ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 8:44 PM | შეტყობინება # 77 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, მერამდენე მაიერი იბადება ჩვენს საიტზე??? ორი თავი წავიკითხე მიყოლებით... და რეაქცია: ო მაი გაად!!!! ვაიმეე, ალტერნატივის უნახავს გაგხდის ძაალიაან მაგრად წეერ, ჩემო კარგოოო :* :* :* თან მისასალმებელი ფაქტია, რომ ორიგინალ ტექსტთან ახლოსაა შენი თხრობა!!! ვაიმე, აი მინდა ეს მთელ წიგნად მქონდეს და 2 საათში სუულ გადავიკითხაავ!!! რა საინტერესო ურთიერთობა აქვს ბელას ედვარდთან, თუ ამას ურთიერთობას დავარქმევთ და გამოვყოფ იმას, რომ როგორც ედვარდი, ვამპირი ბელაც მელომანია რაღაცნაირად მოუხდა... დე ესმე როგორვ ყოველთვის შესანიშნავი პიროვნებაა!!! ნუ ეს როზალი გასაგებია, ყოველთვის კარგი ვერ იქნება... მმ... ქორწილი როგორ მაინტერესებს, მაგრამ არამგონია სიძე ცოცოხალი გადარჩეს დარწმუნებული ვარ ედვარდი უბრალოდ დაშავებულია... მაგრამ მაინც ვნერვიულობ... მითხარი, რომ უბრალოდ მსობუქი დაზიანებებით წევს საავადმყოფოში??? და ბეელაა ბოლოოოს როგოორ გადაირიიიაააა საყვარეელიიი..... ასევე მომწოონს (ნუ ყველაფერი, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნო) სისხლისადმი შენი დამოკიდებულება არასოდეს დაივიწყო, რომ ის ამ ეტაპზე ბელასთვის მაინც ყველაზე "სასურველად" რჩება... ყველაფერიი შესანიშნავად გაქვს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ბეტა არ გყავს თუ მეშლება? წარმატებებს და უფრო ბეეევრ მკითხვეელს გისურვეებ :* შესანიშნავი მწერალი ხაარ, ტაკ ძერჟაც!!!
| |
|
|
|
|
Tako | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 11:12 PM | შეტყობინება # 80 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| anii gadaviriee.. bolo 3 tavi ar mkonda wakitxuli da ertdrou;lad wavikitxee... ra magariaa... auf metki damxvdeba shemdeg verdze shemdegi tavi tko :S:S:S rogor mainterebs... dzalian nichieri da gansxvavebuli mwerali xar! martla sxvanaiurad wer. iunoric rom gaqvs chartuli gansakutrebit is momowns, sisxlis dalevis "evropuli" kultura bella dzzalian saintereso pirovnebaa ki arada racaa mamamisis saflavis meti rom aravin ar yavs sanugeshod. es edwardic kide ra cvalebadia... imedia isev adamianada darcheba xoo? au ar minda vampiri edwardii :S (vaime amas me vambob?? ) me vin var rom gafaseb, mara martla gagijebuli var ise momowns sheni weirs maneraa bellas grdznobebis da fikrebis gia gamomjgavneba pirdapir magijebs, tan es yvelaferi ise kargad gamogdis. literaturulad dzlaian gamartulad! emoicebi kide dzaan magaria cshirad mecineba bellas moilodnel wamodzaxilebze shen iseti shustri xar , agarc geubnebi male dade tko, vici male dadeb (?) :*:*:*:*:*:*:*:*
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 11:20 PM | შეტყობინება # 81 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| stupid_l@mb, შენი კომენტარი რო წავიკითხე, მივხვდი რომ თურმე გასაგებად გადმომიცია ის, რის გადმოცემასაც ვცდილობ. ანუ ყველაფერი ისე აღწერე, როგორც მე მქონდა ნაგულისხმევი სისხლის წყურვილს რაც შეეხება. რაღაც მომენტებში მართალი ხარ, "მავიწყდება" ხოლმე რომ მუდმივად უნდა ტანჯავდეს ეს. მაგრამ მე რაღაც ისე გამომყავს, რომ განაკუთრებით სისხლის სუნს როცა გრძნობს მაშინ უნდება, თორე სხვანაირად მომიწევს სულ იმაზე ვწერო როგორ წყურია. მოკლედ, შენს რჩევას გავითვალისწინებ აუცილებლად. ბეტა არ მყავს. მოიცა, "სასურველში" ედვარდი იგულისხმე? ო, მანდ სხვანაირადაა საქმე. ედვარდს რაც მოუვიდა ხვალ გაიგებთ მასეთი გულისგასახარი შეფასებისთვის დიდი მადლობაა საყვარელი ხარ. Rosalie, შემოგევლეე. არა, მასე არ მოხდება, მაგრამ გულის გასახეთქი არაფერია მე ეხლა ედვარდს ცუდი რამისთვის გავიმეტებდი?! sofka, რა კარგი ხარ. ბოდიში რა მოსატანია, როგორ გეკადრება. თავებს ყოველდღე ვდებ თუ არ მოვკვდი და კომპთან დამსვეს აბაა, ინტრიგნები ვართ, მარა მგონი ზედმეტად არა... პატარა დოზით არაუშავს. ხვალ დავდებ აუცილებლად ახალ თავს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა (მაგალითად, ასტეროიდი თუ არ დამეცა, ან უნიში თუ არ დამიტოვეს იმის გამო რო კოლოქვიუმი ვერ დავწერე, ან ინტერნეტი თუ არ გაითიშა, რავიცი ათასი რამეა ) შენი ფიკის ახალ თავს ველოდები ხვააალ დამატებულია (2010-11-14, 11:20 PM) --------------------------------------------- Tako, ადამიანი დარჩება აუცილებლად. აქაც რო ვამპირი იყოს რაღა გამოვა ეგ კულტურა მეც მომწონს (ეჰ ვამპირის დღიურების გავლენა იგრძნობა, ხო? მარა რა ვქნა ეხლა ასე უფრო სასიამოვნო წარმოსადგენია ქალი ვამპირები.) Quote (Tako) me vin var rom gafaseb ეს ფრაზა არ მომეწონა. შენ უნდა შემაფასო და სხვებმა აბა როგორ? აბა ვისთვის ვწერ რა გგონია? ბელას რეაქციებზე მეც მეცინება ხოლმე შემდეგი თავი ხვალ
| |
|
|
sofka | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 11:26 PM | შეტყობინება # 82 |
( Smile For Me )
377
Offline
| Quote (AnasteishA) ბაა, ინტრიგნები ვართ, მარა მგონი ზედმეტად არა... პატარა დოზით არაუშავს. xoo aba eg aucilebelia kaco magis gareshe uintereso da mosawyeni iqneba Quote (AnasteishA) ხვალ დავდებ აუცილებლად ახალ თავს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა (მაგალითად, ასტეროიდი თუ არ დამეცა, ან უნიში თუ არ დამიტოვეს იმის გამო რო კოლოქვიუმი ვერ დავწერე, ან ინტერნეტი თუ არ გაითიშა, რავიცი ათასი რამეა ) ui ras ambob?! maseti rameebisgan gmertma dagifaros Quote (AnasteishA) შენი ფიკის ახალ თავს ველოდები ხვააალ xoo albat sagamos iqneba, tore mteli dge vin damsvavs komptan me sacodavs?
ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული
[
| |
|
|
|
|
elle____ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 3:37 PM | შეტყობინება # 85 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 3:54 PM | შეტყობინება # 87 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| AnasteishA, არაფერიც არ გავიწყდება, პირიქიით!!! ზუსტად როგორც საჭიროა ისეთი როლი აქვს შენთან სისხლის წყურვილს სასურველშიც სისხლი ვიგულისხმე... ამ ეტაპზე ბელა კარგად ვერ ხვდება ჯერ, რა შარში ყოფს თავს (ანუ ადამიანი რომ უყვარდება) ამიტომ სიისხლიიი მაინც პირველ პლანზეა. იცი, ალტერნატივის წერა ცოტა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ჩვეულებრივი ფიკის. ვგულისხმობ იმას, რომ სიუჟეტი საინტერესოსთან ერთად სწორიც და ლოგიკურიც უნდა იყოს... შენთან (და საერთო ყველასთან, ვინც ალტერნატივას წერს, ნუკა რომ არ მეხსენებინა არ შემეძლო ) ეს ყველაფერი შესანიშნავადაა და ძალაინ მიხარია, რომ ასეთი განვითარებული წერის კულტურის მქონე პიროვნებები ხაართ საიტზე :* :* :* მადლობა პირიქით შენ, ჩემო კარგო, ასეთ საააყვაარეელ რაღაცას რომ წეერ :* :* :*
შეტყობინება შეასწორა stupid_l@mb - ორშაბათი, 2010-11-15, 3:56 PM | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 4:28 PM | შეტყობინება # 88 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| mary-black, ara :P waikitxe da naxav elle____, dzalian kargi sheni daintrigebac tu movaxerxe saaali, shemdeg tavs davdeb cota xanshi. vcdilob ro saintereso iyos, ramdenad gamomdis eg sxva saqmea, magram me namdvilad vcdilob. ho, vampiris dgiurebze madloba, ambolo dros vegar movicale ro wavikitxo mainc, tu ar vtargmni, mara gadavyevi am chem fiks da swavlas stupid_l@mb, hoo, cota rtul saqmes shevechide. magram momwons es sirtule da imedia moverevi shen komentarebs vitvaliswineb da shenishvnebsac velodebi.
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-15, 7:04 PM | შეტყობინება # 90 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 9. ბოროტი ხუმრობა "ეს სახელი ემეტმა წარმოთქვა და არ მომჩვენებია? რაო? ედვარდ კალენიო? ედვარდი... ედვარდ კალენი..." სამყარო დამემსხვრა თავზე, მიწა გაიხსნა და ხრიალით ჩამიტანა. თითქოს ტანკმა გადამიარა, არა, კი არ გადამიარა, ზემოდან დამაწვა თავისი "მუხლუხებით" და ასე დარჩა. გავშტერდი. ვიჯექი და ვერ ვიჯერებდი, რომ მორჩა... ყველაფერი მორჩა... მათ ჩააქრეს სიცოცხლე... სიცოცხლე, რომელიც შეიძლებოდა ჩემი გამხდარიყო...ვგრძნობდი როგორ მივლიდა სხეულში ცხელი ტალღები... შხამის, ბოღმის, ბრაზის, ტკივილის ტალღები და ვიცოდი, რომ ცოტაც და გავგლიჯავდი ამ ორს. ისინი ჩემზე ბევრად ხნიანები და ძლიერები იყვნენ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ოთახიდან ვერცერთი ვერ გააღწევდა. გონება მთლიანად მოიცვა ერთადერთმა სურათმა: ედვარდ კალენი ყელდასისხლიანებული და თვალებგახელილი, მზერაგაყინული გდია უკაცრიელ ქუჩაში. ეს სურათი ისე მოქმედებდა ჩემზე, როგორც ხარზე ტორეადორის წითელი ალამი. ყელში შხამი მომაწვა, ზუსტად ვიცოდი თვალებიც ჩამიმუქდა, წამიც და თავს დავესხმებოდი მათ. მაგრამ უცებ ემეტის ხარხარის ხმა გავიგონე. თითქოს დიდხანს იკავებდა თავს და ბოლოს სიცილი წასკდა. ახლა ბოლო ხმაზე გულიანად ხარხარებდა. როზალიც აყვა. ყველაფერს მივხვდი, გავმხეცდი, ავდუღდი. _მოგკლააავთ!!!!-ვიყვირე და ემეტს მივვარდი, საკბენად ვიწევდი, მინდოდა გამებდღვნა, გამეცამტვერებინა და აღარასოდეს გამეგონა ეს საზიზღარი ხარხარი. ემეტმა სულ ადვილად დამიკავა ხელები, ისევ იცინოდა. _რა სულელი ხარ! მართლა... მართლა გეგონა, რომ ასეთი უნებისყოფო ვარ? რომ ვიღაც იდიოტს დავესხმებოდი თავს? შტერი ბავშვი!-სიცილით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მომახსენა. _ბელა... ბელა... რით ვერ ისწავლე ჭკუა?-იცინოდა როზალიც. მზად ვიყავი ორივე დამეჭირა და თავები ერთმანეთზე მერახუნებინა. სამწუხაროდ, არც ასე ძლიერი ვიყავი. _იდიოტებო!!!-ვღრიალებდი მთელი ხმით. ჩემი ხმა მეთვითონვე მაშინებდა, რომელიღაც მტაცებლის ბდღვინვას გავდა, მაგრამ გრძნობებისა და ემოციების დამორჩილება არ შემეძლო. მაინც არ ვნებდებოდი და ემეტის მარწუხებივით შემოჭდობილ ხელებს უსუსრად ვებრძოდი. ბოლოს როცა სიცილს მორჩნენ, როზალი თავის "ხუმარა" იდიოტს მიუბრუნდა და უთხრა: _ხომ გითხარი?!-თან ორაზროვანი მზერა ესროლა. _კი, მაგრამ არ მეგონა ასე თუ ჰქონდა შეტოპილი...-ორივემ ეჭვნარევი მზერით შემათვალიერა. _რას ბოდავთ?-შევუღრინე ბრაზით. _რაო, პატარა გოგონავ, ადამიანი შეგიყვარდა?-სიცილს ვერ იკავებდა ემეტი. გავშტერდი. _თქვენ სულ გარეკეთ.-თითქმის დამშვიდებული ხმით მოვუჭერი.-ხელი გამიშვი, თუ შეიძლება!-დავამატე. გამიშვა. სიძულვილით სავსე მზერით დავაჯილდოვე ორივე და ოთახი დემონსტრაციულად დავტოვე. _არა, რა... ნამდვილი გენიოსი მყავხარ! მაგრად გავერთეთ! -ისევ იცინოდა ემეტი. _მგონი ბელასაც მოეწონა ჩვენი ხუმრობა... დაინახე რა სახე ჰქონდა?-იცინოდა როზალიც. _დავინახე. გაბრაზებულ კატის კნუტს გავდა... ცინგლიანს და მაინც სახიფათოს...-ისევ იცინოდნენ. ტვინში მირტყავდა ეს სიცილი. ყველაფერს ავიტანდი: უაზრო შენიშვნებს, უკბილო ხუმრობებს, სულელურ ჩანაფიქრებს, ათას ოინს და ხრიკს, მაგრამ ასეთ მწარე დაცინვას კი ვეღარ. ოთახში შევვარდი, რაც შემეძლო სწრაფად, დავინახე ერთმანეთის კოცნით იყვნენ გართულნი. "როუზს ვიცი, რასაც ვუზამ. აი, ამას კი..." გავიფიქრე უცებ. ემეტის ყელთან გავჩნდი და წამში მისი ყვირილიც გაისმა. _ბელააააააააააააააააააააააააააააააააა! _...როუზ! კიდევ ერთხელ გიმეორებ: ასეთი რამ განმეორდება და... და... იცოდე, დაისჯები! თან მწარედ! როგორ არ გესმის, რომ ახლობელის, საყვარელი პიროვნების გრძნობებს, განცდებსა და ღირებულებებს პატივი უნდა სცე! შენ კი, ემეტ ფორბს, არ მოგცემ უფლებას ქალიშვილი გადამირიო! თუ გინდა ჩვენი ოჯახის ნაწილად იქცე, უნდა შეეგუო კიდეც მის ტრადიციებსა და ფასეულობებს! - "დაგაგვიანდა, თან 20 წლით..." გავიფიქრე. ესმი ზედმეტად ტოლერანტული, თბილი და მზრუნველი იყო საიმისოდ, რომ მკაცრი მშობლის როლი ეთამაშა. მე მესმოდა მისი, არ უნდოდა დაეკარგა ოჯახი, რომელიც არასდროს ყოლია და ახლა ჩვენთან ინაზღაურებდა დანაკარგს. ამიტომ გვპატიობდა ბევრ სისუსტესა და ნაკლს. უკვე კარგა ხანი ვუსმენდი ესმის ლექციას. ემეტი და როზალი მის წინ დატუქსული ბავშვებივით იდგნენ და ხმას არ იღებდნენ, მე ჩემი ოთახიდან ვისმენდი ამ ლექციას, რომელიც ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე არაერთხელ მქონდა მოსმენილი. _ესმი, არ გინდა... ხომ იცი მაგ იდიოტებთან არ ღირს...-ჩავიბურტყუნე. _ბლა ბლა ბლა... იუმორთან რომ დამეგობრებულიყავი ბევრად უკეთესად იქნებოდა შენი საქმე! -დამგესლა როზალიმ. _რომელ იუმორთან, გვერდით რომ გიდგას გაბადრული? არა, გმადლობთ. -ვუპასუხე მშვიდი ხმით. _ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთ, შენ კინაღამ შემიწირე!-გაბუტულმა მითხრა ემეტმა. გამეღიმა. "ძალიანაც კარგი!" _შენი ხმა საერთოდ ნუ მესმის! -დავიბღვირე, თითქოს დამინახავდა. _ემეტს შეეშვი, ყველაფერი მე მოვიფიქრე!-როზალი გამოექომაგა "საქმროს". _მაშინ ნურც შენი! -გამოვცერი კბილებს შორის. _მორჩით! თავი დაანებეთ ბავშვს! ჯერ-ჯერობით კი... მმ... -ესმიმ ისეთი შემართებით წამოიწყო, მეგონა რამეს მკაცრად ეტყოდა, მაგრამ ბოლოს რატომღაც წაილუღლუღა,-მოგვიანებით მოვიფიქრებ როგორ დაგსჯით... ჩემი ოთახის აივნიდან გავსხლტი ტყეში. ვიცოდი ესმი დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ამ როლის თამაშს და მალე ბოდიშს მოუხდიდა მათ სიმკაცრისთვის. არ მინდოდა ეს სიტყვებიც გამეგონა, თან მწყუროდა. სააფლაოზე მამიკო მოვინახულე, საფლავის ქვა ჩვრით გავწმინდე, მომხდარზე ვუამბე, შემდეგ კი ქუჩებში დავიწყე ბორიალი. სახლში დაბრუნება საერთოდ არ მინდოდა. ვიცოდი, "იმ ორის" საუბარს გავიგონებდი და უარესად გავცხარდებოდი. ახლა დიდი სიამოვნებით ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან მათ. მაგრამ ვიცოდი მათი წასვლა ძალიან ატკენდა გულს ესმის. მისი ხათრით ყველაფერი უნდა ამეტანა. უკვე შებინდებული იყო, მაგრამ შედარებით თბილი საღამო იყო და ქუჩაში ხალხი ირეოდა. არც მეგონა ამ ქალაქში ამდენი ადამიანი საერთოდ თუ ცხოვრობდა. _ბელა! -ვიღაც გოგო დამეძგერა. სუნით ვიგრძენი, ელის კალენი იყო. _ელის!-მიღიმოდა და მეც ღიმილით ვუპასუხე. _მარტო ხარ?-ხელკავი გამომდო და ერთად გავაგრძელეთ სიარული. _მმ...უკვე აღარ,-მისი ხალისიანი განწყობა გადამდები იყო. _მე ჩემ შეყვარებულსთან შესახვედრად მივდივარ. წამოხვალ? გაგაცნობ.-ელისმა თბილი მზერა შემომანათა. _ჯობია სახლში დავბრუნდები...უკვე გვიანია...ჩემები ინერვიულებენ...- ჩვეულებრივი "ადამიანური", სასაცილო მიზეზი მოვბოდე. _სულ ათი წუთის საქმეა...წამოდი...-სიტყვა "გთხოვ" არ უთქვამს მაგრამ მისი მზერა ისეთ მუდარას გამოხატავდა, რომ მეც კი არ ძალმიძდა შეწინააღმდეგება. _უხერხული არ იქნება?-ბოლო არგუმენტი გამოვიყენე. _ჯაზთან? რას ამბობ! ძალიან გაეხარდება! უყვარს ჩემ მეგობრებს რომ ვაცნობ ხოლმე...-სადღაც ქუჩის კუთხეში შევუხვიეთ და პატარა მყუდრო კაფეში შევედით, რომლის სახელწოდებაც, ქალაქივით მოსაყენი იყო: "ფიქრის სავანე". _ჯაზ!-ელისმა შესვლისთანავე ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან მჯდარ ვიღაც ქერათმიან მომხიბვლელ ბიჭს დაუქნია ხელი. მანაც ხელის აწევით უპასუხა. ელისი მისკენ წავიდა და მეც თან გამიყოლა. ერთმანეთს გადახვევით და ხანმოკლე კოცნით შეხვდნენ. _ჯაზ, გაიცანი, ეს ბელა სვონია, ჩემი ახალი მეგობარი, აი, რომ გიყვებოდი ის. ბელა, ეს ჯასპერ ჰეილია, ჩემი სიყვარული. _აჰ, ეს შენ ხარ? ელისმა მომიყვა როგორი სასიამოვნო საღამო გაატარა შენთან ერთად მაღაზიაში.-ბიჭმა გამიღიმა. მე გაკვირვებულმა გადავხედე ელისს. მე პირადად, იმ საღამოს სასიამოვნოს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. წვალება იყო და მეტი არაფერი. _მმ... "სასიამოვნოსი" რა მოგახსენო და ძალიან კი დამეხმარა.-რაღაც ხომ უნდა მეთქვა? მაგიდასთან ჩამოვსხედით. _რას მიირთმევთ?-თავაზიანად მოგვიბრუნდა ბიჭი. _მე ყავას...შენ ბელა?-ელისმა ცერად გამომხედა. _მე? მე... მმ... ისა... დიეტაზე ვარ. დაღამების შემდეგ არაფერს არ ვჭამ... და არც ვსვამ,-მოვიგონე სახელდახელოდ. _ოუ. მართლა? -გაკვირვებული ხმა ჰქონდა ელისს.-ესაა შენი სილამაზის საიდუმლო? _სილამაზის?-დავფიქრდი. -სილამაზის არა, სიგამხდრის. -ვუპასუხე ნელა, მერე კი დავამატე,-მე მალე დაგტოვებთ... ხელს არ შეგიშლით... _ნუ იჩქარებ, ელისს ძალიან სიამოვნებს შენს სიახლოვეს ყოფნა. ელისს ვინც უყვარს, მეც მიყვარს.-გამიღიმა ბიჭმა. _ჯაზ... რა საყვარელი ხარ...-ღიმილად დადნა ელისი. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ისე გაბრწყინებულები, შეყვარებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, ვიგრძენი, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. _ელის... ჯასპერ... მე დაგტოვებთ, კარგი?-წამოვდექი. ელისმა შეწუხებული გამომეტყველება მიიღო და მე ტვინის გადაქექვა დავიწყე არგუმენტების მოსაგონებლად, მაგრამ ელისს უცებ ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და მითხრა: _ხვალ ხომ მოდიხარ? არ დაგავიწყდეს, ედვარდი 8ზე გამოგივლის.-ჯანდაბაა, ნეტავ დარჩენა ეთხოვა. _ა, ჰო... წვეულება...-ჩავიბრტყუნე. _ბელა! აუცილებლად უნდა წამოხვიდე! -ხმა გაიმკაცრა ელისმა. ისეთი სასაცილო იყო, თავი ვერ შევიკავე. _კარგი, კარგი... 8ზე მზად ვიქნები...-სიცილით ვუთხარი. _არ დაიგვიანებს. _კარგი. აბა, წავედი მე. სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ!-ვუთხარი, თუმცა მათი გაბრწყინებული სახეების შემყურემ ზუსტად ვიცოდი, ჩემი "კეთილი სურვილების" გარეშეც იოლას გავიდოდნენ. გამოვბრუნდი და სწრაფი ნაბიჯით დავტოვე კაფე. ესეც ასე! ადამიანს დავუმეგობრდი. კიდევ უარესი- მის ნებას ვერ ვეწინააღმდეგებოდი. კიდევ უფრო უარესი- მისი ძმის სისხლი იყო ყველაზე მიმზიდველი რამ ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში. ამაზე უარესი რაღა შეიძლებოდა დამმართნოდა? პასუხი წამში მომაფიქრდა: ადამიანების გარემოცულ წვეულებაზე უნდა წავსულიყავი, თანაც იმ საზიზღარი ოქროსფერი კაბით!
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2010-11-15, 7:32 PM | |
|
|