ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 6:13 PM | შეტყობინება # 121
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
soof, chem lodins ar vchivi, molodini ro maqvs rac ufro didxans vicdi mit ufro msiamovnebs xolme axali tavis kitxva aucileblad ifiqre wignis gamocemaze, me vyidulob uechvelii da ramdenimes chemi daqalebi da megobrebi

AnasteishA, vai ra sayvareli xar, shn genacvaleeeee
Quote (AnasteishA)
shen martla dzalian sayvareli da tbili pirovneba xar sofka. jer ra dros dasasrulia, mara ro morchebi shemdeg fikze ifiqre, tore gamichirdeba sheni siyvarulit gamtbari tavebis gareshe... miyvarxar da gkocni bevrs shoridan...

rogor mawitleb rom icode ara dasasrulamde jer kidev didi droa biggrin eg ise vtqvi ra gamova mere vnaxottqo wink axal fikis ideebi mawuxebs ukve, tu chemma baiebma macades da xeli ar shemishales werashi biggrin shen ki chemo kargo kidev ertxel ugrmesi madloba rom motminebit elodebi xolme chems shemdeg tavs happy ^_^ da mec uamravs gkocniiii
Quote (AnasteishA)
P.S. shemdegi tavi?

imedia xval happy ^_^ tu isev rame ar mouvida chems komps dry ( uyvars xolme siurprizebi angry biggrin )

დამატებულია (2010-11-26, 6:13 PM)
---------------------------------------------
თავი 11.

ჩემი სახლის წინ, მანქანაში ვიჯექი და ლაშას ვარწმუნებდი, რომ მისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წასულიყო. იმდენხანს ვკამათობდით, რომ დიდხანს ჯდომისგან ფეხებიც კი დამიბუჟდა. ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე, იმ პირობით, რომ მეც თან გავყვებოდი და იქიდან მალე წამოვიდოდით. მართალია წარმოდგენა არ მქონდა იუბილარი საკუთარი წვეულებიდან აორთქლებას როგორ აპირებდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მივიდოდით და ვიკას წვალება წყალში არ ჩაეყრებოდა.
სახლში მისვლისთანავე კარი დეიდაჩემმა გამიღო.
- დიანა... ასე ადრე არ გელოდი... დედაშენმა მითხრა 6 საათამდე არ მოვაო და მეც ჯერ არაფერი მომიმზადებია სადილად - შეწუხებულმა თქვა, როცა შევედი.
- ეგ არაფერი! ერბო-კვერცხითაც დავკმაყოფილდები... -უდარდელად ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავწიე. სანამ ეკა ერბო-კვერცხს მიწვავდა ვფიქრობდი მისთვის როგორ ამეხსნა, რომ დღეს საღამოს წვეულებაზე მომიწევდა წასვლა. მერე ისევ ანუკი გამახსენდა და ჯიბიდან მობილური ამოვიღე... გადავრეკე, მაგრამ ამაოდ! ისევ გათიშული ჰქონდა ტელეფონი... ვერ ვხვდებოდი რატომ არ უნდოდა ლაპარაკი? რატომ იმალებოდა, ან ვის ემალებოდა? ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- რაზე ჩაფიქრებულხარ? - მკითხა ეკამ და წინ ჩემი “სადილი” დამიდო.
- იცი... დღეს საღამოს წასვლა მომიწევს... - მეც არ ვიცი რატომ დავიწყე ლაპარაკი პირდაპირ ამით?
- მიდიხარ? სად?!
- დაბადების დღეზე დამპატიჟეს...
- რას მელაპარაკები? და დედაშენმა იცის ამის შესახებ?
- არა, საიდან? დღეს დამპატიჟა ჩემმა ჯგუფელმა... და ძალიან ეწყინება თუ არ მივალ...
- მერე საჩუქარი უყიდე? ასე ხომ არ წახვალ?
- არა, საჩუქარი არ მაქვს, მე ხომ არ ვიცოდი და მოულოდნელად მითხრა დღეს... მერე მოვიფიქრებ რამეს, მაგრამ იმედი მაქვს გამიგებ და გამიშვებ!
- მხოლოდ იმ პირობით, რომ დედაშენს დავურეკავ და ვკითხავ...
- კარგი რაა! ხომ იცი, რომ ზედმეტად ნერვიულობს ყველაფერზე და შეიძლება უარიც კი გითხრას... იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ დავიღლები და ჩემთვის გადაღლა არ შეიძლება...
- აი მაგაში მეც ვეთანხმები!
- კარგით რაა! ასეთს რას ვაშავებ? მეგობრების წრეში მინდა ვიყო და გავერთო! იმის მაგივრად, რომ თავი უკეთ ვიგრძნო, თქვენ პირიქით აკეთებთ ყველაფერს... როგორ არ გესმით, არ მინდა უნარშეზღუდულივით ცხოვრება და არც ვაპირებ! მინდა მეც ნორმალური ადამიანივით ვაკეთო ყველაფერი!
- კარგი დამშვიდდი! უბრალოდ არ მინდა, რომ დაიღალო... გართობას არავინ გიკრძალავს... შემპირდი რომ 10 საათზე უკვე სახლში იქნები! - ჩემმა სიტყვებმა წამში მოალბო დეიდაჩემი.
- გპირდები! მაგრამ... - უცბათ გამახსენდა, რომ წვეულების შესაფერისი ტანსაცმელი არ მომეპოვებოდა გარდერობში და დავღონდი.
- რა მაგრამ?
- შესაფერისი ჩასაცმელი არაფერი მაქვს...
- მხოლოდ ეგ არის პრობლემა? მერე მე აქ რისთვის ვარ? - გაეცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა - ჩემს კაბას გათხოვებ! შარშან რომ ვიყიდე დაბადების დღისთვის ხომ გახსოვს?
- ის კაბა?! - გამახსენდა შავი მოკლე კაბა, დეკოლტეთი, რომელიც დეიდაჩემს ამშვენებდა იმ საღამოს... ისე ლამაზად ჰქონდა ტანზე მომდგარი... ვერც კი წარმომედგინა იმ კაბაში ჩემი თავი, ალბათ ისე არც მომიხდებოდა, როგორც ეკას უხდებოდა - მემგონი ძალიან გამომწვევია...
- დიანა! რას ამბობ? შენი აზრით ძალიან გამომწვევი რომ ყოფილიყო ბიძაშენი ჩაცმის უფლებას მომცემდა?
- არა რა თქმა უნდა! - გამახსენდა ბიძაჩემის ხასიათი და გამეღიმა...
- დრო რამდენი გვაქვს?
- ზუსტად შვიდის ნახევარზე გამომივლიან წასაყვანად
- ესეიგი ორი საათი დაგვრჩა! კარგი მე მაშინ სახლში გავიქცევი და კაბას მოვიტან - თქვა და მაშინვე წასასვლელად გავიდა შემოსასვლელში.
ზუსტად შვიდის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი და დეიდაჩემის კაბაში გამოწყობილი ვიდექი შემოსასვლელში. ეკა ძალიან მონდომებული ჩანდა, მაკიაჟიც კი გამიკეთა... თმა მსუბუქად ამიწია, თავისი საყვარელი პეპლის ფორმის სამაგრი ჩაარჭო, მერე კი ყურებთან ლოკონები ჩამომიყარა და კმაყოფილმა წარმოსთქვა
- ახლა კი... მზადაა! ნამდვილი მზათუნახავი ხარ!
- ეკა, დიდი მადლობა!
- კარგი რაა, რა მადლობებს მიხდი?
- შენ რომ არა... არც კი ვიცი დღეს რა მეშველებოდა - შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მაინც საშინლად ვნერვიულობდი... კარზე ზარი დაირეკა და გული ისე შემიფართხალდა, თითქოს გარეთ გამოვარდნას ცდილობდა. დეიდაჩემმა კარი გააღო და მისი სანატრელი ხმაც მომესმა
- საღამო მშვიდობისა! დიანას მოვაკითხე... მზად არის?
- დიახ რა თქმა უნდა, მზადაა! მობრძანდით! - თავაზიანად შემოიპატიჟა სტუმარი ეკამ.
- ეკა ეს ლაშაა, გაიცანი... ეს კი დეიდაჩემია - ეკა! - ერთმანეთს წარვუდგინე და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...
- დიანა, ჯობია ვიჩქაროთ, თორემ დავიგვიანებთ - დროულად ჩაერთო ლაშა.
- ხო, აბა რა? წავედით!
- არ დააგვიანოთ, დიანა... ხომ იცი, დრო 10 საათამდე გაქვს! - მოჩვენებითი სიმკაცრით შემახსენა დეიდაჩემმა, თუმცა ვიცოდი, რომ მხოლოდ ლაშას თვალში უნდოდა მკაცრი დეიდის როლი ეთამაშა, აბა ჩემთან ეს არ გამოუვიდოდა, რადგან მკაცრად არასდროს მექცეოდა. - და კიდევ, ეცადე არ გადაიღალო! ხვალინდელი დღე ხომ გახსოვს?
- მახსოვს! მახსოვს! შეხსენება არ არის საჭირო! - სიტყვა შევაწყვეტინე და ლაშას სასწრაფოდ გარეთ ვუბიძგე. სადარბაზოში გამოსვლისთანავე კარი თვითონ მივიხურე, რომ ეკა არ გამომყოლოდა და ისევ რამე ზედმეტის თქმა არ მოესწრო ოპერაციასთან დაკავშირებით. ლაშას ამ ამბავს საგულდაგულოდ ვუმალავდი, რადგან არ მინდოდა ოპერაციის მოლოდინში მასაც ენერვიულა... თან მისთვის სიურპრიზიც იქნებოდა, როცა უკვე პირდაპირ თვალახელილს მნახავდა... წარმომიდგენია როგორ გაიხაებდა მართლა ასე თუ მოხდებოდა და მხედველობა დამიბრუნდებოდა.
მანქანაში მდუმარედ ვიჯექით და საცობში მოყოლილები სხვა მანქანების გამაყუებელ სიგნალებს ვისმენდით. როგორც წესი ლაშასაც უნდა მოშლოდა ნერვები და სხვა მძღოლებივით ჯიჯღინი დაეწყო ამის გამო, მაგრამ მომეჩვენა რომ მას ეს სულაც არ ადარდებდა... მხოლოდ მაშინ ღიზიანდებოდა, როცა ვიკა ურეკავდა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ და ეკითხებოდა ადგილსამყოფელს.
- რაო, რას ამბობდა დეიდაშენი შენს გადაღლაზე და ხვალინდელ დღეზე? - გადაწყვიტა საუბარი სწორედ ამით დაეწყო და მეც დამაბნია.
- რა?... არა, ისეთი არაფერია!
- მეჩვენება თუ ... რაღაცას მიმალავ?
- არა! რას უნდა გიმალავდე? - შევეცადე აღელვება და დაბნეულობა დამემალა ხმაში.
- აბა რატომ არ მეუბნები ხვალ რა ხდება? რის შეხსენებას აპირებდა დეიდაშენი?
- იცი... ხვალ... ხვალ დასავლეთში მივდივართ მე და ეკა... ჩვენი ახლო ნათესავი დაიღუპა და დაკრძალვაზე იქ უნდა ვიყოთ... დღეს დილით დედაჩემი წავიდა, მაგრამ არ წამიყვანა, იმიტომ რომ დამღლელ პანაშვიდებს ავერიდებინე... - ვიცრუე და მგონი დამაჯერებლადაც გამომივიდა.
- აჰ! ახლა გასაგებია! დაღლაში ის იგულისხმა რომ ამ საღამოს უნდა დაისვენო და ძალები მოიკრიბო ხვალინდელი დამღლელი დღისთვის ხო?
- ალბათ ხო...
- მაშინ ჯობია საერთოდ არ წავიდეთ იმ წყეულ, ხმაურიან კლუბში, რადგან ნამდვილად თავი გაგისკდება ისეთი ხმაურიანი მუსიკა იქნება... თან ვიკას ამბავი რომ ვიცი, რომელიმე ცნობილ დიჯეის მოიყვანდა და...
- ლაშა, ამაზე არც იფიქრო! დღეს შენი დაბადების დღეა და უნდა გაერთო!
- ხო... მაგრამ მე ასე ხმაურიანად არ მიყვარს გართობა, ღამის კლუბებს ვერ ვიტან!
- რას მეუბნევი?! არ მჯერა! შენ ხომ შენს ჯგუფთან ერთად ღამის კლუბებში გიწევს დაკვრა?
- სწორედ ამიტომ ვერ ვიტან! თავიდან თითქოს ვერთობოდი კიდეც, მაგრამ ახლა იქიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე, პირდაპირ თავი მაქვს ახდაზე! დიანა, არ მინდა იქ წასვლა... მინდა საკუთარ დაბადების დღეზე მაინც მქონდეს მშვიდი საღამო, მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა გაიგე და მეტი არავინ არ მჭირდება! - მუდარით მითხრა და ხელი ხელზე მომიჭირა.
- შენი კარგად მესმის, ჩემთვისაც არ იქნება ადვილი... არც მე არ ვარ მიჩვეული ხმაურიან კლუბებში სიარულს, მაგრამ ვთვლი რომ მაინც უნდა მივიდეთ, თუნდაც ცოტახნით!
- არა, მაინც რა ჯიუტი ხარ... - მითხრა და მძიმედ ამოიოხრა.
წვეულებაზე რა თქმა უნდა დავაგვიანეთ. ვიკას უკვე უჩვენოდ დაეწყო სტუმრების მიღება და ისე იქცეოდა როგორც მასპინძელი. კლუბში შესვლისთანავე მუსიკის რითმის ტალღამ პირდაპირ გულში დამარტყა, მეჩვენებოდა კიდეც რომ ჩემი გულიც მუსიკის გამაყრუებელ რითმში ცემდა... მერე კი ყურებმა საშინელი გუგუნი დამიწყო, ასე მეგონა ცოტაც და დავყრუვდებოდი. ირგვლივ არავის ხმა არ ისმოდა, ყვირილით გვიწევდა ერთმანეთისთვის რამე რომ გაგვეგებინებინა. ნუთუ მთელი საღამო ასე უნდა მელაპარაკა?! ხომ შეიძლება ასე სალაპარაკო ხმაც ჩაუწყდეს ადამიანს? ლაშა მართალი აღმოჩნდა, ნამდვილად თავის ამხდელი სიტუაცია იყო და როცა წარმოვიდგინე, რომ კიდევ რამდენიმე საათი მომიწევდა აქ ყოფნა წინასწარ გული შემიღონდა...
- ფეხზე როდემდე უნდა იდგეთ უაზროდ? - გვკითხა ვიკამ, როცა მუსიკა შეწყდა - წამოდით მაგიდასთან დასხედით, თუ ცეკვას აპირებთ? - ირონიულად გამოუვიდა...
- არა, რას ამბობ?! ცეკვას... არა! - სასწრაფოდ ვიუარე, თუმცა არც კი ვიცი რატომ, ბავშვობიდან კარგად ვცეკვავ... მაგრამ ბრმა მოცეკვავის ყურება ახლა ვის ესიამოვნებოდა და ალბათ ამიტომაც ვიუარე.
ვიკამ მაგიდამდე მიგვაცილა მერე კი როგორც მივხვდი სადღაც გაუჩინარდა. ლაშას მეგობრები რიგ-რიგობით მოდიოდნენ და ულოცავდნენ დაბადების დღეს, მოკლედ მოლოცვები აღარ თავდებოდა და ლაშასაც არ ბეზრდებოდა მათთან ჩემი წარდგენა... თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, როცა ყველას ამცნობდა, რომ მისი შეყვარებული ვიყავი. კიდევ კარგი თითოეული მათგანის რეაქციას არ ვხედავდი, ალბათ რა უცნაური ვიყავი მათ თვალში? შეიძლება ლაშას გიჟადაც მიიჩნევდნენ მე რომ შემომხედა. გოგოები კი ჩემს დანახვაზე ალბათ საკუთარ თავს ეკითხებოდნენ " რა ნახა ლაშამ ამ უსინათლო საფრთხობელაშიო?" თუმცა ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ ვიცოდი. იქნებ ლაშასაც რამე ნაკლი აქვს და ამიტომ ამირჩია, მაგრამ ანუკი მიმტკიცაბდა გარეგნულად ნამდვილი სრულყოფილებააო. ახლა უფრო მეტად დაბნეული ვიყავი და მთელი საღამო მეტზე ვერაფერზე ვფიქრობდი... თავში გამუდმებით ერთი შეკითხვა მიტრიალებდა " რატომ ამირჩია ლაშამ მანდამაინც მე?"
- ლაშა! ლევანი, ნიკა და დათო მოვიდნენ... სცენასთან გიცდიან - თავზე წამოგვადგა ვიკა და ლაშას აშკარად მყუდროება დაურღვია, რადგან ჩემს ლოკონებზე თითებით თამაში შეწყვიტა და მის სიტყვებზე უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
- სცენასთან? რისთვის?!
- რას ქვია რისთვის? საკუთარ დაბადების დღეზე არ უნდა დაუკრა?!
- არა რა თქმა უნდა, დღეს ვისვენებ!
- როგორ... აბა ბიჭებმა მარტოებმა უნდა დაუკრან? უშენოდ?!
- ვიკა! უკვე გასაგებად გითხარი, რაც გინდა ის ქენი... აქ რომ მოვედი ამასც დიანას უნდა უმადლოდე, თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო ფეხსაც არ მოვადგამდი. ასე რომ თუ სტუმრების გართობა გინდა თავად გაართე!
- ლაშა უსამართლოდ მექცევი! - ხმაში ტირილის ინტონაცია შევატყვე ვიკას და მივხვდი, თუ არ ჩავერეოდი ის უკვე სასოწარკვეთილი პირდაპირ სტუმრებთან ატირდებოდა.
- ლაშა, იცი ვიკა მართალია! ნამეტანი მოგდის...
- შეენც დიანა?! მის მხარეს ხარ?
- მე არავის მხარეს არ ვარ... მხოლოდ ის მინდა, რომ ახლა სცენაზე ახვიდე ბიჭებთან ერთად და ჩემთვის დაუკრა, როგორც მაშინ! - მგონი არ შევცდი და "სასიკვდილო დარტყმა" მივაყენე, ისეთი რომ წინააღმდეგობას ნამდვილად ვეღარ გამიწევდა.
- ეშმაკობას კარგად მიგიხვდი, მაგრამ მაინც დავუკრავ... მხოლოდ შენთვის! - მაკოცა, მეერე კი სწრაფად გამშორდა.
ცოტახანში სცენიდან ლაშას ხმა გავიგე... ხალხი ოვეციებით შეხვდა მის გამოჩენას, მეც სიამაყისგან სახე გაბადრული ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ მიძღვნიდა ყველას გასაგონად საყვარელი ადამიანი სიმღერას. უცნაური შეგრძნება იყო... ასეთი შეყვარებული პერვლად ვიყავი ჩემს ცხოვრბაში და სიმღერაც პირველად მომიძღვნეს... თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი ამ წუთებში.
- აბა! არ დავლიოთ? - მოულოდნელად ვიკა მომისკუპდა გვერდით, თან ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად ჭიქების ჭახუნის ხმაც გავიგონე, რომელიც ჩემს წინ მოათავსა ციღაცამ.
- დავლიოთ?! არა... მე არ ვსვავ!
- კარგი რაა... ნუ დაიწყებ ახლა, რას ქვია არ სვავ?
- არა საერთოდ არ ვსვავ... არ მიყვარს დალევა...
- ეგ იმიტომ რომ არ იცი დალევა - სიცილით და უდარდელად მითხრა - თან დღეს როგორ შეიძლება რომ ერთი- ორი ჭიქა არ დალიო? ლაშა არ უნდა ვადღეგრძელოთ? - კარგი, მაგაში გეთანხმები... ლაშას ხათრით ერთ ჭიქას დავლევ...
- მაშინ ლაშას გაუმარჯოს! - მითხრა და ხელებში პატარა ჭიქა ჩამიდო.
- იქნებ ჯობია დავუცადოდ იუბილარს და მერე შევსვათ მისი სადღეგრძელო?
- არა, მერწმუნე იუბილარი დღეს ისეთ ხასეიათზეა შეიძლება სადღეგრძელოს მაგივრად კამათი გამოგვივიდეს... ასე რომ სანამ სცენიდან ჩამოსულა, გაუმარჯოს! - მხიარულად შეჰყვირა და მერე რაღაც უსიამოვნო ხმა გამოსცა, ალბათ სასმელი გადაჰკრა და ამის გამო... ტანში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. მერე მეც მივიტანე ტუჩებთან ჭიქა და მარტო დაყნოსვამაც კი ისე დამიწვა საუნთქი გზები, რომ ჭიქა სასწრაფოდ ჩამოვუშვი.
- ღმერთო! ეს რა არის?! ეს როგორ დალიე?! - შეშინებულმა ვკითხე ვიკას.
- ნუ გეშინია... ამას ტეკილა ჰქვია... გაიცანი! - სიცილით იგუდებოდა ჩემს საქციელზე და ცოტა არ იყოს შემრცხვა. მერე ჭიქა ისევ პირისკენ წავიღე და გემოს გასინჯვა დავაპირე, როცა ვიკამ სასწრაფოდ შემაჩერა - მოიცა! ეგრე პირდაპირ არ დალიო... მაგას თავისი წესი აქვს, ახლავე გასწავლი! - და დამიწყო ახსნა - ჭიქას გარშემო მარილი უსვია, რომელიც აუცილებლად უნდა გალოკო სანამ სასმელს მოსვავ... მერე კი სასმელი მასინვე, სწრაფად უნდა გადაკრა...
- სწაფად გადავკრა? არაყივით?
- ხო, არაყივით... კარგია არაყი მაინც თუ გაქვს გასინჯული, უფრო გაგიადვილდება - არყის წარმოდგენაზე ისევ გამაჟრჟოლა. - პრინციპში ესეც არაყია, მაგრამ კაკტუსის.
- კაკტუსის?! რას ამბობ? ამას რა დამალევინებს?! - დავიჯღანე და ხელები გავასავსავე.
- დამიჯერე დიანა! ამაზე მაგარი სასმელი არ არსებობს, ძალიან მოგეწონება გასინჯე! - ჩემს დაყოლიებას ისევ ცდილობდა ვიკა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამითანხმა ამ სიგიჟეზე. ძალა მოვიკრიბე და ჭიქა პირთან მივიტანე... სუნთქვა შევიკავე, რომ სასმელის სუნზე ისევ ცუდად არ გავმხდარიყავი, მერე მარილი ჭიქის ერთი დაბზრიალებით შემოვლოკე როგორც ვიკამ ამიხსნა და სასმელიც გადავკარი... რეაქცია იმაზე უარესი მქონდა ვიდრე ველოდი. მთელი პირი, ყელი, სასუნთქი გზები და გულ-მუცელი დამეწვა, გრადუსი თავში ამივარდა და ფეხზე რომ ვმდგარიყავი ნამდვილად წავიქცეოდი. ვიკა მართალი იყო, ესეც არაყი იყო, თუმცა ამის დალევას ჯობდა ისევ ჩვენებური არაყი დამელია...
- ლიმონი მიაყოლე, სწრაფად! - მითხრა და პირში ლიმონის ნაჭერი ჩამიტენა. ლიმონის გაწუწვნის შემდეგ ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი და გაბრუებული კარგ ხასიათზეც დავდექი. ამის შემდეგ კიდევ ერთ ჭიქაზე დამიყოლია ვიკამ და ისიც ბოლომდე გამოვცალე, მერე ლაშა რომ არ მოსულიყო ალბათ მასამე ჭიქასაც მიმაყოლებინებდა და ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, რომ დავმთვრალიყავი. თუმცა როგორც ჩანს იმ ორმა ჭიქმამაც კარგად იმოქმედა, რადგან ლაშამ ჩემს დანახვაზე "დალიეო?!" შეიცხადა.
ვიკა მოგვშორდა თუ არა, ლაშამ მაშინვე ხელი დამავლო და მითხრა მივდივართო, მეც წინააღმდეგობის გარეშე გავყევი და გასასვლელისკენ წავედით. გარეთ როგორც კი გამოვედით სახეზე სასიამოვნო, გრილი ჰაერის მოხვედრამ ცოტა გამომაფხიზლა, თუმცა ფეხებს მაინც ვარაუდით ვადგამდი და მანქანამდე სანამ მივედით ლაშას შეშინებული ვებღაუჭებოდი რომ არ წავქცეულიყავი. მხოლოდ მანქანის დაძვრა მახსოვს და მერე ისე ჩამეძინა ვერც კი ვიგრძენი...
გამეღვიძა... რაღაც რბილზე ვიწექი და ზევიდან თბილი პლედი მეფარა, მივხვდი რომ სახლში ნამდვილად არ ვიყავი და დაფეთებული წამოვჯექი. თავი საშინლად ამტკივდა და თითები საფეთქლებთან მივიჭირე
- ვაი! თავი!
- დაწყნარდი! მეც აქ ვარ - მომესმა მისი ხმა და ჩემს ფეხებთან, დივანზე ჩამოჯდა.
- სად ვართ?
- ჩემთან...
- შენს სახლში?! რატო?!
- აბა ასეთს ხომ არ მიგიყვანდი დეიდაშენთან? წარმოიდგინე აღებს კარს და ხედავს მთვრალი, ჩაძინებული, ხელში აყვანილი მყავხარ... ხომ დამაგორებდა კიბეებზე, თანაც ცოტა გამოფხიზლება არ გაწყენდა...
- ვაიმე! რომელი საათია?!
- ჯერ 9 საათიც არ იქნება, ასე რომ დამშვიდდი და დაწექი! არსად არ გაგვიანდება...
- მაპატიე, დავთვერი... არ მინდოდა - დამნაშავესავით მოვიკუნტე და პლედი ცხვირ-პირზე ავიფარე.
- არაუშავს... ახლა მაგარ ყავას მოგიტან და გამოფხიზლდები.
- მოიცა! შენთან თუ ვარ... ესეიგი... შენმა მშობლებმა...
- ჩემი მშობლები აქ არ ცხოვრობრნ... დაწყნარდი! აქ მხოლოდ მე და შენ ვართ...
- მაგრამ შენ ხომ მშობლებთან ცხოვრობ?
- ხო, მაგრამ ეს სახლი ბებიისგან დამრჩა და ხანდახან აქაც ვრჩები, როცა მარტო ყოფნა მინდა...
- და ალბათ გოგოებიც ხშირად დაგყავს, როგორც მე მომიყვანე დღეს.
- დიანა, მე აქ არავინ დამყავს და შენც იმიტომ ხარ აქ, რომ სახლში ჯერ ვერ მიგიყვანდი - აშკარად ეწყინა ისეთი ტონით მითხხრა და ფეხზე წამოდგა - წავალ ყავას მოგიტან, თორემ სისულელეებს ლაპარაკობ - ნამდვილი სულელივით მოვიქეცი, ჩემზე მგონი რა აღარ იფიქრა, ასეთი აზრები სსაიდან მომივიდა? უკვე არარსებულ გოგოებზეც დავიწყე ეჭვიანობა... ეს ალბათ სასმელის ბრალია... ეს მე არ ვარ! ფხიზელ მდგომარეობაში ასეთ რამეს ნამდვილად არ ვიტყოდი და მგონი ამას ლაშაც მიხვდა... ცხელი და მაგარი ყავა ძალიან მესიმოვნა, მგონი ერთმა ყლუპმაც გამომაფხიზლა, ვიგრძენი როგორ მიბრუნდებოდა მოთენთილ სხეულში ენერგია, თავის ტკივილაც მასინვე გამიარა და მგონი ცოტა საღადაც დავიწყე აზროვნება.
- ვაი, რა სულელი ვარ! - წამოვიძახე და თავში ხელი შემოვირტყი, როცა ყავის ბოლო ყლუპი მოსვი - დღეს შენთვის ყველაზე მთავარი არ მითქვამს... დაბადების დღეს გილოცავ! - ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ხელით ლოყაზე შემეხო.
- მეც არ მითქვამს შენთვის ყველაზე მთავარი... ღვთაებრივი ხარ! - ორივე ხელი წელზე შემომხვია და მიმიზიდა... ჩემს ტუჩებს დაეწაფა და სუნთქვა შემეკრა. წინააღმდეგობის გაწევის არც თავი მქონდა და არც სურვილი. როგორც ჩანს ტეკილა ჯერ კიდევ მოქმედებდა და სითამამეს მმატებდა.
- მიყვარხარ... მიყვარხარ... - ჩურჩულებდა ლაშა და გამალებით მკოცნიდა. ვერ ვიგრძენი როდის გამხადა კაბა, მისი ტუჩების სიმხურვალის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და მთლიანად მივენდე ციებ-ცხელების მაგვარ უჩვეულო გრძნობას, რომელმაც ერთიანად წამლეკა...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 7:45 PM | შეტყობინება # 122
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, woow ramdeni xani velodebodi shens axal taavs... da ommmmmmg............ es ra iyo ha?? vaime exla iset ovaciebshi vaar... woow.. vaimee vaime vaimee. dediko deda... es ra iiyoo.. biggrin biggrin
vaime sul vkixtxulob xolme axa tavebs ubralod komentarebis daweras vegar vaswreb da dzaliaan didi bodishii... sad xom ici rasac vpiqrob shenze da isic xom ici rogor miyvarxaar da rogori interesit vkitxulob shens shemoqmedebas.
vaime vikaze ise momeshala nervebi mindoda ro tmebit metria biggrin biggrin sawyal dianas ra uqnaa.. im tekilaze magrad gqonda mopiqrebulii.. yochag (tumca me vin var yochags ro geubnebi biggrin )
vaimee ra moxdeba shemdeg tavebshi warmodgenac ar minda. magram mainc mteli sulit da gulit velodebii..
Quote (sofka)
- მიყვარხარ... მიყვარხარ... - ჩურჩულებდა ლაშა და გამალებით მკოცნიდა. ვერ ვიგრძენი როდის გამხადა კაბა, მისი ტუჩების სიმხურვალის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და მთლიანად მივენდე ციებ-ცხელების მაგვარ უჩვეულო გრძნობას, რომელმაც ერთიანად წამლეკა...

oxoo... uyure sheen biggrin biggrin nw nw nw tutucebii esseenii...
mokleed magaaaariiiiii xar da miyvarxaaaaaaar :*



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:29 PM | შეტყობინება # 123
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, soofff.... O_o davrchi dashterebuli... es ra tavi iyo, gavgijdi... ai, ras gvishveba alkoholuri sasmeli! biggrin biggrin biggrin ert amosuntqvashi chavikitxe sul. gaognebuli var...ra ideebi mogsvlia gogo. sheni shvilikoebi dzaalian iamayeben shennairi nichieri dedikoti, miyvarxar dzalian dzalian... love kiss


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:52 PM | შეტყობინება # 124
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
sofka, vaime umagresi tavi iyo es vika ra degeneratia nervebs mishlis rogor daatro diana.bolo dzaan magari iyo ai ar vici umgresi iyo .dzaan mainteresebs shemdeg tavshi ra moxdeba.umagresad wer love love kiss kiss


elle____თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:57 PM | შეტყობინება # 125
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
oxoo... uyure sheen biggrin biggrin nw nw nw tutucebii esseenii...

gogo 21 wlis gaxda bichi biggrin :D biggrin

magari tavi iyo shenc xo ar gqonda cota gadakruli ? : D: D: D:D omggg magari xar yochaaaaag kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss



Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 9:04 PM | შეტყობინება # 126
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
elle____, uf mere ra.. egec iyos ra didi bichi biggrin biggrin diana ramdeni wlisaa? da kargi moswavle da patiosani gogo edzaxe exla shen magas.. nw nw nw biggrin biggrin biggrin


sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 10:40 PM | შეტყობინება # 127
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Immortal, AnasteishA, bella-bella, elle____, ვაიმე გოგოებო უუუუუუუუდიდესი მადლობააააა! აი ყველაზე დიდი რაც კი არსებობს happy happy თქვენი ლამაზი კომენტარებით ვსულდგმულობ! ძალიან საყვარლები და კარგები ხართ, ყველა მიყვარხართ, მიყვარხართ,მიყვარხაააართ! love love love love love ( ცოტა ლაშასავით გამომივიდა ბოლოში biggrin )

Quote (Immortal)
oxoo... uyure sheen nw nw nw tutucebii esseenii...

biggrin biggrin biggrin biggrin
Quote (elle____)
gogo 21 wlis gaxda bichi biggrin

აბა, ხომ უნდა აეღნიშნა დაბადების დღე როგორც საჭირო იყო biggrin biggrin ( ეს რა თქმა უნდა ხუმრობით shy shy )

Quote (Immortal)
elle____, uf mere ra.. egec iyos ra didi bichi diana ramdeni wlisaa? da kargi moswavle da patiosani gogo edzaxe exla shen magas.. nw nw nw

ეჰ! სიყვარული ისეთი საშიში რამეა... wacko ისეთ სიგიჟეებს ჩაგადენინებს ვერც კი წარმოიდგენ... და ამით სწორედ მაგის თქმა მინდოდა, რომ ხშირად ეს დიანას ნაირ გამოუცდელ და პატიოსან გოგოებს უფრო ემართებათ sad


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 5:54 PM | შეტყობინება # 128
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Quote (sofka)
ხშირად ეს დიანას ნაირ გამოუცდელ და პატიოსან გოგოებს უფრო ემართებათ

martali xar. imat emartebat visac fiqradac ar mosvliat aseti ram da shesabamisad arc shedegebze ufiqriat. chemi azrit es tavqarianoba ki ara gulubryvilobaa... chemtvis mainc sayvareli, miamiti da patiosani gogoa. zogi magas ar aketebs mara mainc ar arian patiosnebi. zogadsakacobrio temebshi gadavicheri biggrin biggrin biggrin
sofka, nicheri, sakaleli da ravici kide rogori gogo xar happy happy happy kiss



saaaliთარიღი: შაბათი, 2010-11-27, 6:41 PM | შეტყობინება # 129
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
sofka bodishi rom aqamde ver davakomentare exla shemovedi saxlshi da pirdapir shemovvardi aq.. exla ki minda gitxra rom es tavi iyo ragac udzalian magresii ragac enit augwereli ra ... aii jer kidev shokshi var ise momewona mitumetes harry potteris shemdeg biggrin biggrin biggrin jer kidev ararealur samyaroebshi davprinav unichieresi xalxis wyalobit wacko happy happy da rac sheexeba bolos am zedmet "gantavisuplebas" es didi sadao sakitxia saertod qartvelebshi da swored is momewona rom es barierebi moxseni shens nawarmoebshi... realoba martla araa vardisper perebshi iseti rogoric chven gvinda rom iyos an iseti rogoric twilight-shia.. shen ki swored es dagvanaxe rom bevr chveulebriv gogosac sheidzleba eseti rame mouvides.. ase rom sxvis gakicxvas dzalian nu vichqarebt xolme biggrin biggrin biggrin biggrin biggrin martla uzomod momewona da esee gaagrdzele umagresad wer chemo kargo love love love love love love love kiss kiss

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-28, 7:13 PM | შეტყობინება # 130
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
უნამუსო ადამიანი მოვედი sad sad sad sad შეენც დიიდიი ბოდიში, ასე რომ დავიკარგეეე sad sad sad sad ვაიმე როგორ მრცხვენიაააა cry cry cry cry cry მაგრამ ეს გრძნობა გამიქრა, ბოლო თავი რომ წავიკითხე biggrin biggrin იმდენად დიდი გაოგნება მივიღე და ნუუუ დამბურძგლ-ამბურძგლაა, რომ არ ვიციიი biggrin biggrin biggrin biggrin აიი წიგნად რომ არ გამოუშვა და რომ არ მაჩუქო შენი ხელმოწერით რას ვიზამ არ ვიცი!!! biggrin მარტლა, ნიკას დავეთანხმები, რომ საცოდაობაა "აუკინძავად" დატოვება. აი ერთ მთლიან წიგნად რომ გაოვა ჩემს ტუმბოჩკაზე დაიკავებს ადგილს და როცა მომინდება მაშინ წავიკითხავ happy happy ვაიმე, რა მაგარი იქნებაა!!!
რაც შეეხება თავებს, უუმაგრესებიი იყოო!!! სერგიზე ამბავმა ისე გამახარააა biggrin biggrin biggrin და ისიც გამიხარდა, ლაშას რომ ეწყინა, დიანა რომ არ უჯერებდა. აბა როგორ უნდა? ანგელოზივით გოგო თვალდახუჭული ვერ ენდობა, თუმცა ხშირად ხომ ასე ხდება... ეს კი ლაშას ბრალია, პირველ რიგში dry ნუუ წვეულებააა, ვიკაა და ა.შ უმაგრესი გამოგივიდა, პერსონაჟები საბოლოოდ 1ცამომიყალიბდნენ მე, თორემ სხვებმა ალბათ ყველაზე ყველაფერი იციან უკვე sad
ბევრი რომ არ ვილაპარაკო ბოლოოს დავასტოპეეე... biggrin რა იყო ესს??? biggrin biggrin biggrin biggrin რაც მე მგონიაა??? happy რა "მომენტში" გაწყვიტე თხრობა... მუღამში ვიყავი biggrin ისე დროული და კარგი "მოქმედება" გამოგივიდა... მაგრამ მაინც, მოუთმენლად ველი დიანას თვალების ახელას happy გენაცვალე, უმაგრესიი და უუუგენიოსიი ხაარ!!! love love love love



Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-28, 7:54 PM | შეტყობინება # 131
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
minda chemi gakvernebuli agfrtovaneba gamovxato imaze rom mteli 2 tavi gamomrcha da exla wavikitxe.
ase minda meore damorcxvebuli agfrtovaneba gamovxato imaze rom es ra iyo !!
Quote (stupid_l@mb)
მოუთმენლად ველი დიანას თვალების ახელას

ai magas mec velodebii.. :X am nawarmoebs saertod ise qvia rom.. mm.. yvelafris miuxedavad apatiebs?? dzalian mainteresebs gagrdzeleba ... happy happy





შეტყობინება შეასწორა Rosalie - კვირა, 2010-11-28, 7:54 PM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 1:41 PM | შეტყობინება # 132
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (Rosalie)
მოუთმენლად ველი დიანას თვალების ახელას

tan aseti ragaca rom moxda ro dainxavs reebi moxdeba dzaaan mainteresebs : )))))) memgoni cema mainc ar acdeba sawyal lashas biggrin :D shemdeg tavshi ukve unda iyos tvali ro aexileba da moutmenlad velittt... : )))) tan ro ar eubneba eg magaria biggrin : D biggrin :*:* Kissss :*:*



Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 3:45 PM | შეტყობინება # 133
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ai raaa visi gogo var ro ar damilevia saertod arasdross biggrin chkviaan! ara gatyuebt gushin win davlie naxevari chika chems dabadebisdgeze da kingama cudad gavxdi biggrin
xooda sofooo... pirvel rigshi dzalian dzalian dzalian didi bodishi imistvis rom vegar movicale wasakitxad da aseti ragaceebi gamovtovee... me unamuso biggrin bolo tavi gansakutrebit ragac saocreba iko , kocnas ar dajerdnen da "miushves"... tutuci xalxii biggrin nwnwn.. ia knas ukvart ertmanweti... mara sawali diana ki arada lahsa operaciis shemdeg.. eeh! sheni fiki gansakuterbulia radgan gamoircheva ragac realurobit da cxovrebiseulobbit, es ki ufro met kitxvis azartshi mitrevs... dgevandeli taobis realurobidanaa agebuli memgoni aq ragaceebi da mgonai rom namdvil ambavs vkitxulob, tan shens profesionalizms tu davumatebt amas , ufro migrmavebs am shegrdzlebas biggrin mokleeeddd ravici raa, dzalian magari xar da miyvarxar sheni fikianad! heart :heart: heart :heart: kiss :kiss: kiss :kiss: love :love: love kiss :kiss: (xoda kidev ertxel bodishii shy )



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - ორშაბათი, 2010-11-29, 3:46 PM

Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 5:05 PM | შეტყობინება # 134
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
vaimee sop axali tavi rodis iqneba?? cry cry iset momentshi gawyvite, intrigano shena biggrin mindaaa axali taviiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii........... minda minda minda minda mindaaaaaaaaaaa. biggrin


sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 8:46 PM | შეტყობინება # 135
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vaime bavshvebo yvelas ugrmesi madloba minda gadagixadot, rom aseti kargebi, sakvarlebi da ertgulebi xaaaart! da bodishi iqit maqvs tqventvis mosaxdeli amden xanas, rom ver vdeb axal tavs sad sad sad saqme imashia rom chems komps problemebi aqvs da ar irtveba, samwuxarod jer ver davadgine ra schirs da amis gamo xel-fex shekruli var cry cry jer-jerobit wera shecherebuli maqvs, magram kompshi tu ara furcelze mainc gavagrzeleb weras da roca "gveshveleba" ramdenime tavs ertad davdeb da amit avanazgaureb gpirdebit smile ase rom manamde ar moiwyinot wink mec vecdebi rom rogorc shesadzlebloba meqneba ( anu sadac koms da internets vipovi biggrin ) shemovichkitav xolme da ramit mainc gagamxnebevt. manamde ki ert saidumlos gagimxelt - dianas operaciis shemdeg tavli aexileba!!! happy happy happy mokled aseti ambebit gemshvidobebit droebit sad kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[
ძებნა: