გულისცემა ამიჩქარდა. მისი პარფიუმერიის არომატი ჩემს გონებაში გაიჟღინთა და შიშის საშინელ გრძნობას შეერია. სუნთქვა უფრო და უფრო მიძნელდებოდა, თავბრუ დამეხვა. ჰაერი უკვე აღარ მყოფნიდა და მოვემზადე ლიფტის კედლების სხვადასხვა მხარეს გასრესილს მემოძრავა. თვალები დავხუჭე, სუნთქვა შევწყვიტე, რომ დარჩენილი ჰაერი დამეტოვებინა. მისთვის. - ბელა! თვალები გაახილე და ჯანდაბა, შეწყვიტე სუნთქვის შეკავება! - ედვარდმა მხარზე ხელი მომკიდა, ცდილობდა გონს მოვეყვანე. - ჰაერი ყველას ეყოფა!
მან ხელი ნიკაპზე მომკიდა და მაიძულა, რომ სადღაც მაღლა ამეხედა. მე ვინტილატორი დავინახე და ცოტათი დავმშვიდდი. ძალან ცოტათი.
- ე.ი. ჩვენ ჰაერის უკმარისობისგან არ მოვკვდებით. ანუ ჩვენი სიკვდილი სწრაფი იქნება, უბრალოდ ავფეთქდებით, როდესაც კაბინა ძირს ჩავარდება. ათი სართული, ეს ხუმრობა არ არის. ჩვენ ვერც კი ამოგვიცნობენ...
ვერ ვამჩნევდი, რომ ამას ხმამაღლა ვამბობდი. როცა დავინახე როგორ გაიწია ედვარდი ჩემგან დამუნჯებული სახით, ენაზე ვიკბინე.
- შენთვის არავის არ უთქვამს, რომ ფსიხი ხარ? - ფრთხილად ჩაილაპარაკა მან, ჩემსკენ წამოვიდა.თითქოს ეშინოდა, რომ ჩემს გარდა ვინმე გაიგებდა.
მე ხმაურიანად ჩავისუნთქე ცხვირით ჰაერი და ამოვისუნთქე. ასე ვუმკლავდებოდი ხოლმე სტრესს, ეს ჩარლიმ მასწავლე, როდესაც ათი წლის ვიყავი. კედელზე ჩამოვცურდი და იატაკზე დავჯექი. არ მაინტერესებს, რომ ის ჭუჭყიანია და ჩემი შავი შარვალი გაფუჭდება. ედვარდი ჩემს პირდაპირ დაჯდა.
- ყველაფერი კარგადაა, ბელა? - მკითხა მან.
- შენ გირჩევნია ვინმე გამოიძახო დასახმარებლად - ძლივს გასაგონად წარმოვთქვი მე, თვალები ხელით დავიფარე. რამდენი წამის შემდეგ დინამიკიდან შიშინის ხმა გავიგე. შემდეგ ერთ-ერთი დაცვის ჩახლეჩილი ხმა, რომელიც დაინტერესდა თუ რაში იყო საქმე. ედვარდმა აუღწერა რთული სიტუაცია და სთხოვა, რომ ეჩქარათ, რადგან მე უარესად ვხდებოდი.
- ვინ არის თქვენთან ერთად, ბატონო? - იკითხა მან.
- მის ჰეილი, - უპასუხა ედვარდმა და ჩემსკენ შემობრუნდა. - და ნიშადურის სპირტი ან რაიმე ამდაგვარი წამოიღეთ.
კალენი ჩემთან ახლოს დაჯდა და ფეხები მუხლებში მოხარა.
- დიდიხანია რაც ეს გაქ? - მან თმები გაისწორა და ჩემს მხარეს გამოიხედა.
- კლაუსტრაფობია? ბავშობიდან, - დუბლიონდა და ჩანთა მუხლებზე დავიდე, ნიკაპით მუშტს დავეყრდები. - თერთმეტი წლის ვიყავი, ზამთრის არდადეგებს ბებიასთან იორკიში ვატარებდი. ერთხელ, როცა სახლში არავინ არ იყო, ჩულანში შევედი. არ ვიცი იქ რა დამავიწყდა. იქიდან ვეღარ გამოვედი -კარები მიჯახუნდა და მისი გაღება მხოლოდ გარედან შეიძლებოდა... თითქმის ხუთი საათი ვიჯექი ბნელ ოთახში... მას შემდეგ ლიფტებს, სოლარიუმებს და ასეთი ზომების სამედიცინო აპარატებს ვერ ვუძლებ - მე ხელით ვანახე რენტგენის აპარატის ზომა.
ედვარდმა გაიცინა.
- კაბინას ნუ აქანავებ, გთხოვ, - მე მის მტევანს შევეხე და მაშინვე უკან გამოვწიე ხელი. კალენმა ეს შეემაჩნია, ჩაახველა, მაგრა არაფერი არ თქვა.
სიჩუმე. დრო და დრო ედვარდი ამბობდა, რომ მალე გავიდოდით გარეთ, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მე დავემშვიდებინე. ვაღიარებ, ახლა ისე ძალიან აღარ მეშინოდა, როგორც ნახევარი საათის წინ, როდესაც ლიფტი მეათე სართულზე გაიჭედა. გულის ცემა მართალია ისევ აჩქარებული მქონდა და თავში ისევ დაქროდნენ ფიქრები, რომ ამის მიზეზი შეიძლება არა კლაუსტრაფობია, არამედ სულ სხვა რამე იყო. ან ვინმე.
- სულ დამავიწყდა იმ ხუმრობისთვის შემექე, დილით, რომ მოაწყვე, - თქვა ედვარდმა. - პროფესიონალურად იყო მოწყობილი.
- მომმართე, - გავიღიმე და ხელი ავიქნიე, ვანიშნე, რომ ეს ჩემთვის არაფერი იყო.
- არა, მადლობ! დილანდელიც მეყო, - მან ხელი ლოყაზე მომადო, რომელმაც ეს გაწითლებით მიიღო. არ შემეძლო ამ სურათისთვის თვალი მომეწყვიტა: მისი თითები, ტუჩები ძალიან ახლოს...
მოიცა! ჰეილ, შენ რა გაგიჟდი?! ვიზე ფანტაზიორობ?
კალენის სახისგან თვალის მოშორება მომიწია, რომ არ მიმხვდარიყო, რაზე ვფიქრობდი ამ მომენტში. ლიფტი მოულოდნელად დაიჭრილა და მე შეშინებული შემოვეხვია ედვარდს კისერზე. მან გაიღიმა და ხელზე მომეფერა:
- საყვარელო, უბრალოდ მექანიზმს ასწორებე. არ ინერვიულო.
- არანაირი საყვარელი არ ვარ მე შენთვის, - მე ფეხზე წამოვხტი და კალენისგან გავიწიე, გავიაზე, რომ ახლახან მას ვეხუტებოდი. სისულელე...
- ისევ, - მან თვალები გააფართოვა და ადგა. - აბა რა გინდა, რომ დაგიძახო? კნუტი? ბაჭია? ჩემი აზრით ეს ამაზრზენად ჟღერს.
- მეც ასე ვფიქრობ, - ერთი წამით დავფიქრდი. - და რატომ გადაწყვიტე, რომ შეგიძლია სხვანაირად მომმართო? მე ბელა ვარ, გასაგებია? უკიდურს შემთხვევებში, მის ჰეილი.
- ჯერ.
- რა თქვი? - მე ვიფიქრე, რომ მომესმა. - შენ რა ისევ შენს თამაშს იწყებ? იცოდე, მე შემიძლია, რომ ჩვენი ზვავი გავაუქმო!
- მორჩა, მორჩა! - მან ხელები აწია. - ვჩუმდები.
- ხო და გაჩუმდი, - ვუთხარი მე და თავი ციფრების ტაბლოსკენ შევატრიალე.
კაბინამ ისევ დაიჭრიალა და ნელა დაეშვა ქვევით. ძლივს! ედვარდთან ახლოს, იატაკიდან ჩანთა ავიღე და მხარზე გადავიკიდე. კარებთან მივედი და უკნიდან ვიგრძენი როგორ ადგა ედვარდი. მისი ხელები ჩემს მხრებზე დაეშვნენ, მაგრამ მე მარტივი მოძრაობით, სიტყვის უთქმელად მოვიშორე ისინი. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა ის, უფრო სწორად ჩემს უკანა ნაწილს. რამ შეიძლება მანდ დაგაინტერესოს? სულ ერთია, ეს არასოდეს არ გერგება შენ.
ლიფტის კარები გაიღო და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, რა დონეზეც შეიძლებოდა, რომ სუფთა ყოფილიყო ჰაერი შენობაში, სამუშაო დღის შედეგ. ჩვენსენ უკვე მოიწევდა ბატონი მიულერი. ის უნდობლად უყურებდა ედვარდს და ჩემსკენ წამოვიდა.
- ყველაფერი კარგადაა, მის ჰეილ? - მკითხა მან.
- კი, ყველაფერი კარგადაა, - ვუპასუხე მე და მაღალ დაცვის წევრს ჩავუარე. - ყველაფერს კარგს გისურვებთ.
კალენი არ ჩამომრჩა, ის მოეხმარა ტურნიკიდან გასვლაში. კართან დაცვა იდგა, მან მთავარი შესასვლელის კარები გაგვიღო.
ქუჩაში საკმაოდ აციებულიყო, ამიტომ დუბლიონკის საყელო მაღლა ავიწიე და ხელთათმანები ჩავიცვი.
- შენი მანქანა სად არის? - მკითხა ედვარდმა, რომელიც ჩემს გვერდით მოაბიჯებდა.
- აი იქ, - ”BMW”-ზე მივუთითე, რომელიც მარტო იდგა თავის ადგილზე. - და შენი.
კალენმა საწინააღმდეგო მხარეს მანიშნა.
- ნუ, ნახვამდის, - ხელი გავუწოდე, მაგრამ მან ის მოიშორა, ხელი ჩემს გაყინულ თითებზე გაატარა. ლოყისკენ დაიხარა და მაკოცა..
თვალები დავხუჭე, ვიგრძენი, როგორ ათბობდა მისი ცხელი სუნთქვა ჩემ კანს და მისგან მომავალი ენერგია ისევ მიბნელებდა გონებას. ის იმაზე დიდხანს გაჩერდა, ვიდრე ასეთ მომენტებში არის ხოლმე საჭირო, მაგრამ მე საერთოდ არ ვიყავი წინააღმდეგი.
- შეხვედრამდე, მის ჰეილ, - ჩაიჩურჩულა მან, ჯერ კიდეც ჩემს ლოყას ეხებოდა. უცებ მოულოდნელად შებრუნდა და თავისი მანქანისკენ წავიდა. როგორც ჩასნ კმაყოფილი იყო მიღწეული ეფექტით. ეშმაკი!..
ამ ღამეს დიდხანს ვერ დავიძინე. ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ უბრალოდ მინდოდა, ჯასპერს დავლოდებოდი. სინამდვილეში კი დღეს მომხდარ მოვლენებზე ფიქრი არ მასვენებდნენ.
ყველაზე მეტად ედვარდის ქცევები მაბნევს. ერთი მხრივ შესანიშნავია, რომ ის ცდილობს ისეთი ღორი აღარ იყო და ჩემი მეგობარი გახხდეს, მეორე მხრივ კი თუ მისთვის ნორმალურია მეგობრებისთვის ”ასე” კოცნა დაშვიდობებისას, მაშინ ეს საფრთხილოა. უფრო მეტად კი ჩემი ორგანიზმის და გონების რეაქცია მაშინებს მისი მეგობრობის გამოვლინებაზე.
ედვარდ კალენი და ბელა ჰეილი - საუკეთესო მეგობრები! სასაცილოა, ღმერთო...
ჩემი მეორე პრობლემა ჯასი იყო. ვერც კი წარმომედგინა, როგორ მეთქვა მისთვის, რომ ელისის ნახვა აკრძალული ჰქონდა. მაგრამ... როგორც მახსოვს კალენმა დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში მოაწყვიტავდა თავს ჯასპერს თუ მას დაიჭერდა. ერთია, ეჭვი მეპარება, რომ მომხდარის შემდეგ ჰეილს ელისის მონახულების სურვილი გაუჩნდება. მას ხომ მშვენივრად ესმის ვინ არის მისი უბედურების ყველა მიზეზი. ნუ თითქმის ყველასი, კიბოს მას ვერ დააბრალებ.
ამ ფიქრებში გართულს, ვერ შევამჩნიე ისე ჩამეძინა. და აი ხუთშბათას მომხდარი მოვლენები ჩემს სიზმრებშიც აისახა. ელისი ლიფტში, მე ვკოცნი კალენს საავადმყოფოში, ჯასპერი გოგოსთან ერთად ხვდება კალენს...
დღევანდელი დღე დილიდანვე ალიაქოთით დაიწყო. იმითი დავიწყოთ, რომ ჩამეძინა. ხო, ცხოვრებაში პირველად სამსახურში ვაგვიანებდი, თან მაინდამაინც იმ დღეს, როცა კრისი უნდა დაბრუნებულიყო.
მიაუმ ჩემს ფეხებს შორის დადიოდა, როცა მე ჩემი ძმის ოთახში დავბრუნდი შესაფერებელი ტანსაცმელის ძებნაში. მხოლოს ნაცრისფერ-ლურჯო კაბის პოვნა შევძელი, რომლის ზევიდანაც შალის ჟილეტი მოვიცვი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არც ისე ცუდად გამოვიყურებდი დიდი ხნის წინ წასულ კრისთან შესახვედრად.
ჯასპერს დავუძახე, რომ მას აელაგებინა სამზარეულოში ჭურჭელი და პროდუქრები, რომლებიც მე დავტოვე. ჩემმა ძმამ პასუხად რაღაც ჩაიბურტყუნა . ხო, ახლა მისთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა, ჯობია სახლში რომ დავბრუნდები ეს მერე გავაკეთო. მითუმეტეს, რომ დღეს პარასკევია. ე.ი. სამუშაო დღე, როგორც ყოველთვის მოკლე იქნება.
სასახურში თავის დროზე მაინც ვერ მივიდოდი, ამიტომ გადავწყვიტე არ მეჩქარა. "GREEN LIFE"-ს რამდენიმე თანამშორმელს მივესალმე, ბატონ მიულერს თავი დავუკარი. მან გამიღიმა, საპასუხოდ დამიკრა თავი და ხელით მანიშნა, რომ მისი პირი ჩაკეტილი იყო, რაზეც შვებისგან ამოვისუნთქე.
ლიფტში შევედი, ჩემს სართულზე დავაჭირე ხელი და ჩემს კაბინეტში შევედი. ის ღია იყო, მას ყოველთვის ღიას ტოვებდნენ დილის დალაგების შემდეგ, ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს სეიფში ვინახავდი, ხოლო კომპიუტერზე საიმედოდ მედო პაროლი, ამიტომ არ მეშინოდა, რომ ჩემი გენიალური იდეები რომელიმე კოლეგის არა საიმედო ხელში მოხვდებოდა.
კაბინეტში სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა - უზარმაზარი თაიგული ცხრამეტი ვარდისფერი წულპანებით. შესასვლელთან გავჩერდი, ვერ გადამეწყვიტა შიგნით შესვლა, მეშინოდა, რომ იმის ნაკვალები ვინც ის მოიტანა გაქრებოდა და ვერასოდეს ვერ გავიგები ვინ მოიატანა ეს თაიგული. ჰოლში შემოვბრუნდი და ხელი პირველივი შემხვედრს ჩავავლე. ის კიტი აღმოჩნდა, ჩვენი სისტემური ადმინისტრატორი.
- საიდან ისინი?- ვკითხე მე და კაბინეტში შევათრიე ბიჭი, რომელიც ვერაფერს ვერ ხვდებოდა. - ვინ მოიტანა?
- არ ვიცი, ბელა. მე რატომ მეკითხები? - მან მოიშორა ჩემი ხელი თავისი ზედატანიდან და ჩქარა წავიდა კუთხეში დასამალად, რომ ”გიჟ ჰეილს” კიდევ რამე არ მოეფიქრებინ.
კაბინეტში შესვლა მომიწია, რადგან დანარჩენებმა ჩემს მხარეს დაიწყეს ყირება, სანამ მე ვიდექი და ვფიქრობდი ვის შეიძლებოდა მოეტანა ყვავილები.
დუბლიონკა დავკიდე, ჩანთა იატაკზე მაგიდის ქვეშ დავდე, რომ თვალებში ზედმეტად არ მომხვედროდა. ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და წულპანებს მივაშტერდი. რა თქმა უნდა მესიამოვნა ასეთი ლამაზი თაიგული მიღება, მაგრამ მინდოდა მცოდნოდა ვისთვის უნდა გადამეხადა მადლობა. ჩანთიდან გასაღები ამოვიღე, კაბინეტი დავკეტე და ერთი სართულით მაღლა ავედი.
უიმსის მისაღებში მდივნის გარდა არავინ არ იყო. იზაბელა მორგანმა თავი აწია, როდესაც მე შევედი და გამიღიმა. შეგიძლია არ მესიყვარულო, გოგონა. მე მშვენივრად ვიცი ვინ ავრცელებს ჭორებს ჩემზე და კრისზე.
- დილამშვიდობისა, ბელა, - ის კომპიუტერს მიუბრუნდა და განაგრძო თავისი საქმეების კეთება.
- თავისთანაა? - მე უკვე გავაღე კარები, არ დავლოდებივარ სანამ იზაბელა შეატყობინებდა ჩემი ვიზიტის შესახებ და კაბინეტში შევედი.
კრისი სავარძელში იდგა და რათაც ქაღალდებს უყურებდა, ჩემს ყოფნას ვერ ამჩნევდა. მე მრავალმნიშვნელოვნად ჩავახველე და დაკეტილ კარებზე დავაკაკუნე, ყურადღების მიქცევას ვცდილობდი. უიმსა მომაპყრო თავისი ულამაზეი თვალები და გამიღიმა.
- ზაიკა, - წაიმღერა მან, ადგილიდან წამოდგა. ამ სიტყვისგან ცუდად გავხდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. კრის მივუახლოვდი და ვცადე მოვხვედოი, მაგრამ ის ამის მაგივრად ჩემს ტუჩებს ეცა. კოცნა ისევ არ გამოვიდა ისეთი, როგორიც მე მიყვარდა. უიმსი უხეშად მკოცნიდა, სანამ მე ვცდილობდი, კოცნის ისე წარმართვას, რომ ორივესთვის სასიამოვნო ყოფილიყო. იგრძნო ჩემი ინიციატივა, ის გაჩერდა და წელზე შემომხვია ხელი, თავისი სავარძლისკენ წამიყვამა. თვითონ მაგიდაზე დაჯდა, როდესაც მე მოხერხებულად მოვკალათდი მის ადგილზე. ხო, აქ მე ნამდვილად მომწონდა - ატმოსფერო, ხედი ფანჯრიდან, სავარძლის რბილი ტყავი. ამ ოთახში მუშაობა ალბათ მშვენიერია.
- მადლობა, - გავუღიმე და თაიგულის გამო მადლობა გადავუხადე.
მან ამოიოხრა და მიპასუხა ”არაფრის”.
- როგორ იმგზავრე? - ვკითხე მე და ის ქვევიდან ზევით ავათვალიერე.
- კარგად, - მან ხელი ჩემს ლოყაზე გაატარა, რომელიც გუშინ კალენმა გაათბო, მე ადვილად გავინთავისუფელ თავი. არ მინდა, რომ მათი მოქმედებები გადაიკვეთოს. - რა არის ახალი?
მე მოვუყევი იმის შესახებ თუ რა ხდება ელისთან დაკავშირებით. კრისმა სრულიად გურლფელად გაიზიარა და თქვა, რომ ჩვენ ორს აუცილებლად უნდა მოგვენახულებინა ის კლინიკაში, როცა ყველაზე საშინელება უკვე უკან იქნებოდა. მე მისმა იდეამ ძალიან გამახარა, მართლაც ელისი ბოლოს და ბოლოს გაიცნობს ჩემს ახალგაზრდა მამაკაცს. ეს რაღაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ რატო ამის ახსნა არ შემიძლია. ხმამაღლა თითქოს ენას ჭრის... მას რამე სხვა განმარტება უნდა მოვუფიქრო.
- კრის, - დავიწყე მე. - როდისღა შევხვდებით არაფორმალურ სიტუაციაში?
- თუ გინდა, დღეს შენთან წავიდეთ? - მაშინვე მითხრა მან.
- ჩემთან არ შეიძლება, ავარია მოხდა და გამათბობლის სისტემა დაზიანდა ამიტონ სახლისა და ქუჩის ტემპერატურას შორის არანაირი განხსვავება არ არის.
- და შენ იქ ცხვორობ?
- არა, რა თქმა უნდა. მე ჩემა უფროსმა ძმამ შემიფარა. მე და ჩმი კატა, - გავუღიმე მე..
კრისმა ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა, ნაზად შეეხო.
- არ მიყვარს კატები, - მან ერთი თვალი მოჭუტა და ფრთხილად შემომხედა.
- ა-ა, - ვთქვი მე. - საწყენია. ჩემს ოჯახში - პირიქით, ყველა მეკატეა. ნუ როზალის გამოკლებით.
- ვფიქრობ, მასთან გამოვნახავდი საერთო ენას, - გაიღიმა კრისმა.
- გათხოვილია, - გავიცინე და მსუბუქად მივარტყი ხელი.
საღმოს, როდესაც ავადმყოფების მონახულების საათები მთავრდება, კლინიკაში განსაკუთრებით ბევრი ხალხია. ისინი ცდილობენ თავის ახლობლებთან სამუშაოს შემდეგ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ, ამიტომ შვიდი საათისთვის უმჯობესია საავადმყოფოში არ შეხვიდე, რომ რომელიმე დიდი დეიდას მიერ არ იყო დამტვრეული, რომელიც თავისი ავადყოფი ქმრის გამოსაკვებად არის მოსული. მე ამის საწინააღდეგო არაფერი არ მქონდა, უბრალოდ ვამჯობინებდი, რომ ჩემს მანქანაში დამეცადა, სანამ ეს ტალღა გადაივლიდა.
ჩვენს ოჯახს, გამონაკლისის გარდა ელისის მონახულების ნება ნებისმირ დროს დართეს, მაგრამ მთავარი იყო, რომ ეს საღამოს ათ საათზე გვიან არ მომხდარიყო. პროფესორმა სიკორმა პირადად შეადგინა სია იმ ათი ადამიანის, რომელსაც დაუბრკოლებლად შეეძლოთ კალენთან მოსვლა. ერთია, კალენის ხელით ამ სიიდან ჯასპერი ამოღებული იყო და ახლობლებიდან ამაზე არავინ არ იცოდა და სიროკომ არჩია, რომ არ ჩარეულიყო ორ ოჯახს შორის. საიდან ჩვენ ასეთი პრივილეგიები სახელგანთქმული ექიმისგან და რატომ უთმობს კაროლი ამდენ დროს ავადმყოფს, სახელად ელის კალენს? ის უბრალოდ გამოჩენილი ბავშვების ქირურგის, კარლაილ კალენის ქალიშვილია და სიროკო ამ საშუალებით გამოხატავს პატივისცემას ექიმი კალენის მიმართ.
ბოლოს და ბოლოს საავადმყოფოს კარებინად გამოვია უკანასკნელი მნახვედი, ყოველ შემთხვევიში უწესრიგოვა შუშის კარების მიღმა არ შემიმჩნევია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ის მომენტი დადგა, როდესაც მე თავისუფლად შეეძლო კლინიკაში შესვლა.
ხუთი წუთის შემდეგ მე უკვე ვაღებდი ჩემი მეგობრის პალატის კარებს. მათან ახლოს ესმე იჯდა, ცდილობდა გაეჭიმა, მაგრამ მისი თვალებიდან გასაგები იყო თუ როგორ ნერვიულობდა ის ქალიშვილის გამო. ელისის დაავადებას გამოყავდა ის მისი ცხოვრების რიტმისგან, რომლითაც ესმე მშვიდად იყო ხოლმე სახლში დაკავებული, თავისუფალ დროს კი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. მისის კალენი ოჯახური ფოტოგრაფი იყო. ბოლო დროის განმავლობაში მან მიატოვა ეს ხელობა. მთელი მისი ძალები ერთადერთი ქალიშვილის გვერდში დგომაში იხარჯებოდა. ის ამ რამდენიმე კვრისი განმავლობაში დაბერდა კიდეც.
- ესმე, - გადავეხვიე მე ელისის დედას. - როგორ ხართ?
- გამარჯობა, ბელა. მე რა უდნა მჭირდეს? - გაიცინა მან. - ახლა მთავარი ელისის ჯანმრთელობაა.
ესმემ ქალიშვილს დახედა და შუბლზე აკოცა.
- დედა, - თქვა ელისმა. - ყველაფერი კარგად იქნება. შენ სახლში წადი, დასვენება გჭირდება, მთელი დღეა ჩემთან ზიხარ.
- დიახ, მისის კალენ, - მხარი დავუჭირე მეგობარს. - თქვენ გამოძინება გჭირდებათ.
მოვახერხეთ ესმის დარწუმება და ის მალევე წავიდა, მე და ელისი მარტო დავრჩით.
იმის მიხედვით, როგორც ის გამოიყურებოდა არ შეიძლებოდა იმის თქვა, რომ ის ავად იყო. როგორც ჩანს საშინელი დიაგნოზი მისთვის არ არსებობდა. ის ისევ ისე ხარხარებდა, როგორც ადრე, როდესაც მე მიაუმის ნამოქმედარს ვუყვებოდი.
- წარმოგიდგენია, - თქვა მან. - დღეს თაიგული მომართვეს.
- ნუ, ფუტკარო, შენ ყოველ დღე იღებ ყვავილებს შენი ძმებისგან. რამ გაგაკვირვა?
მე თვალი მაგიდას მოვავლე, რომელზეც მისი საყვარელი ყვითელი ვარდების თაიგულები იყო. ასევე რამდენიმე ჩემგანაც.
- ხო მაგრამ, - შემეწინააღმდეგა ის. - ეს მათგან არ არის. მედდა, რომელმაც ის მოიტანა ვერ ამიხსნა ვისგან იყო ისინი. იქ მხოლოს წერილი იყო, რომელზეც პალატის ნომერი ეწერა და მეტი არაფერი. არანაირი სახელი.
მან ჩემს ზურგს უკან გაიშვირა ხელი, მე მას მივყევი და გავიყინე.
რბილ დივანთნ ახლოს, პატარა მაგიდაზე იდგა ვაზა, რომელიშიც არც ისე დიდი ვარდისფერი წულპანების თაიგული იდო.