _ მეც დავეთანხმე, თუმცა ვიცოდი, რომ ის ამ სიტყვებში კარგს არაფერს გულისხმობდა. პოლს გავხედე. ის თვალებით რაღაცის მინიშნებას ცდილობდა, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე. _ ტომ, მგონი ადრე მეუბნებოდი, რომ ჩემთან შეჯიბრება გინდა, არა? ჰოდა, ახლა აქ ვარ, _ უეცრად შონი წინ წამოვიდა და ტომს პირისპირ დაუდგა. რას აკეთებს? თვითონაც ხომ კარგად იცის, რომ ტომს ვერ მოუგებს. მასთან რბოლაში შეიძლება რამე დაუშავდეს კიდეც. _ როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბე, _ ტომს დაძაბულობა მოეხსნა და ახლა მთელი თავისი ყურადღება შონზე გადაიტანა. მე რა, აქ ვერავინ მამჩნევს? მაგრამ სწორედ ამ დროს ტომი ჩემსკენ შემობრუნდა. _ იმედია იცი, რომ შენს წილს მოგვიანებით მიიღებ და არა ახლა, _ მითხრა მან. _ წესები შენგან არ მესწავლება, _ უხეშად ვუთხარი და გამოვბრუნდი. _ შენ, კი ბიჭუნი, მოემზადე და ახლავე მოვალ, _ უთხრა შონს. _ არა! _ წამოიყვირა მან. _ ახლავე! მე მზად ვარ და დაცდა არაა საჭირო. შევტრიალდი, რომ შონის სახე დამენახა. ნეტავ რამ გააგიჟა ასე? სიამოვნებით ჩავერეოდი მათ საუბარში, მაგრამ მე ჩემი პრობლემებიც მეყოფა. _ კარგი, _ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ტომი მაინც დაეთანხმა. ისინი მანქანაში ჩასხდნენ და მანქანები ერთად დაძრეს. პოლი და სემი ჩემთან მოვიდნენ და მანქანისკენ მიბიძგებდნენ. _ რა მოხდა? _ ვკითხე მათ, როდესაც უკვე მანქანაში ვიყავი. _ არაფერი, უბრალოდ სასწრაფოდ სახლში წადი. ყველაფერს მერე აგიხსნი, _ მითხრა პოლმა და სემთან ერთად სადღაც წავიდა. არ ვიცოდი რა მექნა. აქ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც მე არ ვიცოდი და ეს მაღიზიანებდა, მაგრამ გადავწყვიტე პოლისთვის დამეჯერებინა და სახლში წავედი. სახლში რომ მივედი, 12-ის ნახევარი იყო. სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავედი. შხაპი მჭირდებოდა! პარიკი და ლინზები მოვიხსენი და იქვე მივაგდე. ჩემი ტანსაცმელიც გავიხადე და საწოლზე მივაფინე. ხალათი ჩავიცვი და აბაზანაში შევედი. ცხელმა წყალმა მომადუნა და დაძაბულობა სრულიად მომიხსნა. თითქმის ერთი საათი ვიღებდი შხაპს. ცხელი წყლის გამორთვა არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ჩემს თავს ძალა დავატანე და წყალი დავკეტე. იქვე მომზადებული სპორტულები ჩავიცვი და აბაზანის კარი უნდა გამეღო, რომ ვიღაცის ხმა გავიგონე. _ ბელს, აქ ხარ? შენთან მინდა ლაპარ... _ ეს რობი ხმა იყო, მაგრამ რატომღაც მისი სიტყვები შუაში გაწყდა. კარი უცბად გავაღე და დავინახე, რომ რობს ხელში ჩემი პარიკი ეჭირა და გაბრაზებული სახით მიყურებდა.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ორშაბათი, 2011-01-24, 5:14 PM | |
|
|