ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი". სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე ავტორი: AnasteishA დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში სტატუსი: წერის პროცესშია სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ... ********************************************************************************************************* 1. პირველი შთაბეჭდილებები სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ. "ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა. _ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე. _არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ". _მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა! მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია." კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს. _უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე. _გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს. _ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა. როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან. _მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა. _ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა. _როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს... მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა: _შენ ვერ გაბედავ... _ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო. _იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და... _ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ. _დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ? _რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა. _მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა. _ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი. პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო. _...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია... _ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს. _თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე. _მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას. _რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ... _მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა. დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი. დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM) --------------------------------------------- გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. _ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | |
|
|
|
|
Rosalie | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 6:47 PM | შეტყობინება # 213 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|
Rosalie | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-30, 8:45 PM | შეტყობინება # 215 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-30, 10:35 PM | შეტყობინება # 217 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| bavshvebo mapatiet ertdgiani shesveneba. dges vdeb axal tavs. bodishi ro galodinet da gmadlobt rom melodit... cota chavixlarte mara eg araferi. axal tavs vwer axla :kiss:დამატებულია (2010-11-30, 10:34 PM) --------------------------------------------- 23. ეჭვები (პირველი ტალღა) მისი გულისცემის ხმამ დამამშვიდებლად იმოქმედა. "რაც მთავარია, ცოცხალია!" გავიფიქრე შვებით და ცივი ხელები დავადე სახეზე, შევეცადე გონს მომეყვანა. რამდენიმე წუთში თვალები გაახილა. _ბელა...-მითხრა ჩახლეჩილი ხმით.-გადავრჩით? კი, მაგრამ როგორ? დაშავდი?-წამოხტა მაშინვე და თვალიერება დამიწყო. _არა, მე არაფერი მიჭირს...მგონი ზემოდან დაგეცი... _ბოლო, რაც მახსოვს, შენი მჭიდროდ შემოხვეული ხელებია და კიდევ... ისიც მახსოვს, როგორ გადმოვვარდით. _ედვარდ, სისხლი მოგდის,-ვანიშნე შუბლზე. ხელი მოისვა. _არაფერია...-იმისთვის არაფერი, მე გული მისკდებოდა. _ეს დაიდე...-ცხვირსახოცი გავუწოდე, სისხლი მოიწმინდა და ჯიბეში ჩაიჩურთა.-ახლავე დავბრუნდეთ, საავადმყოფოში უნდა შევიაროთ, იქნებ სერიოზულია რამე? _ბელა, ნუ პანიკობ. არაფერი მომივა,-"იცოდე რა მემართება შენი სისხლის დანახვაზე, ვინ იპანიკებდა, მაგასაც ვნახავდით..." _შენს შუბლს შეხედე და მერე მითხარი ეგ. ეს რომ შეგეკრა, ხომ არაფერი მოგივიდოდა?-მიწიდან ავიღე ჩაფხუტი. ჯეიკთან დავბრუნდით, ედვარდის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, მაგრამ როცა მომხდარის შესახებ ვუამბეთ, ედვარდს მიუბრუნდა და უთხრა: _როცა ტარება არ იცი, უნდა შეეშვა, უარესის ღირსი ხარ! _ჩემი ბრალი არაა, ბელამ გადამატანინა ყურადღება!-ღიმილით გადმომხედა. _თავი დაარტყა და თვითონაც არ ესმის, რას ამბობს,-სიცილით ვუთხარი ჯეიკს, შემდეგ ედვარდს მივუბრუნდი.-წავედით? ბევრი სისხლი მოგდის... _კარგი, წავედით. საავადმყოფოში მიმათრევს!-შესჩივლა მეგობარს. დავემშვიდობეთ და წამოვედით. პატარა კინკლაობის შემდეგ, საჭესთან მე დავჯექი. _ბელა, სიჩქარეს თუ არ დაუკლებ, დღეს მეორედ მოვყვებით ავარიაში...-ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მითხრა ედვარდმა. მის სერიოზულ გამომეტყველებას ყურადღება არ მივაქციე. _უკვე თითქმის მოვედით...-გადავხედე ღიმილით, სიჩქარისთვის არ დამიკლია და რამდენიმე წუთში საავადმყოფოს ავტოსადგომზე დავაყენე მანქანა. სამი ნაკერი დაადეს შუბლზე და ერთიც წარბზე. ბედნიერი გამომეტყველებით უყურებდა ჩემს უვნებელ სახეს, ალბათ უხაროდა, რომ დაშავებისგან დამიცვა. მე ედვარდი და მისი მანქანა წავიყვანე თავის სახლში, უკან ესმი მოგვყვებოდა თავისი მანქანით. კარლაილმა ჯერ არ იცოდა ედვარდის დაშავების ამბავი და როცა სახლში შევედით, გაკვირვებული მზერა დაარჭო მის ლეიკოპლასტებს სახეზე. ესმის და კარლაილის თავშეკავებულმა შეხვედრამ გამაოცა, მეგონა უფრო ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ნახევარი საათის შემდეგ მე და ესმი სახლში დავბრუნდით. _ედვარდ, მართლა ავარიაში მოყევი?-ოთახში შემომივარდა ელისი. ბელას წასვლის შემდეგ ჩემს ოთახში ამოვედი და წამოვწექი. მითხრეს, რომ ტვინი არ შემრყევია, მაგრამ თავბრუსხვევა მაწუხებდა. _ჯეიკის მოტოციკლი აყირავდა...-ავუხსენი უხალისოდ. _ნაკერები დაგადეს?-შეწუხებული სახით მოათვალიერა ჩემი შუბლ-წარბის მიმდებარე ტერიტორია, თან საწოლზე ჩამომიჯდა. _როგორც ხედავ. _ბელაც დაშავდა? _არა. _როგორ? კარლაილმა მითხრა, ერთად იყვნენო. _ჰო, მაგრამ მას ჩაფხუტი ეკეთა. _შენ არა? _მეც, მაგრამ არ შემიკრავს და მომძვრა. _ბელა შენზე წინდახედული ყოფილა... _მასე გამოდის,-ელისმა შემატყო ცოტა უქეიფოდ რომ გახლდით და წამოდგა. _კარგი, დაისვენე... რამე ხომ არ გინდა მოგიტანო? ჩაი ან რავიცი... _არა, არაფერი არ მინდა, გმადლობ. _დაისვენე, თუ რამეა, ჩემს ოთახში ვიქნები,- თქვა და კარი გაიხურა. მე კი ისე დამიმძიმდა ქუთუთოები, თითქოს ტონიანი გირები დამკიდესო. მესიზმრა ბელა. საწოლზე მეჯდა და თბილი მზერით მიყურებდა. სიზმარი სინამდვილეს გავდა: მესიზმრებოდა, რომ ჯერ ოდნავ გახელილი თვალებით ვხედავდი, მერე კი ნელ-ნელა უფრო ფართოდ ვახელდი თვალს. ყველაფერი ჩემს საძინებელში ხდეოდა, მე ვიწექი, ბელა კი ნაკერებზე ოდნავ მეხებოდა გრილი თითებით. შემდეგ წამოდგა, ყველა ნაკერზე სათითაოდ მაკოცა, თუმცა მე შეხებისას ტკივილი არ მიგრძვნია. შემდეგ ნათურაზე მანიშნა, თავი გავაქნიე, მახსოვდა რაც მოხდა ამის შემდეგ წინა სიზმარში. _არ წახვიდე...-ვუჩურჩულე. ვთქვი თუ არა, უცებ გაქრა! ვეღარ ვხედავდი მის თვალებს. გადავიხარე და ღამის ნათურა ავანთე, იქნებ დამენახა. ოთახი დაკვირვებით მოვათვალიერე. ის უბრალოდ აღარ იყო ოთახში. ბოლო რაც მახსოვდა, არის გულდაწყვეტილობის შეგრძნება იყო. დილით გაღვიძებულს ერთი მხრიდან მზე მიჭყიტინებდა თვალებში, მეორე მხრიდან ნათურის მკვეთრი სინათლე. დამაინტერესა:“ნეტავ, ვინ ამინთო ნათურა საძინებელში?“ წამოვდექი, ნათურა ჩავაქრე და სააბაზანოსკენ გავემართე. ჩავიცვი თუ არა, გარაჟში გავიქეცი. ბელას ნახვა მინდოდა. მანქანაში ფანჯრები ჩავწიე, რომ რაც შეიძლებოდა მეტ სითბოს და მზის სხივებს შემოეღწია შიგნით. მზე, სიცხე, გარუჯვა სულ მიყვარდა, ფორქსის კლიმატის გადამკიდე მით უფრო დანატრებული ვიყავი ამ ყველაფერს. ადრიანი დილის მიუხედავად საკმაოდ ბევრი ხალხი გამოფენილიყო ქუჩებში, მათაც უხაროდათ სასიამოვნო ამინდის დანახვა. ქალაქიდან გავედი და სულ მალე ბელას სახლთან ვიყავი. ღიღინით ავიარე კიბეები და ზარი დავრეკე. ღიღინი მანამ არ შემიწყვეტია, სანამ საბოლოოდ არ მივხვდი, რომ კართან მოსასვლელად საჭირო დროზე მეტი გავიდა. სახე-დასერიოზულებულმა კიდევ ერთხელ დავრეკე ზარი, მერე კიდევ და კიდევ, მაგრამ ამაოდ. გულდაწყვეტილი დავბრუნდი მანქანაში. _დავიჯერო, სალაშქროდ წავიდნენ? მაგრამ ასეთი რა ჩვეულებაა, რომ ერთი მზიანი დღის ჩაგდებაც კი არ შეიძლება? ან როდის გადაწყვიტეს წასვლა? წუხელ არაფერი უხსენებიათ...-ვბურტყუნებდი ჩემთვის. მანქანა ქალაქისკენ მოვატრიალე, როგორც წინა ასეთ შემთხვევაში, კარლაილისკენ გავწიე. _კარლაილ, გცალია?-მის კაბინეტში შეჭრისას, ამჯერად მეტი ზრდილობა გამოვიჩინე. _1 წუთით გარეთ დამელოდე, ედვარდ!-ჩემსკენ არც გამოუხედავს ისე მიპასუხა, ალბათ მის წინ მჯდარი შუახნის კაცი მისი პაციენტი იყო. დერეფანში გავედი და სკამზე ჩამოვჯექი. საკუთარ მამასთან ვიზიტისასაც კი მოცდა მიწევდა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო, კარლაილი პაციენტს აცილებდა და რაღაც მითითებებს აძლევდა. მისი წასვლის შემდეგ მე მომიბრუნდა და შემოდიო მანიშნა. _კარლაილ, ისევ სალაშქროდ წავიდნენ?-ვკითხე პირდაპირ. რა თქმა უნდა, მიმიხვდა. _ესმის ოჯახზე მეკითხები?-მკითხა ყოველი შემთხვევითვის. თავი დავუქნიე.-არ ვიცი,-მიპასუხა მან. შემდეგ ხელით მანიშნა ერთი წუთითო და ტელეფონის ყურმილს დასწვდა. ალბათ მიმღებში რეკავდა, რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ყურმილი დაკიდა და მომიბრუნდა. _ჰო, ესმიმ დილით ადრე დარეკა და მორიგე ექიმს დაუბარა, რომ დღეს არ იქნებოდა,-ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ ესმის შესახებ არაფერი იცოდა, რატომღაც მეგონა სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, ალბათ რაღაც მომეჩვენა. _კარგი...-გულდაწყვეტილმა ვთქვი და წამოვდექი. _საით? _სახლში წავალ. წამოვწვები, თავბრუ მეხვევა. _სტივენსონთან გამოგყვები, ნაკერებს შეამოწმებს... _კარგი რა, კარლაილ, რა საჭიროა. როგორ უნდა მქონდეს ნაკერები? გახეული კანი და ზედ ძაფები. _წამოდი, წამოდი. ლაპარაკი ძალას გართმევს, ამიტომ ჯობია გაჩუმდე...-წარბი ავწიე და ტკივილისგან წამოვიყვირე(თურმე სწორედ მარცხენა წარბზე მქონია ნაკერი), კარლაილი მეკაიფებოდა (?!). ძლივს დავაღწიე თავი კარლაილს და მის კოლეგას. სახლში წამოვედი. კიბეები ავირბინე, ელისის ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ალბათ სადმე წასულიყო. ჩემ საძინებელში შევიკეტე და საწოლზე დავეხეთქე. არ მეძინებოდა, მაგრამ თვალები მაინც დავხუჭე, სხვაგვარად გონებას მოკრებას ვერ შევძლებდი ისე ყირაობდა ჩემს გარშემო ოთახი. ნერვები მქონდა მოშლილი, რომ ვერასდროს ვერ ვატარებდი მზიან დღეებს ბელასთან ერთად. შემდეგ თვალწინ წუხანდელი სიზმარი დამიდგა და მერე უცებ დილანდელი ანთებული ნათურა გამახსენდა. _ბელა წუხელ ჩემს საძინებელში იყო!-თვალები დავაჭყიტე და წამოვიყვირე უცებ. ჩემი ნათქვამის მეთვითონ შემეშინდა, ეს როგორ იყო შესაძლებელი? „რამდენიმე დღის წინაც ხომ მოხდა მსგავსი რამ? ღამით ფანჯარა დავკეტე, დილას კი ღია დამხვდა? ქარი ნამდვილად ვერ გააღებდა,“-გავიფიქრე და გადავწყვიტე ყველაფერი ჩამომეთვალა გონებაში, რა უცნაური მოვლენაც ბელასთან იყო დაკავშირებული. „მზეს გაურბის“-პირველი ეს გავიფიქრე, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე აქტუალური ეს იყო. „ჩემს საძინებელში უჩინრად იპარება_ იქნებ რამე აკვიატებული იდეებითაა შეპყრობილი? როგორ უნდა აცოცდე 5 მეტრის სიმაღლის კედელზე ვიღაცის საძინებელში შესაძვრომად? მითუმეტეს თუ გოგო ხარ და ბიჭის საძინებელში მიძვრები... არადა, ასეთი არ არის... ხომ ვიცი, რომ არ არის...“ ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა, ბიოლოგიის გაკვეთილზე. გაფითრებული, წყვდიადივით შავი თვალებით რომ მიყურებდა, თითქოს რაღაც ტკივილს ვერ უძლებსო. საწოლზე წამოვჯექი და ხელები სახეზე მოვისვი, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ჩემს წინაშე რაღაც ამოცანა იყო, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ ამოხსნიდა. საჩვენებელ თითზე რაღაც მეხამუშა, დავიხედე, ნაიარევი იყო. სწორედ იმ დღის ნაიარევი, როცა პირველად ვნახე ბელა. რაღაცნაირი, არაადამიანური გააფთრების გამომხატველი შავი თვალების ელვარებაც ამ თითის გაჭრის შემდეგ იყო. იმ დღეს კიდევ ვნახე, წვიმაში იწვა, შუა მინდორში და არც კი გაციებულა. გაციებაზე მისი მუდამ ყინულივით ცივი ხელები გამახსენდა. თუმცა რატომ მხოლოდ ხელები? სახეც, ტუჩებიც ისეთივე ცივი ჰქონდა. მის ტუჩებზე ჩვენი კოცნა გამახსენდა, ამაზე კიდევ მისი მონაყოლი მამამის ჩარლიზე, რომელიც მისი გარდაცვლილი ნათესავის სახელს ემთხვეოდა. წამოვხტი და გარაჟში ჩავირბინე, სასაფლაოზე რაღაც უნდა შემემოწმებინა... დამატებულია (2010-11-30, 10:35 PM) --------------------------------------------- kidev ertxel gixdit bodishs. cota patara tavia, orad gayofa momiwia erti siujetis. xval daideba meore talga
| |
|
|
|
|
|
|
Immortal | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 7:30 PM | შეტყობინება # 222 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| vaime ra magari iyoo... vaiih.. ra momentyamde mivediit... Quote (AnasteishA) kidev ertxel gixdit bodishs. cota patara tavia, orad gayofa momiwia erti siujetis. xval daideba meore talga znachit dges iqneba xo? shemovirben xolme da vai ar yopila
| |
|
|
|
Rosalie | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 9:00 PM | შეტყობინება # 224 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|