სიყვარული ომის შუაგულში
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 2:46 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: სიყვარული ომის შუაგულში ავტორი:bella-vampire დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლება მაქვს მე რეიტინგი: G(General) ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst) Deathfic სტატუსი: წერის პროცესშია
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2013-02-07, 6:04 PM | |
|
|
DreaMy | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 3:16 PM | შეტყობინება # 2 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| vnaxot vnaxot.....
| |
|
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 3:50 PM | შეტყობინება # 4 |
436
Offline
| rakargiia axali fikii ^__^ velodebi an prologs an axal taavs
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 8:28 PM | შეტყობინება # 5 |
842
Offline
| I თავი
როგორც იქნა ოცნება ამიხდა! მე უკვე მთელი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ! მისაღები გამოცდები წარმატებით, უმაღლესი ქულებით ჩავაბარე და ასპროცენტიანი გრანტიც მივიღე. ჩემს წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი და ეჭვი არც მეპარებოდა. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ოქროს მედალზე დავამთავრე. მხოლოდ რამდენიმე თვე ვემზადებოდი მასწავლებლებთან, ყველაფერი ჩემით ვისწავლე და ასე მივაღწიე წარმატებას. მშობლებს ყველაზე მეტად გაუხარდათ, ჩემგან სხვას არც მოელოდნენ, მაგრამ მათაც და ჩემ უფროს დასაც გული სწყდებოდათ, რომ ეკონომიურზე არ ჩავაბარე. საერთოდ მათემატიკა და რიცხვები ძალიან მიყვარს, მაგრამ რისკი და საშიში სიტუაციები საოცრად მიზიდავს. მიყვარს წერა და ის პროცესი, რასაც სიუჟეტის მომზადება ჰქვია. სწორედ ამიტომ ჩავაბარე ჟურნალისტიკურზე. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ყველაზე მთავარის თქმა დამავიწყდა. მე ნინა ვარ, 18 წლის. მეგობრები მეუბნებიან რომ ვარ ტიკტიკა, საყვარელი და ყველაზე კეთილი. მე კი მგონია, რომ ვარ ეგოისტი ადამიანი, რომელსაც საშინლად უყვარს ოჯახის წევრები და მეგობრები, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც საკუთარ თავს აყენებს. რა ვქნა, ეგოიზმი მძლევს. ოჯახში ყველაზე პატარა წევრი ვიყავი და ყველა მათამამებდა. მიჩვეული ვიყავი ჩემი უფროსი დის, ქეთის ნივთების აღებას და შემდეგ მათ გაფუჭებას. ამაზე ის საშინლად ბრაზდებოდა, მაგრამ დედა ყოველთვის მიცავდა როგორც პატარას. ალბათ ამიტომ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო ვარ ახლა ასეთი ეგოისტი. სხვას რომ ჰკითხო, მე ეგოისტი საერთოდ არ ვარ, მაგრამ მათ ხომ არ იციან რას ვფიქრობ და ვგრძნობ გულში. საკუთარ თავს ყველაზე კარგად მე ვიცნობ და სწორედ ამიტომ ვამბობ ასე. საკუთარი თავის გაკრიტიკება მეხერხება, მაგრამ კიდევ უფრო მეხერხება თავის შექება. რა თქმა უნდა ამას ხშირად არ ვაკეთებ, რადგან არ მინდა სხვებს ზედმეტად მოვახვიო თავს ჩემი პიროვნება. ძირითადად საკუთარ თავს მაშინ ვაქებ, როცა მარტო ვარ და არავინ არ მისმენს. ასე მგონია, იდეალურ ადამიანს ვახასიათებ და შემდეგ მეცინება. რა თქმა უნდა მეც მაქვს მინუსები და თან საკმაოდ ბევრი, მაგრამ ვცდილობ მათ ყურადღება არ მივაქციო და გამოვასწორო. ვამაყობ ჩემი განვლილი ცხოვრებით და იმედია მომავალში უფრო ვიამაყებ. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს და უკან დახევას არაფრის დიდებით არ ვაპირებ. მჯერა სიყვარულის, სიკეთის და ნამდვილი, გულიდან წამოსული ღიმილის. სამყაროს გაფერადება სჭირდება... ჩემზე დიდი ოპტიმისტი მგონი ქვეყანაზე არ არსებობს. ჯერ კიდევ ვერ მომიხსნია ბავშვობიდან შერჩენილი ვარდისფერი სათვალე. ვცდილობ ყველასა და ყველაფერში დადებითი დავინახო, ჩემთვის არ არსებობს ცუდი ადამიანი. ,,ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ მიაჩერდე. ადამიანი ქანდაკებაა, გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო, საიდანაც უკეთესად იმზირება.” მიყვარს ნოდარ დუმბაძის ეს გამონათქვამი და ვამტკიცებ, რომ სრული ჭეშმარიტებაა. ვცდილობ მეც ასე მოვიქცე, გამომდის კიდეც ალბათ...
...
უნივერსიტეტში ყველაფერი კარგად აეწყო, უამრავი მეგობარი გავიჩინე. ჯგუფში, როგორც სკოლაში, საუკეთესო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი. ძალიან მეგობრული ჯგუფი ვიყავით, მაგრამ ბავშვობის მეგობრები მაინც სხვაა. საერთოდ ყველაზე მაგარი და საუკეთესო კლასი მყავდა. ახლაც განურჩევლად ყველანი საუკეთესო მეგობრები ვართ, მაგრამ გინდა თუ არა, მაინც არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს და სხვებზე მეტად ენდობი. ჩემთვის ასეთი ელი იყო... ჩემი გადარეული. ადამიანი, რომელთან ერთადაც გაკეთებული მაქვს ბავშვობის ყველა სიგიჟე და ცუღლუტობა. საკუთარი დასავით მიყვარს, ჩემი ტყუპისცალი... ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი, თანაც ჯიუტი. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავდა, მაგრამ ჩემი პრინციპების გათვალისწინებით. მშობლები მენდობოდნენ და მკაცრად არ მაკონტროლებდნენ, იცოდნენ, ისეთს არაფერს გავაკეთებდი. - ნინა, ადექი, - დილაუთენია მაღვიძებდა დედა. - ცოტას კიდევ დავიძინებ რა, მაინც არსად მივდივარ, - გვერდი ვიცვალე და ბალიშში ჩავრგე თავი. - მართლა? გამოცდა მე არ მაქვს, - ამის თქმა და ჩემი თვალების დაჭყეტვა ერთი იყო. - ჯანდაბა! საწოლიდან უცბად წამოვხტი, თავი მოვიწესრიგე და მხოლოდ რამდენიმე ლუკმა ორცხობილა შევჭამე, ჩაი დავლიე, ჩანთა ჩავალგე და წასასვლელად მოვემზადე. - ნინა მოიცადე, ეს არის შენი ჭამა? ჯერ ადრეა, კიდევ შეჭამე ცოტა. - უნივერსიტეტში შევჭამ დე, - ავძახე კიბეებიდან. ჩემს ჭამაზე დედა ყოველთვის წუწუნებს. ამბობს, კარგად არ ჭამო. არადა ზუსტად იმდენს ვჭამ, რასაც ჩემი ორგანიზმი ითხოვს. უნივერსიტეტის ეზოში ელი შემხვდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემკენ გამოექანა და ჩამეხუტა. - დღეს ბოლო გამოცდაა, - გახარებულმა ტაში შემოკრა. - მე კი არ ვნერვიულობ ჩემს გამოცდაზე, მაგრამ აი შენზე კი ნამდვილადაა სანერვიულო. ოდნავ მაინც იცი რა უნდა დაწერო? - ჩემი ბრალი არ არის, რომ ფეხი მოვიტეხე და ორი თვე ვერ დავდიოდი, - საყვარლად გაბუშტა ტუჩები. - შენი ამბავი რომ ვიცი, რაიმეს მოახერხებ, - გამეცინა. გამოცდა ორივემ წარმატებით ჩავაბარეთ და აქედან დაიწყო ჩვენი გიჟური ზაფხულიც. ჩემი და ელის გაჩერება ერთად ხომ ძნელია. თანაც თითქმის მთელი კლასი ერთად ვიყავით წასულები ერთი თვით სვანეთში. ეს მართლაც დაუვიწყარი დრო იყო... ბოლომდე ვერთობოდი და თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევდი, რადგან ვიცოდი რომ ახალი სასწავლო წლიდან ჩემი გართობა დამთავრდებოდა და მხოლოდ ორი დღით შემოიფარგლებოდა. და ასეც მოხდა... სვანეთიდან ჩამოსული მშობლებთან ერთად ჩვენს აგარაკზე ავედით დასასვენებლად. მშობლებთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ ეს დროც არაჩვეულებრივად გავატარეთ სამივემ ერთად. რა ჯობია, როცა საღამოს სუფთა ჰაერზე, ვერანდაზე დედ-მამასთან ერთად ზიხარ და ათას საინტერესო თემაზე საუბრობთ. ეს ყველაზე ტკბილი ოჯახური სცენაა... ქეთი თავის ქმარ-შვილთან ერთად მხოლოდ რამდენიმე დღით ამოვიდა. უსაყვარლესი და უთბილესი დიშვილი მყავს, მიყვარს მისი ლოყების ჩქმეტა და სულ ვაწვალებ ხოლმე... ეს ერთი თვეც მალე გავიდა და სწავლის დაწყების დროც დადგა. თითქოს ზაფხულის შემდეგ მობეზრებული მქონდა სწავლა. განათლება ჩემთვის უმთავრესია, მაგრამ თითქოს ამდენი სწავლა მომბეზრდა. ვგიჟდები წიგნების კითხვაზე, მაგრამ არ მომწონს, როცა ვიღაც მავალდებულებს. მინდოდა მალე დამესრულებინა სწავლა და მუშაობა დამეწყო, რასაც უახლოეს მომავალში ვაპირებდი კიდეც. თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამსახურის გამო თავს სრულიად სხვა სამყაროში ამოვყოფდი. ,,საკუთარი თავი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ შეიცნო, როცა აღმოაჩენ მისი შესაძლებლობების ზღვარს.” და მე მართლაც აღმოვაჩინე საკუთარი თავის შესაძლებლობების ზღვარი, როცა ჩემი გონება შთაბეჭდილებებისაგან და განცდებისაგან მეტს ვეღარ აღიქვამდა, ელექტრო ტვინივით გადაიწვა...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2013-02-07, 8:33 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 8:34 PM | შეტყობინება # 6 |
842
Offline
| ესეც პირველი თავი... ვიცი პატარაა, მაგრამ თავების ზომა ნელ–ნელა იზრდება^^ წინასწარ მადლობა ყველას, ვინც წაიკითხავს :**
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 9:32 PM | შეტყობინება # 7 |
436
Offline
| mokled sakutari tavis daxasiatebaa kargad gamovida albat ragac gijuri moxdeba ninas cxovrebashii.
შეტყობინება შეასწორა Mari_Ami - ხუთშაბათი, 2013-02-07, 9:32 PM | |
|
|
DreaMy | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-07, 10:22 PM | შეტყობინება # 8 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Quote (bella-vampire) როგორც იქნა ოცნება ამიხდა! მე უკვე მთელი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ! მისაღები გამოცდები წარმატებით, უმაღლესი ქულებით ჩავაბარე და ასპროცენტიანი გრანტიც მივიღე. ჩემს წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი და ეჭვი არც მეპარებოდა. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ოქროს მედალზე დავამთავრე. მხოლოდ რამდენიმე თვე ვემზადებოდი მასწავლებლებთან, ყველაფერი ჩემით ვისწავლე და ასე მივაღწიე წარმატებას. მშობლებს ყველაზე მეტად გაუხარდათ, ჩემგან სხვას არც მოელოდნენ, მაგრამ მათაც და ჩემ უფროს დასაც გული სწყდებოდათ, რომ ეკონომიურზე არ ჩავაბარე. საერთოდ მათემატიკა და რიცხვები ძალიან მიყვარს, მაგრამ რისკი და საშიში სიტუაციები საოცრად მიზიდავს. მიყვარს წერა და ის პროცესი, რასაც სიუჟეტის მომზადება ჰქვია. სწორედ ამიტომ ჩავაბარე ჟურნალისტიკურზე. ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ase megona chemze werdi
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2013-02-08, 7:53 PM | შეტყობინება # 12 |
842
Offline
| II თავი
ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმში ჩადგა. სწავლა, მეგობრებთან ერთად გართობა... მაგრამ ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ადამიანი-ზუკა, ჩემი შეყვარებული... ადამიანი, რომელიც... ხანდახან არც კი ვიცი როგორ აღვწერო ჩვენი ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, მაგრამ იმის თქმაც ტყუილი იქნება, რომ თავდავიწყებით ვარ მასზე შეყვარებული. ალბათ ყველაზე სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე მისი გრძნობა მიყვარს, ვიდრე თვითონ ის. მიყვარს მისი შეყვარებული თვალების ყურება, როგორი სინაზითა და სითბოთი მიყურებს და ჩემზე ზრუნავს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს არ არის ის, რასაც მე სიყვარულს ვეძახი. თვითონაც ვერ გამიგია, რატომ ვარ მასთან. ალბათ ისევ ჩემი ეგოისტობა მჯაბნის და არ მაძლევს იმის უფლებას, რომ უბრალოდ უარი ვთქვა ზუკაზე და შანსი მივცე, იპოვის ის, ვინც მას შეიყვარებს. იმის გაანალიზება, რომ შესაძლოა მე იმ ერთადერთის პოვნაში და ბედნიერების მოპოვებაში ხელს ვუშლი, ჩემთვის არც ისე ადვილი იყო. აქ საბოლოოდ გავიაზრე, თუ რამდენად ეგოისტი ვარ. საკუთარი თავიც კი შემზიზღდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა. დროის უმრავლეს მონაკვეთს სწავლასა და მეგობრებს ვუთმობდი. მინდოდა მეტი წარმატებისათვის მიმეღწია, მაგრამ ყველაფერი ჩემი რესურსებით. არასოდეს გამომიყენებია მამაჩემის გავლენიანობა და მისი ნაცნობობა. ვამაყობდი, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე და დედიკოს და მამიკოს სიამაყე მერქვა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის არასასურველ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ისინი ნელ-ნელა რწმუნდებოდნენ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ამ სფეროშიც შემეძლო წარმატების მიღწევა. ჯურნალისტიკაში კარგი არ გამოდგება, იდეალური უნდა იყო. მეც ნელ-ნელა იდეალურობისაკენ მივისწრაფოდი, რამდენადაც ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა, თორემ იდეალური ადამიანის არსებობისა არ მწამს, მიუხედავად ჩემი ოპტიმიზმისა. ჩემი საქმისა და დამოუკიდებლობისადმი სიყვარულის გამო, მესამე კურსზე ერთ-ერთ არხზე დავიწყე მუშაობა. თანაც გამოცდილების შეძენა მინდოდა მომავლისათვის. თავიდანვე ვიცოდი, რომ შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. მეგობრებისათვის და ოჯახისათვის დრო თითქმის საერთოდ აღარ მრჩებოდა, მაგრამ ეს საბედნიეროდ, მხოლოდ თავიდან. შემდეგ, როცა საქმეში გავერკვიე, ყველაფერს შედარებით სწრაფად ვაკეთებდი და თავისუფალი დროც მრჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები კარგი თვალით არ მიყურებდნენ და უფროსიც არ მენდობოდა ბოლომდე, საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს. პირიქით, ეს ჩემთვის სტიმული იყო, დანარჩენებისათვის დამემტკიცებინა, რომ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებ. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულად ვერ აღმიქვამდნენ. ისიც ჩემი ასაკისა და გარეგნობის გამო. თუმცა იმას ყველა აღიარებდა, რომ შრომისმოყვარე და მონდომებული ვიყავი. ჩემზე საყვედური არავის ეთქმოდა, ამიტომ ნელ-ნელა თანამშრომლების პატივისცემა და ნდობა დავიმსახურე. თუმცა ჩემი უფროსი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ პატივს არ მცემდა და ჩემს მონდომებას არ აფასებდა, მაგრამ არასოდეს მოუცია სერიოზული სიუჟეტის გაკეთების უფლება. არადა როგორ მინდოდა, სულელურ თემებს მოვშორებოდი და რაიმე უფრო სერიოზულს შევჭიდებოდი. რამდენჯერ მომითხოვია ჩემი უფროსისათვის, მაგრამ სულ იმას მიმეორებდა, დრო მოვაო. უბრალოდ დროის გაყვანა უნდოდა... როცა მითხრეს, რომ ბატონი დავითი თავისთან მიბარებდა, მეგონა, მორიგი უაზრო დავალება უნდა მოეცა. - გამარჯობა, ბატონო დავით, - კარზე დაკაკუნების შემდეგ მის კაბინეტში შევედი. - კარგია რომ მოხვედი, დაჯექი, - სკამზე მიმითითა. - ნინა, როგორც მახსოვს, სერიოზული რეპორტაჟის გაკეთებას ითხოვდი, არა? გულმა სალტო გააკეთა. ნუთუ მომეცემა ამის საშუალება? - დიახ, ასეა, - ხმა ვერ დავიმორჩილე და ჩემი ნერვიულობა გამოვაჩინე. - ახლა შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ წინასწარვე გეტყვი, რომ რთული საქმეა. ჩვენ, ჟურნალისტებს, ხშირად გვიწევს რისკზე წასვლა. ხანდახან საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში ვაყენებთ, რათა რეპორტაჟი მოვამზადოთ. როგორ ფიქრობ, მზად ხარ ამისათვის? - მზად ვარ, - არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი. - ძალიან სერიოზული შემოთავაზებაა და დიდ შრომას მოითხოვს... - მაფრთხილებდა ის. - ჩემი საქმე მიყვარს და თავს გავართმევ, - ვარწმუნებდი. - კარგი, მაშინ პირდაპირ გეტყვი, - ძლივს!!! - ქართველ ჯარისკაცებს ერაყში უშვებენ. ჩვენ კი ჟურნალისტი გვჭირდება, რომელიც მათ ცხოვრებას გადაიღებს. - ანუ რა, ომში მიშვებთ? - საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი. - არა, ომში არა. ეს მშვიდობიანი გარნიზონია, სადაც ჯარისკაცები და მათი ოჯახები ცხოვრობენ. იქაური ცხოვრების აღწერა გვჭირდება, ექსკლუზიური კადრები. - და მათი ოჯახების ცხოვრებაში რა არის ექსკლუზიური? - დავამთავრე თუ არა წინადადება, მაშინვე მივხვდი რომ სისულელე ვიკითხე. - ნინა, ნინა, - მან თავი გადააქნია და ორაზნოვად ჩაიღიმა თავისთვის. - მოდი, ყველაფერს დეტალურად აგიხსნი, რაც უნდა გააკეთო. ბოლო-ბოლო, სრულიად მარტო ხომ არ გიშვებ?! ჩვენი ოპერატორი, კახაც შენთან ერთად წამოვა, - ამის გაგება გამიხარდა. კახა ხუმარა და კარგი ადამიანია, მასთან ერთად კაცი ვერ მოიწყენს. - ის უკვე დათანხმდა? - თანაც დიდი სიამოვნებით, - საერთოდ არ გამკვირვებია, რომ კახა უყოყმანოდ დათანხმდა. ადრენალინი და საშიში სიტუაციები მთლიანად მისი იყო. რამდენიმე წუთში თვით კახაც შემოვიდა კაბინეტში. - ვაუ, დადიანი, შენთან ერთად მივდივარ? გაგვიმართლა ორივე ასეთი კარგები რომ ვართ, - თვალი ჩამიკრა. მისი ასეთი ქცევა არ მწყენია, რადგან ვიცოდი, ხუმრობდა. თანაც ერთმანეთთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. - უფრო სწორად შენ გაგიმართლა, ხვედელიძე, - საპასუხოდ მეც ჩავუკარი თვალი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს რაუნდი მოვუგე. ბატონმა დავითმა ყველაფაერი დეტალებში აგვიხსნა. როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა უნდა გადაგვეღო და რა, არა. ისიც კარგად განგვიმარტა, რომ გარნიზონებზე თავდასხმები ხშირია, მითუმეტეს იმ ზონაში, სადაც ჩვენ მივდიოდით. ამის წარმოდგენაზე სხეულში უსიამოვნოდ გამცრა, კახას კი სახეზე ღიმილმა გადაურბინა. - რა კადრები იქნება, - თავისთვის ჩაიჩურჩულა, მაგრამ მე მაინც გავიგე და უკმაყოფილო მზერით დავაჯილდოვე. - ასე რომ, აბა თქვენ იცით! მოსამზადებლად სამი დღე გაქვთ. იქამდე ისევ შევხვდებით და დამშვიდობებასაც მოვასწრებთ. დამშვიდობებას მოვასწრებთო ისე თქვა, თითქოს ჩამოსვლას აღარც ვაპირებდით, ან ვერ... ბატონი დავითის კაბინეტიდან მე და კახა ერთად გამოვედით. ის გახარებული იყო, მე ეჭვი მღრღნიდა. - ნერვიულობ, არა? - არ გამოპარვია. - შენი აზრით? - სარკასტულად ვკითხე. - ფეხები გიკანკალებს და გული მუცელში ჩაგივარდა, - გადაიხარხარა. - უშნო ხუმრობაა, - დავეჯღანე. - უბრალოდ, შენგან განსხვავებით მე საქმის სერიოზულობა ბოლომდე მაქვს გათავისებული. - უბრალოდ, ჩემგან განსხვავებით, შენ უფრო მეტი გაქვს დასაკარგი, ვიდრე მე. ერთი ადრენალინის მოყვარული ოპერატორი ვარ, სხვა ვინ? - შენ ძალიან კეთილი და იუმორის მქონე ადამიანი ხარ. ჩემს ნათქვამზე გაეცინა და თმები ამიჩეჩა. სამსახურში საქმეებს ადრე მოვრჩი და სახლისაკენ ავიღე გეზი. ახლა მელოდა ყველაზე რთული. როგორ მიიღებდნენ ჩემს გადაწყვეტილებას მშობლები? რა თქმა უნდა, შვილის ომში გაშვება არც ერთ მშობელს არ უნდა, მაგრამ მე შევძლებ მათ დამშვიდებას, ვუმტკიცებდი ჩემ თავს... სახლის კარები ქეთიმ გამიღო. ანუ მასთან ცალკე ლაპარაკი აღარ მომიწევს, ძალიან კარგი. შევატყვე, რომ მხიარულობდნენ და პირდაპირ მათი ხალისის გაფუჭება ვერ შევძელი. ცოტა დავიცადე, მაგრამ მამამ შემატყო რომ რაღაცის თქმა მინდოდა და ვერ ვისვენებდი. - ნინა არ იტყვი რა გაწუხებს? - ალბათ მობეზრდა იმის ყურება, თუ როგორ ვაიძულებდი საკუთარ თავს დამშვიდებას. - დღეს ჩემმა უფროსმა დამიბარა და სერიოზული რეპორტაჟის მომზადება დამავალა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა... - ეს ხომ მშვენიერია! - შემაწყვეტინა დედამ. - ხო, მაგრამ არის რაღაც... - თქმას ვერ ვბედავდი, ჩემი თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა. - გვითხარი ნინა, - თბილად გამიღიმა მამიკომ. - ერაყში მგზავნიან, - წარმოვთქვი ხმამაღლა. მათ სახეებს გადავხედე და შიში, სასოწარკვეთილება, განცვიფრება, ტკივილი და ნაადრევი მონატრება, ყველაფერი ერთად იკითხებოდა...
| |
|
|
Mari_Ami | თარიღი: პარასკევი, 2013-02-08, 9:11 PM | შეტყობინება # 13 |
436
Offline
| ოო ჯერ თავიდან,ზუკა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სახელიაა^_^ ერაყის იდეა მაგრად მომეწონა და ვხვდები რაგაც საინტერესო და ინტრიგული იდეები გაქვთ ავტორო
| |
|
|
DreaMy | თარიღი: პარასკევი, 2013-02-08, 10:26 PM | შეტყობინება # 14 |
3> HeadLess HorseMan <3
700
Offline
| Quote (bella-vampire) DreaMy, jurnalistikurze ginda chabareba? ^^ kii, shenc?
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2013-02-09, 7:53 PM | შეტყობინება # 15 |
842
Offline
| III თავი
- შენ რა, გვეხუმრები? - შოკირებულმა იკითხა ქეთიმ. - ქეთი ასეთ საკითხებზე არ ხუმრობენ. - და შენ გინდა ომში წახვიდე? ნინა დადიანი, ეს გამორიცხულია! - თავი დავხარე. ვიცოდი, რომ დედას ასეთი რეაქცია ექნებოდა. - აანალიზებ რამხელა რისკზე მიდიხარ? - მშვიდად მკითხა მამამ. - კი მამი, ყველაფერი კარგად მესმის და ვგრძნობ, რომ ეს უნდა გავაკეთო. - მაშინ მე შენს გვერდით ვარ, - მამა წამოდგა და თბილად გადამეხვია. ქეთის გადავხედე, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა. სხვის წინაშე არასოდეს ტიროდა. აი დედა კი თავს ვერ იკავებდა, მისი ლამაზი სახე ცრემლებმა დაასველა. - დე, ნუ ტირი რა, - მასთან მივედი და როგორც ბავშვობაში, კალთაში ჩავუჯექი. - თურმე როგორ გაზრდილხარ და მე ვერ ვამჩნევდი, ჩემი ჭკვიანი და გაბედული გოგო, - გულში ძლიერად ჩამიკრა და სახე ჩემს თმებში ჩამალა. ის დღე მთლიანად ოჯახთან ერთად გავატარე. თითქოს ერთად ყოფნის ბოლო წუთები იყო. ქეთი ისე დამემშვიდობა, თითქოს უკანასკნელად მხედავდა. როდესაც ჩემ პატარა, უსაყვარლეს დიშვილს ჩავუკოცნე ლოყები, გულში რაღაც ჩამწყდა. გავაანალიზე, რომ ის შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ მე ვერასოდეს ვნახო. პატარა ლილუ კი ნელ-ნელა დაივიწყებს მის დეიდას და უბრალო, ბავშვურ მოგონებად დარჩება, რომელიც ბურუსით არის მოცული. ქეთი ქმარ-შვილით ისევ მოვა მშობლების მოსანახულებლად, ჩემი მეგობრები საღამოს კვლავ შეიკრიბებიან და გაერთობიან... მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ გარეშე მოხდება, მე მათთან არ ვიქნები... და ამ წუთიდან შემიჩნდა გულში შიშისა და ეჭვის ჭია... სწორი არჩევანი გავაკეთე? იქნებ შევცდი და არ ღირდა გარისკვა? უარი უნდა ვთქვა ყველაფერზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და წავიდე იქ, სადაც ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საიდანაც შეიძლება ვეღარც დავბრუნდე... თუმცა ამაზე ფიქრი უკვე გვინაა. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და მას არ(ვერ) შევცვლი. რაც იქნება იქნება, მე ერაყში მივდივარ! მეორე დღეს დილით ადრე ავდექი მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არ მივდიოდი. ბატონმა დავითმა გაგვათავისუფლა, რათა ნათესავებსა და მეგობრებს დავმშვიდობებოდით და მომზადებისათვის საკმარისი დრო გვქონოდა. ვისაუზმე თუ არა, სამსახურში შევიარე და კადრებში ჩემი პასპორტი და სხვა საბუთები მივიტანე, რათა მათ მოაეგვარებინათ ყველაფერი. მით უმეტეს საზღვარგარეთის პასპორტი მქონდა და პრობლემა არ შეიქმნებოდა. ესეც რომ არა, ვიზაზე პრობლემა არ შეგვექმნებოდა, რადგან სახელმწიფო გვგზავნიდა ჟურნალისტებს. სამსახურის შემდეგ ელის სახლისკენ ავიღე გეზი. კარი მან გამიღო, რაც ძალიან გამიკვირდა. - როგორ მოგივიდა რომ შუა დღემდე არ დაიძინე? - გადავეხვიე და სახლში შევედი. მიყვარდა ელეს ბინა, პატარა და მყუდრო იყო. - დედა სახლიდან ადრე გავიდა და მეც გამაღვიძა, - გაბუტვის ნიშნად ტუჩები საყვარლად გამობერა. სახლს თვალი მოვავლე. რამდენ მოგონებას იტევს ეს კედლები, ნახევარი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული... - რისი თქმა გინდა? - ფიქრებიდან ელის ხმამ გამომიყვანა. მაინც როგორ კარგად მიცნობს... - გუშინ ჩემმა უფროსმა ძალიან სერიოზული რეპორტაჟის მომზადება დამავალა... - და ამას ასეთი უჟმური სახით ამბობ? “გლიჯავს!” - წამოიყვირა და სკამიდან წამოხტა. მე კი ურეაქციო სახით ვუყურებდი. - რატომ იქცევი ისე, თითქოს არ გიხარია? - როგორ არ მიხარია, - უხერხულად გამეღიმა. - ნინა დაფქვი, - თვალები დაქაჩა. - რეპორტაჟის მომზადებისათვის ერაყში უნდა წავიდე. - რა? - სკამიდან ისევ წამოხტა, მაგრამ ამჯერად შოკირებული სახით. - ჰო, - მხრები ავიჩეჩე. - შენ დათანხმდი, - ეს კითხვა არ იყო, ის ყველაფერს მიხვდა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე, მასთან ზედმეტი სიტყვების თქმა საჭირო არ იყო. - უბრალოდ ერთს გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე. შენი სიცოცხლე მხოლოდ შენ არ გეკუთვნის. არიან ადამიანები, ვისაც უყვარხარ და შენი დაკარგვა არ უნდათ. გადაწყვეტილების მიღებისას მათზეც უნდა იფიქრო. ეს ჩემი აზრია, თუკი რაიმეში გამოგადგება, - შებრუნდა და მეორე ოთახში შევიდა. მისი სიტყვების შემდეგ გული გამალებით მიცემდა, ტუჩებზე კი მლაშე გემო ვიგრძენი. გვერდზე ოთახიდან ელის ტირილი გავიგონე და გული დამეწვა. საშინელი ადამიანი ვარ. ჩემი ეგოისტობის გამო ყველა საყვარელ ადამიანს გულს ვტკენ მხოლოდ იმიტომ, რომ სურვილი ავიხდინო. ელისთან შევედი და დავინახე, როგორ იჯდა იატაკზე და ტიროდა. მეც გვერდით მივუჯექი, თავი მხარზე დავადე და ემოციებს გზა მივეცი... საღამოს ზუკას შევხვდი. ყველაფერი ვუთხარი და მივახვედრე, რომ ამით ჩვენი ურთიერთობა სრულდებოდა. ესეც რომ არა, უკვე დრო იყო დამემთავრებინა ეს ფარსი და მისთვის შანსი მიმეცა რომ ეპოვა ის, ვინც გააბედნიერებს. ყველაფერი მშვიდად და ცივილიზებულად მიიღო, გამიკვირდა კიდეც. მაგრამ ალბათ ისიც დაიღალა ლოდინით, თუ როდის ვუპასუხებ მის გრძნობებს. უარეს რეაქციას მოველოდი, მაგრამ გამიხარდა რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ მოვაგვარეთ. მართალია ვხვდებოდი, მთლად ისე მშვიდადაც არ მიიღო ყველაფერი როგორც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მისთვის მთავარი ის იყო, რომ მისგან სხვასთან არ მივდიოდი. ბიჭისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ეს არის... ერთმანეთს მეგობრულად დავშორდით, წარმატებები მისურვა... საღამოს სახლში მისულმა, მაშინვე ბარგი ჩავალაგე. ერთი პატარა ჩემოდანი, ბევრი არაფერი მიმქონდა. ვახშმისას მე და მშობლები ყველანაირ თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ არც ერთს არ გვიხსენებია ჩემი ერაყში წასვლა, ჯიუტად გვერდს ვუვლიდით ამ საკითხს. დილით ექვს საათზე უნდა ავმდგარიყავი, ამიტომ ათ საათზე დედიკო და მამიკო ჩავკოცნე და დასაძინებლად დავწექი. ვინ იცის, კიდევ როდის დავიძინებ ჩემ ფუმფულა ლოგინში... დილით დედიკომ და მამიკომ ერთდროულად გამაღვიძეს. ღიმილი და სევდა ერთად მომერია... გამახსენდა ბავშვობა, ნამდვილად ბედნიერი ბავშვი ვიყავი, არაფერი მაკლდა... ყოველ დილით დედ-მამა ერთად მაღვიძებდა, დღე სიყვარულითა და სითბოთი იწყებოდა... ახლა კი ყოველ დილას სასტვენის ხმა გამაღვიძებს, ჯარისკაცის რეჟიმით ვიცხოვრებ... აბაზანაში ვიყავი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. გამიკვირდა, ამ დილაუთენია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო... თავის მოწესრიგების შემდეგ მისაღებში გავედი და მოულოდნელობისაგან ადგილზე გავშეშდი. - ასე იოლად ვერ მოგვიშორებ, - ქეთი და ელი ერთდროულად ჩამეხუტნენ. თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ მთელი ძალით შევიკავე თავი და მხიარულად გავიღიმე. ყველამ ერთად ვისაუზმეთ და მამიკოს მანქანით ტელევიზიასთან მივედით. კახა და ბატონი დავითი იქ დაგვხვდნენ. შემდეგ სამხედრო ბაზაზე წაგვიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ დაწვრილებით აგვიხსნეს ყველაფერი, ჯარისკაცებიც გაგვაცნეს, მაგრამ ვერც ერთის სახელი ვერ დავიმახსოვრე. აეროპორტში გამომშვიდობების დროც დადგა... ყველაზე მეტად ამ მომენტს ვერ ვიტან, მაგრამ ახლა ვერსად გავექცეოდი. ოთხივეს ძლიერად გადავეხვიე და ჩავკოცნე, თან ცრემლებს ვიკავებდი და მთელი ძალით ვიღიმოდი. - ჭკვიანად ნინა, თავს გაუფრთხილდი, - შუბლზე ნაზად მაკოცა მამამ. - მალე დამიბრუნდი დე, - პირჯვარი გადამწერა დედიკომ. - ფრთხილად იყავი ნინ, ნახე რამდენი სიმპატიური ბიჭია და შენ ერთი გოგო, - გადაიკისკისა ელიმ. როგორც ყოველთვის ის შეუცვლელია, დაძაბულობის დროსაც შეუძლია სიტუაციის განმუხტვა. - ელი, - მოჩვენებით გაბრაზებული სახე მივიღე, მაგრამ მაინც გამეცინა. - ჩემი პატარა არ გამიბრაზო, - ქეთის თითი დავუქნიე და გადავეხვიე. არ მეგონა ამდენად თუ გამიჭირდებოდა დამშვიდობება. სხვა ქვეყანაში პირველად არ მივდიოდი, მოგზაურობა მიყვარდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო... ეს ის მოგზაურობა იყო, საიდანაც არ იცი დაბრუნდები თუ არა, მაგრამ რისკზე მაინც მიდიხარ. რაც არ უნდა მოხდეს, მე კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით!
| |
|
|