ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

elisთარიღი: ორშაბათი, 2010-06-21, 6:01 PM | შეტყობინება # 76

44
28  +
   ±
Offline
vaimee ra kargi iyo! ai yochaag ra , upro da upro momwons yvelaperi. edvardis agwera dzalian momewona. happy happy
eseee gaagrdzele kiss
gori var vici, mara ra vqna kide ro minda ? sad biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin



♥---♥თარიღი: ორშაბათი, 2010-06-21, 8:34 PM | შეტყობინება # 77
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Immortal, მადლობა, ჩემო კარგო!!!
Quote (Immortal)
yochaaag.,ae gaagrdzeelee.sheni naweri marwmunebs rom aucilebeli araa vampiris sheyvareba
მშვენიერი დასკვნა გამოგიტანია happy
Twilighter, elis, დიიიდი, დიდი მადლობა!!!
Quote (Twilighter)
KOCHAG !!! MARTLA DZLAIAN MAGARIA !! NIJEEEER

იხ, ამას ვინ ვინ მეუბნება...

ნათი, ძვირფასო, შემდეგ თავს ცოტა დააგვიანდება. მეგობრის დაბ.დგეა და... თან მაგიტომ ეს თავი შედარებით ადრე დავდე happy kiss :* kiss




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - ორშაბათი, 2010-06-21, 8:35 PM

elisთარიღი: ორშაბათი, 2010-06-21, 8:43 PM | შეტყობინება # 78

44
28  +
   ±
Offline
♥---♥, xoo mesmis, mec ar gamikvirda ase male ro dadotqo biggrin kaaai gogo xar kiss
hm shen chemi saxelic ici anuu? biggrin biggrin
mokled es ori dge arc me mecleba ro komptan movide, amitoo didad ar vijavreb gaavitan shemdegi tavis dagvianebas rogormme biggrin happy



Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-06-21, 8:53 PM | შეტყობინება # 79
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
VaiMeeeee cry cry cry shemdegi tavi mesachiroeba saswrafoooood cry cry cry



S@liთარიღი: ორშაბათი, 2010-06-21, 10:43 PM | შეტყობინება # 80
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
♥---♥, chemi nichieriiiiiiiii kiss :*
ai , rom vasworebdi, gavgijdi biggrin
dzalian magrad wers da amashin echvic ar shegeparos, yovel detals agwer da dzalian advilia situaciis warmodgena.
edvardic magari tipia, momewona da dasasruli gansakutrebit happy
ogond erti ram ver gavige - ratom aqvs oqrosperi tvalebi? surprised is xom vampiri araa. saertod, adamianebis fanfikebshi edvards ratomgac mwvane tvalebi aqvs xolme (imitom rom rogorc bindis sagashi iyo natqvami, adamiani rom iyo, mwvane tvalebi hqonda). es ukve tradiciasavitaa da amitom gamikvirda oqrosperi tvalebi biggrin
mokled, dzaalian yochagi gogo xar da aba, velodebi shemdeg tavs gasasworeblad :8 gkocni magraad kiss


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


elisთარიღი: სამშაბათი, 2010-06-22, 1:05 AM | შეტყობინება # 81

44
28  +
   ±
Offline
S@li, ai mec sul sul damaviwyda magis agnishvna sxvatashoris imito ro uamravi fiki wamikitxavs sadac edvards yoveltvis mwvane tvalebi aq da mec davibeni egrev biggrin mara ra ginda bavshvma originaluroba gamoichine biggrin mainc saintereso iffff happy happy happy happy


♥---♥თარიღი: სამშაბათი, 2010-06-22, 3:07 PM | შეტყობინება # 82
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
Rosalie, ყველანაირად შევეცდები, რომ ზეგ დავდო....
S@li, დიდი მადლობა ძვირფასო!!!! kiss
S@li, elis, ხო, ეხლა რაც შეეხება თვალების ფერს. (არც გამკვირვებია, სალიმ რომ შეამჩნია, ნათ შენ როგორ გამოგრჩა? biggrin ) მოკლედ, მართალია ბევრი ფანფიკი არ წამიკითხავს, მაგრამ რომელსაც ვკითხულობ, იქ მგონი მწვანე თვალები აქვს... საერთოდ ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების 90% ამპარტავანი, ზედმეტად თავდაჯერებული და ამაყია. (სალ, გაიიხსენე შენი ედვარდი). ჩემი ედვარდი კი (ვაიმე, რა კარგად ჟღერს "ჩემი" biggrin ) მინდოდა ყოფილიყო სრულიად ირაციონალური პიროვნება. მართალია თვალების ფერი აქ არაფერს შუაშია... მაგრამ ამითაც მინდოდა გამომერჩია. მოკლედ ნელ-ნელა ყველა კითხვაზე გექნებათ პასუხი... უფრო სრულყოფილადაც გიპასუხებდით, მაგრამ არ მინდა ის გავამხილო, რაზეც სიუჟეტის აგებას ვაპირებ. dry ვაიმე, არ ვიიცი რა გამოვა.
პ.ს. ყვეეეეეელას დიდი მადლობაა!!! kiss



Rosalieთარიღი: სამშაბათი, 2010-06-22, 4:14 PM | შეტყობინება # 83
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (♥---♥)
Rosalie, ყველანაირად შევეცდები, რომ ზეგ დავდო....

love VeloDeeBiii love




Bella_Cullenთარიღი: სამშაბათი, 2010-06-22, 11:31 PM | შეტყობინება # 84
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline
velodebi axal tavs... !

Miss Cullen


Bella_Cullenთარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 1:29 AM | შეტყობინება # 85
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline
ee male dadeT axali tavi ra :|

Miss Cullen


ROBsessedთარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 8:23 PM | შეტყობინება # 86
***
1111
54  +
   ±
Offline
Quote (♥---♥)
- ხო, მართლა. მე ედვარდ კალენი ვარ.

au ra ... sad minda shemdegi tavi...
♥---♥,
udzalianmmagesia..me wakitxva damagvianda da mesame da meotxe ertad wavikitxe orive umagresia...samives dzaan magrad gaicnobs...yochag!!! kiss




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

♥---♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 10:05 PM | შეტყობინება # 87
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
მეხუთე თავი: ორი სიცოცხლე-ორი სიკვდილი.

შიში ადამიანს ერთხელ თუ შეეპარა, მისი მოშორება შემდეგ შეუძლებელია. არ არსებობს ძალა, არც რამე მოვლენა, არც ადამიანი, რომელიც შეძლებს დახმარებას მის დავიწყებაში. შიში არის ის, რაც თან სდევს ყველას ცხოვრებას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის ამოქმედებს ადამიანს. სწორედ ის არის მიზეზი, რის გამოც ადამიანი თავს არიდებს საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დაღუპოს. შიშის გადალახვის ერთადერთი გზა, მისი მოკვლაა. მაგრამ ამას არავინ ცდილობს... ის ხომ აუცილებელია ცხოვრებისათვის. მე კი ვიდექი ჩემი სიცოცხლის სამსჯავროზე და არ გავრბოდი თავის გადასარჩენად. მე არ მეშინოდა... უკვე აღარ მეშინოდა. რომ არ გათენებულიყო 13 აგვისტო, მე ეს შიში არასოდეს მომცილდებოდა. არასოდეს ვიქნებოდი უმწეო და ჩემს სიცოცხლეს ანგარიშს გავუწევდი, მაგრამ შიშმაც მიმატოვა და მე არ ვთვლიდი საჭიროდ ჩემს არსებობას. რისთვის უნდა მეცხოვრა? რატომ უნდა დაემძიმებინა ერთ, დაკარგულ, უგულო ადამიანს პლანეტა? ღმერთო, თვითმკვლელობაზე უკვე აღარ ვფიქრობდი. უბრალოდ ეს ტანჯვა შიგნიდან მფატრავდა. ნელა, ჩუმად მიღებდა ბოლოს.
რეგისტრაცია სწრაფად გავიარე და მოსაცდელში სკამზე ჩამოვჯექი. როგორც გაირკვა, ედვარდი მისი ძმის, ემეტის შეყვარებულის საქომაგოდ იყო მოსული, რომელიც ეხლა გამოდიოდა. ელისი მასთან იყო შესული დამსწრედ. მე კიდევ ერთი ტკივილგამაყუჩებელი დავლიე, მაგრამ მგონი წამალი ვადაგასული იყო. მოსაცდელის ბოლოს ედვარდი იჯდა და ჩუმად აპარებდა ჩემსკენ თვალს. მე ვცდილობდი, მისი არსებობა საერთოდ არ შემემჩნია. თითქოს ის საფიქრალი არ მყოფნიდა, რაც მქონდა.
ბიჭი მარტო არ იყო. მე მის ძმას არ ვგულისხმობ... ხელმარჯვნივ წითური, პატარა პირ-სახის მქონე გოგონა ეჯდა. როგორც მივხვდი, მისი შეყვარებული. როგორც კი ფოიეში შევედით, მაშინვე ედვარდს მიეჭრა და მე ეჭვით გამომხედა. ედვარდმა სწრაფად აუხსნა, თუ რატომ იყო ჩემთან და თან გამაცნო. მართალია, საერთოდ არ შეეფერებოდა ასეთი პატარა და წითური გოგონა, მას უფრო როზალისნაირი ლამაზმანი დაუმშვენებდა გვერდს, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. საერთოდ, რა ჩემი საქმე იყო.
როგორღაც თვალებმა მძლია და თეთრი კედლიდან ედვარდისკენ გადაიტანეს ჩემი მზერა. ბიჭი ვიქტორიას რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა, რაც ამ უკანასკნელს ძალზე ახალისებდა. ამოვიხვნეშე და კედელს მივუბრუნდი. რატომ მადარდებდა ის, რომ ედვარდი მის შეყვარებულს რაღაცას ეჩურჩულებოდა? არა, მგონი ის უფრო მაშფოთებდა, რომ შეყვარებულს ეჩურჩულებოდა. ვხვდებოდი, რომ ჭკუიდან სულ ვიშლებოდი. ათასგვარი წამლების მიღებამ არ მიშველა, თავბრუ ისე მეხვეოდა, როგორც პირველად, სპორტდარბაზში. ფრთხილად დავხუჭე თვალები და ხელები თავში ჩავრგე. როგორღაც ტკივილი უნდა დამევიწყებინა, მისგან თავი უნდა დამეხწია. მის გამო ტანჯვის დრო არ მქონდა. ოხ, ის ოხერი ბურთი... რატომ მომხვდა მაინდამაინც მე?! უცებ დარტყმის ავტორი გამახსენდა და ბრაზი მომერია. ნეტავ როგორ ვერ შეხედა საით ურტყამდა ბურთს?!
თავი ავიღე და ედვარდისკენ გავაპარე თვალი. ისიც მიყურებდა. ვიქტორია სადღაც წასულიყო. ეტყობა, საშინელი სახე მქონდა იმიტომ რომ, ედვარდის მხიარული და ეშმაკური გამომეტყველება ჩემს დანახვაზე შეშფოთებამ შეცვალა. მისმა სახემ ისევ ამიჩქარა გული და ისედაც ცუდად მყოფს, თავბრუ დამახვია. რა მემართებოდა? რატომ მინდოდა მისი სახის ყურება? თავი ისევ დაბლა დავწიე. ასეთ მდგომარეობაში ლაპარაკს ვერ შევძლებდი, მას კი მგონი რაღაც უნდოდა. სადაც იყო, ჩემი ჯერიც მოვიდოდა... საათს დავხედე. 10 წუთში კონკურსზე უნდა გავსულიყავი.
- აბა, როგორ ხარ? - ხავერდოვანმა ხმამ თავი ამაწევინა.
ედვარდი ჩემს წინ იდგა და დაკვირვებით მიყურებდა. მის ხმაში ცნობისმოყვარეობის გარდა შიშიც ჩანდა. ეტყობა კარგად გრძნობდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს. ჩემს ფიქრებზე გამეცინა, რამაც ედვარდი კიდევ უფრო დააინტერესა.
- რა გჭირს? - მკითხა მან ცოტა მკაცრად.
- ერთი ბიჭი მოსვენებას მიკარგავს, - სწრაფად წამოვროშე რაც მართლა მჭირდა. იმედია ამაში დაფარულ აზრს ვერ მიხვდებოდა.
- ძალიან კარგი, მას მხოლოდ ამაში თუ ადანაშაულებ, - გაეღიმა ედვარს და ჩემს წინ ჩაიჩოქა, - თავი ისევ გტკივა? - დაამატა მან მზრუნველი ხმით, რომელიც უკვე ჭკუიდან მშილიდა.
- კი, მაგრამ არაფერია, - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და წელში გავიმართე. ერთმანეთისკენ ძალიან ვიყავით გადახრილნი.
- მითხარი, რით დაგეხმარო? - მწუხარე ხმით მკითხა და თავი ჩაქინდრა. - ძალიან მეწყინება, ჩემს გამო თუ ჩაიჭრები კონკურსში.
უცებ გულში რაღაცამ მიჩხვლიტა. კონკურსში ჩაჭრა... მე სხვა მსაზღვრელს ვიხმარდი. ამისთვის „ჩაჭრა“ ზედმეტად რბილი სიტყვა იყო.
- ედვარდ, - დავიწყე მე. - ერთადერთი რამ, რაც შენგან დამეხმარება მარტო დატოვებაა.
- ელისს ველაპარაკე, - მოულოდნელად დაიწყო მან. - და მითხრა, რომ ძალიან მარტოსული ხარ. აქამდე სულ მარტო თუ იყავი, ფაქტია, ეს არ გეხმარებოდა.
გონება დავძაბე. არ ვიცოდი ამ საუბარით რისი მიღწევა უნდოდა. მე მართლა სულ მარტო ვიყავი და მშვენივრად ვეგუებოდი ამას. არაფრის შეცვლა არ მინდოდა. მარტო ვუმკლავდებოდი ჩემს ფიქრებს და სატანჯველს. ეს ჩემი სასჯელი იყო და არ მქონდა უფლება, ის ვინმესთვის გამეზიარებინა.
- ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე, - ვცდილობდი მშვიდად მელაპარაკა, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. თავი საშინლად მტკიოდა და ეს სულ მიბნევდა თავგზას. - რაც არ უნდა იყოს, მე მინდა ასე ყოფნა და არც ლაპარაკის ხასიათზე ვარ...
- აშკარად ცუდად ხარ, - შემაწყვეტინა ედვარდმა. - იქნებ ეხლავე წახვიდე საავადმყოფოში.
- არა, - სწრაფად ვიუარე მე და თავი გავაქნიე. უფრო ამტკივდა.
- ბელა, - დაიწყო ბიჭმა უკვე მკაცრი ხმით. - შეიძლება ტვინის შერყევა გქონდეს და ეს სახუმარო სულაც არ არის!
- არ მაინტერესებს, - ხმის ტემბრი როგორღაც დავარეგულირე და ბგერები მკაფიოდ წარმოვთქვი. - ამ კონკურსში უნდა მოვიღო მონაწილეობა!
ნეტავ ვერ ხვდებოდა, რომ აზრს ვერ შემაცვლევინებდა?!
- ძალაინ ჯიუტი კი ყოფილხარ, - მითხრა დაფიქრებით და გამეცალა.
მე ამოვისუნთქე და ჩუმად გავხედე ფოიეში როგორ გავიდა. იქ ვიქტორია ელოდებოდა. ედვარდი მას მიუახლოვდა და ნაზად ეამბორა შუბლზე, ხელი გადახვია და წავიდა... მე მას ვეღარ ვხედავდი. წუთის წინ მინდოდა, რომ მომშორებოდა, ახლა კი რატომღაც გული დამწყდა რომ წავიდა. მისი დამამშვიდებელი სახე აღარ ჩანდა. ნამდვილად ცუდად ვიყავი... ჩემი აზრები და მოთხოვნილებები ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ოპოზიცია და პოზიცია... კი ან არა. არჩევანი ცოტა იყო, სამაგიეროდ ძნელად გადასაწყვეტი.
- იზაბელა სვონ, - გამოაცხადა დარბაზიდან გამოსულმა ქალმა. მე ფრთხილად წამოვდექი. სიფრთხილის გულისთვის სკამის სახელურისთვის ხელი არ გამიშვია. - მობრძანდით, თქვენი რიგია.
ნელა გავუყევი დერეფანს. ღრმად ვსუნთქავდი და რაც შემეძლო, თავის ტკივილს იგნორს ვუკეთებდი. საბედნიეროდ თავბრუ იმდენად აღარ მეხვეოდა, მაგრამ ტკივილმა მომიმატა. სანამ მოსასმენი დარბაზის კარებს გავაღებდი, იქედან ელისი გამოვიდა. ჩემს დანახვაზე შეხტა, გაეღიმა და უცებ მომეხვია.
- ბელა, ბელა, - დაიწყო სწრაფად. - ახლა შენი ჯერია...
- ვიცი, - ვუპასუხე ღიმილით.
- ვაიმე, ფერი საერთოდ არ გადევს! - მან უცებ გამისწორა თმები. - როგორ გრძნობ თავს?
- მშვენივრად, ელის, - რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუპასუხე, მაგრამ, საერთოდ, ყოველთვის ცუდი მატყუარა ვიყავი და მგონი ახლა ამაში ელისიც დარწმუნდა. მან თავი გააქნია და მითხრა:
- არა, გეტყობა, ცუდად ხარ, - ხელი მომხვია და დარბაზისკენ მიბიძგა. - წამოდი, წამოგყვები. როზალი უკვე მორჩა... ჩემმა ძმამ მითხრა რაც მოხდა. საშინლად ვწუხვარ, ბელა. მე მინახავს მისი თამაშები და ვიცი როგორაც ურტყამს...
- ხო, დავეთანხმე მე. - ძალა ნამდვილად ერჩის, - ამოვიოხრე და სწრაფად დავამატე: -არაუშავს, ხდება ხოლმე.
ელისმა დამნაშავის სახით გადმომხედა და ხელი გამიშვა. აქედან მარტო უნდა წავსულიყავი. ჩემს წინ პატარა თეატრალური დარბაზი იყო. რამდენიმე იარუსად წითელი სკამები ჩაემწკრივებინათ. პირველ რიგში კი, მაგიდებთან, ექვსი ადამიანი იჯდა. სცენის მხოლოდ შუა ნაწილი იყო განათებული, დარბაზში კი დაბალი შუქი ენთო. მე მშვიდად გავუყევი გზას სინათლისკენ. უცნაურია, მაგრამ აღარ ვნერვიულობდი. რადგან აქამდე მოვაღწიე, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად შევძლებდი სიმღერას. მე აუცილებლად ავუსრულებდი მამას ოცნებას. მართალია, უკვე ძალიან გვიან იყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სიმბოლურად გადავწყვიტე, რომ ის სიმღერა მემღერა, რომელიც მაშინ ჟღერდა, როდესაც მამამ დედას ხელი სთხოვა. სანამ სცენამდე მივიდოდი, ტექსტიდან რამდენიმე ფრაზა ამეკვიატა...
I wanna kiss your smile and feel the pain...
I know what's beautiful looking at you,
In a world of lies, you are the truth...

შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტს სად წავუვიდოდი?! მე ამ სიტყვების გახსენებისას თვალწინ ედვარდის სახე წარმომიდგებოდა. ვეთანხმებოდი იმ ჟურნალისტს, რომელმაც დაიანას ამ სიმღერას „ყველას სიმღერა“ უწოდა... ყველას შეუძლია მოსმენა და სიმღერა, მაგრამ ცალკეულებს, შეუძლია გულით სიმღერა... და უფრო ცალკეულებს, გულით მოსმენა!
სინათლე უკვე თავზე დამნათოდა. ჟიურის გავხედე. ძირითადად ასაკოვანი ადამიანებისგან შედგებოდა. სამი ქალი და სამი კაცი. ერთმა კაცმა, რომელიც შუაში იჯდა და როგორც დაფა იუწყებოდა, მისტერ ბლექი ერქვა, ვინაობა გამომკითხა. ერთი ჩავისუნთქე და ჩემი სახელი და გვარი მკაფიოდ გამოვთქვი.
- ვნახე, რაც უნდა გვიმღეროთ, ახალგაზრდავ, - გააგრძელა მან, ჩემი პასუხისთვის ყურადღება არც მიუქცევია. - იმედია პასუხისმგებლობით მოეპყარით დაკისრებულ სამუშაოს და თქვენიც ჩადეთ ამ გენიალურ სიმღერაში.
- დიახ, - ჩუმად ვთქვი მე... იმედია გაიგონა.
- მაშ, ჩართეთ მუსიკა, - ხმამაღლა თქვა მისტერ ბლექმა და დარბაზში მშვიდი ჰანგების ხმა გაისმა. მე უცებ მოვდუნდი და თვალები დავხუჭე. ეს მელოდია მამშვიდებდა და ამავდროულად პულსს მიჩქარებდა, ისეთი სასიამოვნო ჟღერადობას გადმოსცემდა. მიკრაფონი ტუჩებთან მივიდე, ჩემს ფიქრებს, რომლებსაც ამ დრომდე არ ვაღიარებდი, დავეთანხმე და დავიწყე...

I wanna call the stars, Down from the sky
I wanna live a day, That never dies...

მეგონა, რომ მე არ ვღეროდი. ეს ხმა ჩემი ყელიდან არ ამოდიოდა. ეს იყო ბედნიერი ადამიანის ხმა, რომელსაც ძალიან უყვარდა... არ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა, ცხოვრების სიმძიმე, არც თავის ტკივილი... არ ფიქრობდა მომავალზე და დღევანდელი დღით ტკბებოდა. ეს მე არ ვიყავი. მე არ შემეძლო სიმღერის გადმოცემა იმდენად, რომ მისგან სიამე მეგრძნო, არადა ახლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. საიდანღაც მოსული დადებითი ენერგია მთელ სულს მაქსოვინებდა სიტყვებში და მელოდია ნაზ ბგერებად გადმოდიოდა ჩემი გულიდან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ვახსოვდი და არც მე მახსოვდა მისი არსებობა. ის თითქოს ხელახლა დაიბადა, თითქოს პირველად იგრძნო ბედნიერება და სიხარულისგან ისე აძგერდა, რომ მეგონა ცეკვა დაიწყო. ნაზად ეხეთქებოდა კედელს, ალბათ ჩემი შეშინება არ უნდოდა. არ უნდოდა, რომ გავჩერებულიყავი. დამავიწყდა, რომ თავბრუ საშინლად მეხვეოდა და გულის რევის შეგრძნებაც მქონდა... მე მხოლოდ ამ სიტყვებისთვის ვცოცხლობდი და ვხარობდი.
I'm shining like a candle in the dark...
When you tell me that you love me.

სიმღერას ბოლომდე შევიგრძნობდი და ვაკეთებდი იმას, რაც არასდროს გამიკეთებია: მე ჩემს თავს ვუსმენდი! ვუსმენდი მელოდიას და თითქოს, თავისით მოდიოდა ახალი ბგერები, თითქოს თავისით ვიღებდი მაღალ აკორდებს... ვუსმენდი ახალი გულით და ახალი სისხლით ძარღვებში და ჩემი ხმა ნელ-ნელა მათრობდა და ბურუსში მხვევდა.
You walked into my life, To stop my tears
Everything's easy now, I have you here...

რატომ მახსენდებოდა ანგელოზი, როცა ამ სტროფებს წარმოვთქვამდი? ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში უეცრად შემოჭრილ პიროვნებას შეეძლო შეეჩერებინა ჩემი ცრემლები? რატომ ვფიქრობდი მასზე, როცა ასე ვმღეროდი? ან იქნებ არასწორად ვსვამდი კითხვას... რატომ ვმღეროდი ასე, როცა მასზე ვფიქრობდი? პასუხი არ მქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს არც იყო მნიშვნელოვანი. მთავარი იყო, რომ მე ვმღეროდი და თვალწინ ედვარდის სახე მედგა. ვმღეროდი მასზე და ეს შვებას მგვრიდა. მინდოდა, არასდროს დასრულებულიყო მელოდია, არასდროს ამეღო ბოლო აკორდი და მუდამ ამ გრძნობით აღვსილს მემღერა. მე მომეწონა სიმღერა, რომელსაც ბედნიერი ადამიანი ასრულებდა. ჩემი სურვილის მიუხედავად, აკორდის ჟღერადობა ნელ-ნელა გადავიდა პიანოში და ბოლოს სულ დაიკარგა. მე გაუბედავად ავხედე ჟიურის წევრებს. ისინი დაჟინებით მიყურებდნენ და თუ არ მეჩვენებოდა, სახეზე გაოცება ეწერათ. ნამდვილად მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ასეთი შესრულება მარტო მე მაოცებდა. მე ხომ ახლა აღმოვაჩინე, თუ როგორ უნდა მოუსმინო საკუთარ თავს მთელი გულით და ამისგან ბედნიერი იყო. გიხაროდეს შენი სიმღერა და მხოლოდ მამის ბოლო სურვილის ასასრულებლად კი არ გადიოდე სცენაზე, არამედ სიამოვნების მისაღებად. გული საშინლად მიცემდა. ნუთუ ახლა აღმოვაჩინე ჩემი თავი? ნუთუ ამ კონკურსით არ მთავრდება ყველაფერი? ეს არ იყო გზაჯვარედინი... შეუძლებელია ისეთი ამაღელვებელი გრძნობა გქონდეს შენი ცხოვრების დასასრულზე, როგორიც ახლა მე მქონდა. თუმცა, შეიძლება მე აქ ვკვდები, საბოლოოდ ვისვენებ და ეს მართლაც რომ შვება იქნება. დამავიწყდება ყველაფერი, რაც ამ უაზრო სამყაროს გამახსენებს, დამავიწყდება რატომ მოვკვდი და ისიც, რომ ჩემს გამო მოკვდნენ. დამავიწყდება ახლობლები და... დამავიწყდება ედვარდი... გული შემეკუმშა. ვემშვიდობებოდი ადამიანს, რომელმაც ჩემში სიცოცხლის სიყვარული გააღვიძა, მაგრამ მხოლოდ ხუთი წუთით. სულ ცოტა ხანი ენთო ის ჩემში, შემდეგ, მშვიდად რომ წავსულიყავი. მხოლოდ რამდენიმე წუთი ფეთქავდა ჩემი გულის ის მოგონება, რომელიც სამუდამოდ ესვენა ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე... დარბაზის ბოლოდან ვარდისფერმა ნისლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. თვალებზე ბინდი მეყრებოდა და ძლივს ვარჩევდი ფერებს. ნისლი ნელა მიახლოვდებოდა, სიცივე მოჰქონდა და ფრთხილად მახვევდა თავის მკლავებში. უცებ საშინელი თავბრუსხვევა დამეწყო. მთელი დარბაზი ტრიალებდა... ნისლს უკვე შუაში მოვექციე, მაგრამ ვეღარაფერს ვერ ვხედავდი. წყვიადში ვიძირებოდი და საოცარ სიმჩატეს ვგრძნობდი. ვნანობდი ყველაფერს, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, ჩემი უკანასკნელი სიმღერის გარდა. მარტო ამის გულისთვის ღირდა სიცოცხლე, რომელიც მუდამ წყალში ჩაძირულმა გავატარე... და როდესაც ვკვდებოდი, მხოლოდ მაშინ შევძელი, პირველად და უკანასნელად ამომეყვინთა. ამისთვის დიდი მსხვერპლი გავიღე. ამ ერთი ამოყვინთვისთვის ღმერთმა ყველაფერი წამართვა! თვალები საბოლოოდ დავხუჭე და მოვემზადე. იქ ალბათ მამაჩემს შევხვდებოდი და მაპატიებდა... ბოლოჯერ ჩავისუნთქე ჰაერი. რატომღაც გული მწყდებოდა, რომ ანგელოზს ვეღარ ვნახავდი. ამოვოხვნეშე და მე მოვკვდი...

დამატებულია (2010-06-23, 10:05 PM)
---------------------------------------------

^^^

სახლის კარები ჩუმად გააღო და ფეხაკრებით გაიარა ჰოლი, შემდეგ მისაღები, სასტუმრო ოთახი, კიბეები, მეორე სართულის დერეფანი და თავის ოთახში შევიდა. არ უნდოდა, ვინმეს შეემჩნია მისი მოსვლა და ათასგვარი კითხვები დაეყარათ თავზე. შუქი არ აუნთია, მთვარის სინათლეც ჰყოფნიდა. მაისური გაიხადა და სკამზე მიაგდო. ძირს დაყრილი ფურცლები სანაგვეში ჩაყარა და ფანჯარასთან მიდგმულ საწერ მაგიდას მიუჯდა. ერთი ამოიხვნეშა და ნაჩნიკი აანთო. შუქმა პირდაპირ სახეში შეანათა, რაც არ ესიამოვნა. მერე ნელ-ნელა შეეჩვია და კალამი და სუფთა თაბახის ფურცელი აიღო. რამდენიმე წამი ჩაფიქრებული იჯდა. ყოყმანობდა. გაეკეთებია თუ არ გაეკეთებია... სახეზე საშინელი ტანჯვა ეხატა. სადღაც უსასრულობაში იყურებოდა... ამდენი არასოდეს უყოყმანია, მაგრამ ახლა სხვა დრო იყო. ახლა სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავის თავზე გაეცინა. უაზროდ იდგა და ტრაგედიაზე ეცინებოდა. როგორ მოხდა, რომ თვით მას დაემართა ასეთი რაღაც?! კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ ჰქონდა, მაგრამ ღმერთის საჩუქარს გამორიცხავდა. ეს უბრალოდ ეშმაკის დაცინვა იყო. თავი ჩაქინდრა და ხელები მომუშტა. მას ორი გზა ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა სად მიიყვანდა ისინი. ის, ან „კი“-ს ეტყოდა ეშმაკს, ან ”არა“-ს, თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ორივე ვარიანტში ერთი შედეგი ექნებოდა - არარაობა და მარტოობა.
ისევ ამოიოხრა და კარადასთან მივიდა. მან გადაწყვეტილება მიიღო. ზედა თაროდან პატარა ყუთი ჩამოიღო და ნემსი სწრაფად იპოვა. ისევ სინათლესთან დაბრუნდა და გამირვალე კოლბიდან ამოღებული 2 მილიგრამი სიკვდილით აავსო შპრიცი. მაჯა დაიჭიმა, სპირტიანი ბამბა ვენის ზედა კანს გადაუსვა და სწრაფად იჩხვლიტა წვრილი ნემსი. სანამ მომწამვლელი ფხვნილი მთელ სხეულს მოედებოდა, ჯერ კიდევ აზრზე მყოფს, ლოყაზე ერთი კურცხალი ეულად ჩამოუვიდა და კისერში დაიკარგა... მერე ამაზე აღარ უფიქრია. თავისი ინსტრუმენტები პირვენდელ ადგილზე დააბრუნა. გაშეშებული სახით აიღო კალამი ხელში და წერას შეუდგა.




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - ოთხშაბათი, 2010-06-23, 10:05 PM

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 11:05 PM | შეტყობინება # 88

842
83  +
   ±
Offline
wow. dzaan magaria love momewona martla. araferic ar aklia. piriqit me es tavi ufro momewona. ragac gansxvavebulia... love da bolos ver gavige ra moxda? ai su su bolo ro giweria biggrin

♥---♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 11:15 PM | შეტყობინება # 89
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline
bella-vampire, მადლობა ძვირფასო... ხო, ეხლა რაც შეეხება იმ 'ტიპს' რომელზედაც ბოლოს მიწერია. ასე ვთქვათ ახალი პერსონაჟია... ახალი სული, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ! ასე ვთქვათ ჩემი საყვარელი პერსონაჟია. თუმცა ხშირად არ გამოჩნდება... dry <_< dry



შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - ოთხშაბათი, 2010-06-23, 11:15 PM

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2010-06-23, 11:24 PM | შეტყობინება # 90

842
83  +
   ±
Offline
♥---♥, damaintrige biggrin mara mainc vinaa? biggrin biggrin
ძებნა: