ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 9:05 PM | შეტყობინება # 136
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (sofka)
saidumlos gagimxelt - dianas operaciis shemdeg tavli aexileba!!! mokled aseti ambebit gemshvidobebit droebit

ra intrigaa gmertmani sad biggrin vaiimee.. rogor mainteresebda chemi lashiko.. sad sad




elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 10:20 PM | შეტყობინება # 137
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
sofka, tu ginda me gamomigzavne tu dawerili gaqvs da me davdeb yovel 2 dgeshi ertxeel : ))) miidiii raaa plzzz. :*:*:*:*


n10aთარიღი: პარასკევი, 2010-12-03, 3:13 PM | შეტყობინება # 138

10
4  +
26  ±
   ±
Offline
martlaa dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan magariaaaaaa surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands ok ok surprised surprised surprised surprised


DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-12-05, 9:22 PM | შეტყობინება # 139
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ვაიმეეე ახალ თაავს ველოდიი და არ დამხვდაა : (((
მაგრამ დიდი მადლობააა როომ ეეეგ გვითხარიიი!!!!!!!!!!
Quote (sofka)
dianas operaciis shemdeg tavli aexileba!!

უუუფ..გაიხარეეე happy ვაიმე სოოფ, აბა გელი სულმოუთქმელააად!!!



sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 10:27 PM | შეტყობინება # 140
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bavshvebo ai ugrmesi madloba yvelas raa, rom ase itment am sashinelebas ( vici rom zdalian gainteresebt da gichirt sad sad sad ) martla cud dgeshi var ise menatreba aqauroba xolme cry cry cry axlac chems qmars vetxove cotaxnit samsaxuris notebooki da cota gavxalisdi tore mteli dge nerveb moshlili var raa angry angry axal or tavs vecdebi iqneb am dgeebshi davdo, rogorc ki movaxerxeb me-11 tavis amoweras smile ase rom droebit... yvela dzalian miyvarxaaaaart! love love love love love kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 9:55 AM | შეტყობინება # 141
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
sofka, : (((( gelodebit moutmenlaad :*:*:*:*


DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 3:25 PM | შეტყობინება # 142
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, ჩვენც გვენატრებიიიი!!!!!! : ((( თან ძააალიიიააან!!! cry cry cry cry cry დიდი იმედი მაქვს, რომ მოახერხებ ახალი თავის დადებას, მაგრამ თუ რამე, მაგაზე არ ინერვიულო შენ და ჩვენ მოვითმეენთ :* :* :*

პ.ს. ისე, იცოდეე... მათემატიკაზე იმ ხალისით მივდივარ, რომ სახლში მოსულს ახალი თავი დამხვდება.. happy :* :*



Takoთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-08, 9:21 PM | შეტყობინება # 143
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sofka, udidesi molodinit gelodebit! shentan vart da dabrundi malee , cheni sayvareli fikianad! love love kiss kiss


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 5:49 PM | შეტყობინება # 144
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
rogor momenatraa es fiki... soof gelodebi mteli gulit da sulit


sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 1:14 PM | შეტყობინება # 145
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 12.


დილით თვალი რომ გავახილე, პირველად სწორედ მისი ლამაზი და ნაზი სახე დავინახე... თავი ჩემს შიშველ მკერდძე დაედო და ანგელოზივით ეძინა. ცხოვრებაში ალბათ პირველად განვიცადე ასეთი ბედნიერება, საყვარელი ადამიანის გვერდით გავიღვიძე და ამაზე დიდი სიხარული რაღა უნდა ყოფილიყო ჩემთვის? ნეტავ დიანა რას მეტყვის რომ გაიღვიძებს? ისიც ჩემსავით ბედნიერად იგრძნობს თავს, თუ ინანებს ყველაფერს რაც წუხელ ჩვენს შორის მოხდა? ხელი ჩავაყოლე მის მშვენიერ თმას, რომელიც ბეჭებზე დაუდევრად დაჰყროდა. როგორც ჩანს ჩემი ფრთხილი შეხება მანაც იგრძნო და შეკრთა.
- ვაიმე! ჩამძინებია - წამოიძახა როდესაც თვალები გაახილა - უკვე გათენდა?
- კი, გათენდა! როგორ გეძინა?
- ასე კარგად ჯერ არასდროს მიძინია - გაეღიმა და მომეხვია, მერე კი უცბათ მოიწყინა - სახლში როგორ უნდა გამოვჩნდე არც კი ვიცი? ალბათ ეკამ ფეხზე დააყენა მთელი სანათესაო - ამის თქმა დამთავრებული არ ჰქონდა რომ ფეხზე წამოხტა - დედაჩემი! ისიც დაბრუნდებოდა უკვე! ლაშა უნდა წავიდეთ, სასწრაფოდ სახლში უნდა მივიდე! - გული შემეკუმშა როცა წარმოვიდგინე, რომ ჩემგან წასვლა უნდოდა... სწორედ დღეს დილით ვიგრძენი, რომ უიმისოდ სუნთქვასაც კი ვეღარ შევძლებდი და ისეთი სიგიჟის ჩადენა მინდოდა, რაც ჯერ არცერთ გოგოსთან არ ჩამიდენია.
- არა, არსად არ გაგიშვებ! ჩემთან დარჩები, გადაწყვეტილია!
- ლაშა, გაგიჟდი?! რას მეუბნები?
- დიანა, შენ ჩემი ხარ, გესმის? ჩემი ცოლი გახდები! დღესვე ხელს მოვაწერთ და მხოლოდ ამის მერე მივალთ შენებთან - სახეზე შიში აესახა, რამაც კიდევ უფრო მატკინა გული.
- არა! ახლა ამის დრო არ არის, როგორ არ გესმის?!
- კი მაგრამ, რატომ? ახლა სწორედ შესაფერისი მომენტია.
- გთხოვ ლაშა, დამიჯერე! ახალ მართლა შეუფერებელი მომენტია... და თუ იმის გამო გინდა ჩემი ცოლად მოყვანა, რაც ჩვენს შორის მოხდა... არავინ არაფერს გაიძულებს.
- დიანა, ეგ როგორ იფიქრე?! მე ხომ მიყვარხარ... დამიჯერე მხოლოდ ამის გამო არ მინდა შენი გაშვება, შენს გარეშე უკვე წუთითაც ვეღარ ვიცოცხლებ... მეგონა შენც იგივეს გრძნობდი.
- მაპატიე ლაშა... მგონი ორივეს დაფიქრება გვჭირდება და ნაჩქარევად არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
- კარგი, ყველაფერი გასაგებია!
სრულიად დაბნეული ვიყავი, შეურაწმყოფილიც კი... ვერ გამეგო მისი საქციელი, მეგონა მასაც ისევე ვუყვარდი და ისევე უნდოდა ჩემთან ყოფნა, როგორც მე. გული საშინლად მტკიოდა... არ მინდოდა დიანას გაშვება. რატომღაც მეგონა, რომ თუ მას ახლა გავუშვებდი სამუდამოდ დავკარგავდი.
- დიანა, ნუ წახვალ - კიდევ ერთხელ შევეცადე გადამერწმუნებინა, როდესაც მის სახლთან გავჩერდით.
- მაპატიე, არ შემიძლია... დაგირეკავ - ცივად მითხრა და მანქანიდან ისე გადავიდა არც დამლოდებია.


დამატებულია (2010-12-10, 12:55 PM)
---------------------------------------------
<> <> <>


შევეცადე რაც შეიძლება ცივი ვყოფილიყავი მის მიმართ, თორემ ცოტაღა მაკლდა და ნამდვილად დავთანხმდებოდი იმ სიგიჟის ჩადენაზე რასაც მთავაზობდა. ვიცოდი, რომ თუ ახლა არ დავთანხმდებოდი ამ წინადადებაზე, შეიძლება მეორე შანსი აღარც მქონოდა... მაგრამ არ მინდოდა ასე მოულოდნელად და უცბათ მომხდარიყო ყველაფერი... მინდოდა ჯერ დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ისევ დავინახავდი. არ მინდოდა მისთვის მთელი ცხოვრება დამემძიმებინა... ვხვდებოდი, ახლა მას ჰგონია დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში, რომ მზად არის ამისთვის... შეიძლება იმის იმედიც აქვს, რომ მხედველობა დამიბრუნდება, მაგრამ თუ მე უსინათლოდ დავრჩი? დროთა განმავლობაში რად იქცევა ჩვენი სიყვარული და ჩვენი ცოლ-ქმრობა? მხოლოდ ტანჯვად!
-დიანა, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი გამოყოლა არ გჭირდება? - მანქანიდან გადმოსულს უკან დამედევნა.
- დამიჯერე! ასე უკეთესია - ვუპასუხე და სადარბაზოში შესასვლელად შევბრუნდი, როცა კარებში ვიღაცას შევეჯახე.
- დიანა! როგორც იქნა! მთელი ღამე გეძებდით...
- სერგი?! შენ აქ რას აკეთებ?
- დეიდაშენმა დამირეკა... ძალიან ნერვიულობდა, მეთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს... მე კი შენს ძებნაში თითქმის ყველა შენი მეგობარი მოვინახულე უკვე – ნაწყენი ხმით მითხრა - შენ კი თურმე ამ ტიპთან ერთად ხარ... ამას თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი?
- ეს ტიპი, როგორც შენ უწოდებ მისი შეყვარებულია! და შენ ვინ ხარ, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევ? - საჩხუბრად მოემზადა ლაშა.
- ლაშა, არ გინდა! ეკამ სთხოვა, ხომ გაიგონე?
- დიანა, სახლში შევიდეთ, ეკა ძალიან ნერვიულობს... დედაშენმა უკვე სამჯერ დარეკა დღეს, მან კი უკვე აღარ იცის რა უთხრას.
- არსადაც არ წამოვა!
- ლაშა! ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?
- ხო, მაგრამ ამასთან ერთად არ გაგიშვებ, მეც შენთან ერთად მოვდივარ!
- არა ლაშა! აღარ შემეკამათო! შენ ახლა სახლში წახვალ, მე კი მოგვიანებით დაგირეკავ - მკაცრად ვუთხარი და სერგისკენ შევბრუნდი - სერგი, წავედით!
ლაშას სიტყვაც აღარ უთქვამს, ალბათ მიხვდა, რომ ჩემს გადარწმუნებას ვერ შეძლებდა და ბედს დამორჩილდა.
- სერგი... ძალიან გთხოვ, მოდი ლაშას შესახებ ნურაფერს ვიტყვით ეკასთან, კარგი? – ვუთხარი, როცა სადარბაზოში შევედით.
- შეიძლება გავიგო რატომ?
- უბრალოდ ახლა ამის შესაფერისი დრო არ არის... მემგონი ამას შენც ხვდები.
- ხო, ალბათ მართალი ხარ... ეკამ ოპერაციის შესახებ მითხრა... ხვალ გიკეთებენ ხო?
- ზუსტად ამიტომ არ მინდა ჯერ არაფრის თქმა, ოპერაცია რომ ჩაივლის თვითონ მოვუყვები ყველაფერს დედაჩემს...
- დიანა! როგორ ვნერვიულობდი, სად იყავი? – კარის გაღების თანავე მომვარდა ეკა.
- დამშვიდდი! ხომ ხედავ, კარგად ვარ! უბრალოდ ჩამეძინა.
- რა?! უბრალოდ ჩაგეძინა? არ გრცხვენია მაინც? რას ქვია ჩაგეძინა? დაგერეკა მაინც... ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
- არ ვიცი, მგონი დამიჯდა - დაბნეულმა ვუპასუხე.
- ნამდვილი უსინდისო ხარ! მე გენდე, შენ კი მანერვიულე მთელი ღამე. წარმოგიდგენია მაინც რა დღეში ვიყავი?! კიდევ კარგი დედაშენმა ვერ გაიგო ვერაფერი, თორემ ნამდვილად მომკლავდა.
- კარგი რა ეკა! ნუ აზვიადებ...
- კიდევ მე ვაზვიადებ?! არა, სეგი გესმის რას მეუბნება?! შენ მაინც ხედავდი წუხელ რა მდგომარეობაშიც ვიყავი... რა გამეკეთებინა, სად მეძებნა ეს ქალბატონი არც კი ვიცოდი და ახლა არც სრცხვენია ისე დამცინის.
- იცით, მემგონი აქ მე აღარა ვარ საჭირო და აჯობებს თუ წავალ - თავს უხერხულად გრძნობდა სერგი.
- ხო, ბოდიში სერგი... მთელი ღამე არ გიძინია, ახლა კი ჩვენი პრობლემების მოსმენა გიწევს - ებოდიშებოდა ეკა.
- სერგი... ჯერ ნუ წახვალ, შენთან სალაპარაკო მაქვს!
- დიანა, ახლა ამის დრო არ არის უნდა დაისვენო - შემეწინააღმდეგა სერგი. ნუთუ მომეჩვენა და ჩემთან ლაპარაკს გაურბოდა? შეიძლება ლაშა მართალიც იყო მასთან დაკავშირებით... ეს ყველაფერი დღესვე უნდა გამერკვია!
- არა, სწორედ რომ ამის დროა! - მკაცრად ვუთხარი, მერე კი მისაღებ ოთახში განვმარტოვდით, რომ მშვიდად გამერკვია ის, რაც მოსვენებას არ მაძლევდა. არც კი მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა მასთან ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცოდი როგორ დამეწყო. თითქოს მეშინოდა კიდეც, რომ ლაშას ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდებოდა და სერგი მართლაც ნაძირალა ადამიანი იყო.
- სერგი... ლაშამ მიამბო შენი და ლიზას ურთიერთობაზე... მინდა გითხრა, რომ ნაადრევად დასკვნის გამოტანა არ მინდა, ჯერ შენგანაც უნდა მოვისმინო ეს ამბავი და ძალიან გთხოვ... სიმართლე უნდა ვიცოდე!
- მაინც რა გიამბო? - ირონიულად ჩაიცინა - ის, რომ თითქოს მისი და მოვატყუე და მერე რაღაც სულელური ჭორი გავუვრცელე ინსტიტუტში? როგორ არ მობეზრდა? მისი დაც კი მიხვდა, რომ მე არაფერშუაში არ ვიყავი და ვიღაც დამპალმა მოუწყო შურისძიების მიზნით ეს ოინები... ის კი მაინც ჩემსკენ იშვერს თითს.
- ესეიგი ამბობ რომ შენ არაფერშუაში ხარ? და ეს ლიზამაც იცის?
- რა თქმა უნდა დიანა... შენი აზრით ასეთ რამეს გავაკეთებდი? ჩემზე ასე ცუდად ფიქრობ?
- არა, იცი ამის დაჯერება მიჭირდა კიდეც და ვეჭვობდი, რომ გაუგებრობა იქნებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დამარწმუნე და ბოდიში, რომ სულ ცოტათი მაინც შემეპარა შენში ეჭვი...
- ბოდიშს ნუ მიხდი დიანა... შენი მესმის, მაგრამ გემუდარები ჩემში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს... შეიძლება უცოდველი ანგელოზი არ ვიყო, მაგრამ არც ისეთი ნაძირალა ვარ, რომ ვინმეს ასეთი რამ გავუკეთო.
მისმა სიტყვებმა საბოლოოდ დამარწმუნეს მის უდანაშაულობაში და სიმართლეში... თუმცა ახლა ახალი თავსატეხი გამომიჩნდა, როგორ დამერწმუნებინა ლაშა იმაში, რომ სერგი სულაც არ იყო ისეთი ურჩხული, როგორიც ეგონა...
მთელი დღე ნივთებს ვალაგებდი და ეკას ვებოდიშებოდი ჩემი დაუფიქრებელი საქციელის გამო... ის კი ხმასაც არ მცემდა, თითქოს არც ვარსებობდი. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული იყო... უბრალოდ იბუტებოდა და ხმას არ იღებდა რამდენიც არ უნდა გებოდიშა მისთვის. ცოტა არ იყოს უკვე წყობიდან გამოვყავდი მის საქციელს, მაგრამ რას ვიზამდი დასჯის ასეთი მეთოდი ჰქონდა.
4 საათისთვის დედაჩემიც დაბრუნდა და როგორც იქნა ეკაც ცოტა ხასიათზე მოვიდა. ვისადილეთ და ჩანთა კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. როგორც ველოდი დედაჩემმა რაღაც-რაღაცეები ზედმეტად ჩათვალა და ისევ ამომილაგა, თან ხუმრობდა და იცინოდა კიდეც ჩემს ჩალაგებულ ნივთებზე. ძალიან მაკვირვებდა მისი ასეთი საქციელი, მეგონა ინერვიულებდა და გაღიმების თავიც კი არ ექნებოდა... ის კი ისე იმედიანად და ხალისიანად იყო, რომ მისი მშურდა კიდეც, რადგან მე სულაც არ ვიყავი არც ერთის გუნებაზე. გარეგნულად ვცდილობდი არ შემემჩნია და გამეღიმა მის ხუმრობებზე, თუმცა შინაგანად თავს შეშინებულ კურდღლად ვგრძნობდი.
კლინიკაში მისვლისთანავე პალატა გამომიყვეს, სადაც გამიმართლა და მარტო მომიწევდა ყოფნა. თუმცა დედამ ექიმს სთხოვა, პირველ ღამეს მაინც დარჩებოდა ჩემთან თავი მარტოდ რომ არ მეგრძნო და ისიც დათანხმდა. საღამოს რამდენჯერმე ექთანმაც შემომაკითხა და წამალიც ჩამაწვეთა თვალებში. ღმერთო! ჯერ სულ რამდენიმე საათი იყო რაც ვიწექი და უკვე აუტანლად მეჩვენებოდა აქაურობა. დედას წარა-მარა საათს ვეკითხებოდი. მეგონა მთელი ღამე ვერ დავიძინებდი და ამ აუტანელი მოლოდინით და შიშით გავათენებდი. ვითვლიდი... გაუთავებლად ვითვლიდი საათებს... წუთებს... და წამებს! ვფიქრობდი ათას სისულელეზე... ბოლოს ლაშასთან გატარებულ ულამაზეს ღამეზეც... მერე კი უბრალოდ ჩამეძინა...

დამატებულია (2010-12-10, 1:12 PM)
---------------------------------------------
თავი 13.

დილით ადრე ექთანმა გამაღვიძა, როცა ჩემს პალატაში შემოვიდა წამლის ჩასაწვეთაებლად. მერე კი ექიმმაც მომინახულა.
- აბა, როგორ განწყობაზეა ჩემი პაციენტი? - მხიარული ხმით დაიწყო ექიმმა.
- ცოტა შეშინებულია - შევეცადე ხუმრობით მეთქვა, მაგრამ ნერვიულად აკანკალებულმა ხმამ მაშინვე გამყიდა.
- ეს ბუნებრივია, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვს.
- ექიმო მითხარით, ოღონდ სიმართლე! ოპერაციის შემდეგ თუ ვერ დავინახავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარაფერი მიშველის? - ჩემმა მოულოდნელმა კითხვამ დედა შეაკრთო და ხელი ხელზე ნერვიულად მომიჭირა.
- არა, იცი მთლად მასეც არ არის... ხანდახან ისეც ხდება, რომ პირველ ცდაზე თუ არა მეორეზე მაინც გამოდის... თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ პირველივე ცდა წარმატებით დამთავრდება.
- რამდენ ხანში გაირკვევა დიანა ისევ დაინახავს თუ არა?
- ამას დღესვე გავარკვევთ... ოპერაციიდან რამდენიმე საათში სახვევებს მოვხსნით და შედეგსაც მაშინ გავიგებთ.
- ასე მალე? მეგონა ამას უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა - შეშინებულმა ვკითხე, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩემს მომავალს დღესვე, რამდენიმე საათში გავარკვევდი.
- დიახ! ამას მეტი დრო არ დასჭირდება მერწმუნეთ. ოპერაცია 1 საათზეა დანიშნული და სადღაც ორ საათს გაგრძელდება... ასე რომ მანამდე კარგად დაისვენე, შეგიძლია დაიძინო კიდეც თუ შეძლებ, ეს შენთვის უკეთესიც იქნება.
- შევეცდები - ვუპასუხე და გამეღიმა.
ექიმს დავპირდი, მაგრამ დაძინება კი არა დასვენებაც არ გამომდიოდა. ახლა ჩემი გონება ისეთი დატვირთვით მუშაობდა, როგორც არასდროს. ერთდროულად ყველაფერზე ვფიქრობდი... ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, ყველა იმ ადამიანზე ვინც გარშემო მყავდა და იმაზეც კი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოვლაპარაკებივარ. როგორც ჩანდა დედაჩემიც ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდა, რადგან ოთახში გაუთავებლად ბოლთას სცემდა. თვალები დავხუჭე, რადგან ჰგონებოდა, რო მეძინა და მასთან საუბრისთვის თავი ამერიდებინა. არ მინდოდა ისეთი რამ მეთქვა, რომ უარესად განერვიულებულიყო.
ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ სულ ცოტა დრო რჩებოდა და ჩემი პატარა იმედიც შეიძლება უცბათ გამქრალიყო. ოპერაციის სემდეგ იმის დროც კი არ მრჩება, რომ ცოტახნით კიდევ მქონდეს იმედის პატარა ნაპერწკალი. ჩემი ბედი რამდენიმე საათში ცხადი გახდებოდა და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იმედი უკვე დაკარგული მქონდა, თითქოს ვეგუებოდი კიდეც, რომ ცხოვრების ბოლომდე წყვდიადში მომიწევდა ყოფნა და საყვარელი ადამიანების სახეებს ვეღარასდროს დავინახავდი...
- მიქაძე! ნახევარ საათში საოპერაციოსი უნდა გაგიყვანო, მოემზადე! - ნახევრად ჩაძინებული გამომაღვიძა სანიტრის ცივმა ხმამ, რომელმაც კარებიდანვე დაიძახა და ჩემს პასუხს არც კი დალოდებია ისე სწრაფად გაიხურა კარი.
- უკვე?! დედა... რომელი საათია? - დაფეტებული წამოვჯექი ლოგინზე.
- ჯერ 12 საათია... ალბათ ცოტა ადრე გაგიყვანენ, ნუ გეშინია.
- ადრე? რატომ მივყავარ ასე ადრე?! - უარესად ავნერვიულდი.
- ალბათ ოპერაციის წინ რაღაც პროცედურები იქნება გასავლელი. თან ანესთეზიაც ხომ უნდა გაგიკეთონ და დრო დასჭირდება ამ ყველაფერს - მშვიდად მიხსნიდა დედა.
- ნეტა მტკივნეული იქნება? რამეს ვიგრძნობ?
- არამგონია... ალბათ ერთი ნემსის ჩხველტას აიტან ანესთეზიის დროს, მერე კი წესით ვერაფერი ვერ უნდა იგრძნო.
- დედა... მეშინია! - ხელი ხელზე მოვუჭირე და ცრემლებიც თავისით გადმომცვივდა.
- არა ჩემო პატარავ, ნუ გეშინია... მე შენს გვერდით ვარ, ყოველთვის შენთან ვიქნები და ყველაფრისგან დაგიცავ... ძალიან მიყვარხარ - გულაჩუყებული ისიც ჩემთან ერთად ატირდა, გულსი მიკრავდა და მკოცნიდა.
გუშინ მეჩვენებოდა, რომ დრო უაზროდ იწელებოდა, ახლა კი მომაბეზრებელ პროცედურებში ერთმა საათმაც უცბათ გაირბინა... უკვე საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი და განაჩენის გამოტანას ველოდი.
- დროა! - მკაცრი ხმით თქვა ექიმმა - დიანა შვილო, ახლა ანესთეზიას გაგიკეთებ, პატარა ჩხვლეტას იგრძნობ და თავი არ გაანძრიო კარგი?
- დიახ! - ვუპასუხე და ცოტახანში მართლა ვიგრძენი ნემსის ჩხვლეტა საფეთქელთან... მტკივნეული არ ყოფილა, თუმცა არც სასიამოვნო იყო.
- აბა როგორ ხარ? - მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
- ვერაფერს ვერ ვგრძნობ, საერთოდ არ მეძინება.
- ეგ ბუნებრივიცაა, არც დაგეძინება - მითხრა სიცილით.
- კი, მაგრამ ოპერაციის დროს უნდა მეღვიძოს? - შევშინდი.
- ხო, უნდა გეღვიძოს, მაგრამ დამშვიდდი! საერთოდ ვერაფერს იგრძნობ... შენი თვალები ახლა გათიშულია და ვერაფერს გრძნობენ. - დამამშიდა ექიმმა. მერე კი როგორც თვითონ თქვა ჩემს თვალებს მიკროსკოპით უყურებდა. დრო და დრო ასისტენტს ჩემთვის გაუგებარი დასახელების იარაღებს სთხოვდა და თან კმაყოფილად დაამატებდა ხოლმე - მშვენიერია! - ამ სიტყვის ყოველი გაგონებისთანავე უფრო ვმშვიდდებოდი და ვხვდებოდი, რომ ოპერაცია ჯერ-ჯერობით კარგად მიდიოდა. ახლა მესმოდა რატომ მაფრტხილებდა ექიმი ოპერაციამდე კარგად დაისვენეო, რადგან დიდხანს გაუნძრევლად მიწევდა ერთ მდგომარეობაში წოლა და ეს უკვე საშინლად დამღლელი იყო, თან მუდმივად დაძაბული ვიყავი და მის ყოველ მოძრაობას და სიტყვა-პასუხს ყურადღებით ვუსმენდი.
ცოტახანში გავიგონე როგორ მოაცილა მიკროსკოპი ჩემს თვალებს და ამოიოხრა
- მზადაა! - ამის თქმა იყო და თვალებზე დოლბანდის საფენების დადება ვიგრზენი, შემდეგ კი თავის გარშემო სახვევი შემომახვიეს.
- ექიმო... ყველაფერი დამთავრდა? - ვკითხე როცა სახვევს მახვევდნენ.
- ხო დიანა, დამთავრდა! საშიში აღარაფერია...
- არა, ჩემთვის ყველაზე საშიში ახლა იწყება! - ვუთხარი ნაღვლიანად და ნერვიულად გამეღიმა.
- ახლა ამაზე ნუ ფიქრობ! კარგად დაისვენე და რამდენიმე საათში მოგაკითხავ პალატაში, რომ ერთად ვნახოთ შედეგი...
როცა საოპერაციოდან გამომიყვანეს, პირველი რაც იყო დედაჩდემის ხმა გავიგონე, რომელიც ექიმს აღელვებული ელაპარაკებოდა.
- დიანა! შვილო როგორ ხარ? - აღელვებული მომვარდა, როცა საკაცით დერეფანში გამიყვანეს.
- კარგად ვარ დედა, თავს კარგად ვგრძნობ!
- ხომ გითხარით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტიც თავს კარგად გრძნობს მეთქი - დედას დამშვიდებას ცდილობდა ექიმი - უბრალოდ დიანას ახლა სიმშვიდე სჭირდება და გთხოვთ დანარცენი მნახველები გააფრთხილეთ, რომ დღეს ვიძიტისგან თავი შეიკაონ... პაციენტმა რთული ოპერაცია გადაიტანა და ახლა ზედმეტი ემოციები მის ნერვულ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედებს. - მკაცრი ტონით თქვა და წავიდა.
- მნახველები? ეკა აქ არის?
- მარტო ეკა კი არა სერგიც და ანუკიც მოვიდნენ, ძალიან ღელავდნენ შენზე.
- წადი მაშინ დაამშვიდე და უტხარი ხვალ მინახულონ, აბა დღეს ექიმმა არ შეიძლებაო - მოწყენილმა ვუთხარი. გული დამწყდა, როცა ჩემს მეგობრებს შორის ლაშას სახელი ვერ გავიგონე, თუმცა რა გასაკვირია, რომ არ მოვიდა, არც კი გამიფრთხილებია და ალბათ ეწყინება როცა გაიგებს.
- კარგი, ცოტახანში შემოვალ შენს პალატაში, მანამდე დაისვენე - მითხრა დედამ და ხელზე ნაზად მაკოცა.
პალატაში გადაყვანისთანავე დაღლილს მაშინვე ჩამეძინა, ისე რომ ამისთვის არც ოცნება და არც დათვლა დამიწყია.
ისევ ის შავი ანგელოზი მესიზმრა... მაგრამ ამჯერად ძალიან განსხვავებული იყო. ადრინდელ სიზმრებში მხოლოდ დამცინოდა და დაუნდობელი მზერა ჰქონდა, ახლა კი ტიროდა და მოსთქვამდა... პატიებას მთხოვდა და მევედრებოდა მარტო არ დამეტოვებინა... უსიამოვნო შეგრძნებით გავიღვიძე.
- გაიღვიძე? - მომესმა დედას მშვიდი ხმა.
- ხო დედა, დიდხანს მეძინა?
- კი, საკმაოდ... ექიმმა შემოიხედა ცოტახნის წინ და გეძინა.
- რატომ არ გამაღვიძეთ? - ვაპირებდი, მაგრამ მან არ მომცა ნება, თავისით როცა გაიღვიძებს დამიძახე და შემოვალო.
- მაშინ რაღას უცდი? წადი! მალე მოიყვანე - მოუთმენლობას ვეღარ ვმალავდი. როგორც ჩანს დედაც ვეღარ ითმენდა, რადგან სიტყვა დამთავრებული არ მქონდა ისე წამოხტა და ოთახიდან გაიქცა. გული ისე ძლიერ მიცემდა, რამის საგულედან ამომვარდნოდა, სწორედ ახლა გაირკვეოდა ის, რასაც ამდენხანს ველოდი.
რამდენიმე წუთში გავიგონე როგორ შემოვიდნენ დედა და ექიმი პალატაში.
- აბა, კარგად დაისვენე? - კმაყოფილი ტონით მომიკითხა ექიმმა.
- მგონი კარგად... სახვევს როდის მომხსნით?
- ოო... გატყობ ვღარ ითმენ - გაეცინა - ზუსტად მაგისთვის შემოვედი, მზად ხარ?
- მგონი კი - გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- კარგი, მაშინ რაღას ვუცდით? ნათია გენაცვალე, მოხსენი სახვევი! - უთხრა ექთანს. მანაც არ დააყოვნა, სახვევი ფრთხილად გახსნა და თავიდან მომაცილა. მერე თვალებზე დაფარებული დოლბანდის საფენებიც ნელა მომაძრო.
- ახლა კი შეგიძლია თვალებიც ნელ-ნელა გაახილო...
- მეშინია! - ვთქვი და ნერვიულად გამეცინა.
- ნუ გეშინია... სამამდე დავითვლი და სამს, რომ ვიტყვი ნელა გაახილე! ერთი... ორი...
- სამი! - დავასწარი თქმა და თვალები ფრთხილად გავახილე. სინათლემ თვალი მომჭრა და ორივე თვალი ცრემლით დამეფარა. ოთახში მიმოვიხედე, ყველაფერი ბუნდოვანი იყო, მაგრამ ვამჩნევდი, რომ თანდათან იწმინდებოდა. ბოლოს კი როგორც იქნა გამოსახულებაც გასწორდა და ყველაფერი გარკვევით დავინახე... ცისფერი, ნატელი ოტახის შუაგულში დედაჩემი იდგა გაუნძრევლად და მოლოდინიტ აღსავსე თვალებით მიყურებდა. მის გვერდით თეთრ ხალათში გამოწყობილი, დაახლოებით 50 წელს მიღწეული მამაკაცი იდგა, ისეთი ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ აღტაცება ვეღარ დავმალე
- ექიმო... თქვენთვის არავის უთქვამს, რომ ულამაზესი თვალები გაქვთ? - დავინახე როგორ გადმოსცვივდათ სიხარულისგან ცრემლები დედაჩემს და ექიმს ერთდროულად. დედა მაშინვე ცემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა.
- შვილო! როგორც იქნა! შენ ხედავ! - მკოცნიდა გაუცერებლივ. ექიმი კი ღიმილით გვიყურებდა და ისიც ჩვენთან ერთად ხარობდა ამ წუთებით.
- დიდი მადლობა ექიმო! - გახარებული მიუბრუნდა დედა ექიმს - თქვენ გაიხარეთ!
- რას ამბობთ, ეს ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაფერმა მართლაც წარმატებულად ჩაიარა.
- ღმერთმა დაგლოცოთ! - მადლიერებით ვუთხარი ექიმს, მერე კი მივუახლოვდი და ხელზე ვემთხვიე. ექიმმა იუხერხულა - სწორედ ამ ხელებმა გადამარჩინა და რა თქმა უნდა თქვენ! თქვენ რომ არა, სიცოცხლის ბოლომდე წყვდიადისთვის ვიყავი განწირული. ვილოცებ, რომ კიდევ ბევრი ჩემნაირია ადამიანის გადარჩენა შეძლოთ, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა სიკეთეს აკეთებთ...

დამატებულია (2010-12-10, 1:14 PM)
---------------------------------------------
ესეც დაპირებული ორი ახალი თავი! ცოტა დიდი თავებია და იმედია ძალიან ბევრი არ არის biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 2:21 PM | შეტყობინება # 146
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
1 vaaaaaaaaaaaaaaaaaaar : )))) ertcam cavikitxav da davpostaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaav.....


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 3:17 PM | შეტყობინება # 147
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, dzaan gamixarda axali tavebi rom davinaxe. orive tavi iyo dzaan dzaan magari lodini amad girda gamixarda dianas rom tvalebi aexila .mgoni lasha ambobs simartles da sergo ityueba magram imedia amsac male gavigebt .dzaan magari da sayvareli xar


elle____თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 3:23 PM | შეტყობინება # 148
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (bella-bella)
.mgoni lasha ambobs simartles da sergo ityueba

ra tqma unda magas laha martali unda iyooos :)))
P.S. dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan magari iyoooo.. erti suli maqvs rodis naxavs lashassssss.. dzaaaaaaaaan magari xaaaaaaaaaaaar : )))))))))



DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 4:05 PM | შეტყობინება # 149
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმეეე რა მაგარი იყოოო!!!! ვაიმე ისეთ ემოციებში ვააარ და ისე მინდა, რომ რაც კი რამ საუკეთესო სიტყვები მოიპოვება ქვეყნად ყველა ენაზე, შენ მოგიძღვნაა!!! მშვენიეერიი მწერალიი გვყაავს და მე ზუსტადაც რომ ვიფერებ, რომ პატივი მაქვს, მის ნაწარმოების ასე ცხელ-ცხელ თავებს ვკითხულობდეე!!! გაიხარეეე!!! უმაგრესიი ადამიანიი ხაარ!!! ძაალიან მიყვაარს შენ პაწუკა რომანი (თუმცა, იქნებ დიდი გამოვიდეს ბოლოს :* ) და შეემდეეგ თავს იმედი მაქვს, მალე ვიხილაავ! როგორ გამიხარდა, რომ დაპირებისამებრ ორი თავი დადეე!!!
მმ... სიზმარი განსაკუთრებით მომეწონა.. და როგორ ველი დიანას და ლაშას შეხვეედრაას! ყველაზე საინტერესო წინაა!!! :* დიიდიი მადლობააააა, სოოოფ :* ძაალიაან მიყვარხაააააააააააააარ!!! იდეალური თავები იყოო, როგორც ყოველთვიის :*



Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 7:27 PM | შეტყობინება # 150
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
soof rogor gagvaxare shen xo ar ici.. nanatri tavebii... magram yvelaze nanatri jer kidev winaa biggrin vaimee aii rogorc yoveltvis umagresi iyo, sxva ra sheidzleba itqvas nawerze, romlis avtoric geniosia. dikos vetanxmebi da martla idealuri tavebi iyo, dzalian momowns rom emociurad wer da nebismier detals yuradgebas aqcev, ase upro saintereso da lamazia. vaime rogor mainteresebs ra moxdeba shemdeg tavebshi. moutmenlad velodebi. ise menatrebi ramisaa movide da chemi xelit gagiketo kompiuteri biggrin biggrin imedi maqvs male moagvareb problemas da dagvibrundebi :* :*

ძებნა: