ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-10-22, 8:40 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ
ავტორი: bella-vampire
ბეტა: AnasteishA
დისკლეიმერი: გმირებზა საავტორო უფლება მაქვს მე.
რეიტინგი: G(General)
პეირინგი: ბ.მ/რ.ა
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სამარი:ყოფილი სუპერ ვარსკვლავი, ბელა მონტერის ისტორია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ამის გამო ჯერ კიდევ ცუდადაა. ის ყველანაირად ცდილობს თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ადვილი არაა...
ავტორისაგან: ბავშვებო აუცილებლად მითხარით რა არ მოგწონთ რომ გამოვასწოროო :)

პერსონაჟების სურათები

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 17

თავი 18

თავი 19

პროლოგი
მივდივარ. დაუსრულებლად მივდივარ... მაგრამ არ ვიცი საით. გზა გაუთავებლად გრძელდება. დასასრული არსად უჩანს. გარშემო სულ სიშავეა, სიცივე...
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ეს საშინელებაა. თითქოს დრო გაჩერდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევ და მოგოგნებებით ცხოვრობ. ეს ის დროა, როდესაც ვარდისფერ სათვალეებს იხსნი და ხვდები, რომ დაუნდობელ სამყაროს უფსკრულისაკენ მიჰყავხარ.
ძალა უნდა მოვიკრიბო. მე შევძლებ ამას!..


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2010-10-22, 8:44 PM

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 8:38 PM | შეტყობინება # 31
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzaan nichieri xar da dzaan magrad wer . es tavic dzaan magaria yvelaperi dzaan kargad gaqvs gadmocemuli.


Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-11-13, 8:41 PM | შეტყობინება # 32
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
bella-vampire, raa magariaaa!!!.. amm dzalian momewonaa love love
Quote (bella-vampire)
_ იცი რა, ბელს... _ დაიწყო მან.
_ რააა?????? _ გაბრაზებულმა ვკითხე.
_ არაფერი, _ გაბრაზებულმა ზურგი შემაქცია და წავიდა.
მეც გავბრაზდი მასზე და ჩემი მანქანისკენ წავედი.

uyure shen amas, uzrdeli tavxedi dry biggrin biggrin biggrin biggrin




bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-11-14, 3:28 PM | შეტყობინება # 33

842
83  +
   ±
Offline
bella-bella, didi madloba sixarulo :*
Rosalie, mixaria rom mogwons :*
abaaa biggrin biggrin mand imdeni intrigaaaa..... biggrin biggrin tumca uaxloes tavebshi mainc ar gamochndeba biggrin tongue

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-14, 5:05 PM | შეტყობინება # 34
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, მიიყვარს შენი ფიკიი


Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-14, 9:38 PM | შეტყობინება # 35
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
Rosalie, mixaria rom mogwons :*
abaaa mand imdeni intrigaaaa..... tumca uaxloes tavebshi mainc ar gamochndeba

deda es ra intrigani Taoba modis gmerTmani dry biggrin




bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-11-14, 10:21 PM | შეტყობინება # 36

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, :* me kide sheni fikiii love
Rosalie, biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

sofkaთარიღი: კვირა, 2010-11-14, 11:16 PM | შეტყობინება # 37
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vai ra sainteresoaaaa surprised surprised surprised neta vin iyvnen is bichebi da ratom gagizianda meti aseee? momaval tavshi gavigebt? is bleric ratom eqceva sacodav bellas saeee? sad codoaaa cry cry cry cry imedia male yvelaferi gairkveva. aba shemdeg tavs veliii happy

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-14, 11:43 PM | შეტყობინება # 38
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Rosalie, gmertmani momewona biggrin biggrin biggrin biggrin bella-vampire, kiss kiss


DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 4:07 PM | შეტყობინება # 39
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
bella-vampire, თამო... შენ ვინ ყოფილხააარ??? biggrin აქამდე რაას აკეთებდი? აქამდე უნდა დაგედო ფიკი, მაგრამ სჯობს გვიანო, ნათქვამია happy აი, შესანისნავი გოგო ხარ :* კარგად წერ და ბეტაც რომ აიყვანე ძალიან კარგია!!! მოკლედ ახლა ეს რა ტანდემი იქნება, ჯერ ავტორი რა გოგოა და მერე ბეტა! ვარსკვლავური.... happy რაც შეეხება მესამე თავს, რომელიც როგორც კი დადევი მასინვე წავიკითხე, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოვნახე დრო შენთვის ჩემო ემოცია გამეზიარებინა... ნუუ ინტრიგანი ხაარ, მაგრამ რაა ხააარ biggrin ძაალიან კარგი და სიუჟეტის შემკვრელი თავი იყო!!! ძალიან მომეწონას love love love love love love ბელა ისე მეცოდება... მაგრამ ძალიან მაინტერესებს მისი რეაქციების მიზეზი... ან იმ ტიპების ამბავი.... მოკლედ ველოდები შემდეეგ თავს happy იმედია მალე იქნება...
შენ კი ასე გააგრძელე, მაგაადიი გოგო ხააარ :*



bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 8:58 PM | შეტყობინება # 40

842
83  +
   ±
Offline
stupid_l@mb, sofka, vaime bavshvebo ai dzaaaliaan didi madlobaaa :* :* verc ki warmoidgent tqveni sityvebi chemtvis ramdens nishnavs :*
Quote (sofka)
eta vin iyvnen is bichebi da ratom gagizianda meti aseee? momaval tavshi gavigebt? is bleric ratom eqceva sacodav bellas saeee? codoaaa

biggrin :D bichebis ambavi daaxloebi me11 tavshi iqnebaaa biggrin :D biggrin da bleri ratom iqceva ase shemdeg tavshi iqneba, romelsac savaraudod xval davdeb. chems sayvarel betas tu aqvs shemowmebuli :* getyvit, rom blers chemi azrit arc ut ise gasamartlebeli mizezi aqvs smile
Quote (stupid_l@mb)
ნუუ ინტრიგანი ხაარ, მაგრამ რაა ხააარ

biggrin :D yvela magas meubneba intrigani xaro biggrin bichebis ambavi jer ar maqvs dawerili, radgan me11 tavi ar maqvs dawerili jer biggrin mag tavs ragac dzalian grandiuzuls vgegmav da imedia gamomiva happy :* :* :*

---------------------------------------------

თავი მეოთხე
სიმართლე

დილით 6 საათზე გამეღვიძა. საერთოდ ყველა მაგარ ძილისგუდად მთვლიდა. ადრე არასდროს მეღვიძებოდა, მაგრამ ახლა პირიქით, გამეხარდა, რომ ადრე გამეღვიძა. სკოლა ცხრის ნახევარზე მეწყებოდა. საკმარისი დრო მქონდა ყველაფრის მოსაფიქრებლად. დღეს ბლერს უნდა დავლაპარაკებოდი. აუცილებლად! ყველაფერი უნდა გამეგო: რატომ მექცეოდა ასე? რატომ მოვიდა ამ სკოლაში თუ ჩემთან ლაპარაკი არ უნდოდა? ან საერთოდ სკოლაში სიარული რატომ დაიწყო? მას ხომ სკოლა ეზიზღებოდა?!
ამდენი უპასუხო კითხვებისაგან თავი ამტკივდა... საწოლიდან ავდექი. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და სველი თმებით ქვემოთ ჩავედი. ჯერ კიდევ კიბეებზე ჩამოვდიოდი, როდესაც ერიკის და რებეკას საუბარს მოვკარი ყური.
_ შენი და გადარეულია. რომ იცოდე რაებს მიკეთებს, ასე აღარ დაიცავდი. ერიკ, ნუთუ არ გესმის რომ ის მხოლოდ გიყენებს? _ დამაჯერებელი ტონით ლაპარაკობდა რებეკა.
_ ოხხ... კარგი რა! შენი ასეთი სულელური ლაპარაკი უკვე მომბეზრდა. სადამდე უნდა გააგრძელო? ყელში ამოვიდა! _ გაღიზიანებული ლაპარაკობდა ერიკი.
ამას ვეღარ მოვითმენ! ჩემი საკუთარი ძმის ამხედრება უნდოდა ჩემს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერიკი მას არასდროს დაუჯერებდა. მე მისი საყვარელი და ვიყავი, მაგრამ ის ფაქტი, რომ რებეკა ასე ლაპარაკობდა, ძალიან მაღიზიანებდა.
მათკენ წავედი, მაგრამ უეცრად ნინამ გამაჩერა.
_ ბელა, აბა გამოიცანი ვინ გირეკავს? _ ის ისეთი გახარებული იყო. ნეტავ ასეთი ვინ არის?
_ საიდან უნდა ვიცოდე, ნინა? აზრადაც არავინ მომდის. ვინ არის?
_ ბლერ მილერი! _ ისე უხაროდა ამ სახელის წარმოთქმა, რომ ლამის იყვირა.
მის ,,ყვირილზე” რებეკა და ერიკი გამოვიდნენ. ვერ გაეგოთ რა მოხდა და გაოცებულები გვიყურებდნენ.
_ ბლერი?? ნინა, დარწმუნებული ხარ? _ გაკვირვებისგან პირი დავაღე. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
_ კი, კი, ისაა. ნუთუ არ გიხარია, ბელს? _ გაკვირვებულმა მკითხა.
_ კი, კი, როგორ არა, მიხარია, _ ეს მართლაც ასე იყო? არ ვიცი...
ტელეფონი გამოვართვი და ჩემს ოთახში ავედი. არ მჯეროდა, რომ ეს ნამდვილად ბლერი იყო. იქნებ ვინმე უხეშად მეხუმრებოდა? თუმცა არამგონია...
სხვა რა გზა მქონდა, უნდა მეპასუხა.
_ გისმენთ.
პატარა პაუზა...
_ ბელა, ბლერი ვარ, _ რაღაც სხვანაირი ხმა ჰქონდა. ცდილობდა უხეში ყოფილიყო, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა. თუ... არ ვიცი... ვერ გავიგე...
_ ხო, ეგ უკვე ვიცი. შენს ზარს ნამდვილად არ ველოდი, _ ცოტა უხეშად გამომივიდა.
_ ჰმმმ... შენთან ლაპარაკი მინდა, მაგრამ ტელეფონით არა. გცალია, რომ შევხვდეთ? _ მის ხმაში დაურწმუნებლობა შევამჩნიე.
_ მმმმ... _ პასუხის გაცემას არ ვჩქარობდი.
_ კი შემიძლია, ოღონდ სკოლამდე, _ მთლიანად დათმობა მაინც არ მინდოდა.
_ კარგი. მაშინ სკოლამდე რომ პატარა ბაღია იქ მოდი ნახევარ საათში.
_ კარგი, _ უცბად დავეთანხმე და ყურმილი მაშინვე დავკიდე.
უცნაურად მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ბლერს ჩემი ნახვა უნდოდა. მაგრამ ეს ის იყო რაც მე მინდოდა. უცბად ჩავიცვი, თმები გავიშრე და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემმა ძმამ შუა გზაში გამაჩერა.
_ ბელს, ასე დილაადრიან სად მიდიხარ? _ ინტერესით მკითხა მან.
_ ბლერს უნდა შევხვდე პარკში. რაღაც... რაღაც უნდა გავარკვიო, _ ავუხსენი...
_ კარგია. შენ და ბლერს დიდი ხანი კონტაქტი არ გქონდათ. იმედი მაქვს, ისევ იმეგობრებთ, _ ის ყოველთვის ისეთი მზრუნველი იყო. თითქმის ყოველთვის მხიარულობდა და მაიმუნობდა, თუმცა შესაფერის მომენტებში სერიოზული ხდებოდა.Mმოვლენებს ყოველთვის ობიექტურად უყურებდა...
_ ხო მეც, _ გამოვტყდი მე. მაგრამ... მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ამ წამს ეს არ მადარდებდა. უბრალოდ სიმართლის გაგება მინდოდა და მეტი არაფერი.
სახლიდან გამოვედი. ჩემმა ძმამ უკან ,,წარმატებები” თუ რაღაც ასეთი მომაძახა. მანქანაში ჩავჯექი და პარკისკენ გავემართე.
15 წუთში უკვე იქ ვიყავი. ძალიან ადრე იყო და ამიტომაც პარკში არავინ არ იყო. ვერც ბლერს მოვკარი თვალი. მანქანიდან გადმოვედი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ცოტა მოშორებით სხვა მანქანაც იდგა. ეს ალბათ ბლერის მანქანაა... პარკის შუაგულისკენ გავწიე, სადაც შადრევანი იყო. შორიდან ვიღაცის ,,მოსიარულე ტანი” დავინახე. ბლერს ძალიან ჰგავდა. არა, კი არ ჰგავდა, ის იყო. ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ მისკენ წავედი. პირი გავაღე, რომ მისთვის დამეძახა, მაგრამ ის უცბად შემოტრიალდა და ამაზე ცოტა შევხტი კიდეც. მას ამაზე ირონიულად ჩაეცინა და ამან გამაღიზიანა.
_ ჰაი, ბელა, _ მხიარულად მომმართა. მეგობრული ხმა ჰქონდა თუ არ მეჩვენებოდა...
_ გამარჯობა, ბლერ! _ უემოციოდ მივესალმე.
_ როგორ ხარ? _ მომეჩვენა თუ მართლა დაინტერესებული ხმა ჰქონდა?
_ მშვენივრად... შენ? _ ეს ცოტა მოგვიანებით დავამატე. არ მინდოდა ძალიან უხეშად გამომსვლოდა.
_ კარგად. მოდი დავსხდეთ, _ ხელით მაჩვენა ჩვენს გვერდზე სკამზე. ცოტა შევყოყმანდი, მაგრამ მერე მაინც დავჯექი.
_ მივხვდი, რომ გუშინდელი ჩემი საქციელი სკოლაში ვერ გაიგე და ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ამეხსნა, _ თავის სიტყვებში დარწმუნებული არ იყო.
_ ხო, მართალია ვერ გავიგე. ასეთი რა გავაკეთე, რომ შენგან ასეთი მოქცევა დავიმსახურე? _ ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვბრაზდებოდი და ალი მეკიდებოდა.
_ იცი? წესით უნდა გაგეგო.
_ რა უნდა გამეგო??? _ ახლა მართლა გავბრაზდი. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ბლერმა შემაწყვეტინა.
_ ახლავე აგიხსნი, _ ძალიან წყნარად ლაპარაკობდა.
_ გელოდები! _ მკვახედ ვუთხარი.
_ გახსოვს კინოს კასტინგზე რომ მიხვედი? _ მან შეამჩნია, რომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. მე იმდენ კინოში მიმიღია მონაწილეობა, რომ ხანდახან მერეოდა კიდეც...
_ ,,შავ-თეთრი დღეები”, _ წარმოთქვა მან.
ჰო, გამახსენდა. ამ კინოში მონაწილეობის მიღება ძალიან მინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მოვახერხე. არადა, მთავარ როლზე დამამტკიცეს.
_ ეს კინო რა შუაშია? _ გაკვირვებულმა ვკითხე.
_ კარგი რა, ბელა, ნუთუ მართლა ვერაფერს ხვდები? ცოტა მაინც? მე შენნაირი გულობრყვილო არ ვარ, _ ამაყად განმიცხადა.
_ ეგ ვიცი, რომ ჩემნაირი არ ხარ, _ ისევ ურეაქციოდ ვუპასუხე. _ მაგრამ მაინც ვერაფერს ვხვდები. აქ ხომ იმისთვის დამიბარე, რომ სიმართლე გეთქვა?! ხოდა გისმენ. ოღონდ ცოტა იჩქარე, თუ შეიძლება. მაგვიანდება. _ საათზე დავიხედე, 7 საათი იყო. სულაც არ მაგვიანდებოდა...
_ კარგი. სანამ შენ მიხვიდოდი კასტინგზე, იქამდე მე მივედი და მთავარ როლზეც დამამტკიცეს. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხაროდა. მეცხრე ცაზე ვიყავი, მაგრამ თურმე ჩემს შემდეგ შენ მიხვედი და ფილმის რეჟისორმაც შენ აგირჩია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი უკვე როლზე დამტკიცებული. შენ ყოველთვის უფრო კარგ მომღერლად ითვლებოდი, ვიდრე მსახიობად, მაგრამ... მაგრამ მან მაინც შენ აგირჩია და არ მესმის რატომ. მეორე დღეს ტელეფონზე დამირეკეს. მე მეგონა უკვე გადაღებებისთვის მომზადებას მომთხოვდნენ... მაგრამ იცი რას მეუბნებიან? ,,ბლერ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უკეთესი მსახიობი შევარჩიეთ მთავარი როლისთვის.” ჭარმოიდგინე, რა დამემართა. მე ასეთ მოქცევას მიჩვეული არ ვარ! შემდეგ როდესაც ვკითხე, ვინ იყო ეს მსახიობი, მათ მიპასუხეს: ,,ბელა მონტერი.” რეჟისორმა ისეთი სიტყვებით შეგაქო... აღარ იცოდა, რა ეთქვა. ძალიან დამწყდა გული. შემდეგ კი შენზე გავბრაზდი. როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? ყველა არხი აცხადებდა, რომ ამ კინოში მთვარ როლს მე შევასრულებდი, მაგრამ...
უეცრად, ახალი ინფორმაცია დაიტაცა ყველა არხმა. საკუთარმა დაქალმა ჩემთვის ყველაზე სასურველი როლი წამართვა. ყველა არხი ამაზე ლაპარაკობდა. მე კი შენთან მოვსულიყავი და მეთქვა: ,,არაუშავს ბელს. შენ უფრო იმსახურებ ამ როლს. მე სხვასაც მოვძებნი”. ხომ მიცნობ? მე ამას არ გავაკეთებდი და არც გავაკეთებ. არასოდეს!..
გაშტერებული ვუყურებდი. ნუთუ რაღაც ერთი იდიოტური ფილმისთვის ასე უნდა მოექცე საუკეთესო დაქალს? ეს მე არ მესმოდა და არც მინდოდა გამეგო.
_ და ამიტომ მომექეცი ასე? ამიტომ მიმატოვე, როცა მეგობრის მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა? რაღაც იდიოტური ფილმის გამო! _ ძალიან გავბრაზდი, ნელ-ნელა ცეცხლი მეკიდებოდა. ბლერისგან ამას ნამდვილად არ ველოდი. თუმცა ახლა დავრწმუნდი, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ საწადელს მიაღწიოს.
_ ეს მხოლოდ შენთვისაა იდიოტური. მან ,,ოსკარი” მიიღო. ეს ჩემთვის იდეალური შანსი იყო. შენ ხომ ,,ოსკარზე” ორჯერ წარგადგინეს. მართალია სულ ერთხელ აიღე, მაგრამ განა ეს დიდი წარმატება არაა? _ ის ისე ლაპარაკობდა... არ მჯეროდა, რომ ეს ნამდვილად ბლერის სიტყვები იყო. იმ ბლერის, რომელსაც ვიცნობდი და რომელსაც დაქალად ვთვლიდი, მაგრამ... ახლაღა ვხვდები, რომ ბლერზე სრულიად სხვა წარმოდგენა მქონდა...
_ მაგრამ... მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, რომ შენ გინდოდა ეს მთავარი როლი? გგონია, უარს გეტყოდი რომ გეთხოვა არ წახვიდე კასტინგზეო? ასეთი რამ ხომ არაერთხელ გამიკეთებია. მაგრამ იცი რა ბლერ? დაუნახავი ხარ! უმადური! მე მეგონა, რამე სერიოზული მიზეზი გქონდა. მეგონა... მეგონა მართლა რამე დავაშავე. _ უკვე ვეღარ ვლაპარაკობდი. ასე მეგონა, ყელში რაღაც ბურთი მქონდა გაჩხერილი და მალე დამახრჩობდა.
_ როგორც გინდა, ისე იფიქრე. ამას ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მაგრამ ეს თუ ცოტათი მაინც დაგაწყნარებს გეტყვი, რომ მართლა დამწყდა გული. შენნაირი კარგი მეგობარი არასოდეს მყოლია... თუმცა ყველამ გამიცრუა იმედი, ისევე... ისევე როგორც შენ. _ ვერ გავიგე ბლერი როგორ ლაპარაკობდა. დამწუხრებული იყო... თუ... თუ გაბრაზებული? მაგრამ მე მხოლოდ ერთი რაღაცის გაგება მინდოდა. სხვა ყველაფერი უკვე აღარ მაინტერესებდა.
_ კარგი, ეგ ყველაფერი გასაგებია... ან არ არის გასაგები... ბოლომდე. მე ის მაინტერესებს, სკოლაში სიარული რატომ დაიწყე? ესეც ჩემი ბრალი ხომ არ არის შემთხვევით? _ ირონიულად ვკითხე.
_ ამჯერად შენ არავითარ კავშირში არ ხარ, _ ჰოო. ამჯერად.
_ ჩემს სკოლაში რატომ გადმოხვედი? ხომ იცოდი, რომ აქ მე ვსწავლობდი?!
_ ეს სკოლა მთელს ქალაქში საუკეთესოა, ამიტომაც გადმოვედი აქ. უფრო სწორად ,,გადმომიყვანეს.” ეს მამაჩემის სურვილი იყო, _ ჰოო. ბლერის მამა ძალიან მკაცრია, ვერასოდეს ვერ ბედავდდა ბლერი მასთან შეპასუხებას.
_ ჰო, კარგი. ახლა სახლში უნდა წავიდე, ამდენ დროს უაზროდ ვეღარ დავკარგავ, _ შევეცადე რაც შეიძლება ამაყად მეთქვა ეს სიტყვები, თორემ ისე გამოდიოდა, რომ ბლერი იყო მონადირე, მე კი მსხვერპლი.
_ როგორც გინდა, _ თავისთვის ჩაიბუტბუტა ბლერმა.
მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მაშინვე დავქოქე. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. ვერც კი შევამჩნიე ისე წამომივიდა ცრემლები. მივდიოდი უაზროდ... არ ვიცოდი საითკენ წავსულიყავი, თუმცა მერე მაინც გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. ჩემს ოთახში ჩავიკეტებოდი და სამუდამოდ იქ დავრჩებოდი... სამუდამოდ... ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო! მე ამაში დარწმუნებული ვიყავი! უბრალოდ ბლერი ეგოისტია! თავის დროზე თითქმის ყველა ამას მეუბნებოდა, მაგრამ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. ან არ მინდოდა ყურადღება მიმექცია... არ ვიცი... რისთვის და ვისთვის ვტიროდი ვერ გამეგო. უბრალოდ ვტიროდი... ვტიროდი... მანქანა სახლის წინ გავაჩერე. სახლში შევვარდი და მაშინვე კიბეებისკენ გავექანე, რომ ჩემს ოთახში ავსულიყავი. თვალები ისევ ცრემლებით მქონდა სავსე.
_ ჰეი, რა გჭირს? _ გაკვირვებულმა მკითხა ჩემმა ძმამ.
_ არაფერი, _ მივაძახე და ჩემს ოთახში შევვარდი.
თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ. ბლერს ჩემთან მეგობრობა აღარ უნდოდა და აღარც მე. თუ... თუ მინდოდა? ისევ თავი ამტკივდა და საწოლში ჩავწექი. მინდოდა მეყვირა, მეღრიალა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამისთვის საკმარისად ძლიერი არ ვიყავი. თითქოს ძალა გამომელია... თვალები დავხუჭე და ვეცადე, ამაზე აღარ მეფიქრა.
თვალები როცა გავახილე ჩემი ძმა საწოლის წინ, სკამზე იჯდა და მიყურებდა. ისეთი შეწუხებული სახე ქონდა...
_ კარგად ხარ? _ სკამიდან ადგა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. _ შემაშინე...
_ შეგაშინე? რატომ? პირველად ხომ არ ვტირი? _ გამეღიმა. ძილი აშკარად ძალიან მომიხდა.
_ ძალიან განერვიულებული იყავი. ძილში ისეთ რაღაცეებს ამბობდი... ვერაფერი გავიგე...
_ რას ვამბობდი? _ სწრაფად შევეკითხე. ნეტავ, რა ვიბოდიალე?
_ ზუსტად ვერ გავიგე, ბლერზე ამბობდი რაღაცას. რომ სულ მარტო დარჩი. რა მოხდა შენსა და ბლერს შორის? _ ის აშკარად ძალიან ნერვიულობდა ჩემს გამო. გადავწყვიტე, სიმართლე მეთქვა.
_ მე და ბლერმა ვიჩხუბეთ, _ ეს სიტყვები ისე წარმოვთქვი, როგორც პატარა გაბუტულმა ბავშვმა, რომელიც რაღაცას წუწუნებს.
_ იჩხუბეთ? რატომ? _ ამ ამბავმა ძალიან დააინტერესა.
მე მოვიღუშე. ამ ამბის გახსენება არ მსიამოვნებდა.
_ არ გინდა მომიყვე? _ მან ცალი წარბი აწია.
_ კარგი, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენს სახეს მიხედე. ნუ გაქვს ეგეთი დაძაბული. _მის სახეს რომ ვუყურებდი, მეც ცუდად ვხდებოდი.
_ კარგი, შევეცდები. ახლა კი დაიწყე მოყოლა, _
მე მას ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, არაფერი დამიმალავს. ან რა მქონდა დასამალი? ამ ყველაფრის გახსენებისას თვალზე ცრემლი მომადგა, მან ეს შეამჩნია და მაგრად ჩამეხუტა, ცდილობდა დავეწყნარებინე.
_ ამას ნამდვილად არ მოველოდი, ბლერი... ბლერი ყოველთვის ,,ნაზი ვარდივით” იყო.
_ ჰო, მაგრამ ყველა ვარდს აქვს ეკლები. ამაში კარგად დავრწმუნდი.
_ ახლა რას აპირებ? _ მკითხა ჩემმა ძმამ.
_ არ ვიცი. სკოლაში წასვლა არ მინდა. იქნებ საერთოდ ლონდონში წავიდე? _ მან ჩემს სიტყვებზე ისეთი სახე მიიღო, რომ მაშინვე მივხვდი თანახმა არ იყო. მაგრამ ეს მხოლოდ მე უნდა გადამეწყვიტა!
_ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. გაპარვას აპირებ? ნუთუ ასე ცუდად ხარ?... _ ის ჩაფიქრდა და მაშინვე მივხვდი რაზეც ფიქრობდა. 10 სექტემბერი...
_ არა, ერიკ. ყველაფერი მთლად ასე ცუდადაც არაა. _ ვცდილობდი რაც შეიძლება დამაჯერებელი ვყოფილიყავი, მაგრამ მე სიმართლეს ვამბობდი. ყველაფერი მართლა არ იყო ასე ცუდად. იმ ტკივილთან შედარებით, ეს ყველაფერი ,,პეპლები” იყო.
_ მაშინ, რატომ გინდა წასვლა? _ მის ხმაში დიდი წყენა შევამჩნიე. ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ერთმანეთისგან შორს გავატარეთ. მე ყოველთვის ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული, ის კი შორს, ლონდონში სწავლობდა და ყოველ არდადეგებზე ჩამოდიოდა. მაგრამ იმ ტრაგედიის შემდეგ, გადაწყვიტა ჩვენთან ჩამოსულიყო და სწავლა აქ გაეგრძელებინა. მამაჩვენის სიკვდილმა თითქოს ყველა გაგვაერთიანა... დედაჩვენს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა.
_ არ ვიცი, აბა აქ რა გავაკეთო? _ დაბნეული ვიყავი...
_ უბრალოდ ბედნიერი იყავი! შენი წასვლა კარგს არავის მოუტანს და პირველ რიგში, შენ. ლილე ამას ვერ გადაიტანს, ძალიან ეწყინება, ხომ იცი...
_ კარგი... მგონი დამარწმუნე... მაგრამ სკოლაში ცოტა ხანი მაინც არ ვივლი. ორი თვე სტუდენტურს ავიღებ. ხვალ დირექტორთან მივალ და ვთხოვ გამათავისუფლოს.
_ ორი არა ერთი, _ მას ისეთი ეშმაკური სახე ქონდა...
_ ორი! _ დარწმუნებით ვთქვი.
_ კარგი, თუ გინდა, ორი თვე აიღე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ თვეში, თუ უფრო ნაკლებში არა, უკვე სკოლაში იქნები, _ მან ეშმაკურად გამიღიმა და შემდეგ შუბლზე მაკოცა.
_ ლილე სკოლაში უნდა წავიყვანო... თუ გინდა, რომ შენთან დავრჩე? _ ნეტავ ჩემს სახეზე ასეთი რა ამოიკითხა?
_ არა, წადი. მე უკვე კარგად ვარ, მართლა. და... ლილეს არაფერი უთხრა, კარგი? _ არ მინდოდა, მასაც გაეგო ეს ამბავი. ისედაც ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა...
_ კარგი, როგორც გინდა. Dაისვენე, _ მზრუნველი ტონით მითხრა მან.
_ ჰო... _ თუ შევძელი, ჩემთვის გავიფიქრე.
რაც მინდოდა, ის გავიგე... სიმართლე... მაგრამ განა ეს სიმართლე იყო? მე ეს არ მემსოდა! არც მინდოდა, რომ გამეგო. თვალები დავხუჭე და სიზმრების მორევში გადავეშვი...

aii me4 taviic happy


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 9:09 PM | შეტყობინება # 41
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Quote (stupid_l@mb)
მოკლედ ახლა ეს რა ტანდემი იქნება, ჯერ ავტორი რა გოგოა და მერე ბეტა! ვარსკვლავური....

ჩაქრი შეეენ biggrin :D biggrin :D ვარსკვლავურ ტანდემზე გამეცინა ძაან biggrin :D biggrin
Quote (bella-vampire)
chems sayvarel betas tu aqvs shemowmebuli

დავდნი... happy ^_^ happy
მინდა გითხრა, რომ მაგარი თავი იყო. გაირკვა რა ჭირი ჭირდა ბლერს biggrin ცოტა შურიანი გოგო ყოფილა ეგ ბლერი და ძალიანაც კარგი რომ ჩამოშორდა ბელა. kiss :kiss: kiss




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-11-16, 9:10 PM

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 2:19 PM | შეტყობინება # 42
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, vaime dzaan magari tavia bella shemecoda rogor itanjeba .blerma kide ra suleluri mizezis gamo miatova. dzaan damainteresa ra moxdeba shemdeg tavshi .


Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:35 PM | შეტყობინება # 43
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzalian dzalian magari xar TaMM!! love dzalian momwons Bellas personajii.. love oxx es bleri ra shuriani yofila gmertmani biggrin biggrin



bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-11-21, 5:18 PM | შეტყობინება # 44

842
83  +
   ±
Offline
Rosalie, biggrin :D madloba sixaruloo :* gmertmani magari iyo bolos biggrin :*
mexute tavs suul cota xanshi davdeeb :*

---------------------------------------------
[size=10]

თავი მეხუთე
მხარდაჭერა

როცა გავიღვიძე, ლილე და ერიკი სკოლიდან უკვე დაბრუნებულიყვნენ. ჯეინი და ემილიც სახლში იყვნენ და ჩემს გაღვიძებას ელოდებოდნენ. ერიკმა ალბათ ყველაფერი მოუყვა. საათს დავხედე და საღამოს 6 საათი იყო. რამდენი ხანს მძინებია... აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ჰოლში ჩავედი. ერიკის გარდა ყველანი იქ იყვნენ. ალბათ თავისი ახალი მანქანის გამოსაცდელად წავიდა. მანქანები მისი სისუსტე იყო, ძალიან უყვარდა.
_ გამარჯობა ყველას! _ მხიარულად ვთქვი. ჩემს ხმაზე სამივენი შემოტრიალდნენ.
_ ო, ბელა. როგორ ხარ? _ შეწუხებული ხმით მკითხა ემილიმ. სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, ლილემ მომაყარა კითხვები.
_ ბელა რა მოგივიდა? მთელი დღე ოთახში რატომ იყავი ჩაკეტილი? ესენი არაფერს მეუბნებიან, _ ჯეინზე და ემილიზე ხელით მინიშნა და უკმაყოფილო სახით დაიწუწუნა ლილემ.
_ არაფერი ისეთი არ მომხდარა. ასეთი აფორიაქებულიც ნუ ხარ. უბრალოდ დავიღალე, _ ზედმეტი ძილისგან მართლა დაღლილად ვგრძნობდი თავს. უცბად ჩემმა მუცელმა რაღაც უცნაური ხმები გამოსცა. ამაზე ყველას გაგვეცინა. _...და ძალიან მშია, _ მოუთმენლად დავამატე.
სამზარეულოში შევედი, ჯეინი და ემილიც უკან გამომყვნენ. მაცივრიდან ქათმის სალათი, ფილე, ვაშლის ღვეზელი და ფორთოხლის წვენი გამოვიღე. ძალიან მშიოდა და ალბათ მაცივარში რაც იყო ყველაფერს შევჭამდი.
_ სახეზე ფერი არ გადევს. მართლა გჭირდება ჭამა. რამდენი საათია რაც არ გიჭამია? _ ახლა ჯეინი იყო ძალიან შეწუხებული.
ჩემთვის ჩუმად გამოვთვალე რამდენი საათი ვიყავი უჭმელი და... მართლა ძალიან ბევრი გამოვიდა. მიკვირდა, კიდევ ფეხზე როგორ ვიდექი.
_ ნუუ... ათი საათია, _ დავიმანჭე. ჯეინის ყვირილი აუცდენელი იყო.
_ შენ რა გაგიჟდი? რაზე ფიქრობდი? ვიღაც ბლერს უნდა შეაკლა თავი? _ ყურები მეტკინა ისე ყვიროდა.
_ ,,ნაზ ვარდს”, _ ჩაიბუტბუტა ემილიმ.
_ ნაზს კი არა ეკლიანს, _ ისევ გაბრაზებული ხმა ქონდა ჯეინს.
_ მორჩა, დაწყნარდით! ახლა კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. უცბად შევჭამ და სახეზეც აღარაფერი დამეტყობა, _ დავაიმედე გოგოები.
_ ჰო როგორ არა... შენ თუ იმდენს შეჭამ, რომ 10 საათიანი უჭმელობა აანაზღაურო, ტაშს დაგიკრავ, _ ირონიით მითხრა ჯეინმა.
_ ტაში არ მჭირდება! ახლა სიწყნარე მინდა და მეტი არაფერი, _ ცივი ხმით ვლაპარაკობდი.
_ მართალია... _ ჩუმად ჩაიბუტბუტა ემილიმ.
_ კარგი ჰო... ბოდიში ბელს. უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვარ ბლერზე. უმადური! _ უცნაური ტონით თქვა ჯეინმა.
_ ნეტავ გენახა რა სახე ქონდა ჯეინს, როდესაც ერიკი ამ ყველაფერს გვიყვებოდა. მეგონა ბლერს მივარდებოდა და თმებით ითრევდა, _ ამის გახსენებაზე ორივეს გაეცინათ და მათ მეც ავყევი.
_ ლონდონში წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტე? _ ნაღვლიანი ხმით შემეკითხა ემილი.
_ არა. მაშინ ლილეს უნდა ავუხსნა რატომ მივდივარ, ეს კი არ მინდა. უბრალოდ ორი თვე სტუდენტურს ავიღებ. ხვალ მივალ დირექტორთან, _ თავში გეგმების უფრო დეტალურად დაწყობა დავიწყე. რა მიზეზი უნდა მეთქვა დირექტორისთვის?
_ კარგია, ასე გნახავთ ხოლმე, მაგრამ... მაგრამ ეს გაქცევასავით არ არის? _დაფიქრებული ლაპარაკობდა ჯეინი.
_ არა, მე ამას ასე სულაც არ ვუყურებ. უბრალოდ რაღაცეების გაანალიზება მჭირდება. სკოლაში სიარულის დროს ამას ვერ შევძლებ, რადგან ბლერიც იქ იქნება.
_ კარგი, გასაგებია.
_ მაგრამ ერთი პრობლემაა, რა უნდა ვუთხრა დირექტორს? რაში მჭირდება ორი თვე? _ ამაზე დავფიქრდი, მაგრამ მაინც ვერაფერი მოვიფიქრე.
_ მმმ... იქნებ უთხრა რომ... რომ მამაშენის ერთ-ერთ კომპანიასთან რაღაც პრობლემა შეგექმნა? _ ფრთხილად მკითხა ემილიმ.
_ კარგი აზრია, _ მოვუწონე აზრი ჩემს დაქალს.
_ ნწ... არ გამოვა. ბელა ხომ ჯერ სრულწლოვანი არ არის? ეს საქმე ერიკს ეხება, _ გააპროტესტა ჯეინმა.
_ არა, ერთ-ერთი კომპანია პირადად ჩემზეა გაფორმებული და უფლება მაქვს სანამ სრულწლოვანი გავხდები იქამდეც ვმართო, _ შევახსენე მათ.
_ მაშინ კარგი, არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ მთელი ეს ორი თვე სახლში გამოკეტილი ხომ არ გაატარებ? _ დამწუხრებულმა მკითხა დაქალმა.
_ ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ პირობას გაძლევთ სახლში მუდოსავით არ დავჯდები. ალბათ ისევ ცეკვის სტუდიაში წავალ და მედს მივეხმარები, _ მედის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ბოლოს არც ისე კარგად დავშორდით. ნეტავ, კიდევ თუ ენდომება ჩემი ნახვა?
_ კარგი აზრია. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი იმედი გქონდეს, ყველაფერში მხარს დაგიჭერთ! _ დამაიმედეს დაქალებმა.
_ დიდი მადლობა გოგოებო, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.
_ მოიცა, მოიცა, _ უცბად წამოიყვირა ემილიმ.
_ რა მოხდა? _ ერთდროულად ვკითხეთ მე და ჯეინმა.
_ შობა? სკოლაში იმხელა სამზადისი იქნება. ნუთუ, ამ ყველაფერს გამოტოვებ? _ ეჭვის თვალით შემომხედა ემილიმ. იცოდა, რომ ასეთი რაღაცეები ყოველთვის მიზიდავდა.
_ მართალია, ბელა, ამას ვერ გამოტოვებ. პირადად მე არ დავუშვებ! _ დამემუქრა ჯეინი.
_ მმმ... მგონი დამარწმუნეთ. არ ვიცი... ყველანაირად ვეცდები სკოლაში მალე დავბრუნდე, _ შევპირდი მათ.
_ კარგი. სკოლის ყველა ახალ ამბავს შეგატყობინებთ, გაერთობი მაინც, _ თვალი ჩამიკრა ემილიმ. ოჰ... როგორ უყვარდა ეს ჭორები.
_ კარგი, ჰო, კარგი. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს, _ სიცილით გავაფრთხილე. მან კი პასუხად ენა გამომიყო.
უცბად ჯეინმა საათზე დაიხედა და მივხვდი, რომ მათი წასვლის დრო იყო. ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ სულ ჩემთან ხომ არ იქნებოდნენ? მათაც ქონდათ თავიანთი ცხოვრება...
_ მმ... ბელს... _ სიტყვებს ეძებდა ჯეინი.
_ არაუშავს. ვიცი, რომ თქვენი წასვლის დროა. ჩემზე არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად მაქვს. უკვე კარგ ხასიათზე დავდექი,_ ეს სრული სიმართლე იყო.
_ კარგი, მაშინ ხვალ გნახავთ მაინც, არა? სკოლაში ხომ უნდა მოხვიდე.
_ კი, როგორ არა, მოვალ.
სამივენი გავედით სამზარეულოდან. ჰოლში რებეკა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია. ნერვების მოშლა ახლა ნამდვილად არ მინდოდა.
ემილი კარებთან გაჩერდა.
_ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი იმედი გქონდეს, კარგი?
_ კარგი, _ მეც დავეთანხმე. ვიცოდი, რომ ისინი მართლა ჩემი მეგობრები იყვნენ.
გოგოები გავაცილე და ჩემს ოთახში ავედი. საყვარელი დისკი ჩავრთე, თვალები დავხუჭე და ვეცადე სიმღერის შინაარს ბოლომდე ჩავწვდომოდი.

es tavi ragac dzalian patara gamomivida :S

შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2010-11-21, 6:53 PM

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-21, 8:10 PM | შეტყობინება # 45
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
bella-vampire, dzaan magari tavia bellas rogori ertguli megobrebi yavs dzaan momwons orive.dzaan magrad wer.

ძებნა: