- საიდან ისინი? - ვკითხე მე, დამავიწყდა, რომ წუთის წინ ელისმა ამიხსნა, როგორ მოხდა ყვავილები მასთან. მე თაიგულთან ახლოს მივედი. აქაც ცხრამეტი ცალი იდო და ისევე ლენტა ეკეთა. გამოდის ისინის ერთი და იგივე ადამიანმა მოგივტანა და ის ნამდვილად არ იყო კრისი. ის არც კი იცნობს კალენს, მხოლოდ მისი ისტორია იცის.
- როდის მოიტანეს? – შევბრუნდი მე ელისისკენ.
- დღეს დილით, მე ჯერ კიდევ მეძინა. შემდეგ მედდამ მითხრამ, როგორ აღმოჩნდნენ ისინი აქ, - მან უნდობლად შემომხედა. - ბელა, რატომ ხარ ასე აღელვებული?
მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ზუსტად ასეთი თაიგული მივიღე დღეს ოფისში, მაგრამ ენაზე ვიკბინე, გამახსენდა პროფესორ სიკორის ნათქვამი, რომ მეგობრისთვის სრული სიმშვიდეა აუცილებელი და გადავწყვიტე არ განმეილა ეს მანთან.
- არა, არაფერი. ყველაფერი კარგადაა, - მე ელისის საწოლთან დავბურნდი და მისი ხელი ავიღე. მან ცხვირის წვერი მოიფხანა, ის ყოველთვის ასე აკეთებდა, როდესაც რაიმე კითხვა აწუხებდა.
- რისი გაგება გინდა? - გავუღიმე, მის სურვილს მივხვდი.
- ჯასპერი... ის არ მოვა? - მკითხა ელისმა.
უნდა მივმხდარიყავი მისი სურვილის შესახებ. მან ხომ არ იცოდა, რომ ედვარდმა, რომელიც საიმედოდ იცავდა მას, ჯასპერს კლინიკაში მოსვლა აუკრძალა. ”მადლობა” მას! ახლა მომიწევს ჩემს თავზე პასუხისმგებლობის აღწერა და ელისისთვის ამის მოყოლა, თან დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ამას გაიგებს. თუ არ მოვუყვე?..
- არ ვიცი, ძვირფასო, - მოვატყე მე. აი, ახლა თავი ამაზრზენად უნდა ვიგრძნო იმის გამო, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ვატყუებ, რომელიც სერიოზულად არის ავად.
ელისმა, მადლობა ღმერთს ვერ შეამჩნია ჩემი ტყუილი და დამიჯერა.
საავადმყოფოდან ჯასპერის სახლში წავედი. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ თავი ხელი ავიყვანე და გადავწვიტე, რომ ჯერ ჩემს ძმას დაველაპარაკებოდი და ამის შენდეგ დავეგდებოდი საწოლში და ტკბილი ძილით დავიძინებდი, იმის ცოდნით, რომ ხვალ შაბათია და არსად წასვლა არ მომიწევს.
ჯასის კიბეებზე შევყოვნდი, ვერაფრით ვერ ვპოულობდი გასაღებს. მომიწია გავჩერებულიყავი და გაბრაზებულმა ჩანთა იატაკზე დავახეთქე, საიდანაც ყველაფერი გადმოიყარა. სანამ მე ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული კარები ჩემს წინ გაიღო და იქიდან ქერათმიანი გოგონა გამოვარდა. მან კინაღამ გამიტანა ისე ჩამიარა გვერძე. ერთი საფეხური ჩაიარა, შემობრუნდა და ჩემს მხარეს დაიყვირა:
- და არ გაბედო ჩემთან დარეკვა, როდესაც ტვინი ვისკისგან განგეწმინდება, ვირო!
- ემილი - გავიგე ჩემს უკან ძმის ზმა, შემოვბრუნდი და ქვევიდან ზევით ავათვალიერე. ის კარებთნ იდგა, ასეთი მოწყენილი არასდროს არ მინახავს.
- შეგიძლია შენს ინვალიდთან გაიქცე! - მან ჩემზე გადმოიტანა მზერა და წავიდა..
ჯასპერი დაჯდა და ჩემი ნივთების შეგროვება დაიწყო. მე პირდაღებული ვუყურებდი ძმას, მოსმენილს ვიაზრებდი. ის წამოდგნა, ჩანთა მომაწონა და სახლში შევიდა.
- რა მოხდა? რა ბზიკმა უკბინა ემილის? - ჩავილაპარაკე მე, შემოსასვლელში ვიდექი.
- დავშორდით, - მშვიდად მიპასუხა ჯასპერმა. - უფრო სწორად, მან მიმატოვა.
- მიგატოვა? რაომ?
- ბელა, - მისი ინტონაცია კარგს არაფერს წინასწარმეტყველებდა. ის გაბრაზებული. - სხვის საქმეში არ ჩაერიო, კარგი? ღრმად
მომბეზრდა უკვე ეს ყველაფერი! იმედია, არავის არ მოვკლავ...
- შენ რა სულ გამოშტერიდი!!! ეს მე ვერევი სხივს საქმეში?! ეს მე ვარ დამნაშავე, რომ ელისმა უარი თქვა გერმანიის კლინიკაში დაწოლაზე?! ვინ აწამებს მას? - მე ძმას მივვარდი და ყოველ სითტყვაზე ხელს მკერდზე ვურტყამდი. - ვინ არ ვიფქრობს, როცა ამბობს, რომ უნდა მასთან ახლოს იყოს?!
ახლა ძმა ჩემსა და კედელს შორის იყო გაჭედილი. ის შეშინებული, თითქმის ბავშურად, მიყურებდა თვალებში, ისმენდა ყველაფერს რაც ბოლო დროის განმავლობაში დამიგროვდა. ვაღიარებ, არა მარტო ელისის გამო ვაფრქვევდი მასზე ბრაზს.
- შენ იმის კითხვაც კი არ ინებე, როგორ არის! - თითის შუბზე მივუკაკაუნე.
- მაგრამ როგორ...
- შეგეძლო დაგეკრედა და ყველაფერი გაგეგო! მაგრამ შენ არც კი გიცდია! რატომ იქცევი სკოლის მოსწავლესავით? უკვე დროა ისწავლე შენს ქმედებებზე და სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება! და იცი რა? ახლა მე სრულიად ვეთანხმები ედვარდს, რომელაც აგიკრძაკა მის პალატაში გამოჩენა! ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. საჭიროა მისი მორიდება ისეთი ეგოისტისგან, როგორიც შენხარ, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია და რომელიც ელისთან მითიურ მეგობრობას აბავს! არანაირი მეგობრობა არ არის!
ბოლო სიტყვაზე ამოვისუნთქე, ძალა აღარ დამრჩა. ჯასპერის გვერდზე კედელს მივეყრდენი. ორივე ჩუმად ვიყავით.
ვერ წარმომედგინა თუ ეს სიტყვები ჩემში იყვნენ. ისინი ისე ღრმად იყვნენ, რომ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა - არ ვფიქრობდი, რომ ასეთი რამის თქვა შემეძლო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზე შემრცხვა. არ შეიძლებოდა ჯასპერთან ახლა ავფეთქებულიყავი, ის ხომ ახლახან მიატოვეს. მე პირიქით მხარში უნდა ამოვდგომოდი, მასთან ვყოფილიყავი, იმის მაგივრად, რომ კიდევ დამემატებინა.
- მაპატიე, - დავიჩურჩეულე მე.
ჯასპერი იატაკზე დაჯდა და მეც თან წამიყოლა, ერთმანეთს გადავეხვიეთ.
- შენ არაფერ შუაში ხარ, - მითხრა მან. დეჟა-ვუ! რატომ თვლის ყველა, რომ მე არაფერ შუაში ვარ?
- ჯას, გამიგე, მე შენი და ვარ და ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ შენი ქცევა - მე დავფიქრდი. - მაცოფებს. სერიუზულად! როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყო?
- შენ გგონია, რომ მე მომწონს იმის ყურება, როგორ იტანჯება ელისი? მე უიმედო კრეტინი არ ვარ, ბელს. და მშვენივრად ესმის, რომ დამნაშავე ვერ მისი და მისი ოჯახის წინაშე.
მან ჩემი სახე თავისკენ შეაბრუნა. ცრემლები... ჩემი ძმა ტირის?!
- ჯას...
- არა, შენ უკვე თქვი რაც გინდოდა. ახლა ჩემი ჯერია, - მან ცხვირი მოიწმინდა. - გაიხსენე, როგორ ვმეგობრობდით ბავშობაში. მაგრამ ყველაზე მეტად მე, შენ და ელისი ვმეგობრობდით. ჩვენ სულ ერთად ვიყავით: კინოში დავდიოდით, პარკში ვერთობოდით, სანაპიროზე. ჩვენი პირველი წვეულება ჩვენთან სახლი გაიმართა და მისი ერთადერთი სტუმრები ჩვენ სამნი ვიყავით.
ამის გახსენებაზე გამეღიმა. ხო, მაშინ ჰეილების და კალენების ოჯახებს ჩვენ ვაკავშირებდით ერთანეთთან. უფრო სწორად ჯასპერი და ელისი, მე თავს ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი ამ კომპანიაში, მაგრამ ამას არავინ არ ვიჩნევდით.
- მე არავის არ ვენდობოდი ისე, როგორც ელის, - განადრძო მან. - იქამდე სანამ...
ის გაძუმდა და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა.
- იქამდე სანამ, მას არ შეუყვარდი, - დავამთავრე მე მის მაგივრად. ჯასპერმა პასუხად თავი დამიქნია.
- და რას გულისხმობდა ემილი, როცა თქვა ”შენს ინვალიდთან გაიქეცი”? ის ხომ ელისს გულისმობდა? რა ნიშნავს ეს? - მივაყარე კითხვები, ძმას კომენტარის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდი.
- ემილის არ უნდა, რომ ელისი ვნახო ხოლმე. მე ეს მართლა მჭირდება, -ჯასმა იმედიანად შემომხედა თვალებში.
- მას ეს არ ჭირდება, - ჩემი ხმა დაბალი იყო.
ის უცებს ჩემს წინ მუხლებზე დადგა და ხელი მომკიდა.
- ბელა, მხოლოდ ერთხელ. გეფიცები, ზიანს არ მივაყენებ, დამიჯერე! ამის შემდეგ არასოდეს არ ვეცდები ელისთან შეხვედრას. გთხოვ, მხოლოდ ამ ერთხელ. დამეხმარე, ძალიან გთხოვ!
რის გაკეთებას მთხოვთ ასეთ სიტუაციაში?
ერთი მხრიდან ძმა, რომლისაც ნაწილობრივ მესმოდა, ის უბრალოდ დაკარგული იყო თავის ემოციებში. მეორე მხრივ - კალენი, რომელიც დაიმუქრა, რომ ჯასპერს თავს მოაწყვეტდა თუ ის კლინიკაში გამოჩნდებოდა... ჯანდაბა! როდიდან ვაყენებ ჯასპერს და ემეტს ერთ რიგში? აუცილებლად უნდა გავესინჯო ფსიქიატრს.
- კარგი, დაგეხმარები, - დავთანხმდი მე, თვალები დავხარე. ედვარდი არა მარტო ჩემს ძმას მოაწყვიტავს თავას, არამედ მეც.
ვახშმის შემდეგ მე და ჯასპერი სასტუმრო ოთახში ვიჯექით. ჩემი მისლები იმ პროექტით იყო დაკავებული, რომელიც მე სახლში წამოვიღე, ხოლო ჰეილი, დივანზე იწვა, როგორც ყოველთვის სენდვიჩებს მიირთმევდა. . ის ყოველთვის ასე აკეთებდა: ძალიან ნოყიერი ვახშმის შემდეგაც კი, ის მაცივარში ძვრებოდა და მერე თავის ცნობილ ფრაზას ამბობდა ”რას ინებებთ”?, რითაც რენე ინფარქტამდე მიყავდა. დედაჩვენი კულინარიის განხრით ყოველთვის გენიოსი იყო. მას ნებისმიერი რამისგან, ნებისმიერი რამის მომზადება შეეძლო. და მთელი ჩვენი ოჯახი იბრძოდა რენეს მიერ მომზადებული გემრიელობის ხელში ჩასაგდებად. როზალის დედისგან გადაეცა სამზარეულოსადმი სიყვარული. უფრო სწორად იმის სიყვარული ვისაც არაჩვეულევრიცი ურთიერთობა აქვს სამზარეულოსთან და შედევრებს ქმის.
- დღს სტუდიიდან დამირეკეს, - თქვა ჯასპერმა, როდესაც სენდვიჩი დაამთავრა, ხელები ჯინსებზე შეიწმინდა. ბინძური!
- ნიუ-იორკინდა? - ვკითხე მე, სამუშაოს მოვწყდი.
- აჰა, - მან გამიღიმა.
- ძალიან მიხარია!
ჯასპერი და მისი ჯგუფი უკვე დიდი ხანია ცდილობენ თავისი პირველი ალბომის ჩაწერას, უკვე ფულიც ნაშოვნი იყო. უბრალოდ არც ერთ ევროპის ხმის ჩამწერ კომპანიას არ მოუნდა The Hill -ს ”უპერსპექტივო” ბიჭებთან დაკავშირება. ერთია, წარმატებამ გაუღიმა ჩემს ძმას (ამაში მიანც) და რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკიდან შესთავაზეს ალბომის ჩასაწერად სტუდია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჯგუფის დირეკტორთან მოლაპარაკება ხდებოდა და ახლა მხოლოდ აშშ-ში წასვლა, კარგად მუშაობა, რამდენიმე სიმღერის ჩაწერა და მსოფილოს შოუ-ბიზნეში გადაშვება იყო გასაკეთებელი, რომელიც არა იყო მხოლოდ ლონდონის კლუბებით შემოსაზღვრული.
- ერთი პრობლემაა, ბელს - თქვა მან მოწყენილად. - სიმღერა არ მაქ.
- ეს როგორ? თქვენ ამდენს მუშაობდით, ასე მაგარი სიმღერები დაწერეთ...
- არა, აქედან არცერთი არ ვარგა! ჰიტია საჭირო, გესმის? რომელიც სულიდან იქნებდა წამოსული! - ჯასპერი წამოჯდა და ყურადღებით შემომხედა, ცდილობდა გაეგო მივხვდი თუ არა.
- მერე დაწერე, - ფრთხილად შევთავაზე მე.
- ყველაფერი ასე ადვილად არ არის. მე შემიძლია უამრავი სიმღერა დავწერო! მაგრამი ამისათვის რამე ღირებულის დაწერაა საჭირო! - მან შუბლი შეკრა. - არ ვიცი, რა დავარქვა.
- აღმაფრენა?
- არა! ეს აღმაფრენაზე მეტია. ეს რაღაც შეუმჩნეველი. შენც ხომ შემოქმედებითი ადამიანი ხარ და უნდა გამიგო.
მე ძმის გვერდით დავჯექი დივანზე და მხარზე მოვეხვიე.
- შენ აუცილებლად იპოვი ამას, შენ ხომ ჰეილი ხარ!
მთელი შაბათ-კვირა მე და ჯასპერმა მშობლებთან გავატარეთ, რომლებსაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ვნახულობთ ხოლმე. ჩარლიმ მაშინვე გაგვახსენა ბოლოჯერ როდის ვიყავით მათთან სახლში. აღმოჩნდა, რომ ორი თვის წინ, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ელისის ასეთი რამე დაემართა, არავინ არაფერი არ ვთქვით. მამა საერთოდ ყოველთვის გაგებით ეკიდებობდა იმას, რომ ჩვენ გვავიწყდებოდა დარეკვა და სტუმრობა, უბრალოდ მისთვის აუცილებელი იყო ჩვენთვის წესრიზე მითითება.
რენე მაშინვე გაზთან დადგა და ორი დღე ჩვენთან ერთად კოვზით ხელში დარბოდა, მე და ჯასპერს გვაიძულებდა რაღაცეების გემოს გასინჯვას. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ჰეილების ოჯახში ოცდაათი წლის წინ კარაპუზი დაიბადა, რომელიც შემდეგ შემთხვეით მოხვდა კალენებთან. არა, მართლა! ემეტი ესმეზე მეტად დედაჩვენს გავს. დღმდე ყველას უკვრის საიდან აქვს მას ასეთი სიყვარული კულინარიის მიმართ და მე ვიცი ამ კითხვაზე პასუხი! მომზადების სიყვარული მასზე იმ ქალისგან გადავიდა, რომელიც ჩმთან ჩანგლით ხელში მორბის. ოჰ, ჯას, მიშველე!
კრისს არცერთხელ არ დაურეკავს. შაბათ დილით მეთვითონ ავკრიფე მისი ნომერი, რომელზედაც მშრალი ”დაკავებული ვარ” მივიღე და ამის შემდეგ არაფერი აღარ მომიმოქმედებია. ამ ყველაფერში რაღაც უცნაური იყო. ჩემი გონება მიყვიროდა ”შეხედე, როგორი სექსუალურია! მე მინდა ის! ო, ღმერთი, როგორი თვალები აქ!” ჩემსა და კრის შორის ურთიერთობაში ალბათ შემდეგი სტადია დადგა, როდესაც ხვდები, რომ ადამიანს, რომელიც ახლოსაა ჭირდები (მაგრამ მისი საქციელით ამას ვერ იტყვი).
წამოსვლისას რენემ მთელი ყუთი საჭმელები გამოგვატანა, რომლებიც მისი მზრუნველი ხელებით იყო მომზადებული. მამამ წარმატება გვისურვა, შეგვპირდა, რომ სამშაბათს დილით მოვიდოდნენ, რომ ელისის ოპერაციის დროს კალენებს მხარში ამოსდგომოდნენ.
მე კუთხიდან გამოვვარდი, მეორე სართულის ჰოლში არავინ არ იყო, ყველა პალატის კარები დაკეტილი იყო. ხელით ჯასპერს ვანიშნე, რომ გზა თავისუფალი იყო და შეგვეძლო წინ წავსულიყავით. ჯანდაბა, რა პატარა ბავშვებივით ვიქცევით! მოვიფიქრეთ რაღაც სულელური თამაში აგენტებზე და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ედვარდს არ შევეჯახოთ.
ჯერ კიდევ გუშინ გავარკვიე კარლაილთან, რომ მისის შუათანა ვაჟი საღმომდე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებით იქნება დაკავებული კომპანიის ინვესტორებთნ, რომელშიც ის მუშაობს. მე უკვე ოცდაოთხი წლის ვარ და დღემდე ვერ გამგია რა არის ”ინვესტიცია”. ფსიქოთერაპიის მერე ბიბლიოთეკაში ჩავეწერები.
ელისის პალატასთან ჯასპერი შეჩერდა. მისი გაგება შეიძლება, ეს ადვილი არ არის - შეხვდე ადამიანს, რომელსაც უყვარხარ და შენ ამ გრძნობაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლია და ამ ყველაფერთან ერთად ის საავადმყოფოში წევს რთული სიტუაციის გამო, პერსპექტივა არც ისე მხიარული ჩანს. ჯასმა დამარწმინა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩემთან ერთად შიგნით შემოვიდა.
ელისი თავის ადგილზე იწვა. მისი სახე იმდენად ფერმკრთალი იყო, რომ ფაქტიურად საწოლის თეთრეულის ფერი იყო. შიგნით ყველაფერი გამეყინა, როდესაც მან ჯასპერი დაინახა. ელისმა გაგვიღიმა, თუმცა მთელ მის ყურადღებას ჩემი ძმა იპყრობდა.
- გამარჯობა, ფუტკარო! - მე ვცდილობდი საჭირო ატმოსფერო შემექმა. მაგრამ ჯასპერი სახეს თუ გავითვალისინებთ, არ გამომივიდა. ის ცუდად დაფარული სიბალულით უყურებდა ელისს, რომელიც ამ მზერის გამო თავს არც ისე კარგად გრძნობდა. მე უკვე მინდოდა ძმის პალატიდან გაყვანა და მეგობრისთვის ბოდიშის, მაგრამ ჯასპერმა სიჩუმე დაარღვია.
- ბელა, - ის ჯერ კიდევ გოგონას უყურებდა. - არ შეგიძლია, რომ მარტო დაგვტოვო?
- არ შემიძლია, - დავიწყე მე. რაში დამჭირდა მისი მოყვანა?
- გთხოვ, ბელს, - შემაწყვეტინა ელისმა, ბალიშს მიეყუდა. - გარეთ დაგველოდე.
ოი, არ მომწონს მე ეს ყველაფერი! მაგრამ რადგან ელიის მთხოვს, მე მისთვის უარის თქმა არ შემიძლია, ამიტომ ჰოლში გამოვედი. კარები მოვიკეტა, არ მინოდადა იმის ცოდნა რაზე ილაპარაკებდნენ ჯასპერი და ელისი. შეიძლება ეს უბრალოდ მეგობრული საუბარი იქნება. იმედია ჩემს ძმას საკმარისი ტვინი აღმოაჩნდება, რომ ამჯერად მაინც არ მიაყენოს ტკივილი ჩემს მეგობარს.
მე ვიდექი, კედელს ზურგით ვეყრდნობოდი და ფეზსაცმლით იატაკზე რაღაცეებს ვხაზავდი. ისინი უკვე მარტო არიან თერთმეტი წუთი და ოცმოცდაორი წამია. ორმოცდასამი...
დროვ, ძალიან გთხოვ სწრაფაფ ირბინე!
- მან აუხსნა მათ, რომ ამას აზრი არ აქვს, - გავიგე მე უაღრესაც ნაცნობი ხმა. შემოვბრუნდი. ცხოვრებაში არასოდეს არ შემშინებია ასე...
ედვარდი ტელეფონზე ლაპარაკობდა და ნელა, მაგრამ დარწმუნებული უახლოვდებოდა ელისის პალატას. ის ოდნავ გაკვირევბული იყო ჩემი ნახვით. მე ხო ადგილზე ვქანაობდი, არ ვიცოდი როგორ გამეფრთხილებინა ჯასოპერი, რომ წასვლის დრო იყო და როგორ შემეჩერებინა კალენი. მან უკვე დაამთავრა საუბარი, მობილური ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და ახლა მიღიმოდა.
იფიქრე, ბელა! იფიქრე!
- ედვარდ!!! - დავიყვირე მე, რაც შეიძლებოდა ხმამაღლა, იმედი მქონდა, რომ პალატაში გაიგონებდნენ და კალენს მივვარდი. ის გაოცდა ჩემი ნამოქმედარისგან და გაჩერდა. ზუსტად ამის მიღწევას ვცდილობდი.
- გამარჯობა, ბელა, - ისევ გამიღიმა. - ხელი მოვკიდე და პალატის შესასვლელისკენ ზურგით შევაბრუნე. - როგორ არის საქმე? - მკითხა ედვარდმა.
- მშვენივრად! - მეჩვენება თუ ჩემი ხმა კანკალებს? - აქ რას აკეთებ?
კალენმა უნდობლად შემომხედა:
- რა ხდება, ჰეილ?
- ყველაფერი ნორმალირადაა, - გავიცინე მე, მის გვერდით გავიხედე. ჩემ ყურადღებას ოცდამერვე პალატის კარები იპყრობდა. რას წელავ, ჯას, გამოდი!
- ნორმალურად? შენ ამ წუთამდე არასოდეს არ შემხებიხარ საკუთარი ინიციატივით, -ის დაფიქრდა. - ნუ, ლიფტის შემთხვევას არ ვთვლი, ეს ექსტრემალური სიტუაცია იყო.
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი ექსტრემია გარშემო!
ედვარდს უკვე უნდოდა შებრუნებულიყო, რომ ელისთან შესულიყო, მაგრამ მე კისერზე ხელები შემოვხვიე, ისევ კარებს ვუყურებდი. პალატიდან ჯასპერი გამოვიდა და გარშემო მიმოიხედა. გაიყინა, როდესაც დაინახა, როგორ ვეხვეოდი ედვარდს.
კალენმა იგრძნო შენელება, უნდოდა შებრუნებოდა და ენახა რას მივაშტერდი.
- ედვარდ, - წარმოვთვი მე, მისი სახისკენ გავიწიე. მან გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით შევხდე. - არაჩვეულევრივი სუნი გაქვს!
როგორც ჩან, ჩანაფიქრი გამომივიდა. ედვარდს ისიც კი დაავიწყდა რის გამო მოვიდა საავადმყოფოში. ახლა მას მხოლოდ მე ვაინტერესებდი. ის მომეხვია და ძლიერად ჩამიკრა მკერდში.
- ნუთუ ყველაფერს მიხვდი? - კალენმა თითები ჩემს თმებში შეაცურა, ოდნავ შეკრა ისინი მუშტად, რაზეც ჩემი სხეულმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. არასდროს არ ვყოფილვარ ასე კარგად, იმის გამომ რომ ადამიანი უბრალოდ ახლოს არის, მეხვევა, ჩემს არომატს ისუნთქავს...
- ბელა, მითხარი რა გინდა? - დაიჩურჩულა მან. ტუჩებით ჩემს ყურს შეეხო. არ გააკეთო ეს, აი რა მინდა... ნუ მაცლი ძალ-ღონეს... ტუჩებით შემეხე, ედვარდ, გთხოვ...
ფიქრები უზარაზაი სიჩქარით დაფრინავდნენ ჩემს თავში, და მე დიდი ძალის მოკრება დამჭირდა, რომ თვალები არ დამეხუჭა, არ მივცემოდი სიამოვნებას, რომელსაც კალენი მანიჭებდა. დავინახე, როგორ შევიდა ჯასპერი კაცების ტუალეტში, რომელიც შორი-ახლოს იყო. სწორი აზრები უნდა მომეკრიბა. მაგრამ გაჩერება ძალიან ძნელი იყო, პრაქტიკულად შეუძლებელი. ედვარდი ოდნავ ეხებოდა ტუჩებით ჩემს კანს, ის სიამოვნებას იხანგრძლივებდა, ჩემს ემოციებს უსინჯავდა გემოს, სიამოვნებას იღებდა ამით...
”სამზე” მოვიშორებ. ”ოთხზე”... არა, ათამდე დავითვლი...
კალენი უკვე ეხებოდა ჩემი ტუჩის კუთხეს, როდესაც მისი კისრიდან ხელები მოვაშორე.
- არა, ედვარდ, - თავი უკან გავწიე. - არ გინდა.
ახლა მივეცი ჩემს თავს თვალების დახუჭვის უფლება, რომ არ დამენახა, როგორ მომაშტერდა გავკირვებული ედვარდი. ვიგრძნი, რომ ის მომშორდა.
- ბელა. შენ... - მან არ დაამთავრა. თვალები გავახილე, კალენს ხელები ჯიბეებში ჩაეყო და ელისის პალატისკენ მიდიოდა.
Fuck, Bella! Fuck!