გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ ავტორი: bella-vampire ბეტა: AnasteishA დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე. რეიტინგი: G(General) პეირინგი: ბ.მ/რ.ა ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst) სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა... ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :) პერსონაჟების სურათები თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4 თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16 თავი 17 თავი 18 თავი 19 პროლოგი მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე... საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ. ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM | |
|
|
|
|
|
|
|
sofka | თარიღი: კვირა, 2010-10-31, 3:50 PM | შეტყობინება # 7 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
|
Rosalie | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-02, 7:12 PM | შეტყობინება # 9 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 11:03 AM | შეტყობინება # 10 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| | |
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:30 PM | შეტყობინება # 11 |
842
Offline
| vaime bavshvebo dzalian didi bodishi rom amdeni xani ar davde pirveli tavii. xan ver viclidi da xan maviwydeboda magram, axla gpirdebit rom dzlian xshirad davdeb xolme axal tavebs :* გადმოწერა ბავშვებო თავები ძალიან დიდია და ამიტომ ფორუმზე ჩვეულებრივად დადებას ვერ მოვახერხებ. გადმოსაწერ ლინკს დავდებ ხოლმე
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2010-11-07, 6:07 PM | |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 2:45 PM | შეტყობინება # 14 |
842
Offline
| თავი პირველი უსიამოვნო შეხვედრა მაღვიძარამ დარეკა და გამაღვიძა. თვალები გავახილე და მუჭით მოვისრისე. გამიხარდა როდესაც ოთახში შემოსული მზის სხივები დავინახე. ამ ბოლო დროს მზიანი ამინდების ნაკლებობა იყო. მე კი მზე ძალიან მიყვარდა. თუმცა მოულოდნელად მოვიწყინე... ისევ ახალი დღე გათენდა. ყოველდღე ერთი და იგივე. ამას წერტილი უნდა დავუსვა. დღეს რაღაც ახლის მოლოდინში ვარ. შევეცდები ვიღაც ახალი ვიყო, ვიღაც_წარსულის გარეშე. თუმცა ეს არც ისე იოლია. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ის გარდაიცვალა. მე კი გუშინდელი დღესავით მახსოვს. ყოველდღე ჩემს თავს ერთი და იმავეს ვეუბნები. რომ დღევანდელი დღე აღარ იქნება ისეთი, როგორიც სხვები. ჩემთვისაც გამოანათებს მზე და ჩემს ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდები. მაგრამ ეს მხოლოდ ფუჭი იმედია. საკუთარი თავის მოტყუება არ მეხერხება. სამზარეულოში ჩავედი. საუზმობა მინდოდა. იქ კი საშინელი აურზაური დამხვდა. მოახლეები აქეთ-იქით დარბოდნენ. თითქოს ვიღაც მნიშვნელოვანი პირის დავალებების შესრულებას ვერ ასწრებდნენ. ერთი მათგანი გავაჩერე და ვკითხე. _ რა მოხდა, რამ გაგაგიჟათ ყველა. ეშმაკი ხო არ დაინახეთ? _ ირონიულად ვკითხე. _ არა. ეშმაკი არა, მაგრამ დედათქვენი ნამდვილად დავინახეთ. 15 წუთში სახლის მოწესრიგება უნდა მოვასწროთ როგორც მას სურს. ასე გვიბრძანა. რა? შეუძლებელია. ნუთუ დაბრუნდა? დაკრძალვის შემდეგ მისგან არაფერი გამიგია. თუმცა ისედაც ვიცოდი სად იყო. პარიზი, რომი, მილანი, მადრიდი, მაიამი, ჰავაის კუნძულები და კიდევ რა ჩამოთვლის. რისთვის ჩამოვიდა? როგორც ყოველთვის ცხოვრება რომ მომიშხამოს? არა. ამჯერად ამის უფლებას არ მივცემ. უიმისოდაც მეყოფა ჩემი პრობლემები. ალკოჰოლიკი დედაღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. სასტუმრო ოთახში შევედი. ისიც იქ დამხვდა. ღმერთო ჩემო. უგემოვნობის მწვერვალია! რაც კი სამკაულები ჰქონდა ყველა აუსხია. ხალხს რომ დაანახოს მდიდარი ვარო. თუმცა ფული, რომლითაც ის სარგებლობს მამაჩემისაა. მისი შრომითაა მოპოვებული. ეს კი ჰაერივით ანიავებს აქეთ-იქით. ბევრი ადამიანი მინახავს ვისაც ფული უყვარს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ავადმყოფობაა. _ გამარჯობა შვილო. ღმერთო ჩემო როგორ შეცვლილხარ. როგორ გაზრდილხარ. თვალებს არ ვუჯერებ. ამ სიტყვებით დედობრივი სითბოს გამოხატვა უნდოდა? თუ ასეა ნამდვილად არ გამოუვიდა. უკვე დიდი ხანია მას დედად არ აღვიქვამ. მივეჩვიე იმ აზრზს, რომ დედა არასოდეს მყოლია და არც არასოდეს მეყოლება. სიმართლე რომ ვთქვა, არც მჭირდება. ზედმეტადაც კი მეჩვენება. _ ხო სანამ შენ შენნაირ ავადმყოფებთან ერთად ატარებდი დროს აქ ბევრი რამ შეიცვალა. _ მინდოდა მთელი მისდამი ზიზღი გამომეხატა. თუმცა არც ისე კარგად გამომივიდა. არაუშავს შემდეგში უკეთესად გამოვა. ვანანებ რომ აქ ჩამოვიდა. მალე თვითონვე მოუნდება აქედან საჩქაროდ წასვლა. _ ასე ნუ მელაპარაკები ბოლოს და ბოლოს დედაშენი ვარ. რა კარგ დროს გაახსენდა რომ დედაჩემია. ეტყობა ფული გამოელია. ან რომელიმე მისმა საყვარელმა გაქურდა. _ ყოჩაღ. შენით აღტაცებული ვარ. მე კი მეგონა, რომ სულ დაგავიწყდა შვილები. თურმე ვცდებოდი. მაპატიე თუ შეიძლება. _ დაცინვით ვუთხარი. _ გეყოფა. გულს მტკენ. ის რომ ეს ერთი წელი წასული ვიყავი და ჩემგან არაფერი ისმოდა, იმას არ ნიშნავს რომ შენ და შენი და-ძმა არ მიყვარხართ ან დამავიწყდით. უბრალოდ დიდი ტრამვა მივიღე მისი გარდაცვალებით. ის ხომ... სიტყვა შევაწყვეტინე. _ მისი სახელიც კი არ ახსენო! გასაგებია? გიკრძალავ! შენგან განსხვავებით ის ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე. დედობა მარტო ბავშვის გაჩენას არ ნიშნავს. გაიგე! შენ რომ გიყურებ გული მერევა. _ ამ სიტყვებში ჩემი მთელი ზიზღი ჩავაქსოვე. მე თვითონაც შემეშინდა. არ მეგონა ასეთი სიძულვილი თუ შემეძლო. _ ასე ნუ მელაპარაკები! უფლება არ გაქვს. მე რომ არა ვერ იარსებებდი. და გულახდილად გეტყვი ძალიან გამიხარდებოდა. ერთით ნაკლები საზრუნავი მექნებოდა. _ ეს ყველაფერი თითქმის ყვირილით თქვა. არა! ეს უკვე მეტისმეტია! დიდი ხნის წინ პირობა დავდე, რომ ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლებას აღარ მივცემდი. ამ პირობის დარღვევას ნამდვილად არ ვაპირებ! თუმცა... მან სიკვდილის წინ რაღაც მთხოვა... შევეცდები ნაწილობრივ მაინც შევასრულო... _ არ დაგავიწყდეს ჩემს სახლში ხარ. დარჩენის უფლებას მოგცემ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ გაქვს. თანაც გატყობ ფული გაგითავდა. სხვა შემთხვევაში აქ არ მოხვიდოდი... პირღია მიყურებდა ასე დაწყნარებული რომ ველაპარაკებოდი. მეორე სართულზე ავედი. ჩემს დასთან შევედი ოთახში. ჩემზე ორი წლით პატარაა. ჯერ კიდევ განიცდის დედაჩვენის ასე გულცივობას. M _ დილამშვიდობისა დაიკო. _ სიყვარულით მივესალმე. _ ბელა. რა მოხდა? რა სახე გაქვს. ეშმაკი დაინახე? _ სიცილით მკითხა. _ ცოტაღა აკლდა. _ მოიცა. რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს. _ შეშინებებულმა მკითხა. _ რებეკა დაბრუნდა. _ უემოციოდ ვთქვი. _ ჯანდაბა მაგის. _ კარებიდან მოისმა ხმა. ორივემ მივიხედეთ და ერიკი დავინახეთ. ჩვენი უფროსი ძმა. შემოვიდა. _ ესეიგი კუდიანი დაბრუნდა? _ მის ხმაში რაღაც ფარულ ინტრიგას მოვკარი ყური. _ კი. კი. დაბრუნდა ,,დედიკო” _ უხალისოდ თქვა ლილემ. _ პრინციპში კარგია. რა გინდათ? ზუსტად ახლა რაიმე გასართობს ვეძებდი. ისე უდარდელად ლაპარაკობდა... ნეტავ მეც მასსავით ვიყო. _ კარგი რა. მართლა სერიოზულადაა საქმე. ჩვენ და ის ერთად სახლში? კატასტროფაა. მითუმეტეს ბელა და რებეკა როგორც კატა და თაგვი ისე არიან. _ ცოტა არ იყოს დაღონებულმა თქვა ლილემ. _ ხო. მე კატა ვარ ის კი თაგვი. როლები შეიცვალა. _ ჩემს ხმაში აშკარა ენთუზიაზმი შეინიშნებოდა. _ ოჰოო ბელს. შენ როგორც ყოველთვის იდეა გაქვს არა? _ მხიარულად მკითხა ერიკმა. _ ბელა, რომელსაც რამე იდეა არ აქვს, ის ბელა არაა. _ მართალია. ეგეთი ბელა ჯერ არ გვინახავს. _ დამიჯერეთ ვერც ვერასდროს ნახავთ. _ თვალი ჩავუკარი და კარებისკენ წავედი. _ სკოლაში დაგვაგვიანდება ლილ. ცოტა იჩქარე. ოთახიდან გამოვედი. სამზარეულოში ჩავედი და ყველა მოახლე ჩავამწკრივე. _ ახლა ყველამ კარგად მომისმინეთ. თქვენ რომ დედაჩემს ეძახით. მასEრებეკა ჰქვია და ასე დაუძახეთ. რაც არ უნდა გითხრათ, არ შეასრულოთ. არავითარ შემთხვევაში! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები გაგათავისუფლოთ. კარგად იცით, რომ ეს არ მინდა. ნინა. ვიცი, გგონია რომ დედაჩემი შეიცვალა. მაგრამ ასე არ არის. და ძალიან გთხოვ მხარს ნუ აუბამ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. არ მინდა უსიამოვნება შეიქმნას. მივედი და გადავეხვიე. ნინა ჩემი ძიძა იყო. მან გამზარდა. ყოველთვის ჩემი მესაიდუმლე და ერთგული მეგობარი იყო. _ კარგი შვილო. როგორც შენ იტყვი. _ სიყვარულით მიპასუხა მან.
| |
|
|
|