ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 7:31 PM | შეტყობინება # 91
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, wow dzaan magari tavia .ra sashineli xumroba iyo emetze da rozalize gavbrazdi bellas grdznobebi umagresad gaqvs awerili


Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 8:10 PM | შეტყობინება # 92
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (stupid_l@mb)
AnasteishA, არაფერიც არ გავიწყდება, პირიქიით!!! ზუსტად როგორც საჭიროა ისეთი როლი აქვს შენთან სისხლის წყურვილს სასურველშიც სისხლი ვიგულისხმე... ამ ეტაპზე ბელა კარგად ვერ ხვდება ჯერ, რა შარში ყოფს თავს (ანუ ადამიანი რომ უყვარდება) ამიტომ სიისხლიიი მაინც პირველ პლანზეა. იცი, ალტერნატივის წერა ცოტა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ფიკის. ვგულისხმობ იმას, რომ სიუჟეტი საინტერესოსთან ერთად სწორიც და ლოგიკურიც უნდა იყოს... შენთან (და საერთო ყველასთან, ვინც ალტერნატივას წერს, ნუკა რომ არ მეხსენებინა არ შემეძლო ) ეს ყველაფერი შესანიშნავადაა და ძალაინ მიხარია, რომ ასეთი განვითარებული წერის კულტურის მქონე პიროვნებები ხაართ საიტზე :* :* :* მადლობა პირიქით შენ, ჩემო კარგო, ასეთ საააყვაარეელ რაღაცას რომ წეერ :* :* :*

amaze meti raga giTxra an, umagresi xar! love kiss :*:*:*:*:*:*:*




Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 8:44 PM | შეტყობინება # 93
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime exla gitxra biggrin biggrin meeqvse gverdiodan xo daviwye komentarebis da ragaceebis kitxva, xoda sul werdi rom axali tavi xval iqneba, sagamos davdebo. tan iset adgilas shewyvite-edward cullenio biggrin metqi ro gadaval exla meshvide gverdze axali tavi ro ar damxvdes vaii da vamzadebdi teqstebs da am piqrebshi var rom mxvdeba mwvane shriftit dawerili axali tavi biggrin imxela shevkivle saxlshi biggrin kidev kargi mezoblebi michveulebi arian chems xmaurs da es ar gakviirvebiat biggrin
vaime aii aii skokshi var ar vici ra gitxra, rogorc diko iyuoda vaime da vuime tavi iyo biggrin vgrdznobdi rom emeti ubralod xumrobda, edwards exla romeli gavimetebt tundac erti nakawristvis biggrin magram aii martlaa dzalian dzalian dzaliaan magari chanapiqri iyo eg da chanapiqri sul sxvaa, mtavaria rogor gadmoscem amas. sheudarebeli iyo, unaklo, yvelanairad daxvewili. umagresiii xaar martlaa :* :* :* dzalian ostaturad wer da ase gaagrdzele. iseti shtabechdileba mrcheba xolme kitxvis processhi, titqos namdvili, dasrulebuli mwerilis shemoqmedebas vecnobi.
yvelaperi idealurad gaqvs agwerili. agarc vici ukve romeli praza gamovyo gansakutrebit, tavidan bolomde unikaluri iyo. kargia rom iumori shegaqvs, kargad vxalisob xolme biggrin da ai bellas grdznobebi, piqrebi, emociebi yvelaperi isee magrad gaqvs agwerili, yvelanairad dasrulebuli warmodgena geqmneba mis pirovnebaze.. da martla dzalian saintereso da ,,taviseburi" personajia.
mokled dzalian miyvarxar da mteli sulit da gulit velodebi axal tavs..
Quote (stupid_l@mb)
(და საერთო ყველასთან, ვინც ალტერნატივას წერს, ნუკა რომ არ მეხსენებინა არ შემეძლო )

ox she matrakveca shenaa, aq ro ar chaerto xo ar sheedzlo ra biggrin
biggrin :* :*



DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 8:52 PM | შეტყობინება # 94
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
ox she matrakveca shenaa, aq ro ar chaerto xo ar sheedzlo ra

chemi sisuste xaar love :love: love girchevniat male dawerot orivem axali tavebii!!!! biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 9:22 PM | შეტყობინება # 95
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
madloba gogoebo, movaxerxe tqveni gaoceba? biggrin biggrin cota imedic xo ar gagicruvdaT? ase mqonda chafiqrebuli da tqven ro mwerdit imedia msubuqad dashavdao da gadarchao megimeboda xolme biggrin Immortal, didi komentarebi miyvars happy happy ra gipasuxo ar vici, ert sityvas getyvi: gmadlob.
gaixaret raaa happy happy



sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 10:01 PM | შეტყობინება # 96
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
sofka, shen vin gyavs maseti despoti saxlshi? me dzvirfasi dzamiko ar msvavs xolme

me kidev mteli dge marto var saxlshi da bavshvi ar maclis, fexi exla aidga da sul ukan davdev wacko wacko wacko sagamos ki damxmare dzalebi modian mexmarebian da mec ase tu ise dros vixeltebxolme biggrin biggrin biggrin

exla rac sheexeba axal tavs - amovisuntqe biggrin kidev kargi xumroba iyo da edos araferi daemarta happy mara rosalie da emmeti ra sadzaglebi arian dry bellas adgilze mec egre moviqveoadi biggrin biggrin ai wveuleba rogori iqneba netaaa? rolleyes vkvdebi interesiiit! imedia xval gavigebt xoo? happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 10:41 PM | შეტყობინება # 97
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sofka, au ra kargia... mshuurs sheni... belasi ar iyos yvelaze shuriani arseba var amqveynad, mara nu geshinia, tvali ar gecema, gmertma dagifaros shenc da sheni patara ojaxic happy bednieri adamiani xar da magito wer albat maset siyvarulit da sitboti savse fiks. amas sheni fikis komentarebshi unda vwerde magram ra mnishvneloba aqvs, shen xo naxav da happy
wveuleba mec dzalian mainteresebs rogori iqneba biggrin biggrin biggrin ki, xval gavigebt mec da tqvenc biggrin



sofkaთარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 11:00 PM | შეტყობინება # 98
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vai madloba chemo kargooo! gaixareee! happy zalian sayvareli gogo xar da shengan tvali namdvilad ar mecema happy imitom rom vici amas ketili gulit ambob. gisurveb rom shenc tavis droze gamgecados dedobis da ojaxuri bednierebaaa kiss kiss kiss
Quote (AnasteishA)
bednieri adamiani xar da magito wer albat maset siyvarulit da sitboti savse fiks.

ici martla damafiqre shy albat martali xar, imitom rom rasac fikshi vwer titqmis yvela is gancda gamovlili maqvs...
Quote (AnasteishA)
wveuleba mec dzalian mainteresebs rogori iqneba ki, xval gavigebt mec da tqvenc

ra magariaaaa! xval yvelafers shevityooobt! happy happy happy


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 11:51 AM | შეტყობინება # 99
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
magaria dzaaaan biggrin :D D: kide kai xumroba yofila tore guli gadamiferda biggrin :D biggrin D dzaaan magari xar ase gaagrdzeeelleee love love love love love love love love


bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 7:33 PM | შეტყობინება # 100

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimeeeeeeeeeeeeeeeeee. es ra iyoo????????????? surprised surprised surprised surprised rogorc ki dade, mashinve wavikitxe tavi magra, ver movaxerxe komenatri damewera. vaimee ai yvelafers movelodi ogond amas araaa surprised surprised ra sazizgrebi arian rozali da emeti dry biggrin da sawyal belaaa sad magis adgilze orives mivaxrchobdi didi siamovnebit biggrin velodebi shemdeg ttavs :*

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 7:34 PM | შეტყობინება # 101
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
10. ესმის ახალი თაყვანისმცემელი

სახლში წასვლა მესიკვდილებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? შემეძლო სახლს გარეთ გამეთია ღამე, სადმე ტყეში, ველური ცხოველივით, მაგრამ ესმი ინერვიულებდა და ეს არ მინდოდა. მერჩივნა მივსულიყავი, გამეფრთხილებინა და შემდეგ მალევე წამოვსულიყავი. სახლს მივუახლოვდი, ღრმად ჩავისუნთქე (ეს ჩემი მავნე ჩვევაა) და აღარ ვიცი მერამდენედ ვინატრე ყურების "დახუჭვა" შემძლებოდა. კარი შევაღე.
_ესმი! -ვთქვი და იქვე გავჩერდი. პასუხი არ ჩანდა.
_ჩემო საყვარელო... ჩემო ანგელოზო... როგორ მიყვარხარ... მოდი ჩემთან, ნუ ცუღლუტობ...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა სიტყვები. არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა რას აკეთებდნენ.
_ფუ, რა საზიზღრობაა...-თითქმის უხმოდ ვთქვი და ყურებზე ხელები ავიფარე. ამაოდ, მთელი ძალით ვცდილობდი მათი ხმა არ გამეგონა, ვბლოკავდი ჩემ სმენას, მაგრამ მაინც მესმოდა. სამზარეულოში აღმოვჩნდი, ალბათ იმიტომ, რომ მათი ოთახიდან ყველაზე დაშორებული ადგილი ეს იყო. მაცივარზე (რომელსაც არავითარი დანიშნულება არ ჰქონდა ჩვენს ოჯახში, დეკორაციულის გარდა) დამაგრებული ფურცელი შევნიშნე.
"ბელა, ამაღამ მორიგე ვარ, ჩემზე არ ინერვიულო." -ეწერა ზედ.
_აი, თურმე რატომ აუშვით აფრები! -წამოვიძახე უაზროდ და მაშინვე გარეთ გამოვვარდი. ესმის გარეშე იმათთან ერთად გაჩერება ჩემს ძალებს აღემატებოდა.
_საავადმყოფოში მორიგე ვარო?-ჩავიბურტყუნე ჩემთვის და მშვენიერი აზრი დამებადა.

ღამე ესმისთან ერთად გავატარე საავადმყოფოში. ასისტენტობას ვუწევდი პირველ შემოვლაზე, შემდეგ ვიღაც დასისხლიანებული ტიპი შემოიყვანეს (მე სასწრაფოდ სუნთქვა შევიკარი) და მაშინვე გავქრი თვალთახედვის არიდან, ანუ ესმის კაბინეტში მოვკალათდი. არ ღირდა ზედმეტი რისკის გაწევა, რა საჭირო იყო?! ისედაც დიდ პრობლემაში მქონდა თავი გაყოფილი. ესმის სავარძელში ვიჯექი და ვფიქრობდი.
"რა მელის დღეს? წავალ წვეულებაზე და იქ რაღაც საშინელება მოხდება, რასაც მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ვინანებ თუ არ წავალ, სამუდამოდ მოვიმდურებ ელისს და ამით დამთავრდება ჩემი მეგობრობა მასთან და საერთოდ კაცობრიობასთან?" პრინციპში გონიერების თვალსაზრისით მეორე არჩევანი უფრო მისაღები იყო, მაგრამ დიდი გონიერებით არასდროს გამოვირჩეოდი. შევეცადე წარმომედგინა ჩემი თავი 17-18 წლის ბავშვების წვეულებაზე, მერე მათი სახე წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ჩემი ასაკი რომ გაეგოთ, და რას იზამდნენ რომ სცოდნოდათ ვინ ვარ? "ჰმმ... სავარაუდოდ ნიორზე გავარდებოდნენ..." გავიფიქრე და გამეცინა.
_ესმი, ხომ არ გაწუხებთ? ჩვენს საუბარზე ვფიქრობდი და გადავწყვიტე მომეწერა... იცით, ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ ჩემთვის. თქვენნაირ ადამიანს დიდი ხანია არ შევხვედრივარ. ვიცი, ბავშვურად ვიქცევი, რომ გწერთ და ამას პირადად არ გეუბნებით, მაგრამ პირადადაც გეტყვით. მოკლედ, რახან ზრდასრული ადამიანები ვართ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეკითხებით, რას იტყვით, საღამოს ერთად ვახშმობასა და უკეთ გაცნობაზე? -ეს ტექსტი ესმის სამუშაო კომპიუტერის მონიტორზე აციმციმდა. ო_ო. ამას არ ველოდი. პირადი წერილების კითხვა ჩვევად არ მაქვს, მაგრამ ესმი ჩემია და რაც მას ეხება, მინდა ყველაფერი ვიცოდე. "ეს ვინღა ოხრობაა?" გავიფიქრე კითხვის დასრულებამდე, შემდეგ მომწერის ვინაობა შევამოწმე. კარლაილ კალენი- ეწერა სხვა სახელებს შორის.
"გადასარევია! რაც შვილი, ის მამა. თუ პირიქით, რა მნიშვნელობა აქვს!"გავიფიქრე მე. არც თავხედობა მაკლდა ოდესმე, არც უტაქტობა და არც უხეშობა ზოგ-ზოგიერთებთან, მაგრამ ესმის ნაცვლად ვერ მივწერდი ვერავის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას, ჩემ დედობილს ეწყინებოდა. ამიტომ დაბოღმილმა ამოვიხვნეშე და ესმის ხმის ძებნა დავიწყე.
_...მე მოვრჩი მუშაობას, ექიმ კალენს მოვიყვან, დანარჩენს ის მიხედავს...-ეუბნებოდა ვიღაცას.
_ესმი, სანამ იმ შენ კალენს მიიყვან, შენს კაბინეტში შემოიარე...-ჩავილაპარაკე. ვიცოდი გაიგონებდა. რამდენიმე წუთში შემოვიდა და ზურგსუკან კარი მიიხურა.
_ბელა, ასე არ შეიძლება. შენი ხმა რომ გავიგონე აზრები გამეფანტა და ექთნებმა ეჭვიანი მზერა შემავლეს. -დამტუქსა ესმიმ, ეტყობა მნიშვნელოვან საქმეს მოვწყვიტე.
_მაპატიე, დე...-ასე უკიდურესად იშვიათად მივმართავდი, მაგრამ როცა ასე ვიქცეოდი ესმი ჩვეულებრივზე მეტად თბილი, დამთმობი და მზრუნველი ხდებოდა.
_ბელა...-ახლაც მთელი სითბო ჩააქსოვა ღიმილში.
_ერთი ამას შეხედე...-მონიტორზე ვანიშნე. წამში გადაავლო თვალი ნაწერს, თვალები საეჭვოდ აუელვარდა და ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია ისე მომმართა:
_ნახე? ვახშამზე მეპატიჟება...-აღფრთოვანებული ხმა ჰქონდა.
_ნამდვილი იდიოტია! წერილით ვინ პატიჟებს ქალს სავახშმოდ? უფრო სწორად მე19 საუკუნის შემდეგ ვინ იქცევა ასე? -ესმიმ ნაწყენი გამომეტყველებით შემომხედა.
_ბელა, ძალიან კარგი ადამიანია. აი, გაიცნობ და ნახავ. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება. -პირი დავაღე და თვალებში ჩავაშტერდი.
_ეს "კის" ნიშნავს?
_რა "კის"?-გაკვირვებული მიყურებდა.
_ანუ ვახშამზე დათანხმდები?
_რა თქმა უნდა!-თვალები დავაჭყიტე.
_მოიცა... შენ ა-და-მი-ან-თან ერთად სავახშმოდ წახვალ?-გაშტერებული ვიყავი. უცებ მისი პეიჯერი აყვირდა.
_ბელა, უნდა წავიდე, მოგვიანებით გავაგრძელოთ საუბარი, კარგი?-ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ისე გავარდა ოთახიდან.
გადასარევია!

კარგა ხანს ვფიქრობდი ესმის უცნაურ საქციელზე. აქამდე არასდროს, არასდროს მინახავს ადამიანთან ახლო ურთიერთობა დაემყარებინოს.
_რაღაც აშკარად ხდება ჩვენს თავს!-წავიბურტყუნე უკმაყოფილოდ.
_ბელა, ხელს მიშლი...-მომესმა ესმის ბუზღუნი.
_კარგი, მორჩა, ჩუმად ვარ!-მაშინვე მოვკეტე. ასეა, ერთმანეთის ხმა ყოველთვის უფრო მკვეთრად გვესმის, ვიდრე ადამიანების. თითქოს ბუტბუტის საერთო ფონში ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვყვირივართ, არადა პირიქითაა, ჩვეულებრივ ადამიანებზე ერთი ტონით ხმადაბლა ვსაუბრობთ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, რომ ერთმანეთის ხმას შორ მანძილებზეც კარგად ვგებულობთ. ამ შემთვხვევაში, როგორც ჩანს, ცუდია.
_...კარლაილ, გასინჯე ის კაცი? მგონი შენი პაციენტია... მე რაც ვნახე მხოლოდ მსუბუქი ნაკაწრები იყო, გულისცემა კი არ მომეწონა.-გავიგონე უცებ ესმის ხმა. (ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ კარგია.)
_ესმი...-კაცს უცნაური, რბილი, დამთმობი ხმა ჰქონდა.-გავსინჯე, მაგრამ სერიოზული არაფერია. გათენებისას კიდევ გადავუღებ კარდიოგრამას...-კაცს საქმიანი კილო ჰქონდა, მაგრამ უცებ შეცვლილი ხმით ჰკითხა,-ჩემი წერილი მიიღე?
_კი, მივიღე...
_რას იტყვი?-წამიერი პაუზა ჩამოწვა.
_თანახმა ვარ.-ესმიმ საკმაოდ მკაფიოდ უთხრა. თვალები ავატრიალე.
_ძალიან კარგი,-კაცი თითქოს გახალისდა.-რომელ საათზე შევხვდეთ და სად?
_8ისთვის ალბათ მოვიცლი, ადგილის შერჩევა შენთვის მომინდია...-აშკარად ეპრანჭებოდა! "რა ხდება ჩემს თავს?!" გავიფიქრე ძრწოლით. ვაჟბატონის პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე წავიბურტყუნე:
_ესმი, მე წავედი...
_მოიცა!-წამოიძახა ესმიმ.
_რა ხდება?-ჰკითხა კაცმა, წარმოვიდგინე რა სახე ექნებოდა, კინაღამ სიცილი ამიტყდა.
_მმ... მინდა ჩემი შვილი გაგაცნო. ჩემ კაბინეტშია. წამოხვალ?
_...კარგი...-ყოყმანით დაეთანხმა და ცოტა ხანში კარი შემოიღო. მე ფანჯარასთან ვიდექი, 18 წლის საყვარელი გოგოს როლის მორგებას მომზადება სჭირდება, მითუმეტეს, როცა მომავალი მამინაცვლის გაცნობა გელის წინ. კარის გაღების ხმაზე მოვტრიალდი.
_ბელა, კარგია რომ არ წასულხარ. გაიცანი, ეს ექიმი კარლაილ კალენია...ჩემი მეგობარი.-ოდნავ გავუღიმე. სინამდვილეში იმ კაცის მოხრჩობაზე ვოცნებობდი.-კარლაილ, ეს ჩემი უმცროსი ქალიშვილია-ბელა.
_შენზე და შენს დაზე ბევრს მიყვება ესმი...ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა.-ხელი გამომიწოდა მან.
_ჰო... თქვენც გახსენათ... ერთი-ორჯერ...-ცუდად დაფარული უკმაყოფილო ხმით ვუპასუხე, ხელი ოდნავ შევახე ხელზე და მაშინვე გავუშვი.
_მართლა? -ნეტა რა გაეხარდა ასე ძალიან?
_არა, ვიხუმრე...-ვერ შევიკავე თავი რომ სიმწარე არ ამომეფრქვია, მაგრამ ესმიმ დროზე მოასწრო და ჩემი ხმა გადაფარა.
_ბელა წასვლას აპირებდა.-თვალით მანიშნა კარისკენ. ამოვიხვნეშე და ოთახი დავტოვე. -თავს არ ვიწონებ, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა, გაიცნობ და დარწმუნდები...-უთხრა ესმიმ. საინტერესოა, იმიტომ ხომ არა, რომ იცოდა გავიგონებდი?
_დარწმუნებული ვარ, ასეა. შეუძლებელია შენნაირ არაჩვეულებრივ ქალს ცუდი შვილები ყავდეს. ბელა ძალიან საყვარელი გოგონა ჩანს, იმედია მეორესაც მალე გავიცნობ.
_აუცილებლად... აბა, სად ვვახშმობთ ამ საღამოს?-ესმი, კარგი რაა!

საავადმყოფოდან გაბუტული წამოვედი. არ მინდოდა ესმი იმ კაცთან ერთად წასულიყო, არ მინდოდა და მორჩა. განა იმიტომ, რომ შეუხედავი იყო, ან ბოროტი გამოხედვა ჰქონდა, ან შტერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არა. მიზეზი სხვა იყო: ესმი ჩემი იყო და მეტი არავისი.
კიბეებს ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი. ვფიქრობდი და მათი ხმა აღარ მესმოდა, აღარ მინდოდა გამეგონა და იმიტომ. გარეთ გამოვედი, თითქმის გათენებული იყო. საავადმყოფოს შენობის წინ ავტოსადგომზე გავედი და ის იყო ქუჩა უნდა გადამეჭრა, რომ ესმის ხმა მომესმა:
_ბელა, მოიცა! მეც მოვდივარ.-გავჩერდი. ცოტა ხანში ესმიც გამოვიდა შენობიდან და თავისი მანქანისკენ მიხმო. ორივე ჩავჯექით და ძრავაც აგუგუნდა.
_რას იტყვი?-მკითხა მაშინვე.
_სახლში მისვლა არ მინდა.
_სახლში მისვლა არ გინდა? მე კარლაილზე გეკითხები.
_აა...-ვითომ ვერ მივხვდი.-არაფერს, რა უნდა ვთქვა.
_არ მოგეწონა?-ხმა დაუსევდიანდა.
_არა, რატო?! ძალიან სასიამოვნო ვინმე ჩანს, მაგრამ...-ესმიმ ჩემ "მაგრამს" ყურადღება არ მიაქცია და გახალისებულმა დაიწყო ლაქლაქი მათ მომავალ ვახშამზე.
_ესმი, მოდი სანადიროდ წავიდეთ... არ მინდა იმათთან ერთად სახლში ყოფნა...-გავაწყვეტინე ბოლოს.
_ბელა, უკვე დროა აპატიო! უბრალოდ იხუმრეს, ის საშინელება მართლა ხომ არ ჩაუდენიათ?!-შეწუხებული ხმა ჰქონდა ესმის.
_ესმი, კარგი რა! ასეთ ბოროტებას მათ გარდა ვერავინ ვერ მოიფიქრებდა. საზიზღრები არიან და მათი დანახვაც არ მინდა.
_კარგი, კარგი. გასაგებია შენი აღშფოთება, მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ, იქნებ მართლები არიან?-ფრთხილად შემომაპარა.
_მართლები?! ესმი, რას მეუბნები?-გული მეტკინა, მეგონა ჩემი ესმოდა.
_არა, არა... არასწორად გამიგე... ანუ... რა თქმა უნდა, საშინელი საქციელი ჩაიდინეს, მაგრამ დაფიქრდი, რატომ ღელავ ასე იმ ბიჭზე? რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ადამიანზეც შეწუხდებოდი, მაგრამ შენ იმ ბიჭის გამო, ემეტს უკბინე!
_იმ ბიჭის გამო კიარა, ბოროტი ხუმრობის გამო ვუკბინე!
_მაგრამ იმიტომ გამწარდი, რომ იმ ბიჭზე იხუმრეს.
_სულაც არა!-ესმიმ უცნაურად შემომხედა. ოო, რატომ ხდება, რომ ჩემი ასეთი ინტონაცია უარის თქმის დროს თანხმობას ნიშნავს ხოლმე?
_ბელა...-თანაგრძნობა გაურია ხმაში ესმიმ.
_ასეა თუ ისე, ისინი მაინც დამნაშავეები არიან.-მოვჭერი საბოლოოდ.-და არ მინდა სახლში მათთან ერთად გავჩერდე.
_მაგაზე ნუ ინერვიულებ! -თვალი ჩამიკრა.

ესმიმ მისვლისთანავე გაგზავნა წყვილი ტყეში. ასეთი იყო მათი სასჯელი: უნდა ენადირათ და სისხლის მცირე მარაგი მოეტანათ სახლში. ეს სასჯელი მეც მომეწონა და მგონი მათაც: აღფრთოვანებულები იყვნენ იმ ამბით, რომ მთელი დღე ერთად იქნებოდნენ ტყეში და იმდენ ნადირს დახოცავდნენ, რამდენიც ენდომებოდათ. მე პირადად, მეეჭვებოდა, რომ ამ ნადირობის შემდეგ იმ ტყეში ციყვების გარდა რამე კიდევ დარჩებოდა.
მე და ესმი "სამუშაო ოთახში" შევიკეტეთ. ის კაბაზე მუშაობდა, მე ნერვებს ვუშლიდი.
_არა, მაინც რა მოგეწონა იმ კაცში? არაფრით არაა გამორჩეული სხვებისგან, საშუალო სიმაღლის და სიგანის, წაბლისფერთმიანი, თაფლისფერთვალება. ქუჩაში რომ გახვიდე 10დან 8ს მასეთს ნახავ.
_ბელა, ბელა... კარგად არ იცნობ და იმიტომ ამბობ.-ჩემი ძალისხმევის მიუხედავად სრულიად მშვიდი ხმით მპასუხობდა და ისევ თავის ესკიზებს ჩაკირკიტებდა. თან ნაჭერს ჭრიდა შესაბამისად.
_კარგი რა... ლაპარაკის მანერაც ისეთი მოსაწყენი აქვს...
_ედვარდს როგორი ლაპარაკის მანერა აქვს?-გამაწყვეტინა უცებ და თვალებში შემომხედა.
_ედვარდს?-დავიბენი.-ცოტა ვულგარული, ხანდახან თბილი და სასიამოვნო... მაგრამ უმეტესად საზიზღრად უხეში.-აღწერა უკმაყოფილო ხმით დავამთავრე, არ მინდოდა რაიმე დადებითი შეემჩნია ამ აღწერაში, მაგრამ რას გამოაპარებ? ირონიულად გამიღიმა და შემდეგ ჩვეული, თბილი ხმით მითხრა:
_კარლაილსაც თბილი და მზრუნველი ხმა აქვს... რაც ძალიან იშვიათია...
_მაგრამ ესმი, ადამიანთან ურთიერთობა სახიფათოა...
_მეგონა ჩვენ ორში, მე ვიყავი დედა.-მხიარულად გამიღიმა. მეც გამეცინა ჩემ სულელურ დარიგებაზე.-თანაც ამას ვინ მეუბნება?
_მე ედვარდთან შეხვედრას თავს ვარიდებ.-ამაყად განვუცხადე.
_ჯერ-ჯერობით კი, მაგრამ როდემდე გაუძლებ? ან რა აზრი აქვს წინააღმდეგობას, როცა მოსახდენი გარდაუვალია?-წყნარი, მკაფიო ხმით დაამატა, ხმა ჩავიკმინდე, მისმა ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა.

კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
_მოვიდნენ!-წაიჩურჩულა ესმიმ. ირონიულად შევხედე: არ არსებობს ხერხი, რომლითაც როზალის შემოსვლის წინ კარზე დაკაკუნებას აიძულებ.
_არა, ისინი არ არიან...-გავიფიქრე და ლამის მუხლები ამიკანკალდა, სუნი ვიგრძენი. -მე... მე სახლში არ ვარ...-წავილუღლუღე. ესმიმ გაკვირვებულმა შემომხედა:
_ედვარდია?-თანაგრძნობით გამიღიმა. თავი დავუქნიე. -რას ნიშნავს, სახლში არ ხარ? ახლავე მიდი და კარი გააღე. გადაწყვიტე დაპირისპირებოდი ცდუნებას, ხოდა მიდი... მიდი, მიდი...-ხელი ამიქნია ესმიმ და თავის ესკიზებს მიუბრუნდა. უკმაყოფილო სახით გამოვედი. კარებზე ისევ აკაკუნებდნენ. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარს და გამოვაღე.
_თუ შეიძლება, შემდეგში კარების ჩამოღებისგან თავი შეიკავეთ!-წავილუღლუღე მის გასაგონად.
_ბელა, გამარჯობა!- თითქოს ჩემი სიტყვები არ გაუგონია, არადა ვიცი, სწორედაც რომ "გაუგონია".
_გამარჯობა.
_არა ხარ მზად?-გაკვირვებულმა შეათვალიერა ჩემი ჯინსები და უბრალო მაისური.
_მზად?
_ჰო, წვეულებისთვის.
_უკვე გახდა 8 საათი?
_ა, ჰო... 8 საათი ჯერ არ გამხდარა, მაგრამ...
_ვერც შენ გატყობ მომზადებას...-ირონიულად ავათვალიერე, მასაც ჯინსები და უბრალო მაისური ეცვა.
_თუ შემომიშვებ, აგიხსნი, რა ხდება.
_ასეც მშვენივრად მესმის.-თვალისდაუხამხამებლად მივუგე, ისევ მედგრად ვიყავი გაჩხერილი ოდნავ შეღებულ კარებში. მთელი ძალით ვცდილობდი ნაკლებად მელაპარაკა, რადგან პირს ვაღებდი თუ არა მისი სუნის ნაკადი იჭრებოდა, ეს კი შხამის მოზღვავებას იწვევდა ჩემს პირში.
_კაარგი...-დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხავდა.-ჯერ 7 საათიც არ არის, მაგრამ...-თითქოს რაღაცის თქმა ეძნელებოდა, მაგრამ ბოლოს სწრაფად მიაყარა სიტყვები.-მოკლედ, წვეულებისთვის ტანსაცმელი არ მაქვს და იმედი მქონდა შენ დამეხმარებოდი შერჩევაში. ელისს ვთხოვდი, მაგრამ თავისი თავის გამოწყობითაა დაკავებული. -ან დამცინოდა, ან მთლად დალაგებული ვერ იყო. მგონი უფრო მეორე.
_არ მცალია.-მოვუჭერი გულგრილად.
_რა?
_არ მცალია, ვაპირებ მეც საკუთარი თავის გამოწყობით დავკავდე.-კარის მიხურვა დავაპირე.
_ბელა სვონ! -კბილები გაახრჭიალა.
_რა იყო?-გულუბრყვილო ხმით ვკითხე, ლამის თვალებიც ავუფახულე.
_არაფერი, 8 საათზე დავბრუნდები...-მშვიდი ხმით მითხრა უცებ. ყოჩაღ, ემოციების გაკონტროლება შეგვძლებია!
_ნუ შეწუხდები...
_ვერ გავიგე?-დამიღრინა.
_ნუ შე-წუხ-დე-ბი!-დავუმარცვლე.
_იცი რაა?-ისევ აფეთქდა, ნერვებთან აშკარად პრობლემები ჰქონდა. -არც გამოგივლი, არც შენი კავალერი ვიქნები, არც მოგესალმები როცა დაგინახავ და საერთოდ არც მოგიახლოვდები! ყელში ამომიხვედი, გაიგე? ვინ გგონია შენი თავი?იცი, რას გეტყვი?უბრალოდ ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი! ჩემი გეშინია! გამირბიხარ, ჩემთან მარტო დარჩენას ერიდები! რა იყო, გეშინია არ შეგიყვარდე?-მომახალა პირდაპირ. ასეთ ისტერიკას ნამდვილად არ ველოდი. -ლაჩარო! დარწმუნებული ვარ, წვეულებაზე მოსვლასაც ვერ გაბედავ! ხოდა ჯანდაბამდეც გზა გქონია, შენი ქცევების ატანას აღარ ვაპირებ! კარგად ბრძანდებოდე, ბელა სვონ!-ჩემი სახელი ზიზღით წარმოთქვა, შებრუნდა, თავისი მანქანისკენ გაიქცა. კარი მივხურე და მოვტრიალდი. გავიგონე მანქანის კარი როგორ გაჯახუნდა და ძრავა ამუშავდა, შემდეგ კი შვებით ამოვისუნთქე.

_აბა, რა უნდოდა?-თავაუწევლად მკითხა, როცა ოთახში დავბრუნდი. დავეჯღანე.
_ვითომ ვერ გაიგონე!
_გავიგონე.-არ უარყო ესმიმ.-გაგეხარდა ასე რომ მოიქცა?
_კი!-ვუპასუხე მაშინვე. ესმი თვალებში ჩამაშტერდა. უცებ რატომღაც მოვიღუშე, სახე ჩამომეღვენთა და შეწუხებულმა ვთქვი.-არა...
_ჰოდა, თუ არა, მაშინ წადი, დროზე გაემზადე, თორემ წვეულებაზე დაგაგვიანდება...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-11-16, 7:55 PM

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 8:04 PM | შეტყობინება # 102

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa. aii dzalia dzalian momewona axali taviiiiiii. boloshi edwardis "isterika" xom saertood biggrin da bela rom moigusha mereee sad vaime ra magari iyoooooo. auuuuuuuu axali tavi minda raaa sad rogor maintereebs ra moxdeba wveulebazeee love

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 8:19 PM | შეტყობინება # 103
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, umagresi tavia esme dzaan sayvareli da tbilia . bella ra mesakutrea rogor ar unda esme ro karlails shexvdes .bolo dzaan magari iyo bevri vicine biggrin biggrin biggrin biggrin


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 8:32 PM | შეტყობინება # 104
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire, orive boteebi arian, ras vumzadeb arc ician jer belam da edvardma biggrin biggrin wveulebaze shemdeg tavshi davwer. mara sheidzleba xval ver movaxerxo dadeba, yvelanairad vecdebi, imedia movaxerxeb.
bella-bella, esme sxvanairad sheidzleba? minda ar minda, maseti gamodis biggrin bela egoistia katastrofulad, kide gamoachens tavis ofofebs...cotati. shenc edvardis isterikaze icine? biggrin biggrin



elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-11-16, 8:52 PM | შეტყობინება # 105
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
magari tavis dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan : )))))) dzaaaan magari xar dzaaaan sainteresoaa.. sworad qeni imitom rom egeni ro etmina zgapari iqneboda biggrin :D I heart Youuu

ძებნა: