ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 6:36 PM | შეტყობინება # 63 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| bella-bella, მადლობა. elle____, რა ბოდიში, როგორ გეკადრება :D მადლობა მასეთი შეფასებისთვის... ^_^ დამატებულია (2010-11-13, 6:36 PM) --------------------------------------------- 7. ორი მერყევი იდიოტი _ბელა, სად იყავი? როგორ გვანერვიულე! -მომვარდა ესმი როგორცკი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე. _ჰმ... მერე როზალის ვერ კითხე? დაზუსტებით იცოდა სადაც დამტოვა... -გესლიანი მზერა ვესროლე ემეტის მკლავებში მოქცეულ როზალის. ესმის მაინც როგორ არ ერიდებოდათ? _ზუსტად ორ საათში დავბრუნდით, მაგრამ იქ არ დაგვხვდი!-აქეთ მისაყვედურა ქალბატონმა. _რომ არ მიცნობდე, ვიფიქრებდი რომ დამცინი!-ვუთხარი და ესმის მივუბრუნდი.-სისხლი გვაქვს? ძალიან მწყურია.-სამზარეულოსკენ გავაბოტე, მაგრამ უცებ როზალი გაჩნდა ჩემს წინ. _ეგ რა არის?-პარკი უნებართვოდ გამომტაცა. _არაფერი! მომეცი აქ!-ვცადე იგივე ფანდით გამომერთმია, მაგრამ ამაცალა და ოქროსფერი ქსოვილი ამოაძვრინა პარკიდან. _ოჰოო! რაშია საქმე? რას გვიმალავ, ბელა?-თავს წამომადგა ემეტიც. _ოო, შემეშვით რა! -კაბა პარკში ჩავაბრუნე და სამზარეულოში გავედი. ესმიც უკან მომყვებოდა. _როზალის მე დაველაპარაკები... ეხლა კი მითხარი რაშია საქმე?-მკითხა და ჭიქა სისხლით გამივსო. _ესმი...-დიდი ყლუპი მოვსვი და თვალებში შევხედე.-ისეთი არაფერი არ მომხდარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ იმ ორმა გვრიტმა შუა ქუჩაში ჩამომაგდო მანქანიდან. მაღაზიაში ერთ ნაცნობს შევხვდი...ადამიანს. და მაიძულა კაბა მეყიდა. ვერაფრით ვერ მოვიშორე და დავეთანხმე. ეგონა წვეულებისთვის მინდოდა, მაგრამ არავითარ წვეულებაზე არ მივდივარ. უბრალოდ დრო გავიყვანე... სულ ესაა! -კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი. _მე კი ისე ვინერვიულე... ვიფიქრე, რომ...-ესმი თვალს ვერ მისწორებდა. რაღაცაში იყო საქმე. _რომ რა?-გაკვირვებულმა ვკითხე. _როზალიმ მიამბო...-დარცხვენილმა შემომხედა ესმიმ. უცებ ყველაფერს მივხვდი. _ეგ ხო ენას ვერ აჩერებს პირში! როზალი, ეგ კბილები მარტო ადამიანების დასაკბენად არ გაქვს!-დავუძახე სამზარეულოდან. პასუხი არ გაუცია, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გაიგონა. ჭიქა ბოლომდე მოვიყუდე, გამოვცალე, დავდგი და მხოლოდ შემდეგ მივუბრუნდი ესმის.- ესმი, სანერვიულო არაფერია. შეგიძლია ჩემში დარწმუნებული იყო. უკვე გადავლახე "ის" ეტაპი. _დარწმუნებული ხარ?-შიშით მკითხა.-ხომ იცი, მირჩევნია კიდევ ერთხელ მივატოვოთ ყველაფერი, ვიდრე... ვიდრე შენი სული დავაზიანოთ... _დარწმუნებული ვარ...- "თითქმის" -გავიფიქრე გულში. -ჩემში ეჭვი ნუ შეგეპარება, კარგი? იმ ადამიანს არ გავეკარები, არც მივუახლოვდები და ყველაფერი თავისით მოგვარდება.-ბოლოს გამამხნევებლად გავუღიმე. _ოღონდ თუ იგრძნობ, რომ თავს ვეღარ აკონტროლებ, აუცილებლად მეტყვი, კარგი?-მტკიცე ხმით მკითხა და მეც თითქმის იმავე სიმტკიცით ვუპასუხე: _კარგი. -თუმცა სანამ ამ სიტყვას ვიტყოდი, მანამდე ვიცოდი, რომ არასდროს, არასდროს არ ვეტყოდი ესმის, რომ თავს ვეღარ ვიმორჩილებდი. ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებდი ესმისთვის იმედი რომ გამეცრუებინა. ვიცოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მას ჩემით ეამაყა. _როზალის და ემეტს არ ელოდები?-უცებ გარაჟში გაჩნდა ესმი. დილა იყო, ჩემთვის კიდევ ერთი უძილო ღამე გათენდა, ადამიანებისთვის ალბათ კიდევ ერთი პარასკევი დილა, დამღლელი კვირის შემდეგ მომავალი ვიკენდის დასვენების მოლოდინით გამთბარი პარასკევის დილა. _არააა, ჯობია როზალის მანქანით წავიდნენ. მე მაგათთან ერთად ერთ მანქანაში ვეღარ გავჩერდები. _კარგი, ძვირფასო, როგორც გინდა.-გამიღიმა, თავის მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოში წავიდა. მეც მის კვალს მივყევი. გზაში ვფიქრობდი რა მექნა, თუ რომელიმე კალენი გამოვიდოდა კონტაქტზე. "იგნორი-საუკეთესო გზა!" ვუთხარი ჩემ თავს და როცა სარკეში შემთხვევით ჩემი თვალები შევნიშნე, გამეცინა. თეთრი, ელვარე კბილების დანახვაზე უფრო ხმამაღლა ავხარხარდი. ეშვები მართლა ისეთივე მქონდა როგორც მულტფილმებსა და საშინელებათა ფილმებში აქვთ ხოლმე ვამპირებს. მახსოვს, ჯერ კიდევ ადამიანობის დროს როგორ მეუბნებოდნენ ნამდვილი ვამპირის კბილები გაქვსო და ამაზე გულიანად ვიცინოდი ხოლმე. როზალის არ აქვს ასეთი ეშვები, არც ესმის და მგონი არცერთ ჩემ ნაცნობ "ჩვენნაირს" მაგრამ მაინც ჩემზე არანაკლებ სისხლისმსმელები არიან. უცებ დავსერიოზულდი, რადგან დავინახე როგორ პირდაღებული მიყურებდნენ გვერდზე ჩავლილი მანქანიდან. ალბათ ეგონათ, რომ გავაფრინე! ამაზე ისევ გამეცინა. მუსიკა ჩავრთე და სიჩქარეს მოვუმატე. საინტერესოა რა მოხდება ახლა იმ ტრაილერს რომ დავეჯახო? ვკითხე საკუთარ თავს. "არაა, ესმი ინერვიულებს ამ კაცს რომ რამე დაემართოს" გავიფიქრე და სასწრაფოდ გადავუხვიე გზიდან. ავტოსადგომზე შევედი, მანქანა დავაყენე, მაგრამ არ გადმოვსულვარ. მუსიკას ვუსმენდი და საათს ვამოწმებდი ხშირ-ხშირად. თვალები დახუჭული მქონდა და ისე ვუგდებდი ყურს სამყაროს. არადა როგორ მინდოდა საერთოდ გავთიშულიყავი, როგორც ადამიანი და დამესვენა ყოველგვარი ემოციების, განცდების, აღქმებისა და ფიქრებისგან. ვიღაც მომიახლოვდა. ფანჯარაზე დააკაკუნეს და მაშინღა გავახილე თვალები, სხვაგვარად არაბუნებრივად გამოვიდოდა. ელის კალენი მიღიმოდა. მეც გავუღიმე, მაგრამ ალბათ სულელურად გამომივიდა. ხელით მანიშნა მინა ჩაწიეო. დავემორჩილე. _არ მოდიხარ? ზარი დაირეკა _ამმ... კი...-ჩანთა ავიღე და გადავედი. _შენი და და მისი შეყვარებული ვნახე... _უკვე მოვიდნენ?-გამიკვირდა. _კი, უკვე შევიდნენ შიგნით. როუზმა მითხრა, რომ ძალიან მოეწონა შენი კაბა... _ჩემთვის რაღაც არ უთქვამს ეგ.-ჩავიბუზღუნე. _მითხრა, რომ ცუდ ხასიათზე დაბრუნდი სახლში. ეს ჩემი ძმის გამოა?-გამაჩერა და თვალებში ჩამხედა. -მითხარი, რას გიშავებს ჩემი ძმა, რატომ ვერ იტან და გპირდები აღარასოდეს შეგაწუხებს. _არა, არა. საიდან მოიტანე? შენი ძმა არაფერ შუაშია. როზალიზე ვიყავი ნაწყენი. ეგ როგორ იფიქრე... შენი ძმა გუშინ ძალიან თავაზიანი იყო.-რატომღაც ვიუარე, არადა პირიქით ვაპირებდი. მინდოდა მეთქვა, რომ არც დასთან და არც ძმასთან ურთიერთობა არ მინდოდა და მეთხოვა თავი დაენებებინათ ჩემთვის, მაგრამ ამის მაგივრად,-შეგიძლია სთხოვო, კვირას გამომიაროს?-უცებ პირზე ხელი ავიფარე. ნუთუ ეს მე ვუთხარი? "სულ გააფრინე? ეს რამ გათქმევინა?!" მიყვიროდა ჩემი თავი. ელისმა გაოცებულმა შემომხედა. _კი, რა თქმა უნდა. _არა, თუ ვერ მოახერხებს არ მეწყინება...-დავამატე უსუსურად. _რას ქვია, ვერ მოახერხებს? აუცილებლად გამოგივლის. ზეგ, საღამოს 8ზე მზად იყავი. - "ეს რა ჩაიდინე?" მიყვიროდა გულიც და გონებაც. მე დებილივით მივდიოდი და დატუქსული ბავშვივით ვუსმენდი ჩემი კეთილგონიერების ყვირილს. _მე იტალიური მაქვს, შენ? _მე...-ცხრილი დავაძრე. -ბიოლოგია...-წარბები შემეჭმუხნა. ვიცოდი იქ ვისაც შევხვდებოდი. ჩვენი საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდა. დერეფანში ედვარდი იდგა ისევ იმ წითელთმიან გოგოსთან ერთად. ნიკაპი მაღლა ავწიე, ელისს დავემშვიდობე და კლასში შევედი. _ედვარდ, ერთი წუთით...-გავიგონე ელისის ხმა. ფანჯარასთან ყველაზე ბოლო მერხზე დავჯექი და მოსასმენად მოვემზადე, ოღონდ არა მასწავლებლის, არამედ დერეფანში მოსაუბრე და-ძმის. _ვიკი, მერე გნახავ, კარგი? აბა, რა ხდება?-ალბათ ელისს მიუბრუნდა. გავიფიქრე. _ბელამ მთხოვა, შენთვის გადმომეცა, რომ კვირას გაუარო და წამოიყვანო. _ოჰოო? -გაკვირვებული ხმა ჰქონდა. -მართლა მეუბნები? _ხო იცი ასეთი ხუმრობები არ მიყვარს. _ესეიგი გამომიაროსო? -ჩაფიქრებით ჰკითხა.- დავიჯერო ასე მალე...?-უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნა, მგონი ელისმაც ვერ გაიგო. _იცოდე, წესიერად უნდა მოიქცე, გაიგე? წესიერი გოგოა და არ იმსახურებს სხვანაირ მოპყრობას! -მკაცრად უთხრა ელისმა და ამ გოგოს მიმართ რატომღაც მადლიერება ვიგრძენი. სამაგიეროდ მის თანამოსაუბრე ვაჟბატონზე გავბრაზდი. _ო, კარგი რა. ისევ არ დაიწყო! ყველა გოგო ერთნაირია! _ედვარდ! _შენს... თუ მის თხოვნას შევასრულებ... დანარჩენი მე ვიცი!-უთხრა და ორ წამში საკლასო ოთახში შემოაბიჯა. კლასი მოათვალიერა, გაიღიმა და ჩემსკენ გამოემართა. წესით ეს არ უნდა შემემჩნია, რადგან ფანჯარაში ვიყურებოდი. _დილამშვიდობისა, ბელა!-მითხრა, ჩანთა ძირს დააგდო და გვერდით მომისკუპდა. -ელისმა მითხრა, რომ... _ვიცი, მე ვთხოვე, მაგრამ შეგიძლია არ შეიწუხო თავი!-ვუთხარი ისე, რომ ფანჯრისთვის არ მომიცილებია თვალი. _რა შეწუხებაა... აუცილებლად გამოგივლი.-მხიარული ხმა ჰქონდა. პაუზა ჩამოწვა, შემდეგ კი ჩაფიქრებულმა დაამატა.-ძალიან სწრაფად იცვლი აზრს... _ჰო, ასეთები ვართ გოგოები...-მოვბრუნდი, თვალებში შევხედე და გესლიანად ვუთხარი. გაოგნდა. _უცნაური ვინმე ხარ.-მითხრა მოღუშულმა. _გაკვეთილი დაიწყო.-ვანიშნე მასწავლებელზე, რომელის ის-ის იყო შემოვიდა და მისთვის მეტჯერ აღარც შემიხედავს. _მამა, აი, ისევ აქ ვარ! ოღონდ თუ "ის" მოვა, მაშინვე წავალ! მისი დანახვაც არ მინდა! ასეთი უბადრუკი არარაობა ჯერ არ მინახავს! როცა ვიცი, რომ ასეთი საზიზღარია, მისი სისხლის დალევის სურვილიც კი მიქრება! პრინციპში იქნებ ეს უკეთესიცაა! რა უგემურიც თვითონაა, სისხლიც ისეთი ექნება! იმედი მაქვს თავიდან მოვიშორებ და ახლოსაც არ გამეკარება, თუ არა და სიამოვნებით დავანახებ რა ხდება, როცა ვამპირს თავს აბეზრებენ! მმ... თუმცა არა... სამწუხაროდ ეს არასდროს მოხდება! რას ვამბობ, სამწუხაროდ კიარა საბედნიეროდ! რა სულელი ვარ!-გავყუჩდი. ის იყო პირი გავაღე ახალი სიბრძნეების ამოსაფრქვევად, რომ დავინახე სასაფლაოზე ვიღაც შემოვიდა. -მამა, კარგად! -ვუთხარი საფლავის ქვას და საპირისპირო მხარეს წავედი. _ნუ გამირბიხარ, ბელა სვონ!-გავიგონე ძახილი. ო_ო. გავჩერდი. _რამე მითხარი?-ვკითხე როცა მომიახლოვდა. _კი. გკითხე, რატომ გამირბიხარ-მეთქი. _მეე? სულაც არ გაგირბივარ. _აბა, რა ხდება? დამინახე თუ არა, წასასვლელად შებრუნდი. _ჰო. სახლში მაგვიანდება. _არ მჯერა. _შენი ნებაა.-წასასვლელად შევბრუნდი. _მოიცა!-სცადა ძველებურად დავეჭირე, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა, ხელი ავაცალე. _რა გინდა? _შენთან საუბარი! _მეჩვენება, თუ სწრაფად იცვლი აზრს? უფრო სწორად ქამელეონივით სხვადასხვანაირი ხდები? ხალხში სხვანაირი ხარ, მარტო როცა ვრჩებით-სხვანაირი. _გეჩვენება.-მომიჭრა წარბშეკრულმა, მაგრამ ეს აშკარად იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ განსხვავებას ისიც გრძნობდა. თვალებში ვუყურებდი, იმედი მქონდა თვალებს დახრიდა, მაგრამ ამაოდ. თამამად მისწორებდა მზერას. _კარგად იყავი.-ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი. არ გამომკიდებია. მანქანაში ჩავჯექი, ძრავა ავამუშავე. გავიგონე რაღაცას ვბურტყუნებდი, ოღონდ რას მეც არ ვიცოდი, რაღაც სიტყვები გავარჩიე, "ორ მერყევ იდიოტზე" ვამბობდი რაღაცას.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-11-13, 6:44 PM | |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 9:03 PM | შეტყობინება # 67 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| elle____, ori dge rato? yovel dge vdeb tavebs. Rosalie, mec momwons eg :D bella-bella, madlobaa დამატებულია (2010-11-13, 9:03 PM) --------------------------------------------- au furcelze miweria mizezi, ratomac svaven chiqidan sisxls da aq ar gadmomitania, eg rogor gamomrcha
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2010-11-13, 9:04 PM | |
|
|
elle____ | თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 9:09 PM | შეტყობინება # 68 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 4:42 PM | შეტყობინება # 72 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| 8. მსხვერპლი სახლში რომ მივედი შეყვარებულები უკვე როზალის ოთახში იყვნენ შეკეტილები. თეთრ როიალს მივუჯექი და ჩემს მიერ შექმნილი ნაზი მელოდიის დაკვრა დავიწყე. აღელვებული ვიყავი და დამშვიდება მესაჭიროებოდა. კლავიშებს თითის წვერებით ვეხებოდი და მთლიანად ვიძირებოდი მუსიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალდახუჭული ვუკრავდი და ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. სადღაც შორს ვიყავი, უსასრულობაში...ნაცნობ მელოდიას რამდენჯერმე გადავუხვიე, ხან უწყინარი ანცობის იერს ვაძლევდი, ხან ვნებიანი სიგიჟის, ხან ისევ ნაზ, მშვიდ მელოდიაში გადამყავდა. როიალთან თავს უბრალოდ ბელად ვგრძნობდი და არა ურჩხულად, რომელსაც შემთხვევით დაარქვეს სახელი. თითები თავისით მიყვებოდნენ მელოდიას, კლავიშებს და თითქოს მე კი არ ვუკრავდი ამ მელოდიას, ეს მელოდია მაიძულებდა რომ დამეკრა. ვერც ვიგრძენი როგორ გადაიზარდა ეს მუსიკა ჩემთვისვე უცხო, აქამდე შეუცნობელ ჟღერადობაში. სევდას და ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ არ მეგონა მუსიკით ასე თუ გამოვხატავდი. "ედვარდი. ედვარდ კალენი. რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში? რატომ მომისაჯა ღმერთმა პირად საცდურად? რატომ არ შემიძლია უბრალოდ...უბრალოდ აღარ ვიფიქრო მასზე? არც მას მივაქციო ყურადღება, არც მის პარტნიორ ჟღალთმიან გოგონას? თუ სასწრაფოდ არ ჩამოვიშორებ, ერთხელაც ვერ გავუძლებ ცდუნებას და..." მხოლოდ ორი წამის შემდეგ ვიგრძენი, რომ დაკვრა შევწყვიტე. თვალები გავახილე და ხელებზე დავიხედე. უსუსურად მელაგა კლავიშებზე. დებილივით გავიღიმე, ალბათ საკუთარი თავის გასამხნევებლად, მაგრამ არ მიშველა, ისევ მოვიღუშე. დაკვრა განვაახლე და თვალები ისევ დავხუჭე. ისევ სევდიან მელოდიას ვუკრავდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირდა, რამდენიმე ჟინიანი აკორდიც შევუწყვე. "არა, არ მივცემ საშუალებას, რომ ცხოვრება დამინგრიოს და იქ დამაბრუნოს საიდანაც დავიწყე! მე ძლიერი ვარ, მე ამას შევძლებ!" გავიფიქრე და მელოდია ბოლოსკენ წავიყვანე. ბოლო ნოტები მაინც საოცრად სევდიანი და ნაზი გამოვიდა... _ესმი...-დავიჩურჩულე როცა ხელები თეატრალურად ჩამოვიღე კლავიშებიდან. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რამდენიმე წამის წინ, მაგრამ ვიცოდი როგორ უყვარდა როცა ვუკრავდი და დაკვრა არ შემიწყვეტია. _რა ლამაზი მელოდია იყო! ახალია?-მკითხა, თან თბილ მზერას არ მაშორებდა. _მმ...მგონი კი. ისე ჩავეფალი მუსიკაში, რომ ვერც გავიგე სახლში როდის შემოხვედი. _ახლახანს მოვედი. _მოიტანე?-ვკითხე საკმაოდ გაურკვევლად, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მიხვდა რაზეც ვკითხე. _მმ...კი. მაგრამ ბელა... ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს სვავ...-შეწუხებული გამომეტყველება მიიღო. _ასე ფიქრობ? _მგონი კი... დაფიქრდი, იქნებ საზიანოა იმ ბიჭთან ყოველდღიური შეხვედრა? იქნებ... _ესმი!-გავაწყვეტინე უცერემონიოდ. -სრულიად ვაკონტროლებ თავს! უბრალოდ მომწყურდა და მეტი არაფერი! წამო, დავლიოთ...-მის მიერ მოტანილი პარკი გამოვართვი და სამზარეულოში შევნარნარდი. ჭიქებში ჩამოვასხი და ერთი მას გავუწოდე. ესმი სისხლის ასე დალევას უფრო ცივილიზებულად მიიჩნევდა. მას სურდა ადამიანის ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიახლოვებული ცხოვრების სტილი გვქონოდა და ამიტომ ცხოველს იჭერდა, კლავდა, სისხლს ბოთლში აგროვებდა და ჩვენთვის მოჰქონდა, როგორც არწივს მიაქვს მატლები და ჭიაღუები თავისი მართვეებისთვის. ჩვენ მერე ჭიქებში ვანაწილებდით და ნებიერად ვწრუპავდით. ხოლო როცა მე და როზალი პირდაპირ ტყეშივე ვსვავდით ჩვენს მიერ მოკლული ნადირის სისხლს, ესმი გვინაწყენდებოდა და ველურებს გვეძახდა. ეს ევოლუციის კიდევ ერთი ეტაპის განვლის შედეგი იყო. _"ისინი" სად არიან?-მკითხა ესმიმ. _სად იქნებიან?!-ზევით ვანიშნე თავით. _ჰო, მანდ ვიყავით, სანამ შენი ბრახუნით ტვინს გაგვიწყალებდი!-მოგვესმა როზალის ხმა და თვითონაც გამოჩნდნენ სამზარეულოში. "ჩემ ბრახუნში" ალბათ როიალზე დაკვრა იგულისხმა. დავიბოღმე. -ესმი, ჩვენ მივდივართ!-გააგრძელა ისევ მან. _საით?-ესმიმ გაკვირვებულმა ჰკითხა. _მინდა ემეტს ქალაქი დავათვალიერებინო...-როზალიმ მომხიბვლელად გაუღიმა დედობილს. "ჰო, ქალაქი უნდა დაათვალიერებინო, განსაკუთრებით კი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ტყე," გავიფიქრე ირონიით.-დროებით!-გვითხრა როზალიმ. ემეტმა ხელი დაგვიქნია, მე თვალი ჩამიკრა (პასუხად დავეჯღანე) და სახლიდან გავიდნენ. რამდენიმე წუთი თითქოს მათ კვალს გავყურებდით. მერე მივუბრუნდი და ვკითხე. _ეს დიდხანს უნდა დარჩეს ჩვენთან? _ბელა! ჩემს ოთახში ვიწექი და კლასიკას ვუსმენდი. ხანდახან საკუთარი "შედევრს", სხვისი დაკრულის მოსმენას ვამჯობინებ ხოლმე. კარზე ესმიმ მოაკაკუნა. _შეიძლება?-სულ ოდნავ შემოაღო კარი. რა საჭიროა ეს "პროტოკოლი",ტაქტი და ათასი სისულელე, როცა საქმე "ჩვენნაირების" ოჯახს ეხება? არასდროს არ მესმოდა. _ესმი, შეგეძლო დაუკაკუნებლად შემოსულიყავი, იგივე როზალის არ ეხება, მაგრამ ის სულ ასე იქცევა.-დივანზე წამოვჯექი. _ამიტომაცაა ის როზალი მე კი ესმი.-გამიღიმა, გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და გააგრძელა.-თუ მნიშვნელოვან საქმიანობას არ მოგწყვეტ, მინდა ერთ რამეში დამეხმარო... _კი, ბატონო. რა უნდა გავაკეთოთ? _უამრავი საქმე გვაქვს...-ესმი საქმიანად წამოხტა. გაკვირვებულმა შევხედე.-სამუშაო ოთახში გავიდეთ...-პირველ სართულზე, კაბინეტის გვერდით მოწყობილი სამუშაო ოთახისკენ გაემართა. "სამუშაო ოთახი" ესმიმ დაარქვა, რადგან უსაქმურობის ჟამს (ასეთი პერიოდი საკამოდ ხშირად გვქონდა ხოლმე) ამ ოთახში მოდიოდა და თავს სხვადასხვა საქმიანობებით ირთობდა. ამჟამად ეს ოთახი მოლბერტს, სხვადასხვა ქსოვილების ესკიზებიან კატალოგებს, საკერავ მოწყობილობებს და მანეკენის ტანს დაეკავებინა. _ეს... რა არის?-შემეშინდა. _როზალის კაბას ვუკერავ!-საზეიმოდ მახარა ესმიმ. _კაბას? _ჰო... ქორწილისთვის... _რომელი ქორწილისთვის? _30 ნოემბერს როზალის და ემეტს ქორწინების 20 წლისთავი შეუსრულდებათ. ამ წელს მეოცედ დაქორწინდებიან. მრგვალი თარიღია და მინდა სიურპრიზით გავახარო. ხომ დამეხმარები? ეს საქორწინო კაბა ყველა წინამორბედისგან განსხვავებული და არაჩვეულებრივი უნდა იყოს! ხომ დამეხმარები? _კი... მაგრამ მე რა შემიძლია? _კაბის დიზაინის რამდენიმე ვარიანტი დავხატე, შენ შერჩევაში უნდა დამეხმარო, მერე ქსოვილის არჩევაში. მერეც დამჭირდება შენი დახმარება, აქსესუარებისთვის...-ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, შუბლი შევიჭმუხნე, თვალები დავხუჭე და თავმობეზრებული ხმით ვუთხარი: _არ შეიძლება, წინა ქორწილების მსგავსად, კაბა ახლაც ჩვეულებრივად, მაღაზიაში იყიდოს?-ესმის ეწყინა. _თუ სურვილი არ გაქვს რომ დამეხმარო, ხომ იცი, არ დაგაძალებ. _არა, არა. ეგ რა შუაშია.-ვიუარე სასწრაფოდ. _ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს და რატომ არ უნდა გავახაროთ სიურპრიზით? ოღონდ ისეთ დროს უნდა ვიმუშაოთ როცა სახლში არ იქნებიან, თორემ რამეს გაიგონებს და მიხვდება. _მერე რა? _სიურპრიზი აღარ გამოგვივა! აბა? _შენს გვერდით მიგულე. მთელი ღამე (წყვილის მოსვლამდე) ვიმუშავეთ. იმდენად ლამაზი კაბები ჰქონდა დახატული, რომ ვერაფრით ვერ ვაკეთებდი არჩევანს. ბოლოს გადავწყვიტეთ დიზაინისა და ქსოვილის შეხამებით აგვერჩია და საბოლოოდ, როგორც იქნა, ერთ არჩევნამდე დავედით. _წინ მთელი თვე გვაქვს. იმედი მაქვს შეკერვას მოვასწრებ. _მეც დაგეხმარები...-ვუთხარი და გავუღიმე. ბედს უკვე შევურიგდი, რაღა აზრი ჰქონდა გამოხტომებსა და მწარე შენიშვნებს? _ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს ის ამბავი, რომ როზალის ჩემი კაბა ეცმევა...-უცებ გაჩუმდა. მოვიდნენ. ადგილზე გავიყინეთ. წყვილმა ოთახის კარი მიიხურა. ესმიმ მხარზე ხელი დამადო და მოლბერტზე მიჯღაბნილ რამდენიმე სიტყვაზე მანიშნა: _"როგორ ფიქრობ, გაიგონეს?"-ეწერა ზედ. თავი უარის ნიშნად გავუქნიე. _ესმი, წავედი მე, გავისეირნებ.-ჩვეულებრივი ხმით ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. _სად აპირებ წასვლას? საავადმყოფოში მივდივარ, თუ გინდა გაგიყოლებ.-უკან მომყვა ესმიც. _სასაფლაოზე... _ბელა!-მომესმა როუზის ხმა. _რა გნებავს? _შენთან საუბარი. _კარგი. გისმენ. _აქ ამოდი.-ნამდვილად არ მნებავდა ოთახში ვსტუმრებოდი ამიტომ ვუპასუხე: _მეჩქარება, სხვა დროს იყოს.-და ესმისკენ მივბრუნდი, მაგრამ როუზი უეცრად აყვირდა. _დროზე გააკეთე რასაც გეუბნებიან! ამოდი!-ასეთი რამ პირველად მესმოდა. _როუზ!-გაჯავრებულმა უთხრა ესმიმ. _ამმ... ესმი, არ წასულხარ?-დაბნეული ხმა ჰქონდა როუზს. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ წარმოვიდგინე და გამეცინა.-მაპატიე, ბელასთან რაღაც საქმე მაქვს, უნდა დამიტოვო. _კარგი, მე წავალ, იცოდე არ იჩხუბოთ!-როზალის მიმართულებით დაიძახა და წავიდა. წამში ზემო საერთულის დერეფანში გავჩნდი და როუზის ოთახის კარი სახელური ჩამოვწიე. არ გაიღო. ამოვიხვნეშე. _წყვილის საძინებელში დაუკაკუნებლად შესვლა რომ არ შეიძლება არ იცი?-მომესმა როუზის უკმაყოფილო ხმა. შინაგანად ავდუღდი და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ კარი გაიღო, ვიღაცამ ხელში წამავლო ხელი და შიგნით შემათრია. _ეე, ეე, რა ხდება?-მაშინვე ხელი გამიშვეს. ოთახი ჩამობნელებული იყო, კუთხეში, სავარძელში ხელებში თავჩარგული მთა, იგივე ემეტი იჯდა. როუზი სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა მას. _რა ხდება?-გავიმეორე. _რაღაც უნდა გითხრათ...-წყნარად მითხრა როზალიმ. _როზალი, რა ხდება?-გამიმკაცრდა ხმა. _წეღან ქალაქში გავედით... მთელი ქუჩები დავიარეთ. უკანა გზაზე სანადიროდ ვაპირებდით ტყეში გამოვლას... ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან გვწყუროდა...ამ დროს...-როზალის ხმა ჩაუწყდა. გაურკვევლობაში ვიყავი, წარმოდგენაც არ მქონდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რაც ასე შეძრავდა ამ ორს. _ამ დროს რა?-მოუთმენლობამ შემიპყრო. _ადამიანის სისხლის სუნი ვიგრძენით...ემეტმა თავი ვეღარ შეიკავა და... და...-გაშტერებული ვუყურებდი. მზერა გამეყინა, რატომღაც შხამმა დამიარა ვენებში, გულთან თითქოს ცეცხლი წამეკიდა, ორი სიტყვა ძლივს ამოვღერღე: _ვინ იყო?-თავში თითქოს აგურს მირტყავდნენ. პასუხს არ მცემდნენ, დუმილი აუტანელი იყო ჩემთვის. სული შემიგუბდა. რატომღაც თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა სიტყვები:"ოღონდ "ის" არა... ოღონდ "ის" არა... ღმერთო, ოღონდაც "ის" არა..." დრო გადიოდა, თავდახრილები ისხდნენ და ამით გულს მიხეთქავდნენ. რატომ იქცევიან ასე? თითქოს ჩემთვის პასუხის გაცემის ეშინიათ. "ოღონდ "ის" არა" გავიფიქრე მეათასედ. თავში უკვე აგურს კი არა ბეტონის ბლოკებს მირტყავდნენ. ვეღარ გავუძელი მდუმარებას და ჩემგან ამოხეთქა ორმა სიტყვამ: _ვინ იყო?-ემეტს თავი არ აუწევია ისე მიპასუხა ხრინწიანი ხმით: _ედვარდ კალენი...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-14, 11:29 PM | |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2010-11-14, 5:28 PM | შეტყობინება # 75 |
842
Offline
| | |
|
|