გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ ავტორი: bella-vampire ბეტა: AnasteishA დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე. რეიტინგი: G(General) პეირინგი: ბ.მ/რ.ა ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst) სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა... ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :) პერსონაჟების სურათები თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4 თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16 თავი 17 თავი 18 თავი 19 პროლოგი მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე... საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ. ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM | |
|
|
SLYTHI | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:28 PM | შეტყობინება # 61 |
259
Offline
| Quote (bella-vampire) SLYTHI, damaintrigee ra idea gaqvs ar metyvi? axali tavi albat male iqneba. gaasworebs ani da davdeb :* mm Bellas is sheuyvardeba vinc klers uyvars?
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 5:53 PM | შეტყობინება # 62 |
842
Offline
| SLYTHI, ver gaartyvi AnasteishA, didi madloba sixarulo aseti sityvebistvis :* araushavs, mtavaria rom kitxulob :* Quote (AnasteishA) memgoni shenc is azri gaq rac me.... jastinze xom araferi ifiqre? eg ambavi mec dzalian mainteresebs da vnaxot rogor ganvitardeba movlenebi. oooo. jastintan ragac sheidzlebaa... :D დამატებულია (2010-12-24, 5:53 PM) --------------------------------------------- თავი მეცხრე გეგმა ტანსაცმელი უცბად ავირჩიე. არ მინდოდა გამოპრანჭვა. ჯობია დღეს ყურადღების ცენტრში კლერი იყოს. შავი ბუტილკა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, უბრალო, მაგრამ ძალიან საყვარელი ყვითელი მაიკა და ცოტაოდენი მაკიაჟი. შავი პლაში მოვისხი და კლერის ოთახისკენ გავემართე. კარებზე დავაკაკუნე. _ შემოდი, ბელა, _ მაშინვე დაიძახა კლერმა. ოთახში შევედი. კლერი სარკის წინ ტრიალებდა და საკუთარ თავს ათვალიერებდა. _ შესანიშნავად გამოიყურები, კლერ. მაიკლის გაგიჟება გინდა? _ ჩავიხითხითე. _ ვნახოთ, როგორ მოიქცევა, _ ეშმაკურად ჩაიცინა კლერმა. _ შემთხვევით, ჩემს გეგმას რაღაც დეტალები ხომ არ დაუმატე? _ დაეჭვებულმა ვკითხე. _ არა. შეიძლება ადგილზე იმპროვიზაცია მოვახდინო. _ კარგი. წავალ ჯასტინს ავაჩქარებ, შენ კი ქვემოთ დაგველოდე. _ კარგი, _ დაიყვირა კლერმა, როდესაც კარები მოვხურე. ჯასტინის ოთახისკენ გავემართე, მაგრამ გზაში თვითონ მას შევეჯახე. _ ოჰო, ბელა, მშვენივრად გამოიყურები, _ კომპლიმენტი მითხრა მან. _ გმადლობთ, შენ კლერი არ გინახავს, _ მის გახსენებაზე ჩავიხითხითე. უზომოდ მოკლე კაბა, რომელიც თითქმის არაფერს არ ფარავდა, მაღალყელიანი ჩექმები 15 სანტიმეტრზე და ხასხასა წითელი ზედა. ამ ყველაფერს მშვენივრად უხდებოდა კლერის მიერ გაკეთებული მაკიაჯი. _ ქვემოთ ჩავიდეთ, კლერიც იქ იქნება, _ ვუთხარი ჯასტინს და კიბისკენ გავემართე. 15 წუთის შემდეგ ყველანი ჯასტინის ჯიპში ვისხედით. _ ბელა, არ მესმის, მე მაინც რა შუაში ვარ? ნუთუ, აუცილებელია შენი შეყვარებულის როლის გათამაშება? _ წუწუნებდა ჯასტინი. _ გეყოფა რა, ჯასტინ. მეც დიდად არ მსიამოვნებს ეს ფაქტი, მაგრამ ამას ჩემი საყვარელი ბიძაშვილის გამო ვაკეთებ. გპირდები, ისეთს არაფერს არ გავაკეთებთ რისიც მერე შეგრცხვება, _ უკან გავიხედე და კლერს თვალი ჩავუკარი, მან ჩაიცინა. _ მართალია, ჯასტინ, ამას მე არ დავუშვებ, გპირდები, _ კლერმა გულზე ხელი დაიდო და თან სიცილს ძლივს იკავებდა. _ ამ ყველა სიგიჟის მიზეზს მეტყვით? ვიცი, რომ კლერმა ერთ ბიჭს, ასე ვთქვათ, სამაგიერო უნდა გადაუხადოს, მაგრამ უფრო დეტალურად შეიძლება? _ ჯასტინისთვის ყველაფერი არ გვითქვამს. არ იყო საჭირო. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს, მაგრამ თუ ჯერ არაფერი არ ეცოდინება, უფრო ადვილი იქნება საქმის გაკეთება. _ არ შეიძლება! _ მე და კლერმა ერთად წამოვიყვირეთ. _ კარგი, კარგი, როგორც იტყვით, _ დანებების ნიშნად ჯასტინმა ორივე ხელი მაღლა აწია. _ გირჩევნია, საჭეს მიხედო. ჯერ სიკვდილი ნამდვილად არ გადამიწყვეტია, _ ცოტათი უხეში ტონით გამომივიდა. _ ჯერ? _ ჯასტინმა წარბები აქაჩა. _ ჰო, ჯერ. როცა გადავწყვეტ, გპირდები პირველი შენ გაიგებ, _ შევპირდი მას. ცოტა ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ არაუშავს. დარწმუნებული ვარ, დღეს კარგად გავერთობით. ნახევარ საათში უკვე ადგილზე ვიყავით. კლერი სულ აქეთ-იქით იხედებოდა, იმ იმედით, რომ სადმე მაიკლს შეამჩნევდა. _ ბელააა, აი, ნახე ისინიც, _ კლერმა ვიღაც წყვილზე ხელით მანიშნა. _ ესაა მაიკლი? _ თანხმობის ნიშნად მან მხოლოდ თავი დამიქნია. მართლაც სიმპატიური ბიჭია. მაღალი,შავგვრემანი, ღია ყავისფერი თვალებით. ზუსტად ისეთი, როგორიც კლერს მოსწონს. მე კი ასეთი ბიჭები ნამდვილად არ მიზიდავს. _ მოკლედ ასე, _ დავიწყე მე. _ გახსოვს რაც გითხარი? მათ გვერდზე მაგიდაზე დავსხდებით მე და ჯასტინი. ცოტა ხანში შენც მოდი, მაგრამ არ გაბედო და მათკენ არ გაიხედო, _ გავაფრთხილე კლერი. _ კარგი. ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ მიდით, დროზე დასხედით, _ მოუთმენლობისგან მეგონა კლერი ადგილზე ხტუნვას დაიწყებდა, ამიტომაც ჯასტინი ავაჩქარე და მაგიდისკენ გავემართეთ. _ მე რა უნდა გავაკეთო? _ დაბნეულმა იკითხა ჯასტინმა. _ ჯაას, ნუ გაქვს სკლეროზი. უბრალოდ ზედმეტი არ ილაპარაკო, კარგი? ჰოდა, არავითარ შემთხვევაში არ გაიცინო! _ გავაფრთხილე. _ კარგი, გასაგებია. რამე შევუკვეთოთ? _ ჰო, მე მარტო ფორთოხლის წვენი მინდა. ჯასტინმა ოფიციანტს დაუძახა და ჩვენი შეკვეთა გადასცა. _ კლერსაც ავუღოთ რამე? _ უეცრად მკითხა ჯასტინმა. _ მასაც ფორთოხლის წვენი, _ მოკლედ ვუპასუხე და იქითკენ დავიწყე ყურება, საიდანაც კლერი უნდა გამოჩენილიყო. დაახლოებით 10 წუთში კლერიც გამოჩნდა. _ აქამდე სად იყავი? _ მაშინვე მივახალე, როგორც კი სკამზე დაჯდა. _ ვემზადებოდი, _ მოკლედ მიპასუხა. ცოტა ხანი სამივენი ერთად ვსაუბრობდით. _ გამარჯობა, კლერ, _ ჩემს უკან ვიღაცის ხმა გავიგონე. მივიხედე და ის გოგო დავინახე. თუ არ ვცდები მონიკა ჰქვია. რა თქმა უნდა, მაიკლთან ერთად, რომელსაც უკმაყოფილო სახე ჰქონდა. _ გამარჯობა, მონიკა, მაიკლ, _ კლერიც მიესალმა. _ გამარჯობა, კლერ, _ უღიმღამოდ თქვა მაიკლმა, მაგრამ თვალებში რაღაც აუციმციმდა. ჩემი მოტყუება ძალიან ძნელია. _ როგორც ვხედავ, მეგობრებთან ერთად ხარ, არა, კლერ? _ ,,მეგობრული” ხმით შეეკითხა მონიკა. ამასობაში შევამჩნიე, რომ მაიკლი ჯასტინს თვალებით ბურღავდა. საინტერესოა... _ ჰო, ეს ბელაა ჩემი ბიძაშვილი, ეს კი მისი შეყვარებული, ჯასტინი, _ წარგვადგინა კლერმა. მაიკლი ცოტათი დაწყნარდა, როდესაც გაიგო, რომ ჯასტინი ,,ჩემი შეყვარებული” იყო. _ სასიამოვნოა. მე მონიკა ვარ, კლერის კლასელი. ეს კი მაიკლია. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ შემოგიერთდეთ? _ მონიკამ ეს ყველაფერი ისე მიაყარა, რომ ძლივს გავიგე. _ რა თქმა უნდა, არა, _ ვუთხარი და რაც შემეძლო მეგობრულად გავუღიმე. სახეზე ვერავინ შემატყობდა თუ რამე მქონდა ჩაფიქრებული. ბოლოს და ბოლოს, რამდენი წელი ვიყავი მსახიობი. _ კლერ, შენ მარტო ხარ? _ დაინტერესდა მაიკლი. _ ჰო, ბელას და ჯასტინს გამოვყევი. სახლში მარტო ჯდომა არ მინდოდა, _ ვითომ დანაღვლიანებულმა უპასუხა კლერმა. _ ჰო, სახლიდან ძლივს გამოვიყვანეთ, _ ჩაურთო ჯასტინმა. _ რამე მოხდა, კლერ? _ აშკარად ზედმეტად დაინტერესებული იყო მაიკლი. _ არა, არაფერი არ მომხდარა ისეთი, ყველაფერი კარგადაა, _ გაუღიმა კლერმა. _ სადმე ხომ არ წავსულიყავით? სიმართლე გითხრათ, მალე კლუბში წასვლას ვაპირებდით. ხომ არ შემოგვიერთდებით? _ შევთავაზე მე. _ რა თქმა უნდა. ძალიან კარგი იდეაა. არა, მაიკლ? _ მონიკა ამ ამბით ძალიან გახარებული იყო. ფაქტიურად მაიკლს არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვა. _ ჰო, რა თქმა უნდა, წავიდეთ, _ მაიკლმა გაიღიმა და შეუმჩნევლად კლერს გადახედა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ გამომპარვია. _ მაშინ, წავედით. ყველანი ავდექით და მანქანებისკნ გავეშურეთ. შევთანხმდით, რომ კლუბთან შევხვდებოდით. _ ყველაფერი კარგად მიდის. შეამჩნიე მაიკლი რომ სულ შენსკენ აპარებდა მზერას? _ ღიმილით ვუთხარი კლერს. _ როგორ არა, თუმცა ყველანაირად ვეცადე არ შემემჩნია, _ გაეღიმა კლერს. _ მე კი ვერაფერი შევამჩნიე, _ წაიბუზღუნა ჯასტინმა. _ ეს იმიტომ, რომ ჩემს უკან ვიღაც გოგოს ათვალიერებდი, _ ჩაუშვა კლერმა. ჯასტინი ცოტა არ იყოს დაიძაბა, მე და კლერმა კი გადავიხარხარეთ. ცოტა ხანში ჯასტინიც შემოგვიერთდა. _ არ მეგონა ასეთი დაკვირვებული თუ იყავი, თორემ უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, _ გაიხუმრა ჯასტინმა. _ შემდეგში ფრთხილად იქნები. ამასობაში კლუბსაც მივუახლოვდით. ჯასტინმა მანქანა დააყენა და სამივენი გადმოვედით. მაიკლი და მონიკა შესასვლელში გველოდებოდნენ. _ ძალიან დიდი რიგია. ეს ძალიან პოპულარული კლუბია. მითუმეტეს, დღეს სპეციალური სტუმარი ჰყავთ. _ ეგ პრობლემა არაა, ჩვენ შეგვიშვებენ, _ კლერმა გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. რას აპირებს? ეს ნაწილი გეგმაში ნამდვილად არ ყოფილა... დაცვის ერთ-ერთ ბიჭთან მივიდა და რაღაცის ლაპარაკი დაუწყო. შემდეგ საფულიდან რაღაც ამოიღო და აჩვენა. მცველმა თავაზიანად გაუღიმა და ჟესტით უჩვენა შესულიყო. კლერი ჩვენსკენ წამოვიდა. _ უკვე ყველაფერი მოვაგვარე, პრობლემა არაა, შევიდეთ. _ როგორ მოახერხე? _ გაღიზიანებულმა ჰკითხა მონიკამ. _ ეს ჩემი პატარა საიდუმლოა, _ ღიმილით უთხრა კლერმა. ამასობაში კლუბშიც შევედით. კლერი ბარმენთან მივიდა და რაღაც უთხრა, შემდეგ კი ჩვენსკენ მობრუნდა და გვითხრა, რომ გავყოლოდით. ცოტა ხნის შემდეგ VIP ოთახში ვიყავით. მონიკას გაბრაზებისგან სახე ჭარხალივით აწითლებული ჰქონდა. ჯასტინი კი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით. მე კი, რა თქმა უნდა, ეს არ მიკვირდა. ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო. _ სასმელები არ შევუკვეთოთ? _ იკითხა მაიკლმა. _ რა თქმა უნდა, _ მხიარულად უპასუხა კლერმა. _ მე ორმაგი ვისკი მინდა, _ მონიკა ისევ ისეთი აწითლებული იყო. _ დარწმუნებული ხარ? _ ჰკითხა მაიკლმა. _ აბსოლიტურად, _ მოკლედ უპასუხა, აშკარად ძალიან გაბრაზებულმა. _ მე ტეკილა მინდა, _ თქვა კლერმა. _ მე კი მოხიტო, _ კლერს შევხედე და თვალი ჩავუკარი. ამასობაში ოფიციანტი მოვიდა და სასმელები შევუკვეთეთ. ჩვენი შეკვეთა ხუთ წუთში მოიტანეს. დრო მალე გავიდა. ადრინდელი დაძაბულობა საერთოდ მოიხსნა და ახლა ისე ვერთობოდით, თითქოს დიდიხნის მეგობრები ვიყავით. _ ყველანი საცეკვაოდ წავედით, _ ჯასტინს და მაიკლს ხელი მოვკიდე და გასასვლელისკენ წავათრიე. Kლერიც ცეკვა-ცეკვით წამოვიდა, მონიკა კი შეყოყმანდა. _ თქვენ წადით, მე ცოტა ხანში დაგეწევით. დასარეკი მაქვს, _ სამივემ ერთდროულად თავები დავუქნიეთ და გამოვედით. რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ კარგს არაფერს აპირებდა. ამასობაში პირველ სართულზეც ჩავედით. ჯასტინი ბართან დაჯდა და სასმელი შეუკვეთა. მე, კლერი და მაიკლი საცეკვაოდ წავედით. ცოტა ხანში ნელი მელოდია დაიწყო. მათ გავეცალე და მონიკას მოსაძებნად წავედი. კლერმა და მაიკლმა ცეკვა დაიწყეს. ყველაფერი კარგად მიდის. ახლა მთავარია მონიკამ რამე არ მოიმოქმედოს. VIP ოთახში დავბრუნდი, მაგრამ იქ არ დამხვდა. ისევ პირველ სართულზე ჩავედი, სადაც მაიკლი და კლერი ცეკვავდნენ და თან რაღაცაზე იცინოდნენ. ჯასტინიც ვიღაც გოგოსთან ერთად ცეკვავდა. ჯობია ხელი არ შევუშალო, თორემ მერე წუწუნს დაიწყებს. ბართან მივედი და უალკოჰოლო მოხიტო შევუკვეთე- დღეს დათრობა ნამდვილად არ მინდოდა. მონიკას უეცრად გაქრობა მაინც საეჭვოდ მეჩვენებოდა. ნელი მელოდია დასრულდა და ჩემი საყვარელი, Swiss Ft. Music KIdz-One in a million დაიწყო. მაშინვე საცეკვაოდ წავედი. ვიღაც ბიჭი მოვიდა და ჩემთან ერთად ცეკვა დაიწყო. შაკმაოდ სიმპათიური იყო, შხვა რამესთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ ვცეკვავდი და სიამოვნებას ვიღებდი. მელოდია დასასრულს მიუახლოვდა და ამიტომაც უცნობ ბიჭს გავეცალე, მაგრამ უეცრად სხვა სიმღერა დაიწყო. The Pussycat Dolls-Buttons. სცენაზე მონიკა და რამდენიმე გოგო გამოჩნდა, რომლებიც გამომწვევ მოძრაობებს აკეთებდენ. დარბაზში შტვენის ხმა ისმოდა. მზერით მაიკლის ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც. სახეზე არანაირი ემოცია არ ჰქონდა. მის გვერდით კი კლერი იდგა საშინლად გაღიზიანებული სახიტ. მათთან მივედი და კლერს მხარზე ხელი დავადე. _ ამაზრზენია, _ კბილებში გამოსცრა კლერმა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. _ სისულელეა, ნუთუ ჰგონია, რომ ეს გაჭრის, _ უფრო თავისთვის, ვიდრე ჩვენთვის თქვა მაიკლმა. _ რა თქვი? _ ჩავეკითხე იმ იმედით, რომ რამეს მაინც მეტყოდა. _ არაფერი, ჯობია წავიდეთ, _ მაიკლმა კლერს ხელი მოკიდა და იმ მაგიდისკენ წაიყვანა, სადაც ჯასტინი იჯდა. მეც მათ გავყევი. _ ჯასტინ, წასვლის დროა, _ მივმართე მას და თვალით ვანიშნე, რომ ზედმეტი კითხვები არ დაესვა. ჯასტინიც წამოდგა და გასასვლელისკენ წავედით. ეს ყველაფერი მონიკამ შეამჩნია და სახეზე დაეტყო, რომ საშინლად გაბრაზდა. გარეთ გავედით და მანქანების სადგომისკენ წავედით. _ რადგან ეს საღამო გაფუჭდა, გთავაზობთ ყველანი ჩემთან წავიდეთ. სახლში მარტო ვიქნებით, მშობლები ქალაქში არ არიან, _ შემოგვთავაზა მაიკლმა. _ მგონი კარგი იდეაა, _ გაუხარდა კლერს. _ მშვენიერია. რადგან ორი მანქანა გვყავს, შენ და კლერი ერთ მანქანაში ჩასხედით, მე და ჯასტინი კი უკან გამოგყვებით, _ კლერს ორაზროვნად გადავხედე. _ მაშინ წავედით, _ თქვა მაიკლმა და კლერი თავისი მანქანისკენ წაიყვანა. მე და ჯასტინიც ჩავსხედით მანქანაში და მათ გავყევით უკან. ღოგორ მაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობდნენ ახლა ისინი. ღამე კლერს ყველაფერს გამოვკითხავ. _ ახლა მაიკლთან რა უნდა გავაკეთოთ? _ ჯასტინმა ფიქრებიდან გამომარკვია. _ ხუთი წლის ბავშვივით სულელურ კითხვებს ნუ სვამ, ძალიან გთხოვ. ვისაუბრებთ, გავერთობით და სახლში წავალთ. სხვა რა უნდა გავკეთოთ? _ მისი ასეთი სულელური კითხვები ნერვებს მიშლიდა. _ ჰო, რა ვიცი. იცი, მგონი ტელევიზორში სწორს აცხადებდნენ, როცა ამბობდნენ რომ სწერვა ხარ, _ მე რაღაც ასეთი არაფერი მახსოვს. _ სისულელეებს ნუ ამბობ, ჯასტინ. ზუსტად ვიცი ჩემს შესახებ ასეთი არაფერი უთქვამთ, ახალ ამბებს ყოველთვის თვალს ვადევნებდი. თუმცა ვაღიარებ, რომ სწერვა ვარ, მაგრამ ისიც მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში, _ მკვახედ ვუპასუხე. 40 წუთში მაიკლის სახლთან ვიყავით. ორსართულიანი, ლამაზი, სადა სახლი აღმოჩნდა. ეტყობოდა, რომ სახლის პატრონი გემოვნებიანი ვინმე იყო. სახლში შევედით და მისაღებ ოთახში დავსხედით. ოთახი თეთრ-ღია ყავისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ოთახის ბოლოს სავი როიალი შევამჩნიე და მისკენ წავედი. _ უკრავ? _ მაიკლს როიალზე ვანიშნე. _ მე არა. ეს უფრო დედაჩემისთვის და ჩემი დისთვისაა. ბავშვობაში ვუკრავდი, მაგრამ მერე გადავეჩვიე. _ ბელს, იქნებ შენ დაუკრა? _ ოხ, კლერ. ტყუილად კი არ ვეუბნები გრძელი ენა გაქვს მეთქი. _ მგონი არ ღირს, _ შევეცადე თავი დამეძვრინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამომივიდა. _ სწორედაც რომ ღირს. გთხოვ რა, _ კლერმა ისეთი სახით შემომხედა, რომ თვით ყველაზე უგულო ადამიანიც ვერ გაუძლებდა ამ მზერას. _ კარგი, დამითანხმე, _ ნეტავ ენაზე ვინ მექაჩებოდა? როიალის თეთრ კლავიშებზე ხელები დავდე და შევეცადე ძალა მომეკრიბა. თითქმის ერთი წელია, რაც აღარ დამიკრავს. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ მივუჯექი როიალს და ვეცადე, რომ დამეკრა, მაგრამ არასდროს არ გამომდიოდა. თითქოს ხელებიდან ძალა მეცლებოდა. ნელ-ნელა, მტანჯველად მთელ სხეულში ტკივილი მივლიდა. თითქოს ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიხრჩობოდი. ტკივილი შიგნიდან მწვავდა და ძალას მართმევდა, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქით იყო. ახლა, როგორც არასდროს, მინდოდა დამეკრა და ამით დავმტკბარიყავი. თვალები დავხუჭე და დაკვრა დავიწყე. თითები თავისით მოძრაობდნენ და საოცარ მელოდიას აჟღერებდნენ. მუსიკის გარდა არაფერი არ მესმოდა. ახლა მხოლოდ მასზე ვიყავი დამოკიდებული. მხოლოდ ის მესმოდა და მხოლოდ ის მაინტერესებდა. არ მინდოდა, რომ დამთავრებულიყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამას მე კი არა, ვიღაც გამოცდილი მუსიკოსი უკრავდა. ასე არასდროს არ მომწონებია ჩემი დაკრული. ჩემს პატარა სამყაროში გამოკეტილი ვიყავი და არ მინდოდა იქიდან გასვლა, საშინელ რეალობაში დაბრუნება. თვალები ისევ დახუჭული მქონდა. თვალწინ ზღვასავით უძირო თვალები წარმომიდგა. თვალები, რომელთა გამოც ყველაფერს გავაკეთებდი. მათი სიყვარულით სავსე გამოხედვა მენატრებოდა. სიზმრებში ხშირად ვნახულობდი ამ თვალებს. მათი დავიწყება უბრალოდ შეუძლებული იყო. ამას არც ვცდილობდი. მხოლოდ ამ თვალებისთვის ყველაფერს გავიღებდი. ოღონდ ისევ შემოეხედათ ჩემთვის მხოლოდ ერთი წამით... თვალებზე ცრემლი მომადგა, მაგრამ დაკვრა ისევ გავაგრძელე. ცრემლების არ მრცხვენოდა- ეს იმის დამდასტურებელია, რომ გრძნობ. მე კი ახლა ყველაფერს ერთად ვგრძნობდი: სიყვარულს, მონატრებას, ნოსტალგიას, სევდას, სიძულვილს, სიბრალულს... ,,მიყვარხარ მამიკო” გავიფიქრე და აქ დაკვრაც დავასრულე. ზევით ავიხედე და კლერს შევხედე. თვალები ჩემსავით ცრემლებით სავსე ჰქონდა. ერთმანეთს გადავეხვიეთ. მან იცოდა რასაც ვგრძნობდი ახლა. _ გმადლობ, _ ჩავრჩურჩულე ისე, რომ მაიკლსა და ჯასტინს არ გაეგონათ. მიხვდა რისთვისაც გადავუხადე მადლობა და გამიღიმა. ის რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ვიგრძენი, რომ გულმა ისევ დაიწყო ფეთქვა, თითქოს ახლიდან დაიბადა. მივხვდი, რომ დავაღწიე თავი მუდმივ დეპრესიას და ახლა შემეძლო ცხოვრება ჩვეულ რიტმში გამეგრძელებინა.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-12-24, 6:01 PM | |
|
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 10:57 PM | შეტყობინება # 67 |
842
Offline
| | |
|
|
|
|
sonia | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 2:13 PM | შეტყობინება # 70 |
118
Offline
| Quote (bella-vampire) sonia, კიი მალე იქნება. ყველანაირად შევეცდები დღეს დავამთავრო და ხვალ თუ არა ზეგ ალბათ იქნებაა moutmenlad davelodebi....belas cxovreba londonshi ufro sainteresod warimarta da guli migrdznobs ragac moxdeba
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:13 PM | შეტყობინება # 71 |
842
Offline
| მეათე თავი უცნობი ნაცნობები უკვე 4 კვირა გავიდა, რაც ლონდონში ვარ. დროს შესანიშნავად ვატარებთ. მაიკლი და კლერი ძალიან დაახლოვდნენ. დღეს კი პირველი პაემანი აქვთ. კლერი მეცხრე ცაზეა. ბიძიამ მუსიკისთვის ცალკე კუთხე გამომიყო, სადაც დღის უმრავლეს ნაწილს ვატარებ. მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. New York-ში ამ საღამოს ვბრუნდები. კლერსაც დავეხმარე და ჩემს თავსაც დავუბრუნდი. ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები და ჩემს მეგობრებს ვნახავ. რებეკა იტალიაში წასულა. ძალიან კარგი! ნერვებს აღარ მომიშლის. ემილი და ჯეინი ძალიან მომენატრნენ. სკოლაში ბევრი ახალი ამბავი მომხდარა. ბიძია და ბიცოლა შემპირდნენ, რომ მადლიერების დღისთვის ჩვენთან ჩამოვლენ. _ ბელა, რას აკეთებ? _ ოთახში კლერიშემოვიდა. _ ბარგი ჩავალაგე. ახლა კი ვფიქრობდი რა მოხდება, როცა Nეწ Yორკ-ში ჩავალ. _ ყველაფერი კარგად იქნება, ბელს, შენ ამას იმსახურებ. ცუდია, რომ აეროპორტში ვერ გაგაცილებ. ნახევარ საათში მაიკლმა უნდა გამომიაროს. _ არაუშავს, კლერ. შენ მაიკლთან ერთად გაერთე. _ ბელა, ძალიან მიყვარხარ. ხომ იცი, ჩემთვის დასავით ხარ. ძალიან მომენატრები, _ კლერი გადამეხვია. ვიგრძენი, რომ თვალები მიცრემლიანდებოდა. მას რომ შევხედე, დავინახე, რომ მასაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები. _ მეც ძალიან მიყვარხარ, კლერ. ჩემთვის ყოველთვის დასავით იყავი. მიხარია, აქ ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე. ძალიან დამეხმარა შენთან ყოფნა. _ არაფერს, ძვირფასო. ხომ იცი, რომ ჩემი დახმარების იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. გამოვიდა, რომ ორივე დავეხმარეთ ერთმანეთს. შენ რომ არა, მგონი ახლა მაიკლთან არ ვიქნებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაზე კარგი ის არის, რომ ვგრძნობ მასაც ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ უთქვამს, მაგრამ ალბათ მალე მეტყვის, _ მაიკლზე ლაპარაკისას კლერს თვალები გაუბრწყინდა. _ მეც ასე მგონია. ნეტავ განახა როგორი თვალებით გიყურებს, _ მაიკლის მზერა გამახსენდა და გამეღიმა. ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულე გამოხედვა აქვს... ნეტავ ოდესმე მეც თუ შემომხედავს ასე ვინმე. თუმცა ძალიან მაინტერესებს თავიდან კლერს იგნორს რატომ უკეთებდა, მაგრამ ჯობია ახლა ეს არ გავახსენო. რამენაირად მერე გაარკვევს, ან მე შევახსენებ. მგონია, რომ რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. მე და კლერმა კიდევ ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ მაიკლი მოვიდა და მასაც დავემშვიდობე. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დავმეგობრდით და ეს მიხარია. ორივეს სასიამოვნო საღამოს გატარება ვუსურვე და დასაკრავად ჩემთვის განკუთვნილ კუთხისკენ წავედი. დამშვიდობების დროც მოვიდა. ოთახიდან გამოვედი და ბარგიც თან გამოვიტანე. ყველანი მისაღებ ოთახში იყვნენ. რიგ-რიგობით გადავეხვიე და დავემშვიდობე. _ მალე შევხვდებით, ბელს. მადლიერების დღისთვის აუცილებლად ჩამოვალთ, _ შემპირდა ბიძია. _ ძალიან კარგი. მითუმეტეს, რებეკა ქვეყნიდან წასულა,_მხიარულად ვთქვი. _ კარგია. ნამდვილი ოჯახური სადილი გვექნება და ხელს არავინ შეგვიშლის, _ თქვა ბიცოლამ. _ კარგით. აბა, ჩემი წასვლის დროა, _ ნაღვლიანად ვთქვი. მათი დატოვება არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს აუცილებელი იყო. ყველას ხელახლა დავემშვიდობე და აეროპორტში წავედი. არ მინდოდა, რომ წამოსულიყვნენ. დამშვიდობება არასდროს არ მიყვარდა. ორ საათში უკვე თვითმფრინავში ვიყავი და New York-ისკენ მივდიოდი. თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე, თუ რა მოხდებოდა როცა ჩავიდოდი. იმედია, პრობლემები აღარ მექნებოდა. ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა ვდუნდებოდი და ძილის სამყაროსკენ მივდიოდი. ვიღაც ჩემს გაღვიძებას ცდილობდა. _ გაიღვიძეთ, მის. უკვე Nეწ Yორკ-ში ვართ. თვალები გავახილე და როგორც პატარა ბავშვმა მუშტით მოვისრისე. აქეთ-იქით მიმოვიხედე და დავინახე, რომ ხალხის უმრავლესობა უკვე თვითმფრინავიდან გასული იყო. ჩემი ხელჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე. აეროპორტში ერიკი, ლილე, ჯეინი და ემილი უნდა დამხვედროდნენ. _ ბელა! როგორ ხარ? _ დაიყვირა ლილემ და ჩემს ჩასახუტებლად გამოიქცა. _ მშვენივრად. ძალიან მომენატრეთ. შენ როგორ ხარ? _ არაჩვეულებრივად. კარგია რომ ჩამოხვედი, თორემ შენს გარეშე მოწყენილობა იყო. ერიკი სულ თავის ახალ ძმაკაცებთან ერთად იყო და მე მარტო ვრჩებოდი. მოსაღამოებულს კი გარეთ არ მიშვებდა მეგობრებთან ერთად. წარმოგიდგენია? _ წუწუნებდა ლილე. ნეტავ ამდენი სიმკაცრე საიდან ერიკს? _ ოჰო, ნამდვილად არ მეგონა ერიკი ასეთ სიმკაცრეს თუ გამოიჩენდა. და ახალ მეგობრებში ვის გულისხმობ? _ არ ვიცი. კარგად არ ვიცნობ მათ, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ აუტანლები არიან. ამასობაში სხვებიც მოვიდნენ. ახლა მივხვდი, როგორ ძლიერ მომნატრებია ისინი. ყველანი ერიკის ჰამერში ჩავსხედით. უზარმაზარი ჯიპი იყო. 25 წუთში უკვე სახლში ვიყავით. ერიკს გიჟივით დაყავდა, მეც კი გადამაჭარბა. _ ერიკ, გიჟივით დაგყავდა მანქანა. ერთხელ შევეჯიბროთ ერთმანეთს. მაინტერესებს, რას იზამ ჩემს ახალ მანქანასთან,_ ვუთხარი, როდესაც სახლში შევედით. _ დიდი სიამოვნებით, დაიკო. შენ ჯერ ბოლომდე არ იცი, რა შეუძლია ჩემს მანქანას, _ სიამაყით წარმოთქვა ერიკმა. _ შენ კი ჩემი მანქანები არ გინახავს, _ ბავშვივით ენა გამოვუყავი. _ ლონდონში ორი მანქანა ვიყიდე. წითელი FERARI RIORANO 599 GTB და ASTON MARTIN ONE 77. ფერარით ყოველდღიურად ვივლი და ასტონ მარტინით შეგეჯიბრები. ვნახოთ რას იზამს შენი მანქანა, _ გამომწვევად ვუთხარი. შეჯიბრებებში თითქმის ყოველთვის მე ვიგებდი ხოლმე. არადა ერიკი რომ არა, ამ საქმეს არც დავიწყებდი. მანქანების შეჯიბრებებზე ყოველთვის მას დავყავდი ხოლმე. თვითონაც იღებდა მონაწილეობას და ყოველთვის იმარჯვებდა, სანამ მე არ გამოვჩნდი. უკანონო შეჯიბრებებშიც ხშირად იღებდა მონაწილეობას ლონდონში და ამიტომაც არ მომწონს მისი ახალი მეგობრების ამბავი. იმედია, ისინი ამ საქმესთან დაკავშირებულები არ იქნებიან. _ როგორც ყოველთვის, სპორტულ მანქანებს ეტანები, არა? _ რა თქმა უნდა. ხომ იცი, მანქანებზე ვგიჟდები, მითუმეტეს სპორტულზე. ამ შაბათ-კვირას შევეჯიბროთ, კარგი? უკვე ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა შევჯიბრებოდი ერიკს. როგორც მახსოვდა, ამ შაბათს ბრუკლინში სერიოზული შეჯიბრება უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ისე კანონიერი. სიმართლე რომ ვთქვათ, უკანონო შეჯიბრება იყო. წასვლა, რა თქმა უნდა, სახიფათო იყო, მაგრამ ეს ერიკს არ აჩერებდა. ლონდონში ხშირად დადიოდა ასეთ რაღაცეებზე და მეც მან შემაჩვია. _ შაბათს ბრუკლინში შეჯიბრებაა, მაგრამ ხომ იცი, სრულიად უკანონოა. მირჩევნია არ წამოხვიდე. საშიშია მაინც... შეგვიძლია სხვა დროს შევეჯიბროთ. _ ერიკ, რა გჭირს? საიდან ამდენი ზრუნვა? ლილემ მითხრა ყველაფერი. ჯერ ეს შენი ვიღაც საეჭვო ახალი ძმაკაცები, სიმკაცრე ლილეს მიმართ და ახლა ჩემს მიმართაც? მართალია უფროსი ძმა ხარ, მაგრამ ხომ იცი, რომ ვერაფერსაც ვერ ამიკრძალავ. ამას ვერავინ ვერასდროს ვერ აკეთებდა, მამაც კი, _ მამაჩემის ხსენაბაზე გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ვიცოდი, რომ ეს გრძნობა მთელი ცხოვრება გამყვებოდა. იარები ასე ადვილად არ ხორცდება. _ რას ამბობ, ბელა? უბრალოდ თქვენზე ვზრუნავ. რაც შეეხება ჩემს ახალ ძმაკაცებს, ეს ჩემი საქმეა. თუმცა ხვალ სკოლაში მაინც გაიცნობ მათ. მეგობრების გაჩენის უფლება არ მაქვს? შენ უნდა გკითხო, თუ რახდება? _ მგონი ზედმეტი მომივიდა და გაბრაზდა. _ გაქვს, მაგრამ ნორმალურების, _ მივახალე და გოგოებისკენ შევტრიალდი, რომლებიც რაღაცაზე ენერგიულად ლაპარაკობდნენ. _ აბა რას აკეთებთ? _ მხიარულად ვიკითხე. _ ისეთს არაფერს. ვლაპარაკობთ ხვალ სკოლაში რა მოხდება. _ და რა უნდა მოხდეს? _ დავინტერესდი. _ აბა, რა გითხრა. ბელა მონტერი ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება და ყველას აინტერესებს სად იყო ამდენი ხანი და რატომ. სხვა ისეთი არაფერი, _ განმანათლა ჯეინმა. _ აა. მერე მე რა უნდა ვთქვა? თანაც, მეგონა უკვე დამთავრდა მანია ,,ბელა მონტერი”, არა? _ უღიმღამოდ ვთქვი. მეგონა ჩემი წასვლა არც არავის არ აინტერესებდა. ყველას სათითაოდ ხომ არ ავუხსნი სად და რატომ წავედი. _ დამთავრდა, ბელს, მაგრამ სამაგიეროდ დაიწყო: მანია ,,ბლერ მილერი.” თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვეულებრივი მოსწავლესავით იქცევა. და, რა თქმა უნდა, ისევ ისეთი სწერვაა როგორც ადრე, მითუმეტეს საბრინასთან დამეგობრდა, _ უკმაყოფილო სახით თქვა ემილიმ. _ მე ეგ არ მადარდებს, _ მხიარულად ვთქვი და დივანზე წამოვკოტრიალდი. როგორ დავიღალე... _ ძალიანაც კარგი. ახლა არ გვეტყვი რა საჩუქრები ჩამოგვიტანე? _ ვეღარ ითმენდა ლილე. _ ჰმ... და ვინ გითხრა, რომ საერთოდ რამე ჩამოგიტანე?_გადავწყვიტე ცოტა გამებრაზებინა. _ არავისაც არ უთქვამს, უბრალოდ ვიცი. ვერ გადამირჩები, ხომ იცი, _ ლილეს თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკალმა გაუელვა. ჩემი სუსტი წერტილი იცოდა და ყოველთვის ამით სარგებლობდა ხოლმე. _ კარგი. ჩემს ოთახში ავიდეთ და იქ გაჩვენებთ საჩუქრებს, თან ბარგსაც ამოვალაგებ, _ გადავწყვიტე მასთან აღარ მეთამაშა. _ ზუსტად შობისთვის მჭირდებოდა ასეთი კაბა. მშვენიერია, ბელს, დიდი მადლობა, _ მითხრა ჯეინმა, როდესაც მისი წილი საჩუქრები მივეცი. ახლა ოთახში მარტო მე, ემილი და ჯეინი ვიყავით. ლილემ ცოტა ხნის წინ დაგვტოვა. _ არაფერს. ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. ეს კი შენ ემილი,_ მისი საჩუქრები გავუწოდე. _ ბელაააა, ეს ხომ ის კაბაა მე რომ მინდოდა! მადლობა, მადლობა, მადლობა... რა მაგარია, _ სიხარულისგან აქეთ-იქით დახტოდა ემილი. მე და ჯეინმა ერთდროულად დავიწყეთ სიცილი. ემილი იმ პატარა ბავშვს გავდა, რომელსაც თოვლის ბაბუამ სანატრელი საჩუქარი მოუტანა. _ არაფერს, ემ. მიხარია, რომ მოგეწონათ საჩუქრები. ახლა კი ყველაფერი მომიყევით, რაც ჩემს აქ არყოფნისას მოხდა. ერთმანეთს ხშირად არ ვეკონტაქტებოდით ხოლმე,_მინდოდა გამეგო რა მოხდა ახალი მათ ცხოვრებაში. ვიცოდი, რომ ისინი მაინც მომიყვებოდნენ, მაგრამ ვეღარ ვითმენდი. ჩემი ლონდონში ყოფნის დროს ერთმანეთს ხშირად არ ვეკონტაქტებოდით. ყველაზე დიდი ხანი, რაც სამივემ ერთად ვილაპარაკეთ, 20 წუთი იყო. ძირითადად ერთმანეთს არ ვაცდიდით ლაპარაკს. უმეტესად მაინც მე ვლაპარაკობდი. ყველაფერი დეტალებში გამომკითხეს. _ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სკოლაში ახალი მოსწავლეები არიან.Aასე ვთქვათ, ორი ,,სასტავია.” _ ეგ როგორ? _ გულწრფელად დავინტერესდი. _ ჩვეულებრივად. სკოლაში რომ მოხვალ, ყველაფერს გაიგებ. შენი ძმაც ერთ-ერთ “სასტავში” შედის რომ იცოდე,_უკმაყოფილო ტონით თქვა ემილიმ. ეს არ მომეწონა. ისედაც რაღაც ეჭვები მქონდა მის ახალ მეგობრებზე და ახლა უფრო დავინტერესდი ამ ამბით. _ ერიკის ახალ მეგობრებზე ლილემაც მითხრა. ამ ამბავმა რაღაც ძალიან დამაეჭვა. ვინ არიან ისინი? _ იმედი მქონდა, იმას არ მეტყოდა რასაც მე ვფიქრობდი. _ მრბოლელები, _ ეტყობა იმედი ტყილად მქონდა. _ იმედი მქონდა, ამას არ მეტყოდით. ეს ამბავი ძალიან არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა. ეს მისი საქმეა და ვერ ჩავერევი. _ ძალიანაც არ ინერვიულო. არც ისე ცუდი ბიჭები არიან, უბრალოდ ცოტა თავისებურები... _ ჩემი დაწყნარება სცადა ემილიმ. _ ჰო, ალბათ. ახლა კი უფრო მხიარულ რამეზე ვილაპარაკოთ... გოგოებთან კიდევ დიდხანს ვილაპარაკე. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა რომ წავიდნენ. საშინლად დაღლილი ვიყავი. შხაპი მივიღე და მაშინვე დავწექი. ხვალ მძიმე დღე იქნება... დილით მაღვიძარას საშინელმა ხმამ გამაღვიძა. ნეტავ, საერთოდ ვინ გამოიგონა ეს საშინელი მონსტრი? ვიფიქრე, ცოტა ხანს კიდევ წავუძინებ-მეთქი, მაგრამ ვინ მოგასვენებს. _ ბელა! ადექი მალე, დღეს სკოლაში მიდიხარ. გეყო ამდენი დასვენება, _ ოთახში ლილე შემომივარდა. _ არა! არ მინდა! _ საბანი თავზე დავიფარე იმ იმედით, რომ თავს დამანებებდა, მაგრამ... _ იზაბელა მონტერ! ადექი, თორემ იცოდე ვერ გადამირჩები,_მემუქრებოდა ლილე. _ კარგი, ვდგები... აი, ავდექი უკვე და აბაზანაში მივდივარ,_მე კი ისევ საწოლში ვიწექი. _ ბელა! დროზე ადექი, თორემ იცოდე ერთი ვედრო ყინულიანი წყალი არ აგცდება! _ ეს რომ გავიგე, მაშინვე წამოვხტი. ჯერ კიდევ მახსოვს როგორ გამეხუმრნენ ერიკი და ლილე. _ მშვენიერია. ახლა კი სააბაზანოში შედი და თავი მოიწესრიგე. ნინა საუზმეს გიმზადებს, _ კმაყოფილი სახით შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. აბაზანის პროცედურებს უცებ მოვრჩი და გარდერობისკენ წავედი. ლონდონში ნაყიდი ტანსაცმელებიდან ჯინსის ბუტილკა, შავი ზამშის მაღალქუსლიანი ჩექმები და თეთრ-წითელში გაწყობილი ზედა ავირჩიე. წითელი პლაში მოვისხი და ქვემოთ ჩავედი. _ მშვენივრად გამოიყურები, ძვირფასო, _ შემაქო ნინამ. _ გმადლობ, _ მადლობა გადავუხადე და საუზმეს შევუდექი. 15 წუთში მე, ლილე და ერიკი გარაჟში ვიყავით და ჩემს ახალ მანქანას ვათვალიერებდით. _ უნდა ვაღიარო, მართლაც კარგი გემოვნება გაქვს. ასეთ მანქანას მეც არ დავიწუნებდი, _ გამოტყდა ერიკი. _ ამას კომპლიმენტად მივიღებ, მაგრამ იმედიც არ გქონდეს, რომ საჭესთან დაგსვამ, _ ერიკს ბავშვივით ენა გამოვუყავი და მანქანაში ჩავჯექი. მეორე წამს ჩემს გვერდით კარები გაიღო და ლილე დამიჯდა გვერდით. რაღაც უცნაური სახით მიყურებდა. _ არც შენ არ გქონდეს მაგის იმედი, ლილ. ჯერ მართვის მოწმობა უნდა აიღო და მერე ვნახოთ, _ ლილემ უკმაყოფილო სახე მიიღო და გამეცინა. მიჩვეული იყო, რომ ყოველთვის ყველაფერს ვუსრულებდი. მთელი გზა სკოლამდე სიმღერებს ვუსმენდით და ვიცინოდით. ყოველთვის როცა ლილესთან ვარ, ჩემი ბავშვობა მახსენდება. მეც ზუსტად მისნაირი ვიყავი. სკოლის ავტოსადგომზე მანქანა ჩემს ჩვეულ ადგილზე გავაჩერე და გადმოვედი. შევამჩნიე, რომ ყველა მე მიყურებდა, ან ჩემს მანქანას. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ მანქანას. _ აბა, მე წავედი. ემილი და ჯეინი იქით დგანან, _ ხელით პარკისკენ მიმითითა, სადაც სკოლის დაწყებამდე ვართ ხოლმე. მათკენ გავემართე და როცა უკვე საკმარისად მივუახლოვდი, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ მარტო არ იყვნენ. _ გამარჯობა, _ მათთან მივედი და მივესალმე. მაშინვე ყველამ მე მომაპყრო მზერა. _ გამარჯობა, ბელა, _ მხიარულად მომესალმნენ გოგოები. მათთან ერთად კიდევ სამი ბიჭი და ერთი გოგო იდგა. ოთხივე დიდი ინტერესით მათვალიერებდა. _ აი, ეს არის ის გოგო რომ გეუბნებოდით. ჩვენი დაქალია,_დაიწყო ემილიმ. ჩემი ეჭვიანი მზერა რომ შენიშნა, ცოტათი დაიბნა კიდეც. _ გამარჯობა, _ კიდევ ერთხელ მივესალმე და მეგობრულად გავუღიმე. ერთი შეხედვით ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ. _ გამარჯობა. მე ელა ამსთრონგი ვარ. ესენი ჩემი ძმები, რობი და დენიელი არიან. ეს კი ჩვენი მეგობარი ბობია,_გოგონამ ეს ყველაფერი ისე მიაყარა, რომ ძლივს გავიგე, რა თქვა. _ სასიამოვნოა, _ გულთბილად ვუთხარი. ნეტავ, ეს სამი ისევ ასე ჩუმად უნდა შემომყურებდეს? კინაღამ ტანზე დავიხედე, რამის ჩაცმა ხომ არ დამავიწყდა-მეთქი. _ ძალიან სასიამოვნოა, _ როგორც იქნა ერთმა მაინც ამოიღო ხმა. ხელი გამომიწოდა და მეც იგივე გავაკეთე. მგონი ეს რობი იყო. დანარჩენ ორთანაც იგივე განმეორდა. რობს თვალებში შევხედე და გავშრი. თვალები, რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარდა, თვალები რომლის მეშვეობითაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. _ კარგად ხარ? _ მზრუნველური ტონით მკითხა რობმა. შევამჩნიე, რომ სხვებიც ეჭვით შემომყურებდნენ. ნეტავ, რამდენი ხანი ჩავცქეროდი რობს თვალებში? _ კი, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ... _ და ამ დროს ჩემი გადამრჩენელი ზარი დაირეკა. _ თქვენ წადით, ჩვენ კი დაგეწევით, _ თქვა ჯეინმა და ხელი ჩამავლო. _ ეს რა იყო? _ მომთხოვნი ტონი ჰქონდა მას. _ რა? _ გავიკვირვე, თითქოს ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი. _ თითქმის მთელი ხუთი წუთი ჩასცქეროდი რობს თვალებში. ასეთი რა დაინახე მათში? _ ჩაეცინა ემილის. _ ყველაფერში ინტრიგას ნუ ეძებთ. უბრალოდ... უბრალოდ მას ისეთივე თვალები აქვს, როგორიც მამაჩემს ჰქონდა. ზღვისფერი... ლონდონში, როდესაც როიალზე ვუკრავდი მაიკლის სახლში, სწორედ ეს თვალები წარმომიდგა თვალწინ. ძალიან გამიჭირდება ყოველდღე ამ თვალების ყურება. მეგონა ძლიერი ვიყავი, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ ვყოფილვარ, _ ამოვიხვნეშე. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ამ თვალების ყურება, მაგრამ ვუყურებდე ამ თვალებს და ვიცოდე, რომ ეს მამაჩემის თვალები არ არის და მე მას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ, ეს უკვე მეტისმეტია. ამდენის გაძლებაც არ შემიძლია. _ ბელა, დაწყნარდი გთხოვ. შენ ყველაფერს შეძლებ. ჩვენც შენთან ერთად ვიქნებით და არ მიგატოვებთ, _ დამაიმედა ჯეინმა. სამივე ერთად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. რა კარგია, ასეთი დაქალები რომ მყავს... პირველი სამი გაკვეთილი უცბად გავიდა და ლანჩის დროც მოვიდა. ჩემს კარადასთან მივედი, წიგნები შევინახე და კაფეტერიისკენ წავედი. გზაში ელა შემხვდა და საუბარი დავიწყეთ. ძალიან საინტერესო გოგონაა. ვფიქრობ, რომ დავმეგობრდებით. როდესაც შევედით, ყველამ ჩვენ შემოგვხედა. შევამჩნიე, რომ ელა ცოტათი გაწითლდა კიდეც. _ არაუშავს, მალე შეეჩვევი. აქ თითქმის ყოველთვის ასეა,_ვცადე ცოტათი მაინც დამეწყნარებინა. _ ჰო, იმედია. _ წამოდი, ჩვენს მაგიდასთან დაჯექი, _ შევთავაზე და ისიც სიხარულით დამთანხმდა. ჩვენს მაგიდასთან რომ მივედით, ყველანი უკვე იქ იყვნენ, ბიჭებიც კი. ვატყობ ელა რომ არ დამეპატიჟებინა მაინც ჩვენთან დაჯდებოდა. _ გაკვეთილებმა როგორ ჩაიარა? _ იკითხა ელამ. ყველამ უკმაყოფილო სახე მიიღო და გამეცინა. _ აბა, მე მკითხეთ. ამდენი ხნის შემდეგ როგორია ამ მოსაწყენ გაკვეთილებზე დაბრუნება. მითუმეტეს არაფერ ახალს არ ვიგებ, _ დავიწყე წუწუნი. _ ჰო, ჩვენი ბელა გენიოსია, _ დიდი ,,სიამაყით” წარმოთქვა ჯეინმა. _ რა თქმა უნდა, _ გამეცინა. _ უბრალოდ ამ წლის მთელი მასალა შარშან გავიარე ექსტერნად, _ გადავწყვიტე დანარჩენებისთვის ამეხსნა. _ ჰო მართლა, ჩემი ძმა ხომ არ გინახავთ? _ ვკითხე ჩემს დაქალებს. _ აი, ისიც, _ კარებისკენ მივიხედე და ერიკი დავინახე, რომელიც მათთან ერთად იყო... სკამიდან ისე უეცრად ავდექი, რომ საშინელი ხმა გამოსცა. ჩემს მაგიდასთან ვინც იჯდა ყველამ გაკვირვებით შემომხედა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. _ ერიკ, _ მათთან ახლოს მივედი და ერიკს მივესალმე. _ ბელა, გაიცანი ეს ჩემი მეგობრები არიან... _ შემდეგ კი მათი სახელების ჩამოთვლა დაიწყო, მაგრამ მე მას აღარ ვუსმენდი. თითოეულ მათგანს დაჟინებით ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ მათაც მიცნეს. _ ვიცი, ერიკ. ერთმანეთი უკვე ნანახი გვყავს. მე ბელა ვარ, ერიკის და, _ ამას კი ალბათ, ნამდვილად არ ელოდებოდნენ და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდათ. ყველაფერი ახლა იწყება...
| |
|
|
|
|
saaali | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:48 PM | შეტყობინება # 74 |
Life sucks either way
990
Offline
| | |
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 4:49 PM | შეტყობინება # 75 |
842
Offline
| | |
|
|