ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულით დაბრმავებული

sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული
ავტორი: sofka
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G (General)
ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama)
სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის...
სტატუსი: წერის პროცესშია

თავი 1

თავი 2

თავი 3

თავი 4

თავი 5

თავი 6

თავი 7

თავი 8

თავი 9

თავი 10

თავი 11

თავი 12

თავი 13

თავი 14

თავი 15

თავი 16

თავი 18

თავი 17

თავი 1.

ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო:
დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი.
_ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე.
_ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე?
_ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე.
_ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
_ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი
_ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი.
_ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა!
_ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი.
_ აბაა? როგორია?
_ დიანააა! რა ლამაზი ხააარ!
_ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება?
_ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა.
_ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც.
_ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს.
_ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა.
_ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი.
_ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით.
_ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი?
_ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ.
_ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა?
_ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება.
_ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა!
_ რა?
_ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა.
_ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა?
_ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც.
_ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე.
_ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი.
_ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა
_ მალე მორჩები?
_ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე.
ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე.
_ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი.
_ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული.
_ გოგონა, შენ გეკითხები!
_ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე.
_ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში?
_ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა...
_ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი.
_ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი.
_ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან.
_ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე.
_ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი.
ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე.
_ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან
_ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა?
_ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ.
_ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო.
_ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა.
_ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა.
სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან.
_ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
_ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ!
_ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა.
_ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა.
_ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა.
_ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა.
_ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე.
_ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები?
_ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი.
_ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი.
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა.
_ დედა!
_ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე!
_ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო.
_ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი?
_ სად ხარ? უკვე მოდიხარ?
_ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ.
_ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა.
_ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით.
_ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია.
_ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ.
_ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი.
_ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ?
_ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა?
_ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა.
_ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები?
_ გამატარე!
_ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა.
_ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა!
_ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი!
_ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა.
_ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ.
_ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ!
_ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა.
_ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე.
_ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე...

<> <> <>

დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა.
_ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა.
_ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი.
_ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა.
_ უნდა შევამოწმოთ
_ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ.
_ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა.
_ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს...
_ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს?
_ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა
_ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ!
_ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა.
_ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
_ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე
_ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან.
ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.


sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 9:11 PM | შეტყობინება # 61
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____, stupid_l@mb, bella-bella, Rosalie, ვაიმე გოგოებო უღრმესი მადლობააა! ყველა ძალიან მიყვარხააართ, ძალიან საყვარლები ხართ love love love love love love love love kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Takoთარიღი: შაბათი, 2010-11-06, 5:20 PM | შეტყობინება # 62
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sofka, vaime genacvale, ra sayvareli adamiani xaar!!! :*:*:*:*:*:*:*
es tavic rogorc yoveltvis dzzaaalian saintereso iyo. axerxeb imas rom titoeul tavshi ragac intrigas gvitoveb da albat es sheni taqtikis ert-erti xerxia, dagvanitereso da chagvitrioo biggrin exla es sergi vinga gamoxtaa biggrin magram momewona, ashkarad dzalian kargi bichi chans da rogroc vxedav sasiyvarulo samkutxedis ert-erti kandidatia. ise ki dro iko vinme asetis gamochnesa biggrin
vaime dianaa, rogor mecodebaa!!! cry cry cry lashaa... lasha xo saertod, rogor uyvrs albat diana da diana rom gaigebs... fu warmodgenac ar mindaa sad sad sad sad sad sad deda deda dedaaa... es ra xdebaaa... biggrin daidzaba dzalzed! fu is idioti zeinabi angry angry angry ise zustad musikis maswavleblis rojaa dry chemtanac sul egeti damplebi ikvnen, nu umetesoba mainc da kargad maqvs sheswavlili musikis maswavleblelis fsiqologia biggrin biggrin operaciaze mec ki dzalian vnerviulob, droze gaukete am gogos operacia, mara mere rom aexilos tvali, vai lashas braaliii cry cry dedadedadedadeda....
shemdeg tavs velodebiii!!! :*:*:*:*:*:*:*:*:*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

sofkaთარიღი: შაბათი, 2010-11-06, 8:23 PM | შეტყობინება # 63
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (Tako)
fu is idioti zeinabi ise zustad musikis maswavleblis rojaa chemtanac sul egeti damplebi ikvnen, nu umetesoba mainc da kargad maqvs sheswavlili musikis maswavleblelis fsiqologia

ხოო, სამწუხაროდ თითქმის ყველა მეორე მუსიკის მასწავლებელი ისეთია როგორიც ზეინაბი. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დაბალი ანაზღაურება აქვთ და ჯავრს მერე საწყალ მოსწავლეებზე იყრიან. პირადად საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი თუ რას ნიშნავს, როცა ყველანაირად ცდილობ, საუკეთესოდაც გაღიარებენ და მერე ტყუილუბრალოდ ზედ ისე გადაგივლიან როგორც არარაობას.თუმცა მეც მუსიკას ვასწავლი და ვცდილობ ბავშვებთან ყოველთვის სამართლიანი ვიყო, მგონი ბავშვებს მოსწონთ კიდეც ჩემს გაკვეთილზე მოსვლა და ეს ყველაფერზე მაღლა დგას! ბედნიერებაა როცა გრძნობ, რომ შენი კი არ ეშინიათ, არამედ უყვარხარ და პატივს გცემენ happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Takoთარიღი: შაბათი, 2010-11-06, 9:37 PM | შეტყობინება # 64
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
sofka, ui ar vicodi tu aswavlidi biggrin :** shens gakvetilze mosvla vis ar gauxardeba biggrin


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

sofkaთარიღი: შაბათი, 2010-11-06, 9:40 PM | შეტყობინება # 65
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (Tako)
sofka, ui ar vicodi tu aswavlidi :** shens gakvetilze mosvla vis ar gauxardeba

biggrin biggrin biggrin მადლოოობთ! ძალიან საყვარელი ხაარ kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-07, 12:34 PM | შეტყობინება # 66
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
sofka, martali xar chemtanac egrea :X iseti dabogmilebi arian chemtan 12 bavshvs gamoayola sashemodgomo :S albat imitom rom saertod musika skolashi arc ise mnishvnelovani sagania.. amitom egeti gamoxtomebit tavs gvaxseneben biggrin aba utxari : chems shvils matematikashi 10 aqvs da shen 8-s rogor ayolebo.. biggrin (xdeba xolme) vafshe egre ro utxra mshobelma 4 gamoayola da ise gadaekida ro bavshvi unda gadavides biggrin :D xoda egre : ) me 10 myavs sabednierod happy


bella-vampireთარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:35 PM | შეტყობინება # 67

842
83  +
   ±
Offline
ვაიმე სოფოოოო. ახლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე შენი ფიკი და ძაალიიიაანნ მომეწონაააა. love მართლა ძალიან მაგარიააა. ამბავმა ძალიან დამაინტერესა. ნეტავ რა მოხდება როცა დიანა გაიგებს, რომ ლაშა ის ბიჭიააააა. ინტერესით ვკვდები. happy happy happy

sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 8:27 PM | შეტყობინება # 68
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (elle____)
sofka, martali xar chemtanac egrea :X iseti dabogmilebi arian chemtan 12 bavshvs gamoayola sashemodgomo :S albat imitom rom saertod musika skolashi arc ise mnishvnelovani sagania.. amitom egeti gamoxtomebit tavs gvaxseneben aba utxari : chems shvils matematikashi 10 aqvs da shen 8-s rogor ayolebo.. (xdeba xolme) vafshe egre ro utxra mshobelma 4 gamoayola da ise gadaekida ro bavshvi unda gadavides

ხოო ეგ ძალიან სამწუხაროა sad sad sad

bella-vampire, მადლობთ რომ მოგეწონააა kiss kiss kiss kiss მიხარია რომ კიდევ ერთი მკთხველი შეიძინა ჩემმა ფანფიკმა happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 2:18 PM | შეტყობინება # 69
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
შემდეგი თავი მინდააააააააააააააააააა. შემდეგი! შემდეგი! შემდეგი! biggrin biggrin biggrin biggrin kiss kiss kiss kiss love


Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 7:54 PM | შეტყობინება # 70
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
sofka, vaime marTla davbrmavdi yoveldge tvalierebit! axali tavi minda! biggrin dry



sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:16 PM | შეტყობინება # 71
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Rosalie, AnasteishA, ეხლავე გენაცვალეთ, ეხლავეეე biggrin :D მაგისთვის შემოვედი ზუსტაად happy

დამატებულია (2010-11-10, 8:16 PM)
---------------------------------------------
თავი 7.

უკვე აღარ ვიცი რა ვქნა? მთელი დღე და უკვე მთელი საღამოა დიანას ვურეკავ, მას კი ტელეფონი ისევ გათიშული აქვს. ნეტავ რამე ხომ არ მოხდა? თუმცა რატომ მიკვირს? ალაბათ ჩემზეა ნაწყენი ლექციების მერე რომ არ შევხვდი და მობილურიც ამიტომ გათიშა. არაუშავს, ხვალ ყველაფერს ავუხსნი და ვიცი, აუცილებლად გამიგებს, ის ხომ სხვებს არ ჰგავს! ახლა ალბათ უკვე სძინავს...
- ლაშაა! გესმის ჩემი? – ჩემს წინ ვიკა იდგა მოკლე, სექსუალურ, წითელ კაბაში გამოწყობილი და ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა.
- რა? რამე მითხარი? - დაბნეულმა ვკითხე და შევეცადე ფიქრებიდან საბოლოოდ გამოვრკვეულიყავი.
- ღვინო დაგისხა მეთქი?
- ხოო! – დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- იცი, შარდენის ბარში მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრა კარგი აზრი იყო, მაგრამ მე უფრო რომანტიულ ვითარებაში გავატარებდი შენთან ამ საღამოს - მითხრა და ღვინით სავსე ბოკალი მომაწოდა.
- ამაზე რომანტიული რაღა გინდა?
- ხოო, თუმცა მართალი ხარ, რომანტიულ საღამოს, რომანტიული ღამე ჯობია!
- ვიკა! მამაშენი ხომ არ გავიწყდება?
- სულელო! ვერ შეამჩნიე, რომ სახლში მხოლოდ მე და შენ ვართ? მამაჩემი ამაღამ ვერ შეგვაწუხებს, ბათუმშია საქმიან შეხვედრაზე ბიზნესმენებთან. ჩევნ კი მთელი ღამე წითელი ღვინო, მშვიდი მუსიკა და ერთმანეთით ტკბობა გველოდება! - მაცდურად გამიღიმა და დივანზე, ჩემს ახლოს ჩამოჯდა. მისი სიახლოვისგან ანერვიულებულმა ღვინით სავსე ბოკალი ერთი გადაკვრით გამოვცალე, შუშის პატარა მაგიდაზე დავდგი და ფეხზე წამოვდექი.
- მგონი აჯობებს თუ წავალ!
- რატომ? არ მოგენატრე?
- ეგ არაფერშუაშია!
- აბა რა ხდება? რამდენიმე თვის წინ უჩემოდ ვერ ძლებდი, მეხვეწებოდი მალე დაბრუნდიო და ახლა გამირბიხარ?
- გეჩვენება!
- მაშინ დამიმტკიცე და დარჩი, ღვინოს კიდევ დაგისხავ - თქვა და ცარიელი ჭიქისკენ წაიღო ხელი.
- არა! უკვე საკმარისზე მეტი დავლიე.
- ლაშა, რა გჭირს? დალევაზე როდის აქეთ დააწესე ზღვარი?
- უბრალოდ დალევა აღარ მინდა!
- კარგი, ნუ დალევ! ისე დარჩი - გამიღიმა და მომიახლოვდა. მერე ხელები კისერზე ნაზად შემომხვია და ჩემი კოცნა დააპირა
- არ გინდა! - ცივად ვუთხარი, მისი ხელები მოვიცილე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე.
- რატომ? ასე რატომ მექცევი? სხვას ხვდები?
- სისულელეა! - გამბედაობა არ მეყო სიმართლის სათქმელად და უტიფრად გამეცინა.
- აბა, აღარ გიყვარვარ?
- ვიკა, არ გინდა... მე...
- გამოვიცანი? – თავი დამნაშავესავით ჩავღუნე. არ ვიცოდი როგორ დამეწყო თავის მართლება, ან საიდან დამეწყო მოყოლა. ღამდენჯერმე პირის გაღება დავაპირე, რომ დამეწყო, მაგრამ რაღაც ძალა მაჩერებდა და გამბედაობას ვერაფრით ვიკრეფდი.
- ესეიგი მართალი ვარ! - მითხრა და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, მისმა ცრემლებმა საგონებელში ჩამაგდო. მისთვის სიმართლე მაინც უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი, ჩავთვალე, რომ ახლა ამის შესაფერისი მომენტი არ იყო. ვიკას დაწყნარებას ვცდილობდი, ინსტიქტურად მივუახლოვდი, გულში ჩავიკარი და მთავარი შეცდომაც აქ დავუშვი! მისი ნაზი ხელებიდან თავის დაღწევა ვეღარ შევძელი... გამალებით მკოცნიდა, მეხვეწებოდა მარტოობისთვის ნუ გამწირავო, მის დამშვიდებას ვცდილობდი და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე... მერე ჩემში იმ ვნებამ ისევ გაიღვიძა, რომელიც მეგონა, რომ დიანას სიყვარულმა დამავიწყა. ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ მიწა და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი. ვებრძოდი საკუთარ სურვილებს, მაგრამ ძალა გამოლეული საბოლოოდ ვნებამ დამიმორჩილა და თავიც დავკარგე...
ტელეფონის ხმამ გამაღვიძა... უკვე გათენებულიყო. თავი ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს ზედ გირები დამკიდეს. საათს შევხედე, უკვე ათის ნახევარი იყო და რეპეტიციაზე ვაგვიანებდი. ბალიშიდან თავის წამოწევა ძლივს შევძელი, თვალები მოვისრისე და ლოგინზე წამოვჯექი. ტელეფონი ისევ გაუჩერებლად რეკავდა, ეკრანზე ლევანის სახელი ეწერა და სულაც არ გამკვირვებია.
- ხო ლევან! – ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
- როგორ ხარ? გაგაღვიძე?
- კი! და კარგიც ქენი, თორემ დამეძინებოდა. უკვე ჩავიცვი და გამოვდივარ, ბოდიში რომ ვაგვიანებ, თქვენ უჩემოდ დაიწყეთ და მეც მალე შემოგიერთდებით.
- ლაშა, კარგად გამოფხიზლდი! დღეს რეპეტიცია 11 საათზე გვაქვს, უბრალოდ იმიტომ დაგირეკე ასე ადრე, რომ შენთან სალაპარაკო მაქვს. ცალკე მინდა გელაპარაკო, მოწმეების გარეშე, ასე რომ სასწავლებელთან, კაფეში დაგელოდები.
- კარგი, ნახევარ საათში ვიქნები! - ყურმილი გავთიშე და საწოლზე გულაღმა დავწექი, წუხანდელი ღამის კადრებმა ნაწყვეტ-ნაწვეტ გამირბინა თვალწინ, სახე გამწარებულმა მოვისრისე და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვდექი. აბაზანაში პირის დაბანის დროს სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი შემზიზღდა! თვალები უძილობისგან ჩამშავებოდა და სახეზე ავადმყოფური ფერი მედო. სამზარეულოდან ლაპარაკის ხმა მომესმა და მივხვდი, უკვე ყევლას გაეღვიძა და ალბათ საუზმობდნენ. სახლიდან ჩუმად გაპარვა დავაპირე, არ მინდოდა ოჯახის წევრებს ასეთი გამომეტყველებით ვენახე, მაგრამ დერეფანში გამოსვლისას ჩემს დას შევეჩეხე. საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე და ვანიშნე გაჩუმებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც წამოიყვირა
- ოჰ! ჩემი ძვირფასი ძამიკოც ამდგარა.
- დილა მშვიდობისა დაიკო! - თვალები დავუბრიალე და დედას დაძახილზე იძულებული გავხდი სამზარეულოში შევსულიყავი. მაგიდასთან მამა გაზეთს კითხულობდა და თან ყავას სვავდა, დედა კი გაზქურასთან ფუსფუსებდა. შესვლისთანავე მამამ ამომხედა და ჩემი სახის დანახვისას თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, სათვალე უხერხულად გაისწორა და გაზეთის კითხვა განაგრძო.
- დილა მშივდობისა ვაჟბატონო! დღეს თუ ადგებოდი ლოგინიდან ნამდვილად არ მეგონა. - საყვედურის თვალით შემათვალიერა დედამაც.
- დეე! ახლა ნუ დაიწყებ, კარგი?
- აბა როდის გამაგებინე? სახლში გამთენიისას ბრუნდები და იმის უფლებაც არ მაქვს გისაყვედურო? გამაგებინე სად იყავი მთელი ღამე, ან ვისთან?
- მაგას რა კითხვა უნდა დედა? ჩამოუვიდა ქალბატონი უკრაინიდან და დაიწყება ახლა ხელახლა უძილო ღამეები...
- ლიზა! - გამწარებულმა ვუყვირე ჩემს დას.
- ხმას ნუ უწევ! ამ სახხლში ოჯახის უფროსი არ მომკვდარა, კეთილი ინებე და პატივი ეცი დედაშენს და შენს დას! - გაბრაზებულმა მამაჩემმა მუშტი დაარტყა მაგიდაზე.
- ვიკასთან იყავი? რატომ არ მითხარი თუ დაბრუნდა? - ღიმილნარევი ხმით მკითხა დედამ.
- ხო დედა! მეც გუშინ გავიგე რომ ჩამოვიდა. წვეულებაზე ვიყავი მასთან სახლში, მეგობრებმა მისი დაბრუნება ავღნიშნეთ.
- კარგი, გასაგებია! უბრალოდ შეგეძლო დაგერეკა და გაგეფრთხილებინე, რომ არ მენერვიულა - დაწყნარდა დედა.
- ჩემი აზრით კი სანერვიულო ნამდვილად გვაქვს თამარ! - მკაცრი ტონით უთხრა მამამ დედას და წარბშეკრულმა გადმომხედა. - რაღაც არ მომწონს ეგ თქვენი ვიკა... ძალიან თამამად იქცევა, პატრონი არ ჰყავს?
- ნოდარ! მაგას როგორ ამბობ?! იცი რომ ვიკას მამა თბილისში ერთ-ერთი მდიდარი ბიზნესმენია?
- ეგ რა შუაშია?! შენი აზრით ნორმალურია როცა 19 წლის გოგო მთელი ღამე კლუბებში და ბარებში დასეირნობს? რაღაც მაგ გოგოს პატიოსნებაში ეჭვი მეპარება... შვილო, შენ შეიძლება ერთობი, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავი!
- კარგი რაა ნოდარ! ასე ნუ ლაპარაკობ ვიკაზე, ძალიან კარგი კანდიდატურაა სარძლოდ! აბა დაფიქრდი რამდენი ღირსება აქვს: ლამაზი, ჭკვიანი და ძალიან მდიდარი!
- ხო! განსაკუთრებით მის ბოლო ღირსებაზე გიჟდები, გეგონება ქონება და ფული გაკლია - ჩაილაპარაკა გაბრაძებულმა მამაჩემმა.
- ლიზა! შენ მაინც უთხარი მამაშენს რამე, განა ვიკა შენი მეგობარი არ არის?
- ჯერ ერთი, ვიკა ჩემი მეგობარი არ არის! და მერე მეორე, მეც მამას ვეთანხმები! ასე რომ არაფერს ვიტყვი - ნიშნის მოგებით გადმომხედა ლიზამ.
- მე კი ვფიქრობ, რომ...
- იცით რა? არ მაინტერესებს რას ფიქრობთ! უჩემოდ გააგრძელეთ, მე მაგვიანდება – სიტყვა გავაწყვეტინე დედას და სამზარეულოდან სასწრაფოდ გამოვედი.
- ლაშა! - უკან გამომყვა ლიზა. - ნუ გამიბრაძდები ძალიან გთხოვ...
- არ გიბრაზდები!
- ხომ იცი, რომ ვიკას ჩემზე კარგად არავინ იცნობს, ნამდვილი გველია!
- ვიცი, მაგრამ საკუთარ დაქალზე ასე ლაპარაკი მაინც არ შეიძლება!
- მერე ვინ გითხრა, რომ ისევ ჩემი დაქალია? მე მის ინტრიგებში მონაწილეობის მიღება აღარ მინდა! ასე რომ შენც ფრთხიად იყავი, უფლება არ მისცე მარიონეტად გაქციოს! – მითხრა და თავის ოთახში შევიდა.
მთელი გზა ლიზას ბოლო სიტყვები ჩამესმოდა ყურში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარა იყო, ისე აზროვდებდა, როგორც დიდი ადამიანი. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ჩემი და არ ცდებოდა, მაგრამ ამის დაჯერბა მაინც არ მინდოდა.
კაფეში რომ შევედი ლევანი უკვე იქ დამხვდა, მაგიდასთან მოკალათებულიყო და სიგარეტს აბოლებდა. ჩემს დანახვაზე სახე ეცვალა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაებრიცა.
- რა მოხდა? ბულდოზერმა გადაგიარა?
- ხოო, რაღაც მაგდაგვარი იყო... - ოჯახის წევრების საყვედურები გამახსენდა. მერე კი ოფიციანტს მაგარი ყავა შევუკვეთე, რომ ცოტა გონს მოვსულიყავი.
- ლაშა, იმიტომ დაგიბარე, რომ ვიკას გუშინდელ საქციელზე გელაპარაკო...
- რა ჯანდაბა ხდება დღეს?! ყველამ პირი შეკარით ჩემს გასაგიჟებლად? - ისედაც დაძაბული ნერვები ვეღარ მოვთოკე და ავფეთქდი.
- კარგი, დაწყნარდი რა დაგემართა? ხალხი გვიყურებს, სირცხვილია. უბრალოდ იმის გარკვევა მინდოდა თუ რას ფიქრობ ვიკას ჯგუფში აყვანის თაობაზე?
- ჯობდა ეს მანამდე გეკითხა ჩემთვის, სანამ უჩემოდ გადაწყვეტდი!
- მე არც არაფერი გადამიწყვიტავს უშენოდ და ეს ვიკასაც ვუთხარი, რა არ გითხრა?
- მაინც რა უნდა ეთქვა?
- ვუთხარი რომ ჯერ-ჯერობით იმაზე არ გვიფიქრია, რომ ჯგუფში კიდევ ერთი წევრი აგვეყვანა და ამის თაობაზე შენს გარეშე ვერაფერს გადავწყვიტავდით.
- რაა? მან კი პირიქით მითხრა ყველაფერი... მითხრა, რომ ყველამ სიხარულით მიიღეთ მისი წინადადება და გეგმებიც კი დაგიწყვიათ უჩემოდ.
- არა, რა სისულელეა! ნიკა ამ ამბავზე რამის გადაირია, რაში აწყობს ახალი სოლისტი ჯგუფში, ისიც ჰყოფნის შენ რომ ეცილები და ახლა ვიკა უნდა კიდე? - სიცილით თქვა ლევანმა.
- ხოო... ჩემი და მართალია! სულ გაგიჟდა ეს გოგო, ეტყობა უკრაინამ უარესად იმოქმედა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე...
- ეხლა რა უნდა ვქნათ? რას ეტყვი?
- რა თქმა უნდა იმას, რომ ჯგუფს ახალი სოლისტი არ სჭირდება და იქ მისი ადგილი არ არის!
- ვიცოდი ასე რომ ფიქრობდი, მაგრამ ნიკას ვერაფრით შევაგნებინე, რომ შენ აქ არაფერ შუაში ხარ!
- მაინც რა ჰგონია, რომ მე დავპირდი ვიკას რამეს?
- ხოო, იცი ვიკამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ამ ყველაფერს ჯერ კიდევ მის უკრაინაში წასვლამდე გეგმავდით.
- არა ნამდვილი ფანტაზიორია ეს გოგო, პირდაპირ გაოცებული ვარ!
- მე კი მივხვდი, რომ შენ ასეთ რამეს არ გააკეთებდი, მაგრამ ნიკას ამბავი ხომ იცი? Yვეას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს.
- ეგ მისგან უკვე აღარც მიკვირს! ყველა თავისნაირი ჰგონია. გუშინ ისეთი რამ მოიგონა, რომ გამაგიჟა! მე თვითონაც მიკვირს თავში ასეთი საზიზღარი აზრები როგორ მოსდის?
- მაინც რა მოხდა ასეთი?
- ლევან, იცი? ეს აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე... მე და დიანა ერთმანეთს ვხვდებით!
- ეგ ამბავი დიდიხანია ვიცი, თუმცა მაინც ვერ ვხვდები მე რატომ მიმალავდი? სპეციალურად არ გეკითხებოდი არაფერს, მინდოდა ეს თვითონ გეთქვა, მაგრამ რატომღაც თქმა ძალიან შეგაგვიანდა. - ღიმილით მითხრა და თვალებში მომაშტერდა.
- მაპატიე! ნამდვილად არ მინდოდა გწყენოდა, უბრალოდ ყველაფერი ისე სწრაფად და მოულოდნელად განვითარდა, რომ გონზე ჯერაც ვერ მოვსულვარ...
- მართლა? მე კი თავიდანვე შეგამჩნიე, რომ იმ გოგოს მიმართ სიბრალულის გარდა უფრო ღრმა გრძნობა გქონდა.
- მე სულელმა კი მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ყურებამდე შეყვარებული ვარ მასზე... და ამის მიუხედავად წუხელ მაინც ჩავიდინე სისულელე...
- რა სისულელე?
- ვიკასთან ვიყავი... მასთან ღამე გავატარე...
- ლაშა! დარწმუნებული ხარ, რომ დიანა მართლა გიყვარს?
- ამას რატომ მეკითხები?
- იმიტომ, რომ ადამიანს რომელიც მართლა უყვართ არ ღალატობენ!
- უკვე აღარ ვიცი... არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე?
- მაშინ გირჩევ, რომ მალე გაერკვე... თორემ ტყუილების მორევში ისე ჩაიძირები, რომ აზრზე მოსვლას ვერც მოასწრებ! უარესი კი ის იქნება, თუ ამის გამო საყვარელ ადამიანს დაკარგავ...
ლევანის სიტყვებზე დიდხანს ვფიქრობდი... რეპეტიციის დროსაც კი ვერ ვიკრეფდი ყურადღებას, რომ ამაზე არ მეფიქრა! ყველაზე მეტად კი შედეგის მეშინოდა, რა დამემართებოდა თუ დიანას დავკარგავდი? ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა... ალბათ მოვკვდებოდი!
რეპეტიციის დამთავრების შემდეგ, როგორც ყოველთვის ეზოში ჩავედი, რომ დიანას დავხვედროდი. ბევრი ყოყმანის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მას უფლება ჰქონდა ვიკას შესახებ სიმართლე გაეგო! მაგრამ სანამ ამას ვეტყვი ვიკასთან მომიწევს ურთიერთობის გარკვევა, უნდა შევაგნებინო, რომ მასტან ყველაფერი დამთავრდა!
მანქანაში ვიჯექი და რადიოს ვაწვალებდი, როცა ვიღაც მოულოდნელად გვერდით მომიჯდა.
- ვიკა?! - შევიცხადე მის დანახვაზე.
- ხო, რა იყო? არ მელოდი?
- ნამდვილად არა! - ცივად ვუპასუხე და რადიოზე თამაში გავაგრძელე.
- რა იყო ლაშა? მეგონა ჩემთან ღამის გატარების შემდეგ მაინც შეიცვლებოდი და უფრო ალერსიანი გახდებოდი...
- აი მაგას კი ნუღარ გამახსენებ!
- ნუთუ იმ ბრმას აღარ ვჯობივარ? - ირონიულად ჩაილაპარაკა.
- რაა?! გაიმეორე რა თქვი? - თავი ავწიე და მის დამცინავ მზერას დავაკვირდი... მერე გუშინდელმა საღამომ ისევ თვალწინ გამირბინა... გავიხსენე ვიკას ყველა მოქმედება, მისი თითოეული ნათქვამი სიტყვაც კი და მივხვდი, ყველაფერი რა გონივრულად და ფრთხილად ჰქონდა გათვლილი. საკუთარ თავზე უარესად მომეშალა ნერვები, რომ მისი ყალბი ცრემლები მხოლოდ ახლა დავინახე და ავფეთქდი - შენ იცოდი! ყველაფერი იცოდი და... და... - განერვიულებულმა ვეღარ მოვახერხე დამთავრება.
- და რა?! არ უნდა გამეგო? რატომ უნდა ვიგებდე შენს ყველა პრობლემას ნიკასგან? Aამიხსენი! - ამაზე სულ დავიბენი, ვერ მივხვდი საით მიჰყავდა საუბარი და რა პრობლემებს გულისხმობდა.
- რას გულისხმობ?
- ლაშა, ვიცი იმ ბრმა გოგოსთან რაც შეგემთხვათ... ისიც ვიცი რომ შენს გამო დაბრმავდა! ნიკამ შენი გეგმის შესახებაც მიამბო.
- რა?! არა, ნიკა სულ გაგიჟდა?! არანაირი გეგმა არ არსებობს!
- აბა რა ხდება ამიხსენი? რატომ ხვდები იმ გოგოს?!
- იმიტომ რომ მიყვარს!!! გაიგე? მიყვარს!!! და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა! - როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და სათქმელი ბოლომდე ვუთხარი. მანქანიდან სასწრაფოდ გადავედი, მისი დანახვა აღარ მინდოდა, მაგრამ ისიც უკან მომყვა.
- თუ გგონია ასე ადვილად მიმაგდებ ძალიან შემცდარხარ!
- გაიგე, რომ არ მიყვარხარ და შენთან დარჩენასაც ვერ მაიძულებ!
- ვერ მიმატოვებ, გესმის! იმ უნარშეზღუდულის გამო ვერ მიმატოვებ! - მისმა სიტყვებმა საბოლოოდ დამაკარგვინა თავი და გამწარებული ყელში ვწვდი.
- დიანაზე ასე ნუ ლაპარაკობ! მეორედ ეგრე აღარ მოიხსენიო, თორემ ენას ამოგაძრობ! Gგასაგებია?! - მუქარით ვუთხარი მერე კი მივხვდი, რომ ნამეტანი მომივიდა და ხელი გავუშვი, რომ ბოღმისგან არ დამეხრჩო. შენობისკენ შევბუნდი, მინდოდა შიგნით შევსულიყავი, მაგრამ ანუკის და დიანას გადავაწყდი. შიშმა ამიტანა და არ ვიცოდი რა მექნა, ვიკას ნერვიულად გადავხედე და ადგილზე გავშეშდი.
- გამარჯობა ლაშა! - მომესალამა ანუკი, დიანამ კი მხოლოდ გაიღიმა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
- გამარჯობა გოგოებო! ლაშა, მგონი დროა წარმადგინო... – თამამად განაცხადა ვიკამ და კმაყოფილი ღიმილით გადმომხედა, მერე კი დიანას ისე მიაშტერდა, თითქოს რომ შესძლებოდა თავისი სიძულვილით სავსე მზერით ადგილზე მოკლავდა. მთლიანად პანიკამ შემიპყრო და აღარ ვიცოდი გამოსავალი როგორ მეპოვა... ვიკასგან კი უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებდა და ჩემს შესანარჩუნებლადაც ყველაფერზე წავიდოდა...


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:45 PM | შეტყობინება # 72
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
აუ ეს რა თავი იყო. დავიგრუზე sad sad sad sad sofka, გეხვეწები ფეხმძიმობები და რაღაცეები არ გაითამაშოს მაგ ვიკამ თორე მეთვითონ მივახრჩობ biggrin biggrin


★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:46 PM | შეტყობინება # 73
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavia dzaan magrad wer
Quote (sofka)
ვებრძოდი საკუთარ სურვილებს, მაგრამ ძალა გამოლეული საბოლოოდ ვნებამ დამიმორჩილა და თავიც დავკარგე...
mogalate dianas rogor ugalata
au ra magar momentshi daamtavre tavi magrad mainteresebs rogor waradgens vikasa



sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 9:15 PM | შეტყობინება # 74
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
გეხვეწები ფეხმძიმობები და რაღაცეები არ გაითამაშოს მაგ ვიკამ თორე მეთვითონ მივახრჩობ

biggrin biggrin biggrin ეგ ისეთ რაღაცეებს იზავს ფეხმძიმობა მაგასთან არაფერია dry

Quote (bella-bella)
mogalate dianas rogor ugalata
au ra magar momentshi daamtavre tavi magrad mainteresebs rogor waradgens vikasa

აბა აბა, ეგ მოღალატე ეგა! biggrin მომდევნო თავს შეიძლება ცოტა დააგვიანდეს, მაგრამ ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ, თან ისეთ მომენყზე გავწყვიტე... ინტრიგა! biggrin
Quote (bella-bella)
dzaan magari tavia dzaan magrad wer

უღრმესი მადლობააა! kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Immortalთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 9:37 PM | შეტყობინება # 75
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
sofka, vaimee ramdeni xania ar damipostia aq :S mapatie gtxoov, sul vkitxulobdi, ubralod ver viclidi komentaris dasatoveblad :*
oxoo es ra tavi iyo ha?? me lasha mainc momowns.. yvelas gveshleba. xom unda gavugot ara adamians?? mitumetes ise ostaturad gaqvs misi grdznobebi da piqrebi daxatuli rom sheudzlebelia raimes gamo usayveduro. mokled bolomde shegvadzvrine ra am personajshi da mteli misi istoriiis mowmeebs ki ara monawileebs gvxdi biggrin yochaag :* :*
vaime es vika ise mishlis nerveebs ... :@ sawyali diana da sawyali lasha.
eh. neta ras izams es boroti arseba?? ashkarad nervebs damawyvets.. warmodgenac ar minda ra gvelis win biggrin
sofo isa da prtxilad iyavi, shemdegi tavebis mere saxlshi dacva daayene lol es ise xumrobit, torem ras ambob ase upro sainteresoa siujeti da rogorc shen chatvli sworad ise dawerre :* :*
miyvarxaar da moutmenlad velodebi shemdeg tavs :*


ძებნა: