სიყვარულით დაბრმავებული
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1 |
( Smile For Me )
377
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი". სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული ავტორი: sofka ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G (General) ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama) სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის... სტატუსი: წერის პროცესშია თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4 თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16 თავი 18 თავი 17 თავი 1. ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო: დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი. _ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე. _ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე? _ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე. _ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა. _ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი _ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი. _ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი. _ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა! _ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი. _ აბაა? როგორია? _ დიანააა! რა ლამაზი ხააარ! _ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება? _ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა. _ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც. _ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს. _ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა. _ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი. _ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით. _ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი? _ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ. _ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა? _ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება. _ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა! _ რა? _ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა. _ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა? _ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც. _ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე. _ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი. _ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა _ მალე მორჩები? _ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე. ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე. _ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი. _ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული. _ გოგონა, შენ გეკითხები! _ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე. _ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში? _ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა... _ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი. _ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი. _ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან. _ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე. _ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი. ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე. _ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან _ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა? _ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ. _ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო. _ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა. _ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა. სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან. _ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. _ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ! _ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა. _ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა. _ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა. _ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა. _ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე. _ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები? _ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი. _ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი. _ დიახ, რა თქმა უნდა. _ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა. _ დედა! _ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე! _ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო. _ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი? _ სად ხარ? უკვე მოდიხარ? _ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ. _ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა. _ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით. _ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია. _ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ. _ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი. _ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ? _ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა? _ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა. _ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები? _ გამატარე! _ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა. _ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა! _ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი! _ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა. _ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ. _ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ! _ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა. _ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე. _ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე... <> <> <> დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა. _ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა. _ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი. _ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა. _ უნდა შევამოწმოთ _ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ. _ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა. _ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს... _ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს? _ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა _ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ! _ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა. _ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა. _ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე _ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან. ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
| |
|
|
Immortal | თარიღი: სამშაბათი, 2010-10-19, 7:42 PM | შეტყობინება # 16 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| sofka, mokled ramdeni xania wavikitxe es da dzlivs vaxerxeb komentaris daweras mokled ra vici, ra gitxra iseti rac ar ici. unichieresi da dzalian kargi adamiani xar, rom icli chveni gulistvis da aset shesanishnav ragacas wer. me piradad tavidan bolomde chaveple am nawarmoebshi da dzalian vamayob, rom sheni pani var :* didi madlobaa rom aseti kargi xar :* rac sheexeba tavs... oooo sruliad sapirispirod ganvitarda movlenebi, ar velodi aset gagrdzelebas da dzalian mixaria rom im kutxit ar waiyvane,romelsac umetesoba ipiqrebda. dzalian saintereso da damaintrigebelia aseti gacnoba nu ragaceebi mmgonia, ra moxdeba, magram mirchevnia chems gonebashi shevinaxo lashaa ukve momwons, ki arada.. Quote (stupid_l@mb) ხოოდა მე მიყვაარს ლაშა და არავინ შემეცილოოოს! haa... damaswarii?? ukve dzalian momwons, rom shopenis revoluciur etiuds ukravs, chemi ert-erti usayvarlesi nawarmoebia. tan tu aset rtul ragacas sheechida, ese igi nichiericaa da shromimoyvarec. vaime ukve romantika daiwyo... nu ar vici rogor gamovxato is, tu rogor momewona mati gacnoba... mokled mteli gulit da sulit velodebi shemdeg tavs. :* :* :*
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-10-19, 9:42 PM | შეტყობინება # 17 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| Quote (Immortal) haa... damaswarii?? ukve dzalian momwons, rom shopenis revoluciur etiuds ukravs, chemi ert-erti usayvarlesi nawarmoebia shen lashas tvali nu daadgi da shopens nu abraleeb Quote (Immortal) vaime ukve romantika daiwyo... gartulebaa gaaqvs magaze sheeeen dadnebodi xom viicii :*
| |
|
|
Tako | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-20, 4:48 PM | შეტყობინება # 18 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| XOOO... agar shegawyen imis laprakakit rom unichieresi adamiani xar! :**** rac sheexeba nawarmoebs : VA-I-ME! RA SAYVARLOBAA! RA GASAGIJEBELIA RA SAINTERESOA RA ROMANTIKULIA UKVE!!! sityvebi ar myofnis, imis gadmosacemad tu rogor momewona da tu rogor agvrtovandi... dzalian sainteresod waiyvane siujeti, ras vifikrebdi rom lashaaa... PORTEPIANOZE UKRAVS! es erti shexedvit cancara da daufikrebeli bichi. swored am tavisi shemokmedebit chans rom kargi adamiania, swored es shemokmedeba adzlevs mas girsebas da swored am fortepianoze dakvrit moipova chemi simpatia amiti migvanishne rom cudi bichi ar unda iyos , xo?? mokled mteli interesit velodebi shemdeg tavs!!!! :*:*:*:*** aba shen ici!!! :* P.s Immortal, stupid_l@mb, ar gegonot rom gecilebit, ubralod mxolod da mxolod simpatia maqvs jer tmebs nu damawiwknit
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
sofka | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-20, 8:44 PM | შეტყობინება # 19 |
( Smile For Me )
377
Offline
| Immortal, stupid_l@mb, ვაიმე ნუ იჩხუბებთ ოღონდაც გეხვეწებით :D ნამდვილად არ მეგონა ეს ბიჭი ასე თუ გადარევდა გოგოებს, თანაც რა გოგოეეებს B) :D Tako, უღრმესი მადლობა საყვარელოოოო :kiss: ძალიან მიხარია, რომ ასე აქტიურად კითხულობ დაგაინტერესებს ფიკი ახლა კი შემდეგი თავიიიიიიი! ^_^ დამატებულია (2010-10-20, 8:44 PM) --------------------------------------------- თავი 3. გაოცებისგან ენა ჩამივარდა, როცა ჩემს წინ ის დავინახე, ვის დანახვასაც საერთოდ აღარ ველოდი. მისი დანახვისას შვება ვიგრძენი იმიტომ, რომ მკვლელად აღარ ვგრძნობდი თავს. მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ ბრმა იყო, თავი ისევ საშინლად ვიგრძენი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან როგორ მოვქცეულიყავი. პანიკამ შემიპყრო, მეშინოდა ხმაზე არ ვეცნე. წესით, ახლა მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უნდა ვძულდე. თუმცა მასთან საუბარი მაინც გავბედე და მივხვდი, რომ მახეში გავები, რომლიდანაც თავის დაღწევა ადვილი არ იქნებოდა. მასთან დალაპარაკების მერე გადავწყვიტე ბიჭები მენახა. უფრო ლევანთან დალაპარაკება მჭირდებოდა და რჩევის მიღება, ვიდრე დანარჩენების პანიკაში ჩაგდება. სარეპეტიციო ოთახში შევედი, საიდანაც დასარტყამი ინსტრუმენტების ბრაგა-ბრუგი გამოდიოდა. დათო თავის ამპლუაში იყო, როგორც ყოველთვის და ირგვლივ ყველას აყრუებდა თავისი ბრახუნით. ნიკა ფანჯარასთან იჯდა და ლუდს წრუპავდა, ლევანი ბას-გიტარაზე უკრავდა რაღაცას და ცდილობდა დათოსთვის ყურადღება არ მიექცია... ბოლოს კი ყელში ამოუვიდა და უღრიალა _ ეეე! ბიჭო! ნუ გაუბერე რაა... თავი ამტკივდა უკვე, დამასვენე! _ სხვათაშორის რეპეტიციას გავდივარ, ბატონო ლევან! _ უთხრა და ჯოხები ძირს გადაყარა. _ ლევან, უნდა გელაპარაკო, სასწრაფოდ! _ ვუთხარი და თვალით კარისკენ ვანიშნე. ისიც სწრაფად წამოდგა და გიტარა გვერძე გადადო. _ რა ხდება? საიდუმლოებები გვაქვს? _ მომიბრუნდა ნიკა. _ ხო! რაა... არ შეიძლება? _ არა! ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ და ერთმანეთისგან საიდუმლოებები არ უნდა გვქონდეს, გასაგებია? _ ხოო, მაგრამ ეს პირადულია და მხოლოდ მე მეხება. _ არ მაინტერესებს, ჩვენც უნდა ვიცოდეთ რა ხდება! _ თორემ ვიფიქრებთ, რომ რაღაცას გვიმალავთ _ აჰყვა დათოც. _ კეთილი! თქვენი აღელვება არ მინდოდა, მაგრამ რადგან არ იშლით ყველაფერს მოგიყებით. ოღონდ უნდა დამპირდეთ, რომ მაშინდელივით ლაჩრებვით არ გაიქცევით და მეც არ წამათრევთ აქედან. _ გეყო მიდებ-მოდება და ამოღერღე! _ მოთმინებას კარგავდა ნიკა. _ დღეს, დარბაზში როცა ვიყავი და ვუკრავდი, მოულოდნელად ერთი გოგო წამომადგა თავზე და აბა გამოიცანით ვინ? _ ნიკას სახეზე რომ შევხედე აშკარად წყობიდან გამოდიოდა და ვარჩიე პირდაპირ მეთქვა _ ის გოგო, ერთი კვირის წინ, რომ მკვდარი გვეგონა და ქუჩაში მივაგდეთ... _ სამივეს ფერი ეცვალა სახეზე. შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ და შოკირებულები ადგილზე გაშეშებულიყვნენ. _ გიცნო? _ ხმის ამოღება გაბედა ლევანმა. _ არა, ვერ მიცნო... დაბრმავდა... _ მერე ძალიანაც კარგი! ესეიგი აქაურობას აღარ უნდა გავეკაროთ, სანამ არ უცვნიხარ _ ფეხზე წამოხტა დათო. _ დაეგდე! არსადაც აღარ გავიქცევით! _ მკაცრად თქვა ლევანმა და დათოს გაბრაზებულმა გადახედა. მერე კი მე მომიბრუნდა _ დარწმუნებული ხარ? _ კიი, ველაპარაკე და მითხრა ბრმა ვარო. მერე მეგობარმა მოაკითხა და წაიყვანა. _ შენ რაა, სულ გადაირიე?! ელაპარაკე?! რომ ეცნე სად მიდიოდი? მერე დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გიცნო? ან იქნებ გატყუებს, რომ ბრმაა და შენი მახეში გაბმა უნდა? _ ნიკა, მოკეტე! _ უყვირა ლევანმა. _ არა, არ მოვკეტავ ლევან! ეს მარტო მას არ ეხება, საკუთარ თავთან ერთად ჩვენც საფრთხეში ჩაგვაგდო. იმ გოგოსთვის ხმაც არ უნდა გაეცა, ჯერ ჩვენთვის უნდა ეკითხა _ გაცხარებული ყვიროდა ნიკა და გალიაში გამომწყვდეული მხეცივით აქეთ-იქით აწყდებოდა ყველაფერს. დათო კი კუთხეში მოკუნტულიყო და საცოდავად იყურებოდა. “ლაჩარი!”_ გავიფიქრე და ნერვებ მოშლილმა თვალი მოვარიდე. _ ლაშა! ნიკა მართალს ამბობს, ხმა არ უნდა გაგეცა მისთვის... მაგრამ რადგან ეს მოხდა ვეღარაფერს ვიზავთ. უბრალოდ მასთან ურთიერთობას თავს აარიდებ და ამით ყველაფერი გამარტივდება. _ საქმე არც ისე მარტივადაა... მისი მეგობარი - ანუკი ჩვენი ერთ-ერთი ფანია და მიცნო. არამგონია მათგან ასე ადვილად თავის დაღწევა შევძლო. _ აუუ... რა დებილი ხარ! არა, ნამდვილი იდიოტი! – გააგრძელა ჩემი ლანძღვა ნიკამ. _ გაიგეთ! სხვა გამოსავალი არ მქონდა. რა ჩემი ბრალი იყო, თავზე თვითონ წამომადგა და ლაპარაკი დამიწყო, მერე მისი დაქალიც შემოვიდა და რა მეთქვა “ ბოდიში, ვერ დაგელაპარაკები, მუნჯი ვარ მეთქი?!” _ გავმწარდი და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ლევანმა შემაჩერა. _ დამშვიდდი, აღარავინ აღარ დაგადანაშაულებს. ჩვენ ყველა ერთად ვართ დამნაშავეები ამ საქმეში და გამოსავალსაც ერთად მოვძებნით! იმ დღეს ბიჭებთან მეტი აღარ მილაპარაკია. გადავწყვიტე დინებას მივყოლოდი და მოვლენები თვითონ მიჩვენებდა გამოსავალს. სასწავლებელში ყოველდღე დავდიოდით და რეპეტიციებს არ ვაცდენდით. აბა კაი ბიჭები ვყოფილიყავით და გაგვეცდინა, მერე ლევანთან გვექნებოდა საქმე. რეპეტიციას გულს ვერ ვუდებდი და არც არაფერი გამომდიოდა. ელექტრო-პიანინოს საცოდავად ვაღმუვლებდი, აკორდებიც ხშირად მეშლებოდა, რაც ლევანს არ გამოჰპარვია და დაკვრა გაგვაწყვეტინა. _ ლაშა, რა დაგემართა? ყურადრება მოიკრიბე! _ მაპატიე ლევან, არ შემიძლია... ბოდიში ბიჭებო, დღეს უჩემოდ გააგრძელეთ, რაღაც ვერ ვარ _ მოვუბოდიშე და სასწრაფოდ გარეთ გავედი. უკან ლევანი გამომყვა, ვიცოდი არ მომეშვებოდა სანამ არ გაარკვევდა რა მჭირდა. _ ლაშა! მოიცადე! _ მის დაძახილზე გავჩერდი და უცბათ მომინდა მისთვის გული მთლიანად გადამეშალა. _ ლევან, აღარ შემიძლია! დავიღალე! _ ვიცი... _ ისე მითხრა, თითქოს უკვე იცოდა რის თქმასაც ვაპირებდი. _ სულ მასზე ვფიქრობ, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ქუჩაში მივატოვე. ახლა კი უკვე ჩემს აჩრდილად იქცა, ყველგან მისი სახე მელანდება. დაძინებისაც კი მეშინია, ჩემს ღამეულ კოშმარად იქცა. ყოველღამე მისი ხმა მესმის... მესმის როგორ მეძახის და დახმარებას მთხოვს. _ დამშვიდდი! მერწმუნე, მეც ცუდად ვარ იმის გამო რაც ჩავიდინეთ და იმის გამოც საშინლად ვგრძნობ თავს ასე ლაჩრულად, რომ მიწევს დამალვა. მაგრამ გოგო დაბრმავდა და ვერაფერს შევცვლით. _ წავალ, ცოტას გავივლი, თორემ იმ ორი უტიფარის სახე ისევ თუ დავინახე შეიძლება რომელიმე შემომაკვდეს _ ვუთხარი და მის პასუხს აღარც დავლოდებივარ ისე ავორთქლდი იქიდან. ეზოში გამოვედი და მანქანასთან მივედი, ცოტახნით მანქანის კარს მივეყრდენი და გონზე მოსასვლელად სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე. ამ დროს კი უკნიდან გოგონების სიცილის ხმა შემომესმა. მოვბრუნდი და ვინატრე იქვე მოვმკვდარიყავი... ჩემსკენ მომღიმარი დიანა და ანუკი მოდიოდნენ. ანუკიმ ჩემს დანახვაზე სიხარულისგან შეიცხადა _ ლაშააა! როგორა ხარ? _ გამარჯობა ანუკი... დიანა... როგორა ხარ? _ ძლივს მოვახერხე მისი სახელის წარმოთქმა. _ კარგად... თავად? _ არც ისე კარგად... _ დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე და ენაზე ვიკბინე. _ ხოდა, სწორედ ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! _ დაიწყო ისევ ანუკიმ _ რადგან ორივე არც ისე კარგად ხართ... სუფთა ჰაერი მოგიხდებათ! მე კი ამასობაში ფორტეპიანოს მტანჯველ გაკვეთილს მოვიცილებ. _ ანუკიი! _ სახე შეჭმუხნა დიანამ _ მადლობა მითხარი დიანა, რომ ჩემი აუტანელი პედაგოგის კივილის მოსმენა არ მოგიწევს. თან ჩემს “ჯახირსაც” არ მოისმენ და მერე მთელი დღე ტვინს არ “გამიბურღავ” ჩემი მასწავლებელივით _ გაუთავებლად აგღძელებდა ანუკი და დიანას სიტყვის თქმასაც არ აცლიდა _ ისეთ სანდო და კარგ ადამიანთან გტოვებ, რომ საწუწუნო არაფერი არ გექნება _ ეშმაკურად აუციმციმდა ცისფერი თვალები. “ კიი, სანდო და კარგი ადამიანი!” გავიფიქრე და ისევ დარდი შემომაწვა. _ ანუ! იქნებ ამ ადამიანსაც კითხო... სცალია ჩემთვის? ან იქნებ სულაც არ უნდა ჩემი ძიძობა? _ ბოლო სიტყვებძე გაეღიმა. ვიგრძენი, რომ მისმა ღიმილმა მომაჯადოვა და მისთვის უარის თქმის ძალა არ შემწევდა. თან მოულოდნელად მომინდა მასზე მეზრუნა და რაღაცით მაინც დავხმარებოდი. _ არა, რას ამბობ, სიამოვნებით დავრჩები შენთან... დიანა... _ ხოდა, პრობლემაც მოგვარებულია! მე წავედი და ერთ საათში დავბრუნდები _ მოგვაძახა და შენობისკენ გაიქცა. სასწავლებლის ეზოში, ერთმანეთის პირისპირ მარტო დავრჩით და მდუმარედ ვიდექით კარგახანს. გამვლელ-გამომვლელნი მზერას ვერ გვარიდებდნენ და ჩვენს დანახვაზე, სახეზე თბილი ღიმილი ეფინებოდათ. ანდა ასეთ სურათს თვალს როგორ აარიდებდნენ? “ურჩხული და ლამაზმანი “ -ასე დავარქმევდი ამ სურათს. მე დიანას აღფთოვანებული ჩავყურებდი ულამაზეს მწვანე თვალებში. მისი მზერა კი სადღაც სივრცეში იკარგებოდა და ჩაფიქრებული რაღაცაზე იღიმებოდა...
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
შეტყობინება შეასწორა sofka - ოთხშაბათი, 2010-10-20, 10:22 PM | |
|
|
|
Tako | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-21, 9:04 PM | შეტყობინება # 21 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| sofka, vaimeee , es ra magari iyo!!!! momwons oprive mxridan rom wers, dianas tvalit da lashas tvalit, es kidev ufro sauinteresos da romantikuls xdis. ara raa, am bichs ashakarad ukve sheuyvarda es gogo ra damaintrigeblad damtvardaa, rogor sheidzleba rom ar dagainteresos da ar chagitrios am nawarmoebma?! rogor maitnerebs dianas reaqcia imis shemdeg rac gaigebs rom lasha isaa vinc aris..,. chemi prognozebi maqvs, magram jer ar vityvi, vaitu araswori agmochndes levani momeona, kargi bichi chans, rac mtavaria dgevandeli realobidanaa agebuli personajebi, gansakutrebit lashas dzmakacebit daviteresdi, uufro sworad agmovachine dgevandeli bichebi, umetesoba cudi , magram zogi kargic da patiosanic, romlebic am cudebshi ikargebian... gtxov gtxoov gtxoooooooov male dade raa!!! :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
sofka | თარიღი: შაბათი, 2010-10-23, 5:12 PM | შეტყობინება # 22 |
( Smile For Me )
377
Offline
| stupid_l@mb, Tako,გოგოებოოო ძალიან გამიხარდა ეს თავი, რომ მოგეწონათ. სიმართლე რომ გითხრათ ამ თავზე განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობდი გირდა თუ არა ლაშას თვალით დანახულიც დამეწერა, მერე ბიჭების დიალოგიც რომ დავწერე ამაზეც ვნერვიულობდი ვაი თუ ისე ვერ გაიგონმეთქი და არ მოეწონოთქო მაგრამ მივხვდი, რომ ამით ლაშას და მის ამფსონებს უფრო კარგად გაიცნობდით და აი მგონი იდეამ გაამართლა. Quote (stupid_l@mb) ვააიმეე... რა საყვარლად დამთავდააა!!! დაავდნი... "ურჩხული და ლამაზმანიი"... ვვოცნებობ, რომ მოვალ ახალი თავი დამხვდეეს ხოო მალე დადეეებ??? :* უუმაგრესიი ხაარ სოოოფ :* შენი ფანიი და გულშემატკივარიი ვააარ :* გაიხარეე!!! გადასარევად წერ და ვიღაცა ანტიკა ხარ :* :* :* გთხოოვ მალე დადეეე რა... რა მაგარი თავი მელოდება წინ, წარმომიდგენია... Quote (Tako) gtxov gtxoov gtxoooooooov male dade raa!!! :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:* ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო შემდეგი თავი ეს ორი დღე ავად ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა და ვიწექი სამწუხაროდ, ამიტომ წერა ჯერ შეწყვეტილი მაქვს. მაგრამ გპირდებით, დღეიდან ისევ შევუდგები საქმეს და რამდენიმე დღეში ახალი თავიც იქნება. კიდევ ერთხელ გიხდით დიიიდ მადლობას, რომ კითხულობთ და ასეთ ლამაზ კომენტარებს მიტოვებთ გკოცნით ბეეეევრს!
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
| |
|
|
|
|
sofka | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-10-27, 11:57 PM | შეტყობინება # 25 |
( Smile For Me )
377
Offline
| Immortal, Rob♥Sten, madloba chemo kargeboooo Quote (Immortal) sindisshi areuli siyvaruli nu me ase gavige anu sindisi awuxebs rom aseti ragac daemarta mis gamo da amavdroulad uyvardeba magram ver xvdeba imitom rom is pirveli gonia neta tu gaiget raime chemi nabodialebidan? ar sheimchniot, axali tavis mere es binebrivia ra tqma unda gavige :D imitom rom zustad ise gaige lashas grznoba rogoric sinamdvileshia ^_^ Quote (Immortal) mokled sheni pani var, mudmivi mkitxveli da erti suli maqvs rodis wavikitxav axal tavs. :* dzalian mixariaaa ^_^ დამატებულია (2010-10-27, 11:57 PM) --------------------------------------------- თავი 4. ძალზედ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. სრულიად უცხო ადამიანთან მარტო დავრჩი და მასთან ერთად ერთი საათი უნდა გამეტარებინა. ცოტა არ იყოს დავიბენი... რა უნდა მეთქვა? ან რაზე დავლაპარაკებოდი არ ვიცოდი. უბრალოდ ჩუმად ვიდექი და ჩემს მდგომარეობაზე მეცინებოდა, ალბათ რა სულელურად გამოვიყურებოდი ახლა მის თვალში? - გინდა გავისეირნოთ? - ფიქრებიდან გამომარკვია მისმა ხმამ. - იცი არ მინდა ზედმეტად შეგაწუხო, მე არ მეწყინება, თუ წასვლა გინდა წადი, მე აქ დავუცდი ანუკის... - არც კი ვიცი ეს რატომ ვუთხარი. ნუთუ მისგან თავის დაღწევა მინდოდა? - არა, ეგ როგორ იფიქრე? აქ მარტოს არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებ - ეგ რა პრობლემაა, მარტო ყოფნას მიჩვეული ვარ და თანაც მომწონს მარტოობა... - სწორედ მაგის გამო ხარ ახლა ამ დღეში და თავს ვერ ვაპატიებ კიდევ რამე რომ დაგემართოს... - სწრაფად, ჩურჩულით თქვა და ბოლო სიტყვაზე ხმა ჩაუწყდა. - შენ საიდან იცი რა შემემთხვა? - დაბნეულმა ვკითხე და ისევ ის დღე გამახსენდა. - რატომ გიკვირს? სასწავლებელში ყველა ამაზე ლაპარაკობს... თან მე შენზე გაცილებით მეტი ვიცი ვიდრე გგონია - ეშმაკურად მითხრა და გაიცინა. მისმა ქცევამ გამაოცა. მე ხომ არც ისეთი საინტერესო ვიყავი,მისი ტონი კი სწორედ ისე ჟღერდა, თითქოს ჩემზე რამე საინტერესო ინფორმაციას ფლობდა. - ამ წუთას ისიც გავიგე, რომ თურმე მარტოობაც გყვარებია - ნაღვლიანი ხმით მითხრა. - კიი, თანაც ძალიან! - ხოდა, დღეიდან მოგიწევს გადაეჩვიო მაგ მავნე ჩვევას! მარტო აღარასდროს იქნები! ამის პირობას მე გაძლევ. - ლაშა! არ გინდა გთხოვ... - მისმა სიტყვებმა ახლა მართლა გამაოცა! სრულიად უცხო ადამიანს ასე ძალიან რატომ უნდა ჩემი დაცვა? - არანაირი არ გინდა! ზუსტადაც რომ მინდა! ახლა კი ყოველგვარი უარის გარეშე კაფეში მომყვები! - არა გთხოოვ... - უხერხულად ვიგრძენი თავი და კიდევ ერთხელ შევეცადე მისგან თავი დამეძვრინა. თუმცა ვხვდებოდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შევძლებდი. - მანქანით წავიდეთ და უცბათ მივალთ - მითხრა და მანქანაში ფრთხილად ჩამსვა. გზაში რადიო ჩართო და სხვადასხვა სიმღერბს ვაკრიტიკებდით. ბევრი ვიხალისედ და უკვე აღარც უხერხულად ვგრძნობდი მასთან თავს. - ლაშა, ერთი რამ მაინტერესებს, ოღონდ გულწრფელად მიპასუხე... - გააჩნია რა გაინტერესებს - გაეცინა. - რატომ გინდა, რომ მარტო არ ვიყო? ან საერთოდ რატომ გინდა ჩემნაირთან ურთიერთობა, როცა ირგვლივ ამდენი ნორმალური გოგო არსებობს? - ხოო... გულახდილად? შენნაირი არავინაა მათ შორის... - დაა... მაინც როგორი ვარ? - როგორი? - ცოტახნით გაჩუმდა - ლამაზი, მგრძნობიარე და ძალიან ნიჭიერი... - მაინც საიდან დაასკვენი? - სიცილი ვერ შევიკავე. - ხომ გითხარი შენზე ბევრი რამ ვიციმეთქი... მხოლოდ შენი ოცნებების შესახებ არ ვიცი არაფერი და იმედი მაქვს მაგასაც გავიგებ... – სიცილით დაამატა და ვიგრძენი მანქანა როგორ გაჩერდა... – შეიძლება გავიგო რაზე ოცნებობ? - ცოტა ნაადრევი ხომ არ არის შენთვის მაგის გარკვევა? – მე ასე არ ვფიქრობ... რა არის იმაში ცუდი, თუ ერთმანეთის შესახებ პირველივე პაემანზე გავიგებთ ყველაფერს? – პირველივე პაემანზე? – გაოცება ვერ დავმალე – ეს რა... პაემანია? – ხოო... რა სულელი ვარ – გაეცინა – მე ხომ არ მითქვამს, რომ შემთხვევით ვისარგებლე და ეს გასეირნება ჩვენი პირველი პაემანი იქნებოდა... - ეს უსამართლობაა! იქნებ მე სულაც წინააღმდეგი ვიყავი და არ მინდოდა პაემანზე წამოსვლა?– ვცადე გამეპროტესტებინა და თან გამეცინა. ის კი ამ დროს მანქანიდან გადავიდა და ცოტახანში ვიგრძენი ჩემს მხარეს კარი როგორ გაიღო. - მაგრამ სულაც არ ხარ წინააღმდეგი, ხომ ასეა? - არა, წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა თავიდანვე მცოდნოდა... – მანქანიდან გადამიყვანა, მერე კი სადღაც შევედით... როგორც მივხვდი, მართლა კაფეში მომიყანა, სადაც ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა და საოცრად მშვიდი გარემო იყო. მხოლოდ წყნარი და სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა. მაგიდასთან ფრთხილად მიმიყვანა და სკამზე ჩამომსვა. - ყავა გიყვარს? - კიი, ძალიან მიყვარს – ღიმილით ავღნიშნე - ძალიან კარგი! როგორც ჩანს ერთნაირი გემოვნება გვქონია – კმაყოფილი ტონით მითხრა, მერე კი დაამატა – სხვათაშორის ყავის სახლში ვიმყოფებით, მიყვარს აქაურობა და მინდოდა შენთვისაც გამეზიარებინა. - ესეიგი ერთმანეთის ახლოს გაცნობა დავიწყეთ? – ეშმაკობას მივუხვდი და გამეცინა. - დიანა! მეგონა ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მანქანაში ჩამიჯექი - ნაწყენმა მითხრა, მერე კი ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი. - რას მიირთმევთ? - თავაზიანად იკითხა ახალგაზრდა გოგონას ხმამ. - დიანა, რომელი ყავა გინდა? - სულერთია... შენ რასაც დალევ - დაბნეულმა ვუპასუხე. - კარგი... მაშინ ორი ესპრესო და ორი ნამცხვარი... - გასაგებია, ახლავე მოგართმევთ - თქვა მიმტანმა გოგომ და დაგვტოვა... - აბა... მიამბობ შენი ოცნების შესახებ? - ისევ მიუბრუნდა მანქანაში დაწყებულ საუბარს. - კარგი გიამბობ, თუმცა საინტერესო არც არაფერია იმიტომ, რომ ვიცი არ ამიხდება... ბავშვობიდან ვოცნებობდი კონსერვატორიის დიდ სცენაზე ერთხელ მაინც დამეკრა, ამის შანსი კი ახლა მომეცა და ჩემი დაბრმავების გამო მის განხორციელებას ვეღარ შევძლებ... არადა თითქოს სულ ახლოს ვარ ჩემს ოცნებასთან... ცოტაც და მეგონა ვარსკვლავს მოვწყვეტდი ციდან... მე კი ფეხი დამიცდა და ოცნებიდან პირდაპირ სასტიკ რეალობაში დავენარცხე - კონკურსის წინ გამოვლილი ნერვიულობა გამახსენდა. წარმატება... ჟიურის წევრების აღფრთოვანება და ის უსაზღვრო სიხარულის განცდა, რომელიც მაშინ გამოვიარე. ის იმედის ნაპერწკალიც მაშინვე ჩაქრა... რას ვიფიქრებდი თუ ბედნიერება მართლაც ასეთი ნაადრევი იქნებოდა. - შენ აუცილებლად აგიხდება ეს ოცნება... და ციდან ვარსკვლავსაც მოწყვიტავ - მისი სიტყვები ისეთი იმედის მომცემი იყო, მაგრამ ჩემთვის უფრო ზღაპარს ჰგავდა ვიდრე რეალობას. - რაღაც მაგის იმედი უკვე ნაკლებად მაქვს. კონცერტი ორ კვირაშია, მე კი მაგ დროისთვის ისევ ბრმა ვიქნები... - იქნებ მაინც მოემზადო და... - არა, არაფერი გამოვა! ჩემმა პედაგოგმაც კი უარი თქვა ჩემთან მეცადინეობაზე, ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ მხედველობა არ დამიბრუნდება. - მაგაზე დიდად ნუ დაგწყდება გული, შანსი ისევ გექნება. - შენ ასე გგონია? - რა თქმა უნდა. იმედი მაქვს შენც ჩემსავით არ ჩაიქნევ ხელს და ბოლომდე იბრძოლებ! - რას გულისხმობ? - იმას, რომ ჩემსავით შუაგზაზე არ მიატოვებ არჩეულ პროფესიას და იმას მიაღწევ რაც მე ვერ შევძელი... მეც შენსავით პიანისტობა მინდოდა, მაგრამ მივატოვე და ბოლომდე არ მივყევი. ორი წლის წინ, როცა კონსერვატორიისთვის ვემზადებოდი ჩემს უფროს ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში მოვყევი. ჩემი ძმა ადგილზე დაიღუპა, მე კი ორი კვირა გათიშული ვიწექი საავადმყოფოში... გონს რომ მოვედი, თავის ტრამვასთან ერთად ორივე ხელი იმ დონეზე მქონდა გადამტვრეული, რომ დაკვრას ოდესმე თუ შევძლებდი არც მეგონა... - კი, მაგრამ შენ ხომ ისევ უკრავ? - საქმეც იმაშია, რომ მხოლოდ ვუკრავ... შენ კარგად იცი პიანისტობა რამხელა შრომას მოითხოვს. - ხოო, ყოველდღე სულ მცირე 6 საათი უნდა იმეცადინო, ერთი დღეც თუ ჩაგივარდა და არ იმეცადინე, მერე უკვე ფორმაში აღარ ხარ და ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს. - მე კი ის აღარ ვარ, რაც მანამდე ვიყავი. ექიმმა მითხრა, რომ ჩვეული რიტმით 5-6 საათი ვეღარ დავუკრავდი, ჩემი ხელები ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა და შეიძლება გადაღლას მოძრაობის უნარის დაკარგვაც გამოეწვია. - მერე? მერე რა მოხდა? - მერე ის მოხდა, რომ 6 თვე თერაპიის კურსებზე სიარულმა მიშველა, ხელების და თითების მოძრაობა აღმიდგა. ღოგორც კი ვიგრძენი, რომ ჩემს თითებს ისევ შეეძლო დაკვრა, ექიმის რჩევას ყური არ დავუგდე და მეცადინეობა ჩვეული რიტმით გავაგრძელე. მეგონა შევძლებდი, მაგრამ საშინელი ტკივილები დამეწყო და თითებიც არ მემორჩილებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ადრინდელივით ვეღარასდროს დავუკრავდი და ბედს დავმორჩილდი... - ხოო, მაგრამ შენ მაინც არაჩვეულებრივად უკრავდი იმ დღეს დარბაზში... - იცი? იმ დღეს მეც სწორედ ეგ გავიფიქრე - გაეცინა – სიტრაბახეში ნუ ჩამითვლი, მაგრამ ასე დიდიხანია არ დამიკრავს და მე თვითონაც გამიკვირდა... არ ვიცი იმ დღეს რა მჭირდა - ნაღვლიანად თქვა და ჩვენ შორის სიჩუმე ჩამოვარდა... გადავწყვიტე სევდიანი თემიდან გადამეხვია და სიტყვა მის ჯგუფზე ჩამომეგდო. - ბიჭებს როდის შეხვდი? დიდიხანია რაც ჯგუფი შექმენით? - არც ისე, ჯგუფის ჩემოყალიბება ერთი წლის წინ მოგვივიდა თავში. საესტრადო ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბიჭებსაც იქ შევხვდი. ერთობლივად რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ ერთ-ერთი კონცერტისთვის და მერე გადავწყვიტეთ არ დავშლილიყავით, აი ჯუფიც ასე გავხდით. - სიმღერებს თქვენით წერთ? - ჩემს კითხვაზე გაეცინა... - დიანა, ასე მგონია ჩემგან ინტერვიუს იღებ. - უბრალოდ ყველაფერი მაინტერესებს! შენ ხომ არ ხარ იმის წინააღმდეგი, რომ პირველივე პაენამზე გავიგოთ ერთმანეთზე ყველაფერი? - მისი სიტყვები მოვიშველიე და ეშმაკურად გავუღიმე. - მართალი ხარ - მასაც გაეცინა - სიმღერებს ლევანი წერს, ასე ვთქვათ ჯგუფის მამა და სულის ჩამდგმელიც ის არის! მე კლავიშზე ვუკრავ და თან ნიკასთან ერთად ვმღერი... კაფეში დიდხანს ვიჯექით, დროც ისე მალე გადიოდა... ათას რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მასთან საუბარი მაინც არ მბეზრდებოდა. როცა გაბრაზებულმა ანუკიმ დამირეკა აღმოჩნდა, რომ უკვე ორ საათზე მეტიც გასულა. მერე შევუთანხმდი, რომ სახლშიც ლაშა გამიყვანდა მას რომ აღარ ეწვალა. ისიც დამთანხმდა და თან მუქარის ტონით დამიმატა - სახლში როგორც კი მიხვალ დამირეკავ და ყველაფერს დაწვრილებით მომახსენებ! - გამეცინა და ყურმილი გავთიშე. - რა? რა გაცინებს? - როგორც ჩანს ლაშამაც იგრძნო ანუკის ცნობისმოყვარეობა და მანაც ჩაიცინა... უცბათ ისე მომინდა მისი სახის დანახვა... როგორი ღიმილი, ან როგორი თვალები ჰქონდა... - ლაშა... რაღაც მინდა გთხოვო, ოღონდ არ დამცინო კარგი? - რატომ უნდა დაგცინო? ასეთი რა სათხოვარი გაქვს? - მის ტონზე მივხვდი, რომ ისევ გაეღიმა... - მაინტერესებს როგორ გამოიყურები... - ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე. - ამაში დასაცინი არაფერია. მითხარი... საერთოდ ვერაფერს ხედავ? - მხოლოდ შუქს და იმასაც სუსტად... - მე... მე ვერ მხედავ? - მხოლოდ ლანდს ვხედავ ბუნდოვნად... - ძალიან კარგი! ესეიგი სანერვიულოც არაფერი მქონია... თორემ ისეთი საშინელება ვარ რომ მხედავდე აქედან ახლავე გაიქცეოდი - სრული სერიოზულობით დაამატა, მე კი გამეცინა. - ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმო! - სიცილით ვუთხარი, მერე კი მისი სახის მიმართულებით ხელი ფრთხილად წავიღე... მანაც არ დააყოვნა და თავისი მხურვალე ხელი ჩემსას შეახო. ჩვენი ხელები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მოულოდნელობისგან შევკრთი. მან ჩემი ხელები თავისი სახისკენ წაიღო... პირველმა შეხებამ ისიც ჩემსავით შეაკრთო. ვგრძნობდი როგორ უთრთოდა სახის თითოეული კუნთი როცა ვეხებოდი... დაწვრილებით ვსწავლობდი მის თითოეულ ნაკვთს. ჩემმა თითებმა ფრთხილად შემოირბინა მისი თვალების ირგვლივ, მერე კი ნაზად ჩამოვუყევი მის სწორ და და ლამაზ ცხვირს. ბოლოს მის ტუჩებსაც შევეხე... მისი დანარჩენი ნაკვთებივით ისიც უზადო აღმოჩნდა. ცხელმა ჰაერმა დამწვა თითები და ხელის უკან წაღება გადავწყვიტე... ამ დროს კი მან ხელი დამიჭირა და თითებზე ნაზად მაკოცა... მოულოდნელობისგან ისევ შევკრთი და მთელს ტანში საამურმა ჟრუანტელმა დამიარა. - არც ისეთი საშინელება ყოფილხარ - ვუთხარი და ისევ გამეცინა - უფრო მეტიც! ლამაზსაც კი გიწოდებდი... - დიანა... მითხარი... ის დამპლები, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო... გახსოვს? - მისმა კითხვამ ტკივილი ისევ გამახსენა და ხელი ცივად ჩამოვუშვი. - რა თქმა უნდა... მათი სახეები არასოდეს დამავიწყდება! განსაკუთრებით კი იმ შავგვრემანს ვერ დავივიწყებ, ვის გამოც წავიქეცი... - ახლა მთავარია იმედი არ დაკარგო და ყველაფერი ცუდი დაივიწყო... თანახმა ხარ? - ხოო, ალბათ მართალი ხარ - ვუთხარი და ამოვიოხრე - დავივიწყებ! ოღონდ მაშინ, როცა შენს სახეს დავინახავ... - ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და სახეზე ნაზად მომეფერა... ტუჩებზე მისი სუნთქვა ვიგრძენი - შენ აუცილებლად დაინახავ... - მეტი აღარაფერი უთქვამს... და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეხვდნენ... სახლში 6 საათზე მივედი და დედაც უკვე მოსული დამხვდა სამსახურიდან. შემოსასვლელში ჩანთა ძირს დავაგდე და კარებს უღონოდ მივეყრდენი. მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად კი არა, უფრო ემოციურად. სამზარეულოდან შემწვარი კარტოფილის სუნი გამოდიოდა, მაგრამ ახლა ჭამა სულ არ მინდოდა. ასეთი დღის მერე შეიძლებოდა კი ჭამაზე ფიქრი? მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემს ოთახში შევსულიყავი და მასზე ფიქრით დავმტკბარიყავი. - დიანა, მოხვედი? - გამომძახა დედამ სამზარეულოდან. - ხოო დედა, მოვედი! - მოდი ვისადილოთ, გელოდებოდი - არ მშია დეე, მე უკვე ვჭამე ანუკისთან ერთად - ვიცრუე და თვითონაც არ ვიცი რატომ? სასწრაფოდ ფეხზე გავიხადე და ჩემს ოთახში შევიკეტე. არ მინდოდა დედას რამე შეემჩნია, თორემ კითხვებით სულს ამომხდიდა. მე კი მისთვის ჯერჯერობით არაფრის თქმას არ ვაპირებდი იმიტომ, რომ ჯერ თავადაც არ ვიცოდი რა ერქვა იმას, რაც დღეს ჩემსა და ლაშას შორის მოხდა. ვერ გამერკვია რა ხდებოდა ჩვენ ორს შორის? ნუთუ შესაძლებელია ორი ადამიანი მეორე შეხვედრაზევე ასე დაახლოვდნენ? ეს რაღაც არანორმალურად მეჩვენებოდა. მაგრამ ერთ რამეს მაშინვე მივხვდი – მის გარეშე ვეღარ გავძლებდი! საწოლთან მივედი და ზედ უღონოდ მივესვენე, მერე კი ლამაზ მოგონებებში ჩავიძირე...
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
| |
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-28, 10:21 PM | შეტყობინება # 26 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| sofka, vaime sopo pirvel rigshi didi madloba minda gadagixado, rom ase male dade axali tavi, dges iseti rtuli dge maqvs emociurad, chatvale rom shenma tavma gadamarchina am sagamos tirils meti ar mkitxo gtxov, ubralod icode rom es tavi ertaderti nateli wertili iyo dges.. uzomod gamexarda roca shemovedi da aq damxvda. ert amonutqvashi wavikitxe. rogorc yoveltvis sheudarebeli iyoo.. is, rac unda yopiliyo da is, rasac mxolod nichieri da propesioanli adamiani dawerda. mteli tavit moxibluli var,pirvelidan bolo winadadebamde. gansakutrebit... Quote (sofka) - ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმო! - სიცილით ვუთხარი, მერე კი მისი სახის მიმართულებით ხელი ფრთხილად წავიღე... მანაც არ დააყოვნა და თავისი მხურვალე ხელი ჩემსას შეახო. ჩვენი ხელები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მოულოდნელობისგან შევკრთი. მან ჩემი ხელები თავისი სახისკენ წაიღო... პირველმა შეხებამ ისიც ჩემსავით შეაკრთო. ვგრძნობდი როგორ უთრთოდა სახის თითოეული კუნთი როცა ვეხებოდი... დაწვრილებით ვსწავლობდი მის თითოეულ ნაკვთს. ჩემმა თითებმა ფრთხილად შემოირბინა მისი თვალების ირგვლივ, მერე კი ნაზად ჩამოვუყევი მის სწორ და და ლამაზ ცხვირს. ბოლოს მის ტუჩებსაც შევეხე... მისი დანარჩენი ნაკვთებივით ისიც უზადო აღმოჩნდა. ცხელმა ჰაერმა დამწვა თითები და ხელის უკან წაღება გადავწყვიტე... ამ დროს კი მან ხელი დამიჭირა და თითებზე ნაზად მაკოცა... მოულოდნელობისგან ისევ შევკრთი და მთელს ტანში საამურმა ჟრუანტელმა დამიარა. vaimee ra magari iyo, am dros mec jruanteli mivlida martlaa sheudareblad iyo agweriliii... dzalian sainteresoaa, ukve uyvardebat ertmanetii.. idzabeba situaciaa dzalian shemecoda lashaa.. ra istoria qoniaa.. :X rogorc chans dzalian mshromeli bichia, uyvars musika da dzalian kargi adamiani chaans... isic kargia tu diana sul bolomde brma ar aris da bundovnad mainc xedavs. mokled umaggresii iyoo. sofo ai ar vici ra gitxra, ro vapireb xolme davwero rogori magari xar, ratomgac mrcxvenia xolme, chem tavs veubnebi xolme shen vin xar rom sheapaso metqii.. magram ar shemidzlia rom ar davwero: yvelanairad unaklo xar da me vamayob, rom maqvs shesadzlebloba gavecno shens namushevars :*
| |
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-28, 11:22 PM | შეტყობინება # 27 |
( Smile For Me )
377
Offline
| Immortal, პირველ რიგში უღრმესი მადლობა შეეენ ნუკა, რომ მუდმივად კითხულობ და ასე გულშემატკივრობ ჩემს ფიკს! :kiss: :kiss: Quote (Immortal) vaime sopo pirvel rigshi didi madloba minda gadagixado, rom ase male dade axali tavi, dges iseti rtuli dge maqvs emociurad, chatvale rom shenma tavma gadamarchina am sagamos tirils meti ar mkitxo gtxov, ubralod icode rom es tavi ertaderti nateli wertili iyo dges.. uzomod gamexarda roca shemovedi da aq damxvda. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თუ მოვახერხე და ცოტაოდენი სიხარული მაინც მოგანიჭე ^_^ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და აღარ მოიწყინო :kiss: Quote (Immortal) sofo ai ar vici ra gitxra, ro vapireb xolme davwero rogori magari xar, ratomgac mrcxvenia xolme, chem tavs veubnebi xolme shen vin xar rom sheapaso metqii.. ნუკა, ჩემო კარგო, მერწმუნე, რომ შენი აზრი და თითოეული იმ ადამიანის აზრი, ვინც აქ პოსტავს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხომ თქვენთვის ვწერ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე ვის როგორ მოგწონთ. ამიტომ იცოდე, რომ შენს აზრსაც და დანარჩენების აზრსაც დიდ პატივს ვცემ ყოველთვის. ისიც იცოდე, რომ თუ საჭირო იქნება კრიტიკისაც ნუ მოგერიდებათ, მზად ვარ მივიღო და გავითვალისწინო ყველა თქვენი შენიშვნა Quote (Immortal) magram ar shemidzlia rom ar davwero: yvelanairad unaklo xar da me vamayob, rom maqvs shesadzlebloba gavecno shens namushevars :* სამწუხაროდ ძალიან თვითკრიტიკული ვარ და მე ბევრი რამე ბარემ არ მომწონს, მაგრამ ვცდილობ გამოვასწორო უღმესი მადლობა, რომ ასე ფიქრობ, ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანი ხააარ :love: :love:
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
შეტყობინება შეასწორა sofka - ხუთშაბათი, 2010-10-28, 11:25 PM | |
|
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-28, 11:59 PM | შეტყობინება # 29 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
saaali | თარიღი: პარასკევი, 2010-10-29, 1:45 PM | შეტყობინება # 30 |
Life sucks either way
990
Offline
| | |
|
|