გიჟივით ვხარხარებდი. ცრემლების გამო ტუში ლოყებზე მეღვენთებოდა და შავ ხაზებს ტოვებდა. მე ვმართვ ამ პროექტს! უაზრობაა! რატომ გამოვტოვე ის მომენტი, როდესაც ჩემი ცხოვრება უაზრო სერიალად იქცა? ყველაფერი უკან გადაახივეთ! პირველი სერიის ყურება მინდა. - ბელა, შენ რა ისტერიკა გაქ? - დაინტერესდა ედვარდი. - მაშინებ!
- ეს შენ მაშინებ, კალენ! - ვუპასუხე მე. - ნუ, მიდი, მოყევი, როდის მოგივიდა თავში ყველაფრის გადატრიალების იდეა?
- მე არაფერი არ დამიგეგმავს.
- აჰა! რა თქმა უნდა! ჩვენს ფირმაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი! და მერე ასევე შემთხვევით მე მომცეს შენი პროექტი. დიდი ხანი ითანხმებდი კრისს?
- ჰეილ, ნუ მორჩი სისულელეებს! - ვერ მოითმინა მან, მაგრამ მაშინვე აიყვანა თავი ხელი და უკვე რბილი ტონით გააგრძელა. - კი, მე თქვენს კომპანიას მივმართე, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ შენ მუშაობ! "Green Life" საუკეთესოა თავის საქმეში...
- თუ ეს ასეა, მაშინ საიდან გაიგე, რომ პროექტს მე ვხელმძღვანელობდი?
- დღეს თქვენთან ოფიში დავრეკე და ვიკითხე, - ის გაჩერდა, - და ძალიან მიხარია, რომ მას შენ უძღვები. შენ როგორც ჩემი სახლის მომავალი დიასახლისი, ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მოგწონს...
- მოიცა-მოიცა! რა დიასხლისი? ვიღაცაში გერევი. და ვინ გითხრა, რომ დავთანხმდები ამ პროექტის აღებას?
კალენი დაიბნა.
- შენ, რა უარს იტყვი?
- ნუ, თუ იმას გავითვალისწინებთ ვისთან მომიწევს მუშაობა, მაშინ... დაიცა მოვიფიქრებ - თითი ნიკაპთან მივიდა და ყურმილში დავიყვირე. - კი!! უარს ვიტყვი! და თუ შენ კიდევ ერთხელ ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში, ვიპოვი საშუალებას. რომ ცუდი, ძალიან ცუდი რამე გაგიკეთო! გასაგებია?
გულის სიღრმეში ეშმაკურ სიხარულს ვგრძნობდი - ეს საშუალება უკვე ნაპოვნი იყო! და მე სრულიად ბედნიერი ვიქნებოდი, როცა ოთხშაბათს კალენის სახეს დავინახავდი! ისე ვიდეო კამერაც უნდა წამოვიღო, რომ მისი ავღბეჭდო, შთამომავლობისთვის.
- გასაგებია, - ადვილად დათანხმდა ედვარდი. - ვინმემ დამირეკა?
პიტერთან საუბარი და კალენისთვის მისი შეტყობინება გამახსენდა.
- ვის ჭირდები? არავის არ დაურეკავს, - ეს პატარა შურისძიება პროექტისთვის! - ხუთშაბათამდე, ”ძვირფასო”!
ტელეფონი მთლიანად გამოვრთე, რომ მეტჯერ აღარ შევეწუხებინე და თავი საჭეზე ჩამოვდე. რა სისულელეები ხდება ბოლო რამდენიმე დღეა? თითქოს, იქ ზევით უნდათ ნახონ რა დამემართება ასეთ სიტუაციაში. ეს არც ისე სასიხარულო იყო. უარი ვთქვა პროექტზე თუ არა? ერთი მხრიდან, როცა წარმოვიდგენ, რომ კალენთან ურთიერთობა საკმაოდ ხშირად მომიწევს, შიგნიდან ყველაფერი მიტრიალდება. მეორე მხირდან - ფული მჭირდება, ამიტომ შეიძლებოდა მომეთმინა, შემესრულებინა ჩემი სამუშაო და კარგი ანაზღაურება ამეღო.
ჩანთიდან საქაღალდე ამოვიღი და დამკვეთის გვარი დავინახე. ”სად მქონდა თვალები”? სწრაფად გადავათვალიერე ფურცლები და დავაგდე ისინი გვერდით სავარძელზე.
უცებ ვიღაცამ ჩემი მანქანის ფანჯარაზა დააკაკუნა.
- ღმერთო! - აღმომხდა მე, - კრის?
ფანჯრიდან დავინახე, როგორ იღიმებოდა კრისი და ტუჩები საკოცნელად შეერეთებინა. გამეცინა იმაზე თუ როგორ სულელობდა და კარები გავაღე, ცივი ჰაერი შემოვუვუშვი.
- სამსახურში რატომ არ ხარ? - მან თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
- ნუ, ქალაქში რაღაც საქმეები მქონდა, მაგრამ ახლავე დავბრუნდები ოფისში, - ჩანთას ხელი მოვკიდე და მანქანიდან გადმოსვლა მინდოდა, მაგრა კრისმა ამის საშუალება არ მომცა. ჩემს მხარს შეეხო და გამაჩერა.
- საჭირო არ არის, დღის ბოლომდე განთავისუფლებ.
- მიშვებ? - მე მაინც გადმოვედი მანქანდან და წელზე შემოვეხვიე.
- თანამდებობდა ამის უფლებას მაძლებს, - მან ჩემი გაშლილი თმები უკან გადაყარა და ძლიერად ჩამიხუტა. - ახლა რით დაკავდები?
- სახლში წავალ, ჩემს უფროს ძმასთან სერიოზული საუბარი უნდა გავმართო. შენ?
- ნახევარ საათში შეხვედრა მაქ,მერე კი სადგურზე უნდა წავიდე.
- ობიექტზე დღეს მიემგზავრები? - ჩვენ რამდენიმე საათსაც კი არ დავრჩებით ერთად. - საწყენია.
- ნუ, ჩემო პატარა, არ მოიწყინო, - კრისმა ცხვირის წვერზე მაკოცა. - წინ ბევრი დრო გვაქვს. პარასკევს დილით სამსახურში შევხვდებით.
უიმსმა გარშემო მიმოიხედა, შეამოწმა იყო თუ არა ვინმე ჩვენი თანამშრომელი და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი მშვიდად იყო, მაკოცა. აი ზუსტად ასეთ კოცნაზე ვოცნებობდი კრისთან - ნაზი, ფრთხილი, დამღლელი... ჰაერის უკარისობის გამო ოდნავ თავბრუ დამეხვა. ვიგრძნი კრისმა როგორ გაიღიმა.=
- მოგენატრები? - მკითხა მან.
- რა თქმა უნდა.
მან თავზე ხელი გადაისვა.
- როგორც კი შენს ტელეფონს დაიბრუნებ დამირეკე, - ის შებრუნდა და თავისი მანქანიკსენ წავიდა, რომელიც საწინააღმდეგო ხაზში იყო გაჩერებული.
- კრის, მოიცადე, - მის აუდთან მივირბინე, როდესაც ის უკვე დაჯდა მძხოლის ადგილზე. - და არ შეიძლება, რომ კალენის პროექტი ვინმე სხვამ აიღოს?
- არა, არ შეიძლება - მითხრა მან და მანქანა დაქოდა. მომდევნო წუთს მისი მანქანა უკვე სადგომიდნა გადიოდა და ლონდნონის ცენტრისკენ მიემართებოდა. ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩო. მანქანაში დავბრუნდი.
ჯასპერის ბინაში სიწყნარე იყო. ჯასპერის საძინებლიდან გამოსული ხმების მიხედვით გავიგე, რომ მისი და ემილის შეწუხება ახლა არ ღირდა.
სამზარეულოში შევედი და მაღალ ჭიქაში გრეიფრუტის წვენი დავისხი. როგორ შეეძლო არ ელისის დაპატიჟება? სად ჰქონდა თავი ან ის რასაც ის ტვინს ეძახის? როგორც ჩანს, ნაცრისფერ ნივთიერებას მხოლოდ ახალი სიმღერების დასაწერად და ძველების დასამახსოვრებლად იყენებს. მას არ ესმის, რომ მისი ქცევებით კალენს აწამებს? ელის ამის გარეშეც უჭირს, ისღა აკლია, რომ ტყუილი იმედები ჰქონდეს ჩემს ძმასთან დაკავშირებით.
რამდენიმე წუთის შემდებ გავიგე, როგორ დაიკეტა შემოსასვლელის კარი, ჰოლში გამოვედი. ჩემი უკმაყოფილო სახისგან ჯასპერი მიხვდა, რომ ახლა თავს დაესხმებოდნენ.
- ჯას, შენ საღ ჭკუაზე ხარ? - ჩემი გულისწყრომა გარეთ გამოვუშვი.
- რაზე ამბობ? - მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს არ ესმოდა რაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ თვალებმა გასცეს.
- შენზე და ელისზე!
- არანაირი მე და ელისი არ არსებობს.
ჯასმა წარბებ შეჭმუხნულმა შემომხედა და სამზარეოლსკენ წავიდა. მე არ შევეშვი.
- რატომ აწამებ?
- ეს ჩვენ ოჯახური გვაქ...
- არ მინდა არაფრის გაგონება ოჯახურ ნათსაობასა და ჩვენს მსგავსებებზე! - დავუყვირე მას. - როგორ ხარ მის მიმართ განწყობილი?
- ელისი ჩემი მეგობარია, - ჯასი სკამზე დაჯდა და წინ და უკან დაიწყო ქანაობა.
- და მორჩა? - ყველაფერი დაწვირებით უნდა გამეგო. და არ მითხრათ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ზუსტადაც, რომ ჩემი საქმეა! არც ერთი არაა ჩემთვის უცხო და ორივე მიყვარს. და მათი სულიერი სიმშვიდე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ბელა, გთხოვ. მე ემილი მყავს, - ძმა მთხოვდა, რომ მისთვის თავი დამენებებინა. - ამ საუბარს არანაირი აზრი არა აქვს.
გვერდით სკამზე დავჯექი და ხელი ჯასპერის მხარზე დავდე.
- ასეთ შემთხვევაში, არ არის საჭირო ელისთან ურთიერთობა. იმედი არ მისცე. მიეცი მშვიდად ცხოვრების საშუალება.
მან დამნაშავედ შემომხედა. კარგად ვიცოდი ეს გამოხედვა! ასე ჩემი ძმა მაშინ უყურებდა მშოვლებს, როდესაც დამნაშავე იყო. ე.ი. მან ეხლაც...
- რა ქენი, ჯას? - ჩემი ხმა ცივი იყო, ხოლო თითები ძლიერად უჭერდნენ ძმის მხარს.
- ნუ, ისეთი არაფერი. ელისს ვუთხარი, რომ ძალიან ვნანობ, რადგან ოპერაციის დროს მასთან ახლოს ყოფნა არ შემიძლია და მერე...
მითქვამს, რომ ჩემი ძმა იდიოტია? არა? მაშინ ახლა ვამბობ. ის კრეტინია, ასეთები უნდა ეძებო! უთხრა ასეთი რამ გოგონას, რომელიც მასზე შეყვარებული არა ნაკლებ შვიდი წელია. ასეთ რამეს ხომ მოფიქრება უნდა!
ყველაზე მეტად ელისის გამო მეშინოდა. ჯასპერის სიტყვებს შეიძლებოდა მასში იმედი ჩაესახა, რომ მათ შორის შეიძლებოდა რამე ყოფილიყო. და თუ ის გაგიებს, რომ ეს ასე არ არის რამე სისულელეს გააკეთევს.
- ჯას, რატომ? - ჩურჩულით ვკითხე მე, არ ველოდი, რომ ის რამეს მიპასუხებდა. უბრალოდ ჩემს საძინებელში წავედი და ჩემი ძმა მარტო დავტოვე.
სასწრაფოდ უნდა დამერკე ელისისთვის და დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.
ედვარდის ტელეფონი ჩავრთე და უკვე მოვემზადე გამოტოვებული ზარების სანახავად, მაგრამ აპარატი ჩუმად იყო. უცნაურია ფუტკარიც კი არ რეკავდა, რომელიც შემპირდა რომ ჯასპერთან საუბრის შემდეგ დამირეკავდა. ოღონდ არაფერი არ მომხდარიყო.
თითების კანკალით ავკრიფე მისი ნომერი. ელისმა მაშინვე მიპასუხა, და მე ამ დროის განმანვლობაში უამრავ საშინელ სურათებს წარმოვიდგენდი.
- ბელა, გამარჯობა! - მისი ხმაში სიხარული იგრძნობოდა.
- გამარჯობა, - საიდან დავიწყო? - როგორ არის შენი საქმეები?
- მშვენივრად!
- ელის, იმიტომ გირეკავ, რომ გავიგო როგორ ჩაიარა ჯასპერთან შეხვედრამ, ფრთხილად მივუახლოვდი თემას, რომელზეც ვნერვიულობდი.
- შეხვედრა, როგორც შეხვედრა, არაფერი მნიშვნელოვანი, - მიპასუხა მან, ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.
- არაფერი მნიშვნელოვანი? დარწმუნებული ხარ?
- ბელა, მიდი დაიწყე! რის კითხვას ვერ წყვიტავ? მე ხომ ძალიან კარგად გიცნობ.
- არაგფრის, მოგეჩვენა, - როგორმე საუბარი მათი შეხვედრისგან შორს უნდა წამეყვანა. - ელის, როგორც ჩანს ჩემს პირადი ცხოვრება უმჯობესდება და აღარ მომიწევს ჩემი ლოგინის მხოლოდ მიაუმისთან გაყოფა.
- მართლა? ძალიან მიხარი! - წარმოვიდგინე, როგორ დახტოდა ელისი ადგილზე და ხელებს იქნევდა. - ვინ არის? კრისი ხო? ასეც ვიცოდი. მიდი მოყევი ეს როგორ მოხდა.
ყველაფერი მოვუყევი, რაც დღეს დილით მოხდა. და გაკვირვებული ვიყავი რატომ არ დამიწყო ჭკუის სწავლება და ჩხუბი იმის გამო, რომ ჩემგან მიუწვდომელ ქალს ვსახავ. ელისმა უბრალოდ წარმატება მისურვა.
- ვფიქრობ ის კარგი ადამიანია, - თქვა მან. - და არ გაწყენინებს.
- მე თვითონ არ გავინაწყენებ თავს, ფუტკარო! - გავიცინე მე.
დაახლოებით ათ წუთს განვიხილავდით უკანასკნელ სიახლეებს: მე ვხელმძღვანელობ ედვარდის პროექტს, მიაუმ ჯასპერის სასტუმრო ოთახის დივანი დასვარა, პარასკევს დანიშნულია ელისის და კარლალის გაფრენა გერმანიაში. მე შევპირდი მეგობარს, რომ აუცილებლად მივალ აეროპორტში მის გასაცილებლად და რამდენიმე კვირაში ბერლინში ჩავალ, რომ ელის მხარი დავუჭირო ოპერაციის შემდეგ დიდ ხნიან მკურნალობაში.
შემდეგი ორი დღე ოთხშაბათის ლოდინში გავიდა. სამსახურში მხოლოდ კალენის პროექტით ვიყავი დაკავებული, ზოგჯერ სადილობასაც ვივიწყებდი, რის გამოც ბენი ძალიან გამინაწყენდა. ხო, ამ პროექტში თავით გადავეშვი, რადგან ის საინტერესო აღმოჩნდა - ლანშაფტი ჩემს ფანტაზიებს მთლიანად
შესრულების საშუალებას აძლევდა. რამდენიც გინდოდა იმდენი ექსპერიმენტი შეგეძლო ჩაგეტარებინა!
კრისმა სამშაბათს საღამოს გაფრინდა, დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარით - მან უბრალოდ გამოთო ტელეფონი. მასთან დარეკვა ხუთშაბათამდე არ შემეძლო. უიმსი ძალიან მენატრებოდა. მესმოდა, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ მინდოდა, რომ მისი კაბინეტი დამეკავებინა, რომ ის ატმოსფერო, რომელშიც ის იმყოფებოდა დამხმარებოდა, რომ ჭკუიდან არ შევშლილიყავი.როგორ მინდოდა ვმჯდარიყავი მის რბილ ტყავის სავარძელში, მეპასუხა მისი ტელეფონის ზარებზე, მისი ფანჯრიდან მეყურებინა. ალბათ შიზოფრენია მეწყება!
რაც შეეხება სამსახურს, თანამშრომლები ორ ნაწილად დაიყვნენ. პიველში ისინი შედიოდნენ, რომლებიც ჭამის დროს თავის მოვალეობად თვლიდნენ, რომ ჩემზე და კრისზე რამე ეთქვათ. მეორეს კი ისინი მიეკუთვნებოდნენ ვისაც არ აინტერესებდათ რა ხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში. ვაღიარებ, რომ მეორე ჯგუფიკენ ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ მასში ის ხალხი შედიოდა, რომლისთვისაც ჩემი არსებობა სულერთი იყო. ამიტომაც სამსახურში მხოლოდ ბენთან შემეძლო საუბარი, რომელიც არცერთ ჯგუფს არ ეკუთვნოდა. ჯესიკა სტენლისგან განსხვავებით. ოთხშაბათს ის შეეცადა ჩემთან გახსნილი საუბრის წარმართვას და ჩემს ოთახში ორი ჭიქა ყავით ხელი შემოვიდა. უნდა ყველაფერი პირველი ხელიდან გაეგო, როგორც მან თქცა. არ ვიცოდი თუ შემეძლო ასეთი რამის გაძლება შემეძლო. გოგონა კითხვებს მისვამდა, ცდილობდა მოეჩვენებინა, რომ ჩეზე ზრუნავდა, მე უბრალოდ ჩუმად ვიყავი და ვუყურებდი. სადღაც მეშვიდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვის შემდეგ, ის წამოდგან და კარისკენ გაემართა. უკვე ღია კარებიდან შემომთავაზა, რომ თუ დალაპარაკება მომინდებოდა მისთვის მიმემართა, მეტირა ან ელემენტარულად ყავა მაინც დამელია.
აი ისიც. ხუთშაბათი. დღე, როდესაც სამართლიანობა აღსდგება და სამყარო აღიარებს კალენზე ჩემს გამარჯვებას!
ათის ნახევარზე მე უკვე ვიყავი "R&E"-ში. როზალის ძალიან გაუკვირდა ჩემი ასე ადრე სტუმრობა, რადგან იცოდა, რომ დასვენების დღეებში რაც არ უნდა მოხდეს ვერ გამაღვიძებ და რომ თორმეტზე ადრე არ ავდგები.
ბარის მაგიდასთან მარტო ვიჯექი, სანამ ბრაიანი, რომელიც ბარმენს ცვლიდა ჭიქრები არ გაამშრალა. მე მარწყვის მოხიტო შევუკვეთე და ნახებრად შემოვბრუნდი, რომ რესტრონის შესასვლელი დამენახა. ჯასპერი ჩემთან ერთად არ წამოვიდა. ლაჩარი და არა ძმა! ჩვენ, გეილები არა მარტო მიხვედრილები არამედ მამაცებიც ვართ! და ჯასპერი ჰეილი არ არი! ის უცნობი წარმომავლობისაა. ხოდა იყოს! მე ასეთ წარმოდგენას არაფრით არ გამოვროვებდი, არც კი შევინიღბებოდი. მალე როზალიც შემომიერთდა, რომელიც უკვე საქმის კურსში იყო იმის შესახებ თუ რა დატრიალდებოდა აქ ცოტა ხნის შემდეგ. ის მოუსვენრად იჯდა სკამზე, ვერ მშვიდდებოდა. მას ნაკელბად ანაღვლებდა ედვარდი და მისი გოგოები, ყველაზე მეტად ის თავის რესტორანზე ნერვიულობდა, რადგან უცნობი იყო რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი - ჭურჭლის მტვრევით თუ რაიმე უარესით.
ზარის ხმა გაისმა, რომელიც კარებზე ეკიდა და სტუმრების მოსვლას იუწყებოდა. ჩვენ თავები ერთდორულად მოვაბრუნეთ და ოთხი გოგო დავინახეთ, რომელიც შესასვლელთან იდგნენ და ვერ გადაეტყვიტათ შემოსვლა. სამი მათგანი, როგორც მე ვვარაუდობდი ქერა აღმოჩნდა, მეოთხე შეფერადებულ ყავისფერთმიანი ქალი. თინამ ისინი სხვადასხვა მაგიდებთან მიაცილა და ოფიციანტის დასაძახებლად წავიდა.
- წარმოდგენა იწყება, - მე ხელი გავატკაცუნე და ბრაიანს გადავხედე, რომელიც ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი. - როუზ, რატომ ხარ ასეთი ფერმკრთალი? დაწყნარდი!
- ბელა, იქნება შევწყვიტოთ ეს ყველაფერი? - მან იმედიანად შემომხედა თვალებში.
- რა ”შევწყვიტოთ”? ეს კალენის სასჯელი იქნება იმ ყველაფრის გამო, რამ ამ ოცლი წლის განმავლობაში გამიკეთა!
ამ დროს სტუმართა რაოდენობა გაიზარდა. რესტორანში კიდევ სამი ქალი შემოვიდა, ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით სამცდაათი წლის ქალბატონი იყო.
- ჯასი, კრეტინია, - მივმართე როუზს. - მას ხმის მიხედვით მკერდის ზომის გარჩევა შეიძლია და ასაკის - არა!
- ნუ, ეს ან რომელიმე კარგი ნაცნობია ან ჩემი მეგობარი ნაძირალაა! - დამ უხმოდ გაიცინა და მაღალი ბარის სკამიდან წამოდგა. - მე წავალ. ბრაიან როცა ყველაფერი დამთავრდება დამიძახე.
- ბრაიანი რა შუაშია? მე თვითონ დაგიძახებ.
- ეჭვი მეპარება, - გაიჭიმა როზალიმ. - მკვდრები არ ლაპარაკობენ.
ის სამზარეულოს შესასვლელ კარებთან დაიმალა. ჯანდაბა მთელი ოჯახი მშიშრები არიან!
საათს შევხედე - ზუსტად ათია. ე.ი. მეტი არავინ არ მოვა, ერთადერთი კალენის მოსვლას უნდა დავალოდო..
ბრაიანისკენ შევბრუნდი, რომ მას კიდევ ერთი მოხიტო გაეკეთებინა, ოღონდ ამჯერად ალკოჰოლიც დაემატებინა. მან თავი დამიქინიდა და ერთი წუთის შემდეგ ჩემს წინ კოკტეილი იდგდა.
შესასვლელთან ზარი ისევ გაწკრიალდა. მე ზუსტად ვიცოდი ვინ მოვიდა და ზურგიდან საშიშროებას ვგრძნობდი. სკამზე შემოვბრუნდი, ფეხი ფეხზე გადავიდა და ტუჩებთან მოხიტო მივიტანე.
ედვარდმა ქურთუკი გაიხადა და გარდირობში ჩააბარა, როდესაც დაინიხა ხელი დამიქნია და ჩემსკენ წამოვიდა. ამ მომენტში ექვსი ხელი აიწია ჰაერში, როგორც ჩანს გოგოება გადაწყვიტეს, რომ ეს მისალმება ყოველ მათგანს ეკუთვნოდა.
კალენი შუა გზაში გაჩერდა, ვერ ხვდებოდა მის რა ხდებოდა მის გარშემო. მან მე შემომხედა. მის სახეზე ემოციები ერთმანეთს უზარმაზაი სისწრაფით ცვლიდნენ: მიუხვედრელობა, შიში, ვერ გადაწყვეტა და ბოლოს ჩემი საყვარელი - გაბრაზება. მას უნდოდა, რომ მომვარდნოდა, მიხვდა ვინ მოაწყო ეს სპექტაკლი, მაგრამ ერთ-ერთმა გოგომ მას სახელით საუძახა. და მან საპასუხოდ უპასაუხა ”რა?”. ეს მისი შეცდომა იყო. ხუთმა გოგონამ ერთმანეთს გადახედეს. ისინი სწრაფად მიხვდნენ, ვინ და რატომ იჯდნენ მეზობელ მაგიდებთან. შეფერადებულ ყავისფერთმიანი ქალი ადგილიდან წამოხდა და გააფთრებულმა შეხედა დანარჩენებს.
- აქ რა ხდება?! - მან ხელი აწია. - ედვარდ, აგვიხსენი!
კალენმა პირი გააღო და დაკეტა, როგორც ნაპირზე დაგდებულმა თევზმა. და რისი თქმა შეუძლია? ”არ-მესმის-როგორ-ხარ-შენ-აქ, გაიცანი ეს ჩემი ჰარამხანაა”?
შეფერადებულ ყავისფერთმიანი ქალი მასთნ მივიდა და სახეში გარტყმის ხმა გაისმა, რის გამოც შუბლი შემეკრა, მაგრამ ღიმილი ჩემს სახეს არ ტოვებდა. გოგონა რესტორნიდან გაიქცა ისე, რომ ყავის ფული არ გადაუღია.
შემდეგი ის სამი ქერა იყო, რომლებიც პირველები შემოვიდნენ.
- ნიკ...
- მე ნიკი კი არა მერედეიტი მქვია.
სილის გაწნა.
- სალი...
- სამანტა, ედვარდ. მე სამანტა ვარ.
სილის გაწნა.
- ...
- ანჟელა!
სილის გაწნა.
- უპს, - მე პირზე ხელი ავიფარე, რომ მომხდარის გამო არ გამცინებოდა.
ორმა ქალმა, რომლებიც ბოლოს შემოვიდნენ ჩუმად აკრიფეს თავიანთი ნივთები და რესტორნიდან გავიდნენ, მომაკვდინებელი მზერით უყურებდნენ კალენს, რომლის ლოყაც იწვოდა. მოხუცი თავის ადგილზე დაჯდა. მადლობა ღმერთს ის და ედვარდი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თორემ ეს მთლად საშინელება იქნებოდა!
არც ერთ გოგოს არ გადაუხდია. როზალი მომკლავს. შეიძლება როზალიმ არა. მაგრამ ალბათ კალენი მომკლავს, რომელიც განრისხებული მიახლოვდებიდა და გზაზე ვერავის ვერ ამჩნევდა. მან სკამი გვედზე გადააგო. მაგიდას შემოუარა.
- დედა! - სკამიდან ბარის მაგიდაზე გადავინაცვლე. იმედია ბრაიანი არ მაწყენინებს, მაგრამ მისი ნაკვალებიც კი გაქრა. ღმერთო, აქ რა ყველა მშიშარაა?
ედვარდი არ გაჩერდა და ბარის მაგიდას მოუახლოვდა.
- არა! იქ გაჩერდი სადან დგახარ, კალენ! - ჩემს წინ ხელები გავწიე, ვცდილობდი ამ საშუალებით დამეცვა თავი.
- ფიქრობ ეს სასაცილოა, ჰეილ?! - დაიგრგვინა მან, მიახლოვდებოდა.
- კი, ეს ისეთივე სასაცილოა, როგორც ჩემი პაემანის გაუქმება!
მან ჩვენს შორის მანძილი ორ წამში შეამცირა. ხელი მომკიდა და ბარის მაგიდიდან ჩამომსვა.
- წამოდი ვილაპარაკოთ, - მითხრა მან.
- მე აქაც კარგად ვარ, აქ მითხარი!
- ნუ, არა, - მან წელზე ხელი შემომხვია და მხარზე გადამიკიდა, მე რაც შემეძლო ვცდილობდი ედვარდისგან განთავისუფლებას, სანამ მას გასასვლელისკენ მივყავდი.
- ნუ, მორჩა, კალენ, ახლა ნამდვილად აღარ გიწერია სიცოცხლე! - ვუყვიროდი მე და ზურგზე მუშტებს ვურტყამდი. - მოგკლავ! არა, ჯერ კლონირებას გაგიკეთებ და მერე შენს ყველა კლონს მოვკლავ! შენ დესერტად დამრჩები...
- ჩუმად! - ბრძანა მან და მხარი ოდნავ აიქნია, რომ დავწყნარებულიყავი. მე დავიწრიპინე და გაჩუმდი.
როგორც მე ვივარაუდე უკუღმა დაკიდებულმა, თითქმის გასავლელთან ვიყავით მისულები, როდესაც მე ჩემი დის ხმა გავიგე.
- სად მიდიხართ? - იკითხა მან. შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ მან ედვარდის გზა გაუთავისუფლა და ახლა ხელებ გადაჯვარედინებული დგას. - და ვინ გადაიხდის?
- ჩემს ანგარიშზე ჩაწერე, როუზ, - საჩვენებელი თითი ზევით ავწიე, ვცდილობდი თავიც ამეწია, მაგრამ ედვარდმა შემიშალა ხელი. მან შარვალის ჯიბეში საფულის ძებნა დაიწყო.
- საკმარისია? - დაინტერესდა ის და თავის გზა განაგრძო.
- სრულიად, - ახლა სახეზე ჩამოწრილი თმებიდან შემეძლო დამენახა, როგორ გვაცილებდა როზალი. ის იდგნა რამდენიმე მსხვილი კუპიურით ხელიში. ერთი ტუჩით წარმოვთქვი ”დამეხმარე”, რაზეც დამ შუა თითი მანახა და წავიდა, რომ თავისი რესტორანი წესრიგში მოეყვამა.
გარეთ ციოდა და ედვარდმა ისიც კი ვერ მოიფიქრა რო დუბლიონკა წამოეღო. მივხვდი, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება გოგონა ასეთ ყინვაში გამოიყვანო.
კალენმა შემაღლებულზე დამაყენა, რის გამოც მასზე ერთი თავით მაღალი ავღმოჩნდი. ის თვალებში მიყურებდა.
- რას მომაშტერდი? - ვუყვირე მე. - მეტყვი, რომ მართალი არ ვიყავი, როცა შენთვის ჭკუის სწავლება მომინდა?
- კი, - თქვა ედვარდმა. - ნუ მომოვალო ცოლო, მომხვდა.
- რომელი კიდე ცოლი? - ჩემი ხმა ათი წლის ახირებულ გოგონას გავდა. - რას დაიჩემე ”ცოლი-ცოლი”? მე არასოდეს არ დავთანხმდები შენთან ერთად ცხოვრების გატარებაზე!
- ეს ეხლა ფიქრობ ასე!
- ნუ მაღიზიანებ! - მე მისი მკერდის დაკაწვრას ვცდილობდი, რის გამოც ის მხოლოდ იცინოდა.
ედვარდმა ჩემს სახეს ხელები მოკიდა და ჩემი ტუჩები თავისით დაფარა.
ო, ღმერთო...