ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
★Gvanca★ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 9:00 PM | შეტყობინება # 121 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| | |
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 9:03 PM | შეტყობინება # 122 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 10:07 PM | შეტყობინება # 123 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 10:33 PM | შეტყობინება # 124 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (AnasteishA) mgoni don juani sxva rames nishnavs xoo? azze ar var :D : D: D memgoni ragac msgavsia xo ra :D Quote (AnasteishA) gamoasworebs aucileblad da darwmunebuli var azrs sheicvli. imedi maqvs tore egeti belas ar imsaxuebs ; )))) darwmunebuli var imedebs ar gamicrueeeb : ))))
| |
|
|
sofka | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 1:47 PM | შეტყობინება # 125 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 7:53 PM | შეტყობინება # 127 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| elle____, ვეცდები ყველანაირად, რომ იმედი არ გაგიცრუო. sofka, კარგი სოფ, როგორც მეტყვი მალე მოგვარდება სიტუაცია Rosalie, ეს პატარა გადახვევა იყო მეიერისებური ვამპირული ისტორიიდან, მაგრამ ედვარდი მაინც ედვარდია, დამერწმუნეთ ესეც ჩვენი ედვარდია მაპატიეთ, ამოვვარდი ცოტა რეჟიმიდან და დანაპირები თავი (რომელსაც ჩემი ჭკუით ყოველდღე უნდა ვდებდე) წინაზე ვერ დავდე. მომიტევეთ. ეხლა ვდებ ახალ თავს
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:24 PM | შეტყობინება # 129 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 13. ბელა სვონმა ფეხი იღრძო! ადამიანებთან შესაშური დამოკიდებულებით არასდროს გამოვირჩეოდი, არც მაშინ როცა მათნაირი ვიყავი და არც მას შემდეგ. საერთოდაც ყოველთვის ვუფრთხოდი ურთიერთობებს და მერჩივნა მარტოობაში ჩავმკვდარიყავი ჩემთვის. ესმი და როზალი ცხოვრებამ შემძინა და ჩემი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა ის, რომ ახლა ისინი მყვავდა გვერდით. ჩემი ურთიერთობა პიროვნებებთან ემეტის მეგობარ ბილ პერლით დაიწყო. ემეტის და როზალის სიყვარულის ისტორია მე არ მეხებოდა, მაგრამ ემეტთან მისი გაცნობის დღიდან რთული ურთიერთობა მქონდა, ერთხელაც მისი მეგობარი "კულულა-ბილი" გავიცანი (ასე მისი საყვარელი ხვეული თმის გამო ეძახდა ემეტი) და ის იმდენად დადებითი პიროვნება აღმოჩნდა, რომ მისი ხათრით შევეცადე ემეტიც ამეტანა. ისიც საკმაოდ ჭკუამხიარული და იუმორით აღსავსე იყო, მაგრამ ემეტისგან განსხვავებით, თავს არასდროს მოგაბეზრებდა. მასთან ურთიერთობამ მომიტანა პიროვნება, რომელსთვისაც შემეძლო დასახმარებლად მიმემართა. მისი გამოცდილება 2 საუკუნეზე ცოტა მეტს მოიცავდა, ამიტომ ჩემზე გაცილებით ბევრ საკითხში იყო გარკვეული. მასთან ერთად ცხოვრება იოლი იყო ანუ როცა მის სიახლოვეს ვიყავი მავიწყდებოდა ვინ ვარ, საიდან მოვედი და რისთვის ვარსებობ, უბრალოდ ერთად ვიყავით და ერთად ვერთობოდით. სწორედ ამიტომ, მას ჩემს უფროს ძმად მივიჩნევდი. ის ერთადერთი იყო ვისაც ემეტის დაშოშმინება შეეძლო ( ეს მისი უდიდესი ღირსებაა ჩემს თვალში). მოკლედ, ბილი არის ის, ვისი თანადგომაც ყოველთვის მაძლიერებს, მაგრამ დიდი გულისტკენაც მახსოვს მისგან: მან უარი თქვა ესმის ოჯახის წევრობაზე. ამის გამო მთელი 10 წელი გაბუტული ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ მის გარეშე არსებობა მიჭირდა და ურთიერთობა მოვაგვარეთ. როცა ფორქსში ჩამოსვლა გადავწყვიტე, პირველს მას ვუთხარი ამის შესახებ და როცა დავუსაბუთე თუ რა მინდოდა ამ ღვთისგან მივიწყებულ ქალაქში, ყველანაირად დამეხმარა ჩემი ოჯახიც დამეთანხმებინა აქ წამოსვლაზე. თვითონ არ წამოვიდა, სამხრეთ ამერიკაში გაქუსლა, მაგრამ დამპირდა, რომ მალე ჩამომაკითხავდა. მისი ხნის ადამიანისთვის "მალე" რა პერიოდს გულისხმობს უცნობია, მაგრამ მე მაინც მოთმინებით ველოდი მის ჩამოსვლას. სწორედ ამ ბილისგან, რომელმაც ცხოვრება მასწავლა, რომელმაც საკუთარი თავის დადებითი მხარეები დამანახა და რომელმაც მიმახვედრა, რომ ზოგჯერ მამრობითი სქესიც შეიძლება საიმედო და უსაფრთხო იყოს, მივიღე წერილი, რომელიც სახლში დაბრუნებისას საფოსტო ყუთში აღმოვაჩინე. მანქანა გარაჟში დავაყენე და როცა ამ ყუთის ზემოთ აღმართულ ისარს მოვკარი თვალი (ზემოთ აღმართული ისარი ნიშნავდა, რომ ფოსტალიონმა შიგნით წერილი ჩადო), გავოგნდი. აქ ჩამოსვლის შემდეგ არცერთი წერილი არ მიგვიღია, არც ველოდი, რომ მივიღებდით. ჩვენი საფოსტო ყუთი ყოველთვის ხავსს იკიდებდა, სადაც არ უნდა გვეცხოვრა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ეს კომუნალური გადასახადების ჩეკები იყო და მის ასაღებად გავემართე. როცა კონვერტზე ბილ პერლის სახელი წავიკითხე (რომელიც პერუდან მწერდა), გასაკვირიც აღარ იქნება თუ ვიტყვი, რომ გული სიხარულით ამევსო. წერილის შინაარსი შემდეგნაირი იყო: "ძვირფასო ბელზ, მაპატიე, რომ აქამდე ვერ მოვახერხე მომეკითხე. ხომ იცი როგორი დაკავებულია ჩემნაირი საყვარელი პიროვნების ცხოვრება, მაგრამ იცოდე, შენ არასდროს მავიწყდები. შენზე ძალიან ვღელავდი, მაინტერესებდა როგორ შეეგუებოდი შენი მშობლიური ქალაქის ახალ გარემოს. ვბრაზობდი, რომ ერთხელაც არ მომწერე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩემი მისამართი არ იცოდი და გულმოწყალედ "მოგიტევე"... ბელზ, ბაჭიავ, მენატრები ძალიან. წერილი მოგივა თუ არა მაშინვე მიპასუხე, ხომ იცი ლოდინს ვერ ვიტან (ეს ისე, ხუმრობით, თორემ შენგან, ხომ იცი, ყველაფერს ავიტან)! ჩემთან სერიოზული არაფერი ხდება, ეს ვამპირი ქალები ხომ იცი რა თავბრუდამხვევები არიან? ისევ სიყვარულის ორომტრიალში ვარ ჩაბმული, რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები. შენს წერილს მოუთმენლად დაველოდები. მომიყევი ყოველი წვრილმანი რაც შენს თავს ხდება და განცდებსა და ემოციებსაც ნუ დამიმალავ. სიყვარულით, შენი ბილი." _ბილ! სულელო ღამურავ! -წარმოვთქვი სიხარულით. წერილი ჩავიხუტე. სახე გონებაჩლუნგივით გამებადრა. სახლში შევირბინე და სასწრაფოდ საწერ მაგიდას მივუჯექი, კარგა სამ ფურცლიანი პასუხი გავაშანშალე, კონვერტში ჩავდე და საფოსტო ყუთში მოვათავსე. წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდა ჩემ გადარეულ ბილს, როცა წერილს წაიკითხავდა. ედვარდზეც ვუამბე, ოღონდ არა ყველაფერი, გაკვრით მოვუყევი და ისიც მცირე დეტალები. როცა ჩამოვა, აჯობებს ყველაფერი მერე გაიგოს. "ნეტავ როდის ჩამოვა?" ამეკვიატა ფიქრი. აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. ესმი ალბათ საავადმყოფოში იყო, წყვილი არ ვიცოდი სად წაბრძანდა, ყოველ შემთხვევაში, სახლში არ იყვნენ. სახლში შევბრუნდი და ოთახებში ბორიალს მოვყევი. ვერ ვიტანდი ასეთ მომენტებს, როცა არ ვიცოდი რა მეკეთებინა, არადა ასეთი რამ სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში არც ისე დიდი იშვიათობა იყო. "სამუშაო ოთახში" შევიხედე: ქსოვილი მანეკენზე იყო დამაგრებული ქინძისთავებით. ალბათ ასეთი უნდა ყოფილიყო საბოლოო შედეგი. საკმაოდ ლამაზი გამოვიდოდა (თუმცა როზალის ტანზე ისედაც ყოველთვის ყველაფერი ლამაზად გამოიყურება), მითუმეტეს ესმი ძვირფასი თვლებით უპირებდა ამ კაბას გაფორმებას. უკმაყოფილო სახით გამოვიხურე კარი. გადავწყვიტე ტყეში წავსულიყავი. არ მწყუროდა, მაგრამ რამე ხომ უნდა მეკეთებინა? ეს ტყე არც ისე კარგად მქონდა შესწავლილი. მამაჩემთანაც სიამოვნებით წავიდოდი (სასაფლაოს ვგულისხმობ), მაგრამ არ მინდოდა დამეშვა შესაძლებლობა, რომ "მას" გადავეყრებოდი. ტყეში შევედი და ბორიალი დავიწყე. რამდენიმე ხეზე ავედი და იქიდან გადმოვხედე ქალაქს, ტყეს, გარემოს. ტოტზე ჩამოვჯექი და ხედით ტკბობა დავიწყე. თან ფიქრები არ მასვენებდა. ვინ იყო ედვარდ კალენი? ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ყველა დანარჩენის მსგავსად ცდილობს რაც შეიძლება მეტი გოგო შესძინოს თავის კოლექციას, ხელიდან არ გაუშვას არცერთი შესაძლებლობა, რომელიც მოეცემა, თუ პიროვნება, რომელსაც გულწრფელად აინტერესებდა მისთვის შეუცნობელი ფენომენი, რომელსაც ბელა სვონი ერქვა? ამის გაფიქრებისთანავე უგულვებელვყავი მეორე ვარიანტი. შეუძლებელია მას რაიმე ინტერესი ჰქონოდა ჩემ მიმართ და ამავდროულად სხვა ორ გოგოსთან ურთიერთობაც არ ყოფილიყო პრობლემა. ურთიერთობა ერთია და აშკარა ფლირტთან გვქონდა საქმე. უცებ თავი გავიქნიე. როგორ მოხდა, რომ ჩემს ფიქრებში შემოვუშვი ადამიანი? და საერთოდ, ჩემთან ურთიერთობის საშუალება მივეცი ადამის მოდგმას? ყველაფერს ფორქსის მაგიას ვაბრალებდი. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ მართლაც დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მეძალებოდა წარსულის მოგონებები და ჩემს რაღაც ნაწილს, შესაძლოა ძალიან მცირეს, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ ჩემში ჯერ კიდევ იყო რაღაც ადამიანური. მეორე, უფრო დიდ ნაწილს კი სურდა, ეს სიმართლე ყოფილიყო. სწორედ ამ "ნაწილების" ზეგავლენით, ახლა არა მარტო გარე სამყაროს, არამედ საკუთარ თავსაც კი ვატყუებდი, რომ მე ადამიანი ვიყავი და სისხლის მოთხოვნა უბრალო კაპრიზი იყო და მეტი არაფერი. თავის მოტყუება ადვილია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ტყუილი სიმართლედ ვერასდროს იქცევა, განსაკუთრებით, ჩემს შემთხვევაში. ამგვარად, ის დრო იყო, ამ თამაშისთვის ბოლო მომეღო სანამ ღრმად შევტოპავდი და სანამ უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ იყო. ედვარდზე ფიქრიც კი არ ღირდა, ის ჩვეულებრივი იყო, სრულიად ჩვეულებრივი მექალთანე, რომელმაც მეც კი... უცებ გავხევდი. ადამიანის სუნი ვიგრძენი. ნაცნობი სუნი არ იყო, ვიღაც უცნობი იყო ტყეში, ჩემს სიახლოვეს. თითქოს ტოტზე მივეყინე, გაყურსული ვუსმენდი, სუნთქვაც კი შევიკარი, არ მინდოდა აქ გამოევლო ვინც არ უნდა ყოფილიყო და ტოტზე მარტოსული ბეღურასავით შემოსკუპებული ვენახე. რამდენიმე წუთში სულ ახლოს გაისმა ფეხის ხმა და ადამიანიც გამოჩნდა. მონადირის თოფი ჰქონდა გადაკიდებული და მონადირისვე ყურადღებით, შეძლებისდაგვარად ფეხაკრეფით მოდიოდა, მაგრამ ჩემს სმენას მაინც არ გამოპარვია მისი ხმა. მოვიდა და ზუსტად იმ ხის ქვეშ დადგა, რომელზეც მე ვიჯექი. სულ მიკვირდა, ცხოველები ყოველთვის გამირბოდნენ, ადამიანები კი ნაკლებად. რატომ აქვთ ცხოველებს უფრო მეტად განვითარებული თვითგადარჩენის ინსტიქტი და ინტუიცია, ხოლო ადამიანებს, რომლებიც თავს უმაღლესი ნერვული სისტემის მქონე ანუ მოაზროვნე არსებებად თვლიან, ისე უახლოვდებიან ხიფათს, რომ ვერც კი გრძნობენ ამას. ალბათ მათმა "ცივილიზებულობამ" გადაფარა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტიქტები. კაპიშონწამოფარებულმა ბიჭმა გარშემო მიმოიხედა და შემდეგ ჩაიმუხლა. "ჯანდაბა! ნაკვალევი დაინახა!" გავიფიქრე მე. სველ მიწაზე აშკარად აჩნდა ჩემი კედების კვალი, რომელიც ზუსტად ხესთან წყდებოდა. "ახლა ზემოთ ამოიხედავს და...ოჰჰ, ბელა სვონ!" გავიფიქრე სიმწრით. "თუმცა მერე რა? გოგო თავისთვის ზის ხეზე. მამაკაცის ფეხის ხმა გაიგო, არ უნდოდა პრობლემები და გაიყურსა. მერე რა მოხდა? არც არაფერი." ვინუგეშე თავი, მაგრამ მაინც ვერ დავწყნარდი. ის იყო ბიჭი წელში გაიმართა და ზევით უნდა ამოეხედა, რომ კიდევ ერთი ადამიანის სუნი მეძგერა. "ეს" აღარ იყო უცხო. უარესად მოვიკუნტე. სხვა ხეზე გადახტომა მომაფიქრდა, მაგრამ ეს უხმაუროდ არ გამომივიდა, არც ასე დახელოვნებული ვიყავი. _ჯეიკ!-გავიგონე უსაზიზღრესი ხმა. -ნახე რამე? _ვერა, ვერაფერი. თითქოს ცამ ჩაყლაპა ამდენი ცხოველი!-იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა "ჩემი" ხის ქვეშ მყოფს. -მოდი, ერთი ამას შეხედე!-ნაკვალევზე ანიშნა ედვარდს, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავდი. _რა არის?-სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და მანაც ნაკვალევს დახედა. მასაც კაპიშონი ჩამოეფარებინა და მხარზე სანადირო თოფი ჰქონდა გადაკიდებული. სცოდნოდა რა ნადირი იჯდა მის თავზემოთ, ჩამომსხნიდა კოიოტივით! (თუმცა ეს მე, რა თქმა უნდა, ვერაფერს დამაკლებდა).-ადამიანის კვალი?-გავიგონე მისი გაკვირვებული ხმა. _ჰო...-სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი, რადგან ორივემ ერთდროულად ამოწია თავი. სიამოვნებით ჩავრგავდი თავს მიწაში სირაქლემასავით, რათა თავი მომეტყუებინა, რომ ვერ დამინახეს. დამპალ "არსებას" დამპლური სიცილი აუტყდა: _ბელა? მანდ რა გინდა? ციყვებს დაუმეგობრდი?-სიცილით იგუდებოდა. მისი მეგობარი უფრო მორიდებულად იცინოდა. _არა, ხედი მაინტერესებდა, ავედი და ვეღარ ჩამოვედი...-უსუსური ბავშვივით ვთქვი. მგონი დაიჯერეს. ედვარდი ისევ იცინოდა. _მოგეხმარებით ჩამოსვლაში...-მითხრა მისმა მეგობარმა. _არ არის საჭირო...-ვთქვი ჯიბრით და წამსვე მივხვდი, რომ სულელურად გამომივიდა. მე ეხლა სუსტი, შეშინებული გოგოს როლი უნდა მეთამაშა, რომელსაც მხსნელად ეს ორი "მეტყევე" მოევლინა. ედვარდმა ღიმილის ნიშნებიც ალაგმა სახიდან და მომმართა: _აბა, როდემდე აპირებ მანდ ჯდომას? ქვედა ტოტზე ჩამოდგი ფეხი... ოღონდ ფრთხილად, არ ჩამოვარდე...-ამ მზრუნველმა ტონმა უფრო გამაღიზიანა, ამიტომ სანამ მის ნათქვამს შევასრულებდი ცოტა ხანს შევიცადე, თვალებში ვუყურებდი, რომ გამომეცნო ეს ირონია იყო თუ გულწრფელობა. მან რატომღაც, ჩათვალა, რომ მეშინოდა და იმიტომ ვერ ჩამოვდიოდი და უფრო დამთბარი ხმით მითხრა.-ნუ გეშინია... თუ რამეა დაგიჭერთ. მიდი, გამბედაობა მოიკრიბე.-გულში გამეცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, დავემორჩილე და ფეხი ქვედა ტოტზე ჩამოვდგი, შემდეგ კიდევ ქვედაზე, კიდევ, კიდევ და ბოლოს უკანასკნელ ტოტზე აღმოვჩნდი. ეს ტოტი მიწიდან საკმაოდ ზემოთ იყო, აქედან პირდაპირ რომ დავმხტარიყავი უცნაურად მოეჩვენებოდათ მშიშარა გოგონასგან. ტოტზე ჩამოვჯექი და გავითამაშე, თითქოს დავცურდი და უხერხულად დავენარცხე მიწას. დამეტაკნენ და სასწრაფოდ წამომაყენეს. უცნობის მახვილმა მზერამ მაშინვე შეამჩნია, რომ მარცხენა ფეხზე დავეცი. _გტკივა? ხომ არ მოიტეხე?-მომაყარა კითხვები. მაშინვე შეწუხებული გამომეტყველება მივიღე და ხეს მივეყრდენი, თან ფეხს ოდნავ ვაკარებდი მიწას, თითქოს ძალიან მტკიოდა. _ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ წახვალ სახლში,-მომიბრუნდა ედვარდი.-გაგაცილებ.-ესღა მაკლდა! ტფუი, კაცს ამის შიშით ფეხის ღრძობა ვერ გაგითამაშია! _არ არის საჭირო, როგორმე მეთვითონ...-მკაცრად ვუთხარი, მაგრამ ვინ გისმენს? _ჯეიკ, გავაცილებ, თოფი შენ წაიღე და მოგვიანებით შემოგივლი, კარგი? ტყეში ყოფნას მაინც არ აქვს აზრი, სანადირო არაფერია, ბელას და ციყვების გარდა, მარა ბელაზე ნადირობა უკვე აღარ გამოვა...-თავისთვის ჩაიცინა. სიტყვები "ბელაზე ნადირობა" გულზე მომხვდა და გესლიანი მზერა ვესროლე. _კარგი. ჩემთან დაგელოდები...-უთხრა უცნობმა, სახელად ჯეიკმა. ედვარდი გვერდში ამომიდგა, ცალი ხელი წელზე შემომხვია, ჩემი "ნატკენი" ფეხი თავის ფეხზე დაიდო და ფეხაწყობით დავიწყეთ სიარული. ჯერ ერთდროულად ვადგამდით მე მარჯვენა, ის კი მარცხენა ფეხს, შემდეგ კი ის ადგამდა მარჯვენა ფეხს, რომელზეც ჩემი მარცხენა ედო. მის ფეხს სულ ოდნავ ვაყრდნობდი ფეხის თითებს, თითქოს ძალიან მტკიოდა კოჭი. _არაა საჭირო... მეთვითონაც შემიძლია...-ვბუზღუნებდი გზადაგზა. _ბელა, ჯენტლმენი შუაგულ ტყეში არ დატოვებს დაშავებულ ქალს...-ოჰო, ჯენტლმენი! საინტერესოა, რამდენი ჯენტლმენი ხვდება ერთდროულად რამდენიმე ქალს? _არც შენ ხარ ჯენტლმენი და არც მე ვარ ქალი... ასე, რომ...-მოვუჭერი გულგრილად. გაჩერდა და შემომხედა. _არ ვიცი შენ რას გულისხმობ, მაგრამ მე თავს ჯენტლმენად ვთვლი და შენც ქალი ხარ, ასაკისდამიუხედავად... სიტყვებზე ნუ მეკიდები ძალიან გთხოვ...-სერიოზული ხმა ჰქონდა, როგორც წვეულების საღამოს, ხავერდოვანი შესაძლოა ოდნავ სევდანარევიც. აღარ ვიცოდი რა მეპასუხა. მინდოდა მეკითხა ის, რაც მაწვალებდა: რატომ იცვლებოდა ასე? რატომ იყო ყველა სიტუაციაში სხვადასხვანაირი? თუ ჯენტლმენი იყო, რატომ ატყუებდა "ქალებს"? მაგრამ ხმა არ ამომიღია, არ მინდოდა ტყუილების მორიგი პორცია მეგემა. ეტყობა ამ ტყეს საკმაოდ ახლოს ცნობდა, რადგან მოკლე გზებით სულ რამოდენიმე წუთში გამოვედით ჩემს სახლთან. _რაღაც მინდა გკითხო...-მითხრა როცა სამსაფეხურიან კიბეს მივუახლოვდით. უკმაყოფილო მზერა შევაგებე. _რა გაინტერესებს? _რატომ გადაწყვიტეთ ამ სახლში გადმოსვლა? ტყესთან ძალიან ახლოსაა, ქალაქთან კი საკმაოდ შორს. უახლოესი მეზობელი რამდენიმე კილომეტრზეა. თანაც ამ სახლზე ცუდ რაღაცეებს ყვებიან. _ცრურწმენების არ მჯერა.-ფეხი ავადგი საფეხურზე. _ჰო, მაგრამ რატომ ასე განმარტოებით?-ახლა "მტკივანი" ფეხი ავდგით. _ესმის უყვარს განმარტოება... _ხალხი ჭორაობს, რომ უცნაურები ხართ... ყველასგან გამოირჩევით.-მითხრა როცა კარებთან კედელს ავეყუდე, მან ზარი დარეკა. _ახალი ამბავი! მასეთი სისულელეები არ გვაღელვებს!-მოვუჭერი. კარი როზალიმ გააღო. ფეხი ისე მედგა, თითქოს ძალიან მაწუხებდა. _ბელა!-შეჰკივლა, თითქოს ძალიან განიცდიდა. _ტყეში ხიდან ჩამოვარდა და მგონი დაიზიანა...-შეწუხებული ხმით აცნობა ედვარდმა. როზალის ისეთი შეძრწუნებული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ამაზე დიდი უბედურება არასდროს გადახდენოდეს. აღარც კი მახსოვდა, რომ ასე კარგად ეხერხება თამაში! _რა საშინელებაა! შემოიყვანე, გთხოვ. ახლავე ესმის დავურეკავ!-როზალიმ კარი ღია დატოვა და შიგნით შებრუნდა. ედვარდმა ისევ მომხვია ხელი, შიგნით შემიყვანა და მისაღებში თეთრ ტყავ-გადაკრულ სავარძელში ჩამსვა. _გმადლობ!-ვუთხარი.-ძალიან დამეხმარე, შეგიძლია წახვიდე...-ყოველგვარი ზრდილობის გარეშე ვანიშნე კარზე. შეცბუნებულმა გამომხედა (ასეთ უხეშობას აშკარად არ ელოდა) და ის იყო კარისკენ შებრუნდა, რომ სამზარეულოდან ემეტი გამოვარდა. _ბელა! ფეხი იტკინე?-პირდაპირ შეძრული იყო სულით-ხორცამდე.-როგორ იტკინე? რა დაგემართა?-მომვარდა.-როზალიმ მითხრა, მგონი მოტეხილი აქვსო, აბა, მაჩვენე! _არა, ემეტ!-სასწრაფოდ ვიუარე.-მირჩევნია ესმის დაველოდო.-ამის დეგენერატორებებიღა მაკლდა. _კარგი, როგორც გინდა, საყვარელო.-შემდეგ ედვარდს მიუბრუნდა.-გამარჯობა, მე ემეტი ვარ, ბელას დის, როზალის შეყვარებული,-ხელი გაუწოდა. _ეს კიდე ედვარდია, რომელიც უკვე წასვლას აპირებს,-ბოლო სიტყვები კბილებში გამოვცერი და ედვარდს თვალები გადავუბრიალე. _რას ამბობ, ბელა! რა უხეშობაა! სასმელი მაინც შესთავაზე სტუმარს!-როზალი გამოჩნდა და ემეტს ამოუდგა გვერდით. თან საზიზღარი ღიმილი გადაეკრა სახეზე. _ამმ... არ არის საჭირო! უნდა წავიდე, მეჩქარება...-ისეთი ხმა ჰქონდა, აშკარად ზრდილობის გამო თქვა. _ნუ იჩქარებთ... პირველად ხართ ჩვემთან...ესმიც მალე მოვა, ალბათ გაინტერესებთ რამდენად რთულადაა მდგომარეობა...-ჩემ ფეხზე ანიშნა როზალიმ. გაბრაზებულმა გავხედე და კბილებში გამოვცერი: _ნუ შეაწუხე, როზალი. ადამიანმა თქვა, რომ ეჩქარება. გმადლობ, ედვარდ, კარგად იყავი!-ახლა მას მივუბრუნდი. _კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ!-ყველას დაგვემშვიდობა ედვარდი. _ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, კიდევ შემოგვიარე!-თვალი ჩაუკრა ემეტმა. _ბელა, გამაგებინე როგორ იქნები, კარგი?-მითხრა ედვარდმა ბოლოს და წავიდა. _სუფთა იდიოტები ხართ!-მივაძახე, ფეხზე წამოვხტი და ჩემ ოთახში გავქანდი. _რა გინდა, კარგი ბიჭია!-სიცილით კვდებოდა ემეტი. დამატებულია (2010-11-20, 10:24 PM) --------------------------------------------- Immortal, მაპატიე ჩემო კარგო, ვწერდი და სანამ დავდე გასულხარ. წინასწარ დაწერილი არ მაქვს, აქ თან ვწერ და თან ვფიქრობ ხოლმე და ცოტა დიდხანს ვუნდები. თან საკმაოდ დიდი თავებია და... ოღონდ შენ არაფერი მოგივიდეს და ერთ თავში დავამთავრებ ყველაფერს თუ გინდა
| |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 11:46 PM | შეტყობინება # 131 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, ძვირფასოოო!!! როგორი ბოდიში, რომ ამდენი ხანი არ დამიპოსტავს და არ შემიქია შენი ფიკი და არ ამივსიხარ უდიდესი კომპლიმენტებიით!!! განა არ წავიკითხე, მაგრამ ისე ემთხვეოდა, რომ ბოლოს რომ ჩავდიოდი დედა მადგებოდა თავზე, ღამის პირველ საათზე იქ რატომ არ ხარ, სადაც უნდა იყოო და ნაძალადევი ღიმილიტ ვდგებოდი.. დაკომენტარება იდებოდა და იდებოდა მომავლისთვის. ვაიმე ესე გამომივიდა ეს შესავალი და მთავარი კი არ მითქვაამს... მოომწოონს კიარადაა გადარეულიი ვაარ!!! აი გითხარი უკვე რომ ალტერნატივის უნახავს გაგხდის ისეთი მაგარიაა!!! მართალია თავიდან ლაპარაკი იყო, როგორი იქნებოდა შებრუნებული ისტორია, მაგრამ აი ასეთს ვერავინ წარმოიდგენდა შენი გენიოსი თავი გარდა!!! ასე გააგრძეეელეე და დიიდ წარმატებეებს გისურვეეებ!!!
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 0:02 AM | შეტყობინება # 133 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Tako, რა საყვარელი ხაარ ^_^ Quote (Tako) albat mogbezrda magis chichini არა, ჩემო კარგო, არასდროს არ მომბეზრდება კომენტარების კითხვა, თუნდაც ერთმანეთის მსგავსი შინაარსის იყოს ეხლა ცოტა "მოშვებული" მდგომარეობაა, მარა გპირდებით, მალე წავა ისეთი სცენები ჩვენ რო გვიყვარს... მანამდე რაღაც ეტაპები ხო უნდა გაიარონ. ძალიან ხო არ ვწელაავ? მითხარით რა, მაინტერესებს. stupid_l@mb, კარგი რა, რა ბოდიში. მარა სიმართლე გითხრა, დამაკლდა შენი და თაკოს კომენტარები, მართლა. კომენტარებით ვსაზღვრავ ხოლმე რამდენად დაიმსახურა მოწონება თავმა და რო არ მხვდებოდა კომენტარები... შევეცდები კიდევ უფრო ამოვქაჩო რა :shy: გენიოსი თავის რა გითხრა :D ახალი თავის წერას რო ვიწყებ ზუსტად არასდროს არ ვიცი რას დავწერ, იმედია ერთხელ ძაან მწარედ არ გავიჭედები რაღაც მოხაზულობა მაქვს გონებაში და იმას მივყვები, სცენები, სათქმელი ყველაფერი თავისით მოდის. ემეტის მეგობრის წერილის ამბავი დღეს მომაფიქრდა, მაგრამ თვითონ პიროვნება კარგა ხანია მოვიფიქრე, მჭირდებოდა აშკარად. უი, მართლა, ჯეიკობი+ ედვარდი მეგობრები რო გამოვიყვანე როგორ მოგეწონათ? :D შიდა სამზარეულოში ჩაგაჭყიტეთ ცალი თვალით, მარა არაუშავს, ხო?დამატებულია (2010-11-21, 0:02 Am) --------------------------------------------- bella-bella, შენი კომენტარები ყოველთვის მახარებს ოო, მაგ სასიყვარულო სამკუთხედზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, დასამუშავებელია ეგ ამბავი.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-21, 0:01 AM | |
|
|
sofka | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 11:44 AM | შეტყობინება # 134 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:08 PM | შეტყობინება # 135 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| sofka, mipatiebia :D :D madloba sof, shens saxels ro vxedav komentarebshi ukve mixaria xolme shemdeg "genialur" tavs exla vdeb, sagamos ver movaxerxeb shemosvlas da dge ro ar chamivardes... :D mec gkocni uamravvs, ar gicnob mara iseti sayvareli xar, ro... ai ar vici rogor gitxra :love: დამატებულია (2010-11-21, 11:55 Am) --------------------------------------------- Quote (sofka) piriqit saintereoa dzalian tu rogor qmni chvens sayvarel fiiiks! mec shensavit vwer minda gitxra da shensvit meshinia ertxelac ar gavichedo sadme mere raga meshveleba? imedia arcert chvengans aseti ubedureba ar daemarteba gmertma dagvifaros. saertod me dzalian cudi mwerali var ra tvalsazrisit ici? daxloebit 5 motxroba maqvs, romelic dawyilia an ideashia, mara damtavrebuli arcerti ar maqvs da arc vwer amjamad. anu viwyeb tavidan ideebit daxundzluli var da mere xan mezareba, xan dro ar maqvs da rcheba ase. imedia ert mshvenier dges yvelas davasruleb. aq ro vxedav ro mogwont chemi fiki didi stimulia es chemtvis da imedia ar gavichedebi, sizarmaceze xo laparakic zedmetia დამატებულია (2010-11-21, 2:08 PM) --------------------------------------------- 14. ახალი ამბავი _ბელა! რა მოხდა?-ოთახში შემომივარდა შეშფოთებული ესმი. _არაფერი. რა უნდა მომხდარიყო?-გამიკვირდა. _როზალი და ემეტი სიცილით კვდებიან დაბლა. რაღაცას მეუბნებიან შენს მოტეხილობაზე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. იქნებ ამიხსნა, რა მოხდა? _მოკლედ, ტყეში ვიყავი, ხეზე. ამ დროს ედვარდი და მისი მეგობარი გამოჩნდნენ და გავითამაშე ვითომ ჩამოვვარდი, მაგრამ მეტისმეტად მაღლა ვიყავი და იფიქრეს რომ ფეხი ვიღრძე, მეც ისეთი გამომეტყველება მივიღე თითქოს ძალიან მტკიოდა. შემდეგ ედვარდმა სახლში მომაცილა, სულ ესაა.-თავგაბეზრებული ხმით მოვუყევი. _გასაგებია... იქნებ ისიც მითხრა ტყეში რა გინდოდა?-დაეჭვებული თვალებით მიყურებდა. _მმ...ის არა, რაც შენ იფიქრე. უბრალოდ სიმშვიდე მჭირდებოდა, მე კი არ ვიცოდი ესენი როდის დაბრუნდებოდნენ,-თვალებით დაბლა მყოფებზე ვანიშნე. _კი, როგორ არა! "მისი" სუნი იგრძნო და მაშინვე ტყეში გავარდა!-როზალის სიცილი მოგვესმა ქვემოდან. _როზალი, მოკეტე!-დავახრჭიალე კბილები. _ოჰო, კნუტმა ბრჭყალები გამოაჩინა!-ჩაიხითხითა ემეტმა. როგორ არ იღლებოდა? _ესმი, მე წავედი, თორე ამ ორს ვეღარ ავიტან!-მან თავი დამიქნია და მე აივნის კარში გავსხლტი. ალბათ მიხვდა, რომ ამჯერად სიმშვიდის საძიებლად არ მივდიოდი და მწყუროდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ხანდახან აგრესიის ცხოველებზე გადმონთხევა, ვამპირებთან ურთიერთობას მიადვილებდა, ყოველ შემთხვევაში როცა დანაყრებული ვარ, ნაკლებად ვიშლი ნერვებს ისეთ წვრილმანებზე, როგორიც როზალი და ემეტია. უკვე კარგა ხანია დაღამდა. მე ისევ ტყეში ვარ. სასიამოვნოა, როცა მარტო ხარ ტყეში, იცი, რომ ამ დროს ვერცერთი ადამიანი ვერ შემოაბიჯებს ამ ტყეში, შეგიძლია მიეცე თავდავოწყებას და შედეგებზე არ იფიქრო. ჩემნაირებისთვის ეს დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. ტყეში ნადირი აშკარად შეცოტავებული იყო, არც იმდენად, როგორც "მონადირეებს" მოეჩვენათ, მაგრამ ნაკლებობა მეც ვიგრძენი. ალბათ, მალე მოგვიწევდა აქედან გადასვლა, თორემ შესაძლოა რამე ეჭვი აეღოთ. უგზო-უკვლოდ მივრბოდი, არც ვიცოდი საით და არც მაინტერესებდა. თავში დღევანდელი სცენის სურათები მიტრიალებდა და ვცდილობდი გავქცეოდი ამ სურათებს, ყველაფერს რაც "მას" მახსენებდა. ჩემს ქცევაზე ძაღლი გამახსენდა, რომელიც თავისი კუდის დაჭერის მიზნით უთავბოლოდ ბრუნავს ადგილზე. მოვბრუნდი და ახლა საპირისპირო მხარეს გავიქეცი, ხეებს ვახტებოდი, ხიდან ხეზე ვხტებოდი. ბოლოს გავჩერდი. ყველაზე მაღალ ხეზე ვიყავი, აქედან რამდენიმე სახლიც კი მოჩანდა, ესმის სახლისგან აშკარად შორს წამოვსულვარ. ხის კენწეროზე ვიჯექი და ყველაფერს ვათვალიერებდი, წყეული ცათამბჯენიც დავინახე შორს. უახლოესი სახლის მეორე სართულზე შუქი აინთო. დავინახე ვიღაც წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. ჩემ გარდა სხვასაც აწუხებდა უძილობა! ერთ საათში ალბათ გათენდებოდა კიდეც, ეს ვიღაც კი ფანჯარასთან იდგა. დავინახე როგორ გაიელვა მის ხელში ნაპერწკალმა, ალბათ სიგარეტს მოუკიდა. ოჰო, ნერვიულობს კიდეც. ცოტა ხანს ვუყურე, მაგრამ ან ინძრეოდა, ერთ ადგილას გაყინული იდგა და ზოგჯერ სიგარეტიანი ხელი მიჰქონდა სახესთან. მომბეზრდა. რაც შემეძლო უხმაუროდ გადავხტი სხვა ხეზე (თუმცა დარწმუნებული ვიყავი ის ვიღაც მაინც ვერ დამინახავდა და ვერც ხმას გაიგონებდა, მეც კი ძლივს ვხედავდი სილუეტს). ტყის სიღრმეში შევედი და ის მდელო ვიპოვე წინაზე რომ ვიყავი, აი, იმ დღეს "მისი" სუნი პირველად რომ ვიგრძენი. მდელოზე გავიშხლართე და ღრუბლებს ავხედე. როგორ მომენატრა ვარსკვლავების ყურება... სახლში გათენებულზე დავბრუნდი, ბალახებიან-ტალახიანი ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარაჟში ჩავედი. განზრახ მოვედი სახლში გვიან, მინდოდა მალევე სკოლაში წავსულიყავი. მანქანა დავქოქე და ქალაქისკენ გავწიე. სკოლამდე ისევ მივედი, შევძელი არაფერზე მეფიქრა, მუსიკა ხმამაღლა მქონდა აწეული და არ მაძლევდა ფიქრის საშუალებას. ავტოსადგომზე გავაჩერე. თავში ჯერ კიდევ იმ მუსიკის მელოდია მიტრიალებდა, როცა მანქანიდან გადმოვედი. კარის მიხურვის მომენტში მზერა წინ გამექცა და ედვარდი დავინახე. თავის მანქანას მიყუდებული იდგა და მიყურებდა. _ბელა!-გამიღიმა. თავი დავუკარი და მანქანა ჩავკეტე და სკოლისკენ გავემართე. _ფეხი როგორ გაქვს?-მკითხა მან. ფეხი! სულ დამავიწყდა! _ფეხი? ამმ... ამოვარდნილი მქონია, ესმიმ ჩამისვა და საერთოდ აღარ მტკივა. ესმი ნამდვილი პროფესიონალია!-მედიდურად გავიბღინძე და გზა განვაგრძე. ისიც გვერდით მომყვა. _მიხარია, რომ მასეა...შენთან დარეკვას და მოკითხვას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავბედე...-მისმა დათაფლულმა ხმამ ნერვები მომიშალა. _ლოსთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?-მივახალე უცებ. _ვისთან?-გაჩერდა და გაკვირვებულმა შემომხედა. _ლოსთან. გუშინ, 6ზე არ უნდა შეხვედროდი?-ირონიული ღიმილით ვუპასუხე. _შენ საიდან იცი?-ეჭვნარევი მზერით მკითხა. _გავიგონე როგორ საუბრობდა თქვენს მომავალ შეხვედრაზე თავის მეგობრებთან,-მოვიტყუე თვალისდაუხამხამებლად. _და შენც იეჭვიანე არა?-თვალები აუციმციმდა. _არა. მხოლოდ გამიკვირდა,-საკმაოდ ბუნებრივად ვუთხარი. _ლორენი ერთი ჭირვეული გოგოა და მეტი არაფერი,-რაღაცნაირი ზიზღით თქვა და გზა განაგრძო. მეც მივყევი. _ზოგს ჭირვეულები მოსწონს...-გამეღიმა. _ოღონდ მე არა. თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი, რომ მთელი საღამო ჩემ მეგობარ ჯეიკობ ბლექთან გავატარე. _არც ისე ძალიან მაინტერესებს...-გულგრილად ვუთხარი. საკმაოდ სწრაფი ტემპით მივდიოდით, მან მარცხნივ დერეფანში გაუხვია, მე კი მის საპირისპირო დერეფანში წავედი. გავიგონე გაჩერდა და გამომხედა, მაგრამ მე არ მიმიხედავს. _ბელა!-რას გადამეკიდა ეს და-ძმა? რას მერჩიან? _ელის, როგორ ხარ?-ხელოვნური აღფრთოვანებით ვკითხე. _ედვარდმა მომიყვა, რომ ფეხი იტკინე! ახლა როგორ გაქვს? _სერიოზული არაფერია, უკვე მომირჩა. _ძალიან კარგი, იმიტომ, რომ... ახალი ამბავი მაქვს შენთვის...-ელისს თვალები გაუბრწყინდა. _რა ხდება?-შეშინებულმა ვკითხე, გამოცდილებამ მასწავლა, რომ მისი გაბრწყინებული თვალები კარგს არაფერს მოასწავებდა. _...მე და ჯაზი ვინიშნებით! -საზეიმო ხმით მომახარა. _გილოცავ! როდის გადაწყვიტეთ?-ეს მხიარული ელფი მართლა იმსახურებდა ბედნიერებას. _წვეულებიდან რომ მოვდიოდით მაშინ მთხოვა ხელი. წარმოიდგინე, ორნი უკაცრიელ ქუჩაში მარტო... წყნარი ღამე... უცებ დამიჩოქა და... ძალიან მაგარი იყო...-აღფრთოვანებული მიყურებდა. მის მონაყოლზე სხვა "ორნი" გამახსენდა და შევიშმუშნე. იმ ღამეს მათ გარდა სხვა წყვილიც სეირნობდა..."ჯანდაბა, ბელა! ამოიგდე თავიდან ეგ ბიჭი!" ვუყვირე ჩემთავს გონებაში. _რა რომანტიკულია!-შევეცადე მეც აღფრთოვანებული ხმა მქონოდა. _მოკლედ, ამ შაბათს ვახშამზე გეპატიჟები ჩვენთან. ჯაზი, მისი მშობლები, ერთი მეგობარი და ჩემი ოჯახი ვიქნებით. _ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ელის... იქნებ არ ღირს? ეს ძალიან ოჯახური ვახშამი იქნება... _შენი ადგილი სწორედ რომ ამ ოჯახურ ვახშამზე იქნება! როგორ უნდა ჩაიაროს ნიშნობის საღამომ ხელისმომკიდის გარეშე? _ხელისმომკიდის?-გული შემიწუხდა. _ჰო, ბელა, ხელისმომკიდის და უარის თქმა არც გაბედო! -რა დავაშავე?! ჯერ კიდევ გაბრუებული დავბრუნდი სახლში. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ასე გავითქვიფე ადამიანებში და არც ვიცოდი როგორ უნდა შემეწყვიტა ეს ყველაფერი. _ბელა, არ უნდა გეთქვა, რომ კულულა-ბილი მოდის?-სანამ სახლის კარს შევაღებდი მანამ გავიგონე როზალის ხმა. _საიდან გაიგე? _წერილი მოგივიდა,-შევედი. როზალი სავარძელზე იჯდა და ქაღალდს აფრიალებდა. _როგორ თქვი? "მოგივიდაო", არა? ეს ნიშნავს, რომ წერილი მე მომივიდა, ანუ შენს ხელში არაფერი არ ესაქმება! და საერთოდ, ჩემს ნივთებში ქექვას რით ვერ გადაეჩვიე?-მასთან გავჩნდი და წერილი წავართვი. _არსადაც არ მიქექია, საფოსტო ყუთიდან ავიღე!-დამეჭყანა. დავხედე, ვრცელი წერილი იყო. რა სწრაფად მიპასუხა! "ძვირფასო ბელზ, შენი წერილის წაკითხვაზე გავოგნდი. ბაჭიავ, ადამიანმა მოგხიბლა? ძალიან მაინტერესებს ვინაა. ტყუილად ცდილობდი დაგემალა, ღამურას "მახვილი" თვალი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს, მითუმეტეს თუ ღამურა ჩემსავით გამოცდილია სასიყვარულო ამბებში. ვერ გავიგე, სიტყვები "ამ ადამიანს რაღაც უცნაური სისხლის სუნი აქვსო", ჩემი აზრით ყველა ადამიანს უცნაური სისხლის სუნი აქვს, იქნებ გამაგებინო რაშია საქმე? La-Tua-Cantante ხომ არ იპოვე? უცნაური ამბავია. სასწრაფოდ დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი. იმდენად დამაინტერესე, რომ ალბათ დიდხანს აღარ მოგიწევს ჩემი ლოდინი. შენს წერილს ველოდები, მართალია მეძნელება აქაურობის მიტოვება (აუ, რა ქალები ვნახე აქ იცი? რო ჩამოვალ მოგიყვები!), მაგრამ ჩემ შინაურ ბაჭიას დახმარება ესაჭიროება და მე სადღაც სიყვარულით ვტკბებოდე? არამც და არამც! მალე გესტუმრებით. სიყვარულით, შენი ბილი." _"La-Tua-Cantante?"-დავიზაფრე. ვიცოდი ეს რაც იყო, მაგრამ ჩემთვის ეს კარგს არაფერს ნიშნავდა. გამიგონია, რომ როცა ვამპირი თავის Cantante-ს პულობს, აუცილებლად იღვრება ადამიანის სისხლი. რომ ვერცერთმა ვამპირმა ვერ აუარა გვერდი ამ ფენომენს, როცა თავის "მომღერალს" გადააწყდა. ასწრაფოდ გავიქნიე თავის საზიზღარი ფიქრების მოსაშორებლად და ჩემ ოთახში გავქანდი წერილის დასაწერად. _საით?-მომაძახა როზალიმ.-ემეტს რა მისწერა არ გაინტერესებს? _რა მისწერა?-გაკვირვებული მოვბრუნდი. _ეგ ადამიანი უნდა მოვკლათ სანამ ბელას ნებისყოფას და თვითკონტროლს შეიწირავსო...-რამდენიმე წამს გაშტერებულმა ვუყურე, ბოლოს ჩაეღიმა. _როგორ არ მოგბეზრდა!-გულმოსულმა ვუთხარი. _შენს რეაქციებზე რომ არ გაგეცინოს, სიცილი საერთოდ არ უნდა შეგეძლოს. სულელი ბავშვი ხარ! მოგვწერა მალე გესტუმრებითო. _ეგ ჩემს წერილშიც წერია. _იმაზე მალე გესტუმრებით ვიდრე თქვენ გგონიათო, ესეც? _დიდი შეღავათი! მე მგონია რო ამაღამ უკვე აქ იქნება, მარა იქნება? არა მგონია...-ჯიბრით ვუთხარი და ჩემ ოთახში ავედი. დაღამებულზე ისევ წავედი ტყეში. უკვე ვისწავლე ტყის რომელი ნაწილი იყო საჩემო. სად შეიძლებოდა ვმჯდარიყავი დღეც კი და ვერავის დავენახე. კოკისპირულად წვიმდა და ხედვას ცოტა მიძნელებდა, მაგრამ სახლში დაბრუნებას მაინც არ ვაპირებდი. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ისევ იმ მაღალი ხის კენწეროზე აღმოვჩნდი. სახლის მეორე სართულში სინათლე ენთო და სილუეტი ისევ იქ იდგა. იდგა და იყურებოდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს დათქმულ პაემანზე მოვედი და ეს სილუეტი ვიღაც უცნობი კი არა, ძალიან ახლობელი იყო, ვინც მელოდა და ჩემი ნახვა უხაროდა. ამჯერად გათენებამდე ვუყურე როგორ იდგა ფანჯარასთან და წვიმას გამოჰყურებდა. რომ გათენდა სინათლე ჩააქრო და ალბათ ოთახიდანაც გავიდა, ყოველ შემთხვევაში, ფანჯარასთან აღარ გამოჩენილა. სახლში დავბრუნდი. შინ მარტო ესმი იყო, რომელიც თავის ოთახში სარკის წინ ტრიალებდა. შეღებულ კარებში თავი შევყავი, მაგრამ ზრდილობისთვის მაინც მივაკაკუნე. _ბელა, შემოდი!-მხიარული ხმა ჰქონდა. _რა ხდება, ესმი?-შევედი და მისი საწოლის წინ მიდგმულ უზურგო სავარძელში ჩავჯექი. _ბელა, ვერც წარმოიდგენ!-ეს გაბრწყინებული თვალები საიდანღაც მეცნო. _რა მოხდა, შენც დაინიშნე?-წამომცდა უცებ. _დავინიშნე?-ესმიმ სარკეში თავის ანარეკლს თვალი მოაცილა და გაკვირვებულმა გამომხედა.-რას ამბობ?! მე არა, მაგრამ...-ისევ თავის ანარეკლს მიაჩერდა.-კარლაილის შვილი ინიშნება ამ შაბათს და... _...და ვახშამზე დაგპატიჟა? _როგორ მიხვდი?-გაკვირვებულმა მომხედა ისევ. _ხანდახან ჩემი ინტუიცია მეც მაოცებს!-ამოვიოხრე. _შენც დაგპატიჟა?-მიხვდა ესმი. _კი, ოღონდ არა "მან". ელისმა მთხოვა, რომ მისი ხელისმომკიდე ვიყო... _შეუძლებელია!-აღმოხდა ესმის.-ჩემო კარგო, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია! _სასიხარულო ვისთვის? _ყველასთვის! სასწრაფოდ უნდა ვიზრუნოთ შენი კაბის შეკერვაზე... ნეტავ, როდისთვის დანიშნავენ ქორწილს? იმედია, ძალიან მალე არა... იმდენი რამაა მოსაგვარებელი... _ესმი, ეს მათი ქორწილია, ჩემი ხომ არა... კაბის შეკერვისთვის არამგონია დიდი დრო დაგჭირდეს...ვახშამზე მაგ კაბას იცვამ?-მოხდენილ მწვანე კაბაზე ვანიშნე, რომლითაც სარკის წინ კოპწიაობდა. _კი, წუხელ შევკერე... ვეღარ მოვითმინე და... თან ქსოვილი კარგა ხანია ნაყიდი მაქვს. შენთვისაც მაქვს რაღაც კარგი ქსოვილი... მაგრამ შენ რაღაც განსაკუთრებული უნდა შეგირჩიო... _ო, არა, გთხოვ, ესმი!-მოვიღუშე. სკოლაში პირდაპირ საშინელება იყო. მანქანიდან გადმოვედი თუ არა, მაშინვე ედვარდი დავინახე ვიღაც უცნობ გოგოსთან ერთად. აშკარად ინტიმური საუბარი ჰქონდათ, ისე იყვნენ მიყუჟულები ყველაზე განმარტოებულ კუთხეში. გვერდით ისე ჩავუარე, მზერაც არ გამპარვია მათკენ, მაგრამ სკოლის შენობაში შესვლისას მაინც ზურგი ამიწვა მისმა მზერამ და როცა დერეფანში შევუხვიე, თვალი გავაპარე და მინის კარების მიღმა დავინახე, რომ მიყურებდა, მაგრამ უცნობმა თავი თავისკენ მიაბრუნებინა და ისიც დაჰყვა მის ნებას. რატომღაც დავიღრინე. კიდევ კარგი, დერეფანში ახლოს არავინ არ იყო. გაკვეთილებზეც კარგი არაფერი ხდებოდა. რამდენჯერაც ედვარდს გადავაწყდი, ან მისი ხმა გავიგონე, სულ სხვადასხვა გოგოს ელაპარაკებოდა. საბოლოოდ, ისე მომეშალა ნერვები გადავწყვიტე, აღარასოდეს გამოვლაპარაკებოდი., არ მიმეცა ნება, ჩაეთვალა, რომ მეც სხვებივით გამაბითურა. თან მახსენდებოდა სიტყვები:"ლორენი ერთი ჭირვეული გოგოა და მეტი არაფერი," თან დააყოლა მე ასეთები არ მომწონსო. როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო? თქმით ერთი ეთქვა და მეორე გაეკეთებინა? აშკარად ვერაგ ადამიანთან მქონდა საქმე. სასაფლაოზე წავედი. ედვარდი იმდენად იყო დაკავებული თავის გოგონებით, რომ არამგონია აქ მოსვლის დრო ან სურვილი ჰქონოდა. ისევ საფლავის ქვას გავუზიარე გულისნადები, დარდი, ფიქრები. უკვე წასვლას ვაპირებდი, რომ ხეებში ლანდი დავინახე... კაპიშონიანი ლანდი... ოღონდ ეს, ნამდვილად არ იყო ადამიანი... "ნუთუ, აღსასრული მესტუმრა?"-გავიფიქრე და გულში რაღაც ჩამწყდა..."არადა ახლა ვაპირებდი ცხოვრების დაწყებას..."
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-21, 2:23 PM | |
|
|