ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:45 PM | შეტყობინება # 136
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime is landi vinaa ? cry cry cry cry cry cry adamiani tu araaa albat tavisi kulula-bilia tore gavafreeeeen biggrin D: D yochaaaag exla es ori tavi wavikitxe ertaaaad dzaaaaaaaan magari xaaaar : )) metqi vafshe ar dadebdi aq aseti ori tavi damxvdaaaa.. : ))) yochaaaag :*:*


★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-21, 3:18 PM | შეტყობინება # 137
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavia nishnobam damainteresa neta ra moxdeba .dzaan magrad wer


Takoთარიღი: კვირა, 2010-11-21, 6:25 PM | შეტყობინება # 138
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
miagnes... SHIT! ar vici ristvis dasdeven isini vinebic me mgonian magram vici rom kargi sakmistvis ar estumrebodnen... guli cuds migrdznobs biggrin xelismomkide momewonaa biggrin lol sawyali bellachkaa biggrin edwardi martlac rom Don juania biggrin
axla unda gtxovo piriqit , dzalian male ar dado torem vegar vaswreb wakitxvas biggrin :D shentan nawarmoebic tavdayiraa da yvelaferic biggrin :* :* :* :* :*



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - კვირა, 2010-11-21, 6:26 PM

Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-21, 9:44 PM | შეტყობინება # 139
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
AnasteishA, love emmeti rogor miyvars da shen fikshi ra mosabezrebelia marTlaaa.. biggrin
dzalian magari Tavi iyoo.. <333 Bellasi ar iyos mec ver gavige es edwardi biggrin damTxara nervebi biggrin biggrin




☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-21, 10:06 PM | შეტყობინება # 140
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____,
Quote (elle____)
metqi vafshe ar dadebdi aq aseti ori tavi damxvdaaaa.. : ))) yochaaaag :*:*

xshir-xshirad shemoixede, dagxvdeba xolme axali tavebi. happy happy bolo sityvistvis gmadloob shy
bella-bella, mgoni mogewoneba nishnoba... madlobaa kiss
Tako, jer-jerobit titqos ki mara male yvelaferi sheicvleba
Quote (Tako)
axla unda gtxovo piriqit , dzalian male ar dado torem vegar vaswreb wakitxvas biggrin shentan nawarmoebic tavdayiraa da yvelaferic :* :* :* :* :*

tako ideebi sanam maqvs vaswreb daweras tore didxans ro gadavdo agarc xalisi meqneba, agarc ideebi da zarmacobas daviwyeb. tan dros vnaxulob tu ara mashinve shemovdivar ro davwero. ar minda sadme cudad gavichedo... tu gavichede mere ki momiwevs sheveshva sanam xelaxla mestumrebian muzebi biggrin biggrin biggrin
Rosalie, hoo, cota mosabezrebeli gamovida, mara iqneb sheicvalos, vnaxot.
Quote (Rosalie)
damTxara nervebi
biggrin biggrin biggrin mapatiet rametu tqvens nervebs mivayene esodeni ziani biggrin biggrin mixaria, rom mogewona love



saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 8:40 AM | შეტყობინება # 141
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
dzaaaliaaan magari tavebi iyo.. gadasarevia ravi kidev rogor davwero ? biggrin biggrin xo ise am edwardis veraperi gavige.. xan bellastan aris da seriozulia xan sxvebs dasdevs da vitomc araperio bellackas ar imchnevs angry cota ar iyos gamagizianebeli vinmea biggrin biggrin aii eseti edward mister salvators magonbes biggrin mixvdebi romel zmasac happy happy happy da kide dzalian intrigulad daamtavre es tavi.. martla yvelaperi exla iwyeba da ar gawiro chemi bella smile love love love love martla unichieresi xar esee gaagrdzele.. tan isisc momwons rom tavebs swrapad deb xolme daa lodinit ar gvtanjav kiss kiss kiss

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org


შეტყობინება შეასწორა saaali - ორშაბათი, 2010-11-22, 8:42 AM

elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 12:02 PM | შეტყობინება # 142
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
saaali, me verc belas ver gavuge veraferi verc edwards .. dzaaan sainteresoa roogor vitardeba movlenebi.. aba exla vampiri gogo adamians pirdapir ar unda gadaefskvnas da is bichi kide daigala belas gamoxtomebit.. zustad egre unda yofiliyo scenaaa.. : ) magaria : )


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 5:57 PM | შეტყობინება # 143
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
saaali, amm... chemi sawyali edvardi, ra shefasebebi miigo biggrin :D biggrin araaa, salvators da mitumetes deimons ar gavs. exla davdeb axal tavs da mgoni sheicvli azrs. happy
elle____, vigacas sheidzleba uketesad gaeketebina eg yvelaferi, magram ravici me ase mindoda, ase mivichnie sachirod, mara vso, movrchi matrakvecobas biggrin :D biggrin nel-nela daiwyeba ardaviwyeba

დამატებულია (2010-11-22, 5:57 PM)
---------------------------------------------
15. ედვარდის შურისძიება

_ესეც ასე! -წამოვიძახე, როცა მანქანა სკოლის ავტოსადგომზე დავაყენე. მუსიკა მაღალ ხმაზე მქონდა ჩართული და მეც სიამოვნებით ვყვებოდა მელოდიასა თუ სიტყვებს. კარგ ხასიათზე ვიყავი, თვითონაც არ მესმოდა რატომ. ელისის ნიშნობა მახარებდა თუ ჩემი ვიგინდარობა? ალბათ არა, უფრო ერთი ადამიანის ნახვის მოლოდინით გამოწვეულ სიხარულს ვგრძნობდი. მართალია, საკმაოდ ადრე მოვედი, მაგრამ მოვიცდი, ოღონდ კი ვნახო. მანქანიდან გადმოვედი და მის კაპოტს მივეყუდე. ფორქსისთვის დამახასიათებელი მოღუშული ამინდი იყო, ალბათ მალე წვიმაც დაიწყებოდა. ქურთუკის ელვა შევიკარი და მის ჯიბეებში ჩავიწყვე ხელები. თვალებით ავტოსადგომის შემოსასვლელს ვბურღავდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა.
ლოდინი დიდხანს აღარ დამჭირვებია. მისმა მუქწითელმა მანქანამ ავტოსადგომზე შემოუხვია და საქარე მინის მიღმა მის სახეს მოვკარი თუ არა თვალი, ადგილზე გავიყინე. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მომხიბვლელი... მისი ფითქინა თეთრი კანი პირდაპირ მატყვევებდა...სახეზე ურჩად ჩამოყრილი წაბლისფერი თმაც ისე უხდებოდა... უცებ ვიბნეოდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. ეს რომ არ შემტყობოდა, ხშირად ვაკეთებდი სისულელეებს. საერთოდაც სისულელეები და ლაფსუსები ჩემი ცხოვრების უცვლელი ნაწილია.
თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ დააყენა მანქანა, მას არცერთხელ არ შემოუხედავს. ეს უფრო მეტად მამწარებდა, ვერაფერი გავუგე, ხან მეჩვენებოდა, რომ ვაინტერესებდი მაინც სხვა თუ არაფერი, ხან კი სრულ გულგრილობას ვაწყდებოდი. ეს თითქოს უფრო მიზიდავდა მისკენ. ყოველი ასეთი გულგრილობის შემდეგ მახსენდებოდა ჩემი "შურისძიება" და გულმოდგინებით აღვასრულებდი მას.
შემდეგ მანქანის კარი გაიღო და გადმოვიდა. ისე გამომხედა, თითქოს დავუძახე, რაღაცნაირად, მექანიკურად. სიამოვნებით დავტკბებოდი ამ წამით, მაგრამ ამ დროს დავინახე როგორ გადმოვიდა მისი მანქანიდან სხვა... ბიჭი.
_"ნუთუ ამას ხვდებოდა იმ დღეს? ამ კულულებიან საფრთხობელას?"-გავიფიქრე ბრაზით. ბელამ ოდნავ დამიკრა თავი და გვერდზე ჩამიარეს. თან ის ბიჭი გაცხარებული ეუბნებოდა რაღაცას მოსაწყენ ქალაქზე.
შურით გავიფიქრე, რომ ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. ერთნაირად ფერმკრთალები იყვნენ, ერთნაირად მოხდენილები და მიმზიდველები. თითქოს რაღაცით ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს.
_"იქნებ ძმაა?"-ხავსმოკიდებულივით გავიფიქრე, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი, რადგან კარლაილისგან ვიცოდი, მის ახალ თანამშრომელს მხოლოდ 2 გოგონა ჰყავდა.
ჩემი ხალისიანი განწყობა შარშანდელი თოვლივით გაქრა. გულში ბრაზი მიტრიალებდა. რატომ ვფიქრობდი ამ გოგოზე? წესიერად ხომ არც ვიცნობდი? "მითუმეტეს არც ვაინტერესებ. დღეს თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდა. მასზე ფიქრიც არ ღირს!" გავიფიქრე და გული საშინლად შემეკუმშა. ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია სხვა ნებისმიერთან ურთიერთობაში. მე გოგოებს პაემანს ვუნიშნავდი, ყოველდღე სხვადასხვას ვხვდებოდი, იმედს ვაძლევდი, ხან სიყვარულსაც ვეფიცებოდი როცა სხვა გზა არ მქონდა, შემდეგ კი უსიტყვოდ ვტოვებდი... ვამწარებდი როგორც ის გაამწარეს...
სკოლაში შევედი. დერეფანში გაჩხერილი ლორენი და მისი მეგობარი დავინახე.
_ედვარდ!-ჩემს დანახვაზე აღფრთოვანებისგან შეჰკივლა. ამ გოგოს გამოხტომები თავიდანვე ნერვებს მიშლიდა, სწორედ ამიტომ დავუნიშნე პირველად პაემანი.
_ლო, როგორ მომენატრე! -უკვე ჩემი თავიც მეზიზღებოდა ამ ყველაფრის გამო. თუმცა არა, ჩემი თავი კარგა ხანია მეზიზღება. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მისი გვამი ვნახე...
_ეშმაკუნა! დარეკვა დაგავიწყდა! ხომ იცი "გადაგდებას" არ ვარ ჩვეული!-თითი ხუმრობით გამიქნია გასაფრთხილებლად. რა სიამოვნებით გადავუმტვრევდი იმ თითს! მისი დაქალი დაბოღმილი გამომეტყველებით გვიყურებდა, უფრო სწორად მიყურებდა. ესეც ახალი მსხვერპლი! თურმე რა მნიშვნელოვანია გარეგნობა, როგორც მწერიჭამია მცენარე ბუზებს, ისე ვიზიდავ ჩემს მსხვერპლებს.
_არ გეწყინოს, ლო. ვერ მოვახერხე, თორემ ხომ იცი შენ აუცილებლად დაგირეკავდი!-"შენ"-ს ხაზი გავუსვი. გაიბადრა. როგორ მეზიზღებოდა მისი ხელოვნური ღიმილი, ხელოვნური საუბრის მანერა. თვითონ ის მეზიზღებოდა და შესაბამისად ყველაფერი, რაც მას შეეხებოდა.
_მმ... კარგი, მჯერა, საყვარელო. აბა, როდის დამირეკავ?-ლამის კისერზე ჩამომეკიდა. ზარმა მიხსნა.
_მაგვიანდება, უნდა წავიდე. -ვუთხარი და გზა განვაგრძე.
ახლაღა გამახსენდა პირველი ბიოლოგია რომ მქონდა.
_"ისიც თუ კლასში დამხვდა...რაღაც საშინელება დაემართება!"-გავიფიქრე. ძალიანაც კარგი იქნებოდა. დიდხანს ვაგროვე აგრესია და ეხლა იმ საფრთხობელაზე ვიყრიდი ჯავრს. მის თეთრ პირისახეს ლამაზ ფერებს შევმატებდი.
ამ შემართებით შევედი საკლასო ოთახში მაგრამ ის იქ არ აღმოჩნდა. ბელა მარტო იჯდა მერხთან. სიამოვნებით გავემართე მისკენ და მივუჯექი. მისი სურნელი ვიგრძენი და გავბრუვდი. თითქოს გარშემო ელექტრული ველი ჰქონდა და მის ველში შევედი. ლექცია დაიწყო, მაგრამ არაფერი არ მესმოდა. რამდენჯერმე თვალის კუთხით გავხედე. მასწავლებელს უყურებდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მასაც მთელი ყურადღება ჩემსკენ ჰქონდა გადმოტანილი. ალბათ მომეჩვენა, რადგან ძალიან მინდოდა ასე ყოფილიყო.
უცებ ჩემ თავზე გავბრაზდი. "რას ველოლიავებოდი ამ კაპრიზებიან გოგოს? რამდენჯერ მიმახვედრა, რომ არ სურდა ჩემთან ურთიერთობა? მაგრამ მაშინ ის საღამო რა იყო? წვეულების საღამო? როცა თითქოს ჩვენ ორს შორის რაღაც მოხდა... ურთიერთგაგების ძაფები გაიბა? რა სისულელეს ვამბობ?"ურთიერთობის ძაფები"! ედვარდ კალენ, მგონი ბერდები!"-გამეცინა ჩემ თავზე.-" რატომ სხვა გოგოებივით მიმნდობი და ადვილად მოსახიბლი არ არის? რატომ არ შემიძლია მასაც იგივე დავმართო, რაც დანარჩენებს დავმართე. მისი დანახვისას ხომ ეს ჩავიფიქრე?"-ვფიქრობდი და ყველანაირად ვცდილობდი მზერა მისკენ აღარ გამპარვოდა, ჩემი თავს, ჩემს სურვილებს შევწინააღმდეგებოდი.
როცა მის გვერდით ვიყავი, რატომღაც გულისცემა მიჩქარდებოდა. ახლაც ასე დამემართა. უცებ ბელას მუხლზე დასვენებულმა ხელმა მოძრაობა დაიწყო. თითქოს რიტმულად აკაკუნებდა. დავაკვირდი. აშკარად ჩემი გულისცემის რიტმში აკაკუნებდა მუხლს ზემოთ მარცხენა ხელს. შევცბი. ნუთუ ეს დამთხვევა იყო?
"რა სულელი ვარ, აბა, სხვაგვარად როგორ?" გავიფიქრე. ზარი დაირეკა. წამოვხტი და საკლასო ოთახიდან გავვარდი. არ ვიცოდი სად მიმეჩქარებოდა, მაგრამ გონება ძალიან მქონდა ამღვრეული, გაკვეთილებზე ნამდვილად ვეღარ გავჩერდებოდი.
ავტოსადგომზე გავედი და ჩემ მანქანას მივუახლოვდი. უცებ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. მოვბრუნდი და მიმოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე. ისევ მანქანისკენ მოვბრუნდი და კარი გამოვაღე.
_ედვარდ კალენ! გამარჯობა!-გავიგონე უცებ. თავი ავწიე, ჩემს გვერდზე ის საფრთხობელა იდგა, ბელას რომ ახლდა. ჩემი სახელი საიდან იცოდა?
_რა გინდა?-გაღიზიანებულმა ვკითხე. ამასთან ჭორაობას ნამდვილად არ ვაპირებდი.
_მე ბილ პერლი ვარ, ბელას მეგობარი. -ხელი გამომიწოდა.
_რა გინდა?-გავუმეორე და მის გამოწვდილ ხელს მზერა ავარიდე.
_ბელამ მიამბო შენზე რაღაცეები...-წყნარად ჩაილაპარაკა.
_ნუთუ?-ვკითხე.
_აჰაა....
_აი, შენზე კი არაფერი უთქვამს ჩემთვის...კარგად იყავი, ბილ პერლ!-ჩავიბურტყუნე და მანქანაში ჩავჯექი. ძრავა ავამუშავე და სანამ დავძრავდი უცნობს გავხედე... ის უკვე აღარ იდგა იქ.

არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ბოლოს, მაინც ჯეიკთან წასვლა გადავწყვიტე. იმედი მქონდა ჩვეულებას არ უღალატა და სკოლა ისევ გააცდინა. იმედი არ გამცრუებია, თავის სახლთან, გარაჟში ვიპოვე, რომელიღაც მანქანას შლიდა... თუ აწყობდა.
_ედვარდ!-სახე ღიმილმა გაუნათა.
_საინტერესოა მამაშენი რას ამბობს სკოლაში რომ არ დადიხარ!-სალმის მაგივრად ვუთხარი.
_არაფერს, დარწმუნებულია, რომ ახლა გაკვეთილზე ვზივარ. თვითონ ჰარი ქლიარვოთერთანაა და დიდი იმედი მაქვს დაღამებამდე არ მოვა.
_როგორ არ გბეზრდება?!-ვკითხე გაკვირვებულმა. რაც ვიცნობ სულ სატრანსპორტო საშუალებებს ებრძვის.
_ჰმ...-გამომცდელი მზერით გამომხედა და მერე ისევ დაშლილ მანქანას მიუბრუნდა.-მაგას ჯობია ის მითხრა აქ რამ მოგიყვანა, თან ამ დროს. შენ ხომ ჩემგან განსხვავებით რეგულარულად დადიხარ სკოლაში.
_დაბნეული ვარ...-ყრუდ ჩავილაპარაკე და გარაჟის კუთხეში მიდგმულ პატარა სკამზე დავჯექი. გარაჟის ღია კარიდან გარეთ ვიყურებოდი. წვიმა დაწყილიყო.
_რა ხდება?-თავაუღებლად მკითხა.
_ბელა დღეს...
_ისევ ეს ბელა!-იფეთქა უცებ.-რაც ეგ გოგო შენ სკოლაში გადმოვიდა, მას მერე შენგან მისი სახელის მეტი არაფერი გამიგონია. ედვარდ! უბრალოდ აღიარე, რომ შეგიყვარდა და დაისვენე! ნუღარც მე მტანჯავ და ნუღარც შენ თავს!
_ნუ სულელობ...-საკმაოდ მშვიდად ვუთხარი.-მე სიყვარული არ შემიძლია...მე შურისძიებისთვის ვარ დაბადებული...
_არ არის მასე და შენ ეს ჩემზე უკეთესად იცი! შეეშვი მაგ შურისძიებას! თავიდანვე გაფრთხილებდი, რომ არ ღირდა. გაიგე, რომ ამით "მას" ვერაფერს უშველი! მოკვდა! მოკვდა და დროა ამას შეეგუო!-საფეთქლებში სისხლი მომაწვა და გული ამიდუღდა. გააფთრებამ მომიცვა, მაგრამ არ მავიწყდებოდა, რომ ჯეიკი ჩემი მეგობარი იყო... ჩემი ბავშვობის მეგობარი. ის ისევ აგრძელებდა.-მეც შენზე არანაკლებ მიყვარდა, მაგრამ ამით ვერაფერს უშველი! უბრალოდ გააგრძელე ცხოვრება... დამიჯერე, ეს შენს შურისძიებაზე მეტად გაუხარდებოდა. -ერთხანს თვალებში ვუყურეთ ერთმანეთს. იფიქრა, რომ დამითანხმა და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მე კბილებში გამოვცერი:
_მის სიკვდილს ყველა ქალს ვაზღვევინებ! მხოლოდ შემდეგ გავაგრძელებ ცხოვრებას.

ამ საკითხში ვერასდროს ვთანხმდებოდით მე და ჯეიკი. სანამ სერიოზულ ჩხუბში გადავიდოდა ჩვენი კამათი, დავემშვიდობე და წამოვედი. არადა, როგორ მინდოდა გული მომეოხებინა, ყველაფერი მომეყოლა რასაც ვგრძნობდი და რასაც ვფიქრობდი. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ამ საკითხში ვერ გამიგებდა. დაიწყებდა, რომ შემიყვარდა. მე შემიყვარდა? კიდევ არ ესმოდა ქალთა მოდგმის მიმართ რამხელა სიძულვილი მქონდა გულში.
სასაფლაოზე წავედი. იმედი მქონდა, ბელა იმდენად იქნებოდა თავისი "საფრთხობელათი" დაკავებული, რომ აქ მოსასვლელად ვერ მოიცლიდა.
ის იყო დედაჩემის საფლავს მივუახლოვდი, რომ ჩემი მობილური აწკრიალდა.
_რა გინდა, ჯესიკა?-საკმაოდ უხეშად ვკითხე.
_ამმ...ედვარდ, შენ ხარ?
_ჯესიკა, არ მცალია. რა გინდა?
_მეგონა ამ საღამოს უნდა შევხვედროდით...-ნაწყენი ხმით მკითხა.
_სულ ტყუილად!-მივახელე და გავუთიშე. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, აღარავისთან შეხვედრა აღარ მინდოდა, შურისძიების გაგრძელების განწყობაც კი აღარ მქონდა. არადა, აგერ უკვე რამდენი თვეა, მას შემდეგ, რაც ნიუ იორკიდან გადმოვედი, ჩემი ცხოვრების ერთადერთ მიზანს შურისძიება წარმოადგენდა.
დედაჩემის საფლავის წინ ვიდექი და ისევ ამ შურისძიებაზე ვფიქრობდი. "ნუთუ არაფერი წმიდა აღარ დარჩა ჩემში? ისიც ხომ ქალი იყო?"-გავიფიქრე უნებურად. ქალი, რომელსაც ზიზღით არ ვუყურებდი, მასზე შურისძიება არასოდეს განმიზრახია და მოთხოვნილება მქონდა, მასზე მეზრუნა და ყველაფრისგან დამეცვა, იყო ის ერთადერთი, რომელთანაც საერთო დნმ მქონდა და ელისი ერქვა. ჩემ დას არაფერი დაუშავებია. ეს ვიცოდი, მაგრამ იქნებ არც სხვებს დაუშავებიათ რაიმე? იმ ერთი საბედისწერო ქალის გამო, რატომ გავუმწარე დანარჩენებს სიცოცხლე? ან რას ვერჩოდი ბელას, პატარა, სუსტ გოგოს, რომელსაც ალბათ წარმოდგენაც არც ქონდა რა სიბოროტის ჩადენა შეუძლია ადამიანს...
შემდეგ გამახსენდა ხეზე ასული უკან რომ ვეღარ ჩამოდიოდა და გამეღიმა. "რა საყვარელი იყო იმ მომენტში, როგორი შეშინებული თვალებით დაგვყურებდა."-გავიფიქრე.
შემდეგ წვეულების საღამო გამახსენდა. "ოქროსფერ კაბაში ისეთი ლამაზი იყო, რომ თავი დავკარგე...ჩემს მოქმედებებს ვეღარ ვაკონტროლებდი...ან ღობეზე გადახტომა და ეკლიანი ვარდის მოწყვეტა რამ მომაფიქრა..."
სახლში მანამ არ წამოვედი, სანამ თავსხმა წვიმა ჭექა-ქუხილის თანხლებით არ დამატყდა თავს. სანამ სასაფლაოზე ვიყავი ბელაზე ფიქრი ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. რაზეც არ უნდა დამეწყო ფიქრი, მაინც ბელამდე მივდიოდი. არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს გოგო რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის... და ინტუიციურად ვიგრძენი, რომ ეს განსაკუთრებული გოგო ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა... მითუმეტეს, ეს საქმიანობა უკვე დაეწყო...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-11-22, 5:58 PM

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 7:02 PM | შეტყობინება # 144

842
83  +
   ±
Offline
pirveli vaarrr biggrin smile
rogorc gitxari, dzalian damaintrigeeeeeeeee biggrin edwardis fiqrebit tavis dawera dzalian kargi idea iyo. da am "shuridziebam" dzalian damainteresaaaa. jeikobic ragac dzalian saintereso vinmea. aqac erti vinme uyvardaat? biggrin anu edwards sheyvarebuli daegupa tu raga amdagvariii? biggrin auu mainteresebs dzaan raaa. biggrin sad kargia, rom edwardi mtlad ise ar eqceva bellas rogorc sxva gogoebs. mokled am tavmma yvelaze metad damainteresa. bevri gaugebari ragac iyo da aman ufro agmidzvra interesii. mokled dzalian kargia da velodebi shemdeg taavs :*

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 8:04 PM | შეტყობინება # 145
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavia dzaan kargad gamovida edwardis mxridanac ro dawere.edwardi rogor itanjeba agiaros ro bella uyvars da morcha biggrin biggrin bilis ra uxeshad moeqca dzaan iechviana biggrin biggrin au dzaan mainteresebs shemdegshi ra moxdeba


elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 8:47 PM | შეტყობინება # 146
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, mesame varrr biggrin :DD
dzaaaaaaaan magaria dzaaaaan damainteresa ra shurisdzieba unda biggrin :D tan kaia edwardsac ro agiarebine ro bella uyvars.. dzaaaaan kaia : ) tan ese igi im gogoebs magis gamo xvdeboda da chemi risxvisganac gadaarchine biggrin : D:D : D: D yochaaaaag rogorc yoveltvis : )

დამატებულია (2010-11-22, 8:47 PM)
---------------------------------------------
ui su damaviwyda metqvaa happy happy rogorc chemi intuiciiit landi is kaci yofila werili ro misweraaaaaa : ))))))))))))))))))))) yoveltvis mimartlebda biggrin :D D



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 8:58 PM | შეტყობინება # 147
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, ara! erti vinme ar uyvardat tongue tongue winaswar ar getyvii, tyuilad nu cdilob gamomtyuo ragac-ragaceebi tongue tongue biggrin kiss
bella-bella, ara, cota kide unda davtanjo eg cugluti bichi biggrin biggrin biggrin
elle____,
Quote (elle____)
kaia edwardsac ro agiarebine ro bella uyvars

ara, jer ar ugiarebiaaa tongue tongue mara sad wava? biggrin
Quote (elle____)
hemi intuiciiit landi is kaci yofila werili ro misweraaaaaa

ho, shen mashinve mixvdi, mara araferi davwere, ro metqva ki, masea metqi sxvebi interess dakargavdnen. shen chemi geniosa xar, uceb mimixvdi biggrin biggrin biggrin kiss



Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 9:16 PM | შეტყობინება # 148
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
AnasteishA, tituu es ra ixila chemma tvalebma surprised surprised cemi sicocxle da siforcxle.. lol ra sayvareli yofila da ra shurisdzieba autyda mag sacodavs biggrin
Quote (AnasteishA)
"რა საყვარელი იყო იმ მომენტში, როგორი შეშინებული თვალებით დაგვყურებდა."-გავიფიქრე.

aba aba.. kankalebda shishit biggrin biggrin biggrin




☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 9:22 PM | შეტყობინება # 149
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Rosalie, memegona sheni siforcxle emeti iyo dry biggrin biggrin biggrin ramdenime tavshi gaigebt ra shurisdziebac autyda tongue happy
Quote (Rosalie)
aba aba.. kankalebda shishit
shen ega tqvi biggrin
biggrin biggrin



Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 9:29 PM | შეტყობინება # 150
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
Rosalie, memegona sheni siforcxle emeti iyo

ara genacvale emeti marto siforcxle ki ara cxovreba da yvelaferia happy biggrin biggrin biggrin biggrin



ძებნა: