თქვენ ოდესმე გიცდიათ გამძვრალიყავით ოფის-ცენტრის შუშის კარებში ერთ კვ.მ. მაკეტით ხელში? ცადეთ ოდესმე თავისუფალ დროს, ეს ისეთი სახალისოა! ოღონდ მეტი ეფექტისთვის, ცოტა ხნით ადრე თქვენ უნდა გაგაბრათოთ ადამიანმა, რომლის ატანაც არ გაქვთ. აი მაშინ უკვე ეს მართლაც სახალისო იქნება. დაახლოებით ხუთ წუთს ვცდილობდი ამ ტყვეობიდან თავის დახსნას. ამის გაკეთება ადვილი არ იყო. რა ხდება აქ? შეუძლებელია! როგორც კი მოუხერხებლად გადავიხარე კარის ზღრუბლთან, ყველა მუშა ადგილზე გაიყინა, ელოდებოდნენ, კარებში სწორა როდის გავიდოდი. ყველაზე საშინელება ამ ბრძოლაში ის იყო, რომ ათეულობით სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, რომელთაგან ზოგი გარეთ და ზოგიც შიგნით იდგნენ და ჩემს წამებას აკვირდებოდნენ. მათ შორის რამდენიმე ჩემი კოლეგაც კი შევნიშნე. ყველაფერი გასაგებია: როგორ დავლიოთ ერთად ყავა ან ”შეაფასე ბელა”, აი ამისთვის არიან ისინი აქ. ხოლო საწყალ გოგონას შუშის მონსტრთან გამკლავებაში დახმარება - არა, ამაში ისინი უძლერები არიან. კარგი, მოხვალთ კიდევ ანგარიშის ჩასაბარებლად!
ძლივს გავთავისუფლდი და მომაკვდინებელი მზერით წავედი ტურნიკეტისკენ, სადაც ლიფტი იყო განთავსებული.
- დილა მშვიდობისა, მის ჰეილ! - დაცვის თანამშრომელმა, მისტერ მიულერმა პლასტიკური ბარათი - ჩემი საშვი გადმომცა..
- ხო! "მშვიდობიანი"! -ვუპასუხე მე,მაკეტი დაცვის მაგიდაზე დავდე. - მისტერ მიულერ, ამიხსენით თუ შეგიძლება, ჩემი მანქანის სადგომის დაკავება რატომ შეუძლია ნებისმიერ მსურველს?
- ვერ გავიე, - ჩაიბუტბუტა კაცა, რომელიც ბიზმესმენივით უფრო გამოიყურებოდა, ვიდრე დაცვის თანამშრომლივით. - ვინმემ თქვენი ადგილი დაიკავა?
- ხო და მე ისიც ვიცი ვინ, საიმონ. ედვარდ კალენმა, - მოვუახლოვდი დაცვას ახლოს და გარშემო მიმოვიხედე, ხმადაბლა წარმოვთქვი. - თუ მას სადმე ახლოს დაინახავთ წიხლი ამოარტყით. პირადად ჩემგან! შევთანხმდით?
მიულერი ბოლო ხმაზე იცინოდა, რითიც დიდი რაოდენობით თანამშრომელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებიც სამუშაო ადგილების დასაკავებლად მიიჩქაროდნენ. საიმონმა, როგორც ჩანს გადაწყივტა, რომ მე ასეთი იუმორის გრძნობა მაქვს და ჩემი ადგილის დაკავების თაობაზე ვეხუმრები. მისთვისვე უარესია! როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება აუცილებლად შევჩივლებ ჩემს უფროსს.
ავიღე ჯერ კიდევ მომღიმარი კაცის ხელიდან საშვი, მაკეტს ხელი მოვკიდე და ტურნიკისაკენ წავედი, ადვილად გავიარე იგი და ახლა მსოფლიოში ყველაზე ნელი ლიფტის კარებთან ვიდექი. ნუ, შეიძლება არა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ფაქტიამ რომ ყველა ეს ლიფტები ლონდონში ყველაზე ნელია, ამაზე ყველა დამეთანხმება. კაბინა თითქოს გაიყინა მეხუთე სართულზე, არაფრით არ სურდა განძრევა.
- მიდი, - თვალებით ვჭამდი მწვანე ციფრებით განათებულ ტაბლოს, რომელიც კაბინის ადგილმდებარეობას ანახებდა. მას არაფრით არ უნდოდა მოშორებოდა ციფრ ”ხუთს” - ჯანდაბა!
- ნუ ჩხუბობ, ბელა, - გავიგე უკნიდან ბენ გორდონის, ჩემი მეგობრისა და თანამშრომლის ხმა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა შენს დასახმარებლას. მან გაიღიმა, როდესაც მე მისასალმებლად შევბრუნდი.
- აქ რას აკეთებ? - ვკითხე მე, ესკიზების საქაღალდეს თვალს არ ვაშორებდი. ზედმეტი სიტყვების გარეშე ბენმა საქაღალდე აიღო და ლიფტის გამოძახების ღილაკს დააჭირა ხელი. აი სულელი! ვიდექი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა და ჩემით არც კი მიფიქრია მისი გამოძახება.
- მე აქ ვმუშაობ, ჰეილ! წარმოგიდგენია? - გაიცინა მან.
- სერიოზულად, ბენ! მე ვნახე, რომ შენი მანქანა უკვე აქ იყო...
- უბრალოდ გადავწყვიტე ჩემს მეგობარს დავლოდებოდი, - შემაწყვეტინა გორდონმა. ლიფტის ღია კარიდან გამოვედით. უფრო ზუსტად, მე კი ისევ მომიწია თავის არიდება, რომ ჩემი მაკეტი პირველ სართულზე არ დარჩენილიყო ან კარებში არ მოყოლოდა. ახალგაზრდა კაცმა მაკეტი ვერტიკალურად გადააბრუნა და მე და ჩემი ”შვილი” გარეთ გამოგვიყვანა.
- მადლობა, - მადლობა მოვუხადე, მასთან ერთდ კაბინაში კიდევ ექვსი ადამიანი იყო გაჭყლეტილი, რადგან ჩემი მაკეტი ძალიან დიდ ადგილს იკავებდა.
გზაში, ცენტრის ოცდამეთერტმეტე სართულამდე, სადაც განლაგებული იყო "Green Life"-ს მთავარი ოფისი, მე და ბენმა უამრავი თემა განვიხილეთ, არ შევეხეთ მხოლოდ ორ თემას: ტენდერს, შენობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ყურები იყო და ედვარდ კალენს, რადგან მის განხილვას აზრი არ ქონდა. ბენს ჩემგან გაგონილის გამო, მსუბუქად, რომ ვთქვათ არ უყვარდა კალენების შუათანა შვილი.
- და შენ დაგავიწყდა ქორწილის პირველი წლის თავი? - იცინოდა გორდონა, ცრემლებს იწმენდდა, როცა ვუყვებოდი ჩიკოს დღევანდელ გამოსვლაზე.
- ხო! ვფიქრობდი, რომ როზალი ყურმილიდან გამოფრინდებოდა და ნაწილებად დამგლეჯდა.
გაისმა სიგნალის ხმა, რომელიც გვატყობინებდა ოცდამეთერთმეტე სართულზე ასვლას. კარები გაიღო და მაკეტის მანევრის გამეორებით დერეფანში გამოვედით, რომელიც უკვე სავსე იყო ლანდშაფტის ბიუროს აღელვებული თანამშრომლებით. რა თქმა უნდა, მარტო მე ხომ არ მქონდა კარიერის გაგრძელებელის დღე.
ჩემი კაბინეტი ლიფტის მარჯვენა, ხოლო ბენის კი მარცხენა მხარეს მდებარეობდა, აიტომ ლიფტთან ჩვენი დაშორება ტრადიციად იქცა. მან შუბლზე მაკოცა და უკვე თავის გზას უნდა გადგომოდა, როცა მე შემოვბრუნდი და ვურჩიე, რომ მე შემხმიანებოდა სადგოიდან გამოსხვლა თუ მოუნდებოდა. მისი მიტსუბიში ჯერ კიდევ ჩემი ავტომობილის გამო იყო გაჭედილი.
დღევანდელი დღე საერთოდ არ გავდა დანარჩენ დღეებს. მიზეზი ამ ყველაფრის კი მნიშვნეოვანი პირის მოსვლა იყო, რომელსაც უნდა განეხილა "Green Life"-ს შემოთვაზება უზარმაზარი მიწის მოწესრიგებაზე, რომელზეც უნდა განლაგებულიყო ახალი ბიზნეს ცენტრი. პროექტი არა მარტო იმედის ნაპერწკალი იყო დიდ ზღვაში, სადაც უკვე ცურავდნენ წარმატებული არქიტექტორები, ასევე ძალიან ხელსაყრელი საქმეც. ამ პროექტის ხელმძღვანელს თავაზობდნენ ძალიან კარგ ანაზღაურებას, მაგალითად იმდენს, რამდენიც იყო ჩემი სამი თვის ხელფასი. რა თქმა უნდა მე ვისწრაფვოდი მის მისაღებად და ახლა ვიდექი და ვაკეთები უკანასკნელ შესწორებებს ჩემს ანგარიშში.
კაბინეტში შემოვიდა გოგონა ნათელი-რიჟა თმებით. ესღა მაკლდა...
ჯესიკა სტენლი - ჩემი მთავარი კონკურენტი. ამბიციური ქალბატონი, თავს ეშმაკმა იცის რად ასაღებდა, კომპანიაში ერთი წელიც კი არ მუშაობდა. ყველაზე მეტად კი ის ფაქტი მაოცებდა, რომ ფინარლური სტაადის ბრძოლაში ჩემთან ერთდ ტენდერში სტენლიც. და თუ შეიძლება მითხარით, რა დამსახურების გამო? ა, ხო! გენერალურმა დირექტორმა შეიძლება სასწაული ჩაიდინოს, თუ შენ საწოლში სჩადიხარ სასწაულს. ჯესიკა, როგორც ჩემი რამდენიმე კაცი კოლეგას სიტყვით ის ამ საქმეში ბევრად უფრო ნიჭიერი იყო ვიდრე ლანდშაფტის დიზაინში.
- რა გინდა, ჯეს? - ჩემს უკმაყოფილო ინტონაციაზე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ბელა ჰეილთნ შეხება ტენდერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე არ ღირდა.
- მოვედი, რომ წარმატება გისურვო, ბელა, - მიპასუხა მან. რა? წარმატება? გოგონა შენ სრულ ჭკუაზე ხარ? მე შევეშვი ტექსტს და კონკურენტს შევხედე. მასზე კოსტუმის მოკლე თეთრი ქვედა ბოლო, სტაფილოსფერი ზედა მარჯვედ უსვამდა ხაზს მისი ტანის ნაკეცებს. ჯესიკას სათვალეები ეკეთა. არა, მას მხედველობასთან პრობლემა არ ჰქონდა, უბრალოდ მას ვიღაცამ შთააგონდა, რომ ”სექსუალური მდივანი”-ს მაგალითი მოდაში იყო. ხო, ძალიან
- შენც წარმატებას გისურვებ, - მისნაირად გავიღიმე და მოხსენების ფურცლებს მივუბრუნდი. იმედია გოგონა მიხვდება, რომ არ ღირს ეხლა ჩემი გაცდენა. და ის მიხვდა: შებრუნდა თავისი ქუსლებით და წავიდა, თან ჩემი კაბინეტის კარებიც
- ნუ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ფასაგებია, - წარმოთქვა ჩესტერ ვუდმა, ჩვენი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. მან მაგიდიდან თავი აწია და ყველა დამსწრე შეგვათვალიერა. ჰმ, ეს საშინელი ტომრისებრი ნაცრისფერი კოსტიუმი საერთოდ არ უხდებოდა, ალბათ ის და ჯესიკა ერთმანეთის სტილისტები იყვნენ. ბელა, რაზე ფიქრობ? ყურადღება მოიკრიბე!
- მიხარია, მოგილოცოთ მის სტენლი გამარჯვება ჩვენს კონკურსში, საუკეთესო პროექტისათვის, - მას აბლოდისმენტების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ როცა მხარდამჭერი ვერავინ ნახა, მოუხერხებლად რამდენჯერმე ტაში დაუკრა, შემდეგ უბრალოდ მივიდა ჯესიკასთან და ხელი ჩამოართვა. კონფერენციის დარბაზში ყველა გაიყინდა, მომხდარის არ ჯეროდათ. კარგით დაივიწყეთ! ეს ხომ უბრალოდ რაღაც ხუმრობაა! თუ არაა ხუმრობა?...
მე წამოვდექი ჩემი ადგილიდან, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და რა მექნა. სიტყვით ”მაპატიეთ” შევაგროვე ჩემი ნახაზები, ფურცლები და მათთან ერთად ჩემითვის ოდესღაც ძვირფასი მაკეტი, რომელმაც იმედი არ გამიმართლა და კაბინეტიდან გამოვვარდი. ფეხებმა თვითონ წამიყვანეს ლიფტთან, სადაც ჩემი კოლეგები იდგნენ და ვარაუდობდნენ ვინ მოიგო ტენდერი. ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ლიფტი ოცდამეთერთმეტე სართულზე იდგა და შიგნით შევვარდი.
ეს რაღაც ბოდვაა! მას როგორ შეეძლო ჩემთვის პროექტის წართმევა?! ის, ხომ ამ საქეში უნიჭოა! გოგო, რომელსაც ორი სიტყვის გადაბმაც კი არ შეუძლია, რთული შემოთავაზების გამკლავებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. მე მთელი ძალით დავახეთქე მაკეტი ლიფტის იატაკზე და ქუსლებით ზუსტად შუაში დავდექი სადაც წესით ტბორი უნდა ყოფილიყო განლაგებული. ეს რა ცხოვრებაა?! თავს ევლები ამ დაწყევლი კომპანიას, როგორც პაპა კარლო და მადლიერება - ნოლი! მორჩა! მივდივარ ამ ”სანაგვე ყუთი”-დან დღესვე. გადავაგდებ ამ მაკეტს და მაშინვე დავწერ განცხადებას საკუთარი სურვილით განთავისუფლებაზე. და ჯანდაბას ეს სამუშაო გამოცდილება. რა სარგებლობა აქვს?
დაუყოვნებლივ გმაოვედი ლიფტის კარიდან დაკუჭული კარდონის სიმახინჯით ხელში და დავიძრი დილის მონსტრის, შემოსასვლელი კარისკენ. ისევ გავიჭედე, რადგან მუშებს რეაგირება არ ქონიათ ჩემს კართან ახლოლ ყოფნის გამო.
ისე როგორც დღს, ცხოვრებაში ერთხელ ვიჩხუბე, მაშინ როცა როზალიმ ჩემი მანქანა დაამტვირა, რადგან ლონდონის ქუჩებში საშიშ მანევრებს არულებდა. ერთერთი ასეთი მანევრის შესრულებისას მანქანა წვიმისგან სველ ქუჩაზე მოცურდა და შუშის კარებიან კაფეს შეასკდა. მადლობა ღმერთს, რომ როზალი არ დაშავდა, რასაც ვერ იტყოდი ჩემს საკუთარი ხარჯებით პირველად შეძენილ მანქანაზე. საწყალი პეჟო, ვიტრინის გავლით, კაფეს შიგნით ბეტონის ბოძს შეასკდა. ოჰ, ამ დღეს ისე ვჩხუბობდი, როგორც თითში ჩაქუჩ ჩარტყმული ხელოსანი.
და აი ახლა ყველა უსმენდა ჩემს ყვირილს, როცა მე მთელი ძალით კარებს ვაწვებოდი. მეხუთე ცდის შემდეგ წყეულ მექანიზმთან მოლაპარაკებაზე, ქუჩაში გამოვედი და მხოლოდ ეხლა გავიგე, რომ არანაირი მოსაცმელი არ მქონდა თან. მაგრამ ბოღმის გამო შიგნიდან ვიწვოდი. თითქმის სირბილით მივედი ნაგვის ყუთთან, რომელიც მანგანების სადგომისგან არც ისე შორს იდგნა.
- აქ არის თქვენი ადგილი, - ჩავილაპარაკე მე. ჩემს გვერდით ჩავლილი კაცი ინტერესით უყურებდა გიჟს გამწარებისგან ანთებული თვალებით, რომელიც ნაგვის ყუთთან ლაპარაკობდა ყინვაში ერთი ბლუზისა და შარვლის ამარა.
- შენი გზით წადი, კაცო! - მივაძახე და შემოვბრუნდი, რომ ოფისში დავბრუნებულიყავი.
ჩემს ქუსლებს თოვლი მიეკრო, ამიტომ ვიდექი შესასვლელში და უცნაური მოძრაობით, რომელიც სუსლელურ ცეკვას გავდა, ვცდილობდი თოვლის მოშორებას. დავარტყი ფეხი იატაკს კდიევ ერთხელ და ადვილად დავკარგე წონასწორობა. დღე საბოლოოდ, რომ ”გამოსულყო” ამისთვის მხოლოდ ყველას თვალწინ დავარდნა მალკლდა! მე უკვე მოვემზადე ორმხრივ შეხვედრასთან საკუთარ უკანალსა და მარმარილოს იატაკს შორის, როცა უცებ ორმა ძლიერმა კაცის ხელმა ორივე იდაყვში მომკიდა ხელი. მინდოდა ჩემი მხსნელისათვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ იმის მიხედვით თუ, როგორ უჭერდნენ ჩემს ხელებს მივხვდი, რომ ეს ერთი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. თავი ავწიე და დავინახე ჩემგან ორივე მხარეს ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ჩემთვის კარგად ნაცნობები იყვნენ. ძალიან კარგი. მაგრამ აქედან ერთერთის შეხება ჩემთვის სასიკვდილოდ იყო საშიში.
- ხელები, კალენ! - მე ხელი ავიქნიე და იმის გამო, რომ ქუსლებზე ჯერ კიდევ მეკრა თოვლი ამის გამო არ შემეძლო მარმარილოს იატაკზე დგომა. მეორე მხსნელმა, რომელიც კრის უიმსი, ჩვენი კომპანიის მმართველი აღმოჩნდა, ისევ არ მომცა წაქცევის საშუალება. მადლიერი თვალებით შევხედე მას და ვიგრძენი თუ, როგორ გაწითლდა ჩემი სახე. ჩემამდე მხოლოდ ეხლა დავიდა, რომ მან მისი რამდენიმე თვიანი მუშაობის ჩვენს კომპანიაში და ჩემი მასზე გაგიჟების განმავლობაში პირველად შემეხო. კრისი იყო ერთდერთი კაცი, ვისაც ვიცნობდი, რომლისგნაც ჭკუიდან ვიშლებოდი. ღირდა უბრალოდ შეგეხედა მისი ნაცრისფერი თვალებისათვის, რომ მოშორებოდი ამ სამაყაროს და ჩავძირულიყავი შორეული და დიდხნიანი ეროტიული ფანტაზიების სამყაროში. და მისი სხეული! ღმერთო, ნუ არ შეიძლება მისცე კაცს ასეთი ტანი, ჩვენ ქალები ქვის ხომ არ ვართ და თავისუფლად შეიძლება მივვარდეთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მემართვა.
- ყველაფერი კარგადაა? - მზრუნველად დაინტერესდა კრისი, ჯერ კიდევ ეჭირა ჩემი იდაყვი.
- კი, მადლობ, კრის, - ვუპასუხე მე.
სახეზე ყველაზე დამაბრმავებელი ღიმილი გამოვისახე. თმები გავიქნიე. ნაზად შევეხე მის თითებს მოსაშორებლად. თავს ვიკავებდი, რომ მისთვის არ მეკოცნა. გამარჯობა, ფანტაზიის სამყარო!
- ბელა! - ედვარდმა უსირცხვილოდ გამომაფხიზლა ფიქრებიდან თუ როგორი მოსიყვარულე შეიძლება იყოს კრისი.
- რა? - არც ისე მეგობრულად ვკითხე მე.
- მითხრეს, რომ ჩემი მანქანა შენმა გაჭედა, ასე რომ წადი ოფისში აიღე გასაღები და დაბრუნდი. გელოდები.
- მემგონი რომელიმე შენს მეგობარ გოგოში აგერიე, ედვარდ! - ჯანდაბა, როგორ არ მინდა, რომ კრისმა ჩემი და კალენის ჩხუბი მოისმინოს. მაგრამ ის მიანც ახლოს იდგა და როგორც ჩანს მე მელოდებოდა, რომ კანტორაში ასულიყო.
- მე რომ ამრეოდი, მაშინ ჩუმად იქნებოდი, რადგან დიდი ხნის წინ გაკოცებდი!
მისი სიტყვებისგან სუნთქვა შემიჩერდა. ნელა გავაღე და დავკეტე პირი, ვერ მოვიფიქრე რა მეპასუხა ამ... გაჩუმდი! ოღონდ კრისის წინ არა! ეს უნდა დამთავრდეს და ყველაზე სწორი კრისის კონფლიქტის ზონიდან გაყვანა იქნება.
- არ მეტყვი, როდის შეტყვიტავ ესეთ ნაძირალად ყოფნას? - ვკითხე მე, თან ტურნიკისკენ მივდიოდი. უიმსი შემთან ერთად წამოვიდა, მსუბუქ შოკში იმყოფებოდა ჩვენი საუბრიდან, მან გაატარა თავისი საშვი და წინ გამიშვა.
- მაშინ შევწყვიტავ, როცა ჩემი ცოლი გახდები! - მომაძახე ედვარდმა მთელი ჰოლის გასაგონად.
- შენ მაგ დღემდე ვერ იცოცხლებ! - უკვე ლიფტიდან დავუძახე მე.
კაბინაში მხოლოდ მე და კრისი ვიდექით. და ყოველი ჩვენგანი ჩუმად იყო, არ იცოდა რა ეთქვა. იქნებ ამინდზე ან იმაზე გველაპარაკა როგორ ჩამივარდა პროექტი? არა, არც ისე კარგი თემაა და ალბათ კრისი უკვე იქნება მომხდარის საქმის
ვიდექი და ტაბლოზე ციფრებს ვეხვეწებოდი, რომ ერთმანეთი ჩქარ-ჩქარა შეეცვალათ. თოთხმეტი, მიდი! გამოჩნდი! აი, მშვენიერია! ახლა თხუთმეტი...
- ბელა, - ჩამესმა უიმსის ხმა. ხმა, რომლის განაც ჩემი მუხლები კანკალებდა და სახე იმაზე მეტად ანათებდა ვიდე წითის წინ. კრისისკენ შევბრუნდი, ვცდილობდი არ დავკარგულიყავი მის ნაცრისფერ ცვალებში.
- გული დამწყდა, რომ შენ ვერ მიიღე ტენდერი, - განაგრძო მან, სანამ მე ვცდილობდი ფოკუსირება მისი ცხვირის ბოლოზე მომეხდინა.
- დაივიწყე, - ვუპაუხე მე. - მთავარიამ რომ ჩვენმა კომპანიამ მიიღო ეს პროექტი და ვინ წარმართავს მას ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
- მნიშვნელოვანია, - შემაწყვეტინა მან. - მეც და შენც მშვენივრად გვესმის, რატომ ერგო ის სტენლის. მე ვნახე მისი შემოთავაზება და ამ საშინელებისთვის ”პროექტის” დარქმევაც კი არ შეიძლება.
- ესე იგი ქალაქში კიდევ ერთი ისეთი ადგილი გამოჩნდება, სადაც არ ღირს ბავშვების გაშვება, რომ მათი ფსიქიკა არ დავაზიანოთ.
ვცადე ყველაფერი ხუმრობაში გადამეტანა, არ მსურდა მეჩვენებინა თუ, როგორი მტკივნეული და საწყენი იყო ხელიდან ერთადერთი შანის გაშვება, რომლითაც საშუალება მეძლეოდა ჩემი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მომეხდინა. კრისმა ხუმრობა შეაფასა და გაიცინა.
- ნამდვილად! - დაახველა მან, რაღაც მნიშვნელოვანის სათქმელად ემზადებოდა. ის მთლიანად შემობრუნდა ჩესკენ და მაინც დამატყვევა თავის ნაცრისგერ თვალებში. - ბელა, რას იტყვი დღეს საღამოს ერთად, რომ ვივახშმოთ?
ვივახშმოთ? კრის უიმსი მასთან ერთად საღამოს გატარებას მთავაზობს? მე ალბათ უკვე აღარ ვარ რეალურ სამყაროში და ეს ჩემი წარმოსახვის ნაწილია. ხელები მუჭად შევკარი და ვიგრძნი გრძელი ფრჩხილები მტკივნეულად, როგორ შემერჭო ხელის გულში. არა, ეს არაა ფანტაზია. მისი შემოთავაზება მართლაც გაისმა და მე რას ვდგავარ და ვფიქრობ აჰ, ხო. ქორწილის ერთი წლის თავი.
- დღეეს? - ნაღვლიანად ვკითხე მე.
- ნუ, ხო.
- მაპატიე, დღეს არ შემიძლია. ჩემ დას ქორწილის ერთი წლის თვი აქვს და მე აუცილებლად უნდა წავიდე. არაფრის გაკეთება არ შეიძლება.
- და ხვალ?
- მშვენიერი აზრია! ხვალ - სიამოვნებით!
საჭირო სართულს მივაღწიეთ, რომ მივაღწიეთ სიგნალის ხმა გაისმა. უფრო სწორად მივაღწიე მე, კრისის კაბინეტი ერთ სართულით მაღლა მდებარეობდა. გამოვედი ლიფტიდან და კრისისკენ შევბრუნდი, ველოდებოდი რას მეტყოდა.
- ხვალ დაგირეკავ და შეხვედრის დროს გეტყვი, - მან ხელები გამოწიამ კარებს დაკეტვის საშუალები არ მიცა და ლოყაზე, ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს მაკოცა...