♥---♥ | თარიღი: შაბათი, 2010-06-19, 0:49 AM | შეტყობინება # 52 |
<<>
44
Offline
| elis, მადლობა ძვირფასო... მესამე თავი სახლიდან სწრაფად გამოვედი. როგორც ყოველთვის, ახლაც მაგვიანდებოდა გაჩერებაზე. ავტობუსი ზუსტად 9-ის ნახევარზე იყო იქ და თუ ვერ წავყვებოდი, ე.ი. ნახევარი საათით სკოლაში დავიგვიანებდი. ოხ, ეს ინგლისელები... საბედნიეროდ მოვასწარი და უკვე დაქოქილ ავტობუსში ავხტი. მძღოლმა, შუა ხნის მსუქანმა კაცმა, ერთი შემომიბღვირა და ისე სწრაფად აკრიფა სიჩქარე, რომ კინაღამ შუა მანქანაში წავიქეცი. „მშვენიერი“ დასაწყისი იყო. ჩემი ახალი სკოლა „გრეითერ ლონდონიდან“, ანუ ჩემი საცხოვრებელიდან ნახევარი საათის მანძილზე მდებარეობდა და გარეუბნის სკოლებს შორის ყველაზე ახლოს იყო ლონდონთან, სადაც მუსიკაში სამეცადინოდ ყოველდღე დავდიოდი. სწორედ ამ რეპეტიციების გამო ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა, მაგრამ, საბედნიეროდ, დირექტორი ბებიას დის შვილი იყო. სკოლის წინ გაჩერებაზე ჩამოვედი. ორი კვირაა აქ არ ვყოფილვარ. ზოგიერთ კლასელს საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ეს დიდად არ მაწუხებდა. სანამ ფოიეში შევიდოდი, მაიკი დამეწია. - ჰეი, ბელა, როგორ ხარ? - თბილად და ცოტა უადგილოდ მომეხვია. - გმადლობ, კარგად მაიკ. შენ? - არ შევიმჩნიე ჩემი უხერხული განზე გაწევა. - მეც კარგად. როგორც იქნა მოხვედი! - აღფრთოვანებით წამოიძახა და ჩემს კარადამდე გამომყვა. - ხო, სწავლაც აუცილებელია, - ირონიით ვუპასუხე და კარადა გავაღე. პირველი ისტორია მქონდა. ამიტომ ქურთუკი და დანარჩენი სქელი წიგნები იქ დავტოვე და შედარებით მსუბუქ ჩანთასთან და მოუსვენარ მეგობართან ერთად კლასისკენ გავუყევი გზას. - რა ხდებოდა აქ, ჩემს არ ყოფნაში? - ზრდილობის გულისთვის ვკითხე, თორემ ყველაზე ნაკლებად ახლა ეგ მაინტერესებდა. - ბევრი არაფერი, მათემატიკაში ტესტი და გულშემატკივარი გოგონების ახალი ცეკვის პრეზენტაცია გამოტოვე, - სიცილით მიპასუხა მან. - როგორც ჩანს, მართალი ხარ - ბევრი არაფერი, - სიცილითვე ვუპასუხე. ჩვენ კიბეებს ავუყევით, ისტორიის კაბინეტი მესამე სართულზე, ბოლოში მდებარეობდა. - უი, მართლა, - უცებ შემობრუნდა ჩემსკენ მაიკი, - როგორ დამავიწყდა, ახალი კლასელი გადმოვიდა. სხვათაშორის, როგორც შენ, ისიც ვაშინგტონიდან არის. - მართლა? - დამაინტერესა, უფრო იმიტომ, რომ ჩემი სტარუსი „ახალი მოსწავლე ა.შ.შ-დან“ სხვას გადაეცემოდა, რაც ძალიან მახარებდა. - ხო, როგორც თვითონ თქვა, პორტ-ანჯელესში ცხოვრობდა. მაგრამ ძალიან მოწყინდა იქაური ამინდები და მოდა, - მაიკმა გაიცინა და სხვა ტონით დაამატა, -გეფიცები სიტყვა სიტყვით ვიმეორებ მის ნათქვამს. ხო, ანუ ასე თქვა: „ძალიან მომწყინდა იქაური ამინდები და მოდა, ამიტომ კონტინენტის და ჰაერის შეცვლა გადავწყვიტე“. არ ვიცი რამდენად განსხვავდება ახლა ჩვენი და პორტ-ანჯელესის ამინდები, მაგრამ იმედი მაქვს მოდაში ვჯობივართ. მაიკი ძალიან მხიარულად ლაპარაკობდა და მისი განწყობა მეც გადმომედო. ერთი წუთით დამავიწყდა ვინ ვიყავი და რატომ ვიყავი... - როგორც ჩანს, გოგოა... და თანაც ძალიან გაბედული და თანამედროვე, - ვუთხარი სიცილით. - ათიანში მოარტყი! - სწრაფად დამიდასტურა. - ელისი ჰქვია, ელის კალენი. აუცილებლად გაგაცნობ. - კარგი, მაიკ, მე წავედი. არ მინდა გაკვეთილზე დავაგვიანო, - ჩემს მხიარულ მეზობელთან გამომშვიდობება მიწევდა. ყველა გაკვეთილი ერთად არ გვქონდა. - კარგი, ბელს. ლიტერატურაზე გნახავ. თბილად გავუღიმე და კაბინეტისკენ წავედი. უცებ გზა როლიკებით მორბენალმა ორმა ბიჭმა გადამიჭრა. უკან გადავხტი, რომ არ დამჯახებოდნენ და ერთ ვიღაცას შევეჯახე. - მაპატიე, ძალით არ მინდოდა, ვერც დაგინახე, - სწრაფად წამოვდექი და გოგონას ბოდიში მოვუხადე. მან, ჯერ კიდევ იატაკზე მყოფმა, გამიღიმა და ჩემს მიწოდებულ ხელს ჩაეჭიდა, რათა ამდგარიყო. სუსტი იყო, მრგვალი სახით. მოკლედ შეჭრილი, შავი თმების ბოლოები აპრეხილი ჰქონდა და თბილი გამომეტყველებით ყველას მოხიბლავდა. - არაუშავს, ვიცი, რომ შენი ბრალი არ არის, - ის წამოდგა და იატაკზე დაყრილი ქაღალდებიც აკრიფა. საშუალო სიმაღლის არ იყო, თუმცა არც ძალიან დაბალი ერქმოდა. - სხვათაშორის, - თავაზიანად დაიწყო, - მე ელის კალენი ვარ. - სასიამოვნოა... მე ბელა, - როგორც ჩანს, მაიკს სულ ახლახანს წავართვი, ჩემთვის ელისის გაცნობის ბედნიერება. - ბელა სვონი. - სასიამოვნოა ბელა, - სწრაფად ჩამომართვა ხელი და გამიღიმა. - მგონი შენზე მსმენია... ჯესიკასგან. ოხ, ეს ჯესიკა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ბიოგრაფია მასზე კარგად არავინ იცოდა. ისიც ჩემი კლასელი იყო და პირველივე დღეს, რაც კი რამე ჭორი იცოდა, სწრაფად ჩამომიყაჭა. - ახალი ხარ, ხომ? - თავაზიანად მკითხა. - კი, სექტემბერში გადმოვედი. შენც ახალი უნდა იყო, - ფრთხილად შევაპარე. - კი, - სწრაფად მიპასუხა. ამ დროს ზარიც დაირეკა. - პირველი რა გაქვს ბელა? - ისტორია... - ძალიან მიყვარდა ეს საგანი. ჯერ ეგ ერთი, მერხზე მარტო ვიჯექი, მეორეც, მასწავლებელი ზედმეტად არ მაწუხებდა კითხვებით, თუ რატომ ვაცდენდი ხშირად სკოლას.
დამატებულია (2010-06-19, 0:48 Am) --------------------------------------------- - რა კარგია! მეც, - სიხარულით შესძახა ელისმა, - როგორ მიხარია, რომ გაგიცანი, თორემ მალე ჯესიკა თავის ტყვედ გამხდიდა, - სიცილით დაამატა და კლასში შემიძღვა. - ხო, ეგ მგონი ეხერხება, - ვუპასუხე მე და პირველი რიგის ბოლო მერხისკენ გავემართე. - ბელა, - დამიძახა ელისმა საცოდავი სახით. - შეიძლება შენთან დავჯდე? ეტყობა შეამჩნია, მარტო რომ ვიჯექი. ისე მკითხა, უარის თქმა არანაირად არ გამომივიდოდა, თანაც ამ დროს კლასში ჯესიც შემოვიდა და იმ მერხთან მივიდა, სადაც ელისი იდგა. არა, ამ მეგობრულ და თავაზიან გოგოს მისი ჭორების მოსასმენად ვერ გავიმეტებდი. - რა თქმა უნდა, - ღიმილით ვუპასუხე და ხელით მოვიხმე. ის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოფრინდა და გვედზე სიხარულით მომიჯდა. მერხზე მეზობელიც გამიმიჩნდა, მაგრამ ეს სასიამოვნო იყო. ჩემი თავის მიკვირდა. - არ მესმის საიდან მოაქვს ამდენი ჭორები, - ღიმილით მითხრა და მადლიერი მზერით გადმომხედა. - დიდი მადლობა, ბელა. - არაფელს ელის. არც ღირს ამაზე მადლობის გადახდა, - გაწითლებულმა ძლივს ვუპასუხე. ჯესიკას ჩვენსკენ არც გამოუხედავს, მაშინვე ქერა გოგონა, მგონი ლი სტივენსი მოისვა გვერდით. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ელისი საკმაოდ კარგი გოგონა იყო. ისტორიაზე მიამბო, რომ პორტ-ანჯელესში ცხოვრობდა (რაც უკვე ჩემი ინფორმატორისგან ვიცოდი) და აქ მშობლების თხოვნით (და არა იმის გამო, რაც მაიკმა მითხრა) გადმოვიდა. მე მაიკის ვერსია ვუთხარი და სიცილით მიპასუხა, ეგრე ვთქვი, მაგრამ სულ ტყუილიც არ არისო. მას ორი ძმა ჰყავდა. როგორც თვითონ მითხრა, ერთ-ერთი ჩვენს სკოლაში სწავლობდა. - არ იცი? - მკითხა გაოცებით, როდესაც ვუთხარი შენი ძმის სახელი არსად გამიგონიათქო, - ფეხბურთელია და ასე მითხრა ჩვენი სკოლის გუნდში ჩამრიცხესო. - არა, - თავი გავაქნიე. - მართლა არ ვიცი. იცი, ელის, სკოლაში იშვიათად დავდივარ, კონკურსის გამო. - რა კონკურსი? - ინტერესით მკითხა მან. - სამ წელიწადში ერთხელ ტარდება აქ, ლონდონში და მეც ვმონაწილეობ. სწორედ ამიტომ ჩამოვედი... - ვინ იცის, კიდევ მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ტვირთი, რომელსაც ვატარებდი დაუვიწყებელია, თუნდაც ერთი საათით. ელისს რომ ჩემი ხასიათის ცვლილება არ შეემჩნია, სწრაფად გავიღიმე. - ო, ალბად როგორ ნერვიულობ, - მგონი შენიღბვა არ გამომივიდა. - სახეზე გაწერია, რომ საშინლად განიცდი! - ნამდვილად, - უხალისოდ ვაღიარე. - არადა სანერვიულო არაფერია, დამიჯერე! გახვალ, იმღერებ, გაიმარჯვებ! - ეჰ, ნეტავ სცოდნოდა, რა ძნელად შესასრულებელი იყო ეს. უცებ კონკურსის ჟიურზე გადავერთე, ამბობდნენ ძალიან მკაცრები იქნებიან წელს, იმიტომ, რომ წინაზე რაღაც სკანდალი ამტყდარა... - ვენი, ვიდი, ვიცი არ გაგიგია? - არასასიამოვნო ფიქრებიდან ელისის მხიარულმა და წკრიალა ხმამ გამომაფხიზლა. დაბნეულმა, არაფერი რომ არ ვუპასუხე, სწრაფად მიკარნახა, - იულიუს კეისარი, ბელა. მე გამეცინა. იულიუს კეისარი და მისი ისტორიული სიტყვები, რომლებიც რომში გააგზავნა კარგად ვიცოდი. - მგონი სადღაც გამიგონია, - ჩუმად გადავუჩურჩულე. მე და ელიმა ერთმანეთს კარგად გავუგეთ. უფრო სწორედ მან გამიგო... საოცარია, აქამდე ლონდონში ასე ახლოს ჩემთან არავინ მოსულა. ეს გოგონა კი ისე იყო დაინტერესებული ჩემით, რომ უბრალოდ არ შემეძლო მის კითხვებზე არ მეპასუხა. სხვა მის ადგილზე ნამდვილად აბეზარი მომეჩვენებოდა, მაგრამ ელისს ეტყობოდა, რომ კითხვებს მარტო ცნობისმოყვარეობა არ ასმევინებდა. - იცი, - მითხრა მან, როდესაც ისტორიის გაკვეთილიდან გამოვედით. -აქამდე ჩემს ნაცნობ გოგონებთან მხოლოდ ტანსაცმელზე, კალათბურთელ ბიჭებზე და სხვადასხვა სისულელეებზე ვლაპარაკობდი. მათთან, პრინციპში, არც შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი. შენ კი გეტყობა მოდა ყველაზე ნაკლებად გაღელვებს, - მხიარულად დაამთავრა მან. მე გამეცინა. ელისი მართალი იყო და მგონი სწორედ ამის გამო არ მყავდა ბევრი მეგობარი. კარგი, საერთოდ არ მყავდა. ვის ვატყუებდი?! ინგლისური ლიტერატურის კაბინეტთან მაიკი დამხვდა. ელისსთან ერთად რომ დამინახა გაოცებით შემომხედა. - გამარჯობა, მაიკ, - სწრაფად მიესალმა ელისი. ტონზე ეტყობოდა პასუხს არ ელოდა, მაგრამ... - ვა, ელის, უკვე გაიცანი ჩემი მეგობარი? - აღფრთოვანებით ჰკითხა გოგონას. მე სიცილის შესაკავებლად ტუჩზე ვიკბინე. - როგორც მიხვდი, ძვირფასო, - სარკაზმით უპასუხა ელისმა და მე მომიბრუნდა. - კარგი, ბელა, მე პოლიტოლოგია მაქვს... კაფეტერიაში გნახავ. - დროებით, ელის, - ხელის ქნევით დავემშვიდობე და მაიკს მკაცრად შევხედე. - რა მოხდა? - დამნაშავის სახით მკითხა მან. დამატებულია (2010-06-19, 0:49 Am) --------------------------------------------- - რატომ უხეშობ? - ვკითხე პირდაპირ, მართალია ეს უფრო სასაცილო იყო, მაგრამ სულაც არ მომწონდა მისი გამომწვევი ლაპარაკი. - კარგი რა! - საცოდავად შემომხედა და როცა კლასში შევედით, ჩუმად ჩამჩურჩულა, - აი, გეტყოდა ახალგადმოსული გოგო პაემანზე მკვახე უარს და მაშინ მაგას არ მკითხავდი. - შენ რა, ელისი დაპატიჟე? - ვკითხე უფრო გაოცებით, ვიდრე სიცილით. - ხო... - თავი ჩაქინდრა მაიკმა, ამ დროს ძალიან შემეცოდა. - მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. მე კიდევ გამეცინა და მერხს მივუჯექი. მაიკი ძალიან შემეცოდა... სკოლაში გადმოსვლის პირველივე დღიდან დამიმეგობრდა და მალევე სავახშმოდ დამპატიჟა, მაგრამ მე დელიკატურ ფორმებში ავუხსენი, რომ მსგავსი რამ ჩვენს შორის არასდროს იქნებოდა. საბედნიეროდ ამან გაჭრა, იმ გაგებით, რომ პირდაპირ აღარ მეფლირტავებოდა. ახლა კი ელისმა ასე სწრაფად მოიშორა. ისე, ალბათ ღირსიც იყო. კაფეტერიაში მივდიოდი და ვფიქრობდი, თუ რა დონეზე შეიძლება ჩაგითრიოს „ახალმა გარემომ“... მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ რამდენიმე მილის იქეთ, აკადემიის მკაცრ ფოიეში შავი სკამი მიცდის, რომელზედაც მანამდე მომიწევს ჯდომა, სანამ ჩემი გამოსვლის დრო არ დადგება და მაშინვე ცახცახმა ამიტანა. როგორი მკაცრი და დაუნდობელია მახსოვრობა! გულდამძიმებული შევედი კაფეტერიაში და საჭმლის ასაღებად რიგში ჩავდექი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კოლა ავიღე. როცა ცარიელი მაგიდის ძებნაში ირგვლივ მიმოვიხედე, შემოსასვლელთან მდგარი ელისი დავინახე. ის ვიღაც ულამაზეს გოგო ელაპარაკებოდა. პირი ძირს ჩამომივარდა, მას რომ შევხედე. მაღალი, ჩამოსხმული ტანი. ქერა, მბზინვარე, სწორი თმები, გრზელი წარბები... ასეთი ლამაზი გოგონები, მხოლოდ პრესტიჟული ჟურნალების ყდაზე მენახა. როგორც ჩანს, მან იგრძნო რომ ვუყურებდი და გამომხედა. მისი მზერა იყო საოცრად მკაცრი და ქედმაღლური, თუმცა ესეც თავისებური შარმია. სანამ მონუსხული შევყურებდი გოგონას, ელისმაც შემამჩნია და ჩემსკენ გამოიქცა. - ბელა! - ხელი მომკიდა მან, - გაიცანი, ეს როზალია. - გამარჯობა, როზალი, - თბილად მივესალმე ახალგაცნობილს, რომელსაც ალბათ ისევ პირღია ვუყურებდი. გოგონამ ხელი ჩამომართვა და პირდაპირ მკითხა. - შენ მონაწილეობ სიმღერის კონკურსში? - მე მოულოდნელობისგან დავიბენი. - როუზიც მონაწილეობს ამ კონკურსში და იმიტომ ვუთხარი, - სწრაფად ამიხსნა ელისმა. - აა, - ჩავახველე და თამამად ვუთხარი (ჩემ თავზე მეცინებოდა), - კი, ვმონაწილეობ. - წარმატებები,- ცივად მითხრა მან და ელისს მიუბრუნდა. - მანქანაში დაგელოდები. - შენც წარმატებები, - მივაძახე მე. - ახლავე მოვალ, როუზ, - რომ გაეგონა ხმამაღლა გასძახა ელისმა. მთელმა კაფეტერიამ როზალის გააყოლა თვალი... - ბელა, - დაიწყო ელისმა, - როზალის უნდა გავყვე, საკონკურსი კაბის გამოტანაში. ის ჩემი ძმის შეყვარებულია და... - რა პრობლემაა ელის, - გავაწყვეტინე მე. - მიდი, გელოდება. ელისმა ფეხისწვერებზე აიწია, მაკოცა და სწრაფად გაიქცა. მე გამეცინა და უკან შევბრუნდი. ვიღაცა, დავაზუსტებ - მაიკი - მეძახდა, თავის ხალხმრავალ მაგიდასთან მიხმობდა. ერთი ამოვისუნთქე და მისკენ წავედი.
| |
|
|