DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 9:09 PM | შეტყობინება # 265 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| sonia, შევეცდებიი :* Rosalie, იიჰ, დიიდიი მადლობაა, ჩემო კარგოოო :* მეთხუთმეტე თავი
არასოდეს... "მე ადამიანი ვარ, ადამიანი თავისი ვნებებით. მე არ შემიძლია არსებობა უსიყვარულოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიყინები და გავქვავდები." ვინსენტ ვან გოგი არასოდეს გამომიჩენია დიდი ინტერესი სახვითი ხელოვნების და მხატვრების მიმართ, მაგრამ მათ ბიოგრაფიებს თვალს ხშირად ვავლებდი. ვან გოგი განსაკუთრებით მაინტერესებდა. ვერ ვხსნიდი, რატომ... რატომ ვანიჭებდი მას უპირატესობას, ვიდრე მიქალენჯელოს ან რემბრანტს? იქნებ იმიტომ, რომ ვან გოგს უფრო თავისებური ცხოვრება ჰქონდა? თუმცა მხატვრების უმრავლესობა ხომ ასევე გამორჩეულია... სასაცილოა, ამდენი ხნის განმალობაში მოგწონდეს რაღაც და არ იცოდე რატომ. არ გეკუთვნოდეს შენ, მაგრამ მის დანახვისას მაინც გული მისკენ გაგირბოდეს, თვალები გებინდებოდეს, თუმცა მის სახეს შენს გონებაში მაინც ხედავდე. ჰმ, ეს უკვე ვან გოგს აღარ ეხება. იმან, რომ ვერ ვხვდებოდი რატომ მიყვარდა, მიმახვედრა იმას, რომ ვან გოგი არ იყო მარტო გენიოსი მხატვარი, ან დამახასიათებელი ბიოგრაფიის პატრონი... ის იყო ადამიანი ვნებებით, რომელსაც არ შეეძლო სიცოცხლე სიყვარულის გარეშე... და როდესაც მას არ ჰქონდა სიყვარული გაიყინა და გაქვავდა, როგორც იწინასწარმეტყველა. რა მელის მე? რა მელის ადამიანს, რომელსაც უყვარს და საპასუხოდ არ უყვართ? რომელსაც არ ჰყოფნის მხოლოდ პლატონური სიყვარული? არასოდეს მიფიქრია, რომ ამ გზის გავლას შევუდგებოდი. შორ და გაუკვალავ გზას, სავსე ბობოქარი ქარიშხლებით... რომლებიც მაჩერებენ, მბორკავენ, რომ ვერ მივაღწიო იმ შორეულ, მხოლოდ ჩემთვის შესამჩნევ არაჩვეულებას, რომელსაც შენი სიყვარული ჰქვია. ყველა ხედავს შენს მიმქრალ თვალებს, დაღლილ მზერას და დაბნეულ გამოხედვას. მითხარი, ვინმე გრძნობს მაგ მზერაში უმანკოებას? ვინმეს შეუმჩნვია შენს თვალებში ის წერტილი, რომელიც ყველაზე პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლეა? ვინმეს მოუჭერია თავისი თითები შენს სათუთ ხელებზე და აცახცახებულხარ? ვინმეს შემოუხედავს შენთვს და დაუტყვევებია შენი მოუსვენარი თვალები? ვინმეს უთქვამს, რომ მისთვის ერთადერთი ხარ? მითხარი... მითხარი, ვინმეს ჰყვარებიხარ ისე, როგორც მე? არასოდეს მითქვამს რომ მიყვარხარ... არასოდეს მითქვამს რომ ჩემთვის ერთადერთი ხარ. არასოდეს დამიტყვევია შენი მოუსვენარი თვალები. არასოდეს მომიჭერია ჩემი თითები შენს სათუთ ხელებზე და არასოდეს აცახცახებულხარ... მაგრამ იქნებ ესეც მოხდა ჩემდა უნებურად, როგორც ის, რომ ყოველთვის ვხედავ შენს თვალებში ყოვლისშემძლე წერტილს, რომელიც რაღაცას ელოდება. რაღაცას, რათა გამოფხიზლდეს... მე ვგრძნობ შენს მზერაში უმანკოებას... და სულ უიმედოდ, უიმედოდ. არასოდეს დავიჯერებ, არასოდეს მექნება რწმენა, რომ ოდესმე შენც შემომხედავ ისე, როგორც ალბატროსი ჩამავალ მზეს. შიშით მოცულ ფრინველს არ უნდა მზის გარეშე დარჩეს ბნელ ღამეში, მაგრამ იმას კი ვერ ხვდება, რომ ეს ღამე აუცილებლობაა და თუ იქნება მზე, არ იქნება ღამე. მაგრამ ალბატროსს შეუძლია გაყვეს მზეს... არ მოშორდეს მას. შენ კი ხარ თავისუფლების მოყვარული ალბატროსი, ან უფრო უკეთესი- თოლია, თოლია ჯონათან ლივინგსტონი. შენ არ გიყვარს ღამე, მაგრამ ვერც ის გაგიბედავს, რომ მუდამ მზესთან იყო. ან როგორ იქნები? შენ ხომ არ იცი, რომ ის გიყვარს... არასოდეს დაღვარო ცრემლი იმისთვის, რომ არ უყვარხარ... არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, იმიტომ რომ გგონია, ვერავინ გიგებს. მე ხომ აქ ვარ... მე ხომ მესმის შენი... მე ხომ მიყვარხარ... არასოდეს... არასოდეს... არასოდეს თქვა, რომ არასოდეს არ უნდა თქვა "არასოდეს". იმიტომ რომ დადგება დღე, როდესაც შენი გაბუტული ტუჩები იტყვიან: “არასოდეს მიგატოვებ“. ^^^ პიკაპი პირველივე ცდაზე დაიქოქა. მართალია კაბა არც ისე მოკლე იყო, მაგრამ მაინც მეხამუშებოდა, როდესაც ჩემს საცოდავად შეფუთნულ ფეხებს დავხედავდი. ჩექმები, ხაკისფერი ქვედაბოლო, თეთრი ბლუზა და შავი პალტო. ეს არ იყო ის სამოსი, რაც პიკაპის საჭესთან უნდა მცმოდა. ეჰ, რას იზამ.. ეტიკეტი ეტიკეტია. მამიდის მოცემულ მისამართზე მალე მივედი. რესტორანი „თოლია“ რამდენიმე კვარტალის შემდეგ მდებარეობდა. თოლია... „მარტოსულის“ ჩანახატი გამახსენდა. მხოლოდ დღეს დილით მოვახერხე წაკითხვა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. თოლია... თოლია... ძალიან მაინტერესებდა ვინ წერდა ამას? თოლია... თოლია... და რატომ მაინტერესებდა ასე ძალიან? თოლია... თოლია... იქნებ იმიტომ, რომ მისი ნაწერი ასე ახლოს იყო ჩემთან? მგონი აქ „იქნებ“ და კითხვის ნიშანი საჭირო აღარც იყო. დიახ, მისი ნაწერი ჩემთან იმდენად ახლოს იყო, რომ ხანდახან უაზრო ფობია მიპყრობდა, ვინმე ჩუმად ხომ არ მაკვირდება და მითვალთვალებს-მეთქი. აუცილებლად გავარკვევდი ვინ იყო ის... ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევდა ჩემთვის თვალის გასწორება. რესტორანთან გავაჩერე და ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან. რესტორანი გრძელი სახურავით გადახურულ ხის სახლს წარმოადგენდა. ფანჯრებზე სანათებით შემოვლებული ირონიულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რატომღაც უახლესი ისტორიის წიგნი წარმომიდგა თვალწინ ყავისფერი, გახუნებული ყდით და სქელი მტვრის ფენით. შენობას თავი დავანებე და მის სიღრმეში გავუჩინარდი. ინტერიერი გაცილებით სასიამოვნო იყო, ხის, შეფიცრული კედლები ამავე ფერის იატაკი და დიდი ჭაღი. ვერაფერს იტყვი, მამიდას საქმროს კარგი გემოვნება ჰქონია... თუმცა, ვნახოთ, ვნახოთ. ნაცნობ სახეებს დავუწყე ძებნა და სწრაფადვე წავაწყდი ბებოს წყნარ მზერას. სახით ჩემსკენ იჯდა და მიღიმოდა. მის პირდაპირ მამიდა და სტივი ისხდნენ. მტკიცე ნაბიჯებით გავემართე მათკენ. გზაში ვიხსენებდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ყველა ფრაზას სულ სხვანაირად ვიტყოდი. სპონტანურობა ჩემი არ იყო, მაგრამ ვის ესმოდა. მთავარი შედეგია და არა მიზეზი. როგორც მოველოდი, სტივი წყნარი, დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი აღმოჩდა. სწორედ ისეთი, როგორიც საჭირო იყო მამიდას წყნარი ცხოვრებისთვის. სადილი მხოლოდ ორი საათი გაიწელა. ნუ, ეს მხოლოდ ბებიასთვის, ჩემთვის კი ამგვარ რაღაცეებზე დასწრება ნამდვილი წამება იყო. უაზროდ ვიჯექი, ვიღიმოდი (ხანდახან მაშინაც კი, როცა საჭირო არ იყო) და რეფლექსურად თავსაც დავაქნევდი ხოლმე. ბებო სახლში მე წავიყვანე, მამიდა და სტივი კი რესტორანში დარჩნენ. ქორწილისთვის ბოლო შტრიხები უნდა მოეთათბირებინათ. ბებიაც დიდი სიამოვნებით დარჩებოდა, მაგრამ გადაიღალა და იძულებული გახდა სახლში წამომყოლოდა. ყველაფერს თავისი პლუსი აქვს: მალე ვბრუნდებოდით ოფიციალური სადილიდან. ქორწილი ორ კვირაში იყო დაგეგმილი. სტივს რაღაც ოჯახური საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და იძულებული გახდნენ ქორწილისთვის მზადება გაეჭიანურებიათ. ე.ი. უახლოესი ორი კვირა ისევ ლონდონის ცის ქვეშ ვიხეტიალებდი. ეს რაც დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ როგორც მჩვევია, წინ დიდი პრობლემა მელოდა. ბიჭმა, რომელიც მომწონდა, მისი და მისი მეგობრის საიდუმლო გამიმხილა, რომელიც მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცოდით და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ვერ გაითვალისწინა, რომ მისი და, რომელიც ამავდროულად მისი „თანამზრახველის“ შეყვარებულია, ჩემი დაქალია, რომელსაც არაფერს არ ვუმალავ... ნუ, თითქმის არაფერს. გამოვტყდი, შარში ვიყავი. საბედნიეროდ, მოსაფიქრებლად რამდენიმე საათი მქონდა, სანამ ელისი დამირეკავდა და ჩემი და ედვარდის გუშინდელი გასეირნების დეტალებს გამომკითხავდა. მაგრამ... რა მეთქვა ედვარდისთვის? მან ხომ, ასე ვთქვათ, ნდობა გამომიცხადა და თავისი საიდუმლო გამიმხილა. ბებიას კიბეებზე ასვლაში დავეხმარე და კუს ნაბიჯებით მივედით კარებთან. - ბელა, - ფიქრებში გახვეულის ბურუსიდან მომესმა ბებიას წყნარი ხმა. - რა იყო? - ჯერ კიდევ ფიქრებში გახვეულმა ვკითხე. - ამ ბოლო დროს ისეთს გხედავ, როგორიც მომწონხარ, - გამიღიმა მან. - მართლა? - გამეცინა, - არა მგონია რამე შეცვლილიყო... - გარეგნულად შეიძლება არც არაფერი, მაგრამ შიგნით? - ბებიამ ხელი გულთან მომითატუნა, - შიგნით არ შეცვლილა? - ბებო, - თავი დავხარე სიწითლე რომ არ შემტყობოდა, - ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. - კარგი, - ჩაეცინა მას. - მაგრამ დრო მოვა და ამის აღიარება მოგიწევს... - არ გამოგაპარებ, - დავპირდი მე. მართლა არ მესმოდა რას გულისხმობდა, ან მესმოდა, მაგრამ როგორც ბებიამ თქვა, ჯერ ამის დრო არ იყო. ბებია დავაწვინე თუ არა, მობილური აწკრიალდა. ვიწინასწარმეტყველე ვინ მირეკავდა და ჩემი ვარაუდიც გამართლდა. - გამარჯობა, ელის... - ბელა, - შესძახა გოგონამ, თავისი წკრიალა ხმით. - როგორ ხარ? -არა მიშავს, შენ როგორ ხარ? - მეც არამიშავს, - ელისის ხმაში მოუთმენლობა იმალებოდა, მაგრამ დიდხანსაც არა. - ბელა, გცალია? - მმმ, რა ხდება, ელისს? - არაფერი, უბრალოდ პატარა საქმე მაქვს, თან ხომ უნდა მომიყვე, სტივი როგორ მოგეწონა, - ჩაირაკრაკა ელისმა და ბოლოს დააყოლა: - გცალია? - კი... რა თქმა უნდა, ელისს ყოველთვის ყველაფერი ახსოვდა. - მაგარია! 15 წუთში გამოგივლი! მობილური დავკეცე და ჩემს ოთახში გავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. როგორც იქნა გავთავისუფლდი ამ ტანჯვისგან და ჯინსები მოვირგე. პულოვერი გადავიცვი და საათს შევხედე. ელისის ზარიდან ჯერ მხოლოდ ათი წუთი იქნებოდა გასული, მაგრამ ამ ხნის განმალობაში ჩემი მეგობარი კარგად გავიცანი, ასე რომ სწრაფად ჩავიცვი პალტო და ქვემოთ ჩავირბინე. ელისის მანქანა სადარბაზოსთან იდგა. სწრაფად ჩავჯექი და ელისს გადავეხვეა. - როგორ გამიხარდა, რომ გეცალა, - მითხრა მან. - მეც, - გავუღიმე, - საბედნიეროდ სადილი მალე დამთავრდა. - ოხ, ბელა, ბელა, - გაეცინა ელისს. - გასაგებია შენი სიხარულის მიზეზი. ასეთი მოსაწყენია სტივი? - არა, არა... უბრალოდ.... მოკლედ სტივი სრულიად შეეფერება მამიდას და ვფიქრობ, რომ ერთად ბედნიერები იქნებიან. - როგორ მიხარია! ჩინებული ამბავია! - კი, - დავეთანხმე. - მეც ძალიან მიხარია... - ალბათ როგორ გაუხარდა დეიდაშენს, - აგრძელებდა ელისი, მაგრამ ეტყობოდა, ამაზე აღარ ფიქრობდა. - როდის გადაწყვიტეს ქორწილი? - სულ მალე... ელის, იქნებ გადავიდეთ? - რა? - ერთ ადგილზე ვდგავართ და მანქანაში ვზივართ, - მივანიშნე მე. - აჰ, ხო, - ელისს გაეცინა და მანქანა დაქოქა. - ჩემთან წავიდეთ. - სად? - სავარძელს ჩავეჭიდე. - ჩემთან, - გაიმეორა ელისმა. - იმედია წინააღმდეგი არ ხარ? - იცი, მგონი ჯობია, თუ გავისეირნებთ, - ვთქვი ხმამაღლა, მაგრამ გულში დავამატე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე-მეთქი. - არა, არა, - თავი გააქნია ელისმა. - მყუდრო ადგილი გვჭირდება, სადაც მშვიდად ვისაუბრებთ. ჩემს ოთახში დავჯდებით და იქ ხელს არავინ შეგვიშლის. ბედს შევეგუე და მორჩილად ჩავესვენე მერსედესის რბილ სავარძელში. ელისთან გულახდილი საუბარი არ ამცდებოდა, ამიტომ რაც მალე მოხდებოდა ეს, მით უკეთესი. ედვარდის ნახვა გულით მინდოდა, თან იქნებ შესაძლებლობა მომეცემოდა და ვკითხავდი, რას ფიქრობდა ელისისთვის სიმართლის თქმაზე. მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ჩემი უახლოესი მეგობრის მოტყუებას, მაგრამ ედვარდის სიტყვა ზურგს რომ გამიმაგრებდა ეს სულ სხვა რამ იყო… იმიტომ, რომ გულდამშვიდებული ვიქნებოდი და იმის შიში აღარ მექნებოდა, რომ მას ვაწყენინე... დიდ, თეთრ სახლთან მალე მივედით. მახსოვს, პირველი დანახვისას რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მან ჩემზე, მაგრამ ახლა ის შიშს მგვრიდა. ვერავინ დამძრახავს, სრულიად საფუძვლიანადაც. ელისი უსიტყვოდ გამოდმოვიდა მანქანიდან. მე უკან მივყვებოდი. ცუდად მენიშნა მისი სიჩუმე. ის ხომ ყოველთვის მხიარულად იყო, ნებისმიერ სიტუაციაში. როგორც ჩანდა, ახლა რაღაც უჩვეულო ხდებოდა. სახლში სამარისებული სიჩუმე იდგა. ირგვლივ საათის ნერვულ წიკ-წიკსაც კი ვერ გაიგონებდით. ელისი იგივე მდგომარეობაში შევიდა სასტუმრო ოთახში, რომელიც ძალიან მეუცხოა. თვალში ალბათ ფერადი ბუშტები და გირლანდები მაკლდა. ჩემდა გასაოცრად, სასტუმრო ოთახი ცარიელი არ იყო. თეთრ, ტყავის სავარძელში ემეტი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ჯასპერი იჯდა. გამიკვირდა განუყრელი მეგობრის გარეშე რომ იჯდა, მაგრამ ედვარდი არსად არ ჩანდა. ელისი შესასვლელი კარის პირდაპირ, მარმარილოს ბუხართან მივიდა და თვალებში შემომხედა. მე ისევ შესასვლელში ვიდექი, თუ რამე, გაქცევა მქონდა ჩაფუქრებული, როგორც ყოველთვის. ემეტი გამოხედვით მომესალმა, თვალი ჩამიკრა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მეუბნებოდა შენს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდიო. უარესად დავიბენი. ჯასპერს არც ამოუხედავს, ისევ თავჩაღუნული იჯდა, როგორც ჩვენი შემოსვლის დროს. როგორც იქნა, ელისს სახეზე რაღაც ემოცია შევატყვე, მან ამოიოხრა. - ბელა, რას იტყვი? - მკითხა მან. - რა...რა უნდა ვთქვა? - ამოვღერღე მე ძლივს. - ნუ, მაგალითად ის, რომ შენს დაქალს არასოდეს არ მოატყუებ და არც მომავლისთვის გეგმავ რამე ამდაგვარს... - რა თქმა უნდა, - სწრაფად დავეთანხმე მე. უკვე ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ არ მინდოდა ჯასპერის გაცემა, მისივე თანდასწრებით, თუმცა ყველაფერი თავის თავს დააბრალოს. - აბა, გისმენ... - იცი, ელის, - დავიწყე მე, - ყველაფერი სხვანაირად მოხდა. - როგორ? - თვალები მოჭუტა ელისმა. ჯასპერმა ალმაცერად ამომხედა. - გამარჯობა, ჯას, - მივესალმე მე. ბიჭი მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა. - მე... მე, - წარუმატებელი დაწყების გამო ენა დამება, მაგრამ როგორც ჩანს, სამაგიეროდ ჯასპერს მოუნდა ლაპარაკი. - მორჩა, ელის, - წამოიყვირა მან და გოგონას წინ დაუდგა. - არ გინდა ეს სპექტაკლები! - ჯასპერ, ცოტა გაიწიე, - უცოდველი ხმით უთხრა ემეტმა. - მეფარები ელისის სახის დანახვაში. - ემეტ! ადეკვატურად თუ შეიძლება, - წყნარი ხმით უთხრა ძმას ელისმა, ისე რომ ჯასისთვის თვალი არ მოუშორებია. - მითხარი, ემეტი რატომ მოიყვანე აქ? - იგივე კილოთი გააგრძელა ჯასპერმა. - ეს ჩემი სახლია, - ემეტი დანებებას არ აპირებდა. - სერიოზულად, ჯასპერ, გაიწიე. - ოჰ, ემეტ, - ამოიოხრა ელისმა. - მგონი დროა როზალის შეხვდე, 3 საათია არ გინახია! ემეტმა მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა. გასვლისას ჩამჩურჩულა როგორმე შენც გაიპარეო. მგონი კალენების სახლში დამყარებული სიჩუმე ბობოქარი ქარიშხლის მომასწავლებელი იყო. - ბელა, - მომმართა ელისმა. - ერთ შეკითხვაზე მიპასუხე... - გისმენ. - შენი აზრით, რაც არ უნდა იყოს, ის მე მატყუებდა? დავიბენი, არ მეგონა, თუ ელისმა უკვე ამდენი რამ იცოდა. ჯასპერი სიმართლეში არ გამოუტყდებოდა, მით უმეტეს არც ედვარდი. მაშ როგორ გაიგო? ამაზე საფიქრად წინ მთელი ღამე მქონდა, მაგრამ ახლა მთავარი ელისის კითხვა იყო. - ჩემი აზრით? - კითხვა დავუბრუნე ელისს. - ხო, ბელა, - სწრაფად დამეთანხმა ის. - მოიღო მოწყალება და სწრაფად და მოკლედ მიპასუხე. - კი, - რა მექნა, როცა ელისის მზერა მაუძულებდა სიმართლე მეთქვა? თუმცა უამისოდაც ამას ვიტყოდი. ჯასპერმა ელისი მოატყუა. ხოლო რატომ გააკეთა ეს და რა გამართლება აქვს ამას - ეს უკვე სხვა საქმე იყო. - ჯასპერ ჰეილ! - დაიბუბუნა ელისმა. ამ დროს სრულიად მოულოდნელად მკლავში ხელი წამავლეს და უკუსვლით ჰოლში გამათრიეს. - ბელა, შენ რა, სიკვდილი გინდა? - სანამ შემოვბრუნდებოდი მივხვდი, ვინც იდგა ჩემს უკან. - არა, - ამოვილუღლუღე და შემოვბრუნდი. - აბა რა გინდა ოთახში, სადაც წამებში ყუმბარა აფეთქდება? - ედვარდი უმანკო ბავშვივით მიყურებდა და იღიმებოდა. - მაშინ ჯობია აქედან გავასწროთ, - გავეცინა მეც. - გეთანხმები, - თვალები გაუბრწყინდა ედვარდს. ხელი მომკიდა და კიბეებთან მიმიყვანა. - ეი, რას აკეთებ? - გავშეშდი მე. - ბელა, ჩემს ოთახში კარგი ხმის იზოლაციაა. - აჰა, კარგი - ჩავიცინე. - შეგიძლია წახვიდე და იქ დაიმალო, - ხელი გამოგლიჯე და კარისკენ წავედი. - ოღონდ უჩემოდ. ამ დროს ელისის ყვირილის ხმა მომესმა. ედვარდი დამეწია და ისევ ჩამკიდა ხელი. - წამოდი, შენ შეჭმას არ ვაპირებ, - სიცილის ძლივს იკავებდა. - როგორ დამამშვიდე! - ბელა, გარეთ ცივა, შენ შენი მანქანით არ ხარ, ასე რომ ერთადერთი გამოსავალი გაქვს. ამოვიოხრე და გავყევი. ედვარდის ოთახი საკმაოდ დიდი და ნათელი იყო. ფანჯრებიდან უკან მდგარი ხის პეიზაჟი მოჩანდა. ვერ მივხვდი. რა ფერის კედლები იყო იქ, იმიტომ რომ ცარიელი ადგილი მათზე თითქმის არსად იყო. დისკები... ფირფითები... სურათები... ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო. ერთ კუთხეში მედლები იყო ჩამოკიდებული, ალბათ ფეხბურთის. მოპირდაპირე კუთხეში ბას გიტარა და პატარა დაფ-დაფი იდგა. ვერ იტყოდი, რომ ამ ოთახში ერთი ადამიანი ცხოვრობდა. უცებ რაღაც ხმაური შემომესმა. - დარწმუნებული ხარ, რომ კარგად მოვიქეცით მარტო რომ დავტოვეთ ისინი ? - ვკითხე ედვარდს, რომელიც ერთ ადგილას იდგა გაყინული. - აა.. კი, - გამოფხიზლდა და გამიღიმა. - მათ ხშირად ემართებათ ასე. - ჩხუბობენ? - გავვოცდი. - არა...კამათობენ და მალე რიგდებიან... - ეს უცნაურია. - მათთვის არა, - ლოგინზე ცამოჯდა ედვარდი. - მთავარია იჩხუბონ და ემოციურად დაიცალონ... ჰმ... ჩხუბის შემდეგ ისეთი სასიამოვნოა... - გაჩერდი, - თავხედურად გავაწყვეტინე საუბარი, მაგრამ გაგრძელებას ეს ჯობდა. - რა იყო? - გაეცინა ედვარდს. - არაფერი, - თავი დავხარე. - უბრალოდ ვნერვიულობ... - ყველაფერი კარგად იქნება, ჯასპერმა იცის როგორ უნდა მოიქცეს, - თვალი ჩამკირა და არხეინად განაგრძო: - ხომ არ დაგავიწყდა ვისი ძმაკაცია? - ღმერთო, - წამოვიძახე აღშფოთებულმა. - ნუთუ არაფერს ნიშნავს, რომ ის შენი დაა? ედვრადი რამდენიმე წამს გაშეშებული მიყურებდა, მერე თითქოს მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი და შეშფოთებული მზერა მომაპყრო. - შენი აზრით, ისე არ ვიქცევი, როგორც ძმა? - ალბათ ცუდია ამის მოსმენა, მაგრამ სიმართლე ეგაა, - ფეხზე დგომით დავიღალე და მეც ედვარდის გვერდით ჩამოვჯექი. მხოლოდ დავიღალე, არანაირი თავის მართლებისთვის მოგონილი საბაბი. - გითხრა ელისმა, როგორ გაიგო სიმართლე ჯასპერზე? - არა... - მე ვუთხარი, - გადმომხედა ედვარდმა. - რაა? შენ უთხარი? - ხო... - კი მაგრამ, ხომ გინდოდა, რომ ეს არავის გაეგო? - კი... - ვერ მივხვდი, ედვარდ, - ჩავისუნთქე და გავაგრძელე: - შემთხვევით გაორება ხომ არ გჭირს? - ნეტა მარტო ეგ მჭირდეს, - დანანებით წაიჩურჩულა. - მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ისე მოვიქეცი, როგორც ძმა. ელისს განა დაუმალავდი ამას? - სიმარლთლე გითხრა - არა, - გამოვტყდი, დამალვას აზრი არ ჰქონდა. - მაგრამ დიდი ეჭვის ქვეშ ვიყავი. თან შენ არ გითქვამს, არ უთხრაო... - განა ამას რამე მნიშვნელობა ექნებოდა? - მომიწევდა პირობა დამედო და სიტყვას ვერ გავტეხდი, - საბედნიეროდ კრიტიკულ მომენტებში ჩემი ტვინი კარგად მუშაობს. ედვარდის ანკესს არ წამოვეგე. ნუთუ ეგონა, რომ გამომტეხავდა?! - შენთვის ჩემს თხოვნას იმდენი მნიშვნელობა ექნებოდა, რომ საუკეთესო მეგობარს დაუმალავდი სიმართლეს? - ედვარდი არ მეშვებოდა. - ეს არ იყო ჩემი საიდუმლო... - მაგრამ ეხებოდა ელისს... - და შენ... - და მე საუკეთესო მეგობარზე მეტი ვარ? - ედვარდი უკვე აღარ იღიმებოდა. მას სახეზე სრული სერიოზულობა ეხატა, არადა ჩვენი პაექრობა სულაც არ უნდა ყოფილიყო სერიოზული... მისთვის. შეიძლებოდა ჩემ თავთან ომი წამეგო. დავნებებოდი იმ სურვილებს, რომლებიც სხვებს სისულელე ეგონა და ცხოვრება მხოლოდ ინსტინქტებისთვის მიმენდო, მაგრამ არასოდეს შევწყვეტდი ბრძოლას ჩემი ნამდვილი გრძნობის დასამალად... იმიტომ, რომ თუ ეს გამოაშკარავდებოდა, მე მომიწევდა დავრჩენილიყავი, მეცხოვრა... - არა, ედვარდ, - ვთქვი მე და ბალიშს გავხედე. - შენ მეტი არ ხარ. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ ბალიშს ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვხედავდი... - ხო, ეს მეც მომწონს, - სხვათაშორის თქვა ედვარდმა. - რა? - ბალიში... - ხო, ლამაზია, - მზერა ისევ ედვარდზე გადავიტანე. - ბავშვობაში მაჩუქა მან, - ედვარდი უხერხულად გაჩერდა. - ვინ? - დედამ, - თქვა და წამოდგა. - გავხედავ, პატარები რას შვრებიან. ედვრადი მალე დაბრუნდა, მე იგივე პოზაში დავხვდი... გაოცებული. უკვე მეორედ ახსენებდა დედას ასე თბილად. თუმცა გასაგებია და მე ეს რატომ უნდა მიკვირდეს? გამახსენდა რომ ჯიბეში საფულე მედო. ხელით მოვსინჯე, სურათი იქ იდო. - ჯერ-ჯერობით სისხლი არ დაღვრილა, - თქვა ედვარდმა. - იმედია არც დაირვრება. - ბელა, ყველაფერს ნუ ამუქებ, - დამამშვიდა ბიჭმა. - ისინი მორიგდებიან. - მე არ ვამუქებ, - თავი გავაქნიე. - აქ სისხლზე შენ ლაპარაკობდი. ედვარდს გაეცინა და გვერდზე მომიჯდა. - იცი, ელისმა არ იცის, რომ მეც ვუკრავ, - მითხრა თავჩაქინდრულმა. - არ გითქვამს? - არა, ამის საჭიროება არ იყო და მართლა გთხოვ, რომ სიტყვა მომცე. - არ გინდა რომ ვუთხრა? - ვკითხე აღელვებულმა. - ხო, ძალიან არ მინდა. - აჯობებდა არც ჩემთვის გეთქვა... - გაგიჭირდება ამ საიდუმლოს შენახვა? - არა, - უყოყმანოდ გავაქნიე თავი. არაფერი გამიჭირდებოდა მისთვის... ნუთუ? - აბა რა პრობლემაა? - გააგრძლეა ედვარდმა. - უბრალოდ ამდენი ხნის დუმილის შემდეგ მოგინდება, რომ ვინმეს უთხრა ყველაფერი... შენი ნამდვილი „მე“ აჩვენო. - და ეს მაინდამაინც გზააბნეულ შერეკილს უნდა უთხრა? - შენს თავზე მცდარი წარმოდგენა გაქვს, - თავი გააქნია ედვარდმა. - ასე არ არის. - იქნებ შენ გაქვს ჩემზე არასწორი წარმოდგენა. - თუ ეგრეა, მაშინ ძალიან მეწყინება, - ვითომ დანანებით წამოიძახა ედვარდმა. - რატომ? პირიქით, უმჯობესი იქნება თუ იფიქრებ, რომ ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო, - შეიძლება არ იგრძნობოდა, მაგრამ მე ედვარდზე უკეთესი მსახიობი ვიყავი. დარწმუნებული ვარ ჩემს ხმას არანაირი დანანება არ ეტყობოდა... სამაგიეროდ გულს ხვდებოდა ბევრი. - ჩემი სურვილი კი შენთან ყოფნაა, - გაეცინა ბიჭს. - ნუთუ ასე განსხვავდება ჩვენი სურვილები? ამოვისუნთქე. ან მაწვალებდა ან საცემი იყო... დიდი სურვილი მქონდა, რომ სიმართლე ყოფილიყო ყველაფერი ეს, რაც ახლა მის ოთახში ხდებოდა და რასაც მისი ბაგეები წარმოთქვამდნენ, მაგრამ არა. ბედნიერების კარები ბელა სვონისთვის სამუდამოდ დაიკარგა. ნუთუ შესაძლებელი იყო უბედურებაში მეპოვა შვება?! მოულოდნელად ტუმბოზე ჩვენი სკოლის გაზეთს მოვკარი თვალი. ჩემთვის საინტერესო გვერძე იყო გადაშლილი. - კითხულობ? - ვკითხე მე. ედვარდმა უკნე მიიხედა და გაზეთი აიღო. - კი. რაღაცეებს ვკითხულობ. - მაგალითად? - წერილებს, ჩანახატებს. - „მარტოსულის“ ნაწერებსაც? - ვკითხე უცებ. მის პასუხს ველოდი. - კი, საინტერესო ტიპია. - ო, ნამდვილად, ძალიან მაინტერესებს ვინ არის! - გინდა გაგიგო? - მკითხა ედვარდმა. - შეძლებ? - ვკითხე დაეჭვებით და თან სიხარულით. „მარტოსულის“ ვინეობის გაგება ძალიან მინდოდა, თან რაც შეიძლება მალე. მამიდას ქორწილამდე. - მაგ კითხვას არ მისმავემ, - გაიღიმა და გაზეთი თავის ადგილას დააბრუნა. - რა მოგწონს მასში? - ძალიან ახლობელია, - ძლივს მოვნახე სიტყვა, რომელიც შედარებით მსუბუქად გამოხატავდა „მარტოსულის“ მიმართ ჩემს ინტერესს და გრძნობებს. - როგორ, როგორ? - გაეცინა ედვარდს. - სასაცილო არაა, - ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. - ძალიან კარგად წერს. - და მისი ნაწერები შენთან ახლოსაა? - ედვარდიც გამომყვა. - კი... საკვირველია, მაგრამ ახლა მარტოსული საერთოდ აღარ მაინტერესებდა. დაძაბულობას მკვეთრად ვგრძნობდი და რაც უფრო მიახლოვდებოდა ედვარდი, მით უფრო ვცახცახებდი. მთელი ოთახი შემოვიარე და ისიც არ მომცილებია. სუნთქვა მეკვრებოდა. - მე მგონი, ჩემი წასვლის დროა, - ვთქვი ბოლოს. - გაგაცილებ, - დამეთანხმა ედვარდი. უხმმოდ ჩავედით დაბლა. იმედგაცრუებას ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ მე და ედვარდს ერთმანეთისთვის ჩვენი სათქმელი ბოლომდე არ გვითქვამს. ნატევ, მართლა უნდოდა ჩემტან ყოფნა, როგორც რამდენიმე წუთის წინ მითხრა, თუ ესეც თამაშის ნაწილი იყო? სასტუმრო ოთახში არავინ დაგვხვდა. დაბნეულმა გავხედე ედვარდს. მას ჩემი პალტო ეჭირა. ჩაცმაში მომეხმარა და გარეთ გავედით. - ხედავ? - მკითხა მან და და მანქანების სადგომისკენ გამახედა. - ელისის მანქანა აქ არაა. - იმედია ჯასპერი სადმე ხრამში გადასაგდებად არ წაუყვანია, - ვიმედოვნე მე. - რაც არ უნდა იყოს, ჯასს კარგი დღე არ დაადგება. - ვითომ არ შერიგდებოდნენ? - ვკითხე შეშფოთებულმა. - რა თქმა უნდა, შერიგდეოდნენ, - გაეცინა ედვარდს. - უბრალოდ ხომ გითხარი, ჩხუბის შემდეგ ბევრს საკუთარი თერაპიული შოკირების მეთოდები აქვს, რაც დადებით გავლენას ახდენს... - ედვარდ, - ისევ გავაწყვეტინე. - მაგ მომენტს გადავახტეთ. - ეს სისულელეა, ბელა, - გაეცინა ბიჭს. - მანქანას გამოვიყვან. გზასი ორივე ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართულები, ერთმანეთს ხელს არ ვუშლიდით. თუმცა მაინც ვგრძნობდი დაძაბულობას, ედვარდი ხომ ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იჯდა... ბოლოს მან ჩემს სადარბაზოსთან მანქანა გააჩერა და ძრავაც გამორთო. უსიტყვოდ გადავედი ვოლვოდან, არც ის დარჩენილა. გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. კიბეები ავიარე, ედვარდიც ამომყვა. - მადლობა, რომ მომიყვანე, - ვუთხარი ჩურჩულით. ვოლვოს თბილი სალონიდან გამოსულს, მაკანკალებდა. - არაფრის, -ედვარდის გაღიმებულ სახეს პირველ სართულზე ანთებული შუქი ანათებდა. - გცივა? - ცოტა... კარგი, აბა ნახვამდის... - კარგად იყავი, - ისევ ერთ ადგილას ვიდექით. ასე წასვლა არ მინდოდა. - ედვარდ, - ვთქვი ბოლოს. - რაც შენ მითხარი, რომ ჩემთან ყოფნა გინდა... - მიხარია, რომ გაგახსენდა... - მართალია? - სუნთქვა მეკვროდა. ვიცოდი, რაც არ უნდა ეპასუხა, გულს მატკენდა, მაგრამ სამაგიეროდ ორჭოფობაში აღარ ვიქნებოდი და ტყუილად არაფრისიმედი არ მექნებოდა. - დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ვიქტორიას ვუთხარი რომ მიყვარდა, - ედვარდმა ტუჩებზე ხელი მომადო. - დამამთავრებინე, თუ შეიძლება, - მე თავი დავუქნიე. მისი თითები საოცრად თბილი იყო. ედვარდმა განაგრძო,: - მე ხომ მაშინ არ ვიცოდი, რომ ვინმე ასე ძლიერად შემიყვარდებოდა. ედვარდის თითები ნელ-ნელა ლოყაზე, ხოლო შემდეგ კეფაზე გადავიდა. მისი ერთი ასეთი შეხება და ერთიანად დავდნი, დავიღვენთე. ჟრუანტელმა დამიარა. უძლური ვიყავი ამ თითებთან, მათი შეხება თავბრუს მახვევდა... მან თავისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს ნაზად შეეხო... თავისი ტუჩებით. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გრძელდებოდა, მე უბრალოდ აღარ მჭირდებოდა ჟანგბადი... აღარ მჭირდებოდა, როცა სიყვარული მქონდა.
| |
|
|