ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


DiiiK♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 9:53 PM | შეტყობინება # 76
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმეე... ვაიმეეე cry cry cry cry cry cry cry cry ღმერთო ჩემოო!!! რაა მაგარი თავი იყოოო!!! ვაიმეე გავაფრინეე, აღფრთოვანებუული და უუუაღფრთოვანებულესი ვააარრრ love love love love love love დედაა, გენიოოსიი ხააარ!!! მაგარიი ხააარ დაა იის ვიკა როგორ არ მევასებააა dry ვაიმე აი ლაპარაკის კიარადა წერის თავი არ მაქვს, განცდებისგან თითები მიკანკალებს cry cry cry cry ომგ!!!! მიითხარი, როომ შემდეგ თავს მალე დადეებ cry cry მიიითხარიი........... გთხოოოვ!!! მიითხარიიიი...
მიიიყვარხააააააააარ love love love love love love love love love love love love love love love love love love love



sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 11:46 PM | შეტყობინება # 77
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
sofka, vaimee ramdeni xania ar damipostia aq :S mapatie gtxoov, sul vkitxulobdi, ubralod ver viclidi komentaris dasatoveblad :*

ვაიმე რას ამბობ, რა ბოდიშებს მიხდი არ გცხვენია? kiss kiss kiss

Quote (Immortal)
sofo isa da prtxilad iyavi, shemdegi tavebis mere saxlshi dacva daayene

ვაი მაგაში გეთანხმები biggrin ამ თავს რომ ვდებდი ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი მერე ვინმემ არ "დამიპადიეზდოს" მეთქი biggrin biggrin biggrin
Quote (Immortal)
miyvarxaar da moutmenlad velodebi shemdeg tavs :*

მეც მიყვარხაააარ! უღრმესი მადლობააა kiss kiss kiss kiss შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავიც, ხომ იცი თან ვწერ და... shy

დამატებულია (2010-11-10, 11:46 PM)
---------------------------------------------

Quote (stupid_l@mb)
ვაიმეე... ვაიმეეე ღმერთო ჩემოო!!! რაა მაგარი თავი იყოოო!!! ვაიმეე გავაფრინეე, აღფრთოვანებუული და უუუაღფრთოვანებულესი ვააარრრ დედაა, გენიოოსიი ხააარ!!! მაგარიი ხააარ დაა იის ვიკა როგორ არ მევასებააა ვაიმე აი ლაპარაკის კიარადა წერის თავი არ მაქვს, განცდებისგან თითები მიკანკალებს ომგ!!!! მიითხარი, როომ შემდეგ თავს მალე დადეებ მიიითხარიი........... გთხოოოვ!!! მიითხარიიიი...
მიიიყვარხააააააააარ

ვაიმე დიკოოოოო! რა საყვარელი ხაააარ love love love მოკლედ მაგარ განცდებში ჩაგაგდე მგონი shy ვეცდები მალე იყოს შემდეგი თავიც, ვიცი რომ ცუდ ადგილზე გავჩერდი, მხოლოდ იმით დაგამშვიდებ რომ მომავალი თავი უფრო მშვიდი იქნება happy happy მეც ძალიან მიყვარხაააარ, ბევრი კოცნები შეეეეენ! kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 5:23 PM | შეტყობინება # 78
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime ragaca am bolo dros vegar shemovdiodi aaq : ((( bodishi mara exla ro shemovedi iseti tavi damxvda gapitkinebuli gavgijdiiiiii... dzaaaaan maintersebs da icode gelodebi yovel dge aq virbeeen :*:*:* da boll-bolo memgoni chems kompiuters fanjridan gadagdebuls dainaxavt biggrin :D : D:D


bella-vampireთარიღი: შაბათი, 2010-11-13, 8:32 PM | შეტყობინება # 79

842
83  +
   ±
Offline
vaimeeeeee axali tavi mindaaaaa sad sad male dadeb? :S :X

sofkaთარიღი: კვირა, 2010-11-14, 7:45 PM | შეტყობინება # 80
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____, არაუშავს, მემგონი ყველა ერთნაირად აჟიტირებულები და გაბრწყინებულები ვართ რაც ეს " Breaking dawn" გადაღებები დაიწყო biggrin მეთვითონეც მაგ დღეში ვარ... shy ყველაფერი მავიწყდება რობის და კრისის ახალ ფოტოებს რომ ვნახულობ love love love love

bella-vampire,
ბოდიში რომ ამდენს გალოდინებთ sad ცოტა ძნელია თან წერა და თან მალ-მალე დადება, მაგრამ შევეცდები რომ ხვალ საღამოსთვის უკვე დავდო ახალი თავი kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-14, 9:37 PM | შეტყობინება # 81
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (sofka)
bella-vampire,
ბოდიში რომ ამდენს გალოდინებთ ცოტა ძნელია თან წერა და თან მალ-მალე დადება, მაგრამ შევეცდები რომ ხვალ საღამოსთვის უკვე დავდო ახალი თავი

am Temashi yoveldge shemovdivar sofka, nervebi meshleba ukve chem dikos ver vpoulob dry dry biggrin




sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 5:14 PM | შეტყობინება # 82
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 8.

-ლაშა! - მიმართა უცნობმა გოგომ.
- აა? - ძლივ ამოიღო ხმა ლაშამაც. მის ტონზე ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა თითქოს რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული და იმ გოგომ გამოაფხიზლა. - დიანა, იცი... ეს აქამდეც უნდა მეთქვა და... ეს ჩემი...
- მე ვიქტორია ვარ, მისი ჯგუფის ახალი სოლისტი! - შეაწყვეტინა გოგომ - შენ კი ალბათ დიანა ხარ! შენზე ბევრი მსმენია ლაშასგან - გულთბილად გადამეხვია, ისე თითქოს დიდიხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ვიქტორია - შევეცადე მისი გულთბილი მოპყრობით გამოწვეული გაოცება დამემალა და მეც ისევე გულთბილად მეპასუხა.
- არა, შენ შეგიძლია ვიკა დამიძახო! მეგობრები ასე მომმართავენ და იმედი მაქვს ჩვენც დავმეგობრდებით ხომ?
- კარგი, შევთანხმდით! - ვუთხარი და გავუღიმე. - მართლა, ეს ჩემი მეგობარია - ანუკი - მივანიშნე ჩემს გვერდით მგდომზე.
- ძალიან კარგი! ახლა სადმე წავიდეთ რომ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, რას იტყვით?
- ვიკა! ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჯგუფის წევრი ახლახანს გახდი და ბევრი გაქვს სამუშაო? - შეაწყვეტინა ლაშამ.
- ხოო... მაგრამ...
- არავითარი მაგრამ! ლევანი გელოდება, ასე რომ სასწრაფოდ რეპეტიციაზე!
- ხოო... კარგი! კარგი! დიანა ბოდიში რომ ასე გამოვიდა, სხვა დროისთვის გადავდოთ კარგი?
- რა თქმა უნდა, არაფერია...
- დიანა მე ვიკას ავყვები, ლევანისთან მაქვს რაღაც საქმე და მალე ჩამოვალ კარგი? შენ აქ დამიცადე! - შეწუხებული ხმით მითხრა და გაყინული ტუჩებით შუბლზე მაკოცა. უცნაური იყო... გარეთ საკმაოდ თბილოდა და რატომ ჰქონდა ასეთი ცივი ტუჩები?
ანუკისთან ერთად ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი... რთული მისახვედრი არ იყო, რომ ვიკამ ჩემზე ყველაფერი იცოდა და ალბათ მოვწონდი კიდეც რადგან ასე თბილად შემხვდა. თუმცა ის კი მეწყინა ლაშამ რომ არ მითხრა მის შესახებ არაფერი, ისინი ხომ ალბათ კარგი მეგობრები არიან რადგან ჩემზე უამბო.
- აბა... დღეს რა გეგმები გაქვს?
- ისეთი არაფერი ალბათ... ლაშასთან ერთად გავისეირნებ და მერე სახლში მოწყენილობით მოვკვდები - უხალისოდ ვუპასუხე მეგობარს.
- მე კი დღეს გრანდიოზული დღე მელის!
- მართლა? მაინც რა ხდება ასეთი?
- რა და... ნიკას ვხვდები! სასეირნოდ დამპატიჟა... წარმოგიდგენია?! - აჟიტირებულმა მითხა, მერე კი თავი მხარზე ჩამომადო და ამოიოხრა – დიანააა... რომ იცოდე რა ბედნიერი ვარ... მგონი შემიყვარდა...
- ისე არ გეჩვენება რომ ეგ შენი ნიკა რაღაც უცნაურია? რაღაც ძალიან უცბათ დაინტერესდა შენით.
- იცი, იგივე შემიძლია გითხრა ლაშაზეც! - გაბრაზებულმა მიპასუხა და ფეხზე წამოხტა.
- კარგი, მაპატიე რაა... არ მინდოდა...
- რატომაა უცნაური თუ ბიჭი გოგოს გაცნობისთანავე პატიჟებს სადმე? განა შენც ეგრე არ დაგემართა ლაშასთან?
- ხოო... ალბათ მართალი ხარ... ახლა სხვა დროა... უკვე პირდაპირ მოქმედებაზე გადადის ყველა და ეს არ უნდა მიკვირდეს. იცი, გუშინ მემგონი კიდევ ერთი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა - სიცილი ვერ შევიკავე და ავფხუკუნდი.
- მართლა? როდის მოასწარი? მე და ნიკამ თითქმის კარამდე მიგაცილეთ, მერე კი დარწმუნებული ვარ სახლიდან ფეხსაც აღარ გამოადგავდი...
- სწორედ ეგ არის სასაცილო, რომ ფეხის გადგმაც არ დამჭირვებია... თავისით გაჩნდა ჩემს სახლში!
- არა რაა, ზოგს რა ბედი აქვს, პირდაპირ მშურს! - ხუმრობით მითხრა და ჩემთან ერთად აკისკისდა. - აბა დაწვრილებით მიამბე ყველაფერი! - მითხრა და ისევ სკამზე მოკალათდა ამბის გასაგებად. მეც ხვეწნა არ დამჭირვებია ისე მოვუყევი სერგიზე ყველაფერი.
- ოოო... ლაშას ადგილზე თვალსაც არ მოგაშორებდი! საკმაოდ ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა - სიცილით თქვა როცა მოყოლა დავამთავრე.
- არც გაბედო! ლაშასთან არაფერი წამოგცდეს იცოდე! ეხლა მისი ეჭვიანობა მაკლია კიდე.
- ხო, მართლა ოპერაციაზე ხომ არ შეგხმიანებია ვინმე? აღარ მოვიდა შენი რიგი?
- ჯერ-ჯერობით არა... ჩემამდე რიგში იმდენი იყო ჩაწერილი, რომ ასე მგონია რამდენიმე კვირა კი არა საუკუნე მომიწევს დაცდა...
- კარგი ნუ მოიწყენ! მანამდე კი შენს გამხიარულებაზე მე და ლაშა ვიზრუნებთ... აი ვახსენე და ისიც უკვე აქ გაჩნდა! - მითხრა და ჩემს ხელს ნაცნობი, თბილი ხელი შეეხო.
- აბა ვის სჭირდება გამხიარულება? რაღაც ასეთი მომესმა...
- ვის და დიანას!
- მერე მე აქ რისთვის ვარ? - თქვა და ხელები შემომხვია.
- ლაშა! რამდენჯერ უნდა გითხრა? აქ ამის ადგილი არ არის! - მორცხვად ვუთხარი და მისი მკლავებიდან გამოვძვერი.
- მაშინ დროზე წავიდეთ, თორემ საშინლად მომენატრე და თავს ვეღარ ვაკონტროლებ... - ანუკი, შენ აქ უნდა იყო?
- ხოო... ხომ იცი საქმე მაქვს... აი იის, წეღან რომ გიყვებოდი - მივხვდი, რომ ნიკაზე მიმანიშნა და ალბათ არ უნდოდა ლაშასთან ეთქვა რამე - კარგი მაშინ, აბა კარგად! - დავემშვიდობეთ ანუკის და მანქანისკენ წავედით.
ლაშამ მანქანაში ჩამსვა, თვითონ კი ცოტახნით სადღაც გაუჩინადა. მითხრა, რომ სადღაც უნდა დაერეკა. ცოტა არ იყოს უცნაურად იქცეოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ? იქნებ მეჩვენებოდა? თუმცა არა! ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, დღეს კი რაღაც დაბნეული და გონებაგაფანტული მეჩვენებოდა. ალბათ რამე პრობლემა აქვს და უნდა გავარკვიო რა დაემართა, იქნებ დახმარებაც შევძლო... მანქანის კარის გაღებამ ფიქრები დამატოვებინა და ყურადღება მოვიკრიბე.
- აი მეც მოვედი... ეხლა კი შეგვიძლია წავიდეთ! - თქვა და შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან რაღაც მძიმე დარდი მოიცილაო.
- სად მივდივართ?
- აი ეგ კი საიდუმლოა!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ სიურპრიზია!
- მართლა? მიყვარს სიურპრიზები! - ეშმაკურად ვუთხარი და ღიმილი ვერ შევიკავე.
- ძალიან კარგი! თან იმედია ჩემს გუშინდელ საქციელსაც მაპატიებ... მართლა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა...
- რას გულისხმობ?
- იმას რომ გაკვეთილების მერე არ დაგელოდე და სიტყვის უთქმელად გავუჩინარდი, მეგონა ჩემზე გაბრაზებული იყავი... არა?
- არა რატომ, თან ნიკამ ხომ გადმომცა შენი დანაბარები და რატომ უნდა მწყენოდა?
- ნიკამ?! რა დანაბარები?!
- ის რომ გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა და შენს მაგივრად ბოდიშიც მომიხადა.
- მართლა ასე მოიქცა?!
- ხოო, არ უნდა მოქცეულიყო ასე? - დაბნეულმა ვკითხე.
- კიი... უბრალოდ არ მეგონა თუ მოახერხა შენი ნახვა და იმიტომ გამიკვირდა.
- ხო, და სახლამდეც კი მიგვაცილა მე და ანუკი... ძალიან თავაზიანი ვინმეა.
- ნუთუ? მისგან ასეთი საქციელი უკვე აღარ მიკვირს... - ირონიულად თქვა და გაჩუმდა. გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ გავიგე რა არ მოეწონა ნიკას საქციელში? თუმცა აღარაფერი ვკითხე და მასაც არაფერი უთქვამს. მთელი გზა ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის, მგონი რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული და მეც აღარ შევაწყვეტინე ფიქრი.
ვიგრძენი როგორ უკლო სიჩქარეს მანქანამ და მერე სადღაც შევუხვიეთ, შევჯანჯღარდი და მივხვდი, რომ ასფალტიდან ქვაფენილზე გადავედით, აღმართი ავიარეთ და როცა გავსწორდით გავჩერდით კიდეც...
- მოვედით! ცოტახანს აქ იჯექი, რაღაცას შევამოწმებ და ახლავე დავბრუნდები - მითხრა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი და მოთმინბით ველოდი მის დაბრუნებას. როგორ მინდოდა მცოდნოდა სად ვიმყოფებოდი... ასე საიდუმლოდ სად მომიყვანა? ცოტახანში კარიც გაიღო...
- წამოდი! გზა ხსნილი გვაქვს!
- რას ნიშნავს გზა ხსნილი გვაქვს?
- იმას, რომ თავისუფლად შევაღწევთ იქ სადაც ოცნებები ხდება! - მის ხმას რაღაც იდუმალება ახლდა, რამაც ცოტა არ იყოს შემაშინა. მანქანიდან გადმოვედი თუ არა სიმღერის ხმა მომესმა, მერე ფორტეპიანოსი, მას კიდევ რომელიღაც ჩასაბერი ინსტუმენტის ხმა მოჰყვებოდა, მგონი ფლეიტა უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით ისე ქაოსურად ირეოდა მათი ხმები ერთმანეთში, რომ მთელი დღე ეს რომ ესმინა ადამიანს, ნამდვილად ჭკუიდან შეშლიდა. სწორედ ამით მივხვდი სადაც ვიყავით, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი აქ რა მინდოდა, ან ამასთან სიურპრიზი რა შუაში იყო?
- შენ რა, კონსერვატორიაში მომიყვანე?
- კი, ზუსტად გამოიცანი... მაინც როგორ მიხვდი?
- ლაშა! ყრუ კი არა ვარ, ბრმა ვარ! - სიცილი ვეღარ შევიკავე მის უაზრო კითხვაზე - ეს არის შენი სიურპრიზი?
- ხოო...
- სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო... მე აქ უკვე ნამყოფი ვარ, თანაც ბევრჯერ...
- შენ რა, გგონია კონსერვატორიით ვაპირებდი შენს გაკვირვებას? - გადაიხარხარა - სიურპრიზი შიგნით გელოდება და თუ ახლავე არ გავიქცევით დროს დავკარგავთ.
კარმა მძიმედ დაიჭრიალა და შენობაში შევედით სადაც სამარისებური სიჩუმე იდგა. ლაშა მთელი სისწრაფიდ მიმარბენინებდა სადღაც... მარმარილოს იატაკზე ფეხი მიცურავდა და რამდენჯერმე წაქცევასაც ძლივს გადავურჩი. უცბათ შევჩერდით და ვარაუდით მივხვდი, რომ კონსერვატორიის დარბაზის ფოიეში ვიდექით. წარმოდგენა არ მქონდა ასე გვიან აქ რატომ მომიყვანა, ან რა სიურპრიზი მელოდა. მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე და მივხვდი რომ მარტო არ ვიყავით.
- დიანა, გაიცანი ეს ჩემი მეგობარია – თემო... ეს კი – ჩემი დიანაა, რომელიც სულ მალე ცნობილი პიანისტი გახდება და მერე ერთად დავესწრებით მე და შენ ამ დარბაზში მის კონცერტებს! - სიამაყით განაცხადა ლაშამ. მე კი დაბნეული ვიდექი და უხერხულობისგან უაზროდ ვიღიმოდი.
- აბა, მომყევით და არ ჩამომრჩეთ! - გვიბრძანა თემომ. ლაშამაც მაშინვე ხელი დამავლო და გზა გავაგრძელეთ. კიბეები ავიარეთ, მერე კიდევ ცოტა მოგვიწია სიარული და ისევ გავჩერდით.
- ლაშა! იცოდე, მაქსიმუმ ერთი საათით! ხომ იცი ვერ გავრისკავ, თუ დაგვიჭირეს სამსახურიდან გამათავისუფლებენ.
- გპირდები არ გადავაცილებთ!
- შუქი მხოლოდ სცენაზე ჩავრთე, მთელს დარბაზს ვერ გავაჩახჩახებ... და კიდევ, როიალთან ფრთხილად, კარგი? - ამ სიტყვებზე გული ამიჩქარდა და საშინლად ავნერვიულდი, რადგან ლაშას ჩანაფიქრს მივუხვდი, თუმცა პარალიზებულივით გავშეშდი და ხმის ამოღებაც ვეღარ შევძელი.
- თემო, ნუ ნერვიულობ! გპირდები ვერავინ ვერ გაიგებს დღეს აქ ვინმე თუ იყო და არც როიალს დაუშავდება რამე, ინსტრუმენტთან მოპყრობა ჩვენზე უკეთ არავინ იცის, მერწმუნე! - დაამშვიდა და უდარდელად გაიცინა.
- ლაშაა... იქნებ არ ღირს? - მოულოდნელად გამოვფხიზლდი ოცნებიდან და მათ საუბარში ჩარევა გადავწყვიტე. - მოდი ნუ დავაყენებთ ადამიანს საფრთხის წინაშე რაღაც უაზრობის გამო...
- უაზრობის გამო?! დიანა, შენთვის ეს უაზრობაა? - ხმაში წყენა შევამჩნიე და საკუთარ ნათქვამზე ნერვები მომეშალა... იმის მაგივრად რომ მისი სიურპრიზით გამოწვეული სიხარული გამომეხატა, რაღაც სისულელე ვთქვი და ყველაფერი გავაფუჭე.
- არა, ასე ნამდვილად არ არის! უბრალოდ არ მინდა ჩემი ოცნების ასრულებას სხვისი სამსახური შეეწიროს... ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ... ხომ გესმის?
- ნუ სულელობ! არავინ არაფერს დაკარგავს... ახლა კი წავიდეთ! დროს ვკარგავთ...
დარბაზის კარი გაიღო და შიგნით შევედით... შესვლისთანავე წარმომიდგა თვალწინ გაჩახჩახებული უზარმაზარი დარბაზი, რომელსაც: მწვანე ხავერდის სკამები, ოქროსფერი პატარა ჭაღები და თეთრი კორინთული სვეტები ამშვენებდა პატარა აივნებით. სანამ მე ჩემს წარმოსახვაში დარბაზის სილამაზით ვტკბებოდი ლაშას უკვე სცენასთან მივეყვანე.
- აბა, ავიდეთ სცენაზე?
- მარტო ვართ? - ჩურჩულით ვკითხე და თვალები აქეთ-იქით მოვატარე, თითქოს რამეს დავინახავდი.
- კი... ხომ არ გეშინია? - მიპასუხა და გაეცინა - უფრო სწორად მხოლოდ სამნი ვართ: მე, შენ და როიალი... - ყურთან წამიჩურჩულა და ტუჩები ლოყაზე ნაზად შემახო. მერე ხელი მომკიდა და სცენის კიბეებზე ფრთხილად ამიყვანა...
- ოჰ! შევმცდარვარ, ოთხნი ვყოფილვართ! - ასვლისთანავე წამოიძახა.
- ოთხნი?!
- ხო, აქ ორი როიალი დგას... მოდი შენ ამ როიალთან დაჯექი! მე მეორე როიალთან დავჯდები და იქიდან მოგისმენ - თქვა და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ უკვე როიალთან ვიჯექი. როიალს თავზე ავხადე და თითებით კლავიატურას ისე მივეფერე, თითქოს პატარა საყვარელი ბავშვი ყოფილიყო. უცბათ მომინდა მთელი ჩემი ემოციები გადმომეცა მუსიკით და ჩემდა უნებურად დებიუსის ერთ-ერთი ნაწარმოების დაკვრა დავიწყე, რომელსაც უცნაური სახელწოდება ჰქონდა – “სიხარულის კუნძული.” თითქოს მეც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც იდუმალებით მოცულ, საოცრად ლამაზ კუნძულზე... სადაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი... თავი ზღაპრულ სიზმარში მეგონა და გამოფხიზლება არ მინდოდა... გავიგონე როგორ ამყვა მეორე როიალიც და მანაც იგივეს დაკვრა დაიწყო ჩემსავით... გავჩერდი და ღიმილით ვუსმენდი როგორ კეკლუცობდა და შეჯიბრში მიწვევდა მისი თითოეული ბგერა. “ გაჯიბრება გინდა? კარგი, გავეჯიბროთ! “ გავიფიქრე და თან მის ბავშვურ საქციელზე გამეცინა. ისევ ავყევი და ორივემ ერთდროულად გავაგრძელეთ დაკვრა. სწრაფი პასაჟების დროს ვგრძნობდი როგორ უჭირდა მის თითებს, ჩემი კი ისე დაფრინავდა კლავიშებზე, რომ ის ვერც კი მეწეოდა...
- კარგი, კარგი, გნებდები! - სიცილით თქვა და დაკვრა შეწყვიტა. მე კი ირგვლივ ყველაფერი დამავიწყდა და ისევ ის განცდა დამეუფლა თითქოს მარტო მე და როიალი დავრჩით დარბაზში... ლაშას ხელებმა გამომაფხიზლა, რომელიც წელზე სუროსავით შემომეხვია.
- ახლა ვიეჭვიანებ! - მოწყენილმა მითხრა და ნიკაპით მხარზე დამეყრდნო.
- ვისზე? როიალზე?! - სიცილით ვკითხე და დაკვრა მაინც არ შევწყვიტე.
- აბა მაგის გარდა სხვა ვინმე გახსოვს კიდევ?
კისერზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, მერე კი მისი ტუჩების შეხებაც... მთელს სხეულში საამურმა ჟრუანტელმა დამიარა, მთლიანად მომადუნა და თავბრუ დამახვია... კლავიატურიდან ხელები თავისით ჩამომისრიალდა და როცა გონს მოვეგე უკვე მას ვეხვეოდი.
- როგორც იქნა გონს მოგიყვანე...
- ლაშა! როიალზე ეჭვიანობა აღარ გამიგია - სიცილი ვეღარ შევიკავე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი, რადგან უკვე ისე მიჭერდა რომ სუნთქვაც კი აღარ შემეძლო... - ხო, მართლა... დაკვრა რატომ შეწყვიტე? კარგად მომყვებოდი - ვიცრუე და თან ცუდად...
- კარგი რაა... მივქარე შენთან გაჯიბრება რომ გადავწყვიტე, შენს გვერდით ნამდვილი მაჩანჩალა ვარ და უარყოფა არც გაბედო! ვიცი რომ ამას შენც ხვდები.
- კარგი არ ვუარვყოფ, რომ გაჯობე... მაგრამ მაჩანჩალობას რაც შეეხება, ეს შენი გამოგონილია... მე ასე არ ვთვლი! ახლა კი მინდა ჩემთვის რამე დაუკრა... იმედია ამჯერად მაინც არ მეტყვი ამაზე უარს - ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და გამეღიმა. ხვეწნა არ დასჭირვებია, ისე მიუჯდა როიალს და საგანგებოდ ჩემთვის შოპენის ერთ-ერთი ნაზი და სულში ჩამწვდომი მელოდია ააჟღერა...
სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ უკვე 9 საათი გამხდარიყო. დედა ანერვიულებული დამხვდა, რომ ამ დრომდე სახლში არ მივედი და საყვედურებით ამავსო. მანმადე კი საცოდავ ანუკისაც არ დააკლო თურმე ტელეფონზე ლექციების წაკითხვა. დედაზე ცოტა არ იყოს გავბრაზდი, პროტესტის ნიშნად ვახშამზეც უარი ვთქვი და ოთახში შევიკეტე.
ცოტახანში ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა და ყურები დავცქვიტე... როგორც სჩანს დედას ვიღაცამ რაღაც სასიხარულო ამბავი ამცნო, რომ გახარებული გაუთავებლად მადლობებს უხდიდა.
- რა თქმა უნდა... ხუთშაბათს საღამოს მოვალთ, აუცილებლად! მადლობთ, დიდი მადლობა! - ყურმილი დაკიდა თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში შემოვიდა და აჟიტირებული ხმით მამცნო - დიანა! კლინიკიდან დარეკეს... პარასკევს ოპერაციას გიკეთებენ...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[


შეტყობინება შეასწორა sofka - ორშაბათი, 2010-11-15, 5:15 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 5:26 PM | შეტყობინება # 83
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, lamazi tavi iyo... davtkbi... ra sayvarlad wer guli mitbeba xolme. lamazi da wminda siyvarulis istoriaa, romelic samwuxarod vajbatonma uazrod shebgala! asetebi arian bichebi dry biggrin :D dzalian dzalian momewona, shemdeg tavs rodistvis velodo? happy



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-11-15, 5:27 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 7:20 PM | შეტყობინება # 84

842
83  +
   ±
Offline
sofka, aiiii dzaan magari iyo raaaaaaa love dzalian lamzi tavi iyo da lashasa da dianas urtiertobas ragac ise gaqvs agwerili.... ra vici sityvebs ver vpulob raaaa love titqos is siyvaruli rasac lasha ganicdis dianasadmi mec vigrdzeni. ai ukve meramdenjer vkitxulob am taavs love shesanishnavad giweria yvelaferiiii :* :*

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 7:25 PM | შეტყობინება # 85
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, vaime dzaan magari tavia agprtovanebuli var ai dzaan magrad wer .


Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 7:41 PM | შეტყობინება # 86
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
sofka, ra kargad wer.. love ehh operaciaa..?? ra male chamohkra ubedurebis zarma.. cry daa diana dainaxavs lashas da? ra moxdeba? sad vaiime cudad var.. cemi lashiko lashaa.. cry cry cry



Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 9:08 PM | შეტყობინება # 87
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, vaime chemo kargo ar vici ra mchirs, magram am tavs rom vkitxulobdi tirili amivarda sad ai ise lamazad gaqvs yvelaperi dawerili.ise ostaturad. ragac samyaroshi gadadixar am tavs rom kiitxulob. samyaroshi, romelic tavidan bolomde siyvarulit da sitboti aris savse.
Quote (AnasteishA)
ra sayvarlad wer guli mitbeba xolme.

getanxmebii :* zustad magis tqma mindoda. ise wer xolme, sheudzlebelia es gancdebi, es emociebi ar gadmogedos.tundac es tavi... rogor sheidzleba ar igrdzno, rogori wminda da lamazi siyvaruli akavshirebt lashas da dianas ertmanetisadmi, ra kargebi da sayvarlebi arian orive.. rogor sheidzleba uzomod ar shegiyvardes orive personaji da am shedevris avtori.
rom vkitxulobdi tanshi jruanteli mivlida da sulierad vmshviddebodi, ragacnairad davdni biggrin ai saocrad dadebiti emociebi shemoitana am tavma chemshi da darwmunebuli iyavi rom sakmarisia erti kvira magar da romantiul xasiatze rom viyo. nu tu manamde ar daabraxvebs lasha raime isets biggrin biggrin biggrin
mokled uzoomod miyvarxar chemo kargoo da warmatebebs giosurveb :* :*



DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 10:12 PM | შეტყობინება # 88
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, დიდი მადლობა.... ვაიმე ხალხო, არ ვიცი ეს რას ნისნავს, რადგან ფიქრის უნარი აღარ მაქვს, მაგრამ აი ვიღიმი და თან ცრემლები მომდის... love love love love shy კიდევ ერთხელ დიდი მადლობა... უუღრმესიი!!! აი ახლავე უნდა მოვისმინო დებიუსს... ეგ ნაწარმოები არ ვიცი... ვაიმე შესანიშნავი კიარადა აი არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი სიმპატია ამ თავი სა შენს მიმართ!!! აი უნდა გეყურებინა როგორ ვკითხულობდი. იდაყვზე ჩემოყრდნობილი სახე, მიბნედილი და აცრემლებული თვალები და მარჯვენა ხელი, რომელიც მაუსზე თითებს ათამაშებდა... ეჰ, კონსერვატორიის მაგ დარბაზში ნამღერი მაქვს biggrin (ვაიმე, რა სირცხვილია კონსერვატორიისთვის) და გამახსენდა ის დარბაზი და რაღაც რაღაცეები.... happy happy happy ეეჰ... დავტკბი ამ თავით... ის მივიღე, რაც აღემატება მხოლოდ ნაწარმოებით სიამოვნებას და კიიიდეეევ ერთხეელ დიიიიდიი მადლობააა!!! უნიჭიერესი ხარ, სიამოვნების მინიჭება მკითხველისთვის... ეს უკვე პროფესიონალიზმზე მეტია. ეს ის არის, რაც შიგნიდან მოდის... მიიყვარხააარ :* :* :* love love love love


sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 10:45 PM | შეტყობინება # 89
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, Rosalie, bella-bella, bella-vampire, AnasteishA,
ვაიმე გოგოებო ახლა მე მკითხეთ როგორ მიხარია დადებით ხასიათზე რომ გაყენებთ, იმედი მაქვს ეს მართლაც გამომდის და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩემი ყველა თავი თუ არა თითოოროლა მაინც განიჭებთ სიამოვნებას... უღრმესი მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველებო, ყველა ძალიან მიყვარხაააართ love love love love love გკოცნით ბეეევრს! kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss
Quote (AnasteishA)
shemdeg tavs rodistvis velodo?

შემდეგი თავს ალბათ პარასკევამდე ვერ დავდებ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ იქნებ ცოტა ადეც დავდო kiss kiss kiss

დამატებულია (2010-11-15, 10:45 PM)
---------------------------------------------
ვაიმე დიკოოო, მე კიდე შენს კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე ეგეთი განცდით, აი ზუსტად რაა love love love და პირიქით დიდი მადლობა შეეენ და კიდევ ერთხელ სულ ყველაააას, რომ ასეთ გულთბილ და საყვარელ კომენტარებს არ იშურებთ kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

Quote (stupid_l@mb)
აი ახლავე უნდა მოვისმინო დებიუსს... ეგ ნაწარმოები არ ვიცი...

თუ გინდა გამოგიგზავნი skype-თი happy როგორც ალბათ უკვე მიხვდებოდი კლასიკის უდიდესი მოყვარული ვარ პროფესიიდან გამომდინარე და თუ რამე დაგაინტერესებს აქ ვარ wink ყველა ის ნაწარმოებიც მაქვს რაც ფიკში ვახსენე და თუ რომელიმე დაგაინტერესებს განწყობისთვის გამოგიგზავნი... ხოო მარტო დიკოს არ ეხება ყელას თხოვნას მივიღებ დიდი სიამოვნებით და არ მოგერიდოოოთ! wink
Quote (stupid_l@mb)
ეჰ, კონსერვატორიის მაგ დარბაზში ნამღერი მაქვს (ვაიმე, რა სირცხვილია კონსერვატორიისთვის) და გამახსენდა ის დარბაზი და რაღაც რაღაცეები....

ვაიიი! ესეიგი გქონია ეგ ბედნიერებაა? surprised surprised მართლა იღბლიანი ხარ ჩემთან შედარებით sad მე ისე დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, რომ ჩემი გმირის არ იყოს ოცნებად მქონდა იმ სცენაზე დაკვრა და ვერცერთხელ ვერ გამიმართლა, ხან რა მოხდა და ხან რა... კონსერვატორიაში ვაბარებდი კიდეც საფორტეპიანოზე და დიდი კონკურსის გამო ვერ მოვხვდი... მეორე წელს კიდე აღარც ნერვები მეყო და აღარც ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი და ჭავჭავაძეში გავაგრძელე სწავლა... ასე რომ კონსერვატორია დღემდე ჩემი ტკივილია, დიანასი არ იყოს cry cry cry cry


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 11:20 PM | შეტყობინება # 90
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
sofka, მოვუსმინე დებიუსს... მაგრამ ხანდახან მოგმართავ ხოლმე სკაიპშიც happy კი, მქონდა ეგ ბედნიერება სამჯერ... ნუ, არც ვიმსახურებდი, მაგრამ მასწს ყოველთვის გავყავდი გუნდთან ერთად... biggrin
ძალაინ ცუდია ეგ ოცნებად რომ დაგრჩა : ((( მაგრამ ყველაფერი წინაა და იმედია როგორც დიანას, შენც მალე აგისრულდება შენი ოცნება, შუძლებელი არაფელია, ეს განსკუთრებით შენ უდა გესმოდეს happy happy happy love love love ასე რომ არ მოიწყიინოო :*


ძებნა: