Without sun
|
|
Bella_Cullen | თარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1 |
Miss Cullen
371
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". სახელწოდება:without sun ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი) ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე) დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე ჟანრი;მელოდრამა მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი. სტატუსი:წერის პროცესში ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..
| |
|
|
Immortal | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 10:09 PM | შეტყობინება # 151 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| me-18 tavi რა არის ოცნება? ადამიანის მიერ შექმნილი იდეალური, ფერადი სამყარო, სადაც არ არსებობს ტკივილი და ცრემლებით დანამული გრძნობები, არც ტრაგედიასთან დაძმობილებული ბედნიერება და არც მიუღწეველი სრულყოფილება. სადაც შეუძლებელი მოვლენები რეალობად იქცევა ხოლმე, სიძულვილი –სიყვარულად, ტანჯვა –შვებად, მტერი კი–მოყვარედ. ოცნება შენ მიერ შექმნილი მელოდიაა, სადაც ინსტრუმენტებზე კლავიშების და სიმების ნაცვლად შენი გრძნობებია, ხოლო მუსიკოსები –აუხდენელი სურვილები, რომლებიც მხოლოდ იქ, შენს სამყაროში იქცევა სინამდვილედ და სიმარტივედ; სადაც ყველა ბგერა სითბოდ იღვრება გაყინულ გულშიც კი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აყავხარ ბედნიერების მწვერვალზე. ოცნების დროს ყველა თვალებს ხუჭავს, მაგრამ არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ ხდება ასე. ალბათ იმიტომ, რომ გვსურს სრულიად მოვწყდეთ ამქვეყნიურ ცხოვრებას, ლაღი ფრინველებივით გადავფრინდეთ თეთრ, სპეტაკ ფურცელზე ჩვენ მიერ ფერადი საღებავებით დახატულ და შეფერადებულ სამყაროში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დაუნდობელ, მწარე ბედისწერასთან. თვალებმა რაღა დააშავეს? არც მათ სურთ უცქერდნენ ცოდვილ დედამიწას, როცა გული და გონება სხვაგან ქრის, იქ სადღაც შორს... სადაც გაბოროტებული ადამიანების ყურებით დაიღალა მთვარე... მეც ვოცნებობდი... უზარმაზარ შენობაში, საათის ქვეშ ვიდექი და აღსასრულს ერთი ნაბიჯი მაშორებდა... ნეტავ რატომ არასოდეს ჩერდებოდა ის მთავარი საათი? აუჩქარებლად, შეუნელებლად, უსასრულოდ მიუყვებოდა გზას, რომელიც იქ მთავრდებოდა, საიდანაც იწყებოდა. რატომ იყო მაინცდამაინც სფეროს ფორმის? იმიტომ, რომ ზუსტი გრაფიკით აესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. 60 წამი ხომ ერთი წუთია, 60 წუთი –ერთი საათი, 24 საათი –ერთი დღე-ღამე, 362 დღე-ღამე ერთი წელიწადი და ასე, დაუსრულებლად... საოცარი წესრიგით იყო ყველაფერი მოწყობილი, არც ერთი წამი ქაოსურად, დანიშნულების გარეშე. ჩემი ცხოვრებაც ხომ მრგვალ საათს ჰგავდა, სადაც ერთი წუთი ერთი წლის ტოლი იყო, დანაყოფებს კი ვერაფრით განასხვავებდი ერთმანეთისგან. მაგრამ მალე ჩემი დრო გაჩერდებოდა, ხოლო ჩემს საათს მაცოცხლებელი ბატარეები დაუჯდებოდა და ცემას შეწყვეტდა, ისევე როგორც ჩემი გული დადუმდა დიდი ხნის წინათ... დადუმდა, მაგრამ მაინც უყვარდა, სხვებზე მეტადაც კი... თურმე ყველაზე დიდი გრძნობების დატევა და სამუდამოდ შენახვა შეძლებია ყინულს... მართლაც, მე ვოცნებობდი... გავბედე და დავივიწყე ყველაფერი, გარდა ჩვენ ორისა... გონებიდან ამოვშალე, დროებით დავბლოკე ის, რაც უბრალოდ აღარ მჭირდებოდა. ტკივილი სიამოვნებად ვაქციე. მივეცი ჩემს თავს უფლება ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი სრულიად ბედნიერი, ყოველგვარი ტანჯვისა და სინდისის ქენჯნის გარეშე. ნელ-ნელა დავიწყე ჩემსავით თეთრ ქაღალდზე იმ სამყაროს შექმნა, რომელიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, მხოლოდ ჩემთვის იარსებებდა... არასოდეს ვიყავი კარგი მხატვარი, მაგრამ ოცნებამ ნამდვილ ხელოვანად მაქცია. დროებით წარმოვიდგინე ჩემი სრულყოფილება, უნაკლოება და საოცარ სიმშვიდეში ჩავიკარგე. მხოლოდ მიხაროდა, მიყვარდა, მენატრებოდა... უკვალოდ გამქრალიყო სევდაც, სიცარიელეც და დანაშაულის შეგრძნებაც. მონსტრს ადგილი დაეთმო უბრალო მომაკვდავისათვის, რომელიც აღსავსე იყო ვნებებითა და სისუსტეებით; რომელსაც არ შეეძლო არაფერი გარდა, იმისა რომ ყვარებოდა არაადამიანურად, წარმოუდგენლად. მე ნათლად ვხედავდი მის კალმით ნახატ სახეს, ნაზ კანს, პატარა ტუჩებს და ჭკვიანურ, ამავდროულად დაბნეულ თვალებს, რომლებიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო. ვუყურებდი ჩემს ანგელოზს და ბედნიერებისგან მინდოდა მეტირა. ვინ თქვა კაცებს ტირილი არ შეუძლიათო? ცრემლი ხომ სულაც არ არის სირცხვილი... როცა ის გულწრფელია... ვიხსენებდი მასთან გატარებულ თითოეულ წამს, მაგრამ ამ მოგონებებს ოცნებას ვარქმევდი. იმიტომ რომ სხვანაირად არ შემეძლო გამეკეთებინა ეს უმტკივნეულოდ, განგაშის ფონზე, როცა ის უკვე აღარ იყო... ყველაფერი ზუსტად ისე გადამეშლებოდა თვალწინ, როგორც ოდესღაც მომხდარიყო, არაფერს ვცვლიდი, არც რამეს ვამატებდი, ეს მომენტები ხომ ჩემთვის ისედაც უნაკლო იყო. ვიხსენებდი... და ისე მინდოდა დროის ბორბლის უკან დატრიალება შემძლებოდა, რომ გული მეკუმშებოდა. ისე არანორმალურად მსურდა მისი შეხება, რომ ხელები მეწვოდა, როგორც ზამთარში, გუნდაობის შემდეგ უწითლდებათ და თითქოს ნემსებით ეჩხვლიტებათ ხოლმე ადამიანებს. ეს არ იყო უბრალოდ სურვილი. ეს იყო საჭიროება. მე ის მჭირდებოდა, ჰაერზე, საკვებზე, სიცოცხლეზე მეტად... ანგელოზი ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, სწორედ ახლა, სწორედ აქ... უნდა ჩავხუტებოდი მას, თუნდაც ერთადერთხელ, თუნდაც უკანასკნელად; მე უნდა ჩამეხედა მის თვალებში და მეყურებინა დაუსრულებლად, მანამ, სანამ დავბრმავდებოდი; უნდა დამებრუნებინა, უნდა შევხებოდი მის მხურვალე ტუჩებს და სანაცვლოდ ყველაფერს მსხვერპლად შევწირავდი. მერე დავიმხსვრეოდი, დავიფერფლებოდი, ოღონდაც ახლა არ გავეყინე, არ გავექვავებინე ტკივილს. თვალები მაგრად დავხუჭე, რომ უფრო ნათლად გამეხსენებინა... არ მანაღვლებდა, რომ წინ წითელ კოსტუმებში გამოწყობილი ათასობით ადამიანი იყო, რომელთა ფიქრებიც ბუზებივით აირეოდა ჩემს გონებში, თუკი არ დავბლოკავდი მათ. ასეც მოვიქეცი და დავივიწყე ყველა და ყველაფერი, წარსულს გავატანე საკუთარი თავიც, ცხოვრებაც, ურჩხულიც, ტკივილიც... დავნებდი... მივეცი ჩემს თავს უფლება სიმშვიდეში მოვმკვდარიყავი და აღსასრულის წინ მაინც განმეცადა ბედნიერება... კიდევ ერთხელ... და უკანასკნელად... უცებ ცივ სხეულზე წარმოუდგენელი სითბო ვიგრძენი, თითქოს მზეს მივახლოვებოდი და მის მწველ სხივებს ვეთამაშებოდი. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური სითბო... შინაგანადაც ვლღვებოდი, როგორც ყინული იქცევა ხოლმე წყლად და ბედნიერება ახლად დაბადებულ ნაკადულად მიედინებოდა ჩემში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ 109 წლის განმავლობაში გაქვავებული, გაშავებული გული ნელ-ნელა წითლდებოდა, პატარა ბიძგებს წარმოქმნიდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა... თითქოს ცოცხლდებოდა... სულ რამდენიმე წამში ვიგრძენი ჩემი საკუთარი ჰეროინის სურნელიც და მივხვდი, რაც იყო ეს არანორმალური სითბო. ჟრუანტელმა დამიარა. ეს მომენტი ისეთი სრულყოფილი იყო... პანიკურად მეშინოდა, რომ თვალებს გავახელდი და ყველაფერს გავაფუჭებდი; რომ სითბო გაქრებოდა, ან ბევრად უფრო უარესი: არ იქნებოდა ის, რასაც ჩემი უნარდაკარგული გონება ფიქრობდა. მაინც, მე უნდა დამენახა მისი სახე, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში გაუთავებლად ვხატავდი ჩემს წარმოსახვაში. მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ უკვე მკვდარი ვიყავი და სხვა სამყაროში მოვხვედრილიყავი მასთან ერთად... არ ვიცოდი რა ერქვა ამ სამყაროს, არც მაინტერესებდა. მთავარია მის გვერდით ვყოფილიყავი და ამას ჩემს ,,პერსონალურ სამოთხეს” ვუწოდებდი. ძალიან ნელა თვალების გახელა დავიწყე და გავაანალიზე, რომ სახე მის თმებში მქონდა ჩარგული. მართლა ჩემი ანგელოზი იყო... ბედნიერებისგან კინაღამ შევკივლე. ცალი ხელი წელზე მოვხვიე, ამ მოქმედებაში მთელი ჩემი ძალები ჩავაქსოვე და უფრო ახლოს მივიზიდე ჩემსკენ. ვერ ვძღებოდი მისი ახლოს ყოფნით, მინდოდა დამეჭირა და აღარსად გამეშვა, როცა ბოლოს და ბოლოს ვიპოვე და განვიცადე ის, რაც მხოლოდ ჩემს ოცნებებში ცოცხლობდა. იქნებ ახლაც ვოცნებობდი? არ მანაღვლებდა, მე მომწონდა ეს ოცნება... თანაც ისე ძლიერ ჰგავდა რეალობას, რომ ჩემში სრულყოფილების შეგრძნებას ტკივილისთვის ადგილი რომ დაეტოვებინა, აუცილებლად ერთ-ერთ უდიდეს დარტყმას მომაყენებდა... მაგრამ მაშინ მხოლოდ ერთადერთ რამ ვიცოდი: რომ ვიყავით მარტო მე, ის და ეს უნაკლოება. უფრო და უფრო მეტად ვიკრავდი გულში... ის რომ გაქვავებული არ ყოფილიყო, ალბათ წამში დარტყმების რაოდენობას ვეღარ გაუძლებდა და გასკდებოდა. მაგრამ რა საჭირო იყო ეს? ისედაც მთელი ჩემი სხეული ცემდა, კანკალებდა. და მე ვიცოდი... ყველაზე კარგად მესმოდა რა იყო სიყვარული... სრულიად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ იმ წუთას ჩვენი მაკავშირებელი ეს გრძნობა ყველაზე ძლიერი იყო და უზარმაზარ ჯაჭვს ჰგავდა, რომლის გაწყვეტასაც ვერავინ მოახერხებდა. ცალი ხელით ვეხებოდი მის მხურვალე კანს, და შეუჩერებლად ვჩურჩულებდი მის სახელს. მერე თმებთან მივიტანე ხელი, ვეფერებოდი თითოეულ ღერს, დაუსრულებლად ვკოცნიდი და ხარბად შევისუნთქავდი მის სურნელს, რომელიც მთელ სხეულში ჟრუანტელად გარდაიქმნებოდა და მართალია ყელს მწვავდა, მაგრამ ურჩხული ძალზე სუსტი იყო იმისთვის, რომ რამე რეაგირება მოეხდინა ამაზე. თავბრუდახვეული უფრო და უფრო მჭიდროდ ვიზიდავდი მას ჩემსკენ. არ მანაღვლებდა, რომ ეს აკრძალული სიყვარული იყო; არც ის, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი და მისი დანახვის, მითუმეტეს შეხების უფლებაც კი არ მქონდა; რომ შეიძლებოდა ანგელოზი სულაც აღარ განიცდიდა იმავეს ჩემ მიმართ; რომ მაშინ ისე უნამუსოდ ვატყუებდი ტყეში; რომ მივატოვე ბედის ანაბარა და არც არაფერი ვიღონე მისი ტკივილის შესამსუბუქებლად. უკანასკნელი შვიდი თვე სრულიად არაფერს ნიშნავდა. ამ მომენტმა უკლებლივ ყველა ჭრილობა გაამრთელა, თითქოს არც არასოდეს არსებულა ისინი. არ ვიცოდი ეს რეალურად ხდებოდა, ვოცნებობდი თუ მართლა მკვდარი ვიყავი. მაგრამ უბრალოდ არ მაინტერესებდა. მთავარია ბელა ჩემს მკლავებში მყავდა მოქცეული, მჭიდროდ მიკრული მკერდზე, სხეულის თითოეული უჯრედით შევიგრძნობდი მის მხურვალებას და ხარბად ჩავისუნთქავდი მის სურნელს. და ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა არაადამიანურად, გიჟურად, წარმოუდგენლად, არანორმალურად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
| |
|
|
|
|
SLYTHI | თარიღი: პარასკევი, 2010-12-31, 7:24 PM | შეტყობინება # 154 |
259
Offline
| vaime es ra iyooo saocreba agshfoteba agfrtovaneba.. Quote (Immortal) რა არის ოცნება? ადამიანის მიერ შექმნილი იდეალური, ფერადი სამყარო, სადაც არ არსებობს ტკივილი და ცრემლებით დანამული გრძნობები, არც ტრაგედიასთან დაძმობილებული ბედნიერება და არც მიუღწეველი სრულყოფილება. სადაც შეუძლებელი მოვლენები რეალობად იქცევა ხოლმე, სიძულვილი –სიყვარულად, ტანჯვა –შვებად, მტერი კი–მოყვარედ. ოცნება შენ მიერ შექმნილი მელოდიაა, სადაც ინსტრუმენტებზე კლავიშების და სიმების ნაცვლად შენი გრძნობებია, ხოლო მუსიკოსები –აუხდენელი სურვილები, რომლებიც მხოლოდ იქ, შენს სამყაროში იქცევა სინამდვილედ და სიმარტივედ; სადაც ყველა ბგერა სითბოდ იღვრება გაყინულ გულშიც კი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აყავხარ ბედნიერების მწვერვალზე. ოცნების დროს ყველა თვალებს ხუჭავს, მაგრამ არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ ხდება ასე. ალბათ იმიტომ, რომ გვსურს სრულიად მოვწყდეთ ამქვეყნიურ ცხოვრებას, ლაღი ფრინველებივით გადავფრინდეთ თეთრ, სპეტაკ ფურცელზე ჩვენ მიერ ფერადი საღებავებით დახატულ და შეფერადებულ სამყაროში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დაუნდობელ, მწარე ბედისწერასთან. თვალებმა რაღა დააშავეს? არც მათ სურთ უცქერდნენ ცოდვილ დედამიწას, როცა გული და გონება სხვაგან ქრის, იქ სადღაც შორს... სადაც გაბოროტებული ადამიანების ყურებით დაიღალა მთვარე... :X:X:X dzalian momewonaa.. dzalian magari xar nuk !!
| |
|
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2011-01-02, 1:02 AM | შეტყობინება # 157 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| Quote (Bella_Cullen) პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". გილოოცაავ, ჩემო ძვიირფასოოო!!! ყველაზე კარგი გადაწყვეტილებააა :* ნამდვილად იმსახურებდი კუბშიი!
| |
|
|
S@li | თარიღი: კვირა, 2011-01-02, 1:04 AM | შეტყობინება # 158 |
*/In love with Rpattz/*
417
Offline
| Quote (Bella_Cullen) პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". Nunuk, gilocav! Es gamarjveba nadmvilad gekutvnoda! Dzalian mixaria!
I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again, I didn't want to try, so I turned myself to ice and stone, said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...
| |
|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 3:51 PM | შეტყობინება # 160 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
|
|
Immortal | თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 11:11 AM | შეტყობინება # 164 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ვაიმე ბავშვებო ყველას უღრმესი მადლოობაა! ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ ვახერხებ ხოლმე თქვენს ასეთ ლამაზ და თბილ სიტყვებზე პასუხის გაცემას. მაგრამ რა ვქნა, ფიზიკურად დრო არ მაქვს, როგორც კი 2 თავისუფალ წუთს გამოვძებნი, მაშინვე ვცდილობ რომ რაღაც დავწერო, მემგონი თქვენც ახალი თავი უფრო გაგეხარდებათ ვიდრე ჩემი კომენტარი იცოდეთ, რომ ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე თქვენს პოსტებს და ძალიან მიხარია, რომ ეცნობით ჩემს ფიკს და ასე მოგწონთ, ესე იგი მართლა საშინელება არ ყოფილა თქვენი თითოეული სიტყვა ძალას მმატებს ხოლმე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! Quote (elle____) titqos videqi da vuyurebdi rogor chaiares moxuci kaics gverdit, titqos davinaxe rogor atirda edwardi, warmovidgine dedamisis cxovreba , rogor werda dgiurebs...... es yvelaferi iseti gulis amachuyebelia ... agtacebuli var martlla :* ar mesmis rogor unda dajde 14 wlis bavshvi da es dawero, moifiqro.... is rom uzomod nichieri xar albat bevrjer mec mitqvams da sxvasac : ) ar vici.... meti rogor gadmogce chemi emocia ar vici : (( :* ვაიმე დიდი მადლობა! ესე იგი მიმიღწევია ჩემი მიზნისთვის, რომ თქვენ ეს ყველაფერი დაგენახათ და განგეცადათ ედვარდთან ერთად. მოკლედ ჩემს ასაკზე ყველა ყურადღებას ამახვილებს რა მოიცათ გავხდე 15-ის Quote (elle____) sauketeso fikia yochag უიმეე ნამდვილად აჭარბეებ. საუკეთესოო არაა იიის... Quote (saaali) umagresze umagresze ... umagresi mwerali xar დედა ბავშვებო რა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებთ თქვენ სალი დიდი მადლობაა :)))) ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მართალია პირადად არ გიცნობ, მაგრამ შენი პოსტების მიხედვით უკვე წარმომიდგენია, რომ დადებითი პიროვნება ხარ. მადლობ რომ კითხულობ ჩემს ფიკს და არც კომენტარების დაწერას იზარებ :)))) SLYTHI, მადლოობ :**** tamu1792, კოლეეეგ შენს უღრმესი მადლოობაა :** ვაიმეე როგორ მომენატრეე იციი?? გენიოსიო ნეტა შენ ვიზე ამბობ :X Quote (Tako) ubralod getyvi rom dzlaian gonieri mwerali xar.... თაკოოოო თან გენიოსი, თან მწერალიიიიიიიი....... შენც კარგი მატრაკვეცა ყოფილხარ გენაცვალე, ჩემი ერთგული მკითველი ხაარ შეენ, თან ჩემსავით Muse-ს ფანიი.. მიყვარხაარ :)))) stupid_l@mb, S@li, elle____, sofka, დიდი დიდი მადლობაა ბავშვებოოო :))))) სოოფ გამეხარდა აქ რომ დაგინახეე renesme, bachia_bachia555, ხო რაც შეეხება ახალ თავს თითქმის დაწერილი მაქვს და ვეცდები დღეს ან ხვალ დავდოო :*
| |
|
|
Bella_Cullen | თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 11:21 AM | შეტყობინება # 165 |
Miss Cullen
371
Offline
| | |
|
|