ჩემი BMW მთავარ ტრასაზე გავიდა, მანქანას ჩაება, რომელიც შაბათ-კვირის მერე ლონდონში დაბრუნებას ჩქარობდა. თოვლი ჯერ კიდევ ღამე შეწყდა და ხელისუფლებამ ქუჩები მწყობრში მოიყვანა, გზები გააწმენდინა. მუშტებით ცრემლები მოვიწმინდე, ქურთუკი გავიხსენი და გამათბობელი გამოვრთე - სალონში ძალიან დაცხა. ფლეირეს ხმა ავუწიე. ხმის სიმაღლის დონე მაქსიმალურს ანახებდა, მაგრამ ჩემთვის მაინც ცოტა იყო. მინდა, რომ მუსიკაში ჩავიძირო, რომ მან ჩამითრიოს, არავინ არ მოუშვას ახლოს. განსაკუთრებით ის...
ბოლო დროს ძალიან დავასუსტე დაცვა, კალენს უფლება მივეცი ჩემს გონებაში ღრმად შემოჭრილიყო. ის იქ, როგორც სახლში ისე მოეწყო და ახლა იქიდან ყველაფერს ყრის, რაც კი ძველი პატრონისგან დარჩა. და ტკივილი, რომელიც ედვარდმა თავისი ქმედებებით მომაყენა, ახლა სხვანაირად ჟღერდა. მან კონცენტრირება მკერდში მოახდინა, სუნთქვაში ხელს მიშლიდა, ცრემლებს ჩემს ლოყებზე წვეთას აიძულებდა. როგორც ახლა. და კიდევ ეს ტკივილი გულს პატარ-პატარა ნაწილებად ანაწევრებდა, რომლიეს ერთად შეგროვებაც ძნელი იყო.
ძნელი, მაგრამ შესაძლებელი.
"შრამები იქნება", - ვუპასუხე საკუთარ თავს.
ჭრილობები.
ჩემს სიგიჟეზე ამოვისუნთქე, ამას სხვანარიად ვერ უწოდევ და გაზს დავაჭირე. მანქანა ჩემი დახმარებით ადვილად მოძრაობდა დანარჩენ მანქანებს შორის, რომლებიც რატომღაც გზაზე კუებივით გადაადგილდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ხმამაღლა ასიგნალებდა, როდესაც წითელი BMW მათ უსწრებდა.
"ჯანდაბას დავიმტვრე!" - გავიფიქრე მე, რის გამოც შემეშინდა და სიჩქარე ცოტათი შევანელე. მთელი ამ დროის განმავლობაში ცრემლების შეჩერებას არც კი ვცდილობდი, უბრალოდ უხმოდ ვტიროდი, ტკივილს უფლებას ვაძლევდი, რომ ცრემლებთან ერთად წასულიყო. ეს ყოველთვის მეხმარებოდა. მაგრამ ამჯერად არა.
ჯასპერის სახლამდე ერთ საათში დავბრუნდი. კარგია, რომ ძმა რეპეტიციაზეა, არაფრის ახსნა არ მომიწევს. დროზე უნდა მოუღო ბოლო ამ ყველაფერს. ჩემი ნივთები შევაგროვე, მიაუმ ავიყვანე და ჩემს სახლში წავედი. ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნება. არ მინდა კიდევ ჩავერიო სხვის ცხოვრებაში, თუნდაც ეს ჩემი და-ძმის ცხოვრება იყოს. ისინი უკვე დიდები არიან და შეუძლიათ თვითონ მოაგვარონ თავისი პრობლემები. ხოლო მე მეყოფა.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც ახლა მანაღვლებდა საკუთარი თავი იყო. და სულერთია, რომ ეს ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ აღარ მინდა მეტი არავიზე ფიქრი. ახლა ისე მოვიქცევი, როგორც მე მომინდება. და ედვარდი?... მას აღარ მოვუშვებ ჩემთან.
დარჩენილი დღე ჩემი მობილური ტელეფონი გამორთული ეგდო. დღეს არავის მოსმენა არ მინდოდა. ერთადერთი სურვილი ცხელ აბაზანაში ჩაწოლა. საყვარელი დისკის ჩართვა და დავიწყება იყო.
იცით, რა არის ყველაზე უცნაური? მე ერთი წამითაც კი არ შემიწყვეტია ტირილი. ეს ალბათ არანორმალუტია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. სიცარიელე შიგნიდან „მის“ გარეშე გატარებულ ყოველ საათში იზრდებოდა. როგორც ჩანს, მან უკვე დაიწყო ჩემი შთანთქმა. თუმცა არა. ეს მხოლოდ წყალია...
დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო, როდესაც კარზე უფრო და უფრო ძლიერად აკაკუნებდნენ, პარალელურად კი ზარის ხმაც ისმოდა. ნებისმიერ სხვა დღეს ეს ხმები ჭკუიდან შემშლიდა, სააბაზანოდა გავვარდებოდი და თავს გავუტეხდი ნებისმიერს, ვინ ჩემი სიმყუდროვის დარღვევა გაბედა. ხოლო დღეს სრულიად არ მანაღვლებდა კარებზე ძლიერი ბრახუნი. ერთია, მალე ჩემმა ტვინმა თავში ჩვეული ადგილი დაიკავა, მე ნელა ამოვედი წყლიდან, ცივ იატაკზე დავდექი და გამშრალების გარეშე, პირდაპირ ჩავიცვი ხალათი. ქაფიანი აბაზანა დავტოვე, კარებთან მივედი და არაფერი არ მიკითხავს ისე გავაღე ის.
- ბელა! - მიყვირა როზალიმ. მან ჯასპერს გაასწრო, რომელიც ზღურბლს თელავდა და სახლში შემოვარდა. - ტელეფონი რატომ გამორთე?
- თქვენც გამარჯობათ, - ვთქვი მე, ძმა საყელოთი შემოვათრიე შიგნით და კარები დავკეტე - ფეხებზე სიცივემ დამიარა. როზალიმ, რომლიც ჩემს უკან იდგა, ხალათზე ჩამავლო ხელი და მკვეთრად მიმაბრუნდა თავისკენ. მის ფერმკრთალ სახეზე თვალები წვრილ ხვრელებად ჩანდნენ, ხოლო ნესტოები ბრაზისგან დაბერვოდა. უკანასკნელ ფაქტის არ შემეძლო ყველაფერი არ დამევიწყებინდა და გამეცინა.
- რა გაცინებს? - მიყვირა დამ, ხელი მკრა. ღმერთო, როგორ გვანან ერთმანეთს. - ჩვენ უკვე აღარ ვიცოდით რა გვეფიქრა! შენ ორი დღეა არ ჩანხარ, ვერ გირეკავთ, დღეს კიდე ჯასპერისგან შენი ნივთები წაიღე! ხოლო შენ ბინაში შუქი ანთია. ჩვენ უკვე ვიფიქრეთ, რომ შენ... შენ აზროვნებ? მამამ მთელ განყოფილებას ყურები გამოუჭედა!
- რატომ უთხარით მშობლებს? - ჩავიბუტბუტე მე, ჯასპერი ხელიდან პირსახოცი ავიღე, მეორე ხელით მან ფეხები გამიმშრალა და თბილი ჩუსტები ჩამაცვა, რომელიც ფეხსაცმელების თაროზე იპოვა.
- რატომ?! - როზალიმ, როგორც ჩანს ხმა დაიბრუნა. - სად იყავი?
- საქმეებზე.
- რომელ?
ჯასპერი მხარზე მომეხვია, ჩემი ხელები როუზის თითებისგან გაანთავისუფლა და სასტუმრო ოთახში შემიყვანე. დივანზე დამსვა და თვილი გადასაფარებელი დამაფარა.
- რომელზეთქო, გეკითხები? - არ ნებდებოდა როზალი.
- შემეშვი, კარგი? - Отстань, а? - ხელი ავიქნიე მე და თავი დავხარე, რომ სველი თმები პირსახოცში გამეხვია.
- ბელა, შენ ახლა მართალი არ ხარ, - ფრთხილად წარმოთქვა ჯასპერმა.
თავი მის მხარეს შევატრიალე, რის გამოც პირსახოცი ჩამოცურდა და ჩემი სახის ნახევარი დაფარა.
- რატომ მოხვედით? - პირსახოცი უკან დავაბრუნე. - ღამის გადასახედიდან ცხოვრების სასწავლებლად მოხვედით? მაგრამ მე თქვენი რჩევები არ მჭირდება! ჩემით არაჩვეულებრივად გავუმკლავდები ჩემს პრობლემებს, - მზერა ჯასიდან როუზზე გადავიტანე, რომელიც უხმოდ უყურებდა უმცროს დას. - რა? გაგიკვირდათ, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ხდება რაღაც? ხო, წარმოგიდგენიათ მეც ვარ ხოლმე ცუდად.
- მაგრამ ჩვენ ხომ მზად ვართ დასახმარებლად, ბელა, - დაიწყო როუზმა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.
- შენ გირჩევნია ჯერ შენ ოჯახურ ცხოვრებას მიხედო! დახმარებას აპირებს. ბოლოს როდის ადექი მშობლების დივნიდან, რომ რესტორანი გენახა? მე რა თქმა უნდა მესმის, რომ ეს რთულია - გადაიტანო საყვარელი ადამიანის ღალატი, მაგრამ შენ ხომ როზალი ჰეილი ხარ...
- კალენი, - ჩუმად წარმოთქვა მან და თვალები დახარა.
- პირველ რიგში შენ ჰეილი ხარ! - დივნიდან წამოვხტი და მათკენ შევბრუნდი. გვერდიდან ისე ჩანდა, თითქოს მე მათი სკოლის მასწავლებელი ვი- დივნიდან წამოვხტი და მათკენ შევბრუნდი. გვერდიდან ისე ჩანდა, თითქოს მე მათი სკოლის მასწავლებელი ვიყავი და დამნაშავეებს ვეჩხუბებოდი.
ჯასპერმა გასაჩერებელი ჟესტი გააკეთა, მანიშნება, რომ დავწყნარებულიყავი, მაგრამ მე არც მიფიქრია ამის გაკეთება. მთელი ბრაზი, რაც ამ რთულ დღეს დამიბრუნდა, მზად იყო ახლობლებზე ამოსაფრქვევლად.
- და შენ! - თითი ძმისკენ გავიშვირე. - დიდი ხანია დროა გამოუტყდე ელის შენს გრძნობებში, მაგრამ შენ მასთან უბრალოდ მიდიხარ საავადმყოფოში, ერთ სიტყვასაც არ ეუბნები.
- რა? - დაიჩურჩულა მან. მის სახეზე გაკვირვება გამოიცხატა, მერე შიში. - შენ საიდან...
- ხო, ჯას, - მხარი დამიჭირა როუზმა. - ჩემს სახლში შენი წერილი ვიპოვე. მაგრამ არ ინერვიულო, ეს მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, - მან ჩემზე მოანიშნა.
ჯასპერმა სახე ხელებში ჩარგო და დივანის ზურგს მიეყრდნო, ის მძიმედ სუნთქავდა. ერთი წუთის განმავლობაში ყველანი ჩუმად ვიყავით, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ეს სრულიად საკმარისი იყო.
- და ჩვენთვის არა მხოლოდ ელისის შესახებ ვიცით, არამედ კიდევ რაღაც.
ძმამ შემომხედა, უხმოდ დასვა კითხვა.
- შენი... პრობლემება ნარკოტიკებთან, - ვუპასხე მას.
- რატომ არავის არ უთხარი არაფერი? - როუზმა ჯასპერს მხარზე ხელი დაადო. - ჩვენ მხარში ამოგიდგებოდით, ბოლოს და ბოლოს კლინიკას გიპოვიდით.
- ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, - თქვა მან და მხარი აიქნია. - თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ ეს რა არის! გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ იცოდე, რომ თუ ამ გრძნობას გაამხელ, ამა შეიძლება დაღუპოს ის.
- დაღუპოს? - ამოვიხორე მე. - შენ ძალიან ბევრ რამეს იგონებ! დრამა მოგინდა? ფიქორბ, რომ ელისი შენზე უარს იტყოდა, იმის გამო, რომ შენ... ნარკომანი ხარ??
მან ამოიოხრა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. ყველას მიგვახვედრა, რომ მას ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა და ამის განხილვას არ აპირებდა.
- იცით, რა? - განვაგრძე, მე, ვიგრძენი თვალები, როგორ ამევსო ისევ ცრემლებით და ტუჩები ამითრთოლდა. - გიყურებთ და ვხვდები რა იდიოტები ხართ. ბედმა ყოველ თქვენგანს მისცა შანსი შეხვედროა იმ ადამიანს, რომელსაც ეყვარებოდით. ეყვარებოდით ყველანაირი ბარიერების გარეშე! რომელიც უბრალოდ თქვენტან იქნებოდა, როდესაც თქვენ კარგად ან ცუდად იქნებოდით, - მე უკვე ხმას ავუმაღლე, რითიც, როგორც ჩანს ძალიან შევაშინე ჩემი ახლობლები. - ის... ის არ დაგტოვებდათ თქვენ მარტო... როდესაც იცის, როგორ გჭირდებათ... როგორ გჭირდებათ მისი ზრუნვა... ის მხარში ამოგიდგებოდათ... მაგრამ თქვენ...
ავფეთქდი.
ქვითინი ყოველ წამში უფრო ძლიერდებოდა. მე შუა მისაღებში ვიდექი, და-ძმის წინ და გაუჩერებლად ვტიროდი, ხელები მკერდთან მქონდა მიჭერილი, რადგან სუნთქვა გამიძნელდა. ტკივილი შიგნით აუტანელი იყო. თითქოს საშინელი ბასრბრჭყალებიანი თათი გულს შიგნიდან გლეჯდა, კაწრავდა და ჩემს თვალწინ თელავდა. ცრემლების გამო ვერ დავინახე, როგორ ამიყვანა ჯასპერმა ხელში და საწოლზე დამაწვინა. მე მხოლოდ როზალის ხმა მესმოდა, რომელიც ყურში რაღაცას მეუბნებოდა და ჩემი ხელლები თავის თბილ ხელებში ეჭირა. გონებამ კიდევ ერთი ნაწილი დაამატა თავში „მსგავსება ჩემს დასა და ედვარდს შორის“ და ქვითინის ახაალმა ტალღამ გაავსო ოთახი. მოვიკუნტე და მუხლები ნიკაპთან მივიდე, თავზე ბალიში გადავიფარე, მის ქვეშ დავიმალე.
არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა როზალი, რომ არა. მას დიდი ძალ-ღონე დაჭირა იმაში, რომ ჩემი თავი აეწია და ჩემი სურვილის წინააღმდეგ დამალევინა დამაწყანრებლის რამდენიმე ტაბლეტი. შემდეგ იმაში დარწმუნებულმა, რომ ამ ღამეს დაძინებას ვერ მოვახერხებდი, რაღაც უცნაური სუნის მქონე ნაყენი დამალევინა.
ისტერიკა არ შემჩერებია და ვერ შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა. მთლიანად არც კი დამძინებია, უბრალოდ როუზთან და ჯასპერთან ჩახუტებული გავითიშე.
- მაკოცე, - თქვა მან.
- არა, - უპასუხა მან.
- არ გინდა?
- მე მინდა, რომ შენ ჩემი ყოველი შეხება დაიმახსოვრო. ახლა კი ჩვენზე ალკოჰოლი მოქმედებს და შენ დილით არაფერი არ გემახსოვრება. და გინდაც გაიხსენო, სინდისი შეგაწუხებს, იმის გამო, რომ შენს შეყვარებულს უღალატე. მე კიდე არ მინდა, რომ შენ დაიტანჯო, რადგან მიყვარხარ.
მთელი გზა, სანამ სამსახურში მივდიოდი ამ სიზმარზე ვფირობდი. ის ძალიან უცნაური იყო. პირველად დამესიზმრა სიზმარი, ჰმ, როგორ ავხსნა? თითქოს ვიდეოს ყურების გარეშე... მხოლოდ ხმა, რომელიც ჩემთვის ნაცნობი არ იყო.ყობილი. ჩვეულებრივ ღამე წინა დღეს მომხდარ მოვლენებს ვხედავ, ასე იყო ჩემი გონება მოწყობილი. მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ წინა დღეს ასეთი არაფერი არ მომხდარა. ხოლო ფილმებს სასიყვარულო თემაზე არ ვუყურებ.
თავი გავაქნიე, თავიდან სულელური სიზმარი ამოვიდგე, რომელიც გაურკვეველი იყო, რით დამთავრდა - აკოცა მან გოგონას თუ არა?
თავისუფალი ხელით ჩანთაში hands-free-ს ვეძებდი, შუქნიშნის სიგნალს ვადევნებდი თვალს, რომელიც უკვე დიდიხანია მწავენს ანათებდა. ყურსასმენი გავიკეთე და ტელეფონს გავუკეთე. კარგია, რომ როუზი დიდი ხანია მიხვდა და სწრაფად დამაკავშირებელ რეჟიმზე გადაიყვანა თავის თავი, გამანთავისუფლა ჩანაწერების წიგნში დიდხნიანი ძებნისგან. ციფრ „3“-ს დავაჭირე.
მრცხვენოდა გუშინდელი აფეთქების გამო, განსაკუთრებით როუზის წინ, რომელიც ჩემი მხრიდან ასეთ რამეს არ იმსახურებდა.
- გამარჯობა, - ჩუმად ვთქვი მე, გავიგე, როგრო აიღო როუზმა ტელეფონი.
- გამარჯობა, - ოჰ, ოღონდ ეს ტონი არა, მე მას ვერ ვიტან. ის ყოველთვის ასე მელაპარაკებოდა, როდესაც გაბრაზებული იყო, - მოკლე წინადადებები, ემოციის გამოუმხატველობა. ჩემს დას ასევე დიდ ხნიანი თეატრალური პაუზის შენარჩუნების უნარი ჰქონდა, მოსაუბრეს აიძულებდა თავი საცოდავ მწერად ეგრძნო. კარგია, რომ არ მიყურებს მაინც.
- როგორ ხარ? - ორიგინალური ვერაფერი ვერ მოვიფიქრე.
- ნორმალურად.
- როუზ, მაპატიე გუშინდელის გამო. თვითონც არ ვიცი რა მომივიდა, - თავს ვიმართლებდი, მარცხენა ხაზში გადავედი და უკანა ხედის სარკეში ჩავიხედე.
- ყველაფერი ნორმალურადაა, ბელა. ხომ გითხარი.
- სინამდვილეში მე ასე არ ვფიქრობ...
- როგორ „ასე“? - მკითხა როზალიმ.
- რომ შენ გაზარმაცდი, რომ საკუთარი თავი და ბიზნესი დაივიწყე, - ახლა, როდესაც ეს სიტყვები ხმამაღლა ვთქვი, ისინი უფრო საშინელი მეჩვენა, ვიდრე დღეს დილით, როდესაც ვიხსენებდი, რა ვუთხარი ღამე ჩემს ახლობლებს.
- ბრაიან, ჯანდაბა! რატომ გიდგას მაგიდაზე ჭუჭყიანი ჭიქები? - უყვირა როზალიმ ვიღ ცას. ბრაიანს. ის ხომ მის რესტორანში მუშაობს.
- გაცდენ? - ღიმილით ვკითხე, მშვენივრად მესმოდა სად იმყოფებოდა ახლა ჩემი უფროსი და.
- რა? რას ამბობდი სიზარმაცეზე? - თავს დავდებ, რომ ახლა როზალი იღიმება და უკვე ყველაფერი მაპატიე. უბრალოდ ნაწყენი გოგონას როლს თამაშობს. - ხო, ბელს, ახლა არ შემიძლია შენთან საუბარი. მოდი საღამოს შევხვდეთ, ელისი მოვინახულოთ?
- მშვენიერი აზრია! - დავეთანხმე მე და უკვე მინდოდა ყურმილი დამეკიდა, რომ კითხვა გავიგე, რომელზე პასუხიც ჯერ ვერ მომეფიქრებინა.
- და კონიაკი სად არის, ბელა?
- ე-ე-ე, გესმის... მე აუცილებლად მოგცემ ფულს, - ღმერთო საიდან მოვიტან ამდენ ფულს?! -მაპატიე, საჭესთან ვარ, მორჩა. კარგად.
ხელი კანკალით ვიპოვე ზარის დამთავრების ღილაკი და ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე.
ლიფტთან, როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი იდგა.
"რატომ არ შეიკრიბებოდნენ ფირმის ხელმძღვანელები და რატომ არ განიხილავდნენ სამუშაოს დაწყებას სხვადასხვა დროს?“ - გავიფიქრე მე, კუთხეში ვიდექი, ველოდებოდი სანამ ხალხი შემცირდებოდა. – „ასე ყველასთვის მოხერხებული იქნებოდა - არ მომიწევდა ორ უზარმაზარ ლიფტს შორის არასასიამოვნო პიროვნებებთან შეხვედრა. აი მაგალითად ამას.“
ჩემს მხარეს ამაყად მოაბიჯებდა კრის უიმსი, პითონის ტყავიანი ძვირფას პორტფელიოს აქანავებდა. და საიდან აქვ ამ იდიოტს ამდენი ფული? იქნებ იპარავს?
მზერა ავარიდე, მაგრამ გვიანი იყო - კრისმა უკვე შეამჩნია ჩემი ინტერესი მისი პორტფელის მიმართ და კმაყოფილი ღიმილით მომიახლოვდა.
- დილა მშვიდობისა, ჰეილ, - ის შებრუნდა და ლიფტის კარზე ციფრების ტაბლოს თვალიერება დაიწყო. პასუხს არ ვაპირებდი, მესმოდა, რომ ძაღლი იმას ელოდებოდა, როდის გადავუგდები ძვალს, რომ ის თათით დაეჭირა და მერე ჩემთვის ყელში გაეჩხირა.
- ენა გადაყლაპე? - არ დაწყნარდა ის. - ნუ, ხო. იმისგან, რასაც დღეს გაგიებ, მეც დავკარგავდი ლაპარაკის უნარს.
- შენ ახლა სხვა რამის უნრას დაკარგავ - იმას, რაც შარვალში გაქ! - კბილებს შორის გამოვცერი მე.
- ოჰ, დამერწუმენ, ტყუილა მაშინებ შენი მუქარით, მეძავო, - ამოიოხრა კრისმა და ჩურჩულით დაამატა: - ვფიქრობ, იმის შემდეგ რასაც კანელი დღეს გააკეთებს, ჩემთან მუხლებით მოხოხდები, ასე, რომ მოდი ნუ შევეხებით ჩემს „მეგობარს“, ის შეიძლება გამოგადგეს.
მუხლები ამიკანკალდა, როდესაც „მისი“ სახელი გავიგე. თავი შევაბრუნე და კრისს შევხედე. მისი სახის მიხედვით შესამჩნევი იყო, რომ ის რაღაცით ძალიან ამაყობდა. რის გამო, ვერ ვხვდებოდი. ალბათ მან მისი აზრით რომ ღირსეულად მიპასუხა და ცოცოხალი დარჩება.
- რაზე ამბობ? - ზიზღით ვკითხე მე.
- მე? - უიმსმა გაკვირვებით აწია ცალი წარბი და გამომხედა, ამასთან ერთად გარეგნულად შემაფასა. - ა ხო, იმაზე, რომ ედვარდ კალენი პროექტს გართმევს, ჩემი სიხარულო. მან უკვე დამირეკა გუშინ და ჩვენმა იურისტმა ყველა დოკუმენტი მოამზადა, რომ შეთანხმება შეეცვალა.
რა? ეს როგორ „პროექტს მართმევს“? მას არ შეუძლია! არ შეუძლია ასე მომექცეს!
კრისის სიცილის ქვეშ ლიფტი დავტოვე, ხალხს იდაყვებით ვიშორებდი. რაღაც უნდა გამეკეთებინა. სასწრაფოდ! ჯობის მე პირველმა ვთქვა უარი პროექტზე და კალენს ჩემი მუხლებზე დაყენების უფლება არ მივცე!