Without sun
|
|
Bella_Cullen | თარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1 |
Miss Cullen
371
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". სახელწოდება:without sun ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი) ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე) დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე ჟანრი;მელოდრამა მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი. სტატუსი:წერის პროცესში ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..
| |
|
|
Immortal | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:58 PM | შეტყობინება # 166 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| 19 თავი. პირველი ნაწილი. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩემი ხანმოკლე გასეირნება სამოთხეში. ალბათ სულ რამდენიმე წამი, ჩემთვის კი –იმდენივე საუკუნე. ანგელოზის სიახლოვით თავბრუდახვეული და გონებადაკარგული ისევ მისივე სიტყვებმა გამომაფხიზლა. -ედვარდ, გაახილე თვალები გთხოვ. ცოცხალი ვარ, გესმის? არც შენ ხარ მკვდარი. სასწრაფოდ ჩრდილში უნდა დაბრუნდე. ედვარდ! ესე იგი ის ცოცხალი იყო. ჩემი ანგელოზი... ჩემი ბელა არ მომკვდარა. ყველაფერი მწარე სიცრუე იყო. სიხარულისგან კინაღამ კვიცივით ხტუნვა და ცეკვა დავიწყე. ჟრუანტელმა დამიარა. ამდენი ხნის შემდეგ... ის პირველად წარმოთქვამდა ჩემს სახელს. ისე ლამაზად, თითქოს რომელიმე ისტორიული გმირის წოდება ყოფილიყოს და არა ჩემნაირი ურჩხულის. გაანალიზებაც ვერ მოვასწარი, ისე დავემორჩილე მის სურვილს. წამის მეასედში იმავე ადგილას აღმოვჩნდი, საიდანაც წესით ჩემი აღსასრული უნდა დაწყებულიყო. მაგრამ მისთვის ხელი არ გამიშვია. ისეთი შეგრძნება, მქონდა თითქოს პატარა, უსუსური იადონი მომექცია ჩემს ძლიერ მკლავებში და როგორც კი ყურადღებას მოვადუნებდი, მაშინვე გაშლიდა ფრთებს და სამუდამოდ გამიფრინდებოდა. მე კი არ მინდოდა მისი მეორედ დაკარგვა... -რა იყო ეს? –დავსვი ყველაზე სულელური, გულუბრყვილო შეკითხვა, რომელზე პასუხიც საშინლად მაინტერესებდა. თუმცა არ ვიცოდი მომეწონებოდა ის თუ არა. თავადაც ვერ მივხვდი ისე აღმოხდა ჩემს ბაგეებს ეს სამი სიტყვა. რა მემართებოდა? თითქოს ჩემს თავს კულისებიდან ვუყურებდი, სცენაზე კი სულ სხვა ედვარდ კალენი იდგა, რომელსაც რაღაც გრძნობა ამოქმედებდა თოკებით თეატრის თოჯინის მსგავსად. -ჩვენ ცოცხლები ვართ... ჯერ-ჯერობით. ამიტომ დროზე უნდა გავაღწიოთ აქედან, სანამ ვოლტური... ახ!@ჯანდაბა! ეს ერთი სიტყვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოცელილს დედამიწაზე მომედინა ბრახვანი. ისევ ისინი... როგორც ყოველთვის არასწორ დროს და არასწორ ადგილას. აი თურმე რა ხდებოდა. არც სამოთხეში ვიყავით, არც ჩემი ოცნების სამყაროში, არამედ ნამდვილი მონსტრების რეზიდენციაში. ამ სიტყვის ხსენება და მათი ფიქრების გაგონება ერთი იყო. ,,ედვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სიჯიუტე. როგორც ჩანს არ ნებდება. არაუშავს, ვოლტური სულ ცოტა ხანში გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას და ბრალმდებელიც კმაყოფილი დარჩება.” კრიტიკულ მომენტში აზროვნების უნარი დამიბრუნდა. ბელა სასწრაფოდ ჩემ უკან მოვიქციე და წინ ფარივით ამოვეფარე. მანაც თავისი ცხელი ხელები შიშველ, გაყინულ ზურგზე დამადო. გონებაში ორი სადისტის ირონიული, ,,ბრძნული’’ აზრები და საფრთხის დროს გააქტიურებული რეფლექსები რომ არა, მივბრუნდებოდი და გულში ჩავიკრავი, როგორც წეღან... სულ ცოტა ხნის წინ. ,,რა მადის აღმძვრელი სუნი ტრიალებს ჰაერში. როგორც ჩანს გემრიელი სადილის მთავარმა ინგრედიანტმა სამზარეულოში საკუთარი ფეხით მოხვლა გადაწყვიტა.” ,,ოჰო! ბრალდებულიც აქ ყოფილა!” სივრეში ფელიქსის და დემეტრის ჩრდილი შემოიჭრა. საუკუნეების პრაქტიკა გამოვიყენე და ყველანაირად შევეცადე მათთან თავაზიანი ვყოფილიყავი... როცა საქმე ბელას უსაფრთხოებას ეხებოდა. -გამარჯობა, ჯენტლმენებო! –მონსტრებო, მკვლელებო, ფარისევლებო... –ვფიქრობ , დღეს თქვენი მომსახურება აღარ დამჭირდება, მაგრამ დიდად დამავალებთ თუ დანარჩენებს მადლობას გადასცემთ ჩემგან. –ნეტავ რისთვის?! -საუბარი უფრო შესაფერის ადგილას ხომ არ გაგვეგრძელებინა? ,,მხოლოდ საუბარი.” -რა საჭიროა, ფელიქს. მე წესები არ დამირღვევია. ,,განა მხოლოდ წესების დარღვევისთვის ისჯებიან ხოლმე?” -უკან გამოგყვებით, -მშრალად მივაძახე მათ და ანგელოზისკენ მივბრუნდი. რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა მეთქვა მისთვის, ხმაში მაინც საოცარი სითბო ჩამეღვრებოდა. –ბელა, შეგიძლია გარეთ გახვიდე და დღესასწაულით ისიამოვნო. ,,გეგონოს!” -გოგონაც ჩვენთან ერთად წამოვა. გოგონა თუ საჭმელი? ბელა... ექვს (რაოდენობრივად შვიდ, მაგრამ... ) მშიერ ვამპირთან ერთად... ერთ ოთახში... არასოდეს! არასოდეს! -ასე არ ვფიქრობ, -აუცილებლად ამოიკითხავდნენ ჩემს ხმაში შეუპოვრობასა და სიცივეს, თავადაც ყინულის შვილები. -არა! –მომესმა ზურგს უკან ანგელოზის შეშინებული ხმა. არა –არ წამეყვანა ის თან, თუ არა –არ მებრძოლა?!... მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ერთიანად კანკალებდა. ჯანდაბა! ადამიანი რომ ჩახუტებოდა გაათბობდა, მე კი –პირიქით, სატანჯველს მოვუმატებდი, როგორც ყოველთვის. რა შემეძლო გამეკეთებინა მისთვის? არც არაფერი, გარდა იმისა, რომ დამეცვა მათგან... ყველაფრის ფასად. -შშ –წარმოვთქვი მხოლოდ მის გასაგონად და ამ ორ, სრულიად არაფრისმთქმელ ბგერაში ცივი და მტკიცე ხმა, უცებ სითბოდ გადაიქცა. -აროს უბრალოდ უნდა, რომ მეორედ დაგელაპარაკოს. ვიცოდი რაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე მათი საუბარი... -რათქმაუნდა! მაგრამ მხოლოდ მე! გოგონა აქ დარჩება. -ვშიშობ, ეს შეუძლებელია. –პირდაპირ გული უსკდებოდა ნერვიულობით. თუმცა რაღა გული... ეგეც კი არ ჰქონდა... აბა მე ვიზე რაღას ვამბობდი... -მაშინ მე ვშიშობ, რომ იძულებული ვიქნები აროს მოწვევა ვუარყო. არ დავნებდებოდი. რადგანაც, თუ ბელას იმ ოთახში შევიყვანდი, ჩემს თავს გარანტიას ვერ მივცემდი, რომ იქიდან ცოცხალს გამოვიყვანდი... ან მე დავრჩებოდი საღსალამათი. -არო იმედგაცრუებული დარჩება. -დარწმუნებული ვარ გადაიტანს. ,,არ გამოგივა, ედვარდ. ჩვენც ჯიუტები ვართ.” ,,იმედია ორივე მოვერევით და ამ გოგოს გულისთვის არ გაშმაგდება. ისე კი არ მესმის, რა ესიყვარულებოდა, როცა წინ ასეთი მადისაღმძვრელი ადამიანი ედგა? ოხ ეს ასაკი... “ ცოტაც და თავი გამისკდებოდა მათი ბინძური აზრებისაგან, მოულოდნელად ჩემს გონებაში გულწრფელი და მიამიტი ფიქრები რომ არ შემოჭრილიყო. -გეყოფათ, ბიჭებო! ბოლოს და ბოლოს ქალებს მაინც ეცით პატივი. ელისი!@თუ მე მოვკვდებოდი... თუ ისინი არ დამინდობდნენ და ბოლოს მომიღებდნენ... ბელა მასთან ერთად მაინც მოახერხებდა გაქცევას. ჩემი და მაინც გადამირჩენდა სიცოცხლეს და ერთადერთ საუნჯეს. ნაცნობმა ტკივილმა მომიკაკუნა და მეც უპრობლემოდ გავუღე კარი, როგორ დაუფიქრებლადაც დავპატიჟე. შემოვიდა, შეეკედლა ძველ ბინას და ისე მაგრად ჩამომართვა ხელი, რომ ცოტაც და არემარეს ჩემი ღრიალი დააყრუებდა. სასტიკი... აუტანელი იყო რეალობა. ზოჯგერ დგება მომენტები, როცა ადამიანისთვის სამყარო გახუნებულ შავ-თეთრ ნახატად გადაიქცევა, აწმყო ქურდივით ფეხაკრეფით გაიპარება, მომავალი უჩინარი, უზარმაზარი საშლელით უკვალოდ წაიშლება, წარსული კი მტკივნეულ, გახურებულ ლურსმნად ჩაესობა ხოლმე მის გულში. ამ დროს უსასრულო სიცარიელედ იქცევა, თითქოს მრგვალდება და ცივ, უდრეკ ქვად გარდაიქმება, ტირის და არ ტკივა, თვალები აქვს და ვერ ხედავს, გონება გააჩნია და ვერ ფიქრობს, არც მეხსიერება დაქვეითებია, მაგრამ არც ახსოვს, ესმის და ვერ გრძნობს... მისი გონება და სხეული დაუსრულებლად ერთადერთ სიტყვას გაჰკივის, როგორც განწირული ცეცხლის ალში, თანაბრად ესობა უროთი და სისხლიანი ასოებით ეწერება ტვინში ეს რვა ბგერა : სიკვდილი. მაგრამ როცა მართლა ერთი ნაბიჯიღა დარჩება ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების გასაყარზე, გამწარებით ებღაუჭება საზღვარს და მთელი ძალებით ლამობს დედამიწაზე დარჩენას. მეც სწორედ ასეთ დღეში ვიყავი. როგორ არ მინდოდა ის აღსასრული მოსულიყო, რაზეც საუკუნის განმავლობაში ვოცნებობდი, მაშინ, როცა უფრო დიდი ხნის ნანატრი ბედნიერება ასე ახლოს იყო. არ მინდოდა ანგელოზის მიტოვება, როცა მეგონა, რომ სამუდამოდ დამეკარგა, ამ წუთას კი ჩემს მკლავებში მყავდა მოქცეული და ვიძირებოდი მისი სიყვარულის მორევში. რატომ? რატომ? რატომ მაინც და მაინც ახლა?! ,,ედვარდ, არ იდარდო გთხოვ. დაწყნარდი და ცივი გონებით იმოქმედე. როგორც ხედავ ბელა ცოცხალია, ყველაფრისდა მიუხედავად ისევ უყვარხარ და ისევ შენ გეკუთვნის. ასე რომ მდგომარეობას ნუ გაართულებ და ზუსტად მიყევი მათ მითითებებს. როცა ყველაფერი კარგად დამთავრდება და შინ დავბრუნდებით, ყველაფერს გიამბობ.” მადლობის ნიშნად ელისი გახუნებული, ღარიბი ღიმილით დავასაჩუქრე. მართალია უკვე ყველაფერი წარსულის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო და ანგელოზის სიახლოვესაც ვგრძნობდი, ვხედავდი მის დაბნეულ, მრავლისმეტყველ თვალებს და მეგონა მთელ სამყაროს ჩვენ ირგვლივ მოეყარა თავი, მაგრამ განვლილ ტანჯვას მაინც დაეტოვებინა კვალი ჩემში. ტკივილი და მომავლის შიში არასოდეს მტოვებდა. ახლა... ამ წუთას... ტანზე ბელას მხურვალე შეხება საოცარ ტალღებს გზავნიდა ჩემს სხეულში და მე და ის თითქოს ერთ პიროვნებად ვერთიანდებოდით. მაგრამ არ ვიცოდი რა მოხდებოდა რამდენიმე წუთის ან სულაც წამის შემდეგ. გულს ორად გამიპობდნენ და დამსერავდნენ, თუ განვლილ არამიწიერ ტანჯვასაც საკმარის სასჯელად ჩამითვლიდნენ? მომცემდნენ საშუალებას მეც შემეგრძნო ბედნიერების ნამდვილი მნიშვნელობა თუ ისევ განუყრელ მეგობარს გადასცემდნენ ჩემს თავს? მე დამიტოვებდნენ საკუთარი შეცდომების შრამებს თუ... თუ... კბილები ისე მაგრად მივაბჯინე ერთმანეთზე, რომ კინაღამ ფაიფურივით ჩამეფშვნა პირში. არა! ამას არ დავუშვებდი. დამეკარგა ბელა მეორედ... ეს უკვე ყოველგვარ ფარგლებს სცდებოდა. ვიცოდი, რომ იმას, რაც გამოვიარე, ვერცერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა, მაგრამ განმეცადა ეს ზედიზედ ორჯერ... ის ტკივილი, რომელიც ჯოჯოხეთსაც კი მიწასთან გაასწორებდა... შეუძლებელი იყო. მე ვერ გავუძლებდი, ვერ ავიტანდი ამას. ამქვეყნად ყველაზე ძლიერ არსებებსაც კი აქვთ საკუთარი სისუსტეები, ჯერ არავინ დაბადებულა უნაკლო და ყოვლისშემძლე. -გთხოვ, ედვარდ, კეთილგონიერად მოიქეცი. -რათქმაუნდა. ჩვენ ახლავე დაგტოვებთ, ყოველგვარი გართულებების გარეშე. –ისეთივე მარტივი რომ ყოფილიყო იქედან გამოსვლა, როგორც იქ შესვლა... -სულ მცირე იმის საშუალება მაინც მოგვეცი, რომ ეს საკითხი უფრო ვიწრო და მოხერხებულ წრეში განვიხილოთ. ჰაჰ! ექვსი ვამპირი (რვა, მაგრამ მე და ელისს გვქონდა იმის პატივი, რომ მათ სიას გამოვკლებოდით)... ერთი ადამიანი... ერთ ოთახში... მოსახერხებელი... ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების სრული ქაოსი იყო. -არა! -გეყოფათ! ჯეინი! ვიცოდი, რომ დავმარცხდებოდი, მაგრამ მის გამოჩენამდე იმედს მაინც არ ვკარგავდი. ისინი ბევრად მეტნი იყვნენ. თანაც არ დავუშვებდი მას თავისი ნიჭიერება კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ბელას საშუალებით. ჯერ კიდევ მახსოვდა ის ტკივილი, რომელიც მისმა ირონიულმა, გამყინავმა მზერამ გამოიწვია ჩემში... -გამომყევით! –მბრძანებლობდა პატარა მონსტრი, დიდი ურჩხულების ნაშიერი და ჩვენც, უსიტყვოდ ვემორჩილებოდით მას. ჯანდაბა! მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიყავი დამარცხებული... ერთადერთი იმედიღა მრჩებოდა: თუ ბელა გაქცევას მოახერხებდა... თუ ის დროზე გაასწრებდა ამ ჯოჯოხეთიდან. უცებ წარმოვიდგინე ჩემი თავი აროს ხელებს შორის მოქცეული, წინ კი შეშინებული ანგელოზი, რომელიც ჩემი ბნელი ცხოვრების უკანასკნელ წამებსაც ასხივოსნებს, როგორც ვარსკვლავი –უკუნეთში ჩაკარგულ ზეცას. როგორ ვემუდარები მას თვალებით, რომ გაიქცეს, დამტოვოს აქ, ჩემზე არ იდარდოს, ის კი ჯიუტი, გაბუტული ბავშვივით დგას და ადგილიდან არ იძვრის, თითქოს უნდა პირდაპირ შეეჩეხოს განსაცდელს. როგორ ხვდება ელისი ჩემს იდუმალ ვედრებას და აგდილზე გაყინულ ბელას სასწრაფოდ ორთქლად აქცევს, სხეულიდან ძალით მაცლის ჩემს ერთადერთ სიცოცხლეს... ის აუცილებლად შეძლებს მის დაკავებას, რომ უკან არ დაბრუნდეს. სხვა გზა არ აქვს... უნდა შეძლოს. მე კი... სიკვდილის ორ ლოდს შორის მოქცეული, უკანასკნელად, ჩურჩულით გავიმეორებ : მიყვარხარ! სამწუხაროდ, ეს პატარა, მაგრამ ყველაფრისმთქმელი სიტყვა ადრესატამდე ვეღარასდროს მიაღწევს.... თვალები დავხუჭე. ყოველივე საშინელი ხომ თავადაც საზარელ წყვდიადში უნდა შთამეთანთქა. ნუთუ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო? ნუთუ ასეთი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო ჩემი ნეტარება? ნუთუ ერთად ვერასოდეს ვიქნებოდით? სხეულის ყველა უჯრედი განგაშივით გაჰკიოდა ამ კითხვაზე სამ ასოიან პასუხს... ანგელოზს ხელი მოვხვიე და წელზე მაგრად მივიკარი. თითქოს შემეძლო ამ მოქმედებით ის მომავალი ამეცილებინა, სანაგვეზე გადაგდებული ძველი ნივთივით რომ მალპობდა და მხრწნიდა. სხეულში ცრემლები მახრჩობდა, მერე რა თუ თვალებს არ მინამავდა? ზოგჯერ ტირილი მხოლოდ სისუსტეს გამოხატავს, მთავარი კი ის არის შიგნით რა ხდება... რა ცეცხლში ტრიალებს შენი გული და მთელი ორგანიზმი. რაც ძალი და ღონე მქონდა უფრო და უფრო მეტად ვიზიდავდი ჩემკენ. ვიცოდი რომ ეს სწორი არჩევანი იქნებოდა, თუ ის წავიდოდა და ცხოვრებას უჩემოდ განაგრძნობდა, მაგრამ რაც უფრო ხშირად გავივლებდი ამ აზრს თავში, უფრო და უფრო ახლოს ვიკრავდი გულში. ჩემი თავი მის თმებში ჩავრგე, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვები ცდილობენ ხოლმე დამალვას, რომ სხვებმა მათი ცრემლები არ დაინახონ. ცოტაც და ალბათ ავტირდებოდი... ჩემებურად, მაგრამ საბედნიეროდ ჩემს შიგნით ჯერ კიდევ აღმოჩნდა იმდენი ძალა, რომ ეს ტკივილი დამეძლია. და თუკი ეს უკანასკნელი წამი იყო... არ მანაღვლებდა ის, რომ მარტონი არ ვიყავით, არც ის, რომ შეიძლება სულაც არ მქონდა ამის უფლება... მაინც განწირულმა, როგორც მომაკვდავმა გედმა, დაჭრილი გულიდან გავანთავისუფლე ერთადერთი სიტყვა და ჩავიჩურჩულე, ზაფხულის ცხელ დღეში სასიამოვნო ნიავის მსგავსად: მიყვარხარ, იმ იმედით, რომ გაიგებდა და ყველაფრისდა მიუხედავად მის ბაგეებზეც თანხმობას ამოვიკითხავდი. ანგელოზმა თავი ასწია და მღვრიე თვალები შემომანათა. ის ტიროდა... მინდოდა კოცნით ამომეშრო მისი ცრემლები და კიდევ ათასჯერ, თუნდაც მილიონჯერ გამემეორებინა მისთვის თუ რას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ აჩქარებული კადრებივით წინ გავარდნილი წარმოსახვები უკან დავახვიე და მცირედით დავკმაყოფილდი. არ ვიცოდი რა მიშლიდა ხელს, მაგრამ მე და ბელა თითქოს აღარ ვიყავით ერთმანეთისთვის ის რაც ადრე, ორივე ერთი და იმავეს განვიცდიდით მაგრამ უხილავი დაბრკოლება ჩამდგარიყო ჩვენ შორის. ცრემლი მოვწმინდე და თვალებში ჩავხედე, თითქოს რაღაცას ვეკითხებოდი, ან უკვე ველოდი დაუსმელი შეკითხვის პასუხს. ის კი მაინც დუმდა... ბოლოს როგორც იქნა ამოიღო ხმა: –რამე მითხარი, ედვარდ? –არა, არაფერი... იმედგაცრუებულმა ჩავილაპარაკე, მაგრამ ბოლოს ისეთი ინტონაციით დავამთავრე, რომ ის აშკარად გამოხატავდა სათქმელს: არაფერი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. არ გაუგონია... თუნდაც... არც თავად უცდია ამ სიტყვის თქმა... სამაგიეროდ არ მომენტმა დამასუსტა ერთიანად, თითქოს საძირკველი გამომაცალა და ფესვებმოჭრილი ხესავით მალე დავენარცხებოდი მიწაზე. არ გაუგონია... არ გაუგონია... გამუდმებით იმეორებდა ჩემი გონება და თითოეულ ჯერზე ლურსმანი მესობოდა სხეულში. მეტიც, ვიღაც უჩინარი ჩაქუჩით მაჭედებდა მათ და კიდევ ახალ ნაიარებს მიჩენდა ძველ ჭრილობებზე... ,,აუ ამასაც გაუჭირდა რა განძრევა! ედვარდ, თუ მორჩები ალერსს და წინ წახვალ, დიდ პატივს დაგვდებ.” დემეტრის ფიქრებმა ცივი წყალი გადამასხა თავზე. ფეხები ძლივს ავამოძრავე, ზუსტად ისე, როგორც ხეიბარი კაცი მიათრევს ხოლმე პროტეზის კიდურებს. ბელა ისევ მჭიდროდ მყავდა მიკრული მკერდზე, ცალი ხელი წელზე მომეხვია, ცალით კი მის სახეს ვეფერებოდი, ვიხსენებდი თითოეულ ნაკვთს, იმ გრძნობებს, რომელიც აბობოქრებული ზღვასავით დატრიალდებოდა ხოლმე ჩემს სხეულში მისი შეხებისას : წყურვილს, პირში ჩაგუბებულ შხამს, მაგრამ ამავდროულად უფრო ხანგრძლივ, უფრო ძლიერ სიყვარულს, ჟრუანტელს, ელექტრული შოკის მსგავს რაღაცას და ალბათ ვნებასაც. იმ საზარელ ხვრელს მივუახლოვდით, მე რომ ვეშაპის პირს ვუწოდებდი. მასში არ იყო სრულიად არაფერი, რაც შიშისა და შეძრწუნების საბაბს მომცემდა, მაგრამ მათ თავიდანვე ღრმად გაიდგეს ფესვი და ლიანასავით მეხვეოდნენ სხეულში. გონებაში ხვლიკებივით დაძვრებოდნენ და მოსვენებას მიკარგავდნენ საზარელი ფიქრები, რომ ეს ხვრელი ჩემს არსებობას გავდა. უზარმაზარი იყო, მაგრამ უბრალო და არაფრით განსაკუთრებული, თანაც მრგვალი. მისი სწორი ნაპირები ჩემს ერთფეროვან, დაუსრულებელ დღეებს მახსენებდა, რომლებიც ერთმანეთზე იყო გადაბმული და მარადიულ წრეს ქმნიდა. სულ სხვა საკითხი იყო სიბნელე... და ბოლოს თვალისმომჭრელი შუქი. უცებ ვიგრძენი როგორ გაშეშდა ბელა წამიერად, მერე კი კანკალი აუტყდა, თან გაფართოებული თვალებით უყურებდა ხვრელს. რომ შემძლებოდა ეს შიში და ყველა არასასიამოვნო განცდა ამომეგლიჯა მისი გულიდან... –ნუ ღელავ ბელა, ელისი დაგიჭერს. –ელის? –ჩაიჩურჩულა ანგელოზმა. გული საოცარი სისწრაფით უცემდა და სისხლიც მაღალი წნევით მიედინებოდა სხეულში. ამის გაგონებისას შხამი პირდაპირ თავში მივარდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მას ხელს მაინც არ ვუშვებდი. თითქოს სიამის ტყუპებივით ვიყავით გადაბმული ერთმანეთზე. სულ ერთი წამით, ან შეიძლება ნაკლებითაც მომიწევდა მასთან განშორება, ისიც ვიცოდი, რომ დაბლა ელისი დახვდებოდა და არაფერს დაუშავებდა მას, მაგრამ მაინც პანიკურად მეშინოდა ბელას დაკარგვის და ვერ ველეოდი მის მხურვალე შეხებას. უკანასკნელ შესაძლებლობამდე მეჭირა მისი ხელი და გადახტომისასაც მემგონი მას გავყევი. როგორც კი დაბლა აღმოვჩნდი, მაშინვე დავბრუნდი ჩვეულ პოზიციაში. ბელა მაგრამ მივიკარი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ მოქმედებამ გამაერთიანა, ერთ პიროვნებად მაქცია და ის დიდი სიცარიელე შემივსო, რომელიც მისმა წამიერმა დაკარგვამ გამიჩინა სხეულში. ისიც უფრო ახლოს მოიწევდა ჩემკენ და მთელი ძალით მეკრობოდა. ცალი ხელით კვლავ ანგელოზის სახეს ვეალერსებოდი, მერე ჩემი გაყინული თითები მის მხურვალე ტუჩებს მივაბჯინე და იძულებული გავხდი სასწაულებრივი ძალით მებრძოლა წყურვილზე უფრო ძლიერ სურვილთან, შევხებოდი მის ბაგეებს ჩემი ცივი ტუჩებით. რამდენ რამეს ვეტყოდი... სულ სულ ყველაფერს, რაც მის გარეშე გამოვიარე... თუ რაოდენ ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ არა ამდენი მოწმის თანხლებით. თავი მის თმებში ჩავრგე, რომ პირზე ტალღასავით მომდგარი ჭეშმარიტი სიტყვებსის კორიანტელი უკან დამებრუნებინა... დროებით. ანგელოზი ჩემს მკლავებში ისე კანკალებდა, როგორც გალიაში დამწყვდეული უსუსური ფრინველი. რათქმაუნდა! აქამდე ამას რატომ ვერ მივხვდი? იმიტომ, რომ საშინელი ეგოისტი ვარ. მასთან ყოფნით ვტკბებოდი, ხოლო იმაზე არც კი მიფიქრია, იყო თუ არა ეს მომენტი ასეთივე იდეალური მისთვის. უდიდესი წინააღმდეგობისა და ტკივილის დაძლევის შედეგად მხოლოდ მისი ხელის შეხებით დავკმაყოფილდი. –ა–რრ–აა! გაბუტული ხმით წაიჩურჩულა ანგელოზმა და თავისი პატარა ხელები წელზე შემომხვია. როგორც ჩანს არ ანაღვლებდა თუ იქვე გავიყინებოდით. არც მე დავაყოვნე საპასუხო რეაქცია. როგორც იქნა მივაღწიეთ ოთახს, საიდანაც არც კი ვიცოდი საერთოდ გამოვიდოდით თუ არა. წინ ალეკი მოგვეგება. –ჯეინ, ერთისთვის გაგაგზავნეს, შენ კი ორ-ნახევრით დაბრუნდი. ვხედავ, კარგად გიმუშავია. კეთილი იყოს შენი მეორედ მობრძანება, ედვარდ. უკეთესად გამოიყურები. ბელამ გაკვირვებული სახით ამომხედა, როგორც ჩანს, აინტერესებდა როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ამაზე უარესად... მას რომ სცოდნოდა... რა გამოვიარე მისი დაკარგვისას... ამის აღსაწერად სიტყვები უძლური იყო... ვერასოდეს გაიგებდა იმ ტკივილს, თუნდაც მომეყოლა... თუნდაც მაშინ დავენახე. ხშირად ხომ გარეგნობა და სულიერი სამყარო ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად იქცევა ხოლმე. –და გინდა თქვა, რომ ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი? ,,რას იტყვი, ედვარდ. ვაჩვენოთ შენს გემრიელ გოგონას როგორ იტანჯებოდი მის გარეშე? ’’ ჩემი სხეული აბობოქრებულ ვულკანად იქცა და ლავაც მალევე ამოხეთქავდა შხამთან ერთად. მას უნდოდა... ანგელოზისთვის რამე დაეშევაბინა... ჩემს თვალწინ, რომ ისევ ის ტკივილი განმეცადა. თან წინ გამოშვერილი ორი, მარმარილოს თითით მიწვევდა საბრძოლველად. გონება დამებინდა, ბრაზისგან ვცახცახებდი, ერთიანად ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს დავემსგავსე. ალბათ წამიც და მსხვერპლზე ჩასაფრებული ლომივითYვეცემოდი მას, რომ არა მხარზე ელისის ძლიერი ხელი. –მოთმინება! ,,ნუ გაცხარდები, ედვარდ. თუ ახლა ფელიქსს შეებრძოლები, ეს ზედმეტ პრობლემებს შეგიქმნის და ბელასაც უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდებ. ’’ ჩემს დას დავემორჩილე. მისი სიტყვები ყინულივით მომხვდა სიძულვილისგან გახურებულ სხეულზე და მაშინვე გამომაფხიზლა. მდგომარეობა რომ გავაანალიზე, ჩემს თავზე გავბრაზდი. საკმაოდ დიდი ხნის სიცოცხლე და გამოცდილება მქონდა იმისთვის, რომ გრძნობებს აღარ ავყოლოდი და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, მანამდე კარგად ამეწონა მისი შედეგები. ეს დაუწერელი კანონი უკვე ერთხელ დავარღვიე... და სამართლიანადაც დავისაჯე ამის გამო. ახლა კი არ მინდოდა კიდევ ერთხელ ავყოლოდი ჩემს გაქვავებულ ემოციებს. სიმშვიდე ხომ ყველაზე დიდი გამარჯვებაა! –არო მოხარული იქნება შენი ნახვით. ხანდახან მგონია, რომ ვოლტურის ყველა წევრი იშვიათი სამსახიობო ნიჭით არის დასაჩუქრებული. მერე ვფიქრდები იმაზე, თუ რამდენად ეგოისტები არიან ისინი, რომ ასეთ სისასტიკეს ჩადიან და მაინც, ძლებენ უპრობლემოდ გააგრძელონ უაზრო არსებობა საკუთარ ,,მე’’-სთან ერთად გამოქანდაკებულ სხეულში. იმდენად არწმუნებენ საკუთარ თავს, თითქოს უფრთო ანგელოზები არიან, მოვლენილნი ურჩხული ადამიანებით დასახლებულ საზარელ დედამიწაზე სამართლიანობის აღსადგენად, რომ ფარისევლობა და სიყალბე უკვე მათ განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენ, ვამპირებს, არ გაგვაჩნია სული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს სინდისი. თუმცა ის საკმაოდ დამძიმებულია პირველ რიგში ჩვენი სახელით, იმით, თუ რისგან წარმოვიშვით, რას წარმოვადგენთ და რად შეგვიძლია ვიქცეთ მომავალში, თუკი რა თქმა უნდა ოდესმე გამოიკვეთება ის ჩვენს ბინდით მოცულ არსებობაში. მაინც, რა განსხვავებაა ვეგეტარიანელებსა და ვოლტურის შორის? ჩვენ გვესმის ამ წყევლის სიმძიმე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ვამპირებისთვის სირთულეები არ არსებობს, უზარმაზარ ტვირთად უნდა ვზიდოთ დარჩენილი დროის განმავლობაში. ვცდილობთ, შევიმსუბუქოთ ტანჯვა, ჩვენი განუყრელი მეგობარი და ცოტათი მაინც გვიყვარდეს საკუთარი თავი, თუკი შესაძლებელია ასეთი ურჩხულების მიმართ გაგაჩნდეს რაღაც გრძნობა, გარდა სიძულვილისა და შესაძლოა სიბრალულისაც. ხოლო რაც შეეხება ვოლტურის, ისინი კმაყოფილნი არიან ბედის დაცინვით და თავს უძლიერეს, ასევე, რაც არ უნდა აბსურდული იყოს, სამართლიან მმართველებად მიიჩნევენ მთელი მარადისობის განმავლობაში. შეუძლებელია უყურებდე მათ, იცოდე რა იმალება ამ დახვეწილი ეტიკეტის, თავაზიანობის, არისტოკრატიის ნიღაბის მიღმა და არ გძულდეს საკუთარი თავი!
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 3:44 PM | შეტყობინება # 167 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
|
|
|
|
Tako | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 6:18 PM | შეტყობინება # 172 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| და ხალხო, ეს გოგონა ამბობს რომ სიყვარულის არ სჯერა! აბა საიდან ასეთი სიტყვები ნუუკ? მიპასუხე ერთი! მარტო ამ თავშიც კი იმდენი საგულისხმო ფრაზა იყო, ვეღარ გავიგე რომელი ამომერჩია! შეუდარებელი მწერალი ხარ. ყოვლეთვის გაოცებულს მტოვებ! როგორ მიხარია ასეთ ადამიანებს რომ ვუყურებ, ვიცნობ და მაქვს პატივი მათი ნაწარმოებები წავიკითხო. რაღა გელაპარაკო მე შენ?! არ ვიცი რა გითხრა, იმიტომ რომ ვფიქრობ ამის წაკითხვის მერე რაიმე კომენტარის დაწერა არაა საჭირო და მგონი ასეცაა. ანდაც თუ რაიმე უნდა დაწერო, მაშინ ისეთი რომ ამ ფიკს ეკადრებოდეს, მე კი ეს არ შემიძლია. არა რაა, ადმენ ლოდინად ღირს ხოლმე შენი ერთჲ თავის წაკითხვაც კი!
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
შეტყობინება შეასწორა Tako - შაბათი, 2011-02-05, 6:19 PM | |
|
|
|
Immortal | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 5:00 PM | შეტყობინება # 174 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| მე-19 თავი. მეორე ნაწილი ფარისევლების ოთახშიც შევაღწიეთ. –ჯეინ, ძვირფასო, დაბრუნდი! და აი, ჩვენს წინ თეატრალური დასის ხელმძრვანელი –არო იდგა! –დიახ, და ისიც ცოცხალი მოვიყვანე, როგორც გსურდათ რა თქმა უნდა ჩემზე საუბრობდნენ... და ფიქრობდნენ. არო გაკვირვებული იყო ჩემი ხასიათის ცვლილებით, სანამ მადისაღმძვრელი სურნელი გამოაფხიზლებდა მის პირად ურჩხულს და იმ დაბმულ მხეცად აქცევდა, რომელსაც მილიმეტრების მოშორებით დაუგდებენ ხოლმე საყვარელ საჭმელს. –ელისი და ბელა! რა მშვენიერი სურპრიზია. –საზეიმო ტემბრით წარმოთქვა მან და ტაში შემოკრა ჰაერში, არა სიხარულის, არამედ მოახლოებული სადილის ნიშნად. –ფელიქს, გთხოვ, დაუძახე ჩვენს მეგობრებს. დარწმუნებული ვარ ძალიან ეწყინებათ, თუ ამას გამოტოვებენ. რა თქმა უნდა! არო გენერალი იყო, რომელიც უთანასწორო ბრძოლის დაწყების წინ ძალებს იორმაგებდა. თუმცა არც მოწინააღმდეგე დანებდებოდა! ამის გაფიქრებისას მუშტები შევკარი, დავიძაბე და ადგილზე გავიყინე. დარწმუნებული ვარ ეს ანგელოზმაც იგრძნო, რადგანაც გაკვირვებული სახით გამომხედა. საოცარია... მისი ლამაზი ნაკვთებისთვის შიშსაც კი ვერაფერი დაეკლო... და მეც ისევ სიყვარულის მორევში ვეშვებოდი, რომელიც გრძნობების ჩანჩქერში გადამაგდებდა, თუ სასწრაფოდ არ მოვეჭიდებოდი რამეს, ანუ არ გავიხედებოდი. –ხედავ, ედვარდ. განა კმაყოფილი არ ხარ, რომ გუშინ არ მოგეცი ის, რასაც ითხოვდი? –რა თქმა უნდა! წარმოვიდგინე რა მოხდებოდა მე რომ... ვერ ვუწოდებდი ამას სიკვდილს, ერთხელ უკვე წამერთვა სული ვამპირად ტრანსფორმაციის დროს, ახლა კი სხეულის ჯერი იქნებოდა... სურათებმა წამიერად ჩამირბინა თვალწინ, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ სხეულში ჩამქვრალი ვულკანივით მიმალული ტკივილი გამოეღვიძებინა. თუმცა მე ვიცოდი როგორ უნდა მებრძოლა მასთან: ბელას წელზე ხელი მოვხვიე და ახლოს მივიზიდე. –მიყვარს ბედნიერი დასასრული.. –,,მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.” არომ მშვენივრად იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა თავი არ გაეცა და ყურადღება თავის მეგობრებზე გადაეტანა. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც, ვერ აღწევდა სასურველ მიზანს. მისგან განსხვავებით, მე არ ვცდილობდი დამეფარა მისდამი დამოკიდებულება. მომეტყუებინა საკუთარი თავი და განმედიდებინა ის თუნდაც ფიქრებში –ესღა მაკლდა. როცა ასეთი ცხოვრების წესს ირჩევდა, დარწმუნებული ვარ მხურვალე აპლოდისმენტებს არც მოელოდა. –მაგრამ ის ისეთი იშვიათია! მინდა მთელი ისტორია მოვისმინო. ელის, რა მოხდა? შენი ძმა ფიქრობდა, რომ უნაკლო იყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვი. ,,ჰმ... შეცდომებზე ვინ მელაპარაკება?” –მე საკმაოდ შორს ვარ სრულყოფილებისაგან. ,,ისევე, როგორც შენ –გულწრფელობისაგან.” გაყინული გული ჩემი დისადმი სიამაყის გრძნობით ამევსო. იმედი მაქვს, სახეზე მაინც არ დამთამაშებდა ამაყი ღიმილი. –როგორც ხედავ, უფრო ხშირად ვიწვევ პრობლემებს, ვიდრე ვაგვარებ მათ. ,,ედვარდ, მაპატიე, გთხოვ! როგორც კი აქედან გავაღწევთ, მაშინვე აგიხსნი.” მე და ელისს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. თითქოს უხილავი გრძნობებით ვიყავით დაკავშირებული ერთმანეთთან. მას ჩემი ესმოდა, მე –მისი. მართალია მთელი ოჯახი ერთი ცნების ქვეშ ვიყავით მოქცეულნი: ვამპირები, მაგრამ ჩვენ სხვა რაღაც გვაკავშირებდა. ის, რასაც ვერ ვარქმევდით სახელს, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად შევიგრძნობდით. თუნდაც, საკმარისი იყო შეგვეხედა ერთმანეთისთვის, რომ თვალებში ამოგვეკითხა ჩვენს გონებაში დამალული აზრები, რომლებიც შესაძლოა ვერასოდეს აღმოგვეთქვა სიტყვებად. მე და ელისი ვდუმდით, მაგრამ სწორედ ამ სიჩუმით ვიჭრებოდით ერთმანეთის სამყაროში, სადაც იმდენი რამ გვხვდებოდა საერთო... ნაცნობი... როგორ შეიძლებოდა მას, ასეთ ფარფატა და წმინდა არსებას ეთხოვა პატიება ჩემთვის, სიბინძურისა და ურჩხულის განსახიერებისათვის?! თანაც, აქედან წასვლის შემდეგ შესასრულებელი სავალდებულო ქმედებების შესახებ სულ სხვა იდეები მებადებოდა თავში, მერე ნელ-ნელა იზრდებოდნენ, ძლიერდებოდნენ, მთელი ძალით მასკდებოდნენ შიგნიდან და გამკიოდნენ გამეცოცხლებინა ისინი რეალობაში... ჰმ, თუკი ეს მოხდებოდა... ყველაფერს გადავიტანდი, ან, სულაც, მზად ვიყავი ახლავე ამეყვანა ბელა ხელში, ჰაერს შევერთებოდი და წავსულიყავი შორს, სადაც წამიყვანდა მისი უწყვეტი ნაკადი, სადაც ჩვენ ორნი ვიქნებოდით... მხოლოდ მე და ბელა... და კიდევ ბედნიერება და სიყვარული! –რა თავმდაბალი ხარ! მე ვიცი შენ მიერ ჩადენილი სასწაულების შესახებ და უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ნიჭის მსგავსი რამ. ,,ედვარდ, საიდან იცის შემს შესახებ?” ელისს გავხედე, ეს რასაკვირველია აროს მზერას არ გამოპარვია. –მაპატიე, ჯერ შესაფერისად არ წარვმდგარვარ შენს წინაშე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე გიცნობ. იცი, შენი ძმის მსგავსი ტალანტი მაქვს, მაგრამ მისგან განსხვავებით რაღაც საკითხებში შეზღუდული ვარ. ,,ედვარდ, ბრინჯივით დავიბენი. გამაგებინე, გთხოვ, რა ხდება?” –აროს ფიქრების წასაკითხად ფიზიკური კონტაქტი ჭირდება, მაგრამ ჩემზე ბევრად მეტი ესმის. ის იგებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე თავში გაგივლია. ,,შთამბეჭდავია! მაგრამ ხომ იცი, რომ შენ საუკეთესო ხარ?!” გაიფიქრა ელისმა და მხოლოდ ჩვენთვის შესამჩნევი ღიმილით თვალი ჩამიკრა ისე, რომ სხვები ამ მოქმედებას უბრალოდ წამწამების დახამხამებად მიიღებდნენ. –მაგრამ რომ შემეძლოს ფიქრების წაკითხვა გარკვეული მანძილიდან... ეს ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ,,ედვარდ, იფიქრე ამაზე!” დააყოლა გულში არომ. ,,ნეტავი რა ჯანდაბა უნდა აროს?” ,,მეგონა დღეს ვიზიტები დამთავრებული იყო.” –მარკუს, კაიუს, შეხედეთ! ბელა ცოცხალი ყოფილა, ელისიც მასთან ერთად არის. შესანიშნავია, ხომ მეთანხმებით? ,,ნეტავ რით აღარ ამოეწურა აროს ენთუზიაზმის მარაგი?” ,,რა ნახა ამ ისტორიაში ასეთი მიმზიდველი? უბრალოდ სულელი ვამპირი ფიქრობს რომ ადამიანი უყვარს, არადა მხოლოდ მისი სურნელი უბნევს თავგზას. რატომ ახლავე არ დაასრულებს ამ ტანჯვას? აი ერთადერთი კითხვა, რის პასუხსაც ველი ამ გახუნებული ამბიდან.” ,,ედვარდ, ყურადღება არ მიაქციო. საუკუნეების პრაქტიკის მანძილზე ვერ მოვძებნე ისეთი რამ, რაც მათ ჩარჩოში მოქცეულ ემოციებს საზღვრებს გაუნგრევდა. აი მე კი ცნობისმოყვარეობით ვკვდები!” –რატომ არ მოვისმინოთ მთელი ისტორია? ,,გეგონება ბავშვობაში არ მყოფნიდა სულელურ ზღაპრებს რომ მიკითხავდნენ ხოლმე, ახლა დავდგე და ვუსმინო ამათ ბოდვას რაღაც გრძნობის შესახებ? რას უწოდებენ? ხო, სიყვარულს. რაც ყველაზე საშინელებაა, ძილიც კი არ შემიძლია. დღეს აშკარად ყველა ძალა ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს. ეჰ, რა მოსაწყენია!” ,,ედვარდ, არ გეწყინოს. უბრალოდ აზრების მოთოკვას არ ვართ მიჩვეულნი. არასოდეს გამოუკიდით ჩვენი ფიქრები სველი სარეცხივით, კორპუსის ყველა ჭორიკანა მაცხოვრებელი დიდი გულისყურით რომ აკვირდება.” ვოლტურის არცერთი წევრი არ გაჩერებულა. მეც მიკვირდა ერთი რამ: რატომ არ ეღლებოდათ ტვინის უჯრედები ამდენი ფიქრისგან? მხოლოდ მარკუსი დუმდა შემოსვლის მომენტიდან. არ ვიცი ამას რატომ აკეთებდა... მაგრამ, როგორც ჩანს, მისი საქციელის მიზეზი მე და არომ ერთდროულად გავაანალიზეთ. მას, ანუ შესაბამისად მეც, უფლება მისცა წაეკითხა აზრები, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ფარავდა ოსტატურად. ,,არო, სანამ რამეს გადაწყვეტდე, მინდა კარგად დაფიქრდე. შენ შეგიძლია წაიკითხო ფიქრები, მაგრამ ვერასოდეს დაინახავ იმას, რასაც მე ვგრძნობ. უბრალოდ მენდე და მომისმინე, რომ ცოტათი მაინც შეგახედო სამყაროში, რომელსაც ეს ორი ქმნის. თავადაც იცი რამდენი საუკუნეა ვიყენებ ჩემს ნიჭს სხვადასხვა ადამიანებისა თუ ვამპირების ურთიერთდამოკოდებულებასთან დაკავშირებით. მაგრამ, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, არც ოდესმე წარმომიდგენია და ძალიან მეეჭვება მომავალშიც შემხვდეს ამის ანალოგი. ეს შემთხვევა, თავისი არსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა შეგვიძლია დანამდვილებით ვაღიაროთ პრეცედენტად. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც მას უფრო განსაკუთრებულ იერსა და ხიბლს ანიჭებს. აღფრთოვანებაში მომიყვანა მათი გრძნობების ძალამ. არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს. შენთვის საიდუმლო არ არის, რომ ადამიანად ყოფნის პერიოდში რომანტიკოსი ვიყავი. მაგრამ ეს აშკარად სიყვარულზე ბევრად უფრო მეტია. უდიდესი ფილოსოფოსებიც კი უძლურნი იქნებოდნენ მასთან, ხოდა ნურც მე მომთხოვთ ამ ურთიერთობის მონათვლას. ეს გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. მისთვის დაბრკოლება არ ასებობს, ვერანაირი ზეციერი თუ ამქვეყნიური რამ ვერ გაანელებს მას. უძლურია ყველანაირი ქარიშხალი, ბუნებრივი კატასტროფა, ბარიერი, მთელი სამყარო, ჩვენი ნებაც კი... რაც ყველაზე მთავარია, ამ გრძნობამ არარაობად აქცია ურჩხული, რომელიც ედვარდის სხეულში სახლობს. დარწმუნებული ვარ თეორიულად ჩემზე მეტი იცი, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება აასმაგებს მიღებულ შოკს. ის წარმოუდგენელი ძალისხმევის საშუალებით ძლევს წყურვილს, იმდენად ატრიალებს მას მარიონეტივით, რომ უკვე თავადაც ვეღარ გრძნობს რამხელა ენერგიის ჩადება უხდება ამ ყველაფერში. წარმოიდგინე, შეიგრძნობდე სურნელს ისე, რომ თავბრუს გახვევდეს, ერთიანად დუნდებოდე, გეგონოს, რომ სულ ცოტაც და დამარცხებული მებრძოლივითYიარაღაყრილი მტერს ჩაბარდები, წყურვილი გახრჩობდეს, მთელი დედამიწა შენს ირგვლივ იწვოდეს, ყურებში ჩაგესმოდეს განგაშის ზარი, შხამი პირში გიგუბდებოდეს, და მაინც... ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მიიწევდე მისკენ, გინდოდეს ის სულ სხვა კუთხით, ხელები გექავებოდეს სურვილისგან, რომ შეეხო მის მხურვალე კანს, არა იმიტომ, რომ მის წითელ, მჩქეფავ სისხლს დაეწაფო, თვალნათლივ რომ ხედავ როგორი ტემპით მიედინება სისხლძარღვებში, არამედ იგრძნო მისი სითბო... კიდევ ერთხელ განიცადო გრძნობა, რომელიც ყველაზე წმინა, ლამაზი და ამაღელვებელია. ბელა და ედვარდი... ნუ იფიქრებ მათზე, როგორც ფანტასტიკაში მონაწილე ორ განსხვავებულ პერსონაჟზე, ან როგორც ადამიანსა და ვამპირზე... ისინი ერთ უზარმაზარ და უძლეველ სამყაროში ერთიანდებიან, რომელმაც დაძლია ყველაზე დიდი ზღვარი: ბარიერი სრულიად განსხვავებული წარსულის, ცხოვრების წესისა და მომავლის მქონე ორ არსებას შორის. მათი კავშირი უწყვეტ, მარადიულ ჯაჭვს ჰგავს, რომლის სიყვარულით გაჟღენთილი ნაწილებიც უხილავად არის გადახლართული მათ შორის. მე ვცადე, ცოტათი მაინც მიმეხვედრებინა შენთვის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ვერასოდეს იარსებებენ უერთმანეთოდ. როგორც ყოველთვის, არჩევანი შენზეა!” ხშირად სხვადასხვა საგნისა თუ მოვლენის ჩასაწვდომად მხოლოდ მისი არსებობის ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა სხვამ დაგანახოს, ხელის გულზე გადაგიშალოს ის, რასაც თავად ვერ ხვდები. იმდენად ხარ დარწმუნებული ერთი თეორიის ჭეშმარიტებაში, რომ სხვა მოსაზრებებს არც კი განიხილავ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მარკუსი სულ სხვა ედვარდსა და ბელაზე საუბრობდა, როგორ ხედავდა ის ჩემში იმაზე მეტს, ვიდრე თავად ვამჩნევდი? როგორ შეიძლებოდა ჩემი სიყვარული წმინდა ყოფილიყო? ჭაობში მცხოვრები სუფთა ნიანგი... მე ხომ გული საერთოდ არ მქონდა... რამდენი ადამიანის სიცოცხლე შემეწირა, რამდენი ამაზრზენი, მონსტრისათვის დამახასიათებელი რამ ჩამედინა, სულ თავიდან ანგელოზის მოკვლაზეც კი მეფიქრა... და მაინც, თავხედურად ვბედავდი მასზე ოცნებას... გრძნობები ხომ საერთოდ არ გამაჩნდა, მაშ საიდან ხედავდა მარკუსი იმას, რაც არ არსებობდა? რა თქმა უნდა, ბელა მიყვარდა, ჩემებურად, სხვებისთვის წარმოუდგენლად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ შეეძლოთ ამ ურთიერთობისთვის წმინდა ეწოდებინათ. ანგელოზი იყო მზეთუნახავი, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ძალიან შორს ვიდექი ურჩხულისგან... მხოლოდ სახელწოდებით ვემსგავსებოდი ანიმაციურ გმირს. მაგრამ მთავარი ხომ შინაარსია და არა –სათაური. ,,საოცარია! მადლობ, მარკუს! ’’ –წამოიძახა ახალი გასართობით აღფრთოვანებულმა არომ. ,,ედვარდ, რა ხდება?” –მარკუსი ურთიერთობებს ხედავს. ის გაკვირვებულია ჩვენი გრძნობების სიმტკიცით,” –სამაგიეროდ, ჩემი ხმა იყო მერყევი. ელისს დაბნეული პასუხი გავეცი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. –მერწმუნეთ, მარკუსის გაოცება რთული საქმეა! და ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ... ! –მაგრამ, მაინც მიჭირს ამის გაგება. როგორ უძლებ მის სიახლოვეს? –დიდი ძალისხმევის შედეგად. რომ იცოდეს რამდენი ხნის განმავლობაში რა ტკივილი გამოვიარე ამ სიახლოვის მისაღწევად... –მაგრამ მაინც, Lა ტუა ცანტანტე! –მე ჯილდოს უფრო ვუწოდებდი. –ძალიან დიდ ჯილდოს. –ფასდაუდებელს. სამოთხის მიერ გამოგზავნილ ჩემს პერსონალურ, ყველაზე ძვირფას ჯილდოს, რომელსაც არაფრის ფასად, აღარასოდეს დავაბრუნებდი იქ. –მეთვითონ რომ არ მეყნოსა მისი სურნელი შენი მოგონებებიდან, არ დავიჯერებდი, რომ ვინმეს სისხლის ძახილი შეიძლებოდა ასეთი ძლიერი ყოფილიყო. მე თვითონ ამის მაგვარი რამ ჯერ არ მიგრძვნია. ბევრი ჩვენგანი რას არ გასცემდა ასეთი საჩუქრისთვის, შენ კი... –ვფლანგავ მას. –როგორ მენატრება კარლაილი. ბევრი რამით მახსენებ ჩემს ძველ მეგობარს, მაგრამ ის არ იყო ასეთი გაბრაზებული. –კარლაილი სხვა თვისებებითაც მჩრდილავს. –მაგრამ სასწაულებრივი თვითკონტროლის წყალობით მას საქმეს სამარცხვინოდ უხდი. –სულაც არა. –უბრალო გახსენებაც კი, თუ როგორ გიხმობს ის... მაწყურებს. ადგილზე გავიყინე... –ნუ ბრაზდები. მისთვის ზიანის მიყენებას არ ვაპირებ. მაგრამ ერთი რამ ძალიან მაინტერესებს. ნებას მომცემ? არო ანგელოზის შეხების ნებართვას მთხოვდა. ნეტავ, რა უფლება ჰქონდა ეშმაკს ასეთ სიწმინდეს შეხებოდა? თუმცა მე ვის უფლებებს ვადგენდი, როცა თავად ყველა წესი დარღვეული მქონდა. –მას სთხოვე. –ვუპასუხე მას და ნათლად ვუჩვენე, რომ ბელას გადაწყვეტილებაზე აღარასოდეს მოვახდენდი გავლენას. –ოჰ, რა თქმა უნდა, რა უხეში ვარ. –რა საკვირველია, არო ,,ფორმალური’’ სვლით არაფრის დამტკიცებას არ ცდილობდა, რადგანაც მისი ,,არისტოკრატული ხასიათის” შესახებ ყველამ იცოდა. –ბელა, მოხიბლული ვარ, რომ შენ ერთადერთი გამონაკლისი ხარ ედვარდის შესანიშნავი ნიჭისთვის. მე უბრალოდ მაინტერესებდა, ხომ არ გამოიჩენდი სიკეთეს და მომცემდი ნებას მეცადა, მენახა ჩემთვისაც ხომ არ ხარ გამონაკლისი? ფუჭი სიტყვები, როცა განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. ბელამ შეშინებული სახით შემომხედა, თითქოს თვალებით მეკითხებოდა რა გაეკეთებინა. ესე იგი ჯერ კიდევ მენდობოდა... სხეულში სიხარულის ნაპერწკალი გამიჩნდა, მაგრამ ის მაშინვე ჩაქვრა, როცა მეორე ვარაუდი ამომიტივტივდა გონებაში... იქნებ, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა? რაც არ უნდა ყოფილიყო, თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ არო არაფერს დაუშავებდა. ანგელოზი მიბრუნდა და აკანკალებული ხელი გაუწოდა. მანაც მოიქცია თავის უხეშ, ცივ მუჭში მისი ნაზი, მთრთოლვარე თითები. მისი კანი ისეთი სუსტი იყო... პანიკამ მომიცვა... შემეშინდა მისი დაკარგვის... გონება დავძაბე, ვცადე არაპირდაპირი გზით მაინც შემეტყო ბელას ფიქრები, რომელთა გაგონებაზეც მისი გაცნობის დღიდან ვოცნებობდი. მაგრამ არაფერი მესმოდა... დაძაბულობისა და იმედგაცრუების გარდა... მხოლოდ ბოლოსმომღები, სასტიკი სიჩუმე მაყრუებდა... –მართლაც რომ საინტერესოა. ძალიან კარგი! ბელა აროსაც კი ამარცხებდა... ბელა... ჩემი ბელა! –პირველი შემთხვევაა. მაინტერესებს სხვების ნიჭის მიმართაც თუ აქვს იმუნიტეტი. ჯეინ, ძვირფასო? –არა! –ოთახი საზარელმა ღრიალმა შეარყია, რომელიც ჩემი დამსხვრეული მკერდიდან ამოდიოდა. არო ზიზღიანი მზერით დავასაჩუქრე და ბელას გადავეფარე... ველოდებოდი... აი, ისიც დაიწყო... მაგრამ სულაც არ ყოფილა ისეთი მტანჯველი აქამდე რომ მახსოვდა. მიწაზე დავვარდი, უფრო სწორად, დამაგდეს. ხელები და ფეხები თავისით მეკრუნჩხებოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც ხორცის საკეპ მანქანაში მატარებდა. შენელებული კადრებივით მიიზლაზნებოდა თვალწინ იმ ღამის მოგონებები, როდესაც ბელას მიტოვების შემდეგ წვიმაში სველ ტროტუარზე ვიწექი და აგონიაში მყოფი ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. თითქოს სხეული და რაღაც სხვა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო. სრულიად არაფერს ნიშნავდა ის, რასაც ჯეინის გამყინავი მზერა მაყენებდა. მე ამაზე დიდი ტკივილიც მახსოვდა... ყურები საშინლად მიხურდა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად ჩამესმა ანგელოზის განწირული ხმა, რომელიც უძლეველ მონსტრებს შეჩერებას სთხოვდა. მინდოდა დამეძლია ეს წამება, ავმდგარიყავი, მოვხვეოდი მას და მეთქვა, რომ ვერაფერს დამიშავებდნენ... უცებ ყველაფერი ერთდროულად გაქრა, სხეული მომიდუნდა და საოცარმა სიმშვიდემ მომიცვა. მაგრამ ნეტარება ხანმოკლე აღმოჩნდა. –ჯეინ! –წყნარი ხმით გამოიტანა არომ სასიკვდილო განაჩენი. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ფეხზე წამოვხტი. სხეული სიმწრისგან მიკანკალებდა, მზად ვიყავი ჯეინს მხეცივით მივვარდნოდი და ნაწილებად დამეშალა. შეშინებულმა ბელას გავხედე, მაგრამ როგორც კი მის მზერას გადავაწყდი, მშვიდად ამოვისუნთქე. პატარა ალქაჯიც კი უძლური აღმოჩნდა. –ჰაჰაჰა. –ოთახში აროს გამყინავი სიცილი გაისმა. –საუცხოოა! აბა ახლა რა გიყოთ? მან დასვა კითხვა, რომლის პასუხისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. –ედვარდ, არამგონია გადაგეფიქრებინა. შენი ნიჭი ბრწყინვალე დამატება იქნებოდა ჩვენი პატარა კოლექტვისთვის. –ვფიქრობ, რომ არა. –ელის, იქნებ შენ ხარ დაინტერესებული იმით, რომ შემოგვიერთდე? –არა, მადლობთ. –და შენ ბელა? ეს უკვე მეტისმეტი იყო! –რა? –კაიუს, შეგიძლია წარმოიდგინო ჩვენი შესაძლებლობები როცა ის ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება? –არა, მადლობთ. –ჩაიჩურჩულა შეშინებულმა ბელამ. –სამწუხაროა. არადა ტყუილად ხარჯვაა! –ან შემოგიერთდებით ან მოვკვდებით, ხომ ასეა? –დავეხმარე მათ სათქმელის გადმოცემაში. –რა თქმა უნდა არა. –არო, კანონი მოითხოვს. ძალიან ბევრი იცის. შენ ჩვენი საიდუმლოებები გაეცი. –აქ თქვენს მასკარადშიცაა რამდენიმე ადამიანი. –დიახ, მაგრამ ისინი ჩვენთვის სასარგებლონი აღარ არიან, სხვა რამით წაგვეხმარებიან. შენ მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები გაქვს. თუ ის ჩვენი საიდუმლოებებს გასცემს, მზად იქნები რომ გაანადგურო? ვფიქრობ, რომ არა! –მე არასდროს... –შენ არც მის ერთ-ერთ ჩვენგანად გადაქცევას აპირებ. აქედან გამომდინარე, ის ზედმეტი თავის ტკივილია. და თუ ეს სიმართლეა, მხოლოდ მისი სიცოცხლე იქნება ჯარიმა. თუ გინდა შეგიძლია წახვიდე. ეს უკვე ყველანაირ ფარგლებს სცდებოდა. მისი ბოდვა პასუხსაც კი არ იმსახურებდა, ამიტომ მხოლოდ კბილებით დავემუქრე. –ასეც ვფიქრობდი. –თუ არ აპირებ, რომ მას უკვდავობა მიანიჭო? –და თუ მასე მოვიქცევი? –მაშინ თქვენ შეძლებთ, რომ სახლში წახვიდეთ და მოკითხვა გადასცეთ ჩემს მეგობარ კარლაილს. მაგრამ ვშიშობ, რომ სინამდვილეშიც მაგის გულისხმობა მოგიწევს. ბელას შევხედე. მის თაფლისფერ თვალებში მუდარა იღვრებოდა. –იგულისხმე ეგ, გთხოვ! მოულოდნელად გვერდით ელისმა ჩამიარა, აროს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. არა! შეუძლებელი იყო. ნუთუ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო? –ჰაჰაჰა! მომაჯადოებელი იყო. ნახო ის, რაც ჯერ არ მომხდარა!@შთამბეჭდავია. –მაგრამ მოხდება. –გაიმეორა ელისმა და ვხვდებოდი, რომ ამას აროს კი არა მე მახსენებდა. –დიახ, დიახ, ეს უკვე დადგენილია. არავითარი პრობლემა არ არსებობს. –ახლა შეგვიძლია წავიდეთ? –რა თქმა უნდა. მაგრამ გთხოვთ კიდევ გვეწვიოთ, ეს ნამდვილად მომაჯადოებელი იყო. –და ჩვენც გესტუმრებით. დავრწმუნდებით, ასრულებთYთუ არა დანაპირებს. ჩვენ მეორე შანსს არ ვიძლებით. –წუთი წუთზე ჰეიდი მოვა. ქვემოთ მოიცადეთ დაბნელებამდე, თუ წინააღმდეგი არ ხართ. რომც ვყოფილიყავით ეს რამეს შეცვლიდა? –რა თქმა უნდა. –კარგად იყავით, ახალგაზრდა მეგობრებო! გასასვლელისაკენ დემეტრი გაგვიძღვა. უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა ამ საზარელი ადგილისთვის თავის დაღწევა. –რა უჩვეულოა. –შუასაუკუნისდროინდელია. მოისმა ხმები ადამიანებისა, რომლებიც სულ რამდენიმე წამში სიცოცხლეს საშინელი აღსასრულით გამოემშვიდობებოდნენ. როგორ მინდოდა მათი გაფრთხილება, მეყვირა, რომ გაქცეულიყვნენ აქედან, რაც შეიძლება სწრაფად, და ამას ვიზამდი კიდეც, რომ არა ბელა ჩემს გვერდით... მისი კიდევ ერთხელ მიტოვების არც უფლება მქონდა და მითუმეტეს არც სურვილი. ბრბო აღტაცებული თვალებით ათვალიერებდა გარემოს. აბა რა იცოდნენ საბრალო არსებებმა, რომ აქ ფეხის შემოდგმისთანავე სიკვდილს უბრძოლველად ჩაბარდნენ. პატარა ბავშვები სიხარულით მიხტოდნენ მშობლების გვერდით. რატომ, ღმერთო, რატომ? მათ ხომ ჯერ სიცოცხლის დაწყებაც ვერ მოესწროთ და უკვე მონსტრების საკვები უნდა გამხდარიყვნენ. წარმოვიგდენდი პატარების შეშინებულ თვალებს, როგორ მიეკრობოდნენ ნამცეცა თითებით პანიკაში ჩავარდნილ მშობლებს, როგორ გაუკვირდებოდათ უფროსების მოულოდნელი საქციელი, რა პასუხს მიიღებდნენ ყველა კითხვაზე და სხეულში ყველაფერი მეკუმშებოდა, შხამი პირში მიგუბდებოდა. შიგნიდან მწვავდა დაუოკებელი სურვილი ბავშვები მაინც გადამერჩინა, მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ხმას ვერ ვპოულობდი, მინდოდა თუნდაც ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან წამომეყვანა , მაგრამ ხელს ანგელოზის წელს ვერ ვაშორებდი, თითქოს მასზე ვიყავი მიწებებული. –კეთილი იყოს თქვენი ფეხი, სტუმრებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლტერაში. –მომესმა აროს აღტაცებული ხმა და მისი სარკაზმული სიტყვების თანხლებით სამუდამოდ ჩაიკეტა კარი ათეულობით ადამიანისათვის. ბელას სახე ჩემს მკერდში ჩავარგვევინე. არ მინდოდა ეს დაენახა და განეცადა. არ მინდოდა გაეანალიზებინა ჩემი ნამდვილი სახე და სამუდამოდ შევძულებოდი. მაგრამ ძალიან გვიანი აღმოჩნდა. არემარე ხალხის განმგმირავმა წივილ-კივილმა განგაშის ზონად აქცია. დემეტრიმ მისაღებ ოთახამდე მიგვაცილა. –დაღამებამდე არ წახვიდეთ, –გაგვაფრთხილა მან. პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე და ისიც სწრაფად გაუჩინარდა. ანგელოზისკენ შევბრუნდი, დაბალი ხმით ვკითხე მისი მდგომარეობის შესახებ. ,,ედვარდ, ზოგჯერ როგორ მაკვირვებ ხოლმე.” –მანამ უნდა დააჯინო, სანამ დაეცემა. –თქვა ელისმა. –ვერ დადის. ბელა მთელი ტანით კანკალებდა, ჩემს მკლავებში მოქცეული ისე თრთოდა, როგორც უსუსური ჩიტი, უძირო თვალებიდან ჩანჩქერივით გადმოჩქეფდა ცრემლები. –ჩუუ, ბელა, ჩუუ. –ჩავჩურჩულე ყურში და სავარძლისკენ წავიყვანე, შორს ცნობიმოსყვარე თვალებისგან. –ვფიქრობ, რომ ისტერიკა ეწყება. მგონი უნდა გაარტყა. ჩემს დას მკაცრი მზერა ვესროლე. ,,უფს, ბოდიში.” ბელა მუხლებზე დავიჯინე, სქელი მოსასხამი შემოვახვიე და გულში ჩავიკარი. თან უსასრულოდ ვუმეორებდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო და და შეეძლო თავი უსაფრთხოდ ეგრძნო ჩემს გვერდით. თმებზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი და გაყინულ სხეულს მისი მდუღარე ცრემლები მწვავდა. –ყველა ის ხალხი... –სლუკუნებდა ბელა. –ვიცი. –ეს საშინელებაა. –ვწუხვარ, შენ ეს არ უნდა გენახა. ანგელოზმა დანამული, საოცრად ღრმა და სევდიანი თვალები შემომანათა. ღმერთო, რამდენი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი მის მზერაზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ წუთას ჩემს ძარღვებში სისხლი ჩქეფდა და გულიც გამალებით ცემდა. –ო, ედვარდ. –უცებ წამოიძახა ბელამ, მაგრად ჩამეხუტა და ცრემლების ახალმა ნაკადმაც იჩქეფა. –რა მოხდა? –გაკვირვებული ვიყავი მისი მოულოდნელი საქციელით, რამე ხომ არ ტკიოდა? რაც არ უნდა ყოფილიყო ამ მომენტით ვტკბებოდი და მის ზურგს ნაზად ვეფერებოდი. ის უფრო და უფრო მეტად მეკვროდა, თითქოს ისევე ეშინოდა ჩემი დაკარგვის, როგორც მე –მისი. –მართლა ძალიან მტკივნეული იქნება, რომ ახლა ბედნიერი ვიყო? უფრო მაგრად მივიკარი მკერდზე, ეს ყველაზე მცირე იყო რისი გაკეთებაც იმ წუთას შემეძლო მის გასაბედნიერებლად. –ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობ. მაგრამ, ჩვენ ისედაც ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ბედნიერები ვიყოთ. პირველ რიგში ის, რომ ცოცხლები ვართ. –ხო, ეს ძალიან კარგია. –და, ერთად ვართ. ანგელოზმა მხოლოდ თავი დამიქნია პასუხის ნიშნად. იმედი მაქვს სახეზე იმედგაცრუება არ დამეტყობოდა. –და ნებისმიერ შემთხვევაში ხვალაც ცოცხლები ვიქნებით. –იმედია. –პერსპექტივა საკმაოდ კარგია. –შეგვახსენა თავი ელისმა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ისე გაჩუმებულიყო, რომ დამავიწყდა კიდეც მისი აქ ყოფნა. –ჯასპერს ოცდაოთხ საათში ვნახავ. მე და ბელა ერთმანეთს დაჟინებით ვუყურებდით. ვცდილობდი მის თვალებს მიღმა ამომეკითხა ის, რაც ჩემი წასვლის შემდეგ მომხდარიყო. მაგრამ უსასრულო ტკივილის მეტს ვერაფერს ვხედავდი. –ძალიან დაღლილი ჩანხარ. –შენ კი –წყურვილისგან გაწამებული. –დიდი არაფერი. –დარწმუნებული ხარ? შემიძლია ელისთან გადავჯდე. –ნუ ხარ სასაცილო. არასოდეს მქონია ისეთი კონტროლი, როგორიც ახლა. ,,ედვარდ, მგონი დროა წასვლაზეც ვიფიქროთ. მგონი აჯობებს ისევ მანქანა მოვიპარო.” მე და ელისი სახლში დაბრუნების გეგმას ვაწყობდით, მაგრამ საუბრიდან არც ერთი სიტყვა აღარ მახსოვს, რადგანაც ბელას თვალს არ ვაცილებდი და მისი სიახლოვით გაბრუებულს, სიტყვები პეპლებივით მიფარფატებდა ერთი ყურიდან მეორეში, მეორედან-გარემოში. დრო და დრო ვიხრებოდი ხოლმე და მის მოხატულ ნაკვთებს ვკოცნიდი. ანგელოზი ძილს სასწაულებრივი ძალით ებრძოდა, არ იცვლებოდა ჩემი ჯიუტი ბელა. ოთახში ვითარება დაიძაბა, როცა სიბნელეში ალეკის ჩრდილი გამოიკვეთა. მე და ელისი გაკვირვებულები მივაჩერდით მას, ბელა ძველებურად აკანკალდა ჩემს მკლავებში. –თავისუფლები ხართ და შეგიძლიათ წახვიდეთ. გთხოვთ, ქალაქში არ გაჩერდეთ. –ეს არ იქნება პრობლემა. –მყისვე დავეთანხმე ახალი ამბით გახარებული. მანამდე გავაღწევდით ამ ჯოჯოხეთური ქალაქიდან, სანამ ვოლტურის ოჯახის მაძღარი წევრები გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ. ალეკი სივრცემ შთანთქა. ბელას წამოდგომაში მივეხმარე და სამივე გარეთ გამოვედით. თავისუფლების ნიავი სახეზე მომესალბუნა. როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა. არა მარტო სიკვდილის აუტანელი მოლოდინი... არამედ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა არამიწიერ ტანჯვასაც, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მფიტავდა შიგნიდან. ანგელოზი მკერდზე მყავდა მიკრული, ვკოცნიდი მის თმებს, შევიგრძნობდი ნანატრ სურნელს და მისი სიახლოვე სულს მიბერავდა ღრმა ჭრილობებზე, რომლებიც ბელას დანახვისთანავე შეხორცებულიყო და მალე შრამებიც გაქრებოდა. აღარ მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ასაწყობად გამზადებულ დაშლილ სურათს ვგავდი. ბოლოს და ბოლოს, მე ერთიანი, ბედნიერი პიროვნება ვიყავი!
შეტყობინება შეასწორა Immortal - სამშაბათი, 2011-02-15, 5:01 PM | |
|
|
Immortal | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 5:13 PM | შეტყობინება # 175 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| renesme, მადლობ! Quote (bachia_bachia555) male dade gagrzeleba :* დადებით კი დავდე, მაგრამ არა -მალე. დიდი ბოდიში ყველას ★Gvanca★, elle____, KristenStewart, უღრმესი მადლობა ბავშვებო რომ კითხულობთ და არც კომენტარების დაწერა გეზარებათ :))) Quote (Tako) და ხალხო, ეს გოგონა ამბობს რომ სიყვარულის არ სჯერა! ვაიმე გეხვეწები ეგ აღარ გამახსენო! ვალენტინობა ხომ იყო გუშინ და სხვადასხვა მანსწავლებელმა მემგონი ათჯერ მაინც დაგვაწერინა თემა სიყვარულზე. თან ჩემი შეხედულება ხომ იცი შენ და.. მოკლედ ერთი ამბები გამოვიარე Quote (Tako) აბა საიდან ასეთი სიტყვები ნუუკ? მიპასუხე ერთი! აარ ვიციი ჩემს ტვინს კითხე. ჩემი აზრით, არ არის საჭირო რამე გამოსცადო აუცილებლად რომ მერე ის დაწერო. Quote (Tako) შეუდარებელი მწერალი ხარ ძალიან გთხოვ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გავაკეთებთ Quote (Tako) ანდაც თუ რაიმე უნდა დაწერო, მაშინ ისეთი რომ ამ ფიკს ეკადრებოდეს, მე კი ეს არ შემიძლია. კარგი რა, არ შეგიძლია კი არა ძალიან აჭარბებთ ხოლმე ყველანი... უღრმესი მადლოობა თაკო, ძალიან მიყვაარხაარ :* Quote (Tako) არა რაა, ადმენ ლოდინად ღირს ხოლმე შენი ერთჲ თავის წაკითხვაც კი! ჩიტს რა უნდოდაო? ხელის აქნევაო ზუსტად ამაზეა ნათქვამი იმედი მაქვს მანამდე დავდებ ხოლმე ახალ თავს, სანამ თქვენი მოთმინების ფიალა ამოიწურება eXceptional, ნიკა დიდი მადლობა! გამეხარდა შენი კომენტარი რომ დავინახე. პროფესიონალი რომ გაფასებს მაინც სულ სხვაა :))) (კიდევ ბევრი დასრულებული მწერალი გვყავს საიტზე, ეს ზოგ-ზოგიერთი თავმდაბლოვიჩების გასაგონად ) Quote (eXceptional) რა სიტყვები და რა წინადადებებია, გოგო რომ ვიყო ამეტირებოდა Quote (eXceptional) ნიჭიერი ხალხი არ იკარგებიან ზუსტად შენზე ნათქვამი :))))
| |
|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:31 PM | შეტყობინება # 177 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:34 PM | შეტყობინება # 178 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (Immortal) ,,არო, სანამ რამეს გადაწყვეტდე, მინდა კარგად დაფიქრდე. შენ შეგიძლია წაიკითხო ფიქრები, მაგრამ ვერასოდეს დაინახავ იმას, რასაც მე ვგრძნობ. უბრალოდ მენდე და მომისმინე, რომ ცოტათი მაინც შეგახედო სამყაროში, რომელსაც ეს ორი ქმნის. თავადაც იცი რამდენი საუკუნეა ვიყენებ ჩემს ნიჭს სხვადასხვა ადამიანებისა თუ ვამპირების ურთიერთდამოკოდებულებასთან დაკავშირებით. მაგრამ, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, არც ოდესმე წარმომიდგენია და ძალიან მეეჭვება მომავალშიც შემხვდეს ამის ანალოგი. ეს შემთხვევა, თავისი არსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა შეგვიძლია დანამდვილებით ვაღიაროთ პრეცედენტად. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც მას უფრო განსაკუთრებულ იერსა და ხიბლს ანიჭებს. აღფრთოვანებაში მომიყვანა მათი გრძნობების ძალამ. არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს. შენთვის საიდუმლო არ არის, რომ ადამიანად ყოფნის პერიოდში რომანტიკოსი ვიყავი. მაგრამ ეს აშკარად სიყვარულზე ბევრად უფრო მეტია. უდიდესი ფილოსოფოსებიც კი უძლურნი იქნებოდნენ მასთან, ხოდა ნურც მე მომთხოვთ ამ ურთიერთობის მონათვლას. ეს გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია. მისთვის დაბრკოლება არ ასებობს, ვერანაირი ზეციერი თუ ამქვეყნიური რამ ვერ გაანელებს მას. უძლურია ყველანაირი ქარიშხალი, ბუნებრივი კატასტროფა, ბარიერი, მთელი სამყარო, ჩვენი ნებაც კი... რაც ყველაზე მთავარია, ამ გრძნობამ არარაობად აქცია ურჩხული, რომელიც ედვარდის სხეულში სახლობს. დარწმუნებული ვარ თეორიულად ჩემზე მეტი იცი, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება აასმაგებს მიღებულ შოკს. ის წარმოუდგენელი ძალისხმევის საშუალებით ძლევს წყურვილს, იმდენად ატრიალებს მას მარიონეტივით, რომ უკვე თავადაც ვეღარ გრძნობს რამხელა ენერგიის ჩადება უხდება ამ ყველაფერში. წარმოიდგინე, შეიგრძნობდე სურნელს ისე, რომ თავბრუს გახვევდეს, ერთიანად დუნდებოდე, გეგონოს, რომ სულ ცოტაც და დამარცხებული მებრძოლივითYიარაღაყრილი მტერს ჩაბარდები, წყურვილი გახრჩობდეს, მთელი დედამიწა შენს ირგვლივ იწვოდეს, ყურებში ჩაგესმოდეს განგაშის ზარი, შხამი პირში გიგუბდებოდეს, და მაინც... ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მიიწევდე მისკენ, გინდოდეს ის სულ სხვა კუთხით, ხელები გექავებოდეს სურვილისგან, რომ შეეხო მის მხურვალე კანს, არა იმიტომ, რომ მის წითელ, მჩქეფავ სისხლს დაეწაფო, თვალნათლივ რომ ხედავ როგორი ტემპით მიედინება სისხლძარღვებში, არამედ იგრძნო მისი სითბო... კიდევ ერთხელ განიცადო გრძნობა, რომელიც ყველაზე წმინა, ლამაზი და ამაღელვებელია. ბელა და ედვარდი... ნუ იფიქრებ მათზე, როგორც ფანტასტიკაში მონაწილე ორ განსხვავებულ პერსონაჟზე, ან როგორც ადამიანსა და ვამპირზე... ისინი ერთ უზარმაზარ და უძლეველ სამყაროში ერთიანდებიან, რომელმაც დაძლია ყველაზე დიდი ზღვარი: ბარიერი სრულიად განსხვავებული წარსულის, ცხოვრების წესისა და მომავლის მქონე ორ არსებას შორის. მათი კავშირი უწყვეტ, მარადიულ ჯაჭვს ჰგავს, რომლის სიყვარულით გაჟღენთილი ნაწილებიც უხილავად არის გადახლართული მათ შორის. მე ვცადე, ცოტათი მაინც მიმეხვედრებინა შენთვის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ვერასოდეს იარსებებენ უერთმანეთოდ. როგორც ყოველთვის, არჩევანი შენზეა!” აი პროსტა დავდნი ეს რომ წავიკითხე.... :cupid: :cupid: :cupid: :cupid: :cupid: :cupid: :cupid: :cupid: :cupid: უნიჭიერესი ხარ :*:*:*:*:*:*
| |
|
|
bachia_bachia555 | თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:58 PM | შეტყობინება # 179 |
206
Offline
| Quote (Immortal) დადებით კი დავდე, მაგრამ არა -მალე nolidni ki girda... rogorc yoveltvis arachveulebriviv tavi iyo...nu ravi shesanishnavat wer :*:*
| |
|
|
|