ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 0:46 AM | შეტყობინება # 153 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| Rosalie, ხოდა ედვარდი ჩვენ დაგვითმე, დანარჩენებს ^_^ დამატებულია (2010-11-23, 0:43 Am) --------------------------------------------- saaali, Quote (saaali) imas ver vxvdebi ese ratom iqceva?? ratom sdzuls qalebis modgma da saertod aseti ra mouvida?? არაფერია საყვარელო, ყველაფერს მალე გაიგებთ :kiss: მადლობა მასეთი შეფასებისთვის... natuka, მადლობა, ჩემო პატარა მეგობარი. ააი, სპეეციალურად შენთვის ვდებ დანაპირებ ახალ თავს! ჰო, მართლა ბავშვებო! გილოცავთ გიორგობას! მრავალს დაესწარით, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! არ ვიცი ეს რამდენად გაგახარებთ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ ბრწყინვალე დღესასწაულის გამო 23 ნოემბერს 2 ახალი თავი დავდო. ერთ მათგანს ქვემოთ იხილავთ, მეორეს საღამოს დავდებ. P.S. იმედია ძაან მატრაკვეცობად არ ჩამითვლით :shy: დამატებულია (2010-11-23, 0:46 Am) --------------------------------------------- 16. ედვარდის ტანჯვა კიდევ ერთი უძილო ღამე. სადაც იყო გათენდებოდა, მე კი ისევ საწოლში ვბრუნავდი შამფურივით. ყველაზე მეტად ის მინდოდა, ფიქრებს გავქცეოდი, ისინი კი ჯიუტად არ მანებებდნენ თავს. რამდენიმე საათის წინ ელისის ჩურჩული მესმოდა, ალბათ ტელეფონზე ელაპარაკებოდა ჯასპერს, მაგრამ მისი ხმაც კარგა ხანია მიწყდა, ალბათ დაიძინა. წამოვჯექი, საწოლიდან ფეხები გადმოვყავი, კედელთან მიდგმულ ტუმბოს სიმწრით მივარტყი ფეხი. _როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?-ამოვიბურდღუნე და წამოვდექი. სინათლე ავანთე, ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე. წვიმდა. ჩემი საძინებლის პირდაპირ გადაჭიმულ ტყეს გავაშტერდი. „ყველაფერი მომბეზრდა. ელისის ნიშნობის მერე წავალ...სამუდამოდ გადავიკარგები...“სად გაექცევი საკუთარ თავს?“ მეტყოდა ჯეიმსი და მართალიც იქნებოდა. რა არის ჩემი ცხოვრება, ან რა იქნება მომავალში? სიცარიელე, სიცარიელე და კიდევ ერთხელ სიცარიელე...“ვფიქრობდი მე, მაგრამ ვიცოდი, ამ სიბნელეში, სიცარიელესა და უაზრობაში იყო რაღაც წერტილი. წერტილი არა, უფრო ყვავილი... იმ ვარდის მსგავსი ჯონსონების ეზოში რომ მოვგლიჯე. ნელ-ნელა ინათა, სიგარეტის კვამლი ღია ფანჯრიდან შემოჭრილმა სუფთა ჰაერმა გაფანტა (კიდევ კარგი, თორემ რა გაუძლებდა კარლაილის დარიგებებს), ნამწვი ტანსაცმლის კარადის თავზე შემოდებულ საფერფლეზე დავასრისე (ასე ვერასდროს ნახავდა კარლაილი თუ განზრახ არ შეამოწმებდა ტანსაცმლის კარადის თავს) და სააბაზანოსკენ გავემართე შხაპის მისაღებად. ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა, უკვე მეორედ ვუცდიდი ბელა სვონის გამოჩენას სკოლის ავტოსადგომზე. ამჯერად მანქანიდან არ გადმოვსულვარ. გადავწყვიტე ასე მეთვალთვალა მისთვის და მისი საფრთხობელასთვის. როცა უკვე იმედი გადამეწურა, რომ მოვიდოდნენ, როგორც იქნა გამოჩნდა მისი მანქანა. ჩემგან საკმაოდ მოშორებით, სკოლის შენობასთან ახლოს დააყენეს და გადმოვიდნენ. მოურიდებლად ვუყურებდი, მაგრამ მათ არ შევუმჩნევივარ. ერთად წავიდნენ სკოლის შენობისკენ. საფრთხობელამ ხელი გადახვია და პატარა ბავშვივით მოუჩეჩა თმა, ბელამ კი არ მოიშორა მისი ხელი! გაკვეთილებზე უყურადღებოდ ვიჯექი. რაში მაინტერესებდა ფერნანდო მაგელანის მოგზაურობის მარშრუტი, როცა მთელი ჩემი ყურადღება იმ „საფრთხობელის“ ხელის ბელას მხრებზე მოგზაურობის მარშრუტზე იყო მიმართული?! ლანჩზე კაფეტერიაში წავედი. იმედი მქონდა, მათ ვნახავდი, ბოლომდე დავრწმუნდებოდი მათ ახლო ურთიერთობაში, იმაში, რომ შანსი არ მქონდა და დავიმშვიდებდი აფორიაქებულ გულს (ან დავიმშვიდებდი, ან არა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში იმედს არ ვკარგავდი). სულ ტყუილად, ისინი კაფეტერიაში არ იყვნენ. სამაგიეროდ, იქ იყო ლორენი, რომელის სიამოვნებით გამოექანა ჩემი დანახვისთანავე. _ედვარდ, საყვარელო!-ჩამეფსკვნა. _ლორენ, არ მცალია. მერე დაგირეკავ, კარგი?-გულგრილად ვუთხარი, ოღონდ კი თავიდან მომეშორებინა. კარისკენ შევბრუნდი. _კარგი... დაგელოდები...-მომაძახა მან. გამოვედი და დერეფნებში ბოდიალი დავიწყე, დარჩენას რა აზრი ჰქონდა? ლუკმა ყელში მაინც არ გადამივიდოდა, ლორენის ატანის ნერვები კი არ მქონდა. ამ სეირნობის დროს შემოსასვლელ მინის კარს ჩავუარე და უცებ ჩემი მზერა წყვილმა მიიპყრო. _“ისინი არიან!“-გავიფიქრე გააფთრებით. გავჩერდი და თვალთვალი დავიწყე. სკოლის გარეთ მათ გარდა არცერთი ბავშვი არ იყო. წვიმდა და ისინი თითქოს წვიმით ტკბებოდნენ. საფრთხობელა ისე ატრიალებდა ბელას თითქოს ცეკვავდნენ. ბელა თავიდან იშორებდა, ის კი არ ანებებდა თავს. შევატყვე „ჩემი ყვავილი“ უგუნებოდ იყო, ალბათ იმიტომ, რომ საფრთხობელა არ ეშვებოდა! მუშტები თავისით შემეკუმშა. უცებ ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა ბელა გულში ჩაიკრა, მანაც მორჩილად ჩარგო თავი მის მკერდში, თითქოს ტიროდა, ქვითინებდა. თან მაგრად ეხვეოდა. _ეს უკვე მეტისმეტია! -გავახრჭიალე კბილები. ვგრძნობდი ძარღვი როგორ მიფეთქავდა საფეთქელში, გული გამალებით მიცემდა. რეალობას ვეღარ აღვიქვამდი, ვხედავდი მხოლოდ სხვასთან ჩახუტებულ ბელას. ვერც გავიაზრე ისე გავვარდი გარეთ და მათთან მივიჭერი. _ბელა!-საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა. ბელამ გაკვირვებულმა გამომხედა და მოშორდა თავის საფრთხობელას. თვალები ნამდვილად არ ქონია ცრემლიანი, რა მომეჩვენა? _რა ხდება?-მკითხა როცა მიხვდა, რომ აღარაფრის თქმას აღარ ვაპირებდი. _შენთან მინდა საუბარი...პირისპირ!-თვალი თვალში გავუყარე ბიჭს. მას მხოლოდ გაეცინა. _ბელა, მე წავედი. მოგვიანებით გამოგივლი,-უთხრა და თვალი ჩაუკრა. _არაა საჭირო, მე მივიყვან სახლში,-ჯიბრით ვუთხარი. საიდან მოდიოდა ეს სიტყვები? _ბილ, 2 საათში შემომიარე,-უთხრა ბელამ სერიოზული ხმით, ჩემი ნათქვამის სრული იგნორირებით. ამან პირდაპირ გულში დამჭრა. რატომ მექცეოდა ასე? შემდეგ მე მომიბრუნდა. საფრთხობელა-ბილი წავიდა. ბელამ ცნობისმოყვარე მზერა მომანათა. _ვინაა ეგ საფრთხობელა?-ჯიქურ ვკითხე. მაშინვე ვიგრძენი, ეჭვიანი ქმარივით გამომივიდა. _ედვარდ, რა გჭირს?-გაკვირვებული ხმა ჰქონდა.-თუ შეიძლება, ნერვები დაიწყნარე. _როგორ დავიწყნარო, როცა...-აღშფოთებით ვუთხარი, მაგრამ უცებ გავჩუმდი. ღრმად ჩავისუნთქე და მშვიდი ხმით ვკითხე. -გთხოვ, მითხარი, ვინაა ის ბიჭი? _ბილ პერლი,-უბრალოდ მიპასუხა. _გიყვარს?-უკვე მოთმინებას ვკარგავდი. _კი, ძალიან,-მკერდი გადამიხსნა, გული ამომიღო და სანაგვეზე მოისროლა. აი, რას ვგრძნობდი, როცა გამოვბრუნდი და სკოლისკენ წამოვედი. სრულიად განადგურებული ვიყავი. _ედვარდ! ბილი ჩემი მეგობარია!-მომესმა უცებ. ადგილზე გავშეშდი. -გეგონა ჩემი შეყვარებული იყო?-გაეცინა. მოვბრუნდი და თვალებში შევხედე. ისეთი კრიალა, ელვარე თვალები ჰქონდა დავრწუნდი, რომ არ მამასხარავებდა. მივვარდი და გულში მთელი ძალით ჩავიკარი. ნუთუ, ეს მე ვიყავი? _ედვარდ, გაკვეთილი დაიწყო...-გამომაფხიზლა მისმა ხმამ. _არ მაინტერესებს...გთხოვ, სადმე წავიდეთ ერთად...შენთან ყოფნა მინდა...-რა ბავშვურად ჟღერდა ეს სიტყვები, მაგრამ ამქვეყნად არაფერი მინდოდა მასთან განმარტოების გარდა. _არ შემიძლია...-ყრუდ მითხრა მან, ჩემი ხელები მოიშორა და სკოლისკენ წავიდა. _რა დაგემართა?-ნაწყენმა ვკითხე. _შენმა ერთ-ერთმა შეყვარებულმა დაგვინახა!-უკან არ მოუხედავს ისე დამიძახა. მხოლოდ მერე დავინახე, დერეფანში ფანჯრის მინას აკრული ლორენი. ბელას დავედევნე, მაგრამ ვეღარსად დავლანდე. _ედვარდ!-მომესმა ლორენის გამწარებული წივილი. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქაურობას, თორემ ეს გოგო შემომაკვდებოდა. _ედვარდ კალენ! ახლავე გაჩერდი!-ლორენი როგორღაც წამომეწია, იდაყვში წამავლო ხელი და მომაბრუნა.-ეს რა იყო?-მკითხა უკიდურესად გამკიცხავი კილოთი. _ლორენ, რა გინდა? რატომ არ მეშვები?-ზიზღით ვკითხე. _მე? მე არ გეშვები? ის ვინ იყო ჩემ მოხიბვლას ყველანაირად რომ ცდილობდა? _ეგ მე ვიყავი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, თუ ასე ადვილად წამოეგე ანკესზე? მას მერე მთელი თვე გავიდა, შენ კი არ მასვენებ! _არ გასვენებ, ხომ? ახალი ჩიტუნა ნახე და აღარ გჭირდები, არა? იცოდე, ედვარდ კალენ, ინანებ, რომ... _ნუ გამიწყალეთ გული! ინანებ, ინანებ! შემეშვი რა! -ზიზღით მივუგდე და გზა განვაგრძე. არაფერი არ მაღელვებდა, მხოლოდ ის მინდოდა, ბელა მენახა და ყველაფერი ამეხსნა. ძლივს, ძლივს რაღაც იმედი მომეცა და მაშინვე დამისხლტა. _ბელა! ბელა!-რამდენჯერმე დავიძახე უკაცრიელ დერეფანში ყველა მიმართულებით, მაგრამ ამაოდ. მთელი ღამე ფანჯარასთან გავათენე. არ ვიცოდი რა მექნა. სახლში მიკითხვა ვერ გავბედე, იქ მეტისმეტად ბევრი ხალხი იყო. დამერეკა მისთვის? არა, მერჩივნა ყველაფერი პირადად მეთქვა, მეღიარებინა ჩემი თავდაპირველი ფიქრები, განზრახვები და ახლანდელი განცდები. მინდოდა ამ დროს ჩემი თვალები დაენახა და ეგრძნო, რომ არ ვცრუობ და გულიდან წამოსულ სიტყვებს ვეუბნები. იმ ღამით ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. უცნაური განცდები და ფიქრები მქონდა. დილას მზის სხივებმა გამოაჭყიტა თუ არა, სააბაზანოში გავვარდი, სასწრაფოდ წყალს გადავივლებდი და სკოლაში გავვარდებოდი. სახლში გაჩერებას, მერჩივნა ავტოსადგომზე მომეცადა. სააბაზანოში სარკეში მოვკარი თვალი საკუთარ თავს და კინაღამ გული გამისკდა, შეშლილი თვალებით ვიყურებოდი. 3 საათი ვიცადე ავტოსადგომზე. გაკვეთილები ერთი საათის წინ დაიწყო, მაგრამ ის მაინც არ ჩანდა. „ნუთუ ჩემ გამო არ მოვიდა?“ არ მასვენებდა ფიქრი. ბოლოს, როცა მივხვდი, რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც აღარ მოვიდოდა, ძრავა ავამუშავე და მისი სახლისკენ გავემართე. მაღალი სიჩქარით მივდიოდი, მინდოდა მალე მენახა. ნახევრად მინის სახლთან გავაჩერე, სამი საფეხური ავირბინე და კარზე ზარი დავრეკე. გაფაციცებით ველოდი როდის გავიგონებდი შიგნიდან ფეხის ნაბიჯს, ან ძახილს „ახლავეე!“ და შემდეგ კარის გაღებას, მაგრამ შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. კიდევ დავაჭირე ზარის ღილაკს. არაფერი. ვაჭერდი ისევ და ისევ, ბოლოს დავაჭირე და აღარ ავუშვი, მაგრამ არც ამას გამოუღია შედეგი. გამოვბრუნდი, მანქანაში ჩავჯექი, კარი გამეტებით მოვიჯახუნე და ქალაქისკენ მოვაბრუნე მანქანა. _სად უნდა წასულიყვნენ ასე ყველანი ერთად?-მაწამებდა ფიქრი და როგორც არასდროს, ისე მინდოდა სასაფლაოზე დამხვედროდა ბელა. იმედის ნაპერწკალი მანამ ბჟუტავდა ჩემში, სანამ სასაფლაოზე მივაღწევდი და დავრწმუნდებოდი, რომ იქ არავინ იყო. _კარლაილი! იქნებ კარლაილმა იცოდეს რამე!-მომაფიქრდა უცებ და საავადმყოფოსკენ გავემართე. იქ უნებართვოდ შევიჭერი კარლაილის კაბინეტში და მიუსალმებლად ვკითხე: _კარლაილ, ესმი აქაა? _ედვარდ, რა ხდება?-ვიღაც უბედურის ავადმყოფობის ისტორიას ხელი გაუშვა და სავარძლიდან წამოდგა. _მის შვილს ვერ ვპოულობ, ბელას. მათ სახლში ვიყავი და არავინ არ დამხვდა. _ესმი და მისი ოჯახი მთაში წავიდნენ სალაშქროდ. _სალაშქროდ?-პირი დავაღე. _ჰო, როგორც თქვეს, ეს მათი ოჯახური ტრადიციაა. მზიან ამინდებში სალაშქროდ დადიან. გუშინ ესმიმ დატოვა განცხადება, რომ რამდენიმე დღე არ გამოცხადდებოდა სამსახურში. _რამდენიმე დღე?-გუნება მომეშხამა. _ჰო. კვირამდე არ დაბრუნდებიან...მოიცა...ედვარდ, სკოლაში რატომ არ ხარ?-უპს, გავები!
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-11-23, 1:28 PM | |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 2:34 PM | შეტყობინება # 157 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 3:45 PM | შეტყობინება # 158 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 9:40 PM | შეტყობინება # 160 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 17. ნიშნობის საღამო ოლიმპიის ნახევარკუნძულის უმაღლეს წერტილზე დგომას დიდი არაფერი ბედნიერება მოუტანია ჩემთვის. ჩემი ოჯახი, ემეტი და ბილიც აქ იყვნენ, ანუ ყველა პიროვნება ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენდა (თქვენ წარმოიდგინეთ ერთით მეტიც კი, ემეტს ვგულისხმობ), მაგრამ მაინც რაღაც მაწუხებდა. მთის სიახლოვეს ტყეში საკმაოდ ბევრი ცხოველი იყო და ნადირობაც კი არ დაგვჭირვებია, ცხოველები ვერც კი გაგვირბოდნენ. ესმიმ თვალი დახუჭა ჩვენს „ველურობაზე“, თვითონ კი ჩვეულ წესს არ უღალატა. ბილი ბევრს ეცადა გავეხალისებინე, მაგრამ ამაოდ. დაღამებულზე ესმიმ ემეტს და ბილის დაავალა კარვები გაეშალათ, რომ „ადამიანურად“ მოგვესვენა ღამით. თითქოს ეს რამეში გვჭირდებოდა. ჩვენი ბანაკი მივატოვე და განმარტოებით წავედი ტყეში. გულს უცნაური დარდი შემომწოლოდა. „ნეტავ, რა იფიქრა ედვარდმა დღეს რომ არ მივედი სკოლაში? ან საერთოდ თუ შეამჩნია ჩემი არყოფნა? რატომ იქცევა ასე უცნაურად? ან ის დაუვიწყარი ჩახუტება რა იყო?“ _ბელა!-თავს წამომადგა ბილი. _ბილ!-ნაძალადევად გავუღიმე და თვალები დავხარე. _ისევ მასზე ფიქრობ?-მიმიხვდა. _ჰო. _არ მესმის მაგ ბიჭის!-აღშფოთებით წარმოთქვა. გამეცინა. _არც მე. _მე მგონი აჯობებს დაელაპარაკო და ყველაფერი გაარკვიო. _სწორედ მაგას ვაპირებდი, მაგრამ...წამოვედით და როგორ? _ხვალ ხომ დავბრუნდებით? _მზის ჩასვლის შემდეგ. _არაუშავს. კვირას შეხვდი და დაელაპარაკე. _კვირას!-წამოვიძახე. _რა მოხდა? _ელისის ნიშნობა გადაიტანეს კვირას. _იმის დის? _ჰო. _შეიძლება მეც წამოვიდე?-მკითხა უცებ. შევხედე, ეშმაკურად უციმციმებდა თვალები. _აარავითარ შემთხვევაში!-სასწრაფოდ გავაქნიე თავი. _ბეელა... კარგი რა...-მუდარით აღსავსე თვალები მომაპყრო. _არ მესმის რატომ გინდა წამოსვლა... _შენი ედვარდი ძალიან საყვარელ სახეს იღებს ხოლმე ჩემს დანახვაზე!-გადაბჟირდა. _ბიილ!-შევევედრე, კიდევ ამის დაცინვა მინდოდა? _კარგი, კარგი, მაპატიე,-მაშინვე დასერიოზულდა. შაბათმა სრულ მოწყენილობაში გაიარა. მხოლოდ ის მახარებდა, რომ ბილიც ჩემთან იყო და ზოგჯერ ახერხებდა ჩემი ყურადღების გადატანას. ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდით. თითქოს სული, გული, ფიქრები, ყველაფერი მასთან დავტოვე და ახლა ვეღარ ვითმენდი ისე მეჩქარებოდა ჩემი ნაწილის დაბრუნება. ასე რომ, მზე მოეფარა თუ არა ჰორიზონტს, მე უკვე ფორქსისკენ გავრბოდი. ბილი მეთამაშებოდა. ხან გამისწრებდა და დამცინოდა, რომ ვერ დავეწეოდი, ხან ჩამომრჩებოდა და მთხოვდა მისთვის მომეცადა. ფორქსში კარგა დაღამებულზე ვიყავით. ესმის სახლში მე და ბილი მივედით პირველები, დანარჩენები არ ჩანდნენ. ჩემ ოთახში ავედი, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმელი გამომეცვალა და აბურდული თმები დამევარცხნა. კიბეებზე ჩასვლისას გავიგონე ბილიმ მუსიკა ჩართო. _ტანგო-ცეკვების გვირგვინი!-გამოაცხადა საზეიმოდ. სწორედ-რომ ტანგოს ხასიათზე ვიყავი! _ბიილ, რა დროს ეგაა? _ბელა, მოდი ჩემთან!-მოთმინებით დამტაცა ხელი და საწყის პოზაში გავიჭიმეთ. ცეკვები მან მასწავლა, მთელი თავისი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნა და ერთი პერიოდი მეც მასწავლიდა, სანამ ყელში არ ამომივიდა და პირდაპირ არ მივახალე არ მაინტერესებს ცეკვა, შემეშვი-მეთქი. მის ცეკვას რომ ვუყურებდი აღფრთოვანებული ვრჩებოდი, ვამპირისთვის მოქნილობის მიღწევა ურთულესი იყო, მაგრამ ბილისთვის ზღვარი არ არსებობს, თუ უნდა მიიღებს კიდეც! ახლაც მთელი მონდომებით ცეკვავდა, მაგრამ ამაოდ, ვერც რიტმს ვუწყობდი, არც მისი ვნება გადმომდებია. ჩემი საფიქრალი მქონდა. _ბელა, ნუ ხარ უხასიათო! -ჩაიბუზღუნა და გაჩერდა. -გინდა, სხვა ცეკვას ჩავრთავ? _მე უკეთესი აზრი მაქვს!-ვუთხარი, მუსიკა გამოვრთე, ხელი ვტაცე და გარეთ გავათრიე. _ჰო, რა თქმა უნდა, კულტურულ ცეკვას ტყეში ბოდიალი ჯობია!-ჩაიბუზღუნა ბილიმ. _ნახე!-როგორც იქნა ავძვერით ჩემი რჩეული ხის კენწეროზე და ქალაქს გავხედეთ. _ვა, რა სილამაზეა, გადავირიე პირდაპირ!-დამცინა. გავებუტე. _მაგაზე არ გეუბნები, იმ ფანჯარას შეხედე!-სწორედ იმ წამს აინთო შუქი. _ეს ისაა წერილში რომ მწერდი? _ჰო _წამო, გავიგოთ ვინაა...-სხვა ხეზე გადასახტომად დაფაცურდა. _მოიცა,-გავაჩერე.-რა ჩვენი საქმეა?-მან თვალები აატრიალა და შემდეგ როგორც გონებაჩლუნგს დამარცვლით ამიხსნა. როგორ მიყვარს ნერვებს რომ ვუშლი! _ბელა, ხომ გაინტერესებს ვინაა და რატომ ათევს ღამეებს? _კი, მაგრამ... _ხოდა გავიგოთ რაც გვაინტერესებს. იქნებ საერთოდ ჩვენნაირია?-გამაწყვეტინა უცერემონიოდ. _არა, გამორიცხულია. აჯობებს სახლში დავბრუნდეთ,-ეხლა იმ ვიღაც საწყალს სახლში რომ შეჭროდა ეს გადარეული, პრობლემები არ აგვცდებოდა. _ისევ იმაზე ფიქრობ?-ოთახში შემომეჭრა ბილი. ჩემს კუთვნილ დივანზე ვიყავი წამოწოლილი. ბილის მივუჩინეთ თავისი ოთახი, მაგრამ მაინც მე შემომეკედლა, თითქმის სულ ჩემთან იყო, მაგრამ ეს არ მწყინდა. _ჰო _ბელა, რაღაც უნდა გითხრა... მოემზადე...-სერიოზული ხმით დაიწყო, გვერდით მომიჯდა და თვალებში შემომხედა. _რა ხდება?-შეშინებული წამოვვარდი. _მმ, არ ვიცი როგორ გითხრა... _ამოღერღე! _ესმი გეძახის! უნდა, რომ ახალი კაბა მოიზომო!-სიცილი ატეხა. ბალიში ვესროლე და დაბლა ჩავედი. ესმი, რა თქმა უნდა, „სამუშაო ოთახში“ იყო. მანეკენს იასამნისფერი მოხდენილი კაბა ეცვა, მისი შემქმნელი კი გაღიმებული სახით მიყურებდა. კაბა მომეწონა, მაგრამ მაშინვე ხელები გავასავსავე: _არავითარი ქუსლები! ბელას გაუჩინარების დღიდან მოუსვენრად ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი. ბელას სახლთან მივდიოდი და თითქმის დაღამებამდე იქ ვიყავი, იმედს არ ვკარგავდი, რომ დროზე-ადრე ჩამოვიდოდნენ. შაბათსაც დაღამებამდე წამოვედი გულდაწყვეტილი, ელისს დავპირდი, რომ სამკერვალოში გავივლიდი და მის სახვალიო კაბას წამოვიღებდი. მთელი ღამე ჩემი ოთახის ფანჯარასთან გავატარე სიგარეტით ხელში. გული გამალებით მიცემდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ საღამოს ბელას ვნახავდი, თავისი ფეხით მოვიდოდა ჩემს სახლში. მაგრამ ამ წარმოდგენით გამოწვეულ ტკბილ შეგრძნებას ის ფაქტი მიფუჭებდა, რომ საღამომდე უამრავი საათი იყო. კარზე გაუბედავად მოაკაკუნეს, შემდეგ კი ელისმა შემოყო თავი ოთახში. _ვერც შენ იძინებ?-თბილად მკითხა. კარგია, რომ სხვა დროს არ შეუმჩნევია ეს, თორემ ინერვიულებდა. თავი გავუქნიე. შემოცუნცულდა და გვერდით მომიდგა, ერთი ზომით დიდი პიჟამა ეცვა და ფეხებს მოაფრატუნებდა. _რა იყო, ხომ არ ნერვიულობ?-ვკითხე. _ცოტა. მეშინია, რომ ხვალ ყველაფერი საშინლად ჩაივლის, ჩემი მომავალი მეჯვარისგანაც არაფერი ისმის, იქნებ ვერ მოახერხოს დაბრუნება... თანაც...-ბოლო სიტყვა ძალიან ჩუმად დააყოლა. _თანაც?-თვალებში ჩავხედე. _თანაც გული მწყდება, რომ დედა არ იქნება...-ყრუდ ჩაილაპარაკა. _ელის...-ნაზად მოვეხვიე და გულში ჩავიხუტე. მხარზე, იქ სადაც ელისის სახე უნდა ყოფილიყო, სისველე ვიგრძენი. ტიროდა...-ელის, არ გინდა, გთხოვ...-დაყვავებით ვუთხარი. _როგორ მინდა ჩვენთან იყოს...-ამოისლუკუნა. _ვიცი, ელის, მეც მასე ვარ... ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან გვაკლია...-წყნარად ვუთხარი, შემდეგ კი უკან გავწიე და თვალებში ჩავხედე,-მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა ინერვიულო. ხომ არ გინდა, ხვალ უძილობისგან ჩამუქებული თვალები გქონდეს?-შევეცადე ხალისიანი ხმა მქონოდა. _არა...-თავს მოერია ელისი, გამიღიმა და ცრემლები მუჭებით მოიწმინდა. პატარა ბავშვს გავდა. _ჩემი პატარა დაიკო...მოდი ჩემთან...-ვუთხარი და ისევ მაგრად ჩავიხუტე. _გაყინული ხარ...-ამოიბუზღუნა ელისმა. წელზემოთ შიშველი ვიყავი, მხოლოდ პიჟამოს შარვალი მეცვა. _ვერ ვგრძნობ სიცივეს. დაწექი, დაიძინე, თორე ვერ მოასწრებ გამოძინებას...-ვუთხარი თბილად. _კარგი. ძილინებისა...-კარისკენ წაფართხუნდა. _ძილინებისა...-ვუთხარი და საწოლზე ჩამოვჯექი, იქნებ მეც დამეძინა. _ედვარდ,-კარებთან მობრუნდა ელისი. -დამავიწყდა მეთქვა, რომ...-თბილად თქვა მაგრამ უცებ დაამატა,-ხომ გახსოვს, დილას სილამაზის სალონში უნდა წამიყვანო.-გამეცინა, ისე დაიწყო, ასეთ დამთავრებას არ ველოდი. _ნუ გეშინია, არ დამავიწყდება. _ჰო... და კიდევ... ძალიან მიყვარხარ...-წყნარად მითხრა და სანამ რამეს ვეტყოდი კარში გასხლტა. მეც, მეც ძალიან მიყვარდა ჩემი პატარა დაიკო. მეგონა საშინლად გაიწელებოდა დრო საღამომდე, მაგრამ შევცდი. ელისმა იმდენი რამ დამავალა, თავის მოსაფხანად აღარ მეცალა. ხან მაღაზიებში გამაგზავნა, ხან რესტორნიდან მზა საკვების მოტანაზე, ხან მეყვავილესთან, სახლის გასალამაზებელ ყვავილებზე. თან ამ ყველაფერზე ცალ-ცალკე. ვახშამი 6 საათისთვის იყო დანიშნული, მე ნახევარი საათით ადრე ძლივს მოვიცალე ჩემი თავისთვის. წყალი გადავივლე, პირი გავიპარსე, აჩეჩილი თმები უარესად ავიჩეჩე და ნახევრად-დაუდევრად, ნახევრად ელეგანტურად გამოვეწყვე. საათს გავხედე. _როგორც იქნა 6 საათია! „როგორც იქნა 6 საათია!“ გავიფიქრე, როცა ესმიმ კალენების კარზე ზარი დარეკა. კარი მაშინვე გაიღო. _მობრძანდით!-თავაზიანად გვიღიმოდა ელისი. _ელის, როგორა ხარ?-ლამაზად შეფუთულ ტკბილეულიანი კოლოფი გავუწოდე და გადავკოცნე. _ახლა უკვე კარგად! ვნერვიულობდი, რომ არ მოხვიდოდი, ან დაგაგვიანდებოდა. მისის სვონ, როგორ ბრძანდებით?-თავაზიანად მოიკითხა ესმი. _ესმი დამიძახე საყვარელო,-თბილად უპასუხა მან. _ესმი, კარლაილი დიდი ხანია გელოდებათ, მისაღებში მიბრძანდით,-ესმი მითითებული ოთახისკენ გაემართა, შემდეგ მე მომიბრუნდა ელისი.-შენ აქეთ წამოდი.-სამზარეულოსკენ გამიძღვა. _დანარჩენები არ მოსულან ჯერ?-ვკითხე გზაში. _არა, მაგრამ წუთი-წუთზე გამოჩნდებიან,-ყუთი მაგიდაზე დადო და თავსახური ახადა.-ჩემი საყვარელი ნამცხვრები! ბელა, მიყვარხარ!-წამოიკივლა სიხარულისგან. _ნერვიულობ?-ვკითხე, როცა ნამცხვრის დაჭრა და თეფშზე გადატანა დაიწყო. _არ ვიცი. ალბათ კი. ყოველდღე ხომ არ ინიშნები ადამიანი. -ჰო, მართალია!-თანაც, მეშინია ჯაზმა არ გადაიფიქროს,-გაეცინა. _ელის, სულელი უნდა იყოს შენნაირ საცოლეზე უარი რომ თქვას. ულამაზესი ხარ!-გულწრფელად ვუთხარი. არც ზედმეტად გადატვირთული მაკიაჟი ჰქონია, არც კაბა იყო ზიზლ-პიპილებით მორთული, მაგრამ შეუძლებელი იყო ამ გოგოსთვის შეგეხედა და გულგრილი დარჩენილიყავი. მან მადლიერებით გამიღიმა. _გმადლობ, ბელა. გმადლობ, რომ გვერდში მიდგახარ!-შემდეგ ნამცხვარს მიუბრუნდა და დაამატა.-ეგ იასამნისფერი კაბა ძალიან მომწონს. _აჰ, ეს?-უხერხულად დავიხედე. _ჰო, გიხდება.-შემომხედა და გამიღიმა, შემდეგ ჩემს უკან რაღაცას გახედა და წამოიძახა. -ედვარდ! აი, სად ყოფილხარ! -მგონი სმენა დამიჩლუნგდა, როგორ ვერ გავიგე, როდის შემოვიდა. მივტრიალდი. მიმზიდველი, ძალიან ელეგანტური იყო. თვალები უცნაურად ჰქონდა გაბრწყინებული. აქოჩრილი თმა კი უცნაურად დამაბოლოებელი შტრიხივით ავსებდა მის იდეალურობას. ბელა მოტრიალდა და თვით სილამაზე დავინახე. იასამნისფერი კაბა მოხდენილად ადგა ტანზე, ყავისფერი თმა მაღლა აეკეცა და იქიდან საყვარელ კულულებად ეშვებოდა, ამ კულულებს შორის მისი საყურეები ელვარებდა. არა, არ მინდოდა მას ან სხვა ნებისმიერს დავემონებინე, მაგრამ... მისი ელვარე თვალების ცქერისას გული სიამოვნებისგან მეკუმშებოდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა და მინდოდა ასე გაგრძელებულიყო ცხოვრების ბოლომდე. მისი ხილვა იმდენად მახარებდა, რომ წამით ელისის ნიშნობაც კი დამავიწყდა. _ედვარდ, შენ და ბელა ქვემოთ ჩადით და ღვინო შეარჩიეთ, კარგი? სადაცაა მოვლენ...-გავიგონე ელისის ხმა. მისთვის თვალი არ მომიშორებია ისე დავუქნიე თავი. ედვარდისკენ გავემართე. მან სარდაფისკენ წამიყვანა, პირველი თვითონ ჩავიდა საკუჭნაოს იატაკში დატანებული ლუქით, შემდეგ მე დამეხმარა ჩასვლაში. სინათლე აანთო, მაგრამ კედელთან მიდგმულ ღვინის ბოთლებით სავსე სადგამებს კი არა მე დამიწყო ყურება. რამდენიმე წუთი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს. _მიბრაზდები?-მკითხა უცებ. _რაზე?-გამიკვირდა. _იმდღევანდელზე...-გაიგე ახლა რა იგულისხმა! _ედვარდ, მაგის დრო არაა. ღვინო უნდა შევარჩიოთ,-ვუთხარი და ბოთლებს მივუბრუნდი დიდი მცოდნესავით. _ღვინოს მე მივხედავ... ან რა მნიშვნელობა აქვს ღვინოს, როცა საქმე ორი ადამიანის ბედის შეერთებას ეხება...-მოვბრუნდი და პირი დავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ ამ დროს ზემოთ ზარის ხმა გაისმა. ელისმაც ჩამოგვძახა ზემოდან: _მოვიდნენ!-ედვარდმა რომელიღაც ორ ბოთლს ხელი დაავლო და ზემოთ ავედით. სუფრასთან მე და ედვარდი პირისპირ მოვხვდით, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევითობად არ ჩამითვლია. ვახშამმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ მე დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ ბოსტნეულის სალათისა თუ სხვა საკვების მირთმევით. ესმის მშვენივრად გამოსდიოდა ადამიანის როლის თამაში, გემრიელად მიირთმევდა, თავაზიანად იღიმებოდა და გონებამახვილურ ჩართვების აკეთებდა სხვების საუბრებში. კარლაილი და მისტერ ჰეილი ზოგადსაკაცობრიო თემებზე მსჯელობდნენ, ელისი თავის ბეჭდით აღფრთოვანებული ელაპარაკებოდა სადედამთილოს, ჯასპერს გადავხედე, ჩემი მზერა დაიჭირა და თვალები აატრიალა, როდის მორჩებიან ამ ბეჭედზე საუბარსო. შემდეგ ედვარდზე გადავიტანე მზერა, რომელიც მთელი საღამო დაჟინებით მიყურებდა. _კარგი იყო ლაშქრობა?-მკითხა. _არაფერი განსაკუთრებული...-ამაზე ლაპარაკი ნამდვილად არ მინდოდა. _სკოლაში რომ არ მოხვედი, ვღელავდი...-ჩურჩულით წარმოთქვა, მაგრამ ხმაურის მიუხედავად მაინც გავიგონე. ვახშმის შემდეგ მისაღებში გადაინაცვლეს ყავის დასალევად. მე კი ედვარდმა აივანზე, სუფთა ჰაერზე გასვლა შემომთავაზა, დავთანხმდი. _ბევრი რამ მინდა გითხრა და აგიხსნა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო...-დაბნეული ლაპარაკობდა ის. მოაჯირს მივუახლოვდით და წინ გადაშლილი მწვანე სივრცე დავინახე. ტყე, რომელშიც ხშირად დავდიოდი სანადიროდ. პირდაპირ, კარგა მოშორებით სხვებზე ოდნავ მაღალი ხე გავარჩიე. ნუთუ... ნუთუ ეს ის ხე იყო? მაშინ გამოდიოდა, რომ ყოველ ღამე ამ სახლს ვუყურებდი... ამ აივნის ზემოთ საძინებელში ანთებულ სინათლეს ვუთვალთვალებდი და არც ვიცოდი, რომ... _...ბელა, არ მისმენ?-გავიგონე მისი ხმა. _მმ...მაპატიე, რას მეუბნებოდი? _რას ფიქრობ ჩემზე?-რა პირდაპირობაა! რა უნდა მეპასუხა? _მაგ კითხვაზე რა პასუხს ელოდები? _გთხოვ, გულახდილად მითხარი რას ფიქრობ ჩემზე. _გულახდილად? _ჰო _დარწმუნებული ხარ, რომ ამის მოსმენა გინდა? _სრულიად _მე მგონია, რომ... ცუდი ადამიანი ხარ. აი, ეს მგონია!-მივახალე. რამდენი წამის განმავლობაში უბრალოდ მიყურებდა. არ გაკვირვებია და არც ყვირილი დაუწყია, როგორ მიბედავ-ის ძახილით, როგორც მე მეგონა. _ბელა, შენ არ მიცნობ...-თქვა ბოლოს.-მაგრამ მინდა, რომ გამიცნო. _ბელა, ჩვენი წასვლის დროა!-გავიგონე ესმის ძახილი. _უნდა წავიდე...-კარისკენ გავტრიალდი. _მოიცა...-მომაბრუნა მან. -მინდა ყველაფერი გავარკვიოთ... დარჩი, გთხოვ...მეთვითონ წაგიყვან სახლში... _ბელაა!-მეძახდა ესმი. _არ შემიძლია,-ვუპასუხე და ოთახში დავბრუნდი. ის ისევ გაუნძრევლად იდგა სადაც დავტოვე. აივნის კარში თავი შევყავი და ვუთხარი.-ხვალ სკოლის მერე სასაფლაოზე ვაპირებ წასვლას. _ბელა, რაღაც უნდა გითხრა,-მითხრა ბილიმ, როცა სახლში მივედით და მე ჩემ ოთახში ავედი.- ჩემი ერთი მეგობრისგან შეტყობინება მივიღე. სასწრაფოდ მასთან წასვლას მთხოვს. _ასე მალე უნდა წახვიდე?-გული დამწყდა. _ჰო, მაგრამ მალე დავბრუნდები. _სად მიდიხარ? _ევროპაში,-წავუსტვინე. _და მალე დაბრუნდები? არამგონია. _კარგი ჰო, ნუ მებუტები... ხომ იცი როგორ მიყვარხარ? სახეზე გატყობ საღამომ კარგად ჩაიარა. _ნორმალურად. ედვარდს ჩემთან დალაპარაკება უნდა. ხვალ, სკოლის მერე სასაფლაოზე შევხვდებით. _ჰმმ, ძალიან კარგი. მგონი, ჩემ დახმარებას აღარ საჭიროებ. წავალ, მაგრამ ხშირად მოგწერ და მომიყევი რა მოხდება ხოლმე. _კარგი...-ამოვიხვნეშე და გადავეხვიე.-მომენატრები... _მეც,-სანამ თვალებს გავახელდი, ის აივნიდან გაქრა...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2010-11-23, 10:00 PM | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 1:01 AM | შეტყობინება # 162 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|
|