ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-21, 10:07 PM | შეტყობინება # 46
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
dzalian magari tav iyo tam, ar iyo patara dzalian kargi iyo :*:* asete gaagrdzele biggrin :*:*:*:*



Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 10:50 AM | შეტყობინება # 47
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
bella-vampire, karga xania ar wamikixaavs ... wacko wacko cry
me jer aq siyvarus ver vxdedaav!!!! angry is blreic kide ra idiotia... tipiuri dampali gogonaa, axlandeli taobidan dry es bellac kide ras gadaekida, rashi schirdeba, xo kavs megobrebi!
xo rac shegexeba shen! hands hands hands hands hands hands hands yochaag! ase gaagrdzlee! dzalian momwons sheni fanfiki! heart kiss kiss kiss kiss kiss kiss



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 2:27 PM | შეტყობინება # 48

842
83  +
   ±
Offline
Tako, taak. dzalian didi madloba sixaruloo :* xoooo biggrin siyvaruls kide kai xani ver dainaxaav biggrin nu iqneba erti wyvili, magram ise bella ar iqneba. tumca mat saqmeebshi dzaaalin chaxeduli iqneba. mokled bavshvebo tyuilad rom ar galodinot, 10-11 tavamde ar daelodot bellas siyvaruls biggrin :D
Quote (Tako)
es bellac kide ras gadaekida, rashi schirdeba, xo kavs megobrebi!

martali xar. emili da jeini bellas sauketeso megobrebi arian. magram blersac ver iviwyebs ra. 5weli iyvnen daqalebi da es mistvis dzalian bevrs nishnavs. yoveltvis cdilobda bleri uketesobisken sheecvala da sobolood mainc rom ar gamouvida guli dawyda dzaliaan sad
Quote (Tako)
tipiuri dampali gogonaa, axlandeli taobidan

ai swored eg mindoda meec biggrin
Rosalie, madlobaa :* es tavi dzalian pataraa mianc ase vfiqrob biggrin

---------------------------------------------

თავი მეექვსე
გადაწყვეტილება

დილით როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე ავდექი. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი. მხოლოდ ფორთოხლის წვენი დავლიე, მადა არ მქონდა.
_ რამე უნდა შეჭამო, ბელა. ასე სკოლაში ვერ წახვალ. თავს სულ აღარ უვლი... _ წუწუნებდა ნინა.
_ ნინა, ზრუნვისთვის მადლობ, მაგრამ მართლა არ მშია, _ დავარწმუნე. არ მინდოდა, ჩემს გამო ენერვიულა.
_ რატომ? _ შეწუხებულმა მკითხა.
_ მადა არ მაქვს. მარტო წვენიც მაკმაყოფილებს. გპირდები, სკოლაში აუცილებლად შევჭამ, _ დავპირდი მას.
_ მადა არ გაქვს? ეს ცუდია. ექიმთან უნდა წახვიდე აუცილებლად! _ ზედმეტად აფორიაქდა. აშკარად ზედმეტი წამოვროშე.
_ კარგი რა, ნინა, დაწყნარდი. ექიმი არ მჭირდება. ყველაფერი კარგად მაქვს, _ ექიმებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, ყველანაირად ვცდილობდი მათთვის თავი ამერიდებინა.
_ სკოლაში აუცილებლად შეჭამ? _ დაეჭვებული ტონით მკითხა.
_ კი, გპირდები, _ გამეცინა. რა ეჭვიანი იყო ეს ქალი. არასდროს არ მიჯერებდა, რომ თავს კარგად ვუვლიდი.
_ თქვენ გაბარებთ, _ მიმართა ლილეს და ერიკს, რომლებიც მე მელოდებოდნენ.
ნინამ კარებამდე გამოგვაცილა და შემდეგ ისევ თავის საქმეებს მიუბრუნდა. ფლეიერი ჩავრთე და მანქანაში ჩავჯექი. ლილეც გვერდით მომიჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, უცბად, ფლეიერი გამომირთო. მე ყურსასმენები მოვიხსენი და გაკვირვებულმა შევხედე.
_ რა მოხდა? _ მისი ასეთი ქცევით კმაყოფილი არ ვიყავი.
_ გუშინ რატომ არ ამიხსენი ყველაფერი? _ ნაწყენი ხმით მითხრა.
_ იმიტომ რომ ასახსნელი არაფერია, _ შევეცადე კარგად გამომსვლოდა ტყუილი.
_ ნუ მატყუებ! კარგად გიცნობ, _ ყველაფერს მიხვდა ლილე.
_ უბრალოდ სკოლისგან დასვენება მინდა ცოტა. დირექტორს რამეს მოვატყუებ და ორი თვით გამიშვებს. მარტივი ამბავია, _ შევხედე და თვალი ჩავუკარი.
_ სულ ესაა? _ ისევ ეჭვი ეპარებოდა.
_ მეტი რა უნდა იყოს? _ გაკვირვებულმა ვკითხე.
_ კარგი, _ დამეთანხმა და ფანჯარაში დაიწყო ყურება, მე კი ისევ სიმღერების მოსმენა.
მანქანების სადგომზე გავაჩერე მანქანა და გადავედი. ლილე მაშინვე თავისი მეგობრებისკენ გაიქცა.
_ წარმატებები, _უკან მივაძახე.
_ ჰო, შენც. იმედია, ამჯერად ტყუილი კარგად გამოგივა, _ ეშმაკურად ჩაიცინა. ,,რას ნიშნავს “ამჯერად?” მინდოდა მეკითხა, მაგრამ უკვე შორს იყო.
მივიხედ-მოვიხედე. გოგოები არსად ჩანდნენ და ამიტომ პირდაპირ სკოლაში შევედი. ჩემს კარადაში წიგნები შევინახე და მხოლოდ ესპანურის წიგნი დავიტოვე. გაკვეთილზე ემილის ვნახავ, ეს კარგია...
კლასში შევედი და ბლერი დავინახე. ნუთუ ესპანურიც ერთად გვაქვს? ეს არ მომეწონა! თუმცა ორი თვე მისგან დავისვენებ და იმედი მაქვს, როდესაც ჩამოვალ მის დანახვაზე ასეთი რეაქცია აღარ მექნება. ტანში შემაჟრჟოლა, მაგრამ ვეცადე ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და ბლერს გვერდზე ჩავუარე. ახლა მე ვიქცეოდი ისე, თითქოს ბლერ მილერი არ არსებობდა.
სამი გაკვეთილი მალე გავიდა. ყველანი კაფეტერიაში შევედით. საჭმლის რიგში ჩავდექი. ისევ არ მშიოდა, მაგრამ ნინას შევპირდი რომ სკოლაში შევჭამდი. ამიტომ მხოლოდ პიცის პატარა ნაჭერი და კოლა ავიღე. ჩვენს ჩვეულ მაგიდასთან დავსხედით. საუბრის დაწყებას არ ვჩქარობდი.
_ დირექტორთან როდის უნდა შეხვიდე? _ სიჩუმე დაარღვია ემილიმ.
_ ჭამას როცა დავამთავრებ. გავიგე, დღეს მალე აპირებს წასვლასო, _ ესპანურზე მთელი კლასი ამაზე ლაპარაკობდა. საერთოდ გვიანობამდე სკოლაში რჩება ხოლმე, მაგრამ ახლა ალბათ რაღაც სერიოზული მიზეზი ჰქონდა და ყველა ჭორიკანა ამას არჩევდა. ცდილობდნენ მიზეზი გამოეცნოთ. რა ამაზრზენია! ვის რაში აინტერესებს სად მიდის დირექტორი?
_ ჰო. ეგ ჩვენც გავიგეთ, _ დამიდასტურა ჯეინმა.
_ მმ... _ ვცდილობდი სიტყვები მეპოვა. _ გუშინ გითხარით, რომ ლონდონში არ წავიდოდი, მაგრამ ღამე ვიფიქრე და... გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნება თუ წავალ.
_ ასეც ვიცოდი_ კარგად გიცნობ. ჯეინი კი მარწმუნებდა, მაინც აქ დარჩებაო, _ სიამაყით წარმოთქვა ემილიმ და შემდეგ ენა გამოუყო ჯეინს.
გამეცინა.
_ იქ უფრო წყნარად ვიქნები და... ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ. ინტერნეტით ვისაუბროთ ხოლმე. მინდა, რაც შეიძლება განმარტოებით ვიყო და ახალი გარემოთი დავტკბე. დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და მომენატრა, _ ლონდონი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხშირად იქ ყოფნას ვერ ვახერხებდი ჩემი პროფესიისგან გამომდინარე.
_ ესეიგი, ძალიან არ შემაწუხოთო, ამას გულისხმობ არა? _ გაოცებულმა შევხედე ჯეინს.
_ მივხვდი შენი სიტყვების ქვეტექსტს? _ გამომცდელად მკითხა ჯეინმა. მე ისევ გაშტერებული ვუყურებდი.
_ მე... ვფიქრობ... ჯეინმა ცუდად გაიხუმრა, არა? _ ემილი შეეცადე მდგომარეობა განემუხტა.
ზარი დაირეკა და მაშინვე წამოვდექი.
_ არაუშავს, არ მწყენია. შეიძლება ამასაც ვგულისხმობდი, არ ვიცი... _ ამ ბოლო დროს ისეთი დაბნეული ვიყავი... ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ქვეყანაზე სულ არაფერი ვიცოდი.
_ ახლა კი უნდა გავიქცე. არ მინდა დირექტორმა გამასწროს.
_ კარგი, წადი. აბა, წარმატებები. იმედია, ახლა კარგად მოიტყუები. ივარჯიშე? _ ირონიით მკითხა ჯეინმა. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
_ მერე გნახავთ, _ მივაძახე გოგოებს და გამოვიქეცი.
დირექტორის მდივანს ავუხსენი რაც მინდოდა და მთხოვა მომეცადა, თვითონ კი თავის უფროსთან შევიდა.
_ მობრძანდი, _ კარებისკენ მანიშნა და მეც შევედი.
_ გამარჯობათ, მისის გოუფ, _ რაც შემეძლო თავაზიანად მივესალმე. თავაზიანობა და ზრდილობა პირველი იყო, რასაც ბავშვში აფასებდა.
_ გამარჯობა, ბელა. რამ შეგაწუხა? _ ინტერესით მკითხა. ახლა მთავარია არ მიხვდეს, რომ ვატყუებ.
_ იცით, რაღაც პრობლემები მაქვს და ვიმედოვნებ, რომ დამეხმარებით, _ პირდაპირ თქმა არ ივარგებდა.
_ რამდენადაც შევძლებ, ყველანაირად დაგემხარები, _ ეს ქალი გულისხმიერებას იჩენდა, როცა კარგ ხასიათზე იყო. ეტყობა, დღეს სწორედ ასეთი დღეა...
_ საქმე მამაჩემის ერთ-ერთ კომპანიას ეხება... უფრო სწორად, უკვე ჩემს კომპანიას, _ მერჩივნა ჩემი არასდროს გამხდარიყო, ზედმეტი ტვინის ჭყლეტვაა.
_ რაშია საქმე? _ აშკარად დააინტერესა. ეს კარგია.
_ შემოსავლებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია. საბჭოს ყველა წევრია საჭირო, თანაც აქციების უდიდესი ნაწილი მე მაქვს, ამიტომ სასწრაფოდ ლონდონში წასვლაა საჭირო, რათა ეს ყველაფერი მოვაგვარო, _ იმედი მქონდა მიხვდებოდა.
_ ლონდონში? _ ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა. _ რამდენი ხნით? _ ბოლოსდაბოლოს მკითხა.
_ ორი თვით, _ მაშინვე ვუპასუხე. _ შეიძლება ერთ თვეშიც მოვაგვარო ყველაფერი, საქმისDდეტალები ზუსტად არ ვიცი._ მოგვიანებით დავამატე.
_ მმ... ესეიგი შენ ორი თვით სკოლისგან განთავისუფლებას მთხოვ? _ ის ისევ ჩაფიქრებული იყო.
_ ასე გამოდის, _ უხერხულად ვთქვი. _ მაგრამ გპირდებით, გაცდენილ გაკვეთილებს ავანაზღაურებ და გამოცდებსაც კარგად ჩავაბარებ, _ პირველში ნამდვილად ეჭვი მეპარებოდა.
_ ბელა, ორი თვე, ეს ძალიან დიდი დროა. უნდა გაითვალისწინო, დიდი შრომა მოგიწევს, რათა ბავშვებს დაეწიო, _ გამაფრთხილა მან.
_ მე ყველაფრისთვის მზად ვარ, _ უცბად ვთქვი და მერე ვინანე. იმედია, გაკვეთილების შემდეგ დარჩენას არ მომთხოვს...
_ კარგი. აქ დამელოდე, საჭირო დოკუმენტებს მოვიტან, ხელი უნდა მოაწერო, _ ეტყობოდა, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად არ მოსწონდა.
_ კარგით, _ მეც დავეთანხმე.
ათ წუთში ისევ კაბინეტში დაბრუნდა. მე უცბად მოვაწერე ხელი დოკუმენტებს, ამ კაბინეტში დარჩენა აღარ მინდოდა. რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა...
_ წარმატებებს გისურვებ, ბელა. იმედია, ყველაფერს მოაგვარებ, _ მითხრა მისის გოუფმა. ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო.
_ გმადლობთ, მისის გოუფ. შევეცდები მალე დავბრუნდე, _ დავაიმედე.
კაბინეტიდან გამოვედი, ფანჯარასთან დავდექი და რაფას მივეყუდე. ახლა მათემატიკა მქონდა. გაკვეთილზე უკვე 20 წუთით დავიგვიანე. შესვლა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ეზოში ჩავსულიყავი. სკოლას დიდი ეზო ჰქონდა, თან ძალიან ლამაზი.
დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე. გაკვეთილის დამთავრებამდე ხუთი წუთიღა რჩებოდა. დაქალებს გამოვემშვიდობები და სახლში წავალ. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და აეროპორტის ნომერი ავკრიფე.
_ გისმენთ, _ მაშინვე მიპასუხეს.
_ გამარჯობათ, ხვალისთვის ბილეთის დაჯავშნა მინდა ლონდონის მიმართულებით, _ იმედი მქონდა, რომ ხვალ რეისი იქნებოდა.
_ სამწუხაროდ დღეს იყო ბოლო რეისი. გარკვეული შეფერხებების გამო, ერთი კვირა აღარ იქნება ფრენა ლონდონის მიმართულებით, _ როგორც ჩანს სულ ტყუილად მქონდა იმედი...
_ ერთი კვირა? _ გაკვირვებულმა წამოვიძახე. ასეთი რა შეფერხებები იყო. არა! ერთი კვირა ნამდვილად ვერ მოვიცდიდი. _ ნახვამდის, _ სწრაფად დავემშვიდობე.
ესეიგი ბიძაჩემის თვითმფრინავით უნდა მესარგებლა. არადა, როგორ არ მიყვარდა როცა მარტო ვიყავი მთელ თვითმფრინავში. რას ვიზამ, მომიწევს ავიტანო...
ემილის და ჯეინს დავემშვიდობე. გული მწყდებოდა, რომ მათი დატოვება მიხდებოდა, მაგრამ მაინც მალე ჩამოვიდოდი. თუ მომინდებოდა ყოველთვის შემეძლო მათთან ლაპარაკი. ეს მამშვიდებდა...


★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 2:39 PM | შეტყობინება # 49
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzaan kargi tavi iyo.bella ra sulelia problemebs rato gaurbis ar jobia darches da moagvaros.dzaan kargad wer ase gaagrdzele


Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-28, 7:19 PM | შეტყობინება # 50
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
dasveneba unda gogos.. biggrin
magari xar Bell :*:*:*




bella-vampireთარიღი: შაბათი, 2010-12-04, 12:01 PM | შეტყობინება # 51

842
83  +
   ±
Offline
თავი მეშვიდე
ლონდონი

უკვე თვითმფრინავში ვიჯექი. ერთ საათში ლონდონში ვიქნებოდი. იმედი მქონდა, იქ ყოფნა მიშველიდა და ყველაფერს გავარკვევდი. აღარ ვიქნებოდი ისეთი დაბნეული, როგორიც აქამდე ვიყავი. ბლერის ჩემდამი ასეთ დამოკიდებულებას უნდა შევგუებოდი და გულთან ასე ახლოს აღარ მიმეტანა. ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, თუ კი... თუ კი მამაჩემი ცოცხალი იქნებოდა. მასთან ერთად ყველაფერს გადავიტანდი. მამას, რა თქმა უნდა, ქვეყნად ვერავინ შემიცვლიდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ოდესმე ვიპოვიდი ისეთ ადამიანს, რომელიც მასავით შემიყვარებდა. მისი იმედი ყოველთვის და ყველგან მექნებოდა... ბიძაჩემი და ჩემი ძმა... ამ ორ ადამიანთან თავს ყველანაირად დაცულად ვგრძნობდი. ბიძაჩემი მამასავით მყავდა ყოველთვის, მაგრამ მამა ხომ სულ სხვაა. მითუმეტეს ჩემთვის... ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად ვაფასებდი. მას უნდა ვუმადლოდე ყველაფერს, რასაც მივაღწიე. ის რომ არა, საკუთარი თავის რწმენას დავკარგავდი და დედაჩემის ,,კლანჭებში” აღმოვჩნდებოდი. როგორ მაკლდა... ამ ფიქრებში ჩამეძინა. სიზმარი არ დამსიზმრებია, მაგრამ ტანზე რაღაც მძიმეს ვგრძნობდი. ამ სიმძიმის დაძლევას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა. საშინლად ცუდად ვიყავი...
თვალები გავახილე და მივხვდი, რომ გამომეღვიძა, მაგრამ თვითმფრინავში აღარ ვიყავი. ნაცნობი გარემო იყო: ჩვეულებრივი საძინებელი, მაგრამ მასში მაინც რაღაც არაჩვეულებრივი იყო. ვეცადე გამეხსენებინა აქ როგორ აღმოვჩნდი, მაგრამ ამაოდ. მარტო ის მახსოვდა, რომ თვითმფრინავში ჩამეძინა. უცბად, ოთახის კარები გაიღო და ნაცნობი სახე დავინახე.
_ ბიძია?? _ ჩემს თვალებს არ ვუჯერებდი.
_ ბელა, კარგად ხარ? _ ანერვიულებული ხმა ჰქონდა.
_ მმ... მგონი კი... კარგად ვარ, _ ბოლომდე დარწმუნებული ამაში მაინც არ ვიყავი.
_ აქ როგორ აღმოვჩნდი? _ ვგრძნობდი, რომ თანდათან უფრო ვსუსტდებოდი და მინდოდა ყველაფერი სწრაფად გამეგო.
_ დაჯდომისას თვითმფრინავს რაღაც პრობლემები შეექმნა. შენ ამ დროს გეძინა... მაგრამ შემდეგ გამოიღვიძე და ეს ყველაფერი, რომ დაინახე შეგეშინდა. ალბათ... შემდეგ კი შოკში ჩავარდი. დამამშვიდებელი გაგიკეთეს და თითქმის ნახევარი დღე უგონოდ იყავი, _ ის თავზე მომეფერა, შემდეგ კი ლოყაზე მაკოცა. მე მაინც ვერაფერს ვიხსენებდი. ასე მეგონა, ჩემი თავი ბურუსით იყო გარშემორტყმული.
_ ვერაფერს იხსენებ? _ მკითხა მან.
გონება დავძაბე. იმედი მქონდა, რამეს მაინც გავიხსენებდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი შევძელი. თავში სრული სიცარიელე მქონდა.
_ ვერა, არაფერი მახსოვს, _ უემოციოდ ვუთხარი.
_ კარგი, არაუშავს. ექიმმა თქვა, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვსო. კარგია, რომ გამოიღვიძე. ვნერვიულობდით, _ ეტყობოდა, რომ მართლაც ნერვიულობდა, სახეზე ფერი არ ედო.
_ არ გშია? აუცილებლად უნდა ჭამო. შემდეგ კი წამლებს დაგალევინებთ. მალე გამოჯანმრთელებაში დაგეხმარება, _ მზრუნველი ტონით მითხრა ბიძიამ.
_ ჰო, ჭამა მართლაც არ მაწყენდა, _ დავეთანხმე.
ოთახის კარი გაიღო და ბიცოლაჩემი_ ერიკა შემოვიდა. მას ისეთი მზრუნველი გამოხედვა ჰქონდა... ყოველთვის ასე მიყურებდა.
_ ბელა, ძვირფასო, როგორ ხარ? _ ჩემთან მოვიდა და გადამეხვია.
_ კარგად, ბიცოლა, გმადლობთ, _ მინდოდა დამეწყნარებინა.
_ ძალიან ვინერვიულე, სახეზე ფერი არ გადევს. მოახლეებს უკვე მოაქვთ შენთვის საჭმელი. ჯობია, ცოტა ხანი კიდევ იწვე, _ ის ნამდვილად აფორიაქებული იყო, ეს უნდა გამომესწორებინა! არ მინდოდა, ჩემს გამო ვინმეს ენერვიულა.
_ ჰო, ბიცოლა, მაგრამ ასე ნუ ნერვიულობ კარგი? დიდი რამე თუ უბრალოდ ტვინის შერყევა მაქვს. სერიოზული არაფერია, _ მე ამ ყველაფერს მართლაც არაფრად ვთვლიდი. უბრალოდ მსუბუქი ტვინის შერყევა. მერე რა? ვის არ მოსვლია...
_ ჰო, ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა. მიხარია აქ რომ ჩამოხვედი, ყველას ძალიან გვენატრებოდი, _ მითხრა ბიძაჩემმა.
_ მეც ძალიან მენატრებოდით ყველანი. იმის მიუხედავად, რომ ტვინის შერყევა მაქვს, მაინც მიხარია რომ ჩამოვედი, _ ჩავიცინე. მათი დანახვა ჩემზე კარგად მოქმედებდა.
_ იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს, ეს კარგია, _ შეამჩნია ბიცოლამ. ვიცოდი, რომ ამას მხოლოდ ტვინის შერყევის გამო არ ამბობდა. იუმორის დასაკარგად მე ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჯობდა იუმორი დამეკარგა...
საჭმელი მართლაც კარგად ვჭამე. არ მეგონა, ასე თუ მშიოდა. თან ისეთი გემრიელი იყო, თითებს ჩაიკვნეტდი.
საწოლში წოლა აღარ შემეძლო_ ერთ ადგილას გაჩერებას მიჩვეული არ ვიყავი. ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი. იმედია, ისევ ოთახში დაბრუნებას არ მომთხოვენ, უკვე საკმარისად ვიწექი. პირველ სართულზე ჩავედი. მთელ სახლში სიჩუმე იყო. ნეტავ სად წავიდნენ? ბიძაჩემი ალბათ თავის კაბინეტში იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე არ შევსულიყავი. ვიცოდი, რომ გულახდილი საუბრები ჩემთან ძალიან უყვარდა, მაგრამ ამის ხასითზე დღეს ნამდვილად არ ვიყავი. შეიძლება მერე, მაგრამ არა ახლა...
სახლის უკანა ეზოში გავედი. იქაურობა ულამაზესი იყო. ბავშვობაში მე და კლერი აქ ბარბებით ვთამაშობდით ხოლმე. ამ მოგონებებზე გამეცინა. რა პატარები ვიყავით მაშინ... და უდარდელები... ნეტავ ახლა სად არის? ჩემს სანახავად რატომ არ ამოვიდა? თუმცა შეიძლება სახლში არც იყო. აბა, მაგას რა გააჩერებს სახლში.
_ ბელა, _ ჩემი სახელი გავიგონე, უკნიდან ვიღაც მეძახდა.
_ კლერ? _ გაოცებული ვიყავი. როგორ შეიცვლილა...
_ ბელა, როგორ მიხარია აქ რომ ხარ. როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? _ ყველაფერი ერთად მომაყარა კლერმა.
გამეცინა.
_ დღეს ჩამოვედი. მეც ისე მიხარია აქ რომ ვარ, ყველანი მომენატრეთ, _ კლერს გადავეხვიე. კარგია, რომ აქ დამხვდა. ძირითადად სახლში არ არის ხოლმე. სულ მოგზაურობს.
_ ასეც ვიცოდი, _ წამოიყვირა კლერმა.
_ რა იცოდი? _ გაკვირვებული ვიყავი.
_ მილანში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ცოტა ხნით გადავდე. მამამ მთხოვა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა და ამიტომ არ შევეწინააღმდეგე. ახლა შენც ჩემთან ერთად წამოხვალ, _ თვალი ჩამიკრა. სიხარულისგან სახე უბრწყინავდა. მილანში წასვლა დიდად არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კლერს ვერ დავუძვრებოდი და ამიტომ გადავწყვიტე, თავიდანვე დავთანხმებულიყავი.
_ კარგი, შენთან ერთად წამოვალ, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ მინდა აქ დარჩენა. ბიძია და ბიცოლა მომენატრნენ, _ ეს სიმართლე იყო. მათი სითბო მართლა ძალიან მაკლდა.
_ ჰო, ჰო, ვიცი. ერთ კვირაზე მეტი აქ არ დავრჩებით, _ გამაფრთხილა მან.
_ კარგი, _ დავეთანხმე. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ბოლოს მაინც იმას გაიტანდა, რაც მას უნდოდა.
მე და კლერმა ბევრი ვისეირნეთ. მეხვეწებოდა მაღაზიებში გავყოლოდი, მაგრამ ახლა ამის თავი ნამდვილად არ მქონდა და ამიტომაც უარი ვუთხარი. თანაც ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გაგიჟდებოდნენ ქალაქში რომ გავსულიყავი. ეზოც საკმაოდ დიდი იყო და იქ ვსეირნობდით, ძველ დროს ვიხსენებდით და ვერთობოდით.
ლაპარაკში დრო გაგვეპარა და როცა სახლში შევედით, უკვე საღამოს რვა საათი იყო. ვახშმისთვის სუფრას აწყობდნენ. სახლში სიბნელე იყო. ზედმეტი შუქი ოჯახში არავის არ უყვარდა, მითუმეტეს ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გამოუსწორებელი რომანტიკოსები იყვნენ. ვახშამი სანთლების სინათლის ქვეშ და ასეთი სიულელეები... სისულელეები იმიტომ, რომ ახლა უკვე რომანტიკა ჩემგან შორსაა. როგორც ცა და დედამიწა. ალბათ იმიტომაც, რომ ნამდვილად არავინ მყვარებია. თუ ჩემი შეყვარებულების სიას გადავხედავ, ძალიან ბევრი გამოვა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მათგან არცერთი არ მიყვარდა. ერთის გარდა... იმასაც სიყვარულს ვერ დავარქმევ. ბავშვობის გატაცება. მაშინ ორივეს გვეგონა, რომ მთელ ცხოვრებას ერთად გავატარებდით. მომავლის გეგმები დავაწყეთ. რამდენი შვილი გვეყოლებოდა, მერე შვილიშვილები... სასაცილოა. მაშინ ამ ყველაფერს სერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ამაზე გულიანად ვიცინი. ალბათ, ოდესმე მეც ვიპოვი ჩემს ნამდვილ სიყვარულს, მაგრამ არამგონია ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. თუმცა ამბობენ, რომ სიყვარული მაშინ მოდის, როცა ყველაზე მეტად არ ელოდები. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ცოტათი გული ამიცრუვდა. სად იყო მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა? რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებიც მყავდა გვერდით, რომლებიც მეხმარებოდნენ მძიმე წუთებში, მაგრამ მეგრძნო, ჩემი საყვარელი ადამიანის ძლიერი მკლავები, სითბო; მეგრძნო, რომ მეც ვიღაცას ვჭირდებოდი, ვუყვარდი და ამიტომაც ცდილობდა ჩემს სამყაროში დაბრუნებას, ეს სულ სხვა შეგრძნება იქნებოდა. ამ ყველაფერს უფრო ადვილად გავივლიდი თუ კი მეცოდინებოდა, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი; რომ უჩემოდ ცუდად იყო და ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა ჩემს სახეზე ბედნიერ ღიმილს. ყველაფერს გავაკეთებდი, უფრო მეტად შევეცდებოდი ამ ყველაფერთან განმკლავებას, რომ ის ადამიანი ტანჯვისაგან დამეხსნა და ბედნიერი გამეხადა. ჯობია, ამაზე აღარ ვიფიქრო, თორემ ისევ ცუდი მოგონებები შემომაწვება. მე კი აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ეს დარდი მომეშორებინა. ყოველ შემთხვევაში, ცოტათი მაინც დამეძლია. ასეთი ტკივილი რომ აღარ მოეყენებინა.
მე და კლერი ოთახში შევედით, სადაც ყველაფერი უკვე გამზადებული იყო. ბიძია და ბიცოლაც იქ იყვნენ. ყველანი მაგიდასთან დავსხედით. უეცრად, ვიღაც ორი ბიჭი შემოვიდა. ერთი 9-10 წლის იქნებოდა, მეორე კი 18-19 წლის.
ჩვენთან ერთად მაგიდასთან დასხდნენ. მოიცა, ესენი ვინღა არიან? არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ სტუმრები იყვნენ სახლში.
_ აი ყველანი შევიკრიბეთ, _ სიხარულით თქვა ბიძია რიჩარდმა.
_ ბელა, ძვირფასო, მგონი შენთვის ბიჭების ამბავი არავის არ უთქვამს, არა? _ მკითხა ბიცოლამ.
_ ეე... არა, არ გითქვამთ, _ გავუღიმე. მართლაც ძალიან მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ის ბიჭები. ჩვენი ნათესავები აშკარად არ იყვნენ.
_ ო, მაპატიე საყვარელო. დამავიწყდა მეთქვა, იმდენად ვიყავი შენი მოსვლით გახარებული, _ მომიბოდიშა ბიძიამ.
_ არაუშავს, _ თავაზიანად გავუღიმე.
_ კარგი, ერთმანეთს გაგაცნობთ. ბიჭებო, გაიცანით, ეს ბელაა, ჩემი ძმიშვილი. ბელა, ეს ჯასტინია, _ მან ხელით უფროს ბიჭზე მინიშნა. _ ეს კი მისი ძმა, ბრედი.
_ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბიჭებო, _ მხიარულად ვუთხარი. მათი სახელები გავიგე, მაგრამ მაინც მაწუხებდა ერთი კითხვა: ვინ იყვნენ ეს ბიჭები ზუსტად?
_ ჩვენთვისაც სასიამოვნოა, _ ორივემ ერთად თქვეს.
_ რიჩარდი და ერიკა ბევრს გვიყვებოდნენ თქვენზე, _ თქვა ჯასტინმა. Oჰოო, რიჩარდი და ერიკა? ესეიგი სახელებით მიმართავენ.
_ თქვენობით ნუ მომმართავ, უბრალოდ ბელა დამიძახე, _ გავუღიმე.
ერთი სული მქონდა, გამეგო ვინ იყვნენ ეს ბიჭები, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი. ბიძაჩემი ისეთი სიყვარულით შესცქეროდა ამ ორ ბიჭს. აქ რაღაც ხდება და მე არ ვიცი. ეს არ მომწონს!
_ ჰო, კლერიც გვიყვებოდა შენზე რაღაცეებს, _ ჩაიცინა ბრედმა. მოვკლავ კლერს! ნეტავ, რა უთხრა?
ჩემს გვერდზე მჯდომ კლერს გადავხედე. მან კი უდანაშაულო სახით შემომხედა.
_ ბეელს, ეგრე ნუ მიყურებ, ცუდი არაფერი მითქვამს, _ დაიწუწუნა კლერმა.
_ ჰო, ჰო, აბა რა, ეჭვიც არ მეპარება.
_ ნუუ... პრინციპში ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ჩვენ არ ვიცოდით. შენი ყოველი ნაბიჯი ტელევიზორში ცხადდებოდა. ,,მშვენიერმა ბელა მონტერმა დღეს თავისი თავი ისევ გაილამაზა და სილამაზის სალონს ეწვია”_ ჰმმმ... რაღაც არ მახსოვს ასეთი რამე ჩემზე ვინმეს გამოეცხადებინოს. ,,მშვენიერმა ბელა მონტერმა” რა სისულელეა! ბიჭს შევხედე. თავისი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა და ორაზროვნად მიღიმოდა. მეჩვენება, თუ ეს ბიჭი მეფლირტავება? ესღა მაკლდა.
_ ჰო, მაგრამ ახლა ,,მშვენიერი ბელა მონტერი” პენსიაზე გავიდა. სახლში ზის და წიგნებს კითხულობს, _ ჩავიცინე. მთლად ასე ნამდვილად არ იყო. ნორმალური ადამიანი Nეწ Yორკ-ში სახლში არ იჯდებოდა მთელი დღეები და წიგნებს არ `ჩასციცინებდა.” ყველაფრის მიუხედავად, მეც ნორმალურ ადამიანად ვითვლებოდი საბედნიეროდ და გართობა მეც მჭირდებოდა. ამისთვის კი, ყველაზე კარგი ვარიანტი NY-ში კლუბში წასვლა იყო.
_ მართლა? ვითომ რატომ? _ ეს ბიჭი უკვე ნერვებს მიშლის!
_ თუ ასე კარგად იცი ყველა ჩემი ნაბიჯი, მაშინ რაღატომ მეკითხები? _ ნელ-ნელა ვბრაზდები.
_ შენი ნაბიჯი კი, მაგრამ სულიერი მდგომარეობა არა.
_ რა? _ ამ ბიჭს ფსიქოლოგობა ხომ არ უნდა? შემიძლია რეკომენდაციები გავუწიო, ოღონდ თავი დამანების!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჯანდაბა! კლერ ამოიღე ხმა! სიტუაციის განმუხტვა ყოველთვის ეხერხებოდა, ახლა ენა ჩაუვარდა?
ის ბიჭი კი ისევ ისე გაშტერებული მიყურებდა, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ოთახში ვიღაც შემოვიდა და გაჩუმდა.
_ მის ბელა, ტელოფონზე გეძახიან, _ მომმართა.
_ ვინ არის? _ დავინტერესდი. გოგოებს ვთხოვე, რომ მხოლოდ ინტერნეტით გვესაუბრა, მაგრამ ახლა ამ ზარმა ნამდვილად გამახარა.
_ ერიკია, თქვენი ძმა.
ჩემი საყვარელი ძამიკო! კარგ დროს დარეკა. მოახლეს ტელეფონი გამოვართვი და გასასვლელისკენ გავემართე.
_ ბელა, ერიკს ჩვენგან მოკითხვა გადაეცი, _ მითხრა ბიძიამ.
_ აუცილებლად, _ მივაძახე და ოთახიდან გამოვედი.
_ გამარჯობა, ძამიკო, _ მხიარულად მივესალმე. სიბრაზემ უკვე გადამიარა.
_ პრივეტ, ბელს. როგორ იმგზავრე? ჩვენ გვეგონა, რომ შენ დაგვირეკავდი, მაგრამ ისე მხიარულობ რომ დაგავიწყდით, _ ცდილობდა ნაწყენი ტონი ჰქონოდა, მაგრამ მის ხმაში ღიმილი მაინც იგრძნობოდა.
_ მშვენივრად ვიმგზავრე, _ იმ პატარა ინციდენტზე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. _ ხუმრობა არ გამოგივიდა, მაგრამ აქ ისე გავართე, რომ მართლაც გადამავიწყდა დარეკვა.
_ მიხარია. გაერთე, ბელს, და მალე ჩამოდი.
_ ჰო, მართლა, ბიძიამ და დანარჩენებმა მოკითხვა გადმოგცეს.
_ გადაეცი, რომ როგორც კი შევძლებ, მაშინვე მოვინახულებ. როგორ არიან? _ ერიკს ბიძია და ბიცოლა საკუთარი მშობლებივით უყვარდა. თითქმის მთელი სწავლის პერიოდი მათთან ერთად გაატარა, რადგან ლონდონში სწავლობდა.
_ კარგად. ხომ იცი მათი ხასიათი, რა მოაწყენთ.
_ ჰო, აბა რა. კლერი როგორ არის?
_ სულ არ გაზრდილა ისევ ისეთია, _ ორივემ გავიცინეთ.
_ ერიკ, შემთხვევით რამე ხომ არ იცი ჯასტინზე და ბრედზე? _ იქნებ მან იცოდეს რამე, თუ არა და ამაღამ კლერს ყველაფერს წვრილმანებში გამოვკითხავ.
_ ვისზე ამბობ? პირველად მესმის, _ როგორც ჩანს, მანაც არაფერი იცის.
_ უბრალოდ აქ ორი ბიჭია, ძმები არიან. როგორც ჩანს, აქ ცხოვრობენ და დამაინტერესა. არავის არაფერი არ უთქვამს მათზე, ვახშმისას გამაცნეს.
_ და შენ როგორც ყოველთვის ყველაფერში ინტრიგას ხედავ, არა? _ სიცილით თქვა ერიკმა.
_ სულაც არა. უბრალოდ მაინტერესებს. კარგი, ახლა უნდა წავიდე. ლილეს და ნინას მოკითხვა გადაეცი. ჰო, და გოგოებსაც. არამგონია დღეს მათთან დაკავშირება მოვახერხო.
_ კარგი, მაგრამ დედიკო გამოგრჩა. შენს მაგივრად არ ვაკოცო?
_ ერიკ! რომ ჩამოვალ ვერ გადამირჩები!
_ კარგი, კარგი. კარგად, დაიკო, _ ისევ სიცილით მითხრა.
_ ნელა, ძამიკო, სიცილისგან არ დაიხრჩო, _ ვუთხარი და გავთიშე, თორემ ერიკი ისევ სისულელეების ლაპარაკს დაიწყებდა.
სასადილო ოთახში დავბრუნდი, ყველანი მხიარულად ლაპარაკობდნენ. მეც მათ შევუერთდი. მთელი საღამო ვიცინოდით და ვმხიარულობდით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის შემდეგ ჩემს ოჯახში დავბრუნდი. დიდი ხანია ასე კარგად თავი არ მიგრძვნია. ბიძია რიჩარდმა მისი წარმატებების შესახებ მომიყვა. ახლა მამაჩემის ბიზნესსაც ის ხელმძღვანელობს. ჯასტინი და ბრედი არც ისე ცუდი ბიჭები აღმოჩნდნენ, როგორც ერთი შეხედვით მომეჩვენა, უბრალოდ თავისებურად უცნაურები იყვნენ. ღამე კლერს ბიჭების შესახებ ყველაფერი გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ დედ-მამა ავტოავარიაში დაეღუპათ. ნათესავებიდან კი ვერავინ შეძლო მათი პატრონობა. ბიძიამ და ბიცოლამ შემთხვევით მიაგნეს ამ ბიჭებს, შეეცოდათ და ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთ სახლში მიეღოთ. ჩემგან განსხვავებით, მათ მშობლების სიკვდილი უკვე მონელებული ჰქონიათ...


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 12:39 PM | შეტყობინება # 52
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzaan sayvareli tavi iyo ra ketili bidza da bicola yavs .yvelaperi dzaan magrad gaqvs gadmocemuli kiss kiss love love


Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-12-04, 8:43 PM | შეტყობინება # 53
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
_ კარგი, მაგრამ დედიკო გამოგრჩა. შენს მაგივრად არ ვაკოცო?

magas movukvdi mee biggrin biggrin biggrin
yochag Bell :*:*:*




bella-vampireთარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:43 PM | შეტყობინება # 54

842
83  +
   ±
Offline
თავი მერვე
გულახდილი საუბრები

დილით კლერმა ადრე გამაღვიძა. ეს გოგო ხომ არ მოგასვენებს რა!
_ ადექი მძინარა უკვე დროა! _ მიყვიროდა კლერი.
_ კლერ, მაცადე რა, მეძინება, _ ბალიში ვესროლე.
_ არც ერთი წამი! _ ის ბალიში უკანვე გამომიქანა.
_ აუ!
_ ადექი თორემ უარესი იქნება! _ სერიოზულად განმიცხადა.
_ მემუქრები? _ სიცილით ვკითხე.
_ არა, უბრალოდ რჩევას გაძლევ. ტანსაცმელი დივანზე დევს, საუზმე კი მაგიდაზე.
_ ტანსაცმლის არჩევაც არ შემიძლია? _ უკმაყოფილოდ ჩავიბუტბუტე, მაგრამ მაინც გაიგო.
_ შენი ამბავი რომ ვიცი, მარტო ზედის არჩევას ერთ საათს მოანდომებ. ასე რომ, გადავწყვიტე მე ამერჩია. მოგეწონება! _ მითხრა კლერმა.
_ ეგ ადრე იყო. ახლა საბედნიეროდ პაპარაცები კუდში აღარ დამსდევენ.
_ ჰო, ეგ კარგია. აუზთან ვიქნები, _ თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
ჩემი პირადი რეკორდი დავამყარე! ოც წუთში უკვე მზად ვიყავი და აუზთან მივდიოდი.
_ ბელა! ეს შენ ხარ თუ მეჩვენება? ასე სწრაფად როგორ მოახერხე, _ გადაიხარხარა კლერმა.
_ მე თვითონაც მიკვირს, _ ორივემ გავიცინეთ.
თითქმის ნახევარი დღე აუზთან გავატარეთ. ვწუწაობდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და რას აღარ ვაკეთებდით...
_ ბელა? _ უცბად დამიძახა კლერმა.
_ ჰო.
_ შენი რჩევა მჭირდება, დავიბენი... _ მოღუშული სახით მითხრა კლერმა.
_ რა მოხდა? _ ალბათ მართლა რაღაც სერიოზულია.
_ მოკლედ, ჩემი მდგომარეობა სკოლაში ხომ იცი?! ყველა ბიჭი ჩემზე გიჟდება. ცოტა ხნის წინ ახალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენთან. ნახევარზე მეტი გოგოები მასზე გაგიჟდნენ. მართლაც ძალიან სიმპათიურია, მაგრამ მე ყურადღებას არ მაქცევს. მზადაა სკოლის უკანასკნელი ,,ვირთხა” დაპატიჟოს პაემანზე, მაგრამ მე არა. არ ვიცი, რა ვქნა. მისი ყურადღება აუცილებლად უნდა მივიქციო! თავს, ცოტა არ იყოს, დამცირებულადაც ვგრძნობ. რამდენჯერმე ვცადე კიდეც რაღაც, მაგრამ არაფერი გამომივიდა. საშინლად გაბრაზებული ვარ, _ ლაპარაკი რომ დაამთავრა, კლერმა მძიმედ ამოისუნთქა.
ცოტა ხნით გავჩუმდი. კლერის ნათქვამს ვიაზრებდი. მისნაირ გოგოს ყურადღებას თუ არ აქცევს, ნამდვილი დებილი ყოფილა. უნდა დავეხმარო!@მაგრამ როგორ? ახლა თავში არაფერი არ მომდის, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ. ახლა კი კლერი უნდა დავამშვიდო.
_ კლერ, არც კი ვიცი, რა გითხრა. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ. ის ბიჭი მართლა ნამდვილი დებილი ყოფილა. რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ, _ დავაიმედე.
_ გმადლობ, ბელა. შეიძლება მართლა დებილია, მაგრამ... _ აღარ დაამთავრა.
_ მაგრამ?... _ გაგრძელებისკენ ვუბიძგე, მაგრამ კლერი ისევ ჩუმად იყო და აუზს მიშტერებოდა.
_ კლერ, ოღონდ არ მითხრა, რომ ის ბიჭი შეგიყვარდა და ამიტომაც ცდილობ მისი ყურადღების მიქცევას, _ შოკში ვიყავი.
_ ბელს, შენ ყველაზე კარგად მიცნობ და ამიტომაც მიყვარხარ, _ მოვიდა და გადამეხვია.
_ ესეიგი, მართალი ვარ? _ კლერმა უბრალოდ თავი დამიქნია.
_ ო, კლერ, როგორ მიხარია. ეს ძალიან კარგია, ყველაფერში დაგეხმარები, _ დავპირდი.
_ გმადლობ. დღეს ლონდონის გასართობ პარკში ვიღაც თოჯინასთან აქვს პაემანი, _ გაბრაზებით თქვა კლერმა.
_ ვინ არის ზუსტად, იცი? _ საბედნიეროდ უკვე მქონდა გეგმა.
_ კი, ჩვენი სკოლელია. ისიც ახალი გადმოსულია, ფეხები ყურებამდე აქვს, _ ორივემ გულიანად გავიცინეთ.
_ მომისმინე, ჯასტინს იცნობს ეგ ბიჭი? რა ჰქვია? _ დავინტერესდი.
_ არა, არ იცნობს. მას მაიკლი ჰქვია, _ დაეჭვებულმა მითხრა კლერმა.
_ ძალიანაც კარგი. ვფიქრობ, რომ გეგმა მაქვს, მაგრამ ჯასტინის დახმარება დაგვჭირდება, _ კლერს სახე გაუნათდა.
_ ეგ მე მომანდე. ჯასტინს 5 წუთში დავითანხმებ, _ ეშმაკურად ჩაიცინა კლერმა.
_ კარგი, მაშინ წავიდეთ და მოვემზადოთ, _ ორივენი სახლისკენ გავემართეთ.
ჯასტინის დანახვაზე ორივენი მას მივვარდით. საწყალ ბიჭს ისეთი შეშინებული სახე ქონდა, რომ მე და კლერმა ვერ მოვითმინეთ და სიცილი ავტეხეთ. ამაზე მან
თვალები კიდევ უფრო მეტად დააჭყიტა.
_ დაწყნარდი, ჯასტინ, შენს შეჭმას არ ვაპირებთ, _ ვუთხარი, როდესაც ცოტათი დავწყნარდი. კლერი კი ისევ იცინოდა.
მე ჯასტინს ყველაფერი უცბად ავუხსენი. ცოტა ხნით დაფიქრდა, მაგრამ შემდეგ მაინც დაგვთანხმდა. ეტყობა, ჩვენს საცოდავ სახეებს ვერ გაუძლო.
სამივენი ჩვენი ოთახებისაკენ გავეშურეთ მოსამზადებლად. ძალიან მხიარულ ხასიათზე ვიყავი. კიბეებზე ბიძია შემხვდა და მთხოვა, მასთან კაბინეტში შევსულიყავი. ეტყობა, დღეს გულახდილი საუბრების დღეა. ბიძიას უარი ვერ ვუთხარი, თუმცა წინასწარ ვიცოდი, რომ გუნება გამიფუჭდებოდა.
_ ვხედავ ჩვენთან კარგად ერთობი, არა, ბელა? _ დაინტერესდა ბიძია.
_ კი, ასეა. აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. კლერი ყოველთვის ისეთი მხიარულია... და მეც მართობს, _ გავუღიმე.
_ მიხარია ისევ მხიარულს რომ გხედავ. ჩვენ ყველამ დიდი დანაკარგი განვიცადეთ. რომ იცოდე როგორ მაკლია ჩემი ძმა, ჩემი ერთგული მეგობარი... _ შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა.
_ ვიცი, ბიძია. დამიჯერე, შენი კარგად მესმის. მეც ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ აქ ჩამოსვლამ ძალიან გამახალისა და იცი, რას მივხვდი?
_ მაინც რას? _ დაინტერესადა ის.
_ იმას, რომ ამ დროის განმავლობაში არასწორად ვიქცეოდი. მამას არასდროს უნდოდა, რომ მისი საყვარელი ადამიანები დატანჯულიყვნენ. მე კი სწორედ ასე ვიქცეოდი. ყველაფერი მივატოვე, დავივიწყე ის, რაც მან მასწავლა და ამ ყველაფერს მე ძალით ვაკეთებდი. ვცდილობდი არ დამევიწყებინა, რაც მოხდა და ჩემი თავისთვის ბედნიერების უფლება არ მიმეცა. ამ ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მე დამნაშავე მართლა არ ვიყავი. იმ დროს მის გვერდითაც რომ ვყოფილიყავი, ვერაფერს ვუშველიდი. გული ძალიან მტკივა, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ, სულ სხვნაირად ვფიქრობ. გადავწყვიტე, ძველი ბელა დავაბრუნო. მივხვდი, რომ მართლაც ძალიან მომნატრებია ძველი დრო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. მასში ყოველთვის იქნება დანაკლისები და როგორც არ უნდა ვეცადო, ვიცი, რომ მათ ვერ შევავსებ. ამასთან შეგუება მომიწევს. შევეცდები ბედნიერი ვიყო, რომ ჩემს გარშემომყოფნიც ბედნიერები იყვნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში მე ვარსებობდი და არ ვცხოვრობდი. ახლა კი მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. მამა ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ამის გამო დამტუქსავდა. ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მამაჩემს უნდოდა. მას ჩემი ბედნიერება უნდოდა და მეც ასე მოვიქცევი_ ბედნიერი ვიქნები! _ დაპარაკი დავასრულე. ვიგრძენი, რომ თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა. ახლა თავს დამძიმებულად აღარ ვგრძნობდი.
ბიძია რამდენიმე წუთი მიყურებდა და თან იღიმებოდა. ალბათ ჩემს ნათქვამს იაზრებდა.
_ ბელა, ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ. სრულიად გეთანხმები. ვერ წარმოიდგენ, რამდენი ხანი ველოდი შენს ამ სიტყვებს. ველოდი, როდის გაგინათდებოდა გონება და როდის მიხვდებოდი, სინამდვილეში რა არის სწორი.
გავუღიმე.
ახლა ისევ ბედნიერი ვიყავი. თავს მსუბუქად ვგრძნობდი. მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამ წუთიდან ცხოვრებას ახალი ბელა იწყებს. არა ამაყი სუპერ ვარსკვლავი, არა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, გულნატკენი გოგონა, არამედ სრულიად ახალი ბელა. ისეთი, როგორიც გულის სიღრმეში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა არ მინდოდა. ახლა კი ყველაფერი სხვანაირად იქნება. მე ბედნიერი ვიქნები იმისთვის, რომ ჩემს გარშემო ადამიანები გავაბედნიერო!
_ მართალია. ახლა ნამდვილად მივხვდი რა არის სწორი და რა არა. დიდი მადლობა, ბიძია. შენთან საუბარი ყოველთვის მშველის ხოლმე. შენთან ისე ვარ, როგორც მამასთან ვიყავი. _ საოცარია. მამაჩემის ხსენებაზე გულში ის საშინელი ტკივილი აღარ მიგრძვნია, რასაც ჩვეულებრივ ვგრძნობ ხოლმე. მაინც იყო ტკივილის რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ ამის გაქრობას არ შევეცდები. ეს წარსულის მოგონება იქნება... ტკბილი ტკივილი...
_ მიხარია. ხომ იცი, ყოველთვის შვილივით მიყვარდი. მე და Eრიკა ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი კი არა ოთხი შვილი გვყავს. კლერი, შენ, ერიკი და ლილე. ჩემი პატარა ანგელოზები, _ ბიძია გადამეხვია და მეც მაგრად ჩავეხუტე. სხეულში რაღაც სითბომ დამიარა, ნელ-ნელა მთელ სხეულს მოედო და სულიც გამითბა.
_ ძალიან მიყვარხარ, ბიძია, ძალიან ძალიან! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, _ გულწრფელად გადავუხადე მადლობა. ის, რასაც ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის აკეთებენ ბიძია და ერიკა, ფასდაუდებელია. ბოლომდე სამაგიეროს ვერასდროს გადავუხდი, მაგრამ ყველანაირად შევეცდები!..
_ მეც ძალიან მიყვარხარ, ბელა. ახლა კი გაიქეცი კლერთან, თორემ გაგვიბრაზდება, _ ბიძიამ გაიცინა და მეც ავყევი. გაბრაზებული კლერი საშინელებაა, ჯობია მართლა ვიჩქარო.
_ კარგი, _ ვაკოცე და კაბინეტიდან გამოვედი. მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი.


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 8:37 PM | შეტყობინება # 55
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzaan magari tavi iyo dzaan kargia bella ro sheicvala mainteresebs shemdeg tavshi ra moxdeba neta klers yuradgebas miaqcevs is bichi?dzaan magari adamiani xar da dzaan miyavrxar umagresad wer love love kiss kiss kiss


SLYTHIთარიღი: ორშაბათი, 2010-12-13, 10:42 PM | შეტყობინება # 56

259
11  +
   ±
Offline
ra kargi bidzia yaavs.. = ))
heart
dzalian kargi tavi iyo tamm :*

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 8:39 PM | შეტყობინება # 57

842
83  +
   ±
Offline
bella-bella, SLYTHI, didi madloba bavshveboo :* faqtiurad aqedan iwyeba ukve mtvaari azri. es ise, shesavalivit iyo biggrin mere naxeet biggrin imdeni idea maqvs vegar gadamiwyvetia romeli davwero da cota gachedilshi var biggrin biggrin gvaanc :* mec dzaan miyvarxar sixaruloo :*

SLYTHIთარიღი: კვირა, 2010-12-19, 6:26 PM | შეტყობინება # 58

259
11  +
   ±
Offline
bella-vampire, erti idea mec maq da darwmunebuli var shenc gaq, ogond eg ufro varaudia da tu martla egre moxda mere intriga O_o
biggrin

bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-12-19, 7:11 PM | შეტყობინება # 59

842
83  +
   ±
Offline
SLYTHI, biggrin damaintrigee biggrin ra idea gaqvs ar metyvi? biggrin happy
axali tavi albat male iqneba. gaasworebs ani da davdeb :*

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-21, 1:01 PM | შეტყობინება # 60
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, sheni fiki maocebs xolme sul ra. saertod ro ver warmovidgen iseti ragaceebi mxvdeba. sainteresod wer martla da mere ra beta var, didi danishnuleba ar maqvs, iseti araferia xolme shesasworebeli. chemtvis sainteresod da amoucnobad wer martla kiss :kiss: ambolo dros agar damikomentarebia, mapatie.
SLYTHI, memgoni shenc is azri gaq rac me.... jastinze xom araferi ifiqre? eg ambavi mec dzalian mainteresebs da vnaxot rogor ganvitardeba movlenebi.
Quote (bella-vampire)
es ise, shesavalivit iyo mere naxeet

ohoo, sainteresod jgeers. mzad vart gamoushviiii kiss nichierooo


ძებნა: