ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 11:41 PM | შეტყობინება # 106
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმეეე!!! წავიკითხე.. წავიკითხე რამდენი ხანიია, მაგრამ მხოლოდ ახლა ვაკომენტარეებ!! sad sad sad ვაიმე, დიიდიი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველაას ვინ ფიიკს წერს, ასე უნამუსოდ რომ ვიქცევი, მაგრამ მართლა დრო არ მააქვს... წარმომიდგენია ერთ წელში რა იქნებაა...
ის შენ კი, ჩემო ძვირფასოო გენიოოსოო დიადოო სოოოფ :* :* უმაგრესიი ხააარ!!! ვაიმე, რა თავი იყოოო!!! ნუუ ეს "პრო-ჯეიკობი" ნერვს მიიშლიის რა დონეზე, მით უმეტეს ლაშას როგორ არ ევასება, ესე იგი ამის რაღაც მიზეზი აქვს.... ვაიიიმეე, აი შემდეგ თავ ვეელიი !!!! მიინდაა!!!! დადეე, გთხოოვ :* ძალიან კარგი იყოო გეუბნები და მცხვენია, რომ ვერ ვასწრებ ისე კარგად და ვრცლად გადმოქცე ჩემი აზრი, როგორც მჩვევია biggrin მაგრამ შენ ხომ იცი რას ვფიქრობ? შენით მუდამ აღფრთოვანებული ვიქნებიი :* აღარ არის საჭირო ჩვენს ურთიერთობაში ავღნიშნო, რომ შეუდარებელი წერის კულტურა და დალაგებული მოქმედებები გაქვს, ეს უჩემოდაც ყველას კარგად ესმის! ასე გააგრძელეე!!!! love love love love love love love



sofkaთარიღი: კვირა, 2010-11-21, 11:09 AM | შეტყობინება # 107
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (Rosalie)
sofka, vaime ra magari Tavi iyoo.. <3<3 mara lashikos fiqrebi momenatraa..

მადლოოოობთ! kiss kiss kiss kiss kiss ლაშიკოს ფიქრები შემდეგ თავში იქნება happy

დამატებულია (2010-11-21, 11:09 Am)
---------------------------------------------

Quote (stupid_l@mb)
ვაიმეეე!!! წავიკითხე.. წავიკითხე რამდენი ხანიია, მაგრამ მხოლოდ ახლა ვაკომენტარეებ!! ვაიმე, დიიდიი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველაას ვინ ფიიკს წერს, ასე უნამუსოდ რომ ვიქცევი, მაგრამ მართლა დრო არ მააქვს... წარმომიდგენია ერთ წელში რა იქნებაა...

ვაი დიკო შენი კარგად მესმის, ვიცი რომ სწავლის გამო დრო აღარ გრჩება, ეგ არაფერი! wink მთავარია რომ წასაკითხად მაინც იცლი და არაუშავს თუ კომენტარის დატოვებას ვერ ახერხებ. ხან მეც მასე ვარ, ვკითხულობ ფიკებს და ვერ ვასწრებ ყველგან დაკომენტარებას sad იმედია მეც მაპაიებენ shy
Quote (stupid_l@mb)
ის შენ კი, ჩემო ძვირფასოო გენიოოსოო დიადოო სოოოფ :* :* უმაგრესიი ხააარ!!! ვაიმე, რა თავი იყოოო!!!

უი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია shy shy shy პირიქით უღმესი მადლობა შეეენ! უსაყვარლესოოოო kiss kiss kiss kiss
Quote (stupid_l@mb)
ნუუ ეს "პრო-ჯეიკობი" ნერვს მიიშლიის რა დონეზე, მით უმეტეს ლაშას როგორ არ ევასება, ესე იგი ამის რაღაც მიზეზი აქვს....

Quote (stupid_l@mb)
ნუუ ეს "პრო-ჯეიკობი" ნერვს მიიშლიის რა დონეზე, მით უმეტეს ლაშას როგორ არ ევასება, ესე იგი ამის რაღაც მიზეზი აქვს....

მეც ნერვებს მიშლის მარა, რას ვიზავთ შეუყვარდა ჩევენი დიანა და რა ქნას? biggrin biggrin biggrin ლაშას რატომაც ვერ იტანს მაგას შემდეგ თავში გაიგებთ და იმედი მაქვს არ გადავამლაშე wacko biggrin

Quote (stupid_l@mb)
ძალიან კარგი იყოო გეუბნები და მცხვენია, რომ ვერ ვასწრებ ისე კარგად და ვრცლად გადმოქცე ჩემი აზრი, როგორც მჩვევია მაგრამ შენ ხომ იცი რას ვფიქრობ? შენით მუდამ აღფრთოვანებული ვიქნებიი :* აღარ არის საჭირო ჩვენს ურთიერთობაში ავღნიშნო, რომ შეუდარებელი წერის კულტურა და დალაგებული მოქმედებები გაქვს, ეს უჩემოდაც ყველას კარგად ესმის! ასე გააგრძელეე!!!!

უი რას ამბობ? ისეთი საყავრელი ხარ და ყოველთვის ისეთი საოცარი სითყვებით ამკობ ჩემს ფიკს, მე თვითონ არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო shy shy shy აი ყველაზე დიიიიდი და უუუუუუღმესი მადლობააა! ძალიან მიყვარხააარ kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ბავშვებოოო იმედია არ გეწყინებათ თუ შემდეგ თავს სამშაბატს დავდებ, უბრალოდ დღეს და ხვალ ფიზიკურად ვერ ვასწრებს და იმედია გამიგებთ shy წინასწარ დიდი მადლობა ყველააას! ძალიან მიყვარხაააართ! kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 4:37 PM | შეტყობინება # 108
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Twilighter, ise wigni martla kai ideaaa.. cota ganavrcob da mzadaa... ise gaiktxe martla girs damijereeeee : ))) ufro sworad dagvijere : )))))))


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 0:58 AM | შეტყობინება # 109
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, სოოფ ვეღარ ვითმენ შემდეგი თავი მინდა sad sad ცოდო ვარ, მალე დადე რა, თორე ხო ხედავ გამწარებულ გულზე მივაყარე ჩემი ფიკის ახალი თავები biggrin biggrin biggrin biggrin biggrin (რეკლამა არ იყო ეს, უბრალოდ რო არ ვიცი რა ვაკეთო, ჩემი საყვარელი ფიკის ახალი თავი არ მხვდება და მეც მოცლილმა აღარ ვიცი რა ვაკეთო ხოლმე biggrin biggrin biggrin ) kiss :kiss:


sofkaთარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 2:57 PM | შეტყობინება # 110
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 10.

სარეპეტიციო ოთახში შევვარდი და გაწარებულმა კარი ზურგსუკან მივიჯახუნე.
- ე-ე ცოტა ფრთხილად! კარი ნუ ჩამოიღე... რა ხასიათზე ხარ? - აყვირდა ლევანი. ოთახში გამწარებული ბოლთას ვცემდი, ისევ იმ ნაძირალაზე ვფიქრობდი... დიანა რომ არა, ახლა ფეხზე ვერ იდგებოდა ის დამპალი... ბოღმა მახრჩობდა რომ მისთვის ცხვირ-პირის დამტვრევა ვერ მოვახერხე. მისი სიფათი გამახსენდა დიანას რომ შესციცინებდა ცოტახნისწინ თვალებში და გამწარებულმა იქვე მდგარ მაგიდას მუშტი მთელი ძალით დავცხე. - სულ გაგიჟდი ხო? - შეშინებულმა შემომხედა გაურკვევლობაში მყოფმა მეგობარმა - ახლა რაღა მოხდა? ნუთუ ისევ ვიკა?
- არა! ის არაფერ შუაშია... ერთი ჩემი უსიამოვნო ნაცნობი გამოჩნდა წარსულიდან...
- ისევ გოგო! ხომ გაფრთხილებდი ეგ გოგოები მოგიღებენ ბოლოს მეთქი?
- არა, ამჯერად გოგოები არაფერ შუაშია... ერთი ბიჭია...
- ბიჭი?! შენგან ამას არ ველოდი ლაშა! - ვითომ აღშფოთებით თქვა და მერე სიცილი აუვარდა...
- ლევან მორჩი მასხარაობას! მართლა ცუდად ვარ... ის ნაძირალა ჯერ ჩემი დის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი წლის წინ და რამის შეიწირა, ახლა კი დიანას გადაეკიდა და ვიცი თავს მანმადე არ დაანებებს სანამ თავისას არ მიაღწევს და ორივეს ცხოვრებას არ მოგვიწამლავს...
- ნიკა არ მოსულა? - ოთახში თავი შემოყო დათომ.
- ხომ ხედავ რომ არა! მიდი გადაურეკე და გაარკვიე დღეს მოსვლას ინებებს თუ არა მისი აღმატებულება? - გაღიზიანებულმა უპასუხა ლევანმა, მერე კი მე მომიბრუნდა
- მოკლედ! ის ტიპი დიანამ საიდან გაიცნო?
- არ ვიცი, როგორც დიანამ თქვა მისი ბავშვობის მეგობარია, თუ რაღაც ამდაგვარი... ერთი სიტყვით მაგას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! ის დამპალი დიანას სიახლოვესაც კი არ უნდა მივუშვა!
- კარგი რა ლაშა! მაინც როგორ უნდა გააკონტროლო? კარგი! ვთქვათ სასწავლებელში ამას შეძლებ, მაგრამ მასთან სახლში? დიანას სახლთან ხომ არ დაიწყებ ყურყუტს, რომ არ მიაკითხოს?
- ეგეც რომ დამჭირდეს გავაკეთებ!
- მერე დიანას როგორ აუხსნი? შენი აზრით მას ეს ყველაფერი გაუხარდება? იქნებ გგონია, რომ რაინდად ჩაგთვლის? თუ ვერ ხვდები მე მიგანიშნებ - მის თვალში ნამდვილი ეჭვიანი იდიოტი იქნები და მეტი არაფერი.
- ის ამას ვერ გაიგებს!
- არ ვიცი ღირს თუ არა შენთვის რჩევის მოცემა, ბოლოს მაინც შენსას აკეთებ...
- არ უნდა შემეკავებინა თავი წეღან და უნდა კარგად მიმებეგვა... რატომ შევიკავე თავი... ყველაფერი დიანას ბრალია, არ უნდა შევეჩერებინე!
- შენ რა, დიანას თანდასწრებით დაუწყე ყოყლოჩინობა იმ ტიპს?
- ხო... და დიანამ შეგვიშალა ხელი, თორემ ვაჩვენებდი მე მაგას, როგორ უნდა კიდევ აქეთ დიდ გულზე ყოფნა...
- არა, ჭკუა სულ დაკარგე? დიანას თანდასწრებით ეს არ უნდა გექნა! ამას მერეც მოვაგვარებდით, ისე რომ ის ვერც კი გაიგებდა... ასეთი რამ გოგოს თვალში ქულებს კი არ გიმატებს არამედ პირიქით!
- აბა შენი აზრით რა უნდა მექნა, მადლობები მეხადა და ფეხები დამეკოცნა აქამდე რომ მოაცილა? იქნებ იმისთვისაც მადლობა მეთქვა მისი გულისთვის ჩემმა დამ რამის თავი რომ მოიკლა?
- მე ეგ არ მიგულისხმია... ვხვდები რომ ძნელია ასეთ მომენტში თავის შეკავება, მაგრამ დიანას განერვიულება არ ღირდა, თანაც ღმერთმაუწყის ახლა ვის დაუჯერებს, შენ თუ იმას?
- რა თქმა უნდა მე დამიჯერებს! თუ საჭირო გახდება მოვუყვები რაც ჩემ დას გაუკეთა იმ არაკაცმა და მიხვდება ვის უნდა დაუჯეროს...
- მეორე კლასელი ლაწირაკი ბავშვივით იქცევი, რომელსაც სათამაშო “ აახიეს” - მის სიტყვებზე რატომღაც თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა, ისიც ჩემთან ერთად იცინოდა, როცა ოთახში გაბრწყინებული ვიკა ქარივით შემოვარდა.
- გილოცავ! გილოცავ! უკვე დიდი ბიჭი გახდიიი! - მომვარდა და კოცნა დამიწყო.
- ძალიან მაინტერესებს რას მილოცავ, სულ გადაირიე? - უხეშად მოვიცილე.
- დღეს 19 აპრილია სულელო! შენი დაბადების დღეეე! - ამის გაგონებაზე ლევანს გადავხედე გაოცებულმა, ნუთუ დროის შეგრძნება ისე მქონდა დაკარგული, რომ საკუთარი დაბადების დღის თარიღიც კი გამომეპარა? ლევანმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა ღიმილით. - უკვე 21 წლის ხარ! გუშინ საღამოს მერე გირეკავ, მინდოდა შენთვის პირველს მე მომელოცა... რატომ არ იღებდი ყურმილს?
- ვიკა! მეგონა იმ დღეს გასაგებად აგიხსენი ყველაფერი?
- იცი ლაშა... წეღან დედაშენთან ვიყავი და მოველაპარაკე, რომ წვეულებას წელს მე მოგიწყობ მამაჩემის კლუბში, უკვე თითქმის ყველა დავპატიჟე! - თითქოს არც გაუგია წეღანდელი ჩემი სიტყვები ისე აგრძელებდა თავისას.
- ვიკა! გესმის რაც გითხარი? ყველაფერი დამთავრდა, შენ ჩემს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევი!
- გავიგე ლაშა, გავიგე! უბრალოდ ახლა რთული პერიოდი გაქვს და დაბნეული ხარ, ვერ გაგირკვევია ვინ გიყვარს და ვინ გძულს... შენი კარგად მესმის! მალე ყველაფერი გაგივლის და ისევ ჩემი ლაშა იქნები!
- არაფერიც არ გამივლის, იმიტომ რომ გამოვჯანმრთელდი იმ დაავადებისგან რასაც ვიკა ერქვა და ამაში დიანა დამეხმარა!
- კარგი გეყოფა! დღეს მაინც ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს... უფრო მეტიც! დაგიმტკიცებ, რომ შენზე ნაწყენი არ ვარ და იმ შენს დიანასაც ავიტან წვეულებაზე, შეგიძლია დაპატიჟო...
- არა, ნამდვილად შეიშალე! - შეშინებულმა ლევანს გადავხედე, რომელსაც ზუსტად ისეთივე გამომეტყველაბა ჰქონდა, როგორიც მე... ისიც ისეთივე შიშით უყურებდა, როგორც გიჟს. ამ დროს ოთახში დათოც შემოიძურწა დამნაშავესავით და გამოგვიცხადა - ნიკა ვერ მოვა... ავად გახდა...
- მაგ ყალთაბანდს გადაეცი, რომ მისმა ავადმყოფობამ კი არა ლაშას დაბედების დღემ იხსნა დღეს სახლში რომ არ მივადექი საყვედურებით. სხვა დროს კი ეგეთი ტყუილები ვეღარ გაჭრის და ჯგუფიდან ეგრევე გავარდება! - მკაცრი ტონით დაამთავრა სათქმელი ლევანმა.
- კარგი... რდადგან ნიკა არ მოდის ესეიგი რეპეტიციაც ჩაიშალა... მე წავედი! - ოთახიდან გასვლისთანავე ვიკაც ტუსტუსით გამომყვა.
- ლაშა, უამრავი საქმე უნდა მოვასწრო საღამოსთვის... ახლაც კლუბში გავრბივარ, დიჯეის უნდა შევხვდე... აი სია ვისთანაც უკვე დავრეკე და დავპატიჟე - ხელში ბლოკნოტი მომაჩეჩა და საქმიანი გამომეტყველებით გააგრძელა - გადახედე და თუ ვინმე გამომრჩა თვითონ დაპატიჟე, კარგი?
- მგონი გასაგებად გამოვთქვი აზრი... არანაირი წვეულება არ იქნება! და თუ შენსას არ იშლი კი ბატონო, მოაწყვე ეგ შენი წყეული ღრეობა... ოღონდ ჩემს გარეშე!
- ეგ როგორ გავიგო?
- როგორც გინდა ისე გაიგე! ჩემს გარეშე მოგიწევს ყველაფრის გაკეთება, ტორტზეც შენ ჩააქრობ სანთლებს, იმიტომ რომ მე იქ საერთოდ არ ვიქნები და ძალითაც ვერ წამათრევ გასაგებია?! - მაგასაც ვნახავთ როგორ არ მოხვალ... - ირონიულად ჩაიცინა და დერეფანში, ჩემს ზურგს უკან რაღაცას ღიმილით მიაშტერდა. უნებურად უკან მივიხედე, თვალი მის მზერას გავაყოლე და როცა მივხვდი ვისაც უყურებდა ასეთი ბოროტი ღიმილით, ბრაზისგან ცეცხლი წამეკიდა. დერეფანში დიანა ჯგუფელებთან ერთად იდგა ერთ-ერთ აუდიტორიასთან, როგორც ჩანს ლექცია ჯერ არ ჰქონდათ და არხეინად ლაპარაკობდნენ. სანამ აზრზე მოსვლა მოვახერხე ვიკა ადგილიდან მოწყდა და დიანასკენ გაიქცა, ვერც კი მოვასწარი რომ შემეჩერებინა ისე სწრაფად მიირბინა მასთან.
- დიანა გამარჯობა! რა კარგია რომ შეგხვდი... ვიკა ვარ, ხომ გახსოვარ?
- რა თქმა უნდა ვიკა! როგორა ხარ?
- ოჰ! მაგას ნუ მკითხავ... გადარბენაზე ვარ
- ვიკა მგონი გეჩქარებოდა! - მისი თავიდან მოცილება მინდოდა, რომ დიანასთვის ზედმეტი არაფერი ეთქვა.
- ხო, მეჩქარება სამწუხაროდ, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტუმარს ხომ არ გამოვტოვებ შენს დაბადების დღეზე ლაშა? - ამის თქმა იყო და მკლავში ხელი ისე წავავლე, რამის მომეგლიჯა.
- დაბადების დღე?
- ხო, ალბათ არ გითხრა, იმიტომ რომ თვითონაც არ ახსოვდა წარმოგიდგენია? ისეთი შეყვარებულია, რომ ირგვლივ არაფერი ახსოვს - ირონიით თქვა და კმაყოფილი სახით გადმომხედა. - მოკლედ! დღეს საღამოს 7 საათზე კლუბში წვეულებას ვუწყობთ მეგობრები ლაშას და შენც გელოდებით, რა თქმა უნდა მასთან ერთად!
- ვიკა! მერამდენედ უნდა გითხრა, რომ არ მჭირდება და მოსვლასაც არ ვაპირებ მაგ წვეულებაზე!
- არა, წარმოგიდგენია? რამდენს ვწვალობ და ეს კდიევ ასე უმადურად მექცევა... დიანა შენ მაინც უთხარი რამე! მისი ყველა მეგობარი იქ იქნება და ხომ წარმოგიდგენია რა მოხდება ეს იქ თუ არ მოვა? წვეულებაც ჩაიშლება და მეგობრებსაც აწყენინებს... დიანა გთხოვ შეაგნებინე რამე!
- ყოჩაღ! ძალიან ჭკვიანური სვლა იყო, მაგრამ მაინც არაფერი გამოგივა! - მივაძახე და დიანა ცარიელი აუდიტორიისკენ წავიყვანე.
- ლაშა, როგორ იქცევი? დღეს რა გჭირს, ცუდ ფეხზე ადგექი?
- არაფერიც არ მჭირს! უბრალოდ ვერ ვიტან როცა სხვები ჩემს მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს.
- მარტო მაგას არ ვგულისხმობ... წეღანდელ შენს საქციელს არ ამიხსნი? მაინც რას ერჩოდი სერგის, ისეთი რა ჩაიდინა?
- აი მაგ ვაჟბატონს რაც შეეხება მოვითხოვ, რომ ახლოსაც არ გაეკარო!
- მოითხოვ?! ძალიან მაინტერესებს რა უფლებით? შენ რა, მეგობრებთან ურთიერთობას მიკრძალავ?!
- დიანა... გაიგე ის შენი მეგობარი არ არის! შეუძლებელია ასეთ ნაძირალასთან მეგობრობდე.
- შეიძლება გავიგო რატომ თვლი ნაძირალად?
- გპირდები, აუცილებლად გაიგებ... ოღონდ ახლა ამის დრო არ არის, ლექცია გეწყება - დარეკილ ზარზე მივანიშნე და აუდიტორიიდან გასვლა, რომ დავაპირე ხელი წამავლო.
- არა, ყველაფერს ახლავე ამიხსნი! ბოლო ორ ლექციას აღარ დავესწრები და დროც საკმარისად გვაქვს.
- მაშინ წავიდეთ, კაფეში დავჯდეთ და ყველაფერს მოგიყვები... - გადავწყიტე რომ უნდა სცოდნოდა ვისთან ჰქონდა საქმე.
კაფე თითქმის ცარიელი დაგვხვდა... კუთხის მაგიდასთან განმარტოვებით შეყვარებული წყვილი იჯდა და ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ... გოგოს მზერა ისეთი სითბოთი და სინაზით სავსე ჰქონდა, რომ იმ ბიჭის შემშურდა. ალბათ დიანას მხედველობა რომ დაუბრუნდება ასე არასოდეს შემომხედავს... მისი სიძულვილით სავსე თვალები წარმოვიდგინე და გულში ისეთი მწვავე ტკივილი ვიგრძენი, თითქოს გახურებული შამფურებით მდაღავდნენ...
- აბა! მომიყვები ყველაფერს? - მოთმინებას კარგავდა დიანა.
- კარგი! აგიხსნი ჩემი სიძულვილის მიზეზს... საქმე იმაშია, რომ სერგი ჩემს უმცროს დას-ლიზას ხვდებოდა... მაშინ ლიზა პირველ კურსზე იყო და ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე? ისინი ერთ ინსტიტუტში სწავლობდნენ, სერგი მასზე რამდენიმე კურსით წინ იყო და გამოუცდელი პატარა გოგოს გასულელება მოინდომა. თავიდან უბრალოდ დაუახლოვდა და სახლში აცილებდა, მერე კი ინტერნეტის საშუალებით მეილზე სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა. ერთი სიტყვით ლიზას თავი შეაყვარა და მერე უბრალო გამოუცხადა მე შენ არასდროს მყვარებიხარო. ეგ კიდევ არაფერი, ინსტიტუტში ხმა გაავრცელა თითქოს ლიზა ყველა მეორე ბიჭს ლოგინში უგორდებოდა... წარმოგიდგენია მაინც რა გადაიტანა ჩემმა დამ, როცა მასზე მთელი ინსტიტუტი ჭორაობდა? ყველა მეგობარმა ზურგი აქცია და სრულიად მარტო დარჩა. ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ თავი მოიწამლა და მისი გადარჩენა ძლივს მოვასწარით... ამის მერე კიდევ დაიცავ იმ არაკაცს? - რამდენიმე წუთით გაყინული სახით იჯდა და ხმას არ იღებდა... მერე ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცაზე დაფიქრდა და ბოლოს თქვა
- სერგი ამას არ ჩაიდენდა!
- ამით რისი თქმა გინდა? ჩემი არ გჯერა?!
- ეგ არაფერ შუაშია! უბრალოდ ის ასეთი რამის ჩამდენი არ იქნება, ალბათ რამე გაუგებრობა მოხდა... მე... მე ვერ დავიჯერებ რომ ის ასე მოექცეოდა შენს დას...
- ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მაინც არ გაწყვიტავ მასთან ურთიეთობას?
- ყოველ შემთხვევაში მანამდე არა, სანამ ყველაფერს თვითონ არ ამიხსნის!
- როგორ არ გესმის, რომ არაფერსაც არ აგიხსნის და სისულელეებით გამოგიჭედავს თავს.
- ლაშა, მინდა ერთი რამ ეხლავე შეიგნო, ვერ ვიტან როცა რამეს მაიძულებენ, ასე რომ გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებ! - მკაცრი ტონით თქვა და მივხვდი, მართლაც ვერეფერს ვაიძულებდი... ეს არც მინდოდა, უბრალოდ გული მტკიოდა, რომ მისი უფრო სჯეროდა, ვიდრე ჩემი...

დამატებულია (2010-11-23, 2:57 PM)
---------------------------------------------
Twilighter, elle____, ვაი ბავშვებო უღმესი მადლობააა! ძალიან კარგი რჩევაა, თუმცა მე ამაზე არც მიფიქრია უბრალოდ თქვენი და ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ happy ^_^

AnasteishA, აი ახალი თავიც! happy ^_^ უსაყვარლესი ხაააარ!


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 3:11 PM | შეტყობინება # 111
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, bedi maqo me unda vtqva biggrin exlave wavikitxav, pirvelobas aravis davutmob!!! biggrin

დამატებულია (2010-11-23, 3:11 PM)
---------------------------------------------
vaime... tvalebi amcremlianda... umagresi tavi iyo... au ra jildo xar sofo ra... gavshterdi. agfrtovanebuli var pirdapir... am tavistvis ashkarad girda lodini. sheni fiki ragac muxts atarebs da yoveli axali tavis kitxvisas es muxti chemze gadmodis... mokled, bevri agar vibodialo, dzalian dzalian dzalian momewona axali tavi love :love:



sofkaთარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 3:26 PM | შეტყობინება # 112
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
AnasteishA, უღრმესი მადლობაააააა! იმედია ძალიან დიდხანს არ გალოდინე wink აი ძალიან ძალიან მიყვარხააარ, უსაყვარლესი ადამიანი ხააარ! love love love kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 3:55 PM | შეტყობინება # 113
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
sofka, gamovshterdii biggrin :D sergi megona ketili da debili da vin yofila amas uiyuree :D: D: D mara lashastvis unda daejerebina : )) rogorc yoveltvis magari tavi iyo : )) yochaaaag... ara magaze girs fiqri tu finansebic giwyobs xels xo uechveli unda gamoaqveyno wigni : )))


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 4:17 PM | შეტყობინება # 114
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, umagresi adamiani xar da magrad wer. sergize shtabechdileba shemecvala kargi bichi megona da rogor moatyua lashas da. es tavic dzaan magaria magrad momewona .


elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 2:41 PM | შეტყობინება # 115
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime exla gavxseni folderi da yvela im fanfiks vinaxav romelic momwonns ; ) shensas vinaxav kiss , tavdayira twilights , da without sun -s : )))) miyvarxart yvelaa :d : ))))))))))))


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 8:31 PM | შეტყობინება # 116
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (elle____)
rogorc yoveltvis magari tavi iyo : )) yochaaaag... ara magaze girs fiqri tu finansebic giwyobs xels xo uechveli unda gamoaqveyno wigni : )))

didi didi madlobaaaa! kiss kiss kiss kiss wignis taobaze vifiqreb, jer davasrulo da tu martla gamova ragac... vanaxot happy wink

Quote (bella-bella)
sofka, umagresi adamiani xar da magrad wer.

madloba chemo kargo, gaixare! kiss kiss kiss kiss

Quote (elle____)
vaime exla gavxseni folderi da yvela im fanfiks vinaxav romelic momwonns ; ) shensas vinaxav , tavdayira twilights , da without sun -s : )))) miyvarxart yvelaa :d : ))))))))))))

ugrmesi madloba chemo kargo, chemtvis martla dzalian sasixaruloa, rom chemi fiki sheni sakvareli fikebis siashi iqneba happy happy kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 4:58 PM | შეტყობინება # 117
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
martlac ulamazesi tavia.. rogor echvianobs lasha da saertod vikas gamoxtomebic kargad gaqvs agwerili.. happy ^_^ happy moutmenlad veli shemdeg tavs love :love: love
Quote (elle____)
vaime exla gavxseni folderi da yvela im fanfiks vinaxav romelic momwonns

ar megona chemnairi gadareuli tu kidev iyo vine biggrin :D biggrin me siyvarulit dabrmavebuls, bindian mzes, just sing a songs, sikvdilis dgiurebs da without suns vinaxav.. da kidev ramodenimes shevinaxav albat happy ^_^ happy aii martla uzomod momwons yvelaaa da im pailshi sadac twilight da vampiris dgiurebi maqvs shenaxuli iq vinaxav am fikebsac... kiss :kiss: love :love: love


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2010-11-25, 5:00 PM

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 5:05 PM | შეტყობინება # 118
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
saaali, ui shenc inaxav? biggrin ra sayvareli xar love love love didi madlobaaaa! kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 7:18 PM | შეტყობინება # 119
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (saaali)
ar megona chemnairi gadareuli tu kidev iyo vine

mec mixaria biggrin :DD: D: : D metqi marto me erti var tqo chkviani biggrin D: D::D



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 10:20 PM | შეტყობინება # 120
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka,
Quote (sofka)
AnasteishA, უღრმესი მადლობაააააა! იმედია ძალიან დიდხანს არ გალოდინე აი ძალიან ძალიან მიყვარხააარ, უსაყვარლესი ადამიანი ხააარ!

soof, chem lodins ar vchivi, molodini ro maqvs rac ufro didxans vicdi mit ufro msiamovnebs xolme axali tavis kitxva happy aucileblad ifiqre wignis gamocemaze, me vyidulob uechvelii da ramdenimes chemi daqalebi da megobrebi happy happy shen martla dzalian sayvareli da tbili pirovneba xar sofka. jer ra dros dasasrulia, mara ro morchebi shemdeg fikze ifiqre, tore gamichirdeba sheni siyvarulit gamtbari tavebis gareshe... happy happy miyvarxar da gkocni bevrs shoridan...
P.S. shemdegi tavi? cry biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


ძებნა: