♥---♥ | თარიღი: კვირა, 2010-06-20, 11:24 PM | შეტყობინება # 70 |
<<>
44
Offline
| მეოთხე თავი ბოლო გაკვეთილამდე როგორ მივედი, ვერ გავიგე. დრო ძალიან სწრაფად გარბოდა. მაგრამ ბოლო გაკვეთილზე ერთიორად მომიწია გამოფხიზლება... საერთოდ, არასოდეს მიყვარდა სპორტული თამაშები. არც ვუყურებდი და რომ მეთამაშა, მაგაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ლონდონი კი სპორტით და ფეხბურთით სუნთქავდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბებია და მამიდა შაბათ საღამოს იმაზე ჩხუბობდნენ, ჩელსის თამაში ეყურებინათ, თუ არსენალის... მე კიდევ ფიზ-კულტურის მასწავლებელი ფრენბურთის თამაშს მაიძულებდა. საბედნიეროდ თამაშში ხშირად არ ვერთვებოდი და ძირითადად ბურთს ვაწოდებდი. ფიზ-კულტურა დიდ დარბაზში გვიტარდებოდა, რომელიც სამი მოედნისგან შედგებოდა. შესასვლელისგან მარცხნივ დახაზული იყო ფრენბურთის და კალათბურთის, მარჯვნივ კი დარბაზის ფეხბურთის მოედნები. წინ მაყურებლებისთვის, რამდენიმე იარუსად, ლურჯი სკამები ჩაემწკრივებინათ. როდესაც მე ფიზ-კულტურა მქონდა, დარბაზში ჩვენს გარდა სხვა კლასი არ იყო. მხოლოდ მოპირდაპირე მოედანზე მეკარეს ვიღაც ბიჭი ავარჯიშებდა. მაგრამ მე მათგან ზურგშექცევით ვიდექი და მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორმე კლასელებისთვის თამაშში ხელი არ შემეშალა. თუმცა ხშირად მახსენდებოდა დღევანდელი კონკურსი და მოედანზე უფრო დავბორიალობდი, ვიდრე ვთამაშობდი. უცებ ბურთმა ჩემს ყურთან ჩაიქროლა. სანტიმეტრებში ამცდა. - მე მოვიტან, - დავიძახე და ბურთისკენ გავიქეცი. ის-ის იყო უნდა დავხრილიყავი ასაღებად , რომ თავში რაღაც ძალიან მწარედ მომხვდა. თავი არც ამიწევია, უცებ სპორტდარბაზი დატრიალდა და შუბლზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი... ბავშვები ჩემსკენ გამოიქცნენ, მაგრამ აცრემლებული თვალებით ვერავის ვარჩევდი. მერე წელში გამართვა ვცადე... უშედეგოდ, დარბაზი უფრო დატრიალდა. მეგონა, ჩაქუჩი დამარტყეს, თავი ისე მისკდებოდა, უკვე სუნთქვაც მიჭირდა... თვალები რომ გავახილე ყვითელი, ნათელი ოთახი დავინახე. მე ავადმყოფის ლოგინზე ვიწექი, პირდაპირ ფანჯრისკენ. რამდენიმე ადამიანი მაშინვე თავზე დამადგა. - იზაბელა, - დაიძახა ვიღაც ქალმა. - თავს როგორ გრძნობ? მე ექთანი, მის პოლი ვარ. - კარგად ვარ... - ვთქვი დაბნეულმა და წამოვჯექი. - სად ვარ? - სკოლის მედ-პუნქტში, ძვირფასო, - მიპასუხა დირექტორმა. - რა დამემართა? - ვერა და ვერ ვიხსენებდი აქ რატომ უნდა ვყოფილიყავი. - ბურთი მოგხვდა თავში და მერე... - დაიწყო ფიზ-კულტურის მასწავლებელმა, მაგრამ მე აღარ ვუსმენდი. ხო, გამახსენდა... თავი ახლაც საშინლად მტკიოდა. - ბელა, თავი გტკივა? - მკითხა მზრუნველი ხმით მის პოლმა. - საშინელი შესახედავი ხარ, ძალიან შემაშინე, - მითხრა მისტერ კეპლერმა, ფიზ-კულტურის მასწავლებელმა. - ნამდვილად ცუდად არის,- დაიწყო დირექტორმა. - ბელა, ხმა გაგვეცი, თავი გტკივა? - სულ ოდნავ, - სწრაფად ვუპასუხე. ყველაზე ნაკლებად საავადმყოფოში წასვლა და კონკურსის გაცდენა მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. როგორმე უნდა ავმდგარიყავი. თავბრუს ხვევას ყურადღებას არ ვაქცევდი. როცა წამოვჯექი, დავინახე რომ კარებთან კიდევ ვიღაც იდგა. მასწავლებელი აშკარად არ იყო, თვით სილამაზე მორცხვად ატუზულიყო კუთხეში. ერთ წამს ვიფიქრე, მოვკვდი, სამოთხეში ვარ (აქ ნეტავ საიდან მოვხვდი) და ანგელოზია-მეთქი... მაღალი და ტანადი იყო, ყავისფერი თმებით, წყლიანი, ოქროსფერი თვალებით. აუღწერლად ლამაზ და უნაკლო სახეზე ხანდახან შეშფოთება გადაჰკრავდა და დამნაშავის სახით მიყურებდა. თვალი ვერაფრით მოვაცილე, ისეთი თეთრი და ღვთაებრივი სახის ნაკვთები ჰქონდა. მისი ეს უზადო სახე რატომღაც მამშვიდებდა და დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ბიჭს გაეღიმა და მომიახლოვდა, თუმცა ისევ დამნაშავის სახე ჰქონდა და ფრთხილად მიყურებდა. არ ვიცოდი, ჩემი თავისთვის რა მომეხერხებინა. მეგონა გავგიჟდი, როცა მის ღიმილზე სუნთქვა შემეკრა და სხეულში ტალღამ დამიარა. ბიჭს, ალბათ, ჩემს სახეზე ეცინებოდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას. რატომღაც ისევ შეშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ თბილი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. უცებ, ზარი ისე მოულოდნელად დაირეკა, რომ შევკრთი. ბიჭმა ხშირი წარბები ზემოთ ასწია და თავი დახარა, ღიმილის დასამალად. ვერ ვხვდებოდი, ამას რატომ აკეთებდა. რაში სჭირდებოდა დამალვა? დირექტორმა და მისტერ კეპლერმა ბოდიში მომიხადეს, უნდა წავიდეთ, ექთანი კიდევ გაგსინჯავს და თუ რამე, საავადმყოფოშიც წაგიყვანთო. მე სწრაფად ვიუარე და კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ კარგად ვიყავი. მაგრამ მნიშვნელოვანი დირექტორის სიტყვები კი არ იყო, არამედ მისი მზერა, რომლითაც იმ უცნობ, ღვთაებრივ ბიჭს გახედა, თითქოს ჰკიცხავსო. მის პოლმა თავზე სახვევები მომხსნა და ახლის მოსატანად საწყობში წავიდა. დავიძაბე. მე და ის ბიჭი ოთახში მარტო დავრჩით. მდუმარედ მიყურებდა და მისი გამოხედვით მონუსხულს, თავბრუს მახვევდა. თვალს ვერ ვწყვეტდი. მინდოდა, რამე მეკითხა, მაგალითად აქ რატომ იყო, მაგრამ მგონი მეტყველების უნარი საერთოდ დავკარგე ან აღარც ენა მემორჩილებოდა. ასე მდუმარედ ალბათ რამდენიმე წამი ვიყავით, მაგრამ ჩემთვის ეს წამები ნამდვილი უსასრულობა იყო. - ბოდიში, არ მინდოდა, - სიჩუმე დაარღვია ბიჭმა. მას ხავერდივანი, საოცრად დამამშვიდებელი ხმა ჰქონდა. ანკარა წყალივით სუფთა და დაბანგული. მე ისევ მოურიდებლად მივშტერებოდი. მისმა ხმამ კიდევ უფრო მომაჯადოვა და რაღაც ძალამ მზერა მის უსაშველოდ მომხიბვლელ სახეზე, თითქოს საუკუნოდ გამიყინა. ნეტავ, რა უნდა მეპატიებია ამ ანგელოზისთვის?დამატებულია (2010-06-20, 11:23 PM) --------------------------------------------- - კარგად ხარ? - დაიბნა ის. - კი, - სწრაფად ვუპასუხე, თორემ ალბათ უკვე გადარეული ვეგონებოდი,-რატომ მიხდი ბოდიშს? ბიჭი კიდევ უფრო დაიბნა. მერე ოდნავ შესამჩნევლად გაიღიმა. - ბურთი მოგარტყი... - აი, თურმე რა ხდებოდა?! უცებ თავი საშინლად ამტკივდა და დავიმანჭე. - დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? - შეშფოთებით მკითხა ჩემი სახის დანახვაზე. - კი...არამიშავს, - ვუპასუხე მე და თავი ხელებში ჩავრგე. მისი სახის ყურება აღარ შემეძლო. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. - გთხოვ, მაპატიე, - ისევ მან დაარღვია სიჩუმე და გვერძე მომიჯდა. - ვერ დაგინახე როდის წამოხვედი. არც ვიყურებოდი, ისე დავარტყი ბურთს ფეხი... - ფეხი? - სასოწარკვეთილმა წამოვიკნავე. თავს ბაგა-ბუგი გაიდიოდა. აშკარად მაგარი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ ამას ისედაც დავიჯერებდი. რა საჭირო იყო ბურთის მაინდამაინც თავში მოერტყმა, თან რა ცუდ დროს... - ხო... - დამიდასტურა და სიცილის დასამალად ახლაც თავი დახარა. არა, ნამდვილად ჰქონდა დამალვის მიზეზი. - დიდი ბოდიში, ძალიან ვწუხვრ... ვიცი, რომ გტკივა. დამიჯერე, მართლა არ მინდოდა... - ზემოთ ავიხედე. დამწუხრებული სახით მიყურებდა. ისე მომშტერებოდა, რომ მეგონა, ჰიპნოზს მიკეთებს, რომ ვაპატიო-მექთი. არ მინდოდა მისგან რამე მწყენოდა, მაგრამ ვერც უემოციოდ დავტოვებდი იმ ფაქტს, რომ შეიძლებოდა კონკურსზე ვერ გავსულიყავი. - არა, - მიუხედავად ჩემი შეშფოთებისა, სწრაფად გავაქნიე თავი. - არაუშავს, არაფერია, - სიმართლე რომ ვთქვა, არც მე შევხედე გულგრილად. -ნუღარ მებოდიშები. - ძალიან კარგი, - გაიღიმა ბიჭმა და ფეხზე წამოხტა. - მიხარია! მე გავშრი. მისმა დამოკიდებულებამ გამაოცა. - რა გიხარია? - ვკითხე მექანიკურად. - რომ მაპატიე... - დაბნეული სახით ამომხედა. - ესე იგი შენთვის მთავარი იყო მეპატიებია? - ვკითხე გაოცებულმა. პრინციპში მთავარი ეს უნდა ყოფილიყო. იმ გაგებით, რომ მასზე გაბრაზებული არ ვიყავი. მაგრამ მისი რეაქცია დამატებით სხვა რამესაც გამოხატავდა. შეშფოთებული გამოხედვა ისე მოულოდნელად შეცვალა ტრიუმფის გამომეტყველებამ, რომ მომინდა სახეში გამერტყა. ღმერთო, ძალიან მტკიოდა თავი. ნორმალურად ვერც ვვაზროვნებდი. არასოდეს არავისთვის არ გამირტყამს და ეს ანგელოზი აქედან დროზე თუ არ წავიდოდა, ჩემი დებუიტი მის ლოყაზე შედგებოდა. იმ ლოყაზე, რომელზედაც ღიმილის კვალი ათინათივით დასთამაშბდა და რომლის ზემოდაც წარბების რკალი მრისხანე მწვერველებად იყო აღმართული... თავბრუს ხვევა მიმატებდა და მგონი გაორებაც მჭირდა. - რა თქმა უნდა, - მიპასუხა თავდაჯერებულმა, - დარწმუნებული ვიყავი რომ მაპატიებდი. - ნუ ხარ შენს თავში ეგეთი დარწმუნებული, - შევეკამათე მე. - საიდან დაასკვენი? - წარბი აწია და ამჯერად ჩემს პირდაპირ, სკამზე ჩამოჯდა. აშკარად ნერვებზე თამაშობდა. მე ბრაზით შევხედე და მან უცებ დაამატა: - მაპატიე, თუ ცუდად გამომივიდა, - თავი ამჯერად გვერძე გაწია და ჩაიღიმე. ეს ჩაღიმება ისე მოუხდა, რომ დებილივით მივაშტერდი. სულ დამავიწყდა წეღანდელი გაბრაზება, მაგრამ მაინც ვცადე კონცენტრირება. - ძალიან ბევრჯერ გიწევს მობოდიშება, - ვუთხარი ხმადაბლა. - ო, აშკარად ცუდი დღე მაქვს... არც მარტო შენ-მეთქი, უნდა მეპასუხა, მაგრამ ამ დროს ექთანიც შემოვიდა. - ძვირფასო, ცუდი ფერი გაქვს, დარწმუნებული ხარ, რომ საავდმყოფოში არ გინდა წასვლა? - მკითხა მან და თავზე კიდევ დამადო საფენები. - დიახ, - დარწმუნებით ვუპასუხე. ბიჭმა ჩუმად ჩაიცინა. უცებ თვალი საათს მოვკარი. ხუთი საათი იყო! - ვაიმე, - უცებ წამოვხტი და სახვევები მოვიცილიე, - კონკურსზე მაგვიანდება! არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი. თავბრუ საშინლად მეხვეოდა და ადგილზე საცოდავად ვბარბაცებდი. უცებ ხელით საწოლს მოვეჭიდე. - შეგიძლიათ დამამშვიდებელი მომცეთ? - ვკითხე ექიმს. - ჩემო კარგი, ასეთ მდგომარეობაში ვერსად გაგიშვებ, - მშვიდად მითხრა მის პოლმა ისე რომ რვეულიდან თავი არც აუღია. ხმაზე ეტყობოდა, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. მე კი ალბათ მეტყობოდა, რომ არ დავნებდებოდი, იმიტომ რომ ბიჭმა გაკვირვებით ამომხედა და სკამიდან წამოდგა. სანამ რამეს მოიმოქმედებდა კარისკენ წავედი და... გავიქეცი! სწრაფად გავვარდი შენობიდან და გაჩერებისკენ ავიღე გეზი. უკან არც ვიხედებოდი. ალბათ ვინმე მომდევდა, მაგრამ მე საშინლად სწრაფად მივრბოდი. არაფრის ახსნის თავი არ მქონდა. ჩემი ტვინი მხოლოდ იმაზე იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სტუდიაში უნდა წავსულიყავი. გაჩერებას გავცდი. არც შევჩერებულვარ. ავტობუსი ალბათ უკვე წასული იქნებოდა. ფეხით ლონდონის ცენტრამდე კი მალე ვერ მივიდოდი. ხალხი გაოცებით მიყურებდა... თავის ტკივილი მომემატა. ასე მეგონა, რომ სადაცაა გასკდებოდა. უცებ ფეხი ამერია და სანამ წავიქცეოდი ვიღაცას დავეჯახე. მან ხელები მჭიდროდ მომხვია, რომ არ წავქცეულიყავი. - ნამდვილად გამაოცე, ბელა, - მითხრა ნაცნობმა, ტკბილმა ხმამ, - სირბილში ჩემპიონატი რომ იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა.
დამატებულია (2010-06-20, 11:24 PM) --------------------------------------------- მე ნაცნობ ანგელოზს ბრაზით ავხედე და მისი ხელებიდან დასხლტომა ვცადე. - გამიშვი, მაგვიანდება! - ვუთხარი სასოწარკვეთილმა. - სად? - ხელს არ მიშვებდა ბიჭი. - კონკურსზე... კენსინგტონში უნდა ვიყო, ერთ საათში! - კვლავ ვცადე შებრძოლება, მაგრამ მის მკაცრ მზერას შევეჩეხე და გავჩერდი. ძალა აღარ მქონდა. საბედნოეროდ ჰაერზე გამოსვლამ თავბრუს ხვევა ცოტა შემინელა, მაგრამ სირბილის გამო თავი კიდევ უფრო მტკიოდა. - არ მითხრა რეკორდი უნდა დავამყარო და სირბილით უნდა ჩავიდეო! - მითხრა სიცილით, თუმცა ხმაში სიმკაცრეც ეპარებოდა. - შეიძლება ტვინის შერყევა გაქვს. - გასაკვირი არ იქნება, - ირონიით ვუპასუხე, ჩვენს ირგვლივ ცნობისმოყვარეები იკრიბებოდნენ, სკოლის დაცვაც გამოჩნდა. - მაგრამ, გამიგე. მე იქ ერთ საათში თუ არ ვიქნები, მოვკვდები, გესმის? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... იქ უნდა მივიდე! - დაბალ ხმაზე ვუთხარი, მაგრამ ყოველ ბგერას მკვეთრად გამოვთქვამდი... თვალები ცრემლით ამევსო. მე სიმართლეს ვამბობდი და იმედი მქონდა მიხვდებოდა. - გოგონა, სკოლაში უნდა დაგაბრუნოთ, - თქვა დაცვამ მკაცრად და ხელი მომკიდა. ცოტა მაკლდა და შოკშო ჩავვარდებოდი. თავში მგონი დინამიტი მედო! - არა, - შეაჩერა ბიჭმა, იმედი ნაპეწკალი, რომელიც მის სიტყვაზე ჩამესახა, სწრაფადვე გააქრო დაბოლოებამ. - შეიძლება ტვინის შერყევა ჰქონდეს, საავადმყოფოში უნდა წავიყვანო. დაცვა ცოტა კი შეყოვნდა, მაგრამ მერე დაეთანხმა. - არა! - ვიყვირე მე. - მაგვიანდება, კონკურსზე მაგვიანდება! - ბელა, - ჩუმად მითხრა ბიჭმა, რომელიც უკვე მანქანისკენ მიმათრევდა. როგორც ჩანს სწორედ ამით დამეწია. - მენდე და გაჩუმდი! მე გაკვირვებით შევხედე და წანააღმდეგობა შევწყვიტე. მკაცრად მიყურებდა, მაგრამ ამავდოულად მზერით „ჩუმად“ მევედრებოდა გავჩერებულიყავი. მეც უხმოდ ჩავჯექი „ვოლვოს“ კაბინაში და მის მოსვლამდე გავიტრუნე. - მომისმინე, - დაიწყო მან, როდესაც საჭეს მოუჯდა. - მინდა ჩემი დანაშაული გამოვისყიდო და წაგიყვან კენსინგტონში, მაგრამ ერთი პირობით. - რა პირობით? - ვკითხე გახარებულმა, რომ საავადმყოფოში არ მივყავდი. - შემდეგ საავადმყოფოში წავალთ და არ შემეწინააღმდეგები, - მითხრა მკაცრად და მანქანა დაძრა. სპიდომეტრის ისარი ათამაშდა და სწრაფად გადაიხარა მარჯვნივ. მე დავყაბულდი. მთავარი იყო, კონკურსზე სწრაფად მივსულიყავით. ვვოცნებობდი, საცობი არსად შეგვხვედროდა. საფეთქლები დავიზილე და უცებ მივხვიდი, რომ გვერდით უცნობი მეჯდა. ამ არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭის არც სახელი ვიცოდი, არც არაფერი და მის მანქანაში ვიჯექი. ერთადერთი რაც გამიკეთა, თავში ბურთი მომარტყა... უცებ თავბრუ დამეხვა და თვალები მოვჭუტე. უცნობ მხსნელს (ვერ დავუკარგავდი იმ სიკეთეს, კონკურსზე რომ მივყავდი) მანქანა საშინელი სისწრაფით მიჰყავდა. სხვა დროს ამას ნამდვილად გავაპროტესტებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ხანდახან დაღონებით გამომხედავდა და მაკვირდებოდა. ამ მომენტებში ვცდილობდი, მისკენ არ გამეხედა და საშინლად ვწითლდებოდი. თუმცა ხანდახან მეც გამირბოდა თვალი... და მერე მის სრულყოფილ სახეს ძლივს ვაშორებდი მზერას. უცებ მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. - რატომ შევჩერდით? - ვკითხე მე, ჯერ ადგილზე აშკარად არ ვიყავით. - პატარა საქმე მაქვს, - მიპასუხა მან, სწრაფად შეიხსნა ღვედი და მანქანიდან გადავიდა. - მალე მოვალ, - მომაძახა და აფთიაქში შევიდა. ვერ მივხვიდ აქ რა უნდოდა. საათს დავხედე. ნახევარი საათი მრჩებოდა. ისევ ავნერვიულდი და დავიძაბე. ამ კონკურსზე რომ ვერ მიმესწრო, ალბათ ნამდვილად მოვკვდებოდი! - მეც მოვედი, - მალე გამოჩნდა ბიჭი. „ვოლვოს“ საჭეს მიუჯდა, მე კი რაღაც კოლოფი მომცა. - დალიე, - მითხრა გულგრილად, ხოლო როდესაც შეამჩნია, რომ გაკვირვებული ვუყურებდი, დაამატა: - დამამშვიდებელია. წყალი არ სჭირდება. მე გამეღიმა და წამალი სასწრაფოდ დავლიე. - რა კონკურსია? - მომესმა მარცხნიდან. - სიმღერის,- ისე ვუპასუხე, რომ მისკენ არ გამიხედავს. დამამშვიდებელის მოქმედებას მისი სახის დანახვა ხელს შეუშლიდა. - სამ წელიწადში ერთხელ რომ არის? - მკითხა ისევ. - კი, - გამიკვირდა, მაგრამ კიდევ შევიკავე გახედვისგან თავი. - საიდან იცი? - არა, უბრალოდ, - მითხრა ღიმილით, - ჩემი ახლობელიც მონაწილეობს. - ააა, - ვთქვი მე, უფრო ჩემთვის. შემდეგ კაბინაში სიჩუმე ჩამოვარდა. საბედნიეროდ დამამშვიდებელი ტკივილგამაყუჩებელიც აღმოჩნდა. თავის ტკივილი ცოტა ჩამიცხრა. უცებ ფიქრები შემომაწვა. გამახსენდა სად მივდოიდი... დღე იწურებოდა და ჩემი ერთადერთი ამქვეყიური ცხოვრების მოსაჭიდიც ხელიდან მეცლებოდა! ჩქარი სიარულის და რამდენიმე საგზაო ნიშნის უგულებელყოფის წყალობით, სტუდიასთან დროზე მივედით. მე სწრაფად გადავედი მანქანიდან. ისიც გადმომყვა. - ხომ შეიძლება შემოვიდე? - დამიძახა უკნიდან. მე კიბეებზე შევჩერდი. ისევ ეშმაკურად მიღიმოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მაინც შემოვიდოდა. მისი ახლობელიც ხომ მონაწილეობდა ამ კონკურსში. - თუ გინდა... - ვუთხარი ერთი წამის შემდეგ. ის დამეწია და ფოიეში რომ შევედით ყურში ჩუმად მითხრა: - ხო, მართლა. მე ედვარდ კალენი ვარ.
| |
|
|