ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 9:14 PM | შეტყობინება # 106
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, ჰოო, ესეიგი ზუსტად მოვასწარი სანამ ზღაპარში გადავვარდებოდი ბოლომდე, ხო? biggrin ედვარდს კი არა მე ამომივიდა ყელში ბელას განაზება და რაღაცეები და ხო უნდა მემოქმედა biggrin biggrin
Quote (elle____)
I Youuu

შენი კომენტარის ეგ მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა love biggrin I heart u too happy



elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 10:46 PM | შეტყობინება # 107
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
შენი კომენტარის ეგ მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა

biggrin :D biggrin :D :*:*:*:*:* AnasteishA, xo sheidzleba itqvas biggrin :D D




შეტყობინება შეასწორა elle____ - სამშაბათი, 2010-11-16, 10:46 PM

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 7:15 AM | შეტყობინება # 108
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA,
Quote (AnasteishA)
shenc edvardis isterikaze icine?
ki bevri vicine biggrin biggrin biggrin biggrin . dzaan magrad wer




შეტყობინება შეასწორა bella-bella - ოთხშაბათი, 2010-11-17, 7:16 AM

sofkaთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 8:23 PM | შეტყობინება # 109
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vai ra kargi tavi iyoooooo happy happy happy happy boloshi jer edwardi shemecoda sacodavad ro exveweboda tansacmlis sayidlad gamyevio da mere bella shemecoda " lachari" rom uwoda sad sad ai shemdegi tavi kidev ufro magari iqneba darwmunebuli vaaar! happy happy wveulebaaaaa, magariaaaa!!! holiday holiday holiday

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 9:05 PM | შეტყობინება # 110
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
11. The party

ზუსტად 9-ის ნახევარზე ერიკ იორკის სახლის წინ ვიდექი. ჯერ ისევ ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა, შევსულიყავი თუ არა. ესმის სიტყვები დამამშვიდებლად ჩამესმოდა:
_"შიშს თუ არ დაუპირისპირდი, სხვანაირად ვერ დაამარცხებ. მიდი, მასაც და შენს თავსაც დაუმტკიცე, რომ არაფრის არ გეშინია და შემდეგ თუ აღარ გენდომება დარჩენა, მალევე წამოდი".
გადაწყვეტილი მქონდა, ასეც მოვქცეულიყავი: დავნახვებოდი "მას", ელისს და შემდეგ მალევე წამოვსულიყავი. სახლიდან აღრიალებული მუსიკის და ბავშვების ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. კარი ყურთამდე იყო გაღებული და შიგნით პირდაპირ ზოლში ყველაფერი ჩანდა: ბუშტები, ლენტები, გამოპრანჭული გოგო-ბიჭები, სასმელიან-ტკბილეულიანი მაგიდები. სადღაც ელისსაც მოვკარი თვალი და საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა. ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებდი, უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა და არავის ვეცემოდი გააფთრებული. სანამ სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი ხალხში შემორჩენილი კიდევ ერთი ცრურწმენა გამახსენდა, რომ თითქოს ვამპირს ადამიანის სახლში შესვლა არ შეუძლია, თუ მასპინძელი არ მიიპატიჟებს. გამეღიმა და არხეინად შევაბიჯე სახლში. რატომღაც ჰოლში მყოფებმა თავები მოატრიალეს და ასე დარჩნენ. "ბელა, დამშვიდდი. შენმა უგემოვნო კაბამ მიიპყრო მათი ყურადღება..." დავიმშვიდე თავი და გზა განვაგრძე. საკმაოდ დიდ მისაღებში შევედი, ხალხის უმრავლესობას იქ მოეყარა თავი, მუსიკაც იქ ჟღერდა ყველაზე ხმამაღლა. მოცეკვავე წყვილები გაჩერდნენ და ყურება დამიწყეს, ეს უკვე ნერვებს მიშლიდა. მხრებსა და კაბაზე დავიხედე, ნუთუ სისხლის წვეთები მომეცხო ცოტა ხნის წინ როცა ვსვავდი? არა, ჩვეულებრივზე ოდნავ ფერმკრთალი კანი მქონდა, მაგრამ წითელი ლაქები არსად მეტყობოდა.
_ბელა! რა ლამაზი ხარ! რა კარგია, რომ მოხვედი!-მომვარდა ელისი. ეტყობა ჩვევად ჰქონდა ასეთი "დატაკებები". ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა, მინიატურულ სხეულზე კოხტად ადგა იასამნისფერი მბზინავი კაბა. ბოლოებ-წამახვილებული ვარცხნილობა და თვალის ფორმა კი ელფს ამსგავსებდა ამ კაფანდარა გოგოს.
_გეგონა, არ მოვიდოდი?!-ისეთი ირონიით ვკითხე, თითქოს წუთის წინ მე არ ვყოფილვარ ის, გარეთ გაუბედავი ბავშვივით რომ ყოყმანობდა, შესულიყო თუ არა.
_ედვარდმა მითხრა, რომ... კარგი, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ აქ ხარ...-გამიღიმა და მოცეკვავეებისკენ წამიყვანა.
_ერიკ, ბელა გახსოვს?-მიმიყვანა ბავშვისმაგვარსახიან ბიჭთან. მან გაკვირვებულმა მოიხედა, შემდეგ შეცბუნებულმა ამათვალიერა. ელისი თავისას აგრძელებდა.-მე დავპატიჟე...
_ბ-ბელა? კი, როგორ არ მახსოვს...ძალიან კარგი გიქნია, რომ დაპატიჟე... ბელა, არ გინდა ვიცეკვოთ?-ამის ფლირტიღა მაკლდა.
_მმ... გმადლობ, ერიკ. მირჩევნია, ჯერ-ჯერობით ნაცნობები მოვინახულო. -"ნაცნობებში" ვის ვგულისხმობდი თვითონაც არ მესმოდა. უხეშად რომ არ გამომსვლოდა სასწრაფოდ დავამატე,-მოგვიანებით იყოს...-თუმცა მაშინვე ვინანე, იმედია იმდენად სულელი არაა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაეგო. ცოტა გულდაწყვეტილმა გამიღიმა და თავი დამიქნია.
_წამო, ჯაზი მოვძებნოთ, მგონი აივანზეა...-ელისი აივნიკენ გამიძღვა. მისი ორფრთიანი კარი გაღებული იყო და ღია აივნის მოაჯირთან მდგარი ბავშვებიც ჩანდნენ. სუნი დამეტაკა, თვალები დავხუჭე, ესეიგი "ისიც" იქაა.
_ჯაზ, აი, თურმე სად ყოფლხართ!-გავიგონე ელისის ხმა, თუმცა მე ჯერ კიდევ არ ვიყავი გასული გარეთ.-ნახეთ, ვინ მოვიყვანე...- როგორ მინდოდა გავქცეულიყავი იქიდან, სამუდამოდ მოვშორებოდი "მას", აღარ დამენახა, მისი ზიზღით სავსე მწვანე თვალები... აღარ მეგრძნო მისი მაცდური სურნელი და... აღარასდროს აღარ მომდომებოდა მისი სისხლი ასე მწველად...-ბელა...-მომესმა ელისის ხმა, წამში თვალები გავახილე და კარებში ჩავდექი. ხელმარცხნივ გავიხედე, ვიცოდი იქ იდგნენ. ჯასპერი ელისისკენ მობრუნებულიყო, "ის" კი ისევ აივნის მოაჯირზე გადაყუდებული იდგა. სახელის გაგონებაზე მობრუნდა და კარისკენ გამოიხედა. სახეზე გაოცება აღებეჭდა. ამათვალიერა. ყოველნაირად ცდილობდა გაოგნება დაემალა, მაგრამ ამაოდ.
_ბელა...-ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემი სახელი წარმოთქვა. ნუთუ, ხმა ჩაუწყდა ჩემს დანახვაზე? ესეიგი, მოვახდინე ის ეფექტი, რაც მინდოდა.
_ჯაზ, წამოდი, რაღაც საქმე მაქვს...-გავიგონე როგორ გადაულაპარაკა ელისმა, თან თვალი არ მომიცილებია "მისი" თვალებისთვის, ისიც თვალისდაუხამხამებლად მიყურებდა. წყვილმა გვერდით ჩამიარა.
_მაგრად გამოიყურები!-გვერდით გავლისას თვალი ჩამიკრა ჯასპერმა, გულთბილი ღიმილით ვუპასუხე. ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ. შიგნით ვიღაცამ Paul Couture-სა და Ludacris-ის ერთობლივი სიმღერა
Self Made Millionaire ჩართო და აივნიდან ყველანი შიგნით შევიდნენ. ნეტა, რამ გადარიათ ამ სიმღერაზე. მივუახლოვდი და ზრდილობიანად მივესალმე:
_საღამო მშვიდობისა!
_საღამო მშვიდობისა!-მიპასუხა მანაც. ჯერ კიდევ გაშტერებული მიყურებდა. მზერა მოვარიდე. დუმილი გაიჭიმა.
_არ მეგონა, რომ მოხვიდოდი...
_შეცდი.
_ვიცი და ძალიან მიხარია...-ისევ არ ვუყურებდი თვალებში, მაგრამ ის მზერას არ მაშორებდა. _მისმინე,-მითხრა უცებ. თვალი გავუსწორე.-დღეს რომ გითხარი ის სიტყვები უკან მიმაქვს... გავბრაზდი და იმიტომ გითხარი. ხომ გესმის?-არაფერიც არ მესმოდა, მაგრამ თავი მაინც დავუქნიე. -მეცეკვები?-მკითხა და ოთახისკენ მანიშნა.
_ოღონდ ამ სიმღერაზე არა. შესაბამისად არ მაცვია...-გრძელ კაბაზე დავიხედე.
_ეხლავე დავბრუნდები!-თვალები აუციმციმდა უცებ და შიგნით შევარდა. რამდენიმე წუთში, ჰაერში Faith Hill-ის There you'll be-ს მელოდია დაიღვარა. მე მარტოსული ვიდექი და ველოდი. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, თავი არ ამიწევია, ხელი გამომიწოდა და ფართო, ნახევარმთვარისებური აივნის ცენტრისკენ წამიყვანა. ხელები მის მხრებზე დავალაგე, მან წელზე მომხვია მკლავები და ნელი რხევა დავიწყეთ. არ მესმოდა სიმღერის ტექსტი ჩვენთან რაშუაში იყო, მაგრამ მელოდია მელანქოლიური განწყობით მმუხტავდა. მგონი მასაც. თვალებში მიყურებდა და თან ირხეოდა, მეც მასთან ერთად ვირხეოდი. თვალები დავხარე. მისი სიახლოვე უცნაურად მოქმედებდა ჩემზე, ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ მასთან და ასეთი გრძნობაც არასდროს დამუფლებია. ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ გული ამოვარდნას მექნებოდა, მაგრამ ამჯერად თავისი იყო, უძრავად, როგორც ყოველთვის. სამაგიეროდ მას ჰქონდა გულისცემა აჩქარებული. უცებ მისი თბილი სუნთქვა ვიგრძენი გაყინულ შუბლზე და წამში მისი რბილი ტუჩები მომეწება მისი სუნთქვით დადაღულ ადგილზე. წამი საოცრად გაიწელა, ის ტუჩებს არ მაშორებდა, თვალდახუჭული ვირწეოდი და წამით ვტკბებოდი. შემდეგ ღაწვი საფეთქელზე მომადო (მიუხედავად იმისა, რომ მაღალქუსლიანი ოქროსფერსალტეებიანი ღია ფეხსაცმელი მეცვა, მასზე მაინც თითქმის ნახევარი თავით დაბალი ვიყავი) და ასე განვაგრძეთ რხევა. ყურთან ვგრძნობდი მის სუნთქვას და სხეულში უცნაური ტალღები მივლიდა, არ ვიცოდი ეს რა იყო, მთავარი იყო, რომ მასთან ვიყავი და ამით ვტკბებოდი...
_არ მითქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხარ?-მიჩურჩულა ყურში.
_არა...-ჩურჩულითვე ვუპასუხე.
_ბელა, ძალიან ლამაზი ხარ...-მიჩურჩულა ისევ და ყურის ბიბილოსთან ნაზად მაკოცა. ისევ დამიარა რაღაც ტალღამ.
_ნუ დამცინი...-ვუთხარი. უცებ გაჩერდა, გაკვირვებულმა გაწია თავი და თვალებში შემომხედა.
_მართლა ძალიან ლამაზი ხარ...მინდა სულ გიყურო...-დამიწყო მტკიცება. საოცრად ხავერდოვანი ხმა ჰქონდა.
_ნუ მიყურებ...-გავებუტე უცებ და თავი დავხარე. მეგონა რამეს მეტყოდა, მაგრამ მან ისევ ღაწვი მომადო საფეთქელთან და რხევა განაახლა. თვალები დავხუჭე, თითქოს აღარ ვეკუთვნოდი ამ სამყაროს... მასთან ერთად ვიყავი მარტოდმარტო რომელიღაც აუთვისებელ პლანეტაზე და გარესამყაროსგან ვერც ინფორმაციას აღვიქვამდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი... სიმღერის უკანასკნელმა ბგერებმაც გაიჟღერა. ის კი არ ჩერდებოდა, ისევ ვირხეოდით ნელა. ნუთუ მასაც დახუჭული ჰქონდა თვალები? გულიც აღარ უცემდა აჩქარებით. მთელი წუთი გავიდა რაც სიმღერა დასრულდა, ის ისევ ირხეოდა და მეც, მასთან ერთად. თვალები გავახილე (აშკარად ჯობდა ასე არ მექნა!) და კარებში გაჩხერილი უამრავი ბავშვი დავინახე, უკან დარჩენილები ფეხის წვერებზე იწეოდნენ რომ დავენახეთ. ყველანი თვალებგაფართოებულები გვიყურებდნენ. გავჩერდი. ედვარდმა თავი უკან გაწია და თვალებში შემომხედა, შემდეგ ჩემს მზერას გააყოლა თვალი და "მაყურებლები" დაინახა. გაეღიმა, თვალით მათკენ მანიშნა, ხელი მტაცა და კარისკენ გავარდა. მირბოდა და მეც მიმათრევდა თან, გოგოებმა კივილით დაგვითმეს გზა, ეშინოდათ არ გადაგვეთელა. ქუჩაში გავვარდით და სანამ კუთხეში არ შევუხვიეთ, არ გავჩერებულვართ. რა ხდებოდა ჩემს თავს, მეთვითონაც არ მესმოდა. თითქოს ამ ყველაფერს გვერდიდან ვაკვირდებოდი და "ფილმის" მთავარი პერსონაჟი მე კი არა სხვა იყო.
_მაგრად დავუსხლტით, არა?-სიცილით მკითხა. თან წელში მოხრილს ფეხებზე დაებჯინა ხელები, ძლივს სუნთქავდა. "რა მალე დაიღალა", გავიფიქრე უცებ და მეც დავიწყე აჩქარებით სუნთქვა, არ მინდოდა ეჭვი აეღო.
_აბაა!-ვეცადე მისი ხალისი მეც გადმომდებოდა, თან ხმამაღლა ვქოშინებდი.
_გავისეირნოთ?-კიდევ ერთხელ ამოისუნთქა და ქუჩაზე მანიშნა. თავი დავუქნიე. უხმოდ მივაბიჯებდით.
_რატომ გვიყურებდნენ ისეთი თვალებით?-ვკითხე, როცა ქოშინს მოვრჩი.
_ლამაზი წყვილი რომანტიკული მუსიკის თანხლებით განმარტოებით ცეკვავს აივანზე...შენ არ დაგაინტერესდებოდა?- "ლამაზი წყვილი" რა თავმდაბლობაა!
_არა,-ვუპასუხე გულწრფელად. ღიმილით შემომხედა.
_დამავიწყდა, შენ ხომ განსაკუთრებული ხარ!-მეც გამეღიმა. მის მზერას ვეღარ გავუძელი და თვალი მოვარიდე. მანაც გაიხედა. რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ მივაბიჯებდით. შემთხვევით ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. იმწამსვე გამომხედა.
_მაპატიე, დამავიწყდა, რომ გრილი ღამეა...სულ შენი ბრალია, როცა გიყურებ, ყველაფერი მავიწყდება...-მაშინვე გაიძრო შავი ვილვეტის პიჯაკი და მხრებზე მომასხა. სულელი, ეგონა, რომ მციოდა!
_არ არის საჭირო!-ჩავიბურტყუნე, მაგრამ ის უკვე კმაყოფილი იღიმოდა, ჩემი ხელი თავის დიდ ხელებში მოექცია და გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა. გადავწყვიტე სასწრაფოდ გადამეტანა საუბარი რაიმე პრაქტიკულ თემაზე.-შენით შეარჩიე სამოსი?- შესაძლოა ცოტა ირონიულად ჟღერდა ჩემი სიტყვები, რადგან ჩვეულებრივი შავი შარვალი, მისი თვალისფერთან შეხამებული მწვანე, მკლავებიანი მაისური და აწ ჩემს მხრებზე დასვენებული პიჯაკი ეცვა.
_არ მიყიდია, წამოსვლის წინ მოვიწყვე "ჩვენება" და ეს შევარჩიე...-სიცილით მითხრა. რატომღაც ზედმეტად კარგ გუნებაზე იყო.
_მომწონს...-ვანიშნე მის ჩაცმულობაზე.
_მე კიდე შენ მომწონხარ...თან ძალიან...-თქვა საკმაოდ უშუალო, ჩვეულებრივი ხმით და გამიღიმა. მე უხერხულად ჩავახველე და გავჩერდი. ისიც გაჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა. არ ვიცი, უცებ რა დაინახა ჩემს ზურგსუკან, მაგრამ მითხრა:
_არსად წახვიდე, ეხლავე მოვალ,- და წავიდა. გაკვირვებული მოვბრუნდი და თვალი გავაყოლე. კერძო სახლისკენ მიდიოდა, პირდაპირ ღობისკენ, იქ ჭიშკარი ნამდვილად არ იყო. უცებ მეჩხერ ღობეზე ახტა და შიგნით ჩახტა. გავიგონე როგორ შეიკურთხა, ალბათ ცუდად დაეცა. გამეცინა.
_ედვარდ, კარგად ხარ?-დავიძახე ხმადაბლა.
_სსუუ...-გავიგონე პასუხად. უცებ ძაღლის ყეფა და ედვარდის ყვირილის ხმა გაისმა. ცოტა ხანში ღობეზე გადმოხტა და ჩემთან მოირბინა, თან უკან-უკან იხედებოდა.
_ბელა...-წარმოთქვა ნაზად და მოგლეჯილი სისხლივით წითელი ვარდი გამომიწოდა დასისხლიანებული ხელით. "ღმერთო... არა... არა!" თვალები დავხუჭე და შევეცადე გონება მომეკრიბა.წყურვილის ტალღები მივლიდნენ სხეულში, ინსტიქტები მკარნახობდნენ, რომ არ შემეკავებინა თავი და ბოლოსდაბოლოს ამეხდინა საწადელი. _ბელა, კარგად ხარ?-მკითხა შეცვლილი ხმით. უცებ გავახილე თვალები. პირი შხამით მევსებოდა. "ეხლა თვალები ჩამიშავდება..." გავიფიქრე, მაშინვე მოვიკრიბე ძალა და გავიღიმე (მგონი საკმაოდ დამაჯერებლად). ვარდი გამოვართვი გამოწვდილი ხელიდან და დავიჩურჩულე:
_გმადლობ... მაგრამ ეს რა გიქნია?-სისხლიან ხელზე ვანიშნე.
_ამმ... ეს?-უხერხულად გაიღიმა.-არაფერია...
_წამოდი... ჭრილობას დამუშავება სჭირდება...

ერიკის სახლში დავბრუნდით და ელისს ვკითხეთ საით იყო სააბაზანო. ბავშების უმეტესობა წასული იყო, მაგრამ ვიღაცეები ისევ იგრიხებოდნენ მუსიკის თანხლებით. ვიღაცეები მთვრალები ჩხუბობდნენ გარეთ, ვიღაცეები მათ აშველებდნენ, სხვა ვიღაცეები გულიანად დასცინოდნენ.
_რა დაგემართა?-შეჰკივლა ელისმა ედვარდის გასისხლიანებული ხელის დანახვაზე.
_ისეთი არაფერია, უბრალოდ გავიჭერი...-წაიბურტყუნა მან. შემდეგ სააბაზანოში გავედით, სადაც ჩემი ხელით მოვბანე ჭრილობა (?!), ხელში ჩარჩენილი რამდენიმე ეკალიც ამოვაძრე. ერიკის აფთიაქში ძრომიალის შემდეგ ლეიკოპლასტი ვიპოვეთ და ხელზე ორი ცალი დავაკარი. შემდეგღა შევხედე თვალებში. ისევ გაშტერებული მიყურებდა.
_გმადლობ...-მითხრა უცებ თბილად. გამეღიმა და ნიჟარაზე დადებული ვარდი ავიღე... დავყნოსე...ის ისევ მიყურებდა.
_ჩემი წასვლის დროა!-ვთქვი და კარისკენ გავემართე.
_გაგაცილებ!-მითხრა უცებ.-წავალ, ელისს ვეტყვი, რომ გაცილებ და წავიდეთ.
_კარგი, გარეთ დაგელოდები.-ვუთხარი და გამოვედი სააბაზანოდან, ისიც უკან მომყვა. მე გარეთ გავედი, მან მისაღებში გაუხვია. კართან დავდექი და ლოდინი დავიწყე. უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გაკვირვებულმა მიმოვიხედე. ზარი არ წყდებოდა, ხელი ედვარდის პიჯაკში ჩავყავი და მობილური ამოვაძვრინე. "ვიკი"- ეწერა მრეკავის ნომერზე...



bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 9:52 PM | შეტყობინება # 111

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, aniiiiiiiiiiiiii. umagresi tavi iyoooooooooo love love love ai, martla dzalian momewona raaa. belas grdznobebii roca edwardtan ertad cekvavs love tandatan xvdeba, rom moswoons. da edwardic ra sayvareliaaa love netav martla gulaxdilad iceva ase tu bellas shebma unda ubarlod? auu maintereseebssssssss love sad sad sad love neta vinaa viki? ragac ase mgonia rom iseti vigac iqneba vin bellas gaagizianebs da edwardisa a bellas normalur urtiertobas xels sheulshlis. auuu dzan mainteresebs raa sad shemdeg tavs moutmenlad velodebii :* :*

elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 10:01 PM | შეტყობინება # 112
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
"ვიკი"- ეწერა მრეკავის ნომერზე...

vaimee :((( situacia daidzaaba dzlieeerr. : ((
dzaaaaaaaaaan magari tavi iyo ! asets nagdat ar movelodi wveulebaaaas :*** yochaaaagg.. dzaaaaaaaan magari xar :*** dzalian llamazi taviaa.. : ))))))

დამატებულია (2010-11-17, 10:01 PM)
---------------------------------------------

Quote (bella-vampire)
neta vinaa viki?

viki wina ttavebshi ewera edvardis jgaltmiania sheyvarebulia : (( mar aexla ro daadeben dzlier magas laparaki rat unda : biggrin D: D



☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-17, 11:19 PM | შეტყობინება # 113
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, exla ro gadavikitxe titqos iseti ar iyo, rogoric mindoda rom yofiliyo. magram weris processhi dzalian var xolme chafluli emociebshi da vegar vzomav obieqturad ramdenad imoqmedebs es mkitxvelze...
elle____, cotati daidzaba.
Quote (elle____)
aexla ro daadeben dzlier magas laparaki rat unda

martalia es bavshvi biggrin biggrin biggrin



elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 12:22 PM | შეტყობინება # 114
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
martalia es bavshvi

happy ^_^ biggrin :D biggrin :D biggrin :D biggrin happy rogor daadebs bellas tvalwin kai iqneba dzaaan cool cool cool cool




შეტყობინება შეასწორა elle____ - ხუთშაბათი, 2010-11-18, 12:23 PM

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 12:56 PM | შეტყობინება # 115
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaan magari tavia sityvebs ver vpoulob ai udzaanmagresi tavia dzaan sayvarlad gaqvs bellas da edwardis cekva agwerili. dzaan mainteresebs bella ras izavs upasuxebs telebons tu ara. moutmenlad velodebi shemdeg tavs


sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 1:02 PM | შეტყობინება # 116
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
ai udzlieresi tavi iyoooo! umagresiiiiiiii! agfrtovanebuli vaaar! hands hands hands zalian lamazi gamovida wveuleba da bolos vardi rom miartva da xeli gaichra edwardma, magaze megona isev gaiqceoda bella da yvelafers gaafuchebda, magram bednieri var rom egre ar moxda biggrin dasasruli momewona zaan, vikis kai dge ar daadgeba bellas xelshi edikos tu ar sheeshveba dry biggrin biggrin biggrin mokled umagresi gogo xaaaaar! kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 4:00 PM | შეტყობინება # 117
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-bella, sofka, mixaria rom mogewonat, dzalian sayvarlebi xart kiss :kiss: ara, sofka, ukve dzlieri gogoa bela shen mase ki nu uyureb biggrin :D
Quote (sofka)
vikis kai dge ar daadgeba bellas xelshi edikos tu ar sheeshveba
mase, mara... manamde kide didi droa happy biggrin

დამატებულია (2010-11-18, 4:00 PM)
---------------------------------------------
12. დონ ჟუანი

"ვიკი! ისევ ეს ვიკი!" გავიფიქრე ნერვებმოშლილმა. რეკვა შეწყდა და ტელეფონი პიჯაკში ჩავაბრუნე. ხასიათი გამიფუჭდა, მთელი საღამოს ხიბლი ამ ერთმა ზარმა შეიწირა, აღარც ედვარდის დანახვა მინდოდა, არც მისი გაცილება, მაგრამ კარებში გამოჩნდა ვაჟბატონი და სხვა რა გზა მქონდა?
_წავედით?-გამიღიმა. უხალისოდ დავუქნიე თავი. თავისი მანქანისკენ წამიყვანა, კარი ჯენტლმენურად გამომიღო, ჩავჯექი, მომიხურა და შემდეგ გვერდზე მომიჯდა.
_ლამაზი საღამო იყო...-შეეცადა საუბარი წამოეწყო, როცა დავიძარით.
_აჰაა...-ვუპასუხე პირის გაუღებლად. გაკვირვებულმა შემომხედა, ალბათ სახეზე მეწერა უხასიათობა.
_რამე მოხდა?
_არა, უბრალოდ დავიღალე...-წავიბურტყუნე.
_ჰო, მესმის შენი... -ნეტა, რა ესმოდა? იდიოტი!-მისმინე, შეიძლება ხვალ გამოგიარო და სკოლაში მე წაგიყვანო?-მკითხა უცებ.გაკვირვებულმა შევხედე.
_სკოლაში წამიყვანო? მმ... არაა საჭირო, ჩემითაც შემიძლია წასვლა.
_ვიცი, მაგრამ მინდოდა...
_არა, ედვარდ. მეთვითონ მოვალ.-გავაწყვეტინე მტკიცე ხმით. რამდენჯერმე კიდევ გამომხედა დაეჭვებული მზერით, მაგრამ თუმცა გზა ისე განვვლეთ, ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. ჩემი სახლის წინ გააჩერა, ორივენი გადმოვედით. კარისკენ გავემართე. შემდეგ გამახსენდა, რომ მისი პიჯაკი ჯერ კიდევ მხრებზე მქონდა (რომელსაც საოცარი სურნელი ასდიოდა. ასეთი სურნელი მხოლოდ ადამიანებს აქვთ და ისიც მხოლოდ გამორჩეულ მამაკაცებს), მოვიხსენი და უკან მოვბრუნდი, რომ მიმეცა. მან დაუდევრად გამომართვა და მითხრა:
_მინდა იცოდე, რომ ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო...-"ჩემსაშიც" გავიფიქრე, მაგრამ თქმით სხვა რამე ვუთხარი:
_გმადლობ, რომ მომაცილე... კარგად იყავი...-მაგრამ ადგილიდან არ გავნძრეულვარ. ისევ ერთმანეთს ვუყურებდით.
_ბელა...-დაიწყო ისევ, აშკარად რაღაც "ისეთის" თქმას აპირებდა, ამიტომ აჩქარებით ვუთხარი:
_ედვარდ, მშვიდობიან ღამეს გისურვებ!-სასწაროფოდ შემოვბრუნდი, კართან 3 საფეხურზე ავირბინე, კარი შევაღე და შევედი. მიხურულ კარს ზურგით მივეყრდენი, თითქოს რომელიღაც მტაცებელს გამოვექეცი და ახლა სულს ვითქვამდი. ფანჯარასთან მივედი და ფარდის მიღმა გავიხედე. ისევ იქ იდგა, შემდეგ რატომღაც სახესთან მიიტანა ჩემი ნაცვამი პიჯაკი, თითქოს სურნელი შეიყნოსა. უცბად თავი გაიქნია, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ოოჰ, ედვარდ, ედვარდ!

_აბა, დროზე მომიყევი ყველაფერი!-ფანჯარას მოვცილდი თუ არა, ესმის ხმა გავიგონე. თითქოს არსაიდან გაჩნდა ჩემს წინ.
_მხოლოდ თქვენს შემდეგ! ვახშამმა როგორ ჩაიარა?-ვკითხე და სასწრაფოდ დავეძიძგილავე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მინდოდა დროზე ჩამოვქვეითებულიყავი.
_ლამაზი საღამო იყო... ვივახშმეთ... ვისაუბრეთ...
_დარწმუნებული ვარ, გემრიელად მიირთვი!-გამეცინა.
_კი, ძალიან,-გაეცინა მასაც. -შენ როგორი დრო გაატარე?-თვალი ავარიდე და კიბეებს ავუყევი. ისიც უკან მომყვა. ჩემს ოთახში შევედი (კარი არ მომიხურავს, ვიცოდი არ მომეშვებოდა, სანამ ყველაფერს არ გაიგებდა) და კაბის "ელვა" დავქაჩე.
_ბელა!-კითხვის გამომხატველი მზერა მომაპყრო ესმიმ, როცა ერთობლივი ძალით მოვახერხეთ ჩემი კაბიდან განთავისუფლება.
_არაუშავდა...-უბრალოდ ვთქვი და გარდერობში შევძვერი, გადავწყვიტე ბარემ სკოლისთვის გამოვწყობილიყავი, ანუ განუყრელი ჯინსები, შავი მაისური და კედები ჩამეცვა. შემდეგ სარკის წინ ჩამოვჯექი, ვარცხნილობა სწრაფად ჩამოვიშალე და მაკიაჟის მოშორებას შევუდექი. მოსაშორებელი ბევრი არაფერი იყო, რადგან მსუბუქი მაკიაჟი მქონდა, გადატვირთულ მაკიაჟს გაქვავებული კანი არ იღებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ესმი გაკვირვებული მადევნებდა თვალს.
_რა მოხდა, მომიყევი..-მკითხა ბოლოს.

დილას ცხელი სისხლით ჩავიტკბარუნე პირი და სკოლისკენ გავემართე. ჩემი მანქანით მივდიოდი მარტო. ავტოსადგომზე დავაყენე მანქანა, დავრწმუნდი, რომ ახლო-მახლოს მისი სუნი არ იგრძნობოდა და მხოლოდ შემდეგ გადავედი მანქანიდან. პირველი ესპანური მქონდა და მეც შესაბამისი კაბინეტისკენ გავემართე. საკლასო ოთახში შევედი, რომელიც თითქმის უკვე გავსებული იყო და ერთ გოგოს მივუჯექი გვერდით, რომელსაც მგონი ანჯელა ერქვა.
_გამარჯობა!-გამიღიმა მან.
_გამარჯობა!-ვუპასუხე მეც და თავაზიანად გავუღიმე.
_გუშინ ძალიან ლამაზი იყავი!-მითხრა უცებ. ოჰო.
_მმ... გმადლობ... შენც...-კი ვუთხარი, მაგრამ საერთოდ რომ დამენახა იმ წვეულებაზე სავარაუდოდ უკეთესად შევაფასებდი. მან გამიღიმა და ზარიც დაირეკა.

მთელი 45 წუთი ვუსმენდი მასწავლებელს, მაგრამ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად ვბლობდი ესპანურს. ამასაც მასწავლებელი ჰქვია რა! ბოლოს როგორც იქნა მოაღწია ზარის დრომ და მე გალიიდან განთავისუფლებული მერცხალივით გამოვფრთხიალდი დერეფანში. ანჯელაც გვერდით მომყვებოდა.
_ახლა რა გაქვს?-მკითხა მან.
_ისტორია. შენ?
_მე გეოგრაფია. წავედი, მოგვიანებით შევხვდებით!-დამემშვიდობა და წავიდა. მე ჩემი მომდევნო გაკვეთილის ოთახისკენ წავედი. მეზობელ ოთახთან ჩავლისას სუნი ვიგრძენი, ესეიგი იქ იყო. მე ჩემ კლასში შევედი და რომელიღაც მერხთან დავჯექი. შევეცადე "მისი" ხმა გამეგონა, თავში იხუვლა ადამიანების სხვადასხვა ხმების ნარევმა, მათგან ნაცნობი ხმები გამოვარჩიე, ბოლოს ედვარდის ხმამდე დავედი (ემეტი და როზალის ხმაც გავიგონე სადღაც, მაგრამ მაშინვე უგულებელვყავი) და გავიგონე:
_...უნდა მოსულიყავი! ძაან მაგარი წვეულება იყო! ბევრი დაკარგე!-ეუბნებოდა ვიღაცას. სულ მალე ზარი დაირეკა და მთელი გაკვეთილის განმავლობაში მისი ხმა აღარ გამიგია. შესვენებაზე დერეფანში გამოვედი და ფანჯრის რაფაზე დავსკუპდი. ლანჩის დამთავრებამდე იქ ვაპირებდი დარჩენას. წვიმის ყურებით დავტკბებოდი, თან ფიქრებში ჩავეფლობოდი. არც ედვარდის ხმის დაკარგვას ვაპირებდი. ის იყო დავჯექი და მოხერხებულად მოვკალათდი, რომ...
_ედვარდ!-გავიგონე უცებ.
_ვიკი? -გაკვირვებული ხმა ჰქონდა ედვარდს.
_გუშინ რომ გირეკავდი რატომ არ მიპასუხე?-ხელოვნურად გაბუტული ხმით ჰკითხა.
_მირეკავდი? როდის?
_ხომ შემპირდი წვეულების მერე დაგირეკავო, რახან არ გამოჩნდი, გადავწყვიტე მეთვითონ დამერეკა. გირეკე, მაგრამ ამაოდ.-ხელოვნურად გაბუტული ხმა ჰქონდა გოგოს.
_არ გამიგონია რეკვის ხმა... მაპატიე, გუშინ ძალიან დაღლილი მივედი სახლში და ვერ მოვახერხე...
_კარგი, კარგი, მაგას არაუშავს...მაგრამ იცი, რა გავიგე?
_რა?
_მთელი სკოლა იმაზე ლაპარაკობს, შენ და ბელა სვონი, აი, ის, ახალი გოგო როა, მარტონი როგორ ცეკვავდით აივანზე...ეს მართალია?-ნაწყენი ხმით ჰკითხა. პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
_კი, მართალია...-ამოღერღა ბოლოს.
_ედვარდ...-გაბრაზდა გოგო.
_რა მექნა? შენ არ მოხვედი და მთელი საღამო მარტო ხომ არ ვიქნებოდი?!-თავის მართლების ნოტებმა გაიჟღერა მის ხმაში. წარბები მომექუფრა.
_არც შენ არ უნდა წასულიყავი...-ისევ გაბუტული კილოთი უთხრა.
_ვიქტორია! ხომ იცი ვერ ვიტან მასე რომ ლაპარაკობ! დანიშნულები კი არ ვართ შენს გარეშე არსად რომ არ ვიარო!-გაბრაზებულმა უთხრა ედვარდმა. შემდეგ უცებ დავინახე, რომ მე სადაც ვიყავი, იმ დერეფანში შემოუხვია მან, მადლობა ღმერთს, ის დერეფნის თავში იყო, მე კი ბოლოში და რაფიდან ჩამოხტომა და გოგონების საპირფარეშოში შესხლტომა მოვასწარი. მგონი არც დავუნახივარ. შიგნით სარკესთან მოფუსფუსე გოგონებმა უკმაყოფილოდ შემომიბღვირეს, რაო, ვითომ მყუდროება დავურღვიე? ერთ-ერთი ყველაზე უჟმური გამომეტყველების გოგონამ ჩანთას დასტაცა ხელი და გარეთ გავარდა. კარი მიჯახუნდა თუ არა, მომესმა:
_ედვარდ!-ეს აღფრთოვანების შეძახილი იყო.
_ლო, როგორ ხარ?-გავიგონე მისი ხმაც.
_კარგად, მაგრამ საღამოს თუ დამირეკავ და სადმე დამპატიჟებ, უკეთესად ვიქნები!-ხალისიანად მიუგო გოგომ, რა სიამოვნებით წავავლებდი ხელს იმ ამაყად მოღერებულ კისერში, წუთის წინ სარკესთან რომ წამომართა!
_დავიჯერო მასე მოგენატრე?-რა საზიზღარი ხმით ჰკითხა!
_მაგას საღამოს გაიგებ...
_ნომერი ხომ არ შეგიცვლია?
_არა. ეხლა წავედი, 6-ზე უკვე თავისუფალი ვიქნები. იცოდე შენს ზარს დაველოდები...
_დიდხანს არ გალოდინებ...-გავიგონე მისი პასუხი და ლამის გოგოების თვალწინ დავიღრინე. იატაკზე ქუსლების პაკუნი იმის მანიშნებელი იყო, რომ გოგო წავიდა. ცოტა ხანი შევიცადე და გადავწყვიტე გამოვსულიყავი ჩემი საფარიდან, არ ვიცოდი ის წავიდა თუ არა, მაგრამ დამალვას და იქ ჯდომას აღარ ვაპირებდი. კარი გამოვაღე და თამამი ნაბიჯებით გავედი გარეთ. პირდაპირ, იმ ფანჯარასთან სადაც წეღან მე ვიჯექი, ის იდგა, სახით ჩემსკენ.
_ბელა! -გაიღიმა ჩემ დანახვაზე.
_ედვარდ!-ვუთხარი მისალმების კილოთი და წასასვლელად შევბრუნდი.
_ისევ მემალები?-მკითხა უცებ.
_რას გულისხმობ?-ადგილზე გავიყინე.
_დაგინახე ჩემს დანახვაზე მანდ როგორ შევარდი,-თავით საპირფარეშოზე მანიშნა. არც ისეთი სწრაფი ვყოფილვარ როგორც მეგონა! არა, ვამპირის სიჩქარით რომ გამეშხუილა ვერაფერს დაინახავდა, მაგრამ შიგნით გოგოებს შეეშინდებოდათ.
_შენ დანახვაზე არ შევვარდნილვარ...-ვთქვი ჯიბრით. მან მხოლოდ გამიღიმა, თითქოს მეუბნებოდა, ნუ გრცხვენია, ყველაფერი მესმისო.
_არ გინდა, სადმე წავიდეთ ერთად?-მკითხა მან.
_მაგალითად სად? სასაფლაოზე?
_თუნდაც...-გაეღიმა ჩემ ჯიბრიანობაზე. ამ თავდაჯერებულ გამომეტყველებას ჭკუიდან გადავყავდი, მითუმეტეს მას შემდეგ რაც გავიგონე.
_კარგი. საღამოს 6ზე უკვე განთავისუფლებული ვიქნები და გამომიარე...-ვუთხარი გესლიანად. შეცბა.
_6ზე? მმ... კარგი... არ არის პრობლემა, 6ზე იყოს. -რა პატივია! ვიღაც ლოსთან შეხვედრას, ჩემთან სასაფლაოზე ყურყუტი ამჯობინა. არა, მადლობთ!
_ამმ... ეხლა გამახსენდა! დღეს დაკავებული ვარ! სხვას ვხვდები!-წამოვროშე უცებ. სახე მოექუფრა.
_სხვას? მაინც ვის?-მკითხა ცივად.
_არამგონია ეს შენი საქმე იყოს...-მოვუჭერი და დერეფანს გავუყევი.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-11-18, 4:01 PM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:00 PM | შეტყობინება # 118
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
1 vaaaaar
au naxe es edvardi rogori meqaltane yofilaa : ((( sad chemi edika da sad es .. ; ) dzaaaaaaan kai tavi iyo.. :*:*:*:* yochaaag.. mara bellas nagdat ar imsaxurebs edvardii : ((( imedia shemdeg tavebshi gamoasworeeeebs : ))))



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:27 PM | შეტყობინება # 119
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vai ra magari iyooo! sruliad gansxvavebuli edwardiiiii! meqaltane biggrin biggrin bolo dialogi momewona, bella sheudarebeli iyo, bevri vicineeeee biggrin biggrin biggrin biggrin ifff ra kargad movifxane guli! happy zaan magari gamofivida es taviiiic! love love love kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-18, 7:52 PM | შეტყობინება # 120
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, gamoasworebs aucileblad da darwmunebuli var azrs sheicvli. jer kidev ar ici ra xdeba... principshi, bolomde arc me vici jer biggrin biggrin au meqaltane vegar gavixsene sityva da don juani imito davarqvi, mgoni don juani sxva rames nishnavs xoo? sofka, happy happy madlobaa. soop, don juani da meqaltane sxvadasxvaa xo? lovelasi don juani da kide ragac roa su meshleba ertmanetshi. imedia dzaan ar gavataxsire edvardi biggrin biggrin biggrin

ძებნა: