ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 6:30 PM | შეტყობინება # 2 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, ramdeni xani velodi am fiqs! amaze ambobdi xom iim temashi? na kaneec!!!! siujeti momewona... vaime, jandaba! marto momewona kiara gadasarevia!!!! dzalian magaria! chemi fiki gamaxsena, iqac mkvdaria charli : ((( chemo kargo, mshvenivrad wer da imedia male dadeb shemdeg tavs :* sawyali bela, gakvetilze sashinelebebi xdeboda... rogor dascinodnen! es sashinlad miugebeli saqcielia, mit umetes maswavleblis mxridan!Quote (AnasteishA) _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. emetii kaargi iyooo !!! da bolos belas gancdebi ise kargad gaqvs gadmocemuli, rom mominda is catambrjeni chemi xelit damengria!!! magari gogo xar, tak derjac! da veli shemdeegs :* :* :* dzalain gamixarda, rom dade da sashualeba mogveci sheni fikit davmtkbariyaviit! ukve imdeni fiki devs sitezee!!! ver warmomidgenia, rom yvelas vkitxulob! magram yvela magaria da aba ra vqnaa gaixareee :* :*
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 4:47 PM | შეტყობინება # 4 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Quote (stupid_l@mb) amaze ambobdi xom iim temashi? hoo iqneb piriqit am temashi ro vambobdi ki. Quote (stupid_l@mb) siujeti momewona... vaime, jandaba! marto momewona kiara gadasarevia!!!! wow, mixaria rom mogewona, martla dzalian gamexarda chemi azrit didi araferia, mara vnaxot ra iqneba. edvardi ro gamochndeba ufro saintereso iqneba. shemdeg tavshi gamochndeba. Quote (stupid_l@mb) sawyali bela, gakvetilze sashinelebebi xdeboda... rogor dascinodnen! es sashinlad miugebeli saqcielia, mit umetes maswavleblis mxridan! hoo, ragacnairad shevtene boroti maswavlebeli Quote (stupid_l@mb) imdeni fiki devs sitezee!!! ver warmomidgenia, rom yvelas vkitxulob! magram yvela magaria da aba ra vqnaa mec egre var Quote (stupid_l@mb) imedia male dadeb shemdeg tavs maqsimalurad vecdebi :kiss: Quote (bella-bella) kargi dasawyisia dzaan kargad gaqvs bellas grznobebi gadmocemuli dzaan kargad wer. madlobaaa imedia arc shemdegi tavit gagicrueb imeds დამატებულია (2010-11-08, 4:47 PM) --------------------------------------------- 2. პირველი შეხვედრა შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო ჩემს ოთახში რომ ავედი. ესმი მთელი გულით შეეცადა დავეწყნარებინე და გამოუვიდა კიდეც. როზალიმაც დამამშვიდა თავისებურად: _"ისინი" რომ ყოფილიყვნენ, ახლა შენ აქ არ იქნებოდი. ეჭვი გეპარება, რომ გაქცევის საშუალებას არ მოგცემდნენ?-მითხრა მან. არა, ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა. ისინი ჩემზე ბევრად სწრაფები და ძლიერები იყვნენ და მართლა რომ ვეპოვე, სასაფლაოზე მართლა ისინი რომ ყოფილიყვნენ, ეხლა მტვრის გროვაღა ვიქნებოდი. თუმცა ასე მითხრა, მაგრამ შემდეგ მაინც შევეცოდე როზალის (ალბათ რა საწყალი გამომეტყველება მქონდა) და ჩამეხუტა. ნაზი, თბილი ჩახუტება მისგან დიდი იშვიათობა იყო. ესმიც მოგვეხვია და მაშინ კი ნამდვილად ვიგრძენი რომ ერთი ოჯახი ვართ. ჩემ ოთახში ბოლთას ვცემდი ადამიანური სისწრაფით, ანუ სასტიკად ნელა. ისევ იმ ჩრდილზე თუ ფიგურაზე ვფიქრობდი. ნეტავ ვინ იყო? ნუთუ ადამიანი იყო? ჩემ თავზე გამეღიმა, რა სულელურად შევშინდი, კურდღელივით დავფრთხი. დივანზე დავეხეთქე (განწირულმა ჭრიალმაც არ დააყოვნა) და ასე განვაგრძე ფიქრი. რატომ დავიჟინე ფორქსში დაბრუნება? რას მივაღწიე ამით? ჩემ სათუთად გადანახულ მოგონებებს ჩრდილი მიადგა და მეტი არაფერი. ჯობდა მგონებოდა რომ ჩემს სახლში ისევ მელის ჩემი მამიკო. საშინელებაა როცა ყოველ წუთს, ყოველ წამს გრძნობ, რომ ის აღარ არის... გაქრა... გამახსენდა ადამიანები, რომლებიც მე გავგზავნე იქ, სადაც ჩარლი იყო და ჩემი თავი შემზიზღდა. მერე ის დღეს გამახსენდა... ჩარლის დაკრძალვის დღე... საფლავის ქვებს ამოფარებული ვუყურებდი როგორ ჩაუშვეს კუბო მიწაში... დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი... ბოღმა, ზიზღი, ტკივილი მახრჩობდა და მეგონა სადაც იყო გავსკდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმაზე ბევრად ძლიერი ვარ ვიდრე მგონია... მადლობა ღმერთს, ესმი მყავს... და როზალიც, ჩემი პირადი ღვთის სასჯელი. მაგრამ ვერ წარმომიდგენია რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ორი პიროვნების გარეშე. მე მათთვის ვარსებობ და ასე იქნება მარად. _ძალიან ხმამაღლა სუნთქავ, ხელს მიშლი! -გავიგონე როზალის ბუზღუნი. _რაში, ძილში?- ვუპასუხე დამცინავად. _არა, კითხვაში! -გამომაჯავრა მან და ხმაურით დახურა წიგნი. _მაშინ არც შენ ისუნთქო! _შენ რაში გეშლება ხელი ნეტა ვიცოდე... მაინც არაფერს აკეთებ. უსაქმური ხარ. _ფიქრში, როზალი, ფიქრში მეშლება ხელი. ეს ისეთი რამეა, რაც შენ არ შეგიძლია.- დავგესლე. _გოგოებო, ნუ ჩხუბობთ!-გავიგონეთ ესმის დამრიგებლური ხმა. _კარგი, კარგი. გათენებამდე აღარ ვისუნთქებ.-დავპირდი როზალის და ასეც მოვიქეცი. მან ისევ გადაშალა წიგნი და ალბათ კითხვა განაგრძო. გათენებამდე ჩემი ღია აივნიდან ტყეში ვისკუპე. წყურვილი მაწუხებდა. მე კი არ მინდოდა ადამიანებით სავსე გარემოში მშიერი ვყოფილიყავი. მართალია ჩემ "დიეტას" დიდი ხანია მივეჩვიე, მაგრამ წინდახედულება არასდროს არაა ზედმეტი, მითუმეტეს როცა საქმე მე მეხება. _რა სიტყვის უთქმელად აორთქლდი, იქნებ მეც მშიოდა!-სკოლის შენობა გამოჩნდა თუ არა იმწამსვე მომესმა როზალის ბუტბუტი. _კითხვას ხომ არ მოგწყვეტდი! -ჩავიცინე და გვერდზე ჩავუარე დაიკოს. დღეს პირველი ისტორია მქონდა. წინა დღეს არ მქონია ეს საგანი ამიტომ სულ ოდნავ (რამდენადაც ჩემნაირ მრავლისმნახველს შეეფერებოდა) მაინტერესებდა რა ადამიანი იყო მასწავლებელი. ვიცოდი, ისეთს ვერაფერს მეტყოდა რაც უკვე არ ვიცოდი, მაგრამ რადგან სკოლაში მისვლა გადავწყვიტე გაკვეთილებს ხომ არ გავაცდენდი? _გამარჯობათ!- შევეცადე ხმამაღლა მეთქვა საკლასო ოთახში შესვლისას, შემდეგ პირველივე თავისუფალ მერხს მივადექი. როგორც ჩანს ადრე მივედი, რადგან ოთახში მხოლოდ რამდენიმე ბავშვი იყო. დავჯექი თუ არა ვიგრძენი ერთი ცნობისმოყვარე ადამიანი როგორ გადმოიხარა. მხარზე რბილი, თბილი თითების შეხებაც ვიგრძენი. _გამარჯობა! ახალი ხარ, ხო? იზაბელა... სვონი? -შავგვრემანი, გულუბრყვილოსახიანი ბიჭი იყო. _ბელა,- შევუსწორე გულგრილად. ამით ვანიშნე პირდაპირ საქმეზე გადასულიყო. _მე ერიკ იორკი ვარ. - მხრები ავიჩეჩე.- იცი, ჯესიკას ადგილზე ზიხარ. რომ დაინახოს სკანდალს მოაწყობს. _სკოლაში მემგონი არავინ არაფერს იღებს მემკვიდრეობით. მერხს ნამდვილად არ აწერია სახელი "ჯესიკა". -ცივად ვუპასუხე და მეგობრულად მომღიმარ ბიჭს ზურგი ვაქციე. ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა მოსწავლეებით. ამდენი გამოქლიავებული სახეების ყურებას ვამჯობინე ფანჯარაში სევდიანი ბუნებისთვის მეყურებინა. წვიმდა. ვიგრძენი როგორ წამომადგა თავს ვიღაც ქერათმიანი. _უკაცრავად, ჩემს ადგილზე ზიხარ! -მომმართა პრეტენზიული ხმით. არ მივბრუნებულვარ, თავი მოვიკატუნე ვითომ არაფერი გამიგია. _ვერ გაიგე? ჩემს ადგილზე ზიხარ!- უფრო მომთხოვნი ხმით შესძახა. ოთახში ყველა გაჩუმდა და ჩვენ მოგვაჩერდა. ნელა მივატრიალე თავი და თვალი თვალში გავუყარე. ჩემმა მზერამ მონუსხა. პრინციპში ჩემი მიზანიც ეს იყო, მაგრამ არ მეგონა ასეთი მკვეთრი შედეგი თუ ექნებოდა. _მე...მე... ისა... უკაცრავად...-აბლუკუნდა გოგო და მაშინვე გამშორდა. მე კი მისი სხეულიდან გამონაშუქი შიშის სხივები დავიჭირე. ეს გოგო აშკარად დავზაფრე, დარწმუნებული ვარ, მეორედ პრეტენზიების წამოყენების კი არა, ჩემთან მოახლოების სურვილიც არ ექნება. ხოდა, ძალიანაც კარგი,- გამეხარდა ჩემთვის. შემდეგ მასწავლებელი შემოვიდა. ლექცია ისეთი ყოვლად უინტერესო აღმოჩნდა, მაშინვე დამეკარგა წარმოდგენა მასწავლებელზე. არადა, ზოგ ჩემ ყოფილ ადამიან მასწავლებელს მართლა დიდ პატივს ვცემდი როცა ცოცხლები იყვნენ. ტრიგონომეტრიაზე თვალგახელილი ვთვლემდი ოცნებაში. ლანჩის გუშინდელივით გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ დერეფანში როზალი გადამიდგა წინ და კაფეტერიაში წამათრია. _სად მიმათრევ?გაგიჟდი?! _კაფეტერიაში! ახალი მეგობრები უნდა გაიჩინო! წამო, წამო. ვიღაცეებს გაგაცნობ! _როზალი, ნუ სულელობ! არავითარი მეგობრები არ მჭირდება! -შევეწინააღმდეგე. _ნუ მიძალიანდები, ხომ იცი შენზე ძლიერი ვარ,-თვალი ჩამიკრა. ისეთი გულღია სახე ჰქონდა, მივხვდი არაფერს მიჩალიჩებდა და გავყევი. მთელ დარბაზში ყველაზე ხალხმრავალ მაგიდასთან მიმიყვანა. _გაიცანით, ეს ჩემი დაა-ბელა. ბელა, ეს ელისია, მაიკი, ჯესიკა, ერიკი...-და კიდევ უამრავი სახელი ჩამოთვალა, რომელიც მაშინვე დამავიწყდა გავიგონე თუ არა. ნაძალადევად გავიღიმე და გაბრუნება დავაპირე. _საით გაგიწევია? დაჯექი!- როზალიმ ბრძანების კილოთი გამომიწია სკამი. უკმაყოფილო მზერით დავაჯილდოვე და დავჯექი. თვითონაც ჩემს გვერდით მოთავსდა. მაგიდასთან გაცხოველებული საუბარი გაიბა. ვცდილობდი ჩავბმულიყავი საუბარში (იმისთვის მაინც, რომ როზალისთვის მესიამოვნებინა), მაგრამ არ მაინტერესებდა მათი უაზრო ლაქლაქი. ჩემ გვერდით მჯდომი შავთმიანი გოგო თავის მეზობელს ვიღაც ედვარდზე ელაპარაკებოდა, რომ დიდი ხანია არ გამოჩენილა სკოლაში და მისი ბედით მეტისმეტად იყო დაინტერესებული. სისულელე! მოპირდაპირე მხარეს ქერათმიანი ჯესიკა (რომელიც პირველ გაკვეთილზე დავაფრთხე) თავის ახალ კაბაზე უყვებოდა როზალის (თან ცდილობდა ჩემსკენ არ გამოეხედა). სისულელე! მაგიდის თავში ორი ბიჭი ფეხბურთზე ლაპარაკობდა, იმედი ჰქონდათ, რომ ამ წელს მაინც გაიმარჯვებდნენ ჩემპიონატში და ამ წელს მაინც არ დააღალატებდათ ედვარდი. კიდევ ერთი სისულელე! მოკლეთმიანი გოგონა (რომელსაც როუზმა მგონი ელისი უწოდა) თავის გვერდით მჯდომს უყვებოდა რა შეემთხვა მის ძმას, ედვარდს სკოლისკენ მომავალ გზაზე. ესეც სისულელე! ნეტა ვინ ჯანდაბაა ამისთანა ეს ედვარდი მთელი სკოლა მასზე რომ ლაპარაკობს? ყველას ლაპარაკი ერთდროულად მესმოდა და ტვინი ლამის იყო ამდუღებოდა. ოთახიდან გაქცევაზე მეტად არაფერი მინდოდა, მაგრამ თითქოს შევეწებე სკამს, ალბათ არ მინდოდა როზალისთვის მეწყენინებინა, ხან ასეთ ხასიათზეც ვდგები... ოღონდ ძალიან იშვიათად. როგორც იქნა მოვიდა გაკვეთილის დაწყების დრო და მე სიხარულით გამოვვარდი კაფეტერიიდან. ცხრილში ჩავიხედე: ბიოლოგია მქონდა. ოთახი მოვძებნე და შევედი. ერთადერთი ცარიელი მერხი იყო დარჩენილი. დავჯექი და გაკვეთილის დაწყებას დაველოდე. მასწავლებელი შემოვიდა, ლექცია დაიწყო. უცებ კარები ბრახუნით გაიღო და კედელს მიეხეთქა.ოთახში ვიღაც გალუმპული ბრინჯაოსფერთმიანი ბიჭი შემოვიდა. გახევებული მასწავლებელი გამოერკვა და ახალმოსულს მიმართა. _ედვარდ! კარგ დროს მოხვედი! ასეთი გრანდიოზული შემოსვლა არ იყო საჭირო! დაიკავე შენი ადგილი! - მკაცრად მიმართა მან და ჩემს გვერდით ადგილზე მიუთითა. ბიჭმა კარი მიხურა, თან თავდაჯერებული ღიმილი არ შორდებოდა. შემდეგ წამოვიდა, სველი ჩანთა იატაკზე დააგდო და ჩემს გვერდით დაეხეთქა. სველი თმის სასიამოვნო სუნი მეცა. შემდეგ ფანჯარაში გავიხედე და აღარც გამომიხედია სანამ...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-11-08, 4:47 PM | |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 2:03 PM | შეტყობინება # 9 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Quote (Rosalie) unda avgnishno gaoceba Bellas personajze Sruliad sxvanairia vidre adamiani Bella iyo.. თავიდან შევეცადე ისეთივე ყოფილიყო, მარა არ გამოდის და მე რა ვუყო? ვერც დაბნეული იქნება, ხშირად ვერ დაეცემა (მარა შემდეგ თავში რაღაც მაინც გავუჩალიჩე ) იმიტო რო ვამპირია და ყველა მოძრაობას მოზომილად აკეთებს. თან ძლიერია და თვითონაც იცის ეს, კომპლექსები მაინც დავუტოვე, მარა ის მორიდებული ბელა აღარაა. Quote (Rosalie) Tan rosalii.. adamianebTan ase axlos ro arian.. magram Taviseburad kargia.. ოო, როზალი სხვა ფენომენია. რაღაც სიმწარეები აქვს, მაგრამ მაინც გულკეთილი გამოდის. სხვანაირად ბელას და როზალის ერთ ოჯახში ესმიც კი ვერ დააკავებდა მიხარია რომ მოგწონს, აწინ იწყება არდავიწყება დამატებულია (2010-11-09, 1:59 PM) ---------------------------------------------
Quote (bella-vampire) wow. dzaan magaria aann ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია რო მოგწონთ თამო აწი რეები დაიწყება მერე ნახე შენ ასეთი იდეები არამგონია ვინმეს ქონდეს, განა ის რო ძაან მაგარი ვარ და გენიოსი, არა უბრალოდ ჩემნაირი გიჟური აზრები მაქვს. იმედია მოგეწონება დამატებულია (2010-11-09, 2:00 PM) ---------------------------------------------
Quote (bella-bella) martla dzaan magari tavia yvelaperi kargad gaqvs dawerili dzaan mainteresebs ra moxdeba shemdegshi. ეხლა დავდებ შემდეგ თავსდამატებულია (2010-11-09, 2:03 PM) --------------------------------------------- sofka, კი სოფო მაქედან წამოვიდა იდეა. სათაურის ქვეშაც დავაწერე "იქნებ პირიქით"-ის ნაშთოგანირია მეთქი. ედვარდი რა თქმა უნდა აქაც ძალიან საინტერესო პერსონაჟია და ცოტა მოგვიანებით თქვენც დარწმუნდებით. Quote (sofka) tan ra momentshi gaqvs txrobac shewyvetiliiii ჰოო... ინტრიგანი ვარ რა სპეციალურად გავწყვიტე
| |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 2:09 PM | შეტყობინება # 10 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, <<<აი სახე.... აი ასეთი სახე მქონდა ბოლოში რომ ჩავედი!!! ო მაი გად (როგორც ვანო ჯაბახიშვილი იტყოდა) ძაალიაან მაგარი იყოოო!!! ნუ ჩემი თქმა რატ გინდა, რომ წერ შენ უკეთესად იცი, რომ მართლა მაგარ რარაცას წერ! და ტუ არ იცი, აქ ბევრი იქნება მსურველი, რომ დაგარწმინოს!!!! ვაიმე, როგორ მომწოონს შენი თხრობაა!!! სასაცილო და სასიამოვნოა, თუმცა ისეთი საინტერესო, როოომ..... ვაიმე, უნდა გეჩხუბო! რა მატრაკვეცობა იყო იმ ადგილზე თავის შეწყვეტა საერთოდ არ გეცოდება მკითხველებიი... : ((( ვაიმე, რა გაუძლებს ლოდიინს!!! აიი უმაგრესი ფიკიაა!!! ძალაინ მომწოოონს, ვგიჟდებიი!!! დედუუუ, რამდენი ნიჭიერი ხალხიი გვყოლიაა!!! თქვენ გაიხარეეთ :* :* :* კანკრეტნა შენ კი, AnasteishA, სწრაფად დადე შემდეგიი... თორემ რომ დამარტყამს გული მერე რაღა დროს იქნება : ((( Quote (AnasteishA) ოო, როზალი სხვა ფენომენია. რაღაც სიმწარეები აქვს, მაგრამ მაინც გულკეთილი გამოდის. სხვანაირად ბელას და როზალის ერთ ოჯახში ესმიც კი ვერ დააკავებდა მიხარია რომ მოგწონს, აწინ იწყება არდავიწყება მე მომწოონს როზალი.... და შენი ბელა ხომ მართლა ახალი ტიპაჟია... სრულიად საწინააღმდეგო, თუმცა რაღაც "ძველი" ვისებების დატოვება მართლა კარგი აზრია :* ნუ რაც მის ვამპირულ ბუნებას შეეწყობა :*
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 3:20 PM | შეტყობინება # 11 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| stupid_l@mb, რა საყვარელი ხაარ :shy: მადლობა რო კითხულობ და მოგწონს. შენც იცოდე და სხვებმაც, რომ თქვენ შეფასებას ყურადღებით ვკითხულობ და ყველაფერი პირდაპირ გულში მიდის და თბება შენიშვნებსაც ვიღებ, თუ რამე არ მოგეწონათ მითხარით აუცილებლად. მატრაკვეცობას რაც შეეხება კი წავიმატრაკვეცე ცოტა მარა გამართლება მომეძებნება, ცოტა ინტრიგა ხო უნდა შემეტანა. ახალ თავს ეხლავე დავდებ დამატებულია (2010-11-09, 3:20 PM) --------------------------------------------- 3. ელდა ტყეში სველ მდელოზე ვეგდე. სახეზე, სხეულზე მაწვიმდა, მაგრამ თითქოს ვერ ვგრძნობდი. ჩემ თავზემოთ ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ თეთრი ღრუბლის ქულები ირეოდა და მე თითქოს მათში ვიძირებოდი. რა იყო ეს? ჩემთვის უცნობი არ იყო წყურვილის გრძნობა, ადამიანის სისხლიც არაერთხელ მიგემია, მაგრამ ასეთი განცდა არასდროს მქონია...შემდეგ კიდევ ერთხელ გამახსენდა: სისხლის სუნი მანამდე ვიგრძენი, სანამ ბიჭი წამოიყვირებდა: _უჰ, შენი...- ეტყობა ჩანთიდან წიგნის ამოსაღებად დახრისას ძველისძველი მერხიდან გამომწვევად გამოშვერილ ლურსმანს წამოდო თითი. ჩემს არსებაში წყურვილმა იფეთქა, ვიგრძენი როგორ დამიარა ვენებში შხამმა მწველად, თითქოს ცეცხლი მოძრაობდა ჩემში. პირშიც ვგრძნობდი მოზღვავებულ შხამს და ამქვეყნად არაფერი მახსოვდა მისი სისხლის სუნის გარდა. ორივე ხელით სკამს ჩავებღაუჭე და კედლისკენ გავიქაჩე, თან თვალს არ ვაშორებდი მას. ბიჭმა გაჭრილი თითი ტუჩებზე მიიდო. ისე მინდოდა მისი ტუჩების ნაცვლად ჩემი ტუჩები შეხებოდა მის თითს...ბაგეზე მისი ცხელი სისხლი დამდენოდა და თუნდაც ერთი წვეთი მეგემა... სულ ოდნავ წამოვიკვნესე წყურვილისგან. უცებ ბიჭმა თვალი შემავლო (შეუძლებელია, ნუთუ გაიგონა?!) და გაოგნებულმა მკითხა: _რა გჭირს?-უარესად დავიზაფრე, ვეღარ ვაკავებდი ჩემში ამ მძვინვარებას და სადაც იყო ამოხეთქავდა. თვალებში ვუყურებდი და ვიცოდი სადაც იყო თავს დავესხმებოდი და მისი სისხლით მოვრწყავდი ჩემს მკვდარ, ქვადქცეულ ორგანიზმს. წამით თვალები დავხუჭე, კეთილგონიერებას ვუხმე. ისევ გავიქაჩე კედლისკენ და...იატაკზე მოვადინე ზღართანი! იმდენად ვიყავი გართული მისი ცქერით ვერც შევნიშნე, რომ მეტისმეტად გავჩოჩდი სკამის კიდისკენ. ბიჭი მაშინვე წამოხტა, რომ მომშველებოდა.ვიღაცეები ფხუკუნებდნენ, მაგრამ ეს მე, მითუმეტეს ახლა, ნამდვილად არ მადარდებდა.ბიჭმა ხელი მკლავში ჩამავლო რომ წამოვეყენებინე და ამ დროს თითქოს ელექტრულმა დენმა გაიარა ჩემში, ნუთუ მას არ ჰქონია ასეთი შეგრძნება? აბა, რეფლექსურად რატომ გამიშვა ხელი? გაოცებულმა დამხედა, შემდეგ ისევ გამომიწოდა ხელი და წამომაყენა. აღარ შემიხედავს, არც მისი სახის, არც მისი თვალების და მითუმეტეს არც სისხლიანი თითის დანახვა არ მინდოდა. ჯერ კიდევ გონებაარეული ვიყავი და მინდოდა რაც შემეძლო შორს წავსულიყავი ამ ბიჭისგან. _გმადლობ...-წავიბუტბუტე ყოველი შემთხვევისთვის. ჩვენ-ჩვენ ადგილებზე დავჯექით. დავაინტერესე, ამას ვგრძნობდი. ყველა დანარჩენს კი ხასიათი გამოვუკეთე ჩემი საქციელით. მასწავლებელმაც ღიმილით გადმომხედა და ლექცია განაგრძო. საინტერესოა, რამდენად ექნებოდათ გაღიმების სურვილი რომ სცოდნოდათ ვინ ვარ და როგორ ცეცხლივით მწვავს ადამიანის სისხლის წყურვილი... ზარი დაირეკა თუ არა, ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი. ეზოში ამოვისუნთქე და მაშინღა მივხვდი, რომ აქამდე სუნთქვა მქონდა შეკრული. _რა მოხდა?-მომვარდა როზალი. _არ...არაფერი _ბავშვები ყვებიან, როგორ ჩამოვარდი სკამიდან გაკვეთილზე!-ამით მიმახვედრა, თითქოს ყველაფერი იცოდა. _ჰო...ჩამოვვარდი...-გადამხდარის გამო ჯერ კიდევ თავზარდაცემული ვიყავი. _აღარ იტყვი, რა მოხდა? _ვიტყვი...-შევხედე თვალებში.-ოღონდ არა აქ. _აბა?-მოუთმენლად მკითხა როზალიმ, როცა სასაფლაოზე მივედით. იქ, რა თქმა უნდა, არავინ იყო. _ყველაფერი თავიდან იწყება...-ბორძიკით ვუთხარი. _რა იწყება თავიდან?-როზალის ნერვები ღალატობდა. _როზალი, დღეს ადამიანის სისხლი მომწყურდა! ახლაც კი ვგრძნობ იმ მწველ ჟრუანტელს! არ მეგონა თუ გავუძლებდი ამ სურვილს. ამდენი ხნის მერე ისევ...-ძალიან არ მსიამოვნებდა ჩემი სისუსტის გამომჟღავნება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ყველაფრის მიუხედავად, ვიცოდი, როზალი გვერდში დამიდგებოდა. _სულ ეგაა?-მკითხე იმედგაცრუებულმა.-რაც თავი მახსოვს, სულ მწყურია ადამიანის სისხლი. _არა, შენ არ გესმის. ეს უბრალოდ წყურვილი არ იყო...კინაღამ თავს დავესხი... _კინაღამ! რაც მთავარია, ხომ არ დასხმიხარ! _შემთხვევითობამ მიხსნა მეც და ისიც. ცოტაც და აუცილებლად დავკარგავდი თვითკონტროლს! _ბელა! ბელა! დამშვიდდი! არაფერია... მოდი, მე და შენ ვინადიროთ, დავნაყრდეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი?-თბილად გამიღიმა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია. მეც გავუღიმე ნაძალადევად. _ეს რა არის?-შეჰყვირა უცებ. ხელზე დავიხედე. სისხლი მქონდა! იმ ბიჭის მიმხმარი სისხლი! ალბათ წამოყენებისას მომეცხო. ციებიანივით დავიკლაკნე და ხელი ტანსაცმელზე გავიხახუნე რომ მომშორებოდა, თითქოს რაღაც საზოზღრობა ყოფილიყოს და არა ის, რისთვისაც მზად ვიყავი ყველაფერი გამეღო. _ესმის ნუ ეტყვი კარგი?-ვთხოვე. _კარგი.- მითხრა და თანაგრძნობით გამიღიმა.-წავედით? თავი დავუქნიე და ტყისკენ ავიღეთ გეზი... აღარ მახსოვდა რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც როზალის ვთხოვე მარტო დავეტოვებინე და ამ მდელოზე დავრჩი. რამდენიმე წუთი, საათი, ან იქნებ დღეებიც? ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე დამემართა...ისევ. სად უნდა წავსულიყავი? სად უნდა გავქცეოდი ჩემ თავს? მე ურჩხული ვიყავი და ამას ვერაფერი შეცვლიდა, ვერც დრო, ვერც ძალისხმევა. მისი სისხლის სუნი გამახსენდა, თვალები მაგრად დავხუჭე და ბალახები ჩაბღუჯე ორივე ხელით, თითქოს მათ შეეძლოთ ჩემი შეკავება თუ იმ ბიჭის მოსაკლავად გადავწყვეტდი წასვლას. თვალები გავახილე, აღარ მინდოდა მის სისხლზე ფიქრი. უცებ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. წამოვჯექი და მიმოვიხედე. ტყისპირზე, ხეებში ვიღაც იდგა და იყურებოდა! "ისევ ის ფიგურაა, სასაფლაოზე რომ იყო!"-გავიფიქრე ძრწოლით, მაგრამ შემდეგ "ფიგურა" ხეებიდან გამოვარდა და ჩემთან მოირბინა. "ის" იყო, ჩემი პოტენციური მსხვერპლი. _ეი, შენ! გაგიჟდი?! ვერ ხედავ, როგორ წვიმს?!- დამიყვირა. რადგან არ გავინძერი, დაიხარა და ხელში ამიტაცა. ხეებისკენ მივყავდი. არ მინდოდა ჩემი ძალა გამომემჟღავნებინა, ამიტომ არ შევწინააღმდეგებივარ. ტყეს შევეფარეთ თუ არა, დამსვა. _გადაირიე? აქ უფრო მშრალად იქნები!- მითხრა, თან ქურთუკი გაიხადა და მომახურა. სულელი, სულელი ადამიანი!- სულ გაილუმპე! გაცივდები!-მზრუნველი კილოთი მითხრა. გულში გამეცინა და ვუპასუხე: _ეს თქვენ უფრო გჭირდებათ!-მისი ქურთუკი მხრებიდან მოვიხსენი და სახეში მსუბუქად ვესროლე. შემდეგ ხეებს შორის გავიკვლიე გზა, ოღონდ ადამიანური სიჩქარით. _რა ჯანდაბა გეტაკა?!-გაკვირვებულმა მკითხა და მაჯაში წამავლო ხელი, თავისი ჭკუით, ძლიერად. რა იცოდა, რომ თავისუფლად შემეძლო ის ხელი სხეულიდან სამუდამოდ მომეგლიჯა. მაგრამ ასე, რა თქმა უნდა, არ მოვქცეულვარ. მოვტრიალდი და თვალებში შევხედე. _რა მოგივიდა?-მკითხა გაკვირვებულმა. _არ იცით, რომ უცნობი მარტოსული გოგოსთვის მყუდროების დარღვევა ცუდ ტონად ითვლება?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. _მე უბრალოდ... წვიმდა და...-დაიბნა უცებ. თითქოს ჩემმა მზერამ დააბნია. _ჰო და წვიმისგან მიხსენით, არა? გმადლობთ! ახლა შემიძლია წავიდე?-ჩემ მკლავზე ჩავლებულ მის ხელზე ვანიშნე. _ერთი წუთით, შენ ის გოგო არ ხარ, ბიოლოგიაზე ჩემ გვერდით რომ იჯდა და მერე სკამიდან ჩავარდა?-ბოლო სიტყვებზე გაეღიმა. დავიჯერო მხოლოდ ახლა მიცნო? არაა, "ჩემნაირები" მასე ადვილად არ ტყუვდებიან. "ჰო, და კიდევ ის, იმ წამს შენი დაფლეთვა რომ მოუნდა, შენი აღგვა პირისაგან მიწისა," დავამატე გულში. ხელს ჯიუტად არ მიშვებდა. _კი, მერე? _მერე, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ედვარდ კალენი ვარ,-როგორც იქნა ხელი გამიშვა (მეორე ხელით მოვისრისე ვითომ ძალიან მეტკინა) და ამჯერად ჩამოსართმევად გამომიწოდა. _უი, შეხედე!-გავიშვირე ხელი მის ზურგსუკან, მაშინვე შებრუნდა რომ ენახა რაზე ვანიშნებდი. დრო ვიხელთე და ორ წამში, მოხედვაც ვერ მოასწრო, მისგან საკმაოდ მოშორებით, ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი. ეს რა ცინგლიანივით მოვიქეცი?-ვუთხარი ჩემ თავს. ნამდვილად ბავშვური საქციელი იყო, მაგრამ აღარ შემეძლო მის გვერდით გაძლება. არ მინდოდა ჩვეულებრივ ადამიანად ჩავეთვალე და ჩემი მოხიბლვა ეცადა იმავე უაზრო მეთოდებით როგორც გულუბრყვილო, მიამიტ გოგოებს აწონებენ თავს. არ მინდოდა ამ უაზრო, არაფრით გამორჩეულ ადამიანთან რაიმე საერთო მქონოდა, ვისი სისხლის ერთადერთი ყლუპის გასასინჯად მზად ვიყავი ჩემს ღირსებაზე, ამდენხნიან თავშეკავებაზე, ღირებულებებზე, ყველაფერზე გადამებიჯებინა და ერთადერთი რაც მაკავებდა იყო ის, რომ ვიცოდი, ჩემი ამ საქციელით ჩემს ოჯახს ჩავაგდებდი საფრთხეში. _ესმი, მოვედი!-ხმაურით მივხურე ზურგსუკან კარი.-სისხლი გვაქვს?
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-11-09, 3:25 PM | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 3:31 PM | შეტყობინება # 12 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, გენაცვალეე ასე მალე რომ დადეეე :* :* :* ვაიმე რა მაგარი თავი იყოოო აი ვამპირი გოგონა ვიყავი რა, კითხვა რომ დავამთავრე ედვარდის პესონაჟი ძალიან მაცინეებს!!! ვაიმე იცი ვინ გამახსენდა... ქუთაისში ხშირად ვისვენებ ხოლმე და ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც გარშემომყოფების სიმპათიებით სარგებლობს და სულ ბაღში "აბირჯავებს"... ახალ გოგოს დაინახავს თუ არა მივა და ეტყვის Quote (AnasteishA) _მერე, გავიცნოთ ერთმანეთი. მაააგაარიი იყოო!!! არა, გატყუეებ! უუმაგრეეეეეეეეესიიიიი!!!! ძაალიან მომეწონაა!!! არანაირი ბანალურობა, უსაინტერესოესია ბელა ვამპირის როლში და... მერე ვნახოოთ რა იქნება! დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო გამაგიჯეებ :* ასევე მინდა ავღნიშნო როზალი! შენი როზალი მარლა მომწონს, კარგი გოგოა ჰმ, ვამპირია (სულ მეშლება) ბოლოს ბელა რა გაუჩალიჩა "წვიმისგან მხსნელ რაინდს" Quote (AnasteishA) _ესმი, მოვედი!-ხმაურით მივხურე ზურგსუკან კარი.-სისხლი გვაქვს? ვაიმე, აქ გადავფიჩინდიი აი თავიდან-ბოლომდეე მოვლენაა ხაარ და ეს ხომ საერთოდ მაგარ ფიკიაა
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 3:39 PM | შეტყობინება # 13 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|