რაზე ოცნებობს ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, გაიღვიძოს დილის ექვს საათზე, როცა ფანჯარაში მზის ქარაგმაც კი არ არის? და თუ გავითვალისწინებთ, რომ კარზე თებერვლის დასასრულია მომდგარი და თბილი დღეზე იმედის ქონაც კი არ ღირს? მე ვოცნებობდი ორ რაღაცაზე: უკან საწოლში ჩახტომასა და თბილ საბანში გავხვეულიყავი, დამეძინა. მაგრამ იქ, ”ზევით”, სხვანაირადაა ყველაფერი განლაგებული. და ამიტომ ახლა ფეხშიშველი ვიდექი სამზარეულოს ცივ იატაკზე, ფეხიდან ფეხზე ვინაცვლებდი. სიცივისგან მაკანკალებდა. იკითხეთ, რატომ არის ჩემს ბინაში მხოლოდ თხუთმეტი გრადუსი სითბო? მეც მინდოდა ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა. ამ ყოვლისშემძლე კომუნალრი გადასახადების ამკრეფებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან გუშინ მზე ანათებდა და ყველაფერი გაზაფხულის მალე დადგომაზზე მეტყველებდა, გათბობ ჩვენს მაღალსართულიან სახლში არ არის საჭირო!
თვალებს ვერ ვახელდი, ჩემი ორგანიზმი უბრალოდ უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე. მას ისევ ეძინა. გალურჯებული თითებით გავხსენი ქილა და კურდღელი როჯერის გამოსახულებიან ჭიქაში ცოტა ყავისფერი ნარევი ჩავყარე, რომელიც სრულებით არ გაგონებდა ყავას. ალბათ იმიტომ დავამატე, რომ გამღვიძებოდა.
კანზე ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩემს შიშველ ფეხებს რაღაც რბილი ბეწვი. გააკეთა წრე ჩემს გარშემო, ამ ”რაღაცამ” ხმადაბლა დაიკნავლა, მახსენებდა, რომ ცუდი არ იქნებოდა მისი გამოკვება.
- მიაუმ, - გავუღიმე შავ მსუქან კატას. რომელმაც მომაპყრო თავისი საცოდავი მზერა და პირი გაღო, უხმოდ იმეორებდა თხოვნას. მიაუმ - ათ კილოგრამიანი კატა ჩემთან ერთად უკვე ხუთი წელია ცხოვრობს და ჩემთან ერთად განწირულად იცვლის ბინებს. ის არასოდეს არ გამოხატავს უკმაყოფილებას ჩემს მიმართ, როცა დიდხანს ვჩერდები სამსახურში ან პირიქით ძალიან ადრე მივდიოდი, როგორც დღეს. სწორედ ამის გამო ვაფასებ მას. ვერცეთმა ჩემმა ბიჭმა ეს ვერ გადაიტანა. ერთერმა მადგანმა, არ მახსოვს მისი სახელი, წასვლისას მითხრა, რომ მე კატასთან უფრო კომფორტულად ვცხოვრობ, მივდრე ნორმალურ კაცთან. ჰმ, შეიძლება მართალიც იყო. კატა არასოდეს არ მოკალათდება დივანზე ლუდით ხელში, იმის მაგივრად, რომ დაგეხმაროს ვახშმის მომზადებაში. კატა არასოდეს არ დაყრის მთელ სახლში თვის ჭუჭყიან ტანსაცმელს. კატა არასოდეს არ გიღალატებს შენ საუკეთესო დაქალთან. კატა ყოველთვის აფარებს თავს კბილის პასტას. შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, თუ გამოიყენებდა, აუცილებლად დაახურებდა. ასევე ტუალეტის თავსახუსაც. საერთოდ შეიძლება ამ ყველაფრიდან ისეთეი დასკვნა გამოიტანოთ, რომ კაცებთან ურთიერთობამ საბოლოოდ თავი მომაბეზრა და გადავწტვიტე ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა მსუქან კატასთან ერთად გავატარო, რომელიც ჯერ კიდევ მიკურებს მშიერი თვალებით, საჭლის ნამცეცს იხვეწება.
- შენი დიეტაზე დასმის დროა, - ჩავილაპარაკე, კატას ხელში აყვანისას. მუხლები დავიხმარე, რომ ჩემი ფუმფულა მეგობარი ძირს არ დამეგდო და მასთან ერთად მაგიდასთან დავჯექი. - ძეხვი გინდა?
მიაუმ, შეურაცყოფილი ჩემი უპატივცემულობის გამო მის მიმართ, ზიზღით დასუნა შემდეგ ქონიან ნაჭერს და იატახზე ჩახტა. ამაწად აწია კუდი, ყველანაირი საშუალებით გაგრძნობინებდა, რომ განაწყენდა და ჩემი ოთახისაკენ გაეშურა.
- შენი საქმეა, - ვუპასუხე მე და შევისუნთქე ცხელი სასმელი. მეორე ყლუპის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ყავისფერი საზიზღრობის დალევა უბრალოდ შეუძლებელია და ნიჟარაში გადავასხი. დალია მიაუმ მთელი თასი კატის საკვები და აბაზანაში წავიდა.
ტანსაცმლის არჩევამ ნახევარ საატზე დიდი დრო დაიკავა. საბოლოოდ თეთრ პერანგსა და მაღალწელიან შავ შარვალსა და პიჯაკზე შევჩერი. დღეს მაღალ დონეზე უნდა გამოვიყურებოდე, დღეს ხომ ჩემი კარიერის ბედი წყდება ლანდშაფტის არქიტექტურაზე. ფირმაში "Green-Life" წელიწადზე მეტი ვმუშაობდი. არა ”ვმუშაობდი: ძალიან რბილი ნათქვამია.მე თავს ვაკლავდი! მივდიოდი სამსახურში გამთენიის და იმ მომენტში მოვდიოდი იქიდან, როცა დაცვა კაბინეტების გასაღებებით ჩაკეტვას იტყებდა. ყოველი პროექტისთვის ვბრძოლობდი, რადგან სხვანაირად ამ პროფესიაში ვერ გადარჩები. თქვენ შეგიძლიათ გაიცინოთ, გეგონოთ რომ ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ ყვავლიების დარგვაა. მაგრამ ასე არაა! სამუშაო გამოცდილების გარეშე ყვავლის ჩარგვისა და ნიჩაბის დაჭერის უფლებას არ მოგცემენ, საკუთარ პროექტის წარმართვაზე ხომ ოცნებაც კი არ ღირს! ამიტომ მთელი ძალით ვცდილობდი გამომემუშავებინა ეს გამოცდილება და ვიმედოვნები, რომ ეს დამეხმარებოდა დღეს ტენდერის მოგებაში.
ბაღის მაკეტს შევხედე, რომელზეც მემგონი მთელი ცხოვრებაა ვწვალობ. კარგი, მე ვაჭარბებ, სამ თვეს მთელ ცხოვრებას ვერ უწოდებ. მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ ჩავბმულიყავი ამ კარდონის კონსტრუქციაში მთელი სულით. კი, ეს იყო ჩემი შვილი და როგორც მშოველი, მე ვფიქრობ, რომ ის მე გამახარებს.
ნაჩქარევად ჩაცმული, გავვარდი სახლიდან, თან ესკიზები წავიღე. მაკეტი მანქანაამდე გაჭიმული ხელებით მივიტანე, რომ არცერთი ხე და ფანარი არ დამკუჭვოდა. ქუჩაში, როგორც ვვარაუდობდი საშინლად ციოდა. პირიდან ორთქლი გამომდიოდა, ხოლო ხელები მაშინვე გამეყინდა მოდურ ხელთათმანებში ”თითების გარეშე”. სინანულში, რომ გრძელი ხელთათმანები არ ჩავიცვი, გავაღე ჩემი BMW -ს უკანა კარები და ფრთხილად მოვაწყვე სავარძელზე ჩემი ”შვილი”. შევვარდი მძღოლის ადგილას და ჩავრთე გამათბობელი და მოვწყდი ადგილიდან ბიზნეს-ცენტრის მიმართულებით, რომელშიც "Green-Life"-ს ოფისი იყო განთავსებული.
- საიდან გაჩნდა ”საცობი” დილის შვიდ საათზე? - ამოვიბურტყნე მე. და რატომ არ ძინავს ხალხს თავის თბილ საწოლებში ასე ადრე?
- დამშვიდდი, დამშვიდდი. - დავარწმუნე საკუთარი თავი, ვგრძნობდი, რომ კიდევ ცოტაც და ყვრილის დავიწყებდი. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოუთმენლად ცდილობდა ჩემს ხაზში გადმოსვლას და უკვე ხუთი წუთია მაწვებოდა თავისი გაცვეთილი ფორდით. ის საწყლად უყურებდა ჩემს მანქანას დაბურულ შუშიანი ფანჯრებით, ფიქრობდა, რომ შეეცოდებოდა და წინ გავუშვებდი. შეიძლება დამეთმო კიდეც გზა, ქინდა შუქნიშანზე, რომ არ გაესწრო ჩემთვის და ამის გამო შეხვედრაზე, რომ არ დამეგვიანა. ახლა, როგორც მოზარდი ბოროტად არ ვუშვებდი ჩემს ხაზში. ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ჩემს უკან მოდიოდა და ამ სურათს უყურებდა შეეცოდა ბიჭი და გაატარა.
მაკეტთან ახლოს მიგდებული ჩანთიდან ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ხელის ცეცებით ვიპოვე ტელეფონი და ყუთან მივიდე.
- გამარჯობა, ეს მე ვარ - როზალი არც კი დაელოდა ჩემს ”ალო”-ს, ”დიახ”-ს ან რაიმე ამდაგვარს. - რას შვები?
- როუზ, და შენ როგორ ფიქრობ? რით შეიძლება ვიყო დაკავებული დილის შვიდ საათზე?
- თუ შენი უკმაყოფილო ტონით ვიმსჯელებთ, სამსახურში მიდიხარ.
- მივდივარ? დამცინი? მთელი ცენტრი დგას!
- კარგი, არ ადუღდე. იმიტო არ ვრეკავ, რომ შენი ტანჯვა მოვისმინე. მისმინე, გახსოვს, ამბობდი, რომ შესანიშნავი ლუტჯი კაბა გაქვს, რომელიც რაც იყიდე ერთხელაც არ ჩაგიცვმას?
- მახსოვს. ჯერ იარლიყიც კი არ მომიხსნია, - ვუპასხე. - მართლა, ესე ადრე რატომ რეკავ? არ გეძინება?
- მეძინება, მაგრამ ჩიკომ მოითხოვამ რომ ახლავე გამესეირნებინა; მაგრამ შენ ხომ გესმის, რომ ამის გაკეტებას მე მარტო არ ვაპირებ. ამიტომ, მე ეხლა ვდგევა შემოსასვლელში და შუში კარებიდან ვუყურებ, როგორ დადის ემეტი ჩიკოსთან ერთად სრულიად ავტომატურად წრეზე. ჩემი აზრით ჯერ თვალიც კი არ გაუხელია. ემეტ - იყვირა როზალიმ რომელიღაც მხარეს. - საყვარელო, ბოძს არ დაეჯახო, - პაუზა. - არ გტკივა?
ტელეფონის დინამიკის პირიდან რაც შეიძლება შორს გაწევა, მომიწია, რომ როიზს არ გაეგომ როგორ ვიცინოდი. საწყალი ემეტი! როზალი, ჩემი და, თავის რიჟა ტაქსასთან ჩიკოსთან ერთდ მას მოწყენის საშუალებას არ აძლევს.
- ეი, ბელა! სად გაქრი? - დამიძახა როუზმა. - რა ხდება კაბასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, აიღე! და რა დღესასწაულია? - ვცდილობდი, რომ ჩემი ხმა გურგლილი ყოფილიყო, მაგრამ სიცილი ჯერ კიდევ მახრჩობდა.
-ოღონდ არ თქვა, რომ დაგავიწყდა! ან არა! მიდი თქვი, რომ დაგავიწყდა ჩემი ქორწილის წლისთავი და მე საკმარისი მიზეზეი მექნება, რომ პირველივე შეხვედრაზე დაგახრჩო! მე გამამართლებენ კიდეც!
ქორწილის წლისთავი! ეს ინფორმაცია მართლაც ამოვარდნილიყო ჩემი მეხსიერებიდან, თავის გენიალურ გეგმებთან ერთად. დროზე რამე უნდა მოვიტყუე, სხვანაირად ჩემი იმპულსური დაიკო, მართლა გამრეცხავს სარეცხის ფხვნილში, იმიტომ, რომ მისი და ემეტის ქირწილის პირველი წლისთავი დამავიწყდა.
- მე არფერი არ დამვიწყნია! - გავწითლდი. - უბრალოდ არ ფიქრობდი, რომ შენ ასე ადრე ადგებოდი, ამ მოვლენისათვის მოსამზადებლად...
- ჩემთვის სულერთია! - отрезала Розали. - შენი სამსახურის გარდა გარშემო ვერავის ვერ ამჩნევ! ოჯახიც კი დაგავიწყდა!
- როუზ, მე...
- აი თქვი, მაგალითდ, ვის ხვდება ეხლა შენი ძმა?
- ე-ე-ე... ჯას?
- და სხვა ძმაც გყავს შეენ?
- გოგოს ხვდება, ალბათ. თუ შენ გინდა მითხრა, რომ მე იმდენად მოვწყდი ოჯახს, რომ არ შემიმჩნევია, როგორ შეიცვალა ჩემი უფროსი ძმა და ეხლა ის შენი კაბის ტარებას არჩევს?
- ბელა! - გაიცინა როზალიმ. - მე აღარ შემიძლია შენთან საუბარი, ჩემი დაჭრილი ქმარი სეირნობიდან ბრუნდება. წარმოიდინე, ის პატარა ტაქსამ დაასახიჩრა. კარგი, გელოდები დღეს საღამოს შვიდზე ჩემთან
- მოიცადე, - დავიძახე, სანა გათიშავდა. - და ესეც იქნება?
- კი. ”ეს”, როგორც შენ მას უწოდებ, ისიც იქნება.
- აუფ, - ამოვიოხრე მე, მაგრამ როზალის უკვე აღარ გაუგონია.
ჩავიდე ტელეფონი მოკლე დუბლიონკის ჯობეში, მაღალ ხმაზე ჩავრთე რადიო. სიმღერა, რომელმაც, გაიჟღერა მანქანაში, ყოველთვის მომწონა. და ახლა საჭირო იყო როგორც არასდროს. კალენი. მასზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მინდოდამ მაგრამ წარსულში მომხარდი მოვლების არ გახსენება არ შემეძლო.
მტრობა ჯერ კიდევ ბავშობიდან დაიწყო. მაშინ ჩემი და როზალის მზრუნველმა დედამ პირველა მიიყვანა ქალიშვილები ცეკვის კლასში, იმედს იტოვებდამ რომ ჩვენგან მშვენიერი ბალერინები გამოვიდოდნენ. მაგრამ ასე არ იყო! რა თქმა უნდა, როზალისგან მართლაც გამოვიდა არაჩვეულებრივი მოცეკვავე, მას ღმერთისგან ქონდა ბოძებული ნიჭი, ხოლო მის პატარა, მოუხერხებელ დას არაფრით არ შეეძლო მოეძებნა თავისთვის პარტნიორი, ბალის ცეკვებისათვის. და აი ბედი ან ბოროტი ბედისწერა, ეს მე უკვე არ ვიცი, ჩვენს სკოლაში გადმოვიდა ყოველ მხრივ არაჩვეულებრივად აღიარებული ედვარდ კალენი. ისიც იმდენად დიდებულად ცეკვავს ხუთი წლის ასაკში, რომ მისი იმპროვიზებული გამოსვლის სანახავად ყველა მასწავლებელი და მოსწავლეების დედები მირბოდნენ. დგანან შუშის კედლებიან დარბაზთან და წინასწარმეტყველებენ, როგორი დიდი მომავალი ელის ამ ბიჭს. რენემ, დედაჩვენმა, სწრაფად შეაფასა სიტუახია და ესმი კალენთან მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვიტამ რომ მასზე უკეთესს პარტნიორს ჩემთვის ვერ.
ოჰ, არ წარმომედგინა ოთხი წლის ასაკში თუ როგორ შემობრუნდებოდა ეს ჩემთვის. კალენი ნამდვილი სატანა აღმოჩნდა! ერთი დღე არ გავიდოდა, რომ მასზე განაწყენებული არ ვყოფილიყავი: ის მთელი ძალით, რაც კი შეიძლებოდა, რომ ხუთი წლის ბავშვს ქონოდა მაბიჯებდა ფეხებზე, ჩემს ხელებს უჭერდა, ცრემლებამდე მივყავდი. მაგრამ ჩემი დის როზალის გარდა არასდროს არავის არ ვეცოდებოდი, რომელიც ჩემზე ორი წლით დიდი იყო. ერთხელ, როდესაც შეამჩნია, რომ ვზივარ გარდირობში სკამზე და ვტირი, მან მიიმწყვდია კალენი კუთხეში და მუშტი დაარტყა, შემდეკ თავზე მიწიანი ქოთანი ჩაოაცვა, რომელშიც არაფერი არ გაიზარდა. ამის შემდეგ ჩვენ ერთად აღარ ვცეკვავდით, ხოლო ედვარდი ყველანაირი გზით ცდილობდა ჩემი მცველისთვის გვერდის.
ცხრამეტი წლის ასაკში კალენი გაემგზავრა ირლანდიაში. აი მაშინ ამოვისუნთქე შვებისგან, ვიცოდი, რომ მეტი არავინ არ მაწამებდა. ის არ იყო მთელ წელიწად, რომლის განმავლობაშიც მე მოვასწარი უნივერსიტეტში მოწყობა, ლანდშაფტის არქიტექრურის ფაქულტეტზე. ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ძველი კომპლექსების კვალიც კი არ დარჩა და ის ფაქტი, რომ მე გავხდი საკმაოდ სიმპატიური და დამოუკიდებელი, საერთოდ არ ახარებდა ჩემ ახალგაზრდა ხალხს, რომლებიც მიეჩვივნენ ჩემს გვერდით მშვენიერ პრინცად ყოფნას. ახლა მე ვირჩვდი ჩემთვის თანამგზავრს და მის ჩემს გვერდით ყოფნის ვადას. ერთია, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს ვადა, ისინი, თითქოს ცეცხლწაკიდებულნი გარბოდნენ ჩემგან, ვერ უძლებდნენ ჩემი ცხოვრების რიტმს.
ხუთი წლის წინ კალენი დაბრუნდა მთელი ძალით, ენერგიით და ახალი გეგმებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაენადგურებინა ჩემი არსებობა. მაგრამ მას ელოდა მოულოდნელი სურპრიზი ტანადი, ლამაზი, გრძელ თმიანი გოგონას, სახელად ბელა ჰეილის სახით. ამის შედეგ მისი გეგმები მთავრდებოდა ერთი და იგივით - ჩემი საწოლში შევეტყუების მცდელობით. და არც ერთი ესეთი მცდელობა არ გამოსვლია. მე უკვე აღარ მაქვს მასთან ისეთი დამოკიდებულება, როგორც ყველაზე საშინელებასთან, რაც კი შეიძლება ოდესმე შემემთხვას. ის გახდა რიგითი ბიჭი, რომელსაც მე ვუნდოდი და არაფრით არ შეეძლო ამის მიღება.
სიმღერის ქვეშ ”Supersonic Future” უზარმაზარი ბიზნეს-ცენტრის მანქანების სადგომზე შევედი. სასიამოვნოა გააცნობიერო, რომ ადგილი ჩემი მანქანის დასაყენებლად ყოველთვის მოიძებნება. ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობა ზრუნავდა თავის თანამშრომლებზე, ამიტომ ყოველ ჩვენგანს სადგომზე პერსონალური ადგილი გვქონდა, რომლის დაკავების უფლებაც არავის არ ქონდა.
რამდენიმე მანქანას გვერძე ჩავუარე, მარცხნივ შევუხვიე და გავჩერდი, რომ ოდნავ უკან დამეზია და დამეყენებინა ჩემი BMW ჩემი კოლეგების მენისა და კიტის მანქანებს შორის. აქ ჩემთან ახლოს გამოჩმდა Мерседес G463 и და დადგა ჩემი მანქანის ადგილას. ამ მანქანას ათასი სხვა მანქანიდან გამოვარჩევ.
- კალენი!!! კრეტინი! - ვიყვირე მე, გავყავი თავი ღია ფანჯრიდან სიცივეში. ედვარდი კმაყოფილი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან და საბარგულისკენ გაემართა. - крикнула я, высунувшись из открытого окна на мороз. Эдвард с довольной ухмылкой вышел из машины и подошел к багажнику. - მოაშორე შენი ჯაბახანა ჩემი ადგილიდან!
- გამარჯობა, ბელა! როგორ გეძინა?
- შენ რა, დაყრუვდი?! - ფლეიერის ხმას ჩავუწიე, როცა ჩემი ხმის დაწევას სრულიად არ ვაპირებდი.
- უკვე დავყრუვდი, - მიპასუხა მან, თან საბარგულიდან საქაღალდეს იღებდა.
- შე იდიოტო! - შიგნიდან მთლიანად ვდუღდი. თუ მის გამო ამ ტენდერს დავკარგავ, არ ვიცი რას ვუზა. - ეს ჩემი ადგილია!
- სასიამოვნო დღეს გისურვებ! საღამოს შევხვდებით, - მან ხელი დამიქნია და წავიდა.
ფანჯრის ავტომატური მოძრაობის ღილაკს დავარტყი ხელი და ფანჯარაც უხმაუროდ დაიკეტა. აი ვირი! და რა ესაქება აქ ამ დროს? საერთოდ რა უნდა ჩვენს ცენტრში? ნუ, არაუშავს, შენ დიდხანს დაიმასხოვრებ ამ დილას!
დავაყენე ჩემი მანქანა პირდაპირ სამგზავრო ნაწილზე, ძალიან ახლოს ედვარდის მერსედესთან. ახლა იმისათვის, რომ აქედან წავიდეს, მოუწევს ჩემი პოვნა ამ უზარმაზარ ჭიანჭველების ბუდეში, რომელსაც "Green Life" ჰქვია.