- კრის... კრის! არა, ოღონდ აქ არა, - სახეზე ხელები მოვკიდე და ვაიძულე, რომ თვალებში შემოეხედა. - გესმის? აქ არა. მან ამოისუნთქა, თითქოს აზრზე მოდიოდა, ორივე ხელი მაგიდის სხვადასხვა მხარეს მოკიდა და თავი დახარა. ჯერ კიდევ მძიმედ ვსუნთქავდით.
რამ მომიარა? კინაღამ კრის უიმსთან დავწექი მის სამუშაო მაგიდაზე. ეს მე არ ვიყავი, ეს სხვა გოგო იყო, რომელზედაც მე არაფერი არ ვიცი. ვიღაც ველური... და კრისი. მისგან, საყვარელი ბიჭისგან, რომელადაც ამ წუთამდე ვთვლიდი, ასეთ საქციელს არ ველოდი. არა, ის მე მაინც მომწონს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ მასში ამდენი ვნება იყო.
პირველმა სიჩუმე კრისმა გაარღვია, ცდილობდა ჩემთვის არ ეყურა.
- მაპატიე.
- რისთვის? - ვერ მივხვდი მე.
- ბელა, უკანასკნელი სამი თვე, ჩვენი ერთობლივი მუშაობისას ჭკუიდან ვიშლები. არ შემიძლია მშვიდად ვიარო ოფისში, როცა ვიცი, რომ შენს კაბინეტში ზიხარ ასეთი, - ის დამიქრდა, სიტრ შემიძლია მშვიდად ვიარო ოფისში, როცა ვიცი, რომ შენს კაბინეტში ზიხარ ასეთი, ¬¬¬- ის დაფიქრდა, სიტყვებს არჩევდა. - ასეთი მიმზიდველი. ყველაფერი ხელიდან მივარდება, არ გამომდის, რომ რაიმე საქმეზე მოვახდინო კონცენტრაცია. შენ მთლიანად იკავებ ჩემს ფიქრებს.
პირი გავაღე, რომ მისთვის მეთქვა, რომ მეც ასე მეც ზუსტად ასე მემართება, მაგრამ კრისმა ხელი ამაფარა, არაფრის ლაპარაკის საშუალება არ მომცა.
- მაპატიე, რომ ასე ჩაგაფრინდი, მაგრამ აღარ შემიძლია თავის შეკავება. წარმოდგენიაც კი არ გაქ, როგორი გაბრაზებული ვიკავი, როდესაც შენს ტელეფონზე ედვარდმა მიპასუხა. მაგრამ იცი, მე მჯერა შენი. მჯერა, რომ ტელეფონები აგერიათ და მინდა... კიდევ ერთხელ დაგპატიჟო სავახშმოდ. პარასკევს საღამოს. რას იტყვი?
მის ხელს შევხედე, ვანიშნე, რომ შეეძლო ჩემი სახიდან ხელი მოეშორებინა.
- ო. ხო, რა თქმა უნდა, - კრის ხელი არ მოუშორებია, უბრალოდ ლოყაზე გადაადგილა.
- პარასკევამდე არა? - გავბრაზდი.
- ნუ, დღეს ობიექტზე უნდა გავემგზავრო და პარასკევს დავბრუნდები. რომ არ გეწყინოს, ნებას გაძლევ, რომ რესტორანი შენ აირჩიო.
- კარგი, თანახმა ვარ, - უცნაურია, მაგრამ ჩემი გული არ ამოხდა და არც აპირებდა, როდესაც თვით უიმსმა დამპატიჟა პაემანზე, როგორც ეს პირველ ჯერზე იყო. მხოლოს სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა მთელს სხეულში. მე მისთვის სულერთი არ ვარ. ბელა გესმის? სულერთი არ ხარ! ჩემს გონებაში ათასობით სხვადასხვა სურათი გაჩნდა: აი მე და კრისი ვვახშმობთ, ჩვენი პირველი გასვლა, სახლი ქალაქგარეთ, კობოკრული ფარდები სამზარეულოს ფანრჯრებზე,მინივეინი, ხუთი წლის გოგონა, რომელიც ტბაზე ძაღლთან ერთად თამაშობს.
კრისმა ჩემი ფანტაზიები ტუჩების ნაზად შეხებით შეტყვიტა, მაშინვე გააღრმავა კოცნა, ენის მოძრაობას, ჩემს ზურგზე ხელებით იმეორებდა. ემოციების ნაკადის გამო ვერ ვინძრეოდი, მამაკაცის ტკბილ სუნთქვას ვიყავი დამორჩილებული.
ამჯერად ტელეფონმა შეგვაწყვეტინა. უიმსმა ამოუსინთქა, ერთი ხელით მომეხვია, მეორეთი კი ტელეფონი აიღო და ყურმილი ყურთან მიიტანა.
- გისმენთ, - მან გამიჭიმე, - შევთანხმდით? მშვენიერია. კი, ზუსტად ახლა გადავეცი ჰეილს პროექტი. შენ ვისთვის გინდოდა მიცემა? სტენლი? ნუ მაცინებ გთხოვ. ბელა საუკეთესოა! - კრისი ჩემი კისრისკენ დაიხარა და მაკოცა, რის გამოც გაუაზრებლად ამოვიკვნესე.
- არც კი იფიქრო, - მან გაიცინა, ჩემს კანს მოუღუტნა, როგორც ჩანს მისმა თანამოსაუბრემ წარმატებულად იხუმრა. - კარგი, შეხვედრამდე.
ტელეფონი გამოვართვი და ისე, რომ არც შემიხედავს თავის ადგილზე დავდე. კრისი ახლა გაღიმებული მიყურებდა, უფრო სწორედ ჩემს ტუჩებს უყურება, ვერ გადაეწვიტა ღირდა თუ არა დაწყებულის გაგრძელება. ღირს! მე ისე მომწონს, როცა შენ ნაზად და ფრთხილად მკოცნი.
მაგრამ კრისმა ეს არ გააკეთა, მაგიდას მოშორდა და სავარძელში ჩაჯდა, მაგიდაზე მჯარდი დამტოვა.
- ბელა, სულ დამავიწყდა შენთვის განკუთვნილი პროექტი - ამბობდა ის, სანამ მე თავი წესრიგში მომყავდა. მას თითები მაფიდაზე ეწყო. მისი თვალები დარწმუნებული ვარ მაშიშვლებდნენ. ოჰ, დილა ცხელა გამოდგა!
- აი ობიექტის საბუთები. - საქაღალდე გადმომცა. - როგორც კი ამასთან დაკავშირებით რაიმე იდეა გაგიჩნდება, შემოდი. განვიხილოთ.
- კარგი, - გავიღიმე, შემოვბრუნდი და გასასვლელისენ გავემართე, ვცდილობდი, რომ ჩემი სიარულის მანერა სწორი და დარწმუნებული ყოფილიყო.
- ხედი უკნიდად კიდევ უფრო უკეთესია, - თქვან მან გზაში, როდესაც კარებს ვაღებდი.
- ვიცი.
არ მესმის, ტყვიასავით, როგორ ჩავუფრინე კრისის გაკვირევბულ მდივანს, როგორ მივედი ლიფტამდე და როგორი ავღმოჩნდი ჩემს კაბინეში. რეაულ სამყაროში მაშინ დავბრუნდი, როცა შიდა პერსონალის ტელედონის ზარის ხმა გაისმა. ჩვეულებრივ ასე მე და ბენი ვუკავშირდებოდით ხოლმე, რომ შევთანხმებულიყივათ, შესვენებაზე სასადილოდ რომელზე შევხვედროდით. მაგრამ ახლა არ ვარ სალათის წყნარად ჭამისთვის და ოფისის ცხოვრების მოსმენისთვის მზად.
გამორთვის ღილაკს დავაჭირე და ჩემს წინ ახალი პრექტის მატერიალი დავყარე. მაგრამ ამაზეც ვერ ვახერხებდი კონცენტრირებას. მთელ ჩემს ფიქრებს ბოლო ნახევარი საათია ერთი ადამიანი -კრისი, და ის იკავებს. როგორ ვერ შევამჩნიე მისი ინტერესი ჩემს მიმართ? ბერდები. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამას აუცილებლად შევაჩნევდი.
რად გადავიქეიც? რა ემართება ჩემს ცხოვრებას? ოცდაოთხი წლის ვარ, ბებერ კატასთან ერთად ვცხოვრობ, შაბათ საღამოს ჩემს უფროს მუსიკოს ძმასთან ერთად ლუდს ვსვამ და ვოცნებობ როგორ შევათრიო ჩემი უფროსი ტუალეტში ან მისი კაბინეტის მაგიდაზე მივცე. იკითხავს, რატომ არ გავაკეთე ეს მაშინ, როცა შესაძლებლობა მომეცა? იმიტომ, რომ ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ფანტაზიორობა რაზეც მინდა იმაზე შემიძლია, მაგრამ ამის გაკეთების უფლებას ჩემს თავს არ მივცემ. მე, როგორ ნებისმიერი გოგონა, ბუნებით გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და კაცისგან ლამაზ ჟესტებს ველოდები. და ჩემთვის სულერთია, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთულადაა და იშვიათად თუ მამაკაცი ხვდება მოაწყოს ყველაზე შესანიშნავი და დაუვიწყარი პირველი ღამე, მომზადებული ვარდის ფურცლებით, სანთლებით და აბრეშუმის თეთრეულით.
იყო ადამიანი, რომელისაც ამ თვალსაზრისით თეთრი შურით მშურდა. ჩემი და რომელმაც იპოვა თავისი ბედნიერება და თავის სიყვარულთან ქორწინებითაც დაკავშირდა. აი ვის შეუძლია დამეხმაროს ჩემი გრძნობების გარკვევაში, დილას მომხდარის შესახებ.
პროექტის ქაღალდები ჩანთაში ჩავდე და კარებისკენ წავედი, რომ რესტორანში წავსულიყავი და როზალისთვის რჩევა მეკითხა. მაგრამ გზაში ბენი შემხვდა, რომელიც იმით იყო აღელვებული, რომ ტელეფონის ზარს არ ვუპასუხე.
- წავედით ვისადილოთ? - მკითხა მან.
- არა, ბენ, მაპატიე, - მეგობარს ავუარე. - ცოტახნით უნდა წავიდე. დამფარავ?
- რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი! - დამთანხმდა ის, როცა მე უკვე ლიფტთან ვიდექი და ფეხებს ერთმანეთზე ვანაცვლებდი.
- ბელა, ეს შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ჩემამდე ხმები მოვიდა, რომ...
- რა ხმები?
- მონიკა, უიმსის მდივანი მოსაწევში დანარჩენ ჭორების მოყვარულებთან საუბრობდა, რომ შენ მის კაბინეტში იყავი.
- და რა? - შიგნიდან ყველაფერი გამეყინა. არ მინდა, რომ ეს მთელ ოფისს მოედოს, არც მე და არც კრის ეს არ წაგვადგება.
- ამბობს, რომ თქვენ გასაღებით ჩაიკეტეთ და მერე კარებიდან ორაზროვანი ხმები ისმოდა...
- ბენ! - დავუყვირე, - გირჩევნია შენ საქმეებს მიხედო, ვიდე ქალების ლაპარაკს უსმინო და მერე მე მომიყვე!
- მე ხომ შენზე ვნერვიულობ...
მან ფრაზის დამთავება ვერ მოასწრო, რომ ლიფტის კარები დაიკეტა.
რესტორან "R&E"-ში შესვლისას თინა - თავაზიანი ახალგაზრდა გოგონა შემხვდა, რომელიც როზალისთან და ემეტთან ადმინისტატორად მუშაობდა. ოდესღაც მე ვურჩიე ჩემს და თინას აყვანა, რომელიც ჩემი თანაშორმლის შვილი იყო. გოგონა თვის ცხრამეტი წლის ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა და მაშინვე აითვისა ადმინისტრატორის პროფსია. როუზი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, რომ შეძლო ასეთი გონიერი დახმარის მოძებნა რესტორანის საქმეებში.
- გამარჯობათ, მის ჰეილ, - გამიღიმა თინამ და ერთ-ერთი VIP - მაგიდისკენ გამიძღვა, რომელიც ”მუდმივად” იყო დაბრონილი ოჯახის წევრებისთვის. - როგორ დაიწყო კვირა?
- მშვენივრად, - თავაზიანად ვუპასუხე მე, რბილ სკამზე დავჯექი. - ვინ მომემსახურება?
- ბრაიანი, - გოგონამ ოდნაც შესამჩნევი მოძრაობით მანიშნა სიმპატიურ ოფიციანტზე. - ახლავე შევატყობინებ მისის კალენს თქვენზე. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მის ჰეილ!
- მადლობ.
მენიუში არ ჩამიხედავს, ისე შევუკვეთე ჩაი და რაიმე გემრიელი. დღეს სამზარეულოში ემეტი მუშაობდა, რომლის გემოვნებასაც მთლიანად ვენდობოდი.
გარშემო როუზს ვეძებდი, თან პარალელურად ინტერიერის თვლილებას ავღნიშნავდი: ახალი სურათები, რამდენიმე ახალი მცენარეები ფანჯრების ქვეშ, ბარის ახალი მაგიდა. მაგრამ ჯამში ყველაფერი ძველებურად იყო, ისე როგორც ელისა ჩაიფიქრა, რომელმაც შექნა ეს ჯადოსნური და მყუდრო სამყარო რესტორან "R&E"-ში. ჩვენი ფუტკარი უკვე არა ერთი წელია, რაც ინტერიერის დიზაინით არის დაკავრებული, მაგრამ თავის საფუძვლიანი სამუშაოს დაწყებას არ ჩქარობდა. ის ყოველთვის რამდენიმე საქმეთი ერთდორულად იყო დაკავებული: ფოტოგრაფია, დიზაინი, უცხოური ენები, მწერლობა. და რაც არ უნდა აეღო, ყველაფერი უმღლეს დონეზე გამოსდიოდა.
ხო მართლა, უნდა დავურკო და გავიგო, როგორ არის საქმე უკანასკნელი გასინკვის შემდეგ. მაგრამ იმისთვის, რომ მას დავურეკო ედვარდის ტელეფონის ჩართვაა საჭირო. ერთ წუთში ჩავეტევი, მხოლოდ ფუტკარის ტელეფონის ნომრის მოძებნა მჭირდება, რომელიც ზეპირად არ მახსოვს.
როგორც კი კალენის ეკრანზე აინთო ”ნოკია”, მაშინვე გაისმა ტელეფონის ზარი. ”პიტერ”. ვფიქრობ პიტერი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და არ გაუკვირდბა ედვარდის სასიამოვნო ბარიტონის მაგივრად ქალის ხმის მოსმენა. სასიამოვნო? ჯანდაბა, ბელს, გეყოფა!
- გისმენთ, - წარმოვთქვი მე.
- თუ შეიძლება ედვარდ კალენს დაუძახეთ, - მიპასუხა პიტერმა. ის მართლაც არანაირად არ შეწუხებულა იმის გამო, რომ ყურმილი გოგომ აიღო.
- თქვენ შეგიძლიათ მისთვის შეტყობინება დამიტვოთ და მე ყველაფერს გადავცემ, - პირზე ხელი ავიფარე, იმ სიტყვებით გაკვირვებულმა, რომლებიც წარმოითქვა. მე? გადავცემ?!
ჩანთიდან ფურცლის რაღაც ნაგლეჯი და კალამი ამოვიღე, პიტერის შეტყობინების ჩასაჭერად ვემზადებოდი.
- კარგი, ჩაიწერე. ამ შაბათ-კვირამდე აუცილებელია მათი კომპანიის ყველა საბუთის წარდგენა DMA-ს გენერაულ ოფისში. სხვა შემთხვევაში განყოფილებას, რომელსაც ედვარდი ხელმძღვანელობს ძალიან დიდი უსიამოვნებები იქნება. გამიგეთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა ჩაეტიოს ვადაში.
- აჰა, ყველაფერი ჩავიწერე, - ვთქვი მე, კბილებით კალმის თვსახურს ვკბენდი. სინამდვილეში კალამი ქაღალდისთვის არც კი შეიხია, მას უბრალოდ ჰაერში ვატარებდი და ჩემს სახელს ვწერდი. - მისტერ კალენს ყველაფერს გადავცემ. შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ.
- და თქვენ მისი დამხმარე ხართ, მის?
- ხო, შეიძლება ასეც ითქვას, - მე ამაყად ავწიე თავი მაღლა, ფურცელი ავიჭე და ბრაიანის მიერ მოტანილ ლანგარზე დავაგდე.
- კარგი, მადლობ. ყველაფერს კარგს გისურვებთ.
- ნახვამდის.
ასე, სასწრაფოდ ელისის ტელეფონი უნდა ვიპოვოთ და გამოვრთოთ ეს საშინელი აპარატი, თორემ კალენისთვის სამაგიეროს გადახდის საქმეში შეიძლება ძალიან ღრმად შევიდე და რამე საშინელება ჩავიდინო. ვფიქრობ ის რაც რესტორანში ელის საკმარისი იქნება.
სწრაფად ვიპოვე ფუტკრის ნომერი.
- ედვარდ? - გაუკვირდა მას.
- არა, ბელა ვარ. შენი ამბის გასაგებად ვრეკავ.
- ოი, საყვარელო, ეხლა არ შემიძლია შენთან საუბარი.=
- საავადმყოფოში ხარ? - არ დავშოშმინდი მე. რიღი შეიძლება იყოს ასე დაკავებული?
- ე... არა, მე ჯასპერთან ვარ.
ჩემი წარბები მაღლა აიწივნენ, ჩაი გადამცდა და ხველები ამიტყდა, იქ მყოფი სტუმრების ყურადღება მივიპიყარი.
- ვისთან ხარ? - ჩახლეჩილი ხმით ვკითხე. - ჯასპერთან?
- ნუ, ხო. ის შემპირდა, რომ გამგზავრებისთვის მუსიკებს შემარჩევინებდა და მეც მოვედი თქვენთან სახლში დისკის წასაღებად. და რა?
- არა, არაფერი. უბრალოდ შენ და ჯასპერი...
- ბელა, დამშვიდდი, - ძლივს გასაგონად თქვა ელისმა, მისი ტონის მიხედვით ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ ნაღვლიანი იყო. - მარტონი არ ვართ. ჩვენთან ერთად ემილია.
ოჰ, საკმარისია! ჩემს ძმას მოვკლა! რაზე ფიქრობდა როცა ელის თავისთან პატიჟებდა? თან ემილისთან ერთად! ჯანდაბა, მომიწევს დღევანდელი საღამო ახსნით სამუშაოებში გავატარო.
- ელის, როგორც კი განთავისუფლდები დამირეკე, - ვთხოვე მე.
- მადლობა.
დარბაზის მეორე ბოლოში ჩემი დის სილუეტი დავინახე, როდესაც ის ხელს ვიღაც სოლიდურ მამაკაცს ართმევდა, რომელიც გოგოსთან ერთად კუთხეში მაგიდაზე იჯდა. როზალი მათ რაღაცას ეუბნებოდა თან ამასთან ერთად უღიმოდა. ერთი წუთის შემდეგ კი უკვე ჩემს გვერდით აღმოჩნდა.
- არ ველოდებოდი შენს ნახვას ასე ადრე, - ერთმანეთს გადავეხვიეთ და როზალი თავისუფალ სკამზე დაჯდა. - რა მოხდა, ჩემო პატარა დაიკო?
- როუზ, შენი რჩევა მჭირდება. ისიც კი არ ვიცი საიდან დავიწყო, - დავიწყე მე, სანამ და გაკვირვებული მიყურებდა. - კარგი, საერთოდ...
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი იმის შესახებ, რაც დღეს დილით კრისის კაბინეტში მოხდა.
- ჰმ, ბელა შენ იცი, რომ არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, მაგრამ რადგან შენ თვითონ მოხვედი ჩემთან, გეტყვი რასაც ვფიქრობ. შენ ძალიან ცვალებადი ადამიანი ხარ. სამი თვეა რაც კრისის ერთი შეხედვისგან ჭკუიდან იშლები, მერე კი უმანკო გოგოს იმიჯს ირგებ და მოვლენებს არ აძლევ საშუალებას ისე განვითარდეს, როგორც საჭიროა.
- შენი აზრით, მოვლენები ასე უნდა განვითარებულიყო? - დავიჩურჩულე მე, მაგიდიდან ავხედე. - ანუ მასთან უნდა დავწოლილიყავი?
- ხო. მაშინ ნამდვილად გადაწყვიტავდი შენთვის ეს ის ადამიანია თუ არა...
- მაგრამ ეს ზუსტად ის არის! ის ადამიანი, რომელიც მე მჭირდება.
- ბელა, შენ იმისთვის მოხვედი, რომ რჩევა მკითხო თუ იმისთვის, რომ რამე დამიმტკიცო? - ის წასასვლელად მოემზადა, მაგრამ მე მოვუბოდიშე და ვთხოვე, დარჩენილიყო. - ჯერ შენს თავში გაერკვიე, რა გინდა კრისისგან და გჭირდება თუ არა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.
- შენ ის არ მოგწონს?
- საქმე ამაში არ არის. შეუძლებელია მომწონდეს არ მომწონდეს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ შევხვედრივარ.
- მაგრამ, გესმის, მისი ქცევა მაშინებს. ის თითქოს ცხოველია! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის თავის ვნებას ვერ აკონტროლებს და ივიწყებს, რომ მასთან ერთად მტვრევადი(მთარგ: სხვა ვერანაირი შესატყვისი ვერ მოვუძებნე) გოგონაა.
როზალიმ ჩემი ჭიქიდან მოსვა ჩაი:
- აქ ყველაფერი მხოლოდ შენზეა ამოკიდებული. ან მიიღებ მას ისეთს, როგორიც არის, ან გადაფურცლავ ამ გვერდს და წინ წახვალ.
გადაფურცლავ? არა, ეს სრულიად არ მინდა. მე მიზიდავს კრისი, ახლა ბევრად უფრო მეტად, როცა გავიგემ რომ მისთვის სულერთი არ ვარ. და უბრალოდ დავივიწყო მისი და ჩემი გრძნობები და წინ წავიდე? არ გამომივია, მე მინდა, რომ თავით გადავეშვა ამ ურთიერთობაში, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი.
- ბელა, - როუზმა მოუთმენლად გააქნია ხელი ჩემი სახის წინ. - გაიღვიძე!
- მოდი, მე წავალ, - ვუთხარი მე, ჩემი ნივთები შევაგროვე და წამოვდექი. - მადლობ, რომ მომისმინე. - ხო მართლა მინდა გთხოვო, რომ ოთხშაბათისთვის რვა მაგიდა შემინახო.
- რათ გინდა ამდენი? - გაუკვირდა როუზს.
- მჭირდება. დილის ათ საათზე. შეიძლება ამის მოწყობა?
- რა თქმა უნდა, დილით არც ისე ბევრი სტუმარია, ასე, რომ რვა მაგიდის შენახვა შემიძლია. შეგიერთო?
- არა, უბრალოდ ეცადე, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.
- კარგი. გაკეთებული იქნება, - მითხრა როუზმა. - წარმატებულ დღეს გისურვებ.
ბიზნეს-ცენტრის სადგომზე ჩემს მანქანაში ვიჯექი და ვერ ვწყვიტავდი ოფისში შესვლას. გამათბობელი ბოლომდე იყო აწეული და ამიტომ დუბლიონკა გავიხსენი და კაშნე მოვიხსენი.
კრისი პარასკევამდე მიემგზავრება. ეს კარგიცაა. ის დრო სანამ ის არ იქნება, სრულიად საკარისი იქნება, რომ აზრებს და გრძნობებს თავი მოვუყარო. მაგრამ, დიდი ნაწილი უკვე გადაწყვეტილია - მე მინდა ეს ურთიერთობა. ახლა ყველაზე მთავარია - ელისი და მისი სტუმრობა ჯასპეთან. არ მომწონს ეს ყველაფერი, მე ხომ მშვენივრად ვიცი, რომ ჯასი არ პასუხობს მის გრძნობებს და ეს შეხვედრები უბრალოდ აუარესებს ჩემი მეგორბრის მდგომარებას.
დუბლიონკის ჯიბეში ტელებონის ზარის ხმა გაისმა. სწარაფ ვიპოვე ის და არც კი შემიხედავს ეკრანისთვის ისე ავიღ ყურმილი. იმედი მქოდნა, რომ ელისი იქნებოდა.
- გამარობა, ძვირფასო, - კალენის ხმა თავაზიანი იყო..
- კარგ ხასიათზე ხარ? - დაღვრემილმა ვკითხე მე.
- ნუ, ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო? ამინდი დუბლინში მშვენიერია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, - მხიარულობდა ის.
- ედვარდ, რა გინდა? - ვერ მოვითმინე მე. ეს მარ არ გავდა. ის არასოდეს არ მირეკავდა მე უბრალოდ, იმისთვის, რომ ჩიტების ჭიკჭიკზე გაეზიარებინა შთაბეჭდილება.
- მინდა, რომ მოგილოცო.
- რა? - ცუდად გავხდი. ღმერთო, ამჯერად რა ჩაიფიქრა? ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება? ჩემი ნებართვის გარეშე ჩემი სახლის გაყიდვა? თუ ჩემზე დაქორწინება? პაემანის გაუქმებაც
- ახალ პროექტს.
ჩემს თავში მომენტალურად ამოტივტივდა ყველაფერი რაც მოხდა: კალენის მოსვლა ჩვენს ცენტრში პარასკევ დილით, ის და კრისი ერთად იყვნენ, ოდესაც ჰოლში დამეხმარნენ, ემეტის და ედვარდის საუბარი სახლის დარჩენილ სამუშაოებზე. ოჰ, ჯანდაბა! მე მოიწევს პროექტის წარმართვა ედვარდ კალენის ტერიტორიის მოსაწყობად!