ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 11:44 PM | შეტყობინება # 91
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (stupid_l@mb)
sofka, მოვუსმინე დებიუსს... მაგრამ ხანდახან მოგმართავ ხოლმე სკაიპშიც

ხოო აბა რაა happy მოგეწონა? smile ხომ უცნაური და სასიამოვნო მოსასმენია? მე პირადად როცა ვუსმენ დებიუსის ნაწარმოებებს პირდაპირ მის სამყაროში ვიძირები მთლიანად. გენიალურად აქვს თავისი წარმოსახვა გადმოცემული მუსიკით love love love
Quote (stupid_l@mb)
ძალაინ ცუდია ეგ ოცნებად რომ დაგრჩა : ((( მაგრამ ყველაფერი წინაა და იმედია როგორც დიანას, შენც მალე აგისრულდება შენი ოცნება, შუძლებელი არაფელია, ეს განსკუთრებით შენ უდა გესმოდეს ასე რომ არ მოიწყიინოო :*

ეჰ! მაგის იმედი უკვე ნამდვილად აღარ მაქვს, მთლიანად ოჯახს შევწირე ჩემი კარიერა. თან სახსრები მაწუხებს და უფრო მაგიტომ ავიღე ხელი პიანისტობაზე. დიდი დატვირთვით მიწევდა ყოველდღე მეცადინეობა, ტკივილები დამეწყო და უკვე ვეღარ ვუძლებდი... ახლა მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას თუ გავაგრძელებ და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ იქნებ ოდესმე იმდენს მივაღწიო რომ ჩემმა რომელიმე მოსწავლემ მაინც მასახელოს სანატრელ სცენაზე... ან იქნებ ჩემმა რომელიმე შვილმა მაინც მოინდომოს ჩემი დაწყებული საქმის გაგრძელება... მოკლედ ბავშვების ხელში რა მომაწყენს აბა? happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 12:01 PM | შეტყობინება # 92
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaaaan dzaaaaaaan kai tavi iyoooo :*:*:* tan is axlovdeba rasac 1-ve tavidan velodiiii... ro dainaxavs lashas reaqcia mainteresebs dzaaaaaaaaaaaaaaan : )))) velodebi momval tavs moutmenlaaaaaaaaaad love :love: love :love: love :love:


sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:02 PM | შეტყობინება # 93
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
თავი 9.

დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, უკვე 8 საათი იქნებოდა... რაღაც უცნაური შემართებით წამოვდექი ლოგინიდან, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, თითქოს უკვე ვხედავდი კიდეც. ღამითაც ასე მშვიდათ არასდროს მიძინია, არანაირ კოშმარს აღარ შევუწუხებივარ. უფრო მეტიც! შავგვრემანი, ანგელოზის სახიანი ბიჭის სახეს, რომელიც ყოველღამე მელანდებოდა და მტანჯავდა, ვეღარც კი ვიხსენებდი. ეს ალბათ გუშინდელი ამბით გამოწვეული სიხარულის ბრალი იყო... იმ ერთმა ზარმა კლინიკიდან, იმედიანად გაანათა ჩემი რამდენიმე თვიანი უსინათლო ცხოვრება... ბნელი გვირაბის ბოლოს გამოჩენილი შუქივით იყო ჩემთვის. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა, რომ შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანების სახეებით ისევ დავმტკბარიყავი. ლაშა! აი ყველაზე მეტად ვისი ნახვა მინდოდა? ახლა ეს იყო ჩემი სანატრელი ოცნება... იმ ადამიანის დანახვა, რომელიც სიცოცხლესაც კი მირჩევნია!
- დიანა... გაიღვიძე? – ფრთხილად შემოიხედა დედამ ოთახში.
- კი დედა, გავიღვიძე.
- საუზმე მზადაა! მალე გამოდი, თორემ გაცივდება... მე სკოლაში უნდა წავიდე, დირექტორს დავეთხოვო ორი დღით...
- ორი დღით? რატომ?
- გუშინ ვეღარ გითხარი... ბიცოლაჩემი გარდაიცვალა და ქუთაისში მომიწევს დღეს წასვლა...
- ვინ? ციცინო?! რა დაემართა?
- სიმსივნე ჰქონია საწყალს და არ ამბობდა სანამ ლოგინად არ ჩავარდა ბოლო რამდენიმე თვე... ვერაფრით უშველეს...
- საწყალი... ასეთ დასასრულს არავინ იმსახურებს... - ტანში გამცრა როცა ლოგინს მიჯაჭვული, ტკივილებისგან გაწამებული ციცინო ბებო წარმოვიდგინე. - კი ... მაგრამ მე აქ ვრჩები? მარტო მიდიხარ?
- ხოო, შენ აქ რჩები და მე მარტო მივდივარ! შენი გადაღლა არ შეიძლება, ზეგ ხომ ოპერაციას გიკეთებენ? ექიმმა კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ოპერაციის წინა დღეებში გადაღლას მოერიდო!
- მერე მარტოს მტოვებ? - შეშინებულმა ვკითხე, იმიტომ რომ სახლში ღამით მარტო არასდროს დავრჩენილვარ და საშინლად მეშინოდა.
- არა რატომ? შენთან დეიდაშენი დარჩება. წამოსვლა აღარ მოუწევს, გუშინ იყო პანაშვიდზე ბიძაშენთან ერთად და დღეს დილით დაბრუნდა თბილისში.
- დედა, მერე ხვალ საღამოს ხომ უკვე კლინიკაში უნდა დავწვე, ნივთები მაქვს ჩასალაგებელი, თან როდის დაბრუნდები?
- კარგი დიანა, ნუ პანიკობ! ხვალ დილით უკვე აქ ვიქნები და ნივთების ჩალაგებაშიც დაგეხმარები. ისე ნერვიულობ თითქოს სამოგზაუროდ მიდიოდე და მთელი გარდერობი ტანსაცმელი გაქვს ჩასალაგებელი - დამცინა დედამ - მხოლოდ ჰიგიენის საშუალებები და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩადე, ექიმმა თქვა რომ იქ დიდხანს არ მოგიწევს დარჩენა... მხოლოდ რამდენიმე დღით დაგტოვებენ, ან სულაც ერთი კვირით.
- ერთი კვირა?! - სასოწარკვეთილმა წამოვიყვირე, როცა წარმოვიდგინე, რომ შეიძლება ერთი კვირა ლაშა ვერ მენახა! - ამდენხანს იქ რა გამაჩერებს? გავგიჟდები დედააა!
- კარგი წინასწარ ნუ ნერვიულობ, თან ხომ იცი ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ექიმი გვეტყვის!
- კარგი შევეცდები ამაზე აღარ ვიფიქრო თორემ საშინელ ხასიათზე ვდგები...
სამზარეულოში ვსაუზმობდი, როდესაც ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა... დედა უკვე წასული იყო, “ალბათ ანუკია” გავიფიქრე და კარის გასაღებად გავემართე...
- შემოდი ანუკი... თითქმის მზად ვარ - ვუთხარი კარის გაღების თანავე...
- იმედი უნდა გაგიცრუო... მე ანუკი არ ვარ! - სიცილით მითხრა ნაცნობმა ხმამ.
- სერგი? აქ რას აკეთებ?
- მმმ... მგონი ჩემი მოსვლა მაინც და მაინც არ გაგიხარდა, არა?
- არა, რას ამბობ... რა სისულელეა! უბრალოდ... სასწავლებელში მივდივარ და ჩემს მეგობარს ველოდებოდი, რომელმაც უნდა წამიყვანოს...
- აჰა! ყველაფერი გასაგებია, გინდა მითხრა რომ შეუფერებელ დროს მოვედი?
- იცი... სიმართლე რომ გითხრა ხო...
- კარგი დამშვიდდი, ვიცოდი სასწავლებელში რომ აპირებდი წასვლას და სწორედ ამიტომ გამოგიარე... თუ წინააღმდეგი არ ხარ მე წაგიყვან...
- რაა? შეენ?! - დავიბენი და აღარ ვიცოდი რა მექნა, უარის თქმას ვერ ვბედავი, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, არადა მასთან ერთად სასწავლებელში მისვლაც არ მინდოდა... ვიცოდი ლაშა დამხვდებოდა და ყველაფერს სხვანაირად გაიგებდა.
- მოკლედ! მივდივართ თუ აქ დიდხანს ვიდგებით? - მოუთმენლობას ვეღარ მალავდა სერგი.
- არა, მივდივართ! უბრალოდ ახლა ანუკის დავურეკავ, გავიგებ ასე რატომ იგვიანებს და მერე წავიდეთ. - სერგი მისაღებ ოთახში შევიპატიჟე, მე თვითონ კი სამზარეულოში გავედი და მობილურზე ღილაკ 3- იანს დავაჭირე, სწრაფი აკრეფვით პირდაპირ ანუკის მობილურზე დაირეკა.
- ალო... - რამდენიმე ზარის შემდეგ ანუკის გაბზარული ხმა მომესმა.
- ანუკი სად ხარ? ეხლა გაიღვიძე?
- მე... იცი... ხოო...
- კარგათ ხარ? რა ხმა გაქვს?! ავად ხომ არ ხარ? - შევშინდი, როცა მისი დაბნეული და მოგუდული ხმა გავიგონე.
- დიანა, მაპატიე ძალიან გთხოვ... ახლა ვერ დაგელაპარაკები, უნდა წავიდე - თითქმის ტირილით მითხრა და ყურმილი გათიშა. შეშფოთებულმა და შეშინებულმა კიდევ ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, რომ გამერკვია დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, მაგრამ აბონენტი უკვე გასული იყო მომსახურეობის ზონიდან... მივხვდი, ალბათ ისევ პრობლემები ჰქონდა თავისი მშობლების ხელში და იმ აზრს ვეგუებოდი, რომ სეგისთან ერთად მარტოს მომიწევდა წასვლა, რაც უარესი იქნებოდა ლაშას თვალში... დამწუხრებული გამოვედი სამზარეულოდან და სერგის გავძახე მისაღებ ოთახში
- სერგი... წავედით!
სასწავლებელში სერგიმ მანქანით მიმიყვანა... ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და იქვე კაფეში დაჯდომა შემომთავაზა. უარი ისევ ვერ ვუთხარი და გადავწყვიტე ეს დილა სერგისთვის დამეთმო, თუმცა ნაკლებად გამომდიოდა... სულ ანუკიზე და მის უცნაურ საქციელზე ვფიქრობდი.
- დიანა, ყავა გაგიცივდა - გამომაფხიზლა სერგიმ. მეც დაბნეულმა გავიცინე და ხელებში მომწყვდეული ჭიქიდან, უკვე გაგრილებული ყავა მოვსვი.
- არა, მაინც რა უნდა მომხდარიყო? ჩვეულებრივ ის ასე არ იქცევა ხოლმე...
- დაწყნარდი! შენ ხომ თქვი, რომ მის მშობლებს უთანხმოება აქვთ? ხოდა პრობლემაც ეგ ყოფილა...
- არა! რაღაც სხვანაირი ხმა ჰქონდა, დაბნეული იყო და ტირილს არაფერი უკლდა... სერგი! დარწმუნებული ვარ, რომ ვჭირდები... მაგრამ ვერ ვხვდები რატომ გადაწყიტა ჩემი თავიდან მოცილება?
- ალბდათ იმიტომ რომ საქმე მის მშობლებს ეხება და გადაწვიტა, რომ ვერფრით დაეხმარებოდი... შენი ტყუილად განერვიულება კი არ უნდოდა, გაუგე!
- კარგი! კარგი! დამარწმუნე რომ სერიოზული არაფერი მოსვლია... მაშინ ჯობია შენზე ვილაპარაკოთ, ახლა ინსტიტუტში არ უნდა იყო?
- იცი... ვერ დაგიმალავ... პირველი ლექცია გავაცდინე
- რატომ?!
- ჩვეულებრივ ლექციებს უმიზეზოდ არასდროს ვაცდენ... მაგრამ დღეს გავიღვიძე თუ არა შენთან ყოფნა მომინდა და...
- სერგი! ასე არ უნდა მოქცეულიყავი! ვერ დავუშვებ, რომ ინსტიტუტში ჩემს გამო საქმე გაგიფუჭდეს...
- დაწყნარდი! ხომ ხედავ უმიზეზოდ არც დღეს გამიცდენია, რომ არ მოვსულიყავი მთელი დილა სახლში იჯდებოდი.
- არა, არ ვიჯდებოდი... ანუკის გარდა მეგობრები კიდევ მყავს და დარეკვისთანავე ჩემთან გაჩნდებოდნენ - პატარა ბავშვივით გავბუსხე ტუჩები...
- მართალი ხარ! სწორედ იმ მეგობარმა მოგაკითხა, რომელიც პირველი გეწერა სიაში, ხომ ასეა?
- იცი... სამწუხაროდ ტელეფონში შენი ნომერი არ მიწერია და სიაშიც ვერ იქნებოდი... - უხერხულად შევიშმუშნე.
- ტელეფონის სიაში თუ არ ვწერივარ არაუშავს, მაგას ახლავე გამოვასწორებ - მითხრა და ტელეფონი გამომართვა - მთავარი ის არის... შენი მეგობრების სიაში თუ ვწერივარ?
- რა თქმა უნდა სულელო! შენ ხომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ? თუ არ ვცდები პირველი შენ იყავი ვინც გავიცანი და ვისთან ერთადაც ვიყოფდი სათამაშოებს ...
- ხოო... და პირველი მავნებელი რომელიც სათამაშოებს გიმტვრევდა - სიცილი ვეღარ შევიკავეთ და ორივე ავხარხარდით... - აი ჩემი ნომერიც შევიტანე შენი ტელეფონის წიგნში...
- სწრაფ აკრეფვაზე დამიყენე, რომ ადვილად დაგიკავშირდე...
- კარგი... აბა მითხარი რომელი ნომერი ვიქნები?
- პირველი ოთხი ციფრი დაკავებულია, ასე რომ მეხუთე ნომრად მოგიწევს ყოფნა.
- საინტერესოა ვის უკავია ასეთი მნიშვნელოვანი ადგილები?
- ვის და: პირველი - დედაჩემს, მეორე - დეიდაჩემს - ეკას, მესამე - ანუკის და მეოთხე - ლაშას... მეხუთე შენ იქნები! - სწრაფად ვუთხარი და გავუღიმე.
- ხოო... მემგონი მეხუთედ ყოფნა არც ისე ცუდია, რადგან ტელეფონის ღილაკებს შორის მარტო ის არის დანიშნული და პირველად სწორედ მას იგრძნობ როცა ღილაკებს შეეხები, მერე მისი საშუალებით სხვებს მოძებნი... ასე რომ, ყველაზე იღბლიანი ციფრი მე შემხვდა, პირველს ყოველთვის მე დამირეკავ თუ რამე დაგჭირდება! - მის ეშმაკობაზე გამეღიმა, თუმცა აღარაფერი მითქვამს...
ნახევარ საათში მე და სერგი სასწავლებლის ეზოში ვიდექით და ვკამათობდით იმაზე, მიმაცილებდა თუ არა ის აუდიტორიამდე... რა საკვირველია მე წინააღმდეგი ვიყავი, ის კი საჭიროდ თვლიდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა და ასეთ სიტუაციაში დახმარებას ბოლომდე აღმომიჩენდა... მე ხომ ახლა მისი აზრით სულ მარტო ვიქნებოდი ანუკის გარეშე და აუდიტორიამდე ვერ მივაღწევდი. ეგ კიდევ არაფერი, გადაწყვიტა საერთოდ არ წასულიყო ინსტიტუტში და დახმარების მიზნით ჩემს ლექციებს დასწრებოდა. ამ ჭიდილში ვიყავით როცა უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და ხელი წამავლო.
- დიანა! ამ ტიპთან ერთად რას აკეთებ? - უხეში ტონით დაიწყო ლაშამ, ისე რომ სეგისი არც მორიდებია.
- იცი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია – სერგი, გაიცანი...
- ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ, შენ კითხვაზე მიპასუხე!
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - დაბნეულმა იკითხა სერგიმ.
- ხოო, იცი... ლაშა ჩემი...
- მე და დიანა ერთმანეთს ვხვდებით... ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ გითხრა, ის ჩემი შეყვაებულია! - უხეშად მიახალა და წელზე თამამად შემომხვია ხელი, ისე თითქოს თავის საკუთრებას იცავდა.
- ლაშა, რა საჭიროა ასეთი უხეშობა?
- საჭიროა! - ისე მკაცრად მითხრა სიტყვის შებრუნებაც კი ვერ გავბედე, ლაშა ასთი გაღიზიანებული ჯერ არ მენახა - დიანას გამცილებლები არ აკლია, ასე რომ მის სიახლოვეს აღარ დაგინახო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
- მასთან ყოფნას ვერავინ ამიკრძალავს, თუ რა თქმა უნდა ეს თავად დიანას არ მოუნდება... ასე რომ გირჩევნია ნერვები მოთოკო, რადგან მის გვერდით ხშირად მნახავ! - რა თქვი? მემგონი მეხსიერება გღალატობს და შენთვის რაღაცეების შეხსენება მომიწევს...
- ბიჭებო არ გინდათ, გთხოვთ! - მათ შორის ჩავდექი და ვცდილობდი ლაშა სერგისთან ახლოს არ მიმეშვა, რადგან ისეთი გამწარებული იყო, რომ აუცილებლად დაარტყავდა და მერე მათი ურთიერთობის გარჩევა მუშტიკრივში გადავიდოდა.
- ცდები! არაფერი დამვიწყებია, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს და ისიც მახსოვს რომ უსამართლოდ დამადანაშაულეს... - ზიზღით უპასუხა სერგიმ - გგონია შენი მეშინია?
- დიანას სიახლოვეს აღარ დაგინახო, თორემ ცხვირ-პირს გაგიერთიანებ! – თავისას აგრძელებდა ლაშა. ვიგრძენი როგორ გამოიწია სერგიმ ლაშასკენ და ახლა მისი შეჩერება ვცადე ხელით
- სერგი! გემუდარები არ გინდა, თავი შეიკავე! ჩემი ხათრით - მუდარით ვთხოვე - ლაშა წავედით! ლექცია მეწყება და არ მინდა დავაგვიანო... - ხელი მკლავში წავავლე და თითქმის ძალით წავათრიე შესასვლელისკენ. ვგრძნობდი სიბრაზისგან და მრისხანებისგან როგორ უცახცახებდა მთელი სხეული. მისი ასე არასდროს შემშინებია, ასეთი გამწარებული ლაშას წარმოდგენა ჩემთვის ძნელი იყო... მისი მრისხანე თვალების დანახვა რომ შემძლებოდა ალბათ უარესად შევშინდებოდი. ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა.
ლექციაზე უაზროდ ვიჯექი... როგორც ყოველთვის ჰარმონიის მასწავლებელი იგნორირებას მიკეთებდა, თითქოს საერთოდ არც ვარსებობდი მისთვის. თუმცა უკვე დიდიხანია შევეჩვიე იმას, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი ასე მექცეოდა ლექციაზე, მათთვის მხოლოდ უსარგებლო ნივთივით ვიყავი... არც არაფერს მავალებდნენ და არც არაფერს მეკითხებოდნენ, მხოლოდ თვის ბოლოს თუ გავახსენდებოდი, როცა ნიშნების დაწერის დრო დადგებოდა და ნიშანსაც ისე მიწერდნენ ხმის ამოღების საშუალებასაც არ მაძლევდნენ. საშინლად მთრგუნავდა ეს ყველაფერი. სასწავლო ნაწილთან ჩივილს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მისი საყვედურის შემდეგ ეგრედწოდებული ლექტორები მხოლოდ რამდენიმე დღე თუ გამოსწორდებოდნენ, მერე კი ისევ იგივეს აგრძელებდნენ. თუმცა ახლა ამაზე ყველაზე ნაკლებად ვწუხდი, რადგან ლექციის ხასიათზე არც ვიყავი იმ ამბის მერე, რაც ეზოში გადამხდა... ფაქტია რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ და მთლად გულზეც არ ეხატებათ ერთმანეთი, თუმცა ვერაფრით ვხვდებოდი ლაშა ასე რამ გაამწარა? განა ასეთი რა დაუშავა სერგიმ, რომ მის საცემრად იწევდა. არა! აქ მარტო ჩემში არ იყო საქმე, აშკარად კიდევ რაღაც მიზეზი ჰქონდათ, რის გამოც ასე სძულთ ერთმანეთი... ეს უნდა გავარკვიო!


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:13 PM | შეტყობინება # 94
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaaan dzaaaan magari taviaaaaa... dzaaaaaaan sainteresoa rato emterebian ertmaneeeeets : (( vaimeee zeg uketeeeben .. erti suli maqvs rodis dainaxavs da rodis aceminebs sergis lashas : D: D: D:D biggrin D: yochaaaag :*************


sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:37 PM | შეტყობინება # 95
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____, მადლობაააა! kiss kiss kiss kiss შემდეგ თავში არ ვუკეთებ ჯერ დიანას ოპერაციას, კიდევ რაღაც უნდა მოხდეს happy happy
Quote (elle____)
erti suli maqvs rodis dainaxavs da rodis aceminebs sergis lashas : D: D: D:D

ხოო... ცემასთან დაკავშირებით საინტერესო აზრი მომაწოდე ხომ იცი? biggrin biggrin აბა კიდევ ვინ იქნება მომხრე რომ სერგიმ ლაშა სცემოს? biggrin biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:59 PM | შეტყობინება # 96
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
ხოო... ცემასთან დაკავშირებით საინტერესო აზრი მომაწოდე ხომ იცი? biggrin biggrin

biggrin : D: D: D biggrin nu exla mtladac cema ara mara magra gaamwaros raa... cema ragacaa... ne to. rogorc bindshia biggrin am shemtxvevashi sergis imedi ar misces ise gamoiyenos lashas gamwarebashi ra biggrin :D D: mokled shen moifiqqreee biggrin :D kiss kiss kiss kiss kiss



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 8:05 PM | შეტყობინება # 97
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, wooooow! magari tavi iyo... shtota ni tak... intrigebi daixlartaaa... auu shemdegi tavi minda ukve sad neta ra moxdeba operaciis shemdeg?

დამატებულია (2010-11-18, 8:05 PM)
---------------------------------------------

Quote (sofka)
აბა კიდევ ვინ იქნება მომხრე რომ სერგიმ ლაშა სცემოს?
me winaagmdegi vaar. ras qvia cemos, bichia tu dondlo? biggrin biggrin
Quote (elle____)
sergis imedi ar misces ise gamoiyenos lashas gamwarebashi ra

sxvanairadac sheidzleba lashas gamwareba, ra aucilebelia sergis gamoyeneba? codoa, darcheba mere jeikivit dashterebuli biggrin



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 8:15 PM | შეტყობინება # 98
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (elle____)
sergis imedi ar misces ise gamoiyenos lashas gamwarebashi ra biggrin D: mokled shen moifiqqreee biggrin

ო, რაღაც მაგდაგვარი გეგმები ნამდვილად მაქვს, ლაშას ტანჯვა იწყებააა! biggrin biggrin არ ვიცი ეს ზოგს შეიზლება არ მოეწონოს, თუმცა ჩემი აზრტით იმსახურებს, რაც ჩაიდინა იმის გამო ცოტა ხომ უნდა გაიტანჯოს არა? dry

დამატებულია (2010-11-18, 8:15 PM)
---------------------------------------------

Quote (AnasteishA)
me winaagmdegi vaar. ras qvia cemos, bichia tu dondlo?

biggrin biggrin biggrin biggrin რა რას ამბობ ვხუმრობთ biggrin biggrin
Quote (AnasteishA)
sxvanairadac sheidzleba lashas gamwareba, ra aucilebelia sergis gamoyeneba? codoa, darcheba mere jeikivit dashterebuli

არაუშავს მაგასაც მოვუძებნი ვინმეს, ჯეიკივით არ დარჩება იმედია... თუ გადამავიწყდა მერე დიანას და ლაშას გადამკიდეს შემახსენეთ მიტოვებული უბედური კაცი biggrin biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 9:26 PM | შეტყობინება # 99

842
83  +
   ±
Offline
sofka, vaimee es tavi dzalian momewonaa love lasha ra mesakutreaaa biggrin happy rogor mianteresebs netav ratom ver itans lasha sergis? da ra daabrales sergis? auuuu chaixlarta ukve yvelaferi intrigebi daiwyoooo biggrin biggrin vaimeeee. rogor maintereseebsssssssssssssss sad cry cry au, lasha ukve mecodeba sad da ra tqma unda dianac sad operacias rom gaketebs da lashas rom dainaxaavs. sad vaimeeee mag momentebze albat ametireba sad sad sad sad biggrin
Quote (sofka)
აბა კიდევ ვინ იქნება მომხრე რომ სერგიმ ლაშა სცემოს?

vaimee araa. winaagmdegi vaar. me sergi ar momwons! angry biggrin biggrin
mokled agshpotebuli var ise momewona es tavii. genacvale dzalian magrda weer :* :*
shemdeg tavs velodebiii biggrin biggrin happy happy :*

saaaliთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 9:55 PM | შეტყობინება # 100
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
Quote (sofka)
აბა კიდევ ვინ იქნება მომხრე რომ სერგიმ ლაშა სცემოს?

mee me var momxre girsiaaa biggrin :D biggrin :D biggrin :D shokis momgvreli tavi iyooo dzalian lamazad da sainteresod avrcob shinaars happy ^_^ da rac sheexeba operacias eg xom ai yvelaze metad mainteresebs da ragac araordinalur ganvitarebas velodebi love :love: love :love: darwmunebuli var shemdgeic eseti agmashpotebeli tavi iqnebaa kiss :kiss: heart :heart: heart :heart: heart :heart: heart :heart:


www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ხუთშაბათი, 2010-11-18, 9:57 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 10:03 PM | შეტყობინება # 101
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Quote (sofka)
ჩემი აზრტით იმსახურებს, რაც ჩაიდინა იმის გამო ცოტა ხომ უნდა გაიტანჯოს არა?

ki unda gaitanjos mara... ravici ravici... kaqi bichia mainc, momwons dzalian happy biggrin biggrin



★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 10:05 PM | შეტყობინება # 102
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka,
Quote (sofka)
აბა კიდევ ვინ იქნება მომხრე რომ სერგიმ ლაშა სცემოს?
momxre var girsia imis mere rac dianas atyuebs angry angry
dzaan magari tavia magrad mainteresebs ra moxda sergos da lashas shoris



elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 10:30 PM | შეტყობინება # 103
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
codoa, darcheba mere jeikivit dashterebuli

biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin magito vambob twilight -is msgavsad metqi biggrin :D
Quote (AnasteishA)
kaqi bichia mainc, momwons dzalian

ara xo nanobs mtaladac cema cudi ideaaa ; )
tan anukimac imito itira ro uechveli nikamac miatova eg ; ( da ravici mokledd. unda gaamwaron lasha da tavisi "jgufi".. uechveeeli : )



sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 1:37 PM | შეტყობინება # 104
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
bella-bella, bella-vampire, saaali, უღრმესი მადლობა გოგოებოოო! ძალიან საყვარლები ხააართ love love love love kiss kiss kiss kiss kiss
Quote (bella-vampire)
vaimee araa. winaagmdegi vaar. me sergi ar momwons!

Quote (elle____)
ara xo nanobs mtaladac cema cudi ideaaa ; )

დაწყნარდით არ ვაცემინებ არავის ერთმანეთს biggrin ეგ არც მე არ მინდა, ძალადობის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ვიხუმრეთ biggrin biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:15 PM | შეტყობინება # 105
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
sofka, vaime ra magari Tavi iyoo.. <3<3 mara lashikos fiqrebi momenatraa.. love love


ძებნა: