ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
ბინდი თავდაყირა ანუ ვამპირი გოგონას თავგადასავალი

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-07, 5:16 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ინტრიგის დედაფალი-ავტორი".

სახელწოდება: [color=green]ბინდიანი მზე
ავტორი: AnasteishA
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი, ხასიათი ძირითადად ჩემეული
ჟანრი: მელოდრამა, რომანტიკა
მთავარი გმირები: იგივე რაც ბინდის საგაში
სტატუსი: წერის პროცესშია

სამარი: იზაბელა სვონი მთელი საუკუნის შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქ ფორკსში ბრუნდება შეძენილ დასთან და დედასთან ერთად. მას იმედი უცრუვდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ...



*********************************************************************************************************

1. პირველი შთაბეჭდილებები

სკოლა. ყველაფერი ისეა, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს სულაც არ გასულიყოს მთელი საუკუნე მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიყავი აქ.
"ფორქსის სკოლა- სპარტანელების სახლი"- მიიპყრო ჩემი ყურადღება აბრამ. აი, ეს კი ნამდვილად ახალი იყო. გამეღიმა.
_ნეტა ვიცოდე, რა გიხარია ასე ძალიან...-თითქმის დამავიწყდა მისი არსებობა და მანაც მაშინვე შემახსენა თავი. ეს როზალი იყო, ჩემი და. თვალებმოწკურული მიყურებდა, შევუბღვირე.
_არაფერიც არ მიხარია, უბრალოდ...- თუმცა ვეღარ მოვიფიქრე რა "უბრალოდ".
_მე რაღას მატყუებ...- ჩაიბუზღუნა და მანქანიდან გადავიდა. მისი გადასვლა იყო და ვიღაცეებმა წაუსტვინეს მოწონების ნიშნად. ესეც ასე! ხომ ვამბობდი, რომ არ ღირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში როზალისთან ერთად დაბრუნება, რომ მთელ დღესასწაულს გამიფუჭებდა, მაგრამ ესმის დაიჟინა ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა წავიდეთო. როზალის თავისი შეყვარებულის დატოვება არაფრად ეპიტნავებოდა, მაგრამ ესმიმ აიძულა წამოსვლა და ამიტომ ახლა გადაწყვიტა ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა. ჯანდაბა!
მანქანიდან გადმოვედი და სიგნალიზაცია ჩავრთე. სკოლის ეზოში მყოფი ყველა ბავშვის თავი ჩემსკენ მობრუნდა. "შენ კი არა, მანქანას უყურებენ, დამშვიდდი!" ვინუგეშე თავი, აქეით-იქით მიმოვიხედე და გავემართე შენობისკენ, რომელზეც გამოკრული იყო აბრ: "ადმინისტრაცია."
კარი შევაღე და შიგნით შევედი. ჩემს ძვირფას დაიკოს ვიღაც ადამიანი ბიჭი გამოეჭირა (რომელიც ფინიასავით შესციცინებდა თვალებში) და ჩვენს მაგივრად მას აგვარებინებდა ჩვენი მიღების საქმეს.
_უკაცრავად...- მივიჭერი ჟღალთმიანი ქალის დახლთან, ბიჭი უხეშად გავწიე გვერდზე.
_გამარჯობათ! გთხოვთ ნახოთ ბელა და როუზი სვონების საბუთები თუ შემოიტანეს.
_ერთი წუთით!- ქალი შებრუნდა და მაგიდაზე ფურცლების გროვაში დაიწყო ქექვა.
როუზი წამოდგა (მანამდე იქვე ტყავის სავარძელში იჯდა და გამომწვევად ჰქონდა ფეხი ფეხზე გადადებული) და გვერდით მომიდგა. ბიჭს თავით ანიშნა და ისიც მორჩილად გავიდა ოთახიდან.
_მორჩი ადამიანებით მანიპულირებას!- ხმადაბლა ვთქვი რომ მხოლოდ მას გაეგონა.
_ამეკიდა და მთხოვა რამეში გამომიყენეო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან ისეთი საყვარელი იყო... არ გეზარება საბუთებში ხლაფორთი?- დაისისინა მანაც. ქალმა ცერად ამოგვხედა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერი გაიგონა, შესაძლოა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა დაინახა.
_როუზი! - შევუბღვირე. მერე უცებ გამახსენდა რაღაც და თვალები ეშმაკურად მოვწკურე. -საინტერესოა, ემეტი რას იტყვის ფორქსელ "საყვარელ" ბიჭებზე რომ გაიგებს...
მიზანში მოვარტყი! როუზი აღშფოთდა და დამისისინა:
_შენ ვერ გაბედავ...
_ვიპოვე!-სიტყვა ადმინისტრაციის მდივანმა გააწყვეტინა. ქალი დახლისკენ წამოვიდა, თან ორი საქაღალდე წამოიღო.
_იზაბელა სვონი და როზალი სვონი...- წაიკითხა ყდებზე და დახლზე დაახეთქა. -ა, გამახსენდა! დილას მოიტანა დედათქვენმა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იყო, ძალიან კარგია ალასკიდან ჩვენთან გადმოსვლა რომ გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან მოგეწონებათ... აქ იმდენია გასართობი და...
_ამას ჩვენ პირველყოფილები ხომ არ ვგონივართ?- ჩამისისინა როზალიმ.
_დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგვეწონება ფორქსი! - ხმამაღლა ვუთხარი ქალს.- ახლა შეგვიძლია გაკვეთილებზე წავიდეთ?
_რა თქმა უნდა, ძვირფასო. ერთი წუთით, თქვენს ცხრილებ და რუკებს მოგცემთ.- ქალი შებრუნდა და ფურცლების დასტა გამოგვიწოდა.
_მე რუკა არ მჭირდება, როგორმე ვნახავ თანამგზავრს...- როზალიმ მხოლოდ ცხრილი აიღო და პატივმოყვრულად გაიღიმა.
_ემეტი რას იტყვის ნეტავ...- წავიღიღინე მხოლოდ როუზის გასაგონად. შეცბა, გამომხედა, მერე უკმაყოფილოდ დაავლო ხელი რუკას და არ დამლოდებია, ოთახიდან გავარდა. რატომღაც თვალი ჩავუკარი ჟღალთმიანს და ჩემ დაიკოს მივყევი.

პირველი გაკვეთილი, ცხრილის მიხედვით, მისტერ ვენერთან მქონდა. ჩემდა საბედნიეროდ, ის ისე იყო გართული თავისი ლექციით, რომ ჩემი გვარიანი დაგვიანების მიუხედავად, ყურადღება არ მოუქცევია ისე მოვთავსდი ცარიელ მერხთან. თავი მაგიდაზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში ჩავრგე, ვეცადე დავფიქრებულიყავი. ორივე მხარეს თხელი კედლებივით ჩამომეფარა ჩემი გრძელი, ყავისფერი თმა. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა რომელიღაც ადამიანი და წიგნი დამიდო მერხზე. თავი მოვიკატუნე, ვითომ არაფერი გამიგია. უცებ ჩემი ყურადღება მასწავლებლის ხმამ მიიპყრო.
_...მის სვონს კი ისე ჩაუქინდრავს თავი, როგორც ჩანს, ოდნავი ინტერესიც კი არ აქვს ჩვენი ლექციის თემის მიმართ. პრინციპში არცაა გასაკვირი. შესაძლოა, არც ჰქონდეს გაგონილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი". ალასკაზე ალბათ დოსტოევსკის "იდიოტი" უფრო პოპულარულია...
_ემილი ბრონტეს "ქარიშხლიან უღელტეხილზე" მეტად?- სიტყვა ჩამოვართვი. -არანაირად, ალასკაზეც, ისევე როგორც აქ, ყველა იმას კითხულობს და იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეცნობა, რაც მას აინტერესებს.
_თუ, რასაც შოულობს?-დამცინავად წამოაყრანტალა ქერათმიანმა, ბავშვისმაგვარსახიანმა ბიჭმა. მომნუსხველი მზერა ვესროლე.
_მართალი ხარ. მათ შრომა სჭირდებათ, რომ მოიძიონ ის, რაც აინტერესებთ. მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ზოგი აქაურისგან განსხვავებით, ვისაც ხელი მიუწვდებათ ყოველანაირი დონის კლასიკოსებზე და მაინც არავითარ სურვილს არ იჩენენ გაეცნოთ მათ, ალასკელები ცოდნის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან.- მეთვითონაც არ ვიცოდი ასეთი სისულელე რატომ დავაბრეხვე, მაგრამ ძალიან მინდოდა იმ შტერი ადამიანისთვის მომეკეტინებინა, ვერასდროს ვიტანდი დისკრიმინაციას.
_რა ბრაზიანი ყოფილხარ! რა თქმა უნდა, მათ მხარეს იჭერ, შენ ხომ...
_მე ფორქსში დავიბადე!- წამომცდა უცებ. ბიჭმა ხმა გაკმინდა. მე ფანტაზიაში ენაზე ვიკბინე. ისევ ხელებში ჩავრგე თავი, წუთიც არ გასულა, ზარი დაირეკა.
დანარჩენ გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი მომხდარა. თითქოს ვერავინ ამჩნევდა ახალმოსულს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩემი ნიჭის წყალობით, აშკარად ვგრძნობდი მათ ინტერესს. საბედნიეროდ, ვერავინ გაბედა ჩემთან მოახლოება და გაცნობის მცდელობა, ასეთი რაღაცეები ყელში მქონდა ამოსული. დღის ბოლოს მე და როუზმა აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე გაკვეთილი გვემთხვეოდა. როუზი აღშფოთებული გაიქცა მდივანთან, რათა გაკვეთილების გადანაცვლება ეთხოვა, არ შევწინააღმდეგებივარ, არც მე მსურდა გაგიჟებით მასთან საერთო გაკვეთილებზე დასწრება. მანქანა როუზს დავუტოვე, მე კი ქალაქში საბორიალოდ ფეხით წავედი.

დამატებულია (2010-11-07, 5:16 PM)
---------------------------------------------
გულმა პირველ რიგში ჩემი სახლისკენ გამიწია, მამაჩემისეული სახლისკენ. რა თქმა უნდა, რაც დავბრუნდი მას მერე უკვე მილიონჯერ ვესტუმრე იმ ადგილს და მილიონჯერვე დავრწმუნდი, რომ იქ ჩემი სახლი აღარ იყო, მაგრამ გადავწყვიტე მილიონმეერთედ მენახა ჩემი სახლის ადგილზე წამოჭიმული უზარმაზარი ცათამბჯენი. ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ მენახა, მაგრამ მაინც არ მესმოდა რა ჯანდაბა უნდოდა ამ ცათამბჯენს ამ წვიმიან, ნესტიან, უხალისო, მოსაწყენ ქალაქში. ასეთი შეუსაბამობა ძალიან თვალშისაცემი იყო. თითქოს ციდან ჩამოვარდაო ამხელა შენობა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წვიმდა და ალბათ ამიტომ. მე, რა თქმა უნდა, არ მაღელვებდა წვიმა, უფრო პირიქით. წვიმაში უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან მეც მათსავით ვსველდებოდი, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ქვაც სველდება წვიმაში და გუნება გამიფუჭდა. სასაფლაოსკენ მოვბრუნდი. აქაც მილიონმეერთედ მოვდიოდი. რადგან ქუჩაში არავინ იყო თავს ნება მივეცი ჩვეული სიჩქარით წავსულიყავი, მითუმეტეს უკვე შებინდებული იყო და მაინც ვერავინ დამინახავდა. წამში სასაფლაოზე გავჩნდი. მამაჩემის საფლავს ნელა, ფეხაკრეფით მივუახლოვდი. "საწყალი ჩარლი... ალბათ როგორ ვენატრებოდი..." გამკენწლა გულში. მომინდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მეკივლა...უკვე მერამდენედ ვინატრე ტირილი შემძლებოდა... მაგრამ ესეც ერთ-ერთი ტვირთი იყო ჩემი ყოფიერებისა. მამაჩემის საფლავი ყველა დანარჩენისგან განმარტოებით, მარტოსულად იდგა. სიცოცხლეშიც ხომ ასეთი იყო, ეული, ყველასგან მიტოვებული. ჯერ იყო და რენემ მიატოვა, მაგრამ მაშინ მე ვყავდი, შემდეგ კი... ამოვიოხრე. ჩემი ბრალი არ იყო რაც შემემთხვა და არც ჩემი სურვილით დამიტოვებია საყვარელი მამიკო. ამით ვიმშვიდებდი თავს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. ჩემს ყურთასმენას სუსტი ხმაური მისწვდა, თითქოს სადღაც მოშორებით მინდვრის თაგვმა გადაირბინა მდელოზე. თავი წამოვწიე და მიმოვიხედე. სასაფლაოს ბოლოს ფიგურა დავინახე. ისიც საფლავთან იყო დახრილი... თუ საფლავის ქვას ეფარებოდა? ნუთუ... ნუთუ მომაგნეს? მაინც მიპოვეს! -თავზარი დამეცა. შავი ფიგურა წამოიმართა და კაპიშონი მოიხსნა თავიდან... ეხლა სისხლივით წითელ, ელვარე თვალებს დავინახავ... და მერე... ეს იქნება უკანასკნელი რამ რასაც აღვიქვამ... სუნთქვა შევიკარი, მიმოვიხედე რათა სხვებიც დამენახა, რადგან ვიცოდი ისინი მარტო არ დადიან. ვერავინ დავინახე, თუმცა ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას.
_ესმი! ესმი! გვიპოვეს! - შევვარდი სახლში.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2010-11-07, 5:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 7:27 PM | შეტყობინება # 196
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-vampire,
Quote (bella-vampire)
bolo tavebis dakomentareba ver movaxerxe samwuxarod

eg araferi chemo kargo, mtavaria kitxulob happy
Quote (bella-vampire)
rogor mixaria aseti kargi urtiertoba rom aqvt

mec mixaria, martla biggrin biggrin sheyvarebul wyvilze weras ra jobia, mteli sitbo da siyvaruli gadmomaqvs (nu mtlad "mteli" jer ara)
Quote (bella-vampire)
vaimeeee. ras upireb am sawyleebs?

hmmm.... happy biggrin biggrin
Tako,
Quote (Tako)
a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a a !!!! me komentars ar vwer es bolo 4 tavis wakitxva chemtvis shoki iko da jer ver gamovrkveulvaar chemtvis ukve zedmetia aseti ragaceebis hsefaseba, magdenad kompetenturi ar gaxlavart! vaime moicat azrze movide cotaa

dagelodebi ar mechqareba biggrin biggrin biggrin shemogevle, ra sayvareli xar love
sofka, madloba sofo :shy:
Quote (sofka)
au isic mainteresebs rogor mixvdeba edwardi bella rom vampiria, mgoni ukve vuaxlovdebit mag moments xo? ra sainteresoaaaa vai, vai! viwvi interesit

ki, namdvilad masea kiss vuaxlovdebit nel-nela... rogor gaigebs magas me da tqven ert dges gavigebt. jer me, mere tqvenc maleve... biggrin biggrin vxumrob, mtlad masec araa, daaxloebit vici ukve mara ase daaxloebit albat tqvenc echvobt happy happy
Quote (sofka)
shen genacvaleeee!

miyvarxar love
bella-bella,madloba shy siamovnebit gavagrdzelebdi usasrulod, mara... sad gavaxangrdzliveb aset tavebs, mara dzaan isec ar minda ukve uintereso da mosawyeni ro gaxdes
sonia, shy :shy: shy
Quote (sonia)
sheni fanfikis wakitxvis shemdeg ubralod vegar movitmine da davposte ulamazesad agwer yvelafers

didi pativia chemtvis eg ambavi, rom chemma fikma dagapostina pirvelad shy vecdebi ase gavagrdzelo happy
elle____, modundi da imito dakarge pirveloba, yvelafers shenarchuneba unda chemo kargo happy biggrin biggrin biggrin biggrin vxumrob gogo simartled ar miigo. ra mnishvneloba aq pirveli iqnebi tu bolo, me yvela komentari maxarebs da yvelas komentars didi yuradgebit vkitxulob kiss hoo siurprizad rato davtove icit? intrigaze ar mifiqria martla. daweras ver vaswrebdi sad waiyvana da ra damewera? rogorme xo unda damemtavrebina
Quote (elle____)
vaime tan utxras tu ara eg intriga ro shemodis mklaaaaaavss
mainc ar getyvi, duuut tongue :p biggrin biggrin biggrin boroti baia var biggrin biggrin
Quote (elle____)
exla shen am tavebs exla wer tu ukve dawerili gaqvs ?

ara, samwuxarod ar maqvs dawerili sad aq ro shemovdivar mere vwer xolme. jobda ertxel davmjdariyavi da sul damewera, mara roca ideebi maqvs, an dro ar maqvs an komptan ar msvaven, tu droc maqvs da komptanac msvaven mashin ideebi ar maqvs da ase... biggrin biggrin biggrin mara es ukanaskneli ishviatad xdeba, ufro pirveli shemtxvevaa xolme.
yvelas ertad gixdit madlobas, rom kitxulobt chem fiks love :love: miyvarxart yvelani, madloba sasiamovno komentarebistvis happy happy happy

დამატებულია (2010-11-27, 7:27 PM)
---------------------------------------------
21. სიურპრიზი

არ ვიცოდი, სად მივდიოდით ან როდის დასრულდებოდა გზა, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიყავი უსასრულოდ მევლო მასთან ერთად. ფორქსს უკვე რამდენიმე მილით გავცილდით.
_თითქმის მოვედით...-გადმომხედა ღიმილით. ცოტა ხანში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მტვრიან ადგილზე გააჩერა. სახლის მხრიდან ზღვის ტალღების ხმა ისმოდა. რამდენიმე ნეკერჩხლის და არყის ხე დავინახე, შემდეგ ნანახი კი ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის! ორ ნეკერჩხლის ხეს შორის ორსართულიანი სახლი იდგა. ჩარლის სახლი! მაგრამ საიდან იცოდა ედვარდმა, რომ ეს მამაჩემის სახლი იყო? შიშის ტალღამ დამიარა. ნუთუ, უკვე ყველაფერი იცოდა? ჯერ კიდევ გაშტერებული ვუყურებდი შენობას, როცა ედვარდმა კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. გადავედი და ერთად წავედით სახლის კარისკენ.
_რას იტყვი?-მკითხა. რა უნდა მეთქვა? ის სახლზე მანიშნებდა, მე კი მინდოდა გამეგო, ჩემი საიდუმლო საიდან გაიგო. რამდენიმე დღის წინ ამ სახლის პოვნა ნამდვილი დღესასწაული იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ არა ახლა. ჩემ ცხოვრებაში ედვარდმა დაიკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი (თუმცა არც ჩემი ოჯახი მავიწყდებოდა, რა თქმა უნდა).
_არ ველოდი, რომ...-დავიწყე ენის ბორძიკით.
_მესმის, როცა სიურპრიზი ვახსენე, ალბათ იფიქრე, რომ სადმე ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვანდი, მაგრამ ვერც წარმოიდგენ ეს ძველი სახლი ჩემთვის რამდენს ნიშნავს,-გაკვირვებულმა შევხედე. ჩარლის ძველისძველ სახლს, მისთვის ამისთანა რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა?-წამოდი, რაღაცას განახებ...-ცალ ანჯამაზე დაკიდებულ კარს გვერდი ავუარეთ და შიგნით შევედით. დიდი ვერაფერი სანახობა იყო: იატაკი მტვრის სქელი ფენით და ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაშით იყო დაფარული, არცერთ ფანჯარას არ შერჩენოდა მინა, კედლებში ჩატანებულ კარადებს თაროები ჩამომტვრეოდა, კედლებიც ალაგ-ალაგ ჩამონგრეული იყო, შპალერი ჩამოხეული, რამდენიმე დამტვრეული სკამი და ფანჯარასთან მიდგმული დალეწილი საწოლი შევნიშნე. ჯობდა ეს ყველაფერი არ მენახა და ეს სახლი ისეთი მხსომებოდა, როგორიც მრავალი წლის წინ ვნახე უკანასკნელად. კიბის 3 საფეხური ჩავარდნილიყო. ეს ყველაფერი შემზარავი სანახავი იყო და შესვლისთანავე მომინდა იქიდან წასვლა, მაგრამ ედვარდი არ ჩქარობდა. ღიმილით აკვირდებოდა ჩემს რეაქციას.
_მთავარი არ მინახებია!-მითხრა ბოლოს და სააბაზანოში შევიდა, იქიდან გასაშლელი კიბით დაბრუნდა, რომელიც ზედა სართულს მიადგა, ავიდა და შემდეგ მე დამეხმარა ასვლაში. ჩარლის საძინებელიც იმავე მდგომარეობაში იყო როგორშიც ქვედა სართული. ერთადერთ ოთახს, ჩემს საძინებელს ედო ბოქლომი. გაკვირვებულმა გავხედე ედვარდს.
_ეს ჩემი და ჩემი მეგობრების შტაბია! რაც თავი მახსოვს, ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და დედის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვიპარებოდი ხოლმე, როცა მარტო ყოფნა მინდოდა. ფორქსში, ჩემს სახლთან ახლოს იყო ეს სახლიც, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იქ ცათამბჯენი ააშენეს, ეს კი, კარლაილის ვთხოვე, აქ გადმოეტანა,-ამ სიტყვებით, მან გასაღები ამოიღო და ბოქლომი გააღო. კარი შეაღო და ხელით მანიშნა შევსულიყავი. ემოციებმა შემიპყრო, როცა ამდენი წლის შემდეგ ისევ შევედი ჩემს ოთახში. მართალია, შპალერი გახუნებულიყო, ჩემი საწოლის და საწერი მაგიდის ნაცვლად ერთადერთი ძველი დივანი იდგა ოთახის ცენტრში, მის წინ საშენ ბლოკებზე გადებული ფიცარი, ალბათ მაგიდის მოვალეობას ასრულებდა და ლუდის ცარიელი ბოთლებიც დახვავებულიყო კუთხეში, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ეს მაინც ჩემი ოთახი იყო, ყველაფრის მიუხედავად. თვალწინ დამიდგა ჩემი ოთახი, მთელი თავისი ავეჯით და მოწყობილობით.
_იმედი გაგიცრუვდა?-როგორც ჩანს ედვარდს არ შეუმჩნევია ჩემი გაოგნება და ემოციების მოზღვავება, გვერდით მომიდგა და ხელი წელზე შემომხვია.
_არა, რას ამბობ! ჩემთვის საინტერესოა შენს წარსულთან შეჩეხება...- თუმცა სიტყვა "შენი"-ს მაგივრად უფრო "ჩემ"-ს ვგულისხმობდი. ჩემს სიტყვებზე თვალები გაუბრწყინდა.
_ჩემთვის ამხელა მნიშვნელობა რომ არ ქონოდა ამ ოთახს, ხომ იცი, არ მოგიყვანდი. მინდა ჩემს გონებაში შემოგიშვა, რომ მთლიანად გამითავისო. ამ ოთახში, ამ დივანზე მწოლიარეს იმდენი საათი მაქვს გატარებული ფიქრში...მმ... ზოგჯერ ტირილშიც, როცა ახალი გარდაცვლილი იყო დედა,-სევდიანი ხმით მიყვებოდა, ხელი ჩამკიდა და დივნისკენ წამიყვანა. ჩამოვსხედით. რამდენიმე წუთი თავდახრილი ვფიქრობდი, ის მზერას არ მაშორებდა. პოზა არ შემიცვლია, ისე დავიწყე.
_მეც ძალიან განვიცადე მამაჩემის დაღუპვა... ასეთი სულიერი ტკივილი არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარ მიგრძვნია... ეს იყო ისეთი რამ, რაც მუდამ ვიცოდი, რომ ოდესმე მოხდებოდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ახლოვდებოდა ეს დღე, მაგრამ მაინც ისეთი ელდა იყო...
_მის სიკვდილს ელოდი? კიბო ჰქონდა?-მკითხა თანაგრძნობით. ჰმ, კიბო... ვერ ვეტყოდი, რომ უბრალოდ სიბერით მოვკდა, ამიტომ თავი დავუქნიე.
_ჰო. ჩარლი ყოველთვის ძალიან მზრუნველი და ალერსიანი იყო, შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო მისი სიკვდილი ჩემთვის ასე თავზარდამცემი...
_ჩარლი? მამაშენს ჩარლი ერქვა? როგორც შენს გარდაცვლილ ნათესავს სასაფლაოზე?-უუუუპს!
_მმმ...კი,-უარყოფა უფრო მეტად გამოიწვევდა ეჭვს.
_იცი, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ძალიან კარგად მესმის შენი. და როცა ამხელა ტკივილს ვხედავ შენს თვალებში... მინდა, რომ ეგ ტკივილი კოცნით ამოგაძრო, თუნდაც შემდეგ მე მსდევდეს თან ეგ ტკივილი...
_ედვარდ... -ვერც ვიგრძენი როდის გადავიხარეთ ერთმანეთისკენ. ლამის ცხვირის წვერებით ვეხებოდით ერთმანეთს.
_ბელა... მიყვარხარ... მთელი არსებით...-დაიჩურჩულა ძლივსგასაგონად. ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა უფრო და უფრო და თვალები თავისით მიმეხუჭა, ტუჩებზე რბილი, სველი ბაგეების შეხება ვიგრძენი და თითქმის იმწამსვე დავკარგე ყოველგვარი აღქმის უნარი. კიდევ ერთხელ დამეუფლა შეგრძნება, თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ მე და ის ვარსებობდით. მისი გულისცემა ნელ-ნელა აჩქარდა. ოდნავ შემეხო და ნაზად მაკოცა, შემდეგ ოდნავ მომშორდა. თვალები არ გამიხელია. ორივე ხელით დამიჭირა თავი და მწველად დამეწაფა ტუჩებზე... მისმა გულისცემამ პიკს მიაღწია, ვგრძნობდი რა სიჩქარით მოძრაობდა სისხლი მის სხეულში და...
სასწრაფოდ გავწიე თავი. პირი შხამით გამევსო, გონება მებინდებოდა. დროზე უნდა შემეწყვიტა ეს. სასწრაფოდ უნდა მოვშორებოდი. ედვარდი გაკვირვებული მიყურებდა, ბოლოს ეშმაკური მზერით მკითხა:
_რა იყო, პირველად კოცნი ბიჭს?-მორცხვად დავუქნიე თავი,-ჩემი სულელი...-სიცილით ჩამიხუტა, მე კი სუნთქვა შევიკარი.

ამის შემდეგ სახლი მალევე დავტოვეთ, ედვარდმა მითხრა, კიდევ რაღაც უნდა განახოო და ნახევრად-დანგრეული სახლის უკან წამიყვანა. პატარა დაღმართი ბილიკის ჩავლის შემდეგ, ზღვისპირი დავინახე, სანაპიროს ფართო ზოლი რიყის ქვებით იყო დაფარული. ედვარდმა ხელი ჩამკიდა და სანაპიროს გავუყევით. კარგა ხანს უხმოდ ვიარეთ, ეს რიყისქვებიანი სანაპირო, როგორც ჩანდა რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდებოდა, მეც კი ვერ ვხედავდი სადამდე. ტალღები სასიამოვნო ხმას გამოსცემდნენ ნაპირზე მიხეთქებისას. დიდი ტალღები არ იყო, ასე რომ, პირდაპირ მელამუნებოდა ეს ხმა, მგონი ედვარდსაც. მივრიხინებდით ქვებზე და ხანდახან ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე.
_აქაც ბევრჯერ მისეირნია და მიოცნებია, როგორ მოვიდოდი აქ ჩემ შეყვარებულთან ერთად...
_ბოლო სიტყვები მართალია?-დაეჭვებულმა გავხედე.
_ბელა, შურისმაძიებლად კი არ დავბადებულვარ! სულ მინდოდა მყოლოდა ვინმე ახლობელი, რომელიც ჩემს ყველა ფიქრს და გრძნობას გაიგებდა და ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ... მიხარია, რომ გიპოვე...-მომიბრუნდა ბოლოს ღიმილით.
_არ გიფიქრია, რომ მეტისმეტად ვაჩქარებთ მოვლენებს?
_არ ვიცი, მგონი არა. დაფიქრდი, კიდეც მომწონებია ვინმე, გატაცებულიც ვყოფილვარ ვიღაცით და მსუბუქი სიმპათიებიც მქონია, მაგრამ... აღარ ვიცი როგორ დაგარწმუნო, რომ შენთან ყოფნის ემოცია არაფერს შეედრება. უბრალოდ მჭირდები, როგორც ჰაერი... როგორც წყალი... მართლა არ გჯერა ჩემი?-სევდიანად მკითხა.
_ნუ მასაწყლებ თავს... ხომ იცი, რომ მჯერა...
_გჯერა? მაშინ, მოიცადე!-რიყეზე დამტოვა, თვითონ ზღვისკენ გაიქცა. სულ კიდესთან დადგა, სახით ზღვისკენ, ხელები გაშალა და ბოლო ხმაზე იყვირა:
_მიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიყვაააააააააააააააააააააააააააააააარს!-შემდეგ მოტრიალდა, ჩემთან მოირბინა, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა. მალევე დამსვა, მაგრად ჩავეხუტე, რამდენადაც მისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალე.
_ეს რა იყო?-ვკითხე ჩურჩულით. მთელი ძალით მიხუტებდა, ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ძვლების ტკაცა-ტკუცის ხმა გაგვაყრუებდა. იმ წამს, ვიცოდი (ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი ამ ცოდნით იყო გაჯერებული), რომ სულ ადვილად, ოდნავი მოდუნების შედეგად შემეძლო ძვლებში გადამემტვრია, ნაცარტუტად მექცია და გამეცამტვერებინა, მაგრამ ამის სურვილი არ მქონდა და ამიტომ არც ძალმიძდა. მერჩივნა მე მოვმკვდარიყავი ათასჯერ, მე მტკენოდა ყოველი უჯრედი, ვიდრე მას უბრალოდ ფრჩხილი მოსტეხოდა მტკივნეულად...
_ოკეანე წაიღებს ჩემს ნათქვამს და მთელ მსოფლიოს მოატარებს... ყველა გაიგებს, რომ მე, ცნობილ მექალთანეს, გოგოების გულთამპყრობელ ედვარდ კალენს, ვიღაც შემიყვარდა. რომ მე, შურისძიების წყურვილით გაგიჟებული, ერთი დაუცველი, მიამიტი გოგოს სიყვარულმა დამაჩოქა...-მეჩურჩულებოდა ნაზად. მისი ტუჩები ისე ახლოს იყო ჩემს ყურთან... თუნდაც ისევ დავეტანჯე წყურვილს, მე ეს მინდოდა, მთელი არსებით... თავი გამოვწიე და ჩვენი ბაგეები შეერთდა... "მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!"-კიოდა ჩემი სული.

სეირნობის შემდეგ მანქანასთან დავბრუნდით, უკანასკნელად შევავლე თვალე სახლს და შესახვევში შევედით. უკვე ღამე იყო. ედვარდი ხელის ჩაკიდებით აღარ კმაყოფილდებოდა, გულზე მჭიდროდ ვყავდი მიხუტებული. მოდუნებული მაინც არ ვიყავი, მისი აჩქარებული გულისცემა მამცნობდა, რომ გამორიცხული არ იყო, კონტროლი დაკარგვოდა და ავტოკატასტროფაში მოვყოლილიყავით. მას, რა თქმა უნდა, ვერ ვეტყოდი, ნუ მეხუტები, არაფერს დავეჯახოთ-მეთქი.
ჩემ სახლამდე მშვიდობიანად მივედით. ძრავაგამორთულ მანქანაში უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს.
_რომ ვიცი, რომ უნდა წავიდე, უკვე მენატრები...-მითხრა წყნარად. გამეღიმა. "ამაღამ გნახავ"-ვუპასუხე ფიქრში.
_ნუ ღელავ, ხვალ ისევ შევხვდებით...
_თუ ვერ დავიძინებ, შეიძლება მოვიდე?
_მოხვიდე?
_ჰო, აი, აქ. შენი სახლის წინ ვიდგები და შენს გაღვიძებას დაველოდები...
_მმ... კარგი, მაგრამ გპირდები, რომ დაგეძინება, თან ძალიან ტკბილად.
_საიდან ეგ დაპირება? ძილის წამალს შემომატყუებ?-სიცილით მკითხა.
_არა, ჯადოსნურ სიტყვებს გეტყვი: "ტკბილ ძილს გისურვებ, ედვარდ!"-ამ სიტყვებით გადავიხარე, ნაზად ვაკოცე მარცხენა ლოყაზე, მანქანიდან გადავხტი და კარისკენ გავიქეცი, ზურგს მისი თბილი მზერა მწვავდა...



elle____თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 7:57 PM | შეტყობინება # 197
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, exla 1 var sul shemtxvevit : D: D
ai dzaaaan sayvareli tavi iyooo... rogor uyvart ertmanetttti ; ))))
Quote (AnasteishA)
_მიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიყვაააააააააააააააააააააააააააააააარს!-შემდეგ მოტრიალდა, ჩემთან მოირბინა, ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.

ra matrakvecaa biggrin D: mara sayvareli love yochag ai dzaaaaan kai tavi iyooo... :*:*:** erti suli maqvs rodis etyvvvvviiis love love love love



★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2010-11-27, 8:06 PM | შეტყობინება # 198
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime dzaan magari tavi iyo .bellastvis ra mtkivneyli iyo tavisi saxlis naxva. dzaan mainteresebs edwardi rodis gaigebs ro bella vampiria .es tavi dzaan lamazad gqonda agwerili love love love love kiss kiss


Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-11-27, 8:55 PM | შეტყობინება # 199
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
ramdeni tavi gamovtove datvlas azri ar aqvs dges chavixrchvi magis kitxvashi... biggrin amm.. ai dzalian magaria.. martalia me magati chxubi ufro momwonda vidre siyvarulobana magram esec kaia biggrin dzalian kargad wer ann, dzalian mainteresebs rodis miwers bella bils am yvelafris shesaxeb, ras izavs esme da bolos da bolos rodis gaigebs edwardi simarTles da ra reaqcia eqneba ammis shemdeg biggrin biggrin biggrin



Immortalთარიღი: შაბათი, 2010-11-27, 9:29 PM | შეტყობინება # 200
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
AnasteishA, woww ra magari tavii iyoo.. ai sul upro da upro kargad wer. axali tavi winaze uketesia da asee..
ai es ra sayvareli tavi iyo, davdni.. sitboti da siyvarulit savse.. eex ra kargiaa roca ici rom adamians namdvilad uyvarxaar.
Aba axal tavs velodebi biggrin biggrin ukvee. ra vqna iset adgilebshi amtavreb xolme, mec xom adamiani var, gachenili gvtisagan biggrin



soniaთარიღი: კვირა, 2010-11-28, 9:13 AM | შეტყობინება # 201

118
5  +
25  ±
   ±
Offline
davdniiii wacko wacko wacko cota shegvicode da male dade ra shemdegi tavi wacko wacko wacko

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-28, 10:49 AM | შეტყობინება # 202
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (sonia)
cota shegvicode da male dade ra shemdegi tavi wacko wacko wacko

es kaqi baiaa da dadebs biggrin D :*:*:*:*:*



saaaliთარიღი: კვირა, 2010-11-28, 12:50 PM | შეტყობინება # 203
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
ra magari tavii iyoo aii kidev rogor gitxra ra ubralod agar vici biggrin biggrin biggrin yoveli momdevno winaze uketesi tavebi gaqvs da esec mat ricxvshia love love love da is mec mainteresebs edwards ra reaqcia eqneba bellas vampirobaze da mokled velodebi shemdeg tavs.... kiss kiss esee gaagrdzele aii dzalian sayvareli xar martla da patiosnad rom asruleb sitvas da yovel dge rom deb axal tavebs kiss love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-28, 7:00 PM | შეტყობინება # 204
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ვაიმეეე.... ვააიიმეე!!! მე ეს თემა მეცხრე გვერძე დავტოვე და მეთოთხმეტეზე დამხვდაა!!! რა ჩამორჩენილიი ვაარ ხალხოოო, თავს მოვიკლაავ!!!! cry cry cry cry cry cry cry cry მარტო თავების სათაურებს გადავხედე და გამაჟრიალააა იიისეე მინდა წაკითხვააა!!!! love love love love აი მე რომ ასე ვაჭინაურებ თავების დადებას, მგონია, რომ სხვებიც ეგრე შვებიან... მაგრამ ნნუურას უკაცრავადოოოო biggrin AnasteishA, როოგოოორი ბოდისი, რომ ასე დავიკარგე, მაგრამ ჩემი ფიკის ვორდი არც გამიხსნია და აქ მარტო მთავარ გვერძე შემოვიჭყიტებოდი ხოლმე sad sad sad sad უნამუსო ვარ, მაგრამ რა ვქნააა??? cry cry cry გთხოოვ, მაპატიეეეე!!!! აი დავიწყეებ თავების კითხვას და კომენტარებს რომ გადავხედე, მივხხვდი რომ მააგაარიიი განცდები მელის წიინ და შევეყარო უნდააა :* biggrin განცვალეე, რა მაგარიი გოგო ხააარ!!! :*


☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2010-11-28, 10:12 PM | შეტყობინება # 205
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
22. უბედური შემთხვევა

სახლში მივდიოდი და არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. თითქოს, როგორც იქნა, ხდებოდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი. ფილმში, რომელსაც ჩემი ცხოვრება ერქვა, მე ვთამაშობდი მთავარ როლს და არა ჩემი ოჯახი, მეგობრები ან სხვა ნებისმიერი. თითქოს მიძინებულმა სულმა გაიღვიძა და ახალი ენერგიით გამავსო. თუ ამას გრძნბდა ჯეიმსიც, როცა ქეითი უყვარდა, მაშინ აღარ მიკვირს, რომ თავი მოიკლა, როცა ის დაკარგა.
მანქანა გარაჟში დავაყენე და სახლში შევედი. მისაღები ჩაბნელებული იყო, სამაგიეროდ, კაბინეტის მიხურულ კარს ქვემოდან, კარსა და იატაკს შორის ღრიჭოდან გამოდიოდა სინათლის ზოლი. პირდაპირ იქით გავემართე. მივაკაკუნე და კარი შევაღე. კარლაილი სავარძელში იჯდა საწერ მაგიდასთან და წინ რომელიღაც სქელტანიანი წიგნი ედო.
_ედვარდ!-ჩემს დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
_ბელასთან ერთად ვიყავი...დრო ისე უცებ გავიდა...-ავუხსენი დაგვიანების მიზეზი, მაგრამ ისეთ ბურანში ვიყავი, თითქმის გაუაზრებლად ვლაპარაკობდი.
_შეგეძლოთ დაგერეკათ... ესმიც ნერვიულობდა! გირეკავდი და ტელეფონი გათიშული გქონდა...-წარმოვიდგინე როგორ განისვენებდა ჩემი ტუმბოს უჯრაში მობილური ტელეფონი.
_ჰო, დაჯდა,-ვთქვი სასწრაფოდ.-წავალ, დავწვები, დავიღალე და ძალიან მეძინება...
_გეძინება?-თვალებგაფართოებული მიყურებდა კარლაილი.
_ჰო...-ვთქვი და ამ დროს დამამთქნარა, სასწრაფოდ პირზე ავიფარე ხელი.-კარლაილ, შენი შვილი შეყვარებულია...-ვუთხარი ღიმილით, ის ისევ გაშეშებული მიყურებდა. ხმა ვერ ამოეღო.
_ბელა სვონი?-მკითხა ცივი ხმით. თავი დავუქნიე.
_ძილინებისა, კარლაილ!-ვუთხარი და გადმოვედი. კიბეებზე როგორ ავედი არ მახსოვს. საწოლზე გაუხდელად მივეგდე, ბოლო რაც გავიფიქრე, იყო სიტყვები:"ღმერთო, გმადლობ, რომ ბელა სვონი არსებობს", შემდეგ კი, ძილის საუფლოში თავით გადავეშვი.

თვალი რომ გავახილე, პირველი რაც დავინახე, იყო ღია ოქროსფერი თვალები, რომლებიც მე მიმზერდნენ. უკვე მეორედ მესიზმრებოდა ბელა ასე. ხელი გავიწოდე, ის არ ინძრეოდა, ისევ მე მიყურებდა. ლოყაზე მოვეფერე, სიზმარშიც ისეთივე ცივი კანი ჰქონდა, როგორიც სინამდვილეში. მეორე ხელი მეორე ლოყაზე დავადე. შემდეგ ორივე ხელით თვალებზე მოვეფერე, ღაწვებზე, ცერა თითი ტუჩებზე გადავუსვი და მომინდა, როგორც დღეს, იმ ძველ დივანზე, ისე მეკოცნა, ჩავხუტებოდი. ღამის ნათურაზე მანიშნა თვალებით, ვიფიქრე, უნდოდა ამენთო. საწოლიდან წამოვიწიე, ასანთებად გადავიხარე, ჩასართავი გატკაცუნდა, მოვტრიალდი, ის უკვე გამქრალიყო...

დილას მშვენიერ გუნებაზე გამეღვიძა. არ მჯეროა, რომ გუშინდელი დღე ჩემი ოცნება კი არა, რეალობა იყო; რომ მთელი დღე მასთან ერთად გავატარე და ორჯერ დავტკბი მისი კოცნით, მისი ნაზი ტუჩების შეგრძნებით, მისი საოცარი სურნელის ყნოსვით...
სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად. სუფთა ტანსაცმელი რომ ჩავიცვი, საწოლზე მიყრილ შარვალს და მაისურს მოვხვიე ხელი და სარეცხების კალათაში ჩასაყრელად წავიღე. უცებ სუნი ვიგრძენი, მისი სუნი. გავშეშდი. ჩემ მაისურს მისი სურნელი ჰქონდა! შარვალი კალათში ჩავაგდე, მაისური კი უკან წამოვიღე, თან ღრმად ვისუნთქავდი სურნელს. საათს გავხედე, ჯერ ადრე იყო. მაისური ტუმბოზე დავდე და დაბლა ჩავედი სასაუზმოდ. ბელას დიეტის გადამკიდემ წინა დღით ვერაფერი ვჭამე. ნეტა, როგორ ძლებდა მთელი დღე უჭმელი? არა, არ ვწუწუნებდი, მის გამო კუჭსაც დავამარცხებდი!
სამზარეულოში ელისი დამხვდა.
_დილამშვიდობისა, ედვარდ!-კოცნით მომესალმა. მაგიდასთან იჯდა და წინ ბურღულეულით სავსე ჯამი ედგა. კარადიდან მეც გამომიღო ჯამი და მასში კოვზჩადებული დამიდო წინ. ბურღული ჩავიყარე და ზემოდან რძე მოვასხი. ვჭამდი და ისევ ბელაზე ვფიქრობდი. გამახსენდა მისი რეაქცია, პირველად რომ ვაკოცე და ალბათ გამეღიმა, რადგან ელისმა სიცილით მკითხა:
_რაზე ფიქრობ მასეთზე, რომ მასე ჩუმ-ჩუმად იღიმი?
_ბელაზე...-უყოყმანოდ ვუთხარი.
_მგონი რაღაც გამოვტოვე... მეგონა, შენ და ბელა ვერ ეწყობოდით ერთმანეთს.
_მეც მასე მეგონა, მაგრამ...
_მაგრამ?-დაეჭვებული მზერით მომაშტერდა.
_მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიყვარს... ელის, მართლა მიყვარს! აბა, შემომხედე, ასეთი ბოლოს როდის მნახე?-ჩემი გულწრფელად ხალისიანი ხმა მეთვითონაც მეუცხოვებოდა.
_სიმართლე რომ გითხრა, ასეთი საერთოდ არ მახსოვხარ... ის? ბელა რა აზრისაა ამაზე?
_მგონი, არც ისაა გულგრილი... ჯერ არ უთქვამს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ მე ხომ ყველაფერს ვგრძნობ? ვგრძნობ, რომ მასაც იგივე გრძნობა და განცდები აქვს, რაც მე...
_ვერც წარმოიდგენ, როგორ მიხარია! სულ ვოცნებობდი ამ დღეზე! მიყვარხარ, ძამიკო! როგორც იქნა, შენც გნახე შეყვარებული! -ელისი სკამიდან წამოხტა და ჩამეხუტა.
_ელის... შე, სულელო...-ლოყაზე ვაკოცე და თმა მოვუჩეჩე, ისე როგორც ადრეულ ბავშვობაში.

საუზმის შემდეგ, ელისს დავემშვიდობე და გარაჟში გავედი. მანქანა ადგილს მოვწყვიტე და ბელას სახლისკენ გავემართე. გზაში რამდენიმე შუქნიშანთან გაჩერება მომიწია და მოუთმენლად ვითვლიდი გულში, როდის აინთებოდა მწვანე. ბოლოს, როგორც იქნა, გავაღწიე ქალაქიდან და ტყეში გამავალ გზაზე გავედი. სულ ცოტა ხანში, უკვე ბელას სახლთან ვიყავი. მანქანიდან გამოვედი და საფეხურები ავირბინე, თითქმის მაშინვე მივახტი ზარის ღილაკს. კარი მაშინვე გაიღო. ბელა თბილი მზერით და მომხიბვლელი ღიმილით მიყურებდა.
_მომენატრე!-მითხრა მისალმების ნაცვლად. ჩანთა უკვე მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, ჩავეხუტე და მანქანისკენ წავიყვანე, კარი გამოხურა, ხელგადახვეულებმა ჩავიარეთ საფეხურები. მანქანის კარი გამოვუღე, რომ ჩაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი.
_მართლა მოგენატრე?-მინდოდა კიდევ ერთხელ გამეგონა მისგან ეს სიტყვა, მაგრამ მან მხოლოდ თავი დამიქნია.
_დღეს...-წამოვიწყე ხალისიანად, მაგრამ გამაწყვეტინა.
_არა, ედვარდ! დღეს გაკვეთილებს უნდა დავესწროთ, ასე არ შეიძლება...-მითხრა მან, მაგრამ მაინც ისეთი თბილი ხმა ჰქონდა... არა, არ შემეძლო მის სურვილს შევწინააღმდეგებოდი.
_კარგი, როგორც იტყვი...-მაინც ოდნავ უხალისო ხმა მქონდა.-მაგრამ გაკვეთილების შემდეგ არსად გაგიშვებ...-ბოლო სიტყვებზე გაეღიმა.
_თანახმა ვარ...-მითხრა და მხარზე მომეკრა. სხეულში სიხარულის ტალღები მივლიდა, მისი გრილი სხეულის შეხება ენით აუწერელ განცდებს მანიჭებდა.

ყველა გაკვეთილზე ცალ-ცალკე მოგვიწია ყოფნა. შესვენებებზე დერეფანში დავრბოდი წინ და უკან, მაგრამ ვერ ვნახე, ლანჩის დროსაც კი არსად იყო, არც კაფეტერიაში და არც მთავარ კორპუსში. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ და შვებით ამოვისუნთქე, როცა ავტოსადგომზე გასულმა ჩემს მანქანასთან დავინახე.
_ბელა, სად იყავი მთელი დილა? -ვკითხე ბუზღუნით.
_შენ გეძებდი...
_მე კი შენს ძებნაში შემოვიარე მთელი კორპუსი...-მოვეხვიე და ყურს ქვემოთ, კეფაზე ვაკოცე.
_სად მივდივართ?-მკითხა მან.
_ერთი იდეა მაქვს...-უცებ ჯეიკი გამახსენდა. მინდოდა მისთვისაც მენახებინა ჩემი აღმოჩენა, რომელსაც ბელა სვონი ერქვა.
_რა იდეა?
_ჯეიკთან წავიდეთ.
_შენ მეგობართან?
_ჰო. ბოლოს ტელეფონით რომ ველაპარაკე, მითხრა, რომ მაგარ მოტოციკლს აკეთებდა, იქნებ უკვე შეაკეთა, თუ მასეა, გამოვართმევ და გავისეირნოთ. რას იტყვი?
_მოტოციკლით გასეირნება? თან შენთან ერთად? წავედით!-მითხრა აღფრთოვანებულმა, ძლივს მოვაშორე მზერა.

ჯეიკის სახლს რომ მივუახლოვდით, მანქანის სიგნალს დავაჭირე და აღარ ავუშვი ხელი. ჯეიკი უკმაყფილო სახით გამოვიდა გარაჟიდან, ალბათ მისი მყუდროების დამრღვევის გამოთათხვას აპირებდა, მაგრამ ჩემი მანქანის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. მანქანიდან გადმოვედით.
_ედვარდ!-მომესალმა და მერე გაკვირვებულმა გადახედა ბელას.
_გამარჯობა, ჯეიკობ!-მიესალმა ბელა.
_ჯეიკი დამიძახე,-ღიმილით შეუსწორა ჯეიკმა.-ედვარდ, რამე გამოვტოვე?-მომიბრუნდა სერიოზული სახით.ეს ფრაზა დღეს მეორედ მესმოდა. ზოგჯერ ჯეიკის პირდაპირობა უხერხულობაში მაგდებდა, მაგრამ არა ახლა და არა ბელასთან.
_არ შეგვიპატიჟებ?-მის კითხვას გვერდი ავუქციე.
_მობრძანდით...-გარაჟისკენ გაგვიძღვა.
_მე და ბელა ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს...-ამ სიტყვებზე მე და ბელამ ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს.-...და მინდოდა შენც ახლოს გაგეცნო... -ჯეიკმა გაოგნებული მზერით შეგვათვალიერა.
_მმ... ძალიან მიხარია...ჩამოჯექით,-გვითხრა, როცა შიგნით შევედით. მე და ბელა გარაჟის ცენტრში დადგმულ მანქანის სავარძლებზე ჩამოვსხედით.
_ჯეიკ, რა ქენი, ააწყვე მოტოციკლი?
_მოტოციკლი? კი, აი, იქაა...-ძლივს გავარჩიე შორეულ კუთხეში მიდგმული რაღაც, რაზეც ჭუჭყიანი ტენტი გადაეფარებინათ, მხოლოდ ბორბლები მოჩანდა. -ედვარდ!-მაშინვე ვანებე თავი ჭუჭყიანი ტენტის თვალიერებას.-ერთი წუთით!-თვალით გასასვლელისკენ მანიშნა.-მომეხმარე, ბელას ყავა მოვუმზადოთ...
_ახლავე დავბრუნდები, არ მოიწყინო...-თვალი ჩავუკარი ბელას და ჯეიკთან ერთად გავედი გარეთ. სახლში რომ შევედით, მხოლოდ შემდეგ ამოიღო ხმა ჯეიკმა.
_ედვარდ, არ მითხრა, რომ ეს გოგოც შენი "შურისძიების" ერთ-ერთი მსხვერპლია! ერთი დაგანახა, რა თვალებით გიყურებს... მგონი მართლა, უყვარხარ...-დაიწყო შეშფოთებული ხმით.
_ჯეიკ...-გავაწყვეტინე, მინდოდა, ყველაფერი ამეხსნა.
_ნუ მაწყვეტინებ! მაგ გოგოს, რომ აწყენინო და ისე მიატოვო როგორც სხვები...
_ჯეიკ, დამშვიდდი! ბელასთან სხვა ურთიერთობა მაქვს!
_სხვა ურთიერთობა?
_ჰო... ჯეიკ, შემიყვარდა! წარმოგიდგენია? მართლა შემიყვარდა... მაგიტომ მოვიყვანე შენთან...
_ედვარდ, ხუმრობ?-გაკვირვებულ-შეწუხებული მზერა მომაპყრო.
_რას ვხუმრობ. მაგ გოგომ სასიცოცხლო ენერგიები შთამაბერა... ადრე მკვდარი ვიყავი, ცოცხალი მიცვალებული და თითქოს ეხლა გავიაზრე, რა არის ნამდვილი ცხოვრება...

მესმოდა როგორ უხსნიდა თავის მეგობარს, თუ რა გრძნობა მოვუტანე მას. მანქანის სავარძელზე ვიჯექი და მათი თითოეული სიტყვა მესმოდა. მინდოდა ჩემთვის თვალებში ეყურებინა და ისე ეთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ახლაც იმხელა ეფექტი ჰქონდა... მისი თითოეული სიტყვის გაგონებაზე გულში სითბო მეღვრებოდა. რამდენიმე წუთში გარაჟში დაბრუნდნენ, ორივენი ყურებამდე გაღიმებულნი. ედვარდმა ყავიანი ჭიქა მომაწოდა.
_ესეიგი, შეგვიძლია შენი მოტოციკლით გავისეირნოთ?-ჰკითხა ედვარდმა.
_რა თქმა უნდა. ტარება ხომ გახსოვს? ჩაფხუტებიც მანდაა.
_მალე დავბრუნდებით...-ედვარდმა ტენტი ახადა მოტოციკლს, ჯეიკს ნამუშევარი შეუქო და გარეთ გააგორა. მე ჩაფხუტები გავიტანე და ჯეიკს მადლობა გადავუხადე.
_ხომ არ გეშინია?-მკითხა ედვარდმა ღიმილით და ჩაფხუტი ჩამომამხო თავზე. კიი, მუხლები მიკანკალებდა!
_ცოტა,-ვუთხარი. თვითონაც გაიკეთა ჩაფხუტი, მის ზურგსუკან დავჯექი და ზურგზე ავეკარი. გავქროლდით. კატასტროფული სიჩქარით არ მიდიოდა, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მივფრინავდი, ჩიტივით... ხეებზე მიხტუნავია, სახლების შენობებზეც და ამისგან დიდი სიამოვნება მიმიღია, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. სიჩქარე, ქარი, რომლისგან თავის დასაცავადაც ედვარდის ზურგს ვეფარებოდი და... თვითონ ედვარდი... მივქროდით ზღვის კლდოვან ნაპირზე გამავალ გზაზე. მის სუნს ღრმად შევიყნოსავდი და მჭიდროდ ვხვევდი წელზე ხელებს. ცხვირი მის კეფაში ჩავყავი და ღრმად შევისუნთქე სურნელი... ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა და გულისცემა აუჩქარდა. ნაზად დავატარებდი ცხვირის წვერს მის კეფაში და ამ დროს...
ყველაფერი წამებში მოხდა: ვიგრძენი როგორ მოვუხვიეთ მკვეთრად მარცხნივ, შემდეგ უზარმაზარი ლოდი დავინახე, ჩვენ პირდაპირ მისკენ მივემართებოდით. სადაც იყო მოტოციკლი აყირავდებოდა ამ ლოდზე... "ედვარდი დაიღუპება!" გამიელვა და წამის მეასედ ნაწილში გადმოვხტი მოტოციკლიდან, თან მას არ ვუშვებდი წელზე შემოხვეულ ხელებს. უხერხულად დავეცით, მან მაინც დაარტყა თავი, მაგრამ მიწაზე და მგონი არც ისე ძლიერად.
_ედვარდ!-ადგილიდან წამოვიწიე. მოტოციკლი გრუხუნით მიასკდა ლოდს და ინერციით გადავარდა და რამდენიმე მეტრში დაეხეთქა მიწას. -ედვარდ!-გავიმეორე. ის არ ინძრეოდა.
_ედვარდ!-გადმოვაბრუნე, შუბლი ერთიანად გასისხლიანებოდა, გახეთქილი წარბიდანაც სისხლი მოწანწკარებდა.
_ედვარდ! არა, ედვარდ!!!!-ვკიოდი სასოწარკვეთილი.

დამატებულია (2010-11-28, 10:12 PM)
---------------------------------------------
მადლობა ბავშვებო ყველას გულთბილი კომენტარებისთვის! მიყვარხართ ძალიან ძალიან happy love
Rosalie,

Quote (Rosalie)
dzalian mainteresebs rodis miwers bella bils am yvelafris shesaxeb, ras izavs esme da bolos da bolos rodis gaigebs edwardi simarTles da ra reaqcia eqneba ammis shemdeg

ბილს არ ვიცი ჯერ როდის მიწერს, გადავხედავ განრიგს biggrin biggrin ესმი რას იზავს ახლო მომავალში გავიგებთ, ედვარდის რეაქციასაც მალე შეიტყობთ happy happy happy მადლობ რომ კითხულობ
Quote (Immortal)
eex ra kargiaa roca ici rom adamians namdvilad uyvarxaar.

აბაა... ეეეჰჰ, მართლაც რომ ეეეჰჰჰ... sad biggrin
Quote (Immortal)
iset adgilebshi amtavreb xolme, mec xom adamiani var, gachenili gvtisagan

Quote (sonia)
cota shegvicode da male dade ra shemdegi tavi

ოო, აი შემდეგ თავზე არ ჩამქოლოთ... მართლა რთულ მომენტში გავწყვიტე tongue
Quote (saaali)
da is mec mainteresebs edwards ra reaqcia eqneba bellas vampirobaze da mokled velodebi shemdeg tavs....

ბელას ვამპირობაზე ედვარდის რეაქციას მალე შეიტყობთ, ერთ-ორ თავში happy happy
stupid_l@mb, ვაიმე შემოგევლე... გოგო, რას მებოდიშები, არ გრცხვენიაა? wink კარგი რაა, საბოდიშო რაა. აღარ გამაგონო ეგ. მადლობა რომ კითხულობ happy kiss kiss



★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-28, 10:16 PM | შეტყობინება # 206
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, dzaan magari tavi iyo yvelaperi umagresad gqonda agwerili.vaime rogor mainteresebs edwards ra mopuva magram darwmunebuli var cuds arapers uzavdi biggrin love kiss


soniaთარიღი: კვირა, 2010-11-28, 10:41 PM | შეტყობინება # 207

118
5  +
25  ±
   ±
Offline
vaime exla namdvilad gamiskdeba guli surprised surprised surprised namdvilad lamazi tavia magram dzalian didi intrigaaa dry dry shemdeg tavamde ra gadzlebs cry cry cry

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-28, 10:56 PM | შეტყობინება # 208
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeee mokled sheni intrigaaaaaaa ra ici xolmeeeeeeeee :*:*:* magram warbis gaxetqva araferia : )))) OMG
magaria da magari xar sayvarelooo )))




შეტყობინება შეასწორა elle____ - ორშაბათი, 2010-11-29, 1:38 PM

saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 2:02 PM | შეტყობინება # 209
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
vaimee es ra aris ? cry cry imedia chemi edika cocxalia da marto warbidan mosdis sisxli.. albat ukve shemdeg tavshi gaixsneba bellas saidumloda ici ratomgac mgonia rom sheni edika tavidan zurgs sheaqcevs magram mere mixvdeba dzalian rom uyvars da isev sheurigdeba.. ra vici ratomgac egre warmomidgenia magram vnaxot.. smile saertod mwerlis warmodgenebi bevrad uketesi da moulodnelia xolme vidre panis happy happy uzomood momewona es tavi da mokled shen xar intrigebis mepe love love love an ravi dedopali iyos biggrin biggrin biggrin

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

Takoთარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 2:23 PM | შეტყობინება # 210
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
v a I ! gmreto chemo! anastasiaaa! biggrin ani gogooo vaime amrtla ra magari iko... mmm... First Kiss... happy happy happy
gaognebuli var heart heart heart heart heart heart heart heart miyvars sheni fanfiki heart heart heart kiss kiss kiss kiss



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
ძებნა: