ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 22
  • 23
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 8:13 PM | შეტყობინება # 16
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-vampire, vaiiii! dzalian damainteresaaa, neta ra elis rebekas belas xalshi? biggrin magrad mainteresebs happy zdalian kargi tavia, belas grznobebic kargad gaqvs agwerili da zalian shemecoda aseti deda rom hyavs cry cry aba shen ici , warmatebebs gisurveb! da kidev velodebi shemdeg taaavs rolleyes happy

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 9:01 PM | შეტყობინება # 17
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
bella-vampire, iuf magariaa!! love dzalian dzalian momewona Tam! ase gaagrdzele.. vaiime ra kai ikoo.. biggrin momewona Bellas personaji.. absoliturad gansxvavebuli swanisgan! biggrin love
da es is Tavia rac im wordshi weria romlis linkic dade? ver viwer ar xsnis ragaca chirs da :S aq dade xolme raa sad sad




bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 9:00 PM | შეტყობინება # 18

842
83  +
   ±
Offline
bella-bella sofka rosalie didi madloba gogoebo :* mixaria rom mogoont :*
ki es is tavia gadmosawerad rom davde. imitom ar gixsnis, rom me axlai wordit avdee. awi sul ase davdeb xolme smile

Quote (Rosalie)
Bellas personaji.. absoliturad gansxvavebuli swanisgan!

xoo. rac sheexeba amas biggrin mtavar gmirs ubralod hqvia bella. twilighttan kavshirshi aranairad ar aris. sakutar shemoqmedebashic amitom devs happy mxolos sami saxeli avige twilightidan. bella,jeini da emili.

---------------------------------------------
სკოლაში მე და ლილე ჩემი მანქანით მივედით. ერიკი კი ცალკე თავისი მოტოციკლეტით მოდიოდა. მანქანების სადგომზე, ჩემს ადგილას დავაყენე მანქანა და გადმოვედი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სკოლა მიყვარდა. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ახლა ცუდ მოგონებებსაც კარგად ვიხსენებ. აქ არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები.
მანქანიდან გადმოვედი თუ არა, რაღაც განსხვავებული მომეჩვენა იქაურობა. ყოველთვის ბევრი მანქანა იდგა ხოლმე, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გასამმაგებული მომეჩვენა. თუმცა მარტო ამაში არ იყო საქმე. ჯანდაბა! ნუთუ თავს აღარ დამანებებენ? მე ხომ ვთქვი, რომ შოუ ბიზნესს თავი დავანებე! რატომ დამსდევენ ისევ პაპარაცები? თავიდან ვერასდროს მოვიცილებ. სკოლის შესასვლელთად იდგნენ და მელოდებოდნენ. სხვა რა გზაა უნდა წავიდე.
_ ალბათ რებეკას ჩამოსვლის ამბავი გაიგეს. კარგად იციან შენი და მისი ურთიერთობის ამბავი. _ ივარაუდა ლილემ.
_ ხო ალბათ. აბა ამათ რა გამორჩებოდათ? _ უხალისოდ ვთქვი და შესასვლელისკენ გავეშურე. მაგრამ შუა გზაში გოგოები შემხვდნენ და გავჩერდი.
_ ვიცი გგონია, რომ პაპარაცები შენთან არიან. მაგრამ ასე არაა. ასე რომ, წინასწარ გაითვალისწინე ეს. _ თვალი ჩამიკრა ჯეინმა. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.
_ ჰუჰ. ცოტა მომეშვასავით. მაშინ რატომ არიან აქ?
_ ჩვენც ზუსტად ეგ გვაინტერესებს.
_ წამოდი პარკში დავსხდეთ. _ შემომთავაზა ემილიმ.
პარკში წავედით და ჩვენს ჩვეულ ადგილზე დავსხედით როგორც ყოველთვის.
მზე ანათებდა. და მისი თბილი სხივები სახეს მითბობდა. ისე მიხაროდა მზის დანახვა. ჩემში ყოველთვის კარგ მოგონებებს აღვიძებდა. ნელ-ნელა გულზე დარდი მომაწვა და ამიტომაც საუბრის წამოწყება გადავწყვიტე. ეს მოგონებები ყოველთვის გულს მტკენდნენ.
_ რებეკა დაბრუნა. _ გულგრილად ვთქვი.
გოგოებთან ყველაფერს ვამბობდი. მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ჩემი გულის ნადები, მაგრამ იყო რაღაცეები რასაც მათაც კი ვერ ვეტყოდი. საკუთარ თავთანაც კი ძლივს ვაღიარებდი ამას. არ ვიცი მეშინოდა ამის თუ მრცხვენოდა, მაგრამ ჩემში რაღაც უცნაურ გრძნობას იწვევდა.
_ დედაშენი? _ გაკვირვებით იკითხა ემილიმ. _ არ მეგონა ოდესმე თუ დაბრუნდებოდა.
_ არც მე. მითუმეტეს ახლა ჩემს სახლში ცხოვრობს. Mმაგრამ რა ვქნა სხვა გამოსავალი არ მაქვს. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა მასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა. ამის ოდნავი შანსიც არ არის, მაგრამ უსახლკაროს მაინც ვერ დავტოვებ. მამაჩემის გამო... _ ამ სიტყვების მერე, საშინელი სევდა მომაწვა გულზე. მისი სახე თვალწინ წარმომიდგა. უკანასკნელად ხომ მე ვნახე. მთხოვა ჩემი და-ძმისთვის მიმეხედა და... და დედასთვისაც მეპატიებინა ყველაფერი. არამგონია მისი მეორე თხოვნის ასრულება ოდესმე ვცადო, მაგრამ გაჭირვებაში მაინც ვერ მივატოვებ. მამაჩემი ის ხომ... მე ხომ...
აზრი ვეღარ დავამთავრე. ცრემლები მომაწვა ამის გახსენებაზე. სკამიდან ავდექი და გოგოებს ზურგი შევაქციე. არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახათ. ისინი ყველაფერს მიხვდნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ, მაგრამ უცბად ჯურნალისტები შემომეხვივნენ და რაღაც კითხვების დასმა დამიწყეს. მე მათი არ მესმოდა. არც მინდოდა რომ გამეგო. მაგრამ... ერთი სახელის გაგონებამ ჩემი ყურადღება მიიპყრო. ბლერ მილერი. ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომლისგანაც კარგა ხანია არაფერი მსმენია. რა იცოდნენ მასზე? რატომ ახსენეს მისი სახელი?
_ რა? ბლერ მილერი? აქ არის? -გაოცებული ვკითხულობდი.
MთV-ის ჟურნალისტი მათ გამოეყო და ყველაფერი ამიხსნა თავისი კითხვით.
_ რას ფიქრობთ თქვენი მეგობრის და ყოფილი მსახიობის აქ, თქვენს სკოლაში გადმოსვლაზე?
ხომ არ მომესმა? ბლერი აქ არის? ჩემს სკოლაში? ახლა გასაგებია რისთვისაც, უფრო სწორად ვისთვისაც არიან აქ ჯურნალისტები. მაგრამ ყოფილი მსახიობი?
_ ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. _ ცივად ვუპასუხე და გავეცალე.
სულ რაღაც ხუთი წუთის წინ საშინლად ვიყავი. ახლა კი სიხარულისგან ლამის მეფრინა. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ბლერი სკოლაში დაიწყებდა სიარულს და შოუ ბიზნესს მიატოვებდა. თანაც ჩემს სკოლაში. ეს რაღაც ზეციური საჩუქარი იყო?!
ხალხის გროვაში მისი ძებნა დავიწყე. აქეთ-იქით ვიხედებოდი, მის სახეს ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ.
ზარი დაირეკა და კლასში შევედი. კლასი ცარიელი დამხვდა, ბავშვები ჯერ კიდევ დერეფანში ირეოდნენ. ჩემი მერხის უკან ერთი გოგონა იჯდა. იდაყვი მერხზე ედო, თავი ჩაეღუნა და პასტას უაზროდ უსვამდა რვეულს. გულში რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა. თითქოს ეს გოგო ბლერი იყო, რომლის ნახვასაც ასე ველოდი. გოგონამ უცბად შემომხედა. მისი პატარა, ბავშვური სახე უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა. თითქოს მთელი ქვეყნის დარდი მას აწვა. გაოცებულები დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში. ჯერაც არ მჯეროდა რომ ის ბლერი იყო. გოგონა წამოდგა და ცივი სახით ჩამიარა გვერდით, თითქოს ჰაერი ვიყავი რომელსაც ვერავინ ხედავდა და ამჩნევდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ის ბლერი იყო, მაგრამ მისმა საქციელმა საბოლოოდ დამარწმუნა რომ ბლერი ჩემთან არასადროს მოვიდოდა. გაურკვევლობაში მყოფი დავჯექი მერხთან და დავიწყე ფიქრი თუ რა სჭირდა ბლერს. კლასი ბავშვებით აივსო. ემილიმ და ჯეინმა გამომარკვიეს ღრმა ფიქრებიდან რომლებიც ჩემს თავში ირეოდა.
_ ბელა, რა მოგივიდა? ხუთი წუთის წინ ბედნიერი იყავი ბლერის გამოჩენის გამო. _ მკითხა ემილიმ.
კლასში მასწავლებელი შემოვიდა და პასუხის გაცემა ვეღარ მოვასწარი. გაკვეთილი დაიწყო. მასწავლებლის ლაპარაკი და ბავშვების ზუზუნი იავნანასავით ჩამესმოდა. ირგვლივ არაფერს ვაქცევდი ყურადღებას. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული. რატომ მოიქცა ბლერი ასე? რა დავუშავე? ეს კითხვები თავს არ მანებებდნენ. ბევრი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ პასუხი არც ერთზე არ მქონდა. ერთადერთი ის მოვიფიქრე, რომ ბლერს დავლაპარაკებოდი. ყველაფერი უნდა გამერკვია. ასე, გაურკვევლობაში დარჩენა აუტანელი იყო. ამას ვერ შევძლებდი.
ზარი დაირეკა და ჩემი ფიქრებიდან გამომარკვია. წიგნები შევაგროვე და გასასვლელისკენ ისე გავემართე, რომ დაქალებისთვის არც შემიხედავს. გავიგონე უკნიდან ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. გავჩერდი და მივბრუნდი. ემილი და ჯეინი იყვნენ.
_ იქნებ გაგვაგებინო რა გჭირს? ისე გამოიყურები თითქოს ნახევრად აქ არ ხარ. _ შეწუხებული სახით მკითხა ემილიმ.
_ უბრალოდ არ მესმის. რა დავუშავე?
_ ვის? _ ორივემ ერთდროულად წამოიყვირა.
_ ბლერს. ისე ჩამიარა თითქოს არც ვარსებობდე. მისგან ასეთ საქციელს არ მოველოდი. ნეტავ ასეთი რა გავაკეთე? ბოლოს ჩემს ზარებზეც არ მპასუხობდა. არადა იცოდა, რომ ცუდად ვიყავი და მისი მხარდაჭერა მჭირდებოდა. როცა გავიგე რომ აქ იყო, ვიფიქრე ისევ დავმეგობრდებოდით. არ მეგონა რომ ასე მოხდებოდა. _ დაბნეული ვლაპარაკობდი.
_ კარგი ბელს. დაწყნარდი. ასე გულთან ახლოსაც ნუ მიიტან. მალე ყველაფერს გაარკვევ. დარწმუნებული ვარ რამე საპატიო მიზეზი ექნება რადგან ასე იქცევა. _ ემილი როგორც ყოველთვის წყნარად ლაპარაკობდა.
_ ნაადრევი დასკვნები ნუ გამოგაქვს ემ. ბლერმა ბელა საშინელ მომენტში მიატოვა. ეს მიუტევებელია. _ გაბრაზებული იყო ჯეინი.
_ კარგი გეყოფათ. უნდა მოვძებნო და ყველაფერი გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ. ხომ უნდა ვიცოდე ისევ დაქალად ჩავთვალო თუ არა. _ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მე და ბლერს ასეთი რამ მოგვივიდოდა. განუყრელები ვიყავით. კონკურენციის მომენტი არასდროს ყოფილა ჩვენს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან ცნობილები ვიყავით.
_ დღეს ვეღარაფერს გაიგებ სამწუხაროდ. ბლერი პირველი გაკვეთილიდანვე წავიდა. ისეთი სახე ქონდა ცოტა არ იყოს შემეშინდა. _ გამაგებინა ჯეინმა.
_ მე რომ დამინახა ალბათ იმიტომ წავიდა. კარგი. ესეიგი დღეს ვერაფერს გავარკვევ. მგონი უკეთესიცაა. ხვალამდე დავწყნარდები. _ იმედი გამიცრუვდა. მეგონა დღესვე გავიგებდი ყველაფერს. მაგრამ სხვა გზა არ იყო.
შემდეგ გაკვეთილზე წავედი. ინგლისური. ჩემი ხსნა. ეს საგანი ძალიან მიყვარს. თან კარგი მასწავლებელიც მყავს. ამ დროს ემილის და ჯეინს ისტორია ქონდათ. მე კი კაბინეტისკენ მარტო გავემართე. ბოლო მერხზე მარტო ვიჯექი ყოველთვის. ეს მსიამოვნებდა კიდეც. მითუმეტეს დღეს. თავისუფლად ფიქრის საშუალება მექნებოდა. კლასში შევედი. ბავშვები უკვე იქ იყვნენ. მასწავლებელი ცოტათი იგვიანებდა. არავისთვის არ შემიხედავს ისე წავედი ჩემს მერხთან და დავჯექი. საბრინა_ჩემი ერთ-ერთი კლასელი, რომელთანაც არცთუ კარგი ურთიერთობა მქონდა გაოცებული მიყურებდა. ნუთუ ასე საშინლად გამოვიყურებოდი? სარკე ამოვიღე და ჩავიხედე. მართალია ახლა ცუდად ვიყავი, მაგრამ გარეგნულად არ უნდა შემტყობოდა. თანაც მიჩვეული ვიყავი ყოველთვის ფორმაში ყოფნას. მრავალი წლის განმავლობაში კამერების წინ ვტრიალებდი. მაკიაჟის გარეშე გარეთ არ გავდიოდი. თუმცა ყოველთვის მსუბუქად ვიკეთებდი მაკიაჟს. ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. მაგრამ თუ კარგად დამაკვირდებოდა ადამიანი, ჩემს თვალებში დიდ სევდას ამოიკითხავდა. ერთი წლის წინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ადამიანი ვიყავი. არაფერი არ მაკლდა. მყავდა ერთგული მეგობრები, შესანიშნავი ოჯახი რომელიც ყოველთვის მხარში მედგა. მაგრამ ყველაზე საუკეთესო მეგობარი-მამაჩემი იყო. ეს ყველას უკვირდა. იშვიათია გოგოსა და მამას შორის ასეთი დამოკიდებულება. ყველანაირ თემაზე შეგვეძლო თავისუფლად ლაპარაკი. ბიჭებზეც კი. ვუყვარდი უამრავ ხალხს და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. სიმღერებს ვწერდი და ჩემს შემოქმედებას ხალხს ვაცნობდი. ღმერთო... თითქმის ერთი წელია სიმღერა აღარ დამიწერია. არადა ეს ჩემთვის ყველაფერი იყო. დღესაც მესმის როგორ ღიღინებენ ჩემს სიმღერებს. სხვადასხვა არხზე ისევ გადის ჩემი კლიპები. მართალია პირველ ადგილას აღარ დგას, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
ჩემი ფიქრებიდან მასწავლებელმა გამომარკვია.
_ მის მონტერ.
_ დიახ მასწავლებელო. _ ვუპასუხე. არადა როგორ არ ვიყავი ამის ხასიათზე. ოღონდ დღეს არა.
_ თუ შეიძლება თქვენი დავალება წაიკითხეთ. დღეისთვის უნდა გქონოდათ დამთავრებული თქვენი ესე.
_ დიახ. რა თქმა უნდა. _ რვეული ავიღე და კითხვა დავიწყე. არც მახსოვდა შიგნით რა ჩავწერე.
მასწავლებელს როგორც ჩანს მოეწონა ჩემი ნაშრომი. Kკმაყოფილი სახით მიყურებდა. კლასიც განაბული მისმენდა. თავისუფალი თემების წერა ყოველთვის მეხერხებოდა. ეს სიამოვნებას მანიჭებდა. თუმცა ისე გაგიჟებით არ მომწონდა ჩემი ნაწერები როგორც სხვებს. სხვების ნაწერების კითხვას ვამჯობინებდი ვიდრე ჩემსას.
_ ყოჩაღ ბელა. ვიცოდი რომ თავს გაართმევდი ჩემს დავალებას. _ აღტაცებულმა მითხრა მასწავლებელმა.
_ მადლობთ. _ მასწავლებელს გულწრფელი მადლობა გადავუხადე და დავჯექი. მიხაროდა როცა ჩემი ნამუშევრებით სხვებს ვასიამოვნებდი.
_ აბა. საბრინა. იქნებ თქვენც გაგვიზიაროთ თქვენი ნაშრომი? _ შესთავაზა მასწავლებელმა.
_ ეე...მმმ... საქმე ის არის, რომ გერმანულმა თითქმის ნახევარი წიგნი მომცა სასწავლად და ამიტომ თემის დაწერა ვერ მოვასწარი. _ დაბნეულად ლაპარაკობდა საბრინა.
_ ეს უკვე მერამდენჯერ ხდება? გერმანული ცალკე საგანია, ინგლისური კი ცალკე. ამიერიდან დრო სწორად გაანაწილეთ და ყველა საგანი მოასწარით. _ მასწავლებელი მკაცრად ელაპარაკებოდა.
საბრინა სკოლაში ყველაზე ,,სწერვა” გოგოების სიაში პირველ ადგილას იდგა. ჩემი ,,სტატუსის” გამო არ მოვწონდი. როდესაც დერეფანში გავიდოდი, ყველა მე მიყურებდა. ამას ყურადღებას უკვე აღარ ვაქცევდი. მას კი ეს ყველაფერი არ მოსწონდა. მიჩვეული იყო რომ ყურადღების ცენტრში ყოველთვის ის იყო. თუმცა მე ამაზე პრეტენზია აღარ მქონდა.
გამეცინა როდესაც ერთი წლის წინანდელი ბელა და ახლანდელი ბელა ერთმანეთს შევადარე. სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. უნდა გამოვტყდე, რომ მე ძველი ბელა უფრო მომწონდა. მარტო მე კი არა, არამედ მთელ ქვეყანასაც.
საშინელი და მტანჯველი გაკვეთილებისთვის მოვემზადე და შემდეგი გაკვეთილისკენ გავემართე.
დღე ისე საშინლად მიიზლაზნებოდა. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. გაკვეთილებზე გათიშული ვიჯექი. ზარი დაირეკა და მეც რეალობაში დავბრუნდი. წიგნები შევაგროვე და სკოლის გასასვლელისკენ წავედი. ემილი და ჯეინი შუა გზაში შემხვდნენ.
_ ასეთი სახეებით ნუ მიყურებთ. ყველაფერი კარგადაა. ახლა უფრო დავმშვიდდი. _ დავამშვიდე დაქალები. თორემ სახეზე ეტყობოდათ მართლა ძალიან ნაღვლობდნენ ჩემს გამო.
_ იმედგაცრუებული ხარ? _ მკითხა ემილიმ.
_ ნუუ... ცოტა არ იყოს კი.
დაეჭვებულებმა შემომხედეს.
პატარა პაუზა...
_ კარგი ხო. უნდა ვაღიარო. ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. _ თავი ჩავხარე და ნერვიულად ჩავიცინე.
_ გინდა სახლში წამოგყვეთ? რებეკას თავი არ გექნება ალბათ...
_ არა იყოს. თქვენ აქ კიდევ საქმეები გაქვთ. თანაც სახლში არ მივდივარ. სტუდიაში შევივლი ცოტა ხნით. ცეკვა ახლა ჩემთვის ნამდვილი წამალია. _ ეს მართალი იყო. რაც ფეხი ავიდგი იმ დღიდან ვცეკვავდი. ლათინო-ამერიკული ცეკვები ყოველთვის ძალიან მომწონდა. მითუმეტეს რომ მისი წყალობით მოვხვდი შოუ ბიზნესში.

ai meore Tavic. happy am kvirashi sheidzleba vegar movaxerxo axali tavis dadeba da amitom axlave vamjobine damedo. torem orshabatamde ver davdeb albat. :*

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - სამშაბათი, 2010-11-09, 9:01 PM

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 9:39 PM | შეტყობინება # 19
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavia bella dzaan shemecoda rogor itanjeba.


Takoთარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 10:25 PM | შეტყობინება # 20
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
vaimee tamoo es tavebi wakitxuli mkoniaaa biggrin :*:*:*:*:* axla gamaxsneda mahsin ro gamomigzavne wavikitxe. vipov axla chems gadatvirtul papkashi biggrin
ici rogor gamixarda roca dadeba gadawyvite? dzalian nichieri gogona xar da es nichiereba bolomde unda gamoavlino. :*
vfikrob rom es yvelaze kargi xerxia!
xo rac hseexeba fiks, dzalian momwons dasawyisi , istoria kargad gaqvs mofikrebul. memgoni SUPERSTAR BELLA aravis dauweria xoo?? biggrin kargi ideaa, bevri saintereso da kargi ragacis mofikreba sheidzleba. shemidzleba gkitxo axla ramdeni tavi gaqvs dadebuli? ikneb movaxerxo da bolomde gamgazavnino biggrin dzalian mainterebs. :*:*
mokled gaagrdzlele ase dadeba! me ki sul sul sul yovetvis didi siamovenbit wavikitxav, roca ki mecleba :*:*:*:*:*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - სამშაბათი, 2010-11-09, 10:26 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 10:37 PM | შეტყობინება # 21

842
83  +
   ±
Offline
Tako, genacvale taak. didi madlobaa :* zdalian mixaria rom kitxulob da mogwoons :* sul 9 tavi maqvs dawerili jer-jerobit biggrin happy mesame tavs albat kviras davdeb ar vici...
Quote (Tako)
memgoni SUPERSTAR BELLA aravis dauweria xoo??

xoo mgoniii biggrin mara fikis mtvar gmirs ise qvia bella. twilighttan aranair kavshirshi araa. happy

დამატებულია (2010-11-09, 10:37 PM)
---------------------------------------------
bella-bella, madloba dzvirfasooo :*

Quote (bella-bella)
bella dzaan shemecoda rogor itanjeba.

OoooOOO. shem mere naxe rogor daitanjeba biggrin biggrin

DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 10:56 PM | შეტყობინება # 22
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Tako, გეთანხმებიი!!! მართლა საინტერესო და განსხვავებული სიუჟეტია და იდეების კორიანტელი ექნება თამოს happy დიდი სიამოვნებით ვაღიარებ, რომ შენი ფანი ვაარ!!! ტუ კომენტარის დაწერა დავიგვიანო, არ იფიქრო, რომ არ წამიკითხავს... ამას როგორ გამოვტოვებ! ჩემს თვალ წინ ასეთი ნიჭიერი ხალხი იზრდება... მაგრამ იმდენი სამეცადინო მაქვს წერისთვის აი ახლა ძლივს გამოვნახე დრო. ძაალიაან მომწოონს!!! თხრობა, წყობა, სიუჟეტი ყველაფერიი კარგიაა!!! შესანიშნავი გოგო ხაარ :*


mary-blackთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 5:26 PM | შეტყობინება # 23

55
18  +
18  ±
   ±
Offline
bRavo...BIs.belisimaa........mapatie chemi mwiri italiuri metis sashualebas ar madzlevs..... uzomod momewona sheni fiki raac msgavsi ideit maqvs wakitxuli ibglisurad magram shenshi ufro didi azri devs......mudmiv mkitxvelad chamtvale moutmenlad veli shemdeg tavs.... smile


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 5:35 PM | შეტყობინება # 24

842
83  +
   ±
Offline
stupid_l@mb, dikoo :* dzalian didi madloba :* mixaria rom kitxulob :* didi xani vfiqrobdi damedo tu ara es fiki, magram bolos mainc gadavwyvite dadeba biggrin da dzalian mixaria rom mogwont :*
mary-black, gaixare didi madlobaa :*
Quote (mary-black)
mudmiv mkitxvelad chamtvale moutmenlad veli shemdeg tavs.

:* semdeg tavs shabats an kviras davdeb. me tvitonac dzaliam minda rac sheidzleba male davdo da tqvani ari gavigo, magram ramdenime dge xo mainc unda gavides. tan me iseti zarmaci var dzalian nela vwer xolme tavebs biggrin :S

Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:09 PM | შეტყობინება # 25
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
bella-vampire, TaMM raa kargad weeer.. sad aii dzalian magari xar yochag! :*:*
magrama kiTxva maqvs biggrin Bella 20 wlis araa?? kide skolashi dadis? tu unishi? biggrin




bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:15 PM | შეტყობინება # 26

842
83  +
   ±
Offline
Rosalie, didi madloba sixarulo :*
ara, bela 20wlis araa. 17wlisaa da skolashi dadis smile

Rosalieთარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 7:17 PM | შეტყობინება # 27
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
ara, bela 20wlis araa. 17wlisaa da skolashi dadis

sxvashi ameria etkoba me mapatieT biggrin uyureT mag maimuns jer miwas ar ascilebia da karierac moiwyo.. lol




bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 7:28 PM | შეტყობინება # 28

842
83  +
   ±
Offline
Rosalie, araushavs kaco biggrin :*
aba abaa. matrakvecaa raa lol axal tavs cota xanshi davdeeb happy

elle____თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 3:26 PM | შეტყობინება # 29
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
magaria dzaaaaan yochaaag : ) momaval tavs velodebiiii :*:*:*:**:*


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2010-11-13, 7:36 PM | შეტყობინება # 30

842
83  +
   ±
Offline
თავი მესამე
მოგონებები

ათი წუთის შემდეგ უკვე ჩემს მანქანაში ვიჯექი. ცივი ჰაერი თმებს მიჩეჩავდა და მაფხიზლებდა. იმ შენობის წინ გავაჩერე სადაც ბავშვობიდან ვცეკვავდი. გამახსენდა პირველი დღე, როდესაც მამამ ცეკვაზე შემიყვანა. ძალიან ვნერვიულობდი. პირველი დღე, ახალი ნაცნობები, ახალი გარემო... თანაც სულ რაღაც ხუთი წლის ვიყავი. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახალ გარემოს კარგად შევეწყვე. მალე სხვადასხვა კონკურსებში დავიწყე მონაწილეობის მიღება. მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე გავხდი. ამის შემდეგ სხვაგან აღარც წავსულვარ. მთელი თერთმეტი წელი ვცეკვავდი. როდესაც ვცეკვავდი, ყველა ჩემს პრობლემას ვივიწყებდი, უდარდელი ვხდებოდი. ამიტომაც მოვედი ახლა აქ. ამ შენობასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებდა.
შიგნით შევედი. პატარა ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ, მხიარულობდნენ. ჩემი თავი გამახსენდა. მეც ასეთი ვიყავი...
თუმცა კარგი. აქ იმისთვის მოვედი რომ ჩემი დარდი გამეფანტა და არა იმისთვის, რომ უარესად გავმხდარიყავი.
ჩემს ძველ დარბაზში შევედი. ყველაფერი ისე იყო როგორც ბოლოს დავტოვე, უბრალოდ სხვა ბავშვები იყვნენ. თუმცა... მივხვდი, რომ ეს სხვა ჯგუფი იყო. მე ყოველთვის საღამოს ჯგუფში დავდიოდი, ახლა კი მხოლოდ სამი საათი იყო. ჩემი მასწავლებლის ნახვა მომინდა.
დიდხანს ვეძებე მთელს შენობაში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვნახე. ალბათ ჯერ არ იყო მოსული. პატარების ჯგუფს მისი დამხმარე ასწავლიდა. თუმცა ისიც ვერ ვნახე, რომ მასწავლებლის შესახებ ამბები გამეგო. ჰოო... დღეს ნამდვილად არ მიმართლებს. საცეკვაო დარბაზში შევედი. ის უზარმაზარი იყო. დარბაზის ყოველ კედელზე უზარმაზარი სარკეები ეკიდა. მახსოვს სარკის წინ ვდგებოდი და ცეკვას ვიწყებდი. ახალ მოძრაობებს ვამუშავებდი. ძალას არ ვიშურებდი. მინდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი.
მაგრამ ახლა თითქოს რაღაც შეცვლილი იყო. არა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ადრე, ტელეფონიც კი ზუსტად იმავე ადგილას იდო. სამაგიეროდ მე ვიყავი შეცვლილი. მე ის ბელა აღარ ვიყავი. ბელა, რომელიც კარებს გააღებდა თუ არა, იღიმებოდა. სინათლის შუქი შეჰქონდა ყველა ადამიანის გულში. ჩემს დანახვაზე ყველას სახე უნათდებოდა. უბრალო დამლაგებელსაც კი. გულით სიხარული, ხალისი და სიყვარული დამქონდა და ამას ყველას ვუზიარებდი. არ მინდოდა ჩემს გარშემო ერთი ადამიანიც კი ცუდად ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ახლაც არ მინდა, მაგრამ როგორ მოვთხოვო სხვას გაიღიმე-მეთქი თუ მე თვითონ სახე ჩამომტირის? ჩემს დანახვაზე პირიქით, უფრო ცუდად გახდებიან.
ასეთი და ამაზე უარესი ფიქრებისგან ცუდად გავხდი და ამიტომ საჩქაროდ ცეკვა დავიწყე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. სარკის წინ ვცეკვავდი და ძველი დრო მახსენდებოდა. სალსა და ჩა-ჩა-ჩა ვიცეკვე სოლოში, მაგრამ
წყვილში ცეკვა სულ სხვა იყო. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემს მეწყვილესთან-მედთან ცხრა წელი ვცეკვავდი. ერთად ბევრ კონკურსში გაგვიმარჯვია. მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდით. ეს ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ ხალხმა უფრო კარგად გამიცნო და პოპულარული გავხდი, როგორც მსახიობი და მომღერალი. კარგი დრო იყო... მაგრამ როგორც ამბობენ ყველაფერ კარგს აქვს დასასრული. ჰოდა, ჩემი ბედნიერებაც დასრულდა. ერთ დღესაც წყლით სავსე ბუშტივით გასკდა და აქეთ-იქით გაიფანტა.
უცბად დარბაზის კარები გაიღო და ორი ბიჭი და ერთი გოგო შემოვიდა. საცეკვაო ფორმებში გამოწყობილები. მე ვერც კი შემამჩნიეს, რადგან დარბაზის ბოლოში ვიდექი. რუმბას ცეკვა დაიწყეს. ერთი ბიჭი მათ მოძრაობებს უსწორებდა და ცდილობდა უფრო დაეხვეწა ისინი. როგორ გავდა მედს... არა. კი არ გავდა ის იყო!
_ მედ? _ გაკვირვეუბულმა ჩემსკენ მოიხედა. არ იცოდა თუ ვინმე კიდევ იყო მათ გარდა.
_ ბელა? ნუთუ ეს შენ ხარ? თვალებს ვერ ვუჯერებ! დაკარგულო, _ ისე სიყვარულით მელაპარაკებოდა როგორც ადრე. რა კარგი იყო მისი ტკბილი ხმის გაგონება.
მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
_ ყველაფერს მოველოდი, მაგრამ შენს აქ ნახვას არა. არ ვიცოდი თუ ისევ ცეკვავდი. რომელმა ქარმა გადმოგაგდო? _ ისე მხიარულად მელაპარაკებოდა, აშკარა იყო, რომ ჩემი ნახვა მართლაც გაუხარდა.
_ რა ვიცი, მგონი სამხრეთის ქარი უბერავდა არა? _ სიცილით ვუპასუხე. მასთან ადამიანი ცუდ ხასიათზე ვერ იქნებოდა. ის ისეთი ლაღი იყო...
_ იუმორის გრძობა მაინც არ დაგკარგვია, _ გაუხარდა, რომ ასე იყო.
მართალია. იუმორი... ეს მამაჩემისგან მქონდა.
_ ჰო. მართალი ხარ. იუმორი მართლა არ დამიკარგავს... საბედნიეროდ...
მიხვდა, რომ ნაღვლიანი ხმა მქონდა. ის ძალიან კარგად მიცნობდა და ამიტომაც ჩემი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა გადაწყვიტა.
_ გაიცანი, ესენიც მომავალი ჩემპიონები არიან. ელა და მისი მეწყვილე ალექსი. მგონი შენი გამოცდილება გამოადგებათ არა? _ გამომწვევად მითხრა მედმა.
მე გამეცინა.
_ გამარჯობა, _ მივესალმე და გავუღიმე.
_ გამარჯობა, _ ისინიც ძალიან გულთბილად მომესალმნენ.
_ მოიცა, მოიცა. შენ ბელა ხარ? ბელა მონტერი? მსოფლიო ჩემპიონი ცეკვაში? მედის მეწყვილე? _ მომაყარა კითხვები ელამ.
_ კი, მე ვარ, _ ეს ვუთხარი და გამეცინა.
_ ხოო... დიდი, ლეგენდარული და განუმეორებელი მის ბელა მონტერი. და-და-და დაამმ, _ დაიწყო მედმა. ის სულ ასე აკეთებდა, როცა ვინმე მისი ნაცნობი მცნობდა.
_ ჰო, ჰო. კარგი ახლა შენებურები არ დაიწყო მედ, _ სიცილით გავაფრთხილე, მაგრამ მიხვდა რასაც ვგულისხმობდი.
_ თუ ასეა შეგიძლიათ გვავარჯიშოთ? ორივემ ერთად. ეს ჩვენ ძალიან წაგვადგებოდა, _ ენთუზიაზმით თქვა ალექსმა.
მე და მედმა ერთმანეთს გადავხედეთ. პასუხი ორივემ ვიცოდით.
_ რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, _
მედმა ჩაახველა და გამისწორა.
_ ბელას იმის თქმა უნდოდა, ჩვენთვის იქნება სასიამოვნოო. Aარა ბელა?
_ კარგი ჰო, კარგი. შემეშალა. შენ ხომ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, _ გავიცინე. ახლა მივხვდი თუ რამდენად მაკლდა მედი, მისი ხუმრობები, მაიმუნობები. ერთად რას აღარ ვაკეთებდით. ნამდვილი გიჟები ვიყავით.
_ კარგი. აბა, ახლა ბელას მოუსმინეთ. უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხში ჩემზე Qჭკვიანია. ის რომ არა, ალბათ დავნებდებოდი, _ ძველი დრო გაიხსენა მედმა.
_ გეყოფა მაიმუნობა, _ ენა გამოვუყავი. _ მოდით, საქმეს მივხედოთ! _ ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდით.
_ პირველი, თქვენს თავში დარწმუნებულები უნდა იყოთ. რომ გაიმარჯვოთ წაგებისთვის მზად უნდა იყოთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
_ დაიწყო დესპოტმა, _ თავისთვის ჩაიბუტბუტა მედმა.
_ მეედ!
_ უპს. ხმამაღლა მომივიდა? _ თავისი ეშმაკური სიცილით გაიღიმა.
_ გეყოფა კარგი? დესპოტი არ ვარ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადონ. ეს დიდ როლს თამაშობს. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. კონკურსამდე რამდენი ხანია დარჩენილი?
_ ერთი თვე, _ მიპასუხა ალექსმა.
_ საკმარისი უნდა იყოს... თუმცა გაითვალისწინეთ წელს ძალიან ძნელი იქნება... როგორც მე ვიცი...
_ კი. ,,კრუელა” ჟიურის ერთ-ერთი მთავარი წევრია, _ გამაფრთხილა მედმა.
_ კრუელა? _ გაკვირვებულები იყვნენ ელა და ალექსი.
_ ხო, ეს ჩვენი ძველი ხუმრობაა. ,,კრუელას” ემმას ვეძახით.
_ არ მეგონა თუ კიდევ ქაჩავდა ემმა, _ ჩემთვის ვთქვი.
_ აბაა. საქმეს არ მივხედოთ? _ ენთუზიაზმით ვთქვი მე.
_ ჯაივით დავიწყოთ, _ მბრძანებლური ტონით თქვა მედმა.
მე კი ენა გამოვუყავი. თუმცა, ამას მან ყურადღება არ მიაქცია. უკან, კარებისკენ გავიხედე და რამდენიმე ბიჭი შევამჩნიე. მათი გამოხედვა ძალიან არ მომეწონა... რატომ გახდა მათ დანახვაზე მედი ასეთი უხეში? მისი ტონი სულ მთლად შეიცვალა. ეს არ მესიამოვნა!
ვარჯიში შვიდ საათზე დავამთავრეთ. ყველანი კმაყოფილები ვიყავით. ელა და ალექსი მართლაც ძალიან ნიჭიერები არიან. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მხოლოდ მე და მედი დავრჩით. გადავწყვიტე იმ ბიჭების შესახებ მეკითხა რადგან შევამჩნიე, რომ მისი მანქანის შორი-ახლოს იდგნენ.
_ მედ. შეიძლება რაღაც გკითხო? _ ფრთხილად ვკითხე.
_ რა თქმა უნდა, _ მისი ტონი ისევ უხეში რჩებოდა.
ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე.
_ ვინ არიან ის ბიჭები? _ ხელით მათზე მივანიშნე.
მედი დუმდა, პასუხის გაცემა არ უნდოდა.
_ დარბაზშიც დავინახე ისინი. მათ დანახვაზე ისეთი უხეში გახდი... _ ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი მივაყარე.
_ იცი რა, ბელს... _ დაიწყო მან.
_ რააა?????? _ გაბრაზებულმა ვკითხე.
_ არაფერი, _ გაბრაზებულმა ზურგი შემაქცია და წავიდა.
მეც გავბრაზდი მასზე და ჩემი მანქანისკენ წავედი.

ai mesame taviic happy

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 22
  • 23
  • »
ძებნა: