ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 8:44 PM | შეტყობინება # 46
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime shen ra magari xaaar!!! dzalian dzalian momwons!! yochaag!! love love



☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 9:06 PM | შეტყობინება # 47
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
mary-black, yoveldge vdeb da meti ra vqna?! biggrin

დამატებულია (2010-11-10, 9:06 PM)
---------------------------------------------
Rosalie, kiss kiss kiss kiss



Rob♥Stenთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 9:59 PM | შეტყობინება # 48
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
Tavs Vuraxuneb Magidaas surprised Sheudarebeel (mm)


Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:22 PM | შეტყობინება # 49
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimee chemo kargoo ra gitxra? mitxari haa ra gitxra iseti rac imas gamoxatavs tu roogori agprtovanebuli var shenit :* mokled gushin rom shemovedi da axali tavi damxvda ise gamexarda kinagam wivil-kivili avtexe saxlshi biggrin magram im wutas mamachemi ro damadga tavze da damsvio metqii o o exla damerxaa biggrin kinagam vitire biggrin xoda dges mainc gamovisyide chemi danashauli da skolidan movedi tu ara egreve aq shemovvardi unda wavikitxo metqi biggrin komentars exla gitoveb :*
nu mokled ar vici dzalian dzalian dzalian magari xar. ase daxvewilad da unaklod wer.zustad asianshi artyam xolme, veraperze ver ityvi rom zedmetia an sadme raimes chamateba sheidzleba. martla dzalian magari xar.
ramdeni nichieri adamiani gvyavs saitze xalxno xvdebit?? me piradad dzalian vamayob tqvenit da mixaria rom gicnobt, rom vecnobi tqvens shemoqmedebas. dzalian cotaga tu wers ase kargad da yvelam aq moiyaret tavi. rogor mixaria verc ki warmoidgent. tan isetebs wert.. hm.. memgoni am fikebit imas miagwevt rom me vinmes sheviyvareb lol
dzalian iyvarxar chemo kargo da mteli sulit da gulit velodebi shemdeg tavs. :*



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:43 PM | შეტყობინება # 50
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
5. სტუმარი

_როზალი დროზე რაა, გვაგვიანდება! -გარაჟში ვზივარ მანქანაში და როზალის ველოდები. რომ კითხო სწრაფია, არადა ამდენს მალოდინებს. -როზალი!-დავიყვირე კიდევ ერთხელ.
_რა გაყვირებს, უკვე მოვედი!-წამიღიღინა როზალიმ და მანქანაში ჩაჯდა.
_ცოტა ადრე წადი ხოლმე სანადიროდ, თორემ ვიგვიანებთ სკოლაში.
_ადრე წავედი, მაგრამ რა ვქნა, თავის მოსაწესრიგებლად დრო მჭირდებოდა.
_დრო? -ალმაცერად ავხედე. მისნაირ ლამაზმანს თავის მოწესრიგება რაღად უნდოდა. კარგად შევათვალიერე. დღეს რაღაც სხვანაირი იყო, კიდევ უფრო გამორჩეული.
_დღეს ემეტი ჩამოდის! -მახარა უცებ.
_რაააააააააა?-მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა. საბურავებმა დაიწუილეს, გამვლელებმა უკმაყოფილო მზერა მაჩუქეს.-რაო, რა თქვი?-იმედიანი მზერით ჩავეკითხე.
_ჩემი შეყვარებული, ემეტი ფორბსი ჩამოდის! -ყურებამდე გაღიმებულმა მახარა.
_ოღონდაც ეგ არა!-ვერ დავფარე ჩემი აღშფოთება.
_რა თქვი?-თვალები მოწკურა როზალიმ. აი, ახლა კი დამერხა.
_მმ... მინდოდა მეთქვა...რა კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა ჩამოსვლა!-ნაძალადევად გავიღიმე და მანქანა დავძარი.
_ჰო, იმდენი ვეხვეწე. როგორც იქნა დავითანხმე. ჩვენთან დარჩება და ალბათ სკოლაშიც ჩვენთან გადმოვა...-თვალები დავაჭყიტე. ეს რა უბედურებაა! როზალის მოყვება კომპლექტში თავის შეყვარებული თუ რა? ესღა მაკლდა! ჯერ როზალი... ახლა ემეტი... შარში ვარ!
_ლანჩის შემდეგ პორტ ანჯელესში მივდივართ!
_რატომ?
_იმიტომ რომ ემეტი პორტ ანჯელესში ჩამოფრინდება...
_ეგ კარგი, მაგრამ არ მომეწონა სიტყვა "მივდივარ-თ"
_რა თქმა უნდა, მივდივართ. აბა მარტო ხომ არ დავხვდები?-თითქოს თავისთავად ცხად რაღაცას ამბობდა ისე აიჩეჩა მხრები.
_დიდი ბოდიშის მოხდით უარი უნდა გითხრა... ჩემგან მოკითხვა გადაეცი ემეტს.-ხასიათი გამომიკეთდა რომ გამოვძვერი ამ სიტუაციიდან.მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე და კარი გავაღე რომ გადავსულიყავი.
_იზაბელა სვონ!-როზალიმ მკლავი მაგრად დამიჭირა. მოვბრუნდი და თვალებში შევხედე.-ან წამოხვალ და ემეტს ჩემთან ერთად დახვდები, ან არა, და ესმი გაიგებს შენი სისუსტის შესახებ!-გავიყინე. თვალები ისე ბოროტად უელავდა, მივხვდი არ ხუმრობდა.
_როუზ...
_ბელა, უნდა წამოხვიდე!
_როუზ, ჯერ ერთი გაკვეთილებს ვერ გავაცდენ, მეორეც თუ გინდა უთხარი ესმის, შენც იცი, რომ უბრალოდ შეშფოთდება, დამამამშვიდებს და ამით მორჩება ყველაფერი.
_გაკვეთილებს როგორი ინტერესითაც ესწრები ვიცი. ესმის რაც შეეხება, რად გინდა ტყუილუბრალოდ ანერვიულო? მოგთხოვს, რომ აქედან წავიდეთ, მაშინ რას იზამ? დატოვებ ფორქსს?-სიჩუმე ჩამოწვა. თავი დავხარე.მერე უცებ წამოვწიე, გავიღიმე და ვუთხარი:
_აბა, რომელ საათზე უნდა დავხვდეთ ემეტს?

გაკვეთილებმა უხალისოდ (ანუ ჩვეულებრივად) ჩაიარა. ლანჩზე რომ მივდიოდი, დერეფანში კალენი შევნიშნე. ამოვიხვნეშე: "ეხლა ამას რა აიტანს!" გავიფიქრე და გვერდზე გავუარე. არ მობრუნებულა, არც თვალი გამოუყოლებია, არც მომსალმებია. მერეღა დავინახე, რომ მარტო არ იყო. ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა.
_...ესეიგი ამ შაბათს კინოში მივდივართ, ხო?-სმენა დავძაბე და გავიგონე მისი სიტყვები. გზა განვაგრძე, თან მის ხმას ვუგდებდი ყურს.
_კარგი, წავიდეთ.
_მერე ერთად ვახშმობაზე რას იტყვი?
_მაგაზეც თანახმა ვარ და საერთოდაც, ძალიან მიხარია, ედვარდ, რომ ისევ დაბრუნდი და ისევ ისეთი ხარ!
_ნეტავ როგორი?-რაღაცნაირად გამომწვევად ჰკითხა, ნუთუ ამ ჟღალთმიან თოჯინას ეპრანჭებოდა?
_საყვარელი!-თბილად უთხრა გოგომ.
_რა საზიზღრობაა!-ჩავიბურტყუნე, კაფეტერიაში შევედი და ედვარდ კალენი ჯანდაბაში გავგზავნე.
_როუზ, ძვირფასო!-მივედი მის მაგიდასთან.
_ბელა, როგორ მომაგენი? რა კარგია, რომ მოხვედი!-გაბადრული მზერა მომაგება როზალიმ.-ჩამოჯექი ჩვენთან...
_დიდი სიამოვნებით,-მასთან მსხდომ ბავშებს გავუღიმე და მერე ისევ როზალის შევხედე.-...მაგრამ მე და როუზს გვეჩქარება. ჯერ არ უთქვამს, ვინ ჩამოდის დღეს?
_არა, არ მითქვამს და სიურპრიზად ვინახავ!-როუზმა თვალები დამიბრიალა.
_როუზ, შენს მმ.... "მეგობარს" ეწყინება თუ ვალოდინებთ... ჩვენი წასვლის დროა!-სახელოში ჩავავლე ხელი და შევეცადე წამომეყენებინა.
_როუზ, ვინ ჩამოდისს?
_ვინაა?
_არ გვეტყვი?-აყაყანდნენ ბავშვები. როუზმა ნაძალადევად გაუღიმა მათ, კიდევ დამიბრიალა თვალები და დამტკბარი ხმით უპასუხა მათ:
_ხვალ თქვენთვითონ გაიცნობთ... ჯერ-ჯერობით სიურპრიზად ვტოვებ...ეხლა უნდა დაგტოვოთ... გვაგვიანდება... -თქვა და ორივენი გასასვლელისკენ წავედით. ოთახიდნა გამოვედით თუარა მოწკურული თვალებით შემომხედა და გაბრაზებული ბატივით დაისისინა:
_ბელა სვონ, შემომაკვდები!

_როუზ! როგორ მომენატრე!-ერთმანეთს დიდი ხნის უნახავებივით ჩაეკვრნენ. ვიდექი და დებილივით ვუყურებდი. აი, რატომ არ მინდოდა წამოსვლა. სულ ასეა! მათთან როცა ვარ თავს ძალიან უბედურად ვგრძნობ. მათ ერთმანეთი ჰყავთ, შეუძლიათ ყველაფერი გაუზიარონ ერთმანეთს:შიშებიც, სიხარულიც, მწუხარებაც, ფიქრებიც, ოცნებებიც, სურვილებიც... ცოდვებიც. მე კი ასეთი არავინ მყავდა. მარტოსული ვიყავი და ყოველდღიურობა ყოველ წამს მახსენებდა ამას. არ ვიცი, ეს შური იყო? მაშინ მე ამქვეყნად ყველაზე შურიანი არსება ვიყავი!
_ვა, ბელა?! შენც მომენატრე პატარა მაწაკო!- ცალი მხარით მომეხვია, ლოყაზე მაკოცა და თმები ამიჩეჩა. მისი ნაკოცნი სასწრაფოდ მოვიშორე და თმები გავისწორე.
_გატყობ, არ შეცვლილხარ!-გაეცინა ემეტს.
_არც შენ!-დავეჯღანე პატარა ბავშვივით. შემდეგ არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი იდგნენ ერთ ადგილას ჩახუტებულები. წავედი, მანქანაში ჩავჯექი. ის იყო წასვლა და მათი მიტოვება დავაპირე, რომ აეროპორტის შენობიდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. რა თქმა უნდა, უკან დაბრძანდნენ, ერთად. მანქანა დავძარი, თან ვფიქრობდი რა ჩამომეფარებინა უკანა ხედვის სარკეზე, რომ შემთხვევით რაიმე პიკანტური სცენა არ დამენახა.
_ბელა... არ გინდა მაღაზიებში გაისეირნო?-მკითხა უცებ როზალიმ, როცა ვიტრინებიან მაღაზიებს ჩავუარეთ.
_რაა? არაა, როზალი არა!-მის სიტყვებს მიღმა დაფარულ აზრს ჩავწვდი.
_კიიი. შეყვარებულ წყვილს მარტო ყოფნა სჭირდება...-წამიღიღინა როზალიმ.
_ჰო და თან იქნებ მაღაზიაში ვინმე ნახო და ეგ შინაბერას ჩვევები მოიშორო!-ახარხარდა ემეტი. გაგულისებული მზერა ვესროლე მათ. მანქანა გზიდან გადავიყვანე, გასაღები უკან, წყვილისკენ ვისროლე, გადმოვედი და კარი გამეტებით მივაჯახუნე. სად ჯანდაბაში წავიდე?
_2 საათში აქ დაგვხვდი, გამოგივლით!-მომაძახა როზალიმ და მანქანამ ჩამიქროლა.
_წადი თქვენი!!!-მივაძახე და ქუჩას დავუყევი.

დამატებულია (2010-11-11, 5:43 PM)
---------------------------------------------
Immortal, გაიხარე ნანუკა. აი, თუ ჩვენ მაგას მივაღწიეთ, რომ ვინმე ათლეტური აღნაგობის, ბრნჯაოსფერთმიანი საყვარელი ბიჭი შეგიყვარდა... ჩვენ ვიქნებით მაგარი ხალხი biggrin biggrin biggrin biggrin
პ.ს. თუ მასე მოხდა, მერე მეც მასწავლე როგორ შევიყვარო ვინმე კრეტინი angel biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:38 PM

mary-blackთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:49 PM | შეტყობინება # 51

55
18  +
18  ±
   ±
Offline
tak me var pirveli......isev. ai unichieresi adamiani xar da madloab didi rom mal-male deb tavebs tan aset dides.....momechvena tu bela gabrzada edvardis ignorze? biggrin ukve vucdi shemdeg tavs biggrin warmatebebs gisurveb unichieresi xar


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 5:53 PM | შეტყობინება # 52
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
mary-black, mec egre momechvena da ravici ravici happy biggrin biggrin madlobaa, mec gisurveb warmatebebs shen fikze kiss


Rosalieთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:31 PM | შეტყობინება # 53
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime biggrin erti kiTxva maqvs: emeti vampiria? biggrin



bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:32 PM | შეტყობინება # 54

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, dzalian kargi tavia :* sheneburi bella dzalian momwons.sul sxva tipia happy rozalis da emetis urtiertobebic kargad gaqvs gadmocemuli. sawyali bela. shemecoda sad rogoria asi weli marto iyo :S mgoni edwardi specialurad iqceva ase araa? biggrin ukve axali tavi mindaaa. biggrin imedia male dadeb :*

Rob♥Stenთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:35 PM | შეტყობინება # 55
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
AnasteishA, Ukomentarood love


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 7:57 PM | შეტყობინება # 56
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Rosalie, ki, vampiria biggrin aba, adamiani gaudzlebs rozalis temperaments? biggrin biggrin biggrin bella-vampire, mec mecodeba bela, mara ras vizamt... motmineba satnoebaao chorad gavige biggrin biggrin shemdegi tavi xval iqneba happy Rob♥Sten, kiss


Immortalთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-11, 8:19 PM | შეტყობინება # 57
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime rogorc yoveltvis sheudarebeli iyoo. yochaag :* :*
uyure shen edwards biggrin biggrin ra eshmakuna yopila. es jgaltmiani tojina ra iyo vitom ha? vaehcvianebo?? biggrin biggrin biggrin
aii sheni bella momowns uzomood.. martla usl sxvanairia da dzalian magrad daqvs gadmocemuli misi piqrebi misi gancdebi da mokled yvelaperii. rosaliec momownss sayvarelii da ragacnairi tipia, moketil-boroto biggrin biggrin
Quote (AnasteishA)
გაგულისებული მზერა ვესროლე მათ. მანქანა გზიდან გადავიყვანე, გასაღები უკან, წყვილისკენ ვისროლე, გადმოვედი და კარი გამეტებით მივაჯახუნე. სად ჯანდაბაში წავიდე? _2 საათში აქ დაგვხვდი, გამოგივლით!-მომაძახა როზალიმ და მანქანამ ჩამიქროლა. _წადი თქვენი!!!-მივაძახე და ქუჩას დავუყევი.

au magari iyoo. ar vici ratom magram es adgili gansakutrebit momewona da ukve memilionejer vkitxulob biggrin
Quote (AnasteishA)
shemdegi tavi xval iqneba

znachit xval skolidan ro moval shemovzqurab egreve aq biggrin :*
gaixare genacvale aset karg ragacas rom wer da ase rom alamazeb chvens cxovrebas. warmatebebi :* :*
Quote (AnasteishA)
პ.ს. თუ მასე მოხდა, მერე მეც მასწავლე როგორ შევიყვარო ვინმე კრეტინი

eh chemo kargo kretinis sheyvarebas ra unda, erti tbili gamoxedva da gagimeba sakmarisia gogostvis biggrin
biggrin biggrin tumca ras geubnebi exla chemi chkuit shen xo chkviani xar da ar ayvebi ,,masetebs" biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 1:42 PM | შეტყობინება # 58
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
Immortal, biggrin biggrin biggrin sxvatashoris eg momenti mec dzalian momewona ratomgac biggrin biggrin au dges sheidzleba ver davdo shemdegi tavi. chemi sultamxutavi (dzamiko) ar macdis ro amovbechdo aq. imedia movaxerxeb sagamos kiss


Rosalieთარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 7:15 PM | შეტყობინება # 59
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
Rosalie, ki, vampiria aba, adamiani gaudzlebs rozalis temperaments?

xo ravii.. mashin dzalian kaii.. ^^




☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-11-12, 10:09 PM | შეტყობინება # 60
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
6. The Shopping

გაბრაზებული მივუყვებოდი ქუჩას და ვოცნებობდი მალე დაღამებულიყო, რომ სახლში წასვლა მეთვითონ შემძლებოდა, როზალის და ემეტის გარეშე. კარგად ხანი ვიბოდიალე, ქუჩაში მოძრავი ხალხიც ვათვალიერე ქუჩის მერხზე ჩამომჯდარმა, სანაპიროზეც წავედი და ოკეანის ტალღებსაც ვუყურე, მაგრამ დრო მაინც საშინლად ნელა მიიზლაზნებოდა. ისევ ვიტრინებიანი მაღაზიების ქუჩაზე დავბრუნდი. არ ვიცოდი როზალი და ემეტი მოვიდნენ და რომ ვერ მნახეს უჩემოდ წავიდნენ თუ ჯერ არ მოსულიყვნენ. იმედი მქონდა, პირველი ვარიანტი იყო მართალი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის რომელიღაც მაღაზიაში შევეხეტე. ტანსაცმლის მაღაზია აღმოჩნდა. რიგებს დავუყევი და გულგრილი სახით დავიწყე კაბების, მაისურების, შარვლების და სხვადასხვა აქსესუარების თვალიერება.
_გამარჯობა! შენ ბელა ხარ, ხო? როუზის და.-უცებ ვიღაც გოგომ მოირბინა ჩემთან.-შენც წვეულებისთვის არჩევ კაბას?-პასუხს არც დაელოდა ისე გააგრძელა.
_ამმმ...კი, როუზის და ვარ, მაგრამ არანაირი წვეულებისთვის არ ვარჩევ კაბას...და საერთოდ კაბა ჩემ გარდერობში არ შედის...-გულგრილი სახით მივბრუნდი და ისევ თვალიერება განვაგრძე.
_ნუ გერიდება, ჩემო კარგო. როუზმა მითხრა, რომ მორიდებული ხარ, მაგრამ ჩემთან შეგიძლია გულახდილი იყო...-გაკვირვებული სახით მოვუტრიალდი. გოგონა გულწრფელი ღიმილით მიყურებდა. -მითხარი საიდან დავიწყოთ, როგორი სტილის კაბა გინდა, რა ფერი... რამდენიმე ვსინჯოთ და დანარჩენს მერე ვნახავთ როგორი დიზაინი და ფერი მოგიხდება...-ისევ თავისას აგრძელებდა.
_მაპატიეთ, თქვენი სახელი?-ვკითხე უცებ.
_ელის კალენი,- ხელი გამომიწოდა და თან თვალი ჩამიკრა. მემგონი ეს გოგო მოგზავნილია-გავიფიქრე ჩემთვის.
_თქვენ აქ...მმ... კონსულტანტი ხართ?
_კონსულტანტი?-გულიანად გადაიკისკისა. -არა, კონსულტანტი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ სიამოვნებით დაგეხმარები კაბის შერჩევაში!-შემდეგ რამდენიმე კაბა მომაჩეჩა, ისე რომ არაფერი არ უკითხავს და გასახდელში შემაგდო. მართალია დიდად არ მეპიტნავებოდა ჩაცმა-გახდა და სარკის წინ ტრიალი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამით დროს გავიყვანდი და ბედს დავმორჩილდი. პირველი კაბა ჩავიცვი, რომელიც უგემოვნობის მწვერვალი იყო და "კონსულტანტის" რეაქციის სანახავად გამოვედი გასახდელიდან.
_საშინელება!-დამახასიათა ერთადერთი სიტყვით, უკან შემაბრუნა და ფარდა ჩამოაფარა. ოჰო, ეს გოგო უკვე მომწონდა. შემდეგ მინდვრისფერი ხასხასა მწვანე კაბა ჩავიცვი, საკმაოდ სადა, თავისუფალი და კომფორტული, თუ საერთოდ შეიძლება კაბა იყოს კომფორტული.
_ძალიან სადაა, წვეულებაზე არ გამოგვადგება.-უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა შუბლი და ისევ გასახდელში მიკრა თავი. ისევ რომელიღაც კაბა ჩავიცვი, ამ დროს გასახდელში ხელი შემოიწვერა რომელსაც ვარდისფერკაბიანი საკიდი ეკავა.
_არავითარი ვარდისფერი! -გაცხარებულმა ვუთხარი და კაბა უკან დავუბრუნე. „ელვა“ შევიკარი და გასახდელიდან გამოვედი.
_მმ...გიხდება...მაგრამ რაღაც შენს სტილში არ ზის...-ისევ წარბშეკრულმა შემათვალიერა.-არა, ეგ კედები კი უხდება...-გაეღიმა. ფეხებზე დავიხედე, თვალები ავატრიალე და მორიგ კაბას დავტაცე ხელი. „ჩემი სტილის საპოვნელად კაბა არ გამოდგება“-გამოვცერი კბილებში, მაგრამ მგონი მას არ გაუგონია. შემდეგი ოქროსფერი, გრძელი, მბზინავი საღამოს კაბა აღმოჩნდა. ზორტები არ ქონდა და ჩაცმისთანავე გადავწყვიტე გახდა, მითუმეტეს „ელვა“ ვერ შევიკარი, მაგრამ ამ დროს ტელეფონის რეკვის ხმა გავიგონე და ჩემი პირადი „კონსულტანტის“ პასუხმაც არ დააყოვნა:
_გისმენთ!
_...
_არა ჯერ ნუ გამომივლი, დაკავებული ვარ.
_...
_ერთ გოგონას ვეხმარები კაბის არჩევაში.
_....
_არამგონია იცნობდე, ახალახან გადმოვიდა ჩვენთან...-რატომღაც ხმას დაუდაბლა.
_...
_ოო, შენსას არ იშლი? კი, ლამაზია, თან ძალიან, მაგრამ არ გაბედო და არ გაეფლირტავო, გაიგე?-კიდევ უფრო დაუწია ხმას.
_...
_ნუ მაბრაზებ!
_...
_კარგი, კარგი ხო. ნახევარ საათში გამომიარე! ბელა, აბა, რა ქენი? ვერ ჩაიცვი?-დამიძახა უცებ.
_მმ... კი.-ვთქვი მორიდებულად და გასახდელიდან გამოვედი. ჩემი თავი რომ დავინახე სარკეში შემეშინდა. დიდ, ბრჭყვიალა პეპელას ვგავდი... თუ ხოჭოს...
_ეს რა უბედურებაა!-შევყვირე და მის რეაქციას აღარ დავლოდებივარ გასახდელისკენ გავემართე.
_მოიცა, სად მიდიხარ?! -მომატრიალა უკან და სარკის წინ დამაყენა. "ელვა" შემიკრა და მითხრა, -ნახე, როგორ გიხდება! შენი თვალის ფერზე მიდის...წელს და მკერდს ლამაზად გიკვეთავს...თითქოს შენთვისაა შეკერილი...-აღფრთოვანებული მიყურებდა და ბოლოს მოზეიმე ხმით დაამატა,-მგონი ვიპოვეთ რასაც ვეძებდით...-ვუყურე, ვუყურე, ვეღარ მოვითმინე და მივუბრუნდი:
_შენ რა... დამცინი?

10 წუთში მაღაზიის საფირმო პარკში ჩადებული ახალი კაბა მეკავა ხელში. ელისი აღფრთოვანებული მეტიტინებოდა, მე კი გულგრილი გამომეტყველებით ვუსმენდი, ან შეიძლება არც ვუსმენდი.
_...წარმოიდგინე, ყველას გააოცებ მაგ ახალი კაბით რომ მოხვალ... შესაფერისი ვარცხნილობა...მაკიაჟი და საღამოს დედოფლად დაგასახელებენ...უი, მართლა! შესაფერისი ფეხსაცმელი გაქვს?-მომიბრუნდა უცებ. შიშის ტალღამ დამიარა და სასწრაფოდ ვუპასუხე:
_მმ...კი! კი, მაქვს, აბა რა. რა თქმა უნდა, მაქვს...-ელისმა დაეჭვებული მზერით შემათვალიერა, მაგრამ შემდეგ გულთბილად გამიღიმა და მიპასუხა:
_ძალიან კარგი. იცი, მე მგონი მე და შენ დავმეგობრდებით. ძალიან საყვარელი ვინმე ხარ...-ადამიანი რომ ვყოფილიყავი გავწითლდებოდი, მაგრამ... ყოველ შემთხვევაში „საყვარელი“ ხარო ჩემთვის არასდროს უთქვამთ.
_შენ კი ძალიან...მმ... მეგობრული ხარ... და გულკეთილი...და საერთოდ დიდი მადლობა ყველაფრისთვის...ეხლა კი დაგემშვიდობები...
_რატომ? ჩემი ძმა გამოგვივლის და წაგვიყვანს...
_არაა საჭირო, ალბათ უკვე მელოდებიან, ჩემი და ლოდინს ვერ იტანს...-ედვარდსა და როზალის+ემეტთან ერთად მგზავრობას შორის არჩევანი რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ როზალის და ემეტს უფრო ავიტანდი, ბოლოსდაბოლოს ამათი საქციელი ჩემთვის უკვე შეჩვეული ჭირი იყო.
_როუზმა უნდა გამოგიაროს? ძალიან კარგი... ერთად დაველოდოთ...-მაღაზიიდან გამოვედით და ტროტუარზე შევდექით.
_არა, არა! რას ამბობ! ალბათ ძალიან დაიღალე. ჯობია წახვიდე, როუზიც მალე მოვა...ალბათ...-ვიუარე სასწრაფოდ.
_ბელა...კარგად შემომხედე...-თვალი თვალში გამიყარა.-როგორ გგონია, მე აქ მარტოს დაგტოვებ? უცხო ქალაქში, თან უკვე ბინდდება...-მის ხმაში იმხელა სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა, რომ ფარ-ხმალი დავყარე...კინაღამ.
_შენს კეთილ ზრახვებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ელის...იცი, რა...-მოვიფიქრე უცებ.-შენ ძმას მაინცდამაინც ვერ ვეწყობი...ხომ გესმის?
_ედვარდს? იცნობ?-გაკვირვებულმა მკითხა.
_მმმ...შეიძლება ითქვას... კი.
_ოოჰ, მოვკლავ რა! რამდენჯერ უნდა ვუთხრა, რომ გოგოებს წესიერად მოეპყრას!-გაბრაზებულს სასაცილოდ შეეჭმუხნა შუბლი.
_უწესოდ არ მომპყრობია, უბრალოდ...
_ბელა, მოდი ასე ვქნათ: თუ ჩემი ძმა როუზზე ადრე მოვიდა, ჩვენთან ერთად წამოდი, ჩემ ძმას მე ვუდგები თავდებში, ჭკვიანად იქნება, საერთოდ ხმასაც არ გაგცემს თუ გინდა, კარგი?
_ელის... მე...
_კარგი?
_კარგი, კარგი.

ზუსტად 10 წუთში ჩვენს ფეხებთან ვერცხლისფერმა ვოლვომ დაამუხრუჭა.
_ამჯერად ვინ გამოიჭირე?-ხალისიანად ჰკითხა ედვარდმა თავის დას და ხელიდან რამდენიმე პარკი გამოართვა. მერეღა შემამჩნია მე.
_ბელა...-რაღაცნაირად, კმაყოფილი ხმით თქვა, თან თითქოს უკვირდა ჩემი დანახვა, მაგრამ კითხვის გამომხატველი ინტონაციით არ უთქვამს.
_გამარჯობა...-თავი მოვალედ ჩავთვალე მივსალმებოდი. ედვარდს პასუხი არ გაუცია, საბარგულში პარკების ჩალაგებით ბრძანდებოდა დაკავებული. მეც გამომართვა პარკი და ისიც საბარგულში მოათავსა. ელისი უკვე მანქანაში იჯდა და მეც მიხმობდა. ედვარდიც დაჯდა და დავიძარით.
_ბელამ მითხრა, რომ გაანაწყენე. ედვარდ, ეს რა საქციელია?!-აღშფოთებულმა მიმართა ელისმა.
_როგორ გეკადრება, ძვირფასო დაიკო. უბრალოდ, პატარა გაუგებრობა მოხდა...ხომ ასეა?-უკანა ხედვის სარკეში დავინახე როგორ მომანათა მწვანე თვალები. დავიბენი.
_არაფერია...-უაზრო მომეჩვენა ჩემი პასუხი.
_იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება, ხო ედვარდ? ჩემ მეგობრებს როგორც უნდა მოეპყრო, მგონი მილიონჯერ მაქვს ნათქვამი!-არ ცხრებოდა ელისი.
_ოჰჰ. კარგი, ხო, კარგი. -ედვარდმა მობეზრებული გამომეტყველებით გააქნია თავი. მერე კი ეშმაკური გამომეტყველებით გამომხედა, რა თქმა უნდა, ისევ სარკეში. მე ფანჯარაში გავიხედე.
_რადგან მასეა, იმედია გამოიჩენ ჯენტლმენობას და კვირას ბელას გაუვლი სახლში... წვეულებაზე ვინმემ ხომ უნდა წამოიყვანოს?
_ელის!-გაჯავრებული სახით მოვუბრუნდი.
_რა თქმა უნდა, არაა პრობლემა!-ედვარდს რატომღაც ჩემგან განსხვავებით მხიარული ხმა ჰქონდა.
_არა... არაა საჭირო... მეთვითონაც შემიძლია მოსვლა.-ახლა მას მივუბრუნდი.
_ერიკ იორკის სახლის მისამართი იცი?-მკითხა ელისმა.
_მმ... არა... მაგრამ! შემიძლია გავიგო.-დავაბრეხვე უცებ.-მოვაგნებ, არაა პრობლემა...
_კარგი, ბელა. როგორც გირჩევნია. ოღონდ იცოდე თუ დააგვიანებ, მეთვითონ მოგაკითხავ. აუცილებლად უნდა მოხვიდე, თან მაგ კაბით...
_ელისის შერჩეული კაბა ეჭვიც არ მეპარება, ძალიან ლამაზი იქნება...-ამაყად ჩაურთო ედვარდმა.
_ამჯერად მე არაფერ შუაში ვარ.-ისევ თბილად გამიღიმა ელისმა. ნეტავ, ეს გოგო ყველასთან ასეთი საყვარელი იყო, თუ მხოლოდ ჩემთან?
_ნუ თავმდაბლობ... აქ გამიჩერეთ, თუ შეიძლება...-ვთქვი უცებ.
_აქ?-გაკვირვებულმა მკითხა ედვარდმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
_ჰო, აქ.
_ბელა, აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა მკითხა ელისმა.
_აქვე ვცხოვრობ და მირჩევნია დანარჩენი გზა ფეხით გავიარო, კარგით? საერთოდაც, ძალიან მიყვარს ფეხით სიარული...-მანქანის კარი გავაღე.
_კარგი, ბელა, როგორც გინდა.-ისევ გამიღიმა ელისმა. მანქანიდან გადასასვლელად გადავიხარე, ამ დროს ელისი საკოცნელად გადმოიხარა. დავიბენი, ბოლოს მისკენ მივიწიე, ლოყაზე ოდნავ შევეხე ტუჩებით და სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვხტი, სანამ რამეს მეტყოდა. კარი მივხურე, ფანჯარაში დავინახე ხელი ჩემ ნაკოცნ ლოყაზე ედო და გაკვირვებული მიყურებდა. ედვარდიც გადმოსულიყო მანქანიდან. საბარგულიდან ჩემი პარკი გადმოიღო და გამომიწოდა. თან მიღიმოდა.
_მართლა ნაწყენი ხარ?
_არაა. არანაირად. ღამემშვიდობისა!-მივაძახე და სასწრაფოდ შევბრუნდი, რომ კიდევ რამე არ ეთქვა. ცოტა ხანში გავიგონე როგორ მიჯახუნდა მანქანის კარი და ძრავა ამოძრავდა. გვერდით ჩამიქროლეს, ელისმა ხელი დამიქნია. მეც ავუწიე და მოსახვევში შეუხვიეს თუ არა აღმომხდა:
_ჯანდაბაააა! -მერე ტყისკენ შევბრუნდი და პარკით ხელში შევერიე ჩრდილებს. ორ წამში სახლში ვიყავი.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2010-11-12, 10:13 PM
ძებნა: