ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

saaaliთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 2:09 PM | შეტყობინება # 166
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
umagresii iyo magram mec mindoda ragaceebi mainc rom gaerkviat sad sad kide kulula bilis wasvlaze damwyda guli dzalian ara da sayvareli vinme chanda happy happy happy nagdi twiligtis emeti iyo biggrin biggrin biggrin es vis gavs neta eseti nervebis momshleli ?? biggrin biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 3:22 PM | შეტყობინება # 167
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
18. აღსარება

დილას სკოლაში დაუგვიანებლად მივედი. ედვარდი ავტოსადგომზე მიცდიდა. მესიამოვნა, მაგრამ არ ვიცოდი ეს "დახვედრა" რითი იყო გამოწვეული. მისმა სუნმა სასიამოვნოდ შემიღიტინა ნესტოებში და გამაბრუებლად იმოქმედა. დამინახა თუ არა, ჩემსკენ წამოვიდა.
_შენ გელოდებოდი!-მომახარა პატარა ბავშვივით. თავისი კოლექციის ახალ ექსპონატად ვუნდოდი?
_ჰოდა მეც მოვედი,-ვუთხარი და სკოლისკენ წავედით. მის გვერდით ყოფნა სულს მისხივოსნებდა, მაგრამ ის არ ვიყავი ვინც მას ვეგონე და არც სამუზეუმო ექსპონატად გამოვდგებოდი. მე ჩემი საკლასო ოთახისკენ მივდიოდი, ისიც გვერდით მომყვებოდა, ხანდახან გადმომხედავდა ხოლმე თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი.
_მე ისტორია მაქვს,-ვუთხარი, იმედია დაფარულ აზრს მიხვდა.
_ა, ჰო...-წაიბურტყუნა.-სკოლის მერე სასაფლაოზე, არა?-დააზუსტა. თავი დავუქნიე და საკლასო ოთახში შევედი.
_დროებით!-მომაძახა მან.

გაკვეთილზე ანჯელას შევხვდი, რომელიც კარგი მეგობარივით მომესალმა. არადა მეგონა, რომ ვაფრთხობდი ადამიანებს. სულ ეჭვი მქონდა, რომ აქაურები ნორმალურები არ იყვნენ.

როგორღაც დამთავრდა გაკვეთილები და მე უაზრო საწერი დავალებებით დატვირთული გამოვედი სკოლიდან.
_ბელა!-წამომეწია ედვარდი. მოვბრუნდი.
_ჩემი მანქანით წავიდეთ, კარგი?-მკითხე და ავტოსადგომისკენ გამიძღვა.
_ჩემი მანქანა? დილას ფეხით ხომ არ მოვალ?
_მე მოგიყვან სახლში,-დამპირდა და თავისი მანქანის კარი გამომიღო. ცოტა ხანი ვუყურე შეღებულ კარს, შემდეგ ედვარდს გავხედე.
_ნუ გეშინია, არ ვიკბინები...-მითხრა სიცილით. ჰმ, ეს ვითომ ხუმრობა იყო? ჩავჯექი. კარი მომიხურა, მანქანას მოუარა და გვერდით მომიჯდა.
_თუ გინდა სხვაგან წავიდეთ...
_სასაფლაოზე უფრო მშვიდად ვისაუბრებთ, ხელის შემშლელები არ გვეყოლება
_მეც მასე ვფიქრობ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის გკითხე.
მანქანა დაძრა და ავტოსადგომი დავტოვეთ. გზას თვალმოუშორებლად გავყურებდი. არ მინდოდა მისკენ გამეხედა. მის გულისცემას ვგრძნობდი და ეს რაღაც უცნაური, შინაგანი სითბოთი მავსებდა. ხანდახან გადმომხედავდა ხოლმე და ამ დროს მეც მინდოდა შემეხედა თვალებში, სახეზე მეყურებინა და დავმტკბარიყავი. " არა, ის მექალთანეა, დღეს ყველაფერს გავარკვევ, პირში მივახლი ყველაფერს და ამით ყველაფერი მორჩება!" გავიფიქრე მე. შუქნიშანთან გააჩერა, წითელი ენთო. თითებს მოუთმელად აკაკუნებდა საჭეზე. გამეღიმა. მანაც შეამჩნია ეს. უცნაურად ამათვალიერა და მზერა ჩემ ტუჩებზე გააჩერა...
_მწვანეა!-ვანიშნე შუქნიშანზე. მანქანა დაძრა და სასაფლაოსკენაც შევუხვიეთ. მანქანიდან გადმოვედით და ერთად შევედით ჭიშკარში. მამაჩემის საფლავთან ჩავლისას ქვას ახლო მეგობარივით მოვუთათუნე ხელი, ედვარდმა ხელი ჩამკიდა და დედამისის საფლავისკენ წამიყვანა.
_მინდა ამ საფლავის წინ გითხრა ჩემი სათქმელი...-მითხრა და ბალახზე დაჯდა. ნეტა, არ სციოდა? თბილი ქურთუკი ეცვა, მაგრამ ცივ მიწაზე იჯდა, თანაც ცივი ქარი უბერავდა. მეც თბილად მეცვა, თითქოს ეს რამეს მიშველიდა. მეც იქვე დავჯექი მის წინ.
_მართლა ფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი ვარ?-სევდიანად მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია საფლავს ქვისთვის. რა მეპასუხა?
_მე ვფიქრობ, რომ ცვალებადი ხარ...-ვთქვი ბოლოს. შემომხედა.
_ალბათ შეამჩნიე, რომ გოგონებში საკმაოდ პოპულარული ვარ და ამიტომ იფიქრე ჩემზე ცუდი რაღაცეები. აბა, გინდა, მოგიყვე ჩემი ისტორია?-თავი დავუქნიე.-მაშინ შემდეგი შენ იქნები.
_მმ... მე მოსაყოლი არაფერი მაქვს...-ვუთხარი სწრაფად. ცოტა ხანს მიყურა.
_კარგი, როგორც გინდა, -მითხრა ყრუდ და დაიწყო.-დედაჩემის ამბავი უკვე იცი. მოკლედ, მისი გარდაცვალების შემდეგ ელისი და კარლაილი დამრჩა, მაგრამ შემდე კიდევ გამოჩნდნენ ადამინები, რომელნიც ისე მედგნენ გვერდში, რომ მათთან ტკივილი მთლიანად მავიწყდებოდა. ესენი იყვნენ ჩემი მეგობრები. ერთი მათგანი შენც ნახე მაშინ, ტყეში, ჯეიკობ ბლექი. მეორე ჯეიმს სტიუარტი ერქვა. წარმოიდგინე სამი 7 წლის ბიჭი, რომელთაგან არცერთს არ ჰყავს დედა. ჯეიკის დედა მშობიარობას გადაჰყვა, ჯეიმსისა და ბრაზილიაში მოკლეს, როცა ერთხელ ნათესავების მოსანახულებლად წავიდა, შვილი კი აქ დატოვა ბებიასთან. ჩემგან და ჯეიკისგან განსხვავებით ჯეიმსს მამაც არ ჰყავდა, თვალითაც კი არასდროს არ უნახავს. მოკლედ, ჩვენ დავმეგობრდით, საერთო ტკვილი გვქონდა და კარგად გვესმოდა ერთმანეთის. გადიოდა წლები. ჯეიმსს ბებია მოუკვდა და ფაქტიურად სულ ჩაიქნია ხელი ცხოვრებაზე, თვლიდა, რომ მისი ამქვეყნად მოვლინება შეცდომა იყო. შემდეგ კი, ერთ დღეს სახლში მომაკითხა და მითხრა, რომ ნიუ იორკში გადადიოდა საცხოვრებლად. მითხრა, რომ იქ თავისი შორეული ნათესავი ეპატიჟებოდა. თან გარემოს შეცვლა მინდაო. არც დავფიქრებულვარ მაშინვე ვუთხარი შენთან ერთად მოვდივარ მეთქი. წავედით კიდეც. ჯეიკმა მამამისი ვერ დატოვა, ის ხეიბარია და ხომ გესმის... მოკლედ, ჩავედით ნიუ იორკში, მისი ნათესავი ვნახეთ, ის დაგვეხმარა ბინა გვექირავა და სამუშაო გვეშოვა. სკოლაშიც დავდიოდით ხანდახან, მაგრამ ძირითადად გართობაზე ვიყავით გადართულები. 17 წლისები ვიყავით, სხვა რისი ინტერესი გვექნებოდა... ერთ დღესაც, ჯეიმსმა ერთ ბარში გოგო გაიცნო. ქეითი. იმ დღის შემდეგ, ახალი ცხოვრება დაიწყო, ისეთი ჯეიმსი არასდროს არ მყავდა ნანახი. კი არ ცხოვრობდა, დაფრინავდა. თვალებგაბრწყინებული დადიოდა და უნდა გენახა როგორ ლაპარაკობდა თავის შეყვარებულზე. აღარც გართობა აინტერესებდა, სულ მასთან ყოფნა უნდოდა. მეც ბედნიერი ვიყავი, ჩემს მეგობარს ბედნიერს რომ ვხედავდი. მაგრამ თურმე... -უცებ გაჩუმდა. -ერთ საღამოს ქეითი ჩვენთან მოვიდა, სახლში. ჯეიმსი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სამუშაოდან. შემოვიპატიჟე, მე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე დაელოდება მეთქი. ჩემს ოთახში გავედი გამოსაცვლელად, უკან შემომყვა და კოცნა დამიწყო...-ისევ გაჩუმდა, გაშტერებული ვუყურებდი.-თავიდან მოვიშორე, არ გეგონოს, რომ ჩვენს შორის რამე მოხდა. გავაგდე და ჯეიმსთან ურთიერთობაც ავუკრძალე, დავემუქრე, რომ ჯეიმსს ყველაფერს ვეტყოდი. ისიც დამემუქრა თავის მხრივ, რომ ამ საქციელს მანანებდა. ჯეიმსი გამთენიისას მოვიდა სახლში, კარი რომ გავაღე სახეში მუშტი მომხვდა. ქეითს უთქვამს, რომ შევეცადე ძალა მეხმარა მასზე. გამხეცებული იყო, უნდოდა გემრიელად მივებეგვე. ხან მშვიდად ვუთხარი რაც იყო, ხან ვუყვირე, ხან ვუღრიალე, მაგრამ არ ესმოდა. სახლიდან წამოვედი. რამდენიმე დღე ერთ იაფფასიან სასტუმროში ვცხოვრობდი. როცა ვიფიქრე, რომ სიტუაცია ჩაწყნარდა და შევძლებდი ჯეიმსისთვის მშვიდად ამეხსნა ყველაფერი, სამსახურში მივაკითხე. ერთ ბარში მუშაობდა მიმტანად, მაგრამ რომ მივედი მუშაობის ნაცვლად სვამდა. ამჯერად აგრესიული აღარ ყოფილა ჩემ მიმართ, პირიქით, ბოდიშს მიხდიდა. მაგრამ რად მინდოდა მისი ბოდიში? ვიცოდი უყვარდა და მის გამო ყველაფერს გააკეთებდა, რომ მოვეკალი მაინც არ განვსჯიდი, ძმასავით მიყვარდა. მითხრა, რომ ქეითმა მიატოვა, უთქვამს შეყვარებული იდიოტები ერთფეროვნები ხართო და სიმართლე უთხრა რაც ჩემთან გააკეთა...უფრო სწორედ სცადა გაეკეთებინა. ამას რომ მიყვებონა ცრემლები მოსდიოდა და ბოთლიდან სვამდა ვისკის. სახლში მე წავიყვანე. ღამით იქ დავრჩი, ნაშუადღევს სამსახურში მომიწია წასვლა, არ მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. მას ჯერ კიდევ ეძინა. საღამოს ჯეიმსის ნათესავი მირეკავს, ვინც ნიუ იორკში დაგვაბინავა ის. მითხრა ჯეიმსს ვურეკავ და არ იღებს, რა სჭირს ხომ არ იციო. მოვუყევი ყველაფერი. ეგ ვიცი, ველაპარაკე კიდეც, სამსახურშიც აპირებდა წასვლას, მაგრამ მის უფროსს ველაპარაკე და არ მისულაო. გულმა ცუდი მიგრძნო. სახლში გავვარდი და...-სიტყვა გაუწყდა. თავი ჩახარა. როგორ მინდოდა დამემშვიდებინა... მენუგეშებინა...მისი ტკივილი გამექრო...მაგრამ უბრალოდ ვიჯექი და გაოგნებული ვუსმენდი.-საძინებელში ვნახე...თავი...ზეწრით...ჩამოეხრჩო...-მხარზე ხელი დავადე. თვალცრემლიანმა შემომხედა.-მე ვნახე... გესმის? მისი უსულო გვამი პირველმა მე ვნახე... ჩემი ბავშვობის მეგობარი... ქალის გამო ჩამოიხრჩო თავი... ვიღაც უღირსი ძუკნას გამო! და მაშინ მე დავიფიცე... რომ შურს ვიძიებდი ყველა ქალზე, ვინც გზაზე გადამეყრებოდა...-ცოტა ხანს თვალებში მიყურა, მერე ისევ საფლავის ქვას მიუბრუნდა. -აი, მისი საფლავი...-დედამისი ქვის გვერდით ახლაღა შევნიშნე საფლავი, წარწერით "ჯეიმს სტიუარტი". აი თურმე რატომ უნდოდა აქ მოეყოლა ეს ამბავი. -არც ქეითს გაუხარია...-დაიწყო ისევ.-რამდენიმე დღის შემდეგ მეტროს ლიანდაგებზე იპოვეს...მატარებელმა გადაუარა,-თქვა და მაშინვე შემომხედა.-ოღონდ მე აქ არაფერ შუაში ვარ. იმ ძუკნისთვის არც მეცალა. ჯეიმსი აქ გადმოვასვენეთ, ნიუ იორკში ყველასგან განმარტოებით ხომ არ დავკრძალავდით. დედამისთან ბრაზილიაში ვერ გადავიყვანეთ, ამიტომ ვარჩიე აქ, ბებიამისის საფლავსა და დედაჩემის საფლავს შორის დაგვეკრძალა. ამიტომ დავდივარ ასე ხშირად აქ. ადრეც გითხარი, რომ აქ გულს ვიოხებ ხოლმე როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მაგრამ უფრო ჯეიმსის გამო... დედას ხომ ვერ დაელაპარაკები ყველანაირ თემაზე არა? -ნაძალადევად გაიღიმა. -ერთადერთი რაც ჯეიმსისგან დამრჩა, მისი ხელნაწერების რვეულია... ოდესმე განახებ...-გაჩუმდა და შემომხედა. -არაფერს იტყვი?-მკითხა ბოლოს.
_ვწუხვარ...-ვთქვი ბანალურად. თითქოს მთელი მისი ტკივილი, განცდები, ემოციები ჩემზე გადმოვიდა და ახლა მე ვგრძნობდი ამ ყველაფერს.
_ახლა გესმის რატომ ვარ მექალთანე?-შეეცადა ხალისიანი ხმა ჰქონოდა, მაგრამ ამაოდ.
_არ გიფიქრია, რომ არ ღირს ეს "შურისძიება" და თუ მორჩები მაგ ყველაფერს, შენი მეგობრის სული უფრო მოისვენებს?
_არა,-მიპასუხა ჯიუტად.
_მე რატომ მომიყევი ეგ ყველაფერი?
_არ ვიცი... უბრალოდ მინდოდა გცნოდნოდა... ხომ გითხარი გუშინ, მინდა გამიცნო. ეს ამბავი აქამდე არავისთვის მომიყოლია, მითუმეტეს გოგოსთვის... როცა მდედრობით სქესს ვხედავ, პირველი რაც მახსენდება, ჩემი ფიცია, მაგრამ შენ... შენ სხვანაირი ხარ... ვაღიარებ, როცა პირველად დაგინახე ბიოლოგიის კლასში, ვიფიქრე, რომ ახალი მსხვერპლი გამომიჩნდა, მაგრამ შემდეგ... შენთან ყოფნისას ისეთ რაღაცეებს განვიცდი, რაც არასდროს განმიცდია... და როცა გიყურებ...
_როგორ უნდა მივხვდე, რომ ახლა რასაც მეუბნები, შენი "შურისძიების" მიღწევის გზა არ არის?-გავაწყვეტინე. გაეღიმა. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის არ მოუყოლია მოვეტყუებინე და ჩემზეც "შური ეძია",ამას ვგრძნობდი, მის თვალებში ვკითხულობდი, მაგრამ მაინტერესებდა მისი პასუხი.
_შენს ადგილას ალბათ მეც იგივეს ვიფიქრებდი... როგორც იქნა ლოგიკურად მოიქეცი, სხვა დროს ვერასდროს ვხვდები შენს შემდეგ ნაბიჯს...
_მაშინ მიპასუხე ჩემს "ლოგიკურ" კითხვაზე.
_ალბათ დრო უნდა მომცე, რომ დაგიმტკიცო...-დაბნეულმა მითხრა. გამეცინა.
_ო, დრო კი თავზე საყრელად მაქვს!-წამომცდასავით. თუმცა მას ყურადღება არ მიუქცევია, უბრალოდ მიყურებდა.
_ბელა...-თქვა ნაზად და გადმოიხარა. -ჩემ თავს ვერაფერს ვუხერხებ...გთხოვ, ნუ იქნები ცივი ჩემდამი...
_ედვრდ, მე...- ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა, თავგზააბნეული ვიყავი, ბოლოს ვუთხარი.-...აზრი შევიცვალე შენზე... მგონია, რომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ.
_შენ? შენ როგორი ხარ?-მკითხა ხავერდოვანი ხმით.
_მე? მე უგულო ვარ...-თავი დავხარე.
_ჩემი გული ორივეს გვეყოფა...-ჩემი ხელი აიღო და მკერდზე დაიდო.-გრძნობ?-თითქოს ისე არ მესმოდა მისი გააფთრებული გულისცემა. გავყუჩდით. შემდეგ ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა, ცხელი სუნთქვა და რბილი ბაგეების ნაზი შეხება ვიგრძენი. შემდეგ ნელა მიმიზიდა და გულში ჩამიკრა. არ გავძალიანებივარ. თავი მის მკერდში ჩავრგე. გულისცემა უფრო გაუხშირდა, მე კი თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ლამაზ, ფერად, სიყვარულით სავსე სამყაროში, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი: მე და ედვარდ კალენი ვიყავით...
"ბრძოლა აღარ შემიძლია... ყველაფერი მორჩა..."-გავიფიქრე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი...



elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 3:37 PM | შეტყობინება # 168
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, 1 var issssh
ai dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan momewona es tavi raa... dzaaaan magari iyo da gvegirsa is rasac velodit : ))) dzaaaaaaaan magaria .. yochaaaaaaaaaaaaaaaag...
exla gavxseni folderi da yvela im fanfiks vinaxav romelic momwonns ; ) shensas vinaxav kiss , siyvarulit dabrmavebuls , da without sun -s : )))) miyvarxart yvelaa :*:*:*:* : ))))))))))))



★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 4:48 PM | შეტყობინება # 169
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, umagresi tavia dzaan momewona love love love rogorc iqna gairkva edwardis shurisdziebis mizezi.ai dzaan magari xar magrad wer yochag kiss kiss kiss


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 9:02 PM | შეტყობინება # 170
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, vau, didi pativia chemtvis sheni sayvareli fikebis avtorta siashi moxvedra shy
bella-bella, madlobaa kiss shemdeg tavshi uketesi ragaceebi xdeba happy



♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 10:20 PM | შეტყობინება # 171
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, omg. vaime ra magari iyoo cry umagresii ai dzaan dzaan magari. chemi nichieri gogooo. miyvarxar an chemo nichieroo :*:*:*:* kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 0:06 AM | შეტყობინება # 172
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
vau, didi pativia chemtvis sheni sayvareli fikebis avtorta siashi moxvedra shy

egrec nu mashayireb biggrin D D biggrin ; (((



☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 5:03 PM | შეტყობინება # 173
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____,
Quote (elle____)
egrec nu mashayireb D D ; (((

hmm... rogor gekadreba. martla gitxari happy happy kiss



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 5:41 PM | შეტყობინება # 174
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
AnasteishA, vai aniii! ramdeni xania ar damikomentarebiaaaa shy shy shy ar gegonos rom damaviwydi, ubralod kompi mqonda areuli da ver shemovdiodiiii, chemi fikis tavis dadeba dzlivs movaswari im dges da ro gadaitvirta tavisit mere ori dge agar irtveboda cry cry cry samagierod gamotovebuli tavebi ertianad wavikitxe da minda kidev ertxel acgnishno rom unichieresi xaaar! kiss kiss kiss kiss kiss edwardis echvianobaze bevri vicine " echviani qmari" magari iyooo biggrin biggrin biggrin biggrin elisis nishnobac arachveulebrivi iyoo! bellam xidan rom dainaxa shenobashi vigac sigaretiani, mashinve gavifiqre rom edwardi iqneboda happy happy exla rac sheexeba "agsarebas" - nu es iyo fantastiuri, amagelvebeli da sheudarebeli taviiiii!
Quote (AnasteishA)
"ბრძოლა აღარ შემიძლია... ყველაფერი მორჩა..."-გავიფიქრე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი...

mara amashi ra igulisxma bellam? romel grznobas danebda neta bella? siyvaruls tu wyurvils? imedia wyurvils ara surprised cry cry tore morcha kino! biggrin biggrin


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 6:01 PM | შეტყობინება # 175
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sofka)
imedia wyurvils ara surprised cry cry tore morcha kino! biggrin biggrin

mec magis imedi maqvs.. magram memgoni siyvaruls tore exla .. biggrin D: D:



sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 6:05 PM | შეტყობინება # 176
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____, xoo aba raa happy ^_^ tu ukbina da mokla kaci raga gamova mere? biggrin biggrin biggrin ra tqma unda siyvaruli gaimarjvebs! love love love happy happy happy

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 9:37 PM | შეტყობინება # 177
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
19. მძინარე მზეთუნახავიკიარადა...ბიჭი

კარგა ხანს ვიჯექით ჩახუტებულები. არც არასდროს მომწყინდებოდა ეს, მაგრამ უკვე მოსაღამოვებული იყო. შესაძლოა ესმისაც ენერვიულა, თან დაფიქრება მჭირდებოდა. უკან გავიწიე და თვალებში შევხედე.
_წავიდეთ, კარგი?
_უკვე? ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ...-პატარა ბავშვივით მიყურებდა. მინდოდა სულ ვმჯდარიყავი და მისი სახისთვის მეყურებინა, მავედრებელი თვალებისთვის. სასწრაფოდ თვალები დავხუჭე, რომ აზრები მომეკრიბა. მთელი ღამე მასთან ხომ არ დავრჩებოდი ამ სასაფლაოზე? თან წყურვილმაც შემომიტია... მასთან ყოფნა ჩემს მადაზე უარყოფითად მოქმედებდა, უარყოფითად მისთვის და ფორქსის ტყეში მობინადრე ცხოველებისთვის.
_ხვალაც ხომ შევხვდებით? ახლა დროა წავიდეთ,-დაყვავებით ვუთხარი.
_მპირდები, რომ ხვალაც შევხვდებით?
_გპირდები,-დავუქნიე თავი. წამოდგა და ხელი გამომიწოდა, რომ წამოვეყენებინე. მანქანისკენ წავედით, გზაში ხელი ჩამკიდა, ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა. ჩვენს ხელებს დავხედე, შემდეგ მას შევხედე. ისიც მიყურებდა, თან იღიმოდა. მეც ღიმილითვე ვუპასუხე. მანქანის კარი გამიღო, ჩავჯექი. ისიც გვერდით მომიჯდა, მანქანა მოაბრუნა და ქალაქისკენ წავედით.
_გმადლობ,-მითხრა თბილად.
_მადლობას რისთვის მიხდი?
_რომ მომისმინე... ეხლა ვხვდები როგორ მჭირდებოდა ამ ყველაფრისგან დაცლა, განთავისუფლება. ან შეიძლება ადრეც ვხვდებოდი, მაგრამ არავინ შემხვედრია ისეთი, ვისთანაც ამის მოყოლა ღირდა.
_მაშინ მეც გადაგიხდი მადლობას, რომ მე ამირჩიე შენი ტკივილის გამზიარებლად.
_იმედი მაქვს, მხოლოდ ტკივილის გამზიარებლად არ დარჩები...-უცნაური მზერა მომანათა.
_ეს ყველაფერი, ეს ზარები, საუბრები გოგოებთან... მართლა შურისძიება იყო და მეტი არაფერი?-ჩავეკითხე კიდევ.
_ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. მას შემდეგ, რაც ჯეიმსი დავასაფლავეთ, გული თითქოს ყინულმა მოიცვა და იმ გოგოების მიმართ არც სიმპათიას ვგრძნობდი, არც მოწონებას, არც სიბრალულს.
_მე...-დავიწყე, მაგრამ გამაწყვეტინა.
_რაც შეგეხება შენ, თითქოს ცეცხლი შეუნთე ჩემ გულს და ყინული დაადნე. არც ვიცი ეს სიტყვები საიდან მოდის, მე ხომ სიყვარული ჯერ არავისთვის ამიხსნია...-გავიყურსე, მაგრამ მან უცებ ხალისიანად გააგრძელა.-არა, გატყუებ. ამიხსნია, მითქვამს მიყვარდა და მის გამო ღამეებს ვათენებდი. რა ბანალური ფრაზა აღარ მითქვამს და ისინიც ტყუვდებოდნენ, მაგრამ...ეს სიტყვები არასდროს ყოფილა სინამდვილე...-თქვა და გაჩუმდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ცერად გამომხედა და სასხვათაშორისოდ მკითხა. უფრო სწორად, შეეცადა ასეთი ხმა ჰქონოდა, ჩვეულებრივი, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, მაგრამ მე მაინც გავარჩიე ცნობისმოყვარეობა და ცხოველი ინტერესი.-ბელა, შენ გყვარებია?-პასუხი გავაჭიანურე. ფიქრებში წავედი... მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება გამახსენდა და როცა მესამედ გადმომხედა პასუხის მოლოდინში, ყრუდ ვთქვი:
_არა...-დავინახე როგორ გაუბრწყინდა თვალები. მარჯვენა ხელით ჩემი ხელი მოძებნა და ტუჩებთან მიიტანა. დანარჩენი გზა მდუმარებაში გავლიეთ. ჩვენი ხელები მანამ იყო ერთმანეთზე გადაჭდობილი, სანამ ესმის სახლთან არ გააჩერა მანქანა.
_არ მინდა წასვლა...-თქვა წყნარად. თბილმა ტალღამ დამიარა.
_ხვალ აუცილებლად შევხვდებით
_მანამდე რა ვქნა?-სევდიანი ხმა ჰქონდა.
_მანამდე დაიძინე,-ვუთხარი და კარის სახელურისკენ წავიღე ხელი.
_მე... ვერ ვიძინებ,-დაბნეულად მითხრა. მოვტრიალდი.
_რატომ?-გაკვირვებული ხმით ვკითხე, ხანდახან თამაშიც კარგად გამომდის.
_არ ვიცი, უბრალოდ ვერ ვიძინებ.
_მაშინ...მაშინ ჩემზე იფიქრე...-ვთქვი და სასწრაფოდ გადმოვხტი მანქანიდან. ისიც გადავიდა.
_მაგის თქმა არც იყო საჭირო...-მომაძახა, რადგან მე კარისკენ გავრბოდი. კიბეზე ავირბინე და მოვტრიალდი. ის მანქანის გაღებულ კარს დაყრდნობილი მიყურებდა.
_ტკბილ ძილს გისურვებ, ედვარდ!-დავუძახე. გაეცინა. სახლში შევედი, რამდენიმე წუთში მანქანა დაიქოქა და სახლს მოსცილდა.
_ბელა, ყოჩაღ! კარგი ნამუშევარია!-გავიგონე როზალის ხმა.
_რას გულისხმობ?
_თავი შეაყვარე, რომ შენთვის სისხლი არ დანანებოდა, არა?-ახლა ემეტი გამომეხმაურა.
_როგორ გამოიცანით?-სიცილით ვიკითხე, ჩემ ოთახში ავვარდი და აივნიდან ტყეში გადავეშვი. ესენი ფიქრს მაინც არ მაცლიდნენ, ესმი ალბათ ჯერ არ დაბრუნებულიყო და დარჩენას რა აზრი ჰქონდა.

პირველ რიგში, წყურვილი მოვიკალი, შემდეგ კი ჩვეული ხისკენ გავემართე. შუაღამეს უკვე გადაცილებული იყო და ვვარაუდობდი, რომ ფანჯარასთან იდგებოდა სიგარეტით ხელში, მაგრამ ასე არ იყო. ყოველ შემთხვევაში, სინათლე არ ენთო. გადავწყვიტე დავლოდებოდი. იმდღევანდელ მომენტების ვიხსენებდი და გული სიხარულით მევსებოდა. თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც აზრი მიეცა. მასთან ყოფნისას თავს ადამიანად, სრულყოფილ, ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან თავისუფალ პიროვნებად ვგრძნობდი. მისი მზერა, ხმა მახსენდებოდა და მთელი არსებით მინდოდა მენახა. „ნუთუ, ამას ჰქვია მონატრება? ნამდვილი მონატრება?“ გავიფიქრე გაოგნებულმა. მე მომნატრებია ესმი, ბილი, ალბათ როზალიც. მაგრამ ის სხვა გრძნობა იყო. ისინი უბრალოდ მაკლდნენ, მინდოდა მენახა, დავლაპარაკებოდი. ეს მონატრება სხვანაირი იყო, მინდოდა უბრალოდ მის სიახლოვეს ვყოფილიყავი და მისი გულისცემის, სუნთქვის ხმა გამეგონა, მეტი არაფერი. ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანმა ჩემში ღრმად გაიდგა ფესვი და მე რამდენიც არ უნდა მეუარა, რეალობას ეს მაინც არ შეცვლიდა. ჩვენს შორის ბევრი წინაღობა არსებობდა, მათ შორის მთავარი იყო ის, რომ მე ვამპირი ვიყავი, ის- ადამიანი; მე- მტაცებელი, ის კი- მსხვერპლი. მე- უკვდავი, ის- მოკვდავი, ეს კი ნიშნავდა, რომ 60, 70 წლის შემდეგ მოკვდებოდა. თუნდაც 80 ან 100 იყოს, ეს ჩემთვის მაინც არ იქნებოდა საკმარისი. მე მუდამ 18 წლის გოგოს ვემგვანებოდი, ის კი დაბერდებოდა, შესაძლოა დროთა განმავლობაში აზრიც შეეცვალა და აღარც ჰქონოდა ასეთი ნაზი გრძნობები ჩემ მიმართ, მაშინ? მაშინ რას ვიზამდი? „არც არაფერს. რა თქმა უნდა, გავუშვებ. მე რა უფლება მაქვს ჩემთან ყოფნა ვაიძულო“, გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე მტკივნეულად შემეკუმშა გული. ან თუნდაც სიკვდილამდე ვყვარებოდი... მის სიკვდილს შევეგუებოდი? გავუშვებდი? ან იქნებ... “არა, ის ადამიანი დარჩება, ბოლომდე!“ ვუთხარი ჩემთავს. მას ვერ ვარგუნებდი იმ ცხოვრებას, რაც მე სასჯელად მიმაჩნდა.
ერთ-ორ საათში ალბათ გათენდებოდა, შუქი კი არა და არ ინთებოდა. გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და ღია ფანჯარაში შემეხედა. სახლთან უახლოეს ხეზე აღმოვჩნდი და დავინახე, რომ... მას ეძინა... ტკბილად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე, ღრმად სუნთქავდა, გულიც თანაბრად უცემდა. სანამ ჩემი მოქმედების გააზრებას მოვასწრებდი, მე უკვე მის ოთახში ვიდექი, საწოლთან და მძინარეს დავყურებდი. ჩემი თავის შემეშინდა, ეს გრძნობა უკვე აღარ მემორჩილებოდა. მაგრამ მასე ისე მშვიდად ეძინა... იდაყვზე დაედო თავი, წელზემოთ შიშველი იყო, ლამაზი კუნთები მოუჩანდა, საბანი მხოლოდ მკერდამდე ჰქონდა აწეული, არადა ფანჯრიდან სუსხიანი, განთიადის ნიავი უბერავდა. ფრთხილად დავიხარე და საბანი ყელამდე გადავაფარე. კიდევ ერთხელ დავხედე და შემდეგ ფანჯრისკენ შევბრუნდი, წასვლის დრო იყო, მალე გათენდებოდა.
_ბელა...-გავიგონე ყრუ, ხრინწიანი ხმა. ადგილზე გავიყინე. რა უნდა მეთქვა? დანაშაულზე წასწრებულის სახით მოვტრიალდი, მაგრამ... მას ეძინა! თვალები დახუჭული ჰქონდა, ისევ ღრმად სუნთქავდა. -ბელა...-დაიჩურჩულა კიდევ ერთხელ. გავშრი. ძილში ჩემს სახელს იმეორებდა! რა მნიშვნელობა ჰქონდა ოდესმე დამთავრდებოდა თუ არა ეს სიყვარული? ან როდის მოხდებოდა ეს? მთავარი იყო, რომ მე ჩემი რომეო ვიპოვე, რომეო, რომელსაც ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯულიეტა არ ვიყავი. უბრალოდ უნდა დავმტკბარიყავი ყოველი წამით სანამ ის ცოცხალი იქნებოდა...

უხალისოდ დავტოვე მისი ოთახი მას შემდეგ რაც აისის გაუბედავი სინათლის სხივები შემოიპარნენ ფანჯრიდან. ხალისიან განწყობაზე ვიყავი, მიზეზიც მქონდა. როზალისთვის და ემეტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, გუნებას მაინც ვერ გამიფუჭებდნენ, პირიქით ახლა სიამოვნებით გავაბრაზებდი მათ. ესმი ისევ არ იყო სახლში. ალბათ ღამით იყო მორიგე. ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი. „სამუშაო ოთახში“ შევიჭყიტე. მანეკენს არაფერი არ ეცვა. ალბათ ესმიმ გადამალა კაბა, რომ შემთხვევით როზალის არ ენახა. გარაჟში გავედი, მაშინღა გამახსენდა, რომ ჩემი მანქანა სკოლის ავტოსადგომზე ბრძანდებოდა. ცოტა უსიამოვნო პერსპექტივად მესახებოდა ის ამბავი, რომ ემეტთან და როზალისთან ერთად მომიწევდა წასვლა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? სახლში შევბრუნდი ახალი ამბის სათქმელად. ამ დროს მანქანის ძრავის ხმა მომესმა, პირდაპირ სახლთან გაჩერდა. 20 წამში კარზე ზარი დაირეკა. კარი გავაღე. ვიცოდი ვინც იყო.
_მაპატიე, გუშინ შენი მანქანის მოყვანა დამავიწყდა, ამიტომ ჩემსას შემოგთავაზებ!-თვალებგაბრწყნებული მიღიმოდა ედვარდი.
_დილამშვიდობისა!-ვუთხარი ირონიულად.
_დილამშვიდობისა, მზად ხარ წასასვლელად?
_კი, დამელოდე, ჩანთას ავიღებ. -ზოზინით წავედი კიბისკენ და არ ვიცი რამდენი წუთი მოვუნდი საფეხურების ავლას, კარიდან მთელი კიბე ჩანდა. შემდეგ კი წამში ჩემ ოთახში გავჩნდი და ჩანთას ხელი დავავლე, არც დავინტერესებულვარ მჭირდებოდა თუ არა ის წიგნები რაც შიგნით ელაგა. მხიარული მოსწავლესავით ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი.
_მართლა დაგავიწყდა მანქანის მოყვანა?-ვკითხე, როცა ჩავჯექით.
_სიმართლე გითხრა?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და ლამაზი, ცერა ღიმილი მაჩუქა.
_მმ...კი
_განზრახ არ მოგიყვანე, მინდოდა ვალდებული ვყოფილიყავი დილას მომეკითხა,-პასუხი მომეწონა. მანქანა დაიძრა და ჩვენ ქალაქისკენ წავედით.
_როგორ გეძინა?-მკითხა მხიარულად. „გადასარევად!“ გავიფიქრე სიცილით.
_როგორც ყოველთვის...-ბუნდოვანი პასუხი ვარჩიე.-შენ? კარგად გამოძინებული სახე გაქვს.
_იმიტომ, რომ ასეც არის. რამდენი ხანია ასე ტკბილად აღარ მძინებია. მე მგონი, რაღაც ჯადო გამიკეთე.
_ჰოო? მაინც როგორ?
_აი, რომ მითხარი: „ტკბილ ძილს გისურვებ, ედვარდ!“ მაშინვე თვალები დამიმძიმდა. კინაღამ დამეხუჭა გზაში, კიდევ კარგი თავს მოვერიე, თორემ რამდენიმე დღეში ალბათ ჯეიმსის გვერდით მიმაწვენდით!-გაფართოებული თვალებით შევხედე. საიდან მოსდიოდა თავში ეს სისულელეები? მკვდარი ედვარდის წარმოდგენაც არ მინდოდა.
_ნუ აჭარბებ!-ვუთხარი, რომ შეეწყვიტა უსიამოვნო საუბარი.
_ჰო, ცოტას ვაჭარბებ, მთლად მასეც არ მეხუჭებოდა თვალები, მაგრამ სახლში მივედი თუ არა, დავწექი და მაშინვე დამეძინა. ეს როდის მოხდა ბოლოს, აღარ მახსოვს.
_მიხარია, ჩემი „შელოცვა“ რამეში თუ დაგეხმარა.
_ჩათვალე, რომ მაგ სიტყვების გარეშე ვეღარ დავიძინებ!
_ოო, მაგხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ...-სიცილით ვუთხარი. სკოლის ავტოსადგომზე გავჩერდით. გადმოვედით და ზარიც დაირეკა.
_შენ გაკვეთილებს რომ დავესწრო, რა იქნება?-მკითხა, როცა შენობაში შევედით.
_მმ... შენი გაკვეთილები გაგიცდება, რამაც არამგონია დადებითი გავლენა მოახდინოს შენს განათლებაზე...-ვუთხარი ხალისიანად.
_კარგი, კარგი. ლანჩზე შევხვდეთ, ჰო?
_მმ...კარგი.
ორმა გაკვეთილმა მასზე ფიქრში გაიარა. დიდად არც მასწავლებლებს შევუწუხებივარ, არც მოსწავლეებს. ზარის შემდეგ კლასიდან გამოვედი თუ არა, ედვარდი დავინახე.
_გელოდებოდი!-ღიმილით მომახარა. -კაფეტერიაში წავიდეთ?
_წავიდეთ!-ღიმილით დავეთანხმე და დერეფანს გავუყევით.
_ედვარდ!-წამოგვეწია ჟღალთმიანი გოგო, რომელმაც ამრეზით ამათვალიერა.
_ვიკი! -უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ედვარდს.
_რა ხდება? რამდენი ხანია აღარ დაგირეკავს!-პრეტენზიულად უთხრა გოგომ.
_ატყობ, რომ მარტო არ ვარ?-ჩემზე ანიშნა ედვარდმა. გოგომ დაბნეულმა გადმომხედა.-და იმას თუ ატყობ, რომ შენთან საუბრის განწყობაზე არ ვარ?
_ედვარდ, მე...-გოგო სულ დაიბნა.
_ვიკტორია, ჩათვალე, რომ როცა შენთან ურთიერთობა მქონდა, ავად ვიყავი. ახლა ამ ავადმყოფობამ გამიარა და მივხვდი, რომ შენთან საერთო არაფერი მაქვს. იმედი მაქვს, გასაგებად აგიხსენი...-დაამატა ბოლოს, ხელი ჩამკიდა და კაფეტერიისკენ წამიყვანა, „ვიკი-ვიკტორია“ ადგილზე გახევებული გვადევნებდა თვალს.
_ბელა!-გავიგონე უცებ როზალის ხმა. -ესმის უნდა შენთან ლაპარაკი. რომ წამოხვედი, სახლში დარეკა. საავადმყოფოში გელოდება,-სწორედ ამ დროს შევედით კაფეტერიაში და კუთხეში მიმჯდარ როზალის და ემეტს მოვკარი თვალი.
_ამ მაგიდასთან დავჯდეთ...-იქვე ორკაციანი მაგიდისკენ წავიდა ედვარდი.
_მმ, ედვარდ! რაღაც გამახსენდა... მაპატიე, უნდა წავიდე...
_სად?-გაკვირვებულმა შემომხედა.
_მმ... რაღაც საქმე მაქვს... ესმის უნდა დაველაპარაკო...
_გაკვეთილები?
_არაფერი მოხდება 2 გაკვეთილს თუ გავაცდენ, ტრიგონომეტრიის მასწავლებელი ჯერ მაინც არ გამოუწერიათ.
_მე გაგიყვან.
_არა, არა. ნუ გააცდენ გაკვეთილებს.
_ სასაფლაოზე შევხვდებით?-იმედიანი მზერა მომაპყრო. გავუღიმე, თავი დავუქნიე და კაფეტერიიდან გამოვედი.ავტოსადგომზე ჩემი ეულად მდგომი მანქანა მიცდიდა.

_ესმი, ჩემთან ლაპარაკი გინდოდა?-ვკითხე, როცა მის კაბინეტში შევედი. ის თავდახრილი იჯდა.
_ჰო,-მითხრა ყრუდ.
_გისმენ
_დაჯექი...-მის წინ სკამზე მანიშნა. ოჰ, ეს ადამიანის მიბაძვის დაუძლეველი ჩვევა! თითქოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ვიდგებოდი თუ ვიჯდებოდი. დავემორჩილე.
_ბელა, რა ხდება ჩვენს თავს?-მკითხა ყრუ ხმით.
_რას გულისხმობ?-მართლა ვერ ვხვდებოდი... ან იქნებ ვხვდებოდი, მაგრამ დაზუსტება მინდოდა.
_რას არა, ვის. კალენებს ვგულისხმობ.
_მმ...
_გატყობ შენც ჩემსავით დაბნეული ხარ...
_იმდენად აღარ. გადაწყვეტილება მივიღე.
_ჩემთან შეუთანხმებლად?-ნაწყენი ხმით მკითხა.
_მაპატიე, ესმი. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და...
_მართალი ხარ, ეს შენი ცხოვრებაა, მაგრამ საუბარს მაინც ვერ ავცდებით. შეგიყვარდა?-თვალებში მიყურებდა გამჭოლი მზერით. რამდენიმე წამის შემდეგ თავი დავუქნიე.
_ბელა, გაგაკვირვებს რაც ახლა უნდა გითხრა, მაგრამ... მეც,-სულაც არ მიკვირდა.
_როგორ ფიქრობ, ეს არანორმალურია?-ვკითხე დაგვიანებით.
_ვფიქრობ, რომ კი.
_რა უნდა ვქნათ?
_ორი გამოსავალია: ან უნდა წავიდეთ და დავივიწყოთ ყველაფერი, ან...
_მეორე ვარიანტს ვირჩევ!-ვიყვირე მაშინვე.

საავადმყოფოდან პირდაპირ სასაფლაოზე წავედი. ის უკვე იქ მელოდა. მანქანიდან გადმოსული კაპოტს ეყრდნობოდა და ზურგუსკან რაღაცას მალავდა. ჩემი მანქანის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. გადმოვედი და მივუახლოვდი.
_მოვედი!-ვუთხარი ღიმილით და წინ დავუდექი.
_ეს შენ!-ზურგსუკან დამალული ხელი გადმოიღო და შავი ვარდი გამომიწოდა.
_ედვარდ, რა ლამაზია!-ვუთხარი გულწრფელად. -აბა, ხელები მაჩვენე! ამჯერად ვისი ბაღი გაპუტე?-ვკითხე სიცილით, ვარდი გამოვართვი და ხელებზე დავხედე, თუმცა წინასწარ ვიცოდი, სისხლი არ მოსდიოდა.
_ამჯერად სიფრთხილე გამოვიჩინე!-მიპასუხა სიცილით.
_გმადლობ!-ვუთხარი და ლამაზ, ახლადგაფურჩქნილ შავ ვარდს გავუშტერე მზერა. -რატომ მაინცდამაინც შავი?
_მაგ კითხვას ველოდი... გმადლობ, რომ მკითხე,-მითხრა და ნიკაპი ამაწევინა რომ თვალებში შემეხედა.-მგონია, რომ შენ და შავი ვარდი ერთმანეთს გავხართ: შენშიც იმდენივე ტრაგიზმს ვხედავ, რასაც ამ ვარდში. ისეთივე იდუმალი და შეუცნობელი ხარ ჩემთვის... გარდა ამისა, შავი ვარდი უიშვიათესია, ისევე როგორც შენნაირი ადამიანებია იშვიათი. უფრო სწორად, შენი მსგავსი არასდროს არავინ მინახავს...-თვალებში ვუყურებდი და გული წვეთ-წვეთად მევსებოდა სიხარულით. მის თვალებში გულწრფელობასა და სითბოს ვხედავდი. მისი სიტყვები კიარა, ის ინტონაცია მახარებდა, რომლითაც ის ლაპარაკობდა. თბილი, წყნარი, ნაზი, ხავერდოვანი ხმით. თითქოს თითოეულ სიტყვას ეფერებოდა. ყოველ წამს ვრწმუნდებოდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის იყო გაჩენილი და ამით ტკივილთან ერთად, უდიდეს სიხარულსაც განვიცდიდი.

გული სიხარულით მითრთოდა, როცა ვხედავდი ჩემმა სიტყვებმა რა რეაქცია მოახდინა მასზე. თვალებგაბრწყინებული, არა, გასხივოსნებული მიყურებდა. მინდოდა გულში ჩამეკრა, ჩემს სხეულში მომემწყვდია და აღარასოდეს გამომეშვა იქიდან. მინდოდა გულში დამეტია, ჩემს სულში ამესახა, რომ არასოდეს განმეცადა მასთან თუნდაც წუთიერი დაშორების ტკივილი. მინდოდა მეყვირა, რომ მიყვარდა, მთელი სამყაროსთვის გამეგებინებინა, რომ ვიპოვე! ვიპოვე ის ერთადერთი, ვინც ჩემთვის შექმნა ღმერთმა. პირველ რიგში კი, მინდოდა მას სცოდნოდა ყველა ჩემი განცდა, ფიქრი და ოცნება და ღმერთს ვთხოვდი მოეცა ჩემთვის ნიჭი, რომლითაც ამ ყველაფრის გადმოცემას შევძლებდი. გრძნობების სიჭარბეს ვეღარ გავუძელი და გულში ჩავიკარი.
_ბელა, ჩემი ხარ! მარტო ჩემი...-გულიდან ამოხეთქა სიტყვებმა, რომლებმაც მას ყურში ჩურჩულით ამცნეს სათქმელი...

სახლში თავბრუდახვეული დავბრუნდი. იმის შეგრძნებით წამოვედი სახლში, რომ ვიცოდი ღამით ისევ ვნახავდი მძინარეს... ვარდი რომელიღაც წიგნში ჩავდე, მინდოდა შემენახა. რამდენიმე საათი მოვიცადე და როცა გადავწყვიტე, რომ ამ დროს უკვე ეძინებოდა ტყეში გავიჭერი.
მის საძინებელში შესხლტომა არ გამჭირვებია. ბავშვივით მშვიდად და ტკბილად ეძინა. ვიდექი და ვუყურებდი, ვტკბებოდი. ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა გაეღვიძა, დავენახე და თავისი ელვარე, მწვანე თვალებით შემოეხედა, მეორე, გონიერმა ნაწილმა იცოდა, რომ ეს ხათაბალაში ჩაგვაგდებდა მეც და ჩემს ოჯახსაც.
განთიადამდე ვუყურე მძინარეს, ოცნებებში წასულს ტკბილ მუსიკად ჩამესმოდა მისი ფშვინვისა და გულისცემის ხმები. ოთახში წინა დილის მსგავსად შემოიჭრა სინათლე და მე ტყეს შევაფარე თავი.

დამატებულია (2010-11-25, 9:37 PM)
---------------------------------------------
sofka, შევეცდები ფანტასტიური და ამაღელვებელი თავები იყოს ამის შემდეგ სულ kiss kiss kiss kiss რაც შეეხება შენ კითხვას, მგონი შემდეგი თავით უკვე ვუპასუხე happy happy happy მადლობთ რომ კითხულობთ ბავშვებოო love




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2010-11-25, 9:27 PM

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 9:37 PM | შეტყობინება # 178
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, 1 vaaaaar
ai dzaaaaan kai tavi iyo !!!!!!!!! yvelas jobda martlaaa !!! iseti sayvareli : ))))) yochaaaag : ) dzaaaaan nichieri xar sayvareloo kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss love love love love love love love love love



★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 9:41 PM | შეტყობინება # 179
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaaan dzaan magari tavi iyo umagresi.bella da edwardi ra sayvarlebi arian ertad .dzaan sayvarlad wer love love love kiss kiss kiss


sofkaთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 10:06 PM | შეტყობინება # 180
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
elle____, shen sul pirveli rogora xar raa? biggrin biggrin
AnasteishA, nu mokled agar vici rogor da ranairad shevamko es axali tavi... uketesi da uketesi gamogdis yoveli axali tavi hands hands hands happy ise var pirdapir siyvarulit davdni qali love love love love love


ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[
ძებნა: