ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 11:01 PM | შეტყობინება # 181
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
, shen sul pirveli rogora xar raa? biggrin biggrin

rogor da yovel dge da yovel wams var chasafrebuli biggrin D: D
davdo exla chem foldershi es taaavi : ))))))))))))))))))



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 11:21 PM | შეტყობინება # 182
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, bella-bella, sofka, madloba bavshvebo (sofo xo ar gwyins shenc bavshvad ro gixsenieb? shy ) shevecade iseti tavi gamosuliyo ro siyvarulis simebs cotati mainc sheurxevda mkitxvels da rac gamovida xo naxet tqvenc. kide vmushaob gaumjobesebaze happy ho, kidev ragacis dawera damaviwyda axali tavis bolos:
შავი ვარდის მირთმევის იდეა ეკუთვნის natuka-ს და დიდი მადლობა მას ამ იდეისთვის, მიყვარხარ ნათ ძალიან! თუ სხვებსაც რამე ამდაგვარი სურვილი გექნებათ მე წინააღმდეგი არ ვარ, შემატყობინეთ პმ-თი და შევეცდები ჩავურთო შეძლებისდაგვარად.

დამატებულია (2010-11-25, 11:21 PM)
---------------------------------------------

Quote (elle____)
rogor da yovel dge da yovel wams var chasafrebuli D: D davdo exla chem foldershi es taaavi : ))))))))))))))))))

biggrin biggrin biggrin biggrin gamexarda, xo ar vagvianeb, xolme? xo kaqi baia val? biggrin biggrin biggrin



♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 11:22 PM | შეტყობინება # 183
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime an ra magaria icii? rogor ar ici ise gitxari ukve mara ai umagresia cry cry cry exla kmayofili mzerit vuyureb monitors da vdnebi iseti magaria. dzaan magra wer. mec miyvarxar uzomod kiss :kiss: kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 2:30 PM | შეტყობინება # 184
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
gamexarda, xo ar vagvianeb, xolme? xo kaqi baia val? biggrin biggrin biggrin

daaaaan kaqi baia qal damidzeleee biggrin :D kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss



saaaliთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 2:34 PM | შეტყობინება # 185
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
vaimeeee davdni kitxvis dros cry cry biggrin umagresi tavi iyo ragac enit augwereli, ulamazesi, utbilesi da ra vici kidev rogor gadmovce ... es iyo aii ragac tavdaviwyeba biggrin biggrin biggrin rogorc yoveltvis exlac agshprtovanebuli vkitxulobdi shens fanfiks... aii umagresi xar da moutmenlad velodebi shemdeg tavs.. ubralod erts gtxov cota xani mainc gaagrdzele eseti rogor vtqva tkbili tavebi kiss kiss love love love love love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 6:23 PM | შეტყობინება # 186
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
Quote (elle____)
rogor da yovel dge da yovel wams var chasafrebuli D: D

mokled ra yocchagi gogo xar raa biggrin me ver vaxerxeb xolme pirvelobas samwuxarod sad sad

Quote (AnasteishA)
(sofo xo ar gwyins shenc bavshvad ro gixsenieb? )

vaime ras ambob? mwyins ki ara dzalian mixaria, mec tqvenxela minda viyooo cry cry da sxvatashoris aq rom shemovdivar asaki martla maviwydeba, gulit albat mudan bavshvi viqnebi biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:46 PM | შეტყობინება # 187
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimee didi bodishi rom aqamde ver davakomentare sul vkitxulob xolme, mamachemi ro damadgeba tavze damsvio zustad mashin deb xolme shen da mere fleshkaze viwer da leptopshi vkitxulob da mere mteli dges ovaciebshi var xolme biggrin biggrin
martlaa dzalian dzalian magrad wer, namdvili propesionalivit da ase gaagrdzelee :* :* vaimee sheni bella ise momwons rom ar vicii, uzomod. dzalian saintereso personajiaa.. ra kargad wavida saqmeebi, aba shen ici ase gaagrdzele, romanwikaa biggrin biggrin
Velodebii shemdeeg taavs, shen iseti shustri xar uceb dadeb (me ki ar mgavxar biggrin ) miyvar xaar :* oqro xar oqro biggrin



soniaთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:50 PM | შეტყობინება # 188

118
5  +
25  ±
   ±
Offline
mec dzalian didi interesit vkitxulob da vadevneb tvals am saocrebas.........dzalian gemovnebiania....erti suli aqvs rodis daideba shemdegi tavi....dilida sagamommde aq vyuyuteb xolme biggrin biggrin biggrin ulamazesi fanfikiaaaa cool cool cool

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 9:37 PM | შეტყობინება # 189
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
20. ჩავარდნა
დილას ერთი სული მქონდა სკოლაში წავსულიყავი, აღარ ვიცოდი დრო რითი გამეყვანა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემს ყურთასმენას მანქანის ძრავის ხმა მისწვდა. ისევ მომაკითხა! ჩანთას ვტაცე ხელი და კიბეებზე ჩავიქროლე. ზარი დარეკა თუ არა, მე უკვე კართან ვიყავი.
_ედვარდ!-აშკარა იყო სიხარული ჩემს ხმაში.
_იმედია არ მიბრაზდები...არ შემეძლო ავტოსადგომზე მეცადა.
_მმ, მოიცა დავფიქრდე!-შუბლი შევიჭმუხნე და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მივიდე თითქოს ვფიქრობდი.-არაა, არ გიბრაზდები,-ვთქვი ბოლოს სიცილით. მანქანისკენ წავედით. გზაში ხელი ნაზად ჩამკიდა.
_ბელა, რა მცივანა ხარ!-მითხრა ბუზღუნით.-სულ გაყინული გაქვს ხელები!
_არ მცივა, უბრალოდ ხელები მეყინება,-მზერა მოვარიდე, მაგრამ აშკარად შეცვლილი ხმა მქონდა. უკვე მიჭირდა მასთან თამაში და როდემდე გავუძლებდი ნეტავ?
_მე გაგითბობ!-მითხრა ომახიანად და კარი გამომიღო. სევდა მომერია, მაგრამ გვერდით მომიჯდა, გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და მივხვდი, რომ სევდისთვის უბრალოდ არ მეცალა. ის ხომ ჩემთან იყო?

სკოლაში ისევ ზარის დროს მივედით, მაგრამ შენობაში შევედით თუ არა, მომეჩვენა, რომ სკოლაში კი არა ბავშვთა გასართობ ცენტრში ვიყავით. კელდებზე ბუშტები და სადღესასწაულო ლენტები იყო დამაგრებული.
_აქ რა ხდება?-ჩემსავით გაკვირვებული სახე ჰქონდა ედვარდს. გზა განვაგრძეთ. კაფეტერიიდან ხმაური გამოდიოდა, შევედით. მე უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. მისტერ მეისონი დაბრუნებულიყო. ედვარდმა ცოტა ხანს უყურა ბავშების და მასწავლებლების ჟრიამულს და როცა მიხვდა, რომ გაკვეთილებზე წასვლას არავინ აპირებდა, მომიბრუნდა:
_წავიდეთ, ჰო?-თავი დავუქნიე.
_ოღონდ ფეხით წავიდეთ, კარგი?
_ფეხით?-გაკვირვებულმა შემომხედა. დერეფანს მივუყვებოდით.
_ჰო, ფეხით. გავისეირნოთ...
_კარგი... უი, ნახე თან მზე გამოდის...-დამანახა უცებ. გავხევდი. მზე!
_ამმ... ედვარდ... დამელოდე ერთი წუთით. როზალი უნდა ვნახო!-ვუთხარი აღელვებულმა და კაფეტერიაში დავბრუნდი.
_როზალი, მზე გამოდის! სასწრაფოდ სახლში უნდა დავბრუნდეთ!-წავიბურტყუნე.
_მზე?-შეშინებულმა დაიჩურჩულა მანაც. კარებთან დავიცადე, ორ წუთში როზალი და ემეტიც მომიახლოვდნენ.
_როგორ უნდა წავიდეთ?-შეშინებული ხმა ჰქონდა როზალის.-ეს როგორ მოხდა? რატომ წინასწარ არ...
_როზალი, ყველანი აქ არიან, დერეფანში მხოლოდ ედვარდია. როგორმე მასაც აქ შემოვიყვან და შემდეგ გზა ხსნილი იქნება, ვინ დაგვინახავს? წამში მანქანაში ვიქნებით.წავედით,-თავი დამიქნიეს და დერეფანში გავედით.
_ბელა, რა ხდება?-მკითხა მათ დანახვაზე ედვარდმა.
_არაფერი, რაღაც საქმე მაქვს ამათთან. თუ შეიძლება, კაფეტერიაში დამელოდე, მალე დავბრუნდები, კარგი?-მუდარით სავსე მზერა მივაპყარი. „ოღონდაც დამიჯეროს, ოღონდაც წავიდეს!“ ვიმეორებდი გულში. გაოგნებულმა მიყურა, მერე ჩაიბურტყუნა კარგიო და წავიდა.
_წავედით?-ვიკითხე ხმადაბლა. რამდენიმე წამში მანქანაში ვისხედით და უკვე ესმის სახლისკენ მივდიოდით. ესმიზე ვნერვიულობდით, მაგრამ საავადმყოფოში მის წამოსაყვანად წასვლას ვერ გავბედავდით, შეიძლება ამით საქმე გაგვეფუჭებინა. მთავარი იყო, ესმი შენობაში დარჩენილიყო.

_ბავშვებო, სახლში ხართ!-გაისმა ესმის აღელვებული ხმა საღამოს. სამივენი დაბლა გავჩნდით.
_ესმი!-ჩავეკარი გულში.
_ეს რა იყო?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა როზალისაც.
_რაც მთავარია, გადავრჩით!-ესმი სათითაოდ გვიხუტებდა. ასეთი საფრთხის წინაშე დიდი ხანია აღარ აღმოვჩენილვართ. ის იყო მისაღებში შევედით და სავარძლებზე მოვკალათდით, განცდების გასაზიარებლად, რომ ტელეფონმა დარეკა. ეს უიშვიათესი მოვლენა იყო ჩვენს სახლში. ტელეფონთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი, ამიტომ თითქმის მაშინვე დავტაცე ხელი.
_გისმენთ!
_ბელა...-ის იყო.
_ედვარდ, მაპატიე. მოსვლა ვეღარ მოვახერხე. ტყუილად გალოდინე...-ისეთი ნაწყენი ხმა ჰქონდა, მივხვდი, ბოდიშის მოხდა აუცილებელი იყო.
_3 საათი გელოდე...-გაბუტული ხმა ჰქონდა, ისე მომინდა მისი დანახვა...
_მართლა ძალიან ვწუხვარ... გპირდები, ხვალ მთელი დღე ერთად ვიქნებით!
_მთელი დღე?
_ჰო, მთელი დღე.
_ეგ ძალიან კარგი, მაგრამ ახლა რომ მენატრები, რა ვქნა?-ისეთი ხმა ჰქონდა, თითოეული სიტყვა გულში მწვდებოდა და ნაზ გრძნობებს აღძრავდა.
_რა ქნა და...-მოვტრიალდი, მისმენდნენ თუ არა. სამივე მიყურებდა, მაგრამ რომ მივეხედე ისეთი სახე მიიღეს თითქოს საერთოდ არ აინტერესებდათ ვის რას ვეუბნებოდი. შემდეგ ზემოთ აიკრიფნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც თითოეულ სიტყვას გაიგონებდნენ. არ შევიმჩნიე უხერხულობა და განვაგრძე.-თვალები დახუჭე, წარმოიდგინე რომ ერთად ვართ მე და შენ... მარტონი...აი, იმ მდელოზე მაშინ რომ მნახე იქ... ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და...
_ბელა...-გამაწყვეტინა უცებ ხავერდოვანი ხმით.-წარმოვიდგინე და ახლა უფრო მეტად მენატრები...-გამეცინა.
_მაშინ, დაიძინე და მალე გათენდება.
_შენ უკვე იძინებ?
_მმ... კი, ვეცდები დავიძინო.
_რატომ?
_...იმიტომ, რომ...
_რომ?
_მეც მენატრები...

ღამით ისევ ვესტუმრე მის საძინებელს. ამჯერად ფანჯარა დახურული იყო და მეტი სიფრთხილის გამოჩენა დამჭირდა, რომ ხმაური არ გამომეწვია. მოგვიანებით ვერც ვიხსენებდი საიდან მოვიდა ამდენი გამბედაობა თუ თავქარიანობა, რომ მის საწოლთან იატაკზე დავჯექი და მისი სახის წინ, საწოლის კიდეზე ჩამოვდე თავი. ასე მისი სუნთქვა სახეში მცემდა, მის ყოველ ნაკვთს ახლოდან ვაკვირდებოდი და მზერით ვეფერებოდი. ძილში აღარ ლაპარაკობდა, არადა როგორ მინდოდა მისი ხმის გაგონება... არ მშორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს საიდუმლოს დიდხანს ვეღარ დავმალავდი მისგან და მაშინ კი რა მოხდებოდა, გაურკვეველი იყო... თავისით რომ მიმხვდარიყო ვინც ვიყავი, რაც ნაკლებ სავარაუდო იყო, შესაძლოა ჩემთან დაულაპარაკებლად გაენდო სხვებისთვის თავისი ეჭვები. თუ მე ვეტყოდი სიმართლეს, დავიყოლიებდი რომ მოესმინა, შემდეგ კი ეჭვიც აღარ იყო მიხვდებოდა, რომ ჩვენ ადამიანებს არაფერს ვავნებთ და სახიფათონი არ ვართ, თუ მაინც არ დაშოშმინდებოდა, დავპირდებოდი, რომ ფორქსს დავტოვებდით... ამის გაფიქრებაზე ტკივილის შეგრძნება დამეუფლა. მაგრამ იმას ვერ უგულვებელვყოფდი, რომ ოდესმე (და არცთუ ისე შორეულ მომავალში) ედვარდი აუცილებლად გაიგებდა ვინც ვიყავი. ავდექო და ფანჯარასთან მივედი. მზერა ტყის სიღრმეს გავუშტერე, რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა. შემდეგ ედვარდს შევავლე თვალი და ისევ ტყეს გავხედე. წამში ისევ ედვარდზე გადმოვიტანე მზერა. ის თვალებგახელილი მიყურებდა! საწოლზე წამოჯდა და ღამის ნათურის ასანთებად გადაიხარა, დრო ვიხელთე და ტყეში ვისკუპე. ის იყო ხის ტოტებს მოვეფარე, რომ სინათლე აინთო. რამდენიმე წამში საწოლიდან წამოდგა და ფანჯარაში გამოიხედა. ტყის სიღრმისკენ უხმაუროდ დავიძარი. რამდენიმე წუთში ფანჯრიდან გაქრა სილუეტი და სინათლეც ჩაქრა.

დილას ისე მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას, როგორც არასდროს. დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ მოვიდოდა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ იფიქრებდა, რომ ესიზმრა ის, რაც ნახა. ეჭვიანი ადამიანი კი მომვარდებოდა და ახსნა-განმარტებას მომთხოვდა. მადლობა ღმერთს, ედვარდისთვის ეჭვიანობა არ შემიმჩნევია. მანქანის ძრავის ხმა გავიგონე. მე უკვე მისაღებში ვიცდიდი, ჩანთა კართან ეგდო გამზადებული. ზარის დარეკვამდე არ მივედი კართან, აქეთ-იქით დავქროდი ნერვიულად. ზარის ხმამაც არ დააყოვნა. გავაღე.
_დილამშვიდობისა!-ვუთხარი შეძლებისდაგვარად ხალისიანად.
_დილამშვიდობისა! წავედით?-ღიმილით მკითხა, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო, რაც გუშინ.
_წავედით,-ჩანთა ავიღე და გავყევი. უხმოდ ჩავსხედით და დავიძარით.
_ბელა, იცი, უცნაური სიზმარი ვნახე...
_დღეს ნეტა ჩაგვიტარდება ტრიგონომეტრია?-სანამ წინადადებას დაამთავრებდა მანამდე ვკითხე.
_ტრიგონომეტრია?-გაკვირვებულმა გადმომხედა.-ალბათ, კი.
_არადა, რა კარგად ვისვენებდით მისტერ მეისონის გარეშე!-მხიარულად ვუთხარი.
_ჰო... ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გაკვეთილზე ვიქნები და ვინ ჩამიტარებს ამ გაკვეთილს, მთავარია შენ იჯდე ჩემ გვერდით...-ღიმილით გადმომხედა. -შემდეგ სემესტრში იმ საგნებს ავირჩევ რასაც შენ,-ეს ნამდვილად არ მეწყინებოდა. -ამ გახსენებაზე, შობას ხომ არსად აპირებთ წასვლას?
_არა.
_კარგია, შობა-დღეს ერთად გავატარებთ... -ღიმილით გავხედე.
_არ მითხრა, რომ უკვე საჩუქარს არჩევ...
_მმ... სიმართლე გითხრა, უკვე არჩეული მაქვს... ოღონდ არც მთხოვო გითხრა, რა არის! მაინც არ გეტყვი, სიურპრიზია!!!

ტრიგონომეტრიაზე ხელჩაკიდებულები შევედით და ერთად დავსხედით. თითქმის მთელი გაკვეთილი მისტერ მეისონისთვის არ მომიცილებია მზერა, მაგრამ მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გამიგია. ჩემ გვერდით მჯდომი ერთი ბიჭის მზერა გონებას მიფანტავდა და ფიქრის სურვილს მიკარგავდა, მიუხედავად ამისა, მაინც მედგრად ვიდექი და მხოლოდ რამდენჯერმე შევავლე თვალი, კიდევ კარგი, გაწითლება არ შემეძლო.

ამის შემდეგ, სხვადასხვა გაკვეთილები გვქონდა. ლანჩზე კაფეტერიაში წამათრია, მაგრამ ვუთხარი, რომ დიეტაზე ვარ და მხოლოდ წყალი დავლიე, რომელსაც ჩემთვის არანაირი გემო არ ჰქონდა. ლანჩის შემდეგ ბიოლოგიაზე ისევ ერთად წავედით. ჩვენს საკლასო ოთახთან მაღალი გრძელთმიანი გოგო იდგა და ედვარდს უღიმოდა.
_შენ გელოდებოდი!-უთხრა ღიმილით და ჩემი სრული იგნორირებით. ედვარდმა თვალები აატრიალა. მომიბრუნდა და ძალიან ნაზი ხმით მითხრა:
_შიგნით დამელოდე, კარგი? ახლავე მოვალ...-მის თხოვნას დავემორჩილე და ოთახში შევედი, მაგრამ იქ ცარიელი მერხი ვერ აღმოვაჩინე, ბოლოს ერთ ყურში ყურსასმენებგარჭობილ გოგოს მივუჯექი, თან გარეთ მყოფთ ვუგდებდი ყურს.
_...კარგად მომისმინე, იმიტომ, რომ მეტჯერ აღარ გავიმეორებ! ყველაფერი მორჩა! მე ერთ ადამიანს ვეკუთვნი, ბელა სვონს, წეღან გვერდით რომ მედგა იმ არაჩვეულებრივ გოგოს! და გთხოვ, მეტად ნუღარ შემაწუხებთ, თორემ ასეთი მშვიდი და მოთმინებით აღსავსე აღარ ვიქნები!
_ედვარდ, მართლა გგონია, რომ ასე უბრალოდ მომისვრი?
_კი არ მგონია, ზუსტად ვიცი, რომ აღარასდროს აღარ გაგეკარები. როგორ ამბობდი? „შენ ისეთი არ ხარ, როგორზეც ვოცნებობდი!“ ასე არ ამბობდი?
_ეგ თავიდან იყო...
_ჰო, თავიდან იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე ისეთი არ ვარ, როგორზეც შენ ოცნებობდი და არც შენ ხარ ისეთი, როგორზეც მე ვოცნებობდი. შენთან ურთიერთობა იმიტომ არ დამიწყია, რომ შენზე ვგიჟდებოდი და თავდავიწყებით მიყვარდი, უბრალოდ დაგანახე, რომ ნებისმიერმა, უკანასკნელმა ნაძირალამაც შეიძლება შეგაყვაროს თავი და მერე...
_ედვარდ კალენ, გეფიცები მაგას...
_ვინანებ? ვიცი, ეგ უკვე მსმენია...-გააწყვეტინა და საკლასო ოთახის კარშიც გამოჩნდა. ზარი უკვე დარეკილი იყო, მასწავლებელი დაფაზე რაღაცას წერდა. ედვარდმა ოთახი მიმოათვალიერა, დამინახა რომ მარტო არ ვიჯექი და ვიღაც ბიჭს მიუჯდა გვერდით. მასწავლებელი მიტოზის ფაზებს გვიხსნიდა. დიდი ყურადღებით არც მე გამოვირჩეოდი, არც ედვარდი. მის მზერას ვგრძნობდი და ვეღარ ვძლებდი, რომ მეც არ გამეხედა. ჩვენი ყველა „მზერის შეჩეხვა“ ორივე მხრიდან მორცხვი ღიმილით მთავრდებოდა. ბიოლოგიის გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკლასო ოთახიდან გამოსვლისას, ედვარდმა იდაყვში ჩამავლო ხელი, რადგან მოსწავლეების ტალღამ დერეფნის სიღრმისკენ წამიღო. ედვარდმა ფანჯარასთან გამომიყვანა და გაბრწყინებული მზერით მითხრა:
_წავიდეთ, გთხოვ...
_სად? მერე გაკვეთილები?
_კარგი რა, რა დროს გაკვეთილებია... შენთან განმარტოება მინდა...-რამდენიმე წამს მდუმარედ ვუყურე, ბოლოს ვკითხე:
_სად წავიდეთ?
_სიურპრიზია...-თავი დავუქნიე და გასასვლელისკენ ხელიხელჩაკიდებულნი წავედით.

დამატებულია (2010-11-26, 9:32 PM)
---------------------------------------------
natuka, naat, shemogevlee... yvelanairad shevecdebi iseti tavebi davwero, ro sul maseti emociebi gqondes kitxvisas... guli mwydeba internetis gamo ro ver kitxulob axal tavs dges, mara araushavs... ramdenime tavs ro waikitxav ertad magasac mugami aqvs, chemi gamocdilebit vici sxvis fanfikebs ro vkitxulob xolme happy happy
elle____, gavwitldi shy kiss
saaali,

Quote (saaali)
erts gtxov cota xani mainc gaagrdzele eseti rogor vtqva tkbili tavebi

vecdebi yvelanairad. memgoni egrec iqneba, shens survils gavitvaliswineb kiss gmadlob, rom kitxulob da maset tbil komentarebs mitoveeb
sofka,
Quote (sofka)
mec tqvenxela minda viyooo da sxvatashoris aq rom shemovdivar asaki martla maviwydeba, gulit albat mudan bavshvi viqnebi

tore ise dzaan didi xar! shen ar yofilxar chvenxela tu chven ar viqnebit shenxela? tongue biggrin biggrin dumbadzis fani var me biggrin

დამატებულია (2010-11-26, 9:37 PM)
---------------------------------------------
Immortal,

Quote (Immortal)
mamachemi ro damadgeba tavze damsvio zustad mashin deb xolme shen

eh, ra vqna? chemi sultamxutavi am dros msvavs xolme komptan da... wink biggrin biggrin biggrin
Quote (Immortal)
vaimee sheni bella ise momwons rom ar vicii, uzomod. dzalian saintereso personajiaa..

am bolo dros ise agar maimunobs, siyvarulma daachkviana biggrin biggrin
Quote (Immortal)
a kargad wavida saqmeebi, aba shen ici ase gaagrdzele, romanwikaa

cota xani mivcem siyvarulit tkbobis sashualebas da mere oooo.... wacko biggrin biggrin biggrin
madloba sayvarelo mec miyvarxar love shemdeg tavi ageraa, cota zemot biggrin biggrin
sonia,
Quote (sonia)
mec dzalian didi interesit vkitxulob da vadevneb tvals am saocrebas.........dzalian gemovnebiania....erti suli aqvs rodis daideba shemdegi tavi....dilida sagamommde aq vyuyuteb xolme ulamazesi fanfikiaaaa

dzaaalian mixaria axali mkitxveli rom gamomichnda... sityva "gemovnebiani" dzalian momewona shy shemdegi tavi aqaa da kide shemdegi xval daideba happy vaime rogor mixaria mase ro mogwons... shy



bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 10:50 PM | შეტყობინება # 190

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, aniii :* genacvaleee :* bolo tavebis dakomentareba ver movaxerxe samwuxarod sad magram sul vkitxulob xolmee daa agfrtovanebuli varrrrrrr. bela ra sayvareliaaaa. da edwardiiic. sheni edwardi sul ufro metad miyvardebaaa love rogor mixaria aseti kargi urtiertoba rom aqvt. kargia rom bella agar maimunobs da tavs agar aridebs smile
Quote (AnasteishA)
cota xani mivcem siyvarulit tkbobis sashualebas da mere oooo....

vaimeeee. sad ras upireb am sawyleebs? cry cry cry

Takoთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 10:53 PM | შეტყობინება # 191
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a !!!!
me komentars ar vwer es bolo 4 tavis wakitxva chemtvis shoki iko da jer ver gamovrkveulvaar surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised
chemtvis ukve zedmetia aseti ragaceebis hsefaseba, magdenad kompetenturi ar gaxlavart! biggrin vaime moicat azrze movide cotaa crazy crazy crazy crazy crazy



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 11:21 PM | შეტყობინება # 192
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
kidev erti lamazi taviiiii! ulamazesi tavi iyo love love love love ra sainteresoa sad unda waiyvanos neta bella? happy au isic mainteresebs rogor mixvdeba edwardi bella rom vampiria, mgoni ukve vuaxlovdebit mag moments xo? ra sainteresoaaaa surprised surprised vai, vai! viwvi interesit rolleyes
Quote (AnasteishA)
tore ise dzaan didi xar! shen ar yofilxar chvenxela tu chven ar viqnebit shenxela? dumbadzis fani var me

shen genacvaleeee! happy happy kiss kiss kiss kiss kiss


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 10:00 AM | შეტყობინება # 193
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan sayvareli da lamazi tavi iyo.yvelaperi dzaan lamazad gaqvs agwerili love love rom vkitxulobdi ar mindoda ro damtavrebuliyo. love love love love kiss kiss kiss


soniaთარიღი: შაბათი, 2010-11-27, 11:50 AM | შეტყობინება # 194

118
5  +
25  ±
   ±
Offline
AnasteishA ulamazesi tavi iyo... siamovnebit wavikitxe ukve bevrjer biggrin biggrin biggrin axali mkitxveli ar var, didi xania tvalyurs vadevneb yvelafers forumze rac xdeba ubralod ar damipostia smile sheni fanfikis wakitxvis shemdeg ubralod vegar movitmine da davposte cool cool cool ulamazesad agwer yvelafers

elle____თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 12:42 PM | შეტყობინება # 195
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, au 1-oba dmaikargia biggrin :D arada gushin vnaxe da deni wavida da ro movida agar chamartvevina dedachemma kompi : (((((
ai dzaaaaaan sayvarel taviaaaaa : ))))) ukve 10-jer vkixtulob mgoni biggrin : D dzaaaan sakaleeli da rogorc gitxari kaqi baia qal egre gaagrdzeeeeleee : ))) siuprizi magari intrigaaaa. biggrin :D :*:*:*:*:*:*

დამატებულია (2010-11-27, 12:42 PM)
---------------------------------------------
vaime tan utxras tu ara eg intriga ro shemodis mklaaaaaavss biggrin D: rogor mainteresebs eg momentiiii : )))) sayvarelo da exla shen am tavebs exla wer tu ukve dawerili gaqvs ? kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss


ძებნა: