ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li, DiiiK♥  
Just sing a song

♥---♥თარიღი: კვირა, 2010-06-13, 7:12 PM | შეტყობინება # 1
<<>
44
11  +
61  ±
   ±
Offline


პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფანფიკი".
პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "საუკეთესო ფიკრაიტერი".
ფანფიკის ბეტას (S@li) მიენიჭა პირველი ადგილი ნომინაციაში "საუკეთესო ბეტა".




სახელწოდება: Just sing a song
ავტორი: DiiiK♥
დისკლეიმერი: გმირების სახელებზე საავტორო უფლება აქვს სტეფან მეიერს+მე
რეიტინგი:G (General)
ბეტა: S@li
პეირინგი:ბ.ს./ე.კ.
ჟანრი: Romance, Angst, Hurt/comfort
სამარი:ტრაგედია, რომელიც მთლიანად შეცვლის ბელას ცხოვრებას, მას დიდ ტკივილს აყენებს და სიცოცხლის სურვილს უკარგავს...
სტატუსი: წერის პროცესშია.
ავტორისგან: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც კითხულობს ჩემს ფანფიკს! იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ და ასევე უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ბეტას, სალის! მას დიდი წვლილი მიუძღვის!

პროლოგი

დამესიზმრა, რომ კლდესთან ვიდექი. მის მარჯვენა მხარეს მზე ანათებდა და გარემო მწვანეში იყო ჩაფლული, მარცხნივ კი საშინელი ქარი ქროდა და თოვლის ქარბუქი ტრიალებდა. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი და უცებ უფსკრულის პირას აღვმოჩნდი. მოულოდნელობისგან შევხტი და უკან დავიხიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სიზმარში ვიყავი, მაინც რატომღაც გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვგრძნობდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე. უკან სიბნელე იყო, არაფერი მოჩანდა. მარჯვნივ გაზაფხული ჰყვაოდა, მარცხნივ კი ზამთარი ბობოქრობდა. წინ უფსკრული იყო... ვფიქრობდი, რომ სასწრაფოდ მარჯვნივ უნდა წავსულიყავი. საშინლად მციოდა, მაგრამ სხეული თითქოს გონებას არ ემორჩილებოდა. ისევ გადავდგი წინ ნაბიჯი და მოულოდნელად კლდემ ზრდა დაიწყო... რაც უფრო ვუახლოვდებოდი უფსკრულს, კლდე მით უფრო იზრდებოდა. უცებ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კანკალმა ამიტანა და სანამ მიწა საბოლოოდ დაიშლებოდა ზაფხული და ზამთარი გაერთიანდა. ვიგრძენი, როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და გამაჟრჟოლა. მოწმენდილ ცას ავხედე, რომელსაც მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა და გონებაში წავიმღერე:
" All I know is just you're not here to say...What you always used to say... But it's written in the sky tonight"




პირველი თავი: შიში
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
მეჩვიდმეტე თავი
მეთვრამეტე თავი
მეცხრამეტე თავი
მეოცე თავი
ოცდამეერთე თავი
ოცდამეორე თავი




შეტყობინება შეასწორა ♥---♥ - სამშაბათი, 2010-06-15, 5:34 PM

ucnobiucnobi2თარიღი: ორშაბათი, 2011-04-11, 11:26 PM | შეტყობინება # 391
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Gisurveb warmatebebs !! DiiiK♥,

♥izabella♥თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 6:44 AM | შეტყობინება # 392
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
DiiiK♥, memsmis sheni diko da ar inerviulo daasrule ggamocdebi da shemdeg dade smile smile smile
warmatebebs gisurveb yvelapershi smile smile

DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 5:38 PM | შეტყობინება # 393
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მადლობაა ბავშვებოოო!! kiss
გაიხარეეთ ah love love love



Vampire_GvaberiDzeთარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 6:33 PM | შეტყობინება # 394
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
DiiiK♥, WaarrMaaTeeBeeBi
Daa axalii Taviis Malee DaaDeebaa :X . . :lips:



Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 11:23 PM | შეტყობინება # 395
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
DiiiK♥,
ჩემო საყვარელო დიკოო
ძალიან მომენატრე , ისევე როგორც შენი ფანფიკი :))):*
ველოდი რომ ძალიან ბევრ გვერდი დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი და სიმართლე გითხრა გამიხარდა კიდეც ასე რომ არ მოხდა.
არაფერი გამომიტოვებია! clap
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არაჩვეულებრივ ფანფიკს არ შეწყვეტ და გვექნება იმის ბედნიერება რომ დასრულებული სახით ვიხილით ის.
მაგრამ ძალიან კარგად მესმის შენი. მეც გამოცდები მაქვს თითქმის ყველა საგანში, ამიტომ წარამტებებს გისურვებ! :*:*
სწავლა პირველ რიგში! :დ
რა პიონერივით გამომივიდა biggrin
kiss kiss kiss



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - ხუთშაბათი, 2011-04-21, 11:24 PM

DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2011-04-22, 7:55 PM | შეტყობინება # 396
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
gvanca1, მადლობაა kiss
Tako, ჩეეემოოო კარგო, გაიხარეეე kiss რათქმაუნდა გავაგრძელებ და დავამთავრებ, რაღაცა ხომ უნდა მივიყვანო ბოლომდე biggrin
ოჰ, შენც გამოცდები გაქვს? აბა შენ იცი, წარმატებებიი kiss
მგონი, ყველანი პიონერები გამოვდივართ, ისეთი სიტუაციაა dry biggrin

პ.ს. რაც შეეხება ახალ თავს biggrin ძააალიან მალე იქნებაააა happy



DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 12:08 PM | შეტყობინება # 397
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მეოცე თავი

When I'm standing in the dark I'll believe,
someone's watching over me…

ზამთარი შეუმჩნევლად გავიდა. ერთადერთი აღსანიშნავი ფაქტი, რაც ცივი დღეების დროს მოხდა, იყო მისი დაბადების დღე, რომელიც პირველად არ აღნიშნა. ამ ამბავმა ყველა გააოცა, რადგან თითქმის ერთი წელი, მისი ბოლო დაბადების დღიდან მომდევნო დაბადების დღემდე, ყველა ამ თარიღს და შესანიშნავ წვეულებას ელოდებოდა. მან კი ყველას იმედი გაუცრუა და თავისი მეჩვიდმეტე წლისთავი სრულ მარტოობაში გაატარა. არანაირი წვეულებები, სასმელები, მუსიკა და გოგონები. არანაირი მხიარულება. მეორე წელი ჩამთავრდა, რაც ინგლისში იყო და ეგონა, რომ გუშინ ჩამოვიდა… თითქოს ის, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, უახლოესი წარსული იყო. სინამდვილეში ის მართლა იყო უახლოესი, მაგრამ არა წარსული, არამედ ტკივილი. ამიტომაც დაბადების დღე თავის ოთახში, განუშორებელი ფიქრების გარემოცვაში აღნიშნა.
სახლში მისი საქციელი არავის არ გაჰკვირვებია. ესმე შეგუებული იყო იმას, რომ საკმაოდ უცნაური გერი ჰყავდა, რის მიზეზსაც ვერ ხვდებოდა და, სიმართლე რომ ვთქვათ, თავს დიდადაც არ იწუხებდა ედვარდის შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად. ის ისედაც საკმაოდ დაკავებული, საქმიანი ქალი იყო. მისთვის მთავარი იყო, რომ ედვარდი ჭამდა, ლაპარაკობდა, მოძრაობდა, სწავლობდა, სპორტით იყო დაკავებული და სხვა. ანუ, სასიცოცხლო ნიშნები კიდევ ჰქონდა.
ელისი და ემეტი არც ფიქრობდნენ იმაზე, რომ ედვარდი შეიძლება ოდესმე ისე მოქცეულიყო, რომ არავის გაჰკვირვებოდა. ამიტომ უკვე იმ ზომამდე მივიდა საქმე, რომ მათ არ უკვირდათ, მაშინ როცა ედვარდის საქციელი მართლაც გასაკვირი იყო…
კარლაილი ყოველთვის დუმდა, როცა ედვარდის მეამბოხე ბუნების კიდევ ერთ გამოვლინებას იხილავდა. ის მხოლოდ უკმაყოფილოდ აქნევდა თავს და უხმოდ ადიოდა თავის კაბინეტში. იფიქრებდით, რომ შვილთან საუბარს გაურბოდა. რა თქმა უნდა, დაკავებულ მამებს ხშირად არ აქვთ დრო შვილებს მოუსმინონ, მაგრამ კარლაილი მათ რიცხვს არ განეკუთვნებოდა. მას, უბრალოდ, ედვარდი არ უსმენდა. მისტერ კალენსაც მოსწყინდა ნოტაციების კითხვა. ლაპარაკისთვის საკმაოდ ბევრ ფულს უხდიდნენ, მისი საკუთარი ვაჟი კი მზად იყო ფული გადაეხადა, ოღონდ მას კრინტი არ დაეძრა. კარლაილიც ჩუმად იყო. ხანდახან მთელი ღამეები ბოლთას სცემდა თავის კაბინეტში. ესმე ფიქრობდა, რომ ის მას გაურბოდა, მაგრამ სინამდვილეში კარლაილს წარსული არ ასვენებდა. გასაკვირი იყო, რომ მამა-შვილს კიდევ დარჩენოდა რაღაც საერთო...
იმ დღესაც, როცა ედვარდი ჩვიდმეტი წლის გახდა, გვიანობამდე იყო კაბინეტში ჩაკეტილი და გარეთ წყლის დასალევადაც არ გამოსულა. ბოლოს, როცა ყველა დასაძინებლად წავიდა, სასოწარკვეთილმა ესმემ მის კაბინეტის კარს მიუკაკუნა. კარლაილმა გვიან უპასუხა, მაგრამ , რაც მთავარია, კარები გაუღო. მას შეშლილის სახე ჰქონდა, თუმცა ორ წუთში მშვიდი იერი დაიბრუნა. ესმეს არაფერი უკითხავს. რამდენიმე წამი უყურებდა მის ქმარს და როცა დარწმუნდა, მას არაფერი ჰქონდა სათქმელი, უკან გაბრუნდა. კარლაილმა კარები გამოიხურა და ედვარდის ოთახისკენ დაიძრა. რამდენიმე წუთი კარებთან გაუნძრევლად იდგა. ისევ ფიქრობდა, ფიქრობდა და ფიქრობდა… მართალია, მას მოქმედებაზე უკეთ ფიქრი გამოსდიოდა, მაგრამ ახლა ეს არ გაჭრიდა.
ედვარდი უაზროდ უყურებდა ქაღალდებს. წინ დალაგებული წიგნებიდან ერთი გამოიღო და ზუსტად იმ გვერდზე გადაშალა, სადაც სურათი ედო. შავ-თეთრი ფოტოდან ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა უღიმოდა და თვალებით სხივებს აშუქებდა ბიჭის სახეს. ედვარდმა ნაზად გადაუსვა ხელი ფოტოსურათს და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. ამოისუნთქა და ოთახის ბოლოსკენ დაიძრა. გიტარა აიღო და ზანტად დაუსვა ხელი სიმებს. მელოდია ძნელად გასაგონი იყო, მაგრამ ედვარდის გულამდე მაინც მიაღწია. თუმცა, ის ხომ სწორედ იქ იყო დაბადებული და არც ეწერა მისი გულიდან ამოშლა. ბიჭმა ამოიოხრა და გიტარა მძიმედ დაუშვა იატაკზე. მერე ნელა თვითონაც ჩაიკეცა და ლოგინის კიდეს მიეყუდა. დღითიდღე უჭირდა ცხოვრება. თანთადან მისთვის ნათელი ხდებოდა, რომ ასე ყოფნას ვერ ეგუებოდა. საშინელება იყო, როცა მომხდარზე არავინ ლაპარაკობდა და ისე აგრძელებდნენ არსებობას, თითქოს მათი ცხოვრებიდან უმნიშვნელო პიროვნება გამქრალიყო. არა, ასე აღარ შეეძლო… ვერ აიტანდა მდუმარე მარადისობაში ტანჯვას, სადაც ყოველი გამოხედვა ეჭვით იყო აღვსილი, სადაც ყოველი ბგერა წარმოთქმის წინ ათასჯერ იზომებოდა და სადაც ყველა წინადადება სამი წერტილით ბოლოვდებოდა. მის სახლს არ ჰქონდა კედლები - თითქოს უსასრულოებაში იყო გამოკიდებული და ნებისმიერი უგზო-უკვლო ქარის სათარეშო ადგილი გამხდარიყო.
ედვარდმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო. თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, თითქოს ცდილობდა, რომ შავი მოგონებები ტვინიდან გაეფანტა, დაეფრთხო, გულიდან ამოეშალა, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგო იყო. ვერც წარსულს იბრუნებდა და მომავალსაც კარგავდა…
მოულოდნელად კარებზე კაკუნის ხმა შემოესმა. თავი ნელა აწია და ჩაწითლებული თვალები მაგრად დაახამხამა. ახლა არავის ელოდა.
- ვინ არის?
- ედვარდ… მე ვარ, - ედვარდი ამ ხმამ შეაკრთო, მაგრამ არ შეუშინებია. - შეიძლება, შემოვიდე?
- ეს შენი სახლია, სადაც გინდა იქ შეხვალ, - თქვა ზიზღით.
- მორჩი ბავშვივით ქცევას, - ბრაზით შემოაღო კარლაილმა კარები. - ნუთუ აღარ მოგწყინდა?
- მე არ მქონდა ისეთი ბავშვობა, რომ მისი გაგრძელება მომწყინდეს, - ზედაც არ შეუხედავს, ისე უპასუხა ედვარდმა.
- ისევ ისე აგრძელებ. მაინც როდემდე უნდა იყო გაბუტული?
- გესმის, რას მეკითხები? - გაცოფდა ედვარდი და ჩაწითლებული თვალები მამამისს მიაპყრო,. - გესმის, რას ნიშნავს შენი კითხვა? შენ მე დედა მომიკალი და ჩემს რეაქციას სიჯიუტეს ეძახი?
- არ გინდა ყველაფრის დრამატიზირება, - კარლაილი ნოხზე დაჯდა. - შენ უკვე დიდი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ მე მართალი ვიყავი.
ედვარდმა ისტერიული სიცილით გააქნია თავი.
- შეიძლება, არასამართლიანად მოვიქეცი, - განაგრძო კარლაილმა. - ჩემს მდგომარეობაში, ვინ იცის, სხვა რას იზამდა, მაგრამ ის იმსახურებდა იმას, რაც მოუვიდა.
- არ დაგავიწყდეს, ვიზე ლაპარაკობ, - ედვარდი გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა კუნთები. - ის შენი მსხვერპლია...
- არა, - დაიბუბუნა კარლაილმა. - ის ცდუნების მსხვერპლია! მან მე… ის კახპა იყო!
- რა? - ედვარდი წინ წამოიწია. - გაიმეორე, რა თქვი?
- ედვარდ, მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ… დიახ, ის კახპა იყო! მან ვიღაც მაწანწალაში გამცვალა…
ედვარდი ერთბაშად წამოწითლდა და ფეხზე წამოდგა. მთლიანად ცახცახებდა და მძიმედ სუნთქავდა. კალრაილი მიხვდა, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხა, მაგრამ იმ მომენტში მას ერჩივნა, ბოლომდე ეთქვა თავისი შვილისთვის ის, რასაც დედამისზე ფიქრობდა.
- როგორ ბედავ მასზე ასეთ ლაპარაკს?
- ედვარდ, დაწყნარდი და ტონს დაუწიე…
- როგორ ბედავ, მას კახპა დაუძახო, მკვლელო?!
- ედვარდ! იმ ზომამდე ნუ მიმიყვან, რომ…
- რა? რას იზამ? - ღრიალებდა ედვარდი. - მეც იგივეს გამიკეთებ, რაც დედაჩემს? შენ მისი ღირსი არ იყავი!
ხმაურზე ოთახში ესმე შემოვარდა და დროზე ჩადგა ორ მამაკაც შუა. კარლაილს თვალში ცრემლი აუკაიფთა, მაგრამ ეს არავის დაუნახავს. გაგიჟებული ესმე შიშისგან კანკალებდა და ედვარდს უყურებდა, რომელიც ბრაზისგან გიჟს გავდა და მზად იყო მის ირგვლივ ყველაფერი დაენგრია. ბოლოს თავი მოთოკა და უღონოდ დაეცა საწოლზე. კარლაილმა ამაყად დატოვა ოთახი. შემდეგ მთელი ღამე კაბინეტში იჯდა და ტიროდა.
მონანიება არ არსებობს ცრემლების გარეშე.
ესმე ადგილიდან ფეხს ვერ ძრავდა. უხმოდ უყურებდა ედვარდს და თვალს ვერ აშორებდა. ის პირველად შეესწრო მამა-შვილის ასეთ საშინელ დავას. ესმე უკვე ხვდებოდა, რომ აქ უფრო სერიოზულად იყო საქმე, ვიდრე კარლაილი ეუბნებოდა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი ქმარი ცოლს ღალატის გამო გაშორდა. როგორც ყველა შვილზე, ედვარდზეც ცუდად იმოქმედა ამ ფაქტმა… მაგრამ ესმემ გაიგონა ის სიტყვა, რომელიც ედვარდმა მამამის დაუძახა: “მკვლელო”. ეს უკვე დაუმორჩილებელი თინეიჯერის ლაპარაკს აღარ გავდა. ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ედვარდის გვერდით ჩამოჯდა. იცოდა, რომ ის უნდა ენუგეშებინა, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ სიტყვებით ვერაფერს გააწყობდა. ესმემ ფრთხილად მოუჭირა ხელი ედვარდს და შემდეგ უცებ გავიდა ოთახიდან.
ედვარდი მთელი ღამე იმ მდგომარეობაში იწვა, როგორც ესმემ დატოვა. თვალები გახელილი ჰქონდა და ათი საათი უყურებდა ჭერს. ვინ იცის, რა ფიქრები ტრიალებდა ბიჭის თავში? ვინ იცის, რამდენი მის ადგილზე სუიციდის მსხვერპლი იქნებოდა, მაგრამ ედვარდი - არა. მას ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, იმიტომ რომ დედამ ასე სთხოვა. იმიტომ, რომ გრძნობდა, ის კიდევ იყო ამქვეყნად საჭირო. რას უმზადებდა მომავალი? ეს არ იცოდა, მაგრამ იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ის მისთვის…

*********

ედვარდმა ნელა გააღო დიდი, ყავისფერი კარები. მერე ჩემსკენ შემობრუნდა და ეშმაკურად გამიღიმა. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ჩვენს უბანში ეს მიყრუებული დარბაზი არსებობდა. სულ უფრო მაინტერესებდა, კონკრეტულად რა იყო ამ კარის უკან. ედვარდი მიხვდა, რომ ვეღარ ვითმენდი და გზა დამითმო. ნელა შევაბიჯე ოთახში და ზღურბლთან გავჩერდი. ჩემ წინ დიდი, სარკეებიანი ოთახი იყო, რომლის ბოლოშიც შავი როიალი იდგა. გაოცებულმა ავხედე ედვარდს, რომელიც ჩუმად ატუზულიყო უკან.
- მოგწონს? - მკითხა ბოლოს.
- ეს შესანისნავია…
- მიხარია…
ედვარდმა ხელი ჩამჭიდა და ერთად წავედით როიალისკენ. მას თან შავი, პატარა ჩანთა ჰქონდა. მთელი გზა ვვარაუდობდი, რომ ნოტების ფურცლები მოჰქონდა. ვარაუდი გამიმართლდა. ედვარდმა ფურცლები პიუპიტერზე დაალაგა, მაგრამ თვალი მოვკარი შავ რვეულსაც, რომელიც ისევ ჩანთაში დარჩა. ეს ფაქტი მალევე გადამავიწყდა, როდესაც ედვარდი სკამზე ჩამოჯდა და მეც გვერდით მივუჯექი. გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ედვარდს სიმღერის აწყობაში დავხმარებოდი, როგორც მუსიკალური აკადემიის მოსწავლე და პროფესიული ცოდნის მქონე ადამიანი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფორტეპიანოზე აწყობილი მელოდია არ იყო საკმარისი. კარგი იქნებოდა , თუ მას აკომპანიმენტს გაუწევდა გიტარა, დრამი და პატარა აკორდებით სინთეზატორიც ჩაერთვებოდა. ედვარდს შევვთავაზე, რომ ჯერ მელოდიის ჩონჩხი აგვეგო, ანუ ძირითადი პარტია დაგვემთავრებინა და აკომპანიმენტზე შემდეგ გვეფიქრა. ის დამთანხმდა და მომდევნო ერთი საათი ისე სწრაფად გავიდა ტონალობის სწორად შერჩევაში და შესავალის დამუშავებაში, რომ მეგონა, მუშაობა ის-ის იყო დაგვეწყო. ედვარდთან ერთად თითქოს ყველაფერი ძალიან იოლი იყო… დო მი სოლ, მი სოლ დო, სოლ დო მი არასოდეს მომჩვენებია ასე მელოდიურად, როგორც დღეს.
- როგორ ფირქრობ, აქ უცებ მინორში რომ გადავიდეთ? - მკითხა ედვარდმა და ხელით მაჩვენა შესაბამისი ადგილი.
- არ მიყვარს მინორი, - ვუთხარი სიცილით. - მაგრამ ცუდი არ იქნება…
- იქნებ მართლა არ ღირს? - დაეჭვდა ედვარდი და წაიმღერა. - ნარა ნარა ნააა… მგონი ჯობია მაჟორში გაგრძელდეს.
-კარგია, როცა შენით მიხვალ სწორ გადაწყვეტილებასთან, - დავეთანხმე სერიოზული ხმით.
- მადლობა მინიშნებისთვის.
- არა, მე მართლა არ მიყვარს მინორი, - გამეცინა მე.
ედვარდმა გამიღიმა და თავი გააქნია, ფანქარი აიღო და ტაქტის ხაზიც ჩამოუსვა.
- ესეც ასე. მგონი ერთად კარგად გამოგვდის, არა?
- კი, კარგი გუნდი ვართ, - დავეთანმხე მე. - მაგრამ მთავარი კიდევ წინაა.
- ტექსტს გულისხმობ? - მკითხა ედვარდმა და წარბი ასწია.
- ხო…
- ეგ არაა პრობლემა, - დაიხარა და ჩანთიდან ის შავი რვეული ამოიღო და ბოლო ფურცელზე გადაშალა. - აი, ნახე.
რამდენიმე ხაზისგან შემდგარ პატარა სვეტს თვალი გადავავლე.
- ეულ სიყვარულში ჩამხრჩვალი გრძნობების აღლუმი?.. - ამოვიკითხე განსაკუთრებულად უცნაური ტაეპი.
- ხო, - გაეცინა ედვარდს. - მე, საერთოდ, არაორდინალური ადამიანი ვარ.
ედვარდმა კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ მე მას უკვე აღარ ვუსმენდი. გაოგნებული ვკითხულობდი შემდეგ სიტყვებს და ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა. გაშტერებულმა, ოცჯერ გადავიკითხე ედვარდის ხელწერილი.
- რამე მანუსკრიპტია და არ ვიცი? - ეჭვით მკითხა ედვარდმა.
- ეს… ეს შენ დაწერე? - გაოცებულმა ავხედე და ვხვდებოდი, რომ თანდათან ჩემ თავზე საშინლად ვბრაზდებოდი. - მიპასუხე…
- კი, მე დავწერე, - ედვარდი შეკრთა და მთელი ტანით ჩემსკენ მოტრიალდა. - რა მოხდა?
- შენ დაწერე: “ დროა ნეტარი წამით გაჟღენთილ ნათელ დროებას გამოვემშვიდობოთ” და “აქ მოქმედებდა ერთი კანონი: ბრძოლა წესების დასჯის ომია” ?
- რა თქმა უნდა…
ედვარდი ვერ ხვდებოდა, რატომ მიკვირდა ეს ყველაფერი. მე კი გაოგნებული ვიჯექი და ვერაფერს ვუხსნიდი. ან კი რა მქონდა ასახსნელი?! თავის მართლების დრო მისთვის უნდა მიმეცა. გამახსენდა მისი სიტყვები, როცა მეუბნებოდა, რომ საიდუმლოებს ბოლო უნდა მოღებოდა. მართალია, მან მითხრა, რომ საიდუმლოდ უკრავდა, მაგრამ ამით იქნებ მთავარი საიდუმლოს დაფარვა უნდოდა?! საშინელი გრძნობა მიპყრობდა, როცა ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მოულოდნელად თავში ახალი აზრი ამომიტივტივდა.
- ედვარდ, მითხარი, რომ ეს ყველაფერი შენ გაზეთიდან ამოიწერე და მოდი, დავივიწყოთ ეს ინციდენტი, - წავჩურჩულე დაძაბულად.
ედვარდმა თითქოს ჩემი სიტყვებისგან ელექტროშოკი მიიღო: მაშინვე წამოხტა სკამიდან და ამოიხვნეშა.
- ჯანდაბა! - ფეხი ჰკრა ჩანთას.
- ედვარდ! მითხარი: მართალი ვარ? - ვკითხე ხმის კანკალით.
- კონკრეტულად რას გულისხმობ? - მკითხა გაბრაზებულმა.
- ეს ფრაზები… მოიპარე?
გულისფანცქალით ველოდი მის პასუხს. “არა” ან “კი”… ორი მარტივი სიტყვა ხანდახან იმდენ რაღაცას წყვეტს. ხანდახან მათ იმდენი მნიშვნელობა ეკისრებათ, რომ წარმოთქმაც კი ძნელია. ედვარდს თითქოს ყელში ბურთი ეჩხირებოდა და სიტყვის დაძრას ვერ ახერხებდა. დაჟინებით მიყურებდა და სახეზე სინანული ეწერა. ბოლოს ხმაც ამოიღო.
- არა.
- არა… ო, ღმერთო, არა, - წამოვიძახე მე. - ეს შენ ხარ? “მარტოსული” შენ ხარ?!
რვეული ხელიდან გამივარდა და უღონოდ მოვიხარე სკამზე. იატაკს დავაშტერდი და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება დავიწყე. სრული უაზრობა, სრული არეულობა იყო ჩემს თავში, მაგრამ როგორც ფილმის პრემიერის ბრჭყვიალა აფიშა, ისე ციმციმებდა ერთი წინადადება - „ სიმართლე მწარეა, ის გატყუებდა“ .
- ბელა, თავის მართლებას მგონი აზრი არ აქვს, მაგრამ…
ედვარდს სიტყვა გაუწყდა, როცა სახეში შევხედე და ამოვიოხრე. სცენების მოწყობას არ ვაპირებდი, ქურთუკს ხელი დავავლე და სცენიდან ჩავედი. ედვარდი უძრავად იდგა თავის ადგილზე. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. ხალხმრავალ ქუჩაში მიმავალი ატირებული გოგონა ბევრის ყურადღებას მიიქცევდა. კარებთან დამეწია.
- მოიცა…
- თავი დამანებე… რამდენჯერ უნდა გთხოვო?
- მაგ სურვილს ვერასოდეს აგისრულებ.
- ამაზე მე ვიზრუვნებ, - ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე, ჩემი სისუსტით რომ არ ესარგებლა.
- რამდენიმე წუთი კიდევ დამითმე, გთხოვ, - ედვარდმა თავი გვერდზე გადახარა და თბილად შემომხედა. - ვიცი, ამის ღირსი არ ვარ, მაგრამ იქნებ შენ ჩემზე კეთილი ხარ და თვლი, რომ ახსნა-განმარტების უფლება მაქვს?
- „კეთილი „ ჩემი მეტსახელია…
- ბელა, - ედვარდს გაეღიმა. - ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი?
- ჰაჰ, - თვალები გადავატრიალე მე. - შენს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი… და ეგ ახსნა არ არის, სულელური კითხვაა.
- მე შენთვის უნდა მეთქვა, რომ ასე მიყვარდი, უნდა გადმომეცა ვინმესთვის ის, რასაც ვგრძნობდი… მაგრამ იმის შემდეგ, რაც შენ ჩემგან გაიგე ყველაფერი და არა გაზეთის ფურცლებიდან, მარტოსულმა არსებობა შეწყვიტა. ის ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გაჩნდა, - ედვარდმა ჩაისუნთქა და განაგრძნო: - შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ და არ იცი, რა სიბინძურე ტრიალებს ჩემს გარშემო. მხოლოდ მარტოსული იყო ის წმინდა ნაწილი, რომელიც ჩემში ისევ შემორჩენილიყო და ის გაქრა გაზეთის ფურცლებოდან… სამაგიეროდ, ახლა მე მთლიანად მარტოსული ვარ… ვიცი, ამის გაგება ძნელია…
- არც ისე, - გავაწყვეტინე მე.
ცრემლებს უკვე ვეღარ ვიკავებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ედვარდი სიმართლეს მეუბნებოდა. გულუპრყვილოდ მჯეროდა, რომ ის ამ თემაზე აგდებით არასოდეს ილაპარაკებდა, მაგრამ ის, რომ მან სიმართლე თავის დროზე არ მითხრა მაწამებდა.
- მაგრამ მიხარია, რომ მარტოსული ისევ არსებობს და მან ხორციც შეისხა.
- და შენ მზად ხარ ამ მხდალ არსებას აპატიო?
- მარტოსულის ხათრით, - ჩავილაპარაკე მე. - შენ მე დამიმალე ის, რაც არ უნდა დაგემალა.
- ნუთუ ამას შენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა? - გაუკვირდა ედვარდს.
- როგორ არა, - წამოვიძახე მე. - ის ჩემთვის იდუმალი და საოცრად ახლობელი არსება იყო, მის მიმართ უცნაურ რაღაცას ვგრძნობდი. თითქოს, მისი ცხოვრება ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თითქოს ის მე…
ედვარდი უკვე იღიმებოდა და მეც გავჩუმდი. ლაპარაკში დამვიწყებოდა, რომ მარტოსული ედვარდი იყო.
- შენი სიტყვები საოცრად მახარებს, - მკლავი გამიყარა ედვარდმა, მაგრამ გვერდზე გავიწიე.
- რატომ? ეს სიტყვები შენ არ გეხება, - ვუთხარი აგდებულად. ედვარდი დაიბნა და გამომცდელად შემომხედა. - ხო, ხო, შენ არ გეხება. მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც მთელ გრძნობებს დაუფარავად მიყვება, რომელმაც არ იცის, რა დაემართება, მაგრამ იცის, რომ ვინც ასე ძალიან უყვარს, მუდამ გვერდში ედგება. მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელსაც წრფელად უყვარს, იცი ეს რას ნიშნავს? ბევრს ვითხოვ? - კედელს მივეყუდე და ჩავიცუცქე.
ედვარდი იმ წამსვე გვერდით მომიჯდა.
- გარეწარი ვარ, - ჩაილაპარაკა მან. - ასე რომ გექცევი, შენგან მეტსაც ვიმსახურებ… მაგრამ, მითხარი,ის ადამიანი, რომელზედაც შენ ლაპარაკობ გრძნობს შენს მზერაში უმანკოებას? შეუმჩნვია მას შენს თვალებში ის წერტილი, რომელიც ყველაზე პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლეა? მოუჭერია თავისი თითები შენს სათუთ ხელებზე და აცახცახებულხარ? შემოუხედავს შენთვს და დაუტყვევებია შენი მოუსვენარი თვალები? უთქვამს, რომ მისთვის ერთადერთიხარ? მითხარი... მითხარი, მას ჰყვარებიხარ ისე, როგორც მე?
წყნარად ვუსმენდი ედვარდს და ვიხსენებდი მარტოსულის სიტყვებს. სისხლი მთელი ძალით მაწვებოდა ძარღვებში და მიხაროდა… მიხაროდა, რომ გვერდით მეჯდა ის ადამაინი, რომელზედაც ვლაპარაკობდი, რომელიც მიყვარდა. ედვარდმა ხელი გადამხვია და მეც მორჩილად დავადე თავი მხარზე.
- მაპატიე…
- არ არის საჭირო გამეორება, - ვუთხარი გაბზარული ხმით.
- მაგრამ, მე ხომ საშინელი ადამიანი ვარ? - თმაზე მისი ტუჩები ვიგრძენი. - სულ არ ვგავარ მარტოსულს…
- საიდან ასეთი კრიტიკულობა, - გამეცინა მე.
- გამაცანი, რა, ეგ ბიჭი, - აგრძელებდა ედვარდი. - საქმე მაქვს მაგასთან.
- მეწყინება, თუ ეჩხუბები…
- მაგრამ შეყვარებულს მართმევს და აბა რა ვქნა? - ედვარდმა თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. - შენს თავს არავის დავუთმობ.
- ეს არც არის საჭირო, - ვუთხარი ჩუმად. - არსად და არავისთან წასვლას არ ვაპირებ.
- მპირდები? - მოულოდნელად, ედვარდმა სერიოზულად შემომხედა.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს დაპირებას? ნუთუ ეს რამეს გადაწყვეტდა? ზედმეტი კითხვების დასმა აღარ დამიწყია, ისე დავეთანხმე და მერე ზემოთ ავიწიე, მის ტუჩებს რომ მივსწვდომოდი. ედვარდმაც მოუთმენლად დახარა თვალი და ჩვენმა ტუჩებმა მაგნიტის დადებითი და უარყოფითი პოლუსებივით მიიზიდეს ერთმანეთი. წყენა, გაბრაზება, საყვედურები… არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ამ დროის განმავლობაში კოცნის მონა გავმხდარიყავი. ამ აზრმა წამით გამკრა თავში და ედვარდს უცებ მოვშორდი. ჩემი საქციელი ბავშვსაც კი გააცინებდა. ედვარდმა უბრალოდ გაკვირვებით შემომხედა და თავით მანიშნა, გარეთ გავსულიყავით. ტუჩზე ვიკბინე და სუფთა ჰაერზე გავედი. ედვარდი ვოლვოსკენ დაიძრა და კარები გამიღო. თვალები გადავატრიალე და უკმაყოფილო ჩავჯექი მანქანაში.
- კარები არ უნდა გამეღო? - მკითხა სიცილით ედვარდმა, როცა თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან.
- უბრალოდ დრო დაკარგე, - მხრები ავიჩეჩე და მერე დავამატე. - მე კი მომშივდა.
- წავიდეთ სადმე? - შეწმომთავაზე ედვარდმა. - ერთი კარგი რესტორანი ვიცი…
- მამიდაჩემი ლონდონში ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს, - გავაწყვეტინე მე. - დამეწვევი?
- დიდი სიამოვნებით, - გამიღიმა ედვარდმა, მაგრამ მერე წარბები შეიკრა. - თუმცა, მგონი ვერ მოვახერხებ…
- არ მითხრა რატომ, - ვუთხარი ჩუმად, თითქოს ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა.
- მაპატიე, ბელა, - სახე მოეღუშა ედვარდს. - მაგრამ ერთ ადგილას უნდა შევიარო სასწრაფოდ.
- არა უშავს, არაფერია, - დავამშვიდე მე, თუმცა ეჭვები მკლავდნენ. - შენ შენი ცხოვრება გაქვს…
- ჩემი ცხოვრება შენ ხარ, - გამაწყვეტინა ედვარდმა სწრაფადვე. - ცალკე აღარასოდეს მოიხსენიო.
- მაგრამ შენ გაქვს საიდუმლოებები, - ამოვიოხრე მე. - ისევ და ისევ…
- მენდობი? - მკითხა ედვარდმა.
- კი, მაგრამ…
- მაგრამ მაინც არის “მაგრამ”, - დააბოლოვა ედვარდმა.
- ამას მე ვერ ვაკონტროლებ, - თავი გავაქნიე მე. - ეს ჩემგან ჩემს დაუკითხავად მოდის. არ მინდა იყოს ეს “მაგრამ”… მაგრამ არის.
- არა უშავს, ამას გამოვასწორებთ, - გამიღიმა ედვარდმა.
- ამისთვის ჯერ არაფერს ვაკეთებთ.
ედვარდმა საჭეს ხელები მოუჭირა. მან იცოდა, რომ მე მართალი ვიყავი, მაგრამ მაინც არ შეეძლო სიტუაციის შეცვლა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე ვიქტორიას ეხებოდა, მაგრამ ამაზე არაფერი მითქვამს. მისი ხსენება მთელ დღეს გააფუჭებდა.
ჩემს კორპუსთან უხმოდ გადმოვედი და ედვარდს მხოლოდ სიტყვიერად დავემშვიდობე. კიბეებზე ავდიოდი, როცა მისი ხმა მომესმა.
- დღე შესანიშნავი გამოვიდა, - მივტრიალდი და დავინახე, რომ ღვთაებრივად მიღიმოდა. ჩემგან პასუხს ელოდა, მაგრამ მე უბრალოდ ვუყურებდი და სუნთქვა მეკვროდა. - ხვალ რას აკეთებ?
- არაფერს, - როგორღაც ამოვთქვი და თვალები დავახამხამე.
- მაშ, ხვალამდე, დაგირეკავ.
ედვარდი მანქანაში ჩაჯდა, ისე ვიწრო მოსახვევში მოატრიალა “ვოლვო”, რომ ერთი წამი შიშმა ამიტანა, მაგრამ ის ადვილად გაძვრა ტრასაზე და თვალსაც მიეფარა. ჩავისუნთქე და მაღლა ავედი. ბედნიერი ვიყავი და მიკვირდა, რომ ამის აღიარება კიდევ შემეძლო. მამიდა რაღაცას მამჩნევდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა, ბებიას კი ვეღარც ველაპარაკებოდი. ის მთელი დღე იწვა და ცდილობდა ქორწილისთვის ძალები აღედგინა.
მთელი ღამე კვირა დრეზე ვფიქრობდი, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლა. დილით ედვარდმა დამირეკა და მითხრა, რომ გეგმები შეიცვალა და მოუწევდა კვირაც იმ უცნობ ადგილზე გაეტარებინა, რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ელისი მთელ დღეებს ჯასპერის სტუდიაში ატარებდა და უსმენდა ბიჭების რეპეტიციებს. ტანჯვისთვის ვიყავი განწირული, მოულოდნელად ერთი აზრი რომ არ გამჩენოდა. თბილად ჩავიცვი და გონებაში კიდევ ერთხელ გავიხსენე პარკი და მისკენ მისასვლელი გზა. გარეთ თოვლ-ჭყაპი იყო და ვხვდებოდი, რომ ის არც ისე ლამაზი იქნებოდა, როგორც მაშინ, როცა ედვარდმა პირველად წამიყვანა… თან არც ედვარდი იქნებოდა ჩემთან ერთად, მაგრამ იქ ყოფნა ახლა ყველაფერს მერჩივნა. გამეღიმა და მხიარულად დავიხურე ქუდი. იქ მიმეჩქარებოდა, სადაც მან პირველად ამიხსნა სიყვარული და მითხრა, რომ სულ ჩემთან იქნებოდა. მთელი გზა თითქმის სირბილით გავიარე. თან უცნაური შეგრძენბა მქონდა, თითქოს ვიღაცა მითვალთვალებდა, მაგრამ არა ცუდი განზრახვით. თითქოს, იყო ვიღაცა, რომელსაც ჩემზე მეტად უხაროდა…



♥izabella♥თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 1:31 PM | შეტყობინება # 398
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
vauuuuuuuu amdeni xnis nanatri taviiiiiiiiiiiii clap clap clap clap clap clap clap clap
kargi iyo momewona rogorc yoveltvis :love;
magram ra xdeba edvardsa da karlails shoris ver gavige wink wink wink wink
nu araushavs shemdeg tavebshi gavarkvev biggrin biggrin biggrin biggrin
nu rogorc iqna gaigo bellam vin aris is "martosuli" happy happy happy happy happy happy happy happy
vaime mainc ra sayvareli wyvilia es ori dzalian miyvars yvelanairad love
xo diko madloba didi rom moicale da dade axali tavi kiss
yvelapershi warmatebebs gisrveb kiss

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 1:37 PM | შეტყობინება # 399

842
83  +
   ±
Offline
DiiiK♥, ასეც ვიცოდიი!!!!! ედვარდია მარტოსული!! რა მაგარია, რომ უკვე გავიგეთ და დარწმუნებით შეგვიძლია ამის თქმა happy ე.ი. ის დონ ლუი(მგონი ასე ქვია, ხო?) ედვარდია. ერთი საიდუმლო გაირკვა, მაგრამ ახლა მეორე გამოჩნდა. რა მოუვიდა ედვარდის დედას? და ნეტავ რა საქმეზე წავიდა ედვარდი ასე სასწრაფოდ? :?
თურმე ედვარდი იმაზე ძალიან იტანჯება, ვიდრე მე მეგონა. თითქოს ბელას გარდა არავისთან არ აქვს გულახდილი ურთიერთობა და მაინც, მათ შორის არის კიდევ რაღაც საიდუმლოებები.
ბელა როგორც იქნა თავ ბედნიერად გრძნობს. მიხარიაააა happy happy
დიკო, ჩემო საყვარელო, შესანიშნავი თავი იდო. რამდენ ხანს ველოდით, მაგრამ ლოდინად მართლა ღირდაა!! მთავარი საიდუმლო გავიგეთ love

DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 3:48 PM | შეტყობინება # 400
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
♥izabella♥, bella-vampire, მადლობა, ჩემო კარგებოოო!!! happy biggrin მართლა, როგორ გალოდინეთ, მაგრამ შევეცდები შემდეგი თავი მალე დავწერო : **

Quote (♥izabella♥)
magram ra xdeba edvardsa da karlails shoris ver gavige

კარლაილმა ხომ დედამისი გააგდო... ანუ ედვარდი მას თვლის დამნაშავედ მის სიკვდილში...

Quote (♥izabella♥)
yvelapershi warmatebebs gisrveb

გაიხარეე, უღრმესი მადლობაა, შენც ასევეე kiss

Quote (bella-vampire)
ასეც ვიცოდიი!!!!! ედვარდია მარტოსული!!

ხოო biggrin biggrin biggrin ბევრი ეჭვობდა მასზე და სრულიად საფუძვლიანად!
Quote (bella-vampire)
რა მოუვიდა ედვარდის დედას? და ნეტავ რა საქმეზე წავიდა ედვარდი ასე სასწრაფოდ? :?

biggrin მალე ყველაფერი გაირკვევა... ნუ ერთი ისაა, რომ ედვარდის დედა მოკვდა dry ხო, ედვარდია ის მისტერ ჯონ დოი biggrin

ედვარდის და ბელას ურთიერთობაში კიდევ არის საიდუმლოებები, მაგრამ შენ მართალი ხარ. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ბედნიერები არიან, რომ ერთმანეთი ჰყავთ happy
გაიხარეე თაამ kiss :* kiss დიდი მალდობააა kiss



★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 7:44 PM | შეტყობინება # 401
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ამ თავს როგორ ველოდი და მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა შესანიშნავი თავი იყო . ვიცოდი ედვარდი რომ მარტოსული იყო happy happy happy happy . ძალიან მაინტერესებს ედვარდს ასეთი რა საქმე გამოუჩნდა ბელასთანს შეხვედრაც რომ გადადო . ველოდები შემდეგ თავს იმედია ასე აღარ დაიგვიანებს.


kristenთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 9:44 PM | შეტყობინება # 402
ForevEr YoUnG
513
88  +
   ±
Offline
diiiiik udzalianmagresi tavi iyo, amdeni xnis shemdeg rogorc iqna vegirseeeeet biggrin biggrin biggrin biggrin vasha, bravo da uraaaa biggrin imedebi gaamartle kargi iyo, momewona. aiii darwmunebuli viyavi rom edwardi martisuli iqneboda da asec agmochnda kargia rom or adamians ragac saerto aqvs love miyvars edwardiii da miyvars bella biggrin

Quote (DiiiK♥)
თითქოს, იყო ვიღაცა, რომელსაც ჩემზე მეტად უხაროდა…

vici rom edwardiaaaa biggrin



ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 11:36 PM | შეტყობინება # 403
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Umagresi Tavi Iyo Mixaria Rom Bolos Da Bolos Daidoo :))

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-05-02, 0:25 AM | შეტყობინება # 404
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au ra sayvareli tavi iyo diik. rogorc iqna martosulis vinaobac gairkva da am agmochenit iseti gaxarebuli var rom verc ki warmoidgen! biggrin magram mainc ar momwons me es "magram". axal tavsac ase daagviandeba?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ucnobiucnobi2თარიღი: კვირა, 2011-07-03, 10:07 PM | შეტყობინება # 405
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Vaime rogor miyvars es fiki ...axali tavi male iqneba ??
ძებნა: