სიყვარულით დაბრმავებული
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-14, 9:18 PM | შეტყობინება # 1 |
( Smile For Me )
377
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "რომანტიკის დედოფალი-ავტორი". სახელწოდება: სიყვარულით დაბრმავებული ავტორი: sofka ბეტა: არ მყავს დისკლეიმერი: გმირებზე უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G (General) ჟანრი: (Angst) (Romance) (Drama) სამარი: ეს ისტორია ერთ საოცრად ნიჭიერ გოგონაზეა, რომელსაც სახელად - დიანა ჰქვია. ის ბავშვობიდან ოცნებობს პიანისტობაზე, რაც ნაწილობრივ აუხდა კიდეც. სწავლობს მუსიკალურ სასწავლებელში და აქვს დიდი წარმატებები, თუმცა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც ხელს უშლის მისი ოცნების განხორციელებას და მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის... სტატუსი: წერის პროცესშია თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4 თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16 თავი 18 თავი 17 თავი 1. ცრუმორწმუნე არ გახლავარათ და არც შავი კატის მეშინია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ დილა უსიამოვნებებით დაიწყო მორჩა, უმჯობესია საერთოდ არ გავადგა ფეხი სახლიდან, თორემ საღამომდე ერთი-ორჯერ ტირილს თავისუფლად ვასწრებ. ის დილაც თითქოს უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყო, თუმცა ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა. მოკლედ ყველაფერი ასე დაიწყო: დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე და პიანინოს მივუჯექი, რომ ნაწარმოებები გამემეორებინა. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთხელაც კონსერვატორიის დიდ სცენაზე დავუკრავდი ორკესტრთან ერთად და ცნობილი პიანისტიც გავხდებოდი. აი ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა! მართალია კონსერვატორიაში არ მქონდა კონცერტი და მუსიკალურ სასწავლებელში, პატარა სცენაზე უნდა დამეკრა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ კონსერვატორიიდან სპეციალური ჟიური ჰყავდათ მოწვეული. ერთ თვეში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი იგეგმებოდა და სწორედ ამ კონცერტისთვის, სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლიდან მოსწავლეებს არჩევდნენ. მეც შანსი მომეცა და ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ვიღაცამ ზარი დარეკა და ოცნებებიდან მიწაზე დავეშვი. _ დედა! სად იყავი? _ გაოცებულმა შევიცხადე, როცა კარი გავაღე და დაღლილი დედაჩემის სახე დავინახე. _ გასაღები დამრჩა, ხომ არ გაგაღვიძე? _ რას ამბობ? ამ დრომდე რა დამაძინებდა, დღეს ისეთი დღე მაქვს! _ ცელოფნის პარკი გამოვართვი და ინტერესით შევათვალიერე. _ გახსენი! იმედია მოგეწონება და მთელი დილა ტყუილად არ ვირბინე ამის გულისთვის _ ამოიოხრა და სავარძელში უღონოდ მიესვენა. _ რა არის? _ ეშმაკურად გამეღიმა და ცელოფანში ჩავიჭყიტე. რაღაც იასამნისფერ ნაჭერს მოვკარი თვალი და მივხვდი _ დედა! კაბა მიყიდე? სად იშოვე? _ აღტაცებულმა ავიტაცე ღია იასამნისფერი ატლასის კაბა ხელში და სარკესთან გავიქეცი. _ დაწყნარდი! უბრალოდ თანამშრომლისგან ვითხოვე, მისი შვილისაა, გუშინ შემომთავაზა და მეც უარი არ ვუთხარი. მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა შენთვის _ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი. _ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? Mმთავარია კაბა მაქვს და სიურპრიზიც გამოვიდა! _ მაშინ მიდი! ჩაქარა მოიზომე, მგონი ზომაში არ შევმცდარვარ. _ სასწრაფოდ გადავიცვი ნანატრი კაბა და დედას წინ დავბზრიალდი. _ აბაა? როგორია? _ დიანააა! რა ლამაზი ხააარ! _ მართლა დეე? _ დავიმორცხვე და სარკესთან მივედი, რომ დავრწმუნებულიყავი _ მართლა ფიქრობ, რომ მიხდება? _ არაჩვეულებრივია! გეგონება პირდაპირ შენს ტანზეა შეკერილი _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა დედა. _ ხოო? მე კი მგონია, რომ ძალიან ზუსტად მაქვს და ცოტა მიჭერს კიდეც. _ უბრალოდ ნერვიულობ და რაღაცეები გეჩვენება _ თავი გააქნია და ღიმილით შემათვალიერა _ თან იასამნისფერი ძალიან გიხდება, მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზად გიკვეთავს. _ ესეიგი კაბა მიხდება, ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ ყველაზე კარგად დავუკრა. _ დაუკრავ კიდეც! ისე დაუკრავ, რომ იქნებ ხვეწნაც კი დაგიწყონ, კონსერვატორიაში გააგრძელე სწავლაო, ააა? _ ეშმაკურად გამიცინა და ცხვირზე თითი ჩამომკრა. _ ყველაფერი კარგად იქნება, მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ კარგი? _ მივხვდი რაც იგულისხმა და მორჩილად დავუკარი თავი. _ ესეიგი, მხრებში გაიმართე! _ მე მისი სიტყვების შესრულებას შევუდექი _ გამოდიხარ, თავს უკრავ მაყურებელს, მერე სკამს ასწორებ როიალთან, ღრმად ჩაისუნთქე... და დაიწყე _ ბოლო სიტყვების მერე ხელები ავწიე, ინსტრუმენტისკენ გადავიხარე, რომ დაკვრა დამეწყო და ამ დროს... ზურგზე კაბის გახევის ხმამ ადგილზე გაგვყინა, მეც და დედაც. ერთი წუთის მანძილზე მე და დედა ჩუმად ვიჯექით და ერთმანეთს იმედგაცრუებულები შევყურებდით. _ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ _ მამშვიდებდა დედა _ მოდი გავკერავ, ისე, რომ არც შეემჩნევა. ან სულაც რამე მოსაცმელს მოვძებნი... მოიცმევ და ვერავინ შეგამჩნევს, რას იტყვი? _ არა დეე, არ გინდა. სხვა რამეს მოვძებნი და იმით წავალ. _ რას ამბობ! ძველი კაბა უნდა ჩაიცვა? _ დედა, დამშვიდდი, არაფერია. ისედაც უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს და მირჩევნია ძველი ჩავიცვა. თანაც უბრალო კონცერტი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს რას ჩავიცმევ. აი! როცა ცნობილი პიანისტი გავხდები და კონსერვატორიაში მექნება ხოლმე კონცერტები, ასეთი კაბა ათასობით მექნება. _ ხოო, ოცნება კარგია, მაგრამ ასე ვეღარ ვიჯდებით... რაღაც უნდა მოვძებნოთ _ დედა ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი რაღაც გაახსენდა და სახე იმედიანად გაუნათდა _ გამახსენდა! ვიცი რაც უნდა ჩაიცვა! _ რა? _ რა და, ჩემი იღბლლიანი კაბა, რომლითაც კონსერვატორიის კონცერტზე გამოვედი. _ პატარა ბავშვივით აცქმუტდა. _ რას ამბობ დეე, ის ნაცრისფერი კაბა? _ მართალია ცოტა ძველმოდურია, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერების და წარმატების მომტანი იქნება შენთვისაც. _ ხოო, მაგრამ გრძელი მექნება, შენ ხომ ჩემზე მაღალი ხარ... _ პირდაპირ უარს ვერ ვეუბნებოდი, მისი წყენინება არ მინდოდა და ამიტომ ბოლო იმედსღა ჩავებღაუჭე. _ მერე ეგ რა პრობლემაა, შევკეცავ და ისე დავლამბავ, რომ არ ჩამოგეშალოს. აი ნახე! ყველაზე ლამაზი და წარმატებული იქნები დღეს! _ ისეთი ბედნიერი და მეოცნება გამოხედვა ჰქონდა, რომ უარის თქმით ვერ ვატკენდი გულს, ის ხომ ჩემთვის ამდენს წვალობდა. ჰოდა, გადავწყვიტე წინააღმდეგობა აღარ გამეწია. სკამზე შემაყენა, თითონ კი ნემსით და ძაფით კაბის შეკეცვას შეუდგა. ერთ ადგილას დიდხანს დოგმა აღარ შემეძლო და ცქმუტვა დავიწყე. ტელევიზორში რომელიღაც ჯგუფის კლიპი გადიოდა და მუსიკის რიტმს ავყევი. _ დიანა! ნუ ცქმუტავ, თორემ ნემსი შეგერჭობა _ მალე მორჩები? _ კი, უკვე ვამთავრებ. _ მე კი სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. როგორც კი კაბის კერვას მორჩა, სკამიდან ჩამოვხტი და სარკესთან მივირბინე. შეხედვაც კი არ მინდოდა, თავი ყველაზე მახინჯი არსება მეგონა ამ კაბაში. შიშით შევათვალიერე ჩემი ორეული სარკეში და ცოტა დავწყნარდი, არც ისეთი ულამაზო იყო ეს კაბა, როგორც მეჩვენებოდა. უბრალოდ, ცოტა ძველმოდური იყო, თორემ ისე რას ვერჩოდი. მოკლედ, ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა. როგორი დასანანიც არ უნდა ყოფილიყო დედა დღეს ვერ მომყვებოდა კონცერტზე სამსახურის გამო და ამის გულისთვის ათასჯერ მაინც მომიხადა ბოდიში. სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მთელი დღე იქ უწევდა ყოფნა, თან ისეთი აუტანელი დირექტორი ჰყავდა, არც გაანთავისუფლებდა. ამის გამო ძალიან ღელავდა, ჩემზე მეტადაც კი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი ჩემგან განსხვავებით გამოუსწორებელი ცრუმორწმუნეა. მართალია მე მის რიტუალებზე ყოველთვის მეცინებოდა, მაგრამ ამჯერადაც გული არ დავწყვიტე და მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა.Gგასვლისწინ მარჯვენა მხრის მიმართულებით სამჯერ დამატრიალა, მერე შუბლზე მაკოცა და წარმატება მისურვა. აი ასე გამომისტუმრა სახლიდან. სასწავლებელი ჩემი სახლიდან რამდენიმე კვარტლის იქით იყო. დრო ნახევარი საათი მქონდა, ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე. ქუჩაში ნაწვიმარი იყო, ჰაერში კი ჭადრის და აკაციის ყვავილების სუნი ტრიალებდა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და ვიგრძენი, როგორ დამახვია თავბრუ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელმა. თავი რაღაც უცნაურად, ბედნიერად ვიგრძენი. ქუჩას მივუყვებოდი და ხეების სიმწვანით ვტკბებოდი. ყველაფერი ირგვლივ ისეთი ლამაზი მეჩვენებოდა, მიკვირდა კიდეც აქამდე ამას რატომ ვერ ვამჩნევდი. გზაზე გადავდიოდი, როცა უეცრად კატის კნავილის ხმა შემომესმა, დაბლა დავიხედე და რას ვხედავ: პატარა, მობუზული და შეშინებული კნუტი შუაგზაზე მოკუნტულა და საცოდავად კნავის. გულმა ვერ მომითმინა და მასთან ჩავიცუცქე. _ რა გაკნავლებს პატარავ? რატომ ზიხარ შუაგზაზე, ხომ შეიძლება მანქანამ გადაგიაროს? გზიდან გადადი! _ სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი, რომ ჩემს უკან მკვეთრი მუხრუჭის ხმა გავიგონე. ადგილზე გავქვავდი, მხოლოდ ხელების სახეზე აფარება მოვასწარი. მეგონა უკვე გადამიარა მანქანამ და მოვკვდი. _ გოგონა ცოცხალი ხარ? როგორ ხარ? _ მანქანის კარი გაიღო და იქიდან დაფეთებული ბიჭი გადმოხტა. თვალებში შევხედე და მეტყველების უნარი დავკარგე... ის ისეთი ლამაზი იყო, მარტო ანგელოზს თუ შევადარებდი _ მაღალი, შავგვრემანი, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით. მეგონა მართლა მოვკვდი და ჩემს წასაყვანად იყო მოსული. _ გოგონა, შენ გეკითხები! _ კარგად ვარ _ ძლივს წავილუღლუღე. _ არა! ასე როგორ შეიძლება? თუ სიკვდილი გინდა სადმე სხვაგან მოიკალი თავი, მე რას მივარდები ბორბლებში? _ მე უბრალოდ კატა დავინახე გაზაზე დაა... _ იცი რა? არ მაინტერესებს რა დაინახე, გზიდან ჩამომეცალე! _ უხეშედ მომახალა და მანქანაში ჩაჯდა. ფისო ავიყვანე და გზის მეორე მხარეს გადავედი. _ ეჰ ფისო! რა დასანანია... რა ლამაზია, მაგრამ უხეში. მანქანაც ისე გიჟივით დაჰყავს, წინ არც კი იყურება. _ ფისო ტროტუარზე დავსვი და გზა გავაგრძელე. ქუჩის ბოლოს ჩემი სასწავლებელიც გამოჩნდა. ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათშორის ჩემი თანაკურსელებიც იყვნენ და მათთან მივედი. _ დიანაა! რა ლამაზი ხაარ! _ ჩემი მეგობრის ხმა მომესმა გვერდიდან. _ ანუკი! _ თბილად გავუღიმე და გადავეხვიე _ ხომ არ აჭარბებ? ამ ძველ კაბაში ნამდვილი საფრთხობელა ვარ! _ შეწუხებულმა დავიხედე კაბაზე. _ არა, რას ამბობ, ძალიან გიხდება _ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ნუგეშის სიტყვები იყო მისი მხრიდან და აღარაფერი ვუთხარი. ფოიეში უაზროდ ვყურყუტებდი და ვნერვიულობდი, ანუკიც გაუთავებლად ლაპარაკობდა და არც კი ვუსმენდი, უბრალოდ ავტომატურად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი. ნახევარი საათი ისევ უნდა გვეცადა, ამიტომ გადავწყვიტე დედასთვის დამერეკა და გამეგო გეგმები ხომ არ შეეცვალა. ეზოში გავედი და ნაცნობი მანქანა დავინახე. ეს ის ვერცხლისფერი მერსედესი იყო ცოტახნის წინ რამის, რომ გადამიარა. მისი პატრონიც იქვე სამ ბიჭთან ერთად მანქანას მიყრდნობოდა და ლუდს წრუპავდნენ. თავი ნერვიულად გადავაქნიე და ზურგი ვაქციე. ჩანთიდან მობილური ამოვიღე და დედას გადავურეკე. _ რა მოხდა დიანა?! _ შეშფოთებული დედას ხმა შემომესმა ყურმილიდან _ არა, არაფერი. მაინტერესებდა გეგმები ხო არ შეგეცვალა? დირექტორმა არ გაგანთავისუფლა? _ არა ძვირფასო, ხომ იცი რანაირია. არაფრით არ გამოდის, მაგრამ კიდევ ვეცდები დავითანხმო. _ დამაიმედა დედამ. _ კარგი! რომ იცოდე მე ყველაზე ბოლოს ვუკრავ და გაითვალისწინე, იქნებ მომისწრო. _ კარგი, ვეცდები, გკოცნი _ გათიშვა ძლივს მოვასწარი, რომ უკნიდან ვიღაც მაგრად დამეჯახა და მობილური ხელიდან გამაგდებინა. _ ოხ! არ მინდოდა გენაცვალე _ ირონიულად მომაძახა შავგვრემანმა ანგელოზმა და თავის ამფსონებთან ერთად სიცილ-ხარხარით გააგრძელა გზა. სასწავლებლის შენობაში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ. როგორც ჩანს ისიც აქ სწავლობს ან ვინმესთან არის მოსული კონცერტზე. მობილური ძირიდან ავიღე და მეც შენობაში შევედი. საკონცერტო დარბაზი თითქმის სავსე დამხვდა, ადგილი მხოლოდ ბოლო რიგში იყო დარჩენილი და ვიღაცის გვერდით ჩამოვჯექი. კონცერტი დაიწყო, მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და უკრავდნენ. რამდენიმე მათგანი ისე მომეწონა, რომ ვიფიქრე მათ კონკურენტობას ვერც კი გავუწევდი. ვიგრძენი როგორ მემატებოდა ღელვა, რომელიც უკვე ისტერიულ ნერვიულობად მექცა. სკამზე ვეღარ ვისვენებდი, დამშვიდებას ვცდილობდი, მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ისღა მოვიფიქრე, რომ ნოტები ამომეღო და ნაწარმოებისთვის გადამეხედა. ჩანთაში ქექვის დროს უნებურად ხელებზე დავიხედე, რომელიც შიშისგან სულმთლად გალურჯებული მქონდა. პანიკამ შემიპყრო და ფეხზე წამოვხტი, მინდოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი დარბაზიდან. _ ფრედერიკ შოპენი _ ფანტაზია-ექსპრომტი, ასრულებს მეორე კურსის სტუდენტი _ დიანა მიქაძე! _ ჩემი სახელის გაგონებაზე ადგილზე გავშეშდი. ჩემი გამოსვლის ჯერიც მოახლოვდა, უკან ვეღარ დავიხევდი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. სცენისკენ წავედი და შუა რიგებთან ჩავლის დროს რამდენიმე ადამიანის სიცილის ხმა შემომესმა. მივიხედე და ისევ ის ოთხი ჩერჩეტი ბიჭი დავინახე ეზოში, რომ დამცინოდა. ვიცოდი, რომ ამჯერადაც მე ვიყავი მათი სიცილის მიზეზი და საშინლად გავბრაზდი. ვითომ რა ეგონა ამ ოთხ, თვითკმაყოფილ იდიოტს, რომ ჩემზე რამით მაინც იყვნენ უკეთესები? ნერვიულობა სიბრაზემ შეცვალა, ისეთი შემართებით ავედი სცენის პატარა კიბეებზე თითქოს დუელში გამომიწვიეს და საკუთარი ღირსების დასაცავად მივემართებოდი მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. როიალთან სკამი გავასწორე და როგორც კი დავჯექი ცოტა დავმშვიდდი. ბოლოს და ბოლოს მათზე გამწარებულს საცოდავ როიალზე რატომ უნდა მეყარა ჯავრი? პირველივე ოქტავა შემართებით ავიღე, შემდეგ კი... ჩემი თითები ისე სწრაფად და ნაზად გაფრინდნენ კლავიშებზე, როგორც მინდორში ჭრელი პეპლები. ისე ადვილად დარბოდნენ და დასრიალებდნენ კლავიატურაზე, თითქოს პატარა ლიფსიტები სრიალებდნენ მდინარეში. მელოდიას ხან ზღვასავით ვაღელვებდი, ხანაც ვამშვიდებდი და პატარა ბავშვივით ვვეფერებოდი კლავიატურას. მთლიანად გამიტაცა მუსიკამ და ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევდი,ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს დარბაზში მხოლოდ მე და როიალი დავრჩით. მინდოდა ეს იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ უკვე ბოლო, დამამთავრებელი აკორდიც ავიღე. მერე ხელები ნაზად ჩამოვუშვი მუხლებზე და სკამზე გავქვავდი. პირველმა ტაშმა შემაკრთო და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ დამშვიდების მაგივრად უფრო ავნერვიულდი. ადგომა და კიბეებზე ჩამოსვლა ძლივს მოვახერხე. სცენაზე წამყვანი გოგონა გამოჩნდა და ღიმილით გამოაცხადა _ კონცერტი დამთავრებულია! მადლობთ მობრძანებისთვის. მონაწილეების საყურადღებოდ: ჟიურის გადაწყვეტილებას მოსაცდელში დაელოდეთ! _ ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო ასე ჟღერდა: “ ჟიურის განაჩენს მოსაცდელში დაელოდეთ!” რადგან მე სწორედ, რომ განაჩენივით ველოდებოდი მათ გადაწყვეტილებას. დარბაზიდან გასვლის დროს კართან ანუკი შევამჩნიე, აღელვებული ათვალიერებდა ხალხს, ალბათ მე მეძებდა. დამინახა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. _ დიანაა! არაჩვეულებრივად დაუკარი, გილოცავ! _ მგონი ცოტა ნაადრევად მილოცავ _ უიმედოდ გამომივიდა, მაგრამ მართლა ასე ვთვლიდი. არასოდეს მიყვარდა ნაადრევი სიხარული. ეს ანუკიმაც იგრძნო და მოიწყინა. _ შედეგს მეც შენთან ერთად დავუცდი. ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. Kონცერტის დაწყებამდე გელოდებოდი გარეთ, მერე კი მეტიჩარა თიკამ შემათრია დარბაზში. ხომ იცი იმ გოგოს ატანა არ მაქვს, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა სასწავლო ნაწილი თვალებს გვიბრიალებდა _კონცერტი იწყება და მალე დაჯექითო. ხო და ვეღარ დაგიცადე, ბოდიში _ დამნაშავესავით მოიბუზა და თავი დახარა. _ ანუ, დამშვიდდი! არ გსაყვედურობ. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. _ გავუღიმე და დავამშვიდე მეგობარი. მართლა არ მწყენია, ალბათ იმიტომ, რომ თავს მოსაწყენ ადამიანად ვთვლი, ანუკი კი ისეთი მხიარული და აქტიურია. მიკვირს ჩემთან საერთო რა ნახა? Aლაპარაკი ანუკის მობილურის ხმამ გაგვაწყვეტინა. _ დედაჩემი მირეკავს _ თვალები გადაატრიალა ანუმ. მერე კი ნერვიული ხმით უპასუხა. _ ხოო, რა იყო დედა? _ გვერძე გავიდა და ლაპარაკი გააგრძელა. ანუკის და დედამის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდათ. ანუკის მშობლები ეთმანეთს რამდენიმე წელია რაც გაეყარნენ. მათი შემთხვევა სუფთა კლასიკური ისტორია იყო: დედას არ უნდოდა, რომ შვილს მამასთან ჰქონოდა ურთიერთობა, რადგან მამამის სხვა ქალი ჰყავდა. ამის მიუხედავად ანუკი მაინც ახერხებდა მამასთან შეხვედრას, რასაც დედამისი წყობიდან გამოჰყავდა და სახლში ამის გამო კონცერტებს უმართავდა საწყალ გოგოს. ცოტახანში ანუკი უკან შეწუხებული სახით დაბრუნდა და მივხვდი, რომ ისევ რაღაც მოხდა. _ დიანა, მაპატიე. დედაჩემს ისევ პრობლემები აქვს მამაჩემთან და სახლში მომიწევს წასვლა. _ რას ამბობ, რას მებოდიშები? მე ისეთი არაფერი მჭირს, რომ აქ გაყურყუტო. თანაც სახლსში ჩემზე მეტად სჭირდები მშობლებს. _ ნუგეშის ნიშნად მხარზე მოვეფერე. _ კარგი, მშინ მე გავიქცევი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე, ხომ იცი როგორ მაინტერესებს შედეგები? _ კარგი, გპირდები, რომ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ ხვალ, დედაჩემის გამომცხვარ ნამცხვარზე და ყავაზე. _ მისი გამხიარულება ვცადე და დამშვიდობების ნიშნად ერთმანეთ გადავეხვიეთ. მოსაცდელში ყოფნა უკვე აუტანლად მეჩვენებოდა,ყველა მონაწილეს ვიღაც ახლდა, ზოგს დედა, ზოგს ამხანაგი ან ნათესავი. ირგვლივ მარტო სანუგეშო სიტყვები მესმოდა, ყველა ერთმანეთს ანუგეშებდა და ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიდექი ეულად. “ დედა სად ხარ?” გავიფიქრე გუნებაში და თავი პირველად ვიგრძენი ასე მარტოდ. მისი აქ ყოფნა და ნუგეში ახლა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მოლოდინის მტანჯველმა ნახევარმა საათმაც გაიარა და დარბაზიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა, რომელმაც რაღაც ფურცელი გამოიტანა და სტენდზე გამოაკრა. მოსწავლეების მთელი არმია მიაწყდა სტენდს და მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. საშინლად ავნერვიულდი, მეშინოდა, რომ იმ ფურცელზე ჩემს სახელს ვერ ვნახავდი და იმედი საბოლოოდ გამიცრუვდებოდა. როგორღაც მოვერიე საკუთარ თავს და სტენდთან მივედი. გახარებულ მოსწავლეებს ისეთი კივილი აეტეხად, რომ თავი ამტკივდა და გადავწყვიტე სიისთვის აღარ შემეხედა. უცბათ ჩემი ერთ-ეთრთი ჯგუფელი გახარებული მომვარდა და გადამეხვია_ დიანა! სიაში ხარ! გილოცავ დიანა! _ გაოცებული სტენდისკენ შევტრიალდი, რომ დავრწმუნებულიყავი. სიაში პირველლი მე ვეწერე! მოულოდნელი სიხარულისგან ენა ჩამივარდა, როცა მილოცავდნენ ემოციებსაც კი ვერ გამოვხატავდი.Mმოსაცდელი ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა, მე კი გაოცებული, ისევ სტენდზე გამოკრულ სიას მივშტერებოდი. _ დიანა მიქაძე! _ მომესმა დარბაზის მხრიდან. კართან სასწავლო ნაწილი იდგა და თბილად მიღიმოდა. _ შეიძლება ერთი წუთით? რაღაც მაქვს სათქმელი. _ მისი ტონით მივხვდი, რომ რაღაც დადებითი უნდა ეთქვა, ცოტა დავმშვიდდი და მივუახლოვდი. _ დიახ, რა თქმა უნდა. _ მინდა გითხრა, რომ დღეს მოლოდინს გადააჭარბე, შეუდარებლი იყავი. დარწმუნებული ვარKკონსერვატორიის მაყურებელსაც ისევე მოხიბლავ, როგორც დღეს ჟიურის წევრები მოხიბლე. მთხოვეს შენთვის გადმომეცა, რომ აღფრთოვანებულნი არიან შენით და წარმატებებს გისურვებენ. _ ასეთ შექებას ნამდვილად აღარ ველოდი და მეტისმეტი ბედნიერებისგან თავბრუც კი დამეხვა. დაბნეულმა მადლობის მოხდა ძლივს მოვახერხე და წამოვედი. ვგრძნობდი ბედნიერებისგან როგორ მივფრინავდი ცისკენ, ასე მეგონა მიწაზეც აღარ ვადგავდი ფეხს. შენობიდან გამოვედი, უკვე შებინდებულიყო და ეზოშიც არავინ დამხვდა. ტელეფონის ხმაზე შევკრთი, ეკრანს დავხედე და დედას ნომერი ეწერა. _ დედა! _ დიანა! რა ქენი? როგორ ხარ? სად ხარ? _ მომესმა დედას ნერვიული ხმა და გამეცინა. _ დედა, დაწყნარდი! ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენი იღბლიანი კაბის ჩაცმა ალბათ კიდევ მომიწევს, ოღონდ კონსერვატორიის დიდ სცენაზე! _ რაა?! ნუთუ... ვიცოდი! ვიცოდი! ასეც უნდა ყოფილიყო, შენ საუკეთესო ხარ! ხომ გეუბნებოდი ძვირფასო. _ ხოო დედა, ახლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ მართალი ხარ. დანარჩენს სახლში მოგიყვები კარგი? _ სად ხარ? უკვე მოდიხარ? _ ხოო, ახლა სასწავლებლის ეზოში მარტო ვდგავარ და წამოსვლას ვაპირებ. _ მარტო დიდხანს ნუ გაჩერდები, უკვე ბნელა და საშიშია. სამსახურიდან მოვდივარ და სახლში დაგელოდები! _ მითხრა და ტელეფონი გავთიშე. წასვლა დავაპირე როცა ეზოში, სიბნელეში ოთხ ლანდს მოვკარი თვალი. თვალი მოვარიდე და ეზოს გასასვლელისკენ გზა გავაგრძელე. ოთხი ბიჭი სიბნელიდან გამოვიდა და სიცილით ჩემსკენ წამოვიდნენ. საფრთხე ვიგრძენი და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა გასასვლელთან მიმესწრო და გავქცეულიყავი, მაგრამ მიმასწრეს და გზა გადამიღობეს. მიახლოვებისთანავე ვიცანი ოთხეული და ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული და თავში გაქცევის გეგმებს ვაწყობდი. თუმცა ვიცოდი, მათგან გაქცევა შეუძლებელი იყო და პანიკურმა შიშმა ამიტანა. _ ბიჭებო! შეხედეთ ვინ მოსულა? _ დაიწყო შავგვრემანმა _ ეს ის გოგოა ცოტახნისწინ გზაზე რამის, რომ დამამტვრია. აი ის, მე რომ გიყვებოდით. _ როგორ არა, ვიცანით _ აჰყვა ქერა ბიჭიც _ მერე ზუსტად ამ ეზოში ხელიც გკრა და რამის წაგაქცია. _ ხოო და კიდევ დარბაზში მუსიკის მოსმენაც არ გვაცალა ისე იცინოდა. _ თქვა მესამემ. ჩემს გარშემო წრე შეკრეს და თავს სვავებივით დამტრიალებდნენ. _ გოგონა! იქნებ გვითხრა, უკან რატომ დაგვდევ, სხვა საქმე არ გაქვს? _ მომიბრუნდა ისევ შავგვრემანი. _ ვერ გავიგე რა გინდათ, თქვენ საქციელს მე რატომ მაბრალებთ? _ ამით იმის თქმა გინდა, რომ იქით დაგდევ? არა, გაიგეთ ბიჭებო რა თქვა? _ წადით, სადმე სხვა გასართობი იპოვეთ, თქვენნაირი უსაქმურების ატანა არ მაქვს! _ ჩავილაპარაკე და წრის გარღვევა ვცადე. გზა ქერამ გადამიკეტა. _ რა გვიწოდე? და საერთოდ როგორ გველაპარაკები? _ გამატარე! _ აბა, სცადე _ მითხრა და ჩანთა წამართვა. წართმევა ვცადე, მაგრამ ჩემს ჩანთას ერთმანეთში, აქეთ-იქით დაუწყეს სროლა. _ მომეცით! რა გინდათ ჩემგან? დამიბრუნეთ ჩანთა! _ მაშინ დაგიბრუნებთ, როცა ბოდიშს მოგვიხდი! _ ბოდიში მოგიხადოთ?... თქვეენ? _ მივხვდი, რომ ხვეწნას აზრი არ ქონდა, მათაც სწორედ ეს უნდოდათ _ ჩემი დამცირება და გადავწყვიტე თავი არ დამემცირებინა. _ ჯანდაბაშიც წასულხართ! _ გამწარებულმა მივაძახე და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადე წრის გარღვევა. _ ე-ე, სად მიდიხარ? ჯერ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია _ ახლა შავგვრემანი გადამიდგა წინ. _ დამიბრუნეთ ჩანთა და გამატარეთ! _ ვერ გაიგე? სანამ ბოდიშს არ მოიხდი ვერსადაც ვერ წახვალ! _ მანაც ქერათმიანივით გამიმეორა და ხელით უკან მიბიძგა. მივხვდი, რომ ასე უბრალოდ არსად გამიშვებდნენ და საბრძოლველად მოვემზადე. მივტრიალდი და რაც ძალა მქონდა ქერათმიანს ჩანთა გამოვგლიჯე და თავში მთელი ძალით ჩავარტყი. მერე დავინახე, რომ ჩემსკენ მეორე წამოვიდა მის დასახმარებლად და თავის დასაცავად იმასაც მოვუქნიე ჩანთა, მაგრამ აიცდინა და შემეშვა. მივხვდი, რომ ახლა მომენტით უნდა მესარგებლა და გავქცეულიყავი, მაგრამ შავგვრემანი აშკარად ჩემს გაშვებას ისევ არ აპირებდა. ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად იდგა და დაძაბული მიყურებდა. გადავწყვიტე მასზეც მომეწყო თავდასხმა, რომ მერე გაქცევა შემძლებოდა. _ გირჩევნია გამატარო! _ ჯერ დამუქრება ვცადე. _ და, რომ არ გაგატარო? _ ირონიულად გამიღიმა, რამაც უფრო მეტად გამომიყვანა წყობიდან და გამწარებული, მთელი ძალით მისკენ გავქანდი. მინდოდა მისთვის ხელი მეკრა და ჩანთა ჩამერტყა, მაგრამ ის მოულოდნელად გვერძე გახტა, მე კი თავი ვერ შევიკავე, ფეხი რაღაცას წამოვკარი და პირდაპირ ბარდიულზე დავეცი. თავი საშინლად მეტკინა, მგონი რაღაცას დავარტყი, ვიგრძენი, რომ ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მერე გონებაც დავკარგე... <> <> <> დავინახე როგორ დაეცა გოგონა მიწაზე და აღარ განძრეულა. მეგონა რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და როგორც კი მივუახლოვდებოდი თავს დამესხმებოდა. _ ღმერთო! ეს რა იყო აა? სახე ნამდვილი ანგელოზისა აქვს და თურმე რა ველური ყოფილა. თავში ისეთმა ჩამცხო, ალბათ ტვინი შემერყა _ ბუზღუნებდა ჩემს უკან ნიკა. _ შენ მაგის გარეშეც გქონდა ტვინი შერყეული იდიოტო! _ აუყვირდა ლევანი. _ ბიჭებო, გეყოთ ჩხუბი და აქ მოდით! _ ცოტა ამანერვიულა გოგოს უცნაურმა საქციელმა. _ არ ინძრევა... რა ვქნათ? _ შეშინებულმა გადავხედე ლევანს. ის ერთადერთი იყო ვინც ასეთ მომენტში ხუმრობას არ დაიწყებდა და რამე ჭკვიანურს მეტყოდა. _ უნდა შევამოწმოთ _ ლევან, გაგიჟდი? რომ წამოხტეს და ისევ თავს დაგვესხას? _ უკან დაიხია დათომ. _ იქნებ ჩაეძინა? _ მივხვდი, რომ ანერვიულებულმა რაღაც სისულელე ვთქვი და ჩემს თავზე გამეღიმა. _ მერე შენც აკოცე და გაიღვიძებს _ დამცინა ნიკამ. ლევანი კი ამდროს გოგოს გვერდით ჩაცუცქულიყო და რაღაცას ყურს უგდებდა. მერე კი გაფითრებულმა შემომხედა და თქვა _ ჯანდაბა! ... არ სუნთქავს... _ არა, რას ამბობ? _ შეშინებული ნიკა ახლოს მივიდა _ იქნებ ჩვენი შეშინება უნდა და თავს იკატუნებს? _ არა, არა, მართლა არ სუნთქავს, შევამოწმე. _ ლევანის ნაქვამს ყურადღება არ მიაქცია ნიკამ და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა, ამიტომ გოგოს სახესთან ხელის გული მიიტანა და ცოტახანს ასე იჯდა. მერე შეშინებული ფეხზე წამოხტა და შემომხედა _ მართლა არ სუნთქავს... წავედით! აქაურობას უნდა მოვშორდეთ! _ არა! ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებ და გადარჩება _ ვუთხარი და გოგოს მივუახლოვდი. ისეთი ლამაზი იყო... აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? სახე მიტკალივით თეთრი ჰქონდა და მძინარე მზეთუნახავს ჰგავდა, რომელიც საყვარელი ადამიანის ამბორს ელოდებოდა. _ ლაშა! რას აკეთებ?! ვერ გაიგე? ჩქარა, წავედით! _ მიყვირა ლევანმა, მხარში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა. _ ლევან! მაცალე გთხოვ, მისი გადარჩენა შეიძლება _ სასოწარკვეთილმა ვიყვირე და ვცადე ხელებიდან დავსხლტდომოდი, თუმცა ისე მაგრად მიჭერდა, ვერაფერი მოვახერხე _ არ გინდა, მაინც ვეღარ უშველი. სისულელეს თავი დაანებე და გავიქცეთ, ვინმემ არ მოგვისწროს _ მასთან და დათოსთან ჭიდაობას თავი დავანებე და ბედს დავმორჩილდი. ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავიქეცით იქიდან. ბარში ვიჯექი და ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი. მინდოდა ისე დავმთვრალიყავი, რომ საკუთარი სახელიც კი არ გამხსენებოდა. ალბათ ამის დავიწყებას უფრო ადვილად შევძლებდი, ვიდრე იმას, რომ დღეს მკვლელი გავხდი! არა და ეს ყველაფერი ვითომ ბავშვური ხუმრობა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი ცოტათი შეშინება გვინდოდა და აი, რით დამთავრდა ყველაფერი! მკვლელებიც გავხდით, უფრო სწორად მკვლელი მე გავხდი, იმიტომ რომ გაქცევის საშუალება არ მივეცი და ჩემს გამო წაიქცა. ის ლამაზი არსება მე მოვკალი! მე მოვუღე ბოლო მის ლამაზ სიცოცხლეს. როცა პირველად დავინახე მისი მშვენიერი მწვანე თვალები, რას ვიფიქრებდი, რომ მათი სამუდამოდ დახუჭვის მიზეზი მე გავხდებოდი. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე? რა მინდოდა მისგან? ეს რატომ გავაკეთე? არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან მისი შეშინებული თვალები, რომლებიც მეხვეწებოდნენ და შეწყალებას მთხოვდნენ, მე კი სასტიკად მოვექეცი და სიკვდილისთვისაც გავიმეტე. არ უნდა მიმეტოვებინა, უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
| |
|
|
sofka | თარიღი: კვირა, 2010-10-31, 8:24 PM | შეტყობინება # 46 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
Tako | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-01, 0:21 AM | შეტყობინება # 47 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| hmmm... ra gnda exla, nervebi unda davawvitoo? ertgvari intriga saxelad - vika ise ufro saintereso gaxdaa, ufro "chasatrevi" , ufro dadzabuli da mokled am tavshi dzaaaaaalian bevri ram chaetia. yochag yochag yochaag!!! :*:*:*:*:* vaime rogor momwons ici lashaaa?? ra sayvareli bichiaa ukve vecilebi ramodenime gogos sawyali dianaa, warmomidgenia reaqcia vikas danaxvisas, an saertod misi arsebobis gagebisas :(( mokeed aba shne ici, arachveulebrivad wer , icode yvela didi siamovnebit vkitxulobt shens nawarmoebs da didi interesit velit shemdeg tavs!!! es tavic, rogorc yoveltvis literaturulad dzalian lamazad da kargad iyo dawerli. xoda exla male gvinda shemdegi tavi (wasntme) :*:*:*:*:*:*:*:*:*:*
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-01, 9:56 AM | შეტყობინება # 48 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
sofka | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-01, 3:46 PM | შეტყობინება # 49 |
( Smile For Me )
377
Offline
| Tako, Quote (Tako) hmmm... ra gnda exla, nervebi unda davawvitoo? ვაი შემდეგი ორი თავის წაკითხვის მერე ალბათ უარესად მოგეშლებათ ნერვები და არ მცემოოოთ Quote (Tako) mokeed aba shne ici, arachveulebrivad wer , icode yvela didi siamovnebit vkitxulobt shens nawarmoebs da didi interesit velit shemdeg tavs!!! es tavic, rogorc yoveltvis literaturulad dzalian lamazad da kargad iyo dawerli. xoda exla male gvinda shemdegi tavi (wasntme) მადლოოობთ! უსაყვარლესი გოგო ხაარ შემდეგ თავზეც დიდხანს არ გალოდინებთ დამატებულია (2010-11-01, 3:46 PM) ---------------------------------------------
Quote (AnasteishA) mec dzalian momwons, magram tu dianas sibrmaveshive ar etyvis vincaa da rom misi bralia dianas sibrmave, gulic damwydeba da azric shemecvleba mag bichze sofka ar gegonos ro gkarnaxob ra rogor gaaketo, es ubralod chemi survilia, ras rogor dawer eg ukve sheni gadasawyvetia ეგ ამბავი ცოტა სხვანაირად მაქვს ჩაფიქრებული და იმედია ჩემი გადაწყვეტილება მოგეწონებათ
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
| |
|
|
Rosalie | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-02, 7:24 PM | შეტყობინება # 50 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|
sofka | თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 4:02 PM | შეტყობინება # 52 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
|
sofka | თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 4:20 PM | შეტყობინება # 54 |
( Smile For Me )
377
Offline
| თავი 6. სოლფეჯიოს ლექციაზე ვიჯექი და ყურადღებას ვერაფრით ვიკრეფდი, ისევ ოცნებებში დავფრინავდი ლაშასთან ერთად. ჩემს წარმოსახვაში ვხატავდი მის სახეს, მის ღიმილს, მის თვალებს და უცებ, რატომღაც იმ შავგვრემანი ანგელოზის სახე წარმომიდგა თვალწინ. შიშისგან თავი გავაქნიე და თვალები მოვისრისე. - დიანა, კარგად ხარ? - ჩურჩულით მომმართა ჩემს გვერდით მჯდომმა ანუკიმ. შევეცადე უდარდელად გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - ბავშვებო ფანქრები მოიმარჯვეთ! ახლა კარნახს დავწერთ. - აუდიტორიას მიმართა მასწავლებელმა, მერე კი მეც მომმართა - შენც გეხება დიანა! ოღონდ წერის ნაცვლად გუნებაში იმღერე რასაც დავუკრავ, ნაწერებს რომ ჩავიბარებ ინსტრუმენტთან გამოგიყვან და ზეპირად გამღერებ. ვიცი უფრო რთულია რასაც გთხოვ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ნიშანი ხომ უნდა დაგიწერო? - ნუ ღელავთ, სირთულეების არ მეშინია! თანაც ასე უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის - თამამად ვუპასუხე მასწავლებელს და გავუღიმე. შევეცადე ჩემი სმენა მაქსიმალურად დამეძაბა და მასწავლებლის დაკრული პატარა მელოდია, რომელიც სხვებს სანოტო რვეულებში უნდა ჩაეწერათ, მე გუნებაში მემღერა და ნოტები გამომეცნო. მელოდიას ყოველ ორ წუთში ერთხელ იმეორებდა და სულ ათჯერ დაუკრა. მერე კი ფანქრების დაწყობა და ნაწერების ჩაბარება მოსთხოვა მოსწავლეებს. როგორც დამპირდა მეც გამიძახა ინსტრუმენტთან და 8 ტაქტიანი მელოდია ზეპირად მამღერა. შევეცადე ზუსტად დამესახელებინა მელოდიაში შემავალი ბგერები და მგონი გამომივიდა კიდეც. - ყოჩაღ დიანა! არც ერთი შეცდომა არ დაგიშვია - კმაყოფილმა მითხრა მასწავლებელმა. ცოტახანში ზარიც დაირეკა, ბავშვები ხმაურიანად წამოიშალნენ მერხებიდან, მე კი ადგილზე გაუნძრევლად ვიჯექი და ვფიქრობდი... - რას შვები, არ მივდივართ? – მითხრა ანუკიმ. - ანუ, როგორ ფიქრობ... ლაშა ლამაზია? - ჩემს მოულოდნელ კითხვაზე გაეცინა. - იცი მეგონა ამ კითხვას მისი გაცნობის პირველივე დღეს დამისვამდი, მაგრამ რომ აღარა და აღარ მკითხე ჩავთვალე ჩემი აზრი არ გაინტერესებდა. - მაპატიე თუ გაწყენინე, უბრალოდ მასთან ურთიერთობაში ისე უცბათ ჩავიძირე, რომ ამაზე ახლა მეც პირველად დავფიქრდი. შენი აზრი კი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხომ იცი? - გავუღიმე და მისი ხელი მოვძებნე. - კი, ლამაზია... - მართლა? - აღფრთოვანებულმა წამოვიძახე. - ხოო, აბა შენი აზრით ლამაზი რომ არ ყოფილიყო შენს თავს პირდაპირ ლანგრით რატომ მივართმევდი? - ეშმაკურად მითხრა და გაიცინა. - ანუკიიი! ნუთუ ეს სპეციალურად გააკეთე? - გამახსენდა მისი უცნაური საქციელი ერთი კვირის წინ. - რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ხარ? - არა რა საკვირველია, მაგრამ... ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყავი ლაშასთან, მას თუ უნდოდა ინიციატივას თვითონ გამოიჩენდა. - დიანა! მიწაზე დაეშვი, დედაჩემივით ნუ ლაპარაკობ! ის დრო აღარ არის, როცა გოგოებს პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო და ბიჭს უნდა გამოეჩინა პირველს ინტერესი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, გოგოებს ტაციაობა აქვთ ისეთ ლამაზ ბიჭებზე, როგორიც ლაშაა. - ნუთუ ასეთი ლამაზია? - ცოტა არ იყოს შემაშინა ანუკის სიტყვებმა. - ულამაზესია... - მის გვერდით ალბათ საცოდავად გამოვიყურები ხო? - გული ჩამწყდა, როცა ეს წარმოვიდგინე. - ვაიმე! დიანა ნუ ხარ ასეთი სულელი, თორემ უკვე მაცოფებ! – გაბრაზებულმა წამოიყვირა და ფეხზე წამოხტა. აუდიტორიიდან გასვლას ვაპირებდით, როცა შიგნით სასწავლონაწილი - ლიანა შემოვიდა და მამცნო ჩემი ფორტეპიანოს პედაგოგის გადაწყვეტილება. - დიანა, ძალიან ვწუხვარ, ბევრი ვეცადე გადამერწმუნებინა ზეინაბი, მაგრამ ვერ შევძელი... განცხადება დაწერა იმის თაობაზე, რომ სხვა პედაგოგთან გადაგიყვანონ. - მაგრამ ერთი კვირის წინ თვითონ ველაპარაკე და მითხრა დროებით შევწყვიტოთ მეცადინეობაო - სახტად დარჩენილმა ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება. - მგონი უნდა დაელაპარაკო და გაარკვიო ყველაფერი - ჩაერია ანუკი. - შენ მაგაზე არ ინერვიულო, დღესვე მოგიძებნი კარგ პედაგოგს! - დამამშვიდა ქალბატონმა ლიანამ. - მაგრამ ის საუკეთესო პედაგოგია მთელს სასწავლებელში, მასთან რომ მოვხვედრილიყავი იმდენი ვიწვალე. მეგონა მისი გული მოვიგე და თავის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედაც კი მთვლიდა... თურმე სულ ტყუილად - გულდამძიმებული გამოვედი აუდიტორიიდან. გზაში ანუკის ვთხოვე სამასწავლებლოში წავეყვანე, მინდოდა ქალბატონი ზეინაბ ჟურული პირადად მენახა და დამერწმუნებინა, რომ სწავლის გაგრძელებას შევძლებდი. თუმცა ნაკლებათ მჯეროდა იმის, რომ მის გადარწმუნებას შევძლებდი. ზეინაბი 50 წელს მიღწეული, გაუთხოვარი ქალბატონი ბრძანდებოდა და დიდი უხასიათო ვინმე იყო. გაკვეთილზე მეტისმეტად მკაცრი, ხანდახან უსამართლოც კი იყო, მაგრამ საუკეთესოდ ითვლებოდა ჩვენს სასწავლებელში და თითქმის ყველა მის მოსწავლეს კონსერვატორიისკენ გზა ხსნილი ჰქონდა. ამიტომაც იყო მასთან მოხვედრა ძნელი, თან მხოლოდ ნიჭიერები აჰყავდა. მეც იმედი მქონდა, რომ მასთან მეცადინეობით ბევრს მივაღწევდი და კონსერვატორიაში გავაგრძელებდი სწავლას... ანუკიმ სამასწავლებლოში შემიყვანა და პირდაპირ ჩემს პედაგოგთან მიმიყვანა. - გამარჯობა! ქალბატონო ზეინაბ შეიძლება დაგელაპარაკოთ? - გაგიმარჯოს! არ მეგონა ლექციებზე თუ დადიოდი - გაკვირვებული ხმით მიპასუხა. - დიახ, სწავლას ჩვეულებრივად ვაგრძელებ და სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი. - შევეცადე აუღელვებლად დამეწყო - მე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, ყველანაირად ვეცდები საუკეთესო თუ არა შემარცხვენელი მოსწავლე მაინც არ ვიყო თქვენთვის. - დიანა, ალბათ უკვე გაიგებდი, რომ განცხადება შევიტანე დირექტორთან შენი სხვა პედაგოგთან გადაყვანის შესახებ და ამაზე ჯობია შენს ახალ პედაგოგს დაელაპარაკო. – ცივად მიპასუხა. - ვიცი და სწორედ ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ შანსი მომცეთ. მე ხომ იმედს არასდროს გიცრუებდით, თქვენვე აღნიშნავდით ხოლმე, რომ ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი თქვენს დავალებებს. გპირდებით არც ახლა გაგიცრუებთ იმედს, ისევ იმ ტემპით გავაგრძელებ მეცადინეობას. - ძალიან კარგია ასეთი მონდომებული, რომ ხარ დიანა, მაგრამ ამას მე ვერ გავუძლებ! იმაზე ოთხჯერ მეტად მომიწევს შენს გაკვეთილზე დროის და ენერგიის დახარჯვა ვიდრე ეს სხვა მოსწავლესთან დამჭირდება. თან უნარშეზღუდულს ისე ვერ მოვთხოვ სწავლას, როგორც სხვა, ნორმალურ ადამიანს. იძულებული უნდა ვიყო ვითმინო და ნერვები ვიშალო, შენ კი კარგად იცი, რომ ნერვებს ზედმეტად არ ვიშლი. - ჩუმად ვიდექი და მის დამცინავ და დაუნდობელ ლექციას ვისმენდი იმაზე, რომ უნარშეზღუდული და უმაქნისი ადამიანი ვარ. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე! რა აზრი ქონდა ჩემს სიცოცხლეს თუ ყველასთვის ზედმეტი ტვირთის მეტი არაფერი ვარ? -აბა, შენ თვითონ დაფიქრდი მიღირს შენთან წვალება, როცა სხვა მსურველები რიგში მიდგანან? იმ დროში რაც შენ უნდა დაგითმო, სამ ბავშვს მაინც ვამეცადინებ, თანაც მეტი ანაზღაურებით და ნაკლები ნერვების ფასად. - ყველაფერი გასაგებია! თავის მართლება არ არის საჭირო, თქვენი მესმის! - ცრემლები ყელში ბურთივით გამეჩხირა. - მიხარია ყველაფერი, რომ გაირკვა. იმედი მაქვს ახალ პედაგოგს მალე იშოვი... - მეც მაგის იმედი მაქვს... ნახვამდის! - ცივად ვუპასუხე და გამოვბრუნდი. სასწავლებლის ეზოში, სკამზე სასოწარკვეთილი ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი. ტირილი მინდოდა, მაგრამ არც ეგ გამომდიოდა, ბოღმისგან და უსამართლობისგან ვიხრჩობოდი. ანუკიც ჩემს გვერდით იჯდა და მგონი ისიც იგივეს გრძნობდა, რადგან ხმას არ იღებდა. შეიძლება ჩემს ნაცვლად ტიროდა კიდეც, ოღონდ ჩუმად, მე რომ არ გამეგო. - ახლა რას აპირებ? - როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა. - არც არაფერს! - უემოციოდ ვუპასუხე და ამოვიოხრე. - ნუთუ იმ ალქაჯს დაუჯერებ და ფარ-ხმალს დაყრი? - არ ვიცი! იცი, თავი ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია... უნარშეზღუდული მიწოდა გაიგე? - ყურს ნუ უგდებ მის ნათქვამს! უნარშეზღუდული თვითონ არის შენისთანა მოსწავლეს სხვას რომ უთმობს. ამას მალე ინანებს, დამიჯერე! - ანუკი ძალიან ცდილობდა დავემშივიდებინე, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი. ადვილი არ იყო იმ სიტყვების თავიდან და განსაკუთრებით კი გულიდან ამოგდება, რაც მოვისმინე. რა უნდა მეთქვა დედასთვის როცა ამ ამბავს გაიგებდა? დავამშვიდო და ვუთხრა, რომ სხვა პედაგოგი ამიყვანდა? ეს ხომ სისულელეა! ვის რაში ვჭირდები? სიმართლე მითხრა ზეინაბმა, უნარშეზღუდული, არაფრის მაქნისი ტვირთი ვარ. ჩემს მიმართ მხოლოდ სიბრალულს განიცდის ყველა, დედაც, ანუკიც, ლაშაც... ლაშა! უეცრად გამახსენდა, რომ ლექციები დაგვიმთავრდა და საცაა ლაშაც გამოვიდოდა. - ანუკი! ძალიან გთხოვ სახლში წამიყვანე! - სახლში? მერე ლაშა? - სწორედ მაგიტომ გთხოვ, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. კითხვებს მომაყრის და არ მოისვენებს სანამ ყველაფერს არ გაიგებს. - მერე რა? გაიგოს შენი პრობლემა, ამაში ცუდი რა არის? - როგორ არ გესმის, არ მინდა ასეთი დამცირებული მნახოს და შევეცოდო. - კარგი! თუ მივდივართ მაშინ მალე, თორემ სადაცაა გამოვა და მერე გვიან იქნება. – მითხრა და სასწრაფოდ წამომაყენა. - გოგოებო, საით გაგიწევიათ? - მომესმა ბიჭის მხიარული ხმა და მისი მოახლოვებაც ვიგრძენი. თითქოს ნაცნობი ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო. - ჩვენ მოგვმართავ? - გაოცებულმა და თითქოს გახარებულმაც კითხა ანუკიმ. - რა თქმა უნდა, აბა აქ სხვა გოგოებს ხედავ კიდე? - სიცილით უპასუხა უცნობმა. - არა, უბრალოდ ჩევნ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთს და... - მერე გავიცნოთ! მეც სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან... მე ნიკა ვარ! - მე ანუკი, ეს კი დიანაა! - არხეინად წარუდგინა ჩემი თავიც. - სიმართლე რომ ვთქვა დიანას ვიცნობ, ოღონდ დაუსწრებლად - თქვა და გაეცინა. - მე ლაშას მეგობარი ვარ... ერთ ჯგუფში ვმღერით... - ხოო, მეც მსმენია შენზე ნიკა - ჩავერთე ლაპარაკში - ლაშა ხშირად გახსენებთ შენც, ლევანსაც და დათოსაც. - მართლა? მე კი მეგონა შენს გარდა აღარავინ ახსოვდა ამ ქვეყანაზე - სიცილით მითხრა. - ნუთუ ჩემზე ამდენს გელაპარაკებათ? - უჰ! ნუ მკითხავ, ყურები გამოგვიჭედა... და გადავწყვიტე გამეცანი! ხომ უნდა გავიგო ვინ არის ის გოგო, ვინც ძმაკაცი გადამირია - მგონი აჭარბებ - თავი უხერხულად ვიგრძენი. მგონი ამას ანუკიც მიხვდა და გადაწყვიტა საუბარში ჩარეულიყო. - ის შენი გადარეული ძმაკაცი სად არის? აქ უნდა შევხვედროდით. - სამწუხაროდ რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და დამაბარა სახლამდე გამეცილებინეთ... წინააღმდეგი ხომ არ ხართ? - იცი, არ არის საჭირო შეწუხება, აქვე ვცხოვრობ და ანუკი მიმიყვანს. - არა, სულაც არ შევწუხდები, პირიქით! თან ერთმანეთს უფრო ახლოს გავიცნობთ, მერე ანუკისაც ხომ სჭირდება გაცილება? - ეშმაკურად თქვა და გაეცინა. - რა, თქმა უნდა, სულაც არ ვართ წინააღმდეგი! - დამასწრო გახარებულმა ანუკიმ. მეც სხვა გზა არ დამრჩა და დავთანხმდი. კარგი ამინდი იყო და ჩვენც ფეხით წამოსვლა გადავწყვიტეთ. - ნიკა, იცი მე თქვენი ჯგუფის კონცერტზე ვიყავი! შენ გიტარაზე უკრავ ხო? - საუბარი გაუბა ანუკიმ. - ხოო, და ვმღერი კიდეც! - ვიცი და ძალიან მომწონს თქვენი სიმღერები! - აღფრთოვანებული იყო ანუკი... მთელი გზა არ გაჩერებულან, ერთმანეთში საუბარი არ მობეზრებიათ, მეც ხანდახან თუ რამეს მკითხავდნენ მოკლე პასუხს ვცემდი, რომ საუბარში არ ავყოლოდი. ახლა ვინმესთან, მით უფრო უცნობთან ლაპარაკი ნამდვილად არ მინდოდა. თან მემგონი ნიკა ანუკით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ჩემით. ერთი სული მქონდა სახლამდე როდის მივაღწევდი და განვმარტოვდებოდი ჩემს დარდთან და მტანჯველ ფიქრებთან, რომლებიც ბოლოს მიღებდა. სახლში მისულმა შვებით ამოვისუნთქე, რომ იქ დედა არ დამხვდა. მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე ამ მდგომარეობაში ვენახე. მისთვის სადარდებელის დამატება აღარ მინდოდა, ისედაც საკმარისად გავტანჯე! ვცდილობდი მის მოსვლამდე როგორმე დამევიწყებინა სადარდებელი და რამე სასიამოვნოზე მეფიქრე, მაგალითად ლაშაზე, მაგრამ ამანაც კი არ მიშველა. მალე დედაც დაბრუნდა სკოლიდან და ოთახში შემომაკითხა. - დიანა, რა კარგია სახლში რომ ხარ, დღეს სტუმარი გვეყოლება! - სტუმარი? - კარგახანია ეს სიტყვა აღარ გამიგია და უკვე გადაჩვეულიც კი ვიყავი იმიტომ, რომ ჩვენს სახლში სტუმრის მოსვლა იშვიათობა იყო. ხშირად მხოლოდ დეიდაჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობარი - ანუკი მოდიოდნენ ჩვენთან და მათ სტუმრებად ნამდვილად არ ვთვლიდით, ისინი ორივე ოჯახის წევრებივით არიან. - ხოო, ქეთიმ დამირეკა, ფული გადმოუგძავნია ჩვენთვის ამერიკიდან! - სიხარულს ვერ მალავდა - და თავის ბიჭს დაავალა ჩვენთვის თანხის გადმოცემა. - მართლა? და ახლა ქეთის შვილი უნდა მოვიდეს? - ხოო! შენ ხომ გახსოვს, პატარები რომ იყავით ერთად თამაშობდითხოლმე ... - და სულ ვჩხუბობდით! თოჯინებს მიფუჭებდა - უსიამოვნოდ გამახსენდა ქერა და ჭორფლიანი ბიჭუნა, რომელიც სულ მეჯღანებოდა და მაჯავრებდა. - ხოო და საწყალ ქეთის შენთვის ახალი თოჯინების ყიდვა უწევდა, რომ არ გეტირა - სიცილით გაიხსენა დედამ. ამ დროს კარზე ზარიც დაირეკა... - ალბათ ის არის! - თქვა და ოთახიდან გავიდა დედა, მეც ფეხძე წამოვდექი, მაგრამ ოთახიდან გასვლა რაღაც არ მინდოდა და მხოლოდ მივაყურადე. - რუსიკო დეიდა, გამარჯობა! - მომესმა ოდნავ დაბოხებული, ბიჭის სასიამოვნო ხმა. – მე სერგი ვარ! ხომ გახსოვართ? - სერგი! შივლო როგორ გაზრდილხაარ? შემოდი, შემოდი... წეღან სწორედ ქეთის ველაპარაკე და მითხრა რომ მოხვიდოდი - კარის დახურვის ხმაც გავიგე. დედამ სტუმარი სასტუმრო ოთახში შეიყვანა, მერე კი მეც დამიძახა. ოთახში შევედი თუ არა დედა მომიახლოვდა და სავარძელთან მიმიყვანა, სადაც სტუმარი იჯდა. - აი ჩემი დიანაც! ხომ გახსოვს? - რა თქმა უნდა, რა დამავიწყებდა? - სიცილით უპასუხა სერგიმ. - სანამ მოხვიდოდი სწორედ შენზე ვლაპარაკობდით და ვიხსენებდით ერთად, რომ თამაშობდით... ეჰ! რამდენი დრო გავიდა? - ბოლოს დიანა, რომ ვნახე დაახლოებით 8 წლის იყო, არა დიანა? - ხოო, ალბათ, ზუსტად არ მახსოვს. - უხალისოდ ვუპასუხე სერგის. - კიი, ზუსტად! დიანას დაბადების დღეზე, 8 წლის რომ გახდა დიდი დაბადების დღე გადავუხადეთ და შენ და ქეთიც იყავით. ორი თვის წინ კი დიანას უკვე 18 წელი შეუსრულდა! - სიამაყით თქვა და თავზე პატარა ბავშვივით გადამისვა ხელი. – შენ რამდენი წლის ხარ სერგი? - მე 23-ის. - ოო, უკვე დიდი კაცი ხარ! შენი სწავლის საქმე როგორ მიდის? ქეთისგან ვიცი, რომ სტომატოლოგიურზე სწავლობ. - დიახ და წელს ვამთავრებ. - რა კარგია! მერე ალბათ რომელიმე კლინიკაში დაიწყებ მუშაობას, ან სულაც შენს საკუთარ კაბინეტს გახსნი არა? - გააგრძელა დედამ დაკითხვა, მე კი ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და სულაც არ მაინტერესებდა მათი დიალოგი. ნახევარზე მეტი არც მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, მთლიანად ფიქრში და დარდში ვიყავი გახვეული. - აი დიანა კი, ორ წელიწადში მუსიკალურ სასწავლებელსაც დაამთავრებს და მერე კონსერვატორიაში გააგრძელებს სწავლას! - სიამაყით გამოაცხადა დედამ, მისი სიტყვები გულზე ისარივით დამესო და გველნაკბენივით წამოვხტი ფეხზე. - დიანა, რა დაგემართა შვილო? - შეაშინა ჩემმა უცნაურმა რეაქციამ და ხელი ჩამავლო. - არაფერი, რა უნდა მომსვლოდა... და საერთოდ, რა დროს კონსერვატორიაა? სერგის ყავა მაინც შესთავაზე! - უი, რა სულელი ვარ! ისე გავერთე სულ დავიბენი... ბოდიში, ბავშვებო თქვენ ილაპარაკეთ, მე კი ყავას მოვადუღებ - თქვა და ოთახიდან გავიდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, სავარძელში დაძაბული ვიჯექი და სადღაც ბნელ სივრცეში უაზროდ ვაცეცებდი თვალებს. თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ უაზროდ ვიჯექი და სერგიც ალბათ უხერხულად გრძნობდა თავს. - ესეიგი უკრავ? - დამასწრო და პირველმა თვითონ დაარღვია სიჩუმე. - ხო, ახლა უკვე ვცდილობ... - ჩემს ნათქვამზე გამეცინა. - არ გინდა მომასმენინო როგორ უკრავ? - არა, იცი... რაღაც არ ვარ დაკვრის გუნებაზე, სხვა დროს იყოს კარგი? - კარგი, ოღონდ სიტყვაზე გიჭერ! იცოდე სხვა დროს უარს აღარ მივიღებ! - ხუმრობით მითხრა და გაიცინა. - ოპერაციას როდის გიკეთებენ? - რამდენიმე კვირაში - ეს რომ გამახსენდა შიშმა ამიტანა და უარესად დავიძაბე. - ნერვიულობ? - არ დაგიმალავ და... საშინლად! უფრო მის შედეგზე ვნერვიულობ, ვიდრე თვითონ ოპერაციაზე. - დამშვიდდი, აი ნახავ, სულ ტყუილად ნერვიულობ. - მეც მაგის იმედი მაქვს! - ღიმილით ვუთხარი და გავჩუმდი. ჩვენს შორის ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... განა არ ვიცოდი რა თემაზე დავლაპარაკებოდი? უბრალოდ ამის სურვილი ახალ არ მქონდა და მგონი ჩემი უხასიათობა მანაც იგრძნო. საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, მხოლოდ ერთი რამ მკითხა - დიანა, შეიძლება რომ გნახო ხოლმე? თუ ხშირად არა, ხანდახან მაინც... - სერგი, შენც ხომ იცი, რომ ამისთვის ნებართვის აღება ნამდვილად არ გჭირდება... ჩვენი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის და დედასაც ძალიან გაუხარდება თუ ხშირად გვინახულებ - თავაზიანად ვუპასუხე და ამ დროს ოთახში დედაც შემოვიდა. სერგისთან საუბარი ისევ დედამ გააგრძელა, მე კი მათ მხოლოდ თავაზიანობის გამო ვყვებოდი ხანდახან. ბოლოს ჩვენნმა სტუმარმა როგორც იქნა შეასრულა თავისი მისია, დედას კონვერტი გადასცა და წავიდა. ახლა უკვე მარტო დავრჩით... ალბათ დედა შეამჩნევდა ჩემს უხასიათობას და კითხვებით არ მომასვენებდა. მეც აღარ ვიცოდი როგორ გადამემალა მოზღვავებული სატკივარი... ამიტომ, გადავწყვიტე მთელი საღამო ინსტრუმენტთან გამეტარებინა და ოთახიდან ცხვირი არ გამომეყო. რამდენჯერმე შემოიხედა ოთახში სალაპარაკოდ, მაგრამ მაშინვე ბევრი სამეცადინო მოვიმიზეზე და შემეშვა. იქამდე ვუკრავდი, სანამ ყველა ნაწარმოები არ გავიმეორე და რამდენიმე საათიანმა გამართულმა ჯდომამ ზურგი არ მატკინა. თან უკვე გვიანიც იყო და დაკვრას თუ არ შევწყვიტავდი, ცოტახანში ალბათ მეზობლებიც მოგვადგებოდნენ საყვედურებით. დაძინება გადავწყვიტე, თუმცა უზომოდ დაღლილს ძილი მაინც არ მეკარებოდა და ყურებში ექოსავით მხოლოდ ერთი რამ ჩამესმოდა - უნარშეზღუდული! ისევ ვცადე რამე ლამაზზე და კარგზე მეფიქრა, ან მეოცნება, მაგრამ თავში მხოლოდ დამთრგუნველი აზრები მიტრიალებდა. ბოლოს იქმადეც მივედი, რომ ჩემი დაბრმავების დღეც გამახსენდა, რომელიც უკვე თითქმის მივიწყებული მქონდა ლაშას წყალობით. ისევ თვალწინ წარმომიდგა ოთხი მადცინავი მზერა და თითქოს ყველაფერს ხელახლა განვიცდიდი, ლოგინში ავწრიალდი... ღმერთო! როგორ მინდა მისი სახის დავიწყება, მაგრამ შავი ანგელოზი ისევ თვალწინ მიდგა, დამცინოდა და მაწვალებდა. ჩემი ტანჯვა მისი ბრალია! მან გაანადგურა ჩემი ბედნიერი მომავალი... მძულს! მძულს! უზომოდ მძულს! ცრემლები წამსკდა, ბალიშზე პირქვე დავემხე და მწარედ ავქვითინდი...
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
შეტყობინება შეასწორა sofka - პარასკევი, 2010-11-05, 4:23 PM | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 4:52 PM | შეტყობინება # 55 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| sofka, ვაააჰმეე!!!! რა მაგარი თავი იყოოო, როგორც ყოველთვიიის :* ძაალიან მაგრად გადმოსცემ გრძნობებს! შენი კოზირია რა ძალიან მიხარია, ასეთ კარგ რაღაცას რომ ვკითხულობ! მართალია სევდიანია... მაგრამ ისეე, ისეე მომწონს, შენ ალბათ ვერ წარმოიდგენ! მკითხველისთვის კითხვა სულ სხვაა და სულ სხვაა მწერლისთვის საკუთარი პერსონაჟები, ეს ვიიცი თავი ნამდვილად საინტერესო იყო, ლაშაზე რომ კიხა ანუკის....დავდნიიი ნიკას გამოჩენა არ გამკვირვებია, ანუკის "ჩაუბრატდა", აი სერგო კი... ახალი პერსონაჟი, 23 წლის პესპექტიული დანტისტი... სასურველი სასიძო საინტერესოა... მას დიკო მოსწონს, მაგრამ ნწუ, ნწუუ ოოიჰ, ოპერაციაზე როგორ ვნერვიულოობ და მერე კიდევ სპეციალობის მასწმა როგოორ დაწერა ის განცხადებააა უნამუსოოო!!! ვაიმე რა საშინელება იყო ბოლოს : ((( ისე შემეცოდა დიანა.... სძულს, მაგრამ სიგიჟემდე უყვარს, თუმცა ეს ჯერ არ იცის... ძალიან რთული სიტუაციაა... ხომ გამოვძვრებით სოფ, მითხარი? ასე გააგრძელე, ჩემო კარგოო :* წარმატებებიიი :* მომდევნო თავს როოგოორ ველიი!!! ოპერაციაზე იქნება???
| |
|
|
sofka | თარიღი: პარასკევი, 2010-11-05, 6:42 PM | შეტყობინება # 56 |
( Smile For Me )
377
Offline
| Quote (stupid_l@mb) ახალი პერსონაჟი, 23 წლის პესპექტიული დანტისტი... სასურველი სასიძო საინტერესოა... მას დიკო მოსწონს, მაგრამ ნწუ, ნწუუ მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ სერგი კეთილი გმირი იქნება და ზუსტად მიმიხვდი ჩანაფიქრს, ის დიანას სიყვარულისთვის იბრძოლებს! Quote (stupid_l@mb) ვაიმე რა საშინელება იყო ბოლოს : ((( ისე შემეცოდა დიანა.... სძულს, მაგრამ სიგიჟემდე უყვარს, თუმცა ეს ჯერ არ იცის... ძალიან რთული სიტუაციაა... ხომ გამოვძვრებით სოფ, მითხარი? ასე გააგრძელე, ჩემო კარგოო :* წარმატებებიიი :* მომდევნო თავს როოგოორ ველიი!!! ოპერაციაზე იქნება??? გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს! გამოვძვრებით აბა რას ვიზამთ ოპერაციამდე ჯერ რამდენიმე საინტერესო თავი იქნება ალბათ, თუმცა რაც ოპერაციის შემდეგ მაქვს ჩაფიქრებული წესით უფრო დაძაბული და საინტერესო უნდა იყოს და ვნახოთ, ვეცდები მოვლენები არ გავწელო, იმედი მაქვს გამომივა დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან მიყვარხააარ!
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
| |
|
|
|
|
|
|